შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმის ყვავილობა


17-03-2021, 00:14
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 20 723

უზრუნველი ბავშვობა არ ჰქონია, უდარდელი კი ნამდვილად ეთქმოდა: არანაირი დარდი, არანაირი ვალდებულება. დედა არასდროს ტვირთავდა საქმით. ყოველთვის თავისუფალი იყო საოჯახო საქმიანობისგან
_რა იცი, როგორი ოჯახი შეხვდეს და იქაც ეყოფა საქმე._ამ არგუმენტით იშორებდა დედამისი ვითომ და შეწუხებულ ნათესაობას მისი უსაქმურობით რომ იყვნენ გაოცებულები.
ორი ძმის შუათანა და ხშირად თამაშობდა ბიჭების გარემოცვაში. ზედმეტად არც არავის შეუხედია მისთვის და არც მას გაუხედია ვინმესკენ ირიბად. სკოლაში კარგად სწავლობდა. მთლად ფრიადებზე ვერა, როგორც სხვა ბავშვები, ვისაც მშობლები რეპეტიტორებთან დაარბენინებდნენ წლიდან წლამდე და უამრავ ფულს ახარჯებდნენ, მაგრამ დიდადაც აღარ ჩამორჩებოდა მათ. დედა რუსი ყავდა, მამა კი ქართველი და ამ ორი ეროვნების ნაჯვარი მშვენიერი შესახედაობის ბავშვი იყო: სახის ნაკვთები დედის ქონდა, ფერი კი მამის, სოლარიუმში გარუჯულს გავდა. ცოტა რომ წამოიზარდა, უფრო დამშვენდა. შორიდანვე გამოირჩეოდა მეგობრებში თავისი უჩვეულო და განსაკუთრებული სილამაზით. ბავშვობიდანვე უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა. მოსვენებას არ აძლევდნენ, მაგრამ თვითონ არავინ აინტერესებდა ერთის გარდა: მაღალი, ქერა, მწვანეთვალება ონავარი ბიჭი უფორიაქებდა გულს, რომელიც მის უკან მერხზე იჯდა და ყოველთვის აწვალებდა. გიორგი ხან ნაწნავებზე ექაჩებოდა და წიწკნიდა, ხანაც ჩანთას უმალავდა და საათობით აძებნინებდა. ხომ ამდენს აწვალებდა და აბრაზებდა, ხშირად ცრემლებამდეც კი მიყავდა, მაგრამ მაინც რაღაც განსაკუთრებულ გრძნობას განიცდიდა მის მიმართ. თუმცა არასდროს აღიარებდა ამას და გულშივე იკლავდა ყველაფერს.
სკოლის დამთავრების ბოლო წელს მთლად გაიფურჩქნა და გალამაზდა. მამამისი მკაცრი გახდა. ზედმეტად არ ადგმევინებდა ეზოს გარეთ ფეხს. სხვა ბავშვები შუაღამემდე რომ ქუჩაში სეირნობდნენ და ერთობოდნენ, ეს ფანჯრიდან მალულად უყურებდათ და ისმენდა მათ მხიარულ სიცილს.
გამოსაშვებ საღამოზეც დიდი ხვეწნის და ცრემლების ღვრის ხარჯზე ძლივს დაითანხმა, რომ სულ ცოტა ხნით მაინც წასულიყო კლასელებთან ერთად.
დედამისმა სახელდახელოდ შეუკერა ვარდისფერი ლამაზი კაბა და მართლაც ფერიას გავდა. მაკიაჟის გაკეთება კი მამამ აუკრძალა, თუმცა ისედაც ძალიან ლამაზი იყო და არც კი სჭირდებოდა.
დილით ევამ და მანიკამ რომ მიაკითხეს, ევამ დაფარული შურით შეათვალიერა მშვენიერი დაქალი.
_მაკიაჟს არ იკეთებ?_გაოცებულმა ჰკითხა და დივანზე მის პირისპირ ჩამოჯდა ამაყი მზერით.
_მამაჩემი მიშლის._უხერხულად შეიშმუშნა ნანა და კიდევ ერთხელ შეავლო კმაყოფილმა თავის მშვენიერ ორეულს სარკეში თვალი._მგონი არც ასე გამოვიყურები ცუდად.
_ნეტა, მამაშენს რა ყურს უგდებ? ქალი მაკიაჟის გარეშე როგორ შეიძლება? კიდევ კარგი მამაჩემი არ არის, თორემ ხომ გამოვუყვანდი მძინარეს წირვას.
_კაცია და გუნება, რა გინდა?_მანიკამ ნანას მამის მხარე დაიცვა და ნანას აბრეშუმივით რბილ და ნაზ თმაში შეაცურა თითები.
_თმა მაინც რომ გაგეკეთებინა სალონში, არ იქნებოდა ურიგო._ევამ გესლიანად ჩაილაპარაკა და სალონში დაყენებულ თავის ვარცხნილობას სარკეში მოწონებით შეავლო თვალი.
_მეც მშვენიერ ვარცხნილობას გავუკეთებ, ხომ იცი რომ მეხერხება?_მანიკამ ფარ-ხმალი არ დაყარა და ევას ეშმაკური ღიმილით შეხედა._რა გინდა ახლა რომ თქვა მაგით, შენ რომ სალონში გაიკეთე თმა და მაკიაჟი, ნანაზე ლამაზი ხარ?
აშკარად არ ესიამოვნა ევას მანიკას სიტყვები და სახეხე აილეწა კიდეც, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვია. შური და ბოღმა ძლივს გადაყლაპა და დაქალებს ნაძალადევად გაუღიმა.
ვარცხნილობა მართლაც არაჩვეულებრივი გამოუვიდა მანიკას. ისე მოუხდა ნანასაც, ნებისმიერ მამაკაცს აუთრთოლებდა გულს.
შუადღის მერე სკოლის ეზოში შეიკრიბნენ ჟრიამულით და ბევრი იპოზიორეს, მხიარული და ლამაზი ფოტოსესიაც მოაწყეს. მერე კი, მანქანებში განაწილდნენ, რომლითაც ბიჭები იყვნენ მოსულები და წინასწარ დაჯავშნილ რესტორანში წავიდნენ.
დაგეგვმის გარეშე მოხვდა ნანა გიორგის მანქანაში ევასთან ერთად. ბიჭმა ზრდილობიანად გამოუღო კარი და ჩაჯდომაში მიეხმარა. ნანას ლამის საგულედან ამოუვარდა გული, მისი ხელის შეხებაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და რომ არავის არაფერი შეემჩნია, მკვირცხლად ჩახტა მანქანაში.
ევა მთელი გზა ლაპარაკობდა, ენა არ გაუჩერებია. აშკარად, გიორგის და მისი სიმპატიური უცნობი მძღოლის ყურადღების მიქცევა უნდოდა. მაგრამ გიორგიც და უცნობი ახალგაზრდა მძღოლიც ნანას უყურებდნენ მხოლოდ ხან მალულად და ხანაც აშკარად. ნანამ მალევე დაიჭირა გიორგის მზერა და ლამის გული გაუჩერდა. თითქოს დაატყვევა მისმა მომნუსხველმა მწვანე თვალებმა და ლაპარაკისა და მოძრაობის უნარი საერთოდ წაართვა. ხმის ამოუღებლად იჯდა მანქანაში და მთელი გზა ფანჯრისთვის არ მოუშორებია თვალი.
რესტორანში მისულებმა იქაც მოაწყეს ფოტოსესია. ვიდეოს სიუჟეტისთვის გიორგიმ აქეთ-იქიდან ამოიყენა ნანა და ევა, ხელკავი გამოსდო და ისე გაიარა წითელი ხალიჩა რესტორნამდე, რომელიც საგანგებოდ მათთვის იყო დაგებული.
ნანა მოხდენილი ნაბიჯებით მსუბუქად მინარნარებდა გიორგის გვერდით. უზომოდ ბედნიერი იყო. მართალია, გიორგი ვერაფერს ეუბნებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ არც ის იყო მის მიმართ გულგრილი და გულის სიღრმეში ბედნიერი იყო.
სუფრასთან ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. გიორგიმ მალულად შეხედა მშვენიერ გოგოს, რომელიც მის შეხედვაზე ჭარხალივით გაწითლდა და ისე დაიბნა, უხერხილობისგან სად დამალულიყო არ იცოდა.
ევამ მალევე დაიჭირა მათი ტრფობით სავსე ფარული მზერა. აშკარად არ ესიამოვნა. ამიტომ კისკისით მოჰკიდა გიორგის ხელი და თვითონ გაიწვია საცეკვაოდ, რომ ნანასთან მარტო დარჩენის საშუალება არ მიეცა.
დრომ ისე შეუმჩნევლად გაირბინა, ნანამ საათს რომ დახედა, გული დასწყდა ერთი საათი რომ ქონდა მხოლოდ დარჩენილი.
_ვიცეკვოთ?_ხელი გაუწოდა უცნობმა მძღოლმა დაფიქრებულ ნანას და გამოარკვია ფიქრებიდან.
ნანას ცეკვა არ უნდოდა, მაგრამ უარის თქმა მოერიდა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ხელი გაუწოდა და ნაძალადევი ღიმილით წამოდგა. დარბაზის შუაგულში გავიდნენ. ბიჭმა მისი ნატიფი თითები მუჭში მოიმწყვდია, მეორე ხელი ვიწრო წელზე შემოხვია და სასიამოვნო მელოდიას მოხდენილი რხევით აჰყვნენ.
_გიორგიმ არ გაგვაცნო ერთმანეთი. მე კახა მქვია, გიორგის ბიძაშვილი ვარ._გაუღიმა ბიჭმა და ცისფერ თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა ოდნავ დამორცხვებულ გოგოს._როგორც გავიგე შენ ნანა ხარ.
ნანას გულწრფელად გაეღიმა. მისმა ღიმილმა უარესად დაატყვევა ბიჭი.
_არავის უთქვამს შენთვის, რომ ძალიან ლამაზი ხარ?_მოულოდნელად კახა დაიხარა და ყურთან წასჩურჩულა.
ნანა უხერხულად შეიშმუშნა. პასუხის დაბრუნება ვერ შეძლო. მხოლოდ მორცხვად შეჰყურებდა ბიჭს, რომელიც გაღიმებული უმზერდა და ლამის თვალებით ჭამდა.
თქმით თითქმის ყველა ეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი იყო. თუმცა, თქმაც არ იყო საჭირო, ისეთი აღტაცებული თვალებით უმზერდნენ ყოველთვის ბიჭები, ყველაფერი ნათელი იყო. მაგრამ ვისგანაც ყველაზე მეტად ესიამოვნებოდა და ელოდა ამის თქმას, ის ვერ უბედავდა ვერაფერს. რაც ბავშვობის ასაკიდან გამოვიდნენ, თმებზეც კი აღარ ექაჩებოდა. შორიდან უმზერდა მხოლოდ მალულად და უფორიაქებდა გულს.
_მართლა ძალიან ლამაზი ხარ. მითუმეტეს, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით უმაკიაჟოდ ხარ და მაინც ყველას ჩრდილავ.
ისე ახლოს მიუტანა კახამ სახე სახესთან, რომ ნანამ მისი მხურვალე სუნთქვა იგრძნო და გააჟრჟოლა. გაჩერდა, ბოდიში მოუხადა რაღაცნაირად აღტკინებულ ბიჭს, ცეკვა აღარ მინდაო.
კახას აღარ დაუძალებია. ფრთხილად გაუშვა ხელი, თითქოს არ ეთმობოდა და ღიმილით მიაცილა მაგიდამდე. ნანას მაშინვე გიორგისკენ გაექცა მზერა და უარესად აწითლდა. გიორგი ევას ეცეკვებოდა, მაგრამ მას უმზერდა დაჟინებით. წამით შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. ესეც საკმარისი აღმოჩნდა გოგოსთვის, რომ უარესად დაბნეულიყო და აწითლებულიყო. მართალია, გიორგი კახასავით ლამაზ კომპლიმენტებს არ ეუბნებოდა, მაგრამ მისი თვალები ყველაფერს ამბობდნენ და ესეც საკმარისი იყო.
ცოტა ხანს კიდევ დარჩა ნანა რესტორანში. გიორგიმ მაინც ვერ გაბედა მასთან ცეკვა. მერე ეზოში გავიდა, რათა მამამისს დალოდებოდა და სახლში წასულიყო.
აყვავებული ატმის ხის ქვეშ სკამზე ჩამოჯდა. ღრმად შეისუნთქა გაზაფხულის სურნელი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. გრილი სიო ნელა არხევდა ატმის ტოტებს და გახურებულ სახეზე ნაზად ელამუნებოდა მისი ყვავილების ვარდისფერი თოვა. რაღაც სასწაულად უყვარდა ატმის ყვავილები. კაბაც ზუსტად ამ ატმის ყვავილების ფერი ეცვა.
გიორგი უჩუმრად გაყვა ნანას. მოშორებით გაჩერდა და სულგანაბული მოჯადოებულივით შეჰყურებდა შვენიერ არსებას. ბოლოს, შორიდან ცქერით რომ დაიღალა, ისე უხმოდ მიუახლოვდა ფიქრებში ჩაძირულ გოგოს, ამ უკანასკნელმა მისი ფეხის ხმაც კი ვერ გაიგო. ნაცნობი ოდეკოლონის სურნელი რომ იგრძნო, მხოლოდ მაშინ მიხვდა მის მიახლოებას. გაუხარდა. თუმცა დაიბნა. უხერხულობის დასაფარავად ფეხზე წამოდგა.
_აქ რას აკეთებ?_გაუკვირდა გიორგის.
_მამას ველოდები, სახლში უნდა წავიდე.
_ასე ადრე?_სინანული იგრძნო ნანამ მის ხავერდოვან ბასში.
_კი, თორმეტ საათამდე გამომიშვა მხოლოდ.
_რატო?_ბიჭს ალალად გაეღიმა,_თორმეტის მერე შენი ეტლი კვახად გადაიქცევა და შენც ჩვეულებრივი კონკია გახდები?
ნანასაც გაეღიმა მის ხუმრობაზე. მთვარის შუქზე რაღაც ღვთაებრივად ლამაზი ეჩვენა ბიჭს და თვალი ვეღარ მოსწყვიტა.
ნანა შეაკრთო მისმა ამ დაჟინებულმა მზერამ, მაგრამ არ შეშინებია, მითუმეტეს რომ მისგან წამოსულ ალკოჰოლის სუნსაც გრძნობდა.
ერთხანს ასე იდგნენ უხმოდ და ღიმილით შესცქეროდნენ მთვარის შუქით განათებულ ერთმანეთის სახეს. მერე, მოულოდნელად რაღაც ჩიტმა გადაიფრინა მათ სიახლოვეს. ნანა ისე შეკრთა, შეშინებული ინსტიქტურად მიეკრა ბიჭს მკერდზე.
გოგოს ამ მოულოდნელმა საქციელმა წამიერად გაუჩერა გიორგის გული. მერე კი, ისე გამალებით აუძგერდა, ლამის საგულედან ამოუხტა.
ნანამაც იგრძნო ბიჭის ეს ცვლილება, მასაც დაჭრილი ჩიტივით აუფრთხიალდა პატარა გული. რაღაც ამოუხსნელ ნეტარებას განიცდიდა მის სიახლოვეს და ბედნიერი იყო.
ერთ ხანს ასე იდგნენ ჩახუტებულები. მერე, გაუბედავად დაიხარა გიორგი და ნანას ამობურცულ ვარდისფერ ტუჩებს ფრთხილად შეეხო თავისი ათრთოლებული ტუჩებით.
ახლა კი მართლა გაუჩერდა ორივეს გული. სუნთქვაშეგუბებულები კარგა ხანს კოცნიდნენ ერთმანეთს გრძნობით და სიამოვნების ბურანში გახვეულები გარე სამყაროს მოწყვეტილები თითქოს ღრუბლებში დაფრინავდნენ.
რეალობაში ნანას ტელეფონის ზარმა დააბრუნა ორივე. მამამისი იყო, თურმე რესტორნის წინ იდგა და შვილს ელოდებოდა.
დამორცხვებულმა ნანამ გახურებულ ლოყებზე ხელისგულები მიიჭირა. ცოტა ჩაიწყნარა აფორიაქებული გული. მერე ეშმაკური ღიმილით შეხედა ბიჭს და უკანმოუხედავად გაიქცა მამისკენ, რომელიც ჭიშკართან ელოდებოდა, გული კი გიორგისთან დარჩა. გიორგის გული კი მან წაიყოლა და თანაც სამუდამოდ
მთელი ღამე გრძნობების ტყვეობაში გაატარა, ვერაფრის დიდებით მოხუჭა თვალი. ძალიანაც უნდოდა დაძინება, მაგრამ თვალებს დახუჭავდა თუ არა, მაშინვე გიორგი ელანდებოდა თავისი მწვანე თვალებით და მოსვენებას უკარგავდა. მისი კოცნის გახსენება ხომ თავბრუს ახვევდა ისევ... უხაროდა, გიორგიც რომ იგივეს გრძნობდა მის მიმართ. ბედნიერებით სავსე იყო და სხვა აღარაფერზე ფიქრობდა. მის გარდა საფიქრალი აღარავინ და აღარაფერი ქონდა. გიორგი იყო მისი ფიქრის სათავე. ის იყო მისი ღამის დასასრული და მზიანი დილის დასაწყისი. ის ერთადერთი იყო, ვის გამოც უხაროდა გათენება... და საერთოდ, სიცოცხლე მის გამო სწყუროდა.
იმ ღამიდან ორი დღე იყო გასული, შემთხვევით რომ შეხვდნენ ერთმანეთს. მისი მწვანე თვალების დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, მუხლები ისე აუკანკალდა მღელვარებისგან, ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა. თუმცა, მაინც შეძლო გზის გაგრძელება. უკან აღარ მიუხედია, ისედაც გრძნობდა, რომ ბიჭი ფეხდაფეხ მიყვებოდა. ეზოს ჭიშკარს გვერდი აუარა და ატმის ბაღს მიაშურა სასწაული ყვავილობით რომ ხიბლავდა და თან ანდამატივით იზიდავდა რატომღაც. აქ უფრო იმიტომ გადაწყვიტა შესვლა, რომ არავის დაენახათ.
გიორგი შუაგულ ბაღჩაში წამოეწია. აღელვებულმა მორიდებით მოკიდა მკლავზე ხელი და დამფრთხალი გოგო თავისკენ შემოაბრუნა.
ერთი კი შეხედა ნანამ თვალებში მასზე არანაკლებ აფორიაქებულ ბიჭს და მერე ძირს დახარა მორცხვად.
_მიბრაზდები?_რატომღაც ჩურჩულით კითხა გიორგიმ და ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა. ეს ისე, სხვათაშორის ჰკითხა, თორემ ძალიანაც კარგად ხვდებოდა თუ რას გრძნობდა ნანა მის მიმართ.
გოგოს ხმა არ გაუცია. იმის გაფიქრება, რომ გიორგი ისევ ჩაიკრავდა გულში და ისევ აკოცებდა, მოსვენებას უკარგავდა. თავი რომ არ გაეცა და ბიჭს მისი ფიქრები არ წაეკითხა, თვალებს დაბლა ხრიდა და ვერ უსწორებდა.
მოულოდნელად ძლიერმა სიომ დაქროლა. ატმის ყვავილები გაშლილ თმაში ისე ლამაზად შეუბნია, თვალი ვერ მოსწყვიტა გიორგიმ. კარგა ხანს აღფრთოვანებული შეჰყურებდა თითქოს რაღაც არაამქვეყნიურ და არამიწიერ სილამაზეს. მერე, გაუბედავად დაიხარა და ისევ შეერთდნენ მათი ტუჩები. იგრძნო, როგორ სანთელივით დადნა გოგო მის მკლავებში. მერე, იმით ბედნიერმა, რომ ნანასაც უყვარდა, იმედით ჩახედა თვალებში.
_ერთ კვირაში ჯარში მივდივარ.
_რაა?_შეშფოთებულმა ნანამ სასოწარკვეთილი ხმით ძლივს იკითხა._დიდი ხნით?
_ერთი წლით... ძალიან გამიჭირდება უშენოდ. მაგრამ, თუ მეცოდინება რომ მიცდი, მალე გაივლის ეს დრო. გთხოვ, მითხარი, რომ დამელოდები.
მოულოდნელმა ამბავმა თავზარი დასცა.
_რომ არ წახვიდე?_წყალწაღებული ხავსს ჩაეჭიდაო, მიამიტურად იკითხა.
_დეზერტირად გამომაცხადებენ და ციხეში ჩამსვამენ._ისე ამოიოხრა ბიჭმა, ლამის გულიც თან ამოაყოლა._ ციხეში ჯდომას კი ჯარში წასვლა ჯობია. ოღონდ, დამპირდი, რომ დამელოდები და ჩემზე იფიქრებ... მაპატიე, ბავშვობაში თუ გაბრაზებდი. ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ მიყვარხარ და სხვანაირად ვერ გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს.
წამიერად გაჩუმდა. მკერდზე მჭიდროდ მიხუტებული გოგოს გულის ცემა ესმოდა და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ მასაც ძალიან უყვარდა. გულდამშვიდებული იმით, რომ ნანა აუცილებლად დაელოდებოდა, სანამ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოამთავრებდა, კიდევ ერთხელ აკოცა საყვარელ გოგოს და ვინმეს შემთხვევით რომ არ შეენიშნა შეყვარებულები, დაემშვიდობა. არ ეთმობოდა. წასვლისას ფეხებიც კი უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წავიდა.
ნანა კარგა ხანს იდგა ვარდისფრად გადაპენტილ ატმის ხეების ქვეშ და ბედნიერი გაჰყურებდა იმ მოსახვევს, სადაც გიორგი გაუჩინარდა. იმ ამბავმა, რომ მალე ჯარში მიდიოდა დაამწუხრა, თუმცა გიორგისაც რომ უყვარდა და მისგან დალოდების პირობას სთხოვდა, გულს უფორიაქებდა. რა გაძლებდა ერთი წელი მის გარეშე? მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დაელოდებოდა. ამდენი წლები ელოდა ამ წუთებს, რომ გიორგი გამოსტყდომოდა სიყვარულში და ამ ერთ წელსაც გადააგორებდა როგორმე...
********************
გამთენიისას შეხვდნენ ერთმანეთს თავიაანთ ადგილზე. გაზაფხულის გიჟურ ქარს ატმის ხეები ლამის სულ შემოეძარცვა და ვარდისფერ ხალიჩასავით გაეფინა მიწაზე. სასწაული სილამაზე იყო, ქარი ჰაერშიც კი ატრიალებდა ვარდისფერ ფურცლებს. სხვა დროს გულგრილი არ დარჩებოდა ნანა ბუნების ამ საოცარი სილამაზით, საათობით გაუნძრევლად იდგებოდა და დატკბებოდა მისი ცქერით, მაგრამ ახლა ამისთვის არ ეცალა. თვალცრემლიანი იდგა და დიდი სიყვარულით შეჰყურებდა მისთვის ძვირფას ბიჭს, რომელიც ჩაწითლებული უძილო თვალებით ისე უმზერდა გოგოს, თითქოს მისი სახის ყოველი ნაკვთის დაზეპირებას აპირებდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მასაც უჭირდა განშორება. არ ეთმობოდა საყვარელი გოგო, რომელსაც როგორც იქნა გამოუტყდა გრძნობებში და ერთი წლით შორდებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ძლივს შეელივნენ ერთმანეთს. აცრემლებულმა გულის უჩვეულო ტკივილით გააცილა არეული ნაბიჯებით მიმავალი გიორგი. სხეულზე აგლეჯილი ხორცივით სტკიოდა მისი წასვლა. სულიერ სიცარიელეს გრძნობდა. აფორიაქებულ გულს ვერ უხერხებდა ვერაფერს და ცრემლები თავისთავად პოულობდნენ ღაწვებზე გზას.
პირველი ერთი თვე მართლაც ძალიან გაუჭირდა მის გარეშე. საათობით იდგა ატმის ბაღში და უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს, სადაც გიორგის ანარეკლს ხედავდა თითქოს ცხადად. მშობლებს არ გამოჰპარვიათ მისი ეს უგუნებობა. საიდან აღარ მიუდგა დედამისი, რომ მიზეზი გაეგო, მაგრამ მტკიცედ დუმდა ნანა და გულში სათუთად ინახავდა ძვირფას გრძნობას.
ერთი თვის შემდეგ, ფიცი რომ მიიღო და დარეკვის უფლება მისცეს გიორგის, მისი ხავერდოვანი ბასის მოსმენა ისე გაუხარდა, ცრემლების გარეშე ვერ ელაპარაკა. ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა, რომ ბიჭი არ ენერვიულებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი ხმის გაგონება მისი ნახვის ტოლფასად აღიქვა და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. თითქოს ცოტა უფრო გაუადვილდა მასთან განშორება. ხალისიც მიეცა და მთელ დღეებს ტირილში აღარ ატარებდა...
ერთხელ, მეზობელმა ციცინომ დაუძახა, რაღაც პატარა დახმარება მჭირდება და ცოტა ხნით ჩემთან გადმოდიო. ციცინო შორეულ ნათესავად მოხვდებოდათ, თან ნანას კლასელის, ზუკას დედა იყო. ზუკა და გიორგი კი მეგობრები იყვნენ და უარი არ უთქვია, ხალისით გადავიდა მათთან. ციცინო მარტო იყო, მარწყვის კომპოტს აკეთებდა და ნანას სთხოვა, მარწყვი გადამირჩიეო, თვითონ კი სადღაც გავიდა. არ მოეწონა ნანას მისი მხრიდან ეს საქციელი, სტუმარი მიიყვანა და თვითონ სადღაც დაიკარგა, მაგრამ დედის ტოლა ქალს როგორ გაუბედავდა რამეს? უსიტყვოდ მიუჯდა მარწყვს და ღიღინით დაიწყო გადარჩევა. საქმეში გართულმა ვიღაცის დაჟინებული მზერა გვიან იგრძნო. შემთხვევით რომ გაიხედა და უცნობი ქალი დაინახა , შეკრთა. ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე.
ქალს კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ისეთი მუშტრის თვალით ათვალიერებდა დაბნეულ და ცოტათი შეშინებულ გოგოს, თითქოს რამე ნივთი ყოფილიყო და მის ყიდვას აპირებდა. თავით ფეხებამდე გულდასმით რომ შეათვალიერა, მხოლოდ მას შემდეგ იკითხა ციცინო.
_არ ვიცი სად გავიდა, ალბათ მალე მოვა._სკამი ზრდილობიანად შესთავაზა რაღაც არასასიამოვნო ქალს და თვითონ მარწყვისგან წითლად დასვრილი ხელების გადასაბანად წავიდა.
ქალმა დაჟინებული და კმაყოფილი მზერა გააყოლა ნარნარით მიმავალ გოგოს, რომელიც ცოტა შემფრთხალი და გაოცებული იყო ამ ქალის მოულოდნელი სტუმრობით.
ცოტა ხანში, სად იყო სად არა, ციცინოც მოვიდა. ნანას რატომღაც დადგმული მოეჩვენა მათი შეხვედრის სცენა. ციცინოს თხოვნით ყავაც მოადუღა და მერე მოუბოდიშა ქალს:
_დედა მეძახის, წავალ._ტყუილმა ისე გააწითლა შავტუხა გოგო, თვითონვე იგრძნო რომ ჭარხალივით გაწითლდა.
_კარგი შვილო, წადი. დიდი მადლობა._ციცინომ ჭიშკრამდე მიაცილა ნანა.
ქუჩაში გამოსულმა შვებით ამოისუნთქა. ერთი შეხედვითვე არ მოეწონა ციცინოს უცნობი სტუმარი, რომელიც აქამდე არასოდეს ენახა მასთან და რომელიც მუშტრის თვალით ისე ათვალიერებდა ნანას, ეს უკანასკნელი გვარიანად შეაფრთხო. ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა საკუთარ ეზოს და ის იყო უნდა შესულიყო, რომ ევას და მანიკას მხიარული სიცილი შემოესმა. მალევე გამოჩნდნენ ორღობეში გოგონები. ნანას ძალიან გაუხარდა მათი დანახვა. გაიქცა და ორივეს გულიანად გადაეხვიათ.
_რას შვრები ძველო?_ევამ რაღაც მედიდურად გადახედა ნანას.
მანიკამ ჩვეული გულწრფელობით გაუღიმა.
_როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა. სად დაიკარგეთ?_ნანამ ხელკავი გამოსდო ორივეს და ეზოში შეუძღვათ.
_ეს შენ დაიკარგე, თორემ ჩვენ გამოცდები გვაქვს და არ გვცალია._ნიშნისმოგებით უთხრა ევამ._რა ქენი, კიდევ ვერ დაითანხმე მამაშენი სწავლაზე?_სწავლას რაღაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.
ნანას გული სწყდებოდა, რომ მამამისი არ უშვებდა სასწავლებლად. ევა კი ჭრილობაზე ადგავდა ფეხს. მაინც არაფერი შეიმჩნია დაქალებთან, წყენა გადაყლაპა და ღიმილით შეუძღვათ ოთახში.
_არა რა, მაგისთანა მამის ყოლას სჯობია ობოლი იყო ადამიანი._ არ ცხრებოდა ევა._ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მამიკო, რასაც ვეტყვი ყველაფერს მისრულებს.
_სხვა გზა აქვს რომ?_მწარედ ჩაეღიმა მანიკას._კაცი ყურებით გყავს გამოჭერილი და რასაც უბრძანებ იმას აკეთებს.
_აბა, მამა მაშ რა ჯანდაბად მინდა, თუ ჩემს სურვილებს არ ამისრულებს?
ნანამ და მანიკამ ერთმანეთს უხმოდ გადახედეს.
_არ სწავლობ, არ მუშაობ, არ გამიკვირდება მამაშენმა რომ გაგათხოვოს და თავიდან მოგიშოროს.
ამის გაგონებაზე ნანას ღიმილი შეეყინა სახეზე.
_ხო, რა იყო? ტყუილს ვამბობ ვითომ? არ გასწავლის იმიტომ, რომ მაინც უნდა გათხოვდესო და ზედმეტ ხარჯებს ერიდება.
_შენ ნუ გაქვს ეგეთი იაზვა ენა!_წყენით შეუბღვირა მანიკამ._ეგ, შენი საქმე და სალაპარაკო არ არის, ვინ ისწავლის და ვინ გათხოვდება. ხანდახან ტვინს რომ მოუხმო და ენას კბილი დააჭირო, არ იქნება ურიგო.
_სიმართლის მთქმელი არავის უყვარს არა?_გამომწვევად გადაიხარხარა ევამ._რას ვიზავთ, სიმართლის მთქმელი დედამოტ......ო
_შენ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ. რამ გაგაბოროტა ასე?_ეჭვით შეხედა მანიკამ.
ნანა სიტუაციის განსამუხტავად ყავის მოსადუღებლად წამოდგა.
_არ გინდა ძვირფსო, მალე უნდა წავიდეთ._მანიკამ ხელი მოკიდა და ისევ დასვა._ნათია ყოფილა ძალიან ცუდად.
_უი, რა მოუვიდა?_შეშფოთდა ნანა.
_მკერდზე კიბო აქვს._ისეთი ხმით თქვა ევამ, თითქოს უხაროდა კლასელის ავადმყოფობა._დღეს უკეთებენ ოპერაციას. ალბათ მთლიანად მოკვეთავენ.
_უი, საწყალი._თვალები აუწყლიანდა ნანას.
_სახლში რომ გამოწერენ, გოგოები ვაპირებთ ნახვას, იმედია იქ მაინც გამოგიშვებს მამაშენი._მაინც წაიგესლა ევამ.
_რამ გაგაბოროტა ასე?_წყენით წამოდგა მანიკა._ადრე ასეთი არ იყავი. ვეღარ გცნობ. მაგ ენას ტკბილი სიტყვები რომ ათქმევინო და გული არავის მოუკლა, არ შეიძლება?
_და რა ვთქვი ახლა მაგისთანა?_თავის მხრივ ევასაც ეწყინა მანიკას საყვედური._ არსად უშვებს და იქნებ მომაკვდავი კლასელის სანახავად მაინც გამოუშვას?
_გაგიხმეს ეგ ენა! რას ატყობ იმ გოგოს მომაკვდავობისას? უბრალოდ ჯირკვალი აქვს დაბეჟილი, ამოკვეთავენ და მორჩა.
ევას პასუხი აღარ დაუბრუნებია. ისიც წამოდგა უხმოდ. ალბათ გაითვალისწინა მეგობრის სიტყვები, რომ ენა დაეტკბო, ან არა და რაც ყველაზე უფრო სავარაუდო იყო, იმ მომენტში ვერ მოიფიქრა რამე ისეთი საშინელება, რითაც მოშხამავდა გოგოებს.
_შეგეხმიანებით და წავიდეთ._ მანიკა ნანას გადაეხვია, გულთბილად დაემშვიდობა და ევასთან ერთად წავიდა.
ევას ნაწინასწარმეტყველი დიაგნოზი გამართლდა: ნათიას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და მარჯვენა მკერდი მთლიანად მოჰკვეთეს. ორი თვის შემდეგ, ქიმიოთეტაპიასაც რომ მორჩა და თითქოს ცოტა გამობრუნდა, კლასელები შეიკრიბნენ და სანახავად წავიდნენ. ნანამ სახლში რომ თქვა ეს ამბავი, მამამისს არ დაუშლია მის სანახავად წასვლა და ნანაც კლასელებთან ერთად წავიდა.
ისე იყო გოგო შეცვლილი, ვეღარ სცნობდნენ: თმა, წარბი, წამწამი_ერთნაირად გასცვივნოდა. ის მხიარული და ხალისიანი ნათია, სკოლის პერიოდში რომ ახსოვდათ, სადღაც გამქრალიყო. გული დაეთუთქა ნანას. გასამხნევებელ სიტყვებს ვერ პოულობდა. ნათია თითქოს შერიგებოდა თავის ბედს, გარეგნულად არ იმჩნევდა, თორემ ნანა გრძნობდა რა ორომტრიალიც იყო მის გულში. ადამიანს კარგად შეუძლია თავისი განცდების და გრძნობების დამალვა თუ მოისურვებს ამას, მაგრამ გამოცდილ თვალს ვერაფერი გამოეპარება.
თითქმის მთელი დღე დაჰყვეს კლასელებმა ნათიასთან. ბევრი ილაპარაკეს და გაიხსენეს სკოლის ამბები. ნათიაც თითქოს გაამხიარულეს. ვიღაცამ გიორგიც ახსენა, ახლა თავხოტორა დარბის სამშობლოს სადარაჯოზე და გვიცავს მტრისგანო. ნანას მის ხსენებაზე გული აუთრთოლდა. მხოლოდ სამი თვე იყო გასული რაც არ ენახა და ეს სამი თვე საუკუნედ ეჩვენებოდა.
ნათიას დედამ იმით გახარებულმა, რომ მის შვილს კლასელებმა მოაკითხეს და ცოტათი მაინც შეძლეს მისი გამხიარულება, პატარა სუფრა გააწყო სახელდახელოდ. თითო ჭიქა საფერავი ყველას დაალევინა ნათიას ჩათვლით და ნანასაც აღარ დაუწყია თავპატიჟი, მანაც ბოლომდე გამოცალა ერთი ჭიქა სასმი. მაშინვე იგრძნო როგორ დაერია მსუბუქი სიმთვრალე და უფრო ხალისიანი გახდა. საღამოს, სახლში რომ მოდიოდნენ, გიორგიმ დაურეკა. არ უნდოდა კლასელებს გაეგოთ მათი ამბავი, ცოტა ფეხს მოუნელა, მეგობრებს ჩამორჩა და დაბალი ხმით უპასუხა. გიორგიმ სასიხარულო ამბავი აუწყა, სულ მალე ათდღიანი შვებულება ეკუთვნოდა და ჩამოვიდოდა მის სანახავად.
ნანა ბედნიერებისგან ბრწყინავდა. კლასებს არ გამოჰპარვათ და მიზეზი კითხეს. დაიმორცხვა, თქმა არ უნდოდა.
_განა ვერ გავიგე გიორგის რომ ელაპარაკებოდი, ნეტა რას მალავ?_ევამ ყველას თანდასწრებით წამოაყრანტალა._ისე მალავთ თქვენი ტრფობის ამბავს, გეგონება ვინმე გეცილებოდეთ. ბანკეტზე რომ კოცნიდით ერთმანეთს, ქვეყანამ დაგინახათ მაინც.
ნანა სირცხვილისგან გაწითლდა.
მანიკაც გაწითლდა, ოღონდ სიბრახისგან.
_შენ რა, უთვალთვალებდი?
_მე რას ვუთვალთვალებდი, ქვეყანამ დაინახა._არხეინად ჩაილაპარაკა.
_ვინ ქვეყანამ? არავისგან არაფერი მსმენია. რა უნამუსო ხარ.
_სახალხოდ ესენი კოცნაობდნენ და კიდევ მე ვარ უნამუსო?_აქეთ შეუტია ევამ დაქალს. გაბრაზების ნიშნად ქუჩა გადაჭრა და მეორე მხარეს განაგრძო სიარული.
ნანა ძლივს იკავებდა ცრემლებს. ასე საქვეყნოდ დამცირებულად გრძნობდა თავს. კლასელები თითქოს სხვა თვალით უყურებდნენ უკვე და ერთი სული ქონდა სახლში მალე მისულიყო.
მანიკამ მხრებზე მოხვია ხელი და მის დამშვიდებას შეეცადა.
_ხომ იცი რა ენამწარეც არის, ნუ მიაქცევ ყურადღებას. მართლა არავის არაფერი დაუნახია, გეფიცები.
_დანახვით არა, მავრამ გაგებით კი ყველამ გაიგო.
_არაუშავს. დღეს თუ ხვალ მაინც გამჟღავნდება თქვენი სიყვარულის ამბავი გიორგი რომ ჩამოვა და ცოლად გითხოვს.
_ხო, მაგრამ ასე არ მინდოდა..._ამოისლუკუნა ნანამ.
_რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმით გაიგებდნენ. არაუშავს... მაგ საცოდავს ეტყობა პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს და მაგიტომ არის ასე გაბოროტებული. შენ მაგაზე სულაც არ ინერვიულო, რომ გაამჟღავნა. პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ გაიგეს შენი და გიორგის ამბავი, ზედმეტად არავინ შეგაწუხებს.
ნანას სახლამდე ხმისამოუღებლად იარეს. რამე რომ ეთქვა, მაშინვე ცრემლები წასკლებოდა და ასე თავის დამცირებაც არ უნდოდა კლასელებთან, რომლებიც როგორც თვითონ ეჩვენებოდა, ალმაცერად უყურებდნენ უკვე. სახლში მისული კი პირქვე დაემხო საწოლზე და აქვითინდა.
აქვითინებულს ბათომ შეუსწრო, უფროსმა ძმამ და ელდა ეცა. მაშინვე მის საწოლთან გაჩნდა.
_რა გატირებს? ვინ გაწყენინა? ხომ არ უნდა ყბები მივუნგრიო?
ნანა მაშინვე წამოჯდა. იცოდა თავისი ძმის ხასიათი და დამშვიდებას შეეცადა.
_ვინ აატირა ჩემი ლამაზი დაიკო?_თვალებზე ჩამოშლილი თმა მზრუნველად გადაუწია და ინტერესით ჩააშტერდა.
_არავინ, უბრალოდ თავი მტკივა და...
_უბრალო თავის ტკივილზე მასე ტირი ყოველთვის?_დაეჭვებულმა თვალი თვალში გაუყარა.
_თან ნათიას ამბავმა იმოქმედა. იცი რა ცუდად გამოიყურება?_ნამდვილი მიზეზის დასაფარავად ნათია მოიმიზეზა.
ბათოს ეჭვიც არ შეჰპარვია დის ტყუილში.
_ვიცი, ამ წინებზე იქით გამოვიარე და ქუჩაში დავინახე. საცოდავი, მართლა ცუდი მდგომარეობა აქვს? არა და რა კარგი გოგოა.
_ხო, მასეთი კარგები გვტოვებენ და ვინც საცოცხლებელი არ არის ის კი დრაკულასავით უკვდავია.
ბათოს გაეღიმა დის ხუმრობაზე. ლოყაზე აკოცა და შეაპარა.
_პერანგს ვერ გამიუთოვებ?
ნანას გაეღიმა, მაშინვე წამოდგა და ძმის პერანგის გაუთოვებას შეუდგა. მერე, სანამ ბათო გაიპრანჭებოდა, ეზოში გავიდა და იქ მომლოდინე ლექსოს გადააწყდა. არ მოელოდებოდა მის იქ ნახვას და შეკრთა. მითუმეტეს რომ ლექსო ისეთი თვალებით უმზერდა, აბნევდა. თან სრცხვენოდა ნამტირალევი რომ იყო.
ლექსო ბათოს ბავშვობის მეგობარი იყო. ლექსოს დედაც რუსი იყო და ახლო ურთიერთობა ქონდათ ოჯახებითაც. ბიჭები ერთად დაიზარდნენ. ნანაც, სანამ წამოიზრდებოდა და დაქალდებოდა, მათთან ერთად დარბოდა და თამაშობდა. ბოლო წლებში კი, ბიჭს აშკარად ატყობდა, რომ სხვა თვალით უყურებდა გოგოს. ერთხელ, გაბედა და გამოუტყდა კიდეც სიყვარულში, მაგრამ ნანამ ცივად მოიშორა, სხვა მიყვარსო. მას შემდეგ ლექსოს აღარაფერი უთქვია. განაგრძობდა ბათოსთან მეგობრობას და ნანას ნახვას ასე ახერხებდა.
ნამტირალევი გოგონა რომ დაინახა, აღელდა. წამოდგა და მორიდებით მიუახლოვდა ნანას.
_ყველაფერი კარგადაა?
_კი, რატო მეკითხები?
_ვინმემ გაწყენინა, ნამტირალევი ჩანხარ.
_აა, ხახვი დავჭერი წეღან და..._მოხერხებულად იცრუა, აფორიაქებულ ბიჭს გაუღიმა და ისევ სახლში შევიდა.
********************
ევას საქვეყნო აღიარების შემდეგ კლასელები მართლაც სხვა თვალით უყურებდნენ უკვე გიორგის შეყვარებულს. ზოგი ცინიკურად, ზოგი დაცინვით, ზოგიც თანაგრძნობით. ბოროტ და შურიან ადამიანს რა დალევს ქვეყანაზე? მოთმინებით იტანდა ნანა მასზე გავრცელებულ ჭორებს, ვითომ გიორგის სხვა უყვარდა და თურმე ნანა ძალით ეკიდებოდა კისერზე და სულმოუთმენლად ელოდა გიორგის შვებულებით ჩამოსვლას. დღეებს თითებზე ითვლიდა და ყოველ ღამე მის სურათებს ეფერებოდა.
ერთხელ, სექტემბრის გრილ და მოღრუულ დღეს ნანა მანიკასთან იყო სტუმრად და იქიდან ბრუნდებოდა. მამა ყოველთვის უშლიდა მასთან წასვლას, იმიტომ რომ სოფლის ბოლოში ცხოვრობდა და შორი იყო იქამდე. იმ დღეს კი მამამისი სახლში არ იყო და გაბედა დაქალის მონახულება. გზაში გაუწვიმდა. ფეხს აუჩქარა და ლამის სირბილით მოდიოდა. მოულოდნელად მის წინ მანქანა შეჩერდა.
_ნანა, შვილო, დასველდები, წამოდი წაგიყვანთ._ციცინოს მაშინდელი სტუმარი უღიმოდა._ციცინოსთან მივდივარ მაინც.
ნანას ვერ გადაეწყვიტა ჩაჯდომოდა თუ არა უცნობ ქალს მანქანაში. ქალმაც შეატყო ყოყმანი და გაეცინა:
_ბიჭი ვარ რომ მოგიტაცო?
ნანას შერცხვა თავისი უნდობლობის და მორიდებით ჩაჯდა მანქანაში. შუახნის მამაკაცი, რომელიც საჭეს უჯდა და უკან ქალი. მართლაც და შიშიანობა ხომ არ იყო? თან უფრო მალეც მივიდოდა სახლში. გამარჯობა თქვა და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, თან ქალი ზრდილობიანად მოიკითხა.
_არამიშავს შვილო, რა მიჭირს, ახლა უკეთესად ვარ. ცოტა ჯანმრთელობასთან მქონდა პრობლემები და ექიმთან ვიყავი.
მძღოლმა სიჩქარეს რომ უმატა და ციცინოს სახლს გასცდა, ნანამ გვიან შენიშნა.
_ჩემს სახლს გამოვცდით, გამიჩერეთ რაა._მძღოლს მუდარით უთხრა, რომელმაც ვითომ ვერ გაიგო გოგონას ნათქვამი.
_გამიჩერეთ რაა._კიდევ გაუმეორა.
მძღოლმა ამჯერადაც წაუყრუა.
_სად მივდივართ?_შეშფოთებულმა შეხედა ქალს.
ქალმა რაღაც არასასიამოვნოდ გაიცინა.
_მოგიტაცე ლამაზო.
ნანას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ამის გაგონებაზე.
_ხუმრობის გარეშე, სად მივდივართ?_ხმა აუკანკალდა ნანას.
_მალე მივალთ და გაიგებ._ცივად გამოსცრა ქალმა.
ათ წუთში მართლაც მივიდნენ სადღაც. მძღოლმა პირდაპირ ეზოში შეაყენა მანქანა. შეშინებული და დაბნეული ნანა მანქანიდან აღარ გადადიოდა. ქალმა ძლიერად მოკიდა მკლავში ხელი და დამფრთხალი გოგონა ძალით გადაიყვანა მანქანიდან. უცხო სახეების დანახვაზე უარესად შეშინდა.
_სად ვარ? აქ რა მინდა?_საცოდავად ასლუკუნდა.
_შენს სახლში ძვირფასო. ჩემი ბიჭის ცოლი იქნები დღეიდან.
_რაა?_ყურებს არ დაუჯერა ნანამ._არ მინდა, მე სახლში მინდა!
_მეც ბევრი რამე არ მინდა, მაგრამ ცხოვრებაში ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა.
_სახლში წამიყვანეთ რა!_მუდარით მივარდა აცრემლებული ნანა მძღოლს, რომელიც თანაგრძნობით შეყურებდა ატირებულ გოგონას.
_აკი ერთმანეთი უყვართო. ეს რა გამაკეთებინე? ამ საცოდავი ბავშვის ცოდო წამომკიდე კისერზე?_მოულოდნელად აყვირდა კაცი.
_რას დამყვირიხარ შენ, აბა კარგად შემომხედე, ვინმეში ხომ არ გეშლები?_აწივლდა ქალი._რაც გააკეთე იმაზე მადლობა, ახლა შეგიძლია წახვიდე.
_ამ გოგონასაც წავიყვან._ნანასკენ გადადგა მძღოლმა ნაბიჯი.
_აბა მარტო გაბედე, თუ სულ არ ჩაგილეწო ეგ მანქანა, მე ქალი არ ვიყო.
_ნაზი, ჭკუას მოუხმე. გოგო ტირის, ცოდოა.
_ცოტას იტირებს და გაჩუმდება. ღამე ქმარს რომ მიეხუტება, მერე გეტყვი როგორც გაუტკბება.
_სირცხვილი სულ დაკარგე ამხელა ქალმა? მეც რომ დამაჯერე, ერთმანეთი უყვართ და მამისა ეშინიაო.
_არ მიყვარს, წამიყვანეთ სახლში._მუხლებში ჩაუვარდა აცრემლებული ნანა ღვთისნიერ მძღოლს.
მძღოლმა მაშინვე ჩაავლო ნანას ხელი და წამოაყენა.
_ვინ არიან შენი მშობლები, მითხარი და ვეტყვი სადაც ხარ, მოგაკითხავენ_ჩურჩულით კითხა მძღოლმა.
_რაღაც საეჭვოდ ჩურჩულებ შენ მანდ და მე ეს არ მომწონს._ქალმა ნანას ძლიერად მოკიდა ხელი და ოთახში კი არ შეიყვანა, შეათრია._რა ისტერიკებს აწყობ, მეზობლებს რას აგებინებ?
_მაგ ბავშვის ცოდო მოგეკითხება იცოდე ნაზი როცა იქნება, არ შეგრჩება._მძღოლი მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გავარდა გარეთ.
ნანამ უმწეოდ მოავლო წითელ შპალერგაკრულ პატარა ოთახს თვალი, სადაც ერთი ნიკელის საწოლი, მის გვერდით პატარა ტუმბო, ტახტი, მაგიდა და ოთხი სკამი იდგა. ოთახს ფანჯარაც კი არ ჰქონდა. კარი ნახევრად შემინული იყო და დღის შუქი იქიდან აღწევდა. ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. ღონემიხდილი ჩაიკეცა იქვე და მწარედ ატირდა.
მოგვიანებით რაღაც ხმაური შემოესმა. გაჩუმდა და მიაყურადა. ნაზის ხმა იცნო, რომელიც ვიღაცას გამწარებული ელაპარაკებოდა.
_სად დაიკარგე? მე შენთვის ვზრუნავ და შენ კიდევ სახლში არ მოდიხარ?
_ ბიჭებთან ვიყავი. რა გინდა? თქვი დროზე, ისევ უნდა წავიდე.
_ვერსადაც ვერ წახვალ.
_ვითომ რატომ?
_ცოლი მოგიყვანე.
_რაა?_რაღაც არაადამიანური ხმა აღმოხდა ბიჭს._რა ცოლი მომიყვანე, შენ ხომ არ გაჟრიალებს?
_შედი ოთახში და ნახე.
ნანა მაშინვე მოშორდა კარებს და კუთხეში აიტუზა საცოდავად. ბიჭმა ინტერესით შეათვალიერა თმააწეწილი და ტირილისგან სახედასიებული შეშინებული გოგო.
_ეს ვინ არი?_გაოცებით შეხედა მის უკან მდგარ ქალს ბიჭმა.
_გახსოვს, რომ გითხარი ციცინოსთან ლამაზი გოგო ვნახე-მეთქი?
_რას ამბობ ქალო, შენ ნორმალური ხარ? ვინ გითხრა რომ დანიშვნა მინდა?
_ოცი წლის ხარ და მაშ როდემდე უნდა იარო ბერივით?
_ხო იცი რომ მე სხვა მიყვარს?_აღშფოთდა ბიჭი.
_ ჟუჟუნას გოგო? ის ჩემს ოჯახში ფეხს ვერ შემოადგამს იცოდე.
_ მაშინ ეს შენთვის მოგიყვანია და გყავდეს. ამაღამ სახლში არ მოვდივარ._ბიჭმა ხმაურით გაიჯახუნა კარი და წავიდა.
_ვატუნა, შვილო, დაბრუნდი, მე შენ გალაპარაკები._ბოლოში ხმას აუწია ქალმა.
_შემეშვი.
_ამ გოგოს რა ვუყო?
_რაც გინდა ის უყავი. მე სხვა მიყვარს.
ამის გაგონებაზე ნანას იმედი ჩაესახა, რომ სახლში დააბრუნებდნენ. ცოტა დაწყნარდა. მოუთმენლად დაელოდა ქალის გამოჩენას. იმედი ქონდა, მშვიდად დაელაპარაკებოდა და ისიც სახლში წაიყვანდა. მაგრამ ქალი არ გამოჩენილა. კარი შეამოწმა, კვლავ დაკეტილი დახვდა და ისევ ატირდა.
მოგვიანებით ხნიერი ქალი შემოვიდა კოჭლობით. ნანამ ცრემლიანი თვალებით შეხედა. მანქანიდან რომ გადმოიყვანეს მაშინ მოჰკრა თვალი. სავარაუდოდ ოჯახის წევრი იყო.
_რა გქვია შვილო?
_ნანა._ ძლივს ამოისლუკუნა გოგომ.
_მე ვატოს ბებია ვარ, თამარა. ვატო არ არის ცუდი ბიჭი, მასზე ძვირი გული ნუ გექნება. დედა არ უვარგა თორე, თვითონ კარგი ბიჭია.
_არ მიყვარს, არ მინდა! სახლში წამიყვანეთ!_აღრიალდა ნანა.
_დამშვიდდი._თავზე გადაუსვა მოხუცმა ხელი._დაწყნარდი და რამე მოვიფიქროთ.
თქმა ადვილი იყო, შინაგანად აცახცახებულ სხეულს ვერაფერს უხერხებდა ნანა. დაწყნარება და დამშვიდება არ გამოსდიოდა. მოულოდნელად ვატო შემოვიდა ოთახში ისევ და ატირებული გოგო დიდი ინტერესით შეათვალიერა. ნანა მაშინვე მოხუცს ამოეფარა.
_თქვენების ნომერი მომეცი, დავურეკავ და მოგაკითხავენ._სერიოზული სახით უთხრა ბიჭმა.
ნანას გაუხარდა და ნომერი უკარნახა.
მოხუციც და ბიჭიც ერთდროულად გავიდნენ ოთახიდან.
_რას აპირებ, მართლა დაურეკავ?_ჩურჩულით შეეკითხა მოხუცი, მაგრამ ნანამ მაინც გაიგონა.
_ხო, აბა, მაშ რა ვქნა?
_ანგელოზივით გოგოა შვილო, მართლა გაუშვებ ხელიდან?
ბიჭს აღარაფერი უთქვია. ან უთხრა, მაგრამ ნანამ ვერ გაიგო. თავის ტკივილმა შეაწუხა. სკამზე ჩამოჯდა და დამძიმებული თავი მაგიდაზე ჩამოდო. ისევ ატირდა. არ ახსოვდა ტელეფონი სად დაკარგა. იქნებ მანქანაში დაუვარდა, ან იქნებ იმ საზიზღარმა ქალმა ამოაცალა. რა ძვირად დაუჯდა მანიკასთან სტუმრობა. მამამისი ცუდს არ აკეთებდა ნამდვილად აქეთ-იქით სიარულს რომ უშლიდა. რა წერამ აიტანა, რისთვის გამოვიდა სახლიდან? ნეტა გიორგი დაუჯერებს, რომ მოტყუებით წამოიყვანეს? იქნებ ვერავინაც ვერ გაიგოს მისი ამბავი და ჭორებიც არ აუგორონ?..
ვატოს იმედად, რომ მშობლებს მოუყვანდა, მაგიდაზე თავჩამოდებულს ჩასთვლიმა. ახალი შებინდებული იყო ხმაურზე რომ წამოხტა შეშინებული. ვატო იყო.
_ამაღამ ვერ მოვლენ შენები, დილით გადმოვლენ და წაგიყვანენ. ახლა კი წამოდი, ოთახს გაჩვენებ, ეს ბებიას ოთახია და უნდა დაიძინოს.
უნდობლად გამოყვა ოთახიდან. სჯეროდა რომ დედ-მამა მართლა მოაკითხავდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა ბიჭს.
_მაგ ბილიკს გაყვები და ბოლოში საპირფარეშოა, წადი თუ გინდა. მე აქ დაგელოდები.
ნანა მაშინვე სირბილით გაუყვა ბილიკს. ყველაფერი გულდასმით მოათვალიერა, მაგრამ ვერსაიდან გადასაძრომი ვერ ნახა და ისევ უკან დაბრუნდა იმედგაცრუებული. ნაზი ქორივით უმზერდა შვილს და ახლად მოყვანილ რძალს. მის მზერაზე უარესად იბუზებოდა ნანა. ვატომ მეორე სართულზე აიყვანა. პირველი ოთახი გადაჭრეს და მეორე ოთახში შევიდნენ.
_აქ ჩემი საწოლია, მაგრამ ამაღამ შენ დაწექი, მე გარეთ დავწვები დივანზე. ხვალ მოვლენ შენი მშობლები და წაგიყვანენ. პური არ გშია?
გოგომ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია.
_მაშინ დაწექი და დაიძინე.
_არ მინდა.
_შენი ნებაა. ცოტა ხნით დაბლა უნდა ჩავიდე. შენ კი მარტო არ ჩახვიდე, ეზოში ძაღლია აშვებული, ვერ ვაბამ და არ შეგაშინოს.
ჩავიდა თუ არა ვატო, მაშინვე ჩხუბის ხმა შემოესმა ნანას.
_შენ კაცი ხარ? ანგელოზივით გოგო მოგიყვანე სახლში და შენ კიდე არაფერი შეგიძლია. ფუ შენ კაცობას.
_გაჩუმდი ქალო, არ გადამრიო.
_გადაირიე ახლა, ხვლიკის ჯოგები არავის დაუფრთხო... სხვა შენს ადგილზე ამ სიტუაციით ისარგებლებდა, შენ?
_არ მინდა ცოლი, გაიგე...
მერე მიჩუმდნენ. შეშინებული ნანა საწოლზე მოიკეცა და გადასაფარებელი გადაიფარა რომ არ შესცივნოდა. ასე გაირინდა. ოთახში შუქი არ ჩაუქვრია, რომ სიბნელეში არ ჩასძინებოდა. გაიგო ვატო რომ ამოვიდა მაღლა და შიშისგან აცახცახდა. თუმცა ბიჭი მის ოთახში არ შემოსულა. წინა ოთახში დივანზე წამოწვა. კარგა ხანს იწრიალა, ეტყობოდა რომ ვერ იძინებდა. მერე კი როდის, როდის ფშვინვა ამოუშვა და ნანაც ცოტა დაწყნარდა.
ვატოზე გაბრაზებული არ იყო, დედამისზე ბრაზობდა, ამხელა ქალმა ეს როგორ გაუბედა? ისე, ვატო ნორმალურად არც კი შეუთვალიერებია, მაგრამ იმ ერთი შეხედვითაც არ მოეწონა. შეიძლებოდა სხვა გოგოებისთვის მოსაწონი ყოფილიყო, ალხანას ჩალხანა არ დაელევაო, მაგრამ ნანას თავისი გიორგი ქვეყანას ერჩივნა და მის გარდა არავინ უნდოდა. თუმცა, ვატოს საქციელიც მოეწონა...
მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი. დაიღალა საწოლში წოლით. ადგა, ოთახში გაიარ-გამოიარა. საათი არ ქონდა და ეს ცალკე აგიჟებდა, რომ ვერ იგებდა რა დრო იყო. ვატოს ფშვინვის ხმაც აცოფებდა უკვე და ნერვებს უშლიდა, როგორ შეეძლო ასე მშვიდად ძილი დედამისის უგუნური საქციელის გამო?
ცოტა ინათა თუ არა, ეზოში ახმაურდნენ. არ იცოდა ვინ იყვნენ, მაგრამ იმედი მიეცა. წინა ოთახში ქურდივით გამოიპარა. ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო, რომ ვატო წამოუხტა და წინ გადაეღობა.
_სად მიდიხარ?
_დაბლა._შეშინებულმა ჩაილაპარაკა და მორიდებით მოარიდა თვალი ნახევრად შიშველ ბიჭს.
_არ გითხარი, ძაღლია აშვებული და არ ჩახვიდე-მეთქი?
ნანა საცოდავად აიბუზა. ბიჭმა ინტერესით შეათვალიერა კუთხეში მიმწყვდეული მშვენიერი გოგო. მისმა სიახლოვემ და სურნელმა თავბრუ დაახვია. თვალებში ვნების ნაპერწკალი რომ გაუკრთა, ნანამ მაშინვე შენიშნა და ხელიდან დაუსხლტა.
_არ მომეკარო!_მკაცრად გამოსცრა კბილებში.
ბიჭი მალევე მოეგო გონს. ტანსაცმელი ჩაიცვა და დივანზე ჩამოჯდა. ახლა შორიდან დაუწყო მუშტრის თვალით ყურება. ნელ-ნელა მოსწონდა უკვე და დედამისის ჩიჩინის შემდეგ ხელიდან გაშვებას აღარ აპირებდა ამ მართლაც და ანგელოზივით გოგოსი.
_ჩემები მალე მოვლენ?
_არ ვიცი, ალბათ._ისე თქვა ბიჭმა, ნანას ეჭვი შეეპარა.
_რა გითხრეს რომ დაურეკე?
_არ დამირეკია. შენ რომ დამეწყნარებინე, მოგატყუე.
_რაა?_უღონოდ მიეყუდა ნანა კედელს._არ გაბედო და არ შემეხო._თან სიმკაცრე გაურია ხმაში, რომ ბიჭი შეეშინებინა.
ისე ჩაეღიმა ბიჭს, უარესად შეეშინდა ნანას, მაგრამ არ იმჩნევდა, რომ ბიჭს მისი სისუსტით არ ესარგებლა.
_პური არ გშია?_ცოტა მზრუნველობა გაურია ბიჭმა ხმაში.
_არა. სახლში მინდა.
_რომ ვერ გაგიშვებ?
_რატო? შენ ხომ დამპირდი?_ასლუკუნდა ნანა.
_გადავიფიქრე._რაღაც ეშმაკურად გაეღიმა ბიჭს და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
ნანამ ახლო-მახლო რომ ვერაფერი მოიძია ისეთი, რითაც თავს დაიცავდა, მაგიდაზე მოშორებით მდგარ ლარნაკს მოჰკრა თვალი და უმალ იქ გაჩნდა. მინის ლარნაკით შეიარაღდა და რაღაცნაირად მომღიმარ ბიჭს მოუღერა.
_არ მომეკარო!_განწირული ხმით დაიყვირა.
ბიჭს მისი არ შეშინებია. მეორე ნაბიჯიც გადადგა და ნანამაც არ დააყოვნა, მაშინვე გამეტებით გაუქანა ლარნაკი, რომელიც ბიჭს ასცდა, ფანჯრის მინას მოხვდა და ზრიალით ჩამოიმსხვრა. ლატნაკიც ხმაურით გადავარდა მეორე ოთახში და ისიც გატყდა.
ეტყობა ნაზი შორიახლოს იდგა და ახალგაზრდებს მალულად უსმენდათ. ამ ინციდენტმა კი აიძულა რომ თავი გაეცა, გიჟივით შევარდა ოთახში და ნანას უყვირა.
_რას აკეთებ? შენია რომ ამტვრევ? ეს ზარალი ვინ უნდა ამინაზღაუროს?_ისე ყვიროდა და აბრიალებდა თვალებს, ნანას შეეშინდა._ვითომ რას უწუნებ ჩემს ბიჭს? მადლობა მოიხადე ასეთ კარგ ოჯახში რომ შემოგიშვი. იხვეწებიან გოგოები...
_ხო და ვინც იხვეწება ის მოიყვანეთ, მე არ მინდა, სახლში წამიყვანეთ._ატირდა ნანა.
_ერთი ამას დამიხედეთ, წაუგდია ენა._თითქოს გასარტყმელად გაიწია ქალმა.
ვატო მაშინვე წინ გადაუდგა დედას.
_რას აკეთებ ქალო, გაგიჟდი?
_აბა, რა სკანდალს აწყობს ეს ლაწირაკი? რას გიწუნებს ვითომ? სხვები ოცნებობენ შენს ცოლობაზე, დედისერთა მშვენიერი ბიჭი ხარ და ეს ვინ მიგდია გიწუნებს?
მოულოდნელად მოხუცი ქალი შემოვიდა ოთახში.
_გოგოს მშობლები მოვიდნენ._ჩუმად უთხრა შვილიშვილს.
ნანამ გაიგო მოხუცის სიტყვები და გახარებული გავარდა გარეთ. კიბეზე კისრისტეხით დაეშვა და ეზოში მდგარ აცრემლებულ დედას ჩაეხუტა. მამამისი და მისი უფროსი ძმა ბათოც იქ იყვნენ.
ნაზი და ვატოც ჩამოვიდნენ. ბათო მაშინვე ეძგერა ვატოს და გემრიელი მუშტი უთავაზა ცხვირ-პირში. მოულოდნელობისგან დაბნეული ვატო წაბარბაცდა. ნანამ დაინახა როგორ წასკდა ბიჭს სისხლი. შეეცოდა. ნანას გატაცება ხომ მისი ბრალი არ ყოფილა? ბათომ მეორედ რომ დაუპირა გარტყმა, ნანა გადაუდგა წინ.
_ცოდოა, რას შვრები?
ნანას მამამ კი ნანას გააწნა სილა.
_ ეს რა გაგვიკეთე?!
ნანამ გაოცებით შეხედა მამას და მტკივან ლოყაზე ხელისგული აიფარა. ლოყა იმდენად არ ეტკინა, როგორც გული. ეწყინა მამის ეს რეაქცია.
_დაგინახეს შენი ნებით რომ ჩაუჯექი მანქანაში._გაბრაზებულმა ისევ დაუპირა გარტყმა, მაგრამ დედა ჩაუდგა წინ.
_რას შვრები სანდრო, ბავშვი ცოდოა.
_ჩვენ ცოდონი არ ვართ თავს ლაფი რომ დაგვასხა?
_ჩემი ნებით არ გამოვყოლილვარ. წამიყვანეთ აქედან, არ მინდა.
_ციცინოსთან ხვდებოდით ერთმანეთს, ეგეც გავიგე._არ ცხრებოდა კაცი.
_ტყუილია. პირველად ვხედავ, არ მიყვარს, წამიყვანეთ აქედან, არ დამტოვოთ!_ნანა დედას ჩაეხუტა და აქვითინდა.
_ღამე სხვაგან დარჩენილ ქალს სახლში წაგიყვან, როგორ ფიქრობ?
_არაფერი მომხდარა, წამიყვანეთ სახლში!
_იქნებ წაგვეყვანა?_ბათო მამას მიუტრიალდა და დაბალი ხმით უთხრა.
_მერე, შენ დაიცავ მის პატიოსნებას? ათასი გადამთიელი რომ აეკიდება, მოგეწონება? უნდა თუ არ უნდა, დარჩება!_მტკიცედ თქვა კაცმა და გატრიალდა.
ნანა ფეხებში ჩაუვარდა:
_წამიყვანე, აქ არ დამტოვო. თავს მოვიკლავ იცოდე...
_მირჩევნია მკვდარი იყო, ვიდრე ოჯახის შემარცხვენელი. ზაირა, წამოდი._ცოლს უბრძანა და ეზოდან გავიდა.
აცრემლებული ზაირა და ბათო უხმოდ მიყვნენ გაავებულ კაცს.
ნანა ძირს დაემხო და გულმოკლული აქვითინდა. ნაზი ბედნიერი ღიმილით უმზერდა გოგოს, რომელზეც საკუთარმა მამამ თქვა უარი და დღეიდან უკვე მის ხელში იყო. დარწმუნებული იყო მომავალში თავის ჭკუაზე ატარებდა.
გოგოს საცოდაობით აცრემლებული თამარა ფრთხილად მიუახლოვდა და თავზე გადაუსვა ხელი.
_დაწყნარდი შვილო. ადექი, სახლში შევიდეთ.
_არ მინდა, არ შემოვალ.
_გენაცვალოს თამარა ბებო, აბა ადექი. აქ გაცივდები. წამოდი ჩემს ოთახში შევიდეთ, შენ თუ არ გინდა ზედმეტად ვერავინ დაგაკარებს ხელს...
_მე ჩემს სახლში მინდა.
_რომელ სახლში?_გაეცინა ნაზის,_სადაც საკუთარმა მამამ არ წაგიყვანა?
ნანა უარესად აქვითინდა.
_რა ისტერიკებს აწყობინებ, ჩაავლე ხელი და შეიყვანე სახლში, კაცი არ ხარ?_შვილს მიუბრუნდა ნაზი.
ვატო დაბნეული შეყურებდა ატირებულ გოგოს. შეეცოდა მამამისმა უარი რომ უთხრა. არა და, ეგონა, წაყვანას შეეცდებოდნენ და ფიქრობდა როგორ დაეტოვებინა ნანა თავისთან. ამბის ასე შემობრუნებას მართლა არ ელოდა და ცოტა გაოგნებულიც კი იყო.
_დაავლე ხელი და აიყვანე, კაცი არ ხარ?_ისევ შეუტია დედამ.
ვატო თანაგრძნობით მიუახლოვდა მიწაზე გართხმულ გოგოს და ხელი წაატანა. ნანამ იგრძნო თუ არა ბიჭის ხელის შეხება, გააჟრჟოლა.
_არ მომეკარო!_უყვირა და წამოდგომას შეეცადა.
_რა ბევრს აყვირებ?_თავის მხრივ ნაზიმაც დაყვირა შვილს.
ვატო ისევ მიუახლოვდა გოგოს, მაგრამ გოგო განზე გაუხტა.
_არ გინდა შვილო, ამას ძალით ვერ შეაყვარებ თავს. მოთმინება გამოიჩინე. პატივი ეცი მის ნებას თუ გინდა რომ ოდესმე მისი გული მოიგო._ჩურჩულით უთხრა თამარამ შვილიშვილს._ძალდატანებით საქმე არ გამოვა. ცოდოა ბავშვი. დღეს ჩემთან იყოს, ცოტა დაწყნარდეს, ნუ ანერვიულებ უარესად.
ვატომ დაუჯერა ბებიას, ნანას თავი ანება და ქუჩაში ნერვიული ნაბიჯებით გავიდა.
_სად მიხვალ ვატუნა?_ნაზი უკან გაეკიდა შვილს.
თამარამ დრო იხელთა, ნანას ხელი მოხვია და თავის ოთახში შეიყვანა.
_პური არ მოგშივდა შვილო?
_არ მინდა.
_უნდა ჭამო, რომ ცუდად არ გახდე.
_ნეტა მოვკვდე, არ მინდა არაფერი, თავი დამანებეთ!
გრაფინიდან წყალი ჩამოუსხა მოხუცმა და ხელის კანკალით გაუწოდა:
_დალიე, ცოტა დამშვიდდი და მოვიფიქროდ რამე.
_მამაჩემს დამნაშავე ვგონივარ და ჩემზე უარი თქვა._გულსაკლავად აქვითინდა ნანა.
_არაუშავს შვილო, სიბრაზე მალე გაუვლის და შეგირიგდება. მშობლები შვილებზე დიდხანს ვერ ვბრაზდებით. დალიე წყალი, ცოტა დამშვიდდები.
ნანამ ჭიქა გამოართვა და ერთი ყლუპი ძლივს მოსვა.
მოხუცი გვერდით ჩამოუჯდა საწოლზე და თავზე გადაუსვა ხელი.
_მესმის შენი, ძალით გათხოვება საშინელებაა... მაგრამ დამიჯერე, დრო გავა და მიეჩვევი შენს ქმარს. აღმოაჩენ რომ არც ისე ცუდი ბიჭია...
_არ მინდა, არ მიყვარს._თავი ხელებში ჩარგო ნანამ და ისევ ატირდა.
_და სიყვარული რა არის იცი? ერთი უბრალო აკვიატებაა და მეტი არაფერი. აი, ნახავ, ვატო არ არის ცუდი ბიჭი. მიეჩვევი ნელ-ნელა და მასში იმდენ კარგ თვისებას აღმოაჩენ, გაოცებული დარჩები... წავალ ახლა მე, საჭმელს მოგიტან და ცოტა ჭამე. ეს დღეები ჩემთან იყავი. არავის მივცემ შენი წყენინების უფლებას. ნუ გეშინია, ვატო მხეცი არ არის, მართლა კარგი ბიჭია. კიდევ კარგი დედას არ გავს. იმ ქალბატონსაც ნუ შეეპასუხები. თუ რამე ისეთი გითხრა, ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გაატარე.
მოხუცი ადგა და გარეთ გავიდა. ნანაც მაშინვე წამოხტა საწოლიდან და ოთახი გულდასმით მოათვალიერა. რას ეძებდა თვითონაც არ იცოდა, მაგრამ არაფერი მოეწონა, რაც გამოადგებოდა. თამარა მალევე დაბრუნდა. ლანგარზე ნანასთვის საჭმელი დაეწყო და ჯოჭლობით ძლივს შემოუტანა. მაგიდაზე დადო და ნანას ღიმილით მიუბრუნდა.
_მოდი ვჭამოთ, მეც მშია და მარტო ხომ არ შევჭამ?
ნანას ძალიანაც კი შიოდა, მაგრამ გრძნობდა რომ ლუკმა არ გადასცდებოდა ყელში. თან არ უნდოდა რომ ამათი საჭმელი ეჭამა.
_ნახე, როგორი გემრიელი გუფთაა, თითებს ჩაიკვნეტ. მე მოვამზადე... მოდი შვილო ჭამე, ცუდად გახდები. ამდენსაც ნუ ტირი, თავს მოუფრთხილდი.
_რისთვის? მე ასეთი სიცოცხლე არ მინდა.
_დამიჯერე შვილო, რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება მაინც მშვენიერია და არფრის და არავის გამო არ დათმო ის...
კარზე მოულოდნელი კაკუნი გაისმა. ნანა შეკრთა. კარის მინიდან ვატოს მოჰკრა თვალი და უარესად აიბუზა.
_შემოდი._გასძახა მოხუცმა.
ვატომ მორიდებით შემოხსნა კარი და შემოსვლა ვერ გაბედა.
_როგორ არის?_თამარას შეეკითხა, მაგრამ ნანას უყურებდა თვალმოუშორებლად. უფრო და უფრო მოსწონდა ეს გოგო და მისი გულის მონადირებას ცდილობდა.
ნანამ ერთი კი გახედა კუშტად ყავისფერთვალება შავგვრემან ბიჭს, რომელიც დაჟინებით მისჩეტებოდა და მოხუცს ამოეფარა.
_როგორ იქნება? ნერვიულობს და ტირის. შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილზე?
_რამე ხომ არ გინდა?_ალერსიანად კითხა ნანას.
_არაფერი, მითუმეტეს შენგან!_ისტერიულად იკივლა ნანამ.
_გადი, ნუღარ დაენახვები სანამ ასეა გაღიზიანებული.
_კარგი, თუ რამე დაგჭირდებათ, ზემოთ ვიქნები._ცივად გატრიალდა ვატო.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ ნანა და თამარა. მერე თამარა წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_თუ ჩემი თანდასწრებით ჭამა გერიდება, მე გავალ შვილო. ჭამე, ცოტა ღონზე მოხვიდე, გუშინდელს აქეთ მშიერი ხარ და თავს იკლავ ტირილით. დაწყნარდი, მასე არ შეიძლება.
თამარა რომ გავიდა, ნანამ კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოშიც ჩაიჭყიტა. სააფთიაქო ყუთს რომ მოკრა თვალი, ძალიან გაუხარდა. მაშინვე ამოიღო და წამლები წამოყარა. უმრავლესობა წნევის დამწევი იყო. რაც კი მოხვდა, ყველა გადაყლაპა სათითაოდ. მერე მშვიდი სახით ჩამოჯდა საწოლზე და დაელოდა შედეგებს. 15 წუთი იქნებოდა გასული, რომ თავბრუსხვევა და სისუსტე იგრძნო. ნელ-ნელა ძალაც წაერთვა მთელს სხეულში და უღონოდ ჩამოსრიალდა საწოლიდან. გონი არ დაუკარგავს, უბრალოდ მოძრაობის თავი აღარ ქონდა. მოგვიანებით ოთახში დაბრუნებულ თამარას ამ საშინელი სურათის დანახვაზე უნებლიე კივილი აღმოხდა. მაშინვე გარეთ გამოვარდა და ვატოს ეზოდან ასძახა განწირული ხმით:
_მიშველე ვატო!
ვატომ მაშინვე თავპირისმტვტევით ჩამოირბინა კიბის საფეხურები და შეშინებული მივარდა ბებიას.
_რა მოხდა?
_მგონი წამლები დალია სააფთიაქო ყუთიდან, ცუდად არის.
ვატო ფეთიანივით შევარდა ოთახში, იატაკზე გაშხლართულ გოგოს დასწვდა, ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა და გარეთ გამოვარდა. ხმაურზე სახლის მეორე ნაწილიდან ნამძინარევი ნაზიც გამოვიდა.
_რა მოუვიდა?_შვილის ხელში უღონოდ გადასვენებულ ნანას თვალი რომ მოჰკრა ცოტა შეშფოთდა.
_მგონი წამლები დალია.
_მერე?
_რა მერე? საავადმყოფოში მიმყავს._მტკიცედ თქვა ვატომ და ეზოში გამოიყვანა ნახევრად თვალებმინაბული გოგო.
_სასწრაფოს დავურეკოთ._თავისი აზრი გამოთქვა ნაზიმ.
_მაგაზე დროს ვერ დავკარგავ. მანქანის კარი გამოაღე დავაწვინო.
_საავადმყოფოში რომ გაიგებენ რაც ჩაიდინა და რისთვისაც ჩაიდინა პოლიციას გამოიძახებენ. რა გინდა, ციხეში გინდა ამოყო თავი? იყოს, არაფერი მოუვა.
_რას ამბობ ქალო?_დედას უღრიალა ბიჭმა._იმის გულისთვის რომ მე ციხეში არ მოვხვდე, ეს გოგო მოვკლა? დაფიქრდი რას ამბობ.
_ეს რა დღეში ჩაგვყარა ამ ლაწირაკმა, სადარდებელი და სანერვიულო გაგვიჩინა._ქოთქოთებდა ნაზი და თან მანქანისკენ მიძუნძულებდა რომ შვილისთვის კარი გამოეღო.
ვატოს მკლავეზე გადაწვენილმა ნანამ დაბინდული თვალებით ახედა აფორიაქებულ და შეშფოთებულ ბიჭს, რომელიც ეზოს ბოლოში მდგარი ნაცრისფერი მერსედესისკენ მიარბენინებდა. თითქოს შორიდან ჩაესმოდა მისი ხმა, დედამისს რომ უბრაზდებოდა.
ვატომ მანქანის უკანა სავარძელზე ფრთხილად მიაწვინა ღონემიხდილი გოგო და მაშინვე საჭეს მიუჯდა.
_მოიცა, მეც წამოვალ._სურვილი გამოთქვა ნაზიმ.
_დროზე მაშინ, ვგვიანდებით.
ნაზი ოთახში შევიდა, საფულე აიღო და მაშინვე გამოვიდა.
_ღმერთმა მშვიდობით გატაროთ და ნანაც დაიფაროს. გამაგებინე რა იქნება._თამარამ პირჯვარი გადასახათ და თავსაფრის კუთხით ცრემლი შეიმშრალა.
ნანა გონზე იყო, ყველაფერი ესმოდა და ხედავდა. უბროდ ღონემიხდილს გატოკება არ შეეძლო. მშვიდად იწვა მანქანის უკან სავარძელზე და გუნებაში ეღიმებოდა, ფიქრობდა, რომ სიკვდილი ახლოს იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა. რამდენი ხანი იმგზავრეს არ ახსოვს, დროის შეგრძნება დაკარგული ქონდა. საავადმყოფოს წინ რომ შეჩერდნენ, ისევ ვატომ დაავლო ხელი და შენობაში მკლავებზე გადაწვენილი შეარბენინა.
_დახმარება გვჭირდება._იმხელა ხმაზე იყვირა ვატომ, მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა.
ღონემიხდილი ნანა მაშინვე ჩამოართვეს, საკაცეზე დააწვინეს და რეანიმაციაში გააქანეს.
_რა სჭირს?.. რაზე დაემართა?.. ორსულად ხომ არ არის?.._კითხვები დააყარა მორიგე ექიმმა ვატოს, რომელიც უკან მიჰყვებოდათ.
_წამლები დალია._არ დაუმალია ვატოს.
_მაინც რა მედიკამენტები მიიღო? რა მიზეზით?
_ცოლ-ქმარი ცოტას წაკამათდნენ, ახლანდელი ახალგაზრდების საქმე ხომ იცით? ამან კიდევ შეშინება სცადა._სანამ ვატო იტყოდა რამეს, ნაზიმ დაასწრო შვილს._გამოუვიდა კიდეც, გულები დაგვიხეთქა.
_რამე მოუვა?_შეშფოთებით იკითხა ვატომ.
_თქვენ აქ დაიცადეთ, შემოსვლა არ შეიძლება. გავსინჯავთ და ვნახავთ. ორსულად ხომ არ არის?_ისევ ჩაეკითხა ექიმი.
უარყოფის ნიშნად ვატომ თავი გააქნია და ნანას გააყოლა თვალი, რომელმაც წამიერად შეხედა შეშფოთებულ ბიჭს და თვალები მილულა კიდეც.
იმ კარს იქით, სადაც ნანა შეიყვანეს, რა ხდებოდა ვატომ არ იცოდა და ნერვიულად სცემდა ბოლთას. დედამისის ქოთქოთს ყურს არ უგდებდა, რომელიც ენას აღარ აჩერებდა და განუწყვეტლივ ნანას ადანაშაულებდა ყველაფერში. საშინელი თავის ტკივილი იგრძნო. გარეთ გასვლა დააპირა, მაგრამ ნაზი მაშინვე წინ გადაუდგა.
_სად მიდიხარ?
_არსად, სუფთა ჰაერზე გავალ.
_მეც წამოვალ მაშინ.
_არა, დარჩი, სანამ შემოვალ იქნებ ექიმი გამოვიდეს?
_გამოვა და დაგვიძახებენ.
_დარჩი!_ხმას აუწია ვატომ,_ხუთ წუთში შემოვალ.
ნაზის არ მოეწონა შვილის ეს მბრძანებლური ტონი. ყოველთვის თუ ვერა, უმეტესად მაინც თავის ჭკუაზე ატარებდა და ახლა რომ არ უჯერებდა სწყინდა. ბოღმა გადაყლაპა და გაგულისებული დაეხეთქა სკამზე.
ვატო არეული ნაბიჯებით გავიდა გარეთ. გრილი სიო მართლაც ესიამოვნა. მართალია სხვა უყვარდა, რომლის ცოლად მოყვანასაც დედამისი უშლიდა, მაგრამ ახლა ნანაზე ფიქრობდა. ეცოდებოდა ეს ლამაზი და სიფრიფანა გოგო, რომლის ცხოვრებაც დედამისის წყალობით შეიცვალა. გამვლელს სიგარეტი სთხოვა, კიბის საფეხურძე ჩამოჯდა და გაუკიდა. ხელში რომ აიყვანა, რაღაც სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა. მისი სურნელი ახლაც ცხვირში უღიტინებდა თითქოს და სიამოვნებდა. ბებია მართალი იყო, ძალდატანებით თავს ვერ მოაწონებდა ამ დამფრთხალ და მოულოდნელი მოვლენებით გაავებულ გოგოს. რახან ასე მოხდა და მშობლებმა მას დაუტოვეს, ყველანაირად ეცდებოდა რომ მისი გული მოეგო. მთავარია ახლა გადარჩენილიყო და მომავალში თვალს არ მოაშორებდა, რომ ასეთი რამ კიდევ არ ჩაედინა.
სიგარეტის მოწევას რომ მორჩა, წამოდგა, ნამწვი ურნაში მოისროლა და საავადმყოფოს შენობაში შევიდა. ნაზი ტელეფონზე გაცხარებით ლაპარაკობდა და შვილის დაბრუნება არ გაუგია.
_ხო, გოგო, ასე დაგვაფეთიანა ამ არანორმალურმა. თამარას წამლები გადაუყლაპია ინდაურივით. მადლობა მოიხადოს, რომ ჩვენს ოჯახში შემოდგა ფეხი. ვითომ რას უწუნებს ჩემს ვატუნას?
ვატო გაბრაზდა დედამისის ჭორიკნობაზე, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და გაუთიშა.
_ქვეყანას რომ არ მოსდო ახლა არ შეგიძლია?
_რაა, ტყუილს ვამბობ? დაგვაფეთიანა და აგვრია.
_ეგ შენ ხომ არ აურიე შემთხვევით მისი ცხოვრება?
_ერთი ამას დამიხედეთ, მე მადანაშაულებს კიდეც. ასეთი ლამაზი გოგო მოგიყვანე სახლში და კიდე მე მადანაშაულებ?
_შენი ამყოლი შენი ფერისაა, რა გელაპარაკო?_ნერვიულად გააქნია ვატომ თავი და რეანიმაციის განყოფილების კარს მიუახლოვდა, ფანჯრიდან შეიჭყიტა, ექიმი ხომ არ ჩანსო. დერეფნის ბოლოში მართლაც გამოჩნდა ექიმი, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მოემართებოდა მათკენ. ვატო მოუთმენლად დაელოდა მის გამოსვლას და აფორიაქებული გულის დამშვიდებას შეეცადა.
_კუჭი ამოვურეცხეთ, გადასხმაც დავუდგით, წნევა აქვს დაცემული და მისი ნემსებიც გავუკეთეთ.
_კარგად იქნება?_ძლივს იკითხა ვატომ და პასუხის მოლოდინში შიშით დაიძაბა.
_კი, ნუ ღელავ. ოღონდ ერთი-ორი დღე აქ მოუწევს ყოფნა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. შეგიძლიათ მოინახულოთ თქვენი მეუღლე, ოღონდ ცოტა ხნით._ექიმმა გულთბილად გაუღიმა და რეანიმაციის განყოფილებაში შეუშვა._პირდაპირ და მარჯვნივ.
ვატოს ფეხები არ ემორჩილებოდა. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ნანას მის დანახვაზე და ღელავდა. თუმცა მისი ნახვაც ძალიან უნდოდა და გაუბედავად გაიარა წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი. ზღურბლზე შეჩერდა. ნანა თვალდახუჭული იწვა. ისეთი ლამაზი იყო, ერთხანს თვალი ვერ მოსწყვიტა. მერე გაუბედავად მიუახლოვდა. ახლო მისულმა შეამჩნია, რომ ღაწვებზე ცრემლი დასდიოდა. გული შეეკუმშა. ფრთხილად შეეხო მის ხელს. ნანა არ განძრეულა. მეორე ხელით ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ცრემლები შეუმშრალა. ნანამ ცრემლიანი წამწამები ააფახულა და ვატოს თავისი სევდიანი ცისფერი თვალებით უაზროდ შეხედა. წამიერად შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს, მაგრამ ეს წამებიც საკმარისი აღმოჩნდა ვატოსთვის, რომ გული აეფორიაქებინა მის მზერას.
ნანამ მალევე დახუჭა თვალები და ისევ გადმოუგორდა ცრემლი ლოყაზე. ამჯერად კი თავი მოარიდა ვატოს, რომელიც ისევ მის შემშრალებას შეეცადა.
_ვწუხვარ, ასე რომ აგერია ცხოვრება, მაგრამ მე დამნაშავე არ ვარ. არც მე მინდოდა ასე მომხდარიყო. დედაჩემის გამო ბოდიშს გიხდი._გულწრფელად მოუბოდიშა ბიჭმა და გამობრუნდა.
_როგორ არის?_მაშინვე ის კითხა ნაზიმ, როგორცვე გამოვიდა ვატო რეანიმაციიდან.
_ცუდად... წამოდი, სახლში წაგიყვან. მერე კი ისევ ამოვალ და ამაღამ აქ დავრჩები.
_აქ რა გინდა? თუ რამეა დაგირეკავენ და ამოხვალ.
ვატომ წყენით შეხედა დედამისს, თქმით კი არაფერი უთქვია და პირდაპირ გასასვლელისკენ გაეშურა. ნაზიც უკან მიყვა უკმაყოფილო ბუტბუტით.
_ელისოსთან გავიდეთ, აქ ვართ ბარემ და ვნახოთ._მანქანაში ჩაჯდა თუ არა ნაზი, შვილს უბრძანა როგორც სჩვეოდა.
_არავის ნახვის თავი არ მაქვს ახლა. სახლში წაგიყვან, ცოტას დავისვენებ და ისევ ამოვალ._მტკიცედ უთხრა ვატომ და გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო.
ნაზის ეწყინა შვილის ურჩობა, მაგრამ შეატყო, რომ განერვიულებული იყო და საყვედური ვეღარ გაუბედა. უხმოდ იმგზავრეს სახლამდე. თამარა მაშინვე გამოეგებათ რძალსა და შვილიშვილს.
_როგორ არის?_ვატოს მიაჩერდა ინტერესით.
_ნეტა როგორც ის არის... ჩვენ გვიკითხე, რომ დავწყდით ნერვიულობით._წაიგესლა ნაზი.
_კარგად იქნება, არ ინერვიულო._ვატომ მხრებზე მოხვია აცახცახებულ მოხუცს ხელი და ოთახში შეიყვანა._ამაღამ იქ დატოვებენ, შეიძლება ხვალაც. გამოსაცვლელი დასჭირდება ალბათ და შეგიძლია გამომყვე და შეუტანო?
თამარას გაუხარდა შვილიშვილის მზრუნველობა და სხარულით დასთანხმდა.
_ოღონდ დედამ არ გაიგოს, არ მაქვს მაგის ჯიჯღინის თავი.
_კაი, წასვლას რომ დააპირებ, გეტყვი დასთან გამაყოლე-მეთქი.
ვატოს გაუხარდა მოხუცის მოხერხებულობა. მერე თავის ოთახში ავიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა. გარდერობში საგანგებოდ გადანახული რძლისთვის ნაყიდი საცვლები, ხალათი და ჩუსტები ჩანთაში ფაქიზად ჩაკეცა და ისევ დაბლა ჩავიდა. ჩანთა მანქანაში ჩადო დედამისს რომ არ დაენახა და სამზარეულოში შევიდა. შიოდა კი, მაგრამ უღერღილოდ აიკირკნა, ყელში არ გადასდიოდა ლუკმა. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო ბოთლით და ისევ ეზოში გავიდა. თამარაც დაბარებულივით იქ დახვდა.
_ჩემი და ყოფილა შეუძლოდ. რაიონში თუ უნდა წახვიდე მეც გამოგყვები._სპეციალურად მაღალი ხმით უთხრა ვატოს, რომ ნაზის გაეგო.
_ხო, მივდივარ და გაგაყოლებ. რა მოუვიდა თინა ბებოს?_ვითომ შეწუხდა ვატო.
_რა ვიცი შვილო, წნევას აუწევია.
ნაზიმ ეჭვით შეათვალიერა ბებია-შვილიშვილი. თქმით კი არაფერი უთქვია. თვითონაც უნდოდა წასვლა, მაგრამ ვატომ სახლს მარტოს ხომ არ დავტოვებთო და არ წაიყვანა. გაცოფებული შებრუნდა ოთახში და საწოლზე გაიშხლართა. მალევე ამოუშვა ხვრინვა.
ვატომ მარკეტში შეირბინა, არაჟანი, ხაჭო, ფუნთუშები და ხილი იყიდა და საავადმყოფოში ისე შევიდნენ. რეანიმაციის განყოფილებამდე ბებიას მიყვა, მერე კი ყველაფერი მას მისცა და მარტო შეუშვა. თვითონ კი იქვე დაელოდა. წარმოდგენა არ ქონდა რა რეაქცია ექნებოდა გოგოს და ნერვიულად სცემდა ბოლთას.
თამარამ გამოსვლა რომ დააგვიანა, უარესად ანერვიულდა. ის იყო შესვლა დააპირა, რომ ბებიასაც მოჰკრა თვალი კოჭლობით რომ გამოდიოდა. მაშინვე მასთან გაჩნდა და ინტერესით შეხედა, კითხვა ვერ გაუბედა, პასუხისა ეშინოდა.
_უკეთესად არის. ცოტა ჭამა კიდეც.
_მართლა?_ღიმილი გაუკრთა ვატოს.
_არ ანერვიულო ბებო გენაცვალოს. არაფერი დააძალო. დრო გავა და ყველაფერი დალაგდება თქვენს შორის. თუ გაგიბრაზდა, ან არ დაგელაპარაკა გაგებით მოეკიდე. ადვილი ხომ არ არის ასე ერთ დღეში მოულოდნელად თავდაყირა დაუდგა ცხოვრებ? ცოდოა, მამამაც ზურგი აქცია მაგას ცალკე განიცდის. დაყვავებით და მოთმენით მოიგებ მის გულს._თამარამ წელზე მოხვია შვილიშვილს ხელი და ნელი ნაბიჯით გამოვიდნენ საავადმყოფოდან._თავზე დგომა არ უნდა, თვითონ აქცევენ ყურადღებას. მე თინასთან გამიყვანე, ტყუილი რომ არ გამომივიდეს დედაშენთან.
_კარგი, გაგიყვან. მე კი აქ გამოვალ ისევ, იქნებ რამე დასჭირდეს.
ვატომ ბებია თავის დასთან მიიყვანა მეზობელ სოფელში. ცოტა ხანს გაჩერდა, ნათესავები მოინახულა, ერთი ფინჯანი ყავაც დალია და ისევ საავადმყოფოში წამოვიდა. საღამომდე რეანიმაციის განყოფილების წინ იწრიალა. სურვილი ქონდა ნანა ენახა, მაგრამ ვერ ბედავდა შესვლას. ჯერ ერთი, შესვლა არ შეიძლებოდა და მეორეც, არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ნანას მის დანახვაზე და მოერიდა მისი ანერვიულება.
საღამოს ექთანმა მოიკითხა ნანას ახლობლები. ვატო მაშინვე წამოხტა სკამიდან და მასთან მიირბინა.
_თქვენ ვინ ხართ?
ვატო დაიბნა. არ იცოდა რა ეპასუხა.
_მეუღლე თქვენ ხართ?
ვატოს ყურში რაღაც უხერხულად მოხვდა ეს "მეუღლე" და უხმოდ დაუქნია თავი.
_გეცოდინებათ მაშინ, რომ თქვენს მეუღლეს მენსტრუაცია აქვს და პაკეტები სჭირდება.
ვატო სირცხვილისგან გაწითლდა, მაგრამ არაფერი უთქვია. უსიტყვოდ დაუქნია თავი და მაშინვე აფთიაქისკენ გასწია. გუშინ ჯერ ისევ უცოლო და თავისუფალი იყო. ახლა ასე უცებ ცოლი და მისი პრობლემები ეხვია თავზე... თუმცა რაღაც ამაღელვებელს კი გრძნობდა. ექთანმა მეუღლედ რომ მოიხსენია, გულში ესიამოვნა.
აფთიაქიდან დაბრუნებულმა მანქანა სადგომზე გააჩერა, ნავაჭრი ექთანს გადასცა და თვითონ ისევ მანქანაში დაბრუნდა. სავარძელი გადასწია და გადაწვა. დაღლილი იყო ემოციებისგან და დასვენებას შეეცადა.
მთელი ღამე ასე გაატარა, ხან მანქანაში, ხან საავადმყოფოს ფოიეში. ექთანისგან ნანას ამბებსაც კითხულობდა რომ უკეთესად იყო და უხაროდა.
************************
მთელი ღამე ვერ მოისვენა ნანამაც. წუთითაც ვერ მოხუჭა თვალი. უღონოდ აღარ იყო, თავბრუც აღარ ეხვეოდა, მაგრამ თავი სტკიოდა საშინლად. ფიქრის თავიც კი აღარ ქონდა. ლიმონივით გამოწური და გამოფიტული იყო. არანაირი განცდა, არანაირი რეაქცია. თითქოს მის თავს კი არა, სხვას ხდებოდა ეს ყველაცერი. სიბრაზესაც კი ვეღარ გრძნობდა ვერავის მიმართ. გამთენიისას წოლით რომ დაიღალა, ფრთხილად წამოდგა. თამარა ბებოს მოტანილ ფუმფულა ვარდისფერ ჩუსტებში წაყო ფეხები და საპირფარეშოში გავიდა. იქიდან დერეფანში გავიდა და ერთხანს უაზროდ იბოდიალა. მერე ფანჯარასთან გაჩერდა და ცას ახედა ნელ-ნელა რომ ეპარებოდა რიჟრაჟი. საოცარი სანახავი იყო. ერთხანს მოჯადოებულივით შეჰყურებდა ბუნების ამ სილამაზეს. დაავიწყდა ყველაფერი სად იყო, რა გადახდა... მერე ეზოში ჩაიხედა. იქვე, ფანჯარასთან ვატოს მანქანა რომ დაინახა, იცნო. ვატოც მანქანას მიყუდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. ერთხანს უყურა. ცოტათი შეეცოდა ეს ბიჭი ასე რომ ააფორიაქა, მაგრამ ნანაზე მეტად ხომ არავინ იყო დაზარალებული და აფორიაქებული? იმ აზრთან შეგუება უჭირდა, რომ სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა და დარჩენილი ცხოვრება ამ უცხო ბიჭთან უნდა გაეტარებინა. თამარა კი უმტკიცებდა, რომ ცუდი ბიჭი არ არისო, მაგრამ არ უყვარდა. მის გულში მხოლოდ გიორგი იყო და სხვისთვის ადგილი აღარ ქონდა...
ვატომ იგრძნო ალბათ დაჟინებული მზერა და მოულოდნელად ამოხედა.
წამით შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. ეს წამებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ აღელვებულიყო. მაშინვე მოშორდა ფანჯარას და პალატაში შევიდა. საწოლზე პირქვე დაემხო და უხმოდ ატირდა. ტიროდა მამის გულქვაობას... დაკარგულ სიყვარულს... ახალი ცხოვრების დასაწყისს, რომელსაც, წარმოდგენა არ ქონდა, როგორ უნდა შეგუებოდა... ტირილით რომ გული იჯერა და დაიღალა, ჩაეძინა. მაგრამ დიდანს არ სძინებია. ექიმი მოსანახულებლად რომ შევიდა, მაშინ გააღვიძეს.
_ანალიზის პასუხები კარგი გაქვს. წნევაც დაგირეგულირდა. შენი აქ დატოვება საჭიროებას აღარ წარმოადგენს. გააგებინე თქვენებს, რომ შუადღის მერე გაგწერთ._ღიმილით უთხრა ექიმმა და პალატიდან გავიდა.
იმ სახლში დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ არც მამა მიიღებდა მოტყუებით წაყვანილს და ღამე სხვაგან გათენებულ გოგოს. გადაწყვიტა, გაპარულიყო. უმისამართოდ გადაკარგულიყო სადმე. ამ გადაწყვეტილებამ შევება მოჰგვარა თითქოს და ცოტა დამშვიდდა კიდეც. მოთმინებით დაელოდა როდის მიწყნარდებოდნენ ექიმები და ექთნები და მერე დერეფანში გამოვიდა. რეანიმაციის განყოფილებიდან შეუმჩნევლად გამოიპარა და ის იყო კიბეზე უნდა ჩასულიყო, რომ ვატო შეეჩეხა წინ. მის დანახვაზე შეკრთა. ვატოს კი აშკარად შეეტყო რომ გაუხარდა გოგოს დანახვა.
_როგორ ხარ?_ისეთი მზრუნველი ხმა და ალერსიანი გამოხედვა ქონდა, ნანა დაიბნა.
ვერაფერი უპასუხა ბიჭს.
_სად მიდიოდი?_ალერსიანი მზერა არ მოუშორებია ვატოს.
_რაც შეიძლება შორს შენგან._გაბრაზებით უთხრა ნანამ.
ბიჭს ღიმილი შეეყინა სახეზე.
_თუ არ გიჩივლე ეს იმას არ ნიშნავს, რომ გპატიობ ყველაფერს და შენს გვერდით დავრჩები ისე, ვითომ არაფერი მომხდარიყოს.
_მაგაზე მადლობა, ციხეში რომ არ წამაყუდე, მაგრამ რა ჩემი ბრალია, მე მოგიყვანე? შენსავით მეც შოკში ვარ. არ დაგიმალავ, სხვა მიყვარს. მეც მიჭირს ჩემი ცხოვრების ასე რადიკალურად შეცვლა. შენ გგონია ჩემთვის ადვილია?
ნანა შეაკრთო ბიჭის გულწრფელობამ.
_ჩვენ ორივენი მსხვერპლნი ვართ დედაჩემის უგუნური საქციელისა. დამიჯერე, მეც მიჭირს...
_აი სად ყოფილხართ._მოულოდნელად ექთანი წამოადგათ თავზე._ალბათ გითხრათ უკვე თქვენმა მეუღლემ, რომ კარგად არის და დღეს შუადღის მერე გავწერთ.
ვატოსთვის მოულოდნელი იყო ეს ახალი ამბავი, მაგრამ არ დაბნეულა და ექთანს ღიმილით შეხედა.
_კი, მითხრა.
_ძალიან კარგი, შეგიძლიათ თქვენი ნივთები მოაქუჩოთ და თუ პალატაში ვეღარ ჩერდებით, ჰოლში ჩახვიდეთ და იქ დაელოდოთ ექიმის დასკვნას.
_კარგით, მადლობა._ღიმილით უთხრა ვატომ და ნანას პალატისკენ გაეშურა.
რაც კი რამ იყო იქ ნანას ნივთები, ყველაფერი წამოკრიფა, მანქანაში ჩაიტანა და ისევ დაბრუნდა. მალევე იპოვა ნანა, განაპირა სკამზე რომ ჩამომჯდარიყო ჰოლში და უაზროდ დასჩერებოდა იატაკს. მორიდებით მიუახლოვდა და მოშორებით ჩამოუჯდა.
_მაპატიე, ვიცი რომ შენი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც გიბრაზდები._თითქოს თავისთვის წაიჩურჩულა ნანამ, მაგრამ ვატომ მაინც გაიგო მისი ყოველი სიტყვა._ვხვდები, რომ ორივენი ერთნაირ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შენ, გატყობ, რომ ადვილად ეგუები ყველაფერს. ეს მაცოფებს შენში. მე ნამდვილად ვერ შევძლებ შენს გვერდით ცხოვრებას...
ვატომ ნაღვლიანი მზერით შეხედა ნანას. გული მოუკლა მისმა სიტყვებმა, მაგრამ არაფერი უთქვია. ერთხანს უხმოდ უმზერდნენ ერთმანეთს, მერე საიდანღაც ვიღაც ნაცნობი გამოჩნდა და ვატოს სიხარულით გამოელაპარაკა.
_ვაა, აქ საიდან?_ხელი ნაზად გაუწოდა ზედმეტად გაპრანჭულმა გოგომ და ხმაურით აკოცა ლოყაზე, სადაც წითელი მომადის მკაფიო ანაბეჭდი დაატყო._ცუდად ხარ? აქ რას აკეთებ?
_მე არა, ეს არის._ნანაზე ანიშნა.
_ეს ლამაზი გოგო ვინ არის?_ინტერესით იკითხა და თან მოურიდებლად შეათვალიერა მოწყენილი ნანა.
სანამ ვატო რამეს მოიფიქრებდა და უცნობის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებდა, ექთანი გამოჩნდა და დაუძახა. ვატომ ბოდიში მოუხადა გოგოს და ექთანთან ჩქარი ნაბიჯით წავიდა. გულში კი უხაროდა, რომ სულზე მოუსწრეს.
უცნობმა გოგომ ერთხანს დაჟინებით და ინტერესით ათვალიერა ნანა. უხერხული დუმილი ვერ აიტანა, ბოდიშის მოუხადა, დაემშვიდობა და წავიდა. ვატო მალევე დაბრუნდა, ხელში ფაილში ჩადებული ფურცელი ეჭირა.
_წავიდეთ?_მორიდებით იკითხა.
_სად?_სევდიანად ახედა ნანამ.
_ბებიას გავუაროთ, თავის დასთან არის, მერე კი სადაც მეტყვი იქ წაგიყვან.
ნანა უხმოდ წამოდგა და გასასვლელს მიაშურა. ვატოც უკან გაყვა. შემოსასვლელის კარი ზრდილობიანად გაუღო და გაატარა. მანქანას რომ მიუახლოვდნენ, წინა კარი გამოუღო, მაგრამ ნანამ უკანა გახსნა და იქ ჩაჯდა. ვატოს არაფერი უთქვია. უხმოდ მიუჯდა საჭეს და ფრთხილად დაძრა ადგილიდან.
უხმოდ იმგზავრეს. მოწყენილი ნანა უაზროდ ათვალიერებდა გზას. ვატო კი უკანა ხედვის სარკეში ხშირად უმზერდა მალულად დაღვრემილ გოგოს. საკუთარი თავი იმაში დაიჭირა, რომ მოსწონდა ეს ლამაზი გოგო, რომელმაც ასე მოულოდნელად და უცბად დიდი ადგილის დაკავება შეძლო მის გულში და მზად იყო მასზე ეზრუნა. არავისთვის მიეცა ნება, რომ ეწყენინებინა მისთვის.
ტყის სიახლოვეს სოფელში რომ ავიდნენ, ერთ ერთი ჭიშკრის წინ შეაჩერა ვატომ მანქანა და სიგნალი მისცა. ვიღაც ხნიერი კაცი გამოვიდა. ნანა რომ მანქანაში დაინახა, გაუკვირდა. ხელი ჩამოართვა და გაეცნო, თინას მეუღლე ვარო. მერე კი დიდი პატიჟი დაუწყო ახალგაზრდებს, რომ სახლში შესულიყვნენ.
_იყოს ვანუშა პაპა, ნანა ჯერ ისევ სუსტადაა და წავალთ, ბებიას დაუძახეთ.
_თიკა, გოგო, გამოიხედე ერთი წუთით, პატარძალი გვესტუმრა და ვერ შემომყავს, იქნებ შენმა ხვეწნამ მაინც გასჭრას?_ვიღაცას გასძახა ეზოში.
ოციოდე წლის გოგონა მაშინვე სიხარულით გამოვარდა ეზოდან, ნანა წამიერად შეათვალიერა, მერე კარები გამოუღო და სახლში შემოიპატიჟა. სანამ ნანა რამეს ეტყოდა, ვატომ იუარა:
_ჯერ ისევ სუსტადაა, დასვენება სჭირდება. ჯობია წავიდეთ. ბებიას დაუძახე, გთხოვ.
_ჩვენ რა, ყანაში კი არ უნდა გავუშვათ და ვათოხნინოთ, აქ დაისვენოს, რა პრობლემაა? მე რომ თქვენთან მოვიდე და არ შემოვიდე სახლში, არ გეწყინებათ?
რაღაც დადებითი აურა იგრძნო ნანამ ამ გოგონასგან. ხელზე ხელი რომ მოკიდა და მანქანიდან გადმოიყვანა, არ შეწინააღმდეგებია. ნაზისთან დაბრუნებას კი ერჩივნა ცოტა ხნით მაინც გაჩერებულიყვნენ აქ.
ვატომ გაკვირვებული მზერა გააყოლა მოხდენილი ნაბიჯებით მიმავალ ნანას, რომელიც ძალდატანების გარეშე მიყვებოდა თიკას ეზოში. მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ მისი მიტანილი ჩუსტები ეცვა და გულში ეამა. თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან და გოგოებს უკან მიყვა. შეატყო, ნანა სიამოვნებით ათვალიერებდა ყვავილების ბაღნარად ქცეულ ეზოს. თიკამაც შეატყო ნანას ყვავილების ინტერესი, წელზე მოხვია ხელი და გაუღიმა.
_ყვავილები გიყვარს?
ნანამ თავი დაუქნია.
_რომლებზეც თითს დამიდებ, ყველას გაჩუქებ.
ესიამოვნა ნანას უცხო გოგონას გულუხვობა. ბელეტაჟი სახლის კიბეები უმალ აიარეს და ოთახში შევიდნენ, სადაც თამარა ბებო და ზუსტად მისი მსგავსი ქალი, სავარაუდოდ თინა იყო. ქალმა ღიმილით ჩაიხუტა ნანა გულში და გულთბილად მოიკითხა.
_ესეთი კარგი გოგო სად შეარჩიე?_ღიმილით კითხა ვატოს და როგორც სჩვეოდა, თმა მოუჩეჩა სიყვარულით.
ვატო უხერხულად შეიშმუშნა, უპასუხოდ დატოვა ბებიის დის შეკითხვა.
_ყავას ხომ დალევ?_ თიკამ ნანას კითხა და მისგან მორიდებული თანხმობა რომ მიიღო, მაშინვე სამზარეულოში გაქანდა. მალევე მოადუღა ყავა და ლანგრით ხელში დაბრუნდა. ტკბილეულიც უხვად გამოეყოლებინა. ნანამ ფინჯანი ჩამოართვა, სავარძელში მოხერხებულად შესწორდა და ის იყო უნდა მოეწრუპა, რომ საიდანღაც ცისფერი თუთიყუში გამოფრინდა და თავზე ისე ახლოს გადაუფრინა, შეკრთა . მოულოდნელობისგან შეშინებულმა ხელი გაიქნია და ცხელი ყავა ცოტათი ზედ გადაისხა. შეშფოთებული ვატო მაშინვე მასთან გაჩნდა.
_ხომ არ დაიწვი?_ხელზე მოკიდა ხელი. თან ისეთი თვალებით უმზერდა, ნანა აღელდა.
_არა._მორცხვად უთხრა და უკან გამოფრენილ თუთიყუშს თვალი გამოაყოლა, რომელიც თიკას მხარზე შემოსკუპდა.
_შენ რა ცუდი ბიჭი ხარ, რა გულები დაგვიხეთქე?_საყვედური უთხრა თიკამ და მკერდზე თითით მიეფერა.
_თიკა. თიკა._სასაცილოდ ალაპარაკდა თუთიყუში.
ნანას გაეღიმა. ვატოს მისი ღიმილის დანახვაზე ბედნიერებისგან გაუნათდა სახე. პირველად დაინახა გაღიმებული გოგო და მოჯადოებულივით შეჰყურებდა. ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო, თვალი ვეღარ მოსწყვიტა. ნანამ გვიან იგრძნო მისი მზერა და ინსტიქტურად შეხედა, ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. ამ ოჯახში იყო რაღაც დადებითი აურა, რაც ბედნიერების განცდით ავსებდა დადარდიანებულ გოგოს. თავისი სადარდებელი თითქოს აღარც კი ახსოვდა და იმ მომენტით ბედნიერი იყო.
თიკამ იატაკზე დაქცეული ყავა მოწმინდა და ვატოს მიუბრუნდა:
_აუ, რომ დარჩეთ არ გინდათ? სადაცაა თაზოც მოვა და ხომ იცი რომ ძალიან ეწყინება? წავიქეიფოდ ცოტა. პატარძალი გამოვცადოთ სიმთვრალეში.
_მე მაინც არ ვსვამ._ღიმილით შეხედა ნანამ.
_არაუშავს, ლიმონათს დაგაძალებთ.
ნანასთვის სულ ერთი იყო ახლა სად დარჩებოდა, მთავარია იმ კუდიან ქალთან არ დაბრუნებულიყო. თუმცა, ინიციატივა მაინც არ გამოუჩენია, დავრჩეთო.
_აუ, დარჩით რაა, გთხოვთ._მუდარაზე გადავიდა თიკა._სად გაიქცევა თქვენი სახლი? ერთი ღამე რა მოხდება? ადგილები გვაქვს, წვიმაც არ ჩამოდის, ცოტა წავიქეიფოთ, პატარძალიც კარგად გავიცნოთ._მერე ნანას ყურთან მიუტანა ტუჩები და უჩურჩულა,_ის სომეხი ნაზი თუ არ ნახე, მადლიც იქნება.
ნანას ისევ გაეღიმა გულწრფელად. მალულად ვატოს გახედა, რომელიც უხერხულად იშმუშნებოდა. მერე მორიდებით კითხა ნანას.
_დავრჩეთ?
ნანამ ისე აიჩეჩა მხრები, ეს ჟესტი თანხმობას უფრო გავდა ვიდრე არ ვიცისო და გახარებულმა თიკამ ლოყაზე აკოცა. მერე სახელდახელოდ დაფაცურდა. ვატოს მაღაზიაშიც გააყვანინა თავი. ახალი შებინდებული იყო, მშვენიერი სუფრა რომ გააწყო მოხუცი ქალბატონების დახმარებით. თაზო რომ მოვიდა, როგორც ნანას გააცნეს თიკას ძმა, მან სახელდახელოდ გაღვივა მაყალი და მწვადის შეწვას შეუდგა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვატო და ნანა სუფრასთან გვერდიგვერდ დასხეს და ახლად შეუღლებულები გულთბილად და სიყვარულით დალოცეს. ერთ ბალიშზე დაბარება, სამუდამო სიყვარული და იმდენი შვილის ყოლა უსურვეს, რამდენიც თვითონ გაუხარდებოდათ. თიკამ იმდენი ქნა, ერთი ჭიქა ღვინო მაინც დაალევინა პატარძალს. ვატოსაც არ დაულევია ბევრი. ბედნიერი იყო ნანა რომ მის გვერდით იჯდა და ღიმილით ესაუბრებოდა იქ დამხვედრ ხალხს. ვატოზე მეტად თამარას უხაროდა ნანას სასიკეთოდ ცვლილება. მისი პროგნოზი მართლდებოდა, თანაც ისე მალე, რომ ვერც კი წარმოიდგენდა.
გვიანობამდე შემორჩნენ ახალგაზრდები სუფრას. თიკა მხიარულად ყვებოდა ვატოს ბავშვობის ოინებს, რომელიც ცოტა დამორცხვებულიც კი ეჩვენებოდა ნანას და ნელ-ნელა რწმუნდებოდა თამარას სიტყვებში, რომ ვატო არ გავდა დედამისს და კარგი ბიჭი იყო. თუმცა, ხვდებოდა რომ მის გვერდით ცხოვრება მაინც გაუჭირდებოდა...
მოგვიანებით რომ აიშალნენ სუფრიდან და დასაწოლად წავიდნენ. მაშინ გაიაზრა ნანამ, რომ უცხო ბიჭთან მოუწევდა ერთ საწოლში წოლა. ოთახის ზღურბლთან შეჩერდა, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი და შიშით მოავლო თვალი. პატარა გემოვნებიან საძინებელში ერთი საწოლი იდგა მარტო. ვატო მიუხვდა შიშის მიზეზს და ჩურჩულით დაამშვიდა:
_მე იატაკზე დავწვები.
მართლაც, შევიდნენ თუ არა ოთახში, საწოლის გადასაფარებელი იატაკზე გაფინა, ბალიში დაიდო და ტანსაცმლიანივე მიწვა.
საწოლზე ფაქიზად გადაფენლი ვარდისფერი პერანგი სკამზე გადაკიდა ნანამ, შუქი ჩააქრო და თვითონაც ტანსაცმლიანი დაწვა.
კარგა ხანს იწრიალა საწოლში, ვერა და ვერ დაიძინა. მართალია, ვატო მასავით არ წრიალებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ არც მას ეძინა. ცოტა არ იყოს, შეეცოდა კიდეც ხმელ იატაკზე მწოლიარე ბიჭი, მაგრამ თავისი თავი უფრო ეცოდებოდა ახლა მის გვერდით და ამხედრებულ სინდისს ასე იწყნარებდა. ხვდებოდა, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევდა მის გვერდით დაწოლა, მაგრამ დროს აჭიანურებდა. ვატო არ ჩანდა ცუდი ბიჭი, არც შეხედულებით დაიწუნებოდა. ნებისმიერი გოგოს ოცნება იქნებოდა, მაგრამ ნანასი არა. მის თავში მხოლოდ გიორგი ტრიალებდა და გულშიც მის გარდა ადგილი სხვისთვის აღარ იყო.
ნანა ხვდებოდა, რომ ასე თუ ისე მაინც გაუმართლა ვატოსთან მიმართებაში. ხომ შეიძლებოდა იმ ალქაჯის შვილი დედის მსგავსი ყოფილიყო? ან სულაც უშნო და მახინჯი? ძალიანაც უნდოდა მის მიმართ სიყვარული თუ ვერა, ოდნავი პატივის ცემა მაინც ესწავლა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ან, არ სურდა ამ ეტაპზე ასე მოქცეულიყო...
მოკლეთ, კარგა ხანს იწრიალა საწოლში, მერე კი ჩაეძინა. დილით თვალები რომ გაახილა, მაშინვე ვატოს გადახედა იატაკზე. ბიჭი იქ აღარ დახვდა. ბალიში და გადასაფარებელიც აეღო, რომელიც ლამაზად დაეკეცა და საწოლის ბოლოში, ისე რომ ნანა არ შეეწუხებინა, მიედო.
სწრაფად წამოდგა, თავი მოიწესრიგა, საწოლიც გადაასწორა და საძინებლიდან გავიდა.
ოჯახის წევრები ყველანი ამდგარიყვნენ და უკვე ფუსფუსებდნენ. ვატო სავარძელში საცოდავად აბუზული იჯდა და მოზრდილი ფინჯნით ჩაის მიირთმევდა. რამდენჯერმე დააცხიკინა კიდეც.
ალბათ წუხელ გაცივდა._თანაგრძნობით შეხედა ბიჭს.
ვატომ მაშინვე იგრძნო მისი მზერა და თავისი დიდრონი, ყავისფერი თვალები შეანათა.
_როგორ გეძინა ძვირფასო?_თიკამ სიყვარულით მოუთათუნა ნანას ლოყაზე ხელი,_ამ ვაჟბატონს წუხელ შესცივნია, შენც ხომ არ შეგცივდა?
_ არა._ისე მომაჯადოებლად გაეღიმა ნანას, ვატომ თვალი ვეღარ მოსწყვიტა.
თინამ მოულოდნელად შუბლზე ხელი მიადო უარესად აცხიკინებულ ბიჭს და შეიცხადა:
_უი, სიცხე გიჩანს შვილო.
მაშინვე თერმომეტრი გამოუტანა და იღლიაში ამოუდო.
ვატოს მართლაც მაღალი სიცხე ქონდა. თიკა დაფაცურდა და გაჯიუტებულ ბიძაშვილს ძლივს დაალევინა წამლები. მერე სუფრას მიუსხდნენ. წუხანდელივით დიდი ნადიმი არ გაუმართიათ, მალევე აიშალნენ და სახლში წავიდნენ. ნანას არ უნდოდა იმ სახლში დაბრუნება, სადაც ნაზი ეგულებოდა, მაგრამ მეტი რა გზა ქონდა?
ბედად, ქალბატონი სახლში არ დაუხვდათ. როგორც გაარკვიეს, ძმასთან იყო წასული სტუმრად.
_გასტროლებზეა ქალბატონი!_დაბალი ხმით ჩაილაპარაკა თამარამ, მაგრამ ნანამ მაინც გაიგო და გაეღიმა.
ვატო სადღაც გავიდა მანქანით, მალე მოვალო დაიბარა. ნანა ვერანდის ქვეშ საქანელა სკამზე ჩამოჯდა და ნელა გაქანდა, თან ეზო მოათვალიერა. თალარზე ადესა ყურძენი დამწიფებულიყო და სურნელიც სასიამოვნო ტრიალებდა. თალარის გასწვრივ სიგრძეზე გვიანი ვარდები სხვადასხვა ფრად ყვაოდა. ამდენი დღე იყო რაც ამ სახლში შემოდგა ფეხი და მხოლოდ ახლა შეამჩნია ეს სილამაზე.
თამარა ბებომ ერთხანს ეზოში იფუსფუსა. მერე ნანას მოუბოდიშა, ცოტა შეუძლოდ ვარ, ცოტა ხნით წამოვწვებიო და თავის ოთახში შევიდა. ნანა ისევ საქანელაზე იჯდა და ნელა ირწეოდა. რამდენჯერმე თამარას შეხედა, ტკბილად რომ ეძინა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ვატოს მოსვლა არ გაუგია, რომელიც ჩუმად შემოვიდა ეზოში. შორიდანვე შენიშნა საქანელაზე მჯდარი გოგო და მყუდროება არ დაურღვევია. ვარდის ბუჩქს ამოფარებული ისე უმზერდა თავის ფიქრებში წასულ გოგოს ოდნავი ღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე.
ნანამ გვიან იგრძნო მასზე მოშტერებული მზერა. შეკრთა. უმალ წამოდგა და თამარას ოთახში მიიმალა. ფარდას ამოფარებულმა ნათლად დაინახა როგორ ჩაეღიმა ბიჭს. მერე, ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან, მაღლა ავიდა. მალევე მიწყნარდა მაღლიდან მისი ნაბიჯების ხმა. ნანამაც შვებით ამოისუნთქა. მძინარე თამარას ერთი კი დახედა და ისევ გარეთ გავიდა საქანელა სკამზე. კარგა ხანს იჯდა და ირწეოდა. ფიქრში ჩაძირულმა გვიან გაიგო რაღაც ხმაური, რომელიც თამარას ოთახიდან გამოდიოდა. შეშინებული წამოხტა და იქით გაეშურა.
მოხუცი იატაკზე უგონოდ ეგდო და უაზროდ აქნევდა ხელ-ფეხს. ნანას ისე შეეშინდა, ლამის გული გაუსკდა. უმწეოდ შეათვალიერა მოხუცი, მერე ოთახიდან გამოვარდა და კიბის საფეხურები შეუსვენებლად აირბინა.
ვატო დივანზე იწვა. ეტყობა ეძინა, მაგრამ ნანა რომ შევიდა ოთახში, მაშინვე წამოჯდა და გაკვირვებულმა შეათვალიერა შეშფოთებული გოგო.
_თამარა ბებოა ცუდათ._ძლივს ამოისლუკუნა აცრემლებულმა გოგომ.
ვატო მაშინვე წამოხტა და ფეხშიშველმა ჩაირბინა კიბის ორ-ორი საფეხური. ნანაც უკან მიყვა. დაინახა ხელში აყვანილი მოხუცი როგორ გამოარბენინა ბიჭმა და მანქანაში ჩააწვინა. მერე ისევ შემობრუნდა, ფეხზე ჩაიცვა და ნანას მიაძახა:
_საავადმყოფოში წავიყვან.
_მეც წამოვალ._მტკიცედ თქვა ნანამ და უკან მიყვა გაოცებულ ბიჭს.
უკან სავარძელში თამარა ბებო იწვა, ნანას ადგილი აღარ იყო და ამიტომ წინ ჩაჯდა. სიჩქარეში ღვედის შეკვრა ვერ შეძლო. ვატო რომ გადაიხარა და მიეხმარა, მისი ცხელი ხელების შეხებაზე შეკრთა, მიხვდა რომ მაღალი სიცხე ქონდა. თვალებშიც რომ ჩახედა წამიერად, სიცხისგან ამღვრეოდა.
ძალიან სწრაფად მიყავდა ვატოს მანქანა, ნანას ეშინოდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. სისწრაფეზე იყო დამოკიდებული ახლა თამარას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
საავადმყოფოში თხუთმეტ წუთში მივიდნენ. ვატომ მოხუცი მკლავებზე გადაწვენილი შეიყვანა შენობაში. ნანაც უკან მიყვა. გაახსენდა, თვითონაც ასე აყვანილი რომ შემოარბენინა და გულში რაღაც სასიამოვნო გრძნობა ჩაეღვარა.
ექიმებმა მაშინვე გადაიყვანეს თამარა საკაცეზე და რეანიმაციის განყოფილებაში გააქანეს.
ლოდინი აუტანელი გამოდგა. წინ და უკან სცემდა ვატო ბოლთას. ნანაც ნერვიულად იმტვრევდა თითებს. სანამ ექიმი გამოვიდოდა, ვატო სიგარეტის მოსაწევად გავიდა გარეთ. ნანამ ინსტიქტურად გააყოლა მზერა მოხდენილი ნაბიჯებით მიმავალ მხარბეჭიან ბიჭს. გარეთ გასულიც მორიდებით შეათვალიერა ფანჯრიდან. მართლა არ იყო ცუდი ბიჭი. ბებიაზე ასე რომ ზრუნავდა და განიცდიდა, მის მიმართ პატივისცემით ავსებდა.
მალე მოწია ვატომ სიგარეტი, ნამწვი ურნაში მოისროლა და საავადმყოფოში შემობრუნდა. ის იყო ნანას მიუახლოვდა, რომ ექიმიც გამოჩნდა.
_როგორ არის ექიმო?_მაშინვე ეს კითხა შეშფოთებულმა.
_ინსულტი გადაიტანა. ახლა სტაბილურადაა. შეიძლება გაუმეორდეს, ამიტომ დავაკვირდებით.
_საშიშია?_ნანამაც გაბედა კითხვა.
_თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ და იმასაც, რომ ინსულტის სიკვდილიანობა მესამე ადგილზეა მსოფლიოში, კი. უმოძრაობა და ინვიდობაც მოსალოდნელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვაჯანმრთელოთ პაციენტი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მოგვიანებით შეგეძლებათ მოინახულოთ._ექიმმა დაასრულა მათთან ლაპარაკი და წავიდა.
ნანამ თანაგრძნობით შეხედა ვატოს. აშკარად ეტყობოდა რომ მაღალი სიცხე ქონდა. შეეცოდა. თუმცა რა შეეძლო გაეკეთებინა მისთვის?
მოგვიანებით თამარა ბებოს სანახავად რომ შევიდნენ პალატაში, მოხუცი უკვე გონზე იყო. ნანა და ვატო გვერდიგვერდ რომ დაინახა, გაუხარდა და სიყვარულით გაუღიმათ. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ტყუილად არ ყოფილა ნათქვამი, მოხუცის ავადმყოფობამ ცოტათი მაინც დაალაგა მათ შორის ურთიერთობა.
_სახლში წადით შვილო, მე აქ არაფერი მიჭირს, კარგად მივლიან._ენის ბორძიკით ძლივს თქვა თამარამ.
ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ საავადმყოფოში. მერე ექიმმაც უთხრა, ახლა არაფერი სჭირდება, მოგვიანებით ამოხედეთო და მოწყენილებმა დატოვეს საავადმყოფო. ნანა ატყობდა, რომ ვატოც ვერ იყო კარგად. აშკარად მაღალი სიცხე ქონდა. სახლში მისვლისთანავე ბოდიში მოუხადა ნანას, რაღაც ვერ ვარ კარგადო და მაღლა ავიდა.
ერთხანს უაზროდ იბოდიალა ნანამ ეზოში. მერე გულმა ვეღარ მოუთმინა და მაღლა ავიდა. ფრთხილად შევიდა ოთახში. ვატო დივანზე იწვა, პლედი მიეფარებინა და ეძინა. ისე ღრმად სუნთქავდა, აშკარა იყო მაღალი სიცხე ქონდა. ფრთხილად დაადო ხელზე ხელი. ასე ვერაფერი გაიგო და მცირე ყოყმანის შემდეგ ახლა შუბლზე დაადო.
ვატომ მაშინვე იგრძნო ნანას გრილი ხელის შეხება. მისმა სასიამოვნო სურნელმა ცხვირშიც რომ შეუღიტინა ფრთხილად გაახილა თვალები. წამით შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. ნანა შეკრთა, დააბნია ბიჭის მზერამ. მაშინვე აიღო ხელი მისი გავარვარებული შუბლიდან.
_მაღალი სიცხე გაქვს. ექიმს რომ სჩვენებოდი?
_არაფერია, გამივლის. შენ როგორ ხარ?_ ისეთი მზრუნველობა იგრძნო ნანამ მის ხმაში, შერცხვა თავისი უნდობლობის.
ვატოს მაღალი სიცხის გამო ისევ მალე ჩაეძინა. ნანამ კარგა ხანს უყურა ბიჭს. მერე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და კიბეზე სირბილით დაეშვა. ადვილად მიაგნო სამზარეულოს. იქაურობა გულდასმით მოათვალიერა. ძმარი და არაყი ვერსად ნახა. სამზარეულოდან გამავალი კარი რომ შენიშნა, მიხვდა, მარანი იქნებოდა და გაუბედავად შევიდა. მართლაც მარანი იყო, ადვილად მიაგნო ძმარსაც და არაყსაც. ერთმანეთში გადააზავა პატარა ჯამში, როგორც ბებია აკეთებდა მის ბავშვობაში და ისევ მაღლა ავიდა. გარდირობში ვატოს მაისური და ნასკები იპოვა. მაისური დაასველა დაკეცა და შუბლზე დააფინა. ნასკებიც დაასველა და ფეხებზე ამოაცვა. რამდენჯერმე გამოუცვალა და შეატყო რომ სიცხემაც იკლო. მოშორებით სავარძელში ჩაჯდა და იქიდან შეათვიერა მძინარე ბიჭი. მოგრძო პირისახე ქონდა. სქელი და ხშირი წარბები. იმსიგრძე წამწამები ქონდა, გოგოებს შეშურდებოდათ. ოდნავ კეხიანი ცხვირი, მაგრამ მაინც კოხტა. ყვრიმალის ძვლები ოდნავ გამოწეული. საშუალოზე ოდნავ მსხვილი ტუჩები. მარჯვენა წარბს ზემოთ მოზრდილი შავი ხალი._ მთლიანობაში მშვენიერი ბიჭი იყო. მართლა არაფერი ქონდა ნანას დასაწუნი, ხასიეთიც არაჩვეულებრივი ქონდა, მაგრამ... ეს მაგრამ აჭირებდა საქმეს.
კარგა ხანს უმზერდა ბიჭს. მერე ემოციებისგან გადაღლილს მასაც წასთვლიმა და სავარძელში მჯდარს ჩაეძინა.
კარგა ხანს ეძინა. როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა რომ პლედი ქონდა მიფარებული. ამ მზრუნველურმა ჟესტმა გული გაუთბო. ესიამოვნა ბიჭის მხრიდან. მორიდებით გააპარა დივნისკენ მზერა, მაგრამ ვატო იქ არ დახვდა. ერთხანს ისევ ასე იჯდა. მერე ფრთხილად წამოდგა. ფანჯრიდან შენიშნა, რომ უკვე საღამო იყო. ცოტა შეაცია, ამიტომ პლედმოფარებული ჩავიდა ქვემოთ. შიშით მოათვალიერა ეზო. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. აღელდა. შეშფოთებული ჩამოჯდა საქანელაზე. გრილმა სიომ უარესად შეაცია. საგულდაგულოდ გაეხვია პლედში და ის იყო შიშისგან ცრემლები უნდა წამოსცვივნოდა, რომ ბაღჩის კარი ჭრიალით გაიღო და ვატოც გამოჩნდა. შვებით ამოისუნთქა რომ მარტო არ იყო. ერთი დღის წინ მისი დანახვა საშინლად აღიზიანებდა და ახლა?
ვატომ საქანელაზე ნელა მოქანავე ნანა რომ დაინახა, მაშინვე მასთან გამოეშურა. ხელში ოქროსფერი ვაშლები ეჭირა. ღიმილით მიუახლოვდა.
_ლაგოდეხის რენეტია. ნახე რა გემრიელია._მორიდებით გაუწოდა._დასაკრეფი ყოფილა უკვე.
ნანამ ინტერესით შეავლო თვალი კვერცხისებრი ფორმის ყვითელ ვაშლებს, რომლებსაც მზისგან ბაცი ვარდისფერი ლოყები ქონდა. ისეთ სასიამოვნო არომატს აფრქვევდა, სულმა წასძლია და ერთი გამოართვა.
_მადლობა ჩემზე რომ იზრუნე._ ისეთი თვალებით შეხედა ბიჭმა, ნანას ტანში გააჟრჟოლა.
_შემეშინდა._ძლივს ამოიჩურჩულა ნანამ და თვალი მოარიდა დაჟინებით მომზირალ ბიჭს. ხელში შერჩენილი ვაშლი კი უხერხულად შეათამაშა.
_რა მიზეზიც არ უნდა გქონოდა, მაინც მადლობა.
ერთხანს დუმილი ჩამოწვა. ვატო მიხვდა, რომ თავისი მზერით და სიახლოვით აბნევდა გოგოს და სამზარეულოში შევიდა. ფანჯრიდან მალულად გახედა პლედში გახვეულ გოგოს, რომელმაც გაბედა და მადიანად ჩაკბიჩა მისი მიწვდილი ვაშლი. სიყვარულს არა, მაგრამ რაღაც პატივისცემის მსგავს გრძნობას მართლა განიცდიდა მის მიმართ. მართალია, ლელა თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ ასე მოულოდნელად გამოჩენილი გოგო ეცოდებოდა დედამისის წყალობით რომ აერია ცხოვრება, საკუთარმა მამამ უარი თქვა მასზე. წასასვლელი არსად ქონდა და იძულებული იყო მასთან დარჩენილიყო. ლელას დავიწყებას ვერ შეძლებდა, მაგრამ შეეცდებოდა რომ ეს ანგელოზივით გოგო გაებედნიერებინა და თვითონაც ბედნიერი ყოფილიყო მის გვერდით. მაგრამ... იქნებ ნანასაც უყვარდა ვინმე?_ამ აზრმა მოსვენება დაუკარგა. თვითონ თუ უყვარდა სხვა, რა გასაკვირი იყო, რომ ნანასაც ყვარებოდა?
ამ ფიქრებში იყო, რომ მამამისის ბიძაშვილმა, ოთარამ შემოხსნა ჭიშკარი და ეზოში შემოვიდა. ნანამ დაინახა თუ არა, მაშინვე იცნო მძღოლი. უმალ შეეცვალა სახე. წამოდგომა დააპირა და ოთახში შესვლა, მაგრამ კაცმა შეაჩერა.
_შენს სანახავად მოვედი შვილო. რაღაც მინდა გითხრა.
ნანა შეჩერდა. კუშტად გადახედა კაცს.
_იმ დღეს, რომლის გახსენებაც მართლა არ მინდა, ტელეფონი დაგივარდა მანქანაში. გვიან ვიპოვე, ალბათ შენია._უთხრა და ვარდისფერი ტელეფონი გაუწოდა.
ნანამ მზერა გაწვდილ ტელეფონზე გადაიტანა და გაშეშდა. როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მაშინ არ ქონდა. ახლა კი სულ ერთი იყო მისთვის ექნებოდა თუ არა ტელეფონი.
_შენი არ არის?_ოთარამ ეჭვით შეხედა დადუმებულ გოგოს.
_ჩემია._თავი დაუქნია და ხელის კანკალით გამოართვა.
აპარატი გათიშული იყო. ან დავარდნისას გაითიშა, ან ელემენტი იყო უკვე დაცლილი. ხელში უაზროდ ატრიალა. მერე კი თამარა ბებოს ოთახისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯებით.
ვატომ ნაღვლიანი მზერა გააყოლა აღელვებულ გოგოს. ხვდებოდა რა ორომტრიალიც ხდებოდა ახლა მის გულში. დარწმუნდა, რომ ნანას სხვა უყვარდა. შეეშინდა, მისთვის არ დაერეკა და გული საშინლად მოეწურა.
ოთარა ცოტა ხანს კიდევ დარჩა მასთან. ელაპარაკებოდა კი, მაგრამ არაფერი ესმოდა. მისი ფიქრები და გულისყური ბებიას ოთახში შეყუჟულ ნანას დასტრიალებდა. ეჭვები ღრღნიდა და არ ასვენებდა.
ნანა შევიდა თუ არა თამარას ოთახში, საწოლზე ჩამოჯდა და კარგა ხანს ხელში უაზროდ ატრიალა ტელეფონი. ვერ გაებედა ჩართვა. ეშინოდა, გიორგის ნარეკი რომ დახვედროდა. ან, მის ფოტოებს რომ დაინახავდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო? ბოლოს მაინც გაბედა და ღილაკს დააჭირა თითი. ტელეფონი მალე ჩაირთა. მიხვდა, რომ დავარდნისას გათიშულიყო.
უამრავი შეტყობინება და ნარეკი დახვდა. ვერ გაბედა ვერცერთის წაკითხვა. მაგიდაზე დაუდევრად მიაგდო და თვითონ საწოლზე დაემხო პირქვე. ლამის ერთი კვირის წინანდელი ჭრილობა, რომელსაც თითქოს იშუშებდა ნელ-ნელა და ეგუებოდა, ხელახლა განუახლდა. გულსაკლავად აქვითინდა. გაახსენდა გიორგის კოცნა, მისი თხოვნა, რომ დალოდებოდა სანამ ჯარს მოივლიდა. თვითონ კი ელოდებოდა, მაგრამ ვინ დააცადა? რა ჯანდაბამ წაიყვანა იმ დღეს მანიკასთან? იქ რომ არ წასულიყო, ხომ არც არაფერი მოხდებოდა? ან მამამისს რომ დაეჯერებინა მისთვის და უკან დაებრუნებინა? მწარედ გაახსენდა მამამისის გაკრული სილაც...
გვარიანად იტირა. ბოლოს, თითქოს ცრემლი გაუშრა. გრძნობებისგანაც დაიცალა და გამოიფიტა. ტირილით აღარ ტიროდა, მაგრამ გული ტიროდა და კვნესოდა. მოგვიანებით, კარგად რომ შებინდდა, ვიღაცამ კარზე მოუკაკუნა. ვატოს მეტი ვინ იქნებოდა, მიხვდა და ხმა არ გაუცია.
მალევე შემოხსნა აფორიაქებულმა ბიჭმა კარი, ჩამრთველი ააჩხაკუნა და ოთახი გაანათა. საწოლზე პირქვედამხობილი ნანა რომ დაინახა, გული საშინლად მოეწურა. აქამდე თუ ეჭვი ეპარებოდა, რომ ნანას ვინმე ყავდა, ახლა დარწმუნდა. ფრთხილად მიუახლოვდა. გოგომ ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, უმალ წამოდგა და გაბრაზებულმა შეხედა.
_საავადმყოფოში უნდა წავიდე ბებიასთან. შენ რას იზავ, მარტო დარჩები თუ წამოხვალ.
_დავრჩები._არც კი უყოყმანია ისე უპასუხა.
ბიჭი დააბნია გოგოს პასუხმა. არ უნდოდა მარტო დაეტოვებინა, რომ რამე არ აეტეხა საკუთარი თავისთვის. ბებიასაც მიხედვა უნდოდა. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. ორ ცეცხლს შუა იწვოდა. აშკარა იყო, ვერანაირად დაიყოლიებდა საავადმყოფოში წაყოლაზე. უხმოდ გამობრუნდა ოთახიდან. ბედად თაზო გაახსენდა. მოშორებით გავიდა და დაურეკა. სთხოვა, მე ვერ ამოვდივარ და ბებიას თქვენ მიხედეთო. თაზომ რომ უთხრა, არ არის პრობლემაო, ისე გაუხარდა, ცხოვრებაში ასე ძალიან არაფერი გახარებია. კიბეზე ჩამოჯდა, რომ შემთხვევით ნანას არ დაენახა და გასუსული ყურს უგდებდა თამარა ბებოს ოთახში მცირეოდენ ფაჩუნსაც კი.
ნანა ისევ გაუნძრევლად იწვა საწოლზე. ზე ფიქრი აეკვიატა და მოსვენება დაუკარგა. იმასღა ფიქრობდა, როგორ მოეყვანა თავისი გადაწყვეტილება სისრულეში. ისე უნდოდა უმტკივნეულოდ, რომ არ ეწვალა. სახარბიელო ვერაფერი მოიფიქრა და უარესად აწრიალდა. მერე, ვატო გაახსენდა რატომღაც. როგორ შეაშფოთა მისმა წინანდელმა თვითმკვლელობის მცდობამ. თვალნათლივ დაინახა შეშფოთებული ბიჭი როგორ მიარბენინებდა ხელში აყვანილს და უმწეობისგან თვალებცრემლიანი როგორ დაჰყურებდა ღონემიხდილ ნანას... მისი სიტყვებიც გაახსენდა, სხვა მიყვარსო, მაგრამ ნანასავით თვითმკვლელობაზე ხომ არ ფიქრობდა? თამარას სიტყვებიც გაახსენდა, არაფრის და არავის გამო არ ღირს სიცოცხლის დათმობაო. დედაც დაუდგა თვალწინ, რომელიც ვერ გადაიტანდა ნანას სიკვდილს. ის მკაცრი მამაც კი, რომელმაც არ დაუჯერა და ცხოვრებაში პირველად გაარტყა ხელი, დარწმუნებული იყო, რომ დაიტანჯებოდა.
ტელეფონს გადასწვდა. გიორგის ფოტოები დაათვალიერა. ღირდა კი ამ ბიჭის გამო ცხოვრებაზე ეთქვა უარი? რამდენი ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ, მყარი ოჯახიც კი აქვთ. ვატო ხომ არ იყო ცუდი ბიჭი? მართალია, მასაც სხვა უყვარდა, მაგრამ ნანას ხომ პატივისცემით ეპყრობა. ღელავს მასზე და ცდილობს არაფერი აწყენინოს? რა გახდა ეს სიყვარული, თამარას თქმისა არ იყოს, უბრალო აკვიატებაა და მეტი არაფერი. ამდენი ხანია ამ ბიჭის გვერდით არის და ზედმეტად კი არა, საერთოდ არ დაუკარებია ხელი. არა და თვალებზე აშკარად ეტყობა, რომ მისი შეხების სურვილი კლავს. მორიდებული და მორცხვი ბიჭია, ზედმეტად კარგიც კი. შეყვარებას თუ ვერა, მასზე ზრუნვას და პატივისცემას ვერ შეძლებს ვითომ? ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ნანა ვითომ ვერ შეეჩვევა მის გვერდით ცხოვრებას?
ამ ფიქრებმა ცოტა დაამშვიდა. გიორგის ფოტოები ყველა ამოშალა ტელეფონიდან თვალცრემლიანმა. შეტყობინებებიც წაუკითხავად წაშალა. მანამდე რა იყო აღარ დაინტერესდა იმით. გადაწყვიტა, დღეიდან ახალი ფურცელი გადაეშალა მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრებისა.
საწოლიდან წამოდგა. თმა შეისწორა. თამარა ბებოს შალი მოიხურა მხრებზე, რომ არ შესცივნოდა და ეზოში გავიდა. კიბეზე სიბნელეში მჯდარი ვატო ვერ შენიშნა და მთვარით განათებულ ბილიკს დაადგა ბაღჩისკენ. შიში სადღაც გამქრალიყო. ღამის გრილი სიო თმას უწეწავდა ურჩად და სიამოვნებდა. ბაღჩაში ხეხილს ჩაუარა. აივნიდან შეამჩნია, რომ სადღაც გვიანი ატამი იდგა და მწიფდა. ვარაუდიდთ აიღო მისკენ გეზი. არც შემცდარა. მწიფე ატმის სურნელი მალევე იცნო და გაუხარდა. ატამი ძალიან უყვარდა ატმის ყვავილობიდან დაწყებული მის მწიფობამდე.
ის იყო, ხეს მიუახლოვდა, რომ საიდანღაც ძაღლის ღრენა შემოესმა. შეკრთა. მთვარით განათებულ ბაღჩაში ვეებერთელა ჰასკს მოჰკრა თვალი, რომელიც შორიახლოს იდგა და ნანას მისჩერებოდა. შიშისგან ხელ-ფეხი წაერთვა. ერთხანს ასე იდგა გაშეშებული და გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა აღრენილ ძაღლს, რომელიც ნანას მცირეოდენ მოძრაობას ელოდებოდა, რომ სცემოდა.
ცოტა ხანს იდგნენ ასე და ერთმანეთს თვალებში უმზერდნენ. მერე ფრთხილად გადადგა ნანამ უკან ნაბიჯი. მალევე მეორეც მიაყოლა და ძაღლიც გამოუქანდა. ერთი კი შეჰკივლა შეშინებულმა გოგომ და შემობრუნება ვერ მოასწრო, რომ ვატომ დაჰყვირა ძაღლს.
_ტედი, ადგილზე.
მოულოდნელად შემობრუნებული ნანა ვატოს მიეჯახა, რომელმაც მაშინვე მკლავებში მოიმწყვდია.
_ნუ გეშინია, აქ ვარ.
ძაღლმა დაუჯერა პატრონს და მაშინვე გაჩერდა. შეშფოთებულმა ნანამ კი ძლიერად მოხვია ვატოს წელზე ხელები და შიშისგან აცახცახებული მიეკრა მკერდზე. მთვარის შუქზე ერთმანეთს ჩახუტებულ გოგოსა და ბიჭს ძაღლი ინტერესით უცქერდა და ხან მარჯვნივ გადაატრიალებდა თავს და ხან მარცხნივ. აშკარად უკვირდა. ნანასაც გაუკვირდა თავისი საქციელი შიშმა რომ გაუარა და ცოტა დაწყნარდა. ფრთხილად გაუშვა ხელები ბიჭს და თავის დაღწევას შეეცადა. ვატომაც შემოხსნა თავისი ძლიერი მკლავები.
_ბებიასთან აღარ წახვედი?_მღელვარების დადაფარავად კითხა, თორემ რომ წასულიყო ხომ მის წინ აღარ იდგმებოდა ახლა?
_ამაღამ თაზო მიხედავს... შენ როგორ ხარ?
_ცოტა შენმა ძაღლმა შემაშინა._გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
_აქ ცოტა ცივა, წამოდი სახლში._გზა დაუთმო და გაატარა.
დარცხვენილი და აფორიაქებული ნანა ფრთხილად გაუყვა სახლისკენ ბილიკს. ეზოში რომ გავიდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ვატო არ მიყვებოდა უკან. ცოტა შეფიქრიანდა, მაგრამ მალევე გაიგო მისი ფეხის ხმაც და ისევ საქანელისკენ აიღო გეზი.
_არ გშია? გვევახშმა._მორიდებით შესთავაზა ვატომ.
მხოლოდ ახლა გაახსენდა ნანას შიმშილი. რამდენი დღეა წესიერად არ ეჭამა საჭმელი და მუცელმაც შეაწუხა.
_მაღაზიაში გავიდეთ, რამე ვიყიდოთ, სახლში მგონი არაფერი გვაქვს._მორიდებით გაუღიმა ვატომ._წამოხვალ?
სახლში მარტო დარჩენის შეეშინდა და წაყოლა გადაწყვიტა, თუმცა მანქანიდან არ გადასულა. ვატო მალევე გამოვიდა მაღაზიიდან უხვად დატვირთული. მანქანაში ჩააწყო და ისევ მიბრუნდა. ეტყობა ტელეფონზე ჩაირიცხა აპარატიდან. მაღაზიის წინ ვიღაც გამოელაპარაკა. რაღაცაზე გულღიად გაიცინა და ნანამ შენიშნა, რომ სიცილი ძალიან უხდებოდა. მალევე დაემშვიდობა უცნობს და მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯებით გამოეშურა, რომ კიდევ არავის გაეჩერებინა.
ნავაჭრი სამზარეულოში შეზიდეს და მშვენიერი სუფრაც გააწყვეს. გემრიელად ივახშმეს. მერე სუფრა აალაგა ნანამ და ისევ საქანელაზე ჩამოჯდა. დაწოლის დრო ახლოვდებოდა და ღელავდა. მართალია, წეღან ისე ჩაეხუტა შეშინებული, მის გულისფეთქვას და სურნელს გრძნობდა, მაგრამ მის გვერდით დაწოლა მართლა არ უნდოდა. იმისიც ეშინოდა, მარტოები რომ იყვნენ, ბიჭს არ ეძალადა მასზე. ძაღლისა ისე არ შეშინებია, როგორც ახლა ამ აზრმა შეაშინა. შალი მჭიდროდ შემოიხვია და მისი ფოჩები ნერვიულად აათამაშა თითებში. ვატო ისე წამოადგა თავზე, ვერ გაიგო. როცა დაინახა, შეკრთა.
_არ გეძინება?
ნანამ შიშით ახედა. ბიჭი მიუხვდა შიშის მიზეზს. ოდნავშესამჩნევლად გაიღიმა, მაგრამ ნანამ მაინც შენიშნა ეს ღიმილი და უარესათ დაიზაფრა.
_ამდენი დღეა ჩემს გვერდით ხარ და ვერ გამიცანი, რომ მოძალადე არ ვარ?_ცოტა წყენა იგრძნო ნანამ ვატოს ხმაში._შენ თუ არ გინდა, მე თითსაც არ დაგაკარებ. არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ მიჭირს თავის შეკავება, მაგრამ ვნებას არ ავყვები. შენ შიგნით დაწექი, მე გარეთ. თუ გინდა, სულაც ბებიას ოთახში დაწექი, რა პრობლემაა?
ნანას შერცხვა თავისი უნდობლობა. მართლაც რომ მოძალადე არ იყო ვატო. რატო ეშინოდა მაინც, ვერ ხვდებოდა. უსიტყვოდ წამოდგა და კიბისკენ გაეშურა. მოგვიანებით ვატოც მიყვა უკან.
_იცი, ცუდად არ გამიგო და რამდენი დღეა ტანსაცმლით გძინავს. ცოდო ხარ. მანდ გარდერობში ნახავ რამეს, რაც მოგერგება მგონი._მორიდებით უთხრა ვატომ.
ნანა უსიტყვოდ შევიდა ოთახში. ვატო მართალი იყო. სარკეში რომ დაინახა თავისი ორეული, შერცხვა. ისეთი დაკუჭული ტანსაცმელი ეცვა, თითქოს კამეჩს დაეღეჭა. ვატო რომ დაბლა ჩავიდა, გარდერობი გამოაღო და ინტერესით შეათვალიერა. ერთი განყოფილება სავარაუდოდ რძლისთვის ჰქონდა გამოყოფილი ნაზის. საცვლები, ღამის პარანგები, პიჟამები, ჩუსტები, ხალათები,_რა გინდოდა სულო და გულო. რაც კი მოხვდა პირველად ხელში, ის პიჟამა გადმოიღო. სასწრაფო წესით ჩაიცვა ვატოს რომ არ ამოესწრო და ისე შეწვა საწოლში. გადაწყვიტა, ხვალ თავისი ტანსაცმელი დაერეცხა, მაგრამ სანამ გაშრებოდა რითი ყოფილიყო ეგ არ იცოდა. მეტი გზა არ ქონდა, ხალათით უნდა ყოფილიყო. მერე ალბათ, როცა იქნებოდა, თავის ნივთებსაც წამოიღებდა სახლიდან.
ვატო რომ ამოვიდა, გაიგო. გულის ყურით უსმენდა მის ნაბიჯებს. დარწმუნებული იყო მასთან დაუკითხავად არ შემოვიდოდა, მაგრამ მაინც დაძაბული იყო. ბიჭმა შუქი რომ ჩააქრო და დაწვა, თითქოს შვებით ამოისუნთქა. სანერვიულო მართლა არაფერი ქონდა, მაგრამ... გაახსენდა, შეშინებული რომ მიეხუტა და გაეღიმა. საკუთარი თავი იმაში დაიჭირა, რომ სიამოვნებით იხსენებდა მის ყოველ შემოხედვას, გაღიმებას თუ ოდნავ შეხებასაც კი. თითქოს, ყინული ლღვებოდა უკვე და უხაროდა კიდეც, რომ როგორც ეგონა ისე არ უჭირდა მასთან შეგუება. მოძალადე რომ არ იყო, პირველი დღიდანვე შენიშნა. კეთილი, მზრუნველი, ზრდილობიანი_ეს მერე და მერე აღმოაჩინა მასში. საოცრებას იყო, ისეთ ალქაჯს ასე კარგად აღზრდილი შვილი როგორ ყავდა... თუმცა, თამარას ხელი რომ ეტყობოდა, უდავო იყო.
********************
დილით, ვატოს ჯერ ისევ ეძინა, ხალათში საგულდაგულოდ გახვეული ფრთხილი ნაბიჯებით რომ ჩავიდა დაბლა. კიბის ქვეშ გუშინ შენიშნა რომ აბაზანა იყო და თავისი ტანსაცმელი ჩაიტანა. სარეცხის მანქანაში შეყარა ნახევარ საათიან რეჟიმზე. სანამ სარეცხი დაირეცხებოდა, ყავის მოდუღება გადაწყვიტა. სამზარეულოში შევიდა კიდეც, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა, მარტო დალევის მოერიდა. ვატოს ადგომას დაელოდა და ამ ლოდინში ისევ საქანელა სკამზე შემოსკუპდა. ჩუსტები დაიხადა და ფეხები წეროსავით აიკეცა მაღლა. ადესის სურნელით გაჟღენთილი დილის გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. კმაყოფილმა თვალები მილულა. ასე ირწეოდა კარგა ხანს. თვალები რომ გაახილა, ვატოს მზერას წააწყდა, რომელიც კიბის საფეხურზე ჩამომჯდარიყო და ღიმილით მისჩერებოდა გოგოს. იყო ამ ღიმილში რაღაც ამაღელვებელი და ამაფორიაქებელი. წუხანდელი ამბავი გაახსენდა ნანას, მოულოდნელად რომ მიეკრა ბიჭს ტკიპასავით და გაეღიმა.
ნანას ღიმილით გათამამებული ვატო კიბიდან ადგა და საქანელაზე გვერდით მიუჯდა.
_რა ადრე ამდგარხარ? მეგონა რომ ისევ გეძინა.
ნანამ მის ღიმილიან მზერას ვეღარ გაუძლო და გვერდით გაიხედა დამორცხვებულმა. მერე ყავა გაახსენდა. ფეხები დაბლა ჩამოაწყო, ჩუსტებში ძლივს ჩაყო და წამოდგა.
_ყავას დალევ?.. შენ გელოდებოდი._ბოლო წინადადება გვიან წარმოთქვა და გაწითლდა.
_კარგი მაშინ და დავლიოთ.
ნანა მაშინვე წამოხტა და სამზარეულოს მიაშურა. ვატომ თვალი გააყოლა ნარნარით მიმავალ გოგოს. ერთი კვირის წინ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ასე მოშინაურდებოდა და პიჟამითა და ხალათით გაბედულად ისეირნებდა მის სახლში.
ყავა რომ მოდუღდა და გამოიტანა, ვატო ისევ საქანელა სკამზე იჯდა და ირწეოდა. ნანაც იქ მივიდა, ფინჯნები პატარა მაგიდაზე დააწყო და თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა. თითქოს აღარ ეშინოდა მისი და ყველაზე მეტად ეს უხაროდა.
ვატო კი ნანას სურნელს გრძნობდა და ხარბად ისუნთქავდა სიამოვნებით. მის თვალებში შიში და უნდობლობა რომ აღარ ჩანდა, და აღარც ზიზღი, ყველაზე მეტად რაც უკლავდა გულს, ძალიან უხაროდა. ეს ნამდვილად არ იყო ვნება, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტრებს და რომლის წინაშეც უძლურია. ასეთი ლამაზი გოგო გვერდით ეჯდა, მისი ცოლი ერქვა და ზედმეტად თითის დაკარებაც კი არ უნდოდა. მისი კოცნა სწყუროდა და ვერ უბედავდა. არ უნდოდა ეწყენინებინა და იმიტომ...
ყავა რომ შეგრილდა, სიამოვნებით დალიეს. ნანაც გრძნობდა ვატოს მიმართ დაბადებულ რაღაც ამოუცნობ ახალ გრძნობას. მის სიახლოვეს იჯდა და აღარ ეშინოდა. მართალია, მისი შემოხედვა ისევ აბნევდა, მაგრამ სასიამოვნოდ...
_ბებიასთან დილითვე უნდა ავიდე. შენც ხომ წამოხვალ?
ნანამ ინსტიქტურად ხალათზე დაიხედა. მერე თავისი სარეცხი გაახსენდა. მანქანა მორჩენილი იქნებოდა რეცხვას. უსიტყვოდ წამოხტა და აბაზანას მიაშურა. სარეცხი საშრობზე მიფინა და ისევ ვატოსთან დაბრუნდა. თამარასთან კი ძალიან უნდოდა წასვლა, მაგრამ ტანსაცმელი თუ გაუშრებოდა, დიდი სიამოვნებით გაყვებოდა.
ზოგჯერ ისეთი ცვლილება, რომელსაც საერთოდ არ ვგეგმავთ და რომელიც საშინელება გვგონია, აღმოჩნდება რომ არც ისე ურიგოა. ვატოსთან მიმართებაში მართლაც გაუმართლა ნანას. ბედთან დასამდური ნამდვილად არ ქონდა. უფალმა უკეთ იცოდა, როგორი ცხოვრებისთვის იყო შექმნილი. გიორგიზე რომ არ ეფიქრა, დარწმუნებული იყო, დაივიწყებდა. "თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო". ხო და, გულის გადასხვაფერება მართლაც უნდოდა. უნდოდა შეგუებოდა იმ ხვედრს, რაც ბედმა არგუნა. ნაზის კი, თუ კი თამარა უძლებდა, ესეც გაუძლებდა როგორმე. მთავარია ახლა თამარას არაფერი მოსვლოდა და კიდევ დიდხანს ეცოცხლა მის საიმედოდ.
საუზმე წუხანდელთან შედარებით უფრო თამამად მიირთვეს. მერე ვატოს ვიღაცამ დაურეკა და სადღაც წავიდა. მარტო დარჩენილმა ნანამ სამზარეულო ღიღინით მიალაგა. თვითონვე უკვირდა თავისი თავის ასე შეცვლა... მერე ტანსაცმელი ჩამოხსნა საფენიდან და მაღლა ავიდა. უთო ვერ იპოვა ვერსად.
_დავიჯერო ამ ალქაჯს უთო არ აქვს?_გაიფიქრა და მის ოთახშიც შეიჭყიტა. ისეთი არეულობა იყო, შეეშინდა. ქალი და ასეთი ფეთხუმი პირველად ენახა. თამარასი არ იყოს, გასტროლებზე რომ არ იწანწალოს, არ შეუძლია სახლში საქმე გააკეთოს? ეს ხნიერი და ავადმყოფი ქალი თუ კი აკეთებს ყველაფერს, ამას რაღა კლავს? თუმცა, უკეთდება საქმე და თავი რაღატო შეიწუხოს.
დანახვის წუთიდან არ მოეწონა ეს ქალბატონი და თურმე არც ისე უსაფუძვლოდ. მაგრამ ვატო და თამარა იმდენად კარგი ადამიანები იყვნენ, მათ გამო ღირდა ამ ერთი უქნარა მაწანწალას ატანა...
ნანამ ტანსაცმელი ჩაიცვა. თავი მოიწესრიგა. წინა ოთახიც მიალაგა სადაც ვატო ცხოვრობდა დროებით. დივანთან ყურსასმენები იპოვა. შეამოწმა, გაუხარდა თავის ტელეფონსაც რომ მოერგებოდა და ისევ დაბლა ჩავიდა. თამარას ოთახში თავის ტელეფონს მიაკითხა. მუსიკები ჩართა და ყურსასმენები მოირგო. რამდენი დღეა მუსიკებისთვის არ მოუსმენია. სად ქონდა ამის ნერვი? ახლა კი კმაყოფილი სახით მიჯდა ისევ საქანელა სკამზე წეროს პოზაში, საზურგეს გადაეყრდნო და თვალებმინაბული თან ირწეოდა და თან გიორგი გოგოლაურის სევდიან სიმღერებს უსმენდა. განსაკუთრებით უყვარდა ეს ნიჭიერი მომღერალი და მისი ლამაზად შესრულებული სიმღერები.
ვატო როდის დაბრუნდა ვერ გაიგო. ბიჭმა კარგა ხანს უყურა გოგოს, კმაყოფილი ღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე. აშკარა იყო, რომ მის გულში ყინული ლღვებოდა და უხაროდა. ლოდინი ამად ღირდა. მერე მიუახლოვდა და ფრთხილად ჩამოუჯდა გვერდით.
მოულოდნელობამ ნანა კი შეაკრთო, მაგრამ ვატოს დანახვა ისე გაუხარდა, ბედნიერი ღიმილის დამალვა ვერ მოახერხა.
_ბებია კარგად ყოფილა. საშიშროებას ჩაუვლია. მალე გამოჯანმრთელდებაო ექიმმა._სიხარულით აუწყა ვატომ.
მართლაც რომ სასიხარულო ამბავი იყო. ნანასაც უზომოდ გაუხარდა.
_მე მზად ვარ და როცა წახვალ გამოგყვები სანახავად.
ვატოს გაეცინა.
_უარი რომ გეთქვა, ძალით მომიწევდა შენი წაყვანა, იმიტომ რომ სულ შენ გკითხულობს და ყველას შენზე ელაპარაკება.
_მართლა?_ნანასაც გაეცინა.
_დედაჩემი დღესაც არ მოვა, ჩემი ბიძაშვილის შვილის ნათლობა უნდა ქონდეთ და იქ ეხმარებათ. ჩვენ მოგვიწევს ისევ ბებიას მიხედვა.
" ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო",_გუნებაში გაეღიმა ნანას. ხმამაღლა კი არაფერი უთქვია. ვატოც ხვდებოდა დედის უმსგავსო საქციელს, მაგრამ მშობელი იყო და რა ექნა? ეს ქალბატონი ამ ოჯახში თავის ნებაზე იქცეოდა, რაც მოესურვებოდა და როცა მოესურვებოდა იმას აკეთებდა. დამშლელი არავინ ყავდა. რომც დაეშალათ დაიშლიდა ვითომ? იმდენს იწივლებდა, ქვეყანას გააგებინებდა. თამარამ ალღო აუღო რძალს, პირში არასდროს ებმებოდა. მე შენ გეტყვი და გააჩუმებდა? ენით ზურგს იქავლებდა და ცხენიან კაცს ძირს დასცემდა. ნანა მხოლოდ იმას დარდობდა, როცა დაბრუნდებოდა ის ქალბატონი, როგორ იქნებოდა მის გვერდით? შეძლებდა კი თამარასავით გაჩუმებას და ყველაფერზე თვალების დახუჭვას?
საავადმყოფოში მისულებს თამარა მართლა უკეთესად დახვდათ. ფერიც დაბრუნებოდა. მეტყველებაც გამოსწორებოდა. ღიმილიანი ნანას დანახვა ისე გაუხარდა, ბედნიერების ცრემლიც კი ჩამოუგორდა დანაოჭებულ ლოყაზე. ხვდებოდა, რომ დროთა განმავლობაში ისეთი სიყვარული იფეთქებდა მათ შორის და ისეთ მყარ ოჯახს შექმნიდნენ, ვერანაირი დაბრკოლება რომ ვერ შეაშინებდათ და ორივე ადვილად გადალახავდა.
_თემურის ბავშვების ნათლობა როდის არის?_მოულოდნელად დაინტერესდა თამარა.
_ხვალ.
_მერე ბებო, თქვენც ხომ წახვალთ?
ისეთი მოულოდნელი იყო ეს კითხვა ვატოსთვის, ცოტა დაიბნა. ჯერ ერთი, რომ ცუდად იყო ქალი და თავის დანებება არ უნდოდა. მეორე ის, რომ არ იცოდა ნანა გაყვებოდა თუ არა. მის გარეშე წასვლა კი ნამდვილად არ უნდოდა. შეფარვით გადახედა გოგოს, რას იტყოდა.
_შენ საავადმყოფოში დაგტოვოთ და ჩვენ საქეიფოდ წავიდეთ?_ისეთი ტონით იკითხა, აშკარად უნდოდა წასვლა, მაგრამ ერიდებოდა.
_რას ლაპარაკობ შვილო? მე მიმავალი ვარ, თქვენ მომავლები. თანაც, უკვე კარგად ვარ. ისე კარგად მივლიან აქ, მეტი რომ არ შეიძლებოდეს. ჩემს გამო რატო უნდა დაიხიოთ უკან? მართლა არაფერი მიჭირს. ოღონდ, წასვლის წინ გამომიარეთ, რომ შეგათვალიეროთ ჩემო გვრიტებო.
_ვინც გაიგებს საავადმყოფოში წევხარ და ჩვენ საქეიფოდ დავდივართ, რას იტყვის?_ეს "ჩვენ"ისე ლამაზად თქვა ნანამ, ვატოს გულზე მალამოსავით დაეფინა და ღიმილით შეხედა.
მოხუცის თვალს არ გამოჰპარვია ეს ღიმილიანი გადახედვა და მასაც ძალიან ეამა ახალგაზრდების ურთიერთობა რომ ლაგდებოდა ნელ-ნელა.
_მაგაზე ნუ დარდობ შვილო. ხალხს რაც უნდა იმას იტყვის. მთავარია ჩვენ ის გავაკეთოდ რაც ჩვენ გვინდა და გაგვიხარდება. ენაჭარტალა და მოცლილ ადამიანს რა დალევს? ის ხალხი ილაპარაკებს სხვის ცხოვრებაზე, ვისაც თავისი არ აქვს. რაც არ უნდა ანგელოზი იყო, მაინც გამოჩნდება ვიღაც უკმაყოფილო, ვისაც შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება. ნურასდროს იცხოვრებ იმ აზრით, ხალხი რას იტყვის. დამპირდით რომ წახვალთ ნათლობაში.
ნანამ და ვატომ ერთმანეთს გადახედეს კითხვით სავსე მზერით და ორივეს ერთდროულად გაეღიმა. ეს ღიმილი თანხმობას ნიშნავდა.
ნანამ გადაწყვიტა, მშობლების სახლში გამოევლო და თავისი ნივთები წამოეღო. ოღონდ ის ადარდებდა, მამა როგორ მიიღებდა. შუა დღეს საავადმყოფოდან რომ გამოვიდნენ, ძლივს დარეკა დედასთან. გულის ფანცქალით ელოდა ზუმერის გასვლას და მის პასუხს. რატომღაც დედამ არ უპასუხა. დაუკითხავად მისვლა არ უნდოდა, მაგრამ საჭირო ნივთების და ტანსაცმელის გარეშეც ვეღარ ძლებდა უკვე. მორიდებით სთხოვა ვატოს მშობლების სახლში გავლა. მასაც ერიდებოდა მის მშობლებთან მისვლა, მაგრამ ნანას ხათრი ვერ გაუტეხა.
სახლში უმცროსი ძმის ნიკას გარდა არავინ დახვდათ. ისიც ახალი მისული იყო სკოლიდან და წარმოდგენა არ ქონდა სად იყვნენ ოჯახის წევრები. ნანას გაუხარდა კიდეც ასეთი სიტუაცია. სწრაფად მოაქუჩა თავისი ნივთები, ძამიკოს დაემშვიდობა და მალევე წამოვიდნენ იქიდან.
მართალია, მათ შორის ყინული ლღვებოდა, მაგრამ ღამე ისევ ცალკე ოთახებში დაწვნენ. მეორე დღეს ნათლობაში აპირებდნენ წასვლას და მღელვარებისგან მთელი ღამე ვერ დაიძინა ნანამ. ვატოს მშვიდი ფშვინვა კი ესმოდა ხანდახან, მაგრამ მასაც მალ-მალე ეღვიძებოდა და ისიც წრიალებდა დივანზე. იმას ნერვიულობდა ნანა, როგორ ჩაივლიდა ხვალინდელი დღე. ვატოს დედის ნათესავები როგორ მიიღებდნენ. თვითონ ის ალქაჯი ქალბატონი როგორ დახვდებოდა. ბოლოს, იმაზეც კი ფიქრობდა, რა ჩაეცვა რესტორანში.
მთელი ღამე იწრიალა. გამთენიისას ჩაეძინა და მალევე გააღვიძა ტედის გაბმულმა ყეფამ. შეშინებული წამოხტა, ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა. აივნიდან დაინახა ბაღჩაში უცხო ძაღლი რომ იყო შემოსული და ვატოს ჰასკი გამწატებით უყეფდა. დაბმული იყო, თორემ მიახრჩობდა ალბათ იქვე. ვატოც იქვე ტრიალებდა და გაავებულ ძაღლს აწყნარებდა. ნანამ კარგა ხანს უცქირა ბიჭს, მერე მანაც რომ ამოხედა, შერცხვა და ისევ ოთახში შებრუნდა. თავისი ნივთებისთვის გარდერობში გამონახა ადგილი და ფაქიზად შეაწყო. ყველა კაბა ხელში კარგა ხანს ატრიალა, მაგრამ ვერაფრით აირჩია რომელი ჩაეცვა.
ოთახში ვატოს შემოსვლა არ გაუგია, თავის ფიქრებში იყო ჩაძირული. ერთ ერთი კაბა რომ მიიზომა და სარკის წინ შემოტრიალდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა ღიმილით მომზირალი ბიჭი. შერცხვა და გვარიანად გაწითლდა.
_შენ რას ჩაიცმევ?_სიმორცხვის დასაფარავად ძლივს კითხა.
_შენ რასაც შემირჩევ, შენს გემოვნებას ვენდობი._ისე უთხრა ბიჭმა, თვალი არ მოუშორებია მისთვის.
ნანა უარესად გაწითლდა. კაბა საწოლზე მიაფინა და მორცხვად გახედა ბიჭს, რომელიც ისევ ღიმილით უმზერდა.
_უთო ვერ ვნახე ტანსაცმლის დასაუთოვებლად.
_ბებიას ოთახის გვერდით ოთახშია საუთოვებელი მაგიდაც. ისე, ცოტა ხნით მინდოდა სადღაც გამომყოლოდი სანამ ნათლობაში წავიდოდით.
_სად?
_წამოდი და გაიგებ._რაღაც დამაინტრიგებლად უთხრა და გატრიალდა.
ნანა მაშინვე მიყვა უკან.
ბევრი არ უვლიათ. სამსართულიან შენობის წინ რომ შეაჩერა ვატომ მანქანა, ნანამ ინტერესით შეათვალიერა. მიხვდა, სავაჭრო ცენტრი იყო.
_ბავშვებს საჩუქარი მინდა ვუყიდო და შემარჩევინებ?
_სიამოვნებით._ნანა ღიმილით გადავიდა მანქანიდან და შენობაში შევიდა.
პირველ სართულზე კაცების განყოფილება იყო და მეორე სართულზე ავიდნენ მოხვეული კიბით. იქ კი ქალების განყოფილება იყო. ნანამ ფარული მზერით შეათვალიერა მანეკენებზე მორგებული ლამაზი კაბები, თუმცა არ გაჩერებულა და მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც ყველაფერი ბავშვებისთვის იყო.
_იცი, მე რომ პატარა ვიყავი და ჩემს დაბადების დღეზე სტუმრები მოდიოდნენ, ყველას საოჯახო ნივთები მოქონდა საჩუქრად. არა და მე სათამაშოები უფრო მიხაროდა. შემაჯავრეს საკუთარი დაბადების დღე ყავის სერვიზითა თუ დანა-ჩანგლებით. მე მინდა ბიჭებს რამე ისეთი ვუყიდო, რაც თვითონ გაუხარდებათ. ნათლობა ხომ მაგათია?
_ამაში გეთანხმები. მეც მასე ვფიქრობ. ბავშვს თავისი დღე უნდა უხაროდეს. მაინც რა ვუყიდოთ?
_ზუსტად მაგისთვის წამოგიყვანე._მორიდებით მოხვია ნანას მხრებზე ხელი და სათამაშოების სექციისკენ გაიყვანა.
ნანა არ შეწინააღმდეგებია. მისი ხელი მსუბუქად იდო მის მხრებზე და სიამოვნებდა კიდეც.
დიდხანს ათვალიერეს. ბოლოს გადაწყვიტეს, ერთისთვის დრონი და მეორესთვის ჰოვერბორდი ეყიდათ.
ჩამოსვლისას ვატომ მეორე სართულზე შეაბრუნა ნანა.
_შენს ტანსაცმელს არაფერს ვუწუნებ, მართლა მომწონს, უბრალოდ მინდა ჩემს ცოლს ჩემი ნაყიდი კაბა ეცვას დღეს.
ეს "ცოლი" რაღაც უცხოდ მოხვდა ნანას ყურში. მართალია, უკვე მისი ცოლი იყო, მაგრამ პირველად მოიხსენია ვატომ ასე და თითქოს გულში ესიამოვნა კიდეც. ცოტა დაიმორცხვა, მაგრამ ბიჭმა ყოყმანი რომ შეატყო, ლამის ძალით გაატარა საღამოს კაბების წინ.
რამოდენიმე ვარიანტი შეარჩია, გასახდელში ყველა მოირგო, ყველა ძალიან უხდებოდა და არჩევა გაუჭირდა. ბოლოს, ვატომ რომელიც ურჩია კაკაოსფერი ძალიან ელეგსნტური კაბა, ის აიღო.
სახლში მისულმა ქმრის ტანსაცმელი თვითონ შეარჩია, ისეთი რომ მის კაბას მოხდენოდა და გამოპრანჭვას შეუდგა. კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ: ვარცხნილობა, მაკიაჟი, ყველაფერი თვითონ გაიკეთა. კიბეზე მაღალი ქუსლებით ფრთხილად ჩამომავალი ვატომ რომ დაინახა, თვალი ვეღარ მოსწყვიტა. პირველად რომ ნახა ნამტირალევი და თმააბურძგნილი, მაშინვე შეაფასა მისი სილამაზე, მაგრამ ახლა ხომ მთლად საოცრება იყო. უზომო ბედნიერების და სიამაყის გრძნობით აივსო, რომ ეს მშვენიერი არსება მისი ცოლი იყო. მართალია ჯერ ისეთი ურთიერთობა არ ქონდათ, როგორც ნამდვილ ცოლ-ქმარს შეეფერებოდა, მაგრამ ლოდინად და მოცდად ღირდა. ნელ-ნელა დგამდნენ უკვე ერთმანეთისკენ ნაბიჯებს და უახლოვდებოდნენ.
ნანა მორცხვად მიუახლოვდა ვატოს, აწეწილი ქოჩორი თავისი ნატიფი თითებით გადაუვარცხნა და გაუსწორა. მერე საყელო შეუსწორა. ეს უბრალო ჟესტი ისე ეამა და ესიამოვნა ბიჭს, რომ მოულოდნელად დაიხარა და ნანას ტუჩებს თავისი მთრთოლვარე ტუჩებით ფრთხილად შეეხო. ნანა წამიერად გაირინდა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. მერე გიორგი გაახსენდა რატომღაც. მისი კოცნა ვატოს კოცნას შეადარა. შეკრთა, ოდნავი ხელის კვრით მოიშორა ბიჭი და აფორიაქებულმა ძლივს მოითქვა სული.
_მაპატიე... თავი ვერ შევიკავე..._დამწუხრებული ხმით უთხრა ვატომ და თავჩაქინდრული გაერიდა აღელვებულ ნანას.
საპატიებელი არც არაფერი სჭირდა. მისი კოცნა მართლა ესიამოვნა ნანას. უბრალოდ, გიორგის აჩრდილმა შეაკრთო. მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დაანებებდა პირველი სიყვარული თავს და იმან ააფორიაქა. ვატოს კოცნამაც კი ააფორიაქა, მაგრამ სასიამოვნოდ.
მანქანაში ისე ჩასხდნენ, თვალს ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს. ნანას მისი კოცნის რცხვენოდა. ვატო კი თავს იდანაშაულებდა, რომ სულმა მაინც წასძლია. არა და ასეთი ლამაზი და საყვარელი გოგო ფაქიზად რომ ეხებოდა ჯერ თმებზე, მერე კი ყელზე, თავის შეკავება მართლა შეუძლებელი იყო.
დაჯდომისას ნანას კაბამ საგრძნობლად აიწია და გამჭვირვალე კოლგოტებში ლამაზი მუხლები თვალისმომჭრელად გსმოუჩნდა. ყველანაირად ცდილობდა ვატო მზერა არ გაჰქცეოდა იქით, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ნანა აშკარად გრძნობდა ბიჭის მზერას და სიამოვნებდა. არაფერს იმჩნევდა. უბრალოდ გულში უხაროდა და ბედნიერი იყო, რომ ძალიან გაუმართლა ვატოსთან მიმართებაში.
ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ყურყურაზე გაჩერდნენ ცივი წყლის დასალევად. ნანა მოჯადოებულივით შეყურებდა შემოდგომის ფერებით მორთულ ბუნებას. ვატომ გაბედა და ისევ გადახვია სილამაზით აღფრთოვანებულ გოგოს ხელი და მოულოდნელი სელფი გადაიღო. ნანას არ გაუპროტესტებია, პირიქით, მან თავისი ტელეფონით გადაიღო სურათები. ბუნების სილამაზით რომ დატკბა, ისევ განაგრძეს გზა. იქიდან უკვე მალევე მივიდნენ ვატოს ბიძის ოჯახში, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვატოს ცოლს ყველა ინტერესით და დაჟინებით ათვალიერებდა. ყველას მოსწონდა ეს ანგელოზივით გოგო.
ნაზიმ მუშტრის თვალით შეათვალიერა შვილი და რძალი და კმაყოფილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე. აშკარად აგრძნობინებდათ ყველას, რომ ეს სილამაზე რომ ვატოს გვერდითაა, ჩემი დამსახურებააო. ნანას გასაკვირად, გულთბილად მიესალმა რძალს და მოიკითხა. უფრო ხალხის დასანახად. მერე ჩამოატარა და თითქმის ყველა თავისი ნათესავი გააცნო.
_ყოჩაღ ვატოს, რა კარგი გოგო უპოვია._ნაზის ძმამ გულთბილად ჩაიკრა გულში პატარძალი.
_ჩემი ვატუნა ცუდია, რომ ცუდი გოგო მოეყვანა?_მაინც წაამლაშა ალქაჯმა.
ვატოს ბიძაშვილის ცოლებიც გაიცნო ნანამ. კარგი გოგოები იყვნენ, მოეწონა. ბიძაშვილებსაც რა უჭირდათ. ნაზის დეიდაშვილები და მათი შვილები თუ შვილიშვები... ყველას დამახსოვრება გაუჭირდა იმდენი იყვნენ, თან სულ ირეოდნენ. ძირითადები მაინც დაიმახსოვრა. ბავშვებს ყველაზე მეტად მათი საჩუქრები გაუხარდათ.
_ბიცოლამ შეგირჩიათ და მადლობა მას უთხარით._ვატომ ჩურჩულით გააფრთხილა ბიჭები.
ორივე ერთდროულად მივარდა დაბნეულ ნანას და აქეთ-იქიდან მადლობები უხადეს.
მალევე წავიდნენ ალავერდის მონასტერში მოსანათლად. ნანა და ვატოც მათ გაყვნენ. ნათლობა ფოტოებზე აღბეჭდეს. ნანამაც დაანთო სანთლები და ღმერთს მადლობა შესწირა ვატოს გამოჩენისთვის. შინდისფერ თავსაფარში გამოწყობილი სანთლებთან მობუუტბუტე ნანა ისეთი ლამაზი იყო, ვატომ ვეღარ მოსწყვიტა მზერა. ტელეფონით რამოდენიმე ფოტო ისე გადაუღო, რომ ნანას არ შეემჩნია. ხშირად არ მოსწონდა დედის გადაწყვეტილება, არასდროს ეთანხმებოდა არაფერში, მაგრამ ახლა კმაყოფილი იყო მისით. რაღაც მაინც გააკეთა იმ ქალმა კარგი, რაც მის ყველა უგუნურ საქციელს ფარავდა.
ნათლობის დასრულების მერე პირდაპირ რესტორანში წავიდნენ, სადაც მშვენიერი გარემო სუფევდა და სასიამოვნო მელოდია იღვრებოდა. ვატოს წვეთი არ დაულევია, მძღოლი ვარო ყველას შეთავაზებას ზრდობიანად ირიდებდა.
სტუმრები ცოტა რომ შეთვრნენ, ცეკვის ეშხზეც მოვიდნენ. აჭარულს ცეკვავდნენ გოგოები, ნაზი რომ მიუახლოვდა შვილს და ცეკვა დააძალა.
_არ მინდა რა._ისე უთხრა, მართლა არ უნდოდა ცეკვა.
_მაგისთვის გატარე შვიდი წელი ცეკვაზე, რომ არ გაშალო ხელი?_გაუწყრა ნაზი._ადე, თორემ ხმას არ გაქცემ ცხოვრებაში.
_თუ ცეკვა იცი, რატო არ ცეკვავ?_ჩურჩულით კითხა ნანამ. მისი ტუჩები ლამის ყურზე შეეხო ბიჭს და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.
_მეცეკვები?_ისეთი თვალებით შეხედა, უარს არ მიიღებდა.
_ამას არა, არ ვიცი, ვალსზე კი ნამდვილად არ გეტყვი უარს თუ კი დამპატიჟებ._ეშმაკურად გაუღიმა გოგომ.
ვატო მაშინვე გადახტა მოცეკვავე გოგონების შუაში და ცეკვა დაიწყო. ისე მოხდენილად ცეკვავდა, ყველა მას უყურებდა. ნანამ კიდევ ერთი სასიამოვნო რამ აღმოაჩინა ქმარში, არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო.
აჭარული რომ დასრულდა, ტატომ ახალი შეკვეთა მისცა მუსიკოსს და ნანასკენ ღიმილით გამოეშურა.
_პირობაზე როგორ ხარ?_ღიმილით კითხა და ხელი გაუწოდა.
ნანამაც ღიმილით შეაგება თავისი ხელი და საცეკვაოდ გაყვა დარბაზის შუაგულში.
ვატომ თავის მუჭში მოიმწყვდია ნანას ნატიფი თითები. მეორე ხელი ვიწრო წელზე მოხვია და სევდიან მელოდიას მოხდენილად აყვნენ.
_იცი, ეს სიმღერა სპეციალურად შენთვის შევარჩიე.
_მართლა?
_კარგი იქნება თუ მოუსმენ._უფრო ძლიერად მოხვია ხელი და მჭიდროდ მიიხუტა.
ნანამ ღიმილით შეხედა ვატოს ყავისფერ თვალებში და სიმღერის თითოეულ სიტყვას მიუგდო ყური.
"იქნებ მე ამ წვიმაში, ცა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მწყურია.
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია..."
ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. თვალებში შეხედვა ვეღარ გაუბედა. ბიჭი კი ისეთი თვალებით უმზერდა, აბნევდა. ვერ გაეგო რასაც ახლა მის მიმართ გრძნობდა სიყვარული იყო, ვნება თუ უბრალო მიჩვევა, რომლის იქითაც გზა აღარ ქონდა. მისი გამოხედვა და შეხება გულს უჩქარებდა. მისმა დღევანდელმა წამიერმა კოცნამ კი სუნთქვა შეუგუბა... მაგრამ ზუსტად ამავეს გრძნობდა და განიცდიდა გიორგის მიმართაც. ორი ადამიანის სიყვარული კი ერთდროულად როგორ შეიძლებოდა?
გიორგი რაღაც აკვიატებად ყავდა ბავშვობიდანვე. როცა აწვალებდა და თმაზე ექაჩებოდა, ვერ იტანდა. მაგრამ, როცა მის წვალებას თავი ანება, ეწყინა. ვატოსთანაც იგივე სიტუაცია ქონდა: გაურბოდა მის სიახლოვეს, მის შეხებას და მის კოცნას, მაგრამ...
ვატოსაც აშკარად ეტყობოდა, რომ მოსწონდა და პატივს სცემდა. ცდილობდა მისი სურვილის წინააღმდეგ არ წასულიყო და არ ეწყენინებინა. თუმცა, თვალებზე აშკარად ეტყობა, რომ მასთან სიახლოვე ძალიან უნდოდა. ნანა ვალდებულიც კი იყო მის გვერდით დაწოლილიყო და ცოლის მოვალეობა შეესრულებინა, მაგრამ არ აძალებდა. ამ საქციელმა კი ძალიან დიდი როლი ითამაშა მის მოწონებაში. მოწონებიდან სიყვარულამდე კი ერთი ნაბიჯიაო...
სიმღერა რომ დასრულდა, თამადამ ჭიქების შევსება ბრძანა და მოცეკვავეები ადგილებზე დააბრუნა. ვატო და ნანაც დაუბრუნდნენ თავიაანთ ადგილებს. დაჯდომისას ვატომ თავის ხელში მომწყვდეული ნანას ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა, თან ისეთი თვალებით შეხედა გაწითლებულ გოგოს, ამ უკანასკნელს გული გაუჩერდა. მართლა აღელვებდა უკვე ეს სიმპატიური ბიჭი...
კარგად რომ მოილხინეს და სახლში წასვლის დროც დადგა, ნაზიმ ბრძანა, აქ დარჩით და დილით ერთად წავიდეთ, რაღა მარშუტკით ვიწანწალოვო.
ვატოს არ უნდოდა დარჩენა, იცოდა, მაშინდელივით იატაკზე მოუწევდა დაწოლა და ეს ამბავი სულაც არ ხიბლავდა. მაგრამ დედამისის ხასიათი რომ იცოდა, ისეთ ისტერიკას ატეხავდა, ქვეყანას გააგებინებდა და არც ეს უნდოდა. ნათქვამია, "ან ვირს უნდა სრცხვენოდეს, ან ვირის პატრონსო". ხო და, დედამისს რომ არ სრცხვენოდა, მის მაგივრად მას რცხვენოდა. უწადინოდ დასთანხმდა დარჩენაზე იმ პირობით, თუ დილითვე წავიდოდნენ სახლში.
ისევ ერთ ოთახში და ერთ საწოლზე გაუშალეს სარეცელი. ვატომ ისევ იატაკზე გაიშალა პლედი და პერანგის გახდა დაიწყო ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში.
_მანდ ცოდო ხარ... არ მინდა ისევ გაცივდე..._ჩურჩულით ძლივს გაუბედა ნანამ ამის თქმა.
ვატო ერთ ადგილზე გაიყინა. ჯერ თითქოს ყურებს არ დაუჯერა. მერე კი სასიამოვნოდ გაოცებული მოუბრუნდა ნანას.
_დიდი საწოლია და დაეტევი. ოღონდ, დავიძინებთ.
ვატოსთვის ნანას გვერდით დაწოლა და მხოლოდ ძილიც დიდი მიღწევა იყო. სხვა რამეზე არც უფიქრია. მეორედ მიპატიჟება აღარ დასჭირვებია, შარვალიც გაიძრო და საწოლში შეძვრა. ნანას ყოყმანი რომ შეატყო, კედლისკენ გადაბრუნდა, რათა არ შერცხვენოდა და თავისუფლად გაეხადა ტანსაცმელი.
ნაზის ძმიშვილის ცოლს, ვისი შვილების ნათლობაშიც იყვნენ, ეზრუნა და ნანასთვის პერანგი დაედო იქვე. ოღონდ ისეთი ამოღებული და მოკლე იყო, ნახევრად შიშველი მიუწვა კედლისკენ გადაბრუნებულ ვატოს საწოლში. თვითონაც ძალიან ნაპირზე დაწვა, რომ ბიჭი არ შეეწუხებინა.
ნანა ჩაწვა თუ არა, ვატო გადმობრუნდა, ნახევრად შიშველ გოგოს თავქვეშ ამოუდო დაკუნთული მკლავი. მისი სურნელი თავბრუს ახვევდა, გონებას ურევდა მისი სხეულის შეხება, დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა მოწოლილ ვნებას გამკლავებოდა. ნანამ დავიძინოთ, მეტი არაფერიო, და გოგოს დაფრთხობა მართლა არ უნდოდა. ძლივს მიიწევდა მათი ურთიერთობა წინ და წუთიერი სიამოვნების გულისთვის ვერ აურევდა ყველაფერს.
ნანას ჯერ ეუცხოვა მისი შიშველი და თბილი სხეულის შეხება. მერე ესიამოვნა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ვატოს გულის ფეთქვასაც გრძნობდა და ხვდებოდა რა დღეში იყო ბიჭი. ოდნავადაც არ ინძრეოდა, რომ ვნებათაღელვის მიზეზი არ გამხდარიყო.
არ ეგონა მის გვერდით თუ შეძლებდა დაძინებას. მისდა გასაოცრად ისე ტკბილად ეძინა, ცხოვრებაში ასე არასდროს სძინებია. თვალები რომ გაახილა, ისევ ვატოს მკლავზე ედო თავი და მის მკერდს იყო მიხუტებული. თვალების გახელისას წამწამებით შეუღუტუნა. ვატო შეკრთა.
_მეღიტინება._ხელი ჩააცურა და მკერდი დაიცვა მისი წამწამებისგან._როგორ გეძინა?
_მშვენივრად. შენ?
_არ მეძინა.
_რატო?_გაუკვირდა ნანას და გულწრფელად შეწუხდა.
_შენს მშვენიერ ძილს ვდარაჯობდი._გადმოიხარა და შუბლზე ფრთხილად აკოცა.
_მადლობა._ძლივს ამოილუღლუღა ნანამ.
_რისთვის?_გაუკვირდა ვატოს,_შენს ძილს რომ ვდარაჯობდი?
_არა. სიტუაციით რომ არ ისარგებლე... არ მაძალებ ცოლის მოვალეობის შესრულებას._ნაზად შეახო მკერდზე ტუჩები და აკოცა.
ახლა კი მართლა გაუჩერდა ვატოს გული. ნანამაც კი იგრძნო ეს. მერე, უცბად ისე გამალებით დაუწყო ფეთქვა, ლამის საგულედან ამოუხტა.
_ჯობია ავდგე._მღელვარედ წაიჩურჩულა ბიჭმა და მაშინვე წამოდგა საწოლიდან. ტანსაცმელი ისე სწრაფად გადაიცვა, ნანამ ვერც კი მოჰკრა თვალი._მე ჩავალ. შენ კი ჯერ იწექი, ადრეა._დამორცხვებულს აღარც კი შეუხედია ნანასთვის ისე გავიდა ოთახიდან.
ნანა სიამოვნებისგან გაიზმორა. კიდევ ერთი პლიუსი დაიწერა ვატომ მის თვალში. მართლა უყვარდებოდა ნელ-ნელა ეს ბიჭი და ამის გაცნობიერებაც კი სიხარულით და ბედნიერებით ავსებდა.
დედის დაპირება, რომ დილით ადრევე წავიდოდნენ, მთლად ასი პროცენტით ვერა, მაგრამ მაინც ახდა. ღიმილით დაემშვიდობნენ ნათესავებს, სამომავლოდ ახლა ნაზიმ დაპატიჟა ძმიშვილები თავიაანთი ცოლ-შვილით თავისთან. მანქანაში ვატოს გვერდით მჯდარი ნანა ირიბად შეათვალიერა და უკან სავარძელში ნაწყენი სახით მოკალათდა. აშკარად დაეტყო სახეზე, რომ არ ესიამოვნა მისი ადგილი მისი შვილის გვერდით სხვამ რომ დაიკავა.
მთელი გზა ენა არ გაუჩერებია ქალს, იქაურ ამბებს ისე გაზვიადებულად ყვებოდა, ერთი პირობა ვატომაც კი გაიფიქრა, რომ ყველაფერს სიმართლეს ყვებოდა დედამისი. ძმის შვილების ცოლები თურმე გიჟდებოდნენ მამიდაზე და მადლიერები იყვნენ, რომ ადრევე ჩავიდა და მიეხმარათ საქმიანობაში.
ნანას მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრებული უაზროდ გაყურებდა გზას და დილანდელზე ფიქრობდა. გული სითბოთი ევსებოდა მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილი ბიჭის მიმართ. რას გრძნობდა, ახსნას ვერ უძებნიდა, მაგრამ რაღაცას რომ მთელი არსებით გრძნობდა, ეს უკვე უდაო იყო. ხანდახან მისკენ აპარებდა მზერას, რომელიც გზას გაყურებდა და ესეც მორიდებით გადმოხედავდა ხოლმე ნანას. წამიერად შეხვდა კიდეც მათი თვალები ერთმანეთს. ბევრის მთქმელი იყო მისი ყავისფერი და ლამაზი თვალები. ნანას ტანში სასიამოვნოდ გასცრა.
ნაზიმაც შენიშნა მათი ეს მზერა და შვილს უსაყვედურა:
_გზას უყურე, არსად გადაგვყარო. ეგ ცოლი გვერდით არ გიწევს? ახლა აღმოაჩინე თუ რა?
ვატოს ჩაეღიმა. ლამის ორი კვირა ხდებოდა მის გვერდით იყო და წუხელ პირველად დაწვა მასთან, უბრალოდ დაწვა და ტკბილად ეძინა. კოცნაც ძლივს გაუბედა. მართლაც რომ ახლა აღმოაჩინა და რა გასაკვირი იყო, რომ თვალს ვეღარ აშორებდა ლამაზ ცოლს.
ნანას შერცხვა დედამთილის მწარე ხუმრობაზე და მთელი გზა სახლამდე ისე გალიეს, ერთხელაც აღარ გაუხედია ვატოსკენ. მართალია, ამ ალქაჯის დამსახურება იყო, რომ ახლა ვატოს გვერდით იყო, მაგრამ მაინც სიბრაზეს და მცირეოდენ სიძულვილსაც კი გრძნობდა მის მიმართ და ამ სიძულვილს ვერ უხერხებდა ვერაფერს. ეს ქალბატონი რომ არ შემოჭრილიყო მის ცხოვრებაში და თავდაყირა არ დაეყენებინა, არავინ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. როგორც ფიქრობდა და იმედი ქონდა, დაელოდებოდა გიორგის. ჯარიდან ჩამოსული ცოლად წაიყვანდა ალბათ და იცხოვრებდნენ დიდი სიყვარულით, თუმცა დიდი სიყვარული რომ ქონოდა გიორგისი, ასე უცბად შეუყვარდებოდა სხვა?
სახლში რომ მივიდნენ, ვატომ ძაღლს და ღორს აჭამა, რომლებიც წუხელ მშივრები დარჩნენ და შინაურ ფრინველებსაც მიუყარა საკენკი. მერე გამოაცხადა, რომ ბებიასთან უნდა წასულიყო და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ავიდა. ნანა არ გაჰყოლია. სიმორცხვემ სძლია. ნაზიმაც მაშინვე გამოიცვალა ტანსაცმელი და დედამთილის სანახავად წასვლის სურვილი გამოთქვა.
_არ კია ღირსი კაცმა მიხედოს, მაგრამ..._ნანას გასაგონად ჩაიდუდუნა, რომელიც საქანელა სკამზე იჯდა და ნელა ირწეოდა.
ნანას მწარედ ჩაეღიმა, ვინ არ იყო ღირსი არაფრისა და ვინ ლაპარაკობდა.
ცოტა ხანში ვატო რომ ჩამოვიდა, ნანას მიუახლოვდა.
_ბებიას სანახავად შენ არ წამოხვალ?
უნდოდა კი მოხუცის ნახვა, მაგრამ ნაზის გვერდით წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავდა.
_იყოს, დავიღალე, მეორე ჯერზე რომ წახვალ მაშინ გამოგყვები.
_მარტო დარჩები?
_მარტო რა, მგლები შეჭამენ?_ნაზიმ თავისი გესლიანი ენა ვერ დაატია პირში._ამის შემდეგ ხშირად მოუწევს მარტო ყოფნა და არ უნდა შეეჩვიოს აქედანვე? მაშ მე რა მექნა, მამაშენი რომ დაიღუპა და შენთან ერთად მარტო დავრჩი? თამარა სულ თავის ნათესავებში დარბოდა და სულ არ ფიქრობდა, რომ ღამე მარტო დარჩენის მეშინოდა. ეს რა, ღამე მარტო ხომ არ დარჩება? საღამოს მოვალთ და ჩაგეხუტება.
ვატომ გაბრაზებით შეხედა დედას, მაგრამ არაფერი უთქვია. ზრდილობის საკითხი იყო, თორემ სხვა მის ადგილზე გემრიელად გამოლანძღავდა არამკითხე ქალბატონს.
ვატომ ნანას ტელეფონი გამოართვა, თავისი ნომერი ჩაუწერა და თვითონაც ჩაიწერა მისი ნომერი.
_თუ რამეა, დამირეკე, კარგი?
ნანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ღიმილით გააცილა ბიჭი.
_ამდენი ხანია შენი ცოლია და ტელეფონის ნომერს ახლა იგებ?_გაუკვირდა ნაზის და ისე მედიდურად გაიჭიმა ვატოს გვერდით მანქანაში, თითქოს ნანა მიახვედრა, რომ ეს ადგილი ჩემია შვილის გვერდითო.
ქმარი და დედამთილი რომ გააცილა, ნანა მაღლა ავიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისევ დაბლა ჩამოვიდა. ინტერესით დაიარა ყოველი კუთხე კუნჭული და დაათვალიერა. უნდოდა თუ არ უნდოდა, ამ სახლის დიასახლისი იყო უკვე და გაეცნო ყველაფერს. ბაღჩაში დაბმული ჰასკიც მოინახულა, რომელიც თავიდან ცოტა ღრენით შეხვდა, მაგრამ ალერსიანად რომ დაელაპარაკა და თან პური მიუგდო, ცოტა დამშვიდდა. მერე ბაღჩაც მოათვალიერა. ცალ მხარეზე ხეხილი იყო ჩაყრილი, ყველანაირი ხილი. პირველ რიგში გვიანი ატამი მოინახულა. კარგად მწიფდა უკვე. ერთი მოწყვიტა, ხელი გადაუსვა, ცოტა ბუსუსები გადააცალა, შუაზე გახლიჩა და სიამოვნებით გსუსინჯა გემო. კომშსაც კარგად ესხა. შინდიც დახუნძლული ტოტებით იდგა. ბაღჩის ბოლოს ვაშლიც შენიშნა, ვატომ რომ გამოუტანა ამასწინათ. მართლაც, დასაკრეფი იყო უკვე, ვაშლის სიმძიმისგან ხეს ტოტები მიწაზე ელაგა ლამის. მოეწონა პატარა ედემის მსგავსი ბაღჩა. ფოტოები გადაიღო. მერე ბაღჩის მეორე მხარეს გავიდა, სადაც ბოსტნეული ედგათ. ეს უეჭველი თამარა ბებოს დამსახურება იყო, თორემ ნაზი რომ ამის დამთესი და მომყვანი არ იყო, მიხვდა. სარზე აყვანილი კიტრი მოათვალიერა და პაწუები რამოდენიმე გამოკრიფა. ეტყობა გვიან დათესა თამარამ, რომ საშემოდგომოდ ქონოდათ.
მერე უშველებელი ღორი და უამრავი ქათამი და ინდაურიც მოინახულა. ძლიერი ოჯახი იყო, ვერაფერს დაუწუნებდი. იმ მოხუცის დამსახურება იყო ნამდვილად, თორემ ნაზი რომ ოჯახის ქალი არ იყო, ამ დღეებში უკვე გამოიცნო ნანამ.
ბაღჩიდან გამოსული საქანელა სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონი მოიმარჯვა. ვატოსთან ერთად გადაღებული ფოტოები დაათვალიერა. ყველა ძალიან მოეწონა. თუმცა სოციალურ ქსელში ატვირთვა მაინც ვერ გაბედა. ისე, უბრალოდ დაათვალიერა თავისი პროფილიც. ვატო რომ ადვილად იპოვა, გაუხარდა. მისი ფოტო ქონდა ატვირთული ეკლესიაში სანთლებთან. გაუკვირდა, როდის გადაუღო. ყველაზე მეტად ის გაუკვირდა, უამრავი მოწონება რომ ქონდა სადღაც თორმეტ საათში. კომენტარებს გადაავლო თვალი, ყველა ულოცავდა ასეთი ლამაზი ცოლის მოყვანას.
მერე ვატოს მეგობრებს გადაავლო თვალი. ლელა ლელუკა რომ ნახა, აღელდა. მის პროფილზეც შევიდა და დაათვალიერა ფოტოები. მშვენიერი გოგო იყო შავი თვალ-წარბით და ყვითელი გრძელი თმით. ქალური ინტუიციით მიხვდა, რომ ეს ის ლელა იყო, ვინც უყვარდა ვატოს. ინტერესით შეათვალიერა მეტოქე. არაფერი დაეწუნებოდა. გემოვნება კარგი ქონდა მის ქმარს. ქალურმა ეშმაკობამ სძლია, ვატო მეგობრებში დაიმატა და პროფილის სურათად მასთან ერთად რომ ქონდა გადაღებული ყურყურაზე, რომელშიც ყველაზე მეტად მოეწონა ნანას საკუთარი თავი გულღია სიცილით, ის ატვირთა და ვატო მონიშნა, რომ ლელას ენახა.
საღამოს ვატომ დაურეკა.
_როგორ ხარ, ხომ არ მოიწყინე?
_სულაც არა._ღიმილით უპასუხა ნანამ, თუმცა აშკარა იყო რომ მოიწყინა უიმისოდ.
_ცოტა შეგვაგვიანდება. შენ ჭამე, მშიერი არ იყო.
_თამარა ბებო ხომ კარგადაა?_შეშფოთდა ნანა.
_კი, არ ინერვიულო, სხვა საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი და მოვალთ.
ნანამ მაშინვე აბაზანას მიაშურა. რამდენი დღეა წესიერად არ ებანავა და ესიამოვნა. კარგა ხანს დაყო იქ. მერე სამზარეულოში შევიდა, ცოტა აიკირკნა და უკვე კარგად რომ შებინდდა, თამარა ბებოს შალი მოიხურა მხრებზე, თავის საყვარელ ადგილს, საქანელა სკამს მიაშურა და ქმრის მოსვლას მონდომებით დაელოდა.
დიდი ლოდინი არ დასჭირვებია, ჭიშკართან შეჩერებული მანქანა ხმაზე იცნო და გული სასიამოვნოდ აუძგერდა. არც შემცდარა, ეზოში შემოსული ვატო რომ დაინახა, სახეზე ღიმილი მოეფინა. ნაზიც უკან მოყვა ქოთქოთით და ნაძალადევი ქაქანით.
_როგორ დავიღალე, აღარაფრის თავი არ მაქვს. წავალ, წამალს დავლევ და წამოვწვები, დავისვენებ ცოტას და მერე ვჭამოთ._ამ სიტყვებით შევიდა თავის ოთახში.
ნანას ჯერ დაწოლილიც არ ეგონა, რომ კაცური ხვრინვა ამოუშვა ქალმა.
_აბა, მარტომ ხომ არ მოიწყინე?_ვატო ღიმილით მიუჯდა გვერდით.
_ცოტა._ მორცხვად აღიარა ნანამ.
ვატოს მომაჯადიებლად გაეღიმა და ცხვირზე მსუბუქად ჩამჰოკრა თითი. მერე ხელი მოხვია მხრებზე და მიიხუტა.
_სხვა დროს აღარ დაგტოვებ მარტოს.
_თამარა ბებია როგორ არის?
_უკეთესად. ექიმები გაოცებას არიან, სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდანო. მებრძოლი სულის პატრონია და ებღაუჭება დარჩენილ სიცოცხლის წლებსო.
_გამოწერაზე ჯერ არაფერი?
_როგორ არა, ორ დღეში გამოწერენ. იქ აღარ უჩერდება გული. პატარა ბავშვივით არის, სახლში წამიყვანეთო.
ნანას გაეღიმა და ბიჭს სიამოვნებით მიადო მხარზე თავი. ერთხანს ასე ისხდნენ. ორივეს სიამოვნებდა ერთმანეთის სიახლოვე.
_შენი ატვირთული ფოტო ვნახე._დუმილი ვატომ დაარღვია._გამოგიტყდები და გამიკვირდა, მაგრამ ძალიან მესიამოვნა.
ნანას შერცხვა და ბიჭს თვალებში რომ არ ჩაეხედა, მის მკერდში ჩამალა სახე. მაგრამ ვატომ მაინც ააწევინა თავი, სახეზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადაუწია და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში. მერე თვალებიდან მზერა მის ტუჩებზე რომ გადაიტანა, ნანას სუნთქვა შეეკრა მისი კოცნის მოლოდინში. ვატომაც აღარ დააყოვნა, ფრთხილად დაიხარა და გრძნობით შეერთდა მათი ტუჩები. ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ვნებას_ყველაფერს ერთად იტევდა ეს ერთი უბრალო კოცნა. წამები თითქოს წუთებად გაიწელაო, ისეთ სიამოვნებას განიცდიდა მისი მთრთოლვარე ტუჩების შეხებაზე, გულს ვეღარ იოკებდა. უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ნეტარების წამები.
ვატომ რომ დაასრულა კოცნა და გოგოს მიბნედილ თვალებში ჩახედა, აშკარა სიამოვნება დაინახა იქ და გაეღიმა. თავბრუდახვეული ნანა მორცხვად წამოდგა, მღელვარების დაფარვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ვატო ისეთი თვალებით უმზერდა, უარესად ღელავდა და იბნეოდა. ოთახიდან ისევ გამოდიოდა ნაზის ხვრინვის ხმა.
_წავალ, ვახშამს მოვამზადებ._მღელვარედ წაიჩურჩულა და სამზარეულოსკენ კი არ წავიდა, გაიქცა.
ვატომ ბედნიერი მზერით გააცილა აფორიაქებული გოგო. საბოლოოდ გამღვალიყო მათ შორის ყინული და უხაროდა. ნანასთან აღარ შესულა, რომ უარესად არ აეღელვებინა. სიგარეტს გაუკიდა და საზურგეზე კმაყოფილი გადაწვა.
ლელა უყვარდა. ან, ეგონა რომ უყვარდა. პირველად რომ გაუბედა მას კოცნა, გემრიელი სილაც აიკრა. ყოველთვის აჩრდილივით დასდევდა კუდში, მაგრამ გოგო იგივე გრძნობით არ პასუხობდა. უმტკიცებდა, რომ სხვა უყვარდა და მასთან მხოლოდ მეგობრობით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ლელას კოცნა მართლა არ იყო ისეთი ამაღელვებელი, როგორიც ახლა ნანას კოცნა იყო. ლამის გაუჩერდა გული. რაღაც სასიამოვნო არომატი, რაც ნანასთვის იყო მარტო დამახასიათები, თავბრუს ახვევდა. ხვდებოდა, რომ არც გოგო იყო მის მიმართ უკვე მთლად გულგრილი და ესეც უხარებდა გულს. მის ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შემოჭრილი გოგო ასე მოულოდნელადვე იპყრობდა მის გულს. არა და, რომ არ შეყვარებოდათ ერთმანეთი, რა იქნებოდა? დედამისის წყობით სახელგატეხილ გოგოს, რომელზეც საკუთარმა მამამ უარი თქვა, ვერ გაიმეტებდა და ხელს ვერ კრავდა მაინც, რომ სხვა კაცების საჯიჯგნი გამხდარიყო. ფორმალურად იქნებოდნენ ალბათ ცოლ-ქმარი. ყველანაირი გრძნობის გარეშე შეასრულებდნენ ცოლ-ქმრის მოვალეობას. ნანა გაუჩენდა შვილებს, მათი გაზრდითა და აღზრდით დაკავდებოდნენ. შეეცდებოდა ალბათ მომავალში ლელასთან გაება ურთიერთობა. გულნატკენი ნანა ან აპატიებდა ღალატს და მოღალატე ქმრის გვერდით გააგრძელებდა იძულებით ცხოვრებას, ან არ აპატიებდა და დაანგრევდა ოჯახს... მოკლეთ, იმდენი სავარაუდო მომავალი ისახებოდა მის წინ, შიშით გააკანკალა. სიგარეტის ნამწვი ნერვიულად მოისროლა ეზოში და სამზარეულოს მიაშურა.
ნანა ბარის კედლის იქით იდგა სამზარეულოში გაზქურასთან და რაღაცას ფუსფუსებდა. ვატოს შესვლა არ გაუგია. სასიამოვნო ფიქრებს უღიმოდა და ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოსწყვიტა. მართლა გაუმართლა, რომ ასეთი მშვენიერი გოგო მისი იყო. თან, რაც უფრო აბედნიერებდა, შეძლო და მასაც შეაყვარა თავი. მაგრამ, მასაც ხომ ყავდა წარსულში ვიღაც? იქნებ ვერ შეძლოს მისი დავიწყება და იქით გაუწიოს გულმა? ამის გაფიქრებაზე გააკანკალა.
_რას გვიმზადებს შენი ცოლი? _მოულოდნელად წამოპარულმა დედის ხმამ შეაკრთო.
ნანაც შეკრთა და შემობრუნდა. ვატოს თვალებს რომ წააწყდა, ოდნავ გაწითლდა.
_რა გემრიელი სუნი გამოდის._ტაფას სახურავი ახადა ნაზიმ და ჩაიჭყიტა._ხორცი და კარტოფილი?_თითქოს გაუკვირდა._სუნი გამოდიოდა ისეთი, ნუღარ იტყვი._მაგიდიდან სკამი გამოდგა და ჩამოჯდა._არ მომეწონა გუშინ ოქროულის გარეშე რომ იყავი მოსული ჩემებთან. რა მჭირს საიმისო, ჩემს რძალს ერთი ბეჭედი ვერ ვუყიდო?_წყენით გადაატრიალა თვალები.
რა ნანას ბრალი იყო, თუ არ ქონდა ოქროული? გაკვირვებით შეხედა კუდიან დედამთილს.
_ კალიცო დავაპატარავებინე დღეს და იმედია კარგად გექნება. აი, ვატუნა, გაუკეთე შენ ცოლს და ეკეთოს, აღარ გამოიძროს თითიდან. გათხოვილი ქალია, გასათხოვარი კი არ არის ისევ.
ვატომ უსიტყვოდ გამოართვა დედას ბაჯაღლოს რგოლი და ნანას თითზე წამოაცვა, თან თვალებში უყურებდა. დიდი სიამოვნებით აკოცებდა, მაგრამ დედისა მოერიდა.
_ეს საყურეები კი ჩემგან._ზლაზვნით წამოდგა ქალი და ნანას ქარვის თვლიანი ოქროს საყურეები მუჭში ჩაულაგა._გივიმ ამით დამნიშნა. ოჯახის რელიქვიაა.
ნანამ მადლობა გადაუხადა და ჯიბეში ჩაიწყო.
_ჯიბეში ჩადაწყობად კი არ მოგეცი, უნდა გაიკეთო._არ ესიამოვნა ქალს რძლის საქციელი.
_ახლა არ მცალია და მერე გავიკეთებ._წყენაშეპარული ტონით გაეპასუხა ნანა.
სუფრის გაშლა რომ დაიწყო ნანამ, ქალბატონი ფეხი ფეხზე გადადებული გაპრტყელებული იჯდა სკამზე და ტელეფონში იყო ჩამძვრალი. ვატო მიეხმარა თეფშებისა და ჩანგლების დალაგებაში. ხელსახოცების გამორთმევის დროს თითებით თითები დაუჭირა ბიჭმა და რაღაც ეშმაკურად გაუღიმა. ნანამ ნაზის გახედა მორცხვად, მაგრამ ის ისე იყო მესიჯების წერით გართული, სულაც არ აქცევდა რძალსა და შვილს ყურადღებას. ვატომ მოახერხა და მოულოდნელად ლოყაზეც კი აკოცა და უარესად გააწითლა ნანა.
გემრიელად ივახშმეს. არც სუფრის ალაგებაზე შეუწუხებია ნაზის თავი. ადგა და პირდაპირ თავის ოთახში გავიდა, ცუდად ვარ და დავწვები უკვეო.
ნანამ სანამ ჭურჭელი არ დარეცხა, დაამშრალა და კარადაში არ შეაწყო, მერე ოთახი არ გამოგავა და არ გამოწმინდა, მანამ არ გამოვიდა სამზარეულოდან. ვატო საქანელაზე იჯდა და ელოდებოდა. თან სიგარეტს ეწეოდა. ნანაც გვერდით მიუჯდა და მორიდებით მიეხუტა ქმარს.
_ცოტა არ იყოს, ცივა უკვე.
_წადი, არ შეგცივდეს, სიგარეტს მოვწევ და მალე ამოვალ.
_იყოს, დაგელოდები._უფრო მჭიდროდ მიეკრა ნანა.
ვატომაც მოხვია ხელი მხრებზე და ასე გაირინდნენ.
ბედნიერება ყველაფერში შეიძლება იპოვო ადამიანმა, მთავარია ძებნა არ შეწყვიტო. პირველად რომ დაინახა ნანა, დედამისზე ისე იყო გაბრაზებული, ლამის ამ საცოდავ გოგოზე იყარა ჯავრი და ქუჩაში გააგდო, რადგან ლელას გარდა ვერავისზე ფიქრობდა. კიდევ კარგი ის შეცდომა არ დაუშვა და ბებიასაც დაუჯერა, მოთმინებით გაალღო ყინული. ახლა კი მასზე იმედიანად თავმიყრდნობილი გოგო სულს უფორიაქებდა და ბედნიერებით ავსებდა. სიგარეტის ნამწვი რომ მოისროლა ეზოშე, უხმოდ წამოდგნენ და მეორე სართულზე ავიდნენ.
_სად დავწვე?_ისე კითხა ვატომ, უეჭველი მის სურვილს გაითვალისწინებდა.
ნანას ამ შეკითხვაზე გაეღიმა და მორცხვად დახარა თავი. ვატოსთვის ყველაფერი გასაგები იყო, მაშინვე დაიხადა ტანსაცმელი და ლოგინში შეწვა. ნანამ შუქი ჩააქრო და სიბნელეში დაიწყო ტანსაცმლის გახდა. მერე პიჟამაში გამოწყობილი მორიდებით მიუწვა გვერდით. იმის გააზრება, რომ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების დრო დამდგარიყო, ორივეს აღელვებდა. მღელვარებისგან პირი ისე ქონდა ნანას გამშრალი, ნერწყვის გადაყლაპვა უჭირდა. არც ვატო იყო უკეთეს დღეში. არ იცოდა, თანახმა იქნებოდა თუ არა გოგო თავისი სურვილით დანებებოდა. ნანას ინიციატივის გამოჩენის სრცხვენოდა, ვატო კი ვერ ბედავდა. თუმცა მოწოლილმა ვნებამ მაინც თავისი ქნა, პიჟამის შიგნიდან გაუბედავად შეუცურა მთრთოლვარე ხელი და თხელ მუცელზე ნაზად მოეფერა. გოგომ წინააღმდეგობა რომ არ გაუწია, ნელ-ნელა ზემოთ აუყვა მის უზადო სხეულს, მკვრივ მკერდს რომ მიატანა, იგრძნო როგორ გაუმაგრდა გოგოს კერტები. უნებლიედ ჩუმი კვნესა აღმოხდა ნანას, რამაც საკუთარი თავის რწმენა შემეტა ბიჭს და მაშინვე მის ბაგეებს დაეწაფა ვნებამორეული
********************
დილით ვატოს კოცნამ გააღვიძა. სასიამოვნო კოცნის შემდეგ შერცხვა, შიშველ სხეულზე ნიკაპამდე აიფარა საბანი და საყვარლად ააფახულა თვალები.
_ლოდინად ღირდა._ვატომ ისევ ნაზად აკოცა გოგოს, რომელიც ჭარხალივით გაწითლდა._როდის უნდა შემეჩვიო ისე, რომ ჩემი აღარ გრცხვენოდეს?
ნანამ მორცხვად აიჩეჩა მხრები.
_ვაღიარებ, ეს მორცხვობაც საოცრად გიხდება. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, მე კიდევ ბედნიერი, რომ მე მეკუთვნი.
_აღარ ჩამოდიხართ? _ მოულოდნელად კარებს მოაწვა ნაზი და დაკეტილი რომ დახვდა აშკარად ეწყინა._რაა, შიშიანობაა, რა კარები ჩაგირაზიათ._აღარ გათენდა თქვენთვის?
_ჩამოვალთ, ხო._უკმაყოფილო ხმით გაეპასუხა ვატო.
_როდისღა? ამდენი საქმეა და თქვენ კიდე გორაობთ.
_კარგი ეხლა, ჩადი და ჩამოვალთ._ცოტა ხმას აუწია ვატომ.
ნაზი ბუტბუტით ჩავიდა.
ნანა მიხვდა, რომ ვატოს სიყვარული და მის მიმართ დიდი პატივისცემა თუ გადაატანინებდა ამ ალქაჯის ხუშტურებს.
ცოტა ხანს კიდევ იწვნენ. ვატო ნაზად ეფერებოდა თითებით თმაზე. მერე, მართლაც რომ კარგად დაათენდათ, სწრაფად წამოხტა და ტანსაცმელი ჩაიცვა. მერე დაიხარა, სიყვარით აკოცა ცოლს და დაბლა ჩავიდა, რომ დედა არ აექოთქოთებინა.
ნანაც ფრთხილად წამოდგა. საგულდაგულოდ გამოიპრანჭა და ისე ჩავიდა ძირს. ნაზი ვერანდის ქვეშ კრუსუნით გვიდა, აქაოდა შემომხედეთ არ შემიძლია და მაინც ვგვიო.
_შენ საჭმელი გააკეთე რამე, რომ ვჭამოთ, მერე ვაშლი უნდა ჩამოვკრიფოთ, თორემ სულ ძირს ჩამოდის. ამ ქალსაც ეხლა მოუნდა ავადმყოფობა, როცა ამდენი საქმეა.
ნანას არ მოეწონა დედამთილის მბრძანებლური ტონი, მაგრამ ვატოს ხათრით არაფერი უთხრა, ხმისამოუღებლად შევიდა სამზარეულოში და სადილის მომზადებას შეუდგა. გაზქურაზე მოზრდილი ტაფა შემოდგა, ზეთი კარგად გააცხელა, მერე დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა მოთუშა ზეთში, ცოცხალი პამიდორი დააჭრა და ცოტა ხანს ასე დატოვა. მერე კოვზით პატარა ორმოები გააკეთა და კვერცხები ჩაახალა. თავსახური დააფარა და სანამ კვერცხი არ მოიხარშა, გაზი არ ჩააქრო. ოხრახუში მოაჭრა ზემოდან ცოცხლად და კერძიც მზად იყო.
გემრიელი სადილის შემდეგ ბაღჩაში გავიდნენ ვაშლის დასაკრეფად. ნაზიმ მოიმიზეზა ცუდად ვარო და თავის ოთახში შეიკეტა. როგორც ყოველთვის მალევე ამოუშვა ხვრინვა.
ნაზის გარეშეც მშვენივრად ჩამოკრიფეს ვაშლი. ვატომ უამრავი ლამაზი ფოტო გადაუღო ნანას მალულად, ბუნებრივი ფოტოები უფრო მოსწონდა. მერე, თამარა ბებოს სანახავადაც წავიდნენ.
თამარამ უმალ შენიშნა ნანაში ცილება. თვალებში სულ სხვა სხივი ჩასდგომოდა. ვატოს ყოველ შეხედვაზე წითლდებოდა. მის სიახლოვეს იბნეოდა და ღელავდა. მიხვდა, რომ უკვე ერთად იყვნენ და რაც ყველაზე მეტად უხარებდა ბებრულ გულს, ეტყობოდათ რომ ერთმანეთი უყვარდათ. ვატო რომ სიგარეტის მოსაწევად გავიდა გარეთ, თამარამ ახლო მიიხმო ნანა, გულში ჩაიხუტა და კარგა ხანს ყავდა ასე.
_ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს შვილო. ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. უსიყვარულოდ ცხოვრება რთულია, მაგრამ თუ კი შეძლებ და ადამიანში ერთ დადებით თვისებას მაინც აღმოაჩენ, მერე მისი შეყვარება არ გაგიჭირდება. მიხარია, რომ ორივემ დამიჯერეთ და თქვენი ურთიერთობა დაალაგეთ. ისე გაგელიოთ თქვენი სიცოცხლის წლები, როგორც ახლა შესციცინებთ ერთმანეთს. ახლა გინდ მოვკვდე, დარდი არაფრისა წამყვება. ვიცი, რომ ჩემი ვატო არაჩვეულებრივი ბიჭია და არასდროს გაწყენინებს. იმ ალქაჯს კი ნუ შეებმები პირში. მაინც ვერ მოარჯულებ, ტყუილად ქვეყანას აალაპარაკებ და სამასხარაოდ გაიხდი საქმეს. ქვეყანამ კარგად იცის რა ქალბატონიც ბრძანდება და არ არის საჭირო შენც ილაპარაკო ვინმესთან, ვითომ და შენი გულის დამწველები რომ იქნებიან. რაც არ უნდა იყოს, შენი ქმრის დედაა და მასაც ძალიან ატკენ გულს თუ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა გექნებათ. მართალია ავია, ზარმაცია და აფერისტია, მაგრამ თავის გამოჩენის მიზნით შენც გცემს ხალხის დასანახად პატივს და გასიამოვნებს. ცუდ ადამიანებს თავისი ცუდი საქმეები საიქიოში მოეკითხებათ...
ნანამაც მჭიდროდ შემოხვია მოხუცს ხელები და კარგა ხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები. არ უნდოდა ეს კეთილი, სათნო და გაგებული მოხუცი გამოსცლოდა ხელიდან. მისი დახმარებით შეძლეს მართლაც მან და ვატომ ურთიერთობის აწყობა. ეს ქალი რომ არ დახვედროდა ოჯახში და მარტო ნაზი ყოფილიყო, მართლა გაიგიჟებდა თავს, ან გადაიკარგებოდა სადმე და ან სიკვდილით დაასრულებდა სიცოცხლეს. უნდოდა, რაც შეიძლებოდა დიდხანს ეცოცხლა მის საიმედოდ.
პალატაში დაბრუნებულმა ვატომ ნანა და თამარა ჩახუტებულები რომ დაინახა, გაუკვირდა. ცოტა ეჭვითაც კი შეათვალიერათ, მაგრამ არაფერი უთქვია. ხვდებოდა, რომ მისთვის ორ ძვირფას ადამიანს საერთო ენა გამოენახა და გულის სიღრმეში უხაროდა მათი ამბავი. ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ ბებიასთან, წაიჭორავეს, ნათლობის ამბებიც გაიხსენეს, მერე კი სიყვარულით დაემშვიდობნენ მოხუცს და პალატიდან გამოვიდნენ. ჰოლში ჩასულებს ნანას ზურგიდან ვიღაც წამოეწია და მოულოდნელად შეახტუნა. გაოცებული ნანა ცოტა გაბრაზებულიც კი მიტრიალდა და აკისკისებული ევა რომ დაინახა, დაიბნა.
_შენ აქ საიდან?_თან გაუხარდა და თან გაუკვირდა კლასელის დანახვა.
_მამაჩემია ცუდად, აქ გვიწევს და ამოვაკითხე._უთხრა ევამ და ვატო მუშტრის თვალით შეათვიერა._ეს რა კარგი ბიჭი დაგითრევია._თან თვალი ჩაუკრა ნანას._მე ევა ვარ, ნანას დაქალი._თავისი თავი წარუდგინა ბიჭს და ხელი გაუწოდა._ნანა სანამ მოიფიქრებს ჩვენს გაცნობას, ისევ მე გაგეცნო._თან გამომწვევად გადაიკისკისა.
ვატომ ზრდილობიანად გაუწოდა თავის მარჯვენა და ღონივრად ჩამოართვა. თან ნანასკენ გააპარა მზერა, რომელსაც ძალიანაც არ გახარებია დაქალის გამოჩენა.
_მე და მანიკა ვაპირებდით თქვენთან მოსვლას და ოჯახის გაცნობას, მაგრამ მამაჩემი გახდა ცუდად. გამოკეთდება თუ არა, სტუმრობა ისევ ძალაშია და აუცილებლად გეწვევით იცოდეთ.
_მობრძანდით, სიამოვნებით მიგიღებთ._გაუღიმა ვატომ.
_სიამოვნებითაც რომ არ მიგვიღოთ, ჩვენ მაინც მოვალთ, ხომ უნდა ვნახოთ სად და როგორ ცხოვრობს ჩვენი დაქალი?_ისევ გამომწვევად აკისკისდა ევა._ნანას მხარზე მოხვია ხელი და სკამზე ჩამოსვა.
ვატომ ერთი კი შეხედა გოგოებს, მერე ევას მოუბოდიშა, საქმე მაქვსო, ნანას ანიშნა, გარეთ დაგელოდებიო და მოხდენილი ნაბიჯებით გაეშურა გასასვლელისკენ. ევამ ღიმილიანი მზერა გააყოლა, რაც ნანას არ გამოჰპარვია და გულში უსიამოდ გაჰკრა.
_გემოვნება კარგი გაქვს, ისეთ ბიჭებს ირჩევ, არაფერი დაეწუნებათ.
_მანიკა საით არის? რას საქმიანობს?_თემის შეცვლა სცადა ნანამ.
_სწავლობს და არის რა... ლექსო ხომ იცი, შენი ძმის მეგობარი, იმას ხვდება და ჭკუაზე აღარ არის გოგო. ისეთი ბედნიერია, თითქოს ისეთი შეყვარებული ყავდეს, მაგისთანა მეორე არ დაიარებოდეს.
_ვითომ რას უწუნებ ლექსოს?_ცოტა ეწყინა ნანას მეგობრის აგდებული ლაპარაკი.
_ერთი გლეხის ბიჭია, უბრალო მიწის მუშა, ტრაქტორისტი და მეტი რაღა?
_გლეხობა და ტრაქტორისტობა დასაძრახისია მერე?_სიბრაზე მოერია ნანას.
_კარგი, ნუ დაიბოღმები, ვხუმრობ. შენ ის თქვი, სხვა როგორ ხარ, როგორ შეეჩვიე ახალ ოჯახს?
_კარგად, არამიშავს. გამიხარდება თუ მართლა მესტუმრებით._ეს თქვა და ფეხზე წამოდგა. აგრძნობინა, რომ წასვლას აპირებდა.
_თუ კი არა, უეჭველი გესტუმრებით. გამოკეთდეს მამაჩემი და მაშინვე თქვენთან ვართ... ხო, მართლა, მამაშენი როგორ არის?
_მამაჩემი?_ნანა დაიბნა.
_აქ, მამაშენთან არ ხარ?_ევამ გაკვირვებით შეხედა.
_არა, ვატოს ბებიაა ცუდად და იმასთან ვიყავით. მამაჩემი აქ არის?_მღელვარება დაეტყო ხმაში.
_უი, არ იცოდი, რა ძალიან გრძელი ენა მაქვს._ვითომ გაუბრაზდა საკუთარ თავს._წუხელ მოიყვანეს სასწრაფოთი, აქ ვიყავი.
_რა მოუვიდა ხომ არ იცი?_ნერვიულობისგან ხმა აუთრთოლდა ნანას.
_მართლა არ ვიცი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იკითხე და გეტყვიან.
_დედაჩემიც აქ არის?
_იყო და ახლა არ ვიცი.
ნანა მაშინვე წამოდგა და მითითებულ განყოფილებას მიაშურა. რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის განყოფილება ადვილად იპოვა და მამა მოიკითხა. დაუდასტურეს, რომ სანდრო მათიაშვილი მართლაც იქ იწვა.
_რა სჭირს?_გულისფანცქალით კითხა ნანამ ექთანს.
_ფილტვის პრობლემები აქვს. ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა. თქვენ ვინ ხართ მისი?
_შვილი.
_შემიძლია შორიდან დაგანახოთ.
ნანა მაშინვე უკან მიყვა აფორიაქებული და აღელვებული. ოთახის წინ რომ შეჩერდნენ, ღია კარიდან შეახედა მარტო. ფანჯრის მხარეს მდგარ საწოლზე ძლივს იცნო ნანამ თავისი მკაცრი მამიკო, რომელიც ისე მშვიდად იწვა და ეძინა, საერთოდ არაფერი ეტყობოდა ავადმყოფობისა. ნანას ცრემლი მოერია. მართალია მასზე ნაწყენი იყო, რომ არ დაუჯერა და უცხო ოჯახში ისე დატოვა, ერთხელაც არ უკითხია მისი ამბავი, მაგრამ ახლა მაინც ეცოდებოდა.
_მისი მკურნალი ექიმი სად შეიძლება ვნახო?_ცრემლიანი თვალებით შეხედა ექთანს.
_პირდაპირ და მარცხნივ._ხელით ანიშნა ექთანმა.
ნანა მაშინვე იქით გაეშურა. ექიმის წინ მჯდარი ატირებული დედა რომ დაინახა, ერთ ადგილზე გაშეშდა. წამიერად დაიბნა, მერე გული ამოუჯდა, დედას მივარდა და აქვითინდა.
_ორივე ფილტვზე სიმსივნე აქვს, დიდი დღე არ უწერია._აქვითინდა ქალი და ნანა ძლიერად ჩაიკრა გულში.
_საშველი არაფერია?_მუდარით სავსე თვალებით შეხედა ნანამ ექიმს.
ექიმმა უარყოფის ნიშნად უხმოდ გაიქნია თავი.
_უმაღლესი, ერთი თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილიო._ტირილს უმატა ქალმა._კიდევ კარგი ფილტვზე აქვს და ტკივილი არ იცის, თორემ გაგიჟდებოდა, უმნიშვნელო ტკივილსაც რომ ვერ იტანდა საცოდავი.
ნანამ დედა ექიმის კაბინეტიდან დერეფანში გამოიყვანა და მის დამშვიდებას შეეცადა. ცოტა რომ დაწყნარდა, მერე ჰკითხა შვილს.
_შენ მაინც გაგაგებინეს? ხომ ვუთხარი რომ ჯერ არაფერი ეთქვად, რა უცბად ჩაუხარებიათ.
_შემთხვევით მითხრა ევამ. ვატოს ბებიაა ცუდად, მის სანახავად ვიყავით და წეღან მითხრა. ვითომ რატომ არ აპირებდით ჩემთვის თქმას?
_არ მინდოდა გენერვიულა. შენ შენი სადარდებელი და სანერვიულოც გეყოფა. თან, არ ვიცოდი როგორ მიიღებდი ამ ამბავს. როცა მამაშენის მხარში დგომა გჭირდებოდა, ზურგი გაქცია და ახლა...
_მადლობა, რომ ზურგი მაქცია და არაჩვეულებრივი ქმარი მაპოვნინა. მე უკვე კარგად ვარ და აღარ ვბრაზობ მასზე. მართალია, იყო დრო, მისი დანახვა არ მინდოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. შენ აქ მარტო ხარ?
_ბათო და ნინაც აქ იყვნენ. სახლში წავიდნენ ალბათ.
_მამიდა აქ არის?_გაუკვირდა ნანას.
_ხო, ეს ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა საბერძნეთიდან, ისევ აპირებს წასვლას.
"მალე გამოხვალ?"_ვატოს შეტყობინება რომ მოუვიდა ტელეფონზე, მაშინ გაახსენდა მანქანაში მომლოდინე ქმარი და აწრიალდა.
_კარგი, ჩვენ გვეჩქარება, უნდა წავიდეთ. შენ აქ რჩები თუ გაგაყოლოთ?
_აქ ვრჩები. ესეიგი, კარგად ხარ შვილო? როგორი ქმარი გყავს? შენზე ნერვიულობამ ცალკე მომიღო ბოლო. ისე იყო მამაშენი შენზე ნაწყენი და გაბრაზებული, შენთან დარეკვასაც კი მიკრძალავდა. რომ ყოფილხართ და შენი ნივთები წაგიღია, გამოკვლევებზე ვიყავით. მადლობა ღმერთს სახლში არ დაგხვდათ. ხომ იცი, როგორია, ვერ გადაათქმევინებ ვერაფერს. მართლა, კარგად ხარ?
_ხო, ჩემზე არ იდარდო, მე მართლაც რომ კარგად ვარ. გარეთ მელოდება მანქანაში. არ გამოხვალ, არ ნახავ?_პასუხს არ დალოდებია, ხელკავი გამოსდო და გაიყვანა.
ვატომ შორიდანვე შენიშნა უცნობ ქალთან ერთად მომავალი ნანა. გვიან იცნო სიდედრი და აღელდა. დაბნეული გადმოვიდა მანქანიდან და მათკენ გაეშურა.
_როგორ ხართ სიდედრო?_მორიდებით გაუწოდა ხელი და ჩამოართვა.
ქალმა გაწვდილ ხელს თავისი შეაგება და თან გადაეხვია ბიჭს.
_მადლობა შვილო, რომ ზრუნავ ჩემს ნანაზე. ამის დარდი მაინც რომ არ მაქვს, ბედნიერი ვარ.
დაბნეული ვატო უხერხულობისგან გაწითლდა.
_ბებია როგორ გყავთ?
_უკვე კარგად, ხვალ გამოწერენ.
_ღმერთმა სულ კარგად გამყოფოთ. მე წავალ, თორემ თუ გაიღვიძა სანდრომ და იქ არ დავხვდი, ინერვიულებს._სიძე და შვილი გადაკოცნა ზაირამ და საავადმყოფოს შენობას ჩქარი ნაბიჯებით მიაშურა.
ვატომ გაკვირვებული მზერით გააცილა სიდედრი, მერე ნანას შეხედა.
_რა მოხდა?
_მამაჩემი წევს, ფილტვის სიმსივნე აქვს.
_მართლა?_გულწრფელად შეწუხდა ვატო._რამე ხომ არ სჭირდებათ?
_ჯერჯერობით არაფერი. ბათო და მამიდაჩემი ამოხედავენ. წავიდეთ.
_თქვა და მანქანაში ჩაჯდა.
ვატოც უხმოდ მიუჯდა საჭეს.
მართალია, მამაზე არც თუ ისე კარგი მოგონებები ქონდა, მაგრამ მაინც შეეცოდა. მკაცრი იყო, ყველაფერს უშლიდა, ბოლო წლებში მითუმეტეს. სხვა მამები რომ სულში იძვრენდნენ გოგონებს და სულ ხელით დაატარებდნენ, ნანას არ ახსოვდა მამისგან ასეთი რამ. ერთადერთი, როცა დედის სამშობლოში მიდიოდნენ, იქ მოკიდებდა ხოლმე ხელს და ასეირნებდა ქუჩებში. ეს უმნიშვნელო ყურადღებაც კი ისე უხაროდა ნანას, ბედნიერების მეცხრე ცაზე დაფრინავდა... ევა რომ მამამისთან ისე იყო, არაფერს უმალავდა და მამამისიც თანატოლივით და ბიჭივით ეპყრობოდა, ცოტა შურდა კიდეც. ერთხელ, ზღვაზე იყვნენ და ნანა ტალღებმა წაიღო. მაშინ ახსოვს რომ თავით გადაეშვა მამამისი და წყლიდან ხელშიაყვანილი გამოიყვანა. მერე ისეთი შეშფოთებული დაჰყურებდა შვილს, რამე რომ არ მოსვლოდა, მხოლოდ მაშინ იგრძნო მამისგან სიყვარული. ისედაც მკაცრი იყო და მათ შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა ბათოს მეგობრები ყავდა მოყვანილი და ნანაც მათ გვერდით იჯდა და ლაპარაკობდა. მამამ რომ დაინახა აკისკისებული ნანა, გვერდით გაიხმო და ეჩხუბა, ბიჭებთან რას ჩამომდგარხარ და რას ჭიხვინებო. ძალიან ეწყინა ნანას მამის დატუქსვა, მაგრამ არ შეპასუხებია. მას შემდეგ, როცა კი ვინმე ბიჭი მოდიოდა მათთან, ნანა ეზოშიც რომ ყოფილიყო, თვალებს უბრიალებდა კაცი და ესეც თავის ოთახში იკეტებოდა. ხან სიცილს უწუნებდა, გამომწვევად იცინიო, ხან ლაპარაკის მანერას, ყურადღების მიქცევას ნუ ცდილობო. ჩაცმაზე ხომ გართულება ქონდა, მოკლე ნუ გაცვიაო, ეგ შემოტმასნულიაო, ის ზედმეტად გულამოღებულიაო, მოკლეთ დიდძალი აკრძალვები ქონდა მამისგან. ვატოსთანაც იმიტომ დატოვა, ხალხი რას იტყვისო. ნანას ბედზე ვატო არაჩვეულებრივი პიროვნება გამოდგა და ამით უზომოდ ბედნიერი იყო.
მალულად გახედა ქმარს, ჩაფიქრებული რომ გაჰყურებდა გზას და უხმოდ მართავდა მანქანას. წუხანდელი ვნებიანი ღამე გაახსენდა. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ტანში. მისი ყოველი შეხება, კოცნა, ჩურჩული უდიდეს ნეტარებას ანიჭებდა. ღმერთის მადლიერი იყო, ასე რომ გაუმართლა.
ვატომ მისი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, ღიმილით შემოხედა. გოგო გაწითლდა, მაგრამ მისკენ მაინც მიიწია, მორიდებით მიაყრდნო მხარზე თავი და ასე იჯდა თვალმინაბული, ეიმედებოდა მის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილი ქმარი, სასიამოვნო მელოდიას უსმენდა და უზომოდ ბედნიერი იყო.
********************
მეორე დღეს, დილითვე ავიდნენ საავადმყოფოში. მართალია, თამარას შუადღის მერე წერდნენ, მაგრამ მამის სანახავად მივიდა. ბათო და ნინაც იქ დახვდნენ. თავიდან ცოტა უხერხული სიტუაცია იყო , ბათო ალმაცერად უმზერდა ვატოს. მამიდამ შეძლო სიტუაციის განმუხტვა.
_არ მინდოდა ასეთ სიტუაციაში შენი გაცნობა, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. შენზე კარგი მესმის და მიხარია, რომ ჩვენ ნანას ასეთი კარგი ქმარი ყავხარ._გულწრფელად გადაეხვია და ახლადშეძენილი სიძე მადიანად ჩაპროშნა._მიხარია, რომ ერთმანეთს ასე კარგად შეეწყეთ. ღმერთმა ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არ მოგიშალოთ.
ბათოსაც მოულბა თითქოს სიძის მიმართ გული. მართალია, ვატოსაც მწარედ ახსოვდა მისი მუშტის გემო, მაგრამ ნანა რომ გადაეღობა მაშინ წინ, მალამოსავით დაეფინა.
საავადმყოფოდან გამოწერილმა თამარამაც მოისურვა ნანას მამის ნახვა. კაცს ისევ ეძინა. მოხუცს მის დანახვაზე თვალები აუწყლიანდა, ასეთი ახალგაზრდები არ უნდა ტოვებდნენ ამ ქვეყანასო. ნანას დედა, მამიდა და ძმა კარგად გაიცნო, ცოტა წაიჭორავეს კიდეც და სუსტად მყოფს რომ გაუჭირდა დიდხანს ფეხზე დგომა, ახლა კი სახლში წავიდეთო ღიმილით გამოუცხადა შვილიშვილს.
ნაზის, როგორც ყოველთვის ეძინა სახლში რომ მივიდნენ. ნანამ მოხუცს საწოლი გაუმზადა და მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კარგად ვარ, დაწოლა არ მინდაო, მაინც დააწვინა. ისეთი შეუვალი იყო ნანა, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ზუსტად იცავდა მის მითითებებს, საათობით ჭამდა საჭმელს და უპრობლემოდ სვამდა წამლებს. ნაზი არასდროს დაინტერესებულა დედამთილის ჯართელობით და მითუმეტეს მისი მოვლით. თუმცა მისი ყურადღება არც სჭირდებოდა, ნანა ისე უვლიდა და დასთათანებდა კეთილ მოხუცს, ერთ კვირაში ფეხზე დააყენა.
ნაზის გამოხტომები მართალია სწყინდა და გულს უკლავდა ნანას, მაგრამ ვატოს ხათრით ყველაფერს იტანდა. ვატოც სულ თავს ევლებოდა და პატივს სცემდა. მისი მხრიდან წამოსულ უდიდეს სიყვარულს გრძნობდა, მისი ერთი შემოხედვაც კი აბედნიერებდა. ერთი თვის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე შეუყვარდებოდა და მის გარეშე წუთითაც ვერ გაძლებდა. თამარა ბებოც დიდი პოზიტივით ავსებდა გოგოს. ყვრლაფერს ასწავლიდა, რაც კი რამ იცოდა: ქსოვა, ქარგვა, კულინარია, ყველაფერი, რაც კი უნდა სცოდნოდა კარგ დიასახლისს. ნანაც დამჯერი და ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა და ყველაფერს ზედმიწევნით ითვისებდა.
ნანას მამის მდგომარეობა არ იცვლებოდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული კაცი დღე და ღამ იწვა და ეძინა. გადასხმებით და ზონდით კვებავდნენ და ასე უნარჩუნებდნენ სიცოცხლეს. ოქტომბრის ბოლოს კი დაიღუპა. ჭირისუფლად მჯდარ ნანას ცრემლი თითქოს გაშრობოდა. ვერც ხმით ტიროდა. ცივი და წვიმიანი ამინდი დაუყვა, რომ დაასაფლავეს. კლასელებმა სამძიმარი უთხრეს. თითქმის ყველანი მოსულიყვნენ გიორგის და ნათიას გარდა. გიორგი ჯარში იყო, ნათია კი ისე დამძიმებულიყო, აღარც მას ქონდა სიცოცხლის დიდი დღე.
ევას დაჟინებული მზერა მისი ქმრის მიმართ არ გამოჰპარვია ნანას. თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვია. ატყობდა, ვატოსაც არ სიამოვნებდა ევას სიახლოვე და ყველანაირად ცდილობდა მისგან თავის შორს დაჭერას.
ნოემბრის დასაწყისში კი, შეასრულეს ევამ და მანიკამ პირობა და ნანას ესტუმრნენ. სტუმრებისთვის თავის მოსაწონებლად დაფაცურდა ნაზი, ხარჯების გაღებას არ მოერიდა და ისეთი სუფრა გაუშალეს გოგოებს, ჩიტის რძეც კი არ ეკლდათ.
გოგოებთან ერთად დალია ნაზიმ. ისე მოილხინა და გაშალა ხელი, თავისი ავადმყოფობა, რომელიც ხშირად ახსენებდა თავს საქმის კეთების დროს, აღარც კი ახსოვდა. მანიკა და ევაც კარგად დათვრნენ. ევას გადამეტებული ყურადღება ვატოს მიმართ აღიზიანებდა ნანას. ვატო კი ზრდილობიანად იშორებდა მიტმასნილ გოგოს, მაგრამ ნანას მაინც ეჭვიანობა იპყრობდა.
_რა ბედი გაქვს, ასეთ დაცემა ბიჭებს როგორ აბავ მახეში?_საპირფარეშოში გამოსული ევა მხრებზე მოეხვია ნანას, რომ არ წაქცეულიყო სიმთვრალის გამო._რა ხრიკები იცი ამისთანა, მეც რომ მასწავლო არ გინდა?
_ბედი ან ხრიკი რა შუაშია, არაჩვეულებრივი გოგოა და ყველას იმიტომ მოსწონს._უსაყვედურა მანიკამ და თვითონაც გვარიანად შემთვრალი ბაღჩის ღობეს მიეყუდა._აუ, რა მაგრად დავთვერი. ტრიალებს ყველაფერი. მოდი, აღარ გვინდა მეტი რაა._მუდარით შეხედა ევას.
_მე რაა, ამის დედამთილი გვაძალებს. ნეტა ცოცხალია ის ქალი?_ნაზის მისამართით გადაიკისკისა ევამ.
_წავალ დავხედავ. თქვენ ცოტა ხანს აქ დარჩით სუფთა ჰაერზე, ცუდად არ გახდეთ._ნანამ მაშინვე დედამთილის ოთახს მიაშურა და შეიჭყიტა.
ნაზი პირქვე გადათხლეშილიყო საწოლზე ტანსაცმლიანი და მადიანად ხვრინავდა. პლედი მიაფარა და ისევ მეგობრებთან დაბრუნდა.
_იმას სძინავს უკვე.
_ჩვენც რომ ავიშალნეთ ის დროა._მანიკამ საათს დახედა._სანამ მგზავრობაა, გავყვეთ რამეს.
_დარჩით ამაღამ.
_რას ლაპარაკობ, უეჭველი უნდა წავიდეთ._ევამაც გაასავსავა ხელები.
_ასეთი მთვრალები?
_ხმა თუ არ ამოვიღეთ, გვეტყობა რომ მთვრალები ვართ?_გაეცინა მანიკას.
_vato 222 ტყუილა გიყენიათ ეზოში? ჩვენი სიძე არ დაგვზარდება რომ ვუთხრათ, ისეთი კარგი ბიჭია.
_ახლა ეგ შეაწუხე._გაუწყრა მანიკა._ცივი წყლით მოიბანე თავ-პირი, ცოტა გამოგნელდება და მარშუტკით წავიდეთ.
_ახლა მარშუტკით მატარე._იუკადრისა ევამ და ოთახში დაბრუნდა. სავარძელში მჯდარ ვატოს, რომელიც ტელეფონში თამაშობდა რაღაცას, წინ დაუდგა გამომწვევად._რო რამე იყოს, სახლში ვერ გადაგვიყვან მთვრალ გოგოებს?
_რატომაც არა, რა პრობლემაა?_უწადინოდ წამოდგა ბიჭი.
_ვინ თქვა ცუდი სიძეაო?_გადაიკისკისა ევამ და ხელკავი გამოსდო._ოღონდ, აქედანვე გაფრთხილებ, სწრაფად სიარული არ მიყვარს.
_არ არის პრობლემა, მაგ მანქანას ნელა სიარულიც შეუძლია.
_მაგ 222 რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს?_მანქანის სანომრე ნიშანზე კითხა ევამ და ლამის მთლიანი ტანით მიეხუტა ბიჭს.
_22 თებერვალი._უხერხულად შეიშმუშნა ვატო და ზრდილობიანად მოიშორა ზედმეტად მიძალებული გოგო.
_ხომ ვამბობდი არა?_თავისი აღმოჩენით გახარებულმა გოგომ ტაში შემოჰკრა._შენი დაბადების დღეა არა? მოვდივართ და ერთი მაშინ უნდა მოვილხინოთ გემოზე.
_შენც წამოხვალ?_ჩურჩულით კითხა ვატომ ნანას.
_ბებიას მარტოს ხომ ვერ დავტოვებ? თან, დედაშენიც მთვრალია და ცუდად არ გახდეს.
_კარგი, მალე მოვალ, ჭიშკარი არ დაკეტო._როგორც სჩვეოდა, გადაიხარა და აკოცა.
ევას არ გამოჰპარვია და ცოტა შურითაც კი შეხედა შეყვარებულ ცოლ-ქმარს.
მანიკამ მადლობა მოუხადა ნანას გულთბილი მიღებისთვის და მანქანაში ჩაჯდა.
_ეხლა, თქვენი შვილის ნათლია ვინ უნდა იყოს, მე თუ მანიკა?_ვატოს მიუბრუნდა ევა.
შვილის ხსენებაზე ცოტა გაწითლდა ბიჭი და უხერხულად აიჩეჩა მხრები.
_რა ძალიან ბევრი ლაპარაკი გიყვარს რაა._მეგობარს გაუწყრა მანიკა, მანქანიდან გადმოვიდა, ლამის ძალით ჩატენა აკისკისებული გოგო, კიდევ ერთხელ დაუქნია შუა ეზოში მდგარ ნანას ხელი და ვატომაც დაძრა ადგილიდან.
სევდიანი და რაღაცნაირად ეჭვიანი მზერა გააყოლა ნანამ. მერე ოთახში შებრუნდა და სუფრის ალაგებას შეუდგა. თამარა ბებო უკვე იქ იყო და დასვრილ თეფშებს ალაგებდა.
_რაღაც არ მომეწონა ეგ შენი ევა. ეშმაკსაც კი შეაცდენს ისეთია.
ნანა უარესად დაიგრუზა. არც თვითონ მოსწონდა გოგო, მაგრამ მაინც მეგობრობდნენ. კლასში ყველა მაგას იგდებდა აბუჩად და მის დამცველად რომ გამოიდო თავი, ევაც მიეკედლა. თავიდან კარგი ურთიერთობა ქონდათ, მაგრამ მერე და მერე გამოაჩინა კლანჭები. ყველას ზემოდან დაყურებდა და მისი მოშორებაც უკვე შეუძლებელი გახდა.
ვატომ კარგად დაიგვიანა. ნანამ ოთახის დალაგება და ჭურჭლის დარეცხვაც მოასწრო. დედამთილსაც შეხედა, რომელიც ახლა გვერდზე გადაბრუნებულიყო და ისე ხვრინავდა. ოთახში ისეთი ალკოჰოლის სუნი იდგა, ლამის აღებინა. ცოტა ხნით კარები ღია დაუტოვა, რომ განიავებულიყო და მალევე გამოუხურა, რომ ახლა არ გაციებულიყო ქალბატონი.
ვატო ისევ იგვიანებდა. დარეკვას ვერ უბედავდა, რომ საჭესთან მჯდარისთვის ხელი არ შეეშალა. ნერვიულად გადი-გამოდიოდა ოთახში და საათს დაჰყურებდა. მერე, მოიფიქრა და მანიკას დაურეკა. მანიკამ დიდი ხანია მე სახლში მომიყვანეს და წავიდნენო. უარესად აღელდა და აფორიაქდა. მერე ვატოსთანაც დარეკა რამდენჯერმე, მაგრამ არ უპასუხა. კარგად ჩამობნელდა კიდეც. უარესად ანერვიულდა. ეზოში გვიანობამდე იარა, ჭიშკარის დაკეტვაც ვეღარ გადაეწყვიტა. რომ გაწვიმდა, ისევ შევიდა ოთახში. თამარას სავარძელში მიმჯდარს მისძინებოდა. ფრთხილად გააღვიძა და საწოლში დაწოლა ურჩია. მოხუცი არ შეწინააღმდეგებია. თვითონ კი გამათბობელის გვერდით მოკალათდა და ტელევიზორს უაზროდ დაუწყო ყურება. ასეთი უპასუხისმგებლო არ იყო ვატო და ახლა რომ არ პასუხობდა ტელეფონზე, ღელავდა. თითქოს ცუდს უგრძნობდა გული, მაგრამ არ უნდოდა ამაზე ფიქრი. ის იყო, კიდევ გადაწყვიტა დაერეკა ქმრისთვის, რომ ვატომაც დაურეკა.
_ბოდიში ძვირფასო, ტელეფონი მანქანაში დამრჩა და ვერ გავიგე როდის დამირეკე.
_კარგად ხარ? სად ხარ?_მღელვარედ კითხა ნანამ.
_ხო, არ ინერვიულო, სულოსთან გამოვიარე, მალე უნდა წამოვსულიყავი და შემოვრჩი. რაღაც სამსახური გამომიჩნდა და იმაზე ვსაუბრობთ. ნუ დამელოდები, დამაგვიანდება. არ ინერვიულო, კარგი?
არ ინერვიულო კარგი იყო, ათასი სისულელე წარმოიდგინა. მაღლა ასვლა დაეზარა, მისაღებში დივანზე წამოწვა, პლედი გადაიფარა და ტელევიზორის ყურებით შეიქცია თავი. ისე ჩაეძინა, ვერც კი გაიგო.
შუაღამე გადასული იყო ვატო რომ დაბრუნდა. მისაღებში დივანზე მწოლიარე ცოლი რომ დაინახა, შეეცოდა. ტელევიზორი გამორთა, ფრთხილად გადაიწვინა მკლავებზე და ბუმბულივით მსუბუქად აარბენინა მაღლა. ნამამ ძილბურანში გაიგო მისი მოსვლა და ხელში აყვანაც, მაგრამ საწოლში რომ ჩააწვინა და საბანი მიაფარა, ისევ ტკბილად განაგრძო ძილი. ვატო კი ვერანდაზე გამოვიდა, ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს და და უაზროდ მიაჩერდა ღამის სიბნელეს.
დილით საკუთარ საწოლში რომ გაიღვიძა და ქმარიც მის გვერდით იყო, ცოტა გაუკვირდა ნანას, მაგრამ გაუხარდა, თავი მის მკერდზე დადო და გაიტრუნა.
_წუხელ ცოტა შემაშინე.
_ბოდიში, არ მეგონა თუ იმდენ ხანს შემოვრჩებოდი.
_მაინც რა სამსახური შემოგთავაზა სულამ?
_ჩემი სფეროა, კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა. 1400 ლარი ხელფასი და პლიუს დანამატები, მაგრამ...
_რა მაგრამ? მშვენიერი ხელფასია, თანაც შენი სპეციალობა, რა არ მოგწონს?
_შორს არის, თბილისში.
_მერე რა, მანქანით გაგიჭირდება სიარული?
_სიარული არა, დილიდან საღამომდე რომ ვერ გნახავ მე ის გამიჭირდება._ხელი მოხვია, მჭიდროდ მიიკრა გულზე და შუბლზე აკოცა.
_დასვენების დღეები არ გექნება?
_კვირა და ორშაბათი.
_კვირაში ორი დღე ხომ სახლში იქნები, მერე რა?_ქმრის გამხნევება სცადა, თუმცა თვითონაც არ მოეწონა ეს სიტუაცია.
_არ ვიცი, ერთ კვირაში პასუხი უნდა ვუთხრა. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. დიდი ხნის ცოლ-ქმარნი რომ ვიყოთ, კიდევ ხო...
ნანამ აღარაფერი უთხრა. მის მკერდზე თავმიდებული განაბული იწვა და ფიქრობდა.
_გოგოები როგორ დაარიგე სახლში?_ისე, ვითომ სხვათაშორის დაინტერესდა, მაგრამ ევას მიყვანა აინტერისებდა უფრო.
_მანიკა სახლში მივიყვანე, ევა კი გზაში ჩამოვსვი.
_გზაში?_გაკვირვებულმა წამოიწია და თვალებში ჩახედა, ხომ არ მატყუებსო.
_ხო, ვიღაც გიორგი დაინახა. გაუკვირდა, ამას აქ რა უნდაო და იქვე ჩამოვიდა, მეც აქვე ვცხოვრობო.
გიორგის ხსენებაზე გული შეუქანდა. ვატოს რომ არაფერი შეემჩნია, ისევ მის მკერდზე დადო თავი და გაისუსა, თან აფორიაქებული გულის დამშვიდებას შეეცადა მშვიდი და რიტმული სუნთქვით.
_რაღაც არ მომწონს ეგ შენი ევა, რაღაცნაირი თავისებური გოგოა. მიკვირს, შენი მეგობარი რომ არის.
_ხო, მეც მიკვირს...
_მანიკა კარგი გოგოა... მაგრამ ყველაზე კარგი შენ ხარ._თავი ააწევინა და კოცნა დაუპირა.
ნანამ სიცილით მოიშორა მიძალებული ბიჭი და ხელიდან დაუსხლტა. ამან უფრო გაახელა. საწოლიდან წამომხტარი ნანა ისევ საწოლში შეითრია და მოხერხებულად გააკავა.
_სად მიდიოდი ვითომ? ასე ადვილია ჩემგან თავის დაღწევა?
ნანა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კოცნით დაამუწინა პირი. თავიდან თითქოს გაუძალიანდა, კარგადაც იფართხალა, მაგრამ მერე ვნებააშლილი გაიტრუნა და სიამოვნებით დანებდა...
მოგვიანებით ჩასულ შვილს და რძალს როგორც ყოველთვის ამრეზით დახვდათ ნაზი.
_ცოტა ადრე რომ აიწიოთ ხოლმე, არ შეიძლება?
_რამე შავდება დილაუთენია რომ არ ვდგებით?_უკმაყოფილო ტონით გაეპასუხა ვატო.
_ამას დამიხედე ერთი, რაღაც ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ, წაგიგდია ენა.
_რა გინდა ბავშვებისგან? თუ რამეა გასაკეთებელი, შუაღამემდე საქმობს ეს გოგო და დილით ცოტა რომ ინებივრონ, რა მოხდა ვითომ?_თამარამაც უსაყვედურა რძალს.
_როგორ თუ რა, იქნებ სტუმარი მოვიდა, საწოლში უნდა დახვდნენ?_უკან არ დაიხია ნაზიმ.
_სტუმარი პირდაპირ თავზე ხომ არ დაადგებათ? მე და შენ აქ არ ვართ, ვერ მივიღებთ?
დედამთილის გამოქომაგება არ ესიამოვნა ნაზის და უარესად ასისინდა.
_მაინც ტყუილა გორაობენ, რამეს მაინც რომ აკეთებდნენ კიდევ ხო.
_რა გინდა ქალო, რომ გაგიკეთოთ?_აშკარად გაბრაზდა ვატო.
_მე რა უნდა გამიკეთო,შენს ცოლს მიხედე, ამდენი თვეა და ჯერ ორსულადაც არ არის.
_უხ..._ერთი ეს თქვა ვატომ და ოთახიდან გამწარებული გავარდა.
მწარედ მოხვდა გულზე ნანას დედამთილის სიტყვები.
_რა ეჩქარებათ შე ქალო?_თამარამ ცოტა რბილი საყვედური უთხრა რძალს, რომ არ გაეგიჟებინა.
_თაზოს ცოლი უკვე მეოთხეზეა ორსულად. ნეტარება ნათელას რომ შვილიშვილებითაა სავსე. მე როდის უნდა მეღირსოს ნეტა?
_ჯერ ხომ ორი თვეა, რა იყო? მოესწრები. მე ექვსი წელი გელოდებოდით, მაგრამ არაფერი მითქვია.
_ახლა ხომ ამბობ და აგებინენ?_ნანაზე ანიშნა გაცხარებულმა ნაზიმ.
_სიტყვამ მოიტანა შვილო და ვთქვი. ჯერ ხომ ახალგაზრდები არიან, მოესწრებიან შვილებსაც._ისევ დაიტკბო თამარამ ხმა, რახან შეატყო, რომ ნაზის ისტერიკა ეწყებოდა.
_მაინც ამომიყვანა ყელში ჩემი უშვილობა._წყენით გაიჯახუნა კარი და თავის ოთახში შევიდა.
_ღმერთო, გაძლება მოგვეცი ამ ალქაჯის ხელში._ჩაიბუტბუტა თამარამ და ისიც ეზოში გავიდა.
ნანას ტირილი უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა ყველანაირად. არ უნდოდა ვატოსთვის დაენახვებინა ცრემლიანი თვალები. მისი სიყვარული აძლევდა ძალას, რომ აეტანა ეს ქალი... მაგაზე მართლა არ უფიქრია, რომ ორსულად არ რჩებოდა. ნაზის მწარე სიტყვებმა კი დააფიქრა, ნუთუ უშვილოა და შვილი არასდროს ეყოლება? ამის გაფიქრებაზე გული საშინლად მოეწურა. თვითონ კი ექვსი წელი ყოფილა უშვილო და ორი თვე ვერ აპატია ნანას?
მერე გიორგიც გაახსენდა რატომღაც და ერთი ცრემლი მაინც ჩამოუგორდა ლოყაზე. შვებულებით ჩამოვიდა ვითომ და ევა მასთან ჩამოსვა ვატომ? ალბათ ის გიორგი იყო, თორემ ევას რატო გაუკვირდებოდა, ამას აქ რა უნდაო? ნეტავ, შეიცვალა თუ ისევ ისეთია? რა რეაქცია ქონდა ნეტა ნანას გათხოვების ამბავი რომ გაიგო? ევა ბანკეტზევე არ შორდებოდა ბიჭს და ძალით ეკიდებოდა კისერზე. ახლა, ნანას გათხოვების შემდეგ კი გზა ხსნილი ექნებოდა და ეცდებოდა მის ხელში ჩაგდებას... ნანამ წარმოიდგინა ევა და გიორგი ერთად და გააკანკალა. ოთახში დაბრუნებული ქმარი ვერ შენიშნა და მეორე ცრემლიც ჩამოუგორდა ლოყაზე. ვატო კი ძალიან უყვარდა და უზომოდ ბედნიერი იყო მასთან, მაგრამ გიორგის ხსენებამ წარსული გაახსენა. თვალწინ დაუდგა მწვანეთვალება ქერა ბიჭი, ჯარში წასვლის წინ ნანას პირობას რომ სთხოვდა და გული აუჩუყდა. ნეტა, ვატო რომ არ გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში, როგორ წარიმართებოდა მოვლენები? ახლა, შვებულებით ჩამოსულს ხომ დიდი გულისფანცქალით შეხვდებოდა? კისერზე ჩამოეკიდებოდა ალბათ მონატრებულ ბიჭს და კოცნით გააბრუებდა... მისი კოცნის გახსენებაზე გული აუჩქარდა. თითქოს ნათლადაც იგრძნო მისი ტუჩების შეხება, წარსულის მოგონებებში ჩაძირულმა გაყვავებული ატმის სურნელიც კი იგრძნო. გაირინდა. ტუჩებზე თითებიც მიიდო და თვალები მილულა... მერე გაბრაზდა საკუთარ თავზე, ასეთი არაჩვეულებრივი ქმარი ყავდა და კიდევ სხვაზე ფიქრობდა. ფიქრშიც რომ ღალატობდა ქმარს, დანაშაულად ჩაუთვალა საკუთარ თავს და გამეტებით შემოილაწუნა ლოყაზე აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად. ამ შემოლაწუნებამ თითქოს უშველა და ცოტა დამშვიდდა. მოულოდნელად შემობრუნებულმა ქმრის დაჟინებული და გაოცებული მზერა რომ დაიჭირა, ცოტა შეკრთა, დაიბნა, მაგრამ მერე გაექანა და გულში ჩაეკრა. გიორგიზე ფიქრები ღალატად ჩაუთვალა თავს და აქვითინდა.
_დაწყნარდი, ნუ ტირი. ხომ იცი, ვერ ვიტან შენს ცრემლებს. მკაცრად დაველაპარაკები მაგაზე. შენ სანერვიულო არაფერი გაქვს._ დედამისის მისამართით ჩაიბუტბუტა ვატომ და ცოლს ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
ნანამ სინდისის ქენჯნა იგრძნო. ნაზი კი უშლიდა ყოველთვის ნერვებს, მაგრამ ახლა ის თითქმის არაფერ შუაში არ იყო.
_დედაშენი არაფერ შუაშია...
_აბა, რა გატირებს?
_მამა გამახსენდა._ იცრუა და ვატოს რომ არ შეემჩნია მისი ტყუილი, მკერდზე მიეკრა.
_გინდა, გადავიდეთ თქვენებთან, საფლავზეც ავიდეთ?
უარესად შეაწუხა სინდისმა, ასეთი კარგი ქმარი ყავდა და კიდევ სხვაზე ფიქრობდა. ბავშვურ ახირებად ქცეულ გიორგის მისტიროდა... პირი დააღო თანხმობის სათქმელად, რომ წავიდეთო, სახლიდან გასვლა და გულის გადაყოლება მართლა არ აწყენდა, მაგრამ გაახსენდა რომ გიორგი შვებულებით იყო ჩამოსული და შეიძლებოდა შემთხვევით გადაყროდნენ. მისმა ხსენებამ რომ ასე ააფორიაქა და არია, დანახვა რაღას უზავდა?
_არა იყოს, იქ წასვლით უკეთესად მაინც ვერ ვიგრძნობ თავს. სახლში მირჩევნია.
_იქ თუ არ გინდა, დადუ მოვინახულოთ._ (დადუ ვატოს ნათლული იყო.)_თეონა სულ იმას მეხვეწება, შენი ცოლი გადმოიყვანეო.
იქ წასვლა კარგ ვარიანტად ეჩვენა ნანას და მცირე ყოყმანის შემდეგ დასთანხმდა.
_კარგი მაშინ, ლუკას კომპიუტერს გავუსწორებ, მოვალ და წავიდეთ._სიყვარულით აკოცა ცოტათი დამშვიდებულ ცოლს და გარეთ გავიდა.
ნანამ თვალი გააყოლა. ისევ გაბრაზდა საკუთარ თავზე. რა არ აკმაყოფილებდა ვერ ხვდებოდა. ასეთი არაჩვეულებრივი ქმარი ყავდა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა და ნანასაც უყვარდა, მაგრამ მაინც გიორგიზე ეფიქრებოდა. დარწმუნებული იყო, ქმარი რომ არ ყვარებოდა, მაშინვე მასან გაიქცეოდა და მის მკლავებში ამოყოფდა თავს. საკუთარი თავი შესძულდა ამის გაფიქრებაზე. ეზოში გავიდა და თალარის ქვეშ ჩამოყრილ ფოთლებს გამწარებით დაუწყო მოგვა. უნდოდა, რამე ისეთი გაეკეთებინა, თავი დაესაჯა... თან, გიორგიზე ფიქრის დრო რომ აღარ ქონოდა ის უნდოდა.
ნაზის, როგორც ყოველთვის, ახლაც ეძინა და ახლაც აზანზარებდა ოთახს მისი კაცური ხვრინვა.
ნეტა სად ჩასდის ამდენი ძილი ამ ქალს?_გაიფიქრა ნანამ და თამარას ოთახს მიაშურა, რომელიც ღუმრლთან მიმჯდარიყო და პატარა ფაჩუჩებს ქსოვდა. ნანას დანახვაზე ცოტა შეკრთა, ნაქსოვის დამალვაც ვეღარ მოასწრო და დამნაშავესავით გაუღიმა გოგოს.
_ვაიმე, რა საყვარლებია!_ნანამ აღტაცება ვერ დამალა და ხელში შეათვალიერა პაწუა ფაჩუჩები._ვისთვის ქსოვ?
_ჩემი მომავალი შვილთაშვილისთვის. შვილიშვილს ექვსი წელი ველოდე. ლოდინი შემიძლია. თუ ვერ მოვესწრები, შენ გადასცემ დიდი ბებიის საჩუქარს.
ნანა გულთბილად გადაეხვია ბებიას და დიდხანს ყავდა ასე გულში ჩახუტებული.
_ჯერ თვითონ ბავშვები ხართ, საჩქარო არ არის არაფერი. ნაზის სიტყვებს გულზე ნუ მოიხვედრებ. ეშინია, ალბათ თვითონ რომ იმდენი წელი უშვილო იყო, შენც მასე არ იყო. ერთი წელი, ორიც, საშიში არაფერია. თუ მას მერეც არაფერი, მერე შეგიძლიათ მიაკითხოთ ექიმს. ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ მედიცინა ისე შორს არის წასული, დღესდღეობით ყველანაირ უშვილობას შველიან. შენ ხომ არ განიცდი მაგას ჩემო კარგო?
_სიმართლე ვთქვა, არც კი მიფიქრია ჯერ მაგაზე.
_ხო და მასე გააგრძელე. ღმერთმა უკეთ იცის როდის რის დროა. გენაცვალოს თამარა ბებო, სიბერის წლები რომ გამიფერადე და ჩემი ვატოც გააბედნიერე.
ნანა დიდხანს შემორჩა ბებიას ოთახში. ხან ქსოვდნენ და ხან ლაპარაკობდნენ ათას წვრილმანზე. ვატო რომ მოვიდა, შუა დღე გადასული იყო. ცოლის პოვნა არ გასჭირვებია, იცოდა, მისი თავშესაფარი სადაც იყო.
_აბა, წავიდეთ?_შეხსნა თუ არა ოთახის კარი, ღიმილით კითხა.
მაშინვე წამოხტა ხალისით და სტუმრად წავიდნენ.
თეონა ისე გულღიად და გულთბილად შეხვდა ნანას, გოგოს ძალიან ესიამოვნა. სანამ, ნანას წინააღმდეგობის მიუხედავად თეონა სუფრას შლიდა, ბავშვებთან კარგად გაერთო. ლიკამ სხვადასხვა ფერის ლაკიც კი წაუსვა ფრჩხილებზე. ყველა სურვილს უსურვებდა დადუსა და ლიკას და ისინიც თავისუფლად და მხიარულად ეთამაშებოდნენ ნანას.
_დღეს ცოლების დღედ გამოვაცხადებ და მე და ნანა დავთვრებით. მიხა, იცოდე შენ მოგიწევს ამაღამ ბავშვების მიხედვა.
_რა პრობლემაა._გაეცინა თეონას ქმარს._რას დალევთ, რომელი სასმელი მოგართვათ?
_არაყი ჯობია, მალე გამოგვფხიზლდება._გადაიკისკისა თეონამ და ნანას მიუჯდა გვერდით._არ გავიგო ახლა შენი უარი, ვსვამთ ბოლომდე._მერე ვატოს მიუბრუნდა._ცუდი სიმთვრალე ხომ არა აქვს.
_არასდროს მინახია მთვრალი._გაეცინა ვატოს._მეც მაინტერესებს.
_ხო და ვსვამთ!
თავიდან ცოტა დაიმორცხვა ნანამ, მაგრამ ერთი-ორი ჭიქის მერე ისე გაუტკბა, დაძალება აღარ სჭირდებოდა. გვარიანად დათვრნენ და გვარიანადაც მოილხინეს. ვატო და მიხა კი ღიმილით მისჩერებოდნენ უკვე კარგად შეზარხოშებულ ცოლებს, რომლებიც ხან სკამზე იდგნენ და ისე სვამდნენ ვახტანგურს და ხანაც სავარძელზე. თითქმის ყველა სადღეგრძელო რომ გამოცალეს და ისე დათვრნენ, ფეხზე დგომის თავი არც ერთს აღარ ქონდა, ქმრებმა ძალით აშალეს სუფრა. მანქანაში ჩაჯდომა გაუჭირდა ნანას და ვატო მიეხმარა.
_ჩემი ლოთი ცოლი._ღვედი შეუკრა და აკოცა. _ცუდად ხომ არ ხარ?
_არა, ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.
_გატყობ._გაეცინა ვატოს.
სახლამდე ისე მივიდნენ, არ გაუგია არაფერი. მანქანიდან ხელში აყვანილი გადმოიყვანა ვატომ და კიბეზე სულ სირბილით აიყვანა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და ტანსაცმლის გახდა დაუწყო. ნანამ ხელები დაუჭირა და თვალებში ჩახედა.
_მაპატიე.
_საპატიებელი არაფერია, ერთხელ შენც ხომ უნდა გამოგეცადა სიმთვრალე?
_სიმთვრალეზე არ ვამბობ._ენის ბორძიკით ძლივს ამოღერღა ნანამ.
ვატო დაიძაბა.
_მაპატიე, თავიდან რომ არ მიყვარდი და შენი დანახვაც არ მინდოდა... მაპატიე მთელი ორი კვირა ახლოს რომ არ გაგიკარე... მაპატიე სხვაზე რომ ვფიქრობდი და...
_ახლა ამაზე ლაპარაკი არ გვინდა._ტუჩებზე თითი დაადო ვატომ._ რაც იყო, იყო. მეც გამიჭირდა თავიდან, მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი კარგადაა?
_ხომ არ მიმატოვებ არასდროს?
ამის გაგონებაზე ვატო შეკრთა.
_არა, რა სისულელეა? ეგ აზრი თავიდან ამოიგდე.
_შენმა პირველმა სიყვარულმა შერიგება და დაბრუნება რომ გთხოვოს, მასთან ხომ არ გაიქცევი?
_ეს აზრები საიდან დაგებადა თავში?_ ვატომ გაკვირვებით ჩახედა ცოლს თვალებში.
_ვიცი რომ სხვა გიყვარდა. როგორ შეძელი მისი დავიწყება არ ვიცი, მან რომ დაბრუნება გთხოვოს, ხომ არ წახვალ ჩემგან?_ცრემლები წამოსცვივდა ნანას.
_ჩემი სულელი და ეჭვიანი ცოლი._ვატომ თავზე გადაუსვა ხელი._ამაზე არასდროს იფიქრო.
_მე შევძელი შენი შეყვარება... შენ დამეხმარე ამაში. ასე ძალიან არავინ მყვარებია. საკუთარი თავიც კი არ მიყვარს ისე, როგორც შენ. ვერ გადავიტან თუ მიმატოვებ...
ვატოს გული აუჩქარდა ცოლის აღიარებაზე. კი ატყობდა, რომ ნანას უყვარდა, მაგრამ არასდროს უთქვია ეს სიტყვები. დაიხარა და აკოცა.
_შენს მიტოვებას არ ვაპირებ. შენზე კარგს მოვძებნი ვითომ ვინმეს? მაგაზე აღარ იფიქრო, გთხოვ, დაიძინე._ტანსაცმელი გახადა, საბანი მზრუნველად ამოუგო და შუქი ჩაუქრო.
ნანამ თვალები დახუჭა, მაგრამ არ დაუძინია. დღევანდელმა გიორგის გახსენებამ ნათლად დაანახა, რომ ძველი სიყვარული ყოველთვის აჩრდილივით დაუწყებდა დევნას. ვატოც ხომ შეიძლებოდა რომ იგივე სიტუაციაში ყოფილიყო და გაქცეულიყო ლელასთან? ამის გაფიქრებამ შიში მოჰგვარა. გადაწყვიტა არასდროს, არასდროს, არასდროს აღარ ეფიქრა გიორგიზე. ვატოსკენ გადაბრუნდა, ჩაეხუტა, მკერდზე აკოცა და მის მკლავებში იმედიანად ჩაეძინა. უაზრო სიზმარი ნახა, ალბათ ძილის წინ სულელურ რაღაცეებზე რომ ფიქრობდა, გულში ჩაყვა. ვითომ, გიორგის ცოლი იყო. ვარდისფერი კაბა ეცბა და აყვავებული ატმების ბაღში კოცნიდნენ ერთმანეთს. მერე აღმოჩნდა, რომ გიორგი კი არა და ვატო იყო მისი ქმარი. ვატომ ზურგი აქცია და ქერათმიან ქალს გაეკიდა უკან. ნანა ტირილით მისდევდა და ეძახდა, მაგრამ ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა. მერე, საიდანღაც გველი გამოსრიალდა, ნანას შემოეხვია და განძრევის საშუალებას აღარ აძლევდა. ვატო კი მიდიოდა და უკან აღარც კი იყურებოდა. ნანამ ერთი კიდევ დაუძახა ვატოს ბოლო ხმაზე და გაეღვიძა კიდეც. ვატო შეშფოთებული დაჰყურებდა ოფლით შუბლდაცვარულ ნანას.
_ცუდი სიზმარი ნახე?_შუბლიდან ოფლი მოსწმინდა, თავი წამოუწია და წყალი დაალევინა.
ნანამ კისერხე მოხვია შეშფოთებულ ბიჭს ხელები მჭიდროდ მიეკრა გულზე და აქვითინდა.
_რა გატირებს?
_შენი დაკარგვა არ მინდა.
_არც დამკარგავ. დაწყნარდი. ეგ აზრი საიდან მოგივიდა საერთოდ?
_არ ვიცი...
_დამიჯერე, შენ მიყვარხარ და არ ვაპირებ შენს მიტოვებას. ახლა დაწექი და დაიძინე. მეც აქვე ვარ შენს გვერდით და ბოლომდე ასე ვიქნები.
დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. აშკარად ნაბახუსევი იყო. ვატომ მაშინვე ბორჯომი მოურბენინა და ცოტა ესიამოვნა. ნაზიმ კიდევ კარგი ვერ იხილა წუხელ მთვრალი რძალი, თორემ გაიგიჟებდა თავს. ვატომ, ალბათ რამემ აწყინა, ვერ არის კარგადო, დაუმალა დედას მისი ნაბახუსეობა და ქალნატონსაც ძალიან აღარ შეუწუხებია გვიანობამდე საწოლში მოკოტრიალე რძალი. თამარამ კი გაიგო ყველაფერი და პატარძალს შინდის კომპოტი გაუგზავნა ვატოს ხელით, ესიამოვნებაო.
_ჩემი ლოთი და თანაც სულელი ცოლი._სიყვარულით ეფერებოდა ვატო._წუხანდელი შენი ისტორიები გახსოვს?
_ნაწილობრივ...
_ის თუ გახსოვს, რომ ტიროდი?
ნანამ თავი დაუქნია.
_ეგ სულელური აზრი საიდან დაგებადა, მე მოგეცი მაგის მიზეზი?
_შენ არა._დარცხვენით ჩაილაპარაკა ნამამ და წვენის ჭიქა მოიყუდა მღელვარების დასაფარავად.
_აბა?_დაჟინებით მიაშტერდა ვატო._რაშია საქმე, რამეს მიმალავ?
_არა, უბრალოდ მეშინია.
_უსაფუძვლოდ მაგაზე ფიქრს რომ არ დაიწყებდი, ეს ხომ ცხადია. მითხარი ეხლა ყველაფერი.
_გოგოები რომ წაიყვანე და შეგაგვიანდა, მაშინ შემეშინდა. შენ არ მპასუხობდი. მანიკას დავურეკე და კარგა ხანია მე ჩამომსვესო...
_და?_ეშმაკურად გაეცინა ვატოს._იფიქრე ევასთან... რა სულელი ხარ... ევას გვერდით არასდროს ჩაგიხედია სარკეში? ეგ როგორ იფიქრე? მეორედ აღარ გავიგო, რომ ეგ აზრები გიტრიალებს თავში.
ნანამ კი იცოდა საიდანაც ქროდა ქარი, მაგრამ ქმარს იმას ხომ არ ეტყოდა, თუ კი მე ვერ შევძელი პირველი სიყვარულის დავიწყება და გღალატობ ფიქრებში, შენც მასე იქნებიო? ევაზე მართლაც არ უეჭვიანია. ევა არ ეჩვენებოდა მის მეტოქედ, კონკურენციას ვერ გაუწევდა, დარწმუნებული იყო. აი, ლელაზე კი ედარდებოდა. დარწმუნებული იყო თავისი გამოცდილებიდან, რომ ვატოს გულის ბნელ კუნჭულში, სადაც ეგონა რომ დამარხული ყავდა ლელა, პირველივე შესაძლებლობაზე მასთან გავარდებოდა. ეს აზრი აეკვიატა და დღითი დღე ფესვებს იდგავდა მის აზროვნებასა თუ ცნობიერებაში.
ნერვიულობისგან გახდა, ჩამოდნა. ღამით კოშმარები სტანჯავდა, დღისით გამოუძინებელი დგებოდა და მთვრალივით დარაცრაცებდა. ვატო ატყობდა მის ამ საშინელ ცვლილებას და ის ცალკე ნერვიულობდა. გადაწყვიტა, სულოს შემოთავაზებულ სამსახურზე უარი ეთქვა, მაგრამ ეს რომ ნანამ გაუგო, არ მოეწონა.
_უარს რატომ ამბობ მასეთ კარგ სამსახურზე?
_შენს გამო. შენი მარტო დიდხანს დატოვება არ მინდა. ძალიან შეიცვალე, რაღაც გაწუხებს, გღრღნის და არ მეუბნები რა გჭირს.
_მე არაფერი მჭირს, კარგად ვარ. მინდა რომ უარი არ თქვა მაგ სამსახურზე.
_მე კიდე არ მინდა რომ შეცდომა დავუშვა და სანანებელი გამიხდეს.
_არც შეცდომას დაუშვებ და არც სანანებელი გექნება. ჩემს გამო ნუ დაიხევ უკან, მართლა არაფერი მჭირს.
იმდენი ეჩიჩინა, ბოლოს მაინც დაიყოლია და დეკემბრის დასაწყისში დაიწყო ვატომ მუშაობა. დილით კოცნით აცილებდა, საღამოს კი ღიმილით და გემრიელი ვახშმით ხვდებოდა. გიორგი სულ გადაავიწყდა და ლელასთან დაკავშირებული ბნელი ფიქრებიც მოიშორა თავიდან. ისევ ისეზთი ნანა გახდა, ლაღი და მხიარული. ცხოვრება უხაროდა და ვატოც დღითი დღე უფრო უყვარდებოდა. ნაზის გამოხტომებს ყურს აღარ უგდებდა და აღარც კი იშლიდა ნერვებს. თავისუფალ დღეებში ქმართან ერთად ერთობოდა: ხან სტუმრად დადიოდნენ, ხან თვითონ მასპინძლობდნენ სტუმრებს.
ერთხელ, ლაპარაკმა მოიტანა და ნანამ თამარას თავისი სიზმრის შესახებ მოუყვა. მოხუცს სიხარულით გაუნათდა სახე.
_ტირილი სიხარულის მომასწავებელია. გველი კი, ყველას რატომღაც ცუდი გონია, მაგრამ მე კი გეტყვი, რომ ორსულობას ნიშნავს.
_თამაზის ცოლი ხომ ორსულადაა, ალბათ მაგაზე მესიზმრა.
_ის გველი შენ გეხვეოდა შვილო.
_მე?_ისე გაუკვირდა ნანას, თითქოს შეუძლებელი ყოფილიყოს მისი ორსულობა.
_რატო გიკვირს?
_რა ვიცი._მხრები აიჩეჩა. იმის გაფიქრებამ, რომ შეიძლებოდა ორსულად დარჩენილიყო, ბედნიერი ღიმილი მოჰფინა სახეზე.
თამარა ბებოს ნაწინასწარმეტყველი სიზმარიც მალე აუხდა ნანას. დეკემბრის ბოლო რიცხვები იყო, დილიდან გვარიანად ბარდნიდა, ზუსტად ისეთი ამინდი იყო, ახალ წელს რომ შეეფერებოდა. საახალწლო სამზადისში იყვნენ ნანა და თამარა. ნაზი კი, როგორც ყოველთვის, ცუდად იყო და ხვრინავდა. ოცი წლის ნაკეისრალი ქალი დღემდე ჭრილობას უჩიოდა და მეტწილად იწვა, საქმეს არიდებდა თავს, თორემ სადმე წასასვლელი თუ გამოჩნდებოდა, პირველი ის გარბოდა სტუმრად და მოსალხენად.
ციკლი რომ გადაუცდა ნანას, ყურადღება არც კი მიუქცევია. არ გახსენებია, თამარასთან ერთად დიდ სამზადისში იყო. ახალ წელს ნაზის ძმიშვილებს ელოდებოდნენ სტუმრად და თავის შერცხვენა არ უნდოდათ. თამარა ყველაფერს დიდი სიყვარულით უხსნიდა ნანას და ისიც ზედმიწევნით სწავლობდა და აკეთებდა ყველაფერს.
_მოკლეთ, ისეთი დიასახლისი დადექი, მიხარია. რაც კი რამ ვიცოდი და გასწავლე, ჩემზე უკეთესადაც კი გამოგდის. ვენაცვალე შენს გამზრდელს შვილო._სიყვარულით მიეფერა დასასვენებლად ჩამომჯდარ ნანას, რომელიც ბოლო დროს ძალიან ადვილად იღლებოდა._რაღაც ფერი არ მომწონს შენი, ცუდად ხარ?
_მგონი, ამდენი საჭმლის დაგემოვნებაში ზედმეტი მომივიდა. ცოტა ვერ ვარ კარგად. რაღაც თავბრუც მეხვევა და ღებინების შეგრძნება მაქვს. არაფერია, გამივლის.
თამარამ ცოტა ეჭვით შეათვიერა ფერმკრთალი გოგო.
_ამ თვეში გქონდა?_მორიდებით კითხა და ინტერედით შეხედა.
გოგო დაიბნა. მერე რაღაც გადაითვალა თითებზე.
_ორ კვირაზე მეტია რაც გადამიცდა...
_ორსულობის ტესტი რომ გაგეკეთებინა და დარწმუნებულიყავი, არ გინდა? დაურეკე ვატოს, გამოგიყოლებს აფთიაქიდან.
_არ ღირს, იქნებ არც არაფერია და რატო ავაღელვო? მე ვიყიდი მერე და გავიკეთებ.
თამარას გაეღიმა. ჭკვიანი გოგო, სანამ თვითონ არ დარწმუნდებოდა, მანამ არ აპირებდა ქმრისთვის თქმას.
_კარგი, მაგრამ აფთიაქში წასვლას როგორ მოახერხებ, რომ ვერ გაგიგოს ან ქმარმა ან დედამთილმა?
_მოვიფიქრებ რამეს.
ვატო რომ მოვიდა საღამოს, თამარამ ხერხს მიმართა.
_წნევის წამალი აღარ მქონია შვილო, რა სიკვდილმა დამავიწყა ნეტს? ნანა გაარბენინე აფთიაქში და მიყიდეთ, თორემ ამაღამ დასალევი აღარ მაქვს.
ნანას გაეღიმა მოხუცის მოხერხებულობაზე. ვატოც არ დაზარდა ბებიას და აფთიაქში გაიყვანა ნანა. ნანამ მორიდებით იკითხა ორსულობის დასადგენი ტესტი და რომ უთხრეს გვაქვსო, გაუხარდა. სახლში დაბრუნებული ვეღარ ბედავდა ტესტის ჩატარებას. ღელავდა, არ უნდოდა იმედი გასცრუებოდა. როდის როდის როგორც იქნა მოახერხა და თვალებს არ უჯერებდა ორი წითელი ხაზი რომ გაჩნდა. ისეთი გახარებული შევარდა თამარას ოთახში, ვატომ ძლივს მოჰკრა თვალი.
ნანას ბედნიერი სახის დანახვაზე თამარა ყველაფერს მიხვდა და გულში ჩაიკრა გოგო. ვატომ გაოცებულმა რომ შეიხედა ოთახში და ეს სურათი დაინახა, ცოტა ეჭვითაც კი შეათვალიერა გახარებული ქალები.
_რა მოხდა?
_ისეთი არაფერი, ჩვენთვის გვიხარია რაღაც._ღიმილით შეხედა ქმარს._გშია?
_არც ისე, უფრო მეძინება. დავიღალე. შენ არ წვები?
_ადი და მეც მალე მოვალ.
_დაგელოდები, თორემ შენი მალე ვიცი.
_წადი შვილო, წადი, მიხედე ქმარს. აქ მე მივხედავ ყველაფერს.
_მაინც რა გაგიხარდათ ასე ძალიან წეღან?_ ოთახიდან გამოსვლისთანავე მხრებზე მოხვია ხელი და ლოყაზე აკოცა ვატომ.
_თოვლის მოსვლა._ეშმაკურად მოუჭრა ნანამ.
_მერე და რატო არ გუნდაობ?_მოულოდნელად ზურგზე მოიგდა და ბაღჩისკენ გააქცია ბიჭმა.
_დამსვი, დამსვი, არაფერი დამიშაო._აყვირდა გოგო.
ვატომ შუა ბაღჩაში შეიყვანა აკივლებული გოგო, თოვლში ჩააწვინა და მის ტუჩებს დაეწაფა, რომ გაეჩუმებინა. ასეთი წინააღმდეგობა არასდროს გაუწევია და გაუკვირდა.
_მეორედ აღარ მომექცე ასე._წამოხტა და თოვლის დაფერთხვას შეეცადა.
_რა მოგივიდა?_გაოცებული ვატო მიეხმარა თოვლის ჩამოფერთხვაში.
_მეორედ აღარ მოგვექცე ასე...
_მოგექცეთ?_წამიერად გაშეშდა. მერე მოულოდნელად გულში ჩაიხუტა._მართლა?
_რა მართლა?_ვითომ ვერ მიუხვდა გოგო.
_მშობლები გავხდებით?
ნანას უსიტყვოდ გაეცინა.
ფრთხილად აიყვანა ხელში და კიბეზეც ფრთხილად აატარა. საწოლში რომ ჩააწვინა, სიყვარულით დაუკოცნა მთლიანი სახე.
_არც მთლად ასე, მაგრამ არც წეღანდელივით გიჟურად.
_გპირდები, აღარ გავიმეორებ._ისევ დაიხარა და სიყვარულით აკოცა. ნანაზე მეტად მგონი მას გაუხარდა ეს ამბავი.
********************
ნანას მარტის თვესავით აერია ხასიათი: ხან სიცილი უნდოდა, ხან ტირილი. ხან სახლში ჯდომა და ხანაც სეირნობა. ყველანაირად ცდილობდა თავი ეკონტროლებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პატარა არსება, რომელიც მის სხეულში დღითიდღე ყალიბდებოდა და იზრდებოდა, თავის ჭკუაზე ატარებდა. რა საჭმელიც მანამდე უყვარდა, ახლა შესძულდა და რაც სძულდა კი პირიქით. ღებინებები მართლა არ ჰქონია. ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ნაზიც კი, რომელიც უქნარა და ზარმაცი იყო, ნანას ორსულობამ გამოაცოცხლა თითქოს. თვალებში შესციცინებდა რძალს და არაფერს აკეთებინებდა. მართალია, ყველაფერს არც თვითონ აკეთებდა და დედამთილს ავალებდა, მაგრამ მაინც სასიკეთო ძვრები მოახდინა მომავალი პატარის არსებობამ მუცელში.
დედაც ხშირად აკითხავდა ნანას. პირველი შვილიშვილის დაბადება მან აიღო თავის თავზე და ხან ექიმთან დაყავდა შვილი და ხანაც მაღაზიებში, რომ მომავალი ვაჟკაცისთვის ყველაფერი შეეძინა.
ვატომ პირველად რომ შენიშნა ნანას ოდნავ წამოზრდილი მუცელი, მის წინ ჩაიმუხლა და დიდხანს კოცნა და ეფერა მუცელზე. ნანას ცოტა სრცხვენოდა ასე თამამად ყველას თვალწინ რომ ეალერსებოდა ქმარი, მაგრამ სიამოვნებდა. ზამთარი გადააგორეს და გაზაფხულის მიწურულს, როცა ჯერ ისევ ყვაოდა ატმები, ნათია დაიღუპა. კლასელებმა თანხა აავროვეს და სამძიმარზე წასვლაც გადაწყვიტეს. ვატომ სამსახურიდან ვერ გაინთავისუფლა თავი, ამიტომ დილით დედასთან წაიყვანა და საღამოს გამოგივლიო, კოცნით დაემშვიდობა. ნანას ძალიანაც არ უნდოდა ვატოს გარეშე სამძიმარზე და ქელეხზე მისვლა, მაგრამ საქმე ვერ აეწყოთ. ზუკამ თავისი პიკაპით გადაიყვანა ნანა პანაშვიდის დაწყებამდე. უამრავი ხალხი ტრიალებდა. საწყალი ნათია ყველას ეცოდებოდა. ნანას კარგად ჰქონდა მუცელი წამოზრდილი და ისეთი ლამაზი ორსული იყო, მას მისჩერებოდა ხალხი.
პანაშვიდზე დარჩა. ხმით იტირა კიდეც კლასელი. მერ კი, რომ ჩამოასვენეს, სასაფლაოზე აღარ გაჰყოლიათ. ქელეხზე ვერ დავრჩები და დედაჩემთან გადამიყვანეო ზუკას სთხოვა. მანქანაში ჩაჯექი და მეც ახლავე მოვალო, ზუკამ.
ნანა რის ვაი-ვაგლახით ავიდა მაღალ მანქანაში და მოხერხებულად მოეწყო. ჩაწეული მინიდან ატმის ყვავილები შემოეყარა ნიავს და სასიამოვნო სურნელიც ტრიალებდა. გადასწვდა, პატარა ტოტი შეატეხა ხეს და ხელში შეატრიალ-შემოატრიალა. რაღაც განსაკუთრებულად უყვარდა ატმის ყვავილები. სიამოვნებით დაყნოსა. ყურადღება არ მიუქცევია მძღოლისთვის, რომელიც ის-ის იყო ამოვიდა მანქანაში და საჭეს მიუჯდა. ერთხანს ტკბებოდა ყვავილების ცქერით. მერე წამოზრდილ მუცელზე ვიღაცის ფრთხილი ხელის შეხება რომ იგრძნო, შეკრთა. ჯერ ხელს დახედა გაოცებულმა, მერე მზერა გააყოლა და მის პატრონსაც შეხედა. ელდა ეცა, გიორგი ნაღვლიანი თვალებით უმზერდა. დაიბნა. აღელდა. ერთ ადგილზე აწრიალდა.
_ეს ხომ ჩვენი უნდა ყოფილიყო: შენი და ჩემი?_ისეთი ხმა ქონდა, თვალები აუწყლიანდა გოგოს._ხომ შემპირდი, დაგელოდებიო?
_გელოდებოდი, მაგრამ... ასე მოხდა_ძლივს მოატრიალა მღელვარებისგან გამშრალ პირში ენა.
_რად დარჩი, რატო არ წამოხვედი?
_მამაჩემმა არ დამიჯერა და დამტოვა...
_ახლა?
_რა ახლა?
_ახლა ხომ მამაშენი ცოცხალი აღარ არის?
_ახლა... ახლა შემიყვარდა ჩემი ქმარი, ვერ მივატოვებ, თანაც... მუცლით მის შვილს ვატარებ._უარესად აღელდა ნანა.
_მამობას მე გავუწევ... საკუთარი შვილივით შევიყვარებ._გიორგი ისეთი თვალებით უმზერდა, ნანას ეჭვი არ შეჰპარვია მის სიტყვებში.
_სახლში წამიყვანე, გთხოვ._სასოწარკვეთილი ხმა ქონდა უკვე ნანას.
გიორგიმ მაშინვე ჩართა ძრავა და მანქანა ფრთხილად დაძრა ადგილიდან. გოგო კუთხეში მიიყუჟა და ერთხელაც აღარ შეუხედია გიორგისთვის. ერთი თვალის შევლებით შენიშნა, რომ არ შეცვლილიყო, ისევ ისეთი იყო, როგორიც ერთი წლის წინ ახსოვდა და უფორიაქებდა გულს. ახლაც გამალებით უცემდა და აჩქარებული პულსაციის დამშვიდებას ცდილობდა. წარსულის მოგონებები ირეოდნენ მის მეხსიერებაში და თავის დაღწევა არც ისე ადვილი იყო. პირიქით, ისეთი რთული ეჩვენებოდა უძლური ეგონა საკუთარი თავი. გიორგიმ გზიდან რომ გადაუხვია, გვიან მიხვდა. შეშფოთებულმა შეხედა ჩაფიქრებულ ბიჭს.
_სად მიდიხარ?_აშკარა შიში იგრძნობოდა მის ხმაში.
_არ მინდა ვინმემ დაგვინახოს, სალაპარაკო მაქვს შენთან.
_რაზე?.. აზრი არ აქვს არაფრის თქმას. გთხოვ, სახლში მიმიყვანე.
_ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.
_ვიცი... უბრალოდ, აზრი არ აქვს არაფრის თქმას.
გიორგიმ ხალხისგან მოფარებულ ადგილზე შეაჩერა მანქანა. ნანამ დრო იხელთა და როგორც შეძლო სწრაფად ჩავიდა მანქანიდან.
_ფრთხილად, არაფერი იტკინო._მიაძახა შეშფოთებულმა გიორგიმ და ისიც უმალ ჩახტა. აღელვებულ ნანას მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა.
_ამბობ, მიყვარსო, მაგრამ ჩემს მიმართ რომ ისევ გაქვს გრძნობა, ამას შენს თვალებში ვკითხულობ.
_გთხოვ, სახლში წამიყვანე._გოგოს ისევ აუწყლიანდა ლამაზი თვალები.
მოულოდნელად გიორგიმ მკლავებში მოიმწყვდია აღელვებული და აცრემლებული გოგო. ერთხანს ასე ყავდა, მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა. მერე დაიხარა და მის ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა.
ნანას გული გაუჩერდა, სუნთქვა შეეკრა. ხელ-ფეხი წაერთვა. მართალი იყო გიორგი, მის მიმართ გრძნობა ჯერ ისევ ბჟუტავდა სადღაც გულის კუნჭულში მიმალული და გაღვივებას ელოდებოდა. წამიერად დაკარგა თავი და კოცნას კოცნითვე უპასუხა აცრემლებულმა.
გიორგის იმედის ნაპერწკალი გაუკრთა გულში და უფრო ძლიერად მიიხუტა ათრთოლებული გოგო. სიმლაშე რომ იგრძნო, წამიერად შეჩერდა. ნანამაც გონს მოეგო, დრო იხელთა და თავი გაინთავისუფლა მისი მკლავებიდან.
_ისევ გიყვარვარ._ღიმილი გაუკრთა ბიჭს სახეზე.
_ნუ მტანჯავ, გთხოვ!_ასლუკუნდა გოგო და უკან გადადგა ნაბიჯი._ჩემთვის ადვილი არ იყო ყველაფერთან შეგუება. მამაჩემმა არ დამიჯერა და ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანთან დასარჩენად გამიმეტა. თუმცა, ვატო სულგრძელი ადამიანი გამოდგა. ორი კვირა სხვადასხვა ოთახებში გვეძინა, ჩემთვის თითი არ დაუკარებია. შეძლო და შემაყვარა თავი. ბედნიერი ვარ... თუ მართლა გიყვარვარ, ნუ დამტანჯავ, გთხოვ...
_მერე მე?_ბიჭსაც აუცრემლიანდა თვალები.
_ვეღარაფერს შევცვლით... შენც შეძლებ ვინმეს შეყვარებას... შეყვარებას თუ ვერა, პატივისცემას მაინც... გთხოვ, სახლში წამიყვანე და დამივიწყე. დაივიწყე ყველაფერი.
ერთ ხანს ასე იდგნენ და შეჰყურებდნენ ერთმანეთს. მერე გიორგი უსიტყვოდ მიუჯდა საჭეს და დაელოდა როდის ამოვიდოდა ნანაც მანქანაში. სახლამდე ისე მიიყვანა, ხმა აღარ გაუცია. მანქანიდან ჩასულმა ნანამ ერთი კი შეხედა აცრემლებული თვალებით ნაღვლიან ბიჭს.
_მშვიდობით._წაიჩურჩულა და უკან მოუხედავად შევიდა ეზოში.
მანქანის დაძვრის ხმა რომ გაიგო, ჭიშკარს მიეყუდა და ცრემლები თავისთავად ჩამოსცვივდა. გულში რაღაც ჩასწყდა. თავს რომ იტყუებდა და ეგონა, გიორგი აღარ უყვარდა, ცდებოდა... მაგრამ, არც ვატოს მიმართ იყო გულგრილი. ის ისე უყვარდა, როგორც ქმარი... როგორც მომავალი შვილების მამა... როგორც მისი ცხოვრების მეგზური... გიორგი? გიორგი მისი ბავშვური სპეტაკი სიყვარული იყო წარსულის მოგონებებიდან.
ზაირამ ჭიშკარს მიყუდებული აცრემლებული ნანა რომ შენიშნა, ნათიას დაუკავშირა მისი ცრემლები.
_დაწყნარდი შვილო, ნუ ნერვიულობ, ბავშვს არაფერი დამართო. ეგეც გრძნობს ყველაფერს და განიცდის._მხრებზე მოხვია ხელი და წამოიყვანა. ოთახში რომ შეიყვანა, წამოაწვინა და პლედი მიაფარა._დაწყნარდი და შეეცადე ცოტა გამოიძინო. შენს შვილზეც იფიქრე. ცოდოა ბავშვი._შუბლზე აკოცა აცრემლებულ შვილს.
ნანამ თვალები დახუჭა და დაძინებას შეეცადა. დედამ ცოტა ხანს უყურა, მერე კი, რომ ეგონა დაიძინაო, ფრთხილად დატოვა ოთახი.
უამრავი ფიქრი უტრიალებდა ნანას თავში. გიორგის სევდიანი მწვანე თვალები მოსვენებას არ აძლევდნენ. მაშინ რომ წამოსულიყო ვატოსიდან, მის სიმართლეს დაიჯერებდა, რომ მოტყუებით წაიყვანა ქალბატონმა და ახლა ერთად იქნებოდნენ. მაგრამ... ვატო? ვატოც ხომ უყვარდა თანაც გაგიჟებით? ამ ბიჭმა თავისი დიდსულოვნებით შეაყვარა თავი. უაღრესად პატიოსანი, კეთილი და ზრდილობიანი ბიჭი იყო, ისეთი, ნებისმიერი გოგოს ოცნება რომ იქნებოდა და ღამეებს თეთრად გაათენებინებდა. ნანასაც უყვარდა, უყვარდა მთელი არსებით, მისი დათმობა და დაკარგვა არ უნდოდა. მუცლით მის შვილს დაატარებდა, მათი სიყვარულის ნაყოფს, რომელიც ბოლო დროს ხშირად ახსენებდა თავს და გამეტებით ურტყავდა ხელ-ფეხს შიგნიდან. ღამით აღვიძებდა და მოსვენებას უკარგავდა. ცხოვრების უკან დაბრუნება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, იგივეს გაიმეორებდა რაც ერთი წლის წინ მოხდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ვატო სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ... ეს მაგრამ უჭირებდა საქმეს.
კარგა ხანს იწრიალა საწოლში. მერე, წამოდგა და ეზოში გავიდა. დედა რაღაცას საქმობდა და არც კი შეუმჩნევია ბაღჩისკენ მიმავალი ნანა. აყვავებულ ატმებთან ჩავიდა. თვალი მოსჭრა მისმა უჩვეულო სილამაზემ. ქარს ვარდისფერი ხალიჩა გაეგო მიწაზე. ერთხანს გარინდული იდგა და ტკბებოდა ამ სილამაზის ცქერით. მერე, ერთ-ერთი ხის ძირას პატარა ჩირგვზე ჩამოჯდა, ზურგით ხეს მიეყრდნო და ასე გაირინდა. აღარაფერზე ფიქრობდა. უბრალოდ, ტკბებოდა ბუნების სილამაზით. მუცელში პატარა არსებამ ისევ შრახსენა თავი. გული სიყვარულით აუთრთოლდა. მუცელს მოეფერა და აჩურჩულდა.
_არასდროს ჩავიდენ იმას, რომ შენ გრცხვენოდეს დედის საქციელის გამო. ჯერ არდაბადებული ასე ძალიან მიყვარხარ, რომ დაიბადები მაშინ ალბათ გამაგიჟებს სიყვარული. მამაშენიც ძალიან მიყვარს, არ დავასხავ თავზე ლაფს. წარსულს დავივიწყებ. მჯერა საკუთარი თავის, რომ ძლიერი ვარ. მე თვითონ ვებღაუჭებოდი გაუცნობიერებლად მის ლანდს და არ ვუშვებდი. დღეს ყველაფერი დამთავრდა. მადლობა ღმერთს, რომ შენ და მამაშენი მყავხართ და მილამაზებთ ცხოვრებას. არასდროს შეგრცხვებათ ჩემი...
კარგა ხანს იჯდა ბაღჩაში და ეფერებოდა საკუთარ მუცელს. ქმარი ისე მიუახლოვდა, ვერც კი შენიშნა. გვერდით რომ მიუჯდა, გაოცებულმა შეხედა.
_როგორ შეგვაშინე. რამდენს გეძებდით._შეშფოთება იგრძნო ვატოს ხმაში და შეეცოდა.
_დედაშენმა, ეძინაო და ისიც გაკვირვებულია, სად წავიდა ასე შეუმჩნევლადო. ნათიას ამბავმა იმოქმედა შენზე?
_დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა._პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და წამოდგომა სცადა.
ვატო მაშინვე წამოდგა და ფრთხილად წამოაყენა საკმაოდ დამძიმებული ცოლი. ნანამ ფეხის წვერებზე აიწია და ნაზად აკოცა ბიჭს, რომელიც ცოტა დაიბნა, არასდროს გამოუჩენია მის ცოლს ინიციატივა და იმან დააბნია. მერე წელზე მოხვია ხელები, მიიზიდა, მჭიდროდ მიიკრა გულზე და მის კოცნას კოცნითვე უპასუხა. ორივეს გული სიყვარულით ძგერდა. მუცელში მყოფი პაწია თითქოს გრძნობდა ყველაფერს და ამ წუთს გატრუნულიყო. ნიავი კი თავისთვის ქროდა და ჰაერში ატრიალებდა ატმის ყვავილებს.
იმ დღის მერე აღარ შეხვედრია გიორგის. აღარც გახსენებია, რადგან მასზე ფიქრისთვის არ ეცალა, ქმრის უდიდესი სიყვარულით იყო დაკავებული და მომავალი შვილის დაბადებაზე ფიქრობდა. იცოდა, რომ ბიჭი იყო, მაგრამ სახელი შერჩეული არ ქონდათ. ჯერ დაიბადოს და სახელს მერე დავარქმევთო, იღიმოდა ყოველთვის ნათესავების შეკითხვაზე.
სექტემბრის დასაწყისში ღამე გააღვიძა უჩვეულო მუცლის ტკივილმა. ვატოს რომ გადახედა, ისე ტკბილად ეძინა, შეეცოდა გასაღვიძებლად. ცოტა წაუყრუა ტკივილს, მაგრამ რომ უმატა და მეტი გზა აღარ ქონდა, ფრთხილად შეეხმიანა ქმარს.
ვატო მაშინვე წამოხტა საწოლიდან და სასწრაფო წესით ჩაიცვა ტანსაცმელი. ნანას ხელი დაავლო და კიბეზე ფრთხილად ჩაიყვანა. უჩვეულო ფუსფუსი გაუგებელი არ დარჩენია თამარას და ისიც მაშინვე ეზოში გამოვიდა.
_რა მოხდა?
_სამშობიაროში მიმყავს, ჩვენ ბიჭს ეტყობა დროზე ადრე უნდა დაბადება._ეს თქვა ვატომ და ცოლი მანქანაში ფრთხილად ჩასვა.
მერე დედამისს შეუვარდა ოთახში, იმას დასცა ბნედა. ხუთი წუთი დასჭირდა ნაზის მომზადებაში და სამშობიაროს გზასაც დაადგნენ.
_მშვიდობის მუხლი მოგეყაროს შვილო._აცრემლებულმა თამარამ ლოცვით გააცილა ნანა.
დილამდე საშინელი ტკივილები სტანჯავდა. მშობიარობა გაუძნელდა. ექიმმა არჩევანის წინაშე დააყენა ვატო, ან დედა ან შვილიო. არც კი დაფიქრებულა ისე წარმოთქვა, დედაო. ნაზიმ კი თავი გაიგიჟა, ორივე გადაარჩინეთ, თორემ საკუთარი ხელით გამოგახრჩობთო.
საოპერაციოში მიმავალ ნანას ვატოს თვალები მეხსიერებაში ჩარჩა. ბიჭი ზედ დაემხო და ხმამაღლა აქვითინდა. მერე, საოპერაციოში ინსტრუმენტების ხმაური ჩაესმა. ექიმების ლაპარაკიც კანტიკუნტად ესმოდა. მერე, ნელ-ნელა დაეხუჭა თვალები. თითქოს, სადღაც გვირაბში მიჰქროდა. სხეულის სიმსუბუქრს გრძნობდა. რაღაც ძალიან ხმაურობდა და ახშობდა ექიმების ხმას. სიმშვიდის შეგრძნება დაეუფლა. მერე, სამყაროსთან შერწყმაც იგრძნო თითქოს და გონებაც გაეთიშა.
მიხურულ კარს იქით მჯდარი ვატო, სადაც ნანა შეიყვანეს, ხელებში თავჩარგული იჯდა და ცრემლების შეკავებას ვერ ახერხებდა. ნერვიულად იგლეჯდა საფეთქლებთან თმას. გულის ის კუნჭული სტკიოდა, სადაც ნანა იყო ჩაბუდენული. ატირებული ბავშვის ხმა რომ შემოესმა, შეკრთა, მაშინვე წამოხტა ფეხზე. მალევე გამოიყვანა ექთანმა გადახვეული ბავშვი და პალატაში შეიყვანა. ვატოს ზედაც არ შეუხედია. მოღიავებულ კარს მისჩერებოდა აცრემლებული, რომელიც მალევე მიიხურა. ნაზიმ ბავშვს დახედა და ჩემს ვატუნას გავსო სიხარულით წარმოთქვა. ნანას დედა და ძმებიც მოცვივდნენ შეშფოთებულები.
_რა ხდება, როგორ არის?_შეშფოთებულმა ქალმა გაფართოებული თვალებით შეხედა ვატოს.
ვატომ თავი ვეღარ შეიკავა და აღრიალებული გადაეხვია სიდედრს.
_არ ვიცი, ჯერ ექიმი არ გამოსულა.
_ვაიმე, შვილო._ერთი ამოიკვნესა ქალმა და ვატოს ხელებში ჩაიკეცა.
_ზაირა, ქალო, რა მოგდის, გამაგრდი და თავი ხელში აიყვანე._ გამეტებით შემოულაწუნა ნაზიმ მძახალს._ეხლა ამის დროა? ბავშვებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.
მოულოდნელად ექთანი გამოვარდა და ჟანგბადის ბალონს დაეჯაჯგურა, ძლივს შეათრია შიგნით.
_როგორ არის?_მაშინვე მას მივარდა ვატო.
_ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია._იყო პასუხი და ისევ დაიხურა კარი.
ისევ აუტანელი ლოდინი და მცირეოდრნი იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
როგორც იქნა გამოჩნდა ექიმიც დაღლილი და ოდნავ მომღიმარი სახით.
_როგორ არის ექიმო?_მაშინვე მივარდა ვატო.
_ მისი დაკარგვის საშიშროებამ ჩაიარა. ყველაფერი კარგად იქნება. მოგვიანებით შეგიძლიათ ნახოთ მეუღლე._დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ექიმმა და თავის კაბინეტს მიაშურა.
ამ სასიხარულო ამბის გაგებისთანავე ყველა ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა. ულოცავდნენ ერთმანეთს ნანას გადარჩენას და ახალი სიცოცხლის დაბადებას. ახლა უკვე სიხარულის ცრემლით აევსო ვატოს თვალები. მერე, გაბედა და შვილი მოინახულა, რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოატარათ. ბავშვს მშვიდად ეძინა. მეზურნესავით დაბუშტული ლოყები ქონდა. დედამისი მართალი იყო, ვატოს გავდა. გულში რაღაც სითბო ჩაეღვარა ამ პატარის დანახვაზე. თითით მიეფერა ფრთხილად. ბავშვმა იგრძნო შეხება და მაშინვე საყვარლად ააცმაცუნა ტუჩები. კოცნის სურვილი გაუჩნდა, დაიხარა კიდეც, მაგრამ ექთანმა არ მიუშვა, გასაპარსი წვერით ნუ დაჩხვლიტავთ მის თოთო კანსო. მოფერებით დაკმაყოფილდა მხოლოდ.
მოგვიანებით, გონზე რომ მოვიდა ნანა და თვალები გაახილა, პირველი ვინც დაინახა, ვატო იყო, სასთუმალთან ეჯდა, მისი ხელი ხელში ეჭირა და ნაზად კოცნიდა. ქმრის დანახვა გაუხარდა და გაუღიმა.
_დაბრუნებას გილოცავ ძვირფასო._ვატო გადაიხარა და სიყვარულით აკოცა.
_ჩვენი პატარა?
_გიორგი დავარქვი.
_გიორგი?_გული შეუქანდა ნანას.
_თუ არ მოგწონს და წინააღმდეგი ხარ, შენ რაც გინდა ის დავარქვათ.
_იყოს, წმინდანის სახელია, მაგაზე უკეთესს რას დავარქმევთ?_მცირე ყოყმანის შემდეგ გაუღიმა ნანამ._სად არის ჩვენი გიორგი?
_შენ რომ ცუდად იყავი, სხვა მშობიარეს გაუყვანეს. შიოდა და ტირილით იკლებდა აქაურობას._გაუღიმა ვატომ._,მალე მოგიყვანენ შენს ღორმუცელას.
_ლამაზია?
ვატოს გაეცინა.
_მოგიყვანენ და შენ თვითონ შეაფასე.
მართლაც, პატარა გიორგი მალე შემოუყვანა ექთანმა. ნანა წამოდგომას შეეცადა, მაგრამ მუცელზე ჭრილობა ეტკინა და ისევ გადაწვა. ექთანმა გვერდით მიუწვინა ბავშვი.
_ჩაიბარეთ თქვენი ვაჟკაცი, გემრიელად დანაყრდა და ცოტა ხანს აღარ შეგაწუხებთ.
ნანამ ინტერესით გადაუწია ბავშვს ცისფერ ფუჭფუჭებიანი ქუდი და სიყვარულით დააცქერდა. მერე ვატოს შეხედა სიხარულით.
_შენ გგავს. წარბს ზემოთ ხალიც კი შენი აქვს. რა საყვარელია._ფრთხილად მიეფერა ლოყებზე.
ბავშვმა დედის სუნი რომ იცნო, გაიტრუნა. საყვარლად აკრუტუნდა კატასავით. ვატო ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა მისთვის ორ უძვირფასეს ადამიანს და გული გამალებით უცემდა.
***********************
პატარა გიორგი მშვიდი და ადვილი გასაზრდელი ბავშვი აღმოჩნდა. მთავარია მაძღარი ყოფილიყო და ჩასვრილი არ ქონოდა, ისე წყნარად იყო, მის ხმას ვერავინ იგებდა. თამარას ჭკუა ეკეტებოდა შვილთაშვილზე. არც ნაზი გამოხატავდა მის მიმართ ნაკლებ სიყვარულს. რძალს პირველი შვილიშვილის ჩუქებისთვის ოქროს სამაჯურიც კი აჩუქა. მართალია, მეტწილად მაინც იწვა და ეძინა, მაგრამ ნანა უკვე მიჩვეული იყო მის უსაქმურობას და ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა. თავიდან ცოტა გაუჭირდა, სანამ კარგად მომჯობინდებოდა, მერე კი ისევ ისეთი ნანა გახდა, უფრო ყოჩაღიც კი, ლაღი და ბედნიერი. თავიდან ცოტა გაუჭირდა შვილისთვის გიორგის დაძახება, მაგრამ მერე ისე მიეჩვია, შვილის სახელის გარდა არანაირი დანიშნულება არ ქონდა მის სახელს. მხოლოდ ერთხელ, როცა მანიკამ ახსენა მისი დანიშვნა, გული შეუქანდა. უფრო იმაზე, ვინც ცოლად მიიყვანა. ეს ევა იყო და მანიკა იყო მისი ხელის მომკიდე. ქორწილში არ დაუპატიჟიათ. რომც დაეპატიჟათ, არ წავიდოდა. ბედნიერი და კმაყოფილი იყო თავისი ოჯახით. თამარა ბებოს დიდ პატივს სცემდა. ასე თუ ისე ნაზის პატივისცემასაც მიეჩვია. სხვა თუ არაფერი, მისი ქმრის დედა იყო და არასდროს დაუყენებია ქმარი არჩევანის წინაშე. იცოდა რომ ცოლს თავისი ადგილი ქონდა და დედას თავისი. ცუდი იყო თუ კარგი, მისი მშობელი იყო და თავისებურად უყვარდა ის ალქაჯიც ვატოს. ქმარიც გაგიჟებით უყვარდა ნანას და შვილიც. მათზე ამოსდიოდა მზე და მთვარე და მისი საფიცრები იყვნენ. პირველი აღუები, პირველი კიჭები, პირველი დედა და პირველი ნაბიჯები_ნანას ცხოვრებაში დაუვიწყარი იყო.
ერთი წლის რომ გაუხდათ გიორგი, მაშინ მიხვდა რომ მეორე ბავშვზე იყო ორსულად. ვატოს მეორე შვილის ხსენება არ უნდოდა. ისეთი დღეები გამომატარე, არ მინდა დაგკარგო და მეორე შვილს არ გააჩენო. ხო და, დაუმალა ქმარს ორსულობის შესახებ. ოდნავ წამოზრდილი მუცელი გვიან შენიშნა ვატომ. გაგიჟდა და გაიცეტა თავი. სერიოზულად მაშინ იჩხუბეს.
_მაგ ბავშვს არ გააჩენ!_კატეგორიულად გამოუცხადა._ხვალვე წამომყვები ექიმთან და მოიშორებ.
_შვილის მკვლელი დედა არ გავხდები!_არ დაუთმო ნანამ.
_ხვდები რას აკეთებ? შენს სიცოცხლეს საფრთხეში იგდებ. არც საკუთარ თავზე ფიქრობ და არც ჩემზე.
_არაფერი მომივა.
_შენი სიტყვების იმედად ვერ ვიქნები. არ მინდა დაგკარგო, რატო არ გესმის?
_არ დამკარგავ, არაფერი მომივა, დამიჯერე.
_გიორგი ხომ გვყავს, მეტი შვილი რა საჭიროა?
_ღმერთს ნუ სცოდავ, შვილები ყოველთვის საჭიროები არიან. დაგეგმილ საკეისროს გავიკეთებ, არაფერი მომივა. მე მინდა შენგან შვილები. ნახე._ხელი დაუჭირა და მიცელზე მიადებინა._,ცოცხალია უკვე, მოძრაობს. ამის მოკვლა გინდა?
_თუ კი შენს სიცოცხლეს ემუქრება, მოვკლავ._მკაცრად გამოსცრა კბილებში ვატომ და გარეთ გავიდა.
სიგარეტს ნერვიულად გაუკიდა და ღამის სიბნელეს უაზროდ გახედა. მეორე შვილი როგორ არ უნდოდა მაგრამ ნანას პირველი მშობიარობა რომ ძალიან რთული ქონდა და ძლივს გადაიტანა, მაგის გამო არ უნდოდა. მის მუცელში ამოძრავებული უმანკო არსება რომ შეიგრძნო ხელის გულით, აღელდა და გაუხარდა, მაგრამ თანახმა იყო მოეშორებინა, რომ ნანას სიცოცხლე დაეცვა.
მოულოდნელად წელზე ხელის შემოხვევა იგრძნო და შეკრთა. თამარა იყო.
_რა მოგივიდათ შვილო, რატო ჩხუბობთ?
_ნანამ თავისი ორსულობის ამბავი დამიმალა ბებია. ბავშვი უკვე მოძრაობს მუცელში. რატო მომექცა ასე?
თამარაც გააოგნა ახალმა ამბავმა. ყველაზე ნაკლებად ამას მოელოდა ნანასგან. რაც მაგან სიმწარე ნახა პირველ შვილზე, არავის ეგონა თუ მეორეს გაბედავდა. მერე, ნელ-ნელა სიხარულმა მოიცვა მისი გული, მეორე შვილთაშვილის დაბადების სიხარულმა.
_თუ კი თვითონ უნდა და დარწმუნებულია, რომ არაფერი მოუვა, შენ რატო ეჩხუბები და აშინებ?
_მე თვითონ მეშინია ბებია, მაშინ რამის თან გაყვა გიორგის დაბადებას, ახლა რა იქნება? თვითონ არც არაფერი გაუგია, უგონოდ იყო, მე? რატო ჩემზე არ ფიქრობს? ვერ გადავიტან მაგას რომ რამე მოუვიდეს.
_დაწყნარდი შვილო, დამშვიდდი. დაუყვავე. მის გადაწყვეტილებას პატივი ეცი. თვითონ უკეთესად იცის როგორ იქნება. თავიდანვე აიყვანეთ ექიმი და რეგულარულად ამოწმოს მისი მდგომარეობა. ის მაშინ პირველი იყო, გაუჭირდა მშობიარობა. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. სისწრაფეში ექიმს შეცდომა მოუვიდა, ბევრი სისხლი დაკარგა. ახლაც ასე ხომ არ უნდა მოხდეს? წინასწარ დაგეგმავთ ოპერაციას და მშვიდად ჩაივლის ყველაფერი. ნუ ეჩხუბები და ნუ ანერვიულებ. ცოდოა გოგო.
_მე? მე ცოდო არ ვარ?
_მას სჯერა რომ კარგად იქნება და შენც დაუჯერე. თუ კი ბავშვი ცოცხია და მოძრაობს მუცელში, მისი მოშორება უფრო რთული და საშიშია. დამპირდი, რომ აღარ ეჩხუბები და დაბლა ჩასულს აღარ შემომესმება თქვენი ყვირილის ხმა.
_აღარ ვიყვირებთ, გპირდები._შუბლზე აკოცა ბებიას.
მოხუცი ფრთხილი ნაბიჯებით ჩავიდა ძირს. ვატომ მეორე სიგარეტიც მოწია ნერვიულად და ისე შევიდა ოთახში. ნანა ემბრიონის პოზაში მოკეცილი იწვა საწოლზე და მუცელს ეფერებოდა. ქმრის შესვლა კი გაიგო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ვატო გვერდით მიუწვა, თავი ააწევინა და ცრემლიან თვალებში ჩახედა.
_მაპატიე, თავი ვერ გავაკონტროლე. შენი დაკარგვა არ მინდა მაგ ბავშვის ხარჯზე. მეშინია, გესმის? რა დღეები გამოვიარე შენ ხომ არ იცი?
_იგივე არ განმეორდება, დამიჯერე. მე მინდა ეს ბავშვი. შენი შვილები მინდა. აზრს ვერ შემაცვლევინებ, ტყუილა ეცდები!_ისეთი მტკიცე იყო ნანა, ვატო მიხვდა რომ ვერც ჩხუბით და ვერც ხვეწნა-მუდარით ვერ გადააფიქრებინებდა ცოლს. მეტი გზა არ ქონდა, უნდა შეგუებოდა ამ ამბავს. თან, ცოცხალი ბავშვის მოშორება უფრო რთული და საშიშიაო თამარამ. მკლავი თავქვეშ ამოუდო და კოცნით დაუფარა ცრემლიანი სახე.
დილით ნაზიმ რომ შეიტყო ახალი ამბავი, ძალიან გაუხარდა, მეორე შვილიშვილის ღირსიც გავხდებიო.
ვატო ახლა კი მართლა არ აკარებდა ცოლს ცივ ნიავს. არაფერს აკეთებინებდა, ფაიფურის თოჯინასავით უფრთხილდებოდა. ექიმიც წინასწარ აუყვანა და ხშირად დაყავდა კონსულტაციებზე. ნანასიც და ბავშვის მდგომარეობაც კარგი იყო. ვატოს სიამაყის და სიხარის გრძნობა ერთნაირად დაეუფლა, როცა ექოზე უთხრეს, ესეც ბიჭიაო. ნელ-ნელა მანაც დაიწყო იმის დაჯერება, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
მუცელი უკვე კარგად რომ წამოეზარდა და თვალსაჩინო გაუხდა, მანიკა გათხოვდა. იმ ლექსოს გაყვა ცოლად, ნანას რომ დასდევდა ბავშვობაში. მცირე წრეში გადაწყვიტეს ქორწილი და ამ წრეში რაღა თქმა უნდა, ნანაც იქნებოდა. ძალიანაც არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მანიკამ გაიგიჟა თავი, ძალიან მეწყინება თუ არ წამოხვალო. მანიკა ნანას ხელის მომკიდე იყო და ეკუთვნოდა ქორწილში მისვლა. ასევე, მანიკა იყო ევას ხელის მომკიდე და ისიცი იქ იქნებოდა. გიორგისთან შეხვედრა არ უნდოდა. მასზე საერთოდ აღარ ფიქრობდა, მაგრამ მაინც ფეხს ითრევდა. არც ევასთან შეხვედრა უნდოდა რატომღაც. იცოდა, მისი გრძელი ენის ამბავი და ეშინოდა, ვატოსთან არ წამოსცდენოდა რამე. ბევრი ხვეწნისა და მუდარის მერე როგორც იქნა, დაიყოლია მანიკამ. პატარა გიორგი დედამთილს დაუტოვა და სიმპატიურ ქმართან ერთად წავიდა ქორწილში. ისეთი კაბა ეცვა, მუცელი მთელი თავისი სიმშვენიერით უჩანდა. ძალიან ლამაზი ორსული იყო. ჯვრისწერაზე დიდხანს ფეხზე დგომა ვერ შეძლო და ეკლესიის ეზოში გამოვიდა. ვატოს დაუწყო თვალებით ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. შორიახლოს მდგარ სკამს მიაშურა და ფრთხილად ჩამოჯდა. აღფრთოვანებული თვალებით ათვალიერებდა გაზაფხულის ფერებით მოჩითულ ეზოს. მერე ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და შეკრთა. გიორგი და ევა იდგნენ მოშორებით.
წამით შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. ისევ ნანამ მოარიდა მზერა. ფრთხილად წამოდგა და ისევ ეკლესიაში დააპირა შესვლა. ევამ ნანას რომ მოჰკრა თვალი, ნაძალადევი ღიმილით გამოეშურა მისკენ.
_მოკლეთ, შანსს არ უშვებ ხელიდან, იბერები და იბერები. აქაო და დედისერთაა ჩემი ქმარიო, შვილები დახვიე თავზე?_ევამ მუცელზე მოუთათუნა ხელი.
ნანა აილეწა. მიხვდა რომ სიბრაზისგან გაწითლდა. გიორგის შეხედა, რომელიც მუცელზე მისჩერებოდა. მის დანახვას მაშინდელივით არ აუფორიაქებია. მიხვდა, რომ შეძლო მისი დავიწყება და გულში ეამა. უსიტყვოდ აუარა გვერდი ცოლ-ქმარს და ისევ ეკლესიისკენ აიღო გეზი. გზაში ვატო წამოეწია, წელზე მოხვია ცოლს ხელი, ლოყაზე ნაზად აკოცა და ისე განაგრძეს გზა. ნანა ზურგიდან გრძნობდა გიორგის დაჟინებულ მზერას, მარამ სულაც არ ღელავდა. უბრალოდ, ეცოდებოდა ევას გვერდით საწყალი ბიჭი.
რესტორანში დიდხანს არ დარჩენილან. დედამთილთან დარჩენილი გიორგი ედარდებოდა. თან ხმაურზე თავი სტკიოდა უკვე. მანიკას და ლექსოს დაემშვიდობნენ, რომელიც ასევე შეფარვით უმზერდა ნანას მუცელზე და სახლში წამოვიდნენ.
ვატოს სამსახურში საქმეები კარგად აეწყო. კარგი სპეციალისტი იყო, უფროსობამაც იცოდა და სხვა უკეთესი შეთავაზება რომ არ მიეღო და იქ არ გადასულიყო, ხელფასი მოუმატეს. ძველი მანქანა გაყიდა, ცოტა კიდევაც დაამატა და ახალი მოდელი იყიდა. ნანას მშობიარობისა ძალიან რომ ეშინოდა, ისე არ მოხდა. წინასწარ დაგეგმეს და ზაფხულის დასაწყისში მშვენიერი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტყუილად უსკდებოდა ვატოს გული, დედაც კარგად გრძნობდა თავს და შვილიც.
ორი შვილის დედა უფრო დაქალდა და დამშვენდა ნანა. ისეთი ყოჩაღი იყო, ვერცხლის წყალივით მოძრაობდა სულ. თამარა ბებოს ნასწავლი საქმე და დარიგებები დიდად ადგებოდა დიდი ოჯახის მოვლაში. ცოტა, თამარა ვეღარ იყო ძველებურად ენერგიაზე. საქმე ხომ უჭირდა და სიარულსაც ვეღარ ახერხებდა ბოლოს. ნანა დიდი სიყვარულით და პატივისცემით ეპყრობოდა მოხუცს, რომელიც სულ მუდამ მის ლოცვაში იყო.
ბიჭები უკვე სკოლაში დაყავდა ნანას, რომ თამარამ 85 წლის ასაკში დატოვათ. გულიანად დაიტირა ნანამ ქმრის ბებია, რომელიც საკუთარ ბებიაზე მეტადაც კი უყვარდა. ცოტა გაუძნელდა საყვარელი ბებიის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ბოლოს მიეჩვია. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა? თამარას სიკვდილიდან ორი წლის თავზე ნაზიც დაიღუპა. როგორც ყოველთვის, სტუმრად იყო და ტაქსით ბრუნდებოდა სახლში. მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ლამპიონის ძელს შეასკდა. მძღოლი გადარჩა, ნაზიმ კი ადგილზევე დალია სული. მართალია დიდად არ ეხატებოდა ნანას დედამთილი გულზე, მაგრამ მასაც დაადევნა ლაზათი.
დარჩნენ ნანა და ვატო თავის ვაჟკაცებთან მარტო უზარმაზარ სახლში და ტკბილად და დიდი სიყვარულით განაგრძობდნენ ცხოვრებას. როგორც ყველა ცოლ-ქმარს, პატარპატარა შეკამათებები მათაც ქონდათ, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ და ცხოვრებას დიდი სიყვარულით აგრძელებდნენ. შვილებიც ძალიან კარგები ყავდათ. სახლში თუ კარში, სკოლაში თუ სკოლის გარეთ, ყველა მათ შვილებზე ლაპარაკობდა.
გიორგიმ წარმატებით დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტშიც მოეწყო იურიდიულზე. მამამ მანქანა უყიდა და მართლაც სასურველი სასიძო იყო. ახოვანი, ტანადი, მამის მსგავსი სიმპატიური ბიჭი იყო. ზრდილობიანი და უაღრესად კარგად აღზრდილი. ნანა და ვატო ხვდებოდნენ, რომ გოგოებისგან მოსვენება არ ქონდა მათ ბიჭს, მაგრამ ზრდილობიანად იშორებდა მიძალებულ გოგოებს. არავინ გიყვარსო, რომ ეკითხებოდნენ, მორიდებით იღიმოდა და მამის მსგავს ხალიან წარბს ეშმაკურად ეწეოდა ზემოთ. ბოლო დროს ხშირად იკეტებოდა ნიკოლოზთან ერთად ოთახში და რაღაცას საიდუმლოდ საუბრობდნენ ძმები.
ერთხელ, ვახშმობისას სერიოზულად ჰკითხა მშობლებს.
_ცოლი რომ მოვიყვანო, წინააღმდეგები ხომ არ იქნებით?
ნანა დააბნია მოულოდნელმა კითხვამ. წარმოდგენაც კი არ ქონდა ვინმე თუ უყვარდა.
_რა პრობლემა უნდა გვქონდეს? მეც შენს ასაკში მოვიყვანე დედაშენი._გაეღიმა ვატოს და ჭაღარაშერეული საფეთქელი მოიქექა.
_მოიყვანე კი არა, მოგიყვანეს._გაეღიმა ნანას და ისეთი თვალებით შეხედა ქმარს, მასაც გაეღიმა.
_კარგი გოგოა, ვინ არის?_შვილს ზურგიდან მიუახლოვდა ნანა და თავზე აკოცა.
_ჩემთვის ძალიან კარგია. ქეთა ქვია.
_მთავარია შენთვის იყოს კარგი._ვატომ სიყვარულით გახედა შვილს._შენთან სწავლობს?
_არა, სკოლას ახლა ამთავრებს.
_ასეთი პატარა?_ნანას გაუკვირდა, თუმცა გაახსენდა, რომ თვითონაც ახალი დამთავრებული ქონდა სკოლა, ვატოს ცოლი რომ გახდა.
_მივიდეთ მის მშობლებთან, დავნიშნოთ?_ვატომ ინტერესი გაურია ხმაში.
ნანა ისევ შვილთან იდგა და ზურგიდან ეხუტებოდა პირმშოს და ქოჩორს თითებით უწეწავდა. ატყობდა რომ გიორგი ღელავდა და მის დამშვოდებას ასე ცდილობდა.
_დედამისია უარზე._სევდიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ.
_არ გაემტყუნება. შვილის გათხოვება ყველა დედას ძალიან უჭირს, მითუმეტეს მასეთ ასაკში._უცნობი მძახლის მხარე დაიცვა ნანამ.
_მერე, დედა თუ უარზეა, უნდა მოიტაცო?_ცოტა შეშფოთდა ვატო.
_არა, თანახმაა თავისი სურვილით გამომყვეს. თქვენგან წინააღმდეგობა ხომ არ შემხვდება?
_თუ გოგოსაც უყვარხარ და თავისი სურვილით მოგყვება, რომელ წინააღმდეგობაზე მელაპარაკები?_ისევ გაეღიმა ვატოს.
ნანა უსიტყვოდ უჩეჩავდა ისევ ქოჩორს. შიშობდა, გოგოს დედას არ გაეგიჟებინა თავი და რამე არ მოემოქმედებინა გიორგის წინააღმდეგ.
_სად გაოცანი?_მოულოდნელად დაინტერესდა ნანა._სადაურია?
_მის წარმომავლობას საიდუმლოდ შევინახავ, კარგი?_ეშმაკურად გაიღიმა გიორგიმ.
_უკვე მაშინებ._ნანასაც გადაედო მისი ღიმილი.
_გპირდები, მალე გაგაცნობ მომავალ რძალს და დარწმუნებული ვარ ერთმანეთი ძალიან მოგეწონებათ. მანამდე ფოტოს დასჯერდი._გიორგიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ქეთასთან ერთად გადაღებული ფოტო აჩვენა.
ნანა ინტერესით დააკვირდა გოგოს. მართლაც მშვენიერი იყო, ლამაზი მწვანე თვალები და გრძელი წაბლისფერი თმა ქონდა. გულღიად იცინოდა. ისეთი მომაჯადოებელი ღიმილი ქონდა, მოეწონა მომავალი სარძლო.
_მე სასწავლებელში მგონიხარ და შენ თურმე ამ გოგოსთან ერთობი.
_ჩემი კურსელის ახლობელია, იქ იყო მოსული. გავიცანი და მოგვეწონა ერთმანეთი. მერე, შემთხვევით გადავეყარე ქუჩაში. ნელ-ნელა ეს შემთხვევითი შეხვედრები მოვუხშირე და... ერთმანეთი გვიყვარს. თანახმაა გამოიპაროს, ოღონდ ჯერ სკოლას დაამთავრებს, რომ ატესტატი აიღოს.
ნანა ისევ დაიხარა და სიყვარულით აკოცა შვილს.
_დედამისი რატოა წინააღმდეგი, უნდა ასწავლონ?_დაინტერესდა ვატო._ თუ მასეა, ვუთხრათ, რომ ჩვენ ვასწავლით, რა პრობლემაა?
_არ ვიცი, უბრალოდ მე არ ვუნდივარ სიძედ.
_რაო?_აღშფოთება დაეტყო ნანას ხმაში._ ვითომ რას გიწუნებს? შენისთანა სიძე თუ სხვა იშოვა სადმე, მადლობა მოიხადოს. ვერ უყურებ იმ წუნიას? მაინც რა დაუწუნა ჩემს ვაჟკაცს?_ნანა ისევ ჩაეხუტა შვილს და აკოცა._მითხარი ერთი ვინ არის და დაველაპარაკები.
_არ ღირს. ძალიან შეუგნებელი ქალია.
_იცნობ?_გაუკვირდა ნანას.
_შემთხვევით გადავაწყდით მე და ქეთა სეირნობის დროს.
_მამა არ ყავს? იქნებ იმას დაველაპარაკო._ვატომ გამოთქვა თავისი აზრი.
_მამამისს ვიცნობ, ძალიან კარგი კაცია. ქეთაც ძალიან კარგად ახასიათებს. მამამისი გაგვიგებს. დედაა ცოტა პრობლემა. ალქაჯი ქალია ძალიან.
_ალქაჯების მორჯულება მეხერხება, არ ინერვიულო._გაეცინა ნანას.
საღამოს დასაძინებლად რომ დაწვნენ, ნანამ როგორც ყოველთვის ქმარს მკერდზე დაადო თავი და ერთხანს გაიტრუნა. მერე გიორგის მომავალ დანიშვნაზე ჩამოუგდო საუბარი.
_ნეტა ვიცოდე ვინ არის დედამისი, დაველაპარაკებოდი. რას უწუნებს ვითომ ჩვენს ბიჭს? იმიტომ კი არა რომ ჩვენია, მართლა საუკეთესოა. ამაზე კარგი ვინ უნდა უპოვოს თავის შვილს? მეშინია, შარში არ გააყოფინოს თავი.
_გოგოსაც უყვარს და ნუ დარდობ, რა შარში უნდა გააყოფინოს თავი? მთავარია ერთმანეთი უყვართ. სიყვარულს კი ბევრი რამე შეუძლია.
ნანამ ხმა აღარ გასცა ქმარს. უფრო მჭიდროდ მიეკრა და გაიტრუნა. გიორგის და ქეთას გადაწყვეტილება ედარდებოდა. შიშობდა, ქეთას დედას არაფერი აეტეხა მისი შვილისთვის. ისიც ებრაზებოდა, რატო იწუნებდა მის შვილს. ტანადი, ახოვანი, სიმპატიური, ნასწავლი, მანქანიანი, ასე თუ ისე შეებული ოჯახის შვილი. რა უნდოდა ვითომ მეტი? გაახსენდა, რა აუტანელი იყო ნაზი, მაგრამ შეძლო მისი ატანა თამარა ბებოს ბრძნული დარიგებების წყალობით და ვინ იქნებოდა ამისთანა ეს ქეთას დედა, რომ ვერ აეტანა ნანას?
მთელი ღამე ვერ მოხუჭა თვალი. ნერვიულად იწრიალა საწოლში. არ უნდოდა ქმარი გაეღვიძებინა და წამოდგა. ხალათი მოიცვა და გარეთ გავიდა. რაც ნაზი დაიღუპა, მისი ოთახი გაარემონტეს, ყველანაირი ვეში გამოცვალეს და ახლა მათი იყო ის საძინებელი. საქანელა სკამი, რომლისთვისაც ადგილი ოდნავადაც არ შეეცვალათ, კარგად შელახულიყო უკვე, მაგრამ ნანას განსაკუთრებულად უყვარდა და ვერ ელეოდა. ამ სკამზე ისხდნენ პირველად რომ აკოცა ვატომ და იგრძნო რომ უყვარდა. ახლაც ამ სკამზე აიკეცა ფეხები და ოდნავ გაქანდა. გიორგის მომავალი აფიქრებდა... ეტყობოდა რომ ქეთა ძალიან უყვარდა და უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო მასთან. არ უნდოდა მშობლები უხეშად ჩარეულიყვნენ მათ ცხოვრებაში. უნდოდა ახალგაზრდებს ბედნიერად და დიდი სიყვარულით ეცხოვრად. ვატო თითქოს მშვიდად შეხვდა ამ ამბავს. ქეთას დედის ამბავი გულზეც კი არ მოუხვედრებია. ნანა კი მოსალოდნელ ქარიშხლის მოახლოვებას გრძნობდა და ეფიქრებოდა. გადაწყვიტა, ნიკოლოზი დაეკითხა დილით, იქნებ მას მაინც სცოდნოდა რამე გიორგის იდუმალ შეყვარებულზე. ადგა, ფრთხილი ნაბიჯებით ავიდა მაღლა და ბიჭებს დახედა. ნიკოლოზს მშვიდად ეძინა. მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა და ახლა გიორგის მიუბრუნდა. შეატყო რომ გიორგის ეღვიძა და დედას თავს აჩვენებდა მძინარედ. აღარ გამოლაპარაკებია, მასაც აკოცა შუბლზე და ისევ დაბლა ჩავიდა.
ვატოს ეღვიძა.
_სად იყავი?_ხელი მოხვია და საწოლში შეიცურა ცოლი.
_ბიჭებს დავხედე... როგორ უცბად დაგვეზარდნენ. გიორგი უკვე დანიშვნაზე ფიქრობს. მალე ნიკოლოზიც მიყვება... როგორი რძლები შემოგვივლენ ოჯახში, მედარდება.
_შენ ისეთი კარგი მყავხარ, ყველანაირ რძალს აიტან. შენი სიკარგით ისიც გაკარგდება. წინასწარ რა განერვიულებს?
_ქეთას დედაზე ვფიქრობ. რომ არ მოუსვენოთ? მაცოფებს იმაზე ფიქრი, რომ ჩემს შვილს იწუნებს. არა რა, მაინც რა არ მოსწონს?
_ყველა დედა შენსავით ფიქრობს, რომ მისი შვილი საუკეთესოა. ქეთას დედაც მასე ფიქრობს თავის შვილზე და იმიტომაც იწუნებს ჩვენს ბიჭს.
_მაგრამ დასაწუნი რომ არაფერი აქვს?
_კარგი, დაწყნარდი, ნუ გამოაჩინე დედის კლანჭები._ ვატო წამოიწია და მთვარის შუქით განათებულ ცოლს ღიმილით ჩახედა თვალებში.
ნანამ რაღაცის სათქმელად დააღო ისევ პირი, მაგრამ ვატომ კოცნით გააჩუმა. გაუძალიანდა, მისი ტუჩები მოიშორა და მაინც თქვა სათქმელი:
_არავის დავაჩაგვრინებ ჩემს შვილს.
ვატო ისევ დაეწაფა და კოცნით მოამუწინა პირი. მერე, ხელი თხელი პერანგის ქვეშ შეუცურა და ნაჭრილობევ მუცელზე მიეფერა. ნანა სიამოვნებისგან გაიზმორა, კისერზე მოხვია მკლავები და მთელი ძალით მიეხუტა ქმარს.
***********************
იმ დღის მერე გიორგის აღარაფერი უთქვია დანიშვნაზე. ნანა ბევრს ეცადა, საიდან აღარ მიუდგა, მაგრამ ვერაფერი დააცდევინა. არც ნიკოლოზის დაკითხვამ მისცა შედეგი. ან მართლა არ იცოდა არაფერი, ან ძმას არ აბეზღებდა. გვარიანი სანერვიულო გაუჩნდა. გაურკვევლობა სტანჯავდა. სკოლის დამთავრების დრო რომ ახლოვდებოდა, უფრო და უფრო ღელავდა. ყოველ ჯერზე, როცა გიორგი ურეკავდა, შიშით პასუხობდა. ეგონა, ან ახლა ახარებდა ცოლის მოყვანას, ან ახლა.
ვატო შედარებით მშვიდად იყო. ან, ასე აჩვენებდა თავს. დილიდან დაღამებამდე სამსახურში იყო, დაღლილ-დაქანცული რომ მოდიოდა სახლში, ნანა ატყობდა რომ აღარაფრის თავი აღარ ქონდა და თავისი ეჭვებით და შიშებით აღარ აწუხებდა.
ერთ მშვენიერ დღეს კი ის დღეც დადგა, რომელ დღეზეც ასე ღელავდა და ნერვიულობდა ნანა. გიორგიმ რომ დაურეკა, გულისფანცქალით უპასუხა.
_დავინიშნე._გიორგის აღტაცებული ხმა რომ ჩაესმა, გული აუჩქარდა._კარგად ვართ, არ ინერვიულო. ისეთ ადგილზე ვართ, ვერ გვიპოვნიან. მიყვარხარ.
_ბედნიერები მყავდით შვილო._ეს თქვა მხოლოდ და ბედნიერების ცრემლებმა დაუსველა ღაწვები.
_სად ხართ შვილო?_ესღა ამოიჩურჩულა ძლივს.
_არ ინერვიულო დე, კარგად ვართ. მიყვარხარ. ქეთა მოკითხვას გითვლის._ეს უთხრა და ტელეფონი გაუთიშა.
ქმარს დაურეკა, ახალი ამბავი უთხრა.
_როგორც კი მოვახერხებ და განვთავისუფლდები, წამოვალ. არ ინერვიულო. ნიკოლოზი არ მოვიდა?
_არა, ბიძიასთან ვარ, ტბაზე თევზი უნდა გავუშვათ და დღესაც ვერ მოვალო.
_ნიკასთვის დაგერეკა, დედაშენი გადმოეყვანა რომ მარტოს არ შეგეშინდეს. როგორც კი შევძლებ, წამოვალ. არ ინერვიულო.
იმის მოლოდინში, რომ შეიძლებოდა ქეთას დედა მოვარდნილიყო და ისტერიკა მოეწყო, ნანა დაძაბული იყო. ყოველ გაფაჩუნებაზე კრთოდა. მაგრამ სულ ტყუილად. არავის შეუხსნია მისი ქუჩის კარი. საღამო ხანს კი, როცა უკვე იმედი გადაეწურა ვისიმე მივარდნის და წიოკის, მათ ქუჩაში მანქანა გაჩერდა. გარედანვე ქოთქოთით შემოვარდა ქალი. ნანას გაოცებას სახღვარი არ ქონდა, როცა ამ ქალში თავისი კლასელი და ერთ დროს დაქალი ევა ამოიცნო.
_სად არის შენი შვილი?_ისეთ ხმაზე იკივლა ევამ, ნანა შეკრთა.
_ტბაზე, ბათოსთან._ არ დაიბნა ნანა.
_სად არის-მეთქი შენი შვილი.
_ტბაზე.
_რას მეკაიფები? დიდზე გეკითხები, დიდზე. სად წაიყვანა ჩემი გოგო!
_რა ხდება, იქნებ ამიხსნა?_სიმშვიდის შენარჩუნება სცადა ნანამ.
_შენმა უფროსმა ბიჭმა ჩემი გოგო მოიტაცა. სად გადამალეთ? ქეთა, შვილო, აქ ხარ?_ბოლო ხმაზე აკივლდა ევა.
_მეხუმრები? რა გოგო მოიტაცა? სასწავლებელშია...
_შენი აზრით მეხუმრება? სად გადამიმალეთ გოგო? გიჩივლებთ იცოდე. ციხეში ამოგილპობ შვილს._არ ცხრებოდა ევა.
_ჩემს შვილს ზედმეტად შეეხები და არ გაცოცხლებ._კბილებში მრისხანეთ გამოსცრა ნანამ.
ევა შეაკრთო ნანას მუქარამ, წამიერად გაშეშდა კიდეც. არასდროს ენახა ასე გაბრაზებული და უკვირდა კიდეც. ძუ ლომივით იცავდა შვილებს... მოგვიანებით გიორგიც შემოვიდა მორიდებით და ცოლის დამშვიდებას შეეცადა. მის დანახვაზე ახლა ნანა შეკრთა, როცა სევდიანი მწვანე თვალებით შემოხედა. აი, თურმე, საიდან ეცნო ქეთას თვალები სურათზე რომ ნახა. რატომღაც არ ეგონა ესეც აქ თუ იქნებოდა.
_ვერ ისვენებ არა? ჯერ იყო და შენს შვილს ჩემი ქმრის სახელი დაარქვი. ახლა, იმდენი უჩიჩინე, რომ ჩვენი გოგო შეაყვარე და მოატაცებინე, რომ ჩემი ქმრის სიახლოვეს იტრიალო?
ნანამ ღონივრად მოიქნია ხელი და ისეთი სილა გააწნა ისტერიკააშლილ ევას, ქალი წაბარბაცდა.
_რატო არ უფიქრდები რას ამბობ? მე არაჩვეულებრივი ქმარი მყავს და არავისი ქმარი არ მჭირდება! ჩემს შვილს კი, ვინ უყვარდა, ამ წუთამდე არ ვიცოდი სანამ შენ არ მომივარდი. ვიცოდი, რომ ვიღაც უყვარდა და ამ სიყვარულით ბედნიერი იყო. არასდროს დავინტერესებულვარ მისი წარმომავლობით. გაეთრიე ჩემი სახლიდან! შენგან შეურაცხყოფას ვეღარ ავიტან! რაც თვითონ ხარ , სხვაც ის ნუ გგონია. მართლა არ ვიცი ჩემი შვილი სად არის და რომც ვიცოდე არ გეტყვი. შეარგე ბავშვებს ბედნიერება!
ევამ ნანასკენ გაიწია, მაგრამ გიორგიმ მოკიდა ხელი და შეაჩერა. ახლა ქმარს მიუბრუნდა გაავებული ქალი.
_ხო, ხო დაიცავი კაცებზე მონადირე უნამუსო. ყველა კაცი გადარია, მათ შორის შენც. აწი რაღა გინდათ? ხშირად შეხვდებით ერთმანეთს. შვილებს გამოიყენებთ იმისთვის, რომ თქვენ ინებივროდ ერთმანეთის მკლავებში.
გიორგის აშკარად ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო ცოლის ყვირილზე. ერთმენეთის მკლავებში ინებივროთო ეს რომ თქვა, მაშინ კი ვეღარ მოუთმინა, ძლიერად მოიქნია მარჯვენა და ახლა მან უთავაზა მადიანი სილა.
_მორჩა, დამღალა შენმა ეჭვიანობამ! არასდროს ამიწევია შენზე ხელი და მაიძულე. წამოდი, ქეთას ვტოვებთ მასთან ვინც უყვარს!
_რა იცი რომ უყვარს?_მტკივან ლოყაზე ხელი აიფარა ევამ.
_ვიცი. დიდი ხანია მითხრა ქეთამ და ის ბიჭიც გამაცნო. ძალიან კარგი ბიჭია, მე მომწონს. ჩემს შვილს არ შევუშლი ხელს, რომ ბედნიერი იყოს. არც შენ მოგცემ ამის საშუალებას. წამოდი!_მკაცრად უთხრა გიორგიმ, ცოლს ხელი მოკიდა და ეზოდან უკანმოუხედავად გაიყვანა.
_ამ საქმეს ასე არ დავტოვებ იცოდე!_ცოტა ნირწამხდარმა ევამ თითი დაუქნია ნანას და ქმარს იძულებით გაყვა.
მანქანა რომ დაიძრა და ჭიშკარს მოშორდა, ცოტა შვებით ამოისუნთქა. თავის საყვარელ ადგილს მღელვარედ მიუახლოვდა და ღონემიხდილი დაეშვა. გაოგნებული იყო, რაღა მაინცდამაინც მათ შვილებს შეუყვარდათ ერთმანეთი? დედამიწაზე გამოილია ხალხი? ეხლა, ვატო რომ გაიგებს ამ ამბავს და უეჭველი გაიგებს ევას წყალობით, რა რეაქცია ექნება ნეტა? ევა ხომ თავის საშინელ ვერსიას მოუყვება? როგორ უთხრა, კაცებზე მონადირეო? რომელი ერთი კაცი მოინადირა ნეტა? თვითონ გიორგის რომ აეკიდა, ძალიან კარგად იცოდა მათი ამბავი. ხომ იცოდა, რომ ბავშვობაში უყვარდათ ერთმანეთი, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? გიორგიც შეწუხებული ყოფილა მისი ეჭვიანობით. საწყალი გიორგი. ნანას კი გაუმართლა და არაჩვეულებრივი ქმარი შეხვდა და შვილებიც კარგი ყავს, მაგრამ გიორგი? ნაზის კისერზე იყო მისი ცოდო...
ვატო რომ მოვიდა და ცოლს შეხედა, მიხვდა, რომ ქარიშხალს ახალი ჩავლილი ქონდა.
_გაგაცნო მძახალმა თავი?_ღიმილით მიუჯდა ცოლს გვერდით.
_გაცნობა არც მჭირდებოდა, ბავშვობიდან ვიცნობდი.
_მართლა?_გაუკვირდა._ვინ არის?
_ევა.
_ევა? შენი კლასელი?
ნანამ თავი დაუქნია.
_და რატო არ მოსწონს ჩვენი შვილი?_ახლა ვატოს გაუჩნდა უკმაყოფილობის გრძნობა._რას უწუნებს ვითომ?
_გიორგი არაფერ შუაშია. ჩემი შვილი რომ არის ის არ მოსწონს.
_ან შენ რას გიწუნებს?
მოულოდნელად ნანა აქვითინდა და ქმარს ჩაეხუტა. ვატო შეცბა. ცოლის ეს რეაქცია არ მოეწონა.
_წლების წინ, სკოლის პერიოდში მე და გიორგის მოგვწონდა ერთმანეთი. ისე მოხდა, შენი ცოლი გავხდი. ხო და, ეჭვიანობს თურმე...
აშკარად შეატყო, რომ ვატო შეკრთა და ანერვიულდა მის ნათქვამზე. შეშფოთებული გასწორდა და თვალებში შეხედა. მის თვალებში უნდოდა ამოეკითხა, უბრაზდებოდა თუ არა, ეს ამბავი რომ დაუმალა. ვატო აშკარად გაოგნებული იყო და სიბრაზისგან ცახცახებდა კიდეც. ცივად მოიშორა ცოლი და წამოდგა. ნანამ შიშით შეხედა. ხმის ამოღება ვეღარ გაბედა. ასეთი გაბრაზებული ქმარი არასდროს ენახა. არც ამტყუნებდა. შვილს მისი პირველი სიყვარულის სახელი დაარქვეს და რა ჭკუაზე იქნებოდა ვითომ?
_რატო ერთხელ მაინც არ მითხარი?_ძლივს ამოილუღლუღა და ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს.
_არასდროს გიკითხია... არც ჩავთვალე საჭიროდ, უბრალოდ ბავშვური მოწონება იყო და მეტი არაფერი.
ვატომ ნერვიულად დაიწყო სიარული აქეთ-იქით.
_ვტყუივარ, სახელის დარქმევა არ უნდა დამენებებინა, მაგრამ შენი სურვილი იყო. ჩემი შვილის სახელს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წლების წინ დავივიწყე... შენ შემაძლებინე და ჩვენმა შვილებმა. მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ შევხვდი, ერთი ნათიას დაკრძალვაზე და მეორე მანიკას ქორწილში... და დღეს, ცოლთან ერთად რომ მოვარდა.
_რამე გითხრა?_ გიორგის მისამართით იკითხა ვატომ.
_არაფერი, ცოლს აწყნარებდა.
ვატოს მწარედ ჩაეღიმა. მერე მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა.
_სად მიდიხარ?_სასოწარკვეთილი ხმით დაადევნა ნანამ.
_ამ ამბის გააზრება და გადახარშვა მჭირდება._მოკლედ მოუჭრა და წავიდა.
ნანას ცრემლები წასკდა. გვარიანად გამოიტირა ყველაფერი ერთნაირად. ვატოს არ ამტყუმებდა. კაცი იყო და კაცური თავმოყვარეობა ქონდა. შვილს ცოლის ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვა... მართალია ნანას ინიციატივა არ ყოფილა, მაგრამ ხელიც რომ არ შეუშალა, ტყუოდა.
კარგა ხანს იჯდა ვერანდის ქვეშ და ელოდებოდა ქმარს, რომელიც სად წავიდა წარმოდგენა არ ქონდა. მერე, ნიკოლოზს დაურეკა, ბიძიასთან ვრჩები ისევო. გიორგისთანაც დარეკა, მაგრამ მას გამორთული ქონდა ტელეფონი. ცოტა აღელდა. ნერვიულად გაქანდა საქანელაზე. ღამის სიგრილემ ცოტა შეაწუხა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. ყველაზე მეტად ქმარზე დარდობდა ახლა. დარეკვა ვერ გაებედა. ისევ ვერანდის ქვეშ ჯდომა და ლოდინი არჩია.
გვარიანად იყო ჩამობნელებული, ვატო რომ მოვიდა. სიგრილეში ვერანდის ქვეშ მჯდარი ცოლი რომ დაინახა, შეეცოდა. მივიდა, გვერდით მიუჯდა და მხრებზე მოხვია ხელი.
_როგორი ცივი ხარ._უთხრა და მიიხუტა._ცოტა რთული მოსასმენი იყო შენი აღიარება. ახლაც კი მიჭირს შეგუება. მეწყინა, არასდროს არაფერი რომ არ გითქვია ჩემთვის. შენ იცოდი, რომ მე ლელა მიყვარდა. შენ კი არასდროს გითქვია ვინ გიყვარდა...
_რომ მყვარებოდა, შენთან ხომ არ დავრჩებოდი? ორ კვირაში შემაყვარე თავი. ნამდვილი სიყვარული შენ განმაცდევინე. პირველი იყავი ჩემთვის და უკანასკნელიც შენ ხარ. შენს იქით მე ვერავის ვხედავ. მე შენ გენდობი და არ გეკითხები დაივიწყე თუ არა ლელა, იმიტომ რომ მე მართლა შევძელი გიორგის დავიწყება. ეჭვი არასდროს შემპარვია შენში. ევა რომ მოვიდა დღეს, მეც გაოგნებული დავრჩი ამ ამბით. ქვეყანაზე გოგოები დაილია, რომ მაინცდმაინც მათი შვილი არ შეყვარებოდა? მაგრამ მე მათ წინააღმდეგ არ წავალ, თუ უყვართ ერთმანეთი ერთად უნდა იყვნენ ბედნიერები. ჩემთვის გიორგი აღარაფერს ნიშნავს. ერთი უბრალო ადამიანია და მეტი არაფერი.
ნანა ფეხზე წამოდგა და ოთახში დააპირა შესვლა. ვატოც მაშინვე წამოდგა და შეაჩერა. გულში ჩაიკრა ცოლი და გაირინდა.
_გიორგის ველაპარაკე, ქუთაისში არიან._რატომღაც ჩურჩულით უთხრა ცოლს._ხვალ საღამოს ჩამოვლენ.
_ქუთაისში? იქ რა უნდათ, ვისთან არიან?_გაოცებულმა დააყარა კითხვები._როგორ არიან?
_დაწყნარდი, კარგად არიან, მეგობრის სახლში არიან. არც თუ ურიგო რძალი გვყავს. ისიც მელაპარაკა, მოგიკითხა. დედის გამო ბოდიში მოგვიხადა. ნიკოლოზიც მათთანაა.
_რაა?_ყურებს არ დაუჯერა ნანამ._როგორ მომატყუა, ბიძიასთან ვარო?
ვატოს გაეცინა.
_მძღოლი უნდოდათ და სხვას ხომ არ ეტყოდა?
_ის მატყუარა ისა, რამდენი რამ ვკითხე და ვითომ არაფერი იცოდა... მართვის მოწმობა ახალი აღებული აქვს და იმხელა მანძილზე როგორ ინდო მანქანა?_აღელდა და აფორიაქდა ნანა._ბათომაც რომ არაფერი მითხრა... გამოდის, ყველა მე მატყუებდა?
აფორიაქებული ცოლის დამშვიდებას კოცნით შეეცადა ვატო, მაგრამ ნანამ წინააღმდეგობა გაუწია და ხელიდან დაუსხლტა. ვატომ ისევ იმარჯვა და მკლავებში მოიმწყვდია. თან, ისეთი თვალებით ჩახედა, ნანას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა ტანში.
_ბებერო, რა ზრახვები გიტრიალებს თავში?_ეშმაკურად გაუღიმა და ისევ გაექცა.
ვატო ოთახის კართან წამოეწია და ისევ მოიმწყვდია ცოლი. თვითონაც ეშმაკური ღიმილით დაეწაფა აკისკისებულ ცოლს ტუჩებზე.
*********************
ნანა გულის ფანცქალით ელოდებოდა შვილების და ახლადშეძენილი რძლის გამოჩენას. ნერვიულად გადი-გამოდიოდა ეზოში. ტელეფონსაც ხშირად ამოწმებდა ჯიბეში, იქნებ დამირეკეს და ვერ გავიგეო. ვატოსაც ემჩნეოდა მღელვარება. ადვილი ხომ არ იყო, ახალი წევრი ემატებოდათ ოჯახში. უკვე სიბერისგან წელში კარგად მოხრილი ზაირა შვილს შეძლებისდაგვარად დასდევდა კუდში და მის დამშვიდებას ცდილობდა. ნანა მაინც ვერ მშვიდდებოდა, ისე ღელავდა, თითქოს თვითონ ყოფილიყოს ახალი პატარძალი. თავის თავზე არ უნერვიულია ასე, როგორც ახლა გიორგიზე და ქეთაზე ნერვიულობდა. დარწმუნებული იყო, შვილის არჩევანი კარგი იქნებოდა და მოეწონებოდა. თუმცა მაინც საშინლად ღელავდა.
მისაღებში იყო, გიორგის მანქანა ნიკოლოზმა სიგნალით რომ შემოაყენა ეზოში. ნანამ ფანჯრიდან დაინახა როგორ გადმოვიდა გახარებული ბიჭი მანქანიდან. ოთახიდან გამომავალი დედა რომ დაინახა, დამნაშავესავით გამოეშურა მისკენ. დედის მსგავსი ცისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
_შენ მერე მოგხედავ შენი ტყუილისთვის._უთხრა და მანქანას დაჟინებით მიაშტერდა საიდანაც უზომოდ ბედნიერი გიორგი გადმოვიდა და გაღიმებულ და დამორცხვებულ გოგოს ხელი შეაშველა. ნანა უარესად აღელდა. მუხლებში თითქოს სისუსტე იგრძნო. გვერდით მდგარ ქმარს დაეყუდა. მაღალი, გამხდარი, მშვენიერი შესახედაობის გოგო ღიმილით გამოეშურა დედამთილ-მამამთილისკენ. გრძელი, აბრეშუმივით წაბლისფერი თმა წელამდე სწვდებოდა. მწვანე ლამაზი თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდა. მორიდებით მიუახლოვდა ვატოსა და ნანას და გულთბილად მიესალმათ. ნანა ათრთოლებული გადაეხვია შვილს და რძალს ერთდროულად და დალოცათ.
_ბედნიერები მყავდით შვილებო. ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არ მოგშლოდეთ არასდროს._თან ბედნიერებისგან აუცრემლდა თვალები.
მერე, ოთახში შეუძღვათ და თამარა ბებოს ნასწავლი ტრადიცია გაიმეორა: ზღურბლთან ფაიფურის თეფში დააპირქვავა და ახლადშეუღლებულებს დაამტვრევინა.
ცხოვრების ახალი ეტაპი ეწყებოდა დედამთილის რანგში. ღელავდა კი, რა და როგორ იქნებოდა მომავალში, მაგრამ უზომოდ ბედნიერი იყო შვილის ბედნიერებით. გრძნობდა, ევა წყალს არ დააწმინდავებდა, მაგრამ სულაც არ ეშინოდა მისი. თვალებზე ეტყობოდათ გიორგის და ქეთას, რომ დიდი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან და ეს სიყვარული გადაალახინებდათ ყველაფერს. თვითონაც მათი დამცველი იქნებოდა. არავის მისცემდა მათი წყენინების უფლებას. გიორგის იმედიც ქონდა, იმ გიორგის, რომელმაც საკუთარი თუ ვერა, მათი შვილების სიყვარულს მაინც დაიცავდა. სიხარულის ცრემლებით დანამული თვალებით კიდევ ერთხელ შეხედა ბედნიერ წყვილს და თვითონაც უზომოდ ბედნიერი მიეხუტა ქმარს.
(დასასრული).



№1  offline წევრი Nataliko123

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, უზომოდ მომეწონა და ბევრიც მატირა???? მადლობა შენ საუკეთესო ხარ

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

Nataliko123
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, უზომოდ მომეწონა და ბევრიც მატირა???? მადლობა შენ საუკეთესო ხარ

დიდი მადლობა ????????
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი ეკა

დიდი მადლობა..წარმატებებიი

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

ეკა
დიდი მადლობა..წარმატებებიი

გაიხარეთ, დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№5  offline წევრი დუ სია

ლამაზი ისტორიაა, წარმატებები!

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

დუ სია
ლამაზი ისტორიაა, წარმატებები!

გაიხარეთ, მადლობა.
--------------------
მშვილდოსანი

 


№7  offline წევრი OKI ME

გუშინ დავიწყე და ღამეც გამათენებინა. ბოლოს რომ დავასრულე კითხვა და საათს დავხედე 5 ხდებიდა :დდდ

ლამაზი, თბილი, საყვარელი და საოცარი ისტორიაა. ❤️❤️ ნაზის და ევას გამოკლებით ყველა მესაყვარლება. პრინციპში არც ნანას მამა. აი, არ მესმის უბრალოდ ასეთი ადამიანების. არ ვიცი ზედმეტი სიყვარულით მოუვიდა შვილთან მსგავსი რამ თუ რა მოხდა.

ვატო ამ ისტორიაში ყველაზე პოზიტიური და საყვარელია ❤️❤️

შენ, მე ეს ისტორია შემაყვარე ❤️❤️

 


№8  offline მოდერი abezara98

ნამდვილად კარგი ისტორია იყო ყველანაირი ზედმეტი გაწელვის გარეშე ^_^

 


№9  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო❤️ძალიან მომეწონა❤️წარმატებებიი❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარინა

მადლობა
ვისიამოვნე კარგი ცხოვრებისეული ისტორიაა ????
წარმატებები!

 


№11  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მარინა
მადლობა
ვისიამოვნე კარგი ცხოვრებისეული ისტორიაა ????
წარმატებები!

მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№12  offline წევრი ელეო ნორა

TamoTi
ძალიან კარგი იყო❤️ძალიან მომეწონა❤️წარმატებებიი❤️❤️

გაიხარეთ ❤️❤️

abezara98
ნამდვილად კარგი ისტორია იყო ყველანაირი ზედმეტი გაწელვის გარეშე ^_^

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№13 სტუმარი სტუმარი Maia

Calian daintereso iko. Kvela ertmanetze uketesi madloba didi

 


№14  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი Maia
Calian daintereso iko. Kvela ertmanetze uketesi madloba didi

მადლობა თქვენ შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№15 სტუმარი სტუმარი Tamriko

Dzalian visiamovne kargi iyo momewona.

 


№16 სტუმარი სტუმარი ნათია

ემოციებით ამავსო ????????????

 


№17  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი Tamriko
Dzalian visiamovne kargi iyo momewona.

დიდი მადლობა

სტუმარი ნათია
ემოციებით ამავსო ????????????

გაიხარეთ
--------------------
მშვილდოსანი

 


№18 სტუმარი ნა ნა

გაიხარე.ძალიან მომეწონაა.კარგი გოგო ხარ❤

 


№19 სტუმარი manana

rogorc yoveltvis sauketesoooo

rogorc yoveltvis sauketesooooo

rogorc yoveltvis sauketesooo

 


№20  offline წევრი ელეო ნორა

ნა ნა
გაიხარე.ძალიან მომეწონაა.კარგი გოგო ხარ❤

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

manana
rogorc yoveltvis sauketesoooo

rogorc yoveltvis sauketesooooo

rogorc yoveltvis sauketesooo

უღრმესი მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№21 სტუმარი სტუმარი პაატა

თქვენი გაცნობა მინდა რამდენი წლის ხართ

 


№22 სტუმარი სტუმარი Mzia

Dzalian momecona ????????????????????????????????????????????gaixaret????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent