შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუღარ ყვირი დაწყნარდი


21-12-2017, 07:08
ავტორი bla.ell
ნანახია 2 008

ჩუუ რა...
ნუღარ ყვირი დაწყნარდი,
გრძნობა გულის ფეთქვას აყვება,
სევდის ყველა ფურცელს დავწვავდი,
ისევ შენი ჩრდილი დამყვება.

ფიქრი მერამდენედ ავრიე,
სიტყვებს რითმებისთვის
ვალაგებ,
ერთხელ შარში უკვე გამრიე,
ახლა შენი ცოდვაც გამანდე.

ჰოდა...არაფერი არ დამრჩა,
წამში დაიშალა სხეული,
მხოლოდ ეს მიმიკა გადარჩა,
(კუბში) ღიმილ'ებად ქცეული.

ვწერ და მიზეზსაც კი ვერ ვხვდები,
განა ვხვდები მაგრამ,
რა ვიცი.
კიდევ ოდესმე თუ შევხვდებით,
თუმცა...წადი ნუღარ დამიცდი.

სახლი უშენობით დაბნელდა,
ვეღარც ეს თვალები ანათებს,
გული მერამდენედ გაჩერდა,
თუმცა ბრძოლა უწევთ მამაცებს!

ბოლოს შევიცვლები უსაზღვროდ,
ცრემლებს გადავაქცევ საუნჯედ,
ვრჩები ისეთივე უაზრო,
ოღონდ სადამდეც მე გავუძლებ.


ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

შენი სხვა ლექსები უფრო მომწონებია... ალბათ რითმა მეუცნაურა ცოტა, მაგრამ არის შენეული აქ რაც მთავარია...და მაინც სიამოვნებით წავიკითხე ^^
ბოლო სტროფი ყველა სიტყვაში მეცნო და ეკალმა დამაყარა... ამას რომ ახერხებ უკვე ზალიან კარგი ხარ ^_^

 


№2 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

სულ უნდა წერო მეთქი რამდენჯერ გითხრა

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აღარ დამანახო იცოდე,
ბოჩოლას თვალებზე ცრემლი,
განა არა, ჩემმა სიცოცხლემ,
მკვდარი იმედისთვის გელი..

ეგ ცხვირი აწიე ზეცამდე,
თუნდაც დაგეჯახონ ღრუბლები,
როგორ მსურდა გამომეცადე,
შენ აქ შავთეთრ დრამებს უნდები..

მითხარ რითიღა ხარ მამაცი,
ბრძოლის დაწყებამდე დამარცხდი,
ახლა შენიშვნებსაც ამაცლი,
წამოყენებასაც არ მაცდი..

ფრთებქვეშ გაეხიდოთ ლოდები,
ვკითხულობ და ასე მგონია,
ბნელში განაწირი მოკვდები,
თუ, ვინმე მოგძებნის გგონია?!

ადე, რამ ჩაგიკლა იმედი,
მინდა ამოხეთქოს გრძნობებმა,
აბა რა ვუთხარი იმ ექიმს,
შენც თუ გაგიყოლა ბოდვებმა..

კივილის ხმას მინდა გამოვყვე,
ახლა ხრიალით რომ ამოსდის,
შენს სულს, რატომღაც, აქამომდე,
ისევ იმალები.. გამოდი..

მიდი.. უკვდავება დახატე,
ყორღანისფერ ჩალის მეიდნად,
გააუფერულდა და გახადე
მთვარის კაბა გრძნობებს ხეიბარს..

მინდა რითმა როგორც ქაოსი,
რითმა შენეული, გრძნეული,
თავი გეცოდება დაოსილს,
ამად გათანგულხარ სნეული?!

ჰო მე ბლა მსურს როგორც ლამბალო,
ურმიულ წკრიალს რომ გადაჰყვა,
ქალავ, თუ გაკლია ომბალო,
ოხრად ხარობს აქეთ, გადალპა!

 


№4  offline მოდერი bla.ell

ლაზარე 13
აღარ დამანახო იცოდე,
ბოჩოლას თვალებზე ცრემლი,
განა არა, ჩემმა სიცოცხლემ,
მკვდარი იმედისთვის გელი..

ეგ ცხვირი აწიე ზეცამდე,
თუნდაც დაგეჯახონ ღრუბლები,
როგორ მსურდა გამომეცადე,
შენ აქ შავთეთრ დრამებს უნდები..

მითხარ რითიღა ხარ მამაცი,
ბრძოლის დაწყებამდე დამარცხდი,
ახლა შენიშვნებსაც ამაცლი,
წამოყენებასაც არ მაცდი..

ფრთებქვეშ გაეხიდოთ ლოდები,
ვკითხულობ და ასე მგონია,
ბნელში განაწირი მოკვდები,
თუ, ვინმე მოგძებნის გგონია?!

ადე, რამ ჩაგიკლა იმედი,
მინდა ამოხეთქოს გრძნობებმა,
აბა რა ვუთხარი იმ ექიმს,
შენც თუ გაგიყოლა ბოდვებმა..

კივილის ხმას მინდა გამოვყვე,
ახლა ხრიალით რომ ამოსდის,
შენს სულს, რატომღაც, აქამომდე,
ისევ იმალები.. გამოდი..

მიდი.. უკვდავება დახატე,
ყორღანისფერ ჩალის მეიდნად,
გააუფერულდა და გახადე
მთვარის კაბა გრძნობებს ხეიბარს..

მინდა რითმა როგორც ქაოსი,
რითმა შენეული, გრძნეული,
თავი გეცოდება დაოსილს,
ამად გათანგულხარ სნეული?!

ჰო მე ბლა მსურს როგორც ლამბალო,
ურმიულ წკრიალს რომ გადაჰყვა,
ქალავ, თუ გაკლია ომბალო,
ოხრად ხარობს აქეთ, გადალპა!

რავი დღესაც ისე ვერა ვარ,
ცოტა ეს ტრაგიზმი მაწუხებს,
ახლა შენი ლექსი მეამა,
მგონი დავეხსენი მარწუხებს,

ჰოდა ვინ მამარცხებს მითხარი,
ვცდილობ მართლა ვიყო მამაცი,
ოხ რა გული ვერ გავიხარე,
ვინმეს სახის ნიღაბს ავაცლი.

კაი ბოდვებიღა მაკლია,
რაღა სისულელეს მაბედებ,
დარდი ჩემი დიდი ნაკლია,
მაგრამ მითხარი რა გაბედე,

ბევრი უკვდავება მეხატა,
უკვე მოძველდა და დავმალე,
მარტო დღეს კიარა ვეღარც ხვალ...
სნეულს ვეღარაფერს მავალებ.

ჰო მე ბლა ვარ ვითომ "ელი"-დან,
სტყვებს უსასრულოდ რომ ვწელავ
ტვინში ერთი სიტყვა შევიდა,
რომ მე კარგი ლექსი მეწერა:დდდ

 


№5 სტუმარი l,m not sick

ხომ იცი არა რომ ვგიჟდები შენზე?
ჰოდა სიტყვები რაღა საჭიროა
ჩემი სასწაული ხარ შენ!

 


№6 სტუმარი სტუმარი shalo

ras saqmianob

 


№7 სტუმარი სტუმარი shalo

aq xar ......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent