შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხალის გამოჩენა (თავი 1)


20-04-2021, 09:27
ნანახია 1 355

საზოგადო სკამზე ოქროსფერთმიანი გოგონა იჯდა,მისი კულულები ქარს არწივის ფრთებივით გაეშალა. მედიდურად გადაჰყურებდა ხედს და თეთრ ფურცელზე უცნაურ ფორმებს ხაზავდა. ხელში წვერგათლილი ფანქარი მოემარჯვებინა, მაჯა ოდნავ მოეხარა, წელში გამართულიყო და მკაცრი მზერით ხან ფურცელს აშტერდებოდა, ხანაც მის წინ მიმავალ ახალგაზრდებს, რომლებიც ენერგიულად გადაადგილდებოდნენ პარკში, ხმაურითა და სიცილ-კისკისით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი თვალის კუთხიდან გოგოს გახედავდნენ, დიდი ფურცლითა და შავი, ნახშირისფერი ფანქრით ხელში, მათ ფუსფუსს რომ აღწერდა. მხატვარი წარბსაც არ შეიხრიდა, არც კი გაუღიმებდა უცნობებს, მხოლოდ მედიდურად გასწორდებოდა წელში და თვალებს სულ წამით მოაშორებდა ფურცელს. ელიზაბეტი ერქვა. ოხ, როგორ უხდებოდა კიდეც ეს სახელი ოქროსფერთმიან ლამაზმანს, მისი კულულები, ჰაერში რომ ფრიალებდნენ, მისი ლამაზი ტუჩები, ფიქრის დროს რომ დახვეწილად იპრანჭებოდნენ და მისი თაფლისფერი თვალები ,ფურცელს რომ არ ტოვებდნენ, სულ მას ჩაჰკირკიტებდნენ.
მზე ჰორიზონტიდან ნელ-ნელა ჩადიოდა. პარკში სიჩუმე ისადგურებდა. თითქოს ამას ხეებიც გრძნობდნენ და თავიანთი შრიალით აღარ აწუხებდნენ მხატვარს. მხოლოდ უხმოდ იხრებოდნენ მათი ტოტები და ჩამოცვენილ ფოთლებს ქარს ატანდნენ,რომელიც მათ ჰაერში შლიდა ოქროსფერთმიანი გოგონას კულულებივით. ენერგიული ახალგაზრდები პარკს ტოვებდნენ, ისევ სიცილ-კისკისით მიიკვლევდნენ გასასვლელისკენ გზას და ყურადღებას აღარ აქცევდნენ იდმუალ მხატვარს, რომელიც რაღაცის ან ვიღაცის ხატვას ასე დაჟინებით გაეტაცებინა. ელიზაბეტმა ტელეფონზე დახედვით საათი შეამოწმა, სულ რაღაც 15 წუთი კიდევ ჰქონდა განსატვირთად, შემდეგ კი სახლში დაბრუნება მოუწევდა, რადგან ოჯახი სულ ეჩხუბებოდა, როდესაც გვიან ბრუნდებოდა. მისი სურვილი რომ ყოფილიყო, გათენებამდე და კიდევ მრავალ დაღამებამდე ამ საზოგადო სკამზე იჯდებოდა, თეთრი ფურცლითა და ფანქრით ხელში, შემდეგ კი ფიგურებს თავისი ჯადოსნური მონახაზებით გააცოცხლებდა. ის ხატავდა იმას, რასაც გული კარნახობდა, ამიტომაც იყო,რომ მისი ყოველი ნამუშევარი დიდ გრძნობებს აღძრავდა ხოლმე მნახველში. ელიზაბეტს სურდა, მის ოჯახის წევრებს სულ ერთხელ მაინც ეთქვათ ის, რომ გოგონა დროს ტყუილად არ კარგავდა და ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ოცნებები ოცნებებად რჩებოდა, ამბიციები კი დავიწყებულ სურვილებად.
ელიზაბეტმა თავი მაღლა აწია, სულაც არ მოელოდა ვინმეს ახლო-მახლო, მაგრამ უცნობი ფიგურის დანახვისას ოდნავ შეცბა. თავიდან შეეშინდა კიდეც,რადგან მაღალ ფიგურას სახე საერთოდ არ უჩანდა და მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი. უცნაურია, მაგრამ საინტერესო პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-შეგიძლიათ გაიწიოთ? ნახატს ვასრულებ და ზუსტად იმ ადგილას დგახართ,რისი აღბეჭვდაც არ დამისრულებია ჯერ,-ელიზაბეტმა მშვიდი ხმით დაილაპარაკა და უცნობისგან პასუხის მოლოდინში ,ლამის ფანქარი გადაუტყა თითებს მოჭერისგან. შავი ფიგურა შეირხა , შემობრუნდა და სწორედ ამ მომენტში ,ელიზაბეტმა უკვე ნათლად შეძლო ახალგაზრდა ბიჭის სახის დანახვა. მის გვერდით მორყეული ლამპიონი იდგა, რომელიც სულ ოდნავ უნათებდა შავგვრემანს სახეს. გოგონამ ამ გარეგნობიდან მხოლოდ ლოყაზე ნასვრეტებისა და ტუჩის კუთხეში არსებული ხალის დამახსოვრება შეძლო.
-რა პრობლემაა ,მეც რომ ვჩანდე ნახატში? ამდენად მახინჯი ვარ, რომ ჩემი გამოჩენა არ გსურს?-ბიჭმა თავისუფლად ამოილაპარაკა და სანტიმეტრითაც კი არ შეიცვალა ადგილი. ელიზაბეტი უკვე წასვლას აპირებდა. პრობლემების მოყვარული სულაც არ იყო, ამიტომაც ხვალე უფრო ადრე მოვიდოდა და ნახატსაც დაასრულებდა.
-მე პეიზაჟს ვხატავ, მინდა ყველაფერი იდეალური იყოს, ხოლო იქ, სადაც ადამიანია, იდეალურობა ინგრევა,-მიუგო ელიზაბეტმა და ფურცელი ჯერ წრიულად გადაახვია, შემდეგ კი რეზინა შემოუჭირა,რათა არ გახსნილიყო. ამ ყველაფერს მშვიდად და უდარდელად აკეთებდა, ისე თითქოს წყვილი თვალი ყოველ მის მოძრაობას დაჟინებით არ აკვირდებოდა.
-ესე იგი,ფიქრობ, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს?-ბიჭმა კითხვა დაუსვა და სულ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ელიზაბეტს. მისი სახე ახლოდან კიდევ უფრო ლამაზი და მომხიბვლელი იყო. ცხვირზე მინის სათვალე დაესკუპებინა და საუბრის დროს მაღლა ეწეოდა, მის გარეგნობას კიდევ უფრო საქმიანსა და დახვეწილს აჩენდა.
-დიახ, არ არსებობს,-თავაზიანად მიუგო ელიზაბეტმა და ჩანთა ზურგზე მოიკიდა,რომელშიც თეთრი ქაღალდი იყო მოთავსებული, პატარა ჯიბეებში კი სხვადასხვა ფერის ფანქრები, გარკვეული ნომრებით. ბიჭმა იფიქრა, რომ ისინი ყველა ერთნაირი იყო, მაგრამ ელიზაბეტი ამ ფაქტს ნამდვილად არ ჩათვლიდა სისწორედ, რადგან თითოეული მათგანი ერთამენთისგან სისქითა და მონახაზის სიმუქით განსხვავდებოდა.
-სახელს არ მეტყვი?-მოულოდნელად იკითხა შავგვრემანმა და ელიზაბეტს აედევნა უკან.
-უცნობებს არ ვესაუბრები,-არც კი გახედა გოგონამ და ისე გააგრძელა გზა. ის მართალი იყო, ყველაზე მეტად საუბარი სძულდა, მით უმეტეს უცნობებთან და კიდევ უფრო მით უმეტეს მოსაბეზრებელ ბიჭებთან.
-შენ ახლა მესაუბრები და უცნობი ვარ, ესე იგი ცრუობ,-ბიჭი ფარ-ხმალს არ ყრიდა.
-თავი გამანებეთ, მე ჩემი გზა მაქვს, თქვენ-თქვენი, მშვიდობით!-ელიზაბეტმა ნაბიჯებს აუჩქარა. მიუხედავად ქარის ზუზუნისა ყურებში, მაინც მოესმა შავგვრემანის სასიამოვნო შეძახილი:
-მე ბაჩო მქვია, მომავალ შეხვედრამდე!-ხმა ხეთა შრიალში ჩაიკარგა, გოგონამ კი სიარული სწრაფად განაგრძო. ამ ბიჭის გამო სალხში აგვიანდებოდა და უკვე იმაზე ეშლებოდა ნერვები,რომ მომდევნო 1 საათი დედ-მამის ნოტაციები უნდა მოესმინა დისციპლინაზე და კანონზე, რომელიც ,თურმე მხოლოდ გოგოებისთვის არსებობს. საღამოს 8 საათი იყო. ელიზაბეტს ყველაზე მეტად ამ დროს უყვარდა სეირნობა, რადგან ნიავი თბილი იყო, მაგრამ სხეულზე ცივად და სასიამოვნოდ ეკიდებოდა. თხელი კაბა ეცვა, ქსოვილის ბოლოებს ქარი აქეთ-იქით აფრიალებდა, მხრეზე დაყრილი კულულები კი კიდევ უფრო იკლაკნებოდა და მზეზე მეტად ანათებდა.
ელიზაბეტი თავისი ეზოს კარებს მიუახლოვდა. საკეტი გადაატრიალა და გამოწვეულმა ხმაურმა უკვე ამცნო, რომ სახლში ელოდნენ, თან უკვე დიდი ხანი. ფეხები შესასვლელთან გაუშეშდა, მაგრამ მაინც გადადგა ნაბიჯები კარისკენ და ბოლოს ნელა შეაღო. ჯერ აქეთ-იქით მიმოიხედა და დერეფანში რომ ვერავინ დახვდა, ოდნავ დამშვიდდა, თუმცა ისე ასვლა ვერ შეძლო თავის ოთახში,რომ სამზარეულოს ოთახიდან დედამისს არ გამოეყო თავი და თვალების ბრიალით არ ენიშნებინა მასთან მისულიყო.
-სად იყავი ამდენ ხანს?-ეს კითხვა ისე ჟღერდა,თითქოს დედა თავის შვილს კი არა, გერს ესაუბრებოდა. ქალის შავ თვალებში ბრაზს დაესადგურებინა, წარბები შეკრული ჰქონდა და ტუჩები მოჭერილი, ხელში ხის კოვზი ეჭირა, მეორე ხელი კი წელზე შემოედო და ასე ერთ ადგილას გახევებული მისჩერებოდა თავდახრილ შვილს,-მერამდენედ!გეკითხები, კიდევ მერამდენედ უნდა გაგაფრთხილო, რომ 7-ზე სახლში უნდა იყო! ვცდილობდი ,შეღავათები გამომეყო შენთვის, მაგრამ უმადურივით იქცევი, სულ არ გადარდებს ჩემი ღელვა. სუფთა მამაშენი ხარ, ისიც ეგოისტი და თავქარიანია, სწორედ შენნაირი!-ქალმა სამზარეულოში ჭურჭლისა და მაგიდის გარშემო შემოწყობილი სკამების რახუნი დაიწყო, თავისი ჭკუით-
ასწორებდა, არადა ისინი ისედაც თავის ადგილას ეწყო, კოხტად, ლამაზად, იქამდე სანამ თამრიკოს დედობრივი ღელვა არ ააბობოქრებდა.
-ბოდიში,-ელიზაბეტმა მხოლოდ ეს თქვა, თავი ჩახრილი ჰქონდა და თითებს აწვალებდა.  მისი განზრახვა არასდროს ყოფილა დედის განერვიულება, უბრალოდ დრო იმდენად სწრაფად გადიოდა, რომ ხშირად ვერც ამჩნევდა,როგორ სცდებოდა შვიდიანს საათის სქელი ისრები და წინ მიიწევდა.
-კიდევ ერთი დაგვიანება და საერთოდ აგიკრძალავ გარეთ გასვლას!-ნერვიულად დაიწიკვინა თამრიკომ და სკამზე დაღლილი სახით ჩამოჯდა.
-კი მაგრამ-
-არანაირი გაპროტესტება!-თამრიკომ ხელი მაგიდას დაარტყა, ელიზაბეტი ადგილზე შეხტა,-დედამ რომ გახდები, მერე შეხვალ ჩემ მდგომარეობაში!
-არასდროს გავხდები ხოდა,-შეეკამათა განერვიულებული ელიზაბეტი და მხოლოდ ახლა შეძლო თამრიკოსთვის მზერის გასწორება. ქალის წითელი თმებიც კი თითქოს სიბრაზის გამო იყო ასეთი ცეცხლოვანი. დედამისის სახე ნათლად აღწერდა ყველა იმ ემოციის ნაზავს,რასაც ქალი განიცდიდა და გულში იტოვებდა.
-გახდები, მეც ეგრე ვამბობდი,-სიბრაზით მიაძახა თამრიკომ სამზარეულოდან გასულ ელიზაბეტს და შუბლიდან თმები გადაიწია. კიდევ დიდხანს იჯდა იმ სკამზე ქალი, თავი ხელებში ჩაერგო და აჩქარებული გულის დამშვიდებას ცდილობდა. როგორ აეხსნა გოგოსთვის ყველაფერი ისე, რომ არ ეჩხუბა? - ეს ჯერ კიდევ ამოუხსნელი ამბავი იყო...
-რა მოხდა, ქალო,რა გაყვირებთ?-ოთახში ოთარი შემოვიდა, თამრიკოს ქმარი. მეტად ჩასუქებული და დაბალი კაცი, მელოტი თავით, შუბლზე მთვრალის დახატული დაკლაკნილი ხაზებივით რომ გასდევდა ნაოჭები.
-აღარ შემიძლია, ოთარ. დამღალა ამ გოგომ, გადამრია და დამაწყვიტა ნერვები,-დაიწუწუნა ქალმა.
-ბავშვია, გართობა უნდა მაგასაც, რას ხედავ მაგაში ცუდს?-შეედავა ოთარი.
-უკვე 18 წლის გოგოა, სკოლას ასრულებს და მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ეგ კიდევ...-თამრიკომ ხელი ჰაერში გაიქნია,-ზის პარკში მთელი დღე და რაღაცეებს ჯღაპნის. აბა ,როგორ არ ვიდარდო ახლა მაგის ბედზე? მიპასუხე, ოთარ, გამეცი ხმა.
-დრო მიეცი, აცალე და თავად მიხვდება, რომ ფუჭია რასაც აკეთებს ეგ საქმე,-ოთარი თამრიკოს წინ სკამზე ჯდება და მსხვილ ხელებს ქალს თითებზე ადებს. ანუგეშებს ამით, ცდილობს დაამშვიდოს აფორიაქებული ცოლი, რომელიც გამოსავალს ვერაფრით პოულობს.
-იმედია, ოთარ,-იძახის თამრიკო და ელიზაბეტის ოთახისკენ აპარებს მზერას. კარები მიხურულია, ის მთელი დღე სულ დაკეტილია და თავის შვილს ქალი ვერც სახლში ხედავს ხშირად, რადგან ელიზაბეტს განმარტოვებით უყვარს ყოფნა, რასაც თამრიკო არასწორ აღზრდას აბრალებს. ფიქრობს, რომ თავის დროზე ვერ ასწავლა ელიზაბეტს ის,რაც წესით უნდა ესწავლებინა. სინამდვილეში კი ოქროსფერთმიან გოგონას მხოლოდ სიმშვიდე უნდა, სიწყნარე და თეთრი ფურცლები, რომლებზეც უსასრულოდ შექმნის ფერად ნიმუშებს.

* * *
ელიზაბეტი საათის ტიკ-ტიკს უგდებს ყურს. როგორი რიტმული და სინქრონულია არა ის? გოგონას სურს ,ნატიფი თითები ააყოლოს მის მოძრაობას, მაგრამ ისინი დაკავებული აქვს ხატვაში,ცოტა ხნის წინ მოხაზულ ფიგურებს ახლა მოცულობას აძლევს და თეთრი ფურცლიდან მათ ბრტყელ ზედაპირებს ცოცხალ განზომილებად გარდაქმნის. უნდა თუ არ უნდა, ფიქრები მაინც გაურბის უცნობი ბიჭისკენ, რომელიც მისით დაინტერესდა და სახელიც კი ჰკითხა. ის დიდი ხანი დადიოდა პარკში სახატავად, დაახლოებით მთელი ერთი თვე და ეს ახალგაზრდა არსად უნახავს. იქნებ, ახალია ქალაქში? იქნებ ,უბრალოდ სტუმრადაა ვინმესთან? საერთოდ ,რატომ აინტერესებს ეს, ამასაც ვერ ხვდება, ამასობაში კი  ნახატსაც აფუჭებს და ხასიათსაც უგუნებობა ემჩნევა. ელიზაბეტი ფეხზე დგება და ფურცელს წითელ მაგიდაზე შლის. ზემოდან წიგნებს აწყობს,რათა ისევ არ დაიკეცოს და საწოლზე მოწყვეტით ეშვება. ხელებში მობზრიალე ტელეფონს იკავებს, შემდეგ კი პირველივე მესიჯს ხსნის სალისგან და წერილის კითხვას იწყებს:
"ელიზ, ხვალე პროექტისთვის სკოლაში მე და კოტე მეშვიდე გაკვეთილამდე ვაპირებთ დარჩენას, სამნი ვართ მარტო და საქმეს ვერ მოვასწრებთ თუ ცოტა არ ავუჩქრეთ ტემპს, ხოდა , რა მაინტერესებს, დარჩები შენც? იქნებ, როგორმე დრო გამონახო რაა, ნუნუ მასწავლებელის წიკვინის მოსმენა აღარ შემიძლია, ყოველ დღე პროექტის ამბებს მეკითხება, გეგონება ძალიან აინტერესებდეს."
15 წუთის შემდეგ მომდევნო წერილია სალისგან გამოგზავნილი:
"რომ ნახავ, ეგრევე გამაგებინე პასუხი."
ელიზაბეტი თითებს ტელეფონის წვრილ კლავიატურაზე აკაკუნებს და ასოებს კრეფს. ხვალ მთელი დღე სცალია, ამიტომაც მისთვის მეგობრებთან დროის გატარება იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე სახლში ჯდომა და საინფორმაციო გადაცემების მოსმენა, რომელიც არა და არ სრულდება.
ოთახის შეღებული ფანჯრიდან ახალგაზრდების სიცილის ხმები ისმის. ელიზაბეტი ტელეფონს გვერდით დებს და გარედან შემოსულ ბგერებს ყურს უგდებს. ნეტავ, მასაც შეეძლოს ღამე ქუჩებში იმდენი ირბინოს, რამდენიც მოუნდება და მუხლების ტკივილამდე იხეტიალოს მთვარის შუქში ჩამალული ბილიკების გავლით.
ელიზაბეტის ტელეფონზე ახალი წერილი ჩნდება, მაგრამ გოგონა ხმაურში ვერაფერს ამჩნევს:
"ძაან კარგი თუ მოხვალ. ისე დამრიგებელმა თქვა, ახალი კლასელი გყავთ და ხვალე რომ მოვა, ნორმალურად დახვდით, მე პირველ გაკვეთილზე ვერ მოვალო.ნეტავ, ვინ არის? ჯობია ისეთი არავინ იყოს, რადგან ისედაც 3 ქრაში მყავს, მეოთხეს ვეღარ გადავიტან"
ტელეფონის ეკრანი ისევ შავდება და ვერც ელიზაბეტი ამჩნევს ახალ წერილს. უბრალოდ წევს საწოლზე და ისევ მხიარულ ხმებს უსმენს. მის გონებაში ,დაძინებამდე უცნობის სასიამოვნო სიცილი იბეჭდება, ოდნავ ხრინწიანი და მჭექარე, როგორც ჩანს, ზოგისთვის ,მიუხედავად იმისა,რომ ღამეა, ახლა თენდება.



№1  offline წევრი Life is beautiful

მინდა გითხრა რომ სასიამოვნო წასაკითხია მართლაც რომ..
მართლა სკოლის ამბები...
ოხ ეს "ქრაშები"... გოგონებს რომ ურევს ტვინს.. ის ახალი კლასელი უცნობ-ნაცნობი ბაჩოა ხო.. ♥️
გელოდები და წარმატებები♥️♥️

 


№2  offline წევრი ელიზაბეტი უ.

Life is beautiful
მინდა გითხრა რომ სასიამოვნო წასაკითხია მართლაც რომ..
მართლა სკოლის ამბები...
ოხ ეს "ქრაშები"... გოგონებს რომ ურევს ტვინს.. ის ახალი კლასელი უცნობ-ნაცნობი ბაჩოა ხო.. ♥️
გელოდები და წარმატებები♥️♥️

წინა ექაუნთიდან შეცდომით გიპასუხე და აქედანაც მოგწერ, დიდი მადლობა ამ საყვარლობა კომენტარისთვის, ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ამ საიტს ახლა ვეცნობი და ჯერ ბევრი რამ არ მაქვს ნასწავლი laughing

 


№3  offline წევრი Life is beautiful

ელიზაბეტი უ.
Life is beautiful
მინდა გითხრა რომ სასიამოვნო წასაკითხია მართლაც რომ..
მართლა სკოლის ამბები...
ოხ ეს "ქრაშები"... გოგონებს რომ ურევს ტვინს.. ის ახალი კლასელი უცნობ-ნაცნობი ბაჩოა ხო.. ♥️
გელოდები და წარმატებები♥️♥️

წინა ექაუნთიდან შეცდომით გიპასუხე და აქედანაც მოგწერ, დიდი მადლობა ამ საყვარლობა კომენტარისთვის, ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ამ საიტს ახლა ვეცნობი და ჯერ ბევრი რამ არ მაქვს ნასწავლი laughing



ვაიმე
. :))) laugh
ისწავლე... :) laugh
ტკბილი სიტყვებისთვის არაფრის.. ♥️

 


№4  offline მოდერი guroo

თხრობას თუ მეტ ფერებს შემატებ, თუ უფრო მრავალფეროვანსა და მდიდარს გახდი, მხატვრულ ხერხებსა და გადმოცემის ფორმებზე იმუშავებ, ნამდვილად ღირებული და სასიამოვნო შემოქმედება დაგიგროვდება, რადგან შენში ვხედავ დაჟინებულ სურვილს, წერო ძალიან ბევრი და გამოიწვიო დამანგრეველი ქარიშხალი მკითხველის ემოციებში.
მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ძალიან პრობლემური თემაა, მით უფრო მაშინ, როცა არც დედებსა და არც მამებს შვილების რელობასთან ახლოს ჩავლა არ შეუძლიათ. უბრალოდ არ ესმით. ყველაფერი ზედმეტად უცხო და ულოგიკოა მათთვის. მიხარია, რომ ამას შეეხე. იმედი მაქვს, კარგად დაგვანახებ შავ და უშინაარსო უფსკრულს, რომელიც ამ ორ თაობას შორის ნერვების მომშლელად გაჩენილია და შეძლებ ტიტანური ობიექტურობით წარმოგვიდგინო ამ უფსკრულის ფონზე გაღვივებული კონფლიქტი.
ჩემი აზრით, პერსონაჟები ბაჩოსავით უბრალოდ არ უნდა ჩნდებოდნენ. მათ უნდა გაიარონ წერტილების კვალდაკვალ, მივიდნენ მკითხველის გონებაამდე ისე, რომ გაქრობისთანავე მეხსიერებიდანაც არ გაუჩინარდნენ და დატოვონ რაღაც, ხელშესახები შთაბეჭდილება ან განცდა. მოკლედ, დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ბაჩო არ იყო დასამახსოვრებელი. არაფრით გამორჩეული შემოსვლა ჰქონდა. აბა, წარმოიდგინე, როგორ ჩავარდება სპექტაკლი, თუ რომელიღაც მსახიობი სცენაზე ჩუმად, ზლაზვნით, ულაზათოდ შევარდება და სცენარის მიხედვით შემზარავად არ დაიღრიალებს ან რამე მსგავსი. მეტი ეფექტია საჭირო, მეტი მონდომება შენ მხრიდან, რომ თითოეული წინადადების დასრულეა მკითხველისთვის სასიამოვნო ამოსუნთქვად იქცეს.
წარმატებას გისურვებ. კარგი ხარ. ასეე გააგრძელე.

 


№5  offline წევრი ელიზაბეტი უ.

guroo
თხრობას თუ მეტ ფერებს შემატებ, თუ უფრო მრავალფეროვანსა და მდიდარს გახდი, მხატვრულ ხერხებსა და გადმოცემის ფორმებზე იმუშავებ, ნამდვილად ღირებული და სასიამოვნო შემოქმედება დაგიგროვდება, რადგან შენში ვხედავ დაჟინებულ სურვილს, წერო ძალიან ბევრი და გამოიწვიო დამანგრეველი ქარიშხალი მკითხველის ემოციებში.
მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ძალიან პრობლემური თემაა, მით უფრო მაშინ, როცა არც დედებსა და არც მამებს შვილების რელობასთან ახლოს ჩავლა არ შეუძლიათ. უბრალოდ არ ესმით. ყველაფერი ზედმეტად უცხო და ულოგიკოა მათთვის. მიხარია, რომ ამას შეეხე. იმედი მაქვს, კარგად დაგვანახებ შავ და უშინაარსო უფსკრულს, რომელიც ამ ორ თაობას შორის ნერვების მომშლელად გაჩენილია და შეძლებ ტიტანური ობიექტურობით წარმოგვიდგინო ამ უფსკრულის ფონზე გაღვივებული კონფლიქტი.
ჩემი აზრით, პერსონაჟები ბაჩოსავით უბრალოდ არ უნდა ჩნდებოდნენ. მათ უნდა გაიარონ წერტილების კვალდაკვალ, მივიდნენ მკითხველის გონებაამდე ისე, რომ გაქრობისთანავე მეხსიერებიდანაც არ გაუჩინარდნენ და დატოვონ რაღაც, ხელშესახები შთაბეჭდილება ან განცდა. მოკლედ, დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ბაჩო არ იყო დასამახსოვრებელი. არაფრით გამორჩეული შემოსვლა ჰქონდა. აბა, წარმოიდგინე, როგორ ჩავარდება სპექტაკლი, თუ რომელიღაც მსახიობი სცენაზე ჩუმად, ზლაზვნით, ულაზათოდ შევარდება და სცენარის მიხედვით შემზარავად არ დაიღრიალებს ან რამე მსგავსი. მეტი ეფექტია საჭირო, მეტი მონდომება შენ მხრიდან, რომ თითოეული წინადადების დასრულეა მკითხველისთვის სასიამოვნო ამოსუნთქვად იქცეს.
წარმატებას გისურვებ. კარგი ხარ. ასეე გააგრძელე.

პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ,რომ ამ ნაშრომს ასეთი დიდი ყურადღება დაუთმეთ. ვაღიარებ, რასაც მეუბნებით,სრულებით ვიაზრებ მეც და ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ მითითებთ,რადგან ახლა სწორედ ის მინდა, ბევრი რამ გამოვასწორო, შევიცვალო და უკეთესად ჩამოვყალიბდე კიდეც. რაც შეეხება, მშობლებისა და შვილების ეს დამოკიდებულება მინდა ნათლად წარმოვაჩინო, ყველაფერი გულახდილად აღვწერო ,მაგრამ არ ვაპირებ ერთი მხარე გავამართლო და მეორე დამნაშავედ გამოვაცხადო. არა! პირიქით, ორივე მხარის ნათლად დანახვება მინდა მკითხველისთვის და იმის თქმა,რომ ადამიანები ყველაფერს განსხვავებულად ვიგებთ,ხანდახან რთულია დამაჯეროს ვინმემ,რომ ექვსიანი ცხრიანია,როდესაც ის სრულიად სხვანაირად ხედავს. ამიტომაც, კიდევ ერთი დიდი მადლობა თქვენ, ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები! წარმატებები ჩემგანაც!

 


№6  offline წევრი თათუ♡

მალე დადე რა ❤

 


№7  offline წევრი ელიზაბეტი უ.

თათუ♡
მალე დადე რა ❤
დღეს ლიმიტი ამომეწურა სიახლეების დადების,მაგრამ არ იდარდო ,ძვირფასო. ახალი თავი უკვე მზად მაქვს და ხვალ მალევე დავდებ.

 


№8  offline წევრი თათუ♡

ელიზაბეტი უ.
თათუ♡
მალე დადე რა ❤
დღეს ლიმიტი ამომეწურა სიახლეების დადების,მაგრამ არ იდარდო ,ძვირფასო. ახალი თავი უკვე მზად მაქვს და ხვალ მალევე დავდებ.

ძალიან კარგი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent