ნასახლარი
ჩემი სკოლიდან, როცა გამოვალ და სახლისკენ მივემართები, გზად ერთი პატარა ქოხი შემხვდება ხოლმე. ქოხი ზედმეტად შელახულია, რთული წარმოსადგენია, რომ აქ ვინმე უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ ხშირად ვხედავ ერთ კაცს, ძია მატეოს. მას მუდამ სევდიანი თვალები აქვს. მუქი ლურჯი ჯუბა აცვია, ზამთარშიც და ზაფხულშიც. თავზე შავი ქუდი აფარია, თუმცა მის ჭაღარას, მაინც შენიშნავთ. ძია მატეო არაფერს აშავებს. არავინ იცის აქ, როდის მოვიდა, თუმცა რაც თავი მახსოვს იგი სულ ამ ქოხის აივანზე ზის და გასცქერის მუდამ ერთ კედელს. არ ვიცი, ამ კედელში ისეთი რა ნახა. უბრალოდ კედელია, რომელზე გოგონაა დახატული, მეტი არაფერი. ძია მატეოზე ბევრი მოარული ჭორი დადის, ზოგი ამბობს გიჟია და გამოიქცაო, ზოგი ამბობს ავადმყოფია და გამოიქცაო, ზოგი ამბობ უბრალოდ კაცია და გამოიქცაო. არასდროს დამინახავს ვინმე, ძია მატეოსთან. ერთადერთი ბებო ლილი, თუ მიაწვდის საჭმელს, ან ტანისსამოს. ძია მატეო კეთილი კაცია. მე ვიცნობ მას. ერთხელ სახლში, რომ მივდიოდი გზად ძლიერად გაწვიმდა. ძია მატეომ კი, დამინახა, როგორ ვიყავი გაწუწული და ვცახცახებდი სიცივისგან. და დამიძახა, მოდიო. არ ვიცი მაშინ რა შეგრძნება დამეუფლა, ან როგორ გადმოვსცე ის, მაგრამ უცნაური იყო. მაშინ პირველად გავიგე, ძია მატეოს ხმა. მაშინ გავიცანი ის, იმ დღის შემდეგ ხშირად მივდივარ მასთან. როცა ახლოს დავინახე, როცა მის წინ დავჯექი მივხვდი, რომ ძია მატეო უბრალო კაცი არ იყო. ახალგაზრდობაში შესაშური გარეგნობის უნდა ყოფილიყო. ახლა მას, ნაცრისფერი თვალები აქვს, თუმცა ახალგაზრდობაში ცისფერი უნდა ჰქონოდა, ნაცრისფერი ეს ალბათ ცხოვრების დარდმა დაუყენა. მუდამ წითელი ლოყები აქვს, ასევე უამრავი ნაოჭი, რომელიც მის განვლილ ცხოვრებას გაჩვენებს. როცა ძია მატეოს ველაპარაკები, ვგრძნობ რაოდენ განათლებულია, მის ყველა სიტყვაში განუზომელი აზრი დევს. მე ვფიქრობ რომ ძია მატეო, გამოქცეულია. ოღონდ არა, საგიჟეთიდან, ან საავადმყოფოდან, არამედ სხვა პლანეტიდან. ჰო, აი ასე, ცა გაიხსნა და ძია მატეოც დედამიწაზე დაეშვა. ის გვაკვირდება ჩვენ, ის გვიმახსოვრებს ჩვენ, რა ვიცით იქნებ ჩვენს ამბებს სხვა პლანეტებზე ჰყვებიან. დღეს ცუდ ხასიათზე ვარ, გადავწყვიტე ძია მატეოსთან წასვლა და წავედი კიდეც. ის ისევ ნახატს უყურებდა და ჩემი მისვლა ვერც კი შენიშნა, სანამ არ დავიძახე. - ძია მატეო, მოვედი. - ძია მატეომ შემომხედა, ნამტირალები თავლებით და დამიძახა. - მოდი, შვილო. მოდი. - უცნაური შეგრძნება დამეუფლა და გადავწყვიტე მეკითხა. - რატომ სტირი ძია მატეო ? - ეს ისე, მონატრების ცრემლებია. - ვინ გენატრება ძია მატეო ? - გოგონა. - რომელი გოგონა ? - აი, გაიხედე. - თითით კედლისკენ მიმითითა, მე გავოცდი, ნახატი, როგორ მოენატრა. ან მის გამო, როგორ ტიროდა. მგონი ახლა დროა ვკითხო ძია მატეოს ნახატზე. - ძია მატეო ვინაა ნახატზე ? - მან თავი დახარა ერთხანს გაჩუმდა , შემდეგ შემომხედა თვალები ზეცისკენ ააპყრო და დაიწყო; - შენსავით, მეც ამ სკოლაში დავდიოდი. მეც ვიყავი ბავშვი, ოხუნჯი, ცელქი და სიცოცხლით სავსე ბავშვი. ამ კედელზე მაშნაც ეს გოგონა ეხატა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი. მერე ერთხელ შევხედე და უბრალოდ მომეწონა, მეორედ დიდხანს ვუყურე, მესამედ კი სახლში წასვლა აღარ მინდოდა. თანდათან მივხვდი, რომ გოგონა, რომელიც კედელზე იყო გამოსახული, შემიყვარდა. ეს რთული იყო გასააზრებლად და ასაღიარებლადაც. მეგობრებს არ ვეუბნებოდი, გიჟი ვეგონებოდი , როგორ მეთქვა კედელზე მიხატული გოგონა შემიყვარდა თქო. მაგრამ ის უბრალოდ გოგონა და უბრალოდ ნახატი არ ყოფილა. დიდხანს ვუყურებდი ხოლმე, საათობით. სულ მასზე ვფიქრობდი და ვიცოდი , რომ ვერასდროს შევხვდებოდი. ერთ დღეს სკოლაში მივედი, ჩეულებრივი დღე იყო. დამრიგებელი შემოვიდა დასხედითო, ჩვენც ყველა დავსხედით. მე ფანჯარაში ვიყურებოდი, წვიმის წვეთებს ვუცქერდი, დამრიგებელმა დაიწყო; - ახალი ამხანაგი გყავთ, მინდა გაგაცნოთ. - გოგონას ხელი მხარზე მოჰხვია და დაიძახა - ეს ნინო გაჩეჩილაძეა, თვენი ახალი თანაკლასელი. - მე უეცრად გავიხედე და ღმერთო ჩემო, ეს რა დავინახე. თვალები გამიფართოვდა, გავლურჯდი, ავცახცახდი, კანკალი დავიწყე, ვკრთოდი ერთიანად. საკუთარი გულისცემა მესმოდა, ეს ხომ ის გოგონაა ნახატიდან. ღმერთო, თითქოს ნახატი ამოძრავდა და მთლად უარესი კლასში მოვიდა, რომ მოსვენება დამიკარგოს. შეხედვას ვერ ვბედავ, მეშინია. გაკვეთილები, რომ დამთავრდა ნახატის საყურებლად გავიქეცი, მაგრამ ჰოი სასწაული ნახატი გამქრალიყო ... სად წავიდა ? არ ვიცი. ორი წელი ისე ვისწავლეთ ერთად ხმა არ გამიცია, ვერ ვბედავდი. მიყვარდა და მეგონა, თუ მასაც დიდხანს შევხედავდი, ან დაველაპარაკებოდი ისიც გაქრებოდა. მეშინოდა. ერთხელ დამამთავრებელ კლასში , რომ ვიყავით. სიცილით მოვიდა. - მატეოო, მატეეო. რატომ არასდროს მელაპარაკები ? - მე გავწითლდი, გული ამიჩქროლდა, ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი. ძირს დავიხედე. მან გააგრძელა. - რატომ არ მიყურებ ? - მეშინია ... - მას თვალები გაუფართოვდა, ლოყები აუღაჟღაჟდა და ძალიან ჩუმად იკითხა. - რისი ? - იმის, რომ გაქრები. - გავქრები ? - ჰო, გაქრები. დიდხანს მიყურა გაოცებულმა, მერე გატრიალდა და წავიდა. მინდოდა გამეჩერებინა და დამეძახა, თუმცა გამბედაობა არ მეყო. მიყვარდა სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. გავიდა დრო, გაიყარა ჩვენი. ერთელ ქუჩაში შემხვდა. კალიასკით ბავშვი მოჰყავდა, ისეთი ლამაზი იყო ქალღმერთს ჰგავდა. მივედი და დავუძახე. - ნინო მიცანიი - მან შემომხედა, ჩაიღიმა. - მატეო, ისევ ისეთი ხარ არ შეცვლილხარ. - მითხარი , როგორ ხარ, ეს ბავში შენი დისშვილია ? - არა, ჩემი შვილია. - შვილი ? ამ დროს ყველაფერი ჩამწყდა და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, ვეცადე არ შემტყობოდა. ვილაპარაკეთ და დავშორდით. გავიგონე ბავშვს, როგორ დაუძახა ჩემი სახელი. ამ დროს ის სიცარიელე შეივსო და არ ვიცოდი რა მექნა, მის შვილს მატეო ჰრქმევია. იმ დღის შემდეგ მე და ნინო , აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. ამ შეხვედრიდან 2 წლის მერე გავიგე, რომ ნინო მოკვდა. კლდიდან გადმოხტა, ის არ იყო ამქვეყნიური. გაგიკვირდება და კედელთან რომ ჩავიარე ნახატი ისევ იქ იყო. ნინო იქ დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი იყო. ის ისევ ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყო, როგორც ადრე. ეს ამბავი , რომ მოვისმინე ვთრთოდი, არ ვიცოდი რა მეთქვა ბოლოს ეს ვიკითხე: - ძია მატეო, საფლავი თუ ნახეთ ? - არა, როგორ გავბედავდი. - მარტო რატომ ხართ ? - მე ყველამ მიმატოვა, ცხოვრებამ, სიყვარულმა, სიცოცხლეც მიმატოვებს მალე, ჩემს ლეშს ძაღლები შესჭამენ. ხოლო ჩემსა და ნინოს ისტორიას, ცაში არწივები გაიტაცებენ. - ასე ნუ ამბობთ ძია მატეო ... იმ დღეს სევდიანი საუბარი გამოგვივიდა. მერე მე დეიდასთან წავედი, სოფელში. რომ ჩამოვედი ძია მატეო მკვდარი დამხვდა, მის ნასახლარზე კი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მე კი მეგონა, ჩიტები ნასახლარზე არ ჭიკჭიკებდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.