შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, გავთხოვდი 5


27-03-2021, 14:24
ავტორი gabi du
ნანახია 2 676

- გპირდები, რომ სანამ თავად არ მოისურვებ და არ მთხოვ ამ თემას აღარ შევეხები. - ვთქვი და უფრო მივეკარი. - იცი, მინდა ყველაფერი ვიცოდე... მზად ვარ მოგისმინო თუკი გინდა რა თქმა უნდა. - გაუბედავი იყო, ჩემი ხმა მაგრამ სანამ სიმართლეს არ გავიგებდი ვერ შევძლებდი სწორად მოქცევას.
- ნინა...ხვდები რას მეუბნები? მპირდები, რომ ასე აღარ იზამ და მაინც უშვებ იმის ალბათობას, რომ ამას მე თვითონ მოვისურვებ? - გაბრაზება ისევ შეერია მის ისედაც ბოხ ხმას, რომელზეც ჭკუას ვკარგავდი. - ამ ყველაფერს შენს ასაკს დავაბრალებ. ჯერ ბავშვი ხარ. მე, ირაკლი პაჭკორია უკვე 31 წლის ვარ. ვთვლი, რომ ამ ქვეყნად ცუდიც ვნახე და კარგიც. იცი მართალი ხარ... ახლა ყველაფერს მოგიყვები და მოგცემ საშუალებას თვითონ გადაწყვიტო უჩემოდ გააგრძელებ თუ ჩემთან ერთად. - მოულოდნელად ხელში ამიტაცა და მუქ, მუხის კარს ფეხით მიაწვა. ლამაზად, მაგრამ სადად მოწყობილ ოთახში შემიყვანა, სადაც ძალიან ბეევრი ოთახის მცენარე და მთავარი სიმდიდრე - ბუხარი იწონებდა თავს.
დივანზე ჩამომსვა, თავად ბუხარში ლამაზად ჩაწყობილ შეშას რაღაც სითხე მიასხა და ცეცხლი ააგიზგიზა.
- შეიძლება თავი კალთაში ჩაგიდო? - მკითხა მოულოდნელად. - მინდა სახეში გიყურო და ყველა ემოცია დავინახო. - თითქოს გამართლებას უძებნიდა სურვილს.
შეიძლებაო? მეკითხებოდა მე, ნინა დანელიას, ქალს, რომელიც ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვინგენდი მის გვერდში ჯდომას. ის კი, მთხოვდა, რომ კალთაში თავის ჩადების უფლება მიმეცა.
- რათქმაუნდა. - მხოლოდ ესღა ვუპასუხე და მოვემზადე ყველაზე საშინელი (სავარაუდოდ) სიმართლის მოსასმენად. როგორც კი მისი თავი მუხლებზე ვიგრძენი გაუაზრებლად შევუცურე თითები თმაში და მონოტონურად ავამოძრავე. თვალები დაეხუჭა, ვიგრძენი, რომ ესიამოვნა და აღარც შემიწყვიტავს საყვარელი მამაკაცის ჩუმი ფერება.
- დეტალებში არაფერს მოვყვები. - დაიწყო მან. - ამის გახსენება არც მე მინდა და შენც გულს გატკენს. თარიღი ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით სამი წლის წინ ლანა გავიცანი. ის ძალიან ლამაზი და განათლებული ქალია. 2 წლით ჩემზე დიდი. არ დავიწყებ მტკიცებას, რომ სხვანაირი შევიყვარე და სხვანაირი გამოდგა. არა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეპატაჟური, ჯიუტი და თავქარიანი იყო მაგრამ სწორედ ასეთი შევიყვარე. მომწონდა მასთან ყოფნა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და არაერთი სიგიჟე ჩამიდენია მასთან ერთად. ერთხანს ერთადაც კი ვცხოვრობდით, მაგრამ დაქორწინებაზე არასდროს არაფერი თქმულა ჩვენს შორის. იმიტომ კი არა, რომ არ შემეფერებოდა ან მხოლოდ გასართობად მინდოდა. პირიქით ძალიანაც მიყვარდა მაგრამ რატომღაც არასოდეს გამჩენია სურვილი ხელი მეთხოვა. ერთხელ რაღაცაზე წავკამათდით. კამათი იმხელა სკანდალად აქცია სერიოზულად გავბრაზდი და დავშორდით. გამიჭირდა მის გარეშე ყოფნა. მენატრებოდა კიდეც. მაგრამ მინდოდა საკუთარ საქციელს დაკვირვვებოდა და გაეანალიზებინა, რომ სამყარო მის გარეშე არ ბრუნავს. ამიტომაც ახლოს არ ვიკარებდი. სულ სამი თვე ვიყავით ცალ-ცალკე. მერე ვეღარ გავძელი და შევურიგდი. 5 თვე ისევ ერთად ვიცხოვრეთ. შემდეგ, მოულოდნელად საქართველოში მოუხდა დაბრუნება. არ მემეტებოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა გამომეშვა. შევთანხმდით, რომ ერთ თვეში მეც ჩამოვიდოდი და მერე ერთად დავბრუნდებოდით. ლანას საქართველოში გამგზავრებიდან 2 დღეში ჩემი ბიძაშვილი, მანიკას ერთადერთი გარდაცვლილი ძმის შვილი თორო ჩამოვიდა ჩემთან. რამდენიმე დღის გამოსული იყო სარეაბილიტაციო ცენტრიდან სადაც, ქალის გამო მოხვდა. სიგიჟემდე იყო შეყვარებული და რამდენჯერმე სცადა კიდეც. მანიკა გიჟს გავდა. ჩვენს გარდა არავინ ჰყავს თოროს და ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია. 3 დღიანი შვებულება ავიღე და მთელი ეს დრო მასთან ერთად გავატარე. როგორღაც მოვახერხე მეთქმევინებინა ქალის სახელი ვინც ასე გაგიჟებით შეუყვარდა. მან კი მიატოვა. მითხრა ქართველია, ჩემი ასაკისაა და დიანა ჰქვიაო. მოგვიანებით ფოტოც მაჩვენა. არ მეგონა იქვე თუ არ მოვკვდებოდი, როცა ლანას ნახევრად შიშველი ფოტო დავინახე. სინამდვილეში მას ლანა-დიანა ჰქვია. თურმე იმ სამი თვის განმავლობაში დრო უქმად არ დაუკარგავს და თოროს ხვდებოდა. არ ვიცი, სპეციალურად შეარჩია თუ არა ჩემი ბიძაშვილი რომ ჩემზე შური ეძია. თუმცა, იფიცება არაფერი ვიცოდიო.
არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეოდი ქალს, რომელიც ორივეს ბიძაშვილ-მამიდაშვილს სიგიჟედე გვიყვარდა, ორივესთან იწვა და ორივეს გვასულელებდა. თორომ მომიყვა, რომ ერთხელ ზედმეტი დალიეს, ვნებას მოერია და მასთან იწვა. მაგრამ ლანას სურვილის საწინააღმდეგოდ. სწორედ იმ დღეს მიატოვა, თურმე ბიჭი და ჩემთან ჩამოვიდა. სრული შოკო განვიცადე. აზრზე ვერ მოვდიოდი. მახსოვს ვყვიროდი, ხელ-ფეხს უმიზნოდ ვიქნევდი და მეორე დღეს თითქმის მთელი ავეჯის გამოცვლა მომიხდა. დამილეწავს ყველაფერი. ჩემზე ნაკლებ დღეში არც თორო იყო. ქალი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და ვის გამოც თავს იკლავდა საკუთარი მამიდაშვილის შეყვარებული აღმოჩნდა. თუმცა მაინც მან მაჯობა, ჩემზე ადრე მოვიდა აზრზე და მითხრა თუკი შეძლებ იმის დავიწყებას, რომ მე მასზე ვიძალადე გპირდები, რომ თქვენს ცხოვრებაში აღარასდროს გამოვჩნდებიო.
უხმოდ დავტოვე მისაღებში და საძინებელში გავედი. სხვათაშორის დიდხანს არ მიფიქრია. თუნდაც არ არსებულიყო ის ღამ, თორომ და ლანამ ერთად რომ გაატარეს. მაინც ვერ ვიქნებოდი ბედნიერი ლანას გვერდით, როცა მეცოდინებოდა, რომ მისთვის თორო გავწირე. ასე ვერ მოვექცეოდი ვერც მას, ვერც მანიკას და ვერც ჩემი ერთადერთი გარდაცვლილი ბიძის სულს, რომელსაც ლომის წილი მიუძღოდა ჩემს ჩამოყალიბებაში. გადავწყვიტე ლანას დავშორებოდი. ამასობაში გავიგე, რომ იცოდა თოღო ჩამოდიოდა და სპეციალურად წამოვიდა საქართველოში მასთან შეხვედრა რომ აერიდებინა. ანუ უცოდა ვინც იყო და მაინც აგრძელებდა ჩემთან ყოფნას ისე თითქოს, არაფერი მომხდარიყო. ამ ამბიდან თვენახევარია გასული. არ გეტყვი, რომ ლანა არ მიყვარს. არ მენატრება ან არ მეფიქრება მასზე, მაგრამ აღარ ვენდობი და ყველაზე მთავარი პატივს აღარ ვცემ.
რაც შეგეხება შენ, ჯერ კიდევ ლანასთან ვიყავი როცა შენი და ტატას ფოტოები ვნახე. მეხსიერებაში ჩამრჩი და იმ დღეს სხვა ოთახში დავიძინე. გაუაზრებლად, აუხსნელად მოხდა, უბრალოდ იმ მომენტში ლანა აღარ მინდოდა ვერ შევეხებოდი. სერიოზულად მეჩხუბა მაგრამ სკანდალები მისი თანმდევი ჩვეულება იყო და ყურადღება აღარ მიმინიჭებია. არც იმას გეტყვი, რომ მას შემდეგ შენზე ფიქრი ამეკვიატა და გამუდმებით მახსენდებოდითქო. მაგრამ ტატას დაბადების დღეზე, რომ გნახე მივხვდი, ერთადერთი ქალი ვისაც მინდოდა, რომ ჩემი ცოლი, ჩემი მეორე ნახევარი რქმეოდა და ჩემთვის შვილი გაეჩინა შენ იყავი. მანიკამ შემატყო კიდეც, მთელი საღამო თვალს, რომ არ გაშორებდი. არ უნდოდა ლანას შევრიგებოდი და ისედაც ჭკუაში ჰქონდა ჩემი დაქორწინება დამჯდარი. სულ მეჩიჩინებოდა მე კი, აღარც ვუსმენდი. იმ საღამოს ყველა რომ წავიდა ვუთხარი დრო, რომ მქონდეს ნინას გულს მოვიგებდი-თქო არ გაკვირვებია. მიპასუხა შენ თუ თვლი, რომ მას იმსახურებ და შენი ბოლო გაჩერება იქნება მისი გული ისედაც შენ გეკუთვნის. მიდი და ხელი ჩჰკიდეო. - გამომცდელად ამომხედა, მე კი უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა მღელვარებისგან. - არ დავუჯერე. მითხრა დაგიმტკიცებ თუ მართლა გინდა, რომ შენს გვერდით იყოო. ამიტომაც გთხოვა მან ხელი და არა მე. გამაოცა შენმა თანხმობამ. ბოლო წუთამდე ველოდი, რომ გადაიფიქრებდი. მაგრამ რახან ასე არ მოხდა და ხელი ჩამკიდე მინდდად ბოლომდე ხელჩაკიდებულებმა გავლიოთ ცხოვრება. წუხელის, წესით პირველი ღამე უნდა გვქონოდა. ვიცოდი, რომ უმწიკლო იყავი, მაინც შეგეკითხე. გავჩერდი, იმიტომ, რომ მინდა მაშინ გაგხადო ჩემი, როცა შენთან სრულიად მართალი ვიქნებო. როცა მხოლოდ შენ იქნები ჩემი გულის, ბატონ-პატრონი. მართალია, ახლა ჩვენს შორის არსებობს ჩრდილი სახელად ლანა და მე ის მიყვარს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ყველაფერი სუფთა ფურცლით დავიწყოთ მე და შენ. ახლა შენ უნდა თქვა ბოლო პასუხი. როგორ გირჩევნია გააგრძელო ჩემთან თუ უჩემოდ? - თხრობას მორჩა და მომაჩერდა. ერთიანად აცახცადებულს. ერთდროულად ბედნიერს და უბედურს. როგორ მინდოდა ერთხელ მაინც გამომეჩინა გამბედაობა და ჩემი სისუსტე არ დაენახა. არ დაენახა რაზე ვიყავი მის გამო წამსვლელი. მინდოდა ჩემი დაკარგვის საფრთხე ეგრძნო მაგრამ მეხუმრებით? სად ვიყავი წამსვლელი.
- ირაკლი... არ ვიცი რა ვთქვა... ვფიქრობ, სისულელე იქნება ისე წავიდე შანსი არ მოგცე. უფრო სწორედ საკუთარ თავს არ მივცე, თორემ შენთვის არ ვიქნები დიდი დანაკლისი. მართალი ხარ, მე ხელი ჩაგკიდე უპირობოდ, რამის უკითხავად და მზად ვარ იქამდე მეჭიროს იდი სანამგენდომება ჩწმთან ერთად გაღვიძება. - ვხვდებოდი ცრემლები მერეოდა ამიტომაც გავჩუმდი და თვალი ავარიდე.
- გეფიცები ამ ცრემლებს ბედნიერებისად გიქცევ. ოღონდ ჩემთან დარჩი. - მითხრა თვითონაც და ტუჩებში მაკოცა.



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან კარგი იყოო მაგრამ მეცოტავაა

 


№2 სტუმარი Ana-maria

კარგია, მომწონს. იქნებ ცოტა უფრო დიდი თავი დადოთ
მოუწოდებს გელოდებით

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

zalian logikurad vitardeba movlenwbi
yocjagg

 


№4  offline წევრი gabi du

Ana-maria
კარგია, მომწონს. იქნებ ცოტა უფრო დიდი თავი დადოთ
მოუწოდებს გელოდებით

შევეცდები დღეს ძირითადი ნაწილი დავდო. მალე მინდა დავასრულო. რადგან მოდერაციის გავლას დიდი დრო სწირდება. ამასობაში კი მკითხველს ვკარგავ.

Qeti qimucadze
zalian logikurad vitardeba movlenwbi
yocjagg

მადლობა ძვირფასო. :*

ნარჩიტა
ძალიან კარგი იყოო მაგრამ მეცოტავაა

დღეს შევეცდები ძირითადი ნაწილის ატვირთვას. რომ მაქსიმუმ 3 თავში დავასრულო.

 


№5  offline წევრი gabi du

Crazy dreamer
ძალიან კარგი იყო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.
წარმატებებს გისურვებთ.

შემდეგი თავი ავტვირთე. ცოტა ვიჩქარე. ასე სწრაფად არ მქონდა მოვლენების განვითარება ჩაფიქრებული. ველი თქვენს განაჩენს.

 


№6 სტუმარი м ....

ახლა უკვე ირაკლიც მომწონს. კარგი ისტორიაა, მოგყვები და გელოდებით.

 


№7  offline წევრი OKI ME

ირაკლი კი მომწონს მაგრამ იცი რა არ მესმის? ლანა თუ უყვარს ასე მალე როგორ აპირებს გადაყვარებას ისე მალე როგორ თავად ფიქრობ აი ეგ არ ვიცი.

ნინას რაც შეეხება, ძალიან მარტივად თანხმდება ეს გოგო :დდ არა ცუდი არ არის, უბრალოდ ისევ თავის სიტყვებს მოვიყვან- " როგორ მინდოდა ერთხელ მაინც გამომეჩინა გამბედაობა და ჩემი სისუსტე არ დაენახა. არ დაენახა რაზე ვიყავი მის გამო წამსვლელი. მინდოდა ჩემი დაკარგვის საფრთხე ეგრძნო მაგრამ მეხუმრებით? სად ვიყავი წამსვლელი." - იმედი მაქვს სულ ასე არ დააშტერებს ეს კაცი smiley smiley laughing laughing

საერთო ჯამში მე ძალიან მომწონს ისტორია და ველოდები მოვლენების განვითარებას heart_eyes heart_eyes

ლანაზე არ ვიცი რა ვთქვა. დაველოდები როგორ განავითარებ სიუჟეტს და ამის მიხედვით. თუმცა გული მიგრძნობს დიდი გაიძვერა ვინმე იქნება. მისი დაქალებიდან გამომდინარე და იქიდან რაც ირაკლიმ მოყვა სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე. თუმცა ვნახოთ აბა სამომავლოდ რა იქნება stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

წარმატებები heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი gabi du

Megioki
ირაკლი კი მომწონს მაგრამ იცი რა არ მესმის? ლანა თუ უყვარს ასე მალე როგორ აპირებს გადაყვარებას ისე მალე როგორ თავად ფიქრობ აი ეგ არ ვიცი.

ნინას რაც შეეხება, ძალიან მარტივად თანხმდება ეს გოგო :დდ არა ცუდი არ არის, უბრალოდ ისევ თავის სიტყვებს მოვიყვან- " როგორ მინდოდა ერთხელ მაინც გამომეჩინა გამბედაობა და ჩემი სისუსტე არ დაენახა. არ დაენახა რაზე ვიყავი მის გამო წამსვლელი. მინდოდა ჩემი დაკარგვის საფრთხე ეგრძნო მაგრამ მეხუმრებით? სად ვიყავი წამსვლელი." - იმედი მაქვს სულ ასე არ დააშტერებს ეს კაცი smiley smiley laughing laughing

საერთო ჯამში მე ძალიან მომწონს ისტორია და ველოდები მოვლენების განვითარებას heart_eyes heart_eyes

ლანაზე არ ვიცი რა ვთქვა. დაველოდები როგორ განავითარებ სიუჟეტს და ამის მიხედვით. თუმცა გული მიგრძნობს დიდი გაიძვერა ვინმე იქნება. მისი დაქალებიდან გამომდინარე და იქიდან რაც ირაკლიმ მოყვა სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანე. თუმცა ვნახოთ აბა სამომავლოდ რა იქნება stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

წარმატებები heart_eyes heart_eyes heart_eyes

თუ ადმინისტრაციის კეთილი ნება იქნება. წუთი-წუთზე აიტვირთება მომდევნო თავი. ორის ნახევარზე უკვე დდადებული მქონდა. მისი წაკითხვის შემდეგ ნახავთ, რომ საერთოდ არაპროგნოზირებადია ისტორია. ბოლო მითუმეტეს.
მაგრამ ასე ის თავი, რომლის დადასტურებასაც ველოდები ნაჩქარევად დავწერე.ადმინისტრაციამ სხვა გზა არ დამიტოვა. ხან მიდასტურებენ ხან არა. ამიტომაც ვეცადე დამეჩქარწებინა მოვლენები. აუცილებლად მაინტერესებს თქვენი აზრი და იმედი მაქვს არ დაიზარებთ.

 


№9 სტუმარი Nia

ამ ადმინისტრაციამ ცალკე დამაწყვიტა ნერვებიი... ამოწმებ ამოწმებ და ჩანს რო დადებულია და არაა ატვირთულიი ... როგორ გელოდები ნეტა იცოდეე
<3

 


№10  offline წევრი Chocolate from White Hell

ვაა...ცოტა დამაბნია ირაკლიკომ(( კი არის ბრგე და ახმახა კაცი, მაგრამ ლანა უყვარს და გოგოს რად მიტანჯავს?(( ნეტავ გული მე გამისკდეს და ნინაჩკამ მშვიდად გადააგოროს მოსალოდნელი წყალმოვარდნა.
ჰო და, იმედია, ნინაკო სულ ასეთი დამყოლი არ იქნება. ცოტა სიბობოქრე მინდა, ქალაუ. ნამეტანი დამყოლია.
კარგი, სიყვარული ბრმა არის, მაგრამ სულ ნუ დაუფსებ თვალებს:დდდ
ერთი კუდუსუნის შერხევა არ აწყენდა:დდდ

ლანა...ეგ გაიძვერა, კატა! ვაი, არ აურიოს რამე, თორემ ჯოჯოხეთში ავათუხთუხებ მაგისთვის ქვაბს. დაქალები როგორიც ჰყავს, თავადაც ისეთია?! მოკლედსთ, ლანა, ვსწუძიუ:დდდდდ

ჰო, შენ წარმატებები და გელი, რაც არ უნდა მოხდეს.
საერთოდაც, სად წავალ, ქალო?!:დდდდ ახლა იწყება არ დავიწყება:დდ
აქ ვარ, რომ იცოდე:დდ❤️

 


№11  offline წევრი Life is beautiful

აიი.. მ...
უბრალოდ ძალიან სასიამოვნოდ წერ...
ძალიან მომწონს ყვეოაფერი... განვითარებაც და პერსონაჟებიც... სულ ყველა... ლანა - დიანა არ ვიცი მაგრამ მემგონი ისიც მომწონება როგორცა დასამახსოვრებელი პერსონაჟი...
ერთი სიტყვით და ორი პასუხით..
არ მომწონებია!
ვისიამოვნე და განვიტვირთე.. მაგრამ.....
ისე პაწუკა იყო რომ გული დამწყდა რომ ჩავედი და აღარ იყო... ♥️


როგირც არის ალბათ დროის პრობლემაა... მესმის.
მე გელი ♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო საინტერესო ძალიან მომეწონა,გულახდილი იყო ირაკლი მაგრამ ვნახოთ ბოლოს რა იქნება დარჩებიან თუ არა ერთად მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent