შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი თვე (თავი 2)


7-04-2021, 09:17
ავტორი კატრინა
ნანახია 1 199

თავი2
თბილ ამინდში მივაქროლებდი რენჯს და სალონში გაჟღერებულ მელოდიას ვყვებოდი, უეცრად მზის სხივები სადღაც რომ გაიკრიფნენ და მათი ადგილი მონაცრისფრო ღრუბლებმა დაიკავეს. წვიმის წვეთებსაც არ დაუყოვნებიათ. მიყვარს! სწორედ ამ ამინდის უეცარი ცვლილების გამო ვგიჟდები აპრილის თვეზე. არასდროს იცი რა ჩაიცვა და როგორ, ყველაფერი მხოლოდ მის ხასიათზეა დამოკიდებული, რომელიც დღეში რამდენჯერმე იცვლება. უფრო მეტი სიამით განვაგრძე ღიღინი და თვალგაბრწყინებული მივუახლოვდი ადგილს, სადაც მანქანის დაპარკინგებას შევძლებდი. გახსოვთ არა, რომელი კაბა მაცვია? ისიც ხომ გახსოვთ რას ვიძახდი ჩემს თმასა და მაკიაჟზე? ახლა კი თბილისს ზემოდან გადმოვყურებ, ვხედავ რა ლამაზად ცრის და გაბადრული ხელებს განზე ვშლი, თავს კი უკან ვწევ და თვალდახუჭული ვეგებები ცელქ წვეთებს, ერთი მეორეს მიყოლებით რომ მისრიალებენ ჩემს ტანზე და მთლიანად ნამავენ. წინიდან მონაბერი ქარი კი ამასობაში აქეთ-იქით შლის ჩემი თმის ღერებს და მის სურნელში ჟღენთს სივრცეს... წვიმა ყველაზე ძლიერად მოქმედებს ჩემს ორგანიზმზე, მუდამ მმართავს და ყველაფერს მავიწყებს. ამ დროს არ მადარდებს არც საქმიანი ქალის იმიჯი, არც უცნაურად მომზირალი ხალხი, რომელთაც ხშირ შემთხვევაში გიჟი ვგონივარ და თითქმის არაფერი ამ ქვეყნად. ეს დროა, როდესაც შემიძლია ადამიანების დაბღვერილ, მოწყენილ სახეებს ვუყურო და მაინც უბედნიერესი გახლდეთ.
აგონიაში მყოფი ვეღარაფერს ვგრძნობ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ვცდილობ მთკიანად შევიგრძნო ჩემს სხეულზე მოთამაშე წვეთები, ქარის მოურიდები ლამუნი და გავთავისუფლდე. თვალებს ფრთხილად ვახელ და ქუსლიან ფეხსაცმელს დავყურებ. სახეს ვმანჭავ, რადგან ამით ნამდვილად ვერ შევძლებ ცეკვას, შეიძლება რამე მოვიტეხო, მაგრამ მოცეკვავე სული ვერ ამბობს უარს, ვერ ვახერხებ წინააღმდეგობის გაწევას და ფეხებს ვითავისუფლებ. სველ საყრდენზე დგომა ისეთი სასიამოვნოა სიცილს ვერ ვიკავებ და კისკისის თანხლებით ვიწყებ მოძრაობას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სიმღერის ჩართვა არ არის საჭირო, რადგან სივრცეში ისედაც ყველაზე ლამაზი მელოდია იფრქვევა, სიმშვიდის, სიგიჟის, თავისუფლების, სიბავშვის, სიხარულის, ტკივილის, სევდის, ყველაფერი ერთად იკრიბება და პატარა ლიზაც ვერ ახერხებს შეჩერებას, მთელი გრძნობით ვცეკვავ... სრულიად მოწყვეტილი სამყაროს რთულია უკან, რეალობაში დაბრუნება, თავს ბუმბულად ვგრნძნობ და მასსავით ფაფუკად დავფარფატებ, საბოლოოდ კი დაღლილი, დაქანცული, ემოციებისგან გამოწურული ვჩერდები. სუნთქვა ისე მაქვს აჩქარებული გული საგულედან ამოხტომას ლამობს. პირი შეღებული მაქვს ცივ ჰაერს მთლიანად ვუშვებ ფილტვებში, სახე მეყინება, სხეული გათოშილი მაქვს და ერთადერთი ნიშანი იმისა რომ ვცოცხლობ ჩემი ზემოთ-ქვემოთ მოძრავი გულ-მკერდია. გიჟივით მეცინება და ტირილში გადაზრდილი სიცილის ნოტებს მხრებზე რაღაცის დაფენა წყვეტს. აცრემლებული თვალებით გაოცებული ვიყურები გვერდით და სამხედრო შარვალსა და ჭაობისფერ მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილ დაბალზე გადაპარსულ თმიან მამაკაცს ვხედავ, რომლის სახის ნაკვთები მაკრთობენ და ნაცრისფერ თვალებში ვაშტერდები. არ მეშლება, ნამდვილად ნაცრისერია. ცოტა ხანს თვალს ვერ ვწყვეტ, შემდეგ კი ჩემს მხრებს დავყურებ და სამხედრო ქურთუკს ვხედავ. გონება მებინდება და ვერ ვახერხებ რამეზე კონცეტრირებას, ვერც ფიქრს, უბრალოდ გაშტერებული თვალებით ვდგავარ და ირგვლივ წვიმის მიუხედავად სიჩუმეა, ალბათ სმენა დამეხშო...
-სიცივეა, ასე გაიყინები. - დუმილს არღვევს და ვგრძნობ როგორ იკუნშება ჩემი მუცელი, მგონი ყველა ორგანო ამომაცალეს და სხეული მთლიანად დაცარიელდა. ჩემი გაშტერების მიუხედავად მის მზერაში ირონიას ვერ ვხედავ და გონზე მოსვლაც მიჭირს. ცოტა რომ შევფხიზლდი და მივხვდი შტერივით ვიყავი გაქვავებული თვალები რამდენჯერმე სწრაფად დავახამხამე, ტუჩები ენით გავისველე და შევძელი ხმა ამომეღო.
-გმადლობთ, ნამდვილად მციოდა, მაგრამ ახლა თქვენ გაიყინებით.
-ნუ იღელვებ, ჩემი ორგანიზმი უკვე შეეჩვია. - ტუჩის კუთხეს წევს და ეს მცირე მიმიკის ცვლილებაც კი მიბნელებს თვალებს და გამოსახულებას დღაბნის.
-ხო, რა თქმა უნდა... - ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და ქვემოდან-ზემოთ ვათვალიერებ იმის ნიშნად, რომ შევამჩნიე მისი ფორმა. უხერხულობისგან ირგვლივ მიმოვიხედე. არავინ იყო მხოლოდ მე და ის ვიდექით ამ ამინდში იმ ადგილას. - წვიმა გიყვართ?
-ნარიყალა უფრო - უპასუხოდ დამტოვა - და აქაური ისტორიები.
-ისტორიები? მაგალითად?
-მაგალითად, თავსხმა წვიმაში ფეხშიშველი, ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი მოცეკვავე გოგონა, რომელიც ტალახში ამოსვრას არ ერიდება და მთელი გრძნობით ცეკვავს, მართალია ვერ ხვდება მეორე დღეს ფილტვების ანთებით რომ გაიღვიძებს, მაგრამ იმდენად ლამაზი სცენაა ვერ ვაწყვეტინებ და ველოდები როდის დაასრულებს თავისი ამბის მოყოლას ამინდთან. - ერთი თავით მაღალი ზემოდან დამყურებს და ისე მეუბნება ამ ყველაფერს ერთი ნაკვთიც არ უტოკდება, მაგრამ მის თვალებში მოთამაშე წერტილები ძალას მაცლიან. ამ ყველაფერს ისე ბუნებრივად ამბობს თბიკი სითხე იღვრება ჩემს ორგანიზმში, მე კი ქვემოდან პატარა ოთხი წლის ბავშვივის სახით შევყურებ, დამრგვალებული თვალებით და აშკარად ნელ-ნელა უფრო დიდდებიან.
-ძლიერი იმუნური სისტემა მაქვს, ფილტვების ანთებას არ ავიკიდებ. - ვერ ვხვდები რატომ ვამბობ ამას, მაგრამ პირველი სიტყვები იყო, რაც ენაზე მომადგა. ნამდვილად ვგავარ ოთხი წლის ბავშვს 24 წლის ასაკში მყოფი. ჩემი მეორე მე გვერდიდან დებილი ხარ სახით შემომყურებს და შუბლზე ხელის გულს ირტყამს. ბიჭს ეცინებადა ხელს თავის გარშემო საფეთქლებზე იხვევს რომ დამალოს სახე. ნერვები მეშლება მოცინარი ნაკვთების დანახვის უფლება რომ არ მომცა, მაგრამ ისეთი ლაღი ბგერები ამოსდის მაინც ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ მესმის. ჩემი სულელური, სიტუაციასთან შეუფერებელ ფრაზაზე მეც მეცინება და უკვე უმიზეზოდ მთელი წუთის მანძილზე შეუჩერებლად ვკისკისებ. აზრზე რომ მოვდივარ, მის სახეს ვხედავ, მომღიმარი შემომყურებს და ჩემს თვალებსა და პირს შორის დააცურებს მზერას. მეც ვუღიმი, მაგრამ ყველაზე ლამაზად ჩვენი თვალები საუბრობენ.
წვიმა გადაღებას აშკარად არ აპირებდა, ალბათ მთელი ღამის განმავლობაში იქუხებდა და აღნიშნავდა ორი მონათესავე სულის შეხვედრას მე და ჩემი უცნობი კი აშკარად გათოშილები ვიყავით უკვე. ორივე კარგად ვხვდებოდით რომ დამშვიდობების დრო იყო, თუმცა თითქოს ერთმანეთი არ გვეთმობოდა.
-შეიძლება შეჩვეული ხარ, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოგვდის, ასე ტკბობის უფლებასაც არ მოგვცემს პატივცემული ამინდი, ამიტომ ჯობია შენი ქურთუკი დაგიბრუნო და წავდეთ.
-აქედან წასვლას როგორ აპირებ? შორს ხომ არ ცხოვრობ? მანქანით ვარ, თუ გინდა გაგიყვან
-მადლობა, შორს არ ვცხოვრობ, თან მეც ავტომობილით ვარ მოსული.
-კარგი, მაშინ მშვიდობიანი მგზავრობა. მოსაცმელი კი დაიტოვე, შეგცივდება სანამ მანქანამდე მიხვალ
-დიდი მადლობა, ნახვამდის. - ვეუბნები და თვალებგაბრწყინებული ვიკრიჭები
-შეხვედრამდე - მეუბნება, თვალს მიკრავს და მეც დარწმუნებული ვარ რომ მეორე შეხვედრა აუცილებლად იქნება. არ ვიცი როგორ, არ ვიცი სად, რა სიტუაციაში და როდის, მაგრამ ვიცი იქნება!..
რაც უფრო ვშორდებოდი მით უფრო მძაფრად ვგრძნობდი სუსხიანი ქარის მოხვეულ მკლავებს, რომელიც ჩემთვის მისი მოსასხამის წართმევას ლამობდა, მაგრამ არ ვანებებდი. არ მახსოვს სახლში როგორ მივედი, მხოლოდ ის ვიცი რომ ვკანკალებდი და წუთში ცხრაჯერ მაცემინებდა. თავი მისკდებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმეღო შხაპი. თბილმა წყალმა მთელი დღის ტვირთი წაიღო და მომადუნა, იქიდან გამოსულმა პიტნის ჩაი გავიმზადე და მგონი ცხოვრებაში პირველად შევწექი საწოლში თბილი პიჟამით. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მთელი აღფრთოვანება გამიქრო ღამით ტემპერატურის ცვლილებამ. დილამდე ვბორგავდი, ათჯერ მაინც წამოვდექი წყლის დასალევად, საბოლოოდ როგორც იქნა მოვიფიქრე ბოთლი ამევსო და ტუმბოზე დამედგა. დილის 5საათზე მაღვიძარამ რომ დაიწყო წკარუნი ეს გასკდომას მყოფი თავი უარესად ამიფეთქდა, ვერ მოვდიოდი აზრზე ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი ალბათ ორი დღე გადაბმულად შეუჩერებლად რომ მევარჯიშა მაშინ არ მექნებოდა ეს შედეგი. მაღვიძარის ხმას მობილური რომ დაემატა ვეღარ გავუძელი და წამსვე ვუპასუხე.
-ქალბატონო, რა გჭირს, ხომ კარგად ხარ? აუქციონმა ცუდად ჩაიარა თუ რატომ არ დამირეკე ?
-ლაშა, ლაშა, ცოტა ჩუმად და წყნარად გეხვეწები, ავფეთქდი.
-რა გჭირს ხმაზე გოგო? არა, აღარაა საჭირო მიპასუხო, მეც მაგარი ვარ რას გეკითხები, წვიმდა გუშინ. როგორ მოხდა რომ მოერია შენს იმუნიტეტს და დაგაგდო? ძლიერი გოგო მგონიხარ მე შენ, ჩაწექი საწოლში?
-ლაშა, გიჟი ხომ არ ხარ? ხო ხედავ როგორ ვარ, რაღას ჩამჩხავი ყურში? ავადმყოფო შენ, წადი დამანებე თავი, დამაძინე.
-კაი სერიოზულად, ძალიან ცუდად ხარ?
-სიცხე მაქვს მგონი, არ ვიცი, არ მახსოვს თერმომეტრი სად მაქვს და ვერ ვიზომავ.
-კარგი, მანდ დარჩი გამოვალ ახლავე და მოგივლის შენი ლაშუკა ძია დღეს.
-ისე მაფრთხილებ ახლა თითქოს რამის თავი მქონდეს, აქ ვარ, სად წავალ?
-კაი, ვსო, მოვდივარ რა წამოგიღო?
-მადლობა, ჩემო ტკბილო და ერთადერთო, არაფერი მინდა, შენც მეყოფი.
-ოხ, ელიზაბეტ, რა საცემი ხარ ამ შენი ახირების გამო...
-გკოცნი, მალე მოდი.- აღარ ვასრულებინებ და ვუთიშავ.
არა, შეიძლება თითქმის მკვდარი ვარ, მაგრამ მაინც რა მირაჟი იყო გუშინდელი საღამო? ღმერთო, მისი თვალები... ნაცრისფერი იყო, სულ ნაცრისფერი... და როგორ მიყურებდა?! ველოდები როდის დაასრულებს ცეკვასო, ანუ მთელი ის დრო მიყურებდა! არა, თან რომ დამცინა?..
ასეთ დღეში ვარ და მისი სახელიც არ ვიცი... - სიგიჟეა!



№1 სტუმარი mari

ვაიმეე რა კაი იყო ნაღდად ვიცი ის ბიჭი იმ კაცის შვილიშვილი იქნება????წარმატებებიი და მალე ველოდები ახალ თავს????????

 


№2  offline წევრი კატრინა

mari
ვაიმეე რა კაი იყო ნაღდად ვიცი ის ბიჭი იმ კაცის შვილიშვილი იქნება????წარმატებებიი და მალე ველოდები ახალ თავს????????



დიდი მადლობა < 3 დიახ, ის არის ჩემი იოანე < 3 ვეცდები მალე დავდო

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც ეგრე მგონია და ძალიან მომეწონა მალე დადეთ მადლობა წარმატებები

 


№4  offline წევრი კატრინა

სტუმარი ნესტანი
მეც ეგრე მგონია და ძალიან მომეწონა მალე დადეთ მადლობა წარმატებები


მადლობა თქვენ < 3 ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო < 3
სწორად გგონიათ < 3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent