რაე (თავი 10)
*** -არც კი მომილოცეს. -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა მაგდამ. -დღეს ხომ მაინც არ არის შენი ნამდვილი დაბადების დღე?! -მექანიკურად უპასუხა მასზე ხელკავით მიკრულმა მარიამმა, თან მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა მელოტ ბილიკს და ცდილობდა ხმა იმდენად დაბალ ტონალობაში გაეჟღერებინა, რომ მათ წინ, ხუთიოდე ნაბიჯით დაშორებულ ექთან არაფერი გაეგო. -მერე, რა?! ხომ დაიჯერეს, რომ მაქვს?! -შედგა მაგდა და სახეში შეაჩერდა მარიამს. -ღმერთმანი, ახლა ამის დროა? -წარბებშეკვრით დაუსისინა მარიამმა და მუჯლუგუნით წააჩანჩალა მაგდა. -მთავარია, რომ შემოგვიშვეს. გოგონა მორჩილად დაჰყვა მას და ოდნავ გულდაწყვეტილი გაუყვა ბილიკს. მიმღებში, ექთანმა ტრადიციულად პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვა სტუმრებს და მის წინ გაშლილ გრძელ ფურცელზე კალამი მოხაზა. -დედათქვენი, ოთახში გახლავთ. აქეთ, წამობრძანდით. -ხელით დერეფნისკენ ანიშნა ქალმა და მანდილოსნებიც, მიმართულებას დაჰყვნენ. წინ ექთანი მიუძღვოდათ, მარიამი კი სულ ბოლოს ჩამორჩა და უკანა ეზოს გამყურე დიდ დარაბებს გაავლო თვალი. ნაცნობ ჭადრის ხეს, ფანჯრის მინების გამყოფი ეფარებოდა, თუმცა ოქროსთმიანი ჭაბუკი არ შეუნიშნავს. თვალებს მაინც აცეცებდა და ერთი-ორჯერ წაბორძიკდა კიდეც, რის გამოც მაგდა უჩუმრად გამოჰხედავდა ზურგიდან და თვალებს უქაჩავდა, ყოვლისმცოდნესავით. გრძელი დერეფნის ორივე მხარეს ჩამწკრივებული ოთახებიდან, უმეტესობა დაკეტილი იყო. რამოდენიმე ღია კართან კი, ექთანთან ერთად იდგნენ უცნაური ქცევის მქონე ადამიანები. ბოლო, მარცხენა კართან მივიდა ექთანი და მაგდაც იქ გაჩერდა. გრძელი დეფანი აქ მთავრდებოდა ბოქლომით ჩაკეტილი კარით, რომლის შუა ნაწილში, საკმაოდ მოზრდილი სარკმელი იყო გამოჭრილი. მარიამმა მასში გაიჭყიტა და დაინახა შედარებით მოკლე დერეფანი, რომლის ორივე მხარეს ოთახები გახლდათ და მათზე პატარა, დახურული სარკმლები. -დიდხანს ნუ გაჩერდები, მაგდა. უმჯობესი იქნება, შენს სტუმარს თუ გარეთ დატოვებ. ისედაც, გამონაკლისი დავუშვით. -აჩქარებით თქვა ექთანმა და კარი შეაღო. მერე კი, მობრუნდა და სწრაფად გაუყვა დერეფანს. მაგდა სწრაფად შებრუნდა მარიამისკენ და უჩუმრად ანიშნა, რომ შეეძლო შეჰყოლოდა. მარიამმა კი თავი გადააქნია, უარის ნიშნად. -აქ დაგელოდები. -უხმოდ მოხაზა სიტყვები გოგონამ და როცა მაგდა კარს იქით მიიმალა, ისევ გაჰხედა კარს. გულმკერდთან, რაღაც აფეთქების, ან გაელვების მსგავსი მოუვიდა და ჟანგბადი ყელში გაეჩხირა, როცა კარის მინასთან ოქროსთმიანის გაშლილ სახეს გადააწყდა. მინაზე მაგრად მიტკეპნილ სახეზე ნაკვთები სულ აღრეოდა, ცხვირის ნესტოები რუკის მასშტაბებივით დაპატარავებულ გვირაბებს ჰგავდა, თვალები კი უცნაურად დაექაჩა. მარიამს გულმკერდთან აფეთქებული ნარჩენები ფეხებში ჩამოეღვენთა და თავი ჩახარა, გულზე ხელი მიიდო. შიშისგან ფერიც დაჰკარგვოდა და მიბნედილი მზერით აჰხედა ბიჭს. რაელი, მინას მოშორებოდა და ოდნავ განზე იდგა. გროტესკულ დონეზე გასწორებულიყო წელში და თავაღმართული, თვალებით ზემოდან დაჰყურებდა გოგონას სერიოზული გამომეტყველებით. მარიამს ეჭვიც კი შეეპარა, რომ იგი სუნთქავდა. ბოქლომით ჩაკეტილ კარს იქით, დეფერანი სულ ცარიალი იყო და კედლების სითეთრე ისე ნისლისფერ ტონალობად ეკვროდა ბიჭის სხეულს, რომ მარიამს შეგრძნება ჰქონდა, რომ კარს იქით სულ სხვა სამყარო იყო. სამყარო, სადაც მისი ბავშვობის ზმანება სრულიად ნათელი და ხელშესახები გახლდათ. ის ნისლი, რომელიც პირველი შეხვედრის დროს ეცნო გოგონას, ისევ დაბრუნდა მასთან. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა - ყველაფერი თითქოს იდეალურად ბუნებრივად იყო. ნერწყვი გადაყლაპა და ნაბიჯი გადადგა კარისკენ, გაუბედავად. რაელი ისევ ძეგლივით გაშეშებული იდგა და მარიამის მოძრაობისას, მხოლოდ თვალის გუგას ამოძრავებდა. გოგონამ ფრთხილად ასწია მარჯვენა ხელი და მინას მიაბჯინა, თან რაელს აჰხედა და თავადაც გაუკვირდა, როცა გაიღიმა. ბიჭი კი გაუნძრევლად, ასკეტურად გაჯგიმულიყო და თითქმის კომიკური შესახედაობაც კი ეძლეოდა. აზიდულ მხრებში თითქოს ჰაერს ინახავდა და მერე უცებ, გამოათავისუფლა. მხრები დაეშვა და რაელი სწრაფად მიუახლოვდა მინას. ჯერ მარიამს შეხედა, ცოტა ხანი დააკვირდა. მერე კი, მის ხელს შეხედა, რომელიც მინაზე ისე იყო მიბჯენილი, რომ გათეთრებულიყო. ბიჭმა თავი დახარა, ხელის გული გაშალა და რამოდენიმე წამი თვალი გაუშეშდა მასზე. მერე კი, მარცხენა ხელი ისე ასწია და დააკვირდა, თითქოს რამე სხვა საგანი ყოფილიყო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებდა და რაღაც მოლოდინი ჰქონდა მისგან. ხელი მინისკენ გაქანდა და მარიამის გაშლილ ხელს მიედო. ცოტა ხანი უყურა მას, მერე კი გოგონას შეხედა და ისე ზანტად, შეშინებითა და გაუბედავობით დაიწყო ტუჩის კუთხეების გაწელვა, რომ თითქოს თავადაც ვერ იჯერებდა, რომ ის ვიღაც მინის მეორე მხრიდან რომ უღიმოდა, საშიში სულაც არ იყო. მარიამმა უფრო შესამჩნევად გაუღიმა და რაელს მხიარულების ტალღა ისე მოაწყდა, როგორც ქარისგან გადარეული ტალღა მოაწყდება ნაპირს. -გამარჯობა. -ღიმილით ჩასჩურჩულა მარიამმა. რაელს თვალები გაუფართოვდა და კარს მიაწვა. კარი ბოქლომმა შეაჩერა და რაელი უფრო ძლიერად მიაწვა. მესამე ცდაზე უკვე ისტერიული სახე ჰქონდა, ნერწყვი ტუჩის კუთხეებს მოაწვა და თვალები დახუჭა. ხელები მუშტად შეკრა და საფეთქლებზე მიიდო, პირიდან უჩვეულო ზუზუნს აჟღერებდა. მარიამმა სწრაფად მიიხედ-მოიხედა. ხმაური არ აწყობდა და არც ბიჭის აღელვება სურდა. -მე, მეგობარი ვარ. -ორივე ხელი მიაბჯინა მინას მარიამმა და ოდნავ ხმამაღალი ჩურჩულით შესძახა ბიჭს. რაელმა თვალები გაახილა და ისევ მიუახლოვდა მინას. მარიამის ხელებს თავისი შეახო და შუბლი მინას მიაბჯინა. ქვევიდან, შეპარვით უმზერდა გოგონას და სახეზე ღიმილი ეფინებოდა. მარიამს ხმამაღალი კაკუნი მოესმა ზურგს უკან. -აქ, რა ხდება? -დასჭექა ხმამ. გოგონა უეცრად შეხტა და უკან შებრუნდა. წითელთმიანი, წარბებშეკრული მრისხანებით აეფარა მის მზერას. ორივე ხელი თეძოებზე შემოეჭდო და სახეზე ალმური მოსდებოდა. -გამარჯობა. მე მაგდას მოვყევი, დღეს დაბადების დღე აქვს და დედამისის ნახვის სურვილი ჰქონდა. გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა თუკი ამ დღეს დედას ნახავდა. შესაძლოა ეს ფაქტი, თავად ქალბატონი... -აქ წაბორძიკდა მარიამის გამართული, უშეცდომო და სწრაფი ტექსტი და თითქოს მეხსიერებამ უმტყუნა. სახელს ვერ იხსენებდა. -დარეჯანისთვისაც კარგი იყოს, შესაძლოა იცნოს და... -თქვენ, ვინ ბრძანდებით? -იჭვნარევად დასჭექა წითელთმიანმა. -მაგდას მეგობარი. -სუნთქვაშეკვრით უპასუხა მარიამმა. -მას საიდან იცნობთ? -წარბებს არაფრით არ ხსნიდა ქალი. -ვის? -ახლა, ვისაც ესაუბრებოდით. -თავით მარიამის ზურგს უკან ანიშნა ქალმა. -აჰა, ბიჭს გულისხმობთ. -ნაძალადევად, ნერვიულად გაიცინა მარიამმა. -აქ, მაგდას ველოდებოდი და უცბად, კართან აღმოჩნდა. -მარიამმა თავი კარისკენ მიატრიალა. რაელს განწირული, შეშფოთებული სახე ჰქონდა. თითქოს რაღაცის სათქმელად ემზადებოდა. გოგონამ ისევ მოაბრუნა წითელთმიანისკენ თავი და ღრმად ჩაისუნთქა. -მასთან საუბარი, სასტიკად აკრძალულია! -მკაცრად თქვა ქალმა და შავთმიანს მიუბრუნდა. -რაც შეიძლება მალე გააცილე სტუმრები და მომავალში, გამონაკლისების გარეშე დაიცავით კლინიკის წესდება. -წითელთმიანმა უნდობლად შეათვალიერა მარიამი და კარისკენ წავიდა. როგორც კი ბოქლომი კარს მოშორდა და კარი გაიღო, რაელი ისეთი სისწრაფით გამოქანდა, რომ ვერც წითელთმიანმა შეაჩერა და ვერც დანარჩენებმა. ის მარიამს მარცხენა მხარზე ჩაებღაუჭა ორივე ხელით. მარიამს თითქოს შეეშინდა, მაგრამ ეცადა არაფერი შეემჩნია და შიშიც უმალვე გაუქრა. იმ წამს, რა წამს თვალი თვალში გაუყარა რაელს და მაშინვე იგრძნო ბავშვობის ის ნაცნობი ნისლი. -რაელ, ახლავე მოშორდი გოგონას! -ხელიდან მოჰქაჩა წითელთმიანმა. -რაელ, გესმის ჩემი? -ხმა მკაცრი ჰქონდა. -არაფერია. -აჰხედა მარიამმა. -დამშვიდდით, არაფერია. გოგონამ, საკუთარ სახესთან ძალიან ახლოს მყოფ ბიჭის მოყას ფრთხილად შეახო ხელი და თავის მკლავზე ჩაფრენილი რაელის ხელებს თავისი დაადო. -ელიზა, აქ მოდი. -დასჭექა წითელთმიანმა. -რაელ, უცხო ადამიანს ნუ აწუხებ. აქ, მოდი. -კვლავ მოეჯაჯგურა წითელთმიანი. მას, შავთმიანიც შემოუერთდა და რაელიც აზმუვლდა. -იქნებ, ჩემით ვცადო?! -ცოტათი ხმამაღლა თქვა მარიამმა, როცა დაინახა რომ ბიჭი ძალიან აღელდა. -რაელ, შემომხედე. ბიჭი გასწორდა, ზმუილი შეწყვიდა. ქალებმაც ხელი შეუშვეს და მოეშვნენ. წითელთმიანმა, ისევ უნდობლად გაჰხედა მარიამს, რომელიც რაელს მიუახლოვდა და ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი. -ჭა.დრაკის თა.მაში ი.ცი? -ნაწყვეტ-ნეწყვეტ ჰკითხა რაელმა. მარიამმა ღიმილით დაუქნია თავი და მის უკან, კარის ხმა და ხმაურიანი სუნთქვა ერთდროულად მოესმა. -მორჩით, მაგდა? -ღიმილით გაემართა მისკენ შავთმიანი. წითელთმიანმა კი რაელს ჩაავლო მკლავში ხელი და დერეფნისკენ მისცა ბიძგი. ბიჭი მარიამის ხელს ჩააფრინდა, ერთხელ მაგრად მოუჭირა ხელი და უმალვე მოადუნა. ნაზად მოსწყდა მისი ხელი გოგონას ხელს და მარიამმა უჩვეულო, სევდით სავსე მზერა გააყოლა დერეფანში, უკვე მისგან ზურგით, მორჩილად მიმავალ ოქროსთმიანს და თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ კარგავდა ყველა მისი განზრახვა ძალას და რატომ ედებოდა მის ემოციებს რაელისეული, ცივი და სუფთა დამცავი ნისლი?! -წავედით, წავედით. -ხელით უბიძგა მაგდამ და გოგონაც გამოცოცხლდა. სწრაფად აუწყო ფეხი და გასასვლელისკენ გაეშურა. უკანა ეზოს გაჰხედა მარიამმა, ჭადრის ხეს მიახლოვებოდა რაელი. წითელთმიანი მას რაღაცას უყვებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ბიჭის ზურგს ხედავდა და სახე მთლიანად დამალული იყო, გოგონა მაინც გრძნობდა რომ რაელს სულაც არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდა წითელთმიანი. მარიამი ფიქრობდა, რომ რაელი ზუსტად იმავეს გრძნობდა, რასაც თავად. უჩვეულო სევდა დაეუფლა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში, წვეულების კავალერივით გვერდით დაჰყვებოდა. *** -სულ მეძინება. ვერ ვხვდები, რა მჭირს?! -სისინით გამოვიდა ოთახიდან ევა. მოკლე თმა, სულ ასწეწვოდა და სახეც ოდნავ დაეჭყანა. -საშინლად მტკივა თავი. გაბრიელი მისაღებ ოთახში იჯდა. ხელში ვისკის დაბალი ჭიქა ეჭირა და სახეც უსიამოვნოდ მოჰღუშვოდა. ოთახში შემოსულ ევას, ქვევიდან აჰხედა. კუბოკრული პლედი მხრებზე შემოეფინა და მისკენ მობაჯბაჯებდა. გაბრიელმა ბოლომდე ჩაცალა სითხე და ხმაურიანად ამოისუნთქა. ევა მის წინ დაჯდა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. თვალები მიბნედილი ჰქონდა. მერე გაბეს შეხედა და ისე შეაჩერდა, თითქოს რამის გახსენებას ცდილობდა და გაბრიელის სახე ამ რაღაცის გახსენების ერთადერთი საშუალება იყო. -კლუბში რა ხდება? საერთოდ, რა ხდება? -მიბნედილი ხმა ჰქონდა ევას. -არაფერი ვიცი, ისევ მეძინება. -ხმა უფრო უსუსტდებოდა. -ყველაფერი რიგზეა. ჯერ-ჯერობით, არაფერია სამოქმედო. შეგიძლია, დაისვენო. -ფეხზე წამოდგა გაბრიელი და ოთახში გაიარ გამოიარა. აღელვება ეტყობოდა და ევას სიტყვებს დიდად მნიშვნელობას არ ანიჭებდა. -ვიბანავებ და წავიდეთ. -ოდნავ, ცოცხალი ხმით თქვა ევამ და სკამიდან წამოდგა. გაბრიელი ისევ ნერვულად დადიოდა წინ და უკან. სანამ ევა აბაზანიდან გამოვიდოდა, მთელი ბოთლი ვისკი ჩაცალა და თვალები სისხლიანი ძაფებით აევსო. ევა საგრძნობი შემართებით გამოვიდა აბაზანიდან. თეთრი პირსახოცი მხოლოდ ძუძუს თავებსა და უკანალს უფარავდა და გაბრიელის წინ დროშასავით ფრიალებდა წამდაუწუმ, თუმცა გაბე ან სპეციალურად არ იმჩნევდა, ან ნამდვილად ვერ შეამჩნია, რომ იმ თეთრი ნაჭრის მიღმა ქალი იმალებოდა. ევა საძინებლის კართან შეჩერდა და გაბრიელს მიუბრუნდა, რომელიც სკამში ღრმად ჩამჯდარიყო და ვისკის უკანასკნელ წვეთებს ათამაშებდა ჭიქაში. მზერაც მასზე გაშეშებოდა. გოგონა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მას და სამიოდე ნაბიჯის მოშორებით შედგა. გაბრიელს თითქოს რაღაც ენიშნა და ჭიქა მაგიდაზე დადგა, მზერა კი ჭიქიდან ევას ფეხებისკენ გადაიტანა, რომელიც თანდათან ზევით ააცოცა და ევას თვალებთან შეაჩერა. ოთახში საკმაოდ ჩამობნელებულიყო, სარკმლის იქიდან ცისფერი შუქს ლაჟვარდისფერი ეჭრებოდა. ევამ, ტუჩები გაისველა ერთხელ, ორჯერ, მესამე ცდაზე ტუჩები გახსნა, თვალები დახარა და პირსახოცი ფეხებთან დააგდო. გაბეს მზერაში კი არაფერი შეცვლილა, ზუსტად იგივე ჰქონდა, რაც მანამდე და ზუსტად იმ მიმართულებით, იმ განსხვავებით რომ ევას თვალები დახრილი ჰქონდა და გაბე მის ქუთუთოებს შესჩერებოდა. გოგონა რაღაცას ელოდა, თუმცა მის ალმოდებულ სხეულს თანდათან ეპარებოდა სიგრილე. დრო კი ისე იწელებოდა, რომ ევა სიცივესთან ერთად, კომიკურ სირცხვილს გრძნობდა, რამაც გააშეშა. სრულიად უმოქმედო გახადა და თვალები აეწვა. სწრაფად დაიხარა, პირსახოცს ხელი დაავლო და მკერდზე აიფარა. სხეული აუკანკალდა ევას, სიცივე თავისი კუბოკრული პლედივით შემოეკრო და ტუჩებს თავს ვერ უყრიდა. ოთახს ლაჟვარდოვანი სიბნელე სულ უფრო და უფრო ეფინებოდა და მან ჩუმად აჰხედა გაბრიელს. ის ზუსტად თვალებში უყურებდა გახევებული, უგრძნობი, გამყინავი მზერით. ლეას ბრაზი იმდენად მოაწვა, რომ ერთიანად შემოაცალა ყველა ის დაუცველი სირცხვილი, რომელისაც გაბრიელის იქ ყოფნა იწვევდა. ისე ხმამაღლა სუნთქავდა, ლამის საკუთარი თავი დააყრუა და როცა იგრძნო, რომ უფსკრულში გადაჩეხვის პირას იდგა. როცა მის თვალში ყველაფერი ისე დაპატარავდა, რომ საცაა გაქრებოდა, გაბრიელი წამოდგა. გაბრიელი წამოდგა ისეთი გრძნობით, როგორიც სჭირდებოდა ევას გადარჩენისთვის და მისკენ წავიდა. ორივე ხელით ჩაბღაუჭებულ პირსახოცს, საჩვენებელი თითით დაბლა დააწვა და ევამაც მთლიანად შეუშვა ხელი. თვალები დახუჭა, პირი გააღო და სუნთქვა გაუხშირდა. გაბრიელმა ტუჩები ყურთან მიუტანა და მისმა ცხელმა სუნთქვამ, ევას მთელს სხეულს ჟრუანტელის გველებად დაუარა. -ერთი ჭიქა დალიე და უკეთესად მომეფერები. -დამთვრალი ხმით უთხრა გაბრიელმა და ლოყაზე აკოცა. -ჰო. -უპასუხა ევამ, თუმცა ვერაფერი გაიგონა. დალია ევამ და გაბემ ისევ დააწვინა გოგონა. მის მძინარე სხეულს ისევ ედებოდა მთვარის შუქი და ცოტა ხანი ისევ უყურა გაბრიელმა მას. სახლიდან გასვლისას, ქლოის მოჰკრა თვალი, რომელიც ისევ უნდობლად უმზერდა თავისი ჭრელი თვალებით და უცბად, მიიმალა. *** შუაღამით, როცა მთვარე ზუსტად ჰორიზონტზე იდგა და ცალი მხარე ოდნავ ჩამოთლოდა, ყვითელი კორპუსის სახურავზე ორი მამაკაცი ისხდა. ფეხები კორპუსის კიდეზე გადაეგდოთ და უცნაურ, დაძაბულ მყუდროებას ქმნიდნენ. -იმედია, გაუძლებს. -თქვა მარჯვნივ მჯდომმა. -სანამ ეჭვი არ ეპარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშაა, გაუძლებს. -უპასუხა მარცხნივ მჯდომმა მომნუსხველი, ხრინწიანი ხმით. -იქამდე უნდა მოვასწროთ, სანამ შენთანაც აირევა სიტუაცია. უნდა მოასწრო და წაიყვანო აქედან. მარცხნივ მჯდომმა მარჯვენას გახედა. მერე კი, ხელი მხარზე დაჰკრა, ორჯერ. -კოშმარები არც ისე საშიშია, როცა სიბნელე არ იცავს მათ. -მშვიდად თქვა გაბრიელმა და სიგარეტს გაუკიდა. კვამლი შორს გაიჭრა და შუა სივრცეში, ნაცრისფრად გაიფანტა. *** მეორე დღეს, ქვეყნის ტელევიზიებისგან გაშუქებულმა ვიდეოკადრებმა, მთელი ქვეყანა შეძრა. ეს იყო კადრები, რომელმაც გაარღვია ქვეყნის საზღვრები და ხელისუფლება ჩიხში მოაქცია. საჭირო გახდა, თითქმის ყველა ქალაქში სპეცრაზმის აქტიური ჩართვა, რადგან მოსახლეობა ბრბოდ იქცა, რომლის შეჩერებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა. განსაკუთრებულად მძიმე იყო ვითარება საიდუმლო დარბაზში, სადაც კოკამ თითქმის ყველაფერი დალეწა, რაც რამ ხელში მოჰყვა. მის ღრიალს, ბეტონის ცარიელი კედლები ექოდ აჟღერებდა და შეჩერებას ვერავინ უბედავდა. სანი შორიახლოს იდგა და თითქოს გარიყული ადევნებდა თვალს ყოველივეს. -დაწყნარდი, კოკა. გესმის? -ლეო უშედეგოდ ცდილობდა მის შეჩერებას. -ეგ აღარ მითხრა! -ყელში სწვდა კოკა და კედელზე მიანარცხა მთელი ძალით. -უნდა დავიცადოთ, გაბე მოვა და დავილაპარაკებთ. გესმის? -გაბეს დედას შე*ეცი, შე *ლეო! მაგის კიდევ გჯერა? ჩემი ხელით ყელს გამოვჭრი მაგ ნაბი*ვარს, გაიგე? -ხმის უმაღლეს მწვერვალს მისწვდა კოკა. -რას იყურები, შე *ირო?! მოდი და მომეხმარე. -დაუღრინა ლეომ სანის, რომელმაც თითქმის ბოლომდე დაყვანილი სიგარეტის ღერი მთელი ძალით მოისროლა და მათკენ წავიდა. -მე კოკას მხარეს ვარ. ის ჩვენ დაგვპირდა, რომ თუ ვინმე დაგვიჭერდნენ, უსაფრთხოდ გამოგვიყვანდა. -თვალების ქაჩვით საუბრობდა სანი. -ვერ ნახე, ირის რა უქნეს? ან, ევა სად არის? სახლშიც ვიყავი მასთან, დედამისს რამოდენიმე დღეა არ უნახავს. ლეომ უკან დაიხია, ორივეს შეხედა. კოკას ნესტოები დაჰბერვოდა, ხმამაღლა სუნთქავდა და პირიდან ნერწყვი სცვიოდა. სანი კი უნდობლად, მრისხანებით შესჩერებოდა ლეოს. -თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს „რაე“. თქვენ არ ხართ იმის ღირსნი, რომ „რაეს“ წევრები იყოთ. -მათ წინ დააფურთხა ლეომ და უკან გაბრუნდა. დარბაზიდან გასვლამდე ხმამაღალი ღრიალით დაარტყა მუშტი კედელს. -მოვკლავ, იმ ნაბი*ვარს! -მრისხანებით, თუმცა ხმადაბლა ჩაილაპარაკა კოკამ. *** ხალხი სულ უფრო საშიში ხდებოდა. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ სასტიკი ხელისუფლების სასტიკი რეჟიმის გადადგომას და დამნაშავეების დასჯას. მოსახლეობა დარწმუნებით ამბობდა, რომ ის, რაც კადრებში ჩანდა უპატიებელი ბოროტება იყო და მანამდე მოწყობილ ვანდალიზმში და სარწმუნოების შეურაცხყოფაშიც მთავრობა იყო დამნაშავე. ყოველივე ქვეყნის სათავეში მყოფი ხალხის მოწყობილი იყო და ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ქვეყანა ითხოვდა, უკიდურესად სწრაფ ვადებში მომხდარიყო ქვეყნის მთავარი პარტიის მოკვეთა ხელისუფლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიას ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური რევოლუცია ელოდა. *** თორნიკე, სავარძელში იჯდა და ტელევიზორში გაშუქებულ კადრებს მიშტერებოდა. ეკრანზე ჩანდა ჟღალთმიანი გოგონა და რამოდენიმე სამართალდამცავი პირის მხრიდან სასტიკი წამებისა და ძალადობის ამსახველი კადრები, რომელთაგანაც სპეციალურად ამოეჭრათ მხოლოდ ის მომენტები, რისი ჩვენებაც ტელევიზიით შეიძლებოდა. თუმცა, ყველაზე საშინელი ის კი არ იყო, რაც ჩანდა, არამედ ის, თუ რა შეიძლებოდა ვერ მოხვედრილიყო ტელევიზიის საცენზურო ჭრილში. -ჩემი ჩარევის დროც დგება. -თქვა თორნიკეს გვერდით მჯდომმა მშვიდმა, ზედმეტად მშვიდმა ხმამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.