შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერზე დალექილი იმედის სხივები (I თავი)


22-03-2021, 22:43
ავტორი Anmaryda
ნანახია 1 050

_მსუქანი, უინტელექტო ღორი ხარ! აქ შენი ადგილი არაა და არც არასდროს არ იქნებაა!_ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი, ამ სიტყვებს უკავშირდება. აქედან ჩაეყარა საფუძველი საკუთარი თავის სიძულვილს, თვითშეფასების უფრო მეტად დაქვეითებას და ყველაზე მთავარს ავადმყოფურ ფიქრებს, რომელიც წონის, ავადმყოფურ პროგრესულ კლებას შეეხებოდა.
17 წლის ვიყავი, როცა სასკოლო კონცერტში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი და მისმა ორგანიზატორმა ლიზამ, მსგავსი სიტყვებით გამომაგდო დარბაზიდან. დამამცირა.
ამ დღის შემდეგ ფიქრი ფიქრს დაემატა, აკვიატება აკვიატებას, თავისებური ფსიქიკური მდგომარეობაც მიემატა და ზუსტად სამ წელში კესო კალატოზიშვილს ანორექსიით დაავადებულის სტატუსი მიეცა.
დამშვიდდით, რახან ახლა ამას ვწერ და თქვენ კითხულობთ ანუ ყველაფერი არც ისე ცუდად დასრულდა, ეს ჰოლივუდური ფილმის სპოილერივით გამოვიდა,თუმცა დასრულდა, ყოველ შემხვევაში აქამდე მოსვლ სადაც ახლა ვარ არ იყო ადვილი.
****
კესო კალატოზიშვილი ცხოვრობდა ერთ სოფელში, იქ სადაც ადამიანები სტერეოტიპებით ცხოვრობენ.
ერთი შეხედვით არაფერი მქონდა საწუწუნო, კ თუ არ ჩავთვლით ლოთ მამას, რომელსაც შვილი მაგრად კიდია. ბებიას, რომელიც ასევე ვერ იტანს შვილიიშვილს, რადგან შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ჩემი ერთადერთი მეგობარი, იმ დროს და ზოგადად ყოველთვის ჩემი და ნუკაა.ჩემზე 4 წლით უფროსი, როცა სკოლას ვასრულებდი, ის უკვე ქალაქში იყო და იქ სწავლობდა, თან მუშაობდა და ჩემს წაყვანასაც აპირებდა.
ყველაფერი როგორი დრამატულია ხო?
ასაკის გამო ცოტა მოვიმატე წონაში. ან არ მომიმატია და უბრალოდ იმ დროს მეგონა ასე. ჯერ რაღაც დიეტით დავიწყე, მერე სიგარეტის მოწევა დავიწყე- ასე გავიგე,რომ მოწევის დროოს საჭმლის მიმართ მოთხოვნილება ქრებაო, ასე გავიგე, არ გაამართლა. ტყუილი ყოფილა. ბოლოს მაინც შიმშილზე გადავედი და ამის წყალობით როგორც ჩემი და მეუბნებოდა მოჩვენებას დავემსგავსე. უსახურ არსებას. ის დრო ერთი დიდი საშინელება იყო, სიბნელის და აზროვნების დაქვეითების პერიოდი.
ეს ყველაფერი ერთ ან ორ დღეში არ მომხდარა, პრობლემა რომ ვერავინ შეამჩნია და მე უბრალოდ ასე უთქმელად ძალიან როლებში შევიჭერი სამ წელში ვიქეცი ცარიელ ფხად. ჩემმა დამ რომ უკვე სერიოზულად აღიქვა ჩემი ეს მდგომარეობა, ადგა და წამიყვანა თბილისში, მკურნალობაც დავიწყეთ მაგრამ არაფერი.
მახხსოვს ერთხელ ბებიაჩემმა მცემა ძ*კნა მიწოდა და მითხრა, მხოლოდ იმიტომ იქცევი ასე რომ გაბო**დე და სხეული მომხიბვლელი გაგიხდესო, გათახსირებული და სხვა უამრავი საშინელი სიტყვაც გამოიმეტა ‘საყვარელი’ შვილიშვილისთვის. თუმცა სულ ტყუილად, ყველა და ყველაფერი აზრდაკარგული იყო ჩემთვის. მხოლოდ ერთი დაუოკებელი სურვილი მამოძრავებდა, ჩემი მკლავის გარშემოწერილობა მონეტისას დამსგავსებოდა. ვერ ვჭამდი, ვერაფრით ვყლაპავდი ერთ ლუკმასაც კი, რადგან ვიცოდი ყველა საკვვები პროდუქტის კალორია და როცა კი პირს გავანძრევდი მეგონა უსაზღვროდ ვიმატებდი წონაში. წონაში მომატებული კი ყველას შევძულდებოდი, ვერაფერს გავაკეთებდი. მოკლედ შეგექმნებოდათ წარმოდგენა ჩემს მანიაკალურ და მაზოხისტურ ფიქრებზე.
ყველაზე მეტად ჩემი დის ცრემლებზე მწყდება გული, იმაზე რომ ჩემი უტვინობით, დაუფიქრებლობით ვანადგურებდი. ვაყურებინებდი სააკუთარი დის თვითმკვლელობის ნელ სცენარს. ვერაფერს მშველოდა, ვერც მიშველიდა. 5 ფსიქოლოგი და 2 სამკურნალო ცენტრი გამოვიცვალა, სულ ამაოდ... საავადმყოფოში, პალატაში მუცელში მილით წოლა იყო ჩემი სიცოცხლის მიზეზი...
ჩემს მე-20 დაბადების დღეს რამდენიმე ლუკმა ბროკოლი გადავყლაპე, ამ მხოლოდ იმიტომ რომ ეს წყეული მილი, რომელიც დღეში 1500 კალორიას მაწვდიდა ჩემი ორგანიზმიდან გაექროთ. რა თქმა უნდა არ გაამართლა. ასევე მე-20 დაბადების დღეზე კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე ახალი ფსიქოლოგი მოვიდა ჩემთან. მაგდა ალიხანაშვილი. ყველაფერი ისევ ისე რუტინულად მიედინებოდა
-არ მინდა არავინ მე ცუდად არ ვარ
-არა?
-დიახ არა.- სასწორზე დავდექი.. +500გრამი.. - მოვიმატე- გაშტერებული ვუყურებდი სასწორს
-ორ კვირაში 500 გრამი კესო, ... 32 კილოგრამი ხარ... ასე თუ გააგრძელე დაიღუპები, გესმის?
-მესმის... - გულზე მომხვდა მაგდას სიტყვები, უნდა ვაღაიარო, თუმცა თავს მაინც ვერ ვერეოდი. სერიოზულად ვერ ვუფიქრდებოდი ამ თემას.
-რომ გესმოდეს ასე არ მოიქცევი. შენს დას შევხვდი დერეფანში ის მაინც არ გეცოდება?
-აქ ამისთვის მოხვედით? ასე არ მეხმარებით, არც სინდისის გრძობა გაიღვიძებს ასე ჩემში.. გაცნობიერებული მაქვს ის ფაქტი,რომ ადამიანიდან უბრალო პრობლებამდე ჩამოვქვეითდი. ამ საუბარსაც არანაირი აზრი არ აქვს. არ მინდა არავინ. არც ეს წყეული მილი!- მაისური გადავიცვი და აჩქარებული ნაბიჯით დავტოვე ოთახი, მერე ვინანე, თავბრუსხვევას მთელი საათი ვებრძოდი.
შუა დღეს კარი ნუკა შემოაღო და ხო, შეყვარებულიც მოიყვანა, ვაჩე .. ვაჩე კარგი ბიჭია და ნამდვილად იმსახურებს ჩემს დას.
-კესუნა- ლოყაზე მაკოცა ვაჩემ და მერე ისევ ხელი ჩაჰკიდა ნუკას
-ვაჩე, რა დიდი პატივია
-როგორ ხარ?
-მშვენივრად- ხელით გაუცნობიერებად ისევ მკლავს ვზომავდი, შემოსვლისას ჩემი ტრადიციიის გაქრობა დამავიწყდა.
-მკლავს შეეშვი კესო- დაბღვერილი მომიჯდა ნუკა
-წავიდა?
-ვინ?
-ის მაგდა, თუ ვინცაა
-არა, არ წასულა, არც წავა... ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში- თმა სახიდან გადამიწია და ჩემს გალეულ, ფერდაკარგულ ხელს თავისი თბილი ხელი შეახო.
-ვაჩე, როგორაა საქმეები?- რა თქმა უნდა ნუკას სევდა სინამდვილეში ძალიან მოქმედებდა და გულს მწყვეტდა, ამიტომაც ვაჩეზე გადავიტანე დამპალი ყურადღება.
-კარგად კესო, შენ როდის აპირებ გონს მოეგო, ჰა?
-შენც იწყებ?
- შენ კიდევ არ ასრულებ?
-არა... გონს მოსვლას არა.- თვალი ჩავუკარი და მთელი ეს დრო ჩემზე მოშტერებულ ნუკას გავხედე
-რა?
-ვაჩე, დაგვტოვე რა..- ისე უთხრა მისკენ არც კი გაუხედავს.დამეორჩილა, თავზე აკოცა და დები მართლა მარტო დაგვტოვა. გამიკვირდა ცოტათი
-რატო გაუშვი, მომავალსიძებატონი?
-უნდა ვისაუბროთ…
-და რაზე?
-ბოლო საუბარია იმაზე, რომ გონს მოეგო! არ გინდა მომავალი გქონდეს? არ გინდა შენც უყვარდე ვინმეს? მოსწონდე და ადამიანს ჰგავდე?
-ჩემნაირი გოგონები მოსწონთ ბიჭებს... ცარიელი მუცლით, ღრმად შედიან, ყველაფერი ადვილია- ტელევიზორში ყურმოკრური ფრაზით ვეცადე გავხუმრებოდი, თუმცა აშკარად არ გამოვიდა.
-გეყოს! თავს იღუპავ გესმის!!
-არა..
-მიდიხარ, იძულებული ვარ . ამჯერად მუდმივად, იქ იცხოვრებ!
-მაგდებ?
-მაიძულებ! არ შემიძლია გიყურო როგორ კვდები ჩემს თვალწინ, კი არ გაგდებ სამკურნალოდ გიშვებ
-არ წავალ
- ხოდა ჩემს სახელს დაივიწყებ! წაბრძანდი სოფელში და ნელისთან იყავი! - ასეთი სიტყვები, ასეთივე ტონით ჩემთვის არასდროს უთქვამ ნუკას. ტანში გამცრა მისი ცივი გამომეტყველების დანახვისას. ოთახიდან გავიდა, ცრემლებმა ლოყებზე ბილიკებად გაიკვალეს გზა.

გგონიათ ბიჭებს მართლა მოსწონთ ასეთი გოგონები? რა ვიცი, არავის მოვწონებივარ მე პირადად. მიცვალებული გვამების გ**ვა მხოლოდ გიჟებს თუ მოუნდებათ.
იმ ცენტრში არ წავსულვარ, სინდისი მაწუხებდა თუმცა ყველაფრის გამოსყიდვა ნუკას თვალწინ საჭმლის ჭამით ვცადე. ჯერ არ მიჯერებდა მაგრამ მერე გამიღიმა, დავინახე როგორ დაუთბა გამომეტყველება, მეც გავიღიმე, მაგრამ სინამვილეში თავს საშინლად დამძიმებულად ვგრძნობდი, ყველა ლუკმა მახრჩობდა და ერთი სული მმქონდა როდის ამერეოდა გული.
არც დააყოვნა. ეს ახალი მეთოდი იყო, თუმცა ისეთი ნამდვილად სანანებელი გამიხდა და ამაზე არც დავფიქრებულვარ მეორედ. ჯობდა ჭამა შემეწყვიტა, თუმცა ნუკაც უკვე სერიოზულად მეცოდებოდა ჩემი შემყურე. ამიტომაც კიდევ ერთი სულელური გადაწყვეტილება მივიღე, ოღონდ მანამდე მომინდა ერთხელ მაინც განმეცადა ხორციელი სიამოვნება და თავისუფლება. შუა ღამით სახლიდან წავედი, კლუბში ბართან დავჯექი მოკლე კაბით და დაველოდე როდის მოვიდოდა ვნმე, როდის შემომთავაზებდა კლუბურ ნარკოტიკს, და **ქსსაც. ხომ ვამბობ ზედმეტად არარეალობაში ვიყავი იმ დღეს მეთქი. თუმცა ყველაფერი მეკიდა, უკვე დასასრულთან ვიყავი. დალევა ვერ გავბედე მაინც, კალორიები გამახსენდა. (კიდევ ვიმეორებ, ის ვიცოდი დასასრული რომ იყო მააგრამ ეს წყეულლი ფიქრებ მაინც არ მათავისუფლებდა) უნებურად პირველი მოწონება გამახსენდა. სკოლაში მომოწონდა ერთი ბიჭი, გუგა. ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან ძალიან მიუწვდომელი, თავად სხვა უყვარდა. მიუხედავად ამისა დიდხანს მქონდა ხოლმე მასზე ფიქრები. ხო ეს წარსლი სენტიმენტების გახსენება ბიჭის ხმამ გამიფანტა, დავიძაბე, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე.
-გამარჯობა- ამათვალიერა და გამიცინა
-სალამი-
-დიდი ხანია გაკვირდები, მარტო ხარ როგორც შევამჩნიე- არაყი გადაკრა და ისევ გაიცინა-
-კი.. უბრალოდ მინდოდა დამესვენა
-რას დალევ? გპატიჟებ!- თვალი ჩამიკრა
-არაფერს..
-კლუბში ხარ, არ სვამ, არ ცეკვავ... ბართან ზიხარ- ამაზრზენად ამათვალიერა, მაგრამ ყველა ღირებულება, სიამაყე ჯანდაბაში გავუშვი და გამომწვევად გავიცინე
-ფულზე?
-ვთქვი დასასვენებლად და არა სამუშაოდ-მეთქი.- დებილურად ამოვიყრანტალე, კიდევ ერთხელ შემათვალიერა. ისევ დაცალა ჭიქა და ფეხზე წამოდგა
- წავედით- საპირფარეშოსკენ გაიშვირა ხელი და ამაზრზენად ჩაიცინა-პირველი გამოცდილებაა შენნაირებთან- ხელი რომ მომკიდა არასასიამოვნო გრძნობებმა დამიარა. კარზე აკრულს მისი ხელები კაბის ქვეშ, რომ აუყვა და კისერზე ტუჩები მომაწება, მივხვდი რა უაზრობასაც ვაკეთებდი. ვანიშნე მომშორებულიყო, თუმცაა ძალიან აზარტში შევიდა, როცა ჩემმა დებილმა ტვინმა საბოლოოოდ ოდნავ ინება გამოფხიზლება შემეშინდა, უკვე სასოწარკვეთილი და შეშინებული ვიყავი. ხმამაღლა დავუყვირე და ხელი უფრო მეტად ვკარი, რას გავხდებოდი ჩემი ძვლებით? ვერაფერს. შარვლის შესაკრავს დაუწყო ხელით გახსნა, გული გამიჩერდა და ფიქრებში ჩემს სულელ თავს ბოლო დონემდე ვლანძღავდი. სიკვდილი გადაწყვიტე, კაი ხო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს დებილობის გარეშე ჩამედინა? - უეცრად გავთავისუფლდი და ბედშეგუებული ფიქრებიც გაქრა. ფეხებში ძალა გამომელია და ჩავიკეცე. ჩემზე მოტმასნილი ახალგაზრდა, ვიღაცას ძირს ჰყავდა გაფენილი. ძლივს ამოვისუნთქე მინდოდა გონება არ დამეკარგა მაგრამ ვერაფერი. გავითიშე.
გონს რომ მოვედი პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო რომ მოვკვდი. თვალები გავახილე, შევფხიზლდი და აშკარად არ ცხელოდა, მივხვდი ჯოჯოხეთში კი არა ვიღაცის მანქანაში ვიჯექი, ძალადაკარგული წამოვიწიე.
-როგორც იქნა გაიღვიძე- გვერდიდან ბოხი ხმა მომესმა და შეშინებული მივეტმასნე მინას
-შენ ვინ ხარ!!
-ნუ გეშნია, არაფერს დაგიშავებ..
-სად ვარ?!
-დაწყნარდი ნუ გაქვს შეშლილი სახე, გათიშული იყავი და შენი სახლიც რა თქმა უნდა არ ვიცოდი სად იყო..
-გათიშული ადამიანები სადღაც მიყრუებულ ადგილზე არ მიჰყავთ! მანიაკი ხარ? ვინ ხარ? რა გინდა
-შენგან რა უნდა მინდოდეს- ჩაიცინა და სინათლე აანთო, მის სახეს რომ შევხედე გავშეშდი, არ ჰგავდა მანიაკს... გული ამიქიანდა.. - იმ ყ**ლს არ ვგავარ... ავადმყოფებზე მიდ*ედეს!
-როგორ ბედავ!
-რას? რას ვბედავ? ავადმყოფს რომ გიწყოდებ? არ ხარ?
-არ მიცნობ და ნამდვილად არ გაქვს უფლება რამე მითხრა! მითუმეტეს ჩემს აღნაგობას გაუსვა ხაზი. მარტო ჩემზე კი არა ზოგადად ასეა- მისი სიტყვებისგან გაღიზიანებულმა ამოვთქვი
-მორალს მიკითხავს არსება რომელიც აშკარად მაზოხისური მანიითაა შეპყრობილი, ბარში ზის და ვიღაც ს*ბთან უაზრო ფლირტით კავდება, მერე გადაწყვეტილებას იცვლის და კატის მსგავსად კნავის, თუმცა ამაოდ... რაზე ფიქრობდი საინტერესოა
-ჩემი განსჯის უფლება ვინ მოგცა- მკაცრი სახე მივიღე, თუმცა სინამდვილეში სიკვდილი უფრო მეტად მომინდა ვიდრე აქამდემინდებოდა, დამცირებული შეერცხვენილი ბ*ვით ვგრძნობდი თავს.
-არ განგსჯი.. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, უბრალოდ შემდეგში ძალიან, რომ არ გეტკინოს სწორად გათვალე რა გინდა და რა არა- უკანა სავარძლიდან მოსაცმელი აიღო და მომაწოდა- აჰა აიღე, მოიხურე აშკარად გცივა
-არ მცივა
- ნუ მასწავლი... საშინლდ გამოიყურებბი, მითხარი სად მიგიყვანო?- იმდენად შემრცხვა , საერთოდ ვეღარც კი მივიხედე მისკენ. ალბათ კ*პა ვეგონე და მოკლედ ავირიე.
- მე თქვითონ წავალ- კარი გამოვაღე და თან თავს შემოვუძახე, არ გაბედო ტირილი-თქო...
-არ იცი სად ვართ.. და მოეშვი მთლად სულელივით მოქცევას, დაჯექი. წაგიყვან
-არ მჭირდება შენი კეთილი საქმეები. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, გზას მაინც გავიგნებ! მადლობა რომ მაინც გადამარჩინე- ჩავიცინე და კარები მივაჯახუნე, არ გამომყოლია, არც გამიკვირდა ის უცნობი, უცნობი რომელსაც უბრალოდ კახ*ა ვეგონე,ანორექსიით დაავადებული უმწეო კახ*ა. ღამის გეგმების პირველი საფეხური არ გამოვიდა, მეორე საფეხურისთვის კი აი შესანიშნავი გარემოებები შემექმნა. ხიდს დავლანდე ჩემს პირდაპირ და ხიდისკენ წავედი. აღარაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ გადახტომა და ყველაფრისგან განთავისუფლება.
ხიდის მოაჯირს გადავაბიჯე და მიყრუებულ, დაცარიელებულ ქუჩას გავხედე. ქარმა მხრებზე ჩამოშლილი თმა ოდნავ შეარხია, ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დავხუჭე და მიუხედავად სიკვდილის სურვილისა მაინც ვგრძნობდი იმას, რომ გამბედაობა არ მყოფნიდა.
-მართლა მაზოხისტი ყოფილხარ- უკვე ნაცნობი, მშვიდი ხმა მომესმა. ვერ გავბედე თვალი გამეხილა და მისკენ მიმეხედა
-...
-მართლა აპრებ რომ გადახტე?- ისევ წყნარად მესაუბრებოდა
-წადი! დამტოვე რა გინდა?
-ზედიზედ მეორე შეცდომას უშვებ... იმ ტიპთან ჟ*ობაც გინდოდა და გადაგინდა მერე, ახლა აქედან გადახტომაც გინდა და ესეც რომ გადაგინდეს ვეღარ გამოძვრები ციცქნა, დაიმსხვრევი... იქ დაბლა ასფალტზე ნარჩენებად იქცევი
-ეს მინდა... მართლა მინდა... და შენ ვიცი არ გიდა აქ ყოფნა, უბრალოდ წადი..
-არ წავალ..
-და რატო- ვეღარ მოვითბინე და მისკენ გავიხედე, ჩემს გვერდით, რამდეიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა.- გაიწიე... -ერთი ხელი გავუშვი მოაჯირს
-არ ვაპირებ რიგიტით ბანალური სცენა გავითამაშო, თუ ეს მართლა გინდა აზრი არ აქვს, ახლა თუ გადაგარჩინე მერე სხვა დროს სხვა კიბიდან ან ფანჯრიდან გადმოხტები- სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა, მოუკიდა და ტუცებს შორის მოიქცია
-სეირის საყურებლად ხარ?
-არა, მაინტერესებს სისხლი გამოგივა თუ არა, როცა დაეცემი.. მიდი მიდიი გადახტი- მართალია, ხიდის ქვემოდან ამოსულ სინათლეში ვერ დავინახე კარგად, მაგრამ სავარაუდოდ თვალი ჩამიკრა. გამეცინა, ნამდვილად არ ველოდი ამ ვიღაცას ასე.
-რომ გიყურებ ვხვდები,რომ დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ შემოგრჩა...და უფრო რატო ასწრაფებ?-
-ხო არ ჩაიწერ? მერე დრამატულ სერიალს გადაიღებდი... გამოგადგებოდა
-ეგრე ცუდადაა საქმე?
-არა.. ყველაფერი კარგადაა- თვალებში მომდგარმა ცრემლმა თვალები დამიბურა, ყველაფერი ბუნდოვანი გახდა- კარგადაა, ჩემი მკლავი... ხელს ვაწვდენ- გავიცინე, შევამჩნიე სიგარეტი გადააგდო.
-არ ღირს.. გეუბნები ინანებ-თქო
-მომბეზრდა, დავიღალე და სხვებიც დავღალე
-ყოველთვის არსებობს გამოსავალი
-ჩემთვის არა... რა გქვია?
-რა დროული კითხვაა
-არ მეტყვი?
-იოანე მქვია... შენ?
-მნიშვნელობა არ აქვს
-კარგი მაშინ, მნიშვნელობა არ აქვს, მორჩი ახლა გადმოდი მაგ მოაჯირიდან და სახლში წაგიყვან
-მადლობა იოანე- გავუღიმე და დაბლა ჩავიხედე, ღრმად ჩავისუნთქე, ფიქრები დავასტოპე და კიბის მოაჯირს ხელები გავუშვი, უკვე ამტკივდა სხეული, უკვე ვხედავდი ზემოდან ჩემს დალეწილ, ნამსხვრევებად ქცეულ სხეულს. უნდა ჩავვარდნილიყავი თუმცაა ძლიერი მკლავები შემოეხვია ჩემს სხეულს, გაფრენის საშუალება არ მომცა. სიცივე უცებ შეიცვალა,ადრენალინისგან და ტვინის გამაფრთხილებელი სიგნალებისგან ერთიანად მოცული ავკანკალდი, ტკივილისგან ტირილი დავიწყე და შევეცადე თავის გათავისუფლებას
-სად მიდიოდიიიი? მართლა გაგიჟდი- ოდნავ უფრო აღელვებულა ჩამჩურჩულაა,
-გამიშვი
-გეყოსს, ახლავე გადმოდი ამ წყეული მოაჯირიდან- უკნიდან მეკვროდა და ხელები ჩემს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული- უცნობო ციცქნაა, გაგაფრთხილე, თორე სულაც არ გამიჭირდება შენი აყვანა
-გამიშვი!!-
-უცნობო ციცქნა, შეუძლებელი ამბავია ეგ, გადმოდი და შენი დრამა მომიყევი...
-გამიშვი- ფართხალი შევწყვიტე. დაღლილს და ძალა გამოცლლი მხოლოდ მისი ხელები მჭერდა, ხელს არ მიშვებდა.
-მსუბუქი ხარ, არ არის პრობლემა ასე ძალიან დიდხანს ვიქნები... ან დავიღლები და ამას გავაკეთებ- ხელები უფრო მომხვია, ხელში ამიტაცა და მოაჯირიდან გადმომსვა, აკანკალებულმა ბოლო ძალები მოვიკრიბე და მისგან გათავისუფლებას შევეცადე, ამაოდ დასრულდა.. საბოლოოდ მოთენთილი, უცხო მხსნელის გულზე აკრული, მთელი გრძნობით მოვთქვამდი, ღამის პირველ- ორ საათზე.
-მშვიდად ციცქნა... წავედით ახლა აქედან..- ხელი წელზე შემომხვია და მეც უხმოდ გავყევი, დაღლილი, ძალა გამოლეული და ნახევრად მკდარი ვიყავი. საცოდავი ამაზზრზენად უმწეო გალეული სხეული, სულის გარეშე, დიდი ტკივილით და აუტანელი სინანულით სავსე. ყველაფერი ფიქრი გაქრა, ნუკაც დამავიწყდა,ვაჩეც, ლოთი მამაც, მოძალადე და ჩემი მოძულე ბებიაც, გარდაცვლილი დედაც, ჩემი უაზრო სურვილებიც კი აღარ მახსოვდა. ტკივილით იყო ყველა უჯრედი გაჟღენთილი, ამ ტკივილს იმდენი რამე იწვევდა ვეღარ ვარკვევდი მიზეზებს.
-საავადმყოფოში უნდა წავიდეთ...- სპორტული მომახურა, უკვე კარგად ვხედავდი მის არეულ სახეს, ჩამუქებულ თვალებს- ჯერ მე გამომხედა, შემდეგ კი მანქანა დაქოქა და სწრაფად გავიდა მთავარ გზაზე
-არა..
-რა გქვია?
-კე.. კესოო
- შენი თვითგანადგურების ღილაკი უნდა გამორთო კესო- ეს მითხრა და ოდნავ გამიღიმა, მერე დაღლილობამ თავისი ქნა და თვალები მიმელულა.
ამჯერად გონს რომ მოვედი დღე იყო, თეთრი ჭერი დავინახე, არც მცხელოდა ანუ ისევ არ გადავჯოჯოხეთებულვარ. დამშრალი ტუჩები ერთმანეთზე გავუსვი და ოდნავ წამოვიწიე.გვერდით ძალიან ძალიან ძალიან გაბრაზებული სახით მეგი იჯდა, თან შეშინებულიც იყო
-გაიღვიძე!! აი ახლა მე მოგკლავ ჩემი ხელით! სულ არ გეცოდები! სულ არ გიყვარვარ? სად ჯანდაბაში მიდიოდი? რას ფიქრობდი? შე უტვინო ანომალიკო, მარტო როგორ მტოვებდი, ეგოისტო არსება!!- ტირილით მესაუბრებოდა, მერე ამოისუნთქა და ჩამეხუტა... ისევ ტიროდა და მე ისევ უფრო მეტად მძულდა ჩემი ნახევარი, ვერგანადგურებული სხეული.
-ნუ..კა
-ასე არასდროს აღარ მოიქცე! მოგკლავ გეფიცები! და მერე ხმას არ გაგცემ არასდროს
-მაპატიე- ატირებული შემოვეხვიე...- ასე ჩუმად ვიყავით რამდენიმე ხანს. ბოლოს ისევ ნუკამ ამოდგა ხმა
- ეს ბოლო იქნება! ნება ინებე და შენი თავის გამო თუ არა, ჩემს გამო მაინც დაიწყე ფეხზე წამოდგომა!
-უფრო მეტად მცხვენია და არც არაფრის სურვილი მაქვს. რატომ არ მაცდით? ნუკა როგორ გავაგრძელო ასე ცხოვრება? როგორ გადავშალო ახალ, სუფთა გვერდზე? როგორ დავივიწყო ყველაფერი. მითხარი? მითხარი როგორ გავაქრო ეს ფიქრები, სურვილები? ან უბრალოდ როგორ გავიჩინო ახალი მიზნები... ახალგაზრდა ხარ და მე კიდევ უკვე ადამიანი კი არა პრობლემა
-შენს გარდა არავინ მყავს, მარტო არ დავრჩები, არსად წახვალ და ფურცლებსაც მშვენივრად გადაშლი- ისევ გადმოყარა ცრემლები.- მაგდა შემოვა და გაესაუბრება
-სად ვარ ახლა, მაგდას საავადმყფოში?
-კი, ვახომ დარეკა, უცვნიხარ.. საინტერესოა იმ კლუბში რა ჯანდაბა გინდოდა! ვინმეს რომ რამე დაეშავებინა- და ამის თქმაზე გაკვირვება ვერ დავმალე. რა კლუბი, მე ხო იოანემ წამიყვანა საავადმყოფოში.. ხიდიდან..
-ის.. იოანე, .. სადაა? ნახე?
-ვინ იოანე?..- ოდნავ გაიცინა და ცრემლები მოიწმინდა-
-ის... - ვეღარ მოვიფიქრე რა მეთქვა, ამტომ გავჩუმდი და თვალები დავხუჭე.- ვინც აქ მომიყვანა?
-ვიღაც გოგომ გიპოვნა, კლუბის შესასვლელთან... არავითარი იოანე არ გამოჩენილა
-კლუბის შესასვლელთან?- დაბნეულმა ავხედე...
-კი... რა ხდება?
-არაფერი...- თვალების გახელის თავი არ მქონდა... ვერც გონება დავძაბე, ანუ ყველაფერი ჰალუცინაცია იყო... არადა იოანე ისე რეალური ჩანდა, საერთოდ ვერაფერში გამოვერკვიე რა მოხდა წინა დღით.
რამდენიმე საათში მაგდა მესაუბრა, შემდეგ დიდი ძალის მოკრებით საჭმელიც ვჭამე. 500 კალორია მივიღე და რომ არა ჩემი მდგომარეობა, ალბათ ისევ წამოვდგებოდი და რაიმე სისულელეს ჩავიდენდი. უბრალოდ დავწექი და ფიქრი შევწყვიტე. იოანეზე ჩავფიქრდი. ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე.
მეორე დილით,როცა გავიღვიძე ჩემდა გასაკვირად დივანზე იოანე იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ჩემსკენ ღიმილით გადმოდგა ნაბიჯი. (დღის სინათლეზე ბევრად უფრო სიმპათიური მეჩვენა.)
-როგორ გიკითხოთ ქალბატონო კესარია-
-შენ...- წინა დღის თავგადასავალმა მოსვენება არ მომცა, დავიბენი.. თუ იოანე აქ იყო მაშინ ის სცენა რეალურია, მაგრამ ნუკა სხვა რამეს ამბობდა... გამოდის, ამ ყველაფერს ჩემი გონება დამაჯერებლად თხზავს და ეს გრძნობა მაგიჟებდა, უაზროდ გავიხედე ფანჯრისკენ- აქ რა გინდა?
-მოვედი, რომ მენახე..
-მელანდები.
- ჩემი დახმარება ერთჯერადი არ ყოფილა...
-მელანდები?- ამჯერად კითხვის სახე მივეცი რამდენიმე წამის წინ ნათქვამ სიტყვას
-შემომხედე და გეტყვი
-არ მაქვს დიალოგების აწყობის თავი
-არ დაგიმალავ, ეგ ნამდვილად გეტყობა...
- ერთმანეთს არც კი ვიცნობთ და შენ საერთოდ არ არსებობ... რეალური არ ხარ...
-გუშინდელმა მოვლენებმა მე პირადად შენი თავი გამაცნო... საკმაოდ კარგადაც თან, ასე რომ
-რა სისულელეა.
- სულელი გოგო ხარ! რომელიც ცდილობს გააკეთოს ის, რაც რეალურად ძალიან არ უნდა.. შენი გული და გონება ვერ თანხმდება... ახლა კი არც მიყურებ, გრცხვენია... გრცხვენია იმის,რომ შენ თავს გადააბიჯე, ის გააკეთე რაც სინამდვილეში სულაც არ იყო შენი..
- რის მიღწევას ცდილობ?
-არაფრის.. უბრალოდ მოვიწყინე ბოლო დროს... ვიფიქრე ცოტას გავერთობოდი- საწოლს მოუარა და ფანჯრის წინ დადგა- მიყურე და ნუ გერიდება, შენ ცუდად ხარ კესო, დახმარება გჭირდება და ის რაც გუშინ მოხდა უბრალოდ არაბუნებრივი,ან შენი ბაზისური ხასიათის მიერ ნაკარნახები ქცევა კი არა, სიგნალი იყო... სიგნალი იმის რომ დახმარება გჭირდება- სრულიად სერიოზული ტონით ამოთქვა და შემდეგ ოდნავ გაიღიმა. ჩემკენ დაიხარა და მისი შოკოლადისფერი თვალები ჩემს თვალებს გაუსწორდა.
- ... დავიღალე
-ვიცი, თუმცა ის რასაც შენ აკეთებ დასვენების მცდელობა კი არა სილაჩრეა. მშიშარა ხარ...
-და გიჟი... მელანდები... შენ არ ხარ ნამდვილი- უკვე დარწმუნებული ვიყავი აზრის სისწორეში. დაეჭვებული და უკვე ოდნავ შეშინებული დავაკვირდი
-თუ შენთვის ყველაფერი სულერთია რატომ გეშინია?
-.... არ არსებობ- თვალები დავხუჭე
-ცდები...- კიდევ ერთხელ გაიმეორა
-კარგი და თუ რეალური ხარ, მაშინ რატომ დაინტერესდი ჩემნაირი ადამიანით? ან ჩემმა დამ რატომ მითხრა რომ კლუბის წინ ვიღაც გოგომ მიპოვნა?- თვალები გავახილე, ოთახი ცარიელი რომ დამხვდა, შემეშინდა... ბოლო წვეთი იყო, გონებისგან ახლართულ ილუზიაში დავიკარგე.
ნუკას განერვიულება არ მინდოდა, ვიკითხე იყო თუ არა ვინმე ჩემს სანახავად. პასუხი უარყოფითი მივიღე და ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმის რომ იოანე არ არსებობდა.
ღამე ალბათ მინდოდა არ დამეძინებოდა,5 მაგრამ ჩემი გამოფტული არსება განუწყვეტლივ ითხოვდა თვალები დამეხუჭა. ნივთების დანახვაც კი მღლიდა.
დილით სიცივემ გამომაღვიძა. ოთახი მოვათვალიერე, ფანჯარა ღია იყო. იოანეს ძებნა დაიწყეს ჩემა თვალებმა უნებურად, რომ ვერ იპოვნეს გამეხარდა.
-სადამდე შეტოპე კესო!!!
-ნაპირიდან ძალიან შორს წახვედი. ჩაიძირები..- ისევ იგივე ხმა. საწოლის თავთან, კედელზე იყო მიყრდნობილი და მაკვირდებოდა, თვალები რამდენჯერმე დავხუჭე,მაგრამ არ გაქრა.
-არ ვქრები ჯერ... დაბრმავდები...- წამოვიწიე ყურადღება არ უნდა მიმექცია ამ რაღაცისთვის... ფანჯრამდე მივედი, ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი.
-ხო კაია სუნთქვა? მადლიერი უნდა იყო მე რომ არა ახლა ვერ ისუნთქებდი
-ტვინს ჭამ- აცრემლებულმა გავხედე ჩეს სიმპათიურ ლანდს
-ხო?
-ხო!! მინდა,რომ გაქრე
-არ გავქრები... არ გიფიქრია საიდან აქვს შენს გამომშრალ ტვინს ჩემი შექმნის ენერგია?- საწოლზე ჩამოჯდა
-არა...- ეს მართლა საინტერესო იყო..
- საკვები ადამიანის აზროვნებაზე მოქმედებს. თუ სწორად იკვებები ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გონება გაქვს. ხოლო თუ საწვვად ტვინს არაფერს აძლევ ურევს... მერე ვეღარ არჩევს რა არის რეალური და რა არარეალური. საერთოდ აზროვნებაც ძალიან დამღლელი ხდება..
-ვიცი..
-და გინდა ასე იყო?
-მხოლოდ შენი გაჩუმება მინდა...
-და რატო?
- იმიტომ რომ არ მინდა იმ ყველაფერზე ვფიქრობდე რასაც მეუბნები... ხოლო თუ შენ გხედავ და გისმენ რასაც საუბრობ, გამოდის ჩემს გონებაში დაძრწიან ეს ფიქრები... ჩემი გონების სათქმელს მეუბნები
-გინდა კარგად იყო... სხვანაირად როგორ აიხსნება ეგ?
-ალბათ...
-ხედავ რა ჭკვიანი ჰალუცინაცია ვარ- გამეცინა... – რეალური რომ ვიყო?
-შეუძლებელია ...- კიდევ გამეცინა და ფანჯარაში გავიხედე..- შეუძლებელია..- უკან მობრუნებისას ოთახში არავინ აღარ იყო, საერთოდ არავინ, მხოლოდ ქარი არხევდა ფარდას და ოთახს სიცივით ავსებდა.
***

მშვიდობა თქვენდა!
მთელი საღამო ვფიქრობდი ამეტვირთა თუ არა ჩემი რიგით მესამე 'რაღაც ისტორია'
ბოლოს გავბედე და აჰა, თქვენც ხედავთ.
გავაფრინე მემგონი ;დ მეშინია ძალიან...
გავთავხედდები და გთხოვთ (ძალიან არა, უბრალოდ გამიხარდება) გამიზიაროთ რას ფიქრობთ ჩემს რიგით მესამე 'რაღაც ისტორიაზე'. თუ მოლოდინებიც გაგიჩნდათ რამე პერსონაჟებზე ეგეც დამიწერეთ (შეიძლება ბევრს ვითხოვ, ბათ გამიგეთ რა ;დ)
უი,ხო მართლა შენიშვნებსაც მივირებ... ოღონდ ისიც გაიგეთ რომ მართლა ახლად აკიდებული ჰობია და შეცდომები მექნება, რა თქმა უნდა... მემგონი ბევრს ვბოდავ...მოკლედდ გელით რა ნებისმიერი შინაარსის კომენტარით

სიყვ. ავტორიტო 'რაღაც ისტორიების' მთხრობელიი.



№1 სტუმარი Anna Ko

მე პირადად მომეწონა. საინტერესო მეჩვენა და ჯარგი იქნება თუ გაგრძელდება ✓ გარდა ამისა მესამე 'რაღაც ისტირიის' კვალობაზე, საკმაოდ კარგი ნაწერია (ჩემი აზრით)
წარმატებებს გისურვებ და საინტერესო ბევრ 'რაღაც ისტორიებს' ❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან განსხვავებული ისტორიაა. ყოველტვის ვასწავლი ჩემ შვილებს რომ არასოდეს დასცინონ ვინმეს. თითეული სიტყვქ თუ მოქმედწბა გარკვევით ისახება მოზარდის გონებაში.და კატალიზატორი ხდება აჩქარწბული მოვლენებისაა. იმედია დაასრულებ და ასევე საინტერესოდ გაგრზელწდება სიტუაცია. კარგად წერ

 


№3  offline წევრი OKI ME

ვააი, როგორ მომეწონა და თან როგორი საინტერესოაა ❤️ აქამდე არ ვიცოდი შენი ისტორიები. აუცილებლად წავიკითხავ წინა ორსაც ❤️ კიდევ კარგი, რომ ატვირთე. მომწონს შენი წერის სტილი.

იოანე არ მგონია მთლად წარმოსახვის ნაყოფი იყო. :დდ რაღაცას მაიმუნობენ მგონი. :დდ

მოკლედ, მოუთმენლად ველი ახალ თავს. იმედი მაქვს რომ მალე შეძლებ დადებას ❤️❤️

 


№4  offline წევრი Anmaryda

Qeti qimucadze
ძალიან განსხვავებული ისტორიაა. ყოველტვის ვასწავლი ჩემ შვილებს რომ არასოდეს დასცინონ ვინმეს. თითეული სიტყვქ თუ მოქმედწბა გარკვევით ისახება მოზარდის გონებაში.და კატალიზატორი ხდება აჩქარწბული მოვლენებისაა. იმედია დაასრულებ და ასევე საინტერესოდ გაგრზელწდება სიტუაცია. კარგად წერ


მიხარია რომ მოგეწონათ heart_eyes მადლობა საინტერესო კომენტარისთვის და იმისთვის, რომ კითხულობთ heart_eyes

Megioki
ვააი, როგორ მომეწონა და თან როგორი საინტერესოაა ❤️ აქამდე არ ვიცოდი შენი ისტორიები. აუცილებლად წავიკითხავ წინა ორსაც ❤️ კიდევ კარგი, რომ ატვირთე. მომწონს შენი წერის სტილი.

იოანე არ მგონია მთლად წარმოსახვის ნაყოფი იყო. :დდ რაღაცას მაიმუნობენ მგონი. :დდ

მოკლედ, მოუთმენლად ველი ახალ თავს. იმედი მაქვს რომ მალე შეძლებ დადებას ❤️❤️


როგორ მიხარია heart_eyes მადლობა, რომ კითხულობ და ასეთ კარგ კომენტარს იმეტებ heart_eyes bowtie ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის, მართლა bowtie

Anna Ko
მე პირადად მომეწონა. საინტერესო მეჩვენა და ჯარგი იქნება თუ გაგრძელდება ✓ გარდა ამისა მესამე 'რაღაც ისტირიის' კვალობაზე, საკმაოდ კარგი ნაწერია (ჩემი აზრით)
წარმატებებს გისურვებ და საინტერესო ბევრ 'რაღაც ისტორიებს' ❤️


მადლობა იმისთვის რომ მე და ჩემს რაღაც ისტორიებს დრო დაგვითმე heart_eyes მიხარია heart_eyes
--------------------
ა.დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent