შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90's. 90- იანელი (9)


22-03-2021, 04:16
ავტორი Ninnin
ნანახია 1 287

****

სალომე იმედ გადაწურული  სახით წამოდგა, 
ამაყად , თავაწეულმა გადმომხედა,
სავარძელიდან  კმაყოფილი  მზერა ვესროლე და ჩავიხითხითე.
კარები ხმაურიანად მიიხურა  და უკან მოუხედავად  წავიდა.

- არ მითხრა რომ ეჭვიანობ! - კმაყოფილება არ დამალა  გიომ.
- გეჩვენება... - მოვდუნდი.
- არ გაქვს  საეჭვიანო... - ხელი გამომიწოდა.
- წავალ გვიანია... - ხელი ჩავჭიდე და წამოვდექი.
- სად წახვალ ... ძლივს მოხვედი... - ჩამეხუტა  და ორივე ხელით  მთელი ძალით  შემომეხვია.
- ზომას ვერ გრძნობ? - თავი მოვისაწ.....
- რის ზომას? - თავი გადამაწევინა  და ყელზე დამაცხრა  სველი ტუჩებით.
- მტკენ  და ვერ გრძნობ?
- შემომეგუდები.... - ხელები სახეზე გადაიტანა , ტუჩები  თითებით  მომისრისა  , მისი სუნთქვა ტუჩებზე  დალასლასებდა,  ფაქიზად ეხებოდნენ  ჩვენი ბაგეები ერთმანეთს, 
მის თითოეულ  შეხებაზე  ვცახცახებდი ,
სუნთქვა გაუხშურდა,
გულის წასვლამდე  ძალა გამოცლილი  თვალს  ვერ ვაშორებდი  მის აღგზნებულ მზერას.
ღილებიანი  პერანგი ერთი ხელის აქნევით  შემიხსნა ...

- არ უპასუხო... - ისეთი ვნებიანი  ხმით  მითხრა,  არც ვაპირებდი ... რამდენჯერაც არ უნდა აწკრიალებულიყო  მობილური,
მაინც არ ვუპასუხებდი ,
ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი,  რომლებიც "მალოის" იდეალურ სხეულზე  დახეტიალობდნენ.
- გასკდა რეკვით  ვიღაც ... - ამოვიკნავლე  კატასავით.
- " დაიკიდე " - უფრო ძლიერ დაეწაფა ტუჩებს...
- არა .. მოიცადე გიო ... იქნებ რა ხდება...


წელზე შემომეხვია  , უკნიდან ნიკაპი  მხარზე  ჩამომადო,  მის სუნთქვას  ყელში  ვრგძნობდი  , ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოსული   მისი მოფერებით  გამოწვეული   ადრენალინისაგან ,
ათრთოლებილ  ხმაზე ისედაც სჩანდა  მისი ფერების კვალი  ,
გიოც ხვდებოდა და გაუჩერებლად მკოცნიდა  ...

- გისმენთ... - ძლივს ამოვიკნავლე...
- რას მისმენ გოგო ... ნომერს ვერ ცნობ? გეძინა? - კითხვები მომაყარა ლიკამ.
- არა რა მეძინა,  მშვიდობაა? - სასწრაფოდ გამოვფხიზლდი,  გიოს ხელი გავაშვებინე და ოთახში იატაკის ტკეპნას  შევუდექი.
- რაღაც საქმე მაქვს და არ ვიცი როგორ გითხრა... - ძლივს ამოღერღა.
- რა ხდება  თქვი ? რა გულს  მიხეთქავ...
- იქნებ გამოსულიყავი... აქ დარჩი დღეს... - გამოცოცხლდა ლიკა,  მაგრამ აშკარად ნერვიული  ტონი  ჰქონდა.
- ნუ დამტანჯე მითხარი... - ხმა გავიმკაცრე...
- ქეთ არ ვიცი როგორ გითხრა.... მაგრამ დამალვას აზრი არ აქვს... ესეც ვერ გეუბნები სჯობს  გამოხვიდე  და დარჩე...
- იკა კარგად  არის ? რამე დაემართა? - ჩანთას  ხელი ვსტაცე...
- იკა არა ... იკა კარგად არის ... იკაზე არა... ია გირეკავდა არ პასუხობდი  და იკასთან დარეკა... - წამით  გავჩუმდით  ორივე,  მარტო გიოს ფხუკუნი  არღვევდა  წყვდიადს.

-  ვაიმე , რა დავაშავე ... დაასრულე! - გავცეცხლდი...
- ქეთი გაგა ...   აღარ არის... ვწუხვარ ქეთ... - ცრემლნარევი ხმა აუკანკალდა .
- რა? .... - სიტყვები ვერ გავიაზრე, 
ვერ დავაკავშირე... შეუძლებელია  მართალი  იყოს... 
- გამოვალ ეხლავე ... ჩაცმული ვარ! - ისეთი ხმით  თქვა თითქოს კიბეებზე არბოდა.
- არა ...არ ვარ სახლში... იქნებ გეშლება?!  ხო , ნამდვილად! .... მითხარი რომ შავი იუმორია... - ხმა ჩამეხლიჩა  .... ცრემლი მომადგა , სინანულის , სიბრალულის,  სიყვარულის... 
- ქეთ, დაურეკე  იას...
- არა , არ შემიძლია... რა მოუვიდა მითხარი! - დივანზე დავიკეცე , ცრემლები თავისით  მოდიოდნენ,  გულის რაღაც ნაწილი გამეფლითა...
- " კაიფში  " გაიპარა... 
- დაიღუპა  თავი! - ამივიგმინე  და პატარა ბავშვივით  ავქვითინდი, გიომ ჩემს წინ ჩაიმუხლა,   ჩემს კალთაზე დაცემულ მობილურს დასწვდა...

ვიჯექი ესე ,
გულ-ამოგლეჯილი,
წარსულის სიყვარულის  გლოვაში,  ცრემლებსაც არ ვაძლევდი შეჩერების საშვალებას, 
ბედნიერ კადრებს  ვატრიალებდი  და უფრო ვუმატებდი  ქვითინს...
სანამ გიო ლიკას ესაუბრებოდა ,
დრო ვიხელთე და გასასვლელისკენ  გავიჭერი...
ლიკას სწრაფად გაუთიშა  და კარებში დამიჭირა...
წამში თავისკენ შემომატრიალა  მთელი ძალით  ჩამეხუტა...
- ქეთ , არ გაგიშვებ მარტო... - თმებში თითებით  აიხლართა...
- სახლში  მინდა.. - ძლივს ამოვისლუკუნე.
- მოდი ჩემთან ... ჩემი დახატული გოგო. - სველ თვალებზე ფრთხილად  მაკოცა.
- მაპატიე , გიო ... - მოულოდნელად გავიაზრე ვინც მაწყნარებდა....
- რა გაპატიო... სიყვარული ? პირველი სიყვარული? საპატიებელი  არაფერია.
- რატომ არ ბრაზდები... - ქვითინი შევამცირე.
- გასაბრაზებელი არაფერია  ქეთ... ვის არ ჰყოლია პირველი სიყვარული...
- არასოდეს მიკითხავს... ესეგი შენც გყოლია... - ძლივს ამოვილუღლუღე.
- არაფერია.... იტირე თუ გეტირება...
- თვალები აუწყლიანდა... ალბათ  არც ისეთი კარგი დასანახი ვიყავი...
- შენ რატომ განიცდი... როგორც ვიცი გაგას აორთქლებაზე  აწყობდი  გეგმებს.... - სიბრაზე " მალოიზე " გადავანთხიე.
- ესე მიცნობ? გგონია მართლა გავიმეტებდი? .... მოხვდებოდა  და ეგაა... - დაჟინებით  მომაშტერდა.
- დავიჯერო , განიცადე და მოიწყინე?
- შენ რომ გტკივა ესეც საკმარისია  ჩემი ტანჯვისთვის... შენს  თვალებზე  ცრემლი იცი რას  ნიშნავს  ჩემთვის?! სიკვდილის  ტოლფასია...
- მიყვარდა... - შერცხვენილმა,  და შეშინებულმა  როგორც იქნა  გავბედე.
- ვიცი ქეთ,  ჩემო ხუჭუჭა... მე შენს გვერდით  ვარ ... არსად არ მივდივარ ... ნუ გერიდება  ჩემთან შენს გრძნობებზე საუბარი,  მე ეს იქამდე ვიცოდი სანამ  ერთად ვიქნებოდით,  თავიდანვე ვიცოდი...
- გიო ... - აცრემლიანებული თვალები მივანათე...
თმაზე ხელი ჩამომისვა 
- მითხარი ... გინდა რამე გავაკეთო? შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ ... ხომ იცი ეს! - გამოსცრა კბილებში ! თითქოს მთელ მსოფლიოს  დაემუქრა ისე დაებერა ძარღვები...
ხელებზე კუნთები დასკდა.
- საქართველოში მინდა წასვლა... - შევღაღადე  და მის მკლავებში  გავაგრძელე ტირილი.
- ქეთ.. მთებს გადავდგავ ხომ იცი შენს  გამო... მაგრამ შენი პასპორტით  ვერ წახვალ... საქართველოში  " გახეთქავენ "...
- არ მაინტერესებს... გიო... საბუთის გამო  დასაფლავებაზე  არ წავიდე?
- ქეთ  ... მაგას არ გეუბნები ... უბრალოდ რომ გაგიხეთქონ  ხომ იცი რაც მოხდება .... - დაიძაბა  გიო.
- საკონსულოში მივალ ... ჩემს პასპორტს  მოვითხოვ  , ან დასაბრუნებელს... რამეს ვიზავ...
- და იკა... იკაზე გაიგებენ  რომ აქ არის და მერე ერთი ტრაგედია ორად გვექცევა...
- მართალი  ხარ ! ცრემლი შევიმშრალე  , ოთახში ნერვიულად ორი წრე დავარტყი.
- არც იფიქრო.... - ინტრიგანივით  შემომხედა.
- ამ პასპორტით  წავალ! რაც იქნება იქნება! - გადაჭრით  ვთქვი.
- მარტო ვერ გაგიშვებ მაგით... მართლა სარისკოა... რატომ არ გესმის... საქართველოს ბაზაში ქეთი არაბული  ხარ! გაიგებენ! - სიგარეტს ნერვიული ნაფაზი  დაარტყა .
- შენ სად წამოხვალ  გადაირიე ?!
- მარტო არ გაგიშვებ მეთქი!
- ჩემს გვარზე რომ ლაპარაკობ  და იკაზე,  შენ სად მოდიხარ ერთი  ! ნაკანებს  ძებნა  არ ეხებათ? - დავეძაბე.
- შენ ვინ გითხრა! ... - სახის კუნთები დაეჭიმა.
- რაზე ამბობ ? მიზეზზე? რატომ ხარ ძებნაში?! - თემაში არ ჯდებოდა ჩემი გაღიზიანება,  მაგრამ შინაგანად განადგურებული,  გიოზე ვიყრიდი  ჯავრს.

მთელი ღამე ხან ვტიროდი ხან ვჩხუბობდი...
იქამდე სანამ  ძალა გამოცლილს   არ ჩამეძინა...

ადრიანად გამეღვიძა,  ისევ აფორიაქებული...
იმის იმედად  რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა,  რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარი იყო ,  ვერ გავაანალიზე მომხდარი, 
ან თუ არსებობს რაიმე ძალა რაც იმედს მოგცემს ესეთ  სიტუაციაში, ცრემლიანი სახე ბალიშში  ჩავრგე,  სული მოვითქვი,
გიოს ხელი ავაწევინე  და მკერდზე მივეწებე.

მაგიჟებს მისი გულის ცემა , სხვანაირია  , ისეთი არა როგორიც ყველასი,  ნაზად შევახე  ტუჩები გულის ფიცარზე,
ამ ბაგა - ბუგზე  ტანში ჟრუანტელი მივლის...
ხელი ფრთხილად გავაცურე მის სხეულზე , ჩემს დაცხრომას  საერთოდ  არ უწყობდა ხელს  მისი დაკუნთული  სხეული, 
როგორ წარმოვიდგენდი  თუ როდესმე  " მალოის " მკლავებში აღმოვჩნდებოდი,  არცერთ  განზომილებაში არ მეგულებოდა  ის მოსაზრება რომ მისი გავხდებოდი,  არცერთი წამით  არ დავფიქრებულვარ   რომ საკუთარ ღირსებას გაგას კი არა " მალოის " დავანებებდი.
რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო  ყველაფრის მიუხედავად  მაინც  ვიტირებდი გაგასთვის,
წამში გამიქარწყლდა  სიბრაზე , წყენა ,
აღარაფერს ვგრძნობდი გაგას მიმართ ,
მეცოდებოდა მიწისთვის,
ესე არ მქონდა დაგეგმილი მისი მომავალი....
არ მაცადა არც შურისძიება, არც პატიება...


გიოს მაისური გადავიცვი,  სამზარეულოში  ფეხაკრეფით  გავედი,  ყავა გავიკეთე, 
ერთი ღერი  ხელის კანკალით  ამოვაცურე სიგარეტის  კოლოფიდან, 

მთელი ძალა მოვიკრიბე  და იას ნომერი ავკრიფე, 
ზარის გასვლამდე ცრემლები თავისით  მომადგა,
გულის სიღრმეში,  სასწაულის იმედად მაგიდის კიდეებს  ჩავებღაუჭე...


იას აქვითინებულმა  ხმამ იმედები გამიცრუა ...
ლექსიკონში არ არსებობდა  სიტყვები რაც უნდა მეთქვა,  ან მეკითხა,  ან თუნდაც მას ეთქვა...
ორივე ერთხმად,  სიტყვის თქმის გარეშე ავქვითინდით...
- შეუძლებელია ია ... სიმართლე ვერ იქნება! - ამოვიკნავლე.
- ქეთ ... არც კი ვიცი რა გითხრა ... სიტყვებს ვერ ვპოულობ... - ძლივს მოაბა თავი იამ....
- რატომ?! რატომ არ დაანება თავი მაგ " კაიფს "  - უარესად ავნერვიულდი...
- რავიცი ქეთი , რა გითხრა .... ვეცადეთ  ყველა და ვერ ამოვიყვანეთ  მაგ წუმპედან.
-  არ გამოჩნდა ... რამოდენიმე დღე ... დათომ ააკითხა  სახლში  და...
- და რაა! მითხარი... - გული შემეკუმშა  პასუხის მოლოდინში.
- ქეთ  დამიჯერე ... არ გინდა რომ იცოდე ... ის უბრალოდ აღარ არის...
- მინდა ვიცოდე ! საიდან მოიტანე რომ არ მინდა! - წამოვენთე.
- დამშვიდდი  ქეთ! მე შენთვის ვამბობ  ! ...
- კარგი მესმის... - ისევ ავტირდი.




****
მთელი დღე არ მშორდებოდა  გიო,
რითი დავიმსახურე ამ ბიჭის ესეთი სიყვარული...
ნუთუ ესეთი ბრმა ვიყავი რომ მისგან ვერ ვგრძნობდი ამდენ ხანს ესეთ  სითბოს...
საერთოდ არ არის მკაცრი,  არ არის ისეთი სასტიკი  როგორც ლეგენდებში  ,
ლეგენდებში  რომლებსაც შეშინებულები  ჰყვებოდნენ  ნაცნობები  თუ უცნობები,
არ არის ისეთი საშიში პიროვნება როგორც ყველას ჰგონია...
ალბათ მისთვისაც ცხოვრებამ მოიტანა  ასე...
შავი სამყაროს ბოლოში,  ბოროტმოქმედის  მიღმა  , სხვა  ადამიანი იმალებოდა,  სრულიად საპირისპირო, 
ჩემთან სხვა იყო,  სხვა სითბოს აფრქვევდა,  მანერა , ხასიათი,  ქცევები  ეცვლებოდა...
იმის მიუხედავად  რომ ხანდახან ჰქონდა კავკასიური გამოხტომები,  ხშირად კარგავდა  თავის კონტროლს...  ჩემს გვერდით  კი , ცდილობდა და ებრძოდა  რომ ჩემს წინაშე არ გამოემჟღავნებინა  ის სახე და იმ ცხოვრების მატარებელი ადამიანის სიმხეცე რომელიც სხვებს  შიშის  ზარს სცემდა....
მე რატომღაც არ ვუყურებდი სერიოზულად მის ამ მხარეს, 
ალბათ  რომ მცოდნოდა ყველაფერი,  რომ არ მალავდეს  ჩემთან ესეთ თემებს  , ვფიქრობ მეც შემეშინდებოდა,
სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავით  ერთად , ჩემი თანდასწრებით   სამარესავით ცივი  და უხეში  იყო , გაშტერებული ვუყურებდი   როგორ ემორჩილებოდნენ  თვალის დაუხამხამებლად, 
უსმენდნენ  და პატივისცემით  ეპყრობოდნენ, 
რაღაც ასპექტში  მომწონდა ....
მსიამოვნებდა რომ მისი ნებართვის გარეშე    მერიდებოდნენ  , თუნდაც მისასალმებელად ....

მთელი დღე ტირილში  არ  გამიტარებია,  როგორ მოვატყუო  საკუთარ თავს , როგორ  შეიძლება უარყოფა საკუთარ თავთან,  საკუთარი გრძნობების დამალვას სარგებელი ნამდვილად არ მოაქვს...
არ გავცივდი,  არ გავიყინე,   არ ვიგლოვე საკმარისად...
წესით  ხომ ასე ხდება !
მაგრამ ,მე ხომ  უკვე გავიყინე და გავცივდი...
არვიცი როგორ შეიძლება ადამიანმა იგრძნოს სიყვარული როდესაც გული გაყინული  და ნაფლეთებად  დაგლეჯილი  აქვს.  .
არ ვიცი როგორ შეეძლო  ამ გულს ისევ შეყვარება...
ან როგორ შეეძლო შეეკოწიწებინა   სათითაოდ  ნამსხვრევები, 
მხოლოდ " მალოი " თუ მოახერხებდა,
მხოლოდ მას შეეძლო,  სხვას ვის ეყოფოდა ძალა ჩემი აუტანელი ხასიათის დასათმენად.
იკაც კი ბედნიერი იყო , იმის მიუხედავად რომ წლებია , საქართველოდან მოყოლებული  ძმაკაცობენ,  მე კი საერთოდ არ მახსოვს,  თავს იკლავს რამდენჯერმე  გნახეო  , ბავშვი ვიყავი თურმე !
ეს ეხლა არ ჩანს სხვაობა ასაკში  , თორემ სავარაუდოდ  , მან ათი წლის ასაკში მნახა...
აქ რომ ჩამოვედი იკასთან , ისევ პატარა ბავშვს  ელოდებოდა , რომელსაც ჩუპაჩუბსებს  და ნაყინებს  ყიდულობდა...
მის და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ,  აღარ ვიყავი ბავშვი, 
არ ვაქცევდი  მაშინ მას ყურადღებას , ტვინი გაგაზე ფიქრებით  მქონდა გამოჭედილი,  იკამ თავიდანვე შეამჩნია  " მალოის " ხასიათის ცვლილება ჩემი თანდასწრებით, 
მეგონა იკა არ აპატიებდა დის შეყვარებას , მაგრამ ალბათ დარწმუნდა მის ჩემდამი სიყვარულში,  რადგან არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგია, 

უკვე გაზრდილს აღარ მიყურებდა ისე როგორც ადრე ... მისი გადმოცემით, 
ჩემი ჩამოსვლის დღიდანვე დავატყვევე...
რითი , წარმოდგენა არ მაქვს...


****

ხელი მომხვია , შუბლზე მაკოცა და კარებზე ზარი დარეკა...

ლიკამ არ დააყოვნა კარის გაღება...
სანამ ვსაუბრობდით  იკაც შემოზლაზუნდა  , უხეშად გამომხედა ,
- რა გატირებს! - მკაცრი დაიჭირა.
- მინდა და ვტირი! - ცხვირწინ გავეჭიმე...
- ამას ძმაო , მე ვერ მოვარჯულე და შენ რა გითხრა! - გიოს გამწარებული მზერა ესროლა.
- შეეშვი იკა .... იტიროს ... - თავი დახარა და დანაღვლიანდა...
შევცბი  მის ასეთ საქციელზე ...
წამით  გონს მოვეგე , მივხვდი რამდენად ვტკენდი  ჩემი ცრემლებით  , საყვარელ ადამიანთან თანდასწრებით  ყოფილ სიყვარულს ვგლოვობდი...
ის კი იჯდა ისევ თავჩაღუნული,  თვალები არა და არ ასწია,  რომ ჩამეხედა მის  ყველაფრის  მთქმელ  გამოხედვაში, 
სავარძლის  სახელური ნერვიულად მოჭმუჭნა,
მის ყელზე შეიმჩნეოდა მკაფიოდ... სიმწრისაგან  მოძრავი ხორხი.
თავს გავებრძოლე,  ისე მინდოდა მივსულიყავი,  მისი სახე ხელებში მომექცია,  მუდამ მოწყენილი  და ახლა კიდევ უფრო სევდიანი  თვალები დამეკოცნა...
მეთქვა რომ მის გარდა არავინ მიყვარს... რომ არასოდეს არავის შევიყვარებ... რომ მხოლოდ მისი ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ სხვისი...
რომ არცერთი წამით არ ვნანობ  მასთან დანებების ჩემს პირველ ღამეს...
ულამაზეს და დაუვიწყარ ღამეს ,
რომ ბედნიერი ვარ მის გვერდით,  დაცული და რომ ვერავინ ვერასდროს გამაბედნიერებს  როგორც ის!
გულში ჩავიკალი  ყველა ემოცია,  ვერაფერი ვერ ვთქვი , ლიკა და ჩემი ძმა თავზე გვადგნენ  და ორივე ისეთი თვალებით  მიყურებდნენ  თითქოს კაცი დავჭერი.


- წასვლა უნდა ! - ქვემოდან გახედა იკას " მალოიმ ".
- რა?! შენ გოგო ხომ არ გადაირიე! - თვალებს გიჟივით  აცეცებდა იკა.
- არა! - სიგარეტს მოვუკიდე და დამაჯერებლად ამოვქაჩე.
- აბა რა საქართველო! ძლივს ჩამოგიყვანე! რას უშველი ჩასვლით,  ცუდად დამთავრდება! - მოლბა , იმის იმედად რომ გადავიფიქრებდი.
- ნუ გეშინია ჩემი პასპორტით  არ წავალ! - ირონიული მზერა ჩავაყოლე.
- რა მნიშვნელობა აქვს ! შენ გექნება პრობლემა თუ მე! მაგ საბუთით  ცხვირს არ შეგაყოფინებენ და მერე თავი უნდა მომაკვლევინო.
- იკა მე წავყვები... - ამოიგმინა გიომ.
- თქვენ ორივე გადაირიეთ  ხო? რეებს ლაპარაკობთ! - საერთოდ გადაირია, 
- მარტო არ გაუშვებ!
გამორიცხულია ! - წამოდგა გიო , ნერვიულად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი  და იკას თვალი ჩაუკრა...
- " მალოი" სერიოზულად  რა საქართველო?! მარტო საზღვარზე რომ დადგავ  ფეხს,  ქეთის პასპორტი  და ჩემი პირობითის დარღვევა  სანატრებელი  გაგვიხდება,  წამში გაგატელევიზორებენ , ვერ ხედავ რა ხდება იქ ... - დაიძაბა იკა, წამით დადუმდა  და მოგუდული ხმით წარმოსთქვა... - ბიჭო გიორგი ნაკანი ჩამოვიდა-ო  რომ გაიგებენ  სამუდამოდ გამოგკეტავენ  ყველაზე კარგ  " ვარიანტში " და ქეთი ისედაც შარში იქნება ! დაივიწყეთ  ეგ თემა !

გიორგი შეტრიალდა ფანჯრისკენ...
ჩაფიქრდა ...
- მაინც არ წავა მარტო! - სწრაფად მომიახლოვდა გიო .- შემომხედე! - მეხივით  ჩამესმა მისი ხმა!
- ჰო,  - თვალი ავარიდე!
- შემომხედე  მეთქი! შენ თუ ეს გინდა წავალთ! მორჩა!  და შემდეგ აღარასოდეს გამაგონებ მაგ სახელს...  - მუშტი შეკრა , ყველა ძარღვი  დაეჭიმა,  სუნთქვა თითქოს შეწყვიტა და მოწყვეტით   " ხია " კედელს.

არ მოველოდი მის ესეთ გარდასახვას  , დაბნეული  ვუყურებდი მის წყობიდან გამოსულ სახეს,  ნუთუ ეს ის ადამიანია რომელიც შემიყვარდა...
გიჟივით  გავარდა ...

გავშრი! ეტყობოდა  არც თვითონ არ უნდოდა მისი  ესეთი  მხარე   რომ  დამენახა...
გაკვირვებული  ლიკას,  ხან იკას ვუყურებდი,  არ ვიცოდი რა მემოქმედა....
ეს არ იყო გიო... ეს არ იყო ის ბიჭი ვინც შემიყვარდა...
ამ ცოფიანი თვალების იქით
" მალოი " იდგა...
იკა გაუჩერებლად ჩხუბობდა ...
ყველაფერს ისროდა რაც პირზე  მოადგებოდა...
წყობიდან გამოსვლამდე  ცოტა მაკლდა...


- იკა , ჩემი მეყოფა! - ხმას ავუწიე.
- არა არ გეყოფა! შენ ვერ ხვდები თუ რა ! აღარაა გაგა ! მორჩა ! - მაგიდაზე მუშტი დასცხო .
- ისედაც მორჩენილი  იყო! ვერ ხვდები?! - წამოვენთე.
- რაღაც ვერ ვხვდები!  აზრზე  თუ ხარ რას აკეთებ! იმას ვერაფერს ვეღარ უშველი! ის თავიდანვე დაღუპული  იყო! იცი რა არჩევანს აკეთებ? ხვდები? გაგას გამო " მალოის " წირავ?! ბარემ მოკალი და ეგაა! მაგის  საქართველოში ჩასვლას იცი საერთოდ რა მოყვება! იაზრებ?! ამოგხოცავენ  ორივეს! - ისტერიულად დარბოდა ოთახში.

- რას მაშინებ! არ მეშინია  !  გგონია
"  ძაღლების " მეშინია?! მე არ მითხოვია  წამოსვლა!
- შენ მგონი მართლა .... დაგბრიდავ! - დაიღრიალა  ბოლო ხმაზე.
ლიკა უშედეგოდ  ცდილობდა ჩვენს დამშვიდებას! არც ერთი არ ვთმობდით.



ნელი ტემპით  ვხარშავდი  მომხდარს.
ვიაზრებდი  რომ  არც ისე კარგად  დასრულდებოდა ჩემი სამგლოვიარო მოგზაურობა...
ზედმეტად შევტოპე და გიო ...
ღმერთო გიო სულ გადამავიწყდა  ...
ვინ იცის როგორ განიცდის...
პირიქით  რომ მომხდარიყო.... და მისი ყოფილი   შეყვარებულის  გამო რომ ესეთ დღეში ჩავარდნილიყო ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი...


შეუჩერებლად ვურეკავდი,
თითი ღილაკზე მიმეყინა...
აშკარად გაბრაზებული იყო ჩემზე ...
უმოქმედობა უფრო მაგიჟებდა და ფიქრის საშვალებას არ მაძლევდა...



მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარე...

არც სახლში მინდოდა წასვლა, 
არც ოროსანივით  მის სახლთან დარჭობა...

არც თუ ისე კარგად ვიცოდი მისი ცხოვრების შესახებ , ეს მის თვალებში ამოვიკითხე იქამდე სანამ გაფსიხდებოდა. მაგრამ უნდა სცოდნოდა ყველაფერი...
უნდა ვიცოდე სად ვყოფ  თავს, ეს მგონი სჯობდა თავიდანვე  გამერკვია... მაგრამ არ არის გვიანი....


იქნებ გავუგო? იქნებ ვეღარასოდეს დავბრუნდე  საქართველოში  " მალოის " გამო. ვხვდებოდი  რომ ერთი შარიდან  მეორე შარში ვიყავი...


ბარში შევიარე გულის გადასაყოლებლად...
ყველა მაგიდა დაკავებული  იყო...
ბარმენს მარგარიტა  შევუკვეთე და მაღალ ბარის სკამზე შემოვხტი...


სამ მარგარიტაში ვერ ჩავახრჩე  ჩემი დარდი და სახლის გზას დავადექი...

მთელი გზა სრულყოფილ აზრამდე  ვერ მივედი... ნუთუ ასე გამოდის რომ "მალოის " ვწირავ....
და ისიც...  ისიც რომ მეთანხმება!
საერთოდ ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა როდესაც დამნაშავეა.... ხანდახან  მაშინაც როდესაც მართალი ხარ, მხოლოდ იმ შემთხვევაში  თუ ადამიანი ძვირფასია  და დაკარგვა არ გინდა...
მაგრამ, ეხლა რა! შეიძლება დავბრმავდი  საკუთარი კაპრიზების  გამო,  მაგრამ....
მომკალით! ჩამქოლეთ  მთელმა სამყარომ,  ვირზე უკუღმა  შემსვით  და ისე მატარეთ! ვერ ვხვდები დანაშაულს...

იკას ნათქვამმა და გიოს საქციელმა კი , დამაფიქრა  ჩემს საქციელზე...
ეგოისტი ვარ ! ჩვეულებრივი ეგოისტი! სრულყოფილი ეგოისტი...
გამიგია,  " სულ თავის თავზე ფიქრობს,  სხვაზე ერთს არ იფიქრებსო " ეგოისტიაო,  ჩემზე კი არა ზოგადად ეს წინადადებაა  ძალიან ნაცნობია ,  სულ მიკვირდა ამ ფრაზის ავტორის, 
ყოველთვის მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მეთქვა:
" ეგოისტი ! პირველი ეგოისტი შენ ხარ! საკუთარ თავზე არ ვიფიქრო რადგან ეგოისტობაა,  შენზე კიდევ უნდა  ვიფიქრო  ეს ნორმალურია?...


ფიქრებიდან ვერ გამოვდიოდი...
ისე მივედი სადარბაზომდე  გონს ვერ მოვედი.
გასაღებს ჯერ კიდევ კიბეებზე დავუწყე  ძებნა,  ნერვიული შეტევის დაწყებამდე  წამები იყო დარჩენილი,  სავარაუდოდ იკასთან რომ დავტოვე მანქანა და გასაღები , სახლისაც დამრჩა...
მობილურს დავხედე  ...
იკასთან დარეკვა მესიკვდილებოდა,  თან გვიანი იყო და ტრანსპორტიც  აღარ დადიოდა...


სანამ კარებამდე მივიდოდი  მთელი ჩანთა ამოვატრიალე...
უშედეგო ქექვით  დავიღალე , ამასობაში კარებს მივუახლოვდი  , თვალებს არ ვუჯერებდი...
ჯანდაბა ! გამქურდეს?! - ტვინში გამიელვა  ...
სახლის კარები " ჩასაყლაპად" აეყუდებინათ  ...
ტვინში სისხლი ჩამექცა , იკასთან დავაპირე დარეკვა,  მაგრამ გამახსენდა რომ გაბრაზებული  ვარ ! " მალოი " იმის მერე არ მპასუხობდა და რა ეხლა?! მტრედს მოვაბა  ფეხზე წერილი და ისე გავუგზავნო  შეტყობინება?! აბა ისე არ ხსნის მობილურში...
ისე კი ყავს მიჩვეული მტრედები , ნეტა რათ უნდა,  ხან საიდან ააფრენს  , ხან საიდან  და ისინიც მოდიან სახლში... ან რატომ მოდიან  საერთოდ!


ფრთხილად შევაბიჯე  ,იმის იმედად რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო წასული  იქნებოდა ...

შემოსასვლელი  და მისაღები გავიარე.
სამზარეულოს კარებს  სანამ  შევაღებდი  გავთავდი...

ჰოი  საოცრებავ... რას ვხედავ!
" მალოი " ! არც თუ ისე ფხიზელი,  მაგრამ ნასვამს  ვიტყოდი  უფრო. 
ზის ესე ! ჩვეულებრივ,  თითქოს მე მივედი მასთან .
- ეს თქვენ ხართ?! -  ისევ,
" ღადაობის  "  " მუღამზე " დავდექი.
- თვით  მე! - ხელები თეატრალურად გაშალა.
- ამ კარების ავტორი შენ ხარ ?! - ვიცოდი ვერ იტანდა ჩემს ირონიას და ეს მაგიჟებდა ... ჭკუიდან გადავყავდი  მის მანერებს  ამ დროს , - ეხლა რომ ვებრდღვნე  ხომ არის ღირსი! - იცის და ეგ უნდა ამასაც!
- იცი რამდენი  ხანია გელოდები! - ფეხზე წამოდგა,  ხელი გადამხვია  ძმაკაცივით.
- გიო სერიოზულად! ნასვამი ხარ! შეხედე რა გააკეთე....- კარებზე მივუთითე.
- ჰო,  " ატმეჩკა " თან არ მქონდა ,
" დავაზმეიკე " ... - ისეთი ტონით  მითხრა ,თითქოს უნდა გამხარებოდა ...
- ვხედავ რაც არის! როგორ არ დაურეკეს მეზობლებმა პოლიციას,  ამდენი ხანი არ შეუმჩნევიათ? ნორმალური ხარ გიო!
- მეზობელთან ვიყავი, ვუთხარი რომ გასაღები დაკარგე,  თან ხომ მიცნობს,  რომ ვარ აქ ნამყოფი,  დაიჯერა და მეტი არაფერი .
- ისე გასაღები იკასთან დამრჩა...მოიცადე  და ამას ვინ დააყენებს!
- არ შემიძლია ეხლა , მოდი ხვალ დავაყენოთ.... - საძინებლისკენ წავიდა.
- რა ხვალ გიო,  გაგიჟდი სულ!
- რა გჭირს!  სულ შენ  " მეკაიფები" შემარგე  რა! - სერიოზული დაიჭირა.




არცერთი ხმას არ ვიღებდით, 

დრო დაგვჭირდა ორივეს ...

- იქნებ დავილაპარაკოთ  გიო... - სავარძლის  სახელურზე  ჩამოვჯექი.
- აზრი  აქვს? - ნაღვლიანი თვალები შემომანათა....
- მაშინ მე ვილაპარაკებ,  შენ მომისმინე  და მერე მე მოგისმენ  კარგი?
- ბრძანებაა  თუ თხოვნა?
- რაც გინდა ის დაარქვი! გიო , მგონი შენ ვერ გამიგე რაღაც და მინდა აგიხსნა... - ღრმად ჩავისუნთქე...
- გავიგე ქეთი... ცდები გავიგე ... ყველაფერი კარგად გავიგე ... არაა საჭირო მომახალო  ყველაფერი ისედაც მივხვდი , ნუ დამიმატებ  , ისედაც შემომხედე  ! თავი გვერძე  გადააგდო.
- გიო ...  მაპატიე ... ვიცი იფიქრე რომ გაგას გამო დამავიწყდი,  ესე არ არის გეფიცები.... სწორად გამიგე , მართლა ძალიან განვიცადე, 
მაპატიე რომ გვიან დავაფასე  შენი გრძნობები,  ისიც მაპატიე რომ გაწამებდი... მე მართლა მიყვარხარ ... არსად არ წავალ ...
ანერვიულებული  ვიყავი და ვერ გავიაზრე შედეგები... არასოდეს გავრისკავ შენით... - მის მუხლებზე გადავწექი , ხელები კისერზე შემოვხვიე,  - გიო შემომხედე... მიყვარხარ... ყველაფერზე მეტად ...
მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე ... სხვების მონაყოლი  არ მინდა,  შენ მითხარი ! რა უნდა ვიცოდე ....
- მართალი ხარ... უნდა გვესაუბრა ამაზე ... მაგრამ ეგოისტი ვარ!
- შენ და ეგოისტი? ჩემზე ხომ არ ამბობ?
- არა, ქეთ,  ეგოისტი ვარ, ვერიდები ჩემს ცხოვრებაზე შენთან ლაპარაკს... ბევრს არც გეუბნები ... არ მინდა შენი დაკარგვა... მაგრამ ამ ცხოვრებისთვისაც   არ მემეტები... - დარდიანი  ღიმილით  შემათვალიერა.
- ვერც დამკარგავ...
- ეს ეხლა ამბობ და მგონია რომ, ვერ გაბედბიერებ...
- ხუმრობ ალბათ! გიო ! ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე,  უშენოდ არ ვაპირებ არცერთი წამით  ყოფნას...
- ქეთი ... შეძლებ ჩემს ატანას... შეძლებ მთელი ცხოვრება გაქცევაში ყოფნას... ჩვენ არასოდეს გვექნება მუდმივი სახლი ...
- ამით მაშინებ? ჩვენ რომ ვიქნებით საკმარისია გიო ჩემთვის ... როგორ დაგარწმუნო...
- ჯიუტი ხარ!
- ვიცი! და არც ვაპირებ შეცვლას!
- ამ სიტყვებმა უნდა დამამშვიდოს?
- ცუდი ფსიქოლოგი ვარ!
- კარგი გეტყვი,
მთელი ეს დღეები ვფიქრობდი როგორ მეთქვა,  ვიცი რომ არ გინდა  , მაგრამ ვცდი,
მიჭირს შენთან ამაზე საუბარი ,მაგრამ ის რაც უნდა გითხრა ... სხვანაირად არ გამოდის...
- არაუშავს , როგორც არის ისე მითხარი...
- საქართველოში ძალიან დიდხანს  ვერ ჩავალ,  შეიძლება ვერასოდეს,  მიზეზი როგორც ჩანს იცი... - ქვედა ტუჩი ნერვიულად ჩაკვნიტა... - მამაჩემი და ჩემი ძმა ავარიას ემსხვერპლა , მოწყობილი იყო მამაჩემის გამო , ქურდი იყო,  სამართლიანი , მტერიც ყავდა თავისთავად, 
ალბათ ხვდები  რომ არ შევარჩენდი,  ორი ცოცხალია და აქ არიან , მეტ დეტალებს ვერ გეტყვი უბრალოდ ჩემს  ცხოვრებაზე პატარა წარმოდგენა რომ შეგექმნას,  სჯობს ეხლავე იცოდე !  იმის მერე საავადმყოფოდან რაც გამოვედი შევხვდით  იმ " ტიპებს " , ხომ გახსოვს ჩემს დაბადების დღეზე ცალკე სუფრა რომ გაგაშლევინა  იკამ... მაგ თემას ეხებოდა ...
ჩემს გვერდით  ყველა საფრთხეშია , განსაკუთრებით  ეხლა... თავიდანვე უნდა მეთქვა , მაგრამ არ მინდოდა შენი შეშინება , არც შენი დაკარგვა მინდა... მაგრამ გადაწყვეტილება შენია... - პასუხის მოლოდინში ბოლთას  სცემდა  ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში და ნერვიულად ეწეოდა.
- ფიქრობ რომ შენს გვერდით ვინმესი  შემეშინდება?!
მიყვარხარ-მეთქი! არ გესმის... შენ მართლა ნასვამი ხარ...
- ვემზადებოდი ამაზე სალაპარაკოდ  და ცოტა დავლიე...
- ეს გაფრთხილებაა რომ რამე პრობლემას ველოდო? გიო  ვერ შემაცვლევინებ  აზრს , შენს გვერდით  რისი ან, ვისი უნდა მეშინოდეს,  არ გჯერა რომ მიყვარხარ! მითხარი პირდაპირ თუ დაშორება გინდა ! ხომ ხედავ არ მაშინებს  შენი ცხოვრება... არც იკასგან მაკლდა  ესეთი ცხოვრების წესი ,ჰო ! არ დაგიმალავ ! არ მომწონს თქვენი წესები და ცხოვრების სტილი ...  თუ დაშორება გინდა მითხარი , რადგან მე არ მინდა ...
- ქეთი მოდი ჩემთან ... - ჩაიბურდღუნა  თითქმის გაბუტულმა.
- მშორდები ? - მკერდზე მივეხუტე  .
უცბად ხელში ამიტაცა  , კისერზე ორივე ხელით  ჩავებღაუჭე...
- რას აკეთებ გიო! დამსვი...
- ჩუ , ნუ ცელქობ,  - ნელი ნაბიჯებით  საძინებლის  კარებს მოუახლოვდა  ,
ჩვენი თვალები ერთმანეთს ვერ ელეოდნენ....

უსიტყვოდ...
თვალებით  ვემუდარებოდი მისი ბაგეების  შეხებას,  მთელი სხეულით ვცახცახებდი და ლაპარაკის უნარი წამერთვა  ,
ჩამომსვა,  ჩემი ოთახი შევათვალიერე, 
საწოლი  ვარდებით  მოეფინა, სკანდინავიურ   ტუმბოზე , ტკბილეული  და შამპანური ჩამალულიყო  მინდვრის  ყვავილებში, 
გაოცებული  თვალს ვერ ვწყვიტავდი  გიოს ნახელავს, 
თვალები სავარაუდოდ  ბედნიერებისგან  მიბრწყინავდა...
გიოს მორიდებულ  და ბედნიერ თვალებს გადავაწყდი  ...
წელზე ხელები შემომხვია  , საწოლზე შემომსვა,
ალისფერი ვარდებში  სამყარო საოცრად ლამაზი ჩანდა...
- ქეთევან ! - თვალები დახარა , ეშმაკურად ამომხედა.
- როდიდან  მეძახი ესე?! - სიცილი ვერ შევიკავე... - მოდი აქ!  ... - ვარდებზე  ზემოდან გადავწექი ...
- დამაცადე.... - თვალები გადაატრიალა...

საწოლში  ფეხზე დავდექი.. . ხელი გავუწოდე ,
თავი უკმაყოფილოდ გააქნია ...

საწოლიდან  მის მკლავებში  გადავეშვი...
გავილიე  მის ტუჩებზე შეხებისას ...
სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე ,
- ნუ კრუტუნებ  კატასავით... ჭკუიდან ვიშლები... - წამის  მეასედში  შემომაცალა  ტანისამოსი...
მთელი სხეულით  გადამეფარა ...
- ქეთევან , მიყვარხარ , მაბედნიერებ,  შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ,  გპირდები რომ შენი ერთგული ვიქნები და მეყვარები სიცოცხლის ბოლო წუთამდე და მას შემდეგ... ვიცი ბევრს გთხოვ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე... ჰო , მე ეგოისტი ვარ! არ მყოფნის  შეყვარებულობანა! მინდა ყოველი  დილა შენით  იწყებოდეს,  მინდა კარებს რომ გავაღებ  , შენი ღიმილი მხვდებოდეს...  ქეთევან   ცოლად გამომყვები? - პატარა  კოლოფი გახსნა ბეჭედი ამოიღო ...

დაბნეული,  მოზღვავებული ემოციებით  სიტყვებს ვერ უყრიდი თავს...
ის კი , პასუხის მოლოდინში,  სახეზე ნელ-ნელა ღიმილი  უქრებოდა...
მოღუშული  სახით  , საწოლის  ბოლოში დაჯდა ...
ზურგიდან შემოვეხვიე , მთელი ძალით ორივე ხელით  ჩემსკენ მოვიზიდე,  მთელი ძალა ეს ჩემთვის , თორემ მისთვის დიდი არაფერი...
- გიო, ნუ მებუტები... გგონია რომ ისევ იმ აზრზე ვარ და არ მინდა შენი ცოლობა?! ვცდები! ჰო, მიყვარხარ,
თანახმა ვარ გიო....  - ჩავჩურჩულე და ყელზე ცხელი ტუჩებით  მივემიჯნე.

*****
ერთი თვე საერთოდ ავიჭერი  ბედნიერებისგან... მას შემდეგ რაც გიომ ჩვენი მოგზაურობა გადადო  " გაურკვეველი მიზეზების " გამო , ცოტა გავებუტე  მაგრამ მაინც აღფრთოვანებული  ვემზადებოდი ქორწილისთვის,  მაინც არ გაჭრა ჩემმა ხვეწნამ რომ გრანდიოზულად არ გადაეხადა, თავი გაიგიჟა....
ყველაზე  ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო,  უცნობს და ნაცნობს  ყველას ეპატიჟებოდა,
იზრდებოდა  და იზრდებოდა სტუმრების სია...
ბოლო ერთი კვირა დაძაბულობის  ჰაერი მგუდავდა...
ყველა ვგრძნობდით  გარშემო...
გიო აღარ მტოვებდა მარტო , თითქმის სულ , ხან თვითონ დამყვებოდა  ხან იკა...
რაღაც ხდებოდა....
მაგრამ ვერაფრით  გავარკვიეთ  რა...


******


- ქეთ , სახლში ხარ?
- ხო იკა , რაშვებით?
- რავიცი ლიკა ცოტა გადაღლილია....
- გინდა გამოვიდე?
- მაგაზე გირეკავ . შენ რომ გამოხვიდე და  თუ გინდა ჩემი მანქანით წადი ან გიოსი, სტუმრები მყავს და შენთან რომ ამოვიდეთ?
- არაა პრობლემა , გიოს მანქანა მე მყავს , მაგაზე არ იდარდო   რამეს გაგიმზადებთ  სანამ  მოხვალთ...



უხერხულად ვიგრძენი თავი ამდენ ბიჭებში და მალევე წავედი ლიკასთან , გიომ მანქანამდე მიმაცილა და მითხრა რომ გვიან ღამით გავიდოდნენ  რაღაც საქმეზე ,
ნერვიულობა არ შევიმჩნიე...
- გიო გქონდეს მაშინ გასაღები , მე ლიკასთან დავრჩები დილით მაინც ვაპირებდით  კაბების  საყიდლად  წასვლას.
- აქამდე არ უნდა გეყიდა? - წარბი აწია.
- ხო , მაგრამ ვერაფერი შევარჩიე, რამე უბრალო მინდა...
- უბრალო? რატომ ! შენ რომელიც მოგეწონება ის იყიდე !
- რა გწყინს... არ მიყვარს გიო ეს გრანდიოზული კაბები... მე არც მინდა ამხელა ქორწილი... პატარა მერჩივნა... - ღვედი შევიკარი.
- პატარა არ გამოვა... - გადაჭრით  მიპასუხა.




მე და ლიკა მთელი ღამე ვმსჯელობდით,  ვმკითხაობდით  იმაზე თუ რატომ იყვნენ  ყველა აფორიაქებული.


- გუშინ დილით ყური მოვკარი იკას და გიოს საუბარს,  ვიღაცას ემუქრებოდნენ  ... - ნერვიულობას  ვერ მალავდა ლიკა.
- ალბათ , გიოს ეხება,  მეც გავიგე  მაგდაგვარი... " აბაროტის " აღება უნდათ... - სკამზე ფეხები ავკეცე  და ნიკაპი  მუხლებზე  ჩამოვადე.
- არ მომწონს , კარგად  არ დასრულდება! რა აბაროტი " ქეთ " მგონი საკმაოდ შორს ვართ იმისგან რაც ხდება...სიგარეტი მომეცი! - მოიბუზა  ლიკა.
- გეშინია?!  - მუცელზე მოვეფერე.
- ხო ....  - ცრემლები მოადგა.
- კარგი რა ლიკუშ  რისი გეშინია...
თუ ვინმე შეგაშინებს  უთხარი რომ
" სწერვა "  მული  გყავს!
- არ შეძლებოდა?! სტანდარტული მული ყოფილიყავი, დაგვეხოცა  ერთმანეთი.. - შემომიბღვირა  ლიკამ.
- მოიცადე ნუ ჩქარობ... გააჩენ  და 
" გავსწერვდები " ! ეხლა ცოდო ხარ... - სიცილს ძლივს ვიკავებდი...
- კაბას ისევ იმ სასწაულ  ფერს ფიქრობ თუ შეიცვალე  აზრი! - თვალები დამიქაჩა.
- რატომ სასწაული  ! რას ერჩი მე ძაან  მომწონს.....
- სად მოგეწონა ! გიო გაგიჟდება!
- რა გაგიჟებს! არ მინდა ეს თეთრი  ბანალურია!
- ხო თეთრი ბანალურია  და წითელი სასწაულია.... - თვალები თეატრალურად  გადაატრიალა.
- გეტყვი... დაახლოებით  თორმეტი წლის ვიყავი ჩემი მეზობელი  ლენა გათხოვდა  და ისეთი ლამაზი წითელი კაბა ეცვა,  ისეთი ორიგინალური... და იმ წუთას იქცა  ჩემი ოცნების კაბად...
- ბედი როგორი აქვს  მაგ  შენს  ლენას?! - ირონიის  ფეირვერკი  მოაწყო.
- რა გინდა ეხლა ! კაბას დააბრალე  და კაბის ფერს  ლენას ქმრის ტრაგიკული  პიროვნება!
- წითელი რა საპატარძლოს  ფერია... არვიცი შენ როგორც გინდა ... მე გითხარი... - ხელი უკმაყოფილოდ  ჩაიქნია.
-გიოს მოეწონება...
- ალბათ!
- რა გინდა შენ ეხლა ... რა ნერვებს მიშლი?! შენ რას იცმევ?  - თემის შეცვლა ვცადე.
- აი ამას . - კატალოგი შემომიტრიალა  , სადაც სიფრიფანა  გოგოს ყვითელი ბადისებრი  კაბა ეცვა.
- გამორიცხული! ოღონდ ეს არა! ვერ ვიტან ამ ფერს! და საერთოდ ! არაფერი არ დამანახოთ  ყვითელი!
- რატო  , რას ერჩი....
- აი ეს კაბა საკონცერტო სცენის ფარდებს  მახსენებს! - გამაჟრიალა.
- აბა რა ფერი გესიამოვნება მომთხოვნო  პატარძალო?! - წარბი აბზიკა.
- რა ფერი და თეთრი მოგიხდება.... ძაან საყვარელი იქნები მაგ მუცლით .
- ღმერთო.... როგორ გიჭირს და ვერ გეხმარები! მე უნდა მეცვას  თეთრი და შენ წითელი? შენს ქორწილში? ....
- ხარი ხართან  დააბიო  რა! ჩემმა ძმამ მოგათვინიერა.... - ხელები ემოციურად  გავშალე.






******


- ლიკა დაბლა გელოდები... - მივაძახე , სიგარეტს მოვუკიდე და ნელა ჩაუყევი კიბეებს...

ლიკას ჩამოსვლამდე მეორე ღერი ჩავწვი...
საბარგულს  მივეყუდე,
ორი უცხოენოვანი ახალგაზრდა მომიახლოვდა და გატეხილი  გერმანულ-ინგლისურით  სანთებელა  მთხოვა ,უღიმღამოდ  გავუწოდე  და მზერა ავარიდე.
- აქ ცხოვრობთ? - რუსულად გამომელაპარაკა  ერთ-ერთი.
- არა! - კარები გამოვაღე.
- იკასთან ვართ ჩვენ! სახლშია?- უცბად შემოვტრიალდი იკას გაგონებაზე.
- არა არ არის სახლში ... მოიცადე თუ სასწრაფოა  დავურეკავ.  - მობილური მოვიმარჯვე  და ნომერი ავკრიფე.
- არა არ გინდა ! სხვა დროს გამოუვლით! - სიტყვა დამაწია  დაბალმა.



- იკა მე ვარ ! - პირველივე ზარზე მოგუდული ხმით  მიპასუხა.
- ქეთი ეხლა არ მცალია ! რამე გინდათ?! - იკას ხმას  ბიჭების ყაყანი  ფარავდა.
- არა.... რამდენ ხანში მოხვალ? აქ გელოდებიან.
- ვინ მელოდება! - დაიძაბა იკა.
- არ ვიცი ვკითხავ!

- ჩემი ძმა კითხულობს  სახელს... - უკმაყოფილოდ გადავხედე ორივეს.
- და ხარ? - წამით შემათვალიერა ქვემოდან - ზემოთ. 
- დიახ ... - გაუღიმე .
- მომეცი დაველაპარაკები! - ტონი შეეცვალა და ყურმილი გამომგლიჯა...
გავშრი....


-  ლადომ მიგიკითხა! - ჩასძახა მამაკაცმა, ტელეფონი  მიწაზე დაანარცხა  და ფეხით  გასრისა.
- რას აკეთებ! როგორ ბედავ! - რაც კი ძალა მქონდა ... ორივე ხელი მკერდზე მივაბჯინე.... ძვრა ვერ ვუყავი! .
- ნუ კივი! -  ჩამჩურჩულა და ქურთუკის  ქვეშ  იარაღი  დამანახა.
დაყვირება ვცადე...
გიჟივით  მეცა, პირზე და ცხვირზე  ხელი სწრაფად  ამაფარა...
ტორების  შიგნიდან  მოგუდულად  ისმოდა  ჩემი კივილი და შეძლებისდაგვარად  გავიბძოლე.
ერთ-ერთმა  ჩაუსტვინა და წამებში აწყვეტილი შემოვარდა ლურჯი მერსედესი.  , ფეხებთან დაამუხრუჭა ...
მხეცებივით  ჩამტენეს  უკანა სავარძელზე  ...
თავზე მეშოკი გადამაცვეს...
ჰაერის უკმარისობისგან, ძალა გამომეცალა და ბუნდოვნად ვხედავდი.

როგორც იქნა  მომცა ბოროტმოქმედმა  საშვალება და გულამოვარდნილმა  ამოვისუნთქე....



ვიბრძოდი .. ვყვიროდი.... უმისამართოდ  ვიქნევდი  ხელებს.
დიდხანს ვმოძრაობდით....
ჯოჯოხეთური  გზა დაუსრულებლად  მეჩვენებოდა,  ტირილისგან  და ყვირილისგან  ხმა წამივიდა...

- მოკეტე! - იღრიალა  მამაკაცმა  ქართულად... შევცბი მშობლიური ენის გაგონებაზე...


*****



თავზე მეშოკი  რომელიღაცამ  გადამაძრო...
მკლავში ხელი უხეშად ჩამავლო  ,
დანგრეული  კიბეები სირბილით  ჩამატარა,  ზურგს  უკან მესმოდა რამოდენიმე მამაკაცის აფორიაქებული  საუბარი...
ჩეჩნურ - ქართული დიალოგებიდან, აზრი თითქმის ვერ გამომქონდა, ვხვდებოდი, მაგარ შარში ვიყავი.
რამოდენიმეჯერ გავუძალიანდი, თუმცა  ამაოდ,  ყველაზე სუსტმა  , გალეულმა  , ქართულად მოსაუბრემ,  დაუნდობლად მომიქნია  გაშლილი  ხელი  , გაუნძრევლად ,მძიმედ გადავყლაპე  ნერწყვი,  პირზე აკრული  "სკოჩი" ხელს მიშლიდა წესივრად სუნთქვაში, 
ჩეჩნები იმდენად არ იყვნენ აგრესიულები  რამდენადაც  ის ორი ქართველი.

ერთი მომიახლოვდა,  თუ შეიძლება ითქვას  ესეთ ადამიანზე ! : შედარებით  რბილი!
ჩემს წინ ჩაიცუცქა  ძველი  ბიჭივით, 
იარაღი გადატენა,
ლულა  მუხლზე დამადო...
მეორე ხელით  " სკოჩი " ამაცალა,  სავარაუდოდ  ჩემი ტუჩების ნაწილიც  აჰყვა.
- ხოხ  ! რა პატივია!!! თვით   ქეთევანი!
ნუ გაირჯები,  ტყუილად წივილი  არ დაიწყო ! თორემ ისე დაგმარხავ  კაცი ვერ გიპოვის! - გამოსცრა კბილებში მეგრული კილოთი.
ხმის ამოღებას არც ვაპირებდი...
- ეხლა ერთ კითხვას დაგისვამ  და შენ მიპასუხე! - ლულა კიდევ უფრო მომაჭირა მუხლზე.
თავი გვერდით  გადავწიე , თვალები დავხუჭე გასროლის  მოლოდინში... სავარაუდოდ  ვხვდებოდი რაც ხდებოდა...
- არ გესმის?! - დაიღრიალა მეორემ!
ჩეჩნები მოთვინიერებული  ავჩალკებივით  იდგნენ  ,
შარვალში  იარაღ გარჭობილები , გაჯგიმულები,  ეხლა ალბათ ის მომენტია ისტერიკაში  რომ უნდა ჩავარდე და ვეხვეწო  რომ გამიშვან,  თვალი მოვავლე....
არ ეტყობოდათ  ჩემი გაშვების არაფერი...
- რას ერჩი კარგად  გაუწრთვნია! - გადაულაპარაკა  ქართველმა  , საზიზღარი გამომეტყველების  და ლაპარაკის მქონე კაცმა,  რომელსაც ჯირკვივით  თავ-კისერი  ჰქონდა.

დიალოგი გააბეს ..
- გემოვნება როგორი დახვეწილი  ჰქონია! - თავი კმაყოფილმა  დახარა,  ტუჩზე ენა  გულისამრევად . გადაისვა.
- ტარასა ! - დაიღრიალა  .
კარები გაიღო და საშუალო ტანის მამაკაცი შემოვიდა.
გაჯგიმული  ნაბიჯებით... - კამერა მოიტანე...
წამით შეჩერდა მამაკაცი , თვალი შემავლო და უკან  მოუხედავად  გავიდა.
- აბა ლამაზო! გაიღიმე  შენს საქმროს  უნდა მიესალმო! - დამიდასტურა ჩემი ფიქრები , ეხლა კი დარწმუნებით  ვიცოდი ეს
" მალოის"  მტრები იყვნენ...
მათი სახეებიდან  გამომდინარე კარგს არაფერს არ მოველოდი,
შიშმა ამიტანა,  ვხვდებოდი რომ ეს არ იყო ცოტათი შეშინება...
გარეგნულად საერთოდ არ ვიტყობდი  შინაგან  კივილს... ამაყად ვიჯექი მიბმული.


რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია კამერა ჩართო ...
თვალები დავხუჭე ! ვიფიქრე....
მესვრის  ნაბი*ვარი!
კამერა გათიშა  გადააწოდა
" პაძელნიკს " ... ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა,  იარაღი კოჭზე  მომაჭირა,
- მეტი მოტივაციისთვის... გაგარკვევ  რა ხდება! ნამდვილად არ გეთამაშები არც შენ , მითუმეტეს არც ნაკანს ( კ - ზე აქცენტი გააკეთა) , დაახლოებით , აგიხსნი  იდეაში რომ გქონდეს რა უნდა ილაპარაკო!
" დამკა " გითამაშია ? აა ქეთუს!

თავი ზიზღით გვერდზე გავატრიალე...
- თანხმობათ  ჩავთვალოთ  ! წარმოიდგინე... მე და ნაკანი
" დამკას "  ვთამაშობთ ...
შენ ფუკა  ხარ ! გასაგებია? ! - იარაღი  მთელი ძალით მიმაჭირა  წვივზე და ფეხის მთელ სიგრძეზე ამატარა...
- შეტრიალდა კამერა გამოგლიჯა  მეორეს და ისევ წინა პოზაში  დადგა , კმაყოფილმა ჩაიცინა  ...
მოულოდნელად ერთ-  ერთი  ჩეჩენი მიიჭრა მასთან და რუსულად გააბეს დიალოგი , სანამ მე სულს ვღაფავდი...
- ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ  ძმაო!  - გაეჭიმა  ჩეჩენი .
- " დალშე " ჩვენ მივხედავთ! თქვენ უნდა მოგეტაცებინათ! აქედან უკვე ჩვენი პრობლემაა! ხომ მიიღეთ სარგებელი ! თუ მეტს ითხოვთ!
-  რას უპირებთ! ესე შეგატოვოთ?!
- თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ,  თუ სურვილი გაქვთ ისე დარჩით! ამ ომში ნუ ჩაერევით!
- უკვე ჩავერიეთ! - რაღაც გადაულაპარაკა ჩეჩენმა  დანარჩებებს.
- დარჩით  თუ გაინტერესებთ  რაც მოხდება! დღეს ნაკანის  აღსასრული  დადგა და აი ეს არსება დაგვეხმარება,  მიანიშნა ჩემზე!
- არა შანსი არაა! ეს ომი ჩვენსა და ნაკანის შორისაა  , ამას თუ რამეს დაუშავებ, ნაკანი დედაბუდიანად  ამოგხოცავთ! არა ჩვენ ....  - ხელები დანებების ნიშნად ასწია ჩეჩენმა.
- თუ ეგ დღე დადგა , თქვენც ეგ გელით! მაგრამ, სავარაუდოდ  თავს მოიკლავს .
კამერა სწრაფად ჩართო  ხუთწუთიანი კადრი გადაიღო,
უკმაყოფილოდ  შემათვალიერა, 

- არა იცი რას ვფიქრობ! ბარემ დავასრულოთ! - ამაზრზენი  სახით  ამოიხვნეშა  , გადახედა   თავისიანს  , იმანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ვისაც არ გინდათ ამის ნახვა გადით, ჩეჩნების გასაგონად წარმოსთქვა...

გულის ცემას ვეღარ ვგრძნობ  , ღმერთო,  სადაა გიო... რატომ არ მეძებს...ან შეძლება მეძებს და ვერ მპოულობს...  ფიქრებიდან მახინჯის  მოახლოებამ  გამომიყვანა...

- დღეს ნაკანს  შენს თავს გაპარტახებულს  ვანახებ! - ქამარი შეიხსნა... დანარჩენებს გახედა... - პირველი მე ვარ! რიგში ჩადექით!

- არ გაბედოთ! - უმისამართოდ დავიკივლე  და ყველას სათითაოდ მუდარის თვალებით  შევცქეროდი.
რამოდენიმე ჩეჩენი ზურგით  შეტრიალდა...
ათამდე მამაკაცი გაშმაგებული  მზერით  დაეწყვნენ, 
-  შეხედე ამას ლაპარაკიც  სცოდნია!ტარასას უთხარი ბიჭებს დაუძახოს ვისაც უნდა... და თვითონაც მოვიდეს.
იკივლე  რამდენიც გინდა , ვერავინ გიპოვის...


- ტარას ეს კამერა ნაკანთან  უნდა მოხვდეს  ! გადაიღე ყველაფერი!



№1  offline წევრი Marikagogolqdze

აიი უსამართლობაა.ასეთ ადგილზე გაწყვეტა და მერე 10 დღე ლოდინი. ცოტა მალე მალე დადეთ ხოლმე რა????????

 


№2  offline წევრი Ninnin

Marikagogolqdze
აიი უსამართლობაა.ასეთ ადგილზე გაწყვეტა და მერე 10 დღე ლოდინი. ცოტა მალე მალე დადეთ ხოლმე რა????????

ამჯერად გპირდებით დიდხანს არ გალოდინებთ ...❤

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ღმერთო ჩემო იმეიდა ისე არ მოხდება რასაც ვფიქრობ და მალოი "დაბრიდავს "ყველას მალე დადე თორე ჩემს გუკს შეიწირავ

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

გელოდებით♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

როდის დადებ?

 


№6  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე დამელია სული და გული

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

დამელია სულიცცც

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთი

რამდენი ხანი ველოდოთ?! კომენტარებზეც არ გვცემ პასუხს.
მკითხველის უპატივცემულობააა ეს...

 


№9  offline წევრი Ninnin

ბოდიშით მეგობრებო , რამოდენიმე დღე ინტერნეტი გამეთიშა და ვერ ავტვირთე იმედია არ მიწყენთ. დღეს ჩავრთე და მაშინვე ავტვირთე . ❤

 


№10  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე ველოდებით.დამელია სული
მალე დადეთ ხოლმე.გელოდებათ არმია

აქამდე უნდა დაედო საიტს რა უბედურებაა-:(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent