შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა სულისა ...


4-02-2019, 13:12
ნანახია 3 544

მარტო ვარ ახლა და ვიაზრებ -
აქამდეც სულ მარტო ვიყავი.
ქოხი ვარ ობლად რომ მიაგდეს,
ამ ქოხის საყრდენი ფიცარიც.

ვერ შევძლებ ზეცის ხმას ვუსმინო,
ვერ შევძლებ მიწაზე დარჩენას.
მე ცა ვარ ( ფართო და უძირო ),
ლექსი ვარ რითმა, რომ აკლდება.

დადუმდნენ ხენი და მეც ვდუმვარ,
ფრთებს მხრებში მალავენ ჩიტები.
ვერ გხედავ... ვერ გისმენ, ბრმა ყრუ ვარ
და თუ გსურს მუნჯიც კი ვიქნები.

შუქი ვარ არვინ, რომ არ ანთებს,
ფიქრი ვარ კვდომისა მოხუცის.
ვარსკვლავი კენტად რომ ანათებს,
ობოლი დედის ხმას რომ უცდის.

მარტო ვარ ახლა და ვფიქრობ რომ
ეს ღამე საოცრად გრძელია.
მე მახსოვს ოდესღაც იყო დრო,
ღიმილით ვუცქერდი ხეივანს.

ცოდვაა ფიქრები ურწმუნოს,
ცოდვაა იმედიც უსხივო.
კვლავ მსურს რომ ვარსკვლავებს ვუყურო
და ზღვის ხმას შუაღამით ვუსმინო.

როდესაც თვით ზღვაც კი მარტოა,
როდესაც იწყენენ ვერხვები.
მერე რაა თუ მიწა ახლოა,
მე მაინც ცისკენ მაქვს ხელები.

და როცა დუმილი შეწყდება,
მე ხელით ჩემს ცრემლებს მოგიტან.
მარტო ვარ ...
თავზარი მეცემა,
აქამდეც სულ მარტო ვყოფილვარ.

/ ჩუმი 'პოეტესა' /



ძალიან ლამაზია....ძალიან

 


№2  offline მოდერი bla.ell

პოეტესა არვიცი კომენტარებს კითხულობ თუ არა,მაგრამ სასიამოვნო იქნება რომ გავიგო შენი სახელი იმ პოეტთა სახელებში,რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს პოეზიაში(მიაუხედავად იმისა რომ არ ვიცი რეალური სახელი და გვარი)სიამოვნებით მივაწერდი შენს სახელს და გვარს იმ ქალი პოეტების რიგში რომელთა სახელებიც პრეზენტაციაზე უნდა გამეტანა❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent