შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 10 (დასასრული)


2-04-2021, 20:39
ავტორი zia-maria
ნანახია 2 545

  რატომ არსებობს ადამიანები სიბოროტით და სიძულვილით სავსე და თავიანთი არსებობით სხვას ცხოვრებას უმწარებენ, რატომ არსებობენ ასეთი არარაობები და ამაზრზენები. ჩაფიქრებული იჯდა და მოწყვეტილი იყო თითქოს სამყაროს, მაგრამ კარის გაღების ხმაზე შეკრთა და ისევ ერთ კუთხეში მიიმალა, ფეხის ხმა კი უფრო და უფრო მკაფიოდ ესმოდა და უახლოვდებოდა, შიში კი უფრო მძაფრდებოდა. ყელში ცრემლის ბურთულა ჰქონდა გაჩხერილი სად უნდა წასულიყო, ვერსად ვერ მიდიოდა თვალებზე ხელები აიფარა და დაელოდა. გაუსაძლისი გახდა ლოდინი, მაგრამ თვალები არ გაახილა, რადგან მის სუნთქვას ძალიან ახლოს გრძნობდა. მხარზე ხელით შეეხო და შეხტა, ფეხზე წამოხტა კედელს აეკრა და შიში უფრო გამძაფრდა. ალექსანდრე იდგა,  უყურებდა და გრძნობდა რომ მას მირანდა მონსტრად აღიქვამდა, არადა მისი თვალები ძალიან დიდ სინანულს გამოხატავდა.
-მოვედი, როგორ ხარ.
-კარგად ვიყავი სანამ შენ შეგხედავდი.
-ვხედავ რომ ისევ ტირი. მირანდას შიში გაუქრა და გამბედაობა მოემატა.
-ნეტავ რატომ ვტირი, გაგიკვირდა ხომ?
-მირანდა ვიცი რომ დავაშავე და ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას.
-თუ მარტო დამტოვებ უკეთესად ვიქნები.
-მირანდა არ ვიცი როგორ  გთხოვო, მაგრამ გავბედავ და გეტყვი.......................
გთხოვ დამიბრუნდი.  ჩემი მიზეზით, რომ შენს თვალზე ცრემლი გაჩნდა მინდა მე მოგიწმინდო ის ცრემლი და გთხოვ ნუ ბრაზდები რადგან ვერაფერს შეცვლი.
-წაეთრიე და მარტო დამტოვე....................
-მე დამთმობი ვარ, მაგრამ მინდა ესეც გაითვალისწინო რომ ყოველთვის არ იქნება ისე როგორც შენ მოისურვებ.
-მარტო დამტოვე, უკვე შენი დანახვაც კი გულს მირევს. ალექსანდრეს თვალები ჩაუწითლდა და მისმა ხმამაც დაიქუხა.
-ნუ მაიძულებ ჩემში მხეცი გააღვიძო, შენ უკვე ჩემში გაიდგი ფესვები და სითავხედე მოთოკე. ერთი თავით მარალი იყო ალექსანდრე მირანდაზე, მაგრამ თითქოს შიში გაქრა და ახლოს მივიდა ალექსანდრეზე მაღალი იყო იმ წუთებში და მას ზემოდან დაჰყურებდა და თვალმოუშორებლად დაუსვა კითხვა.
-ოდესმე გიტირია? მაგრამ რომ მითხრა კიო მაინც ვერ დამაჯერებ, ადამიანი რომელიც სხვისი ტკივილით საზრდოობს ის ვერასოდეს ვერ იტირებს.
-მირანდა არ გინდა...........................
-მე არ უარვყოფ რომ მიტირია, მიტირია და ძალიან ბევრჯერ ბავშვობაში როცა წავიქცეოდი და მუხლებს ვიტკენდი. ვტიროდი მაშინაც როცა დედა დამტუქსავდა და სათამაშოდ არ მიშვებდა, ძალიან ვიტირე როცა მამა წავიდა ჩვენგან და უკვე ერთი თვეა ჩემს საკუთარ თავს ვტირი და ვნანობ კიდეც. გაგიკვირდა? ნუ გაგიკვირდება, მე საქართველოში დაბრუნების წუთებს ვნანობ და იმ დღეს ვნანობ როცა შენ გადაგეყარე გზაზე. არ ვიცი რა გადაიტანე და რა შეგხვდა ცხოვრებაში, რა სირთულეები გქონდა, მაგრამ აშკარაა რომ შენი სული ამღვრეულია და იმიტომ  აიმღვრა რადგან  შიგ ყველა სიბინძურე გაქვს ჩაყრილი. ამპიციური ხარ და გინდა ყველაფერს მიაღწიო რასაც დაისახავ მიზნად, მაგრამ ცხოვრებაში უკან დახევაც უნდა გესწავლა. შენ უკან არ იხევ და რატომ? არ გინდა თავი წაგებულად იგრძნო და გინდა შენს ტვინში შექმნილი ილუზიები რეალობაში აისრულო, მაგრამ სწორედ ამიტომ გიხდება რომ ჩაიდინო ბევრი უსამართლობა, დახოცო ადამიანებიც. გგონია რამეს აკეთებ და ვინმე ხარ? არა, შენ არავინ არ ხარ, ადამიანს ვისაც რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს მისი ნდობა როგორ უნდა შეიძლებოდეს. იცი რა მიკვირს? ყოველ დღე იმის მოლოდინში ხარ არ იცი რომელი კუთხიდან გესვრიან და შენი სიცოცხლეც დასრულდება, რას უტოვებ საყვარელ ადამიანებს. ჩაფირდი, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ შენმა წლებმა უკვე ფუჭად ჩაიარა. როგორც უამრავი გაქრა ამ სამყაროდან  შენც ისე გაქრები, მაგრამ იმ უამრავიდან ადამიანებმა თავიანთი სახელები დატოვეს, შენ კი რას ტოვებ გარდა იმისა საფლავზე დაწერილი დაბადების და გარდაცვალების თარიღი გქონდეს, ასეთი არარაობა ან ვინ და რატომ უნდა გაგიხსენოს.
-დაასრულე?
-დავასრულე, მაგრამ საინტერესოა გაქვს რამე სათქმელი?
-ასეა თუ ისე ჩვენ ვინც ასეთი ცხოვრებისთვის ვცხოვრობთ, მხოლოდ უზენაესის დაწესებული სასჯელს მივიღებთ და არა შენსას.
-უზენაესის სასჯელი იქნება სწორედ ძალიან მკაცრი და დაელოდე ისიც მალე მოვა შენამდე. ალექსანდრემ ხელები უკან შემოიწყო და ფანჯარასთან დადგა, რამოდენიმე წუთი მდუმარედ იყო, შემდეგ ფანჯარა გააღო და სიგარეტს მოუკიდა.
-მირანდა ცხოვრებაში ძლიერი უნდა იყო რომ არ დაგჩაგრონ, თუ არ იქნები ფხიზლად და არ იქნები ძლიერი ისე გადაქთელავენ როგორც გზის კიდეზე ამოსულ ბალახს. მე რომ ძლიერი არ ვყოფილიყავი დღეს ჩემი ძვალიც არ იქნებოდა, ბევრჯერაც დავეცი და იმ ბევრჯერ მხოლოდ ჩემით წამოვდექი. მარტოდ დარჩენილი ადამიანის ბუნება მგლის ბუნებას ჰგავს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და არსებობისთვის იბრძვის. მზად არის თავის თავისთვის ყველა გამონაკლისი დაუშვას, სხვას კი ამ გამონაკლისს არ აპატიებს. შეიძლება მე ახლა არარაობა ვარ, მაგრამ მეც ვიყავი ვიღაცისთვის მთელი სამყარო. იყო ის დროც, როცა ყოველი ახალი გათენებული დილას ახალი გეგმით ვხვდებოდი, მაგრამ იმ ერთმა უბედურმა დღემ ჩემში  ყველაფერი შეცვალა და უკუღმა დაატრიალა ჩემი ბედის ბორბალი, სწორედ იმ დღიდან ვცხოვრომ ერთი დღით და ჩემთვის სიტყვა ხვალ არ არსებობს, რადგან არ ვიცი ვიცოცხლებ თუ არა ხვალ. სიტყვა ხვალ ჩემთვის ზედმეტი ტვირთია, შენ კი მართალი ხარ ჩემს ცხოვრებას ცხოვრება აქ ჰქვია, მე მხოლოდ ვარსებობ. მირანდას გულზე მოხვდა ალექსანდრეს სიტყვები და თვალზე მოწოლილი ცრემლი არ გამოაჩინა.
-ნუ გახრჩობს ცრემლი ჩემს გამო, დღესვე რომ მოვკვდე დამტირებელი და სანთლის ამთები არავინ მყავს. მხოლოდ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში და თუ მეტყვი რომ  ჩემს გვერდით იქნები ყველაფერს მივატოვებ და აქედან შორს წავალ შენთან ერთად. მირანდა გაშეშდა, მაგრამ მალე მოეგო გონს და ალექსანდრეს უთხრა.
-3 წლის ასაკში ჩამომიყვანა დედამ, შემდეგ მამა გარდაიცვალა და სულ აქ დავრჩით. დედა არ იყო ასეთი, მაგრამ რაც უფრო დრო გადიოდა ის უფრო და უფრო ბრმავდებოდა. გახარბდა, სიმდიდრისა და ფულის გამო უნდოდა გავეთხოვებინე . წარმოიდგინე მან მეც კი დამაჯერა და დამრწმუნა რომ გიორგის უყვარდი და მხოლოდ მასზე შემეძლო დაქორწინება. მე ძალიან შევცდი დედას რომ დაუჯერე, მისი ტყუილები მჯეროდა და მასთან ერთად შეცდომებიც კი დაუშვი. მე ამ ერთ თვეში გავიზარდე, გაგეცინება, მაგრამ ეს სიმართლეა მე მართლა გავიზარდე, მაგრამ გგონია ისე დავბრმავდი იმის მერე რაც შენ გამიკეთე როგორ შევძლო შენს გვერდით ვიცხოვრო და შენთან ერთად ერთ საწოლში დავიძინო. მეზიზღები, ისე ძალიან მეზიზღები შენი ატანაც არ მაქვს. აქამდე მშვიდად მყოფი ალექსანდრეს თვალებში სიბრაზე მოაწვა და მასში ისევ გაიღვიძა მირანდას მიმართ სურვილმა და ვნებამ, სწორედ მისი სიუხეშე და უარი შლიდა ჭკუიდან. ცდილობდა, ძალიან ცდილობდა თავის თავისთვის კონტროლი გაეწია, მაგრამ გრძნობდა რომ ვერ შეძლებდა და მირანდასკენ წავიდა, მაგრამ მირანდა ადგილიდან არ დაიძრა და ალექსანდრეს თვალებში უყურებდა. თითქოს მოდრიკა მისმა სითამამემ ალექსანდრე და მიუხედავად იმისა იცოდა რომ მას მისი სიტყვებით უფრო აქეზებდა და აბრაზებდა უკან დაიხია, ალექსანდრემ უკან დაიხია  ჩქარი ნაბიჯით დატოვა ბინა, გაბრაზებული და ნერვებ მოშლილმა ტელეფონზე დარეკა.
-დოზა მინდა, ჩვენს ადგილზე მოდი.
-ვერ მოვალ.
-ვფიქრობ დაგავიწყდა ვის ელაპარაკები, ნახევარ საათში დათქმულ ადგილზე მოხვალ, დაგვიანებას არავის ვპატიობ. ტელეფონი გათიშა და ნაცნობ ნომერს უპასუხა, რომელსაც უკვე დღეებია ელოდა.
-გისმენ, მზად არის?
-მზად არის, როდის წაიღებ.
-ახლავეს მოვალ. ალექსანდრემ სვლა შეანელა და უკან გაბრუნდა, სიხარულით თვალები უბრწყინავდა რადგან სწორედ ის აქვს ხელთ რასაც ელოდა, მაგრამ უეცრად რაღაც გაახსენდა და ტელეფონზე დარეკა.
-გისმენთ.
-უნდა შეგხვდე.
-არ შემიძლია, ქალაქიდან გავდივარ.
-ერთი საქმეა რომელშიდაც დიდ თანხას გადაგიხდი, თანხა ხელზე მაქვს.
-თანხა რამდენია.
-20,000$
-სერიოზულად.
-სერიოზულად.
-როდის და სად შევხვდეთ.
-მკვდარ სასაფლაოზე, როგორც ყოველთვის. საქმე მოაგვარა და ღაუღიღინა კიდეც, სიგარეტიც გააბოლა და ნაცნობ ადგილსაც მიუახლოვდა, მანქანა გააჩერა თუ არა მკერდამდე ჭაღარა წვერით ასაკოვანი მამაკაცი მიუახლოვდა და მიესალმა.
-უფროსო ფეხი როგორ გაქვს.
-მორჩა უკვე თითქმის.
-შენ ასე რა გიხარია, ვხედავ მთელი სახე გიღიმის.
-დღეს ძალიან კარგად ვიქნები, როცა შენი შექმნილი სასწაულით გავისტუმრებ იმ ქვეყნად სასურველ პიროვნებას.
-აქ მაქვს, აიღე და ფრთხილად იყავი ეს კი მისი ჩამრთველია სადაც გინდა დადექი და შენი თვალით უყურე რაც მოხდება, 50 მეტრში გაანადგურებს შენთვის არასასიამოვნო პიროვნებას.
-შევხმიანდებთ, ეს კი აიღე.
-როცა გინდა, მე ყოველთვის აქ ვარ. ალექსანდრე თვალებგაბრწყინებული უყურებდა მის გვერდით დადებულ პატარა შავ ჩემოდანს და მამაკაცს ხელის აწევით და შემდეგ სიგნალით დაემშვიდობა. მიდიოდა და სიხარული მიყვებოდა ფეხ და ფეხ, გზამ ის ერთ უკაცრიელ ადგილზე მიიყვანა სადაც მხოლოდ  გაფუჭებული და დამტვრეული მანქანების მეტი არაფერი არ იყო. უეცრად რაღაც ცუდი  შეგრძნება დაეუფლა და სხეული არ დაემორჩილა მანქანიდან გადასულიყო, არწივივით  მახვილი თვალი ჰქონდა და ყველა წერილს ათვალიერებდა, დაინახა მისი მსხვერპლიც ჯერ კიდევ პირტიტველა ბიჭი იყო რომელიც ცხოვრებას სულ ახლა იწყებს და აზრი არ აქვს რა ბინძური სულის ადამიანებით არის სავსე სამყარო. მანქანიდან გადავიდა და ჩანთით ხელში ბიჭუნასთან მივიდა, მაგრამ ჯერ შორიდან დაუსტვინა, ბიჭმა უცებ შემობრუნდა და ალექსანდრე აათვალიერა.
-გამარჯობა.
-თქვენ დამირეკეთ?
-კითხვას მხოლოდ მე დაგისვამ და რადგან აქ ხარ ჩემს წინ, ესე იგი შენ ხარ ის ვისაც ველაპარაკე.
-ნახევარი საათის წინ დამირეკეთ.
-შენც მოხვედი და აქ ხარ.
-რა უნდა გავაკეთო.
-ჯერ შეთანხმებული თანხა აიღე და ეს ჩანთა უნდა მიიტანო იმ მისამართზე რომელიც ამ ფურცელზე წერია.
-ჩანთაში რა დევს.
-შენ ჩანთის წაღება გევალება და არა იმის გაგება, რა დევს ჩანთაში.
-მაშინ არც ჩანთას წავიღებ და არც ფულს ავიღებ. 
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ აქ როგორც ხედავ არავინ არის და ალბად ორი სამი დღის შემდეგ აქ ვიღაც ნახავს შენს უსულო და გაციებულ გვამს. ბიჭს შეეშინდა და ალექსანდრეს შეხედა.
-კარგი, კარგი, მომეცი მისამართი და წავალ.
-კონვერტში დევს ფულთან ერთად. შეთანხმდნენ და ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს, მაგრამ საერთოდ რომ არ ელოდა ალექსანდრემ მახოს ხმა გაიგონა.
-ადგილზე დარჩი და არ გაინძრე, შენთვის უკეთესია თუ დაგვნებდები იტალიელო. ალექსანდრემ ბიჭს შეხედა გაბრაზებულმა და უთხრა.
-შენ გამყიდე .
-არა, არა მე არავისთვის მითქვია სად მივდიოდი. მახომ მიზანში ამოიყვანა ალექსანდრე და დავითს უთხრა.
-ბიჭს მიხედე, როგორმე უნდა შეძლო და ის ჩანთა სადმე დატოვოს. შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, მაგრამ ალექსანდრეს ხმამ უფრო გაუმძაფრა შიში.
-კვალში მომყვები პოლიციელო, სანამ შენ მომკლავ მე უნდა მოგკლა და მერე უსიტყვოდ დავნებდები სიკვდილს. ბიჭი დაიბნა და ვერ მიხვდა რა ხდებოდა ალექსანდრეს შეშინებული თვალებით უყურებდა, ალექსანდრე კი ჩანთას არ აცილებდა თვალს და თან მახო ყავდა მიზანში ამოღებული. ვერ მიხვდა ბიჭმა რა ხდებოდა და ალექსანდრესი ძალიან  შეეშინდა, მაგრამ მიხვდა რომ მაგრად გაება. დავითი მანქანებს ეფარებოდა და ცდილობდა ბიჭს შეემჩნია და მოახერხა კიდეც, ბიჭმა შეხედა დავითს და იმედი გაუჩნდა, დავითმა ტუჩებზე მიიდო ხელი და ანიშნა ჩუმად ყოფილიყო, თან ჩუმად უთხრა.
-უნდა შეძლო და ჩემამდე მოხვიდე.
-ვერ შევძლებ, მესვრის.
-ჩანთაში ბომბია, დადე მანდ  და თავი გადაირჩინე. დამტვრეულ მანქანას მოეფარა თავად, ბიჭმა ჩანთა ერთ ძველ მანქანაში შეაგდო და თავადაც ძირს გაწვა, ბომბი აფეთქდა როგორც ვარაუდობდნენ და როცა ყველაფერი მიწყნარდა ალექსანდრე იქ აღარ იყო, დავითი ბიჭთან მივიდა და ის შიშისგან შოკში იყო, წყალი მიაწოდა და ტელეფონი ჩამოართვა იქ კი შეტყობინება მოვიდა ალექსანდრესგან.
,,ძალიან მწარედ გადაიხდი დღევანდელი დღისთვის''. ინფორმაციამაც მალე გაჟონა ტელევიზიაში, გიორგიმ ტელევიზიიდან გაიგო აფეთქების შესახებ და მახოს დაურეკა.
-გიორგი.............
-როგორ ხართ კასკადიორებო.
-ცოცხლები ვართ, მაგრამ გაიქცა.
-ის ყოველთვის ახერხებს გაქცევას.
-ქვეყანას ვერანაირად ვერ დატოვებს, დრწმუნებული ვარ მალე  მოვა ხელ-ფეხ შეკრული ჩემს კაბინეტში სტუმრად.
-წარმატებები, თუ დაგჭირდე..................
-მადლობა გიორგი.
-უფროსო მივაგნით მაფიოზის ბინა.
-სად ხართ, ლოკაცია ჩამიგდეთ და მოვდივარ.
-მარტო ეს არ არის, უფროსო დაკარგული მირანდა  ცალქალამანიშვილის ანგარიშზე ძალიან დიდი თანხა დაირიცხა.
-მართა აქ საქმეს შენ მიხედე, ბიჭებო თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ მნიშვნელოვანი ოპერაციაზე გავდივართ. ყველა შეიარაღებული და მზად-ყოფნაში იყო მხოლოდ მახოს ელოდნენ და მანაც მიიღო თუ არა  მისამართი ჯგუფთან ერთად გავიდა, ისინი ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მივიდნენ და მოცემულ მისამართზე მრავალსართულიანი შენობა დახვდათ. ფრთხილად მოქმედებდნენ და მე-12-ე სართულზე ავიდნენ. კართან მამაკაცი იდგა და უცხო სტუმრების დანახვაზე იარაღისკენ წაიღო ხელი, მაგრამ მიხვდა რომ ვერსად გაექცეოდა მათ და გაჩერდა.
-კარი გააღე. უბრძანა მახომ და ბინაში შესვლამდე ჯერ დააპატიმრა ის ვინც ასე თავგამოდებით იცავდა ალექსანდრეს საიდუმლოს, მახოს გული ეტკინა მირანდას რომ შეხედა საშინელ მდგომარეობაში, გამხდარი და თვალებჩაცვენილი, ფერდაკარგული, სიცოცხლე წართმეული და მიუხედავად იმისა კარგად ახსოვდა მირანდა როგორი ამაყი და შემტევი იყო ახლა მის წინ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალი იდგა.
-მირანდა როგორც იქნა გიპოვეთ.
-თქვენ მიპოვეთ, მაგრამ მე აღარ ვარსებობ.
-სასწრაფო გამოიძახეთ და უნდა გადავიყვანოთ, თქვენ კი ყველაფერი კარგად დაათვალიერეთ შესაძლოა რამე ვიპოვოთ ხელჩასაჭიდი. მახომ გიორგის დაურეკა და მირანდას შესახებ უთხრა, გიორგი ლილიასთან ერთად მივიდა კლინიკაში სადაც თეონა ექიმი უკვე ყურადღებით აკვირდებოდა მირანდას. თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ თეონამ ლილიას დაუძახა და ცრელმორეულმა ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-საშინელი ნაწამებია, სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება და მარტო ეს რომ იყოს, ის ორსულად არის.
-ორსულად?
-ლილია მის სხეულში ორი პატარა სიცოცხლისთვის იბრძვის.
-ღმერთო, მას ტყუპი შვილები ეყოლება.
-მირანდას რთული ცხოვრება ერგო და ამ რთულმა ცხოვრებამ მას ორი შვილი აჩუქა ალბად ეს იმიტომ, რომ ცხოვრება გააგრძელოს, მაგრამ მოინდომებს ის ამ ბავშვების შენარჩუნებას, გაჩენას და აღზრდას?
-ძალიან რთულია მასთან შესვლა და მისი ნახვა. 

  ცრემლები, მაგრამ სახის არცერთი კუნთი არ მოძრაობს, თითქოს საწოლზე გაყინული სხეული დევს. თვალდახუჭული იწვა და სხეული შიგნიდან ეწვოდა,  თითქოს ლავას ამოეხეთქა ყველაფერს წვავდა და ანადგურებდა. უნდოდა ეტირა, უნდოდა ეყვირა მაგრამ მაინც უმოძრაოდ ნახევრად მკვდარი სხეულით იწვა, მხოლოდ თვალებში ვერ დატეულიყო ტკივილი და სევდა, ისინი თვალებიდან გადმოვიდნენ დაუკითხავად და თავს უცნაურად გრძნობდა. თვალი გაახილა და საწოლთან გიორგი დაინახა, ისევ დახუჭა თვალები და ჩურჩულით თქვა.
-არ მახსოვს რა მოხდა, მახსოვს  მხოლოდ ღრმა ძილის შემდეგ კოშმარში გავიღვიძე და მალე ის კოშმარიც ჯოჯოხეთად გადაიქცა.
-დამშვიდდი, დასრულდა რთული დღეები და ამიერიდან მშვიდად იცხოვრებ.
-ვინ იყო, ჩემგან რა უნდოდა, რატომ დააბნელა ჩემი ფერადი სამყარო. რატომ მე, რატომ მე ასეთი განსაცდელი. რატომ დამტოვა ასეთი დაბნეული, გაუბედურებული და შემატოვა მხოლოდ სისხლისფერი ფიქრები, ან იქნებ ეს ჩემი სიცოცხლის დასასრულია და სიკვდილის დასაწყისი.
-გაჩუმდი, შენ არ გაქვს უფლება სიკვდილზე ილაპარაკო. უთხრა მკაცრად ლილიამ და გიორგისაც გაუკვირდა მისი სიტყვები, მირანდამ ლილიას შეხედა და ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს, ლილიამ კი მიუახლოვდა და მშვიდად უთხრა.
-შენ არ გაქვს უფლება სიკვდილზე ილაპარაკო, როცა აქ შენს სხეულში ორი პატარა იბრძვის სიცოცხლისთვის, ორი პატარა გული მირანდა. გაოცებულმა შეხედა მირანდამ და ვერც გიორგიმ თქვა ვერაფერი.
-რა, რა, რა თქვი, ორი პატარა ჩემს სხეულშია?
-შეიძლება მათ არ ელოდი ჯერ, მაგრამ ისინი ჩაისახა ძალით თუ ნებით და ეს უფლის მიერ არის ნაჩუქარი, შენ ვერ იტყვი მათზე უარს.
-მე, მე, მე.......................
-არ გაქვს უფლება უარი თქვა, შენ ისინი გიყვარს და ისინიც იგრძნობს თუ როგორ ძალიან გიყვარს ორივე.
-არა, ეს ორი პატარა არ დაიბადება.
-მირანდა ისინი დაიბადება და შენ მისცემ მათ სიცოცხლეს.
-არა, არაააა, არაააააააააააააააააააააა.
-ორი პატარა გულის დედა გახდები მირანდა და სიცოცხლეც მათ გამო უნდა გააგრძელო. გაჩუმდა, ვეღარავის ხედავდა მის გარშემო ნისლი დადა თითქოს სადღაც იყო ნისლიან ადგილზე და დაიკარგა, გზას ვერ იკვლევდა რადგან გარშემო ნისლი უკუნი სიბნელემ შეცვალა, მაგრამ ეს მოხდა წუთიერად და მესამე სართულიდან კლინიკის მთავარ შემოსვლელ კარში გადიოდა მახო როცა მირანდას  ხმა გაიგონა და თქვა.
-მირანდას ხმაა, სიმართლე გაიგო. კლინიკიდან გამოსულმა სათვალე გაიკეთა და წავიდა ბაკოს სანახავად, ბაკოს კი ელიზაბეტის ხელი ეჭირა ხელში და თვალცრემლიანი ჩურჩულებდა.
-ელიზაბეტ არ გაბედო და არ დამტოვო, შენდამი გრძნობა ისე დაუკითხავად მოვიდა ჩემთან ვერც კი გავიგე გულის კარი როდის გახსენი და როდის ჩასახლდი ჩემში. ნუთუ ასე უცნაურად იბადება სიყვარული, შენზე ფიქრებმა შეცვალა ჩემი სული რადგან შენ ხარ ჩემს წინაშე გამჭირვალე ერთიანად. ჩემს ცხოვრებაში მაშინ შეგამჩნიე როცა ყველა ქალის მიმართ გრძნობა გაცივდა, ახლა კი შენ მინდა მოგაბარო ეს გრძნობა და მარტო ნუ დამტოვებ, მე მას უშენოდ ვერ მოვერევი, გესმის? ვერც ვერავის მივანდობ და ვერც ვერასდროს შეველევი ამ სილამაზეს ჩემს წინ თვალდახუჭული რომ წევს და მისი ლამაზი თვალების გახელას ველოდები. ელიზაბედ ვფიცავ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი განძი ხარ, გთხოვ თვალები გაახილე და ჩემმა გულმაც იგრძნოს შვება. ხელზე ხელის მოჭერა იგრძნო და ცრემლიანი თვალებით დააჩერდა ელიზაბეტის ხელს. კარის ხმა გაიგონა და შორენა ბაკოს გვერდით იყო.
-იგრძნო, რომ აქ ვარ ხელი გაანძრია.
-ეს კარგია, უკვე იღვიძებს და სულ მალე დაგინახავს.
-გადარჩა, ელიზაბეტი იცოცხლებს. ბაკოს სიხარულის ცრემლები სახეზე ეცემოდა და უკვე იქ მყოფ მახოს გადაეხვია.
-კარგი ამბავი გაქვთ და მიხარია. თქვა მახომ და ბაკოს თავადაც მოხვია ხელები, შემდეგ კი ექიმს მიუბრუნდა.
-ექიმო გილოცავთ ეს თქვენი დამსახურებაა.
-გაიღვიძა და მთავარია რომ გადარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ არის სირთულეები, ვფიქრობ ყველაფერს გადავლახავთ.
-ძალიან მიხარია რომ არ დავკარგეთ ელიზაბეტი.
-ბაკო უნდა გაიყვანო ცოტა ხნით, უკვე ძალიან გადაიღალა. მახომ ბაკოს მკლავი გამოსდო და უთხრა.
-გავიაროთ ცოტა, ყავა ცოტა გონზე მოგიყვანს.
-ისევ ადგილს ვტკპნით თუ წავიწიეთ წინ უფროსო.
-ელისო მოიშორეს, ზაზას იდეა არ აქვს ვისთან თანამშრომლობდა ელისო და ახლა ყველას შიშით უყურებს.
-დარჩა მხოლოდ მაფიოზი?
-დარჩა მხოლოდ მაფიოზი და ვფიქრობ მასაც მალე დავაკავებთ, მხოლოდ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს ბაკო.
-რა ამბავი.
-მირანდა ვიპოვეთ.
-ეს მართლა სასიხარულოა, როგორ არის. მახომ ყველაფერი უამბო ბაკოს და ისიც გაოცბული უსმენდა, ბოლოს გაბრაზებულმა თქვა.
-, რა ადამიანია  გოგო ჩაკეტილი ჰყავდა და მასზე ძალადობდა?
-ასეა, ასეთი არაკაცები ყველაფერზეა წამსვლელები.
-რა ცხოვრება გამოიარა ასეთი და არაკაცი რომ გახდა, ასე როგორ უნდა დაეცე, ასე როგორ უნდა დაკარგო ადამიანური ღირსებები. მახომ საათზე დაიხედა და ბაკოს უთხრა.
-მე უნდა წავიდე ბაკო ხაზზე ვარ ყოველთვის, თუ რამე მნიშვნელოვანი დაგჭირდეს ჩემი ნომერი იცი. მახო წავიდა, რამოდენიმე ნაბიჯში უკვე მანქანასთან იქნებოდა რომ მას ვიღაცამ დაუძახა და ჯერ ადგილზე გაჩერდა, შემდეგ ნელა ნელა შებრუნდა და მის წინ მაფიოზი იდგა.
-პოლიციელო მახო ცუდი ყნოსვა გქონია, რადგან ვერ მიხვდი აქ რომ ვიყავი. მახო უყურებდა მაფიოზს და სიბრაზით ივსებოდა, არც იარაღისკენ წაუღია ხელი იდგა და მაფიოზის სვლას ელოდა. ალექსანდრეს ჩაეცინა და უთხრა.
-კარგია რომ იარაღი არ ამოიღე, არც გირჩევდი მე მინდა მშვიდად ვისაუბროთ.
-ვისაუბროთ, სადაც გინდა. მახომ მანქანისკენ გაიწია მაგრამ ისევ ალექსანდრემ შეაჩერა.
-უკეთესია ჩემი მანქანით წავიდეთ. მახოს შეშინებული თვალებით უყურებდნენ ბიჭები, მახომ შეხედა მათ და დაამშვიდა, მაგრამ რომ არავინ არ ელოდა ბაკომ კლინიკის წინ მდგარ დაცვის ერთ ერთ წევრს აართვა მოულოდნელად იარაღი ხელიდან და ალექსანდრეს ესროლა. ატყდა ყიჟინა, ალექსანდრე არც წაიქცა არც დაიბნა, ის მახოს უყურებდა მახო კი ხან ბაკოს შეხედავდა და ხან ალექსანდრეს. ალექსანდრემ ჩაიცინა და იარაღით შებრუნდა და ბაკოს დაუმიზნა, მაგრამ შებრუნდა მკვეთრად და მახოს ესროლა, ბაკომ მეორედაც ისროლა და იმავე მხარში დაჭრა მეორედაც ალექსანდრე სადაც პირველ ჯერზე, მაგრამ არ წაიქცა, არც დაუკვნესია, მან სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა რადგან ბაკოზე ძალიან გაბრაზდა, რომ დავითმა იარაღი აართვა და  ხელები დაუჭირა.
-დასრულდა მაფიოზო სად არ გეძებდით, შენ კი შენი ფეხით ჩაგვბარდი. ორივე დაჭრილს ქვე აღმოუჩინეს დახმარება,  მაგრამ ალექსანდრე იმ საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მირანდა იყო, მახო კი ადგილზე დატოვეს, შორენამ ყველაფერი გაუკეთა მახოს და მკაცრად უთხრა.
-დღეს აქ იქნები, ჭრილობა ძალიან ღრმა არის რადგან ახლო მანძილიდან არის ნასროლი.
-შეუძლებელია ექიმო აქ ვერ დავრჩები, უნდა წავიდე.
-ღრმა ჭრილობა გაქვს და აქ უნდა გაჩერდე, სისხლდენა გაქვს და ის უნდა შევაჩეროთ, ვერსად წახვალ. მკაცრი იყო შორენა და დამამშვიდებელი გაუკეთა, მახოს რამდენიმე წუთში ჩაეძინა და შორენამ თქვა.
-დაისვენებ ცოტას ძილში. ალექსანდრეც მშვიდად იწვა და თეონამ ჭრილობა დაამუშავა, შემდეგ სახეზე დააცქერდა გულში კი გაიფიქრა.
-ასეთი სიმპატიური, ახოვანი და საოცრად კარგი შეხედულება გაცჩქა ღმერთმა და სულიერად რატომ არ მოგცა მშვიდი და წყნარი ცხოვრება. უნდა წასულიყო რომ ალექსანდრეს ხმა გაიგონა.
-ოცნებები დაიმსხვრა ექიმო, ვერც შევამჩნიე წლები როგორ გავიდა და როგორ  ჩაიარა თურმე ჩემს წინ ჩემმა ბედნიერებამ.  ჩაიარა უხმოდ, ჩუმად და რატომ? არც მე ვიცი რატომ,  მან არ მოინდომა ჩემს ბაქანზე შეჩერება, რადგან ის სხვისკენ მიიჩქაროდა. ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხელ მოდისო, ერთხელ მეც შემეხო ეს გრძნობა, მაგრამ გვიან ვიპოვე და ვიცი რომ ჩემი არასდროს არ იქნება. რატომ გიკვირს, ვიცი რასაც ვამბობ და თან დარწმუნებით, რადგან წარსულში გაჩერდა ჩემი ცხოვრების მატარებელი და დღემდე გარინდული დგას. ჩაიარა მატარებელმა და ჩემი წლებიც თან წაიღო, მხოლოდ გვიან დავინახე მისი ღიმილიანი სახე, მაგრამ მას ღიმილიც მე წავართვი და მეც ადგილზე გავქვავდი, აქაც დაგებადათ ალბად კითხვა, რატომ? მე უცხო ვიყავი მისთვის, არც მე ვიცნობდი მის სულს და მეც დავრჩი ისევ მარტოსული.
-თქვენი თვალები დიდ  ტკივილს  გადმოსცემს, მაგრამ თქვენში სიცარიელეა, სულიერად ხარ ცარიელი და ბოროტება  უფრო მეტია ვიდრე სიკეთე იმ დაცარიელებულ სულში, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არც ისე  ბოროტი ხართ როგორც დაამახსოვრე თავი ყველას.
-ექიმო ვიცი რომ დაუშვებელს გთხოვთ, მაგრამ არ მინდა სიცოცხლე.........
-რას მთხოვ, გინდა მკვლელი გავხდე?
-ექიმო............................
-მე ექიმი ვარ და არა მკვლელი, თქვენ ჩემთვის იგივე პაციენტი ხართ როგორც  სხვა დანარჩენი.
-ექიმო...........................
-დამშვიდდით, თქვენ ორი ტყვია მოგხვდათ და სუსტად ხართ. ალექსანდრეს ჩაეძინა, მაგრამ  მისმა ბაგეებმა გარკვევით თქვა  ის რაც უნდოდა ეთქვათ ექიმისთვის.
-მირანდა, მირანდა მარტო დარჩა........ თეონამ ფრთხილად დაუტოვა ალექსანდრე და მიხვდა რომ მისი გული უკვე დასაკუთრებული ჰქონდა მირანდას, მაგრამ მირანდას მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდა. ლილია მირანდას ერთი წუთით არ ტოვებდა, მისი ხელი ეჭირა ხელში. მირანდამ თვალი გაახილა და ლილიას ჩუმად უთხრა.
-შეგიძლია გიორგის დაუძახო. ლილია წამოდგა და გიორგისთან ერთად დაბრუნდა, მაგრამ თავად კართან გაჩერდა და მირანდამ დაუძახა.
-არ გახვიდე, აქ მინდა იყო ლილია შენც. გიორგიმ მირანდას გვერდით დაიკავა ადგილი და ცდილობდა მისთვის თვალებში არ შეეხედა, რადგან არ უნდოდა იმ დიდი ტკივილის დანახვა რასაც  გადმოცემდა მირანდა თვალებით.
-ვცდილობ დავხუჭო თვალებით და ამ ცხოვრებას მოვწყდე, ცხოვრებას რომელმაც  ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. მინდა დავივიწყო, მაგრამ არ შემიძლია. სიცოცხლე მაწვალებს, თითქოს ვიღაც ყურში  მიჩურჩულებს ,,ცხოვრებამ უარგყო და უკეთესია გაეცალო ყველას და  ყველაფერს'', მაგრამ აქ რომ ორი პატარა ზის მათ როგორ წავართვა სიცოცხლე და სინათლე.
-მირანდა სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ მომავალი წინ გაქვს და უნდა გააგრძელო მომავლის გზაზე გასვლა. პრობლემები ყველას ყოველთვის გვაქვს და ეს არც დაილევა, არც ცხოვრებას აქვს აზრი პრობლემების გარეშე. ახლა ეს ორი პატარა რომელიც შენს სხეულში ზის მათთვის უნდა იბრძოლო, იცოცხლო და იარსებო.
-მაპატიე, გიორგი მე სასტიკად დავისაჯე და ჩემი სასჯელი ჩემივე გაუბედურებით გადავიხადე და მე ეს დავიმსახურე დედაჩემს რომ დაუჯერე და მას ავყევი მეც. ისე გავანადგურე ჩემი ცხოვრება მხოლოდ სიზმრებში თუ ვნახავ  ჩემი ცხოვრების ლამაზ წუთებს და გულს მიღრღნის ტკივილი, ჩემს წინააღმდეგ თითქოს სამყარომაც პირი შეკრა და ყველამ ერთად გადამიარა.
-ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველაფერი დასრულდა................
-ჩემში ჩემი აღარაფერია, დავცარიელდი გიორგი და თითქოს ყველასთვის უცხო ვარ და მარტო ეს არა, უსულო საგანივით ვარ სადაც დამაგდებენ მეც იქ ვიქნები მანამ სანამ ადგილს არ შემიცვლიან, მაგრამ მარცხნივ აი აქ გული ისევ ფეთქავს, აქ კი ორი გული იბრძვის.
-ეს იმის ნიშანია რომ უნდა იცოცხლო მირანდა. უთხრა ლილიამ და ხელზე ხელი მოუჭირა.
-შევეცდები, გეფიცებით შევეცდები ყველა წუთი ამოვშალო გონებიდან რაც იმ ერთ თვეს უკავშირდება და მხოლოდ ამ ორი პატარას გამო ვიცოცხლო და ვიცხოვრო.
-აი ასე, ახლა მომწონხარ და გილოცავ დაბრუნებას. უთხრა გიორგიმ და ხელზე ხელი მოუჭირა, მირანდა  ყოველ დღე უკეთესად იყო, მის გვერდით იყო ლილიაც და გიორგიც, რამდენჯერმე მარიამმაც მოინახულა, მახო კი ვერ გაჩერდა საწოლზე და შორენამ ბოლოს რომ ვერაფერი გააწყო მასთან ხელი ჩაიქნია და გზა გაუნთავისუფლა.
-არ გადაიფიქრებ წასვლას?
-არა, სამსახური მიხმობს მე კი ორი დღეა მძინავს ეს კი შეუძლებელია.
-თუ რამე აქ ვარ. უთხრა შორენამ და გაუღიმა, მახომ კი შეძლებისდაგვარად იჩქარა და ბიჭებს მოულოდნელად დაადგათ თავზე.
-უფროსო უკვე გამოგწერეს? შეეკითხა ნიკამ გაოცებულმა.
-წოლის დროა ახლა? ვითომ საყვედური უთხრა მახომ და ღიმილით მხარზე მოხვია ხელი.
-როგორ ვართ, იყავით ნახეთ?
-სუსტად არის, ბიჭები იქ არიან პალატასთან დავაყენეთ.
-კარგი მეც მივდივარ, მაგრამ ნიკა..............
-თედო იქ არის და მეც ახლა მივდიოდი, ერთად წავიდეთ.მახო ნელი ნაბიჯებით მივიდა კლინიკაში და თეონა ნახა.
-მიხარია რომ უკვე ფეხზე ხართ, მაგრამ...............
-მაგრამ დრო არ იცდის ექიმო და პაციენტის ნახვა თუ შეიძლება.
-სუსტად არის, უნდა დაელოდოთ მის გამოჯამრთელებას. კართან დგას თქვენი პოლიციელები და მასთან ვერავინ შევა. მართლაც ალექსანდრესთან მხოლოდ ექიმი შედიოდა და ნახულობდა.
-რამდენი დღე დაჭირდება ჩვენება რომ მოგვცეს.
-მომისმინე, გარეგნულად ძლიერი პიროვნება ჩანს, მაგრამ მას ძლიან მძიმე წარსული ჰქონდა და რაც თავი ახსოვს სულ სიბნელეშია, მის გარშემო უკუნი სიბნელეა და უსამართლობაა. მას მხოლოდ საკუთარი გულის ხმა და სუნთქვა ესმის. ის ისე დაიმალა ამ სიბნელეში სხვაგან რა ხდება წარმოდგენა არ აქვს, ვფიქრობ ის ვიღაცამ  გახდა ასეთი სასტიკი და დაუნდობელი.
-გითხრა რამე თუ რატომ გაქვს მასზე ასეთი წარმოდგენა.
-თვალები,  ერთი გამოხედვით შეგიძლია  მის თვალებში ტკივილის და სიხარულის დანახვა. ალექსანდრე თავს უკეთ გრძნობდა, შეეცადა ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ ნატკენმა ფეხმა თავი შეახსენა და დაიკვნესა, მისი ყრუ კვნესა თეონამ გაიგონა და შეამჩნია რომ ფეხი სტკიოდა რადგან ხელს ბარძაყზე იდებდა და წარბები ჰქონდა შეყრილი ტკივილისგან. არც დაფიქრებულა პლედი გადახადა და იმ ადგილს დააკვირდა სადაც ხელი ედო, თავადაც შეეხო ხელით და ალექსანდრემ ხელზე ხელი აუკრა, ასევე გაბრაზებულმა შეხედა, მაგრამ არც თეონას დაუხევია უკან.
-არ ხარ იმ მდგომარეობაში სიბრაზე ჩემზე გადმოანთხიო, აქ მე ვარ უფროსი და მე უნდა დამემორჩილო. ჭრილობა შეუხსნა და თავი გააქნია რადგან არ მოეწონა ის რასაც შეხედა.
-ამ ჭრილობის პატრონს გინდა გახვიდე აქედან ისე რომ არც კი შევეხო და არ ვუმკურნალო?
-არ გსიამოვნებს როგორ მდგომარეობაშიც ხარ, მაგრამ მე მსიამოვნებს შენი ნახვა. მახო იდგა საწოლთან და ალექსანდრეს ირონიულად უყურებდა.
-აქ არ უნდა შემოხვიდეთ. არ გაქვთ უფლება.
-მე ყველგან შესვლის უფლება მაქვს ექიმო.
-პაციენტის მდგომარეობა რთულია და ამიტომ ვერ შეძლებთ მასთან საუბარს, მე გადავწყვიტავ როდის შეძლებთ მასთან საუბარს.
-როგორი  ბედნიერი და გაცისკროვნებული სახე გაქვს პოლიციელო, სიხარულის დაფარვა ნუთუ ასეთი რთულია თქვენთვის?
-ნამდვილად რომ მიჭირს დავფარო სიხარული და არც მიცდია, რადგან თქვენ ხართ ამ სიხარულის მიზეზი. შენ ყველაზე მშვიდი და დიდი ოცნება ხარ ჩემი, ადამიანი ვინც ბედნიერებას მანიჭებს. ალექსანდრეს ირონიულად ჩაეცინა და თქვა.
-ვიცი, ვიცი და ისიც ვიცი როგორ ძალიან გინდა ფორთოხალივით ჩამკბიჩო.
-კარგი იუმორი გქონია, მაგრამ ვხედავ კარგად ხარ და დასაკითხად მოვედი. მახოს ჯიბეში ტელეფონის ეკრანი განათდა და ტელეფონს უპასუხა, მაგრამ ალექსანდრეს თვალებში უყურებდა.
-გისმენ გიორგი.
-სად ხარ, ბაკოსთან მოვედი და გნახავდი.
-მე აქ ვარ კლინიკაში, ბაკოსთან მოგვიანებით მოვალ. მახო პალატიდან გადიოდა რომ ალექსანდრეს ნათქვამი სიტყვები გაიგონა.
-ბაკო, ბაკო ჩემი წერა ხარ. მახოს ჩაეცინა და გავიდა, გიორგის ნახვა თავადაც უნდოდა და გადაწყვიტა მასთან წასულიყო, ნახევარი საათი დრო ჰქონდა და წავიდა. ბაკო და გიორგი საუბრობდნენ რომ ისიც მათთან მივიდა.
-როგორ ხართ, რას შვრება ელიზაბეტი ბაკო.
-უკეთესად არის, მაგრამ ჭრილობა გულთან ახლოს არის.
-ეს ცუდია, დრო უნდაო ექიმმა ხომ თქვა.
-სასიცოცხლო ორგანოები არ არის დაზიანებული, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად არის.
-შენ უფრო ცუდ მდგომარეობაში ხარ, მასეთი შეშინებული რომ დაგინახოს ელიზაბეტმა და დაბნეული არ მოეწონება.
-მთელი ცხოვრება ვეძებ, ვეძებ, ვეძებ და ვპოულობ, მაგრამ შემდეგ მისი დაკარგვის შიში მაქვს.
-არ დაკარგავ, ის გადარჩება და თქვენ ერთმანეთს შეავსებთ. ცოტა ხნით შემოვიარე, მაფიოზი უნდა დავკითხო დღეს და უნდა წავიდე თუ რამე ხომ იცით.......................
-ვიცი და დაგირეკავ. მახო და გიორგი ორივე წავიდა და ბაკო ისევ ელიზაბეტთან შევიდა.
-ბაკო, ბაკო........................
-აქ ვარ, ელიზაბეტ მე შენს გვერდით ვარ.
-გული ზღვასავით ბობოქრობს და იცი რას ვფიქრობ? ეს დრო მე შენი სუნთქვით ვსუნთქავდი და შენს იდუმალ თვალებში გიყურებდი შენ ვერც კი შეამჩნიე. 
-ელიზაბეტ...................
-ბაკო სამყარო ასეთი არაა როგორიც ჩვენ გვინდა იყოს, ამ დღებმა მიმახვედრა რომ ჩემს გულში შენი გულის ხმას ვგრძნობ და ჩვენი გულები ერთად სუნთქავს.
-ექიმს დაუძახებ, არ უნდა გადაიღალო.
-რატომ ცდილობ გამექცე, გინდა ჩემგან შორს იყო?
-არა, არა რა სისულელეებზე ფიქრობ ასე რომ ყოფილიყო აქამდე აქ არ ვიქნებოდი
-შენ ასეთი ხარ,  გამოუცნობი და ბოლომდე შეუძლებელია შენი შეცნობა, მაგრამ რა ვქნა რომ შენზე ფიქრები არის ტკბილი, შენც ასეთი ხარ ხან ტკბილი და ხან მწარე.
-გაიღვიძა?
-გაიღვიძა და ჯერ კიდევ ძინავს ნახევრად, რადგან ბოდავს.
-ჩემს ნათქვამს შენ ბოდვას ეძახი? შორენამ ბაკოს შეხედა და თვალები აუციმციმდა.
-ჩემგან უნდა გაიქცეს და ვერ ხვდება როგორ მტკენს სულს, ვიცი მასაც ტკივა მე რომ მტკენს, მაგრამ მაინც შეუძლია დამემალოს და დამალოს თავის გრძნობებიც. არა უშავს, მე უკვე მივეჩვიე შენგან ასეთ მოქცევას.
-უზრდელი ბიჭი ხარ ბაკო. ბაკომ შორენას შეხედა გაბრაზებულმა და თვალებით უთხრა ,,ვერ გადამირჩებიო'' შორენა კი ელიზაბეტს მოეფერა და უთხრა.
-მე დაველაპარაკები ამ სულ გაყინულ და უგრძნობ არსებას, შენ დაისვენე.
-რომ შემეძლოს მის გულზე მზის დახატვა დავხატავდი ან შიგ გულში  ჩემს ლამაზ ფიქრებს და ოცნებებს  ჩავდებდი რომ იქ მაინც დაენახა და წაეკითხა ჩემი ფიქრები რას ვგრძნობ როცა მასთან ვარ ახლოს და როცა მას ვშორდები როგორი მტკივნეულია.
-გთხოვ დამშვიდდე, ელიზაბეტ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება და ამას მე გპირდები.
-მართლა მპირდები? შორენამ დაინახა  რამოდენა დიდი იმედის სხივი გაჩნდა ელიზაბეტის თვალებში და ღიმილით დაეთანხმა.
-გპირდები და პირობას შევასრულებ. ექთანმა დამამშვიდებელი გაუკეთა და ნელა ნელა ჩაეძინა, შორენამ კი პლედი გაუსწორა და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა, კარი მიხურა თუ არა ბაკოს  მკლავში ხელი წაავლო და გაბრაზებულმა უთხრა.
-რა ფიქრობ, გოგონამ შენს გამო არც დაფიქრდა და ტყვიას გადაუდგა.
-ვხედავ და აქ ამიტომაც ვარ.
-მერე? არ შეგიძლია შენც იგივე გრძნობით უპასუხო?
-მინდა უპასუხო, მაგრამ მეშინია.
-რისი გეშინია ბაკო.
-არ დაიჯერებ, მაგრამ მე მისი დაკარგვის მეშინია შორე.
-არა, არა, არ დაკარგავ, მაგრამ  მას თუ იგივე გრძნობით არ უპასუხებ ბაკო ის თავად დაგკარგავს. ბაკომ დაფიქრდა და რამდენიმე წუთი იყო გარეთ, შემდეგ ისევ ელიზაბეტთან დაბრუნდა, მირანდა კი შეეგუა მის მდგომარეობას, ეგონათ რომ შეეგუა, მაგრამ ერთ საღამოს როცა პლატიდან გამოვიდა სეირნობდა ნელი ნაბიჯით ერთ-ერთი პალატის კართან მან პოლიციელები დაინახა და ალექსანდრეს ხმა გაიგონა, გაშეშდა.
-არ ვიცი რას ფიქრობთ ჩემზე პოლიციელო, მაგრამ ეს დიდად არ მაინტერესებს, მე შევეჩვიე ასეთ მდგომარეობას. მე ასეთი ვარ და თქვენ ცდილობთ გამომასწოროთ, მაგრამ ვერ შეძლებთ, ჩემში სხვა ადამიანი დაინახოთ ისეთი როგორიც თქვენ გინდათ ეს არასოდეს არ მოხდება. ვერასოდეს ვერ მიხვდებით როდის ვარ გულწრფელი და როდის ვამბობ სიმართლეს, ჩემი საიდუმლო იცით რაშია? თქვენ ვერასოდეს წაიკითხავთ ჩემს ფიქრებს და ვერასოდეს მიხვდებით ჩემი თამაშის წესებს.
-საკუთარ როლს ძალიან კარგად თამაშობ მაფიოზო.
-დიახ, დავიკარგე როლებში. მე ერთს ვამბობ მეორეს კი ვწერ და მესამეს ვფიქრობ. ალბად ახლა ვფიქრობ თუ როგორ შეძლებ გამომიცნო თუ ვინ ვარ მე, მაგრამ ამ კითხვაზე მეც ვერ გიპასუხებ მეც არ ვიცი თავად ვინ ვარ პოლიციელო. მირანდა მიუახლოვდა ალექსანდრეს ოთახს და მის საწოლთან მივიდა. ალექსანდრე გაოცებული უყურებდა მირანდას, ქალს რომელიც თავად გაანადგურა. მახო დაიბნა და თეონას შეხედა, თეონამ შეეცადა მირანდა თავის პალატაში გაეყვანა, მაგრამ მისმა ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა ადგილზე გააშეშა.
-შენ ვინ ხარ ყველამ იცის და  ყველაზე კარგად მე ვიცი, მაგრამ ვინ ვარ მე. იცი მე ვინ ვარ, არა  არ იცი და მე გეტყვი. მე არაფლით გამორჩეული, მაგრამ ვიღაცასთვის განსაკუთრებული და სრულყოფილი ადამიანი. ხშირად მომღიმარი, მაგრამ ხშირად უხასიათოდ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ იყო უინტერესო მანამ სანამ შენ არ გამოჩნდი. შენ, შენ შეძელი და დაანგრიე ჩემი ცხოვრება, არა მარტო დაანგრიე გაანადგურე კიდეც, შენ მე გამანადგურე.
-მირანდა............................ პალატაში ლილია შემოვიდა და შეშინებული უყურებდა მაფიოზს, თეონა კი ხან ლილიას უყურებდა და ხან მაფიოზს, მაფიოზი კი მხოლოდ მირანდას უყურებდა.
-გინდა ბოდიში მოგიხადო? არასოდეს არავინის წინაშე არ მომიხდია ბოდიში, ამ სიტყვას არასოდეს ვამბობ და არც სხვებისგან ვღებულობ.
-მე შემიძლია სამყაროს მოვუხადო ბოდიში ჩემი არსებობისთვის, რატომ?  ერთ დღეს ერთმა არაკაცმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და მე დავისაჯე, ჩემი უმადურობის გამო დავისაჯე. ვერ გიტან, მძულხარ,  იმიტომ რომ ყველას ცხოვრებას ანადგურებ. ადამიანებს დაუფიქრებლად კლავ და ართმევ სიცოცხლეს, მათ სამყაროსგან თიშავ. შენ მათ უმოწყალოდ ანარცხებ მიწაზე, ისეთი ძლიერია შენი მოქნეული ხელი რომ ისინი სუნთქვას წყვეტს. ხომ გინდოდა გცოდნობდა ვინ ხარ შენ,  აი ვინ ხარ შენ არაკაცი და მკვლელი, მაგრამ მე  ვინ ვარ ახლა?  შენგან გაუბედურებული ქალი ვინც შენს ორ შვილს მუცლით ატარებს, მაგრამ მათ ვერასოდეს ნახავ. ისინი დაიბადებიან და გაიზრდებიან, მაგრამ ვერასოდეს გაიგებენ ვინ არის მათი მამა. ალექსანდრე დაიბნა, გაშეშდა და ყელში ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, შემდეგ კი თეონას შეხედა და ჩახლეჩილი ხმით იკითხა.
-მართალს ამბობს? თეონამ უხმოდ თვალებით დაეთანხმა და მანაც ერთი ხელის მოქნებვით პლედი გადააგდო, ადგომას შეეცადა, მაგრამ პოლიციელებმა არ მისცეს ადგომის საშუალება და მის თვალში ცრემლი გაჩნდა და ისინი სხვათა შეუმჩნევლად ჭაღარა შერეულ საფეთქლებში ჩაიმალნენ, ლილიამ კი მირანდა გაიყვანა, ის ერთიანად კანკალებდა და ვერ შეძლო სხეულის დამშვიდება, თეონას შეეშინდა და დამამშვიდებელი გაუკეთა და როცა ჩაწყნარდა ლილიას უთხრა.
-რაზე ფიქრობ, ლილია შენც იგივე შეამჩნიე ალექსანდრეს?
-შევამჩნიე და სიმართლე გითხრა ძალიან შემეშინდა, ცხოვრება მართლა პატარა წიგნია მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება წაკითხვასაც ვერ ვასწრებთ. დღეები მიდიან და ყველა ფურცელი თითოეული დღის შეცდომებით, სიყვარულით,სიხარულუთ ან ტკივილით ივსება და რა გვრჩება ბოლოს? წიგნი აკინძული ჩვენი ცხოვრების მოგონებებით და განვლილი წარსულით.
-უვარგისი ცხოვრება. ყველაფერი თავდაყირა დადგა მისთვის, ლამის ჭკუიდან შეშალა იმან რაც გააკეთა და როგორ დაუხვდა წინ, მისივე ჩადენილმა შეცდომამ ერთიანად დაშალა და დაამსხვრია.
-უფროსო შეიძლება? თედო გარეთ ელოდებოდა მახოს და თან ყურადღებით ათვალიერებდა კლინიკის ეზოს.
-რა ხდება თედო რა ფერი გადევს.
-უფროსო ძალიან არ მომწონს ამ ბიჭების აქ ტრიალი, მესამე დღეა აქ არიან და ვფიქრობ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული.
-ვერაფერს გამოვრიცხავთ, ყველაფერი შესაძლებელია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-კარგი, დაცვას გავაძლიერებ.
-დაცვა გააძლიერე და ყურადღება არ უნდა მოადუნოთ, მე ოფისში წავალ ის ბიჭი უნდა დავკითხო იქნებ თქვას ვინ დაურეკა ტელეფონზე და ვინ მიიყვანა იმ ადგილზე. მახო წავიდა, თედომ დაცვა გააძლიერა, თეონას კაბინეტში უცნობი მამაკაცი შევიდა და ცარიელი ქაღალდი დაუდო წინ, თეონამ გაოცებულმა ახედა ქვემოდან უცნობს და უთხრა.
-ვინ ხართ, ან აქ ასე თავისუფლად როგორ შეგიძლიათ შემოსვლა.
-მშვიდად ექიმო, ამ ქაღალდზე თქვენი ხელმოწერით დაწერთ რომ ალექსანდრე კვერეხაძე გადაყვანილი იქნას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სასწრაფო ოპერაციისთვის.
-ის არ არის საოპერაციო, ტყუილის ვერ დავწერ.
-დაწერთ, თქვენი სიცოცხლის სანაცვლოდ დაწერთ იმას რასაც მე გიკარნახებთ.
-ვერ დავწერ, მე ექიმის ფიცი მაქვს დადებული და არ შემიძლია ჩემს ფიცს უღალატო.
-ექიმო თქვენთვის თქვენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია თუ თქვენი პაციენტი.
-ჩემი პაციენტი და მიბრძანდით ჩემი კაბინეტიდან. თეონა შეეცადა ფეხზე ამდგარიყო, მგრამ მას მამაკაცმა მხარზე ხელი დაადო მძიმედ და გაბრაზებული ხმით უთხრა.
-არ გთხოვთ თქვენ დაწეროთ, მხოლოდ ხელი მოაწერეთ სხვას ჩვენ თავად მოვაგვარებთ. თეონა გაჯიუტდა, მაგრამ მამაკაცმა ტელეფონზე ვიდეო ზარით დარეკა და მან დაინახა მშობლების შეშინებული თვალები. შეეშინდა, ძალიან შეეშინდა დედა-მამა რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა და სიტყვის უთქმელას მოაწერა ხელი. კაბინეტი გაიღო და უცნობ მამაკაცს შეხედა, მან კი თავის დაქნევით დაეთანხმა და ისიც გავიდა, მამაკაცი კი ისევ თეონას მიუბრუნდა ტელეფონი გამოართვა და კარები შიგნიდან გადაკეტა. ორი ექიმი თეთრ ხალათში გამოწყობილი ალექსანდრეს პალატასთან მივიდა და პოლიციას უთხრა.
-გზა გაანთავისუფლე პაციენტი მიგვყავს.
-ჩვენ არავის გაუფრთხილებივართ.
-აჩვენე ქაღალდი და დაწყნარდება. ერთ-ერთმა ალექსანდრეს სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საბუთი აჩვენა პოლიციელს და მანაც პალატის კარი გააღო, ალექსანდრე გაოცებული დარჩა როცა ფრიდონი და გოჩა დაინახა, მაგრამ პოლიციელების თანდასწრებით მხოლოდ ერთი კითხვა დასვა.
-სად მიგყავართ, ექიმმა......................
-ეს სასწრაფო პროცედურაა, ჩვენ გვითხრეს უნდა გადაგიყვანოთ და ჩვენ ჩვენს დავალებას ვასრულებთ. ალექსანდრე სავარძელში ჩასვა ფრიდონიმ და  პალატიდან პოლიციასთან ერთად გავიდა, მაგრამ ერთ-ერთ გასასვლელში ფრიდონიმ პოლიციელს მიუბრუნდა და უთხრა.
-აქ დაგველოდეთ, ჯერ ექიმთან შევიყვანთ და მალე გამოვალთ თქვენს გარეშე მაინც არავინ გაგვიშვებს. ალექსანდრე არ ელოდა მეგობრებს და გაოცებული იყო, პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს და ერთმა თქვა.
-არ მომწონს მე ეს ექიმები.
-ან არიან კი ექიმები? თქვა მეორემ და თედოს დაურეკა.
-გისმენ ვანო.
-სად ხარ, აქ რაღაც უცნაური ხდება, ექიმიც არსად ჩანს ალექსანდრე კი ორმა ექიმმა გაიყვანა პალატიდან.
-რას ამბობ, ვანო რატომ არ დამირეკე ექიმი ნახეთ სასწრაფოდ სად არის და როგორ არის. მახო უკვე იქ იყო და თედოს მიცემული ინფორმაციით თეონასთან წავიდა, მან გვერდი აუარა თეონას კაბინეტიდან გამოსულ უცნობ მამაკაცს, კარი შეაღო და გაოცებული დარჩა, შიშისგან თეონა ერთიანად ცახცახებდა.
-რა მოხდა, რა გჭირს თეონა.
-ა, ა, ალექსანდრე გაიტაცეს ახლახანს. ჩემი მშობლების მოკვლით დამემუქრნენ მათთანაც იყვნენ მისულები და ჩემი ტელეფონი გატეხეს.
-დამშვიდდი, ვერაფერს შევცვლით.
-ტელეფონი მჭირდება დედას დაურეკო. მახო არც დაფიქრდა ისე გაუწოდა ტელეფონი და თავად პოლიციელებს მიუბრუნდა.
-საჩქაროდ გადაიკეტოს ყველა გასასვლელი, გვჭირდება დახმარება. მახო გაცეცხლებული იყო, მაგრამ თეონამ გაიგონა თუ არა დედის ხმა და გაიგო რომ ისინი კარგად არიან დამშვიდდა და მახოს ტელეფონი დაუბრუნა, მახოს წინაშე კი თავი დამნაშავედ იგრძნო. 
-მაპატიე, ისე შემბოჭეს ვერაფერი მოვახერხე.
-უფროსო, უფროსო......................................
-ნიკა ყველაფერს აკონტროლებ?
-ვაკონტროლებ უფროსო, გითხარი ერთხელ ჩვენში გამყიდველი გვყავსთქო გახსოვს?
-მახსოვს, გაარკვიე ვინ არის?
-გავარკვიეთ, მაგრამ ჯერ მაფიოზის საქმეს მივხედოთ.
-კარგი, კვერეხაძე არ უნდა გაუშვათ და როგორმე უნდა დავაბრუნოთ მის ადგილზე. სროლის ხმა გაისმა და ერთი პოლიციელი დაჭრეს, კლინიკის ეზო ბრძოლის ველს დაემსგავსა, ალექსანდრე კარგად შექმნილი გეგმით გაიყვანეს კლინიკიდან. მახო გიჟს ჰგავდა, ოფისში მისული პრდაპირ მოღალატე თანამშრომელს დაადგა თავზე და უთხრა.
-საინტერესოა რა ვერსიას დაასახელებ კვერეხაძის გასანთავისუფლებლად.
-მე, მე, მე რა საქმე მაქვს მასთან უფროსო.
-ის რომ ძალიან კარგად გიხდის, უკვე ძალიან მაღლა აფრინდი თომა და ვფიქრობ შენი დაჭრაც თქვენი გეგმის ნაწილი იყო.
-მე არავისთან მაქვს კავშირები, არავის ვიცნობ უფროსო.
-იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისეა როგორც ამბობ თომა.
-თქვენ აქამდე ვერ იპოვეთ ის ხალხი ვინც ჩამარტყა თავში იმ დღეს და კლინიკაშიც კი ვიწექი, მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ და ბევრჯერ გამირისკია ჩემი სიცოცხლეც თქვენთან ერთად.
-სიცოცხლეს ის პოლიციელები რისკავს, ვინც დავალებას პირნათლად ასრულებს. შენ ფულმა გადაგძლია და კარგად იცი რომ ასე ადვილად არ დასრულდება ეს ყველაფერი, შენ რის აღიარებას გთხოვ, მხოლოდ ზნეობრივად  ამაღლებულ ადამიანებს შეუძლია დანაშაულის აღიარება. საქმე ადგილზე გაიყინა, კვერეხაძე კლინიკიდან გაიყვინეს ამდენი პოლიციელის არ შეეშინდათ და შენ ეს იცოდი?
-მე არაფერი ვიცოდი უფროსო.   ვერც წინ წავიდნენ და ვერც უკან დაიხიეს, ალექსანდრე გაქრა, ის ტყიდან რამოდენიმე კილომეტრში ერთ ქოხში მიიყვანეს და დააწვინეს.
-რას აკეთებთ, ხვდებით თავს რამხელა პრობლემები შეუქმენით?
-ჩვენ კარგად ვართ და ვიქნებით კიდეც, შენ ექიმს მოგიყვანთ და ფეხზე დადგები, შენდეგ ქვეყნიდან გავალთ და დროებით შეჩერდება ყველა გეგმა რაც კი დავგეგმეთ, სხვაგვარად შეუძლებელია აქ გაჩერება.
-ყველაფერი ამოიგდეთ თავიდან რაც გაქვთ ჩაფიქრებული, მხოლოდ ქვეყნიდან გასვლაზე იფიქრეთ.
-რა მოხდა, რამე შეიცვალა?
-მოხდა, მოხდა და ყველა გეგმა დაივიწყეთ, ყველაფერი შეიცვალა.
-რატომ, ასე ადვილად რატომ დამთანხმდი წასვლაზე.
-მირანდა.
-მირანდა წაიყვანა პოლიციამ და ის უკვე თავისუფალია.
-იმ თვეებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მონიკა ტყუპებზე არის ორსულად.
-რაააააა, შენ ტყუპების მამა გახდები?
-ერთად ორი პატარა დაიბადება და თუ რამე დამემართა  მირანდას და ბავშვებს შენ გაუწევ მფარველობას ფრიდონ.
-ექიმი, ექიმი უნდა მოვიყვანოთ და ყველაფერი კარგად იქნება, შენ არაფერი დაგემართება ჩემო ძმაო.
-ექიმი თეონა, მხოლოდ ის მომხედავს და ის მოიყვანეთ, მაგრამ............
-სარისკოა ალექს.
-ვცადოთ.
-კარგი წავალ.
-შენ აქ დარჩი, სხვა გაუშვი შენ გიცნობს რადგან დღეს გნახა.
-მართალი ხარ, ბიჭებს გაუშვებ. ფრიდონი გავიდა და რამდენიმე საათი დაჭირდა საქმის მოგვარებას.
-გოჩა შენ მანქანიდან არ გადმოხვალ, მძღოლი ხარ. ლუკა და ილო თქვენ უნდა მოახერხოთ ექიმი ხმაურის გარეშე მოიყვანოთ ქოხში და არ უნდა შეაშინოთ არც უნდა ეუხეშოთ ის განსაკუთრებული ქალი არის და განსაკუთრებული მოპყრობა ჭირდება.

      შებინდებული იყო, ცაზე ლამაზად ჩამწკრივებული ვარსკვლავები საიდუმლოს ჭორაობდნენ და თვალს ადევნებდნენ კლინიკიდან გამოსულ ექიმს. თეონა დაცვის თანამშრომლებს ღიმილით დაემშვიდობა, ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მანქანა მოუყვანა და მშვენიერი ღამე უსურვა. თეონა ნაზი მუსიკის თანხლებით მიიწევდა წინ, მაგრამ უეცრად საბურავმა უმტყუნა და მანქანაც გვერძე მიაყენა. ღამე იყო, შეამჩნია ორი მამაკაცი უახლოვდებოდა და საჩქაროდ შეტყობინება გააგზავნა.
-,, ჩემს თავს უცნაური რამ ხდება, უცხო მამაკაცები მითვალთვალებს.
-,,სად ხარ''.
-,,საბურავი დამეშვა და წინ ვერ მივიწევ''. 
-,,დამელოდე, არაფერი მოიმოქმედო და არც მანქანიდან გადმოხვიდე''. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მანქანიდან გადავიდა, საბურავს შეხედა და ფეხი მიარტყა, მიხვდა რომ ეს განგებ დაგეგმილი იყო.
-დახმარება გჭირდებათ?
-დახმარება ნამდვილად მჭირდება და უარს არ გეტყოდით, შეძლებთ?
-შევძლებთ, უეცრად ერთ-ერთმა თეონა ხელში აიყვანა და თავიანთი მანქანისკენ წაიყვანა, ეს ისეთი მოულოდნელი იყო თეონა გაოცებული  იყო და გონს როცა მოვიდა ის უკვე ორი უცნობი მამაკაცის შუაში იჯდა.
-გამიშვით, გამიშვით ვინ ხართ ან ჩემგან რა გინდათ.
-დაისვენე. უყვირა ერთმა და თეონას სახეში გაარტყა, მეორემ კი პირი აუკრა და უთხრა.
-წყნარად იქნები შენს საქმეს გააკეთებ დიდ თანხასაც მიიღებ და შენს ოჯახს უვნებელი დაუბრუნდები, მხოლოდ არაფერს იტყვი და დუმილის გამოც დაჯილდოვდები, გასაგებია? თეონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, უცნობმა კი გააგრძელა.
-თუ რამე შეიცვალა რასაც არ გირჩევ და რატომ? მეც არ ვიცი წარმოვიდგინო ის რაც მოხდება. თეონა დარწმუნდა, რომ თავს ვერ დაიხსნიდა და გაჩუმდა. სიბნელეში გზა ვერ იცნო სად მიდიოდა, მხოლოდ მანქანის შუქებზე ხვდებოდა რომ ქალაქ გარეთ იყო და ბოლოს მანქანამ ტყისკენ გადაუხვია, კიდევ რამოდენიმე წუთი იარეს და ქოხთან შეჩერდა. ხელები და პირი გაუხსნეს და მასაც რა გზა ჰქონდა მშვიდად ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაყვა უცნობებს, მაგრამ ყველაფერს მიხვდა, როცა ქოხში შევიდა და იქ ალექსანდრეს შეხედა, ალექსანდრე ზურგით იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-არ შეეხოთ, ჯერ გვჭირდება და შემდეგ იცით რაც უნდა გააკეთოთ და კიდევ, გადაუხადეთ იმაზე მეტი რასაც მოითხოვს, მე თანახმა ვარ.
-უფროსო. ალექსანდრე შემობრუნდა და თეონას შეხედა, მაგრამ მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელა საუბარი.
-სტუმარი მყავს და მოგვიანებით დაგირეკავ. ტელეფონი გათიშა და სტუმრისკენ შებრუნდა.
-კეთილი იყოს ჩემს ღარიბულ ქოხში თქვენი მობრძანება ექიმო, როგორც ხედავთ მხოლოდ ეს ქოხი დამრჩა და ჯერ ჯერობით აქ ვიმალები, რომელიც მხოლოდ თქვენ იცით.
-აქ რატომ მომიყვანე, ჩემგან რა გინდათ.
-აქ ჩემი სურვილით ხარ, როგორც ჩემი პირადი ექიმი.
-ბატონო მაფიო.................... უკაცრავად, ბატონო ალექსანდრე....................
-არა, არა არ შეცვალოთ, მომწონს მაფიოზს რომ მეძახით. ვიცი რომ კითხვები გაქვს ექიმო და მე თავად გეტყვით თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რაში მდებარეობს,  მხოლოდ რამდენიმე დღე იქნებით ჩემი სტუმარი, თქვენ არ შეგეხებათ არავინ და მხოლოდ იქნებით ჩემი მკურნალობით დაკავებული, თქვენ დაამუშავებთ ჩემს ჭრილობებს.
-მე ხელთ არაფერი მაქვს, თქვენ გჭირდებათ წამლები და საფენები, გადასახვვები რომ ჭრილობა დავამუშავო და ახალი საფენით გადახვევა გავაკეთო.
-თქვენ მხოლოდ დაწერეთ რა გვჭირდება და ყველაფერი გვექნება ეს არ წარმოადგენს სირთულეს, მხოლოდ რამდენიმე დღე და ამ რამდენიმე დღეში თქვენ  მიიღებთ დიდ თანხას.
-თუ თანახმა არ ვიქნები? ამაყად იდგა თეონა და მკაცრი სახით უყურებდა ალექსანდრეს თვალებში.
-გგონია რამეს დაგიშავებ?
-არ ვიცი, ეს თქვენ უნდა მითხრათ.
-მოეშვი ნუ ხარ დაძაბული, არაფერი დაგიშავდებათ ექიმო, მე გპირდებით რომ აქედან უვნებელი წახვალთ ოჯახში, მაგრამ არ ვიცი რა შეგემთხვევათ რამოდენიმე დღეში ან თვეში პირად თქვენ არა, თქვვენს საყვარელ ადამიანებს.
-გასაგებია.თქვა თეონამ და ქოხს კედლები შეათვალიერა, რაც უფრო აკვირდებოდა ალექსანდრეს მას ვიღაცას ამსგავსებდა, მაგრამ ვერც ამხელდა.
-ძალიან დაკვირვებით მათვალიერებ ექიმო  მეც და ქოხსაც, რა მოხდა?
-ქოხის პირობაზე როგორც გარედან ჩანს არ მეგონა ასეთი კომფორტულად თუ იქნებოდი აქ ამ უკაცრიელ ადგილზე, გამოდის მკურნალობას აქ გავაგრძელებთ.
-აქ გავაგრძელებთ და აქ დაწერე რაც გჭირდება და თუ რამე რთული მედიკამენტია უკეთესია ექიმის ხელმოწერა არ დაგავიწყდეს. თეონამ ჩანთა გახსნა და რეცეპტი ამოიღო და ყველა საჭირო მედიკამენტი დაწერა, მაფიოზს გაუწოდა, მაფიოზმა კი გოჩას გადასცა ქაღალდი და თეონას წინ თავადაც მშვიდად დაჯდა.
-ყავას დალევ?
-გვაქვს?
-ყველაფერი გვაქვს და მოდი რა მოიხსენი ეს დაძაბულობა, გგონია მართლა მანიაკი ვარ?
-მე ვიცი თქვენი ისტორია, ვიცი როგორი რთული ბავშვობა გქონდათ და რაც გაიარეთ ცხოვრებაში ზედმეტ-ნაკლებად ვიცი.
-მირანდა.
-დიახ მირანდამ მომიყვა და ერთი კითხვა დამებადა.
-გისმენ.
-არასოდეს გიფიქრია, რომ სადღაც თქვენი სხეულის, სულის და გულის ნაწილი ცხოვრობს და ის მოგეძებნათ?
-რა თქვი? რისი თქმა გინდა, გინდა მითხრა რომ მე და ან ძმა მყავს?
-დიახ, ვფიქრობ რომ თქვენ და გყავთ რადგან ძალიან ჰგავხართ ერთ ჩემს ნაცნობს.
-ექიმო იცი რომ თქვენი სიტყვები ჩემს ცხოვრებას ერთიანად ამოაყირავებს და ყველაფერს შეცვლის?
-ვიცი და მე მინდა ასე რომ იყოს, რადგან ცხოვრებისგან დაჩაგრულს ოდესღაც სინათლე ხომ უნდა ნახოთ და აი დადგა ეს დღეც.
-ვინ, ვინ არის ის ადამიანი ვისაც მიმამსგავსეთ.
-მეშინია რომ.........................
-მას რამეს დაუშავებ? არა, გეფიცები ჩემს სიტყვას მას არაფერი შეეხება, პირიქით მინდა მყავდეს ვინმე ვინც დამეყრდნობა და მე მასზე ვიზრუნებ.
-უნდა დავრწმუნდე, ასე ვარაუდით ვერაფერს ვიტყვი.
-უკვე ამაფორიაქე და...........................
-ლილია, თქვენ და ლილია ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
-ლილია................................. მე ხომ
-დიახ, თქვენ მისი მოკვლაც გინდოდათ მარინასთან ერთად, მაგრამ რა დააშავა ლილიამ.
-მითხარით, რატომ დაიბადა შენში ეს ეჭვი თეონა.
-ლილიას დედამ, ბიოლოგიურმა დედამ როცა მარიამს მიუყვნა ლილია ის 8 თვის პატარა იყო უსუსური და დაუცველი, როცა ბატონმა ვახომ მას მამის ვინაობა კითხა უთხრა რომ არ იყო აუცილებელი ცოდნოდათ იმ ადამიანის ვინაობა და სახელი ვისაც არ უნდოდა ლილიას დაბადება, მაგრამ ის მაინც დაიბადა, თუმცა დედა უკიდურეს გაჭირვებაში იყო და ბავშვი იქ დატოვა სადაც იცოდა დარწმუნებით რომ ლილია სიყვარულში გაიზრდებოდა და მართლაც, ლილიას არაჩვეულებრივი  გამზრდელი მშობლები ყავდა. მარიამი ძალიან კარგი ადამიანია და მას ჭკუა ეკეტება ლილიაზე.
-თეონა ეს როგორ უნდა დავამტკიცოთ, დამეხმარე გთხოვ.
-იმ დღეს როცა მირანდასგან გაიგე მისი ორსულობა, იმ დღეს გამიჩნდა ეჭვი,  რადგან სწორედ იმ დღეს აღმოვაჩინე თქვენს შორის მსგავსება და ლილიას თმის ღერები მაქვს აქ, თქვენი სისხლის წვეთი და დნმ-ი გაკეთდება ასე თუ გაიგებ დარწმუნებით რომ თქვენ და-ძმა ხართ. ალექსანდრემ არც დაფიქრდა  ჭიქა გატეხა და ცერა თითზე გადაისვა, თეონამ შიშისგან იკივლა და ქოხში გოჩა შევარდა იარაღით, მაგრამ გაოცებული უყურებდა ალექსანდრეს.
-არაფერია, დამშვიდდი. თეონამ ხელი გაუწმინდა და ალექსანდრეს უთხრა.
-მე დაგიწერ ვისთან უნდა.............................
-მყავს ჩემი ადამიანი, გოჩა ეს წაიღე და ოლეგისთან მიიტანე უთხარი რომ დნმ-ი ჭირდება ალექსანდრეს და პასუხიც ახლავეს უნდა გამატანოთქო.
-კარგი უფროსო, მაშინ იქ დაველოდები.
-პასუხის გარეშე არ მოხვიდე გოჩა. ქოხის კარი გაიღო და ფრიდონი დაბრუნდა წამლებიც მოიტანა და თეონას უთხრა.
-ქალბატონო ექიმო თქვენი ტელეფონი უნდა მომცეთ, ეს რამდენიმე დღე დაცული ვიყოთ.
-მთხოვთ ტელეფონი გავთიშო?
-არა, ტელეფონი მე უნდა მომცე, დედას კი აი ამ ტელეფონით დაურეკავ.
-თეონა გპირდები დედას ყოველ დღე დაელაპარაკები, მაგრამ მინდა აქ დაცულად ვიყოთ. აზრი არ ჰქონდა ალექსანდრესთან შეკამათებას და ტელეფონი  ფრიდონის გადასცა, მათი ტელეფონით კი დედას დაალაპარაკა და ანერვიულებული დედა დაამშვიდა.
-დედა სად ხარ შვილო ძალიან დაგაგვიანდა და მამაც ნერვიულობს.
-დედა რამოდენიმე დღით პაციენტმა სახლში წამიყვანა და გაფრთხილება ვერ მოვასწარი, ყოველ დღე შეგეხმიანები, მხოლოდ გთხოვ არ ინერვიულო.
-კარგი შვილო, დამირეკე როცა მოიცლი რომ შენი ხმა გავიგონო.
-დაგირეკავ დედა, აქ ჩემი ტელეფონი არ იჭერს და სხვა ტელეფონით დაგირეკავ ხოლმე. გიორგიმ  თეონას ვერ მიუსწრო და მახოს დაურეკა, მან კი თქვა.
-მაფიოზმა წაიყვანა, უნდა ვიპოვოთ. იმედი ჰქონდა იპოვიდა თეონას ტელეფონით, მაგრამ ნომერი გათიშული ჰქონდა დედას კი სხვადასვა ნომრიდან ურეკავდა. ალექსანდრე ვერ ისვენებდა და გოჩას დაბრუნებას ელოდა, რამოდენმიმე საათი დააგვიანდა გოჩას დაბრუნებას და უკვე თენდებოდა რომ დაბრუნდა, ალექსანდრეს არ ეძინა და ფრთხილად მოქმედებდა რადგან არ უნდიდა გაღვიძებოდა ჩაძინებულ თეონას. ქაღალდი აღელვებულმა დაიჭირა ხელში და ვერ გახსნა, გაუჭირდა სიმართლესთან პირისპირ დადგომა.გაუჭირდა იმის გაანალიზება რას გააკეთებდა დადებით და უარყოფით პასუხზე.
-რაზე ფიქრობ. გაიგონა თეონას ხმა და შეცბა.
-ვფიქრობ უარყოფითი პასუხი რომ იყოს  ძალიან მეწყინება, მაგრამ ჩემი დამანგრეველი იქნება ის რომ პასუხი დადებითი იყოს და როგორ გავაგრძელო ამ ცოდვით ცხოვრება.
-ყველა პრობლემის გადაჭრა არის შესაძლებელი, პასუხი დადებითსაც და უარყოფითსაც თავისი აქვს ახლა კი გახსენი კონვერტი.
-არ შემიძლია, დაე დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის.
-მომეცი, მე გავხსნი. თეონა ადგა და ალექსანდრეს კონვერტი გამოართვა გახსნა და საჩქაროთ ჩაიკითხა და ხმამაღლა თქვა.
-99%-ით ემთხვევა თქვენი დნმ-ი, ალექსანდრე ლილია შენი და არის.
-არა, არაააა, არააააააა. მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა ალექსანდრე და ყველაფრის ლეწვა დაიწყო, ის გიჟს დაემსგავსა და გაოცებული ფრიდონი ცდილობდა მის შეჩერებას.
-არაფერი დაუშავოთ, მას არაფერი დაუშავოთ არ გაპატიებთ მას თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს. თქვა ალექსანდრემ და დაღლილი თვალებით შეხედა თეონას.
-შენ რომ არა ვერასოდეს გავიგებდი სიმართლეს, მადლობა ექიმო.
-რა მოხდა, რამ გადაგრია ასე ძალიან. იკითხა ფრიდონიმ და ქოხში გოჩა შემოვიდა.
-ლილია, ლილიას არ შეეხოთ არც მის ქმარს და საერთოდ შეჩერდით.
-რა მოხდა, რატომ შეიცვალა ყველაფერი.
-არ შეიცვალა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა აი ამ ერთმა ქაღალდმა.
-ეს რა არის. გოჩამ ქაღალდი აიღო და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს.
-გამოდის ლილია და შენ..........................
-ლილია ჩემი დაა, ჩვენ ერთი მამა გვყავდა ის როგორ მეზიზღები მამააააა. ალექსანდრესთვის იმდენად მოულოდნელი იყო ახალი ამბის გაგება ნერვიულობის ნიადაგზე მაღალი სიცხეები ჰქონდა და თეონას შეეშინდა კიდეც ასეთ რთულ პირობებში მისი იქ ყოფნა, მაგრამ რამოდენიმე დღე დაჭირდა და ყველაფერი მის ადგილს დაუბრუნდა, დადგა დღე მათი ერთმანეთის დამშვიდობების, ალექსანდრემ რამოდენიმე მამაკაცს უთხრა.
-გახსოვდეთ, ლილია ჩემი და არის და მას არავინ არასდროს არ შეეხება, ამიერიდან კი თეონაც ჩემს დად ჩათვალეთ და თქვენ მისი დაცვაც გევალებათ.
-გასაგებია უფროსო.
-რაც შემეხება მე, ყველაფერს გავაკეთებ რომ უზრუნველი ცხოვრება გქონდეთ, მშვიდობით თეონა და მადლობა ყველაფრისთვის. ალექსანდრეს ცრემლი მოერია და თეონა მას გადაეხვია.
-ცხოვრებამ გაგხადა სასტიკი, იმედი მაქვს შეიცვლები და გახდები ლილიასთვის კარგი ძმა და კარგი მამა შენი შვილებისთვის. ალექსანდრეს ცრემლი ჰქონდა ყელში და ვერ შეძლო ვერაფლის თქმა, ამიტომ ხელის აწევით დაემშვიდობა თეონას და ის ერთ მამაკაცთან ერთად გავიდა ქოხიდან, მაგრამ უცებ შემობრუნდა და თეონას რაღაც გადასცა.
-ეს ჩემგან სამახსოვრო საჩუქარი, იმ დღეს რომ გაგიტეხეს ამ ველურებმა და შეგაშინეს ალბად ოდესმე მაპატიებ ამ შეცდომას. თეონას გაეცინა და თავადაც აუწია ხელი ალექსანდრეს დამშვიდობების მიზნით. რამოდენიმე საათი იყო გასული, რომ  მამაკაცს მიუბრუნდა თეონა და უთხრა.
-რატომ არ მიშვებ, ინერვიულებს დედა.
-სანამ არ მივიღებ შეტყობინებას უფროსიდან ვერ გაგიშვებ დაო. თქვა მამაკაცმა და შეტყობინებაც მოვიდა და ხმამაღლა წაიკითხა.
-თეონა ჩემი პირობა შევასრულე და შებს ანგარიშზე დარიცხული არის თანხა როგორც დაგპირდი, მაგრამ მე დავარღვიე პირობა და იმაზე მეტი დავრიცხე რაც უნდა დამერიცხა ეს ჩემგან სამადლოდ. ამ შეტყობინებიდან ორ საათში ქოხს  დატოვებთ და გოჩა მთავარ გზამდე გაგიყვანს შემდეგ კი გზას თავადაც გაიკვლევ.
 ალექსანდრეს სიტყვები გოჩამ შეასრულა და ზუსტად ორ საათში თეონა ქოხიდან გაიყვანა და გზატკეცილზე გასულს გაბრაზებულმა უთხრა.
-იმედი მაქვს არასოდეს გადავეყრებით ერთმანეთს ცუდ გზაზე.
-მშვიდად იყავი ექიმო, ალექსანდრე მოცემულ სიტყვას არასოდეს ივიწყებს. გოჩა წავიდა, ტაქსი უნდა გამოეძახებინა რომ მის წინ  ნაცნობი მანქანა გაჩერდა და გიორგი გადმოვიდა.
-როგორ ხარ, რამე დაგიშავა ან რატომ წაგიყვანა.
-დამშვიდდი კარგად ვარ. თეონამ ყველაფერი უამბო გიორგის და ისიც გაოცებული უსმენდა, მაგრამ საუბარი მახოს ზარმა გააწყვეტინათ.
-აქ არის ჩემს გვერდით და კარგად არის.
-მაფიოზი ავიყვანეთ, დასრულდა მისი კარიერა მისივე ბინძურ საქმეში.
-ყველაფერი დასრულდა?
-ვფიქრობ რომ ამჯერად დასრულდა.
-მაგრამ ის ხომ მარტო არ არის, მას უამრავი ხალხი ყავს.
-ჯგუფი ავიყვანეთ, ძირითადი ვინც იყო.
-ეს როგორ, ის ქვეყნიდან გასვლას ფიქრობდა და ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა.
-შენც დაუჯერე რომ მას ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა. გაეცინა გიორგის და თეონას შეხედა.
-გიორგი ის შეიცვალა, ალექსანდრე რამდენიმე დღეში შეიცვალა და მისი შეცვლის მიზეზი ლილია არის.
-ლილია? რა შუაშია ლილია ალექსანდრესთან. უცებ გააჩერა მანქანა გიორგიმ და თეონას შეხედა.
-ლილია ალექსანდრეს და არის და ეს ორი დღის წინ გაიგო ალრექსანდრემ.
-თეონა ლილიას მშობლები ხომ ................................
-ლილია აყვანილია გიორგი და მარიამმა იცის ვინ იყო ლილიას დედა, მაგრამ  მამის ვინაობა არ გაამხილა ბიოლოგიურმა დედამ მხოლოდ თქვა რომ თქვენ ხართ ლილიას მშობლები სხვა მამა მას არც ყოლია არასდროსო.
-ლილიამ ეს იცის?
-იცის, მაგრამ არც უცდია დაინტერესებულიყო ვინ იყო მისი ბიოლოგიური მშობლები რადგან მარიამმა მას ყველაფერი უთხრა.
-ძალიანაც კარგი ქნა რომ არ უცდია მათი მოძებნა, მაგრამ ახლა როგორ უთხრა, რომ ის ალექსანდრეს და არის.
-ხომ არ აჯობებს დავტოვოთ ისე როგორც არის.
-დაველოდოთ ჯერ ალექსანდრეს რამდენს მიუსჯიან. გიორგის პატრულის მანქანამ დაუსიგნალა და გაჩერება სთხოვა. გორგიმ გააჩერა მანქანა, ნაცნობი პოლიციელები გადმოვიდნენ და ერთ ერთი გიორგისთან მივიდა და მანქანის მოწმობა მოითხოვა, გიორგიმ გაოცებულმა შეხედა და მისცა მანქანის საბუთები, მეორე პოლიციელმა კი გაოცება ვერ დაფარა და უთხრა.
-თომა რას აკეთებ, ეს ხომ გიორგი არის.
-ვიცი ვინც არის, მაგრამ მე ექიმთან მაქვს საქმე და არა გიორგისთან. თქვა და თეონას იარაღი დაუმიზნა.
-შენ, შენ ჩაუშვი მაფიოზი. მეორე პოლიციელმა თომას ხელში ესროლა და იარაღი ხელიდან გააგდებინა შემდეგ კი უფროსს დაურეკა. თომა გადაიყვანეს და ის თავდახრილი იჯდა მახოს წინ.
-როცა დაგკითხე თავი გაიგიჟე, დღეს კი თავად გაამჟღავნე შენი თავი. იმედი მქონდა რომ ვცდებოდი, დარწმუნებული ვიყავი ჩემს ჯგუფში მოღალატე და გამცემი არ იქნებოდა, შენ კი სიურპრიზი გამიკეთე, ყოჩაღ თომა ძალიან გყვარებია შენი უფროსი. აბა გელოდები, ყველაფერი უნდა მოყვე.
-მე ბევრი არაფერი ვიცი.
-რაც იცი ის მოყევი, რატომ დათანხმდი მაფიოზს თანამშრომლობაზე, მხოლოდ სიმართლე უნდა თქვა.
-დავთანხმდი ჩემი ცოლის გამო, რადგან მისი მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მე ყველა სახსრები ამომეწურა და როცა ჩემთან უცნობი მამაკაცი მოვიდა მის შემოთავაზებაზე არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი, რადგან დრო არ მქონდა.
-გასაგებია, რამდენი დროს გასული რაც მასთან თანშრომლობ.
-ექვსი თვე არის და გეფიცებით მე ძალიან გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
-ვიცი მჯერა, რადგან ძნელია როცა ცხოვრებაში ორი როლი გაქვს, აგენტიც ხარ და პოლიციელიც.
-სასჯელს არ გაურბივარ, მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, მაგრამ მინდა გთხოვთ რამოდენიმე საათი დამითმოთ.
-რატომ, რატომ უნდა გავითვალისწინოთ შენი თხოვნა.
-დღეს ჩემი ცოლის დაბადების დღე არის, რამოდენიმე საათს გთხოვთ ჩემი თავისუფალი ცხოვრებიდან. მახო დათანხმდა და თომა გაუშვა, თომამ ცოლის საყვარელი ყვავილები იყიდა და ბინასთან მისული მანქანიდან გადმოდიოდა ყვავილებით ხელში რომ ესროლეს და ერთი გასროლით გააჩუმეს. გიორგიმ თეონა სახლში მიიყვანა და თავად მახოსთან წავიდა, გზაში ლუდი იყიდა და მახოს კაბინეტში დაუკითხავად შევიდა.
-სერიოზული სალაპარაკო გვაქვს და რჩევა მჭირდება.
-რა მოხდა. უთხრა მახომ და ცალი თვალით მაგიდაზე დადებულ ჩანთას გახედა.
-გაბედულად შეხედე ჩანთას მაფიოზს არ ვგავარ, არ ვფიქრობ მისი საქმიანობა გავაგრძელო ბომბი რომ მომეტანა.
-ოოოო, ლუდი კარგია.
-მახო ალექსანდრე და ლილია და-ძმა არის.
-რაააააააააააააა. მახო გაოცებული და გაკვირვებული უყურებდა გიორგის.
-მითხარი როგორ მოვიქცე, ლილიას ეს როგორ უნდა უთხრა.
-ჯერ უნდა დავიცადოთ და დრო უნდა შევარჩიოთ.
-როგორ გაიგე.
-ამას დაწვრილებით თეონა მოგიყვება შენ მომიყევი როგორ დააკავეთ ალექსანდრე.
-მაშ ასე, როცა თეონა წაიყვანეს ერთ-ერთი ჩვენი კაცი იყო მათ შორის და ინფორმაციას ის გვაწვდიდა.
-მაფიოზს ვინმემ უღალატა?
-როგორც ჩვენ, ინფორნაცია ჩვენგანაც გადიოდა. თეონა მაფიოზის გამოსაჯამრთელებლად წაიყვანეს, მანაც მკურნალობა ჩაუტარა და გამოაჯამრთელა და პირად ექიმს დაემშვიდობა. ის მის მეგობრებთან ერთად ვეტმფრენით უნდა ჩაფრენილიყო თურქეთში, რადგან ქვეყნიდან ყველა გასასვლელი დაკეტილი იყო ამიტომ ჩვენმა კაცმა მას ვეტმფრენი შესთავაზა და მაფიოზს გეგმა მოეწონა და ჩაფრინდა კიდეც თურქეთში, სწორედ იქ ავიყვანეთ ისინი.
-ახლა სად არის, გადმოიყვანეს საქართველოში?
-რამდენიმე საათში უკვე აქ იქნებიან, საიდუმლო ინფორმაციაა გიორგი............. გიორგიმ შეხედა და უთხრა.
-არ გრცხვენია?
-რატომ უნდა შემრცხვეს მე თავი დავიზღვიე. თქვა მახომ და ორივეს გაეცინა.
-რა გეგმები გაქვს.
-პირველი რაზედაც ვფიქრობ უნდა დავისვენო, შემდეგ შევხედოთ. გიორგი დაემშვიდობა მახოს და წავიდა, სახლში გაღიმებული შევიდა, ლილია სამზარეულოში იყო და რამდენიმე წუთი ჩუმად უყურებდა, შემდეგ მიუახლოვდა ორივე ხელები მოხვია და მაღლა ასწია.
-რას აკეთებ ახლავე დამსვი.
-შეგეშინდა? როგორ გაფითრდი, მართლა შეგაშინე? ლილიამ გულზე მიიდო ხელი და მეორე ხელით წყლით სავსე ჭიქა აიღო და მოსვა, გიორგის კი მკაცრად შეხედა და უთხრა.
-არასოდეს არ გაბედო ჩემი ასეთი შეშინება, გეკრძალება ასეთი ქცევები 8 თვის მანძილზე. გიორგის გაეცინა და უთხრა.
-მხოლოდ 8 თვეს დამშორდები, მეტს ვერ შემელევი ან გაძლებ უჩემოდ 8 თვეს?
-მხოლოდ 8 თვე, რადგან ბავშვს დაბადებამდე 8 თვე ჭირდება. გიორგი გაჩუმდა დაიბნა, აირია, ანერვიულდა და ლილიას მუცელზე დააკვირდა, შემდეგ ორივე ხელები შემოიწყო თავზე და თქვა.
-ბავშვი, 8 თვეში ბავშვი გაჩნდება, ლილია მეხუმრები?
-არ გაგეხარდა?
-რა თქმა უნდა გამეხარდა, როდის გაიგე.
-ვეჭვობდი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი. გიორგი სიხარულს ვერ მალავდა, არც უცდია დაემალა საოცარი გრძნობით გამოწვეული სიხარული და ამ სიხარულს კიდევ ერთი სასიხარულო ზარი.
-ჩოჩია?
-როგორ მყავს ჩემი ცეკვერე ხომ არ მოიწყინა.
-მოვიწყინე სად ხარ, სამი თვე გავიდა ჩოჩია.
-კიდევ სამი თვე დამიმატეს და გადაწყვეტილება მივიღე.
-რა გადაწყვეტილება, მანდ გინდა დარჩე?
-როგორ მიხვდი ჩემს ჩანაფიქრს გიორგუნა.
-ტყუილა მიშლი ნერვებს, შენ სხვა ქვეყანაში ვერ გაჩერდები.
-რატომ? 
-უჩემოდ გაგიჭირდება და იმიტომ.
-გამიჭირდა სუნთქვა უშენოდ და კარი გაგვიღე თუ გინდა საჩუქარი მიიღო. გიორგიმ კარი გააღო და ჩოჩია მეგობრებთან ერთად იდგა და გიორგის უღიმოდა.
-ბაკო, ელიზაბეტიც მოსულა ლილია.
-ჩვენც მოვედით. ჩოჩია ორივეს გადაეხვია და ყველამ მიაგნო თავისი ადგილი, გიორგი ღიმილით უყურებდა თავის სამეგობროს და ლილიას ხელი დაუქნია, ლილია გვერდით ამოუდგა გიორგის და ორივე ერთმანეთს თვალებში უყურებდა.
-ჰეეეე, რომანტიკული და ინტიმური წუთები ცალკე ოთახში ესეც ჩვენი წასვლის შემდეგ. თქვა ბაკომ და ელიზაბეტს ხელი გადახვია.
-მომისმინეთ, არ ვიცი რამდენად შევძლებ გითხრათ და გადმოგცეთ ჩემი განცდები, არ ვიცი რამდენად ძლიერი ვარ ამ ამბის სათქმელად და ისიც ვიცი რომ გაგიხარდებათ ორი ამბავი მაქვს და ამ ორი ამბიდან ერთს ლილიაც თქვენთან ერთად გაიგებს და ეს ძალიან სერიოზული თემაა.
-თქვი რა ხდება. თქვა ბესომ და ლილიას თვალი ჩაუკრა.
-ხო დამაცადე, რას ვაბობდი?  მოვიფიქრე, 8 თვეში აქ ამ სახლში პატარა დაიბადება. სიჩუმე რამდენიმე წამი და ერთიანად იქუხა ტაშის ხმამ, ბესო ფეხზე წამოდგა ლილიას მოეფერა და ხელი გადახვია გიორგის კი უთხრა.
-მეგობრობა ის კი არ არის რომ მთელი ცხოვრება იცნობდე შენს გვერდით მყოფს, მეგობარი ის არის ვინც გულს დაგანახებს და სულს მოგცემს დაუფიქრებლად. შენს დაბნეულობაზე ჩვენ ყველამ მივხვდით რისი თქმა გინდოდა, შენი თვალები ყველაფერს ამბობდა და მინდა მოგილოცო.
-მადლობა მეგობარო, რომ ჩემს გვერდით ხართ.
-მეორე ამბავი? გიორგი დასერიოზულდა ლილიას ხელი მოკიდა და ბესოს ადგილზე დასვა და მიხვდა ყველამ რომ გიორგის რაღაცის თქმა უნდოდა რადგან ძალიან უჭირდა თქმა.
-არ მინდა ინერვიულო.
-გიორგი დედა................................
-არა, არა, არა მარიამი კარგად არის გინმდა დაგალაპარაკო?
-არა, რადგან შენ ამბობ კარგად არისო მე მჯერა შენი.
-მართლა არ მინდა ინერვიულო რადგან რასაც ახლა გეტყვი ეს მოულოდნელია შენთვის, ჩემთვის და ყველასთვის, მაგრამ უნდა იცოდე სიმართლე. დაიძაბა სიტუაცია და ყველა დაიძაბა, გიორგიმ სამზარეულოში გავიდა და ჭიქით წყალი მოიტანა რომელიც ბესოს მისცა ხელში და ისევ ლილიას წინ დაიმუხლა.
-შენ და ყველამ იცის რამდენი დრო დასჭირდა მაფიოზის დაჭერას, ის როგორც იქნა დაიჭირეს, მაგრამ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
-გიორგი თქვი რისი თქმა გინდა.
-ლილია ალექსანდრე შენი ძმა არის. ხმა ჩაწყდა, სამყარო გაირინდა და თავადაც მზერა გაუშეშდა გიორგიზე შემდეგ კი ჩუმად იკითხა.
-რა, რა თქვი?
-ასეა, ის შენი ძმაა და ძალიან ინერვიულა როცა სიმართლე გაიგო.
-შეცდომა არ არის?
-არა, სიმართლეა.
-დამამტკიცებელი საბუთი?
-არსებობს დნმ-ის ანალიზი, რომ თქვენ ერთი მამა გყავდათ.
-უნდა ვნახო, თუნდაც შორიდან მე ის უნდა ვნახო.
-რომ ნახე პირველად რამე იგრძენი.
-გული უცნაურად ამიჩქარდა, თუმცა ეს არც გამიფიქრია.
-წაგიყვან, მას რამდენიმე საათში გადმოიყვანებენ საქართველოში.
-მშვიდად უნდა იყო, ხომ გესმის ლილია.
-მშვიდად ვარ, არ ინერვიულო ძალიან ძლიერია ჩემი გული.
-კარგი, მაშინ თეონა და მარი მაგიდას მიხედავს, ელიზაბეტი ჯერ ისევ სუსტად არის და ვერ დავასაქმებთ.
-რას ამბობ გიორგი მე ორსულად ვარ ავად კი არა.
-თეონა გაინძერი და ცოტას დასუსტდები კალორიებს დაწვავ. უთხრა გიორგაძემ და შეეცადნენ დაძაბულობა შეეცვალათ მხიარულებით, ამიტომ თეონამ მიუბრუნდა გიორგაძეს და უთხრა.
-ახლად გაღვიძებულ გველეშაპს ჰგავხარ, მაგრამ რა ვქნა რომ ჩემთვის ყველაზე ტკბილი, თბილი და საყვარელი გველეშაპი ხარ თუნდაც ამ ვამპირზე უკეთესიც კი. გიორგისკენ გაიშვირა ხელი და გიორგისაც გაეცინა და ჩოჩიამ თქვა.
-ეს რას ნიშნავს, აღიარებ რომ ჩვენი გიორგაძე შეგიყვარდა.
-რას იზამ ჩოჩია ეს გამოიმეტა ჩემთვის განგებამ და ხელი რომ ვკრა მთლად მარტოობაში რომ არ დავრჩე, ჯანდაბას იყოს ის ვინც უფალმა მაჩუქა მზად ვარ ეს მძიმე სასჯელი ავიტანო და მივიღო და ვაღიარო, რომ უკვე მას ჩემი ჰქვია უბრალოდ არ ვახმაურებდი (თ)
-ლა ვუკოთ აქლა ამას მალტო ცხოვლების ლომ შეშინებია?
-მოიცადე, მოიცადე შენ გინდა მითხრა რომ იმიტომ მითხარი თანხმობა მარტო ცხოვრების გეშინია?
-საყვარელო ამათ პროვოკაციებზე ნუ წამოეგები, მოდი შენს ცხვირს უნდა ვაკოცო თორემ როცა შენს თვალებში სიბრაზეს ვხედავ გონება მებინდება აქ კი არ მინდა ასე დამემართოს ეს ხისთავიანი იფიქრებს ეპილეფსია მაქვს.
-აფირისტობის სუნი მცემს თეონა და აფირისტობას არ პატიობენ. თქვა გიორგაძემ სეროზული სახით და ყველა ჩაჩუმდა, მანაც ნელა ნელა ფეხზე წამოდგა და გაბრაზებული სახით თეონასკენ წავიდა. ყველამ იფიქრა რომ ახლა ჩხუბს დაიწყებენო, მაგრამ თეონას მიუახლოვდა თუ არა გიორგაძე შეიცვალა დათბა და დატკბა.
-ყველაზე ტკბილი ხარ, ყველაზე თბილი ხარ, დელიკატური ატამიც შენ ხარ და ნუ მაიძულებ ახლავეს და აქ ჩემებურად  გემრიელად ჩაგკბიჩო.ლილიას სულდაავიწყდა რამდენიმე წუთის წინ როგორ იყო და სიცილისგან სულ ვეღარ ითქვამდა, ყველაფერი დასრულდა, როცა მახომ დარეკა და უთხრა.
-ერთ საათში განყოფილებაში მოიყვანებენ, ლილიას უთხარი?
-კი იცის და უნდა რომ ნახოს.
-მოიყვანე, რადგან მეორე შანსი ვფიქრობ არ იქნება. მეგობრები დაიშალნენ და გიორგიმ ლილია განყოფილებაში წაიყვანა, უკვე წუთი წუთზე ელოდნენ მათ მოსვლას აი მოვიდნენ კიდეც, ალექსანდრე სხვა დანარჩენებთან ერთად ხელებ შეკრული გადმოიყვანეს მანქანიდან და ალექსანდრემ ლილიას ცრემლიან თვალებს წააწყდა და თავადაც ცრემლით აევსო თვალები, გული კი გამალებით ფეთქავდა. ლილია უყურებდა მისთვის უცნობ ადამიანს რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიგო რომ მისი ნაწილია, მისი ძმაა და მან დაინახა მისი ტუჩების მოძრაობით ნათქვამი ,,მაპატიე'' და ამ დროს  ვანო ფურცხვანიძე გამოჩნდა, მან იარაღი ამოიღო და ალექსანდრეს გულში ესროლა.
-ეს ჩემი შვილის წამებისთვის და მოკვლისთვის. პოლიცია დაიბნა, ლილია ალექსანდრეს თვალს არ აშორებდა და ამ აურზაურში ის გიორგის დაუსხლტდა ხელიდან და მასთან მივიდა.
-უკეთესია რომ მოვკვდე, რადგან არ მინდა როცა ვინმე მახსენებს უხერხულ სიტუაციაში ჩავარდე, მხოლოდ მაპატიე, მაპატიე რომ გატკინე.
-არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომა, შენ უნდა გადარჩე და შენს შვილებს გაუწიო კარგი და სამაგალითო მამობა, გესმის? არ გაქვს უფლება ისინი მიატოვო. ალექსანდრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამოდენიმე დღე იბრძოლა, მაგრამ ვერ შეძლო ბრძოლა დაუძლურებულმა სხეულმა. ფრიდონი და ალექსანდრე გარდაიცვალა, ტელევიზიის ყველა არხი ახალ ამბავს გადმოსცემდა, მარინაც გაასამართლეს და მას 20 წლით შეუძღუდეს თავისუფლება. ალექსანდრემ იმ ბოლო რამდენიმე დღეში მოახერხა რომ მისი ქონება ორ ადამიანზე გადაანაწილა და ამით უნდოდა თავისი დანაშაული გამოესყიდა, ადვოკატმა მირანდა და ლილია დაიბარა და ალექსანდრეს ანდერძი გადასცა მათ ორივე გაოგნებული იყო. მირანდამ დაკეტა მარინას სახლი და თავად ქალაქის გარეუბანში იყიდა კერძო სახლი ლამაზი ეზოთი მას ტყუპი გოგო და ბიჭი ეყოლებოდა სახელებიც შეურჩია ალექსანდრა და ალექსანდრე და მამის ანდრძით მათ მამის გვარიც მიეცემოდათ. იდგა თავის ეზოში ულამაზეს ყვავილების ბაღში და მუცელზე ხელი დაისვა.
-ასე ძალიან რატომ ფართხალებთ, თქვენ ხომ დედასთან ხართ და დედამაც თქვნს გამო გააგრძელა სიცოცხლე. ნეტავ შემეძლოს ეს გული ჩემი ხელით ამოვიგლიჯო და შორს გადავაგდო, მის გახსენებაზე ასე ძალიან არ მეტკინებოდა ჩემი სხეულის ეს პატარა ნაწილი, მაგრამ თქვენი არსებობა მამშვიდებს და ჩვენ სამნი ვიცხოვრებთ მშვიდად და უდარდელად.
-მეოთხეს არ მიიღებთ თქვენს გვერდით რომ იყოს საუკუნოდ? გაიგონა მამაკაცის ხმა მირანდამ და შებრუნდა, მის წინ იდგა მამაკაცი უცხო სახით, მაგრამ ნაცნობი ხმით და ღიმილით. 
-ალექსანდრე შენ, შენ ხომ.............................
-შუუუუ, ეს არავინ არ უნდა გაიგოს, ჩვენ აქედან წავალთ და ვიცხოვრებთ მშვიდად.
-მპირდები რომ მშვიდი ცხოვრება გვექნება?
-გპირდები, გპირდები საყვარელო. 
-მძიმე იყო ჩემი სასჯელი, მაგრამ მინდა ოთხივე ერთად ვიყოთ. მირანდა მისი ნებით მოეხვია ალექსანდრეს და ისიც ბედნიერებით სავსე იყო, ჩაიხუტა თუ არა მირანდა მას შვილებმაც მიესალმა და ორივემ აფართხალდა.
-მათ იგრძნეს რომ აქ ხარ, ჩვენთან ერთად და მუდამ ერთად ვიქნებით. საუბრობდნენ რომ  ორივეს ლილე, გიორგი და თეონა მიუახლოვდა, ალექსანდრემ ლილესაც ხელი მოხვია და თქვა.
-თქვენ ხართ ჩემი სასჯელი, რადგან თქვენ მომისაჯეთ ცხოვრების შეცვლა და სხვაგვარად არც მოხდებოდა ჩემი გარდასახვა.
-სასჯელი შეიძლება მძიმეა, მაგრამ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თქვა ლილიამ და ორივე ღიპუცები გულში ჩაიკრა ალექსანდრემ, რამდენიმე დღეში კი მირანდამ დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ალექსანდრესთან ერთად გადავიდა იტალიიის ერთ პატარა სოფელში სადაც დაიბადნენ ალექსანდრა და ალექსანდრე რომლებიც სასჯელით სახით მოევლინნენ დედას და აჩუქეს ბედნიერება.



დასასრული.
19,38
02/04/2021.



№1  offline წევრი ირო

როგორ მომნატრებია თქვენი ისტორიები,ემოციებით,ტკივილით,ადამიანური სიძლიერეებით და სისუსტეებით.საბოლოოდ კი ყველა ადამიანს რომ თავის გზას აპოვნინებთ.

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

სუპერ აღფრთოვანებული ვარ და რა კარგია ერთად წავიკითხე და ლოდინი არ დამჭირდა

 


№3  offline მოდერი zia-maria

ირო
როგორ მომნატრებია თქვენი ისტორიები,ემოციებით,ტკივილით,ადამიანური სიძლიერეებით და სისუსტეებით.საბოლოოდ კი ყველა ადამიანს რომ თავის გზას აპოვნინებთ.

heart_eyes მადლობა, მადლობა, გაიხარეთ. kissing_heart

სტუმარი მაკო
სუპერ აღფრთოვანებული ვარ და რა კარგია ერთად წავიკითხე და ლოდინი არ დამჭირდა

heart_eyes გულით მიხარია რომ აღფრთოვანებული ხარ, მადლობა. kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი ნაწარმოები იყო მომეწონა საინტერესო ემოციებით სევდიანი მაგრამ სიყვარულით საოცარი მეგობრობით სავსე კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

 


№5  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი ნაწარმოები იყო მომეწონა საინტერესო ემოციებით სევდიანი მაგრამ სიყვარულით საოცარი მეგობრობით სავსე კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

heart_eyes მადლობას მე გიხდი რომ დროს მითმობ შენი ძვირფასი დროიდან საყვარელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent