ორი თვე (თავი 4)
თავი4 შალვა ბაბუა მოშორებით იდგა და ღიმილით შემოგვყურებდა. მივხვდი, მან ყველაფერი იცოდა და მაშინ, იქ აფთიაქშივე მიცნო. მუდმივად ცარიელ სახლში ისეთი ოჯახური ატმოსფერო შეიქმნა, ჩემმა გულმა ვარსკვლავებსაც კი გააგებინა თავისი სიხარული. -რას დალევთ? -არ შეწუხდე, შვილო. იმის გამო ამოვედით, რომ გამოჯანმრთელება გვესურვებინა, ის კი არ გვინდა უარესად დახარჯო ენერგია და დასუსტდე. -რას ამბობ, ბაბუ. ისეც არ დავსუსტებულვარ ყავის გამზადება ვერ შევძლო. თანაც უხერხულად ვიქნები, გთხოვთ, არ შემეწინააღმდეგოთ. -კარგი, შვილო, მაშინ მე რაიმე გრილ სასმელს დავლევ, თუ გაქვს. -როგორ არ მაქვს. ნატურალური წვენი გირჩევნიათ თუ მინერალური წყალი? -წვენი იყოს. -თქვენ, გიყვართ ნატურალური წვენი, ქალბატონო ლიზა? - მოულოდნელი იყო მისი ხმის გაგონება და ჩემმა გულმა ისე შეჰკივლა ვისურვე სახეზე არაფერი შემტყობოდა. -მე, დიახ, ძალიან. - დაბნეული ვპასუხობ და ინტერესით ვაშტერდები თვალებში, იმ ნაცრისფერებში ასე რომ მიბინდავენ გონებას. -გასაგებია. მე ჩაი, თუ შეიძლება. -როგორ ჩაის სვამთ? -ძირითადად პიტნის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ გაქვს, ნებისმიერს დავლევ. - უნებურად მეღიმება, ისიც იმავე მზერით შემომყურებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს იცის რაზეც ვიღიმი. -ახლავე დავბრუნდები. - მხიარულად ვამბობ და სამზარეულოში ვუჩინარდები. გონება გაფანტული ჩაის ფინჯანში სამი შაქრის კოვზს ვყრი. შუბლზე ხელს ვირტყამ და ჭიქას ვიღებ რომ სითხე გადავღვარო, მაგრამ ვიღაც ხელს მიკავებს და ვშეშდები. -არ გადაღვარო. -შემთხვევით შაქარი ჩავყარე. მე კი არ მიკითხავს როგორი გიყვარს. -არაუშავს, ტკბილს ვსვამ. გადაქცევა არ არის საჭირო. - ხელიდან მართმევს ფინჯანს და სურნელის შეგრძნებისას თვალებს ხუჭავს. დაკვირვებით შევცქერი. ისე ვარ გართული პროცესში ბაგეები დაშორებულან და სუნთქვაც შემიკრავს. ის ტუჩებს წინ სწევს და სულს უბერავს სითხეს გასაგრილებლად. ტანში ჟრუანტელი მივლის და თვალებს ვახამხამებ. ფრთხილად აგემოვნებს და ტუჩები წვეთებით ენამება. თვალებს ახელს და მიყურებს. ღმერთო ჩემო, ელიზაბეტ დაიმალე! -გემრიელია. - მიღიმის. -გმადლობ. -შენ ტკბილი არ გიყვარს? -კი, მაგრამ არც მაგდენად. მეგონა ზედმეტი ჩავყარე და ამიტომ ვღვრიდი. -არადა, რეალურად, ჩაი წყალია გემოს დანამატით. რამე თუ არ დაამატე, ჩემი აზრით, აზრი არ აქვს მის დალევას. - რომელიღაც პარკში, რომელიც თავად ამოიტანა, რაღაცას ეძებს. შემდეგ შოკოლადის კრუასანს იღებს მიახლოვდება, ხელი ჩემს სახესთან მოაქვს... -მოაკბიჩე. - მეუბნება და კრუასანს ტუჩებზე მადებს. დაუფიქრებლად ვკბეჩ. - ახლა ჩაი დააყოლე. - თავის ფინჯანს მიწვდის და მეც თვალდახუჭული ვაგემოვნებ თბილ სითხეს, რომელსაც სავარაუდოდ მისი სურნელი და გემოც შერევია. - ახლა რამდენიმე წამით დაიცადე და შენი ჩაი მოსვი. თუ მეტყვი რომ ის ჯობია, მე უშაქროს დავლევ. - ჩემთან ძალიან ახლოს იდგა. ერთმანეთს შევყურებდით და იმ რამდენიმე წამის გასვლას ვუცდიდით, რომელიც პირობითი იყო, რომელიც უკვე გასულიყო, რომელიც არ არსებობდა. თვალმოუშორებლად მიმაქვს ხელი ჩემი ფინჯნისკენ და ასევე თვალმოუშორებლად ვაგემოვნებ ჩაის. მას აღარც იოანეს მსგავსი სურნელი აქვს, აღარც ტკბილია, არც თბილი. თითქოს ჩემს პიტნას ძალა დაეკარგოს და გაციებულ გამთბარ წყალს შევექცეოდე. მომინდა ისევ მისი ხელიდან დამელია და დამებრუნებინა აქამდე საყვარელი ჩაის მუდმივი გემო, რომელიც აშკარად გაუჩინარდა. მე კი მის გარეშე ცხოვრებას არ ვაპირებ! -არომატი გამიქრე, ჩემი საყვარელი სასმლის. ახლა ვეღარასდროს დავლევ ისეთი ნეტარებით, როგორც აქამდე. - გამკიცხავი სახით ვეუბნები. ნეტავ რა მემართება და საიდან მომაქვს ეს პატარა ბავშვის ფრაზები მასთან ყოფნისას? ის იცინის რა თქმა უნდა. დამცინის ბატონი! -არაუშავს, მეზობლები ვყოფილვართ, დამიძახე ხოლმე და ერთად დავლიოთ. - ჭკუა მეკეტება მის ლოყაზე არსებულ ღრმულზე. სულ ოდნავ ტეხს ტუჩის კუთხეს, მაგრამ მაინც ჩნდება და კოცნის სურვილს გიჩენს. -ღმერთო ჩემო, შალვა ბაბუა მარტო დავტოვე! - აწითლებული სწრაფად ვიღებ ფინჯნებს და კარისკენ მივემართები. -არაუშავს, მოინანიებ შვილო ჩემო და შეგინდობ, შენ ნუ იღელვებ. - სერიოზული სახითა და ხმით მეუბნება და მყინავს ერთ ადგილზე. მოწკურული თვალებით ვუტრიალდები და ტუჩებს ვმუწავ. ჰმ_ის მეტი არანაირი ბგერა ამომდის და მისაღებში შევდივარ. ჩემი ბაბუა გაცხარებული მიშტერებია ტელევიზორს და საინფორმაციოს უყურებს. მგონი საერთოდ არ შეუნიშნავს ჩვენი არ ყოფნა. -იოანე, შვილო, ამას მოუსმინე. ახლა რა იქნება, უნდა წახვიდე? - ისეთი სევდიანი ხმა ქონდა კაცს, მეც დავსევდიანდი. -ასე სწრაფად როფორ ახერხებენ ეს ჟურნალისტები ყველაფრის გაგებას? არ ინერვიულო, დილით წავალ ხოლმე და საღამოს დავბრუნდები. -ძლივს ჩამოხვედი და ისევ უნდა წახვიდე... -ხომ გითხარი, მხოლოდ რამდენიმე საათით წავალ ხოლმე და იმ დღესვე დავბრუნდები უკან. -იცოდე, მანამ არ გნახო აქედან წასული, სანამ დაპირებული ორი თვე არ გავა! -ნუ ღელავ, ბაბუ, არსად მივდივარ. - თბილად გაიღიმა და მე გადმომხედა. ჩვენ შორის თითქოს თავიდანვე რაღაც უსიტყვო ურთიერთობა წარმოიქმნა, თითქოს არ იყო საჭირო რაიმე გვეთქვა ან აგვეხსნა ერთმანეთისთვის , თითქოს ისედაც ორივეს ყველაფერი გვესმოდა... ბაბუა და შვილიშვილი ცოტა ხანს დარჩნენ ჩემთან. ძირითადად შალვა ბაბუა მეკითხებოდა რაღაცებს და მე ვსაუბრობდი. იოანე მთელი ამ ხნის მანძილზე ღიმილიანი სახით მიცქერდა და ზოგჯერ თავზე ისვამდა ხელს ნერვიულობის ნიშნად, რომლის მიზეზსაც ვერ ვხვდებოდი. მათი წასვლის შემდეგ, სახლის მოწესრიგება დავიწყე. ჩაის ჭიქის გარეცხვა ვერ შევძელი... დიდ ხანს ვუყურე ჩემს წინ მდგარს, მაგრამ ვერ გავასუფთავე მისი არომატისგან, მისი გემოსგან, მისი ტუჩების ანაბეჭდისგან, ვერ მოვაშორე მისი სითბო ჩემს ფინჯანს. შემდეგ უეცარი იდეის გაელვებამ ადრენალინით ამავსო, სწრაფად ავიღე ხელში და სახლის სულ ბოლო ნაწილში არსებულ ოთახში გამოვიკეტე. ოთახში, საიდანაც ყველაზე ლამაზი ხედი იშლებოდა. ოთახში, სადაც მთვარესთან საუბრის საღამოები იმართებოდა. ოთახში, სადაც მუდამ საღებავისა და მელნის სურნელი ტრიალებდა და ოთახში, სადაც შემეძლო ყველაფრის ჩაკეტვა, შიგნით გამოკეტვა და მარტო დარჩენა ჩემს თავთან, ჩემს ფიქრებთან, ჩემს შემოქმედებასთან. არც მიფიქრია, ისე შემოვდე მისი ფინჯანი ერთ-ერთ თაროზე. თაროზე, რომელზეც ჩემთვის საყვარელი ნივთები ინახებოდნენ და გადავინაცვლე მოლბერტთან. იმ მოლბერტთან, რომელზეც უამრავი ფერი დაიღვარა. მოლბერტთან, რომელიც აივსო ემოციებით. მოლბერტთან, რომელმაც ის დაიტია. თითქოს დაიტია, მაგრამ მაინც მექავებოდა ხელისგულები უკმარისობისგან. მოლბერტთან, რომელზეც ჩაის ქურდი იოანე გამოისახა, ყველა თავისი ფერით, მათ შორის ლიზასფერ იოანედაც. დაღლილი, დაცლილი და თან სავსე ემოციების ხურჯინით მივესვენე სარწეველა სავარძელში. მილულული თვალებით შევცქეროდი თვალდახუჭულ ჯარისკაცს, რომელსაც ტუჩებთან ჩემი საყვარელი ფინჯანი მიეტანა და სითხის სურნელს ნეტარებით შეიგრძნობდა. შევყურებდი ნახატს და შიშით მევსებოდა არსება, გაურკვეველი, წარმოუდგენელი, არეული მომავლის შიშით, მაგრამ ყველაფერს მაინც ის უსახელო, გაუგებარი გრძნობა ფარავდა, რომელიც ჩემში, ჩემი იოანეს გამოჩენისას დასახლდა... იმ ღამით იმ ოთახიდან აღარ გავსულვარ. მარტო დარჩენას, ჩემს ნახატებთან, ჩემს სულთან დარჩენა ვარჩიე. შუაღამეს გადაცდენილიყო იმავე ოთახის ჩემს საყვარელ მომცრო აივანზე რომ გავედი. სავარძელში მოვკალათდი, პერანგიან სხეულზე პლედი დავიფარე და სავსე მთავრეს შევცქეროდი. “ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი” , ვიმეორებ გალაკტიონის სიტყვებს და ვხვდები რომ ეს ღამე ერთდროულად ისეთივე წყნარი და მშვიდია, როგორი მღელვარე და თავაწყვეტილიც. მობილურს ვიღებ და ტაბიძის ლექსების ფლეილისთს ვრთავ. ერთი მეორეს ანაცვლებს და მის ჰანგებთან ერთად მოდის სიზმრების საუფლო, მაგრამ გათიშვამდე შეტყობინების მოსვლის ხმა მესმის. ეკრანს დავყურებ და უცხო ნომრიდსნ შემოსული მესიჯის დანახვა მიკვირს. “ - მალე ჩაგეძინება, შედი და თბილად გადაეშვი ლამაზ სიზმრებში, ანგელოზო. მანდ არ დარჩე, შეგცივდება და უარესად გახდები.” თვალებდამრგვალებული აქეთ-იქით ვიხედები და აივანზე მდგარს ვხედავ. ის არის, რა თქმა უნდა. მიყურებდა? თუ ახლა შემამჩნია? “ - შენ არ იძინებ? ხვალ ხომ უნდა წახვიდე ? “ - პასუხს ვუბრუნებ იმაში დარწმუნებული, რომ ნამდვილად ის არის. ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. მისი მზერა ცივი და არაფრის მთქმელია , თითქოს მასში უამრავი ადამიანი ცხოვრობდეს ერთდროულად. როგორ შეუძლია ასეთ წერილს მწერდეს და ასე იყურებოდეს? “ - ძილის მოყვარული არ ვარ. მირჩევნია ფხიზლად ვიყო და საყვარელი ადამიანის სუნთქვას ვდარაჯობდე. “ - მომდის შეტყობინება და სუნთქვა მეკვრის. ოთახში შევდივარ, მეორე სავარძელიც გამომაქვს, ვაერთებ, კომფორტულად ვთავსდები, საბანს ვიფარებ და მობილურს ვუბრუნდები. “ - უდარაჯებ ჩემს ძილს ამ ღამით? “ - პასუხის მოლოდინში დაძაბული სახით შევყურებ მოშორებით მყოფ სხეულს და ვხედავ როგორ კრეფს ტექსტს. “ - შემიძლია სამყაროს დასასრულამდე გიყურო. ტკბილად იძინე, ლიზა. “ - როგორ შეუძლია მუდამ ჩემი გულის გაჩერება? როგორ შეუძლია ასეთი რამ მითხრას და ასეთი ბუნებრივი იყოს ეს ყველაფერი? “ - მშვიდი ღამე, იოანე და იცოდე... ჩემთვის, ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი. “ ვგზავნი შეტყობინებას და ლამაზი სიზმრებიც არ აყოვნებენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.