ფსკერზე დალექილი იმედის სხივები (სრულად)
_მსუქანი, უინტელექტო ღორი ხარ! აქ შენი ადგილი არაა და არც არასდროს არ იქნებაა!_ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი, ამ სიტყვებს უკავშირდება. აქედან ჩაეყარა საფუძველი საკუთარი თავის სიძულვილს, თვითშეფასების უფრო მეტად დაქვეითებას და ყველაზე მთავარს ავადმყოფურ ფიქრებს, რომელიც წონის, ავადმყოფურ პროგრესულ კლებას შეეხებოდა. 17 წლის ვიყავი, როცა სასკოლო კონცერტში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი და მისმა ორგანიზატორმა ლიზამ, მსგავსი სიტყვებით გამომაგდო დარბაზიდან. დამამცირა. ამ დღის შემდეგ ფიქრი ფიქრს დაემატა, აკვიატება აკვიატებას, თავისებური ფსიქიკური მდგომარეობაც მიემატა და ზუსტად სამ წელში კესო კალატოზიშვილს ანორექსიით დაავადებულის სტატუსი მიეცა. დამშვიდდით, რახან ახლა ამას ვწერ და თქვენ კითხულობთ ანუ ყველაფერი არც ისე ცუდად დასრულდა, ეს ჰოლივუდური ფილმის სპოილერივით გამოვიდა,თუმცა დასრულდა, ყოველ შემხვევაში აქამდე მოსვლ სადაც ახლა ვარ არ იყო ადვილი. **** კესო კალატოზიშვილი ცხოვრობდა ერთ სოფელში, იქ სადაც ადამიანები სტერეოტიპებით ცხოვრობენ. ერთი შეხედვით არაფერი მქონდა საწუწუნო, კ თუ არ ჩავთვლით ლოთ მამას, რომელსაც შვილი მაგრად კიდია. ბებიას, რომელიც ასევე ვერ იტანს შვილიიშვილს, რადგან შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. ჩემი ერთადერთი მეგობარი, იმ დროს და ზოგადად ყოველთვის ჩემი და ნუკაა.ჩემზე 4 წლით უფროსი, როცა სკოლას ვასრულებდი, ის უკვე ქალაქში იყო და იქ სწავლობდა, თან მუშაობდა და ჩემს წაყვანასაც აპირებდა. ყველაფერი როგორი დრამატულია ხო? ასაკის გამო ცოტა მოვიმატე წონაში. ან არ მომიმატია და უბრალოდ იმ დროს მეგონა ასე. ჯერ რაღაც დიეტით დავიწყე, მერე სიგარეტის მოწევა დავიწყე- ასე გავიგე,რომ მოწევის დროოს საჭმლის მიმართ მოთხოვნილება ქრებაო, ასე გავიგე, არ გაამართლა. ტყუილი ყოფილა. ბოლოს მაინც შიმშილზე გადავედი და ამის წყალობით როგორც ჩემი და მეუბნებოდა მოჩვენებას დავემსგავსე. უსახურ არსებას. ის დრო ერთი დიდი საშინელება იყო, სიბნელის და აზროვნების დაქვეითების პერიოდი. ეს ყველაფერი ერთ ან ორ დღეში არ მომხდარა, პრობლემა რომ ვერავინ შეამჩნია და მე უბრალოდ ასე უთქმელად ძალიან როლებში შევიჭერი სამ წელში ვიქეცი ცარიელ ფხად. ჩემმა დამ რომ უკვე სერიოზულად აღიქვა ჩემი ეს მდგომარეობა, ადგა და წამიყვანა თბილისში, მკურნალობაც დავიწყეთ მაგრამ არაფერი. მახხსოვს ერთხელ ბებიაჩემმა მცემა ძუკნა მიწოდა და მითხრა, მხოლოდ იმიტომ იქცევი ასე რომ გაბო**დე და სხეული მომხიბვლელი გაგიხდესო, გათახსირებული და სხვა უამრავი საშინელი სიტყვაც გამოიმეტა ‘საყვარელი’ შვილიშვილისთვის. თუმცა სულ ტყუილად, ყველა და ყველაფერი აზრდაკარგული იყო ჩემთვის. მხოლოდ ერთი დაუოკებელი სურვილი მამოძრავებდა, ჩემი მკლავის გარშემოწერილობა მონეტისას დამსგავსებოდა. ვერ ვჭამდი, ვერაფრით ვყლაპავდი ერთ ლუკმასაც კი, რადგან ვიცოდი ყველა საკვვები პროდუქტის კალორია და როცა კი პირს გავანძრევდი მეგონა უსაზღვროდ ვიმატებდი წონაში. წონაში მომატებული კი ყველას შევძულდებოდი, ვერაფერს გავაკეთებდი. მოკლედ შეგექმნებოდათ წარმოდგენა ჩემს მანიაკალურ და მაზოხისტურ ფიქრებზე. ყველაზე მეტად ჩემი დის ცრემლებზე მწყდება გული, იმაზე რომ ჩემი უტვინობით, დაუფიქრებლობით ვანადგურებდი. ვაყურებინებდი სააკუთარი დის თვითმკვლელობის ნელ სცენარს. ვერაფერს მშველოდა, ვერც მიშველიდა. 5 ფსიქოლოგი და 2 სამკურნალო ცენტრი გამოვიცვალა, სულ ამაოდ... საავადმყოფოში, პალატაში მუცელში მილით წოლა იყო ჩემი სიცოცხლის მიზეზი... ჩემს მე-20 დაბადების დღეს რამდენიმე ლუკმა ბროკოლი გადავყლაპე, ამ მხოლოდ იმიტომ რომ ეს წყეული მილი, რომელიც დღეში 1500 კალორიას მაწვდიდა ჩემი ორგანიზმიდან გაექროთ. რა თქმა უნდა არ გაამართლა. ასევე მე-20 დაბადების დღეზე კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე ახალი ფსიქოლოგი მოვიდა ჩემთან. მაგდა ალიხანაშვილი. ყველაფერი ისევ ისე რუტინულად მიედინებოდა -არ მინდა არავინ მე ცუდად არ ვარ -არა? -დიახ არა.- სასწორზე დავდექი.. +500გრამი.. - მოვიმატე- გაშტერებული ვუყურებდი სასწორს -ორ კვირაში 500 გრამი კესო, ... 32 კილოგრამი ხარ... ასე თუ გააგრძელე დაიღუპები, გესმის? -მესმის... - გულზე მომხვდა მაგდას სიტყვები, უნდა ვაღაიარო, თუმცა თავს მაინც ვერ ვერეოდი. სერიოზულად ვერ ვუფიქრდებოდი ამ თემას. -რომ გესმოდეს ასე არ მოიქცევი. შენს დას შევხვდი დერეფანში ის მაინც არ გეცოდება? -აქ ამისთვის მოხვედით? ასე არ მეხმარებით, არც სინდისის გრძობა გაიღვიძებს ასე ჩემში.. გაცნობიერებული მაქვს ის ფაქტი,რომ ადამიანიდან უბრალო პრობლებამდე ჩამოვქვეითდი. ამ საუბარსაც არანაირი აზრი არ აქვს. არ მინდა არავინ. არც ეს წყეული მილი!- მაისური გადავიცვი და აჩქარებული ნაბიჯით დავტოვე ოთახი, მერე ვინანე, თავბრუსხვევას მთელი საათი ვებრძოდი. შუა დღეს კარი ნუკა შემოაღო და ხო, შეყვარებულიც მოიყვანა, ვაჩე .. ვაჩე კარგი ბიჭია და ნამდვილად იმსახურებს ჩემს დას. -კესუნა- ლოყაზე მაკოცა ვაჩემ და მერე ისევ ხელი ჩაჰკიდა ნუკას -ვაჩე, რა დიდი პატივია -როგორ ხარ? -მშვენივრად- ხელით გაუცნობიერებად ისევ მკლავს ვზომავდი, შემოსვლისას ჩემი ტრადიციიის გაქრობა დამავიწყდა. -მკლავს შეეშვი კესო- დაბღვერილი მომიჯდა ნუკა -წავიდა? -ვინ? -ის მაგდა, თუ ვინცაა -არა, არ წასულა, არც წავა... ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში- თმა სახიდან გადამიწია და ჩემს გალეულ, ფერდაკარგულ ხელს თავისი თბილი ხელი შეახო. -ვაჩე, როგორაა საქმეები?- რა თქმა უნდა ნუკას სევდა სინამდვილეში ძალიან მოქმედებდა და გულს მწყვეტდა, ამიტომაც ვაჩეზე გადავიტანე დამპალი ყურადღება. -კარგად კესო, შენ როდის აპირებ გონს მოეგო, ჰა? -შენც იწყებ? - შენ კიდევ არ ასრულებ? -არა... გონს მოსვლას არა.- თვალი ჩავუკარი და მთელი ეს დრო ჩემზე მოშტერებულ ნუკას გავხედე -რა? -ვაჩე, დაგვტოვე რა..- ისე უთხრა მისკენ არც კი გაუხედავს.დამეორჩილა, თავზე აკოცა და დები მართლა მარტო დაგვტოვა. გამიკვირდა ცოტათი -რატო გაუშვი, მომავალსიძებატონი? -უნდა ვისაუბროთ… -და რაზე? -ბოლო საუბარია იმაზე, რომ გონს მოეგო! არ გინდა მომავალი გქონდეს? არ გინდა შენც უყვარდე ვინმეს? მოსწონდე და ადამიანს ჰგავდე? -ჩემნაირი გოგონები მოსწონთ ბიჭებს... ცარიელი მუცლით, ღრმად შედიან, ყველაფერი ადვილია- ტელევიზორში ყურმოკრური ფრაზით ვეცადე გავხუმრებოდი, თუმცა აშკარად არ გამოვიდა. -გეყოს! თავს იღუპავ გესმის!! -არა.. -მიდიხარ, იძულებული ვარ . ამჯერად მუდმივად, იქ იცხოვრებ! -მაგდებ? -მაიძულებ! არ შემიძლია გიყურო როგორ კვდები ჩემს თვალწინ, კი არ გაგდებ სამკურნალოდ გიშვებ -არ წავალ - ხოდა ჩემს სახელს დაივიწყებ! წაბრძანდი სოფელში და ნელისთან იყავი! - ასეთი სიტყვები, ასეთივე ტონით ჩემთვის არასდროს უთქვამ ნუკას. ტანში გამცრა მისი ცივი გამომეტყველების დანახვისას. ოთახიდან გავიდა, ცრემლებმა ლოყებზე ბილიკებად გაიკვალეს გზა. გგონიათ ბიჭებს მართლა მოსწონთ ასეთი გოგონები? რა ვიცი, არავის მოვწონებივარ მე პირადად. მიცვალებული გვამების გ**ვა მხოლოდ გიჟებს თუ მოუნდებათ. იმ ცენტრში არ წავსულვარ, სინდისი მაწუხებდა თუმცა ყველაფრის გამოსყიდვა ნუკას თვალწინ საჭმლის ჭამით ვცადე. ჯერ არ მიჯერებდა მაგრამ მერე გამიღიმა, დავინახე როგორ დაუთბა გამომეტყველება, მეც გავიღიმე, მაგრამ სინამვილეში თავს საშინლად დამძიმებულად ვგრძნობდი, ყველა ლუკმა მახრჩობდა და ერთი სული მმქონდა როდის ამერეოდა გული. არც დააყოვნა. ეს ახალი მეთოდი იყო, თუმცა ისეთი ნამდვილად სანანებელი გამიხდა და ამაზე არც დავფიქრებულვარ მეორედ. ჯობდა ჭამა შემეწყვიტა, თუმცა ნუკაც უკვე სერიოზულად მეცოდებოდა ჩემი შემყურე. ამიტომაც ს კიდევ ერთი სულელური გადაწყვეტილება მივიღე, ოღონდ მანამდე მომინდა ერთხელ მაინც განმეცადა ხორციელი სიამოვნება და თავისუფლება. შუა ღამით სახლიდან წავედი, კლუბში ბართან დავჯექი მოკლე კაბით და დაველოდე როდის მოვიდოდა ვნმე, როდის შემომთავაზებდა კლუბურ ნარკოტიკს, და **ქსსაც. ხომ ვამბობ ზედმეტად არარეალობაში ვიყავი იმ დღეს მეთქი. თუმცა ყველაფერი მეკიდა, უკვე დასასრულთან ვიყავი. დალევა ვერ გავბედე მაინც, კალორიები გამახსენდა. (კიდევ ვიმეორებ, ის ვიცოდი დასასრული რომ იყო მააგრამ ეს წყეულლი ფიქრებ მაინც არ მათავისუფლებდა) უნებურად პირველი მოწონება გამახსენდა. სკოლაში მომოწონდა ერთი ბიჭი, გუგა. ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან ძალიან მიუწვდომელი, თავად სხვა უყვარდა. მიუხედავად ამისა დიდხანს მქონდა ხოლმე მასზე ფიქრები. ხო ეს წარსლი სენტიმენტების გახსენება ბიჭის ხმამ გამიფანტა, დავიძაბე, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე. -გამარჯობა- ამათვალიერა და გამიცინა -სალამი- -დიდი ხანია გაკვირდები, მარტო ხარ როგორც შევამჩნიე- არაყი გადაკრა და ისევ გაიცინა- -კი.. უბრალოდ მინდოდა დამესვენა -რას დალევ? გპატიჟებ!- თვალი ჩამიკრა -არაფერს.. -კლუბში ხარ, არ სვამ, არ ცეკვავ... ბართან ზიხარ- ამაზრზენად ამათვალიერა, მაგრამ ყველა ღირებულება, სიამაყე ჯანდაბაში გავუშვი და გამომწვევად გავიცინე -ფულზე? -ვთქვი დასასვენებლად და არა სამუშაოდ-მეთქი.- დებილურად ამოვიყრანტალე, კიდევ ერთხელ შემათვალიერა. ისევ დაცალა ჭიქა და ფეხზე წამოდგა - წავედით- საპირფარეშოსკენ გაიშვირა ხელი და ამაზრზენად ჩაიცინა-პირველი გამოცდილებაა შენნაირებთან- ხელი რომ მომკიდა არასასიამოვნო გრძნობებმა დამიარა. კარზე აკრულს მისი ხელები კაბის ქვეშ, რომ აუყვა და კისერზე ტუჩები მომაწება, მივხვდი რა უაზრობასაც ვაკეთებდი. ვანიშნე მომშორებულიყო, თუმცაა ძალიან აზარტში შევიდა, როცა ჩემმა დებილმა ტვინმა საბოლოოოდ ოდნავ ინება გამოფხიზლება შემეშინდა, უკვე სასოწარკვეთილი და შეშინებული ვიყავი. ხმამაღლა დავუყვირე და ხელი უფრო მეტად ვკარი, რას გავხდებოდი ჩემი ძვლებით? ვერაფერს. შარვლის შესაკრავს დაუწყო ხელით გახსნა, გული გამიჩერდა და ფიქრებში ჩემს სულელ თავს ბოლო დონემდე ვლანძღავდი. სიკვდილი გადაწყვიტე, კაი ხო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს დებილობის გარეშე ჩამედინა? - უეცრად გავთავისუფლდი და ბედშეგუებული ფიქრებიც გაქრა. ფეხებში ძალა გამომელია და ჩავიკეცე. ჩემზე მოტმასნილი ახალგაზრდა, ვიღაცას ძირს ჰყავდა გაფენილი. ძლივს ამოვისუნთქე მინდოდა გონება არ დამეკარგა მაგრამ ვერაფერი. გავითიშე. გონს რომ მოვედი პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო რომ მოვკვდი. თვალები გავახილე, შევფხიზლდი და აშკარად არ ცხელოდა, მივხვდი ჯოჯოხეთში კი არა ვიღაცის მანქანაში ვიჯექი, ძალადაკარგული წამოვიწიე. -როგორც იქნა გაიღვიძე- გვერდიდან ბოხი ხმა მომესმა და შეშინებული მივეტმასნე მინას -შენ ვინ ხარ!! -ნუ გეშნია, არაფერს დაგიშავებ.. -სად ვარ?! -დაწყნარდი ნუ გაქვს შეშლილი სახე, გათიშული იყავი და შენი სახლიც რა თქმა უნდა არ ვიცოდი სად იყო.. -გათიშული ადამიანები სადღაც მიყრუებულ ადგილზე არ მიჰყავთ! მანიაკი ხარ? ვინ ხარ? რა გინდა -შენგან რა უნდა მინდოდეს- ჩაიცინა და სინათლე აანთო, მის სახეს რომ შევხედე გავშეშდი, არ ჰგავდა მანიაკს... გული ამიქიანდა.. - იმ ყ**ლს არ ვგავარ... ავადმყოფებზე მიდ*ედეს! -როგორ ბედავ! -რას? რას ვბედავ? ავადმყოფს რომ გიწყოდებ? არ ხარ? -არ მიცნობ და ნამდვილად არ გაქვს უფლება რამე მითხრა! მითუმეტეს ჩემს აღნაგობას გაუსვა ხაზი. მარტო ჩემზე კი არა ზოგადად ასეა- მისი სიტყვებისგან გაღიზიანებულმა ამოვთქვი -მორალს მიკითხავს არსება რომელიც აშკარად მაზოხისური მანიითაა შეპყრობილი, ბარში ზის და ვიღაც ს*ბთან უაზრო ფლირტით კავდება, მერე გადაწყვეტილებას იცვლის და კატის მსგავსად კნავის, თუმცა ამაოდ... რაზე ფიქრობდი საინტერესოა -ჩემი განსჯის უფლება ვინ მოგცა- მკაცრი სახე მივიღე, თუმცა სინამდვილეში სიკვდილი უფრო მეტად მომინდა ვიდრე აქამდემინდებოდა, დამცირებული შეერცხვენილი ბ*ვით ვგრძნობდი თავს. -არ განგსჯი.. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, უბრალოდ შემდეგში ძალიან, რომ არ გეტკინოს სწორად გათვალე რა გინდა და რა არა- უკანა სავარძლიდან მოსაცმელი აიღო და მომაწოდა- აჰა აიღე, მოიხურე აშკარად გცივა -არ მცივა - ნუ მასწავლი... საშინლდ გამოიყურებბი, მითხარი სად მიგიყვანო?- იმდენად შემრცხვა , საერთოდ ვეღარც კი მივიხედე მისკენ. ალბათ კ*პა ვეგონე და მოკლედ ავირიე. - მე თქვითონ წავალ- კარი გამოვაღე და თან თავს შემოვუძახე, არ გაბედო ტირილი-თქო... -არ იცი სად ვართ.. და მოეშვი მთლად სულელივით მოქცევას, დაჯექი. წაგიყვან -არ მჭირდება შენი კეთილი საქმეები. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, გზას მაინც გავიგნებ! მადლობა რომ მაინც გადამარჩინე- ჩავიცინე და კარები მივაჯახუნე, არ გამომყოლია, არც გამიკვირდა ის უცნობი, უცნობი რომელსაც უბრალოდ კახ*ა ვეგონე,ანორექსიით დაავადებული უმწეო კახ*ა. ღამის გეგმების პირველი საფეხური არ გამოვიდა, მეორე საფეხურისთვის კი აი შესანიშნავი გარემოებები შემექმნა. ხიდს დავლანდე ჩემს პირდაპირ და ხიდისკენ წავედი. აღარაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ გადახტომა და ყველაფრისგან განთავისუფლება. ხიდის მოაჯირს გადავაბიჯე და მიყრუებულ, დაცარიელებულ ქუჩას გავხედე. ქარმა მხრებზე ჩამოშლილი თმა ოდნავ შეარხია, ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დავხუჭე და მიუხედავად სიკვდილის სურვილისა მაინც ვგრძნობდი იმას, რომ გამბედაობა არ მყოფნიდა. -მართლა მაზოხისტი ყოფილხარ- უკვე ნაცნობი, მშვიდი ხმა მომესმა. ვერ გავბედე თვალი გამეხილა და მისკენ მიმეხედა -... -მართლა აპრებ რომ გადახტე?- ისევ წყნარად მესაუბრებოდა -წადი! დამტოვე რა გინდა? -ზედიზედ მეორე შეცდომას უშვებ... იმ ტიპთან ჟ*ობაც გინდოდა და გადაგინდა მერე, ახლა აქედან გადახტომაც გინდა და ესეც რომ გადაგინდეს ვეღარ გამოძვრები ციცქნა, დაიმსხვრევი... იქ დაბლა ასფალტზე ნარჩენებად იქცევი -ეს მინდა... მართლა მინდა... და შენ ვიცი არ გიდა აქ ყოფნა, უბრალოდ წადი.. -არ წავალ.. -და რატო- ვეღარ მოვითბინე და მისკენ გავიხედე, ჩემს გვერდით, რამდეიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა.- გაიწიე... -ერთი ხელი გავუშვი მოაჯირს -არ ვაპირებ რიგიტით ბანალური სცენა გავითამაშო, თუ ეს მართლა გინდა აზრი არ აქვს, ახლა თუ გადაგარჩინე მერე სხვა დროს სხვა კიბიდან ან ფანჯრიდან გადმოხტები- სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა, მოუკიდა და ტუცებს შორის მოიქცია -სეირის საყურებლად ხარ? -არა, მაინტერესებს სისხლი გამოგივა თუ არა, როცა დაეცემი.. მიდი მიდიი გადახტი- მართალია, ხიდის ქვემოდან ამოსულ სინათლეში ვერ დავინახე კარგად, მაგრამ სავარაუდოდ თვალი ჩამიკრა. გამეცინა, ნამდვილად არ ველოდი ამ ვიღაცას ასე. -რომ გიყურებ ვხვდები,რომ დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ შემოგრჩა...და უფრო რატო ასწრაფებ?- -ხო არ ჩაიწერ? მერე დრამატულ სერიალს გადაიღებდი... გამოგადგებოდა -ეგრე ცუდადაა საქმე? -არა.. ყველაფერი კარგადაა- თვალებში მომდგარმა ცრემლმა თვალები დამიბურა, ყველაფერი ბუნდოვანი გახდა- კარგადაა, ჩემი მკლავი... ხელს ვაწვდენ- გავიცინე, შევამჩნიე სიგარეტი გადააგდო. -არ ღირს.. გეუბნები ინანებ-თქო -მომბეზრდა, დავიღალე და სხვებიც დავღალე -ყოველთვის არსებობს გამოსავალი -ჩემთვის არა... რა გქვია? -რა დროული კითხვაა -არ მეტყვი? -იოანე მქვია... შენ? -მნიშვნელობა არ აქვს -კარგი მაშინ, მნიშვნელობა არ აქვს, მორჩი ახლა გადმოდი მაგ მოაჯირიდან და სახლში წაგიყვან -მადლობა იოანე- გავუღიმე და დაბლა ჩავიხედე, ღრმად ჩავისუნთქე, ფიქრები დავასტოპე და კიბის მოაჯირს ხელები გავუშვი, უკვე ამტკივდა სხეული, უკვე ვხედავდი ზემოდან ჩემს დალეწილ, ნამსხვრევებად ქცეულ სხეულს. უნდა ჩავვარდნილიყავი თუმცაა ძლიერი მკლავები შემოეხვია ჩემს სხეულს, გაფრენის საშუალება არ მომცა. სიცივე უცებ შეიცვალა,ადრენალინისგან და ტვინის გამაფრთხილებელი სიგნალებისგან ერთიანად მოცული ავკანკალდი, ტკივილისგან ტირილი დავიწყე და შევეცადე თავის გათავისუფლებას -სად მიდიოდიიიი? მართლა გაგიჟდი- ოდნავ უფრო აღელვებულა ჩამჩურჩულაა, -გამიშვი -გეყოსს, ახლავე გადმოდი ამ წყეული მოაჯირიდან- უკნიდან მეკვროდა და ხელები ჩემს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული- უცნობო ციცქნაა, გაგაფრთხილე, თორე სულაც არ გამიჭირდება შენი აყვანა -გამიშვი!!- -უცნობო ციცქნა, შეუძლებელი ამბავია ეგ, გადმოდი და შენი დრამა მომიყევი... -გამიშვი- ფართხალი შევწყვიტე. დაღლილს და ძალა გამოცლლი მხოლოდ მისი ხელები მჭერდა, ხელს არ მიშვებდა. -მსუბუქი ხარ, არ არის პრობლემა ასე ძალიან დიდხანს ვიქნები... ან დავიღლები და ამას გავაკეთებ- ხელები უფრო მომხვია, ხელში ამიტაცა და მოაჯირიდან გადმომსვა, აკანკალებულმა ბოლო ძალები მოვიკრიბე და მისგან გათავისუფლებას შევეცადე, ამაოდ დასრულდა.. საბოლოოდ მოთენთილი, უცხო მხსნელის გულზე აკრული, მთელი გრძნობით მოვთქვამდი, ღამის ირველ- ორ საათზე. -მშვიდად ციცქნა... წავედით ახლა აქედან..- ხელი წელზე შემომხვია და მეც უხმოდ გავყევი, დაღლილი, ძალა გამოლეული და ნახევრად მკდარი ვიყავი. საცოდავი ამაზზრზენად უმწეო გალეული სხეული, სულის გარეშე, დიდი ტკივილით და აუტანელი სინანულით სავსე. ყველაფერი ფიქრი გაქრა, ნუკაც დამავიწყდა,ვაჩეც, ლოთი მამაც, მოძალადე და ჩემი მოძულე ბებიაც, გარდაცვლილი დედაც, ჩემი უაზრო სურვილებიც კი აღარ მახსოვდა. ტკივილით იყო ყველა უჯრედი გაჟღენთილი, ამ ტკივილს იმდენი რამე იწვევდა ვეღარ ვარკვევდი მიზეზებს. -საავადმყოფოში უნდა წავიდეთ...- სპორტული მომახურა, უკვე კარგად ვხედავდი მის არეულ სახეს, ჩამუქებულ თვალებს- ჯერ მე გამომხედა, შემდეგ კი მანქანა დაქოქა და სწრაფად გავიდა მთავარ გზაზე -არა.. -რა გქვია? -კე.. კესოო - შენი თვითგანადგურების ღილაკი უნდა გამორთო კესო- ეს მითხრა და ოდნავ გამიღიმა, მერე დაღლილობამ თავისი ქნა და თვალები მიმელულა. ამჯერად გონს რომ მოვედი დღე იყო, თეთრი ჭერი დავინახე, არც მცხელოდა ანუ ისევ არ გადავჯოჯოხეთებულვარ. დამშრალი ტუჩები ერთმანეთზე გავუსვი და ოდნავ წამოვიწიე.გვერდით ძალიან ძალიან ძალია გაბრაზებული სახით მეგი იჯდა, თან შეშინებულიც იყო -გაიღვიძე!! აი ახლა მე მოგკლავ ჩემი ხელით! სულ არ გეცოდები! სულ არ გიყვარვარ? სად ჯანდაბაში მიდიოდი? რას ფიქრობდი? შე უტვინო ანომალიკო, მარტო როგორ მტოვებდი, ეგოისტო არსება!!- ტირილით მესაუბრებოდა, მერე ამოისუნთქა და ჩამეხუტა... ისევ ტიროდა და მე ისევ უფრო მეტად მძულდა ჩემი ნახევარი, ვერგანადგურებული სხეული. -ნუ..კა -ასე არასდროს აღარ მოიქცე! მოგკლავ გეფიცები! და მერე ხმას არ გაგცემ არასდროს -მაპატიე- ატირებული შემოვეხვიე...- ასე ჩუმად ვიყავით რამდენიმე ხანს. ბოლოს ისევ ნუკამ ამოდგა ხმა - ეს ბოლო იქნება! ნება ინებე და შენი თავის გამო თუ არა, ჩემს გამო მაინც დაიწყე ფეხზე წამოდგომა! -უფრო მეტად მცხვენია და არც არაფრის სურვილი მაქვს. რატომ არ მაცდით? ნუკა როგორ გავაგრძელო ასე ცხოვრება? როგორ გადავშალო ახალ, სუფთა გვერდზე? როგორ დავივიწყო ყველაფერი. მითხარი? მითხარი როგორ გავაქრო ეს ფიქრები, სურვილები? ან უბრალოდ როგორ გავიჩინო ახალი მიზნები... ახალგაზრდა ხარ და მე კიდევ უკვე ადამიანი კი არა პრობლემა -შენს გარდა არავინ მყავს, მარტო არ დავრჩები, არსად წახვალ და ფურცლებსაც მშვენივრად გადაშლი- ისევ გადმოყარა ცრემლები.- მაგდა შემოვა და გაესაუბრება -სად ვარ ახლა, მაგდას საავადმყფოში? -კი, ვახომ დარეკა, უცვნიხარ.. საინტერესოა იმ კლუბში რა ჯანდაბა გინდოდა! ვინმეს რომ რამე დაეშავებინა- და ამის თქმაზე გაკვირვება ვერ დავმალე. რა კლუბი, მე ხო იოანემ წამიყვანა საავადმყოფოში.. ხიდიდან.. -ის.. იოანე, .. სადაა? ნახე? -ვინ იოანე?..- ოდნავ გაიცინა და ცრემლები მოიწმინდა- -ის... - ვეღარ მოვიფიქრე რა მეთქვა, ამტომ გავჩუმდი და თვალები დავხუჭე.- ვინც აქ მომიყვანა? -ვიღაც გოგომ გიპოვნა, კლუბის შესასვლელთან... არავითარი იოანე არ გამოჩენილა -კლუბის შესასვლელთან?- დაბნეულმა ავხედე... -კი... რა ხდება? -არაფერი...- თვალების გახელის თავი არ მქონდა... ვერც გონება დავძაბე, ანუ ყველაფერი ჰალუცინაცია იყო... არადა იოანე ისე რეალური ჩანდა, საერთოდ ვერაფერში გამოვერკვიე რა მოხდა წინა დღით. რამდენიმე საათში მაგდა მესაუბრა, შემდეგ დიდი ძალის მოკრებით საჭმელიც ვჭამე. 500 კალორია მივიღე და რომ არა ჩემი მდგომარეობა, ალბათ ისევ წამოვდგებოდი და რაიმე სისულელეს ჩავიდენდი. უბრალოდ დავწექი და ფიქრი შევწყვიტე. იოანეზე ჩავფიქრდი. ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე. მეორე დილით,როცა გავიღვიძე ჩემდა გასაკვირად დივანზე იოანე იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ჩემსკენ ღიმილით გადმოდგა ნაბიჯი. (დღის სინათლეზე ბევრად უფრო სიმპათიური მეჩვენა.) -როგორ გიკითხოთ ქალბატონო კესარია- -შენ...- წინა დღის თავგადასავალმა მოსვენება არ მომცა, დავიბენი.. თუ იოანე აქ იყო მაშინ ის სცენა რეალურია, მაგრამ ნუკა სხვა რამეს ამბობდა... გამოდის, ამ ყველაფერს ჩემი გონება დამაჯერებლად თხზავს და ეს გრძნობა მაგიჟებდა, უაზროდ გავიხედე ფანჯრისკენ- აქ რა გინდა? -მოვედი, რომ მენახე.. -მელანდები. - ჩემი დახმარება ერთჯერადი არ ყოფილა... -მელანდები?- ამჯერად კითხვის სახე მივეცი რამდენიმე წამის წინ ნათქვამ სიტყვას -შემომხედე და გეტყვი -არ მაქვს დიალოგების აწყობის თავი -არ დაგიმალავ, ეგ ნამდვილად გეტყობა... - ერთმანეთს არც კი ვიცნობთ და შენ საერთოდ არ არსებობ... რეალური არ ხარ... -გუშინდელმა მოვლენებმა მე პირადად შენი თავი გამაცნო... საკაოდ კარგადაც თან, ასე რომ -რა სისულელეა. - სულელი გოგო ხარ! რომელიც ცდილობს გააკეთოს ის, რაც რეალურად ძალიან არ უნდა.. შენი გული და გონება ვერ თანხმდება... ახლა კი არც მიყურებ, გრცხვენია... გრცხვენია იმის,რომ შენ თავს გადააბიჯე, ის გააკეთე რაც სინამდვილეში სულაც არ იყო შენი.. - რის მიღწევას ცდილობ? -არაფრის.. უბრალოდ მოვიწყინე ბოლო დროს... ვიფიქრე ცოტას გავერთობოდი- საწოლს მოუარა და ფანჯრის წინ დადგა- მიყურე და ნუ გერიდება, შენ ცუდად ხარ კესო, დახმარება გჭირდება და ის რაც გუშინ მოხდა უბრალოდ არაბუნებრივი,ან შენი ბაზისური ხასიათის მიერ ნაკარნახები ქცევა კი არა, სიგნალი იყო... სიგნალი იმის რომ დახმარება გჭირდება- სრულიად სერიოზული ტონით ამოთქვა და შემდეგ ოდნავ გაიღიმა. ჩემკენ დაიხარა და მისი შოკოლადისფერი თვალები ჩემს თვალებს გაუსწორდა. - ... დავიღალე -ვიცი, თუმცა ის რასაც შენ აკეთებ დასვენების მცდელობა კი არა სილაჩრეა. მშიშარა ხარ... -და გიჟი... მელანდები... შენ არ ხარ ნამდვილი- უკვე დარწმუნებული ვიყავი აზრის სისწორეში. დაეჭვებული და უკვე ოდნავ შეშინებული დავაკვირდი -თუ შენთვის ყველაფერი სულერთია რატომ გეშინია? -.... არ არსებობ- თვალები დავხუჭე -ცდები...- კიდევ ერთხელ გაიმეორა -კარგი და თუ რეალური ხარ, მაშინ რატომ დაინტერესდი ჩემნაირი ადამიანით? ან ჩემმა დამ რატომ მითხრა რომ კლუბის წინ ვიღაც გოგომ მიპოვნა?- თვალები გავახილე, ოთახი ცარიელი რომ დამხვდა, შემეშინდა... ბოლო წვეთი იყო, გონებისგან ახლართულ ილუზიაში დავიკარგე. ნუკას განერვიულება არ მინდოდა, ვიკითხე იყო თუ არა ვინმე ჩემს სანახავად. პასუხი უარყოფითი მივიღე და ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმის რომ იოანე არ არსებობდა. ღამე ალბათ მინდოდა აე დამეძინებოდა,5 მაგრამ ჩემი გამოფტული არსება განუწყვეტლივ ითხოვდა თვალები დამეხუჭა. ნივთების დანახვაც კი მღლიდა. დილით სიცივემ გამომაღვიძა. ოთახი მოვათვალიერე, ფანჯარა ღია იყო. იოანეს ძებნა დაიწყეს ჩემა თვალებმა უნებურად, რომ ვერ იპოვნეს გამეხარდა. -სადამდე შეტოპე კესო!!! -ნაპირიდან ძალიან შორს წახვედი. ჩაიძირები..- ისევ იგივე ხმა. საწოლის თავთან, კედელზე იყო მიყრდნობილი და მაკვირდებოდა, თვალები რამდენჯერმე დავხუჭე,მაგრამ არ გაქრა. -არ ვქრები ჯერ... დაბრმავდები...- წამოვიწიე ყურადღება არ უნდა მიმექცია ამ რაღაცისთვის... ფანჯრამდე მივედი, ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. -ხო კაია სუნთქვა? მადლიერი უნდა იყო მე რომ არა ახლა ვერ ისუნთქებდი -ტვინს ჭამ- აცრემლებულმა გავხედე ჩეს სიმპათიურ ლანდს -ხო? -ხო!! მინდა,რომ გაქრე -არ გავქრები... არ გიფიქრია საიდან აქვს შენს გამომშრალ ტვინს ჩემი შექმნის ენერგია?- საწოლზე ჩამოჯდა -არა...- ეს მართლა საინტერესო იყო.. - საკვები ადამიანის აზროვნებაზე მოქმედებს. თუ სწორად იკვებები ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გონება გაქვს. ხოლო თუ საწვვად ტვინს არაფერს აძლევ ურევს... მერე ვეღარ არჩევს რა არის რეალური და რა არარეალური. საერთოდ აზროვნებაც ძალიან დამღლელი ხდება.. -ვიცი.. -და გინდა ასე იყო? -მხოლოდ შენი გაჩუმება მინდა... -და რატო? - იმიტომ რომ არ მინდა იმ ყველაფერზე ვფიქრობდე რასაც მეუბნები... ხოლო თუ შენ გხედავ და გისმენ რასაც საუბრობ, გამოდის ჩემს გონებაში დაძრწიან ეს ფიქრები... ჩემი გონების სათქმელს მეუბნები -გინდა კარგად იყო... სხვანაირად როგორ აიხსნება ეგ? -ალბათ... -ხედავ რა ჭკვიანი ჰალუცინაცია ვარ- გამეცინა... – რეალური რომ ვიყო? -შეუძლებელია ...- კიდევ გამეცინა და ფანჯარაში გავიხედე..- შეუძლებელია..- უკან მობრუნებისას ოთახში არავინ აღარ იყო, საერთოდ არავინ, მხოლოდ ქარი არხევდა ფარდას და ოთახს სიცივით ავსებდა. *** ოთხშაბათს დეპრესია მორეულმა და სულის გარეშე დარჩენილმა კესომ კვლავ ცადა თვითმკვლელობა, ამჯერად მაგდამ გადამარჩინა. ხო ასე უბრალოდ არ მომცა საშუალება სისხლისგან დავცლილიყავი. ვერავინ იგებდა იმას თუ როგორ მჭირდებოდა დასვენება. ღრმა ძილი. თვალებს რომ ვხუჭავდი და ჩვეულებრივ ვიძინებდი მაშინაც კი ვერ ვისვენებდი. მდგომარეობა იმდენად დამიმძიმდა, რომ სახლში გაწერის მაგივრად ისევ კლინიკაში დამტოვეს. არავის ნახვა აღარ მინდოდა. მათ შორის აღარც ნუკასი, რადგან მისი მზერა კიდევ უფრო მანადგურებდა. პარასკევს შუა ღამეს ისევ გამოჩნდა ჩემი მოლანდება. სინათლე არ ენთო თუმცა ვიცოდი სადაც იყო. დივანე იჯდა და საუბრობდა. იოანე, ჩემი ეგოთაგან ერთერთად მივიჩნიე, ნაწილად ,რომელსაც რაღაცნაირად უნდა რომ გადარჩეს. -არ გიფიქრია ჩემზე უთხრა მაგდას? -არ აქვს აზრი -სისხლი გამოგივიდა? რას გრძნობდი -მაგდა მოვიდა... ისევ სირცხვილს და უუნაობას.. -ისევ ფიქრობ რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ? -ეგ ხარ.. -რით ამტკიცებ? -იმით რომ ჩემი უაზრო არსებობით უბრალო უცნობი არ დაინტერესდება, მითუეტეს მის სანახავად არ ივლის - კარგია, თუმცა მყარი არგუმენტი ვერაა - უნდა დავიბნე? ჩემს ილუზიებში უნდა დავიკარგო? -არა უნდა ეცადო და გაარკვიო ნამდვილი ვარ თუ არა.. იქნებ მართლა გაგიჟდი- ბალიში წამოვიმხე თავზე, ისტერიული სიცილ-ტირილი ამიტყდა. -არ მინდა გხედავდე... არ შეიძლება... არ შეიძლება - ხუთი წუთი ასე ვიყავი შემდეგ კი ისევ ცარიელი ოთახი. ჭკუიდან ვიშლებოდი და საბოლოოდ ვნადგურდებოდი. მეორე დღეს სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი, მაგდას სამკურნალო ცენტრში გადამიყვანეს. ექთანი შემოვიდა და საჭმელი შემომიტანა.. დიდხანს ვფიქრობდი რა მექნა ბოლოს კანკალით ავიღე მოხარშული თევზის პატარა ნაჭერი და ჭამა დავიწყე. ცრემლად ვიღვრებოდი თუცა მაინც ვჭამე, ჩემ თავს გადავაბიჯე. გრძნობები კიდევ უფრო აირია. შუა დღეს მაგდა მოვიდა და მიისი დანახვა გულრწფელად გამეხარდა. -ძალიან ცუდად ვარ... აქედან მინდა წავიდე..- ამოვიტირე და საწოლს მივეყრდენი- მარტო ვარ. -შენ თქვი რომ ნუკას ნახვა არ გსურდა -.... მინდა თეთრ კედლებს თავი დავაღწიო და ადამიანურად ვიმკურნალო -ადამიანურ მკურნალობაზე რამდენიმეჯერ თქვი უარია, ვეღარავის გააცურებ კესო... -განგებ აკეთებთ? ბოლომდე უნდა გავგიჟდე... -ნუ ტირი, არავინ ცდილობს შენს გაგიჟებას... არც აქ დაუბიხარ ვინმეს კესო, შეგიძლია ეზოში გახვიდე, ისეირნო და ის აკეთო რაც შენ გინდა. -... სული მეხუთება -თითმკვლელობა სცადე.... ვერ გაგიშვებთ აქ უსაფრთხოდ იქნები, არ გინდა გამოკეთდე? -აზრი აქვს მაგას? -აი ამ კითხვას რომ აღარ დასვამ მაშინ წახვალ აქედან -ძალით გამაჩერებთ? - სხვა თემაზე ვისაუბროთ.. -და რაზე? -ყველაფერზე რაც გაწუხებს კესო... -ყველაფერი მაწუხებს... მინდა მალე მორჩეს ყველაფერი -ხოდა მომყევი, უბრალოდ მისმინე და იმოქმედე ისე როგორც მიგითითებ -ბანალური არაფრისმთქმელი სიტყვებია.. თქვენ არ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. მხოლოდ თავს იტყუებთ, მეტი არაფერი. ყველა ასეა- მაგდასთან საუბარმა 60 წუთი გასტანა, შემდეგ ისევ მარტო დავრჩი, საწოლიდან წამოვდექი და საკმაოდ მყუდრო ოთახი ძირფესვიანად შევისწავლე, ჩემს ძილში ჩემივე ნივთების მოტანაც მოუსწრიათ, აბაზანაში შევედი და ჩემს ანარეკლს დავაკვირდი, მომწონდა... ჩემი თავი მომწონდა ყველაფრის მიუხედავად. მაისური გადავიძვრე, რამდენიმე წუთი თვალი არ მომიშორებია სარკის მეორე მხარეს მდგარი ფერმკრთალი არსებისთვის. მომწონდა ჩავარდნილი ლოყები. ფერმკრალი ტუჩები, მოლურჯო მოწითალო კონტურით. მკვეთრად დამჩნეული ლავიწის ძვლები კისერზე გამოკვეთილი ცისფერი სისხლძარღვები. ოდნავ წამოზრდილი მკერდი შევარდნილი მუცელი. გამოკვეთილი ნეკნები ჩემი მონეტისოდენა მკლავები და ფეხები... ვიცოდი ეს ყველაფერი არ იყო ნორმალური, თუმცა მომწონდა. შხაპი მივიღე, მაისური გადავიცვი და ისევ წამოვწექი. საჭმელი შემომიტანეს, ის ექთანი მანამ არ გავიდა სანამ მთლიანად არ შევჭამე თეფშზე ლამაზად დაწყობილი საჭმელი. საპიფარეშოს კარი დროებით ჩამიკეტა ( საჭმელი უკან რომ არ ამომეღო) და გავიდა, არ გამიგია როგორ გააღო, მე მალევე ჩამეძინა. მხოლოდ ღამით გამეღვიძა, უჩვეულო სიცივემ და მარტოობამ გამაღვიძა. წამოვჯექი და ავტირდი, არ ვიცი რატომ თუმცა აშკარად მშველოდა. ვტიროდი და ვგრძნობდი როგორ დაცოცავდა ჩემს გამომშრალ სახეზე მლაშე წვეთები. -ყველაზე ჯიუტი არსება ხარ ვინც კი აქამდე მინახავს- იოანე.. -ისევ... -ნუ ტირი... არ გელანდები-მეთქი -სისულელეა ეს ყველაფერი -გამომართვი- ღიმილით მომაწოდა სალფეთქი-მოიწმნდე ეგ ცრემლები და დარწმუნდი იმაშიც,რომ რეალური ვარ. მართლა მოვდივარ შენთან და მართლა მინდა დაგეხმარო -ეს...- სალფეთქი გამოვართვი, და გავოცდი, ყველაფერი რეალური იყო... ვეხებოდი, თუმცა მაინც შემეშინდა ესეც გონების მიერ ახლართული, არარეალური გრძნობებია-თქო. -ასე ნუ იყურები.. -საწოლზე ჩამოჯდა და ხელი ჩემს თითებს შეახო-ნახე, გრძნობ ხო? -მაშინაც ვგრძნობდი -გამიცინაა - გიცნობ კიდეც, ახლა უფრო გაგიცანი, შენი ეგო გეგონე -მღვიძავს? -კი, დამშვიდდი.. უბრალოდ ეს ყველაფერი მაგდას გეგმის ნაწილი იყო... ის რომ დაბნეულიყავი, თავიდან მუშაობდა, მაგრამ მერე ვაი თუ უფრო გაერთლებინა ყველაფერი, ამიტომ ისევ მე დაგარწმუნე იმაში რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი არ ვარ. მე იოანე გიგანი ვარ... შენი ეგო არა, და მაგდა დედაჩემია, ეს ყველაფერი კი დამთხვევა. -ის ღამე ანუ -კი. მართლა გადაგარჩინე. -ჯანდაბა! რატომ მეთამაშებით?!- გაბრაზებული წამოვდექი -ისევ შენს გონზე მოსაყვანად -უფრო რომ გავგიჟდი? -არ გაგიჟებულხარ, ნუ დრამატურგობ. დაჯექი ახლა -რა გინდა ჩემგან? -მინდა დაგეხმარო... როგორც ძველ ნაცნობს -ვერ ვხვდები - ორი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს, შენს დასთან ერთად გამოფენაზე იყავი -არ მახსოვხარ -ვიცი.. -იმ ღამით.. შენ .. -მხოლოდ მაშინ გიცანი, როცა კლუბიდან წამოგიყვანე... გიცანი.. - ისევ გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა -ეს ყველაერი...-თავი ამტკივდა და თმაზე ნერვიულად მოვისვი თითები -დამშიდდი და დაჯექი. აქ იმიტომ ვარ რომ მინდა დაგეხმარო, გული დამწყდა როცა დაგინახე, რა დღეში ჩააგდე შენი თავი? ასე როგორ დაეშვი ფსკერისკენ კესო? -....-გაჩუმებული დავაკვირდი მის სახეს, საწოლზე ჩამვჯექი და შემდეგ ჩემს თითებზე გადავიტანე მზერა. -ვიცი რომ მართლა არარეალურს ჰგავს ყველაფერი. როცა გავიგე რომ დედაჩემთან მკურნალობ კიდევ უფრო მომინდა ის კესო დამენახა, რომელიც ორი წლის წინ გამოფენაზე ვნახე... -რატომ? -იმიტომ რომ ძალიან დამაფიქრა. მწვანე თვალები სევდიანი, თუმცა მაინც განსხვავებულად მოციმციმე .. უცხო მზერით და დიდი ინტერესით აკვირდებოდი ნახატებს -..არ მახსოვხარ -გავიმეორებ,რომ ვიცი. -აქ არ უნდა იყო იოანე -შენც არ უნდა იყო ასე ქალბატონო კესო- სიგარეტი ჩააქრო, შემდგ წამოდგა- -ძლივს ვიჯერებ იმას,რომ მართლა რეალური ადამიანი ხარ -ვიცი. დაღლილი სახე გაქვს, დაიძინე, რაც მინდოდა რომ მეთქვა გითხარი, ხვალ შევხვდებით. -ხვალ? -ხო... -იქნე არ მინდა -შენ არაფერი არ გინდა... თუმცა მაინც ვეცადოთ ფსკერზე დალექილი იმედის სხივები როგორღაც ზედაპირზე ამოვიყვანოთ -ვერ მაფიქრებ, მაშინ უფრო მაფიქრებდი როცა ჰალუცინაცია მეგონე. გამომშრალი ტვინისთვის შენი საუბარი საინტერესო იყო.. ახლა კი ჩემი გადმოსახედიდან როგორც მსუნთქავი არსება არასაინტერესოდ მეტყველებ- საბანი დავიხურე და კარში მდგომს გავხედე -რა სასიამოვნო კომპლიმენტებია. ძალიან ტკბილი ხარ - თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა, უნებლიედ გამეღიმა. უცხო ადამიანის ყურადღებამ რაღაც დადებითად იმოქმედა და ის მოვლენა, მთელი ეს დრო ყველა რომ მაბრიყვებდა გადამავიწყდა. მეორე დილით კვლავ დავაძალე საკუთარ თავს საჭმლის მიღება, შემდეგ კი ეზოში გავედი. სხვა პაციენებიც იყვნენ ამ ცენტრში, ზოგიერთი სულ სხვა დაავადებით იყო. სულ 11 ადამიანი მკურნალობდა და მათგან ჩემი მსგავსი პრობლემა 5-ს ჰქონდა, მათთან კონტაქტი მეკრძალებოდა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, დანარჩენები უბრალოდ სხვა სამყაროში იყვნენ და მათთან კიდევ უფრო რთული იყო საუბარი. გაბრაზებულმა ეზო დავტოვე, საშნლად მოქმედებდა ეს ყველაფერი. ოთახში ასვლიდან რამდენიმე წუთში კი ნუკა მოვიდა, თავიდან არ ვიკარებდი მაგრამ მერე ვერ მოვითბინე და ძალიან ძალიან ჩავეხუტე. მერე იყო ცოტა საუბარი და საათ ნახევარში კვლავ დამტოვა. ***** მთელი ორი კვირა გასტანა ჩემმა უსაქმურმა, ერთფეროვანმა და უსახურმა დღეებმა. შემდეგ ოდნავ მივეჩვიე, უკვე სხვებთან ურთიერთობის ნებაც დამრთეს და უნდა ვაღიარო თავი უკეთ ვიგრძენი. მაგდას გადაწყვეტილებით საღამოობით ჩვენი დიაგნოზის კამანდა ერთად ვვახშმობდით, არც ისე მომხიბვლელი სურათი იყო თუმცა შეეჩვეოდა ადამიანი. -როდის გიშვებენ?- გვერდით მომიჯდა ანა, ჩემგან განსხვავებით ის ბულემიას ებრძოდა. -არვიცი.. შენ? -არც მე, უკვე 6 თვეა აქ ვარ- სახატავი გადაშალა და ხატვა დაიწყო -ხატავ? – -კი.. იოანე გვიტარებდა ხოლმე გაკვეთილებს... იოანე მაგდას შვილია, ძალიან კარგი ადამიანია. -ახლა? -ახლა იშვიათად მოდის, გაკვეთილებსაც ვეღარ ასწრებს... ნახეე - სახატავის ერთი ფურცელი გადაშალა და შავ-თეთრი ფანქრით დახატული იოანე მაჩვენა, სხვათ შორის არაჩვეულებრივად დახატული- -რა ლამაზიაა- გაკვირვება ვერ დავმალე -ხო, უნდა ვაჩვენო, ალბათ შემოივლის ... -რამდენი წლის ხარ ანა? -16 წლის ვარ... მხოლოდ 16 წლის- სევდიანდ გაიღიმა- გინდა შენც დაგხატო -ძალიან გამიხარდება -დაგხატავ... ოღონდ არ ვიცი როდის... რამე მომიყევი შენზე -... რა გაინტერესებს? -აქ როგორ აღმოჩნდი? - გრძელი ამბავია და დამღლელი. შენზე მომიყევი - მამაჩემმა და დედაჩემმა მომიყვანეს, უნდათ რომ აქ დავძლიო ჩემი არასწორი მიდრეკილება და ფიქრები. -უკეთესობა არ გაქვს? -არვიცი... მაგდამ მითხრა რომ კიო, მე ვერაფერს ვამჩნევ. მხოლოდ იმას რომ ხატვა აშკარად გამომდის -ხო, კარგად ხატავ... -შენ რამდენი წლის ხარ? -20 წლის ვარ.. -ანორექსია? -კი... - მხრები ავიჩეჩე და ეზოში მორბენალ გოგოს გავხედე -ეს ნათიაა, შიზოიდური პიროვნული აშლილობა აქვს, ვიღაც წარმოსახვითი მეგობარი ნიკა ჰყავს და სავარაუდოდ ახლაც მას ეთამაშება დაჭერობანას. - მსგავს ადამიანებს რომ უყურებ ცუდად არ ხდებით? -არა... -ჩემი აზრით არასწორია ჩვენი ერთად მკურნალობა -სულაც არა. თან მხოლოდ ეზოში თუ შევხვდებით მათ, არვიცი რას ფიქრობ თუმცა ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. სპეციფიკური ფსიქიკის, თუმცა ადამიანები, კეთილები და თბილები- ფეხზე წამოდგა ანა- ახლა წავალ, დავიღალეე... აუცილებლად დაგხატავ -სასიამოვნოა შენთან საუბარი ანა- ვეცადე გამეღიმა,ანა წავიდა მე კი ეზოში ლაღად მორბენალ ნათიას გავხედე. უნებურად იოანე გამახსენდა. -შემიძლია გამოვიცნო რაზე ფიქრობ- გვერდიდან მისი ხმა მომესმა, მოულოდნელობისგან შევხტი- მშვიდადდ, -შენ? -ხო, მე მე.. იმედია კიდევ არ გჯერა იმის რომ მოლანდება ვარ -არა, ანა მესაუბრა შენზე- არ შემიხედავს ისე ამოვთქვი და შემდეგ ფეხზე წამოვდექი- -საეთ? - ოთახში უნდა ავიდე -რა არასტუმართმოყვარე ხარ- უკან ამედევნა- ანუ ანა გაიცანი? -შენ წამოიდგინე და კი, გაეხარდება თუ ნახავ გელოდება -ხო ვიცი... მაგდას აბარებს მოკითხვებს -აქ რატომ დადიხარ? -არვიცი... მათი ხედვები, ნახატები ძალიან საინტერესოა... -... -გინდა ჩვენს გაკვეთილებს დაესწრო? -ასე მითხრეს რომ შეწყვიტე -აღდგენას ვაპირებ -ხატვა არ გამომდის -მერე რა, სამაგიეროდ შეგიძლია სხვების საინტერესო ნახატები ნახო,დააკვირდე ისე, როგორც მაშინ გამოფენაზე აკვირდებოდი. -დავფიქრდები- კიბეები ავიარე და შევეცადე უკან გამოყოლილი იოანე არ შევიმჩნიე. თუმცა ვინ მაცადა -ასე რატომ იქცევი? -როგორ? -აი ასე, ადრე უფრო მიმჩნევდი როცა შენი წარმოსახვა გეგონე -ხო გითხარი, რომ როგორც რეალური, ისე არ ხარ საინტერესო-მეთქი. დავიღალე უნდა წავიდე -კარგი.. სამის ნახევრისთვის დაგელოდები.. ეზოში ვიქნებით- თვალი ჩამიკრა და დერეფნის მეორე მხარეს გადაუხვია. ჩასვლას არ ვაპირებდი, თუმცა ბოლოს როცა სამის ნახევარი მოვიდა ვერ მოვითბინე, ჩავიცვი ჩემი ჯინსის კომბინიზონი, თმა შევიკარი და ეზოში ჩავედი. ანა, ნათია, სოფო და ნაია ისხდნენ იოანესთან სიცილით უხსნიდა რაღაცას, თან ხატავდა. -ოჰოო ახალი წევრი..- ფუნჯი ყურს უკან დაიმაგრა და ჩემსკენ წამოვიდა- მიხარია რომ მოხვედი... -მხოლოდ ცოტახნით -ჩემს გვერდით დაჯექი ახალო- ნათია ღიმილით ჩაიწია, -მიდი - თვალი ჩამიკრა იოანემ, -სახატავები.. -არ მინდა, უბრალოდ გიყურებთ- გავუღიმე და ნათიას ნახატისკენ გამექცა თვალი... -ჯერ არ დამისრულებია, არ მიყვარს დაუსრულებელ ნახატებს რომ აკვირდებიან -ბოდიში, - მზერა ნათიადან ანისკენ გადავიტანე. -შენი სახელი არ ვიცი ახალო- ისევ ნათიას ხმა მომესმა -მე.. მე კესო ვარ. -მე ნათია მქვია, სასიამოვნოა, გიხედები ეზოში... ლამაზი თმა გაქვს... და კიდევ... ლამაზი თვალები -მადლობა- შესამჩნევად გავიღიმე - და სოფიას იცნობ? - ჯერ არა - გოგოებოოო -მე სოფია ვარ, ბიპოლარული აშლილობით- თან ხატვას განაგრძობდა თან მიღიმოდა, ნაია კი ანას მსგავსი დაავადებით იყო. შესსაბამისად საღამოს ვახშმობიდან უკვე კარგად ვიცნობდი მას. იოანე მშვენიერი მასწავლებელი აღმოჩნდა, გოგოები გაამხიარულა, ყურადღება გადაატანინა და ლამაზი ნახატებიც დაახატინა. ყველაზე მეტად ნათიას ნახატი მომეწონა, საინტერესო ფერებით შესრულებული ადამიანის სხეული. მგდა ჯერ არ ტოვებდა იოანეს სადილზე, თუმცა ბოლოს მაინც დარჩა, ჩვენს ‘ ხათრითმჭამლეთა ხუთეულს’ (ეს სახელწოდება ანას ეკუთვნის) შემოუერთდა, და იქაც მხიარულება შემოიტანა. -მოვრჩი- სუფრიდან წამოვდექი -არაფერი გიჭამია კესო, გთხოვ დაასრულე- მაგდამ თეფშზე მანიშნა -არ შემიძლია, დავიღალე.. გემრიელად მიირთვით- ჩემი ოთახისკენ წავედი. - ყველაზე უხასიათო ხარ- უკან იოანე მომყვა -რატომ გადამეკიდე? - სკლეროზი გაქვს? - ვღიზიანდები, -დიდად არ შეგემჩნევა, მოგეწონა ნახატები? -კი.. კარგია. არ მინდა საუბარი, მეძინება- წინ წავედი -ნუ მეუხეშები- მკლავში დამქაჩა, გაციებულმა სხეულმა იგრძნო როგორ დაიწყო მკლავიდან სითბოს გავრცელება, იმდენად მწველი შეგრძნება იყო დაეჭვებულმა დავხედე მკლავს ცეცხლი ხომ არ მიკიდია-თქო- -მტკივა!- -ხოდა ნორმალურად საუბარი ისწავლე- ხელი გამიშვა -ვინ ხარ და რა უფლებით მესაუბრები ასე?- -შენ რა უფლებით მესწერვები? - დავიღალე- -გაჩერდი და ადამიანურად დამელაპარაკე, ნუ ხარ ეგოისტი -ეგოისტი? -ხო ეგოისტი ხარ , ზუსტად ეგისტი! - ძალიან სასაცილოა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ეგოისტს რომ უწოდებ! -არა პირიქით ლოგიკური დასკვნაა! -ჯობია სუფრას დაუბრუნდე- მაინც არ მოვუსმინე და ჩემი ოთახის კარი ცხვიწინ მივუჯახუნე. ორ დღეში ისევ გამოჩნდა იოანე, ამჯერად უკვე გოგოები მთხოვდნენ მათთან ერთად ყოფნას და მეც იძულებით ჩავედი მათთან. -დღეს რის დახატვას ვაპირებთ ქალბატონებო? -მე სიზმარი უნდა დავხატო- მთელი სერიოზულობით აიღო საღებავები ნათიამ -მე კესოს შევპირდი რომ დავხატავდი, ამიტომ მას დავხატავ- ანამ გამომხედა და უბრალო ფანქრები მოიმარჯვა -მე იოანეს ვხატავ- თქვა სოფომ -ოჰოო, რა კარგია, უკვე მეორე მოსწავლე მხატავს... მიხარია-თვალი ჩაუკრა იოანემ- კარგი და ნაია შენ? -ხეს, ამ ხეს რომლის ჩრდილ ქვეშაც ვხატავთ -კარგი მაშინ დავიწყოთ, მაგრამ კესო შენ არ გინდა ცადო? -არ გამომდის ხატვა -მერე რა, უბრალოდ აიღე საღებავები და თვითონ განიშნებენ რა უნდა ქნა- ნათიამ პალიტრა მომაწოდა- უნდა სცადო, აქ პროფესიონალი არავინაა, იოანეს გარდა -ხო, მართალია მიდი... იცი რა კარგიაა?- ნაიამ გამიღიმა, მეც აღარ გამიწევია წინააღმდეგობა, ხატვა დავიწყე, არ ვიცოდი რა უნდა დამეხატა, არაპროფესიონალურად გავუსვი ტილოს ცისფერ საღებავში ამოვლებული ფუნჯი, უნდა ვაღიარო ნაიაც და ნათიაც მართლები აღმოჩნდნენ. ნახევარ საათში მთლიანად საღებავებით ვიყავი შეფერადებული, თუმცა ეს არანაირ უარყოფით გრძნობას არ იწვევდა. პირიქით ეს რაღაც საოცარი განცდა იყო. უნდა ვაღიარო ყველაფერი დამავიწყდა. იმდენად შევყევი ტალღების ხატვას და იმდენად ღრმად შევიჭერი როლებში წამით ხმაც კი მომესმა.. ზღვა.. წვიმიან დღეს, აბობოქრებული ტალღები და მე. ანიმ მშვენივრად დამხატა ვაღიარებ, სოფოს დახატლი იოანეც საინტერესო იყო. ნაიას დახატული ‘შთაგონების ხეც’ და ნათიას დახატული იასამნისფერი სიზმარიც. -მშვენიერია... ძალიან ძალიან მაგარი- აღფრთოვანება ვერ დამალა იოანემ- კესო აი შენ კი ფურცელზე მეტად საკუთარ სახეზე და ხელებზე გაქვს ნახატი..- -ხომ ვთქვი არ მეხერხებათქო -მერე რა, ხომ დაისვენე_ ნათიამ გამიღიმა და მერე ჩემს ნახატს დააკვირდა- ზღვაააა, საკაოდ კარგია -გოგოებო, ისე ბევრი ნახატი გვაქვს დაგროვებული...ვინმეს რაიმე საინტერესო იდეა არ გაქვთ , იქნებ რაიმე გაგვეკეთებინა.. -ჩემი აზრით გამოფენა უნდა მოაწყოთ- სველი სალფეთქით ხელები გავიწმინდე- ხო, შესანიშნავი იქნება...- ჩემი აზრი თავადვე მომეწონა -ხო, ჩვენ ხო ყველა, როგორც გიჟ არანორმალურ არსებებს ისე აღგვიქვამს..ეს იქნება ჩვენი სხვა კუთხით დანახვის საშუალება- მთელი ემოციებით დაიწყო საუბარი ნათიამ -აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე....- ღიმილით შეგვათვალიერა იოანემ...- ამაზე მაგდას უნდა ვესაუბროთ... ხო ხოო უნდა ვისაუბროთ -მოიცადეთ, ხომ არ დაგავიწყდათ რომ აქურობის დატოვების უფლება არ გვაქვს- სოფომ დაიწყო საუბარი- გამოფენას კიდე ბევრი დრო, ენერგია შრომა და გარეთ სიარული სჭირდება -თუკი აქ გავაკეთებთ მაშინ არა- მხრები აიჩეჩა იოანემ -ახლავე უნდა დაველაპარაკო ამაზე მაგდას... თქვენ აქ იყავით. რამეს მოვიფიქრებ და შემდეგ დეტალებს დავგეგმავთ... ეს მშვენიერია, მართლა მშვენიერი. ეზოში ყოფნამ დამღალა, ნათიასაც შეეტყო დაღლა, ნელ-ნელა აგრესია ეპარეობდა, იძახდა ნიკა მელოდება ოთახშიო, ცოტა დავიძაბე და უკვე ასვლას ვაპირებდი თუმცა იოანე გამოჩნდა, უკან მაგდა მოჰყვებოდა -როგორც იქნააა- სოფია გახარებული წამოდგა -შუადღე მშვიდობისა გოგონებო- მაგდა მოგვესალმა და იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა- ანუ გამოფენის მოწყობა გსურთ? -დიახ, ქალბატონო მაგდა... ეს იდეა კესომ მოგვაწოდა, ვფიქრობ კარგი აზრია -მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ერთადერთი რასაც გთხოვთ ისაა რომ კლინიკა არ დატოვოთ, ეს იოანესაც ვუთხარი -კი და გარე საქმეებს მე მოვაგვარებ, ჩემს მეგობრებს ვეტყვი -მშვენიერია,ანუუ გამოფენა იქნება- ტაში შემოჰკრა ანამ -კი... ახლა ჩვენს საწყობს მივაკითხოთ... -მოკლედ ტექნიკური საკითხებ მოაგვარეთ, იოანე შენ იქნები ორგანიზატორი, უთხარი გოგოებს ის რაც გითხარი, მე დაგტოვებთ -კარგი... -მაგდა წავიდა, ნათია და ნაია ვეღარ ისვენებდნენ და როცა ეს იოანემ შენიშნა ისინი გაუშვა, -მეც რომ წავიდე?- ამოიბუტბუტა სოფომ -წადი თუ გინდა, დღეს მხოლოდ ვნახავ ადგილს, სამუშაოებს ხვალიდან ვიწყებთ... მე აი ანა და კესო წამომყვებიან -კი და ჩვენ გეტყვით- ანამ თვალი ჩაუკრა და სოფოც გავაცილეთ. მე აღარ შევეწინააღმდეგე, უკან გავყევი მიუხედავად იმისა რომ ძალიან დავირლე, თანაც ჩემი ნახატებიც არ იყო იქ. -საკუჭნაო უნდა გადავაკეთოთ- იოანემ კარს გასაღები მოარგო და ძველი ნივტებით გავსებულ ოთახს თვალი მოავლო -ბევრი სამუშაო იქნება -არაფერია, განტვირთვა იქნება.. -ჩვენს ნახატებს სხვენში ინახავს მაგდა.. იმას გადავარცევთ და ზოგი ახალიც იქნება -კარგია... -კესო შენ რას ფიქრობ? -თემა მოფიქრებული გაქვთ? ან სახელწოდება ? სერიოზული საქმეა- კუთხეში დაწყობილ ტომრებს გავხედე- და ეს ყველაფერი... კედლებიც გასაახლებელია, -მოვაგვარებთ, ხვალ დეტალებს გავარვევტ შემდეგ კი მასალებს მოვზიდავ. -ძალიან მიხარია -დავიღალეე... ჯობია ახლა წავიდე, თან მე არ ვიღებ მონაწილეობას გამოფენაში -ჭამის დრო გვაქვს, ერთად წავიდეთ -ცუდად ვარ, არ მინდა ჭამა- ღიმილით დავუკარი თავი ანას და ოთახი დავტოვე, ისინიც მალევე მომყვნენ უკან. ბევრი წინააღმდეგობის შემდეგ ოთახში დარჩენის საშუალება მომცეს. თვალები დავხუჭე და ემბრიონის ფორმაში დავწექი. -მხოლოდ 125 კალორია ბოლო ორ დღეში?- იონეს ხმა გავიგე. -ჩემს ოთახში უნებართვოდ რატომ შემოდიხარ?- არც კი განვძრეულვარ ისე ამოვთქვი -მივეჩვიე, ძალიან უხასიათო და უჟმური ტიპი ხარ- საწოლზე ჩამოჯდა საჭმლის აღრიცხვის ფურცლით ხელში -რა გინდა? -უცებ შეგეცვალა განწყობა -არ ყოფილა უცბად. და გთხოვ გეყოს ჩემს საქმეში ჩარევა -შენ არ გვეხმარები -იდეს მოწოდებაც კმარა. არ მინდა -იქნებ ყურადღების გადატანა სცადო... -აზრი არ აქვს. უბრალოდ შემეშვი და ჩემი ოთახიდან გადი- ცრემლები ვერ შევაკავე,მიუხედავად იმისა, რომ თვალებბი დახუჭული მქონდა... -არამგონია შენი მარტო დატოვება კარგი აზრი იყოს... -მაწუხებ! საერთოდ მაგდამ იცის აქ,რომ ხარ? -არა. მიშლის მსგავს შეხვედრებს, წასული ვგონივარ -ვეტყვი... დავუძახებ წადიი! -არა, არ წავალ... ისევ სისულელეს გააკეთებ -ეს უკანანო შემოჭრაა- წამოვჯექი და საწოლის თავს მივეყრდენი -ნათიას მოსწონხარ და კიდევ ანასაც, ასე მითხრა რომ მინდა უკეთ გავიცნოო -არ გამომდის ურთიერთობები -რა გატირებს? -არვიცი... უბრალოდ მეტირება.. -ლამაზია -რა? -თვალები... – -გეყოს რა. - შენი იდეები გვჭირდება, გთხოვ ხვალ აუცილებლად შემოგვიერთდი... ისე, სადაც გამომშრალი ტვინით ასე აზროვნებ წარმომიდგენია ისე რა იქნები -ჩემი ტვინი არ არის გამომშრალი. -მშიერი მაშინ- ფეხზე წამოდგა- წავალ, დაისვენე. ხვალ მოვალ. ისევ მოვალ- თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. **** -გაიცანით გოგოებო, ეს გიორგია და ტექნიკური მხარეების მოგვარებაში დაგვეხმარება, ეს კი მიაა, მია ჩვენს შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს- ფანჯრიდან ვუყურებდი ახლად შემოერთებულ ადამიანებს. ქვემოთ არ ჩავსულვარ. დაღლილობას ვგრძნობდი. იმ დღეს საეროდ არცერთს დავკონტაქტებივარ. წიგნის კითხვა დავიწყე. საღამოს უკვე ჩვეულებად ქცეული კაკუნი გაისმა ფანჯარაზე -ისევ? - მოვედი...- გაიცინა იოანემ- დღეს არ მინახავხარ... ხომ რიგზეა ყველაფერი? -ვაფასებ ყურადღებას, მაგრამ ამ დოზის ინტერესის გამოჩენა საჭირო არ არის -ჩემს საჭიროებებს შენ ვერ განმისაზღვრავ... არ შემომიშვებ? -არა! ვკითხულობ და უნდა დავიძინო მერე - ხელს შეგიშლი ანუ? -კი. -კარგი, მაშინ აღარ შეგაწუხებ უჟმურო. მშვიდობით ბრძანდებოდე- შებრუნდა და წავიდა. დიდხანს ვუყურებდი იმ ადგილს სადაც იოანე იდგა, ბოლოს დანაშაულის გრძნობა რომ გამიჩნდა გაბრაზებულმა მივაჯახუნე ფანჯარა. მეორე დღეს რა თქმა უნდა სამუშაოები უფრო როლებში შევიდა. გოგოები სერიოზულად ჩაებნენ საქმეში. ვეღამ მოვისვენე, თანაც იოანას ნახვა მინდოდა, ბევრი მიზეზების და ფიქრის გარეშე ჩავედი. -ქალბატონო კესო.. გამონახეთ დრო? -გეყოს- თვალები ავატრიალე- ცუდად გამომივიდა გუშინ -ოჰო რას მოვესწარი- ყუთი დადო და ზედვე ჩამოჯდა- და ახლა რა გინდა -ბოდიშის მოხდა მეტი არაფერი- მხრები ავიჩეჩე და მერე შეცვლილი ოთახი მოვათვალიერე. -ანუ შენდობა -გთხოვ ბევრი საუბრის გარეშე -მაშინ ჩვენთან ითანამშრომლე... სხვაგვარად ჩემს გატეხილ გულს ვერ გაამთელებ- სიცილით აიღო ყუთები...- არ ინერვიულო, მხოლოდ გავბრაზდი, ნაწყენი არ ვარ -დაა გგონია მადარდებს? -ბოდიშის მოსახდელად ჩამოხვედი, ანუ ფორმალობა იყო? -... -კარგი ნუ ფიქრობ, დაივიწყე ყველაფერი და თუ გინდა მეც დავივიწყო მოდი, მოგვეხმარე... გოგონებსაც გაეხარდებათ. -.. ცოტა ყოყმანის შემდეგ დავთახმნდი- კარგი -მომწონს... - გიორგი და მია მეც გამაცნო. ამის შემდეგ კი გამოფენის საქმეებში ჩავერთე.თემა იყო ‘’ფსკერზე დალექილი იმედის სხივები’’ იმდენად ჩამითრია ამ საქმემ მალე დროის აღქმის უნარიც კი დავკარგე, მე და ნათია ერთ კედელს ვღებავდით, ანა და იოანე მეორეს.სოფო და მია მესამეს, გიორგი ფოტოებს გვიღებდა, ფოტოგრაფობდა და გვამხიარულებდა კიდეც. მალე ცენტრში მცხივრები სხვა ადამიანების ყურადღებაც მივიქციეთ, ისხდნენ და გვიყურებდნენ. ძალიან მოსწონდა ყველას შექმნილი გარემო. -ამ კედელზე ჩვენი ხელის ანაბეჭდები უნდა დავტოვოთ... ხო? -კარგი იდეაა... მინებით გავაფორმოთ ეს კედელი- ნათიას მია მოუახლოვდა -გაჩერდი... -რამოხდა?- გაკვირვებული მიაჩერდა -ნიკა... აქაა, დაეჯახები-გაიცინა და ისევ განაგრძო თავისი საქმე. ალბათ იოანეს უკვე მოყოლილი ჰქონდა ჩვენზე,ამიტომ არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ამ დიალოგს,მხოლოდ გაღიმება მიას მხრიდან. სამი საათისკენ დავისვენეთ, თან ლანჩის დროც მოვიდა, მე ისევ ვერაფერი შევჭამე, იმ მომატებულ ერთ კილოზე მეფიქრებოდა და ყველაფერი მძულდა. საჭმლის დანახვამ ცუდად იმოქმედა,ამიტომ სამზარეულოში არ გავჩერებულვარ. არ ვიცი შემამჩნიეს თუ არა, ფაქტია უკან არავინ გამომყოლია,მათ შორის არც იოანე. ორ დღეში საკუჭნაო ულამაზეს დარბაზად გადაიქცა, ნახატები დავკიდეთ კედლებზე, ასევე თიხის სკულპტურები და ფოტოები,რომლებსაც გიორგი საქმის კეთების პროცესის დროს გიღებდა. -აი უკვე შენც ხარ გამოფენის ნაწილი-გამიღიმა და ჩემს ფოტოს დააკვირდა -საკმაოდ კარგია... -პროფესიონალი ფოტოგრაფი მხოლოდ კი არ მქვია, ვარ კიდეც-თვალი ჩამიკრა და სოფოსკენ წავიდა,რათა ნახატის დაკიდებაში მოხმარებოდა. უნდა ვაღიარო ამ გამოფენამ ყველას მდგომარეობაზე დადებითი გავლენა მოახდინა. ცოტახანს ფიქრების მიმართულებები შეცვალა და რაღაცნაირად ყველა გააერთიანა. მშვენივრად ჩაიარა, ნახატებიც საკმაოდ კარგად გაიყიდა და ხუთმაგად კარგი განწყობა შეიქმნა კვირის ბოლოსთვის -ცენტრის სახელით შეგროვებული თანხა ბავშვთა სახლს ჩაერიცხა, -საერთო ვახშამზე დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა იოანე -ვამაყობ თქვენით, უნდა ვაღიარო შესანიშნავი ღონისძიება იყო.- ღიმილით მოგვათვალიერა მაგდამ. -მომწონს სხვების დახმარება..- ღიმილით დაიწყო საუბარი ნათიამ-მიზნებიც კი დავისახე... აქედან რომ გავალ ხატვას გავაგრძელებ,ნახატებს გავყიდი და ბავშვებს დავეხმარები -შესანიშნავი გეგმაა, ყოჩაღ ნათია... რახან ეს თემა წამოიჭრა იქნებ ყველა მოვყვეთ გეგმებზე -მე ხატვას ჰობად ვაქცევ. სწავლა უნდა გავაგრძელო როცა კარგად გავხდები- თქვა სოფომ. ყველა ასე თუ ისე მოყვა თავის გეგმებს, ჯერი ჩემზე მოვიდა. ვერაფერს ვამბობდი,ჩემს თითებს დავჩერებოდი -გელოდებიან... -თითებზე იოანე შემეხო. -მე... მე ვაპირებ,რომ გიტარაზე დაკვრა ვისწავლო-რაც პირველი გამახსენდა ის ვთხვი და ძალით გავიცინე,ხელი იოანეს თითებიდან გავითავისუფლე და წყალი მოვსვი. ერთ საათში დავიშალეთ. ვერაფრით ვეღარ დავიძინე. ფანჯარაზე კაკუნი გავიგე და საწოლიდან წამოვდექი.შეშინებულმა გავწიე ფარდა, -იოანე!- -გააღე ფანჯარა, -ჩურჩულით მითხრა -აქ რა გინდა? ხომ გითხრეს რომ აღარ შემოსულიყავი ჩვენს ოთახებში -კარიდან შელოსული არ დაგინახოო.. ფანჯრის შესახებ არაფერი უთქვამთ,მიდი შემომიშვი... -რატო? -რავიცი,ვისაუბროთ -არ მაქვს საუბრის სურვილი -მოვწიოთ...- პაუზის შემდეგ ამოთქვა,ეს აზრი მომეწონა ფანჯარიდან გავიწიე და იოანეც ამობობღდა. -გიჟი ხარ-სიცილი ვერ შევიკავე -ნონა იყო ჩამოვლაზე? -კი. -უსაფრთხოდ ვარ ანუ... ქურთუკი გაიხადა და დივანზე დადო -სიგარეტი? -გამომართვი...-ერთი ღერი მომაწოდა-ოღონდ ბოლომდე არ მოწევ! -კარგი იოანე ძია!- ნაფაზი ნეტარებით დავარტყი და სიამოვნებისგან თვალები მიმელულა -ეს რომ მაგდამ შეამჩნიოს მომკლავს...- -მადლობა -არაფრის.-თავადაც მოუკიდა. იატაკზე დავჯექით,ჯერ არცერთი არაფერს ვამბობდით,მერე ისევ იოანემ დაიწყო. -დღეს მიზნებზე რომ დაიწყეს საუბარი... -ხო? -მივხვდი გიტარა მაგრად რომ გკიდია -რა სისულელეა.. მომწონს გიტარა- სიგარეტს კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი -გაგიცანი. ნუთუ არაფერი გაქვს ისეთი რაც მართლა გაბედნიერებს,ვერ დავიჯერებ მაგას -ნუ დაიჯერებ -არ მოგბეზრდა? ერთხელ და სამუდამოდ შეეშვი ამ მაზოხისტობას. ჭამე და აკეთე ის რაც გაგაბედიერებს -ადვილი სათქმელია შენთვის. არ შემიძლია ეგ. - შეგიძლია,თან მარტო არ ხარ. ხომ ხედავ რომ შეგიძლია მენდო,გარდა ამისა და გყავს რომელიც შენზე ნერვიულობს. სანამ ერთ ადამიანს მაინც ადარდებ მანამდე მარტო არ იხსენიები -რა იცი ჩემს მარტოობაზე. -თემას მიცვლი. ... - ზღვა მიყვარდა,მისი ტალღების ხმა და მისგან მომდინარე გრილი სურნელი... - აი ყოფილა რაღაც. სხვა ბევრი იქნება, არ არის ისეთი რამ რისი გაკეთებაც გსურს? -აზრი? მხოლოდ 2 წუთი ბედნიერება, ღიმილი და მორჩა. არ მინდა თავის მოტყუება,ეს ცხოვრება ასეთია აზრი არაფერს აქვს. მაინც მოვკვდებით.რა აზრი აქვს ეს დღეს მოხდება თუ ხვალ? -აზრი მხოლოდ შენს ასეთ ყოფნას არ აქვს. საერთოდ ვერ ხვდები ვერაფერს,უმუღამო ხარ. ხო, ყველა მოვკვდებით თუმცა მაგაზე ფიქრი არ ღირს,უბრალოდ ყველა წამი უნდა დაიჭირო და ეცადო სასიამოვნო მომენტი გამონახო. -... -მიჭირს რამე აღვიქვა -აღიქვამ, აღქმა კი არა აღიარება გიჭირს. ერთ წერტილში იყურები და წარსულ ცუდ დღეებს მომავალს ანადგურებინებ. ხო ასე თუ იქნები რა თქმა უნდა აზრი არ ექნება შენთვის სიცოცხლეს. უნდა ამოძრავდე *** რიგითი წვმიანი დღე გათენდა, დილიდან ნუკა მოვიდა ჩემთან. საწოლზე ვიწექით და ვსაუბრობდით. რა აღარ გავიხსენეთ. დროში ვიმოგზაურეთ .. -სოფელი არასდროს მოგნატრებია?- ფანჯარაში იყურებოდა, ჩემსკენ არც კი გამოუხედავს -არა... არ დავფიქრებულვარ. -მამა? -... კარგი არაფერი მინახას იქ, არც ის მიგრძვნია ოდესმე რომ პაატა მამაჩემია... თუმცა მენატება. უცნაურად მენატრება და ვბრაზდები ამ გრძნობის გამო. -ხო, მაგრამმ რაღაცცნაირად ჩვენც ხომ მის ნაწილად ვითვლებით... არის რაღაც ინსტიქტები,რაც ყველაფერს გადაფარავს ხოლმე -შენც იგივეს გრძნობ? -კი... მახსენდება ის პპერიოდი დედასთან ერთად ბედნიერად რომ ვცხოვრობდით... -შენ ნორმალური მამა გყავს ნანახი, ბედნიერებას და სითბოს ხარ შესწრებული. იმ დროს როცა დედასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა.... მე კი მსგავსი არაფერი მახსოვს, არ მახსოვს და ისე მენატრება... - მამას ვუყვარვართ -ჩვენზე მეტად სასმელი უყვარს.. ჩემი არშეყვარება გასაგებია, მაგრამ შენთან რა უნდა? ზოგჯერ მიკვირს, როცა დედა ასე ძალიან უყვარდა,როგორ შეუძლია ასე ვერ გვიტანდეს? -გვიტანს... -მე აშკარად ვერ -ცდები. შენ სულ არაფერ შუაში არ ხარ კეს, ეს მამაც მშვენივრად იცის. -ხო აბა რა. ჩემს გამო დაიღუპა დედა, ეს კარგად იცი... მე რომ გადავერჩინე თავი გაწირა. ჩემს გამო გაქრა წავიდა.. -და შენ ამის მიუხედავდ ასე ხარ? დედამ თუ გადაგარჩინაა ასე არ უნდა ქრებოდე. აქ დაგტოვა იმისთვის რომ იცხოვრო. მან შანსი მოგცა და შენ? -.... -გადავწყვიტე იქით შაბათ-კვირას სოფელში წავიდე, არ ვიცი შენ რას იზამ, თუმცა კარგი იქნება თუ წამოხვალ. -არ მინდა ნელი ვნახო.. -ნელი არაა. ახალციხეში წასულა -შენ რა... პაატას ესაუბრე? -ხო... -მოვიფიქრებ - 7 დღე გაქვს.. კარგი იქნება თუ წამოხვალ.. იქნებ ყველაფერი შეიცვალოს -მეეჭვება ჩემი ცხოვრება რამემ შეცვალოს..- ნუკას ლოყაზე ვაკოცე და საწოლიდან წამოვდექი - შხაპი მინდა რომ მივიღო... მალე მოვალ -კარგი, საღამომდე მინდა ვიყო აქ. თუ წინააღმდეგი არ ხარ რა თქმა უნდა -ნუ სულელობ. ღამითაც დარჩი თუ გინდა... - შეიძლება ეგ? -ვთხოვ მაგდას, მხოლოდ ერთი დღე არაფერი დაშავდება... -არამგონია სხვებთან სწორი იყოს -მაშინ გვიან წადი. ნუკა ცხრა სრულდებოდა რომ გავაცილე. ცოტახანს წიგი ვიკითხე და შემდეგ ჩავიძინე დილით ხმაურმა გამაღვიძა. საწოლიდან შეშინებული წამოვხტი. დერეფანში გავვაარდი და უკვე გარკვევით მესმოდა ანის ტირილი. შეშინებული ჩავედი კიბეებზე, ეზოში იყო ყველა შეკრებილი. -რა ხდება ?- კარრთან დაჩოქილი იდგა ნაია და ტიროდა, მისკენ დავიხარე- ნაი.. შეომხედე რა ხდება? -ნა... ნათია- ამოთქვა და ტირილით ამეკრო- გადმოხტა.. იქ სისხლია.. ეტკინა- არეული საუბრობდა და ცრემლებით მხარს მისველებდა. ნათელი იყო რაც მოხდა, ნაია ფეხზე წამოვაყენე და ბალახზე, უგონოდ, სისხლის გუბეეში მწოლიარე ნათიას მივუადლოვდი.. -შეიყვანე.. ნონა გოგონები შეიყვანე- აღელვებული მაგდა თან ჩვენს წასვლას ითხოვდა თან ნათიას პულსს უსინჯავდა -ის.. მოკვდა მვდარია.. არ სუნთქავსსს.. ნათიაააა ნაათიაააააა- ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ანი, ცრემლები წამსკდა და მთელი ძალით მოვეხვიე, არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა ან მეც მის გვერდით რატომ არ დავეცი, ფაქტია ანის დამშვიდებას ვცდილობდი, თან ნონას ვებრძოდი იქედან წასვლა არ მინდოდა... სასწრაფოც გამოჩნდა . ნონას ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა, შორიდან მაგრამ მაინც დავინახე როგორ გადააფარეს ნათიას თეთრი ზეწარი, სასწრაფოს ექიმმა პოლიციაში დარეკა. მაგდას სახე წაეშალა. ის დღე კოშმარი იყო. მე სოფო ნაია და ანი ერთ ოთახში ვიყავით. სამივე შეშინებულები იყვნენ. ანი განსაკუთრებით. ერთიანად ცახცახებდა და არ მშრდებოდა. მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ ნაი და სოფო დაკითხეს. თავი ჩეს მხარზე ედო და ვერაფერი გავაკეთე, ვერც კი დავამშიდე. ვერცერთ სიტყვას ვერ ვიფიქრებდი სანუგეშოდ. მეც ნათია მედგა თვალწინ, ის დიალოგი ამომიტივტივდა რომ იძახდა აქედან რომ გავალ ხატვა უნდა დავიწყოო. ცრემლები წამომივიდა. ტკივილით შეზავებული სიჩუმე იოანეს ხმამ გაფანტა -ანა...- კარი შემოაღო და ორივე გამოვფხიზლდით -იოანე... ნათია.. ნათია წავიდა იოანეე- მომშორდა და იოანეს მოეხვია -ჩშ... ანი დაწყნარდი.. შენც ცუდად გახდები... -ჩემი თვალით.. დავინახეე.. იოანეე- -დაწყნარდი.. მორჩა ღრმად ჩაისუნთქე ანი- აკანკალებული უფრო მიიკრო გულზე. იოანესი შემშურდა, გამამხნევებელი სიტყვა თქვა, მიუხედავად იმისა,რომ თავადაც საკმაოდ უჭირდა იმდენი მოახერხა ანი დაამშვიდა, ან უბრალოდ დაიღალა და ამის გამო ჩაეძინა მის გულზე აკრულს. ჩუმად ვიჯექი. მთელი სხეული მეწვოდა და გონებას მიჭამდა ის აზრი რომ ნათიამ თავი მოიკლა. ნათია სახურავიდან გადმოხტა. ნათიამ მაჯობა, ჩემზე გამბედავი აღმოჩნდა. ნათია რომელიც იცინოდა, ხატავდა და ყველაზე თავისუფალი არსება იყო ვისაც კი შევხვედრილვარ ადგა და ყველაფერი დაასრულა. -კესო... -ამჯერად ჩემს მხარს შეახო იოანემ ხელი- გავიდეთ.. ანამ დაიძნა -რომ გაეღვძოს -არ გაიღვიძებს დილამდე... დაისვენოს -არ მინდა მარტო იყოს -სოფო ან ნაია შემოვლენ ცოტახანს. ცუდად გამოიყურები. ვისაუბროთ -არ მინდა. -გინდა- ხელი მომკიდა. ანისთან სოფო დარჩა მე კი ჩემს ოთახში შემიყვანა, ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც დილით, საწოლიც კი არ გამისწორებია. -კარგად ხარ?- სახე საკუთარ ხელებში მოაქცია და ცერა თითები ჩემს ლოყას შეახო, მისგან წამოსულმა სითბომ გაყინული სისხლი აამოძრავა. -კი... მაგდა.. სადაა? -დაკითხვაზე, როგორც ჩანს დიდხანს გეგმავდა ამას ნათია... წერილები დატოვა, იმას იკვლევენ -წერილები? -კი... დაუწერიაა ყველასთვის -ნახე -არა. ჯერ ნივთმტკიცებად ითვლება.. -ნათია... ორი თვეა ვიცნობ... მხოლოდ ორი თვე და ის... ისეთი საყვარელი და სუფთა იყო, ბოროტებისგან სუფთა -ხო... ცუდი გზა აირჩია -ბოლომდე შეინარჩუნა თავისუფლება- იოანეს მოვშორდი და საწოლზე ჩამოვჯექი- მაჯობა, ჩემზე მეტად გაბედული აღმოჩნდა - გთხოვ.. - გვერდით დამიჯდა და თითები ჩემს გაყინულ ხელს შეახო- ასე ნუ ფიქტობ. ასე ნუ აზროვნებ, ეს არასწორია, არასწორიაა კესო... -.... მეშინია... - ვეღარ გავუძელი და სახე მის მხარზე მივადე, ვიგრძენი როგორ შეცურდა მისი ხელები ჩემს წელზე, ახლოს მიმიზიდადა, მისი გულისცემა არამარტო სმენადი გახდა ჩემთვის, არამედ ვგრძნობდი კიდეც. დაფიქრებულხართ იმაზე რდენი სასწაული არსებობს ირგვლივ? სასწაული რომელიც იმდენად გაჩვეულებრივდა, რომ ხშირად აღარ გვაკვირვებს. ასეთი იყო იმ დროს იოანეს გულისცემის მოსმენა. ჯერ ისაა სასწაული მილიარდი ატომისგან შექმნილი ადამიანი, აზროვნებით, თანაგრძნობით და სხვა უამრავი უნარით რომ არსებობს,მერე კიდევ ის, ამ არსებობის დამადასტურებელი ბუნებრივი ხმა შენამდე მოდის, შენ შეგიძლია უსმინო მას, შეიგრძნო სიცოცხლე, სხვისი მფეთქავი სიცოცხლე. იმ დროს ეს ხმა უბრალო ხმა არ ყოფილა ჩემთვის, არც ზედმეტი ემოციებისგან შექმნილი ილუზია. ის მომენტი ყველაზე რეალური იყო ჩემი არსებობის ისტორიაში. დავმშვიდდიი... -მადლობა - არც კი მოვშორებივარ- მადლობა, რომ აქ ხარ.... გავგიჟდებოდი -ვიცი- თავზე მაკოცა. ოდნავ კომფორტულად მოვთავსდით. ისევ მესმოდა იოანეს გულის ცემა. როგორ შეძლო ჩაძინება ანამ. მიკვირდა. -დაიძინე -არ მეძინება... უბრალოდ ჩუმად მინდა ყოფნა... -მაშინ კარგი, მოვუსმინო სიჩუმეს -შენ არ უნდა წახვიდე? -არა. აქ ვიქნები. არაფერზე იფიქრო მხოლოდ დამშვიდდი და სიმშვიდეს უსმინე. -კიდევ ერთხელ მაკოცა. **** ის დღე და ზოგადად ის კვირა საშინელი იყო. ტკივილი ძვლებს მიჭადა, ვერაფერზე ვფიქრობდი მხოლოდ ნათიაზე და მასთან ბოლო საუბარზე. მის მიზნებზე, გამოგონილ მეგობარ ნიკაზე და თავისუფლებაზე. ‘ხათრითმჭამელთა’ კლუბი 7 საღამო არ შეკრებილაა. ჭამა სულ ყველას გადაავიწყდა, ბოლოს კი ისევ გაბრაზებულმა მაგდამ ყველა ცალ-ცალკე გვალაპარაკა, ემოციებისგან დაგვცალა და შანსი მოგვცა იმის რომ გონს მოვსულიყვით. ერთ კვირაში, ბალახიდან ნათიას სისხლის კვალი გაქრა,მისი ნივთები წაიღეს. ყველა ნახატი ოთახიდან გაიტანეს და ჩვენც მარტო მასთან დაკავშირებული მოგონებები დაგვრჩა. მთელი ამ ხნის მანძილზე იოანე გვერდიდან არ გვშორდებოდა, ჩვენთან ერთად იყო მიასთან და გიორგისთან ერთად. შაბათ დილით ნუკას სოფელში წავყევი. არ ვიცი რატომ, უბრალოდ მინდოდა ნათიაზე ფიქრით გამოწვეული ტკივილი, სხვა ტივილს ჩაენაცვლებინა. მამას რეაქცია მაინტერესებდა. გზაში ხმა ‘’არ უნდა წამოვსულიყავი’’ გაქრა. -მემგონი ცუდი აზრი იყო აქ წამოყვანა.. კარგად ხარ? -კი ნუკა -იქნებ ცოტა ჭამო -არ მინდა, ვჭამე... - კიუტად შევხედე -გუშინ -ნუკა! უბრალოდ დამშვიდდი და გზას გახედე!! - კარგი ნუ ბრაზობ. -მამას წამოყვანაზე ვფიქრობ, ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს იქ მივატოვე, შველა შემიძლო არადა.. -თვითონ არ გაიგიჟა თავი??? თვითონ არჩია იქ დარჩენა. -ხო მაგამ .. -არც ახლა გამოგყვება.. თუ რამე არ შეიცვალა -რამდენი ხანია რაც მამასთან არ გილაპარაკია? -ერთი წელი ალბათ... შეიძლება შეიცვალა -თუ წამომყვება კლინიკაში დავაწვენ, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაბრუნდეს... ეს დროც აქამდე დააკარგული იყო, უნდა მომენდომებინა -არაფერი შეგეძლო. ახლა მოძლიერდი... მთლიანად იდილია იქნება, ერთ მხხარეს გიჟი დეპრესიული და, მეორე მხარეს ალკოჰოლიკი მამა -არ გინდა ახლა ეს ირონია -კარგი... - თბილისიდან ჩვენს სოფლამდე 3 საათის სავალია. გზის ნახევარი მეძინა, შემდეგ კი როგორღაც ჩავაღწიეთ. ყველაფერი შეცვლილი მეჩვენა, მანქანიდან როგორც კი ჩავედი მაშნვე ვიგრძენი რაღაც უცნაური, სასიამოვნო გრძნობა და მონატრებაც, თუმცა ამის აღიარება არ მინდოდა. გაუბედავად ავედევნე ნუკას უკან. ჭიშკარში შევაბიჯეთ. ისევ ისე იდგა ეზოში ხის მაგიდა, ისევ ისე ყვაოდა ალუბალი, ეზო უჩვეულოდ სუფთა იყო.. სახლი ისევ ისე მხნედ იდგა თავისი დიდი აივნით და ყავისფერი ფანჯრებით. კუთხიდან ძაღლი წამოვიდა ყეფით, როგორც ჩანს ახალი ოჯახის წევრიც შეუძენია ძვირფას მამიკოს. კიბეები ბარბაცით ავიარე. თავბრუ დამეხვა, მოსალოდნელი სცენის სიმძიიმემ განწყობა შემიცვალა. - ... კარგად ხარ?- ღიმილით გამომხედა ნუკამ, მერე კი მამას დაუძახა. -კი... - აივნიდან ორღობეს გავხედე, უნებურად გამახსენდა ძველი დრო. როცა პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი. ის პატარა, წითური გოგოც დავინახე, ორღობეში გულდაწყვეტილი რომ მოდიოდა, სკოლაში ობოლი დაუძახეს. შემდეგ ის გოგოც ოდნავ წამოზრდილი, ცრემლმორეული და გულნატკენი, როცა მშობელთა კრებაზე მისი მხრიდან არავინ მისულა. იმ კესომაც ჩამოიარა კლასელის დაბადების დღეში,რომ არ გაუშვეს. ასე მოდიოდნენ და მოდიოდნენ... ბოლოს ის განადგურებული არსება გამოჩნდა, კლასელებისგან დამცირებული და თვალახელილი კესო. -ნუკა- მამაჩემის ხმა გავიგე და ‘წარსული კესოების’ ყურება შევწყვიტე. მეგონა ალკოჰოლისგან სახე წაშლილი, დასუსტებული მამაჩემი დამხვდებოდა, თუმცა შევცდი. ნუკას სრულიად სხვა ადამიანი ეხვეოდა -მამა, როგორ მომენატრე- იმეორებდა და იმეორებდა, მინდოდა მივსულიყავი და კარგად დავკვირვებოდი ვინ იყო ... ნუკა შე სულელო სხვა კაცს ეძახი მამას! რამდენიმე წამი ასე გაშეშებული ვიდექი, შემდეგ იმ კაცმა ჩემი სახელი წარმოთქვა და ჩემსკენ გამოიხედა, მაშინ მივხვდი,რომ ნუკა სხვა კაცს არ ეხუტებოდა, მართლა მამა იყო. ჩემი და ნუკას მამა, მის თვალებბს მილიონი ადამიანის თვალებში ამოვიცნობდი. -კესო... - ჩემს წინ გაჩერდა -გამარჯობა...- ამოვთქვი და თავს შემოვუძახე, ტირილი არ დამეწყო. -შენ... - გაკვირვებულმა და შეშინებულმა ამათვალიერა- კესო... მოჩვენებბად იქეცი... - ცრემლები ვერ შევიკავე. ავტირდი, მის თვალებს თვალს არ ვაშორებდი... -ხო მამა...- მეუცხოვა ჩემი პირით ნათქვამი ეს სიტყვა -კესო...- გეფიცებით პაატა კალატოზიშვილი ტიროდა, სიმთვრალისგან და სხვა მიზეზისგან გაოწვეული ტირილით კი არა, ჩემს გამო, ჩემი დანახვის გამო ტიროდა... ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯები და მომეხვია, ხელი ვერ გავანძრიე, მეგონა გამეღვიძებოდა და ეს ყველაფერი გაქრებოდა -ჩემო შვილო... კესო- ეს სიტყვები ჩამესმოდა და აქაამდე ჯერაც უცხო სითბოს ვგრძნობდი. მამაჩემიდან წამოსულ სითბოს. მთელი დრო გაკვირვებული ვიჯექი აივანზე და პააატას ვუსმენდი.ნუკაც იქ იყო. ჯერ ვტიროდი შემდეგ ყველა ემოცია გამიქრა. -კესო... -დავიღალე, მეძინება- ფეხზე წამოვდექი- სად შემიძლია რომ დავიძინო -ეს შენი სახლია კესო, სადაც გინდა იქ დაიძინე, შენი ოთახიც კი არ შემიცვლია- არაფერი მითქვამს, სახლში შევედი. იმას არ მოვყვები რა დამხვდა, ყველლაფერი ჩვეულებრივი და სუფთა იყო. ნივთები გადაადგილებული. ჩემი ოთახი კი ისევ ისეთი. არც გამომიცვლია საწოლზე დავწექი და ჭერს ავხედე, ისევ ისე იყო ვარსკვლავები... 10 წლის რომ ვიყავი მაშინ მივაკარი ჭერს. ვუყურებდი და ისე ვიძინებდი ხოლმე, ხომ იცით ის ლეგენდა რომლის მიხედვითაც ადამიანები ვარსკვლავებს გარდაცვლილ ადამიანებად თვლიან, აი მაგ მიზეზით. ციდან ვარსკვლავები ქრებიან ხოლმე, ეს ვარსკვლავი იმის სიმბოლო იყო,რომ დედა სულ ჩემთან იყო, მიყურებდა და ვუყვარდი. ამ ვარსკვლავს დიდი სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა ყოველთვის. ახლაც ვუყურებდი, არ მახსოვს როგორ ან როდის ჩამეძინა. როცა თვალები გავახილე უკვე ბნელოდა. ფეხზე წამოვიზლაზნე . ნუკა და მამა ამჟამად მისაღებში იყვნენ და იქ საუბრობდნენ. -კესო, რა კარგია რომ მოხვედი ძველ ალბომებს ვათვალიერებდით- გამიღიმა მამამ -რატომ წავიდა ნონა? - სკამზე ჩამოვჯექი -უბრალოდ წავიდა -უბრალოდ არაფერს აკეთებს! კარგად ვიცნობ, რა მოხდა? იცხუბეთ? -კი. თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს -ის ხომ დედაშენია- არაფერი დამიმალავს, გ=სრუიად გულრწფელი სიტყვებით და გამომეტყველებით დავიწყე საუბარი, ძალიან მეზარებოდა რაიმეს დალაგება და შელამაზზება -კესო! -შეეშვი ნუკა... - ჯერ ნუკას გახედა, შემდეგ ისევ მე შემომიბრუნდა- თქვენს გამო, თქვენს გამო წავიდა! მთელი ეს დრო როგორ მწალავდა ახლა მივხვდი, იმასაც მივხვდი,რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი -ხო? კარგია თუ მიხვდი მამა- იორნიულად გავხედე- მემგონი ცოტათი გვიანია, ხო? - ვიცი, ვიცი რთულიაა და ის რაც გჭირს ჩემი ბრალია, მაგრამ გთხოვ ერთი შანსი ერთი შანსი მომეცი -არა მამა, შენი ბრალი არაა. ანორექსიის ზუსტი მიზეზები ჯერაც გამოუკვლეველია, შენ არავინ დაგადანაშაულებს ჩემს მდგომარეობაში- მწარედ ჩამეცინა- მე არანაირი შანსის მოცემას არ ვაპირებ, ეს თამაში არ არის. ეს რეალური ცხოვრებაა, რეალურია ის რომ მთელი 20 წელი 20-ჯერაც კი არ მიგრძვნია შენგან ის რომ გიყვარვარ. მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იღიმოდი ხოლმე. მე .. მე მადანაშაულებდი ყოველთვის იმაში როომ დედა ჩვენს გვერდით არაა, არ დააბრალო ეს ნონას! შენ შეგეძლო ჯანსაღად გეაზროვნა, შეგეძლო რამე გაგეკეთებინა, როცა მცემდა, მიყვიროდა და საშინელ სიტყვებს მეძახდა! შეგეძლო თუმცა ხმას არ იღებდი, ჩუმად იყავი და სვამდი. ახლა ერთი სიტყვით გინდა ეს ყველაფერი დავივიწყო? როდემდე ითამაშებ მზრუნველი მამიკოს როლს? -მესმის კესო, რაც თქვი სიმართლეა, ყველაფერი სიმართლეა და მე ნაგავი ვარ,მაგრამ გონს მოვედი, თქვენს გამო ისევ გავაგრძელე სიცოცხლე, იმ წყეულ სასმელზეც კი ვთქვი უარი და ძალა მოვიკრიბე -მადლობა მამა, ჩემთან ალბათ დააგვიანე- საუბარი და საერთოდ იმ ოთახში გაჩერება სულს მიხუთავდა. ოთახი დავტოვე. რამდენიმე საათში კი საერთოდ სახლიდან გავიპარე, როცა ნუკა და მამაჩემი დაძინებული დავიგულე. ორღობე ქოშინით ავიარე და მთვარის შუქით განათებულ ბილიკს ავუყევი. მივდიოდი და ცრემლი მახრჩობდა, ცუდი აზრი იყო აქ წამოსვლა. დაღლილი ვიყავი თუმცა ვერ ვჩერდებოდი. მალე მივაღწიე ტაძრის ეზოს, გადავკვეთე სასაფლაოები და ნაცნობ ადგილზე მივედი, დედა ისევ ისე იღიმოდა ცივი მარმარილოს ფილიდან . იქვე ჩამოვჯექი და საგულედან ამოვარდნილი გულის დამშვიდება დავიწყე. ალბათ გიკვირთ ღამის ორ საათზე სასაფლაოებზე ყოფნის როგორ არ შემეშინდა. გასაკვირი არაფერია, არ მეშინოდა და არც არასდროს შემეშინდებოდა. მხოლოდ პირველად გამოპარვა მახსოვს ცუდად, შემდეგ მივეჩვიე ისიც გავაცნობიერე საშიში, რომ არაფერი იყო, რომ იქ დედა მელანდებოდა. -დე... დედიკო, დე- ამოვიტირე და მარმარილოს ქვას თითები ჩამოვუსვი, მისი სახე ცივი იყო, სიანმდვილეში ასე არ იქნებოდა. ნეტა ადამიანების მეხსიერება დაბადების წამებიდან, პირველი შეხებიდან იღებდეს სათავეს. ნეტავ მახსოვდეს მისი თბილი ხელების შეხება და მისი ლამაზი სახე. ნეტავ ახლა აქ იყოს ჩემთან იყოს. ნეტავ ... ნეტავვ.. ნეტავ. არაადამიანურად მტკიოდა მთელი სხეული. ვინმეს რომ დანა ცაერტყა წვეთი სისხლი არ გამომივიდოდა, ლამის დამავიწყდა რომ ვარსებობდი, რომ სიარული შემეძლო,საფლავზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. ჩამეძინა. მთელი ღამე უცნაურ სიზმრებს ვხედავდი, ბევრი ადგილი შემოვიარე, ბოლოს ისევ იქ გავიღვიძე სადაც ჩამეძინა, უკვე თენდებოდა. უკვე დღის სინათლეზე მოვავლე მდუმარე, ცივ სამყოფელს ტვალი და დედას ფოტოს გავხედე... სახლში დავბრუნდი. ჩემი წამოსვლა არც ნუკას და არც მამას შემჩნეული არ ჰქონდა. მაგიდაზე დადებული ალბომი ავიღე და ოთახში შევიკეტე. დედას დარცენილი ფოტოები ავიღე. მერე იატაკის ქვეშ დამალული მოგონებების ყუთი გამახსენდა. ისევ ისე დამხვდა... დედასთვის დაწერილი წერილები და დღიურები მქონდა ამ ყუთში. ყველაფერი შევაგროვე და ჩანთაში ჩავდე. თბილისისკენ წამოვედი მარტო, სანამ სოფელს დავტოვებდი მანამდე ისევ საფლავთან ავედი და ყველა წერილი იქ დავმარხე. დაღლილი ჩამოვედი თბილისამმდე. ნუკას დავურეკე, გადაირია. მოდიოდა იდეც მაგრამ რ თქმა უნდა არ დავანებე. სანამ ჩამოხვალ დაბნავებული ვიქნებ-მეთქი. ქალაქში ვიხეტიალე, ბოლოს კი დაღლილი იმ ადგილისკენ წავედი სადაც ოდესღაც იოანე გიგანმა ჩემი მფეთქავი სიცოცხლე გადაარჩინა. ამჯერად არ ვიცოდი იქ რისთვის მივდიოდი. ჩამოვჯექი მოაჯირე და ქალაქს გავხედე. უცნაური სიცარიელე ვიგრძენი და მომინდა იოანე იმ წამს ჩემთან ყოფილიყო, მჭირდებოდა... მჭირდებოდა მისი სიტყვები, მისი შეხება და გულისცემა. ჯანდაბა, იმწამს მივხვდი რამდენად მივეჩვიე მას და რამდენად მაკლია... დრო გამეპარა, რომ შევფხიზლდი უკვე მზე ჩადიოდა. წამოვდექი და ზურგიდან ხმა მომესმა -კესოოო- იოანეს ხმა დავიგე და მივიხედე, ჩემსკენ მორბოდა, გამიკვირდა მისი იქ გამოჩენა -იოანე აქ რა გინდა?- გაკვირვებულმა გავხედე, როცა სახის გარჩევა შევძელი კარგად დავინახე მისი შეშინებული, ერთიანად აღელვებული სახე -კესო... კესოო.. კიდევ კარგი- ღრმად ამოისუნთქა და ჩვენ შორის არსებული მანძილი მინიმუმამდე დაიყვანა. ჩამეხუტა, მაგრად მომხვია ხელები- გული გამიხეთქეე!!! -რა მოხდა?აქ რა გინდა? ან რა იცოდი აქ რომ ვიყავი?- რამდენიმე წუთში მოვშორდი -მე შენმა დამ დამირეკა... -ნუკამ? -ხო ნუკამ... -იქვე ჩაოჯდა- მაგდასთან დაურეკავს მიხვედი თუ არა მასთან... მერე კი ჩემთან გადმოურეკავს, როცა უარყოფითი პასუხი მიიღო.. ბოლო სამი საათია გეძებთ... გესმის? სამი საათია გეძებ!- გაბრაზეულმა ამომხხედა- და თუ აქ ისევ იმმიზეზით რაა მიზეზითაც პირველად მაშინ მოგკიდებ ხელს და შენთან ერთად გადავხტები ამ წყეული ხიდიდან! -აქ უბრალოდ ამოვედი... ფიქრი მინდოდა, დრო გამეპარააა... ვაპირებდი ცენტრში დავბრუნებულიყავი- გაკვრივებული დავჯექი მის გვერდით- ბოდიში... -ანუ -არ მიფიქრია გადახტომა... არ ვიცი რატომ... -კესოოო... მეგონა რომ დავაგვიანე, მეგონა ვეღარასდროს გნახავდი- შავი სფეროები მომაპყრრო, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა, როგორ მეფრქვეოდა მისი ცხელი სურნელი... მერე ვიგრძენი ჩემს უსიცოცხლო ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება. ჟრუანტელმა დამიარა. ყველა გრძნობა გაქრა, მხოლოდ იოანე და მისი ტუჩების შეხება. სხვა სამპაროში გასასვლელ კარს მივაღწიე. -არ გაბედო მეორედ ასე მომექცე- შუბლი შუბლზე მომაბჯინა, შემდეგ წამოდგა ხელი მომკიდა და იქაურობა დავტოვეთ. მზის ბოლო სხივიც იმ წამს გადასცდა ჰორიზონტს. არეული და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი მივედი მაგდას კლინიკამდე, ნუკაც ჩამოსული დამხვდა. ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელის. მიძინებული სინდისის ქენჯნაც გამიცოცხლდა. ყველას ავუხსენი ვითარება და ბოდიშებიც საკმაოდ ბევრი ვიხადე. შემდეგ ხათრითმჭამელთა გაერთიანებას შევუერთდი და რამდენიმე ლუკმა ბოსტნეული მივირთვი. ამ უამრავი სერიოზული ამბების შმდეგ ყველაფერი ისევ ძველ კალაოტს დაუბრუნდა. ნუკა ისევ გაჩუმდა და ცოტახანს მამაზე საუბარიც შეწყვიტა. იოანე ისევ განაგრძობდა ჩემტან საუბარს, ისე თითქოს არაფერი მომხდარ. ანი მე სოფია და ნაია ისევ ეერთად ვეგუებოდით უნათიაობას და საღამოობით მისი წერილის კითხვა ტრადიციად გადაგვექცა. „ გოგოებო, შენც ახალო ბოდიში,რომ მოგატყუეთ, სხვების დახმარება კარგია, მაგრამ მე ეგოისტი ვარ. ეგოისტიი და კიდევ ჩემი სამყარო მაქვს, სადაც მელოდებიან.... მელოდებიან და მე მივდივარ, თუ ამას კითხულობთ, წავედი კიდეც. ნუ მოიწყენთ მე ეს მინდოდა. ეს მჭირდებოდა და ბედნიერი ვარ. თქვენ კი მიჰყევით თქვენს ბედნიერებას. ოღონდ იქ სადაც თავს რეალურად იგრძნობთ, თქვენი ადგილი მანდაა, გტოვებთ და გთხოვთ რომ დაბრუნდეთ, ფეხი აუწყოთ დედამიწისეულ ნაბიჯებს, თქვენი რეალობა მანდაა, იქ სადაც ხართ. ახალო, შენც გეხება. მიგეჩვიე და სასიამოვნო იყო შენთან საუბრები. აუცილებლად წადი და ნახე აღელვებული ზღვა, უსმინე მას და გაერკვიე შენნს რეალობაში. მიიყვარხართ. ნათია............ „ ********* გაზაფხულს ზაფხული მოჰყვა. ჩემი მდგომარეობა არაფრით იცვლებოდა, ისევ ვერ ვერეოდი თავს, უფრო მეტიც ორჯერ საავადმყოფოშიც მოვხვდი და მუცელშიც ისევ ისე მილი ჩამიდგეს. როცა დავბრუნდი ისევ ისე გადმოიპარებოდა ხოლმე ჩემს ფანჯარაში იოანე, ვსაუბრობდით და ვეწეოდით. მეგონა მოვბეზრდებოდი, თუმცა არა. ისევ ისე ჯიუტად განაგრძობდა ჩემთან სიარულს და უფრო მეტად ვეჩვეოდი მას. ნუკა დაინიშნა, ნიშნობაზე მეც ვიყავი. მამაჩემიც თბილისში გადმოსახლდა, თუმცა წარსულს ისევ ისტერიულად ვეჭიდებოდი და თავს პატიების უფლებას ვერ ვაძლევდი. -რამდენი ხანია ქუჩაში არ გამოვსულვარ, ცოტა მცხვენია გოგონებიც უნდა წამოგვეყვანა- იოანესთან ერთად პარკში გამიშვა მაგდამ სასეირნოდ გამიშვა -ხომ თქვეს არ გვინდა წამოსვლაო, ნუ ჩაიხვიე. არ მოგწონს ცემთან მარტო ყოფნა?- ირონიულად ჩაიცინა, არაფერი მიპასუხია -გინდა ჩემს სახელოსნოში წაგიყვანო? -მაგდამ მხოლოდ პარკში გამოსვლის ნება დაგვრთო. -ხო, მაგრამ ააქვეა, უცებ დავბრუნდებით -საინტერესოა რამე? -კი.-თვალი ჩამიკრა, არ შევწინააღმდეგებივარ უკან გავყევი. რამდენიმე წუთში მის ბინაში, მის სამუშაო ოტახში ვიყავით. გაკვირვებული ვაკვირდებოდი კედელზე გაკრულ ცემს პორტრეტს -შენ სულ გარეკე -მეგონა მგეწონებოდა -შენ... მეე დამხატე? თან ასე? -ეს...- გაიცინა- ახალი არაა -აბა? -ხომ მეკითხები ხოლმე რატომ დავდივარ შენთან. აი პასუხი ეს პრტრეტია. -მაბნევ - გაბრაზებულმა გავხედე, მერე ისევ იმ პორტრეტს გავხედე, რომელიც უნდა ვაღიარო, მართლა საოცრება იყო -იმ დღეს, გამოფენაზე რომ დაგინახე .. მაშინ დავიწყე ამის ხატვა, დიდხანს გეძებდი... მერე რომ გიპოვნე, შენი აზრით გაგიშვებდი? -ყველაფერი არარეალურს ჰგავს -დამიჯერე, ყველაზე რეალურია ეს ყველაფერი.- იქვე ჩამოჯდა -ასე უბრალოდ მეუბნები ამ ყველაფერს? -კი შელამაზებას არ ვაპირებ. ყველაფერი ცხადია ისედაც ავადმყოფო! -იდოტო!- გაბრაზებულმა გავუქიანე ის რაც პირველი მომხვდა ხელში -გარეკე? ჩემი ვაზა!!! -ვაზაში როგორც ვიცი ყვავილები აწყვია და არა ფუნჯები -და რაი ფუნჯები აქყვია უნდა მესროლო? -იდიოტო! შენნ საშინელი ხარ -კი მაგრამ რატომ? - გაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა, გავბრაზი.. ოღონდ არ ვიცი რა ჯანდაბა მაბრაზებდა ასე, შეიძლება არც გავბრაზებულვარ, ზედმეტად გამეხარდა და გრძნობები ამერია -შენ ჩემი მუზა ხარ, გიპოვნე, დაგეხმარები და სამომავლოდ შენივე ნებართვით დაგხატავ, თან მხოლოდ სახეს არაა- ირონიულად გაიცინა და ჩემს მიერ გაქნეული ფინჯანი მოხერხებულად აიცილა -კი, მანამდე თუ არ შემომაკვდი! რამდენს ბედავ? -შენ არარ ხუმრობ. რა ძალებ მოგეცა. ციცქნა- გაიღიმა და კედელს მიეყრდნო-მიხარია ემოციების გამოხატვა რომ შეგიძლია -აქედან წამიყვანე -წინ მიდიხარ -წამიყვანე!!! -იმ საღამოს, იმ ბიჭის პე**ნისს რომ ითხოვდი ასე არ იყავი -გაჩუმდი იოანე! -რა? -გაჩუმდი -გტკივა? წარსული გტივა ხო? იცი ავადმყოფი რატომ ხარ? აი მაგიტომ უბრალოდ გაშვება რომ რ შეგიძლია -რა ნახე დღეს? რა გინდა? -იცი, მიხვდი რაც მინდა- მომიახლოვდა და უხეშად ამაკრა კედელზე, - მომბეზრდა უშენობა! ისედაც დიდხანს გეძებდი- ჩეემს ტუჩებს უხეშად შეეხო, მომთხოვნად მიკოცნიდა ბაგეებს და უმისამართოდ დააცურებდა თიტებს ჩემს წელზე. -შენი აკვიატებების გამო... აკვიატებების გამო ვართ ახა ასე- თიტები ჩემი შარვლის შესაკავს გაუსვა- ნელ-ნელა ზემოთ ამოყვა და მკერდთან შეჩერდა, ლავიწზე სველი კოცნა დამიტოვა. თვალები ჩემს თვალბს გაუსწორა, ტუჩები გამიშრა, მისი შეხებისგან გამოწვეული დაუოკებელი სიამოვნება ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და გულში ვნატრობდი მისი ტუჩების შეხებას -არ შემიძლია შეგეხო... არ შემიძლია შენს სხეულს ამაზე მეტად მივუახლოვდე, შენ ცუდად ხარ... უფერულ ფაიფურის თოჯინას გავხარ, რომელიც ზედმატ შეხებაზე გატყდება!- მომშორდა მერე იატაკიდან ნამტვრევები. იქაურობა ისე დავტოვეთ, თიტქოს არაფერი მომხდარა, უფრო სწორედ ის იჭერდა ასე თავს. მე ი ვიწვოდი, ცეცხლლი მეკიდა... ბოლო ერთი კვირა იოანე ჩემთან აღარ მოსულა. თავი კიდევ უფრო მარტო ვიგრძენი, თანაც დანაშაულის გრძნობაც მეტად გამძაფრდა, გარდა ამისა გამუდმებით მის სიტყვებზე ვფიქრობდი. საღამოს როცა ნათიას დატოვებული წერილის ბოლო აბზაცის გადაკითხვის დრო დგებოდა კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა ფიქრები. ჩემს ფანჯარაზე კაკუნი მომენატრა. ბოლოს ისევ გავიგე და იმ საღამოს ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვიგრძენი რა არის ბედნიერება. -სიგარეტის თერაპია? - ფანჯარასთან იგივე გამომეტყველებით იდგა იოანე, როგორც სჩვეოდა ხოლმე -მჭირდება.- ოდნავ გავიღიმე და ფანჯრიდან გავხედე -რა გჭირს -... არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი, ერთი სული მქონდა როდის მომცემდა სიგარეტს იოანე. -ასე ნუ მიყურებ -გადმოძვრა და დივანზე კუთვნილი ადგილი დაიკავა -როგორ გიყურებ? - თამბაქო არ იქნება, ძვირფასო კესარია. სიგარეტის თერაპია სიგარეტის გარეშე -არაუშავს. – -მეტ აგრესიას ველოდი, ქალბატონო.. მოგენატრე? -.... -მოდი და მომიყევი ახლოდან რა ხდება? -რა უნდა ხდებოდეს? -ცუდ ხასიათზე ხარ, გელოდები როდის აღიარებ რომ მიმეჩვიე და კიდევ თავს დამნაშავედ გრძნობ -სულ კარგ განწყობაზე არავინაა -შენ საერთოდ არ ხარ- თვალი ჩამიკრა და ქურთუკის ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო, მერე ჩემს სახეს დააკვირდა- იცი შენ რომ შოკოლადი ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს? - კი და კიდევ ნახშირწ....ბითაა გამოტენილი, მაღალკალორიულია და ისევ უბედურება ჯობია -ზოგჯელ ძალიან სისულელეებს იძახი, მეც კი ვეღარ ვუძლებ- ფილა გახსნა და მოკბიჩა, შემდეგ თავი საზურგეს მიადო - მეც ცუდ ხასიათზე ვარ ისე. -მომიყევი რა გჭირს -მომბეზრდა აქ შემოპარვები კესო- სერიოზული სახით გამომხედა. ამ სიტყვების მოსმენას მერჩივნა ვინმეს მართლა ძალით ეტენა ცხიმში შემწვარი ქათმის ფრთები. ძლივს ამოვისუნთქე, საყლაპავ მილში მძიმე ტკივილის გორგალი გამეჭედა. -შენ.. შენ არ ხარ ვალდებული აქ იარო, - ბოლოს გაღიმება ვცადე- აქამდეც ... აქამდეც არ უნდა დაგეკარგა დრო იოანე. ხომ მიხვდი, იმ დღეს რაც მოდხა..... -ხო.- ისევ ისეთივე სახით წარმოთქვა. მერე ოდნავ გაიცინა- ზუსტად ვიცოდი ამგვარად გაშიფრავდი ჩემს ნათქვამს, კესო .. ვიგულისხმე რომ აქედან უნდა გახვიდე, მერე ბევრი ვისეირნოთ, ღამის ქუჩებში ვიაროთ, ფოტოები გადავიღოთ და რავიცი... - ფეხზე წამოვდექი, დივანზე გვერდით მივუჯექი და მის მხარს მივადე შუბლი, ვიგრძენი როგორ ჩადგა გულისცემა მწყობრში, ამოვისუნთქე. ეს ის ყო ალბათ რაც უნდა გამეგო -აქ მაინც ვივლი. მხოლოდ გადმოძრომა მეზარება, მაგრამ შენთან საუბრის გამო გავუძლებ.- შუბბლზე მომაკრო ტუჩები -ვცდილობ... -ვიცი... ნუ ტირი- იოანეს შოკოლადს მივაშტერდი, შემდეგ გაუბედავად მოვტეხე და მოვკბიჩე. -სინამდვილეში იცი რა გრძნობაა? ... ის საჭმელი რაც მიყვარდა ისევ მიყვარს, მენატრება კიდეც ზოგჯერ გემოსაც კი წარმოვიდგენ... მაგრამ რომ შევხედავ უნებურად ტვინი კალორიების თვლას იწყებს და მეორე ხმა მეუბნება,რომ თუ გავსინჯავ დიდ დანაშაულს ჩავიდენ... დაპირისპირება იწყება, გონებრივი, მიხვდები ვინც იმარჯვებს ხოლმე. -ნაწილი რომელსაც ავადმყოფური ხედვები აქვს- -ხო. ყველაფერი გაცილებით რთულია ვიდრე ჩანს. ჩნდება დაკლების ავადმყოფური სურვლი და ვერაფერს ვერ ამჩნევ. მერე ნელ-ნელა იმასაც ამჩნევ, რომ ცხოვრება ძალიან უაზროა. ეს აზრები გამუდმებით მოძრაობენ, ხმაურობენ და მე არ შემიძლია გავუმკლავდე... ძალიან რთულია- მონაკბეჩ შოკოლადს დავხედე -ჩემთან ხო მოგწონს? ხომ გესმისი ის რომ ცემთვის ძვირფასი ხარ? -კი. -რაღაც სურვილები ხომ გაგიჩნდა? -კი. -მერე ახლა იმ სურვილების ასრულებაზე ჩაფიქრდი ავადმყოფურად. არაფერი მოგივა თუ შეჭამ..- გაიცინა- მართლა, თან მერე ვივარჯიშოთ ერთად და ეგაა... - მზერა მისი ტუჩებისკენ გამექცა. გამეცინა - დღემდე ვერ ვხვდები რა ჯანდაბაა ჩემში ისეთი, ამას რომ აკეთებ -... ვერც მიხვდები - შოკოლადი მოკბიჩა და ისევ ჩაიცინა- აზრებისთვის მიმართულების შეცვლა უნდა ისწავლო.. აი მერე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. აქამდე ამაზე მხოლოდ ფიქრობდი, ახლა პრაქტიკაში გადმოიტან! -თავს იღუპავ, ხომ ხვდები რომ ჩემთან ურთიერთობა ენერგიას გაცლის, გღლის და.. -ჩშ.. ეგ აღარ თქვა და კიდევ ქმედება რომ საპირისპირო დ ბრუნდება იცი ხო? -აშკარად არ გახსოვს ნიუტონის კანონები -დაივიწყე. მე დავწერ ახალ კანონებს! - შოკოლადის ჭამას შვყევი, ამასობაში. რომ გავაცნობიერე გამეცინა. -ნახევარი საათი არ წახვიდე... -კარგი, მაგრამ დაგაბამ მაშინ, დალურჯებამდე აზიდვების კეთებაც რომ არ დაიწყო -...კარგი.- საკმაოდ დიდხანს დარჩა იმ ღამით იოანე, განა აქმდე არ მესაუბრებოდა? მაგრამ იმ საუბარმა ყველაფერს სხვა ფერი მისცა და მეორე დღეს პატარ პატარა ბრძოლიისთვის საჭირო ძალები გაჩნდა. გოგოებთან ერთად ვისაუზმე. ანის უეთესობისკენ გადადგუმი ნაბიჯებიც მიხაროდა, უფრო მეტად ვიდრე აქამდე. -ორი წლით ჩამოვრჩი ცხოვრებას- ღიმილით დაასრულა კუთვნილი ულუფა და გამომხედა. -ახლა დაუბრუნდები- გაუცინა ნაიამ -ხო, კარგი გრძნობაა როცა საჩვენებელ და შუა თითებს საღ მდგომარეობაში ვხედავ... - ჩაიცინა- დღეს მივდივარ... მომენატრებით და იცოდეთ, მალე უნდა გამომყვეთ უკან, ყველანი!!! შენც კესო დეიდა მათ შრის -პატარა ანა უფროს დეიდას არიგებს? ნაიც ხომ თითქმის ჩემი თანატოლია - კი, მაგრამ ვიცი ის აუცილებლად მომყვება, სულ მალე. შენ ვერ გამჩნევ -ვერც მე- ნაიამ მხარი აუბა...- მე მიზანი მაქვს, ვასრულებ კიდეც 21- ე დაბადების დღეს ჩვეულებრივი მოკვდავივით შევხვდები. აი შენ კი ისევ ჩვენს მოსატყუებლად ყვები იმას თუ როგორ დაუკრავ გიტარაზე.. არადა კარგად ვიცი ის გიტარა სულ ერთადგილზე გახატია -ხო, მეც ვიცი.. აი ვეთანხმები ნაინას - გოგოებოო- გულიანად გამეცინა...- იქნებ მეც გამიჩნდა სურვილები -მაინც ცუდი ხარ! ამის შესახებ არ გითვამს და. ანუ? -იქნებ ამ წამს გამიჩნდა... თქვენთან ერთად სადმე კაფეში საუბარი.. ნაია მოჰყვება იმაზე თუ როგორ ღლის ბევრი მეცადინეობა. სოფო თავის უნივერსიტეტზე მოგვიყვება. ანა თავის გამოფენაზე და სამხატვრო აკადემიაზე ისაუბრებს... მე... მე მოვყვები, რომ მსიამოვნებს... როგორ ვასწავლი პატარა ადამიანებს კითხვას, მოვყვები სახლში გაკეთებულ რემონტზე და იმას მოგახარებთ რომ მე და იოანემ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. შემდეგ კი ბაღში წავალ, ჩემი დისშვილის გამოყვანა რომ არ დავაგვიანო- ყველაფერი ისე ნამდვლი იყო, ყველაფერი ისე ნათლად წარმოვიდგნე წამით მეგონა მართლა კაფეში ვისხედით. ცრემლები წამომივიდა....- ჯანდაბა! -არა...- სიცილით გადამეხვია სოფია- ეს ნამდვილი იყო... ნამდვილი- სიცილ ტირილი დაიწყო ანიმ, საბოლოოდ კი ოთხივე ერთმანეთზე გადაკვანძლები ბოლო ხმაზე მოვთქვამდით. ვამბობ იმ დღეს ახალი ძალები გამიჩნდა-მეთქი. თითქოს ნელ-ნელა ვივიძებდი. კიდევ კარგი ეს ყველაფერი არ განელებულა. ერთ თვეში როცა სასწორზე დავდექი ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. -არ მჯერა...- მხარზე თითები შემახო ნუკამ. - 41... -ჯერ ისაა დაუჯერებელი ადამიანს,რომ ჰგავხარ, შემდეგ ის რომ ეს გიხარია- გადამეხვია და ისევ ავტირდით. იმ დღეს ის ცენტრი სოფოსთან ერტად დავტოვე. ნუკა სახლში მარტო გავუშვი და მე იოანეს ბინისკენ წავედი. მოულოდნელი სიურპრიზი უნდა გამეკეთებინა. კარზე დავაკაკუნე და დაველოდე ბატოონს -ცოტაც და გადამშ.. კესო!- საუბარი შუა გზაში გაუწყდა და გაბრწყინებული თვალებით ამათვალიერა- კესო! -მოვედი- ამჯერად მე გადავდგი ნაბიჯი და საღებავში ამოსვრილს გადავეხვიე -შენ -გამოვედი... -არ მჯერა... არაა..- მომშორდა და ლოყაზე მომწ=ქაჩა- ნამდვილია... ეეე კესოო- სიცილით გადამეხვია, მერე ტუჩები დამიკოცნა და მე ისევ მივადექი პარალელური სამყაროს საზღვარს -ნუ მბრწკენ ლოყაზე! -შემოდი.. რა მაგრად გამოიყურები, მთელი ორი დღეა არ მინახავხარ და მგონიაა საუკუნის უნახავი მყავხარ.. -ამიერიდან ხშრად გნახავ ხოლმე. ვერ მომიშორებ -მშვენიერია. ამისთვის ვიბრძოდი, ლამის გავჭაღარავდი ეს ბუმბერაზი პიროვნება.- ისევ ჩემი ტუჩები დააგემოვნა, - ვუახლოვდები მიზანს -ისე იმეორებ მგონია,რომ მხოლოდ ჩემი დახატვა გინდა, მერე მიმაგდებ - უფანტაზიო ხარ -თვალი ჩამიკრა- მაგის მერე დაიწყება ყველაფერი -ვერ გიტან ზოგჯერ!! -ვაზები და ფინჯნები უნდა გამეტანა.- მის გულზე მივადე თავი , გავიტრუნე და საყვარელი მელოდიის მოსმენა დავიწყე -ფსკეზე დალექილი იმედის სხივები... - ამოვილუღლუღე და კისერში ვაკოცე. ********** წვიმა, ზღვა და ტალღების ხმა, წელზე იოანეს თიტებს ვგრძნობდი. არ მციოდა, ყველაფერი კარგად იყო, იმაზე კარგად ვიდრე წარმოვიდგენდი. -მოგწონს? -ძალიან. -დამშვიდდი? -კი, მაგრამ მაინც არ დამავიწყდება -ხო როგორი დასავიწყებელია, საკუტარი შვილი ვერ გაარჩიე ექოსკოპიის ფოტოზე -იოანე.. ჯერ ვირისაა.. რა ჩემი ბრალია?- ისევ გადმომცვივდა ცრემლები -ნუ გადამრევ!!! ნუ ტირი, ამერე რამოხდა? -როგორ ავუხსნა რომ ვერ გავარჩიე! რა ცუდი ვარ, მომავალი შვილი ვერ შევამჩნიე! -დაწყნარდი ნუ ნერვიულობ ასე .. - სიცილით მომხვია ხელი- დაივიწყე, აარაფერი ვუთხრათ საერთოდ ამაზე - ხო? -ხო... წავიდეთ ახლა, არ გამცივდე- -კარგი... - ლოყაზე ვაკოც, ზღვას გავხედე შემდეგ კი იოანეს გავყევი. -დეკრტში როდის გავდივართ? -იოანე ჯერ სულ რარაც 1თვის ორსული ვარ! -ხო მაგრამ რომ დაიღალო -პირიქით კარგია ბავშვებთან ურთიერთობა, რა დაღლა!! -უკვე მჩაგრავ, კიდე მიყვირი -ნუ მაბრაზებ -კიდევ კარგი მე არ დავიბენი და გავარჩიე ბავშვი, დარწმუნებული ვარ მომკლავდი! -აუუ იოანეეე- მხარზე ვუჩმიტე, მერე კი სიცილით ავეკარი გულზე. გავიგე ჩემი საყვარელი მელოდია და ისევ ისე ზერეალურ სამყაროში აღმოვჩნდი. მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები ნათიასი, და სულ გამახსნედება მისი ბოლო სიტყვები , რომ ვიპოვნო ჩემი საკუტარი რეალობა. ალბათ ჩემს შვილსაც მოვუყვები მასზე, მოვუყვები და ვეტყვი იმას, რომ ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან და მანამ სანამ მათ ფიზიკურ მონაცემებს და სხვა მახასიათებლებს განვსჯით მანამდე შევაფასთ მათი ადამიანობა. ვასწავლი იმას,რომ არასდროს დაცინოს სხვა ადამიანებს. ვასწავლი იმას,რომ უნდა ისწავლოს პატიება და არ მისცეს უფლება წარსულს, მისი მომავალი გაანადგუროს. ვასწავლი იმას, რომ ყველაფრის მიუხედავად არსებობენ ადმიანები. ადაიანები, რომლებიც ფსკერზე დალექილ უკანასკნელ სხივებს - არ მისცემენ გაქრობის საშუალებას. და სასრული.... ******** ბოდიში შეცდომებისთვის, მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ :))) რიგით მესამე ''რაღაც ისტორიაა'' და მე ისევ გისმენთ....... უცნაურად ვგრძNობ თავს და კიდევ მეშინია იმის,რომ ატვირთვას ვინანებ ;დ თუ რამეს შენიშნავთ მაინც, თუ რაიმე დაგამახსოვრდათ და ა.შ. მიაკომენტარეთ ;დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.