შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი თვე (თავი 3)


10-04-2021, 11:34
ავტორი კატრინა
ნანახია 1 106

თავი3
ძლივს-ძლივობით წამოვდექი საწოლიდან, თავბრუსხვევა და საგნების გაორება დავაიგნორე და სააბაზანოში შევიკეტე. სარკეში საკუთარი თავის დანახვამ სიცილი მომგვარა. ახლა ასე ვინმეს რომ დავენახე უდაოდ გული გაუსკდებოდა, ამიტომ არ ვაპირებ აღვწერო ჩემი გაქცეული სახე და დენდარტყმული თმა. თბილი წყალი მოვუშვი, არ მესიამოვნა. შემდეგ ცივი ვცადე, ისიც საშინელება იყო, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა და კბილების კაწკაწით მოვიწესრიგე თავი. თმა უბრალოდ გადავივარცხნე და კეპი დავიფარე, ზემოდან კი სამხედრო ქურთუკი შემოვიცვი. წამსვე მეცა რაღაც გაურკვევლად ნაცნობი, ოჯახური, საყვარელი ადამიანის სურნელი... დამამშვიდა, სხეული დამიწყნარა და რამდენიმე წამით ერთ ადგილას თვალდახუჭული ვნეტარებდი. თავი გავიქნიე, საფულე ავიღე და კარი გაკოვიხურე. ყველაზე ახლოს მდებარე აფთიაქს მივაშურე და შიგნით შესულს თვალი შალვა ბაბუას რომ მოვკარი შეშინებული მივუახლოვდი.
-შალვა ბაბუა, როგორ ხართ? აქ რას აკეთებთ? ყველაფერი კარგადაა?
-უი, ლიზა! მე კარგად, შვილო, როგორ ვიქნები. ჩემი იოანე ჩამოვიდა გუშინ და ისაა ცოტა გაციებული, თავისით არ იყიდის წამალს, არ მიჯერებს და მე ჩამოვედი. შენ როგორ ხარ? აქ რა გინდა ახალგაზრდა გოგოს?
-გავცივდი, ბაბუ, გავცივდი. ისეთი არაფერია. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თქვენ იოანეს. დარწმუნებული ვარ მალე გამოკეთდება. - შალვა ბაბუას უეცრად სახე შეეცვალა და ცოტა გაოცებულმა შემომხედა, მერე ჩაეღიმა და თბილად ჩამაშტერდა თვალებში.
-გამოკეთდება, შვილო, გამოკეთდება. თან ცუდად ყოფნის ისეთი ლამაზი მიზეზი ჰქონია, კი ღირს ცოტა ხანს ავადმყოფობად. აბა, შეხვედრამდე, ჩემო ლიზა! აუცილებლად გესტუმრებით მე და ჩემი იო და დაგეხმარებით ვირუსის დამარცხებაში. - იცინოდა მოხუცი და უკან-უკან მიდიოდა გასასვლელისკენ. დაბნეული შევყურებდი, ვერ გავიგე რა მოხდა, ასე რამ გაახარა.
-ნახვამდი, ბაბუ... - თავი გავაქნიე და კონსულტანტს მივუბრუნდი...
აფთიაქიდან გამოსულმა შენობის მინაში საკუთარ თავს მოვკარი თვალი და თბილად გამეღიმა. ამხელა ქურთუკში ისეთი პატარა და უცნაური ვჩანდი საკუთარი თავი იხვის ჭუკს მივამსგავსე. ტანზე ხელები შემოვიხვიე და თავიც დავადე მკლავს. მგონი ეს ჩემი ყველაზე უცნაური ჩვევაა. ბავშვობიდან, როდესაც რაღაც მიხაროდა, ან მინდოდა ვინმეს ძლიერად მოვხვეოდი ჩემს თავს ვეხუტებოდი ხოლმე და დღემდე ასე ვარ.
-ლიზა?! აქ რა გინდ აგოგო?! სიცხიანი სადღა გამობოდიალდი? - გადასასვლელზე ბატონ ლაშიკოს ვხედავ, რომელიც ჩემკენ რაღა თქმა უნდა ბუზღუნით მოემართება.
-წამლების და თერმომეტრის საყიდლად ვიყავი.
-მერე, მე რომ გეკითხები რა წამოგიღო-მეთქი, არ უნდა მიპასუხო ნორმალურად და მითხრა რა გჭირდება?
-კარგი, მორჩი ახლა. ცუდად ვარ მე, არ შეიძლება ჩხუბი. - საწყალ სახეს ვიღებ და ვეკრიჭები მერე. მიყვარს მე ჩემი ლაშიკო!
-ჯიუტო! წამოდი, წამოდი -ხელი გადამხვია და ერთად დავიძარით ბინისკენ. - მოიცა, ეს რა გაცვია? - ხელით მოსაცმელს მიწევს გვერდით
-ხომ მიხდება? - მკლავებიდან ვთავისუფლდები და მის წინ ვტრიალებ.
-შენ ყველაფერი გიხდება, მაგრამ საიდან გაქვს?
-დიდი და ლამაზი ისტორიიდან, ლაშიკო. სახლში რომ ავალთ მოგიყვები.
პირველი შემთხვევაა, რომ ჩემთან ამოსული თავისი საყვარელი ყავის გაკეთების უფლებას არ მაძლევს, დივანზე მსვამს, ჩემს შეუცვლელ პიტნის ჩაის ფინჯნით მიახლოვდება, მაგიდაზე დგამს, მერე ისევ უკან მიდის და ახლა შოკოლადით სავსე ცელოფნით ბრუნდება. თვალები მენთება.
-ჩემი ერთადერთი!! როგორ მიყვარხარ ჩემო მზრუნველო ბიჭო!! - მთელი ჩემი შემორჩენილი საწყალი ძალით ვეხვევი და ხელებს არ ვუშვებ. - საუკეთესო ხარ შენ! მადლობა.
-არა, რა! რომ იცოდნენ შენთან მოსაღწევი გზა ტკბილეულზე გადის ახლა შოკოლადის ქარხანა გექნებოდა. სულელი ხარ, რა, სულელი! არ იყენებ შენ სატრფოებს, არაფერში.
-მასხარა! - ენას ვუყოფ და ვეჯღანები.
-კაი, მიდი ახლა ეგ დალიე და თან მომიყევი ეგ შენი ლამაზი ისტორია. ვატყობ, რაღაც ისე არ არის.
-გუშინ აუქციონის შემდეგ მე და დავითი რესტორანში წავედით... - წინადადების დასრულებას არ მაცდის მისი წიკვინი
-რა?! დავითი?! შანსი არ არის! შენ მაგ კაცთან? საერთოდ არ არის შენი სტილი.
-დამაცადე, ადამიანო, გიჟი ხომ არ ხარ? არაფერი მითქვამს ჯერ რას წარმოიდგინე მთელი ჩემი მომავალი?
-უბრალოდ მითხარი, რომ ეგ არ მოგწონს და სულ გასუსული მოგისმენ.
-რესტორანში წავედით, რადგან ჩვენი კომპანიის წარმატება აღგვეღნიშნა - წარბებს ვუწევ და ვანიშნებ, რომ შეცდა. - იქიდან გამოსვლის შემდეგ კი სახლში დაბრუნება ჯერ არ მინდდოა და სად წავიდოდი მე?! ნარიყალაზე გადავწყვიტე ასვლა. ამასობაში გაწვიმდა კიდეც... - მთელი მოყოლის პროცესში გასუსული ყურადღებით მისმენდა, უსიტყვოდ. პირობა შეასრულა და არაფერი უთქვამს, მხოლოდ რეპლიკებს ისროდა ხოლმე თავს რომ ვერ იკავებდა და ემოციებს ასე გამოხატავდა. როდესაც დავასრულე საუბარი და ინტერესიანი მზერა მივაპყარი პირღია მიცქერდა.
-არ არსებობს! შენ რა რომანში გაეხვიე? აბა, მე რა ჯადო მაქვს?! ცხოვრებას ისეთი რომანტიული როგორ გაქვს შე ფსიქოპატო, როგორი რომანტიულიც ხარ? ამიხსენი! რამე ელექსირს სვამ ხალხის მისაზიდად? მერე თუ მასეა, ჩემთვის გენანება განაწილება, ადამიანო? რანაირი მეგობარი ხარ ახლა? მითხარი!
-ლაშა, მორჩი ბოდვას! -სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა. მისგან ნაკლებ ემოციას არც მოველოდი. ამიტომაცაა ჩემს ცხოვრებაში. ის რომ არა, ჩემი დღეები ხალისს დაკარგავდნენ.
-რა დებილი რომანტიკოსა ხალხი ხართ? შე უპატრონო, სახელი მაინც როგორ არ კითხე? წადი და სდიე ახლა დამთხვევით შეხვედრას და მოგიკაკუნებს კარზე 80წელი, აგერ ნახავ!
-ნუ ხარ ბოროტი! ვიცი, რომ შევხვდებით. მჯერა მე ამის. თუ არადა, ესე იგი ასე იყო საჭირო. ლამაზი მოგონება უნდა დაეტოვებინა და გამქრალიყო. ორივე შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები, მაგრამ რა თქმა უნდა ვისურვებდი, მის უკეთ გაცნობას.
-არ ვიცი, არ ვიცი... ამ პოეტა ხალხს ვერ გიგებთ, მე ბოდიში. დალიე, გოგო, ეგ ჩაი, გაიყინა!
საღამოს გავაცილე, ლაშუკა. გამამხიარულა, ხასიათზე მომიყვანა და არ მომცა უფლება მომეწყინა, მაგრამ აშკარად არ აპირებდა ჩემი ტემპერატურა დაკლებას. დაწოლამდე თბილი აბაზანა მოვიმზადე. ცოტა ხანს იქ ვინებივრე, შემდეგ ისევ ჩაის ფინჯნით ხელში გავემართე ლოგინისკენ და სრუტუნით შევწექი. დღეს ცაც კი ჩამქვრალი მეჩვენებოდა, მოთენთილი, დაღლილი.
საბოლოოდ ვარსკვლავების ყურებისას ჩამეძინა.
დილით ისევ ხუთ საათზე რომ დარეკა მაღვიძარამ წამსვე გამოვრთე და ძილის შებრუნება ვცადე, მაგრამ ადრე გაღვიძება-გამოფხიზლებას მიჩვეული აშკარად ტყუილად ვცდილობდი. ნოუთბუქი მოვიძიე, ცხრა საათის მანძილზე ფილმი ვეძებე და სადღაც 7საათისთვის შევძელი ყურება დამეწყო. სულ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული სიცხიანმა ორგანიზმმა რომ ვეღარ გაუძლო და მაინც ჩამეძინა.
შუადღის ორ საათზე მეღვიძება და გაოცებული ჩემი ამ გამოძინებით ვერ ვიჯერებ, რომ ამ დრომდე შევძელი გათიშვა. სწრაფად წამოვდექი, აბაზანაში შევვარდი, თავი მოვიწესრიგე, სახლის კომფორტული სპორტულები ჩავიცვი, სამზარეულოში შევიპარე, ტკბილეულის მთელი მარაგი სხვადასხვა ჯამებში გადავანაწილე, ბანანის წვენი მოვიმზადე და მისაღების უზარმაზარ დივანზე მოვეწყვე. ტელევიზორში ჩავრთე ვერ ნაყურები ფილმი და გემრიელად შევექეცი შოკოლადებს. დასასრულს ცრემლებით დანამული ქინდერის კბეჩით შევხვდი და ახლა სევდის და აღფრთოვანების გამო ვეღარ ვწყვეტდი ჭამას.
უეცრად ზარია და მოულოდნელობისგან ადგილზე ვხტები. გული გამისკდა! გეფიცებით არ ვიცი როგორ გადავრჩი. ცრემლებს ვიმშრალებ, თავზე ხელს ვისვამ ოდნავ მაინც რომ გასწორდეს ჩემი აჩეჩილი თმა და კარს ვაღებ.
ჩემი სიკვდილი და მინი შოკი აქ უნდა გენახათ. თვალები რომ დამრგვალდნენ, იმხელები გახდნენ ლამის სახიდან გადავიდნენ და სხვა პლანეტაზე დაიდეს ბინა. შემოსასვლელში შალვა ბაბუა და მისი ასე საყვარელი ჯარისკაცი იოანე იდგნენ. ვუყურებ ნაცნობ თვალებს, ნაცრისფერებში ვიძირები და გამოშტერებულ სიფათს ვერ ვიშორებ.
-ლიზა, შვილო, რა დაგემართა, რატომ ტიროდი? ყველაფერი რიგზეა? - გაბადრული სახე წაეშალა ჩემ ბაბუას. ამოიღე ხმა ელიზაბეტ!
-აა... არა, შალვა ბაბუ, ფილმს ვუყურებდი უბრალოდ და...
-აჰ! რაში ყოფილა თურმე საქმე - ხმამაღლა ეცინება და სახე ისევ იბრუნებს უწინდელ ღიმილს - როგორ შეიძლება შვილო მოგონილ ამბავზე ტირილი?
-ბოდიში, უეცრად დავიბენი და დაგაყუდეთ გარეთ, შემობრძანდით - განზე ვიწევი, როგორც იქნა და ფართოდ ვხსნი კარს. ის ერთი წამით თვალებში მიყურებს და პირველი ნაბიჯის გადმოდგმისას ვფიცავ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც ბარიერი გაარღვია, უფერული, უხილავი ბარიერი. ჩემმა გულმა ნელ-ნელა გაჩერება დაიწყო... - რატომ არ გამაფრთხილე, შალვა ბაბუა, ხომ შეგპირდით ხაჭაპურებს დავაცხობ მეთქი?!
-რას ამბობ შვილო? ეგ სხვა დროისთვის იყოს, ახლა ცუდად ხარ, დასვენება და გამოკეთება გჭირდება. ნახე შენი საყვარელი ტკბილეული მოგიტანეთ მე და იოანემ. რას გაშეშებულხარ, ბიჭო, ერთ ადგილას, რა იყო მოჩვენება დაინახე?! - ვგიჟდები ამ კაცზე რა ვქნა, რა საყვარლად უთხრა, კინაღამ სიცილი ამიტყდა, მაგრამ ნაკვთები მაინც გამექცნენ აქეთ-იქით და შეამჩნია ბატონმაც.
-ანუ, ქალბატონი ელიზაბეტი, არა?!
-თქვენ კი, ბატონო სამხედრო მოღვაწევ, იოანე ბრძანდებით... - ღიმილიანი თვალებით შევყურებდით ერთმანეთს და თითქოს ყველაფერი ნათელი იყო.
-სასიამოვნოა, ლიზა, შენი გაცნობა.
-და ჩემთვის შენი, იოანე.



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან მომეწონა, იმედია გაგრძელდება და ვისიამოვნებ თქვენი ისტორიით ^^

 


№2  offline წევრი კატრინა

სტუმარი ელენე
ძალიან მომეწონა, იმედია გაგრძელდება და ვისიამოვნებ თქვენი ისტორიით ^^


დიდი მადლობა < 3 ისტორიას რაც შეეხება, სიცხე მქონდა, სუსტად ვიყავი და ვერ დავწერე, იმედია ძალიან არ დავიგვიანე, ხვალ ღამით აუცილებლად ავტვირთავ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

კატრინა
სტუმარი ელენე
ძალიან მომეწონა, იმედია გაგრძელდება და ვისიამოვნებ თქვენი ისტორიით ^^


დიდი მადლობა < 3 ისტორიას რაც შეეხება, სიცხე მქონდა, სუსტად ვიყავი და ვერ დავწერე, იმედია ძალიან არ დავიგვიანე, ხვალ ღამით აუცილებლად ავტვირთავ <3

გამოჯანმრთელებას გისურვებთ^^

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ეს ისტორია აღარ გაგრძელდება???

 


№5  offline წევრი კატრინა

სტუმარი ანა
ეს ისტორია აღარ გაგრძელდება???


დიახ, გაგრძელდება < 3 ხვალ შუადღისთვის დაიდება ახალი თავი < 3

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ახალი თავი როდის იქნება ? :((

 


№7  offline წევრი კატრინა

სტუმარი ელენე
ახალი თავი როდის იქნება ? :((


დაიდო უკვე ორი დღის წინ < 3 იმედია ისიამოვნებთ კითხვისას < 3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent