შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (5-თავი)


3-04-2021, 01:13
ავტორი esel
ნანახია 1 216

სახლში განადგურებული შევდივარ და მაშინვე დედაჩემი მეფეთება წაშლილი სახით
- ნუთ... ნუთ კარგად ხარ საყვარელო? - ხელებს მხვევს და მიხუტებს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ, მაგრამ ეს შეგრძნება მაშინვე გაქრა როგორც კი გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ისინი დედაჩემს უთვალთვალებდნენ და შეიძლება ახლაც ამას აკეთებენ, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვგრძნობდი როგორ მიყურებდნენ, თითქოს ჩემს ყველა მოქმედებას აკვირდებოდნენ, ამან ისე დამძაბა რომ მომინდა ისე დავპატარავებულიყავი, რომ დედაჩემის მკლავებს მთლიანად დავეფარე, ისე დავეფარე, რომ სინათლესაც კი ვერ შემოეღწია მის მკლავებში. ემოციურად სრულიად გამოფიტული ვიყავი, მაგრამ დედაჩემის სითბომ და თვალთვალის შიშმა კიდევ ერთხელ შემარყია და ისევ ტირილი მომინდა, მაგრამ ამას ვერ ვიზამდი, არ მინდოდა დედაჩემი კიდევ უფრო შემეშინებინა
- საყვარელო ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს, როგორ ვინერვიულე - გამწია და შემათვალიერა იმაში დასარწმუნებლად, რომ არაფერი არ მჭირდა, შემდეგ კი ისევ ჩამიხუტა და თმაზე მოფერება გააგრძელა
- კი დედა კარგად ვარ უბრალოდ ძალიან მეძინება
- ხო რა თქმა უნდა, დაისვენე, დაიძინე, ყველაფერი კარგადაა - ჯერ კიდევ კარებთან ვიდექით, როდესაც ოთახში ლალი შემოვიდა
- ვაიმე ნუთ - იყვირა გაოცებულმა ქალმა - სად იყავი შვილო ყველა შენ დაგეძებს - ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდა აღელვებული ლალი დედას რომ არ გაეჩერებინა
- ახლა ამის დრო არ არის, მერე ვისაუბროთ მაგაზე ახლა დაისვენოს, წამოდი დაგაწვენ
- არა ჯერ ვიბანავებ - ვუთხარი და მაშინვე აბაზანისკენ წავედი. სასწრაფოდ მინდოდა ამ სიბინძურის ჩამოშორება, თავს საშინლად დამძიმებულად ვგრძნობდი
- კარგი... გინდა მოგეხმარო - უკან გამომყვა დედაც
- არა, არა მარტოც შევძლებ. დაისვენე დედა - ვუთხარი და ათრთოლებული ტუჩები შუბლზე მივაწებე. აბაზანაში შევედი და უცხო მოსაცმელი მხრებიდან მოვიშორე, ვერ გადავწყვიტე შეხვეული ნაჭრისთვის რა მექნა, საბოლოოდ გადავწყვიტე დამეტოვებინა. ცხელი წყალი მართლაც ბევრ რამეს შველის, მაგრამ სასწაულ მოქმედი ნამდვილად არ არის, რომ ამ მაშტაბის პრობლემას გაუმკლავდეს, თუმცა ახლა თავს შედარებით კარგად და სუფთად ვგრძნობ, თეთრ საწოლში ვეხვევი და მაშინვე ვითიშები. გონს მეორე დღეს მოვდივარ, ალბათ თვეები უნდა მეძინოს ბოლო დღეებში დაგროვილი სტრესის მოშორება რომ შევძლო. თავი ისე მტკივა, რომ მგონია ცოტახანში გასკდება, თითქოს მთელი მსოფლიოს სიმძიმე მე მაწვებოდეს. ნელ-ნელა ვდგები და სამზარეულოში გავდივარ, სადაც პატარა მაგიდის გარშემო ცხელი სასმლით ხელში, ყველა დაზაფრული სახით ზის. ასე ცუდად რომ არ ვიყო, ალბათ თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, ყველა ასე რომ ვანერვიულე
- ნუთ - თქვა მაშომ როგორც კი შემამჩნია და ყველა ჩემსკენ მობრუნდა
- გაიღვიძე საყვარელო? დაჯექი ახლავე ჩაის მოგიმზადებ - დედამ მაშინვე ჩაის მომზადება დაიწყო, ოთახში შევედი და დავჯექი. საშინელი დაძაბულობა იყო, ყველას ეშინოდა რომ ჩემთვის რამე ეკითხა. ვიცი რომ უამრავი კითხვა აქვთ, მაგრამ ახლა არც პასუხები მქონდა მათ კითხვებზე და უბრალოდ არც შემეძლო მათთვის რამეზე მეპასუხა, ამიტომ გავჩუმდი. გოგოები და ნიკა ერთდროულად მომიახლოვდნენ და ჩამეხუტნენ, დედამ კი ჩაი დამიდო წინ, ლალი ცრემლებს ვეღარ იკავებდა, ასე თუ გააგრძელებენ მეც ავტირდები და ეს ნამდვილად არ მსურს ახლა. ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა, მე კი ცხელ ჭიქას ხელებს ვხვევ და ვცდილობ თავი გავაკონტროლო
- ძალიან შეგვეშინდა - ამბობს მაშო, მე კი ჭიქას დავშტერებივარ
- ყველაფერი ხომ მართლა რიგზე გაქვს? - ამჯერად მეგიმ თქვა. ნიკა კი ხმას არ იღებდა და ფანჯარასთან იდგა
- კარგად როგორ იქნება, საწყალმა ბავშვმა ასეთი რამ გადაიტანა - თქვა ლალიმ და ასლუკუნდა, თან თავს აქნევდა - შე საწყალო... ჩემო საწყალო - ყველა მას უყურებს დაბღვერილი სახით, ის კი არეულ თვალებს ხან ვის ანათებს, ხან ვის - ასე არ არის? ტყუილი რა ვთქვი - აგრძელებს ისევ და ამჯერად თავს იმართლებს, მე კი არ ვიცი რატომ, მაგრამ ლალის სიტყვებზე თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა, მართლა მეცინებოდა, ყოველთვის მეცინებოდა როცა ლალის ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, ატირებულ ქალს მოვეხვიე და ღიმილით ვუთხარი
- არ ინერვიულო კარგი? მთელი ოჯახი შენ კისერზე ვართ, ხო იცი შენ თუ ინერვიულებ ყველა ინერვიულებს
- ვაიმე ეს კიდე ხუმრობის ხასიათზე თუ გაგვიგიჟეს ბავშვი... რა აცინებს ღმერთო მე აქ დარდით აღარ ვარ
- ეგ სულ ეგეთი გიჟი იყო - ამბობს მაშო და უკვე ყველა იღიმის
- ხო, ყოველთვის ასე არა ადეკვატურად იქცევა - ამატებს მეგი
- ხო როგორ ამბობს ხოლმე? თუ ტირილით ვერაფერს შეცვლი, მაშინ უნდა იცინოო - მაშო
- ხო მარა ყველაფერზე სიცილი ვის გაუგია შვილო? სასაცილოა ახლა ეს? - ამბობს ნაწყენი ლალი
- არა, არ არის - ვეუბნები და ხელებს კისერზე კიდევ უფრო ძლიერედ ვხვევ, დედა კი თავზე მკოცნის. ცოტახანში გოგოები და ნიკა წავიდნენ, ლალიც ოთახიდან გავიდა და მხოლოდ მე და დედა დავრჩით
- მითხარი დედა - ვეუბნები, რადგან უკვე დიდი ხანია ცდილობს გარდაუვალი საუბარი დაიწყოს
- არც კი ვიცი რა გითხრა და როგორ დავიწყო - ხმა აუკანკალდა დედას - რა... რა მოხდა? - ძლივს შეძლო ამ კითხვის დასმა და გული საშინლად მეტკინა
- მე... - დავიწყე მაგრამ დედაზე კარგ დღეში არც მე ვიყავი, მიჭირდა მასთან ამ თემაზე საუბარი - მე თავიდან ყვირილის ხმა გავიგონე და 112-ში დავრეკე - ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე - მერე კი შენობაში, რომ შევედი გასროლის ხმა გავიგე და ვერაფერი ვქენი - იმ ღამის გახსენებაზეე მაშინვე იმ კაცის სიცოცხლისგან დაცლილი თვალები გამახსენდა და გამაჟრჟოლა, საზიზღარი შეგრძნება დამეუფლა და ამაკანკალა - არავინ დამინახავს - ვთქვი აკანკალებული ხმით - დავიმალე, როცა მივხვდი რომ აღარავინ იყო, მე იქ შევედი და... - დედა მომეხვია - ...და ის, ის მკვდარი იყო, მე... მე შემეშინდა და არ ვიცი სად წავედი თან... თან ნასვამი ვიყავი... არაფერი დამინახავს - დედის ხელს ვიყავი ჩაბღაუჭებული, რომელიც ზურგზე მეკვროდა და ორივე ვტიროდით, ვტიროდი რადგან ძალიან დავიღალე, მას ვატყუებდი და ამ ტყუილის გამეორება კიდევ და კიდევ მომიწევდა, ვტიროდი რადგან ვხვდებოდი, როგორ საშინლად ვანერვიულებდი საყვარელ ადამიანებს და რამხელა ტკივილს ვაყენებდი მათ, დარწმუნებული ვარ სანამ დავბრუნდებოდი იმასაც კი ფიქროდნენ რომ მოვკვდი. საშინლად ვგრძნობ თავს, რომ მათ ამ ყველაფრის გადატანა მოუწიათ, ვიცი რომ რეალურად მე არაფერ შუაშივარ, მაგრამ ეს ამ სიტვაციას არ შველის, მათ მაინც უწევთ ამ ყველაფრის გადატანა.
- ძვირფასო, ჩემო ერთადერთო, საყვარელო - იძახდა დედა და თან მთელ სახეს მიკოცნიდა - მთავარია შენ ხარ კარგად, მე დედა ვარ და ჩემთვის ამაზე, შენზე მნიშვნელოვანი არაფერია გესმის? ჩემთვის ახლა მხოლოდ შენ ხარ მნიშვნელოვანი - ჩემი სახე ხელებში ქონდა მოქცეული და აცრემლებული, შეშლილი თვალებით მიყურებდა - მე ვერ ვიყავი კარგი დედა ბევრი შემეშალა - ვცადე გამეჩერებინა მაგრამ არ მაცადა - მომისმინე, ხანდახან შენ უფრო გავდი დედას ვიდრე მე, შენ მივლიდი როცა მე უნდა მომეარა და ამისთვის ყოველთვის შენი მადლობელი ვიქნებო ჩემო პატარა. არაფერი და არავინაა ჩემთვის და მამაშენისთვის შენზე და შენს დაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ თქვენს გამო ყველაფერზე ვართ წამსვლელები. ვიცი... ვიცი რომ იცი ის კაცი ვინც მოკლა, ვიცი რომ ეს დრო მასთან იყავი - ხმა უკანკალებდა, მე კიდევ ძალა არ მყოფნიდა რომ ის შემეჩერებინა - გიცნობ და ვიცი ისე არასდროს შეგეშინდებოდა, რომ სახლში მაინც ვერ დაბრუნებულიყავი, თუმცა ალბათ კარგი იქნებოდა, რომ ცოტა უფრო მშიშარა იყო იქნებ ნაკლებად აღმოჩენილიყავი ხიფათში, მაგრამ ასე არაა. მე ამაზე არაფერს გკითხავ, ის მომიყევი რისი მოყოლაც შეგიძლია და გინდა. ახლა მხოლოდ შენს კარგად ყოფნაზე უნდა იფიქრო, ისე მოიქეცი და ის თქვი რასაც სწორად მიიჩნევ, შენ არაფერში ხარ დამნაშავე, მე ყველა შემთხვევაში შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ ყველაფერს ვიზამ რომ კარგად იყო - მას მოვეხვიე და კიდევ უფრო ავტირდი
- მიყვერხარ - ვუჩურჩულე და მთელ გულს ცრემლებით ვუსველებდი
- ყველაფერზე მეტად საყვრელო, თქვენს გარდა არავინ მყავს - მიხაროდა რომ დედა არაფერს მაძალებდა და ყველაფერს ისე ხვდებოდა - იქნებ უნდა გთხოვდე კიდეც რო ყველაფერი მომიყვე და ამ ტვირთის მარტო ტარების უფლებას არ გაძლევდე, მაგრამ ისე ქენი როგორც შენ სწორად თვლი, ჯერ კიდევ პატარა ხარ, მაგრამ ვიცი რომ სწორ არჩევანს გააკეთებ, გენდობი - ცოტახანს კიდევ გამოვიძინე საღამოს კი დედამ ფრთხილად გამაღვიძა, რომ მევახშმა და მეც ავდექი, არ მინდოდა დედას ენერვიულა, მაგრამ გემრიელი საჭმელები რომ დავინახე მივხვდი მართლა მშიოდა, ალბათ მადა უნდა დამეკარგა, მაგრამ თითქმის ორი დღა არ მიჭამია.
- კიდევ გეჭამა - მითხრა ლალიმ როცა ჭამას მოვრჩი
- მეტს მართლა ვეღარ შევჭამ
- ღმერთო სულ ჩამოდნა ამ ორ დღეში - თქვა ლალიმ დანანებით
- ნუ აზვიადებ ლალიკო
- პოლიცია იყო მოსული - თქვა დედამ ყოველგვარი შესავლის გარეშე და ჩემს რეაქციას დაელოდა, გაყინული თვალები შევანათე მის გაცრეცილ თვალებს - რომ მოხვედი და იბანდი პირველად მაშინ მოვიდნენ, მაგრამ გავაბრუნე ვუთხარი რომ დაღლილი იყავი და არავისთან არ გინდოდა საუბარი, დღესაც მოვიდნენ და გეძინა ისევ გავაბრუნე... ვუთხარი რომ ხვალ ჩვენისით მივალთ - თვალის დაუხამხამებლად ვუყურებდით ერთმანეთს, ბოლოს თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ისევ ოთახში გავედი, კარები ჩავკეტე და მაიკა გავიხადე რომ ჭრილობა მენახა. ღრმა არ იყო, მგონი რაღაც მალამოც მესვა, უჯრიდან ბინტი ამოვიღე და ხელი შევიხვიე, ჭუჭყიანი და სისხლიანი ნაჭერი კი საწოლის ქვეშ დავმალე. სერიოზული ჭრილობა არ ჩანდა და ალბათ ექიმი არ დამჭირდებოდა, რომც დამჭირვებოდა საავადმყოფოში ვერ წავიდოდი. მეორე დილით გავემზადე და ჩვენების მისაცემად წავედი. გარეთ გასული თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, ვერავის ვხედავდი მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაც მითვალთვალთვალებდა. შენობაში შესული სხეულის დამორჩილებას ვცდილობდი, რადგან საშინლად მაკანკალებდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკითხვის ოთახამდე მიმაცილა, ოთახში თავს ხაფანგში გამომწყვდეულივით ვგრძნობდი. მალევე ოთახში პოლიციელი შემოვიდა, რომელმაც კითხვების დასმა დამიწყო, მე კი იმის მოყოლა დავიწყე, რაც იმ სამმა ურჩხულმა დამავალა. დედას და მეგობრებს ვერ გავწირავდი, მათ სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნიდი. საკუთარ ჩვენებას ხელი მოვაწერე, უკმაყოფილო პოლიციელმა კი მითხრა, რომ შემეძლო წავსულიყავი და გამაფრთხილა, რომ შეიძლება კიდევ გამოვეძახებინე ჩვენების მისაცემად. სახლში დაბრუნებული ოთახში ჩავიკეტე და არეული გონების დალაგებას ყველანაირად ვცდილობდი. დედა საყიდლებზე გავიდე მე კი მარტო დავრჩი. საშინლად გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ საკუთარ სახლში კარის ზარის ხმაც კი მაშინებდა, კარები ფრთხილად გავაღე კურიერმა კი ამანათი მომცა, რომელიც ჩემს სახელზე იყო გამოგზავნილი, ყუთი აკანკალებულმა გავხსენი, შიგნით კი მალამო იდო, როგორც ინსტრუქციაში ამოვიკითხე მალამო ჭრილობებისთვის იყო. თვალები გამიფართოვდა და ტვინში სისხლი ჩამექცა იმის გაფიქრებაზე, რომ იმ იდიოტებმა მართლა მალამო გამომიგზავნეს, მათგარდა არავინ იცოდა რომ დაჭრილი ვიყავი და შესაბამისად ამას არვინ გამომიგზავნიდა. მალამო ოთახში მოვისროლე და ჰაერისგან დაცლილი ოთახიდან აივანზე გავვარდი, ღრმად ვსუნთქავდი და შავ მანქანას თვალს ვერ ვაშორებდი, მანქანა გუშინდელიდან იქ დგას, უკვე პარანოიკიც გავხდი. დავიღალე არ მინდა რომ შიშში ვცხოვრობდე, გარეთ თავისუფლად ვერ გავდივარ, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ, მხოლოდ მე რომ მეხებოდეს კიდევ ავიტანდი, მაგრამ ჩემს ახლობელ ადამიანებს ემუქრებიან და ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. დედამ ჩემი საყვარელი ნამცხვარი გამოაცხო და კიდევ უამრავი ჩიფსი მიყიდა, მეცინება და თავი პატარა ბავშვი მგონია ასე რომ მექცევა. საღამოს ნამცხვარს გემრიელად ვჭამდი და ლალის წუწუნს ვუსმენდი ქუჩის ძაღლებზე, რა დროსაც, მე ისევ კარზე ზარის ხმა მაშინებს. ნამცხვარი ძლივს გადავყლაპე და სმენა დავძაბე, მაგრამ არაფერი მესმოდა
- ნუთ შენთან არიან - უკან მივბრუნდი რომ დამენახა ვინ იყო, უცხო სახეს მივაშტერდი, დედამ ლალის ანიშნა რომ გასულიყო, რამაც კიდევ უფრო დამძაბა
- გამომძიებელი გიორგი ჭავჭავაძე - ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი ხელი გავუწოდე - შენ კი ნუთი ხარ ხომ ასეა - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სკამისკენ ვანიშნე - ახვლედიანი ნუთი - თქვა და დაჯდა
- პოლიციას ყველაფერი ვუთხარი - ვთქვი მაშინვე
- ხო უთხარი, მაგრამ გამოძიებას შენი ნათქვამი არაფერს აძლევს
- სამწუხაროა, მაგრამ სხვა სათქმელი არაფერი მაქვს - გაიღიმა და შემომხედა
- დარწმუნებული ვარ, რომ მოსაყოლი ბევრი გაქვთ - ვცდილობდი არ მენერვიულა და აღელვება არ შემტყობოდა
- არა, არ მაქვს, ვერაფრით დაგეხმარებით - ვამბობ და ცხელ ყავის ჭიქას ხელს ვხვევ, გამომძიებელმა შუბლი მოისრისა და ჩემსკენ გადმოიხარა
- შენი მესმის... ასეთ რამეს შეესწარი, ალბათ ძალიან შეშინებული ხარ...
- კი ვარ, მკვდარი ადამიანის გვამი ვიპოვე და მკვლელს რომ დავენახე მეც მომკლავდა ასე, რომ ნამდვილად შეშინებული ვარ
- დაგემუქრნენ? - მკითხა და გაოცებულმა შევხედე - არ მიპასუხო - მითხრა როცა უარყოფას ვაპირებდი - ვიცი რომ ახლა ყველაფერს უარყოფ, გასაგებია გეშინია, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ ჩვენთან ითანამშრომლო დამიჯერე დაგიცავთ და ვერაფერს დაგიშავებენ - თვალებს არც კი ვახამხამებდი ისე ვუყურებდი, მინდოდა რომ რაც შეიძლება მალე წასულიყო
- მე მართლა...
- ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, თუ რამე გაგახსენდება დამირეკე, ეგ ხალხი ძალიან საშიშები არიან, წლებია უკვე დავდევთ. დამიჯერე ასე მარტივად არ გაგიშვებენ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ მოგკლან, ჩვენ კი დაგიცავთ თუ რამე გაგახსენდება
- თუ იცით ვინ არიან რატომ არ იჭერთ - ვუთხარი გაღიზიანებულმა და შეშინებულმა
- არვიცით - ჩაიცინა და თავი დახარა - ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ საშიშები არიან და ეს მათი პირველი დანაშაული არ არის, მაგრამ მათი ვინაობა არ ვიცით და ისინი კვლავ გააგრძელებენ ყველას მოკვლას ვინც გზაზე გადაეღობებათ, შენ კი შეგიძლია რომ ამ ყველაფრის შეჩერებაში დაგვეხმარო - მის თითოეულ სიტყვას ყურადღებით ვუსმენ, დიდი სიამოვნებით ვეტყოდი ყველაფერს რაც ვიცი, მაგრამ არ შემიძლია. წლებია მათ დაჭერას ცდილობენ და ისიც კი ვერ გაიგეს ვინ არიან, მე კი თუ ხმას ამოვიღებ, მხოლოდ ჩემს ახლობლებს შევუქმნი საფრთხეს
- ხო მართლა შენი ტელეფონი ვიპოვეთ... დამტვრეულია მის გამოყენებას ვეღარ შეძლებ, მაგრამ მალე დაგიბრუნებთ. საჭირო ვერაფერი ვიპოვეთ
- მშვენიერია, მადლობა - ვუთხარი და მის გასაცილებლად წამოვდექი
- იცი ძალიან სუფთა ტელეფონი გაქვს - მითხრა სახეზე აკრული კმაყოფილი ღიმილით
- რა? - ვკითხე დაბნეულმა
- სუფთა ტელეფონი გაქვს, მასზე შენი თითის ანაბეჭდებიც კი არ იყო - მშვენიერია ესღა მაკლდა
- კარგი მერე? - ვკითხა მობეზრებულმა და ერთი სული მქონდა კარებს როდის მივუკეტავდი
- ხო, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის უცნაური... და კიდევ - ნერვები საშინლად ამეშალა, კარებში გასული ისევ რომ მობრუნდა - ჩვენებაში თქვი, რომ ტელეფონი ხელიდან გაგივარდა და შენობაში დაგრჩა
- კი ასე ვთქვი - დავეთანხმე და თვალებში ჩავაშტერდი
- ტელეფონი მაინც რამდენჯერ დაგივარდა ასე საშინლად რომ დაილეწა?
- შენ რა იდიოტი ხარ - თითქმის ვუყვირე თავი ისე მომაბეზრა - ტელეფონი ბეტონზე დამივარდა, რა თქმა უნდა, დაილეწებოდა, ხოლო რაც თითის ანაბეჭდებს შეეხება, მგონი დროა თქვენთან მომუშავე ხალხს ტრენინგები ჩაუტაროთ ან არ ვიცი, რაც გინდათ, რადგან აშკარად არაპროფესიონალები მუშაობენ - ვუთხარი და კარი ცხვირწინ მივუკეტე. ოთახში განერვიულებული შევედი და წინ და უკან დავდიოდი. თითქოს ის სამი არ მყოფნიდა, ახლა ესეც დამემატა. იმას ვფიქრობ ისინი როგორ მოვიშორო ცხოვრებიდან და ახლა ახალი ვინმე ცდილობს ჩემს ცხოვრებაში შემოძრომას. დამიცავს თურმე, დაკარგული რომ ვიყავი მაშინ ვეპოვე, გადავერჩინე და იქნებ დამეჯერებინა კიდეც. ოთახში შემოსულ დედას ვაშტერდები არეული თვალებით, ის კი ტელეფონს მაწვდის
- მგონი ის პოლიციელი გირეკავს - ახლა რა გაახსენდა? ალბათ ტელეფონის ფერმაც დააეჭვა. ნერვებ მოშლილი ვართმევ ნინის ტელეფონს და ყურთან მიმაქვს, დედა კი ოთახიდან გადის
- იცი გაგიკივირდებათ და ჯერაც არაფერი გამხსენები - ვამბობ გაღიზიანებული
- მშვენიერია, მგონი უკვე მივიღე პასუხი ჩემს კითხვაზე - მეორე მხრიდან სანდროს ირონიულ ხმაზე, ჩემი შინაგანი მე ფსიქოპატივით იცინის და მის მოკვლას ლამობს
- რა ჯანდაბისთვის მირეკავ?
- გვაინტერესებდა შენ და ბატონმა გიორგიმ რაზე ისაუბრეთ, მაგრამ როგორც ჩანს გადაწყვიტე დაჭკვიანდე - ნერვებ მოშლილი ვჯდები საწოლზე და თავს თავისუფალ ხელში ვრგავ. ესენი კარგახანს არ დამანებებენ თავს, ჯერ მალამო ახლა ეს ზარი, თანაც დედაჩემს ურეკავენ - რაო ბატონმა გიორგიმ? - ვიცი, რომ ახლა ირონიული ღიმილი აქვს სახეზე აკრული და დიდი სიამოვნებით გავუქრობდი ამის მიზეზს
- არაფერი თქვენზე ვიჭორავეთ, ნამცხვარი ვჭამეთ და ყავა დავლიეთ - ვეუბნები და თავს ვერ ვიკავებ ნერვიული ღიმილისგან
- შენიაზრით შენსა და ჩვენს შორის ძალიან დიდი მანძილია მორბენალო?
- არა, რა თქმა უნდა, თქვენს კაცს ხუთი წუთიც არ დაჭირდება აქ ამოსასვლელად, იცით ძალიან მეცოდება იქნებ ყავაზე ისიც დავპატიჟო, თორემ ასე ჩემი თვალთვალით ძალიან დაიღლება
- ძალიან გინდა, რომ ეგ ენა დაგიმოკლდეს? მგონი იმაზე გრძელია ვიდრე გჭირდება
- უკვე იცი რომ მისთვის არაფერი მითქვამს, ასე რომ კარგად და იმ კაცსაც უთხარით წავიდეს
- ის კაცი იქ დარჩება სადაც არის, არ შეგაწუხებს, ახლა კი თქვენი საუბრის დეტალები მჭირდება
- უკვე მაწუხებს, თქვენ ყველა უკვე თქვენი არსებობითაც კი მაწუხებთ, საუბრის დეტალებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ...
- მომისმინე - გამაწყვვეტინა სანამ მორიგ სისულელეს ვეტყოდი, რის გამოც კიდევ უფრო გავაღიზიანებდი და მდგომარეობას დავიმძიმებდი - მოკლედ სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი, თორემ აქ ვიღაც ვიღაცეებს შენი ტონი განსაკუთრებით არ მოწონთ - თქვა სიცილით
- იცი რა, ნამდვილად არ ვიცი როგორ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ იდიოტები ხართ ისე, რომ ვიღაც ვიღაცეები არ გაღიზიანდეთ
- სერიოზულად მაინტერესებს ასეთი სითამამე საიდან გაქვს - რეზის ბოროტი ხმის გაგონებისას, ჩემი არსაიდან მოსული სითამამე სწორედ იმ გზით გაუჩინარდა, საიდანაც მოვიდა - პასუხს ნუ მიგვიანებ!
- არ ვიცი, ასე მოდის ხოლმე უკითხავად - ვუთხარი სრული სერიოზულობით
- იცი მოთმინებით არ გამოვირჩევი და თავს კიდევ უფრო მეტად ნუ მომაბეზრებ, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ მოგკლა - ზუსტად ვიცი, რომ ამას სრული სერიოზულობით ამობს და საკუთარ ოთახში შეშინებულს დამალვა მინდება
- არაფერი მნიშვნელოვანი, არ ჯერა რომ არაფერი ვიცი, მართალიცაა და მიზეზიც აქვს
- რა მიზეზი - ამბობს სანდრო
- იცი რა ვერ გავიგე? მე აქ მოკვლით მემუქრებით და ვიღაცეებს კლავთ კიდეც, ისეთ სახლში ცხოვობთ, თუ რასაც შვებით, რომ ალბათ სპეცრაზმიც ვერ შემოაღწევს, პოლიცია თურმე წლებია გეძებთ და თქვენი ვინაობაც ვერ დაადგინეს და ამდროს, თქვენ სამიდან ვიღაც, ჩემს ტელეფონს ისე ამტვრევს გეგონება ტანკმა გადაუარაო და წმინდავს, რომ ანაბეჭდები არ დარჩეს, ეს კიდევ მესმის, მაგრამ იცი მართლა საინტერესოა ჩემს ტელეფონზე ჩემი ანაბეჭდებიც რომ არაა და ყველაფერთან ერთად ტელეფონს გვამის გვერდით ტოვებს, საერთოდ რატომ დალეწეთ? თქვენი აზრით შიგნით რა მქონდა?
- მორბენალო, ხომ არ გინდა ჩვენ რომ შემოგვიერთდე? აქაურობას მოუხდებოდი - სიცილით ამბობს სანდრო
- გითიშავთ და ჭკუიდან ნუ შეიშლებით
- თავს გაუფრთხილდი - მესმის მიშოს გამაფრთხილებელი ხმა და ტელეფონს ვთიშავ. მშვენიერია ახლა ყოველ საღამოს ასე უნდა დამირეკონ? უბრალოდ თავს რატომ არ დამანებებენ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდებაა. მოუთმენლად გელოდები

 


№2  offline წევრი esel

Qeti qimucadze
ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდებაა. მოუთმენლად გელოდები

ოო აქ ისეთები მოხდებაააა laughing laughing heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლალო

რაღცნაირად მინდა რეზის და ამ გოგოს წყვილი შედგეს მარა არ უწერიათ მგონი ერთად ყოფნა უფრო მიშოსკენ არი აქცენტი, დიდად მოხარული ვიქნები თუ ცოტა დიდ თავებს დადებ ან რამოდენიმე დადე ერთად. საინტერესოა წარმატებები????

 


№4  offline წევრი esel

სტუმარი ლალო
რაღცნაირად მინდა რეზის და ამ გოგოს წყვილი შედგეს მარა არ უწერიათ მგონი ერთად ყოფნა უფრო მიშოსკენ არი აქცენტი, დიდად მოხარული ვიქნები თუ ცოტა დიდ თავებს დადებ ან რამოდენიმე დადე ერთად. საინტერესოა წარმატებები????

მიხარია რო მოგწონთ, შევეცდები დიდი თავები დავდო heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

სასიამოვნოთ იკითხება ☺️☺️ახალი თავი როდის იქნება ????????

 


№6  offline წევრი esel

სტუმარი თიკო
სასიამოვნოთ იკითხება ☺️☺️ახალი თავი როდის იქნება ????????

მადლობა <3 ახლი თავი ალბათ ხვალ იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent