შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით"


16-04-2021, 13:45
ავტორი Qetatoo
ნანახია 4 412

ამბობენ ყველაზე რთული პირველი ნაბიჯებიაო და მე სრულიად ვეთანხმები.
თვითმფრინავის კიბეებზე ჩამოსვლისას ისე უძგრედა გული, მეგონა სადაცაა საგულიდან ამოუვარდებათქო.როგორც წესი სამშობლოში დაბრუნება ჰგავს იმ სახლის ზღურბლზე გადაბიჯებას სადაც ზამთრის სუსხიანი ამინდის მიუხედავად ძალიან თბილა, მისთვის საქართველოს მიწაზე ამდენი წლის შემდეგ ფეხის დადგმა მთელ სხეულში გამჯდარი შეძრწუნების და შიშის მომტანი აღმოჩნდა.ერთ ადგილზე გაყინული თვალები, მხოლოდ მას შემდეგ ამოძრავდნენ, რაც დედის გულმა შვილის შიშები გუმანით იგრძნო და ხელისგული შეაგება მის აკანკალებულ თითებს, მაგრად მოუჭირა და ჩასჩურჩულა - “ მხოლოდ ორი კვირა ხომ გახსოვს? “.გვერდში დგომის აქტმა თითქოს იმოქმედა, ჩაეღიმა და დედის მხარზე მინაბულ პაწაწინა ლამაზ სახეს მიეფერა, ფრთხილად გამოართვა ბავშვი ქალს და გულზე აიკრა.აეროპორტის შესასვლელში უკვე ელოდნენ მოუთმენელი მეგობრები და ნაცნობი სახეების დანახვისას ერთიანად ახმაურდნენ,ყველას დანახვა გაუხარდა მაგრამ სიმშვიდის შეგრძნება მხოლოდ იმ ერთმა სახემ დაუბრუნა, რომელსაც სახეზე აეკრო თავისი ჩვეული ღიმილი და ერთ ადგილზე დამდგარი ამ თავისი სახით ისეთ სიყვარულს აფრქვევდა, წამიერად მოეჩვენა ხელები ფართოდ აქვს გაშლილი გულში ჩემს ჩასაკრავადო.დედამ ბავშვი გამოართვა და საშუალება მისცა მეგობრების მონატრებული სითბო ეგრძნო.მოუთმენლად აეკრო ერთი თავით მასზე მაღალ კაცს გულმკერდზე და მაშინვე მისი ჩურჩული მისწვდა ყურთასმენას.
-მომენატრე ჭინკა...კიდევ უფრო გამხდარხარ...- გოგონების წუწუნი ერთიანად შემოეხვია მის აურას და მოუწია მხრები უფრო ფართოდ გაეშალა და მოესმინა იმ სიტყვებისთვის, რომლებიც თან უბრაზდებოდნენ, თან გადამეტებულ სიხარულს გამოხატავდნენ.
-გეგა მანქანაზე რა ქენით? ...- ალაპარაკდა ნელი.
-ყველაფერი მოვაგვარე ნელი დეიდა, ისეთი ვიყიდე როგორიც უნდოდა.
-იყიდე?...-უეცრად გამოერკვა ბურუსიდან და გაკვირვებულმა ააკრო მზერა.
-ქირაობა არ ღირდა კატო, მე ვიყიდე, ასე უფრო მარტივი იქნება, რომ წახვალ ან გავყიდი ან დავიტოვებ.
-პირდაპირ ბათუმში მივდივართ?
-ხო ქუთაისიდან მალევე ჩავალთ, აღარ ღირს მოცდა და სასტუმროს ძებნა, პირდაპირ ჩავალთ თქვენ ნაქირავებ სახლში.
ჩემოდნებს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა,გოგოები ნელის ინფორმაციულ დამუშავებაზე გადავიდნენ და მანაც დრო იხელთა,კაცს უკან მიყვა, თან ჩურჩულით ცდილობდა ახალი ამბები დაეცინცლა.
-ახალი ხომ არაა რამე?
-თავიდან რამდენჯერმე იყო შენს სახლთან, იცოდა ქვეყნიდან რომ წახვედი მაგრამ აინტერესებდა ვინმე მაინც თუ დახვდებოდა სახლში.ორი თვის მერე საერთოდ აღარ მოსულა...ჯორჯაძეები ?
-განქორწინებაზე დამთანხმდნენ, კონტრაქტის პირობები არ დარღვეულა და ბევრიც არ უწუწუნიათ, იცოდნენ თუ ჩავიძირებოდი, მათაც თან გავიყოლებდი.
-ნელის უთხარი რატომ წახვედი?
-ხომ გითხარი, ვერ ვეტყოდი. მხოლოდ ის იცის რომ ჯორჯაძეს გავშორდი და ცოტათი ნაიას დაბადებაც გამოვიყენე, ვუთხარი მინდა ოჯახთან ერთად ვიყოთქო.
-ახლა მივხვდი...-მანქანასთან მისული გაჩერდა გეგა და ბრაზით გადმოხედა, სივრცეს თვალთახედვა გააყოლა და თავდახრილმა ჩურჩულით, შიშნარევი სახით უთხრა...-კატო ამიტომ ჩამოხვედი?
-გეგა ვერ ვეტყოდი ! მარტოსაც ვერ გამოვუშვებდი, რომ არ წამოვყოლოდი უნდა ამეხსნა რატომ ვეუბნებოდი უარს საქართველოში წამოსვლაზე, თან ორი კვირით...რაც უფრო ნაკლები ეცოდინება უკეთესია…-მავედრებელი მზერა მიაპყრო და თვალებით სთხოვა შენ მაინც ნუ მიმატებო.უხმოდ ჩაალაგა კაცმა ჩემოდნები საბარგულში და გაეღიმა ქალის სიტყვებზე- “ესეიგი BMW X6 ?ანუ ქირაობის მაგივრად ეს მანქანა იყიდე? დამავიწყდა როგორი არაპროგნოზირებადი ხარ” .
-მოდი აქ...-მხარი მის სიგრძეზე გაშალა და ახლოს რომ დაიგულა შუბლზე მიაწება ტუჩები...-ეცადე მარტომ და ჩემ გარეშე ქუჩებში არ იბოდიალო.ვინ იცის თუ დაგინახავენ, იტყვიან ეს რა სიმპატიური საქმრო უშოვიაოდა თავს დაგანებებენ...-მომენტალური ტკივილი იგრძნო მკლავზე და მიხვდა რომ საპასუხოდ უბწკინეს, არ შეიმჩნია და თავისი განაგრძო -” სამართლიანია”, საჭესთან დაჯდები?
- ესეიგი ამ სამმა კიდევ ვერ ისწავლა ტარება ხომ? ...-მოჩვენებითი საყვადურით გადახედა მოახლოებულ ოთხეულს და ნელის გულზე აკრული მოცუცქუნული სახის დანახვაზე მთლიანად გაიბადრა.
-სულ ტყუილად ილანძღები ეს ახლდდაბრუნებული ქალი, რა გგონია ვინ მოიყვანა შენი მანქანა აქამდე?...-სიცილით აიგდო ნათიამ და ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი...-უბრალოდ სხვებს ვუფრთხილდები და ღამით ტარებაზე უარს ვამბობ.
კატომ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ბავშვის მიძინებულ სახეს და მიხვდა რომ ნელისაც უკვე უძნელდებოდა ფეხზე დგომა. გეგა გოგონებთან ერთად მანქანაში მოთავსდა და თვითონაც მიუჯდა საჭეს,თან სასიამოვნოდ გაეღიმა როცა აღმოაჩინა რომ მეგობარს ბავშვის მანქანის სავარძელზეც უზრუნია.
უკვე შუაღამე იყო სახლის ჭიისკარს რომ მიაგდნენ, ნაიას მთელი გზა ეძინა და ორივე დედა-შვილი ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლებად ეხმაურათ, რომ ბავშის მშვიდი ფშვინვა არ დაეფრთხოთ, ისე მიეყვანათ საწოლამდე.ჩემოდნების ამოლაგების თავი აღარავის ჰქონდა და ერთადერთი რაც შეძლეს,გადაღლილი თავის ბალიშზე მიდებაღა იყო გამთენიამდე, სანამ ბავშვის მოცუცქნულმა თითებმა არ გამოაღვიძეს კატოს ძილის ანგელოზები. სახეზე მიფერებით გაღვიძება ნაიას ხელწერა იყო და ქალმაც ძალდაუტანებლად გაახილა თვალები.ეშმაკურად მოცინარი ბავშვი მკლავებში მოიქცია და მის კისერში ჩარგო თავი, აბურდულ თმებს იების სურნელი ასდიოდა და კატოს ეგონა ჩემს სხეულში ყვავილები გაიზრდებაო, ისეთი სიყვარულით აივსო.ცოტა ხნით მოისვენა ბავშვმა მის მკლავებში და როცა მიხვდა რომ ნაია უკვე საწოლის ხტუნაობით აღებას აპირებდა, თვითონაც წამოდგა... ბავშვის ერთი მუჭა სახე ხელისგულებში მოიქცია და ლოყებზე დაეკონა, დაუმორჩილებელი ოქროსფერი კულულები ფრთხილად ჩამოვარცხნა და გონებაში უკვე მერამდენედ ფიქრობდა რომ ეს პატარა ანცი მისი ასლი იყო.ნაიას სარაფანს თავისი სარაფანი შეუხამა და როცა დღევანდელ ენერგიას დააკვირდა მიხვდა, ჯობს ბალეტკები ჩავიცვა თორემ დღის ბოლოს ფეხები აღარ შემრჩებაო, ის იყო თავის თმას იკრავდა რომ ოთახში ნელი შემოვიდა.
-კატო ტელეფონი სად გაქვს, გეგამ ვურეკავ უკვე რამდენი ხანიაო. აქვე არიან და ერთად ვისაუზმოთ კაფეშიო, მისამართი მითხრა მაგრამ კატოს მოვწერე და მიხვდება, იცის ეგ ადგილიო.
-ნელიკო ვთიშავ ღამით ტელეფონის ხმას ხომ იცი, მოიცა მოვძებნი...-აბურდულ თეთრეულში გახვეული ბალიშები აქეთ-იქეთ მიმოყარა და ძლივს იპოვა თავისი ტელეფონი.გეგასგან გამოტოვებული ზარების კორიანტელი და მესიჯები დახვდა.ბოლო ტექსტურ შეტყობინებაში ამოკითხულ მისამართს რომ შეავლო თვალი, მაშინვე გაახსენდა ადგილი სადაც ყოველ ზაფხულს ერთად საუზმობდნენ სანამ გოგოებს გაიცნობდნენ და მერე ეს ადგილი თავიანთად დაიგულეს.”სამი წელი გავიდა” გაიფიქრა და მწარედ ჩაეღიმა.
სამი წელი გავიდა რაც საქართველოდან გაიქცა, უსიტყვოდ და უკანმოუხედავად.ისე შეაფარა ამსტერდამში დედამისის სახლს თავი, თითქოს იქ ვერავინ მიწვდებოდა და მართლაც დრო გადიდოდა და სიმშვიდე უფრო მეტად ისადგურებდა მის გონებაში, ბინას იდებდა, ფართოვდებოდა და ბოლოს მთელ სხეულში გაუჯდა სანამ ნელიმ დაჟინებით არ მოითხოვა თავისი მეგობრების ნახვა ბათუმში, ვერ გაამხილა, ან როგორ უნდა გაემხილა რომ მისთვის დაბრუნება სიკვდილის ტოლფასი იყო. როგორ ეთქვა დედამისისთვის რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე ყველაფერი რასაც თავის ცხოვრებაზე უყვებოდა ტყუილი იყო, მის დასაცავად გამოგონებული საშიში სიმართლის მისაჩქმალი ტყუილი.ქალის სახეს აკვირდებოდა და გრძნობდა რომ მთელ სხეულში ისევ უდუღდა სისხლი ამ ყველაფრის გახსენებაზე, თავი გააქნია თითქოს ასე ისევ შეძლებდა წარსულს გაქცეოდა.თავი გაიმხნევა- “მხოლოდ ორი კვირაო” და დაიმედდა არაფერი მოხდება, ისე წავალ ვერავინ გაიგებს ჩემს ჩამოსვლასო…
-კატო მოდიხარ ? …-ნაიას ნივთებით აბარგებული ქალი გამომცდელად აკვირდებოდა და ვერ ხვდებოდა რა სჭირდა თავის შვილს…-კარგად ხარ?...-წამიერად შეშფოთდა და მაშინვე დაიბრუნა ღიმილი, როცა კატომ დაამშვიდა, წინ წავიდა და მოუსვენარი ბავშვი ხელში აიტაცა.
-კი კარგად ვარ და ახლა ჩვენ საუკეთესო ნაყინს დავაგემოვნებთ…-ნაიას ანთებული თვალები კიდევ უფრო სასაცილო იყო ამ სიტყვებით აღშფოთებული ნელის გამოხედვის პირისპირ, თითქოს ამ მზერით გმობს საუზმის ნაყინით ჩანაცვლების სულელურ იდეასო.
ნაცნობ ადგილს მიადგენენ თუ არა, კატომ საპარკინგე სივრცის მოძებნა დაიწყო,როცა უცებ დედამისის აღტაცებული ხმა გაიგონა “კატო გამიჩერე, ლელას ვხედავ უნდა მივესალმოო”.მხოლოდ ის მოესწრო მიეძახა გაქცეული ქალისთვის, ნუ დაიკარგები დედაო და ჩაეცინა იმის გაფიქრებაზე თვითონაც ასე რომ მოიქცეოდა მის ასაკში.მანქანის ადგილი პირდაპირ კაფის წინ გათავისუფლდა და თვალი შეავლო საზაფხულო სივრცეში გამოფენილ მაგიდებიდან ერთ-ერთთან როგორ იცინოდნენ ნაცნობი სახეები.ძრავა გამორთო და მოუსვენრად გადმოვიდა მანქანიდან, კარი გამოაღო ბავშვი სავარძლიდან გადმოსვა და გულზე აიკრა, გაბადრული წავიდა გეგასკენ, მანაც სწარაფად გაათავისუფლა თავის გვერდით ადგილი...იქნებ მეგობრების, ან ხალხმრავლობის, ნაიას, ვინ იცის კიდევ რის გამო არ შეუმჩნევია, რომ მაშინვე, როგორც კი მისი სარაფნის ბოლოები გადმოცდნენ მანქანის კიდეს, კაფის კუთხეში მდგარი მაგიდის ერთ-ერთი სტუმრის თვალები აეკრო სხეულზე.ვერც ის შენიშნა რომ თუ ეს თვალები თავიდან გაკვირვებით და მოულოდნელობით უცქერდნენ, ოქროსფერთმიანი კულულა ციცქნას დანახვაზე გაცივდნენ, ერთიანად გაბოროტდნენ და ღვარძლის ნაშიერები ჩაიწვინეს გუგებში.
ყოფილმა ჯორჯაძემ ვერ შენიშნა რომ მისი ჩამოსვლა საიდუმლო აღარ იყო და ის ვისაც გაექცა მის უკან იჯდა, ბრაზით სავსე, სისხლი უდუღდა და ამჯერად უფრო მაგრად აპირებდა ხელების კისერში წაჭერას რომ საბოლოოდ გაეგო- “როგორ გაბედა და გაექცა!”



№1  offline წევრი დუ სია

საინტერესოა, გელით!

 


№2 სტუმარი სტუმარი ლალი

როგორ მიხარიხარ მაგრამ ვერ გპატიობ წინა დაუმთავრებელ ისტორიას... ის იყო ბომბი. სიტყვებით ვერ აგიწერ როგორი კარგი და საინტერესო... იქნებ გეწვიოს მუზა და დაასრულო რა . ვერ ვივიწყებ იმ ადრენალინს. და განცდებს ვერ ვივიწყებ რომ არ იყავი ბანალური. შენ იმ ისტორიით აქ უამრავს გაუსწარი.ყოჩაღ.

 


№3  offline წევრი Qetatoo

სტუმარი ლალი
როგორ მიხარიხარ მაგრამ ვერ გპატიობ წინა დაუმთავრებელ ისტორიას... ის იყო ბომბი. სიტყვებით ვერ აგიწერ როგორი კარგი და საინტერესო... იქნებ გეწვიოს მუზა და დაასრულო რა . ვერ ვივიწყებ იმ ადრენალინს. და განცდებს ვერ ვივიწყებ რომ არ იყავი ბანალური. შენ იმ ისტორიით აქ უამრავს გაუსწარი.ყოჩაღ.

წერას რომ ვიწყებდი ვფიქრობდი, ყველაზე მეტად რა მენატრებოდა და ახლა მივხვდი რომ შენნაირი მკითხველი.გპირდები იმ ისტორიასაც არ დავტოვებ დაუსრულებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent