ამინდის მსგავსად აირია ჩემი სამყაროც...
ამინდის მსგავსად აირია ჩემი სამყაროც, წვიმს და სულშია უსასრულოდ დიდი ტკივილი... წვიმა გაივლის, ამინდიც კი გამოსწორდება, თუმცა ჩემს სულში წვიმის წვეთებს რა შეაჩერებს?! ცა ტირის თითქოს, შეიშალა ვატყობ ბუნებაც, გარემო გახდა სიცივისგან უფრო შეშლილი... ამ წამს ვტირივარ, ცრემლები კი სახეს მიწვავენ, თითქოს ვულკანმა ამოხეთქა სულის შიგნიდან... გავიღიმებდი, მაგრამ აზრი არაფერს არ აქვს, ვერავინ ამჩნევს, გაყინული გრძნობები გაჩნდა... ტირი და თითქოს შენს ტკივილში ისევ გყიდიან... ბავშვი ხარ მაინც უნდა ისწავლო ბინძურ ცხოვრებას აუყოლო კვლავაც ნაბიჯი... რაში გარგია რომ თვალებით სიყვარულს თესავ?! მაინც გაგსრესენ, დამიჯერე ყველა ბინძური... ვიცი რომ გტკივა, იკლაკნები უკვე ტკივილით, და მაინც სცადე გზა გაკვალო ისევ ღიმილით... გაგსრესენ გესმის?! გადაგივლის გრძნობებზე ყველა, თუ არ ეცდები შენც რომ იყო უფრო ძლიერი... სიყვარული სისუსტეაო გეტყვის სულ ყველა, გაგიღიმებენ და სითბოსთვის ისე მოგკლავენ... სადაც უფალი ჯვარს გააკრეს უბრალო ხალხმა, სადაც იუდამ 30 ვერცხი აიღო... შენ ცხოვრობ აქ და ეცადე რომ მთლად არ გაგტეხონ... გიღალატებენ, გაგწირავენ, გაგსრესენ ისე არ შეტოკდება მათ სხეულში სინდისის ძაფიც... სადაც უფალი აწამეს და არც კი დაინდეს, გემუდარები მიპასუხე რისი რწმენა გაქვს?! ... და ასე მუდამ ვმასლაათობ საკუთარ თავთან, ვფიქრობ და მიკვირს რატომ არის ჩემზე ძლიერი?! ალბათ დრო არის გამოვკეტო ურჩი გრძნობები, მივენდო მას და სიყვარულის ზღაპარსაც მოვრჩე... სიცივეს ნება მივცე დაიცვას სული, გულის ახლოს კი არ მოუშვას ქვეყნად არავინ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.