შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბნელის ნაპერწკალი


31-03-2021, 17:40
ავტორი კატრინა
ნანახია 766

იქ, სადაც აღარავინ აღარასდროს მივა. იქ, საიდანაც ყველაფერი შემზარავად მოჩანს. იქ, სადღაც ქვემოთ გოგო ცხოვრობს. სუსტი გოგო ცოცხლობს. გრძელთმიანი გოგო, შეშინებული, მარტოდდარჩენილი ლამაზი გოგო... მიატოვა ხალხმა, მიატოვა შეშლილმა ბრბომ და განა ვინ დარდობს სულაც ამაზე... შეშლილი მზერით შეშლილი ქალი ყოველ წამ და წუთს ფიქრობს ამაზე. განა რა ნახეს მასში ასეთი, რომ არც ერთს შებრალებია, განა ბევრს, არცერთს!... ფიქრობს, თმას იწეწს, ცდილობს გაიგოს!... ცდილობს გაიგოს, ნუთუ მართლაც ამხელა მიუძღვის ბრალი?! დგება, მხრებში იმართება, კრთება, ტყიდან მოსული აფრთხობს ყმუილი... სულ დაუცველი დატოვეს საცოდავი, უსუსური ქალი... გადადგა ნაბიჯი, წინ წაიწია, თითქოს სინათლის ნიშანწყალს გამოჰკრაო თვალი... ისევ სიბნელე და ისევ წყვდიადმა გამოჰყო ხელი... გული იბზარება, ფრთხილად იხაზება და მინასავით პატარა ნაწილებად იშლება სხეულში. მუცელი ეზნიქება, დიაფრაგმის შეკუმშვას გრძნობს, სუნთქვა ეკვრის, ბაგე ეხსნება და თითქოს გრძნობს როგორ ნელა, მტანჯველად სძვრება სული... დაღლილი თვალიდან მაინც ახერხებს ცრემლი გადმოღვენთას... დგას ქალი, შავებში შემოსილი და გარშემოც ბნელა. მის ირგვლივ ყველაფერს დაუკარგავს არსებობის ძალა და აზრი... ბოლო წუთებია, იცის ბოლო წამებია, ხვდება ბოლო ბგერებია, მიხვდა უკანასკნელი ცეკვაა მისთვის... ღიღინებს, ჩუმად ღიღინებს მელოდიას და მთელი გრძნობით იწყებს ცეკვას. ყველა მოქმედებას, ყველა მოძრაობას ტკივილით აღსავსე კვნესას აყოლებს. კი-ის მიატოვეს, კი-ის ყველამ დატოვა, დიახ-არავინ აპატია სისუსტით ჩადენილი დანაშაული... ის ახლა აქ დგას, ის ახლა სხეულის თითოეული ნაწილის, თითოეული კუნთის, ნერვის დასკდომის მიუხედავად მაინც განაგრძობს მტანჯველად ლამაზად ცეკვას. მელოდია იწურება, მუსიკის დასრულებამდე თითზე ჩამოსათვლელი წამებია დარჩენილი. იცის, რომ მოკვდება, იცის, რომ უმოქმედო გახდება, იცის, რომ ვეღარაფერს შეძლებს, იცის, რომ ქვეყანას ტოვებს, სამყაროს ტოვებს, გალაქტიკიდან შორს, ძალიან შორს მიდის, ყველაფერს ტოვებს და უბრალოდ უჩინარდება... აღარაფერი დარჩება მისგან, აღარც აღარვის ემახსოვრება მისი არსება ადრე თუ გვიან... ასეა, ყველანი ვიბადებით და ვკვდებით, სიკვდილის შემდეგ კი ჩვენგან ოდესღაც ნამცეციც აღარავის რჩება. ღიღინს არ წყვეტს, უკვე შემზარავად გაისმის მისი ბაგიდან წამოსული თითოეული ბგერა, თვალიდან გაყინულ სახეზეც ახერხებს ცრემლი გადმოხეთქვას, სხეული ეჭიმება ჰაერი კვლავ არასაკმარისი ხდება, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და-რჩება! ყველაფერი ასე უბრალოდ რჩება... წყდება, არც კი მთავრდება. უბრალოდ გაწყდა პატარა გოგონას სიცოცხლე და გაუვალ ტყეში სიბნელემაც სამარადისოდ დაისადგურა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent