შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არხოტის გული (სრულად)


26-03-2021, 03:44
ავტორი tasusuna
ნანახია 22 931

არხოტის გული
მთაგრეხილიან არხოტს ნელი სვლით მივიკვლევდით ქანცდაწყვეტილები.
სამგზვრო ზურგჩანთა და,მასში მოთავსებული უამრავი სახელმძღვანელო უღმერთოდ დამძიმებულიყო და მხრებს მგლეჯდა..
აღარ შეგვეძლო.
ჩემს გრილსა და მუდამ მზიან ოთახს ისე ვნატრობდი,სული მძვრებოდა.
მთელი ენთუზიაზმი სადღაც შუა წერტილში ჩამქროდა და ახლა მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა,დასვენება,გვიანობამდე ძილი და ერთი ღერი თამბაქო წყალივით მსურდა.
თანამგზავრებიდან ჩემსავე გზას ადგა თითქმის ყველა,თავად იდეის ავტორის გარდა.
მუდამ მთების სიყვარულში ჩაძირული ონო ისეთი სისხარტით გვიკაფავდა გზას,შურით ვივსებოდი.
-თამზარ პაპა დაგვხვდება ასსასთან ცხენებით,მდინარიდან ათ კილომეტრშია სოფელი ამღა,სადაც დავბინავდებით და სულიერი სიმშვიდის შვიდ დღეს დავყობთ სანამ ქალობატონი სწავლა-განათლებაში ჩაერთვება..-აღტაცებული გვამცნობს გეგმებს.მასში ისეთი სიჭარბითაა თავისუფლების წყურვილი,რომ ნებისმიერ დროს მზადაა,უკანასკნელიც გაიღოს მის მოსაპოვებლად.ამიტომ დავთანხმდით ყველა რამდენიმე კილომეტრიან ლაშქრობას დანიშნულების ადგილამდე,შეწინააღმდეგებას აზრიც არ ჰქონდა..ონოს პრინციპებს წინ ვერანაირი წინაღობა აღუდგება.
-თუ მომავალ ერთ სააათში წყლის ჩხრიალს არ გავიგებ,გეფიცებით,უკან ვბრუნდები.-სულ ბოლოდან,რიგის ნაბოლარა თამარი ხვნეშით გვემუქრება და კიდევ უფრო გვშორდება.
სხვა თუ არა,ონოს ხასიათი ბოლოს მაინც გვჯაბნის და,საათის მერე,ჩვენც,მასთან ერთად,ისეთი სიხარულით ვაცხრებით ცივ წყალს,სულს ვერ ვითქვამთ.
კამკამა წლაში უზარმაზარი ლოდები თვალს ჭრიდა.
ცისარტყელას ფერებში აცეკვებულ მდინარეს ხელები ფართედ გაეშალა და მასში შეცურვას გვევედრებოდა.
-ხუთი წუთით გავგრილდეთ რა,სანამ მასპინძელი მოსულა.-გიომ ერთი გამოგვხედა და,სანამ პასუხს მიიიღებდა,მთელი ტანით გადაეშვა ზვირთებში.
თვალისდახამხამებაში მას თამარი და ონოც შეუერთდა.
ერთადერთი,ვინც ხმელეთზე მყარად იდგა,წყლის შიშით შებყრობილი მე და,მთები ვიყავით.
-სესი,სასწაული წყალია,ჩამო რა!-თამარი ყელმოღერებული მიყურებს და ლოდზე სკუპდება.
ცხოვრებაში ალბათ პირველად მინდება დასიცხულს ბუნებით გაგრილება.
ვჭოჭმანობ,თუმცა,სამ ხმაში ამღერებულ თხოვნებს ვთანხმდები და ყინულივით ცივ წყალში ნაბიჯ-ნაბიჯ ვეშვები.
კამკამა ყინვა ტერფებიდან მთელ სხეულში ძვრება და გულამდე შეფარულად ამოდის.
-ერთიანად ჩაყვინე და შეეჩვევი!-ონო ხმამაღლა მეპასუხება.
იდეამ დიდად არ მომხიბლა,ისევ ჩემ გადაწყვეტილებებს მივყევი და ლოდებზე ფრთხილი სვლით თამარისკენ დავიძარი.
-წყალი ადიდებულია ონო,ზამთრისგან დამაშვრალი ყინული ჯერკიდევ დნება და პირდაპირ ამ შენს საყვარელ ასსაში იღვრება.-ცოდნა-განათლებას კამკამა წყალს ვაყოლებ და,თამარის იქით,ტყუპ ქვაზე არცთუ ისე კომფორტულად ვთავსდები.ტერფები უკვე შეჩვეოდა ცივ წყალს და დროდადრო სასიამოვნოც კი ხდებოდა.
-ქალთან,რომელსაც არაფერ სიამოვნებას არ ანიჭებს ყველაფერი ბუნებრივი და ველური,როგორ ვმეგობრობ ამდენი წელია,არ მესმის.-ჩემი შემყურე ონომ ზურგი ცხვირაწეულმა მაქცია და მკლაური მუხლამდე წყალში ოსტატურად მოუსვა.
-აი ამ შვიდ დღეში შენ თუ შეძლებ რომ,კონტრაქტით გაფორმებული სამი თვე სასურველი გახდეს,გეფიცები ქალობას,დიდ ბიუსტს დაგიდგამ ბინასთან და დილა-საღამოს შენზე ვალოცინებ ჩემ მეზობელ ნუნუკას.-კეკლუცურად ვუცინი და ფრთხილად ვდგები.
წყალში მოთამაშე წყვილის დაფიქსირება მინდოდა,პარალელურად ცხენების ჭიხვინი რომ მოგვესმა და,ყურადღება გაფანტულმა,ფეხი არასწორად დავდგი..
პირველი რამდენიმე წამი სუნთქვაშეკრული ვერ გავიაზრე თავს რა დამატყდა..
რომ მივხვდი,ყინულივით წყალში ჩავვარდი,ყელში უზარმაზარმა ყულფმა მომიჭირა და უსაზიზღრესმა შეგრძნებებმა საღად აზროვნება დამიქვეითა.
შემეშინდა..
სასოწარკვეთამ ისე შემბოჭა,გული გამიჩერდა.
ყელში წვამ სული შემიღონა და აღარც შეძახილები მესმოდა.
რომ ვიგრძენი,გონება შიშისგან მებინდებოდა,სწორედ მაშინ ჩამჭიდეს ხელი...
ერთიანად დაბერილმა სუფთა ჰაერმა სველ ტანზე ცივად შემომახვიეს მკლავები.
-თვალები გაახილე..-უცხო ხმამ მიმართულება მომცა და მყარ ზედაპირზე დამსვა...
პირველი,რაც ბინდის გაცრეცისთანავე დავინახე,შავი,მეტყველი,ცეცხლივით მოელვარე თვალები იყო..
უცნობს სველი,გრძელი და ტალღოვანი თმა შუბლზე ქაოტურად მიკროდა ..
პატარპატარა წვეთებს ღაწვებზე ჯებირები გაეკეთებინათ და ნიკაპთან თავმოყრილები,ასსას უბრუნდებოდნენ.
-ისუნთქე!-მითითება უნებურად შევასრულე და,დაგროვილი ჰაერი ნაწყვეტნაწყვეტ ამოვუშვი.
გული კიდევ უფრო ამიჩქარდა..
კუშტ მზერას არ მაცილებდა..
-ღმერთო,სესილი,ლამის მოვკვდი.-თამარი იდუმალებას ტირილით მირღვევს და ისე მეხვევა,ძლივს აღდგენილი მშვიდი სუნთქვა ისვ მეკვრის.
ბიჭები ჩემს მხსნელს გარს ეკვრიან და მადლიერებით ივსებიან.
უცნობი მხოლოდ თავის დაკვრით იფარგლება და ისევ ჩემკენ იხედება..
მამცივნებს..
მისი მზერიდან წამოსული სუსხი მედება და პულსს მიჩქარებს.
მალევე ირკვვევა,რომ თამზარ პაპას ნაცვლად,ჩვენს გიდობას ახლადმოსული ითავებდა.
თუმცა,წეღანდელ ინციდენტს,კიდევ ერთი უსიამოვნება ემატება.
-ერთი ცხენი გაიქცა,შემჭიდროება მოგვიწევს.-თვალს სულ წამით გვავლებს და მზერას ისევ ჩემზე აჩერებს.
ცხენთან მდგომი,ჭრელ ტალავარში გამოწყობილი,მხატვრული ფილმიდან ამოჭრილ გმირს ჩამოგავდა..
მხრებში გაშლილს,აღვირი შეემართა და ისეთი ოსტატობით ამხედრდა,თვალი ვერ მოვაცილე.
რომ მოვიხედე,ერთადერთი,ვინც ჩამოქვეითებული იყო,ისევ მე ვიყავი..
თამარი თვალების ბრიალით რაღაცის მინიშნებას სცდილობდა,თუმცა,მგონი პირველად,მისი არ მესმოდა.
-თუარ ვიჩქარებთ,დაგვაღამდება!-ასსას ჩხრიალში მისი ხმა ისევ გაისმა..სანამ გონებაში მის ჟღერადობას ვიმახსოვრებდი,მან ხელებში მოქცეული აღვირი მოუშვა,ცხენი ჩემკენ მოზიდა და ხელგამოწვდილმა, მწველი მზერით ამათვალიერა.პირქუშმა და პირდაპირმა მზერამ სულ მცირე სიბრაზე მომგვარა.ჩემი თვალებიდან წამოსულმა უარმა არც კი დააყოვნა,წამში ცხენიდან გადმოიხარა,წელზე ძლიერი მკლავი შემომხვია და,მის უკან, მოხერხებულად დამაბინავა.
-ის ცხენები დატვირთვას არ არიან მიჩვეულები.-მოკლედ მოჭრა,შავ ბედაურს ტყავის წვრილად დაწნული შოლტი მსუბუქად დაჰკრა და წინ გაიჭრა..
ემოცია,რომელიც იმ წამებში მთელ სხულში მივლიდა,არ გავდა აქამდე არცერთ განცდილს..
იყო ეს უდიდესი თავისუფლების განცდა თუ,უცნობის ენერგია,ვერც მივხვდი..
-მომეჭიდე..გაიყინები-მისმა ხმამ ბურუსიდან გამომიყვანა და გზააბნეული,ბილიკზე დამაყენა..
ყოყმანმა რამოდენიმე წამი დამაყოვნა,თუმცა,როგორც კი ცხენმა სიჩქარეს უმატა და,ქარს წინ დავუხვდით,შესამჩნევად ათრთოლებული ხელები წელზე შემოვხვიე და ტალავარს ძლიერად მოვეჭიდე.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი მის ზურგს აკრული,
ვერც განვლილი მანძილი შევამჩნიე და ,
დიდად ვერც წინ გადაშლილმა ხედებმა გამიფანტეს ფიქრები...
ერთადერთი,რასაც მთელი გზა ვგრძნობდი,მისი რიტმულად აძგერებული გული და მშვიდი სუნთქვა იყო..
-მოვედით....
ხელები ჯერკიდევ მთელი სიძლიერით მქინდა შემოჭდობილი და თვალებს ვერ ვახელდი..
სიმშვიდე,რომელიც არსაიდან მეუფლებოდა თითქოს ნელნელა გაიცრიცა და
თვალწარმტაცი ბუნების მთელი ხიბლი მხოლოდ ახლა აღვიქვი..
-ლამაზია არა?!-ონო აღფრთოვანებული ღიმილით მოიჭრა და,ჩამომაქვეითა..
ხედი,რომელიც წინ მეშლებოდა,იდილიიის,სიმშვიდის,სილამაზის განცდებს მიტოვებდა..
მხოლოდ ახლა დავრწმუნდი გულისთქმის სისწორეში...
ერთმანეთის მიჯნად აწყობილი ქვების გროვა საკმაო სიდიდის ციხე-სახლებს ქმნიდა და ისეთ ჰარმოჰიას ასხივებდა,მთელ სხეულში შემომიძვრა და ლაპარაკის სურვილი გამიქრო.
მთელ სიმწვანეში ჩაფლული,ნაცრისფერი კოშკები თვალს ამშვიდებდა და სილამაზეში გვახვევდა.
-ამ ადგილს ერთი თვისება აქვს სესილი-ფიქრებიდან ისევ ონოს გამოვყვარ-აქ ვინც მოდის,უკან ან არასდროს ბრუნდება,ან მეორედ ამოსული სამუდამოდ რჩება!-სიცილით მაძახებს შორიდან და არდილზე გაშეშებულს მტოვებს..
მისმა ბოლო სიტყვებმა არაბუნებრივად იმოქმედეს და არასასიამოვნო ფიქრები ამიღვივეს.
არ ვიცი,გვისმენდა თუ,უბრალოდ მომეჩვენა,მაგრამ,ხის აივნის მოაჯირზე ხელებით დაყრდნობილ მასპინძელს იდუმალი, ჩაფიქრებული მზერა მოებყრო ჩემთვის..
მისი თვალები ამბავს ყვებოდა,თუმცა,მე მისი მოსმენა არ შემეძლო.
__
ქვით ნაშენ ორსართულიან,დაბალ კოშკს ირგვლივ ხის ორნამენტებიანი აივნები შემოევლო.
მასიური კარის მიღმა სადად,ტრადიციულად მოწყობილი მისაღები იმალებოდა.
ხის დაბალ სკამებზე,ალბათ,თამზარ პაპას ჩვენთვის თბილი პლედები და,მაგიდაზე კოხტად გაწყობილი ვახშამი დაეტოვებინა.
მადისაღმძვრელმა არომატებმა ისე გაგვთიშეს,მთელი დღის ნაშიმშილები,დაღლილები,შესვლიდან წუთების შემდეგ ხის დაბალ მაგიდას ვესხედით და მადიანად შევექცეოდით.
ჩვენი მასპინძელი მოშორებით სარკმელთან ზურგშექცევით იდგა.
მისი განიერი მხრები ბნელ ხედს მთლიანად ფარავდა და გაუგებარიც კი იყო,რას უკირკიტებდნენ მისი თვალები.
დაღლილობისგან უხმოდ განვლილმა ვახშამმა ყველა საძინებლის კარებთან მიგვიყვანა.
მთელი სხეული მტეხდა.
განცდილი და განვლილის ჩამორეცხვა ყველაფერს მერჩივნა.
ბინძური,მტვრიანი და,ასსას ტალღიანი ტანისამოსი სათლში ჩავყარე და,შეშის ფეჩზე გაცხელებულ წყალს ტანი შევაგებე.
ამოვისუნთქე.
უფიქროდ განვლილმა წუთებმა თითქოს დაღლილობაც მომიხსნა და,
ძილისკენ აჯანყებული გონება,გამოაფხიზლეს.
შეგრილებულ ტანზე მოსხმული ხევსურული ორნამენტებით მოქარგული მოსასხამი აცივებულ ღამეს ფანტავს და აივნისკენ მიზიდავს..
ღრმა ძილში გადაშვებული თამარი წამითაც კი ვერ იგებს როგორ ვტოვებ ოთახს.
ქურდული ნაბიჯებით მივიპარებოდი ნახევრად განათებული აივნისკენ და,შუაგულში,ისე,რომ მთვარის შუქზე გაცრეცილი ხედისთვის მეცქირა,ვჯდები და მთელი დღის ნანატრ ნიკოტინს ღრმად ვუშვებ ფილტვებში.
სიამოვნებისგან დავლილი ჟრუანტელი მთლიანად მფარავს..
თვალდახუჭული სუფთა ჰაერს შერეულ,თამბაქოს კვამლს ხარბად ვისუნთქავ..
ზუსტად ვიცი როგორია მისი არომატი.
ჯარუმს სუსტად დაჰყვებოდა დარიჩინის გემო და ამიტომ იყო,რომ ვერ ვეშვებოდი მავნე ჩვევებს.
მის ღრუბლებში სუსტად,მსუბუქად,თითქოს,თავისუფლად დავცურავდი,ჰაერს მძიმე,მწარე არომატიც რომ შეერია და დამფრთხალმა,მომენტალურად მოვავლე თვალი ჩაბნელებულ აივანს.
სრულ სიბნელეს წითლად არღვევდა თამბაქოს ცეცხლი.
ალზე აციალებული მასპინძლის სახე სულ წამით განათდა და ისევ შავს შეერია.
-შემაშინეთ!-ხმა ძლივს ამოვუშვი ყელიდან.სხეული ჯერკიდევ ცახცახებდა.
-ასეთ მშიშარას,მარტო,კილომეტრების მოშორებით,ამღაში რამ მოგიყვანათ?!-ირონიაში ინტერესიც გაუკრთა.
ჩამეღიმა.
-წესით უნდა იცოდეთ!-პირდაპირი პასუხისგან თავს ვიკავებ და მისი მიმართულებით სულ წამით ვიხედები.
სრულ წყვდიადში მისი კონტურებიც კი ვერ გავარჩიე.
-მთაში არცერთი წესი,სტანდარტი,ჩარჩო და დოგმა მოქმედებს!-მის ხმას თან ცეცხლის გაელვებაც მოჰყვა და,თითქოს ჩემი ფიქრების ესმოდაო,მის წინ,მაგიდაზე,სანათმა სუსტად გაანათა.
თბილი ნარინჯისფერი ალი ფრთხილად მოედო მის ნაკვთებს.
უხეშ,მამაკაცურ ღაწვებზე გრძელი წვერი სახეს უქუფრავდა და,
იდუმალ იერს სძენდა.
სქელი წარბებიდან ყორნისფერი თვალები ირონიულად მიმზერდნენ და ჩემში შეღწევას ცდილობდნენ.
გრძელი,ვერცხლშეპარული თმები უკან გადაეწია..
ტალავარის გარეშე,თხელ შავ მაისურში გამოწრთობილი ტანი სუსტად მოჩანდა,თუმცა,მცირე განათებაზეც კი მარტივი შესამჩნევი იყო ხელებზე,მთელ სიგრძეზე შავად მოხატული ფიგურები.
ეს უბრალო ტატუ არ იყო,
თითო სვირინგს თითო ახსნა ჰქონდა და,
სამწუხაროდ,არცერთი მესმოდა.
მარტივად დაიჭირა ჩემი მზერა.
ემოციებმა ფერი წამებში იცვალეს და ძლიერმა ხელმა ალი ისევ ჩააქრო.
ჩამოწოლილ სიბნელეზე მწარედ ჩამეღიმა.
სინათლეს მიჩვეული თვალი ჯერკიდევ არჩევნა კონტურებს.
-არც თქვენ ჰგავხართ წესებს,სტანდარტებს,ჩარჩოებსა და დოგმებში მოქცეულ ხევსურს!-ირონია მთლიანად მისკენ მივმართე და მწველი მზერა მოვატარე თითქმის ჩაძირულ სახეს.მის ემოციებს მისხალი საერთო არ ჰქონდა დილინდელ,ტალავარში მოსილ ცხენოსანთან.
იდეალურ სიწყნარეს ჩემი სხეულის მოულოდნელი ცახცახი აყრუებდა,მეგონა...
უპასუხოდ დატოვებულმა რეპლიკამ მოსვენება დამიკარგა და მეორე ღერს განერვიულებულმა მოვუკიდე.
დარიჩინის არომატს ფონად მისი ფეხის ხმა მოჰყვა.
ოთხი გრძელი ნაბიჯით გამიპირისპირდა და აივნის იმ ნაწილში გაადმოინაცვლა,რომელსც მთვარე უკვე უსუსტესად ანათებდა.
-უტა ბაბალანი!-ჩამუხლულმა ხელი სრულიად მოულოდნელად გამომიწოდა და სუსტი მტევანი ხელისგულში მოიქცია.
ვერცერთი წამით დავაღწიე თავი მის უფსკრულისფერ სფეროებს..
მთლიანი ღერი ხელებში ჩამწვოდა და თითებზე ავარდნილმა სიმხურვალემ ამღაში,არხოტის გულში დამაბრუნა.
მის სახელს მთელი გონება უწყვეტა იმეორებდა და მთელ სხეულს სუროსავით მოდებოდა.
ჩემგან მოშორებული,მთვარის უკანასკნელ სხივთან შეჩერდა და,სულ წამით გამომხედა.
-შენდასასიკედოთ,ჯობია,გჯეროდეს,რომ უბრალო ხევრუსი ვარ!-სიბნელეს,უსუფთავეს ჰაერსა და,დარიჩინის ბოლს მძიმედ დაეკიდა მისი სიტყვები...
ენერგია გამოცლილმა წამით ვერ მოვხუჭე თვალი.
პირველი ღამე,უცხო მხარეს,უცხო მიწასა და,უჩინარ მომავალზე ფიქრში.სრულიად თეთრად გავათენე..
მთელი საათები,ხის სარკმლებიდან ფაცრეცილ ბნელს სუსტად დაყვებოდა უტა ბაბალანის სახე..
___
სიმწვანეში,წარმოუდგენელ პეიზაჟებში ჩაფლული ამღა შუადღის მწველ სხივებს მთელი გულით ასხივებდა და მის სილამაზეს უხვად აფრქვევდა.
ახლადგაღვიძებულს ჰაერში დატრიალებულმა მომწვარი ერბოს მადისაღმძვრებლა არომატებმა ფიქრისგან დაღლილი გონება ერთიანად გამომიღვიძა და კიბეებს ჩქარი ნაბიჯით დავუყევი.
ხის ორნამენტებით მოპირკეთებულ ძველებურ სამყოფელში რგოლი შეეკრათ მოსაუბრეებს და გაცხარებით კამათობდნენ.
მაგიდის შუაში მოქცეული ონო როგორც ყოველთვის ქადაგებდა და მის არეალში აქცევდა მსმენელს.
დაჰიპნოზებულებს ჩემი მოსვლა არც გაუგია,გეზი მომცრო სამზარეულოსკენ ავიღე.
ტაბლაზე ფქვილში ამოსვრილი მოხუცი ხელის მოხერხებული მოძრაობებით ულამაზეს ხვეულებს აკეთებდა და მომწვარ ერბოსთან ერთად,აგიზგიზებულ ფეჩზე დებდა.
-თამზარ პაპა-მარტივად გამოვიცანი.
მოხუცის თბილმა,ცხოვრებისგან დაღლილმა თვალებმა ინტერესით ამათვალიერეს და კეთილი ღიმილი მომაგებეს.
-აქაურები დიდხანს გელოდნენ სესილი-გამტყდარი ხმა მადლიერებით აევსო.-ბვშვები დღეებს ითვლიან როდის დაეწყებათ სწავლა,მიხარია,რომ მათ აღზრდაში მცირე წვლილი მეც შემაქვს შენი მასპინძლობით.-დანაოჭებული ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა.
ბედნიერება მთელ სხეულში მომენტალურად მომედო და გავიბადრე.
თუ აქამდე ვჭოჭმანობდი ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე,მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნეს,რომ მთაში,მცირეწლოოვნების აღსაზრდელად წამოვლა,სწორი,გონივრული და ყველაზე საჭირო სვლა იყო ჩემს ცხოვრებაში.
-არ დაგიმავალთ,პასუხისმგებლობა მაშინებდა,თუმცა,ფაქტებმა და მოვნელებმა ჩემი გადაწყვეტილების მიღება დააჩქარეს.-წამებში,ჩემდაუნებურად,გული გადავუშალე.-ვეღარ ვჩერდებოდი ვერსად,ეს ადგილი და ახალი ცხოვრება მჭირდებოდა თავი უკეთ რომ მეგრძნო.-მოხუცის ინტერესიანმა თვალებმა სითბო გამიღვივა..მთლიანი გონება კილომეტრების მოშორებით,ისევ იქ იყო,სადაც ნახევარი ცხოვრება დავტოვე..მომცრო ბინის ცარიელ სამყოფელში,ცენტრში,ორი ფიცრული მდუმარედ ისევ იდგა და მათ წინ,ღონემიხდილი,დაჩოქილი,ნახევრად მკვდარი ფერმკრთავი გოგო გულამოსკვილი მოთქვამდა..ალბათ ფიქრის მორევი დიდხანს ჩამითრევდა,სამზარეულოში მძიმე ნაბიჯებს რომ არ გამოვეფხიზლე.
მაღალმა,ტალავარში მოსილმა მხოლოდ წამით შემომხედა,ირისებში დატრიალებული ინტერესი მომენტალურად მიმალა და სახეზე ირონია აიკრა..ხელში მოქცეული ტყავის შოლტი ქამარში დაიმაგრა და გვერდი ამიარა...
-უტა,მოსულხარ!-თვალებგაბრწყინებულმა თამზარმა მის ხელებში მოქცეული გუდა ჩამოართვა.
-ყველაფერი აქ არის,მოხუცო!მე უკან უნდა დავბრუნდე,თუ რამე დაგჭირდეს,ერთ საათში გავდივარ!-მოუჭრა დადაგვტოვა.
აღარც თამზარს უთქვამს რამე და,უტაც აღარ გამოჩენილა.
მოხუცის კეცეულას ვერ მოვწვიტეთ მუდამ მშიერი გიო.
წარმოუდგენელი გემო ჰქონდა ერბოსაც და,მასში შემწვარ ყველიან კვერებს.
განწყობა იმდენად აგვიმაღლა გარემომ და გემოებმა,მუდამ მოწუწუნე თამარიც კი მარტივად დაგვთანხმდა,დაბნელებამდე,გარემო ფეხით შემოგვევლო.
სუნთქვაშეკრული დავყვებოდით სიმწვანეში და,ქვითკირით ნაშენ კოშკებში ჩაფლულ მდელოებს.
ონოს ცოდნა და ბუნების უზომო სიყვარული თითქოს ჩვენც გადმოგვედო და უზომო აღფრთოვანებით გავცქეროდით პეიზაჟს.
თითო ნაბიჯი თითო ახალ შეგრძნებებს გვიხსნიდა.
გულზე კაეშანივით მოხვეული სევდა თითქოს გაუფერულდა და ახალ ფერებს გზა მისცა..
-საოცრებაა!-ხელებგაშლილი ონო შემაღლებულზე დამდგარიყო და ხელებგაშლილი გადაჰყურებდა ხედს.
მზე უკვე გადადიოდა,საღამოვდებოდა და სითბოც კარგავდა მის ძალას.
მოშიშვლეულ მკლავებზე ეკალი მაყრიდა.
-წარმოდგენაც არ მინდა,რომ არა სესილი,როდის ვეღირსებოდი შეჭმარიტებასთან ზიარებას.-მადლიერი თვალებით გადმომხედა და გაშლილი მკლავები ძლიერად შემომხვიე.
მისი უანგარო სითბო და გულწრფელობა ყველასგან გამოარჩევნა ონოს.
წარმოუდგენელი იყო მისგან ღალატი და ზედმეტი ტკენა.
ის ყოველთვის იყო პატარა სახლი,სადაც ყველა საკუთარ თავს ვავლენდით.
-სანამ ჩემი ჯანმრთელობა გაყოლია ასსას, დაბრუნდეთ რა!-თამარი გიოს მოსასხამში ეხვევა და სანამ დავთანხმდებით,ბრუნდება და ბილიკს ჩვენი სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მიუყვება.
-ღმერთო,ვერც კი ვიჯერებ,რომ ინტერნეტ სამყაროს ამდენი ხნით მოწყდა და ჯერ კიდევ ცოცხლებს გვტოვებს.-თვალებს ატრიალებს გიო და ედევნება.
-სესი,მგონი მხოლოდ ჩვენ გვინდა აქ სამუდამოდ დარჩენა.-მისმა იდუმალმა მზერამ დამაფრთხო.
გამეცინა.
ალბათ,სიმწრით.
-ონო,აქ სამუდამოდ რა მინდა?!-ვეცადე გულწრფელი ვყოფილიყავი.
-მე ტყუილად არ მითქვამს სესი,აქ ვინც მოდის,ან აღარ ბრუნდება,ან მეორედ ამოსული,სამუდამოდ რჩება..
___
დიდხანს ვფიქრობდი ონოს სიტყვებზე..
მუდამ გულთმისანი ტყულად სიტყვებს არასდროს იტყოდა.
არ ვიცი რას გრძნობდა,არ ვიცი რას გულისხმობდა,იქნებ,უბრალოდ მე ვძენდი ამას ზომაზე მეტ მნიშვნელობას,თუმცა,უკვე მეორედ,ძილი რომ დამერღვა ამღაში,ცალსახა იყო...
აივანზე,კუპრივით შავ ღამეს აღარცერთი ვარსკვლავი აღარ ანათებდა.
მოქუფრული ცა შავად ელავდა და თითო ოროლად თუ გაიკლაკნებოდა ელვა კამარაზე.
პლედში გახვეულს,ჯარუმით,ფიქრებით ძალიან შორს დავცურავდი.
ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა.
გარემო იმდენად იდეალური იყო,
ყოველმხრივ,
ჟრუანტელმა დამიარა.
მთებიდან უხვად მოდევნილი ქარი მსუსხავდა,თუმცა,ვერ ვიძროდი..
თითქმის წელიწადი იყო,მარტოდ ვეღარ დავრჩენილიყავი..
უკიდეგანოდ მოშიშვლებული ტკივილი თითქოს გათავისუფლდა და,
შავი,დაცრეცილი,დაფლეთილი ფრთები ფართოდ გაშალა.
მტკიოდა და,ვინ იცის,როგორ..
უამრავი ხალხით გარშემორტყმულს თავი ასე მარტო არასდროს მიგრძვნია..
სახე ამეწვა..
ღაწვებზე ჩამოსული უცხო ცრემლი ქარს შეერია და გაქრა.
-გაცივდები..-სუსხს,კიდევ უფრო ცივი ხმა მოჰყვა..
გამაკანკალა..
შიშისგან და,უცებ მოვარდნილი ემოციებისგან ადგილზე გავიყინე.
კიბის ქიმზე,ხის ბოძს მხრით მიყრდნობილი სხეული გამჭოლი მზერით მძარცვავდა და თვალს არ მაცილებდა..
უკვე მეორედ,ღამით,მის სხეულს ტალავარი არ ემოსა..
მაისურზე ტყავის ქურთუკი მოესხა და სახეზე ქუდი ჩამოეფხატა,თითქოს,არ სურდა,ვინმეს მასში ადამიანი ამოეცნო.
მისი აშკარა ორსახოვნება მაბნევდა და მაფიქრებდა.
ვერ ვხვდებოდი,როგორ იკავებდა მასში ორი ადამიანი ადგილს..
დილით-მთის შვილი,ღამით-...
-არც ასეთი სუსტი ვარ,ქარმა რამე დამიშავოს.-წეღანდელი განცდილის დამალვას ვცდილობ,თუმცა,ვამჩნევ,როგორ შიფრავს უთქმელად.
-ისეთი სუსტი,მარტო,დაუცველი ხარ ვერც წარმოიდგენ-ჩემკენ დაძრული პირისპირ მიდგება და სულში მიძვრება.
უღმერთოდ ვცდილობ მისმა სიტყვებმა არ დამშალოს..
ჯიქურ მზერას გავურბივარ,თუმცა,ყველგან მძებნის.
ყორნისფერი თვალები ირონიიის მიღმა დიდ ინტერესს მავლებს და მთლიანად მცლის ემოციისგან.
წყენისგან თუ,გაშიფრული მეობისთვის სიმწრით შეკავებული კანკალი მთელ სხეულზე მივლის და თავს ვერ ვიკავებ..
-ძალა დამღლელია სესილი-მისი ხმა ისევ ჟრუანტელს მგვრის-ძალა მთლიანად გფარავს და ემოციებს გიჭამს..შენში იბუდებს და აღარასდროს გტოვებს..-იდუმალი მზერა თითო ნაკვთს ლაშქრავს და მის კვალს ტოვებს.-სისუსტე კი სულ გახსენებს რომ ადამიანი ხარ..
სულ გახსენებს,რომ ემოციები გმართავს და,შეგიძლია,გტკიოდეს.-მრავლისმეტყველ სხივებს მიცვლის და ალბათ მეჩვენება კიდეც,მაგრამ,ვგრძნობ,როგორ ცდილობს გამამხნევოს..
-ნურასდროს იფიქრებ,რომ სისუსტე მანკიერებაა..
ყველაფერს მივცემდი,რომ შემეძლოს ეს სიძლიერე შემოვიხსნა და თუნდაც რამოდენიმე წუთით ადამიანურ განცდებს დავუბრუნდე.-მიღიმის და მაგიდაზე დადებული კოლოფიდან ერთ ღერ ჯარუმს იღებს.
ყველა ამოსუნთქვა დავუთვალე,სანამ მისი სიტყვები გონებამ სრულად გაშალა..
მცირე,კრისტალის ხელა შვება ყელიდან კვამლს ამოვაყოლე და ცხელი წვეთი ჯებირებთან შევაჩერე.
-ოჯახის დაკარგვა სულის ნაწილებად დაგლეჯვას უდრის სესილი და ვიცი ეს განცდა როგორ გიკაწრავს სხეულს..
გული ამომიჯდა..
სუნთქვაშეკრულმა გაოცებისგან ვერცერტი სიტყვა დავძარი..
მისი თვალები თითქოს განაცრისფერდა და,
სხეული დატოვეს..
ვგრძნობდი,აქ აღარ იყო..
-ყოველდღე დაგტანჯავს განცდა,რომ მარტო ხარ,სანამ ამას არ მიეჩვევი და,არ შეისისხლხორცებ..
ვერავინ ამოგივსებს დიდ უფსკრულს..
ვერავინ გეტყვის მსგავსს,რასაც ორი მშობელი და,
ვერასდროს იგრძნობ იმაზემეტ სიმშვიდეს,ვიდრე ამას გრძნობდი..-ნამწვს წამით დახედა და ქილაში ჩასრისა.
შემცივნებულ მკლავებზე მისი ტყავის ქურთუკი რომ მომახურა გვიან მივხვდი,სითბო რომ შემომეხვია...
გრილი არომატი მოშიშვლებულ ჭრილობებს მალამოდ ედება და,მთლიანად არეულ გონებას მიმშვიდებს..
განცდა,რომელიც მას და,მის არომატს მოჰქონდა,არ ჰგავდა არასდროს განცდილს და ეს იმაზე მეტად მაბნევდა,ვიდრე ფიქრი,რომ მან ჩემზე,არსაიდან,თითქოს ყველაფერი იცოდა..
-ჩემდასასიკეთოდ,მინდა მჯეროდეს,რომ უბრალო ხევსური ხარ და არა გრძნეული.-მცირე ირონიაში გადამუხტული ჰაერის გაცლას ვეცადე,თუმცა,გამტყდარი ხმა და,აცახცახებულ თითებში მოქცეული თამბაქოს ღერი უბოდიშოდ მყიდდა.
მცდელობასაც აზრი არ ჰქონდა..
არსაიდან ვიცოდი,რომ მთლიანად მხედავდა..
არ მტოვებდა განცდა,რომ მის|თვისაც ეს ახლო იყო და,
ვერ ვიჯერებდი,რომ ორი სახის მიღმა შესაძლებელი იყო მესამე,კიდევ უფრო იდუმალი მხარის არსებობა.
ვერ ვჭვრეტდი,რას მიმზადებდა ბედის საზიზღარი ირონია.
უკუნით ღამეში,თითქოს უკვე გაზეპირებულ ნაკვთებს თვალს ვერ ვაცილებდი და ვცდილობდი,მათ მიღმა იმაზე მეტი დამენახა,ვიდრე ამის საშუალებას უტა მაძლევდა..
-გადაუშლელი წიგნი ხარ უტა.-უკვე ჩაკეტილ,ირონია აკრულ სახეზე მისხალი ვერ წავიკითხე.
ოსტატს მთლანად ჩამოერეცხა წეღანდელი და მისი ადგილი კლდესავით შეუვალ მიმიკებს დაედოთ.
-არც კი მინდა თითო გვერდის წაკითხვა შეძლო..იქ შენთვის მისაღებს ვერაფერს ნახავ,სესილი!-აგიზგიზებულ თვალებში მძიმე ფარდა დაეშვა.
ისევ,
მეორედ და,
ალბათ მალე შევეჩვეოდი ღამის თენებებს,მისით მოცულმა,ვერცერთი ფიქრი ვერ გავფანტე რომ დამესვენა.
განცდა,უცხო და,განუცდელი ფეხის ტერფებიდან მტკივნეულად შემოდიოდა მის არომატებში ახლართული,არეულ გონებაში იდებდა ბუდეს..
შემოთენებულ მომდევნო დღეს ისევ ბაბალანის გაცრეცილი კონტურებით
შევხვდი.
მხოლოდ გამთენიისას,გადანაცრისფერებულ ამღას კოკისპირული წვიმა ეწვია.
__
არხოტის თავზე კოკის პირებს თავი მოეყარათ და გამალებით ისროდნენ დედამიწაზე წვიმის წვეთებს.
თითქოს ცა ჩამოდიოდა ძირს,გამთენიიიდან მოყოლებული,წამით არ შეუწყვეტია დენა და დაშინებულები,შემცივნებულები,შეშის ფეჩს შემოვსხდომდით და წრის შუაგულს მოქცეულ თამზარ პაპას მატიანეს სულგანაბულები ვუსმენდით.
ვინ იცის,რამდენი რამ გადაეტანათ მის დაკოჟრილ,ჭირგამოვლილ ხელებს.
მუდამ მოპაექრე ონოც კი უსიტყვოდ ისმენდა და გაბადრული შესციცინებდა ახალგაზრდების ინტერესით კმაყოფილ ამღას მკვიდრს.
სიმჭიდროვის მიუხედავათ,გულის სიღრმეში ცარიელ ადგილს ვერ იკავებდა უტა ბაბალანი.
რუტინულად,თითქოს,როგორც მას სჩვეოდა,დილით უჩინარდებოდა და მხოლოდ მაშინ,როცა ხის ფესვიც კი მყუდრო ძილს მისცემოდა,გამოჩნდებოდა და დაწყობილ ფიქრებს ერთიხელისმოსმით რევდა..
გეგმა,რომ ახიელსა და ჭიმღაში ცხენებით წავსულიყავით,მასსავით გაქრა და მხოლოდ ლეგენდების ამარად დავრჩით,რომლითაც თამზარი ვანებივრებდა.
-წეღან თქვით პაპა და,აღარ შეგაწყვეტინეთ.-მისით მონუსხულმა თამარმა მოხუცს ინტერესით გახედა.-რატომ არ გაჰყევით შვილებსა და შვილიშვილებს ქალაქში?!..
-თუ მეც წავედი და,ის ოთხიოდე კომლი უკან მომყვა,მაშ,ვინღა დარჩება აქ?! ვინღა მიხედავს უპატრონოდ დარჩენილ საფლავებს?! ვინღა დაუნთებს სალოცავებს სანთებს?! ესეც რო არ იყოს,სხვანაგ ვერ ვისუნთქებ.
იქ,სადაც არხოტის თავისუფლება არ ტრიალებს,მონად უნდა ვიქცე.
ადამიანისთვის,რომელიც თავისუფალ ფრენასაა მიჩვეული,რთულია წესებს აყოლა და ქალაქის რიტმში გაჭ....ტა.აქ,ამ სახლში,ამ მიწაზე დავიბადე და ჩემი უკანასკნელი დღეც აქ უნდა იყოს,პაპი..-მთის შვილის სიტყვებმა თითქოს ლაპარაკის უნარიც წაგვართვა.
უზარმაზარ ფართობზე ეულად დარჩენილი,უთვისტომო 20 კაცისთვის ღმერთს ბოლო დღემდე მარტოობა დაებერტყა და,ამის შეჩერებაც კი არ სურდათ.
თვის წინ,როცა კონტრაქტზე ხელი მოვაწერე,ბავშვების რაოდენობა არ მიკითხავს..
მხოლოდ ახლა,როცა მოხუცმა მოსახლეობა ახსენა,ინსტიქტურად საქაღალდეში დაბუდებულ ფარატინა ფურცელს დავხედე.
ჯეროვნად ჩაწყობილი წინადადებების შემდეგ,შემზარავად ეწერა:2 ქალი,2 ვაჟი.
გაოცებისგან და,ალბათ,სისუსტისგან გამაჟრჟოლა.
სადღაც,ულამაზეს ხეობაში,მხოლოდ ერთი ოჯახი იყო,ოთხი შვილით,რომლებისთვისაც მე აქ ვიყავი..
გული მეტკინა და თან სიამაყით გამებერა..
თუ სადმე ბედი და მისი მწერალი არსებობდა,მთელი გულით მწამდა,რომ მხოლოდ ჩემთის ჰქონდა ეს თავგადასავალი გადანახული და ყველა რწმენით ელოდა ჩემგან მაქსიმუმს.
-სესი!-გონებით შორს გაფრენილს ონო მაბრუნებს.
თვალებში კითხვები აქვს,თუმცა,ამჩნევს,რომ ამწამს ამაზე საუბარი არ შემეძლო.
მთელი შუადღე ისე გაილია,ვერავინ მოვწყდით ისტორიის ცოცხალ ფურცლებს.
მხოლოდ მოსაღამოვებულს გადაიღო თავსხმა წვიმამ.
წვრილად ჟინჟლავდა ახასხასებულ ბალახს და ღამის მოახლოებასთან ერთად,სრულად შეწყდა.
ისევ აივანზე,ისევ შუა ღამით,ჩათბილული, ჩამოქუფრულ ცაზე ნაცნობ სახეებს დავეძებდი,თამზარ პაპა რომ გამოვიდა პარმაღზე.
მოხუცებულის აღჭურვილობამ სრულიად დამადუმა და შიშისგან ისე ამაცახცახა,გავინაბე.
მარცხენა ხელში სათლით გაღვივებული ნახშირი დაეჭირა თამზარს,მარჯვენას კი მომცრო ზომის სანადირო დანა ამშვენებდა.
-ღმერთო..-ძლივს ამოვიძახე.
ვხედავდი,როგორ აყრიდა სახლის კუთხე-კუნჭულს დანით ათლილ ნახშირს.
ხევსურული ბუტბუტი ძლივს აღწევდა ჩემამდე და იმდენად შემზარავად ჟღერდა,მთელი სხეულით ვკანკალებდი.
წუთების შემდეგ,ცხენის თქარუნმა გამიფანტა წამით გონება,თუმცა,მოხუცის მონოტონური ლოცვა აგონიაში მაბრუნებდა.
-გრიაიიი, გრი კუდიანთ. ამაგის მეტიმც ნურა მიგაქვთ ჩემი სახლისა, ქვისაი, ხის მეტი! თავისა შასვით და შაჭამეთ-წუთის ინტერვალით ააგდო ნიგზუარები ერთმანეთის მიყოლებით :მარჯვნივ,მარცხნივ,პირჩაღმა,პირაღმა და,ბოლო,თითქმის გავარვარებული მუგუზალი ცისკენ აღმართაა ლოცვით.
დამუნჯებულს გარყევაც არ შემეძლო.
ყური გვიან აღიქვამდა ნაბიჯების ხმასაც და,როცა ნაცნობ არომატში გავეხვიე,მხოლოდ მაშინ დავაღწიე თავი წარმოუდგენელ სანახაობას.
მაღალ სხეულს ძლიერ მკერდზე მივეხუტე და ხელი წელზე სუროსავით მოეხვია.
-სესილი,არ შეგეშინდეს!-მის სიტყვებს,თან ჰაერში აღმართული ვერცხლისფერი ცეცხლსასროლი იარაღი მოჰყვა და ექვსი მიჯრით გასროლილი ტყვია.
ელდისგან გაზაფრული უნებურად მივეკარი მთელი ძალით და სახე მის მკერდს მივაყრდენი.
მთელი სხეულით ვცახცახებდი.
ნიაღვარად წამოსული ცრემლები მის გულს ეცემოდნენ და ალბობდნენ.
არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა საკუთარი თავის დასაბრუნებლად...
თითქოს ჩემი ესმოდაო,მისი ძლიერი მკლავები წელს შემოხლართვოდა და დავიფიცებ სალოცავზე,მისი სუნთქვა იმდენად მშვიდი იყო,ჩემზეც გადმოვიდა.
-ქრისტემ დაგდვათ ბეჭედი!-გამოფხიზლებულს თამზარის სიტყვებმა მომჭრა ყური.მის ფრთებს მოშორებულს,ისე შემცივდა,ავიბუზე.
მოხუცი ყურებამდე გაღიმებული ამოგვყურებდა ეზოდან და ნაბიჯნაბიჯ უჩინარდებოდა.
მის წასვლას აივანზე თითოდ გამოსული თამარი,ონო და გიო მოჰყვნენ.
ჰაერში,შორიდან,სხვა მხარეებიდან,ჯერ კიდევ ისმოდა სროლის ხმა.
გაოცებულ სახეებში მხოლოდ ონოს ჰქონდა გაბრაზებული,ნაწყენი და ამავდროულად,აღფრთოვანებული სახე.
-კუდიანთ წუხრა არა?!-უტას ინტერესით გახედა და დანანებით ჩამოჯდა ხის სამფეხზე.-ცხოვრებაში ალბათ ერთადერთხელ ვარ ხევსურეთში და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ძილში შევხვდი.
დაინტერესებულებმა,ყველამ უტასკენ მივაბყარით მზერა და,
დაუსმელი კითხვები მზერით გავცვალეთ.
-კუდიანთ წუხრა ფშავ-ხევსურების რწმენა-წარმართული დღეა დიდმარხვობის ბოლო ოთხშაბათს.ოჯახის უფროსი,ნახშირითა და დანით იმ ტერიტორიასა და ნივთებს ნიშნავს,რომელსაც,კუდიანები ვეღარ შეეხებიან.ოჯახის დასაცავად,სალოცავებს ლოცვით მიმართავს,მათ კი ნახშირით დევნის. შუა ღამიდან გამთენიამდე მხოლოდ უხუცესს აქვს სახლის დატოვების უფლება-თხრობას თვალმოუცილებლად ასრულებს და თითქმის შეუმჩნევლად მიღიმის.-მასპინძელმა ცის კამარაზე იმდენი ტყვია უნდა გაისროლოს,რამდენი წევრიცაა ოჯახში..-გამჭოლი მზერით გადმომხედა და ნიკოტინი ძლიერად მოქაჩა.
ყელი ამეწვა,ისე მომინდა ერთი ღერი თამბაქო.
განვლილისგან და,განცდილისგან ისეთი დაქანცული ვიყავი,მწყვეტით ჩავესვენე ხის იატაკზე და ჯარუმს მოვუკიდე.
ისე დაცარიელდა აივანი,ყურადღება ვეღარ მივადევნე.
სული რომ მოვითქვი და გულმა რიტმი დაიბრუნა,ჩემ წინ,ქურდულად მოთვალთვალე უტა ბაბალანს ავხედე.
ლამპის სუსტ განათებაზე ქამარში ვერცხლისფრად მოციალე იარაღი თვალს ჭრიდა.
შევერცხლილ,გრძელ,უკან გადავარცხნილ თმაზე ისევ ქუდი ეფარა,თითქოს,ისეც ღამეში შეზრდას ლამობდა.
კუპრივით შავი თვალები იმდენად ცარიელი,არაფრისმთქმელი და თან,ყოვლისმომცველი იყო,ვერ მოვცილდი..
მისი ყურება,ჯიქური თვალიერება სხეულს აჯანყებას უწყობდა და ელვა კანზე უწყვეტად მივლიდა.
გონება ჯერკიდევ ბლოკავდა მის მკლავებში გახვეულ ფარატინა სხეულს.
თავს არ ვუტყდებოდი სიმშვიდის განცდებს და დაჯერება არ მინდოდა,რომ უცხო ადამიანი იმდენად ახლო იყო ჩემთვის,მისგან მოწყვეტა არ მინდოდა.
-ბოლოს,თამზარის სიტყვები რას ნიშნავდა უტა?!-ის,რაც გულში ხინჯად დამრჩა,მის მოელვარე თვალებს შევაგებე.
ჩაეღიმა.
იატაკზე ფეხმორთხმით მჯდომს,ჩაიმუხლა და, გამისწორდა.
მკრთალ განათებაზე იმდენად იდეალური ნაკვთები ჰქონდა,სული შემეკუმშა.
ირონიულად მოცინარი ტუჩები სიცივისგან დასკდომოდა და წამოზრდილ წვერში ჩამალული მამაკაცური ღაწვები ღია ვარდისფრად შეფაკლოდა.
-ქრისტემ დაგდვათ ბეჭედი-ხევსურეთში და,მითუმეტეს,ამღაში წმიდაზე წმიდა ლოცვაა და მას საკურთხეველთან,სიყვარულის შეფიცვის დროს ეუბნებიან ხოლმე ქალ-ვაჭს სესილი..-თვალებიდან ლამის გადმოსცვივდა მოცეკვავე ეშმაკები..ყორანივით შავი თვალები ისე უელავდა,გულზე შემოწოლილი სიბრაზე მომენტალურად გამიფანტა.
მხოლოდ ერთი წუთი ვიყავი მის უფსკრულებში ჩაძირული..
მის მოზომილ, ნაბიჯებს აყოლილ ძლიერ სხეულს მალულად ვაყოლებდი თვალს,მზერა ისევ შემართულ იარაღზე რომ შემრჩა..
არ ვიცი,როგორ ამჩნევდა ყველაფერს,თუმცა,არც ჩუმი ამოოხრება გამორჩენია.
ისევ ისე,ისევ უცხომ,ისევ მთელი სიზუსტით ამოიკითხა მზერაში დამალული კითხვები.
-შენ რომ გგონია სესილი ეს მხარე უკაცრიელი,მთლად ასეც არაა..-მკრთალმა ღიმილმაც ვერ დაფარა მის სახეზე მომენტალურად აგიზგიზებული სიშმაგე.-თითო კუთხეში თითო ჩრდილია მიმალული..
___
მზით აბრწყინებულ დაბალ,ხასხასა მდელოზე ბოლთით მოსიარლე ონოს ბუზღუნმა დილით ყველა ფეხზე დაგვაყენა.
აივანზე ნახევრად მძინარემ ძლივს გავარჩიე ცენტრში მოსაუბრე უტა,თამზარი და უკმაყოფილო ონო.
წარბშეხრილმა რომ ვეღარაფერი გავიგონე,ჩავიცვი და კონსილიუმს შევუერთდი.
-ასსას აბობოქრება კარგს არ მოასწავებს,ჯობია გავასწროთ სანამ ჩავრჩებით.-ახლად მისულს წამით გამომხედა და ისევ მათ მიუბრუნდა.
-დაგვიანებაც არ ივარგებს,გზას იგივე მარშრუტით უნდა გავუყვეთ.უახლოეს ერთ საათში თუ დავიძრებით,ქვევით ჩემი ხალხი დაგხვდებათ და დანიშნულების ადგილას მიგიყვანენ.-საქმეში გართული უტა იმდენად მიმზიდველი იყო,ის ფაქტიც გადამავიწყა,რომ ჩვენი მცირე არდადეგების დღეები დასრულდა.
ფორსმაჟორში ჩალაგებული ჩანთებისა და,ონოს გაუთავებელ მოთქმაში დილიდან ისე დავიქანცე,უკვე ცხენებზე ამხედრებულებს ძლივსღა ვუყურებდი.
თითქოს ისევ იგივე მეორდებოდა..
ტალავარში გამოწრთობილი უტა ბაბალანის ტანი,მხრებშიგაშლილი აღმართულიყო ბედაურზე და ისეთი სულისშემკვრელი სანახავი იყო,თვალს ვერ ვაცილებდი.
მენანებოდა და,გული საშინლად მეწურებოდა,მომავალი სამი თვე მათ გარეშე,უთვისტომო მიწაზე რომ უნდა გამეტარებინა.
ფაქტი,რომ აქ ყოფნა მჭირდებოდა,არ ცვლიდა რეალობას..
თამარის აწყლიანებულ თვალებს იქამდე ვუყურებდი,სანამ,ბაბალანის ძლიერმა მტევანმა ცხენზე არ ამამხედრა.
გაოცებისგან და მოულოდნელი ეიფორიისგან გული საგულიდან ლამის ამომივარდა.
არც კი მომსვლია აზრად,მათ გავყოლოდი,უტამ კი,ამის საჭიროება მხოლოდ ერთ წამში დაინახა და,იგივე გზას,სულის შემხუთველი ხედებითა და,ამჯერად,ყველა აღქმული პეიზაჟით,გავუყევით.
სამ საათიანი გზა ონოს წყალობით ისეთი სისხარტით გავიარეთ,არც შეგვიმჩნევია.
ჩემი მტერი ხმაურით,მედიდური ჩხრიალი|თა და,მოგიზგიზე გულით შემოგვეგება.
მწარედ ჩამეღიმა დღეების წინანდელი განცდილისგან.
უტას პროგნოზი მართალი გამოდგა,
ქვები,სადაც სულ რაღაც 4 დღის უკან ვისხედით,წვიმის წყლისგან გახვავებულ ასსას მთლიანად დაეფარა.
საცალფეხო,თთქმის წარსულს ჩაბარებული ხიდი საცოდავად გვიყურებდა და მასზე გადავლის პერსპექტივით არ გვხიბლავდა.
შექმნილ დაბრკოლებაზე მეტად,ორმა ვრანგლერის ყველგანმავალმა მიბყრო ჩემი ყურადღება.
მდინარის ნაპირას,
ზუსტად ჩვენს პირისპირ,შავი ჯიპებიდან გადმოსულმა ორმა მძღოლმა მხოლოდ გამჭოლი მზერით შეგვათვალიერეს და მკრთალი თავის დაკვრით მიესალმეს მდინარის მეორე მხარეს მდგარ უტას.
მისი სახე იმდენად შეუვალი,ცივი,ირონიული იყო,გამაცივა.
სწრაფადვე გავიყარეთ.
მხოლოდ ბოლოს დარჩენილი ონო მომიბრუნდა სევდიანი სახით და გულში წრფელად ჩამიკრა.
-იმას თქმაც არ უნდა,როგორ მიჭირს აქ შენი,მარტო დატოვება.-ისე,რომ მხოლოდ მე გამეგო მისი სიტყვები,ყურში მიჩურჩულა..- ბოლო დღეებში უაზრო ფიქრები ამეკვიატა სესი..-თვალებში იმდენი გულწრფელობა ჰქონდა,გამაჟრჟოლა.ასეთი სერიოზული,ფიქრიანი,ნაღვლიანი მისი სახე არასდროს მენახა.-თავს გაუფრთხილდი..თუ შეძლო,შემეხმიანე და შენი ხმა გამაგონე,კარგი?!-ყალბი ღიმილი მომატარადა წამით გახედა უკან,ცხენებთან მოდარაჯე უტას.-დამპირდი,რომ ამაზე მეტად მისით არ აღფრთოვანდები...-მოსმენილისგან გამაკანკალა.შეპასუხებას აზრიც არ ჰქონდა.-აქ სამუდამოდ მართლა ვერ დაგტოვებ!
მხრებში გაშლილი,თუმცა,მაინც,მოწყენილი დაგვშორდა ონო.ვინ იცის, როგორ ჩამწყდა გული,მათ მერე,სანაპიროზე მხოლოდ მანქანის ნაკვალევიღა რომ დარჩა..
~ბედაურების თავში მოქცეული ხევსურულ ნაციონალურ ტანისამოსში მოსილი უტა ბაბალანი თანაგრძნობით მიმზერდა.დღითიდღე მისთვალებში ახალახალი გრძნობების ხილვა ჩემთვის გამოწვევა იყო.მოხერხებული მოძრაობით ამამხედრა კუპრივუთ შავ რაშზე,თვითონ მათ წინამძღოლად მოექცა თავში და ქვაღორღიან აღმართს შევუდექით.
მისი მტკიცე ნაბიჯები,
გაშლილი მხრები,
ძლიერი ანფასი და ,
არხოტის უღმერთო ბუნება უკიდეგანოდ ერწყმოდა ერთმანეთს.
გულში ეერთიანად აფრენილი უამრავი პეპელა თითქოს მას დატრიალებდა და შეუმჩნევლად ეალერსებოდნენ.
მოწოლილი სითბოსგან სული საშინლად მეკუმშებოდა..
არ ვიცი,ვერ ვხვდები და,ამაზე ფიქრიც არ მინდა,
მისით,სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად,იმდენად ვიყავი მოცული,
შორიდანაც კი ვგრძნობდი მის ენერგიას.
განწყობას მხოლოდ შავად მობუბუნე ღრუბლები მიქრობდა..
წვიმისთვის გამზადებული ცა ავისმომასწავლებლად გრუხუნებდა და შიშის ნაპერწკლებს მიღვივებდა.
ამინდის მკვეთრი ცვალება უტასაც არ გამორჩენია.
-სესილი,მარტო ჯირითს შეძლებ? უნდავიჩქაროთ,თუ წვიმამ მოგვისწრო,შეგვაფერხებს და,არც ისე თბილად გაცვია,მას რომ გაუძლო.-მწველი მზერით ამათვალიერა და პასუხის მოლოდინში ცხენების აღვირი ჩემი რაშის უნაგირზე მიამაგრა.
გამოწვევების არასდროს მეშინოდა,თუმცა,ეს ზუსტად მესამე შემთხვევა იყო,როცა ცხენზე ვიჯექი და,იცის,უსაფრთხოდ,მხოლოდ მის ზურგს მიყრდნობილს მეჩვენებოდა.
შემეშინდა..
-სულ პირველად რომ შეგხედე ასსასგან გატანჯულიც კი სალი კლდესავით მოჭიმული იყავი..
თურმე,სულ ტყუილად..ბუმბულივით მსუბუქი,ფარატინა აღმოჩნდი.-
პასუხი რომ დამიგვიანდა,ირონიულად ჩაეღიმა და ამომცინა.
კეკლუცურად მოელვარე ირისებში აცეკვებული ეშმაკწბი მხოლოდ წამით დავიჭირე.
მის სახეს მალევე დაუბრუნდა ჩვეული ირონია.
გაწაფული მოძრაობით ცხენზე მომენტალურად ამხედრდა და მის წინ მომიქცია.
-თუ შემოტრიალდები,წონა გათანაბრდება და ცხენი უფრო მარტივად ივლის.-სერიოზულობის მიღმა მის ხმაში გამკრთალმა ღიმილმა ცხლად დამიარა კანზე.
არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ამდენი სითამამე..
წუთის შემდეგ,მის მკერდზე,მთელი ძალით ვიყავი მიკრული და მივქროდით..
წელზე შემოწყობილი ფეხები უხერხულობისგან თუ,მთელ სხეულში დავლილი ვნებისგან,უკონტროლოდ მიცახცახებდა და მთლიანად აფორაჯებული,მის ტალავარში ვმალავდი სახეს.
კანით ვგრძნობდი მის თვითკმაყოფილ ღიმილს..
უტა ბაბალანს მთლიანად მის ფრთების ქვეშ შევეხიზნე და ისე მივაპობდით ჭიუხებს,გულის ვერცერთ დარტყმას ვეღარ ვითვლიდი..
-სესილი,ცას ახედე..-ყურში ჩუმად ნათქვამმა მის სითბოს მომწყვიტა.
სიცივენაკრავ ღრუბლებს პირი იმწამს მოეღოთ და წვრილ წვეთებს გზავნიდნენ არხოტის გულში.
ალმოდებულ სახეზე ყინულებივით დამცვივდა წვეტიანი შხეფები.
ღაწვებიდან ჩამოდენილი ნამი გულის კოვზამდე იკვლევდნენ გზას და იბუდებდნენ.
ყელზე,ნიავივით მოდებული მისი გრილი სურნელი ცეცხლში მხვევდა და საერთოდ არ მშველოდა წამებში დავარდნილი ტემპერატურა.
თვალდახუჭულიც კი ვგრძნობდი,
ღიაცისქვეშ რამდენად დამუხტული იყო გარემო.
ფრთხილად გავახილე თვალები..
მუდამ შავად მოგიზგიზე ირისებში ისეთი ნისლი ჩამოწოლილიყო,გამაკანკალა.
არცერთხელ არ მიხილავს მისი სახე ასე ახლოს..
მუდამ ქუდსა და,ჩამოშლილ თმაში ჩამალული ნაკვთები ამოვარდნილ ქარს გამოემზიურებინა და იმდენად მიმზიდველი მომეჩვენა,სუნთქვა შემეკრა..
სქელ წარბებს ქვემოთ მოციალე უკუნითი ირისები ჯიქურ მიყურებდნენ და ჩემში შემოღწევას ლამობდნენ.
მისი მზერა ჯერ ასეთი მომთხოვნი არ ყოფილა..
-არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი თვალები..-მობუბუნე ხმა ძალიან,ძალიან შორიდან მომესმა..
ცხელებისგან მთლიანად მოდუნებული სხეული მის სიტყვებს ვეღარ დაუხვდა მტკიცედ.
მის მკერდს,ძლიერად მფეთქავ გულს დავუბრუნდი და მისი მზერის ტყვეობიდან დავეხსენი..
მთელი გზა,
ასსადან ამღამდე არ მოსცილებია მისი ხელის გული ჩემს წელს..
ვულკანივით აგიზგიზებული სხეული კოკისპირულ წვიმას შეუპუებლად შეეწინააღმდეგა და ეზომდე ვერცერთი წვეთი ვერ ვიგრძენი.
ზუსტად საღამოს რვას აჩვენებდა საათი,მისმა ხელმა რომ ჩამომაქვეითა და კოშკთან მოდარაჯე თამზარს ცხენები გადასცა.
თვალმა კოხტად შეკრული გუდაც დააფიქსირა და პაპას მოუსვენარი ცმუკვა.
-უტა,თავსხმაა,დილას წასულიყავი..-ჭექა-ქუხილს ფეხდაფეხ მიჰყვა ცხენის თქარუნი და მოხუცის სიტყვები..
არცერთი წამით არ გაუაზრებია გონებას მოსმენილი..
მხოლოდ მას ვხედავდი..
ყორნისფერ რაშზე ამხედრებულსა და ამაყად მომზირალს.
-ამ თვალებს ხედავ თამზარ?!-არც კი გამოუხედავს,ისე მიუთითა ჩემკენ.-კიდევ ერთხელ თუ ჩავხედავ,ვეღარც დღეს და,ვეღარც ხვალ ვეღარ წავალ და,მერე შენც იცი,რამხელა მნიშვნელობის საქმე მოკვდება..
უკანმოუხედავად გააქროლა ბედაური უტა ბაბალანმა ამღას ხეობაში.
უკანმოუხედავად ამომიჯდა საგულეს ამოვარდნილი გული..
გაუგებრობისგან შეგუბებული სუნთქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამომასკდა ყელიდან.
-სახლში შევიდეთ სესილი,გაცივდები..-მოხუცის მზრუნველმა ხელებმა ჩემი დაძვრდა სცდეს,თუმცა,
ვერც კი გავტოკდი..
მანამ,სანამ უკანასკნელი ძალა გამოვძებნე სხეულში,ჰორიზონტს უიმედოდ გავცქეროდი.
__
ქვითკირით ნაშენი,ერთსართულიანი,თითქოს,ახალხელშენავლები დაბალი,სკოლად გადაკეთებული ოთახი სუფთად მოეწყოთ მილხანებს.
ორი მერხი ერთმანეთის გვერდიგვერდ დაედოთ და მათ წინ,პატარა მაგიდა ავსებდა სივრცეს.
კედელზე მომცრო დაფაზე ლამაზად გამოეყვანათ ჩემი სახელი და გული გამილღვა,იქ შესვლისას,კედელთან ლამაზი პირისახის,სიმაღლისდამიხედვით ჩამწკრივებული ქალ-ვაჟი რომ დავინახე.
პატარა გოგონების ტანზე შემოქარგული სადიაცო იმდენად თვალწარმტაცი იყო,ემოციები ვერ შევიკავე.
ფერადი ძაფებით მოკინძული ფარაგი კისერთან მჭიდროდ შეეკრათ და დაწნულ,გრძენ თმებზე სატაურა კოხტად დაეხურათ.
ქოქლოზე აზღოტი აესხათ და მოძრაობისას ისე იშლებოდა,წუთები მხოლოდ მათ ტანისამოსს ვუცქერდი.
წარმოუდგენელი იყო,როგორ იკარგებოდა მთაში ეს სილამაზე..
გული მომეწურა,იმდენად დიდი კდემა,სინაზე,სიფერმკრთალე მოდიოდა მათგან და,ამასთან,ბავშვური სიანცით უბრწყინავდათ ცის კამარისფერი თვალები.
გამიჭირდა..
უღმერთოდ გამიჭირდა უემოციოდ ამევლო გვერდი ჩემკენ მომზირალი მომლოდინე თვალებისთვის.
გაფაციცებული ყურადღება მთლიანად დაფისკენ მოებყროთ და ერთი სული ჰქონდათ,როდის შეისრუტავდნენ მთლიანად.
საათები ისე გავიდა,გულში ჩახვეული უზომო სევდა გადამეყარა.
გულში ჩაკრული ოთხი სხეული ძლივს დავთმე,კარებში მთლიანად ძაძით მოსილი ხევსური რომ შემოვიდა..
გამაცივა..
მისი კამკამა თვალებიდან წამოსული ტანჯვა მთლიანად შემომეხვია ტანზე და გული მომიწურა..
ახალგაზრდა ქალს სახე ისე დაღარვოდა,გამიჭირდა მასში სიცოცხლის ნიშანწყალი შემემჩნია..
მხოლოდ წამით,სულ შეუმჩნევლად გაუბრწყინდა თვალები,მერცხლებივით რომ შემოეხვივნენ თავზე შვილები..
-თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ..- ხმამ შორიდანვე გამავსო სითბოთი.გამოწვდილ,შეფერადებულ ქალურ ხელს ძლიერად ჩამოვართვი ხელი და გულღიად მივესალმე.-წლები ვიბრძოდი,მამამთილიგან ნება მიმეღო და,თქვენი აქ ჩამოყვანა მეთხოვა თემისთვის..-სულ მცირედ გალაღებულ გულზე ისევ შემომეხვია მწარე კაეშანი..
ვინ იცის,რამდენ ისტორიას ყვებოდა მმისი თვლალები და ძაძა..
რამდენ ტკივილს იტევდა ძლიერი გული..
რამდენ წინააღმდეგობასა და ადათდან უწევდა ჭიდილი,რომ მიისი შვილებისთვის ცხოვრება მიეცა..
ღმერთმა იცის,რამდენად უჭირდა მთაში ქალად ყოფნა..
-სალოცავები გადაგიხდიან იმას,რასაც მე ვერ შევძლებ..-ყოვლისმთქმელი თვალები ალბათ კიდევ რამეს მეტყოდნენ,კარში ხანშიშესული,წლებისგან დადაბლებული მოხუცი რომ არ შემოსულიყო...
კაცმა მხოლოდ თავი დამიკრა,მუქ ლურჯ ტალავარზე შავი ტილოს ჩოხა მოედო..
თვალებიდან უთქმელ რისცხვასთან ერთად,უზარმაზარ ტკივილს ასხივებდა და,უჭირდა,მაგრამ,მაინც მალავდა.
დამჭკნარმა ხელმა ბავშვებსა და ქალს ხელი მოხვია და მილხანების სკოლაში მარტო დამტოვა..
ხის დანამული სარკმლებიდან წვიმა გულზე მწარედ მესობოდა...
ვერ წარმოვიდგენდი,არ მჯეროდა..
გული საშინლად მტკიოდა და დანახული მიორკეცებდა.
ვინ იცის,როგორ მჭირდებოდა ამ წამს თუნდაც მხოლოდ წუთით მასთან მესაუბრა..
მისი ცივი,შავი თვალები უღმერთოდ მენატრებოდა და ამ განცდას ვერ ვუძლებდი.
უცხო სხეულის თითო ნაკვთი თვალწინ მედგა გამუდმებით და სული მტკიოდა,რომ ვერ ვეხებოდი,თუნდაც მხოლოდ წამით..
განუცდელის განცდა მთელ სხეულს ცხლად მოდებოდა და ერთი სული ჰქონდათ,როდის იგრძნობდნენ თავს მშვიდად..
დაცულად..
-სესილი..-თამზარის ხმამ მისი სახის კონტურებს მომწყვიტა..
მთლიანად სველი მოხუცი თბილად მიღიმოდა და ოთახს ინტერესით ავლებდა თვალს.
-სულ მისი ხელით შეარემონტა უტამ თვის წინ..მუხლჩავარდნილი ევედრებოდა საწყალი თამთინა აბას,სანამ არ დაითანხმა და აქ არ მოგიყვანა..-ნაღვლიანად შემომხედა და მძიმე,უამრავი წიგნით სავსე ჩანთა ჩამომართვა.
მილხანების კარმიდამო საგულდაგულოდ გამოვკეტეთ და აღმართს ფეხით ავუყევით.
სახლი ჯერ კიდევ არ ჩანდა ჰორიზონტზე..
მე უტას გარეშე ჯირითი არ შემეძლო..
თამზარისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მათი მოვლა იყო..
ონოსგან ვიცოდი,მას შემდეგ,რაც მისმა შვილებმა ამღა დატოვეს,თამზარი აღარ ამხედრებულა..
-პაპა,თამთინს ძაძა ემოსა..-შუა გზაზე,გულის კარნახით ვკითხე...
-მზესავით ბიჭი იყო ხთისო..-შუა აღმართზე შედგა მოხუცი..
მთელი ტანით შევემზადე..
კანით ვგრძნობდი,მოსმენილი ადვილი გადასატანი არ იქნებოდა..
-სისხლის აღება და კეჭნაობა ადათში სჯულზემტკიცეაა სესილი..-სულ ერთი წამით გამომხედა..ვიგრძენი,ამ წუთს,ის ამღაში აღარ იყო..
მისი თვალები იქ,იმ დღეს უყურებდნენ..
-ასსას შესართავთან,ინგუშეთში შეხიზნულმა ლეკებმა ათენგენობას თამთინი შენიშნეს და,სისხლმოწოლილ კაცს მისი შერცხვენა ჩაუდევს გულში..იმდღეს ხთისო ამღაში არ იყო.. გზაში აცნობა აბამ არც მომხდარი სირცხვილი და,ხმალშემართული ეძგერა ახმახს.ლომების ბრძოლას გავდა იქ მომხდარი.
ცეცხლივით მოგიზგიზე უტა ოთხ კაცს გვეჭირა და ვერ ვამაგრებდით..
ეს მათი ბრძოლა იყო და არა ბაბალანის..
მთელი სახე დაუსახიჩრა ხთისომ მისი ოჯახის ჩირქის მომცხები..
ყელმოღერებული ლეკები კუდამოძუებულები გადევნა და მშვიდად ეძინა იმ ღამით..ფიქრით,რომ მისი ცოლის ნამუსი სისხლით შეინახა...-ხმგამტყდარმა ძლივს ამოისუნთქა..
მაკანკალებდა..
გულამომსკდარი ტირილისგან მის გაფერმკრთალებულ სახესაც ვეღარ ვხედავდი..
ეს რა ხდებოდა..გონება საერთოდ ვერ ხარშავდა მოსმენილს..
-ნაჭამი სირცხვილისგან ბოღმით სავსეებმა ის ღამე აღარ გაათენებინეს ხთისოს..ლოგინში,მარტოდ მწოლიარეს სული დაალევინეს და,ოთხი შვილი დააობლეს..მას შემდეგ,სიცოცხლით სავსე გოგო ცოცხალმკვდარ მარიონეტად იქცა..
მწარედ მომიჭირა გავარვარებულმა გულმა..
თვალწინ დამიდგა თითო ბავშვის თითო სახე და დაბეჩავებული ქალი..
ვერც გავიაზრე სახლამდე როგორ მივედით..
სევდით გასიებული გული მთელი ღამით სუსტად მიფეთქავდა და თითო დარტყმას ტოვებდა.
ჯარუმის დარიჩინის არომატი თავბრუს მახვევდა და ვერ ვხვდებოდი როგორ ვეწეოდი ღერს,ღერზე.
თავსხმა წვიმას თითოდ მოჰქონდა გაუკაცრიელებული ამღას ცოდვები.
პირმოღებული ცა თითქოს ახლად ირეცხავდა მილხანების სისხლს..
ისე გაიცრიცა ღამე,
ხის აივანზე,უკუნით სიბნელეში,
ვერც ვიგრძენი..
მათი ტკივილის გაზიარებამ უტა ბაბალანის უსაშველო მონატრება გულის სიღრმეში მიმალა და,შვების ნაცვლად,სუნთქვა უფრო გამირთულა.
ფრაგმენტებად ალაგებდა გონება მოსმენილს,
ცხენის ფლოქვების თქარუნმა რომ პარმაღზე მოაღწია.
შემაღლებული მდელოდან მთელი სისწრაფით მოაგელვებდა ხევსურულ ულაყს ყელზემოხვეული უტა ბაბალანი.
უეცარი მოვარდინი ეიფორიისგან ცხარედ წამსკდა ძლივს შეკავებული ცრემლები.
მთელი სიმწარით ზუსტად ახლა იგრძნო ორგანიზმმა,რას ნიშნავდა უგონო მონატრება და უცხო სხეულის წყურვილი..
მხედარი ტყავის შოლტს მოხერხებულად ატკაცუნებდა ცხენის გავაზე და ერთი სული ჰქონდა,როდის მიაღწევდა დანიშნულების ადგილს..
გაწყალებულმა გულმა ვეღარ მომითმინა,
არ ვიცი,იმ წამს ეს გადატანილის ბრალი იყო თუ,უკონტროლო ემოციების,
სულმოუთქმელად წამოვხტი და თავსხმაში ფარატინა პერანგით მის შესაგებებლად მთელი ძალით გავიქეცი..
ვხევადი,ზუსტად ვხედავდი როგორ ელავდნენ მისი ყორნისფერი თვალები.
ვხედავდი,როგორ ბრწყინავდა მის სახეზე ირონია..
აღარ მოუთმინა გულმა,
რამდენიმე ფრენა იყო დარჩენილი,გაქანებული ცხენიდან რომ ჩამოიჭრა უტა ბაბალანი და ხელგაშლილი,კოკისპირულში გაბადრული დამელოდა..
მეგონა სხეული შემენგრა,მთელი ძალით შემოვხვიე ხელები.
ყური მის გულიან სიცილს წვიმის გრიალში ძლივს არჩევდა..
კანი გრძნობდა,როგორ აყრიდა ეკალი..
-ვერასდროს წარმოვიდგენდი,ინგუშეთიდან ასე მალე თუ წამოვიდოდი..-მისმა ხმამ ცხლად გაიარა მთელი სხეული..
ისე ვიყავი მისით მოცული,ახალი ინფორმაცია მომენტალურად დაბლოკა გონებამ..
მისი ხელები ძლიერად მიჭერდნენ და სუნთქვას მიჩერებდნენ..
ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მის სახეს..
-უტა..-გამტყდარი ხმა მთლიანად შემცვლოდა.
ფრთხილად ჩამომხსნა კლდესავით მტკიცე ანფასიდან.
სველი თმა სახეზე ქაოტურად მიკროდა და ტუჩები სიცივისგან გაფითრებოდა...
გულის წადილს ვეღარ ვიკავებდი,მისმა რომ დამასწრო.
-თავს ვერ ვაპატიებ,ახლა თუარ გაკოცებ..-იდუმალი ხმა დამუხტულ ჰაერს შეერია და ბაგეზე ცხელი ამბორი ვნებიანად დამიტოვა.
არხოტის გული ზუსტად ისე სცემდა როგორც ჩვენი..
___
უჩვეულოდ მზიანი გამთენიისხანი დადგა ამღას ხეობაში.
დღეების ნაწვიმარ მიწას ოხშივარი ასდიოდა.
ტალახისგან მოსვრილ ბალახს პირი მოეღერათ მზისთვის და ხასხასებდნენ,.
აქ ჩამოსვლის შემდეგ არ მახსოვს ასე ლამაზად დაწყებულიყო დღე..
ხის ორნამენტებიან აივანს დავყრდნობოდი და კამკამა,სუფთა,სუსხიან ჰაერს ხარბად ვიპარავდი.
გუშინს მერე,არც კი შემინიშნავს უტა ბაბალანი..
მხოლოდ საათი დაჰყო ჩემთან,აივანზე,მცირე საუბრებით შემდეგ კი,როგორც კი ღამემ სრულად ნახუჭა თვალი,ისევ წავიდა..
გამიზნულად დახშული გონება მეტის ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა..
არ მინდოდა მათ ღრმად შევყოლოდი,
გუმანით ვგრძნობდი,მასაც უთქვამს,იქ არაფერი იქნებოდა ისეთი,რაც მომეწონებოდა..
მეშინოდა ფარდის მიღმა დარჩენილი ფრაგმენტების..
არ მხიბლავდა შიშველი სიმართლე,რასაც მისი კუპრივით შავი თვალები და არხოტის გული მალავდა..
მაინც,თითქოს შეთქმულივით,ამეკვიატა მთელი დღე უძირო ფიქრები..
მთლიანად ჩამკეტა პატარა ნაჭუჭში და ამოსუნთქვის საშუალება არ მომცა..
პატარების ჟრიამულმა თითქოს გამომიყვანაო,მაგრამ,დავტოვე თუარა მილხანები,კოშკამდე გასავლელი გზა უგზოუკვლო ფიქრებს გავაყოლე..
არ მესიამოვნა სიმარტოვე..
თამზარ პაპა გამქრალიყო და მას,ისედაც ჩრდილად ქცეული უტა მიჰყოლოდა.
შიშმა ამიტანა..
არ ამომდიოდა გონებიდან უტას სიტყვები და გაფრთხილება..
ყველა ჩრდილში მიმალულ კონტურებს დავეძებდი და დაძაბულობისგან ოდნავადაც ვერ მოვდუნდი..
მთელი სხეულით ვგრძნობდი მარტო არ ვიყავი..
ეს განცდა იმდენად მჭამდა,ერთ ადგილზე გავყინულიყავი და დაუცველობის განცდისგან ვზანზარებდი..
მოსაღამოვებას წარმოსახვის გამდიდრება მოჰყვა..
შიშით შთაგონებულს უკვე ნაბიჯების ხმა მესმოდა და ვლოცულობდი,გამოჩენილიყო..
თითქმის არასდროს დავრჩენილვარ საკუთარ თავდან ამდენი ხნით..
ეს აღარ იყო სულის შვება.
ეს გაუსაძლისი ტანჯვა იყო და ვეღარ ვუძლები..
წუთით თითქოს საღი აზრი მიბრუნდებოდა და,საკუთარი თავი მეცოდებოდა,თუმცა,ვგრძნბდი და ამას ვერსად გავურბოდი.
სისხლი მკარნახობდა,რაღაც ხდებოდა და ამას ვერცერთ ჭუჭრუტანაში ვემალებოდი.
-სესილი..-მთლიანად გაყინულს,ისე მომპარვოდა მოხუცის სხეული,ყურადღებისგან გაფაციცებულ გონებასაც კი გამორჩა.
გაოცებისგან სალამს ვერც ვუპასუხე.
ჩემს წინ აბას წელში გამართული,ტალავარსა და ჩოხაში ამაყარდ მომზირალი სხეული იდგა..
მიყურებდა,მაგრამ,ვხედავდი როგორ ზვერავდა გარემოს..
ვხედავდი,როგორ აცეცებდა ჭროღა თვალებს სივრცეში და რაღაცას ეძებდა..
ფარივით აღიმართა ასაკისგან დაპატარავებული სხეული ჩემს წინ და ყველა გრძნობის შენიღბვას უ|შედეგოდ ცდილობდა..
-თამზარს ვეძებდი..-გამომხედა,ყალბათ შემომანა თვალები.თუმცა,წელზე შემორტყმულ საქამრეზე დამაგრებული დაშნა ცუდად მენიშნა.თვალი რომარ მოვაცილე,ჩოხის კალთა აიკეცა და მასში ისე შემალა,თითქოს,წუთის წინ თვალისმომჭრელად არ ელავდნენ აციალებული ვერცხლის ორნამენტები.
-ახლახანს გავიდნენ!-იმწამს გამომცხვარი ტყუილისგან სახეზე წამომახურა,მაგრამ,რა აზრი ჰქონდა..
ვიცოდი,მისი ჭრელი,მთიელის თვალები ჩემში იმაზე მეტს ხედავდნენ,ვიდრე ვგრძნობდი..
სულ წამით ჩაეღიმა..
სამფეხა დაბალ სკამზე მოხერხებულად ჩამოჯდა და ფიქრიანი სახე დამჭკნარ ხელებში ჩარგო.
არც რა უთქვამს..
თითქოს მდარაჯობდა..
თითქოს იცოდა რომ მარტო არ ვიყავით..
მისი საბრძოლოდ მოჭიმული სხეული და მუხლებში მოცემული ძალა რწმენას მიმტკიცებდა.
-თუ საფრთხე მემუქრება,მირჩევნია ამისთვის მზად ვიყო..-აღარ მომითმინა გულმა.
წარბშეხრილმა გამომხედა..
არ ესიამოვნა..
ალბათ მისთვის რამდენად უცხო იყო საპირისპირო სქესისგან ინიციატივა..
კრიტიკულად შემათვალიერა..
-ვაფრთხილებდი თამთინს,ახლა შენი ჩამოსვლა ყველაფერს არევდა..-უნდობლობა გაუკრთა ხმაში...
შევშფოთდი..
ვერ გავიაზრე..
გონებამ სრულად ვერ გადახარშა სიტყვები..
-არ მესმის რის თქმას სცდილობთ..-ძლივს ამოვაყოლე ყელს ხმა..ვკანკალებდიი და ლოგიკურ ახსნას ვეძებდი...
-საფრთე გემუქრება აქ სესილია!-ყინულივით ცივი ხმა ჰაერში უძრავად დაეკიდა..
გამეცინა...
ცხოვრების ირონიაზე და,საკუთარ გუმანზე მთელი ხმით გამეცინა..
სასოწარკვეთამ ხელი ძლიერად დამრია და მოხუცს ირონიულად გავხედე.
-უტა არ დაუშვებს რამე დამიშავდეს..-თითქოს შეიცხადა..
სახეზე მოულოდნელად ფერი დაკარგა და არაადამიანური მზერით შემომხედა..
გამაკანკალა..
არ ვიცი რა იგრძნო და დაინახა,ჩემმა სიტყვებმა მასზე უღმერთოდ იმოქმედა..
ხელებში მოქცეული ჩიბუხი მწარედ დაფერთხა და თუთუნი ხელისკანკალით დატენა..
აღარცერთი სიტყვა აღარ უთქვამს..
შუა გზაში,აღმართზე,გაუგებარი ინფორმაციებით დამტვირთა და იქიდან მთელი სიმწარით მკრა ხელი..
გაუგებრობაში უკვე მერამდენედ,გაგვეცრიცა ღამე.
მოუსვენრობისგან და,უზომოდ ბევრი ფიქრისგან მთლიანად მტეხდა მთელი ორგანიზმი..
ნაბიჯიც არ გადაუდგამს სკამზე ჩამომჯდარ აბასაც..
უკინითი ღამე ჩიბუხის ქაჩვასა და ღმერთმა იცის რის ფიქრში გალია..
ვერ ჩამოვყალიბდი მასზე რა მეფიქრა..
ორი უკიდურესობა მღრღნიდა და ადგილზე არ მაჩერებდა..
უამრავი კითხვის მიუხედავად,მოხუცს ჩქამიც აღარ დაუძრავს...
ერთადერთი,ვისგანაც ახსნასა და,კვანძის გახსნას ველოდი,
ამწამს ხავსისფერ ბალახზე თოხარიკით მოჰყავდა ცხენი და მასზე ამხედრებულ თამზარს ესაუბრებოდა.
გამაკანკალა..
თეთრად გადათენებული ღამის შემდეგ მისი უსაფრთხოდ დაგულება დიდი შვება იყო..
შავებში მოსილს,განუყრელი ატრიბუტი თავზე ჩამოეფხატა და გრძელი თმა მასში შეემალა.
ტყავის ქურთუკი ყელამდე შეეკრა და მხრებაწურული მოუძღვოდა მოხუცს..
გვიან დაგვალნდეს მისმა თვალებმა.
თითქოს არც გაკვირვებიათ აბას აქ ყოფნა,
თითქოს მათ გააფრთხილეს და ისიც აქ დახვდათ..
ჩუმი თავის კვრით მიესალმენ და მხოლოდ შემდეგ გადმომხედეს სრულიად ძალაგამოცლილს..
ფრთხილი ნაბიჯით მომიახლოვდა უტა..
მეგონა მის მხრებს მთელი სოფლის ცოდვა აწვა,ისეთი მძიმე ჰქონდა ნაბიჯები..
შვებამ ისე განმათავისუფლა მომენტალურად,მთელი სხეულით ავმჩატდი..
ვერ გადმოვცემ რას ნიშნავდა მისი ამწამს ხილვა..
ერთ ღამეში დამტყდარმა უამრავმა ემოციამ ერთად მოიყარეს თავი და მწარედ შემოხვიეს დარლილ კისერზე ხელები.
მისი ჩვეული ჩაღიმება კისერში ჩამალა და ცხელი კოცნა დამიტოვა ყინულივით ცივი ტუჩებით.
-სულ ერთი საათი მომეცი,შენც მოემზადე,თბილად ჩაიცვი. ტანიას ტბაზე წავიდეთ..-წუთით აუციმციმდა ყორნისფერი თვალები..
მეტის გაგების იმედით,
მალევე გავემზადე..
შაბათი დილა ისევ უჩვეულოდ მზიანი იყო სექტემბრის მიწურულს..
სიმშვიდის განცდა,რომელიც მას დასდევდა,ოდნავ მადუნებდა..
ცხელმა წყალმა გუშინდელი შიში თითქოს ჩამომრეცხა და ძალა მომცა..
მოცოცხლებულს გავდა უტა ბაბალანიც.
მოხუცების მწველი მზერის ფონზე მტკიცედ შემისვა ცხენზე და ასსასკენ გაგვაქროლა..
ვგრძნობდი,როგორ არ სურდა საუბარი და,მეც იმ მცირე სიმშვიდის წამებით დავიმუხტე,მის ზურგზე მიყრდნობილს რომ მივლიდა.
გაოცების ალბათ მერამდენე ტალღამ დამიარა,მდინარის მიღმა ვრანგლერის ჯიპი რომ დავინახე..
ძლიერმა ხელებმა მოხერხებულად გადამიყვანეს ხის საცალფეხო ხიდზე და ყველგანმავალით უკანხაადუმდე დავიძარით..
მთელი სხეული მტეხდა მთელი კვირის უძილობისგან..
მანქანაში გამეფებული სრული სიმყუდროვე საკმარისი არმოჩნდა გონება გათიშულიყო და სრულყოფილად,თუნდაც,მხოლოდ ძალების აღსადგენად დამეძინა..
უსიზმრო ზმანებებში თითქოს ვგრძნობდი დროდადრო როგორ მეხებოდა სახეზე უტა ბაბალანის მუდამ ცივი ხელის ზურგი..
-სესი..-ფრთხილმა შეხებამ საბოლოოდ მომწყვიტა სრულ სიწყნარეს..
საქარე მინიდან შუადღე უკვე გადადიოდა და,ნელნელა თითქოს ბნელდებოდა..
-ატაბესთან გავჩერდეთ..იქიდან საცალფეხო ბილიკი იწყება და ხუთ კილომეტრშია ტანიეს უღელტეხილიც.-მკრთალად გამიღიმა და ხედს ფრთხილი მზერა მოავლო..
არ მინდოდა,თუმცა,მაინც შემომიძვრა სულში ეჭვი..
-უტა,რატომ მგონია რომ აქ ტბის სანახავად არ ვართ მოსული?!-ხმა იმდენად ჩუმი მქონდა,ძლივს გაისმა სალონში..
ირონიულ სახეში ჩამალული შავი ყორნისფერი თვალები გამომცდელად ჩამაკვირდა..
მანიპულატორული ღიმილი ისე აესახა სახეზე,ისე მომიახლოვდა მისი კონტურები,დაწყობილი ფიქრები თავდაყირა დამიყენა..
ზუტად იცოდა,ზუსტად ხვდებოდა,როგორ ვემართე..
თვალებმა მხოლოდ წამით შემომხედეს კითხვი|თ სავსე მზერი
თ,თითქოს ნებართვას იღებდაო..
ნიშაანმა ჩემკენ კიდევ უფრო მოიზიდა და მთელი ვნები|თ დამაცხრა ფერმკრთალ ტუჩებზე..
აღმაფრენამ უწონადობაში გადამაგდო..
მისმა ძლიერმა ხელებმა მარტივად ამიტაცეს და მუხლებზე მოხერხეულად გადამსვეს.
არასდროს ვყოფილვარ იმპულსური..
ცხოვრების არცერტ ეტაპზე არ მიმიღია მარტივად გადაწყვეტილება,მაგრამ,ახლა,ამწამს,
მთელი სხეული მკარნახობდა,რომ წამით მაქსიმალური მიმეღო და ცხოვრების ამ ეტაპზე ვნებებს სრულად ავყოლოდი..
მე არ ვიცი რას როგორ წერენ მთებში..
მე არ ვიცი ნორმად რა ითვლება..
მე არ ვიცი რომელ ფსიქოლოგიურ აშლილობას დამისვამდნენ დიაგნოზად,
ვის დავაჯერებდი,მთაში,სადღაც მიუვალში,ფერდობის ძირას ეულად გაჩერებულ ავტომობილში როგორ ვგრძნობდი,როგორ მკარნახობდა მთელი სული რომ ეს ადამიანი მთლიანად ჩემი იყო..
როგორ მწამდა და როგორ ვიცოდი რომ, მიუხედავად მხოლოდ თითოდ გაცვლილი სიტყვისა და,ერთად გატარებული რამდენიმე საათისა,უტა ბაბალანს,ფიქრით სავსე გონებაში უღმერთოდ ვყავდი ჩაბეჭდილი..
არცერთი სჯულის კანონი არ განამტკიცებდა ამას მისი ვნებიანი ტუჩების გარდა..
მისი მოალერსე ხელების გარდა,მის ნებაზე რომ დააატარებდა ჩემს გახშირებულ სუნთქვას..
ბაბალანს მთლიანად დავესაკუთრებინე და არცერთი წამით აპირებდა ჩემს გაშვებას..
ამას ყველა ქალური გუმანით ვგრძნობდი.
-თავს მაკარგვინებ სესილი!-ვნებისგან მთლიანად გამოცვლილი ხმა ცეცხლად მომედო კანზე.
თითქოს ზუსტად ამას ველოდი..
მოალერსე ტუჩებს მოვწყდი და ღრმად ჩავხედე თვალებში..
-უტა,რა ხდება ჩვენს თავს?!
ჩაეღიმა..
შემფასებლურად ამათვალიერა..
ცხელი მზერისგან დამწვარ კანზე ეკლებმა დამაყარა..
იმდენად გარდამავალი იყო მისი მიმიკები სახეზე,გული ვერ შევამზადე..
დანისლული,ფართოდ გამოხატული ტკივილით სავსე თვალები ამომანათა და თავი დანანებით გაიქნია...
-სესილი,შენ ვერავინ შეგეხება..-სახეზე დაუდევრად ჩამოყრილი თმა თითებში მოიქცია და მკრთალად გამიღიმა..-ამწამს,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ მთელი ცხოვრების მიზანი ერთი გამოჩენით შემიცვალე და ახლა,თუნდაც აქ ყოფნით,მთელ ჩემს ცხოვრებას სასწორზე ვდებ,რომ როგორმე ყველაზე უარესს ავერიდო და შანსი მივცე თავს,შენთან ვიყო..-იმდენად უზღვავი გულწრფელობა მოდიოდა მისი თვალებიდან,გულში ცხელი სითბო ჩამეღვარა...-მენდე და არასდოს შეგეშინდეს..მე სულ აქ ვარ..
თბილმა,ტკივილით გამკრთალმა მზერამ ისევ ამათვალიერა..
რაცარუნდა ეჭვებს შევეჭამე,მისი მწამდა და,უთმელად ვენდობოდი..
გული და გონება თითქოს ერთ ტალღაზე მომართულიყვნენ..
არ ვიცი საიდან მოდიოდა მისდამი უკონტროლო რწმენა..
ამ ბოლო დროს საკუთარ თავში ვეღარცერთ ფიქრს ვეღარ ვცნობდი..
ამჯერად,რამოდენიმე საათი მე ვუყურებდი მის მშვიდ,დაღლილობისგან ერთიანად წაშლილ,მძინარე სახეს..
ვცდილობდი კვანძი როგორმე გამეხსნა და ის ჯაჭვი მეპოვნა,ყველაფერს რომ აერთებდა..
ალბათ,ამაში უთქმელობა და მთლინად მისი არცნობა მიშლიდა ხელს..
ჩამოღამებულ ატაბეს ცალი მთვარე მკრთალად ანათებდა,
ფიქრისგან,ემოციებისგან და,განვლილისგან დაღლილს მოულოდნელი და მთლიანად დაუჯერებელი ხმა რომ მომესმა..
მანქანის უჯრაში ჩადებული ტელეფონი განუწყვეტლივ ვიბრირებდა და ალბათ,არც მივაქცევდი ყურადღებას,მასზე ჩემთვის ყველაზე ნაცნობი სახელი და გვარი რომ არ ამომეკითხა.გონება მთლიანად განგაშის ზარებს სცემდა,არც კი ვიცოდი აქ თუ იჭერდა..
გაკვირვების ეიფორია ძლივს გადალახა ონომ,როცა უტას მაგივრად ტელეფონს მე ვუპასუხე..მოსმენილმა მთლიანი შინაგანი თავდაყირა დამიყენა..
იმწამის გაღვიძებულ ხევსურს სიბრაზისგან სახე მომენტალურად დაეღრიცა,სრულ სიჩუმეში,ექოსავით რომ გაისმა მისი ხმა...
-სესილი,ახლავე უნდა გაერიდო ბაბალანს,ის იმაზე საშიში პიროვნებაა,ვიდრე თავს გაჩვენებს!!
ცხოვრების წვრილ,ჩახერგილ,გაპარტახებულ გზაგასაყარზე სულშეკრული ვიდექი და არ ვიცოდი,რომელი გზა ამერჩია სუნთქვის გასაგრძელებლად..
გული აღარც ცემდა,
საცალფეხო ბილიკის დასაწყისში,მთლიანად გაუგებრობაში გახვეულს,ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო..
თითქოს ჩამობნელდა..
თითქოს სულისშემკვრელი სილამაზე ფიქრებმა შთანთქეს და,ხრიოკ ადგილად გადაქცეულიყო ატაბეს გული..
მანქანაში ირონიულად მომზირალი უტა ბაბალანი ყველა საჭირო დროს მაძლევდა,გადამეხარშა და გადაწყვეტილება მიმეღო..
წამოუდგენელი იყო,
ასეთი გაუსაძლისი ორჭოფობა გამანადგურებდა..
არ ვიცოდი რას გულისხმობდა ონო და,არ ვიცოდი რა ხდებოდა უტას გულში..
ხევსურეთის გზაზე დადგომისას,ვერასდროს ვიფიქრებდი,თუასსას ტალღები მასსავით შეუცნობელ მომავალს მიქადდა.
-საქმე ხთისოს სულს ეხება სესილი..-უკუნით ღამეში,ზარივით გაისმა უტა ბაბალანის ყინულივით ცივი ხმა..
გამაკანკალა..
გონებამ ფრაგმენტებად გამომიწყო თამზარის მონათხრობი..
გაუაზრებლად წამოვიდა დაღლილი თვალებიდან ტკივილის ცრემლები..
მისი მტკიცე,სიამაყით გაბერილი სხეული ზურგსუკან ამომდგომოდა და ალბათ,როგორ უჭირდა გულიდან ყველაფრის ამოღება..
-ჩემი ძმადნაფიცისთვის თავს შევაკლავდი..იქ,იმ დღეს,ჩარევის უფლება არ მქონდა,რადგან,ხთისოს თავმოყვარეობის საკითხი იყო..
მე ვერ აგიხსნი ამაზე მეტად სესილი,კეჭნაობისას ზომაზე მეტად თუ დაუსვამ დაშნას მოქიშპეს,ძალა ვერ მოზომაო,მასზე იტყოდნენ..
მე რომ მას მხარში ამოვდგომოდი,თვითონ ვერ შეძლოო,ცილს დასწამებდნენ..
მთელი ცხოვრების ფასად დამიჯდა მეც და,ხთისოსაც ის ორთაბრძოლა..
-ხმაში გაპარული სინანული და უღმერთო დანაშაუილის გრძნობავეღარ დამალა ბაბალანმა..
-ახლა და ამწამს,მთელი ცხოვრების ვალი მაქვს მისი...-სულ წამით გამისწორა თვალები. მუდამ მოგიზგიზე ირისებიდან სრული სიცარიელე იღვრებოდა..-მისი შვილების ვალიმაქვს სესილი..-ხმა ისე დაუმძიმდა,ჰაერში გაერია და უძრავად დაეკიდა ატაბეს ხეობაში..
-ლეკების სისხლი გადახსნილი ვენებიდან უნდა დამელია.. მაგრამ,ვეღარ მივდივარ უკიდურეს ზღვრამდე..-ფრთაჩამოყრილი,სულამწვარი უტა აღარ ჰგავდა მის მუდამ ლარივით მოჭიმულ ისარს..
-ვეღარცერთ ტყვიას ვეღარ გავისვრი მათი მიმართულებით,რადგან სიცოცხლე მინდა,ესეც რომ არა,ჩემს პრინციპებს ვერ გადავაყოლებდი ხთისოს შვილებს..-დასუსტებულ ხმაში გარეული ვედრება კანზე ცეცხლივით მომედი..
მთლიანად აცახახებული სხეული ყინულივით ცივ ღამეს შეზრდოდა და ჩემს გაყინვას ლამობდა..
ბევრ წელს დავთმობდი,ოღონდ მისი აშკარა,უთქმელი,გულისგამხეთქავი ტკივილ არ მენახა..
დაღარული სახიდან თითოდ იღვრებოდა ხთისოს გარეშე გატარებული დღეები..
უტა ბაბალანს მათი სისხლი წყუროდა,მისი ძმის მკვლელობისთვის..
ეს იმდენად წარმოუდგენელი,ჯოჯოხეთურად მწარე იყო,მთელი ენერგია და ბოლო ძალები დამჭირდა,ფეხზე დავრჩენილიყავი..
-ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი,ერთი პატარა,სიფრიფანა,ასსას მინდობილი გოგო რომ არ გამოჩენილიყო ჰორიზონტზე..-სულ წამით ჩამეღვარა გულში სითბო..იმდენად ფრთხილად საუბრობდა,ჟრუანტელმა დამიარა..
-ორ წლიანი სოროში მალვის შემდეგ,ზუსტად იმ დღეს დატოვა სამალავი ნოღა ანდიელმა..-მწარედ გამოსცრა კბილებში მტრის სახელი ..-სათოფე მანძილზე,ზუსტად ჩემს წინ,იგივე სახით,იგივე ხასიათით იდგა და მე სასხლეტი ვერ დავუშვი სესილი..-ირონიული ღიმილი მოედო ნატანჯ სახეს..-მისი სისხლი რომ ამეღო,შემდეგი ჩემი იქნებოდა...ანდიელები იქამდე არ გაჩერდებოდნენ,სანამ უკანასკნელ მილხანს არ გაისტუმრებდნენ და,იმ პატარა ბავშვების სიცოცხლესაც გამოვკიდებდი ამღას ცას.. -სიგიჟის ზღვარზე მისული,გულზე ხელს მწარედ ვიჭერდი,იმწამს უღმერთოდ შემძულდა არხოტის გულში ჩამარხული სისხლიანი ადათები და მისი შეწირული შთამომავლები..წარმოუდგენელმა მრისხანებამ მთლიანად მომიცვა და მისუსტებული, ბოღმით ისე დამმუხტა, ვგრძნობდი,როგორ ვაფრქვევდი თვალებიდან ლავას.
-რაღაც უნდა იყოს უტა! -შეძრულმა მეტით ვეღარ ვანუგეშე.
ჩაეღიმა..
მკრთალი ღიმილი ფრთხილად მომავლო ნაკვთებზე და აალებული სახე მის ხელებში მოიქცია..
-სწორედ ამ გზის გამონახვას ვცდილობ სესილი.. -თითქოს შვებით ამოვისუნთქე.. -ხთისოს დაკრძალვის დღეს, აბასთან ანდიელების ოხაჯის უფროსმა შერიგების სიტყვა დაგვიტოვა..
გუშინ,სწორედ მათთან ვიყავით და ,
ჩვენი პასუხი გადავეცით.
თამზარი თემის თავკაცია სესილი,მის გარეშე თუ საზღვარს გადავკვეთდი ,მომკლავდნენ და დღეს, შენს სახეს ვეღარ ვნახავდი..
-ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა უტა ბაბალანმა წლობით ნაგროვები ტკივილი..
ვიგრძენი,როგორ გათავისუფლდა მისი სული მცირედ..
-შენ და ხთისოს ბავშვები რომარ მყოლოდა თვალწინ,სამყაროში ყველაზე დიდ ეგოისტად ვიქცეოდი,იმიტომ,რომ ასე გამზარდეს..
ასე მასწავლეს..
სისხლში ადათები გამირიეს და,მხოლოდ მათი წესებით ცურვა მასწავლეს..-სიბრაზისგან ისევ წამოენთო,თუმცა,უკვე თავს აკონტროლებდა..
დაცლილი სული ჯებირებში ჩაეყენებინა და თავისუფალ სუნთქვას მიცემოდა..
-დღეს ამღას ამიტომ გამომაცილე?!-თავში მთელი დღით ნატრიალები კითხვა როგორც იქნა ამოვუშვი..
-ორი დამპალი დღე უნდა გადავაგოროთ სესილი.. თუ ამ დროში საზღვარი არ გადმოკვეთეს,ყველაფერი დასრულდება..-ვიგრძენი,როგორ დაეძაბა სული..
დაჭიმულ სხეულზე ძველებური ირონია ფარად აეკრა და მკრთალად განათებულ ჰორიზონტს ჯიქურ გასცქეროდა..
ცხოვრების წვრილ,ჩახერგილ,გაპარტახებულ გზაგასაყარზე სულშეკრული ვიდექი და ამ წანს, ზუსტად ვიცოდი,რომელი გზა ამერჩია სუნთქვის გასაგრძელებლად..
ფრთხილად ჩავკიდე მუდამ ყინულივით ცივ თითებს ხელი..
თანადგომა მთლიანად მისკენ მივმართე და რაც კი რამ სითბო მებადა,მხრებზე მოვაფარე..
-ყველაფერი კარგად იქნება, უტა..-ალბათ,როგორ სჭირდებოდა მარტივი სიტყვები..
-ონისე საქმის კურსში ჩავაყენე წეღან..-ალბათ,საათის შემდეგ,მომიბრუნდა..
გულმა მწარედ გამკრა..
მთის ახლართულ,სისხლიან გორაკებში ისე დავიკარგე,სულ გადამვიწყებია ონო..
-თუ ყველაფერი ისე არ წავიდა,როფორც დავგეგმე,ის მაინც ზუსტად ვიცი,რომ საიმედო ხელში გტოვებ..-სიამაყით გავსილი,აფართხალებული გული მის მკეერდს მივაყრდენი დასამშვიდებლად..
-ონო ზუსტად ისაა შენთვის,რაც ხთისო იყო ჩემთვის,სესილი..
___
საავდროდ შეყრილ ცას საწვიმრად მოეღო პირი არხოტის ცაზე..
ვინ იცის,როგორ მეზიზღებოდა უკვე ოხშივარავარდნილი ხასხასა ბალახი..
სულს მიხუთავდა თავზე წამომდგარი საზარელი მთები.
სისხლს მიშრობდა მობუბუნე ჭიუხებში მოცეკვავე პეიზაჟები..
კოშკში დაბრუნებიდან ერთ საათში ისევ ლანდად იქცა უტა ბაბალანის სხეული..
მეზიზღებოდა ის ჰაერიც,მას რომ მართმევდნენ და,უმისოდ,აივანზე უკვე მერამდენე წვიმიან ღამეს მათენებინებდნენ..
სულში დაბუდებული სასოწარკვეთა მთლიანად მეხვეოდა შემცივვნებულ მხრებზე და დარდს მიორკეცებდნენ..
უთქმელობისგან ორად გაზრდილი გული გასკდომას ლამოდა..
დაბუდებულ შიშს უფლებას არ ვაძლევდი მთლიანად მოვეცვი და
შევეჭამე..
-დღეს არ დაბრუნდება სესილი..-მოხუცის მზრუნველმა ხელებმა მჭიდროდ მომახვიეს მხრებზე თბილი ნაქსოვი..
სიცოცხლე გაბეზრებულ სახეზე იმდენი რამ იკითხებოდა,ვერცერთს მივადევნე თვალი..
დამჭკნარი ხელები მჭიდროდ გადაეჭდო ერთმანეთზე და ალბათ,როგორ ეძნელებოდა სიმშვიდის შენარჩუნება..
გული მომეწურა..
მოხუცის ამღვრეული თვალები უსიტყვოდ გაცქეროდნენ სისხლინ მთებს და ვინ იცის,როგორ სძულდათ ისინი..
-აქედან უნდა წავიდეთ,პაპა...-გულში ნაგროვები ძლივს შევკადრე მთის მკვიდრს..
მწარედ ჩაეღიმა..
ღმერთო,რამდენი საერთო ჰქონდათ მას და უტას,მე კი ისიც არ ვიცოდი,რა კავშირი აერთებდა მათ ნათესაობას..
მხოლოდ წამით გამომხედა..
მის თვალებში აუარება ტკივილი მთლიანად გადმოიღვარა და დაღარულ,ცხოვრების წლებით სავსე ღაწვებზე ცხლად დაედინა..
სნთქვა შემეკრა..
-ჩემი მცირედ დარჩენილი უკანასკნელი დღეები სასჯელად მაწევს ამ მთებში გასატარებლად,სესილი..-მედიდურად აღმართულ ზვირთებს წარმოუთქმელი ზიზღით ახედა.-ვინ იცის,რამდენი სისხლი შეიწოვა მისმა ნათლელებმა და მე ამას მხოლოდ ახლა მივხვდი სესილი.-დაღლილი ხელის გულით უხეშად მოიწმინდა ცხელი სითხე.-ღმერთს სამართალი რომ ჰქონოდა,დიდი ხნის წინ გააუკაცურებდა მთას და მასში ჩამარხავდა მის ცოდვებსაც..-ყინულივით ცივი ჰქონდა ხმა თემის ბელადს..
გათითოკაცოებული სოფელი იმდენად ეჯავრებოდა,დასათმობადაც აღარ უღირდა..
განახევრებული სიცოცხლის ბოლო წამამდე იყო მზად მხრებზე დაკისრებული მოვალეობა შეესრულებინა..
თუნდაც იმისთვის,ღმერთთან ბოლო წვეთისთვისაც მოეთხოვა პასუხები..
არავინ იცის,როგორ უმძიმდა ყველა ნათქვამი სიტყვა მის ჭირგამოვლილ გულს..
მის ჩუმ,გაცრეცილ გულისცემას გათენების ბოლო საფეხურამდე განაბული ვუსმენდი..
სევდისგან გაწყალებული გული თითქმის აღარც მიცემდა..
შიშში გახვეული სული ხელებში მემსხვრეოდა,
ამღას ხეობისთვის უჩვეულო ხმამ ორივე რ მოგვწყვიტა ჩვენს ცოდვებს..
ავტომობილი შემაღლებულ გორაკებს ოსტატურად უვლიდა გვერდს და წინ ჯიქურ მოიწევდა..
გულამოვარდილი გადავყურებდი აივანს,თუმცა სახეების გარჩევა შეუ|ძლებელი იყო.
მტელი კანი მკარნახობდა,მისი მართვის სტილიც კი გამეზეპირებინა,
ამწამსაც ნახევარ სიცოცხლეს დავდებდი სასწორზე,საჭეს უტა ბაბალანი უჯდა..
მეგონა მოულოდნელ აღფრთოვანებას ვეღარ გავუძლებდი,მგზავრის მხრიდან ონო რომ გადმოვიდა მთელი სახით მოცინარი..
თითქოს საუკუნე არ მენახოს,ხელებგაშლილი თითქოს ნაძალადევი ღიმილით მოიმართებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ჩამიკრავდა გულში.
-აქ სამუდამოდ დასარჩენად ჩამოდი თუ,მეორედ რამ მოგიყვანა ამღას,ონო?!-ძლივს რომ შეველიე ჩემს სახლს,შვებით გავუღიმე..
მას მთიანი სიმშვიდე მოჰქონდა..
ის,რაც იმ წამს ჩემს სულს სჭირდებოდა რომ ძალა აღედგინა..
-ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ სესი,ახლა შენს წასაყვანად ჩამოვედი..ერთ სააათში უნდა გავიდეთ-ლითონივი|თ მტკიცე ხმამ ყელზე მომდგარი სიტყვები
შემიჩერეს..
მის მხრებსუკან ქურდულად მომზირალი ბაბალანი თითქოს თვალს მარიდებდაო,გრძნობდა,ცოტა მაკლდა აფეთქებას..
მანქანაზე ზურგით მიყრდნობილს გატანჯული ჰქონდა ნაკვთები..
მისი გადაღლილი,ოსვენებადაკარგლი მზერა მწარედ მომედო სხეულზე..
-უშენოდ აქედან არ წავალ უტა!-მტკიცე იყო ხმ,მაგრამ არა იმდენად,რამდენადაც მისი არგუმენტი..
-მილხანები მთას უნდა მოკვეთო სესილი...პატარები აქედან უნდ წაიყვანო!-ფოლადი ჩაეღვარა ხმაში..
დავლილი ჟრუანტელისგან ადგილზე გავიყინე..
არაერთხელ მი|თქვამს,უტა ბაბალანმა ზედმიწევნი|თ იცოდა ჩემი არსებობა..
ჩემი სისუსტე მისკენ მომართა..
ზუსტად იცოდა,არაფერი შემაჩერებდა ამღას მოწამლული ჰაერისგან მათ დასაცავად.
მთლიანად მომართულმა უმცირესი ბარგი საბარგულში გულმოცემულმა ჩავდე კოშკთან შემართულ ხევსურს გამოვხედე..
დაბეჩავებული ქვითკირის ფონზე დიდებული სანახავი იყო მხრებშიგაშლილი,ტალავარშიმოსილი უტა ბაბალანი..
ჩემი ღიმილით მიღიმოდა..
მწველ მზერას სხეულზე დაურიდებლად მავლებდა და ირონიულად მიცინოდა.
-არ გემშვიდობები ბაბალანი!-ძალამოცემულმა,თითქოს დღევანდელი განაჩენიც გადამავიწყა მისმა შავმა,კუპრივით მოციალე ირისებმა.
შებრუნებას ვაპირებდი,მოულოდნელად რომ შემაჩერეს მისმა ხელებმა და მტკიცე მკერდზე მთელი ძალით მიმიკრეს..
გამაკანკალა..
ფრთებში გახვეულს თავი წყნარ,მშვიდ,თავისუფარ არეალში წარმოვიდგინე..
ძლიერად მობბუნე გული თითქოს რაღაცას ყვებოდნენ,მაგრამ,აღარცერთი ბიძგის აღარ მესმოდა..
-უტა..-გრძნობების გამოფენას ვაპირებდი,მისმა ტუჩებმა რომ შემაჩერეს.
არასდროს არ ყოფილა მისი ბაგები ამაზე მეტი მწველი და ამავდროულად,ტკბილი..
-რომ ჩამოვალ,მერე მითხარი..-ირონიულმა ჩაცინებამ გულზე განშორებით მოხვეული მწარე კაეშანი თითქოს გადამიყარაო..
ვცდილობდი,ბოლო წამამდე დამემახსოვრებინა მისი თვალები..
ვხდილობდი,ბოლომდე ამომეწურა მასში ჩახვეული კუპრები..
მხოლოდ მაშინ,კოშკებს რომ გავცდით,ბოლო წამს დავიჭირე მზერა..
ჩუმი,იდუმალი..
რაღაცის მთქმელი..
რაღაცის მთხოვნელი,მაგრამ,ვეღარ გავარჩიე..
გზა,მილხანებამდე,გონება თითო წამს უკითხავად მიბლოკავდა და უფრო მეტისთვის მამზადებდა..
ძალამოცემული მთლიანად გავნადგურდი,
ქვითკირის ნაგებობასთან,ძაძაშო მოსილი თამთინი რომ დავინახე,პატარა მერცხლებით..
აღტაცებულ თვალებში მოცეკვავე ეშმაკები უხტოდნენ და ერთი სული ჰქონდათ,როდის წავიდოდნენ ახალი ცხოვრების სანახავად..
ალბათ,როგორ არაფერი არ ესმოდათ მათ პატარა გულებს..
ალბათ,მხოლოდ მათი სული იყო წმიდა დარჩენილი არხოტის გულში.
პატარა მხრებზე ჩანთები მოეკიდათ და მანქანას თვალებგაფართოებული შესცქეროდნენ..
მხოლოდ მერე გავაცნობიერე,
უსაფრთხოდ რომ დაიგულა თამთინმა პატარები,ის არ მოდიოდა..
გული მომეწურა..
ყელში მოწოლილი ბოღმა მეგონა დამახრჩობდა..
ცოცხალმკვდარი თვალებიდან იმდენი გრძნობა ეღვრებოდა და რა თითოდ მესმოდა მისი..
დაღარულ ღაწვებზე თითოდ ეშანთებოდა განშორების წუთები.
-ხთისოს ვერ მიატოვებ არა,თამთინ?!-ქარიშხალივით დატრიალებული ტკივილები თითოდ დავიჭირე მის ბევრისმთქმელ თვალებში..
მკრთალად გავუღიმე..
ვუყურებდი,როგორ დაყო ქვრვმა ქალმა მისი გული ოთხად და სიცოცხლის გასაგრძელებლად,იმედად გადმომცა აკანკალებულ ხელებში..
-მთებისკენ აღარასდროს მოახედო,სესილი,გევედრები!-მთელი გმირობა ჩადო ერთ ტკივილიან წინადადებაში თამთინმა..
გზაზე დამდგარმა,ნახევარი სიცოცხლე იქ,მის გვერდით,მდელოზე მუხლებზე დაცემულმა დავტოვე..
დიდხანს ხედავდა თვალები მის მკვდარ თვალებს..
დიდხანს ვერ ამოვისუნთქე მისი ადამიანობით შეძრულმა..
მხოლოდ,მაშინ,ასსას რომ მივუახლოვდით,გულმა მწარედ მომიჭირა..
თითქოს მხოლოდ ამწამს დავინახე უტა ბაბალანის უკანასკნელი მზერა..
თითხოს მხოლოდ ახლა გამომხედა და,გონებამ ამწამს აღიქვა მასში ამღვრელი წარმოუდგენელი შიში..
სული მომიკვდა..
წარმოუდგენელმა ტკივილმა ყელში მწარედ მომიჭირა..
ღმერთო,თურმე,როგორ ეშინოდა..
ღმერთო,თურმე როგორ არ ვეთმობოდიი..
სულწამხდარმა ძლიერად მოვეჭიდე საჭეს ჩაფრენილ ონოს,თუმცა,თითქოს ასეც იცოდა,გრამით არ დაუგდია სიჩქარე..
ჯიქურ მიიწევდა ასსას დაბალი კალაპოტისკენ..
-ონო!-ძლივს ამოვუშვი ყელიდან ხმა..
გული მკაწრავდა..
სისხლი მეყინებოდა..
კანით ვგრძნობდი მის შიშს და სიკვდილი მინდოდა,იქ,იმწამს ეს რომ ვერ წავიკითხე..
სასოწარკვეთა მთლიანად მი|თრევდა მის უღმერთო კლანჭებში,ასსას ნაპირზე ეულად მოთარაშე უტა ბაბალანის რაში რომ დავინახე..
მარტოდ მყოფს დაუცველი,დაზაფრული,გაუგებარი თვალები მობუბუნე კაცთმოძულესთვის შეეშვირა და ალბატ როგორ ჯავრობდა,უმისობას..
გულმოცემული,მეგონა ადრენალინისგან ძარღვები დამისკდებოდა..
გაველურებული ვეცი სახელურს და მისკენ გავიქეცი..
მარტოდდარჩენილ ონოს ზუსტად ისე მოვექეცი,როგორც,საათების წინ,შიშისგან დაპატარავებულმა უტამ..
სიცოცხლეს დავიფიცებდი,პატარებს უიმედოდ არ მიატოვებდა..
უნაგირზე ამხედრებულმა მხოლოდ მერე შევაწვდინე მის იმედგაცრუებულ მზერას თვალი..
-სახლში წამიყვანე,ნაბოლარა!-მწარედ მივკარი ფერდებზე ქუსლი.
თითქოს ნიშანს ელოდაო,ფრთები შეისხა გულმაგარმა ბედაურმა.
სული მეყინებოდა,თითქოს კილომეტრებით გაგრძელდა საათების გზა..
საუკუნეთ მეჩვენებოდა თითო გავლილი წუთი..
ღმერთო,
როგორ სურდა მის ყორნისფერ თვალებს სიცოცხლე..
ვინ იცის,რად უღიდა იქ დარჩენა და განაჩენის ლოდინში სიცოცხლის თვლა..
მოვკვდი..
მეგონა სიცოცხლე დავასრულე,მოულოდნელად ყალყზე რომ დადგა უშიშარი ბედაური..
მის ყელზე მოხვეულმა სიკვდილს ჩავხედე უღმერთო თვალებში..
თურმე რას ხედავდა უტა ბაბალანი.
-პატრონთან წამიყვანე,ნაბოლარა!-ძლივს შევძახე გამაყრუებელ ჭექა-ქუხილში.
კოკისპირული წვიმისთვის გამზადებული ცა ავად დამყურებდა და ერთი სული ჰქოდა,როდის მშთანთქავდა..
-ღმერთო!-წუთში ერთხელ გულიდან ვისროდი ვედრებებს,მაგრამ,არ ვიცი,მისმენდა თუარა..
სული ხელებში მემსხვრეოდა..
მთელი სხეული მისკენ მიიწევდა,გაცრეცილი დღე კი დაუნდობლად ბნელდებოდა..
კიდევ ერთხელ შევაგულე ჭენებისგან დაოთხილი ბედაური,მოულოდნელად,ნანახმა რომ მეხი დამცეს..
თეთრ ფაფარაშლილ ულაყს მოაგელვებდა უსულო სხეული ასსასკენ.
ყურისწამღებმა ღრიალმა ცა გააპო.
ირგვლივ მოვიხედე,თუმცა,ვერავინ დავინახე..
სასოწარკვეთილი კანკალისგან გაჭირვებით ჩამოვქვეითდი.
ყელზე პირქვედამხობილს ზურგზე ავად უელავდა ტარიანი დანა..
ისევ დაიგრგვინა არხოტის გულზე სულწასულმა გოდებამ.
-უტა!-ვიღაც შორიდან,მთების კალთიდან უღმერთო ტკივილით ხაოდა,თუმცა,ვერ ვხედავდი..
კუპრივით შავმა ცამ ერთიანად მოაღო მოკუმული პირი და მსხვიი წვეთებით მეწამულისფერი სისხლი ~ჩამობანა თეთრ ბედაურს..
ოდნავ შეფხიზლებულმა გოდებამ მხოლოდ ყელის უღმერთო ტკივილისგან მიხვდა,ვინ აზანზარებდა წლობით უძრავად მდგომ მთებს..
პატარა,კაფანდარა,უსიცოცხლო სხეულს გაჭირვებით ჩამოექვეითებინა მამაკაცის მძიმე სხეული უნაგირიდან და,კალთაში მოექცია მისი თავი..
სახეზე უძრავად შეხმობოდა უტა ბაბალანს ზიზღითა და ცხოველური ვნებით სავსე მიმიკები.
სასოწარკვეთილი გოდებისგან,ცოცხლად დასრუებული სიცოცხლისგან გამწარებული,ვგრძნობდი როგორ ვიძირებოდი ღრმა,უძირო,ყორანივით შავ უფსკრულში.
იმ დღეს და,ჩემი დარჩენილი მცირე სიცოცხლის ბოლო წამამდე დამტრიალებდა თავს ჩემი პირადი სახლი..
-აბას ვეღარ მოუთმენია და სასხლეტი დაუშვია ნოღა ანდიელის უძარღვო შუბლზე,სესილი..-ტკივილით სავსე შემომხედავდა ხოლმე უსიცოცხლო სახეზე..-სიცოცხლისთვის მებრძოლს,წელშემართულს დაადევნეს დანა და,შენკენ წამოსული,მაინც,ბოლომდე იბრძოდა..სისხლის უკანასკნელ წვეთამდე სესი,სანამ შენს ხელებში არ იგრძნო ის უკანასკნელი სიმშვიდე,მთელი ცხოვრება რომ დაეძებდა..-მეტყოდა ხოლმე ჩემი უპასუხობით გამწარებული ონო..
მისთვის როგორ მეთქვა,
სიცოცხლის ბოლოწამამდე მშურდა სისხლიანი მთების,
მათ უტა ბაბალანის მთელი სიცოცხლე ჰქონდათ მოსაგონებლად,
მე,მხოლოდ,ერთადაღებული რამოდენიმე საათი..

__
არასდროს,არცერთი ნაწარმოების წერისას არ მიგრძვნია ამდენი და,
წერისას ცრემლებს არ მოვუკლივარ..
პირველივე სიტყვებიდან ზუსტად ვიცოდი რა როგორ იქნებოდა,იყო მომენტი,იმდენად შემიყვარდა უტა ბაბალანი,ვერ მემეტებოდ,მაგრამ,მთებს უნდა დარჩენოდა უკანასკნელი სისხლი და,ამით არსებობა უნდა შეეწყვიტა იმ ადათს,რასაც |შეეწირა..
მადლობა თითოეული სიტყვისთვის..
ეს ის არის,რისთვისაც ვწერდი..
მტკიცედ არის ის,რაც მინდოდა და,იმედია,თქვნამდე მოვა!
არ მიწყინოთ,რამოდენიმე საათის წინ,სრულად დასრულებული წამეშალა ბოლო თავი და,ვერ წარმოიდგენთ,რამდენად ემოციური იყო ხელმეორედ გადმომეცა მისი გაქრობა..
გელით
თქვენი:ანასტასია.



№1 სტუმარი Ana-maria

ველოდე და გული გამიჩერდა!!!!!!!!

ანასტასია,ბრავო!მართᲚია უტა ძალიან მეტკინა,მაგრამ ისტორიამ შეძრა.ყველაფერი ვიგრძენი სიყვარული,სითბო, მეგობრობა, სევდა და ტკივილი. სესილი და უტაც ვიგრძენი და სუნთქვა გამიჭირდა. თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი მწერალი!!!!მადლობა.

 


№2  offline წევრი ვიპნი

სხვა დასასრული რომ ჰქონოდა ალბათ სხვებისგან დიდად გამორჩეული მოთხრობა არ იქნებოდა.მეტკინა უტას ამბავი,მაგრამ მართალი ხარ ეს დაუსრულებელი წრე სხვა შემთხვევაში არ დამთავრდებოდა. წარმატები მინდა გისურვო და ძალიან დიდი მადლობა რომ ასე გაგვიზიარე შენი ემოციები და ფიქრები ❣️

 


№3 სტუმარი ტაისა

ვიტიროო, ვიცინო თუ რა ვქნა არ ვიცი????

❤ძალიან ძლიერი ისტორიაა ყველანაირი გაგებით.
უტაც, სესილიც განსხვავებული პერსონაჟები არიან და ფინალიც განსხვავებული და თუმდაც ასეთი სევდიანი უნდა ჰქონოდათ.

მალე დაბრუნდი ❤ მიყვარხარ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ველოდე და გული გამიჩერდა!!!!!!!!

ანასტასია,ბრავო!მართᲚია უტა ძალიან მეტკინა,მაგრამ ისტორიამ შეძრა.ყველაფერი ვიგრძენი სიყვარული,სითბო, მეგობრობა, სევდა და ტკივილი. სესილი და უტაც ვიგრძენი და სუნთქვა გამიჭირდა. თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი მწერალი!!!!მადლობა.

ანა მარია ❤️❤️ ძალიან გულისხმიერი ადამიანი ხართ ❤️ ეს დრო როგორი ინტერესით მომყვებოდით ❤️❤️❤️ მადლობა პირველ რიგში ამისთვის ❤️❤️❤️❤️ მიხარია , რომ დასასრულში ის დაიჭირეთ,რაც საჭირო იყო! ❤️❤️ შეხვედრამდე!

ვიპნი
სხვა დასასრული რომ ჰქონოდა ალბათ სხვებისგან დიდად გამორჩეული მოთხრობა არ იქნებოდა.მეტკინა უტას ამბავი,მაგრამ მართალი ხარ ეს დაუსრულებელი წრე სხვა შემთხვევაში არ დამთავრდებოდა. წარმატები მინდა გისურვო და ძალიან დიდი მადლობა რომ ასე გაგვიზიარე შენი ემოციები და ფიქრები ❣️

მიხარია ❤️❤️❤️ მადლობ რომბოლომდე აქ იყავი ❤️❤️❤️ გეთანხმები,სხვა არ კიმოუხდებოდა.. ეს ასე უნდა ყოფილიყო! ❤️❤️ მადლობა !

ტაისა
ვიტიროო, ვიცინო თუ რა ვქნა არ ვიცი????

❤ძალიან ძლიერი ისტორიაა ყველანაირი გაგებით.
უტაც, სესილიც განსხვავებული პერსონაჟები არიან და ფინალიც განსხვავებული და თუმდაც ასეთი სევდიანი უნდა ჰქონოდათ.

მალე დაბრუნდი ❤ მიყვარხარ!

ტაისა ❤️❤️❤️❤️ მცირე პაუზის შემდეგ,ძალების აღდგენის შემდეგ ისრვ აქ ვარ !! ❤️❤️❤️ მადლობაა რომ მომყვბოდიბ❤️❤️

 


№5  offline წევრი ნანა73

რა დასანანია..
რა სულის შემძვრელია ეს ყოველივე...
ადათ-წესები, გამეტებული და შეწყვეტილი სიცოცხლე, დაღვრილი სისხლი, დაუნდობლობა...
მომწონს მთის შვილების ვაჟკაცობა და შეუპოვრობა, მაგრამ ვერ ვეგუები სისხლიან ტრადიციებს.
არ ვიცოდი უტა თუ განწირული იქნებოდა.
თუმცა სინამდვილე ერთია...
შენ განუმეორებელი ხარ ადამიანური განცდების გადმოცემაში!
რთული ხარ როგორც ის შეგრძნება, სულს და სხეულს ერთნაირად რომ უკლავს შენს პერსონაჟებს.
ასე ნათლად რომ შეგიძლია მოყვე და გვაგრძნობინო.
მხოლოდ დაკვირვებული მკითხველი გჭირდება, მოაზროვნე.
ბრავო ტასუსუნა!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
რა დასანანია..
რა სულის შემძვრელია ეს ყოველივე...
ადათ-წესები, გამეტებული და შეწყვეტილი სიცოცხლე, დაღვრილი სისხლი, დაუნდობლობა...
მომწონს მთის შვილების ვაჟკაცობა და შეუპოვრობა, მაგრამ ვერ ვეგუები სისხლიან ტრადიციებს.
არ ვიცოდი უტა თუ განწირული იქნებოდა.
თუმცა სინამდვილე ერთია...
შენ განუმეორებელი ხარ ადამიანური განცდების გადმოცემაში!
რთული ხარ როგორც ის შეგრძნება, სულს და სხეულს ერთნაირად რომ უკლავს შენს პერსონაჟებს.
ასე ნათლად რომ შეგიძლია მოყვე და გვაგრძნობინო.
მხოლოდ დაკვირვებული მკითხველი გჭირდება, მოაზროვნე.
ბრავო ტასუსუნა!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სწორად თქვით ❤️❤️ ამიტომ მიყვარს ჩემი მკითველი,ყველაფერს ზუსტად იჭერს და ბოლო აბზაცამდე მომყვება სუნთქვა შეკრული ❤️❤️❤️ დიდი ბედნიერებაა თქვწნნაირი მკითხველი ❤️❤️❤️ მეც ძალიან,უზომოდ გამიჭირდა უტას შეწირვა,თუმცა,სიმბოლურად,ის ბოლო ჯაჭვი იყო,რომელიც გაწყდა! ❤️❤️❤️ დიდი მადლობა ნანა,თვენ რომ აქ იყავით ხ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

იმ, ადათითა და რჯულის კანონით გაჟღენთილი სისხლით შეღებილ მთებში, მეც ჩავრჩი სესილისთან ერთად და სიცოცხლის ბოლო წამამდე მომენატრება, მეტკინება უტა ბაბალანი, რომელიც "მთიელთა ვენდეტას" შეეწირა.
ტასუნა, რომ შეგაქო სიტვები უნდა მქონდეს. მე კიდევ მაგ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ. ♥️♥️
მადლობა !

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

თამარი აჩბა
იმ, ადათითა და რჯულის კანონით გაჟღენთილი სისხლით შეღებილ მთებში, მეც ჩავრჩი სესილისთან ერთად და სიცოცხლის ბოლო წამამდე მომენატრება, მეტკინება უტა ბაბალანი, რომელიც "მთიელთა ვენდეტას" შეეწირა.
ტასუნა, რომ შეგაქო სიტვები უნდა მქონდეს. მე კიდევ მაგ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ. ♥️♥️
მადლობა !

თამარ ❤️❤️❤️❤️რა კარგად თქვით და მე არც კი გამხსწნებია მთების ვენდეტა.. ❤️❤️❤️❤️ ის ემოციები ჯერკიდევ მაქვს,წწერისას რომ განვიცადე ❤️❤️❤️მადლობა ჩემო კარგო

 


№9  offline წევრი EllaTriss

ვინც მიცნობს, კი იცის, როგორი ემოციური ვარ.. )) მაქსიმალურად ვერიდები ხოლმე, ისტორიებს ტრაგიკული დასასრულით..( წიგნებსაც) მაგრამ ბოლოს, რავიცი, მაინც ისე გამოდის, რომ სულ ასეთებს ვკითხულობ :დ
ცუდად ვარ, მართლა..
ბოლო სიტყვებმა, უბრალოდ მომკლა..
ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მაინც ავტირდი..
არის ისტორიები, იმიტომ ამთავრებენ ასე, თითქოს არ უნდათ, სხვას გავდეს.. მაგრამ ამ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, სხვანაირი დასასრული, უბრალოდ არ/ვერ.
ასე სჭირდებოდა.. ასეა სწორი.
გვტკივა, განვიცდით, ვტირით.. მაგრამ ყველაზე სწორი, მაინც ესაა.
არ ვიცი, ვერ აგიღწერ როგორ ვარ ახლა.
ზოგადად, ყველა არარეალური, რეალურზე მეტად მწამს, რეალურზე მეტად განვიცდი და რეალურზე მეტად მტკივა. იშვიათია ასე, ვიცი.. მაგრამ ზოგჯერ, ეს გამონაკლისი რომ ვარ, საერთოდ არაა კარგი. ვიღაც იფიქრებს, გიჟიაო.. მაგრამ ასეა არაა. უბრალოდ, რეალობა არაა ჩემი. ფანტაზიებში, გაცილებით კომფორტულად ვარ. ვქმნი და ზოგჯერ, ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
მესმის შენი.. იმაზე უკეთაც, ვიდრე გგონია.
იმის მიუხედავად, რომ უმუზობის პერიოდი მაქვს, ადრე ხომ ვყოფილვარ, შენს სიტუაციაში.
ყველა პერსონაჟი, მეგობარივით გყავს გვერდზე. თითქოს რომ გაიხედო, დაინახავ, შეეხები.
მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟებს ჩვენ ვქმნით, ისინი მაინც თავად ირჩევენ საკუთარ გზას. ჩვენ ვუსრულებთ, არა იმიტომ რომ გვინდა, უბრალოდ ამ ბრძანებას ვერ გავექცევით.
მათით ვცხოვრობთ და ჩვენს თავზე განვიცდით. რადგან ისინი, ვერ გახდებიან ადამიანები თუ ჩვენ არ მივცემთ, ჩვენს სხეულს.
დამშვიდობება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. რაღაც რომ სრულდება, ზუსტად იქ იბადება კიდევ რაღაც.
ამიტომაც არიან მწერლები გამორჩეულები.

" - მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა.
არარეალურზე თუ ტირი, გიჟი ყოფილხარ, ეგ არარსებობსო" სულ მახსოვს, რადგან მგონია, მას შემდეგ გავიცანი ადამიანები.
ახლა, აღარ ვართ მეგობრები, არც ვსაუბრობთ.. იმიტომ რომ მისთვის, ზედმეტად არარეალური ვიყავი.

ახლა თუ ვხვდებოდე, ამხელა შექსპირის მონოლოგი რას მოვაყოლე :დ )) უბრალოდ, რომ წამიღებს ემოციები, ვერ ვჩერდები.
ან საერთოდ არ ვლაპარაკობ, ან თუ დავიწყე - ვერ მაჩერებენ.
ტას.. ჭირდება იმას თქმა, რომ საუკეთესო ხარ? ^__^ მიხარია, რომ აღმოგაჩინე, მიხარია, რომ გიპოვე.. რომ გაგიცანი.. (ახლა იფიქრებ, როდის გამიცანიო, მაგრამ შენს პერსონაჟებს თუ ვიცნობ, ასეიგი შენც გიცნობ)
მახარებს შენი არსებობა, ასე შორიდან..
შენ სულ უნდა წერო, როგორც იტყვიან - ხოლმე ❤ შეიძლება მწერლის კალამი, დროებით პაუზას იღებს, მაგრამ მისი ფიქრები მაინც არ ჩერდება.

მე სულ გელი, ვიცი რომ დაბრუნდები, მერე კიდევ სხვა ტასოს გავიცნობთ, მაგრამ მანამდე ახლანდელს ვუგზავნი ბევრ გულს. ❤
სიყვარულით^ელა

 


№10  offline წევრი Sana

ეს რა იყო????????ამდენი დიდი ხანია არ მიტირია,გული დამწყდა უტას სიკვდილის გამო,მინდოდა სესი და უტა ერთად ყოფილიყვნენ????????????????საუკეთესოა,ყოჩაღ♥️

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

EllaTriss
ვინც მიცნობს, კი იცის, როგორი ემოციური ვარ.. )) მაქსიმალურად ვერიდები ხოლმე, ისტორიებს ტრაგიკული დასასრულით..( წიგნებსაც) მაგრამ ბოლოს, რავიცი, მაინც ისე გამოდის, რომ სულ ასეთებს ვკითხულობ :დ
ცუდად ვარ, მართლა..
ბოლო სიტყვებმა, უბრალოდ მომკლა..
ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მაინც ავტირდი..
არის ისტორიები, იმიტომ ამთავრებენ ასე, თითქოს არ უნდათ, სხვას გავდეს.. მაგრამ ამ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, სხვანაირი დასასრული, უბრალოდ არ/ვერ.
ასე სჭირდებოდა.. ასეა სწორი.
გვტკივა, განვიცდით, ვტირით.. მაგრამ ყველაზე სწორი, მაინც ესაა.
არ ვიცი, ვერ აგიღწერ როგორ ვარ ახლა.
ზოგადად, ყველა არარეალური, რეალურზე მეტად მწამს, რეალურზე მეტად განვიცდი და რეალურზე მეტად მტკივა. იშვიათია ასე, ვიცი.. მაგრამ ზოგჯერ, ეს გამონაკლისი რომ ვარ, საერთოდ არაა კარგი. ვიღაც იფიქრებს, გიჟიაო.. მაგრამ ასეა არაა. უბრალოდ, რეალობა არაა ჩემი. ფანტაზიებში, გაცილებით კომფორტულად ვარ. ვქმნი და ზოგჯერ, ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
მესმის შენი.. იმაზე უკეთაც, ვიდრე გგონია.
იმის მიუხედავად, რომ უმუზობის პერიოდი მაქვს, ადრე ხომ ვყოფილვარ, შენს სიტუაციაში.
ყველა პერსონაჟი, მეგობარივით გყავს გვერდზე. თითქოს რომ გაიხედო, დაინახავ, შეეხები.
მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟებს ჩვენ ვქმნით, ისინი მაინც თავად ირჩევენ საკუთარ გზას. ჩვენ ვუსრულებთ, არა იმიტომ რომ გვინდა, უბრალოდ ამ ბრძანებას ვერ გავექცევით.
მათით ვცხოვრობთ და ჩვენს თავზე განვიცდით. რადგან ისინი, ვერ გახდებიან ადამიანები თუ ჩვენ არ მივცემთ, ჩვენს სხეულს.
დამშვიდობება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. რაღაც რომ სრულდება, ზუსტად იქ იბადება კიდევ რაღაც.
ამიტომაც არიან მწერლები გამორჩეულები.

" - მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა.
არარეალურზე თუ ტირი, გიჟი ყოფილხარ, ეგ არარსებობსო" სულ მახსოვს, რადგან მგონია, მას შემდეგ გავიცანი ადამიანები.
ახლა, აღარ ვართ მეგობრები, არც ვსაუბრობთ.. იმიტომ რომ მისთვის, ზედმეტად არარეალური ვიყავი.

ახლა თუ ვხვდებოდე, ამხელა შექსპირის მონოლოგი რას მოვაყოლე :დ )) უბრალოდ, რომ წამიღებს ემოციები, ვერ ვჩერდები.
ან საერთოდ არ ვლაპარაკობ, ან თუ დავიწყე - ვერ მაჩერებენ.
ტას.. ჭირდება იმას თქმა, რომ საუკეთესო ხარ? ^__^ მიხარია, რომ აღმოგაჩინე, მიხარია, რომ გიპოვე.. რომ გაგიცანი.. (ახლა იფიქრებ, როდის გამიცანიო, მაგრამ შენს პერსონაჟებს თუ ვიცნობ, ასეიგი შენც გიცნობ)
მახარებს შენი არსებობა, ასე შორიდან..
შენ სულ უნდა წერო, როგორც იტყვიან - ხოლმე ❤ შეიძლება მწერლის კალამი, დროებით პაუზას იღებს, მაგრამ მისი ფიქრები მაინც არ ჩერდება.

მე სულ გელი, ვიცი რომ დაბრუნდები, მერე კიდევ სხვა ტასოს გავიცნობთ, მაგრამ მანამდე ახლანდელს ვუგზავნი ბევრ გულს. ❤
სიყვარულით^ელა

არ მიყვარდა როცა " ჩემო კარგოს " ვხმარობდი,მაგრამ,ამწამს,თვალებამღვრეული,მინდა შორიდან მოგეფერო სიტყვებით და,უდიდესი მადლობით აგავსო..
ჩემო კარგო ელა, ❤️❤️❤️ როგორ ამივსე გული სითბოთი ვინ იცის ❤️❤️ განა თუარ გვეტკინა როგორ დავწერთ? განა თუარ განვიცადეთ წერისას და კითხვისას,რა ადამიანები გამოვდექით?
შენ გიჟი არ ხარ ელა,სწორად ჩამოცილებულხარ იმ "მეგობარს", ადამიანი ხარ, წარმოახვის უდიდესი ნიჭით და საკუთარ ნაჭუჭში გეკომფორტულება გალაქტიკაში მოგზაურობა..
ჩვენ გამოგონილ,წარმოსახულ რეალობაში თავს თუ უკეთ ვიგრძნობთ,დაე ასეიყოს და სხვაც რაც უნდა ისუფიქრია..
მათ არ ჰყოფნით თვალსაწიერი ამაში სიამოვნება იხილონ ❤️❤️❤️მე მესმის შენი!
ელა,მადლობა რომ ბოლო აბზაცამდე გამომყევი..
ვიცი გეტკინა ბაბალანი და მიხარია,ამ დასასრულის სისწორე ეომ დაინახე..
სხვანაირად აბა როგორ? ირალურ რეალობას ვერ გაცდებოლა კალამი, მას ასეუნდა დაემთავრებინა ❤️❤️❤️❤️❤️
შემიყვარდი-რამდენადამ ამის თქმა შეიძლება უცხო ადამიანზე!
მეც გხედავ,მეც გგრძნობ!
მადლობა! ❤️❤️❤️

Sana
ეს რა იყო????????ამდენი დიდი ხანია არ მიტირია,გული დამწყდა უტას სიკვდილის გამო,მინდოდა სესი და უტა ერთად ყოფილიყვნენ????????????????საუკეთესოა,ყოჩაღ♥️

დიდი მადლობა სანა! გამახარეთ!
მეც ძალიან მეტკინა .. ❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

შემძრა! დამშოკა და ძალა გამომაცალა! ტკივილი, ტანჯვა და სხვა ბევრი ემოცია ერთად მომაწვა პირდაპირ და მეც ძალიან მატკინეს სესილისთან ერთად! არ იმსახურებდა ეს გოგო ამდენ ტკივილს... უტა არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, როგორ მინდოდა მათი ბედნიერებით მეც გამეხარა... გულწრფელად გეტყვი, არ ველოდი ასეთ დასასრულს, მაგრამ მთა ხომ არაფერს არ ითვალისწინებს, ჩვენ არაფერს გვეკითხება... ზუსტად იმ საზარელმა მთებმა შეიწირეს უტა ბაბალანიც და სესილიც მე რომ მაინც ასე ძალიან მიყვარს... მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ გავიმეორებ ისევ, რომ შ ე მ ძ რ ა ! ! !❤❤❤❤❤❤
P.S გელი შემდეგი ისტორიით!❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თიკო
შემძრა! დამშოკა და ძალა გამომაცალა! ტკივილი, ტანჯვა და სხვა ბევრი ემოცია ერთად მომაწვა პირდაპირ და მეც ძალიან მატკინეს სესილისთან ერთად! არ იმსახურებდა ეს გოგო ამდენ ტკივილს... უტა არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, როგორ მინდოდა მათი ბედნიერებით მეც გამეხარა... გულწრფელად გეტყვი, არ ველოდი ასეთ დასასრულს, მაგრამ მთა ხომ არაფერს არ ითვალისწინებს, ჩვენ არაფერს გვეკითხება... ზუსტად იმ საზარელმა მთებმა შეიწირეს უტა ბაბალანიც და სესილიც მე რომ მაინც ასე ძალიან მიყვარს... მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ გავიმეორებ ისევ, რომ შ ე მ ძ რ ა ! ! !❤❤❤❤❤❤
P.S გელი შემდეგი ისტორიით!❤

თიკო, გელოდი..
❤️❤️❤️❤️
მთებმა ასე იცის და ვიცი,გაიგებ.. იმიტომ,რომ შენც მათსავით გიყვარს მაღალი მობუბუნე გორაკები ❤️❤️❤️
არ დააცალა სისხლიანმა წესებმა ბაბალანს ბედნიერება..
ალბათ, პასუხი მხოლოდ მათ უნდა მოვთხოვოთ..
მადლობა რომ სულ აქ იყავი! ❤️❤️❤️
სულ დაგელოდები! ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

თავიდანვე ისე წარიმართა ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან გრძნობები თუ ურთიერთობა დასასრულს ზუსტად ასეთს ვფიქრობდი..რაც მთავარია იყო დიალოგები მცირე მაგრამ ბევრის მთქმელი...და ესეც შენი ერთ-ერთი სტილი რო ველოდებით შემდეგ თავს და ჰოპ :) უცებ სრულად დებ :) მიყვარს ძალიან მთის ამბები, მთების აურა და მათში ჩაქსოვილი ყველანაირი გრძნობა თუ ემოცია..ბევრი რამის მთქმელია მთები თავის ადათ-წესებით,ტრადიციებით და შენ ეს დაგვანახე ძალიან კარგად.წარმატებები და კიდევ გაგვახარე ტას.

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნინო
თავიდანვე ისე წარიმართა ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან გრძნობები თუ ურთიერთობა დასასრულს ზუსტად ასეთს ვფიქრობდი..რაც მთავარია იყო დიალოგები მცირე მაგრამ ბევრის მთქმელი...და ესეც შენი ერთ-ერთი სტილი რო ველოდებით შემდეგ თავს და ჰოპ :) უცებ სრულად დებ :) მიყვარს ძალიან მთის ამბები, მთების აურა და მათში ჩაქსოვილი ყველანაირი გრძნობა თუ ემოცია..ბევრი რამის მთქმელია მთები თავის ადათ-წესებით,ტრადიციებით და შენ ეს დაგვანახე ძალიან კარგად.წარმატებები და კიდევ გაგვახარე ტას.

ნინო ❤️❤️❤️ თქვწნნაირიმკითხველისთვის ალბათ სულ დავწეერ, სანამ კითხვისსუევილი გექნებათ ❤️❤️❤️❤️ მთა და ადათები დაუშრეტელად განსახილველი თემაა ნამდვილად .. ❤️❤️❤️მადლობა ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი Qeti qimucadze

მიუხედავად ცუდი დასასრულისა. უმდენად ლოგიკური იყოო. რომ სხვაგვარად ვერც წარმომედგინა. უტამ დაასრულა შურისძიებოს ჯაჭვი და დაიტოვა მთამ. უბრალოდ თამთინას გამკვირვებია. ცოცხალ შვილებს როგორ ამჯობინა მკვდრის საფლავი. არვიცი რაუნდავთქვა. სულ ამათზე მეფიქრება და ისე წავყევი წარმოდგენებს ლამის დავწვი კატლეტები. ასეთი დონის ნაწარმოები აქ იშვიათია. საოცარი იყო ტას. ლიდევ მინდა ვწერო და ვწერო. მაგრამ დამეკარგნენ ბავშვები და უნდა გავეკიდო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze
მიუხედავად ცუდი დასასრულისა. უმდენად ლოგიკური იყოო. რომ სხვაგვარად ვერც წარმომედგინა. უტამ დაასრულა შურისძიებოს ჯაჭვი და დაიტოვა მთამ. უბრალოდ თამთინას გამკვირვებია. ცოცხალ შვილებს როგორ ამჯობინა მკვდრის საფლავი. არვიცი რაუნდავთქვა. სულ ამათზე მეფიქრება და ისე წავყევი წარმოდგენებს ლამის დავწვი კატლეტები. ასეთი დონის ნაწარმოები აქ იშვიათია. საოცარი იყო ტას. ლიდევ მინდა ვწერო და ვწერო. მაგრამ დამეკარგნენ ბავშვები და უნდა გავეკიდო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ

❤️❤️❤️❤️❤️❤️ თამთინიც მთისაა და რთულიამისი გაგებაც ალბათ ქეთ ❤️❤️❤️❤️ როგორ მიხარია რომ მოგეწონა! ❤️❤️❤️ ბავშვები უპირველეს ყოვლუსა!:დდ იმედია,ხშირად გაგახსენდება უტა და სსესი ❤️❤️❤️მადლიბა რომ სულ ჩემთან იყავი ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი Impermeable

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საიტზე ასეთი ემოციების ზღვა არსად წამიკითხავს. სრულიად შეძრული და განცვიფრებული ვარ. ერთია მთის ადათები გადმოსცე და მეორე, ისეთი ეპითეტები შეარჩიო, რომ თითოეულმა ეპითეტმა ცალკე ისტორია მოყვეს. heart_eyes დიდი მადლობა ამ ემოცებისთვის

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Impermeable
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საიტზე ასეთი ემოციების ზღვა არსად წამიკითხავს. სრულიად შეძრული და განცვიფრებული ვარ. ერთია მთის ადათები გადმოსცე და მეორე, ისეთი ეპითეტები შეარჩიო, რომ თითოეულმა ეპითეტმა ცალკე ისტორია მოყვეს. heart_eyes დიდი მადლობა ამ ემოცებისთვის

როგორ მიხარიაა ❤️❤️❤️❤️
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანიც ეგააა,ემოცია მოვიდეს თქვენამდე ❤️❤️❤️❤️❤️ მადლობაამ სიტყვებისთვის ❤️❤️❤️

დალდონს
-მიყვარს შენი უზარმაზარი,გულიანი და თბილი შეფასებები ❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤️❤️❤️გაღიმებულმა უამრავჯერ წავიკითხე :) ❤️❤️❤️ გეთანხნწბი,მთა ასესია.. ვერსად წავუვალთ ❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი თამო

რომ ჩამოვალ,მერე მითხარი
შემძრა ამ ყველაფერმა.ველოდი უტას გადარჩენას არ ველოდი მის სიკვდილს სიმართლე თუ გინდა არც გამიფიქრია უტას სიკვდილი ალბათ არვუშვებდი გონებაში ამ ამბავს.მეგონა ექნებათ თავისი ბედნიერება შორს მთებისგან.საოცარი იყო ტას ძალიან კარგი და ახლა ენოციების ქვეშ ვარ

 


№21  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამო
რომ ჩამოვალ,მერე მითხარი
შემძრა ამ ყველაფერმა.ველოდი უტას გადარჩენას არ ველოდი მის სიკვდილს სიმართლე თუ გინდა არც გამიფიქრია უტას სიკვდილი ალბათ არვუშვებდი გონებაში ამ ამბავს.მეგონა ექნებათ თავისი ბედნიერება შორს მთებისგან.საოცარი იყო ტას ძალიან კარგი და ახლა ენოციების ქვეშ ვარ

თამო დიდი მადლობა ჩემო კაეგო ❤️❤️❤️❤️
მე კი რატტომღაც თავიდანვე ვიცოდი, როგორ უნდა დასრულებულიყო..

 


№22  offline წევრი ირო

ეს რა იყო,ასე არაფერს ვუბღავლებივარ დიდი ხანია,სადიან ჩემო ლამაზო ასეთი ემოცია,ასეთი ისტორია მტკივნეული მაგრამ ნამდვილი დასასრულით.მთის წესები,სისხლის მთები,იქ სადღაც მთის ხევისბერები შენით ამაყობენ რადგან ყველაფერი ახლა ამ საუკუნეში გააცოცხლე.მადლობა ამ წუთებისთვის რაც კითხვამ მომანიჭა.შენ ხარ საიტზე იმ მწერლებს შორის ვინ იმედებს არ უცრუებს მკითხველს.არასდროს აგვიანებ და არასდროს იკარგება მუხტი დასაწყისიდან დასასრულამდე.

 


№23  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
ეს რა იყო,ასე არაფერს ვუბღავლებივარ დიდი ხანია,სადიან ჩემო ლამაზო ასეთი ემოცია,ასეთი ისტორია მტკივნეული მაგრამ ნამდვილი დასასრულით.მთის წესები,სისხლის მთები,იქ სადღაც მთის ხევისბერები შენით ამაყობენ რადგან ყველაფერი ახლა ამ საუკუნეში გააცოცხლე.მადლობა ამ წუთებისთვის რაც კითხვამ მომანიჭა.შენ ხარ საიტზე იმ მწერლებს შორის ვინ იმედებს არ უცრუებს მკითხველს.არასდროს აგვიანებ და არასდროს იკარგება მუხტი დასაწყისიდან დასასრულამდე.

იყო,მიხარია მათ რიცხვებში თუ ვარ ❤️❤️ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მკითხველი კმაყოფილიიყოს და,ვახსოვდე ❤️❤️❤️
მთის ამბწბი ყოველთვის ანდამანტივით მიზუდავდა,მიხარია,თუ გამომიიდა ❤️❤️❤️❤️❤️

 


№24 სტუმარი ნაწკა

საოცარია ✍ ყოჩაღ .

 


№25  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნაწკა
საოცარია ✍ ყოჩაღ .

მადლობა! ❤️❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი გურანდა

აუ ეს რა იყო, საერთოდ მომწყვიტა სამყაროს, საოცრება იყო, მსგავსი ემოცია ცოტას მოუტანია და მენდე, ბევრი წამიკითხავს , სულ უნდა წეროთ ♥️♥️♥️

 


№27  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი გურანდა
აუ ეს რა იყო, საერთოდ მომწყვიტა სამყაროს, საოცრება იყო, მსგავსი ემოცია ცოტას მოუტანია და მენდე, ბევრი წამიკითხავს , სულ უნდა წეროთ ♥️♥️♥️

გურანდა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
მიხარია,თუ თქვწნამდე მოვიდა,დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სოფიო-სოფიო
Დასაწყისიდანვე ველოდი სრულად როდის დაიდებოდა. მერე ვერ ვბედავდი კითხვის დაწყებას... Დავიწყე და დასაწყისში რომ ჩავისუნთქე, დასასრულს ამოსუნთქვას ცრემლებიც ამოვაყოლე და ეხლა ვხვდები სიტყვები არ მაქვს შესაფასებლად. Ის კი დანამდვილებით ვიცი მეც სესილივით გარანტირებული მაქვს ღამისთევა...

❤️❤️❤️❤️❤️გამოდის,მოგეწონათ ❤️❤️❤️ მიხარია ❤️❤️❤️❤️ მადლობა ემოციებისთვის ❤️❤️❤️❤️❤️ გაიხარეთ!

 


№29 სტუმარი სტუმარი Mnemosyne

მოვკვდი,ცოცხლად მოვკვდი!
გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ მთის ადათები და წესები არ დაინდობდნენ, მაგრამ მაინც ღვიოდა იმედის ციცქნა ნაპერწკალი.ესაა უწყვეტი ჯაჭვი,რომელსაც მყარად აქვს წინაპართა სისხლი შემხმარი და ვერც ამ ჯაჭვს გაწყვეტს რამე და ვერც ამ სისხლს ჩამორეცხავს.კითხვის მომენტში არ მტოვებდა დაძაბულობის გრძნობა და ყოველ წინადადებაში ველოდი გულის ტკივილს.მეტკინა სესილი და წარმოუდგენლად მეტკინა უტა,მთებს შეწირული ორი სული.წვიმის ყველა წვეთი,მზის ყოველი სხივი,ყველა ტკივილი ვიგრძენი და ერთიანად ავივსე ამ ისტორიით.მთლიანად მომიცვა მათმა ამბავმა და ზუსტად ვიცი,დიდი ხანი გამყვება ეს ემოციები.ძალიან ცოტაა ისეთი ისტორია,რომელიც დიდხანს მამახსოვრდება,სულ რამდენიმეა ასეთი და ეს ერთ-ერთი მათგანი გახდება.მძულს და მთელი გულით მიყვარს უკვე,გულს მტკენს და მაინც მთელი არსებით მიზიდავს.მძულს იმიტომ,რომ განუზომელ ტკივილს მაყენებს და მთელი გულით მიყვარს იმიტომ,რომ ესაა სათუთი და ყველაზე წმინდა პატარა ისტორია,რომელიც ყველა წესზე და ადათზე მაღლა დგას.ვიცი,გამოგოგნილი ისტორიაა და ასე ახლოს არ უნდა მოვუშვა,მაგრამ მე ასე ვიცი,ყველაფერს ვაცოცხლებ და ჩემს გულში ვინახავ.
შენი ყველა ისტორია ვიცი,ჩუმი მკითხველი ვარ შენი და ვხედავ, როგორ იზრდები და ვითარდები ისტორიიდან ისტორიამდე,როგორ იხვეწები და როგორ სათუთად მოგაქვს ყველა სიტყვა და ემოცია ჩვენამდე,როგორ გიყვარს ის,რასაც წერ.მე არ ვიცი რა გაწერინებს,დიდი სევდა თუ დიდი სიხარული,მაგრამ მინდა რომ სულ სულ წერო.

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი Mnemosyne
მოვკვდი,ცოცხლად მოვკვდი!
გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ მთის ადათები და წესები არ დაინდობდნენ, მაგრამ მაინც ღვიოდა იმედის ციცქნა ნაპერწკალი.ესაა უწყვეტი ჯაჭვი,რომელსაც მყარად აქვს წინაპართა სისხლი შემხმარი და ვერც ამ ჯაჭვს გაწყვეტს რამე და ვერც ამ სისხლს ჩამორეცხავს.კითხვის მომენტში არ მტოვებდა დაძაბულობის გრძნობა და ყოველ წინადადებაში ველოდი გულის ტკივილს.მეტკინა სესილი და წარმოუდგენლად მეტკინა უტა,მთებს შეწირული ორი სული.წვიმის ყველა წვეთი,მზის ყოველი სხივი,ყველა ტკივილი ვიგრძენი და ერთიანად ავივსე ამ ისტორიით.მთლიანად მომიცვა მათმა ამბავმა და ზუსტად ვიცი,დიდი ხანი გამყვება ეს ემოციები.ძალიან ცოტაა ისეთი ისტორია,რომელიც დიდხანს მამახსოვრდება,სულ რამდენიმეა ასეთი და ეს ერთ-ერთი მათგანი გახდება.მძულს და მთელი გულით მიყვარს უკვე,გულს მტკენს და მაინც მთელი არსებით მიზიდავს.მძულს იმიტომ,რომ განუზომელ ტკივილს მაყენებს და მთელი გულით მიყვარს იმიტომ,რომ ესაა სათუთი და ყველაზე წმინდა პატარა ისტორია,რომელიც ყველა წესზე და ადათზე მაღლა დგას.ვიცი,გამოგოგნილი ისტორიაა და ასე ახლოს არ უნდა მოვუშვა,მაგრამ მე ასე ვიცი,ყველაფერს ვაცოცხლებ და ჩემს გულში ვინახავ.
შენი ყველა ისტორია ვიცი,ჩუმი მკითხველი ვარ შენი და ვხედავ, როგორ იზრდები და ვითარდები ისტორიიდან ისტორიამდე,როგორ იხვეწები და როგორ სათუთად მოგაქვს ყველა სიტყვა და ემოცია ჩვენამდე,როგორ გიყვარს ის,რასაც წერ.მე არ ვიცი რა გაწერინებს,დიდი სევდა თუ დიდი სიხარული,მაგრამ მინდა რომ სულ სულ წერო.

❤️❤️❤️❤️❤️ ყოვწლთვის მიყვარს ესეთი მკითხველი,ვინც ყველაფერა განიხილავს ა თან,პროგრესს ამჩნევს ❤️❤️❤️ დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის! ❤️❤️❤️ ზოგჯერ რა,ზოგჯერ რა, ყოფილა უზომო უიმედობისას და უზომო ბედნიერებისგან მიწერია,თუმცა, ამ შემთხვევაში,იმდენი ემოცია დავხარჯე,რაც თითქოს და , არასდროს.. ❤️❤️❤️❤️❤️
მთებმა ასე იცის, ტკივილებს გულზე ინახავს ❤️❤️ჩვენ-გადმოგვაქვს! მიხარია,რომ თქვენამდე მოვიდა ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent