შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (4)


20-04-2021, 15:29
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 327

-რას ნიშნავს ძველ ნაცნობებთან ერთად წავიდა ? ამიხსენით რას ნიშნავს იმ კაბით წავიდა და თავისი ტელეფონი საფულე, ყველაფერი თქვენთან დატოვა...რას მატყუებთ? Სადაა კატო?...-უკვე მოთქვამდა ნელი და მზად იყო ყველას ერთად სცემოდა სახეში რომ სიმართლე ეთქვათ.
-არ გატყუებთ ნელი დეიდა,ყოფილი კოლეგები ნახა და მათთან ერთად წავიდა,გვითხრა არ ინერვიულოთ და ნელიკოს უთხარით რომ ხვალ საღამოს დავბრუნდებიო.
-ნათია, შენ მე შტერი ბებრუხანა გგონივარ? იმ კაბით კლუბში არ მოგყვებოდათ და რას მეუბნებით ეხლა რომ დღის სინათლეზე ივლის იმ ფორმაში? … კარგი ვთქვათ ასეა, ტელეფონი და საფულე?
-ისე უცებ წავიდა რომ არც გაგვხსენებია, ალბათ თვითონაც დაავიწყდა...-დაამშვიდა ლიკამ და ნერვიულად გადახედა ნათიას.
ნათიამ ადგილი იცვალა, ეზოში გავიდა და გეგას დააკვირდა რომელიც ბოლთას ცემდა და ერთ ადგილზე ვერ ეტეოდა.ყველამ დაინახა,როგორ ატყდა კატოს გარშემო ჩხუბი,ისიც დაინახეს რომ ვიღაც გასასვლელისკენ მიათრევდა და ხალხის ნაკადისგან თავის დაღწევა შეძლეს თუ არა მთელი სისწრაფით გაეკიდნენ,მაგრამ მათ კვალს ვეღარ მიაგნეს.გეგამ იცოდა ვინც იყო ის კაცი,მაგრამ ვერ ბედავდა მოქმედებას, დილამდე იტოვებდა იმედს კატო სახლში მოვაო.
-გეგა პოლიციაში უნდა დავრეკოთ, ხომ ხედავ დილამდე ველოდეთ, სახლში არ მოდის..იქნებ რამე დაემართა...-ვედრებამ გაიჟღერა ქალის ხმაში.
-არა პოლიციას ვერ ჩავრევთ…-გველნაკბენივით წამოიყვირა და მხარზე მოუჭირა ხელი, თითქოს უნდოდა მთელი მღელვარება ნათიაზე გადაეტანა.
-მისმინე ! მაშინ ამოღერღე ვინაა ის კაცი, შენ თქვი რომ იცანი ! ახლავე თუ არ მოვძებნით იცოდე ყველას პრობლემები შეგვექმნება და ყველაზე მეტად კატოზე იფიქრე…-ბრაზით ამოთქვა და თვალებში გაუკრთა გაბოროტების ნაპერწკალი.
გეგამ გამოხედა და მიხვდა რომ ყველა გზა მოჭრილი ქონდა.ღია ფანჯრიდან მოკრა თვალი ნიტას და ლიკას, ნელიკოს რომ აწყნარებდნენ და ნათიას მკლავს მოეჭიდა. Მანქანისკენ უბიძგა და თვითონაც საჭესთან მოთავსდა.სამი წელია გაბრიჩიძესთან ყველანაირ კონტაქტს ერიდებოდა და ახლა ამ ხნის მანძილზე პირველად უნდა მისულიყო იმ სახლში სადაც ბავშვობის უმეტესი ზაფხულები ჰქონდა გატარებული.ჭიისკარამდე მისული გადმოვიდა და ნათიას უთხრა აქ დამელოდეო.სახლის წინ, აუზთან გაშლილ მაგიდას ოთხი ადამიანი უსხდა გარშემო, გეგამ თავისი ბავშვობის მეგობრები ერთი თვალის მოვლებით იცნო. ბოღმამ კისერში ხელები მთელი ძალით წაუჭირა და მოზღვავებულ ენერგიად წამში გადაიქცა, ბოლო ხმაზე დაიყვირა კარი გააღეო, გაკვირვებულმა თვალებმა ელვის სისწრაფით გადმოხედეს, ავტომატურმა კარმა დაიწკაპუნა და ჭიისკარმა გაღება დაიწყო. Მაგიდიდან წამოიშალნენ და წინ წამოვიდა ის ვისაც სახეზე აეკრო სარკაზმული იერი.
-უძღები შვილის დაბრუნება გეგა? ასე აგრესიულად რატომ? ...-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გამომცდელად დააკვირდა, მანქანას გახედა და იქ კიდევ დალანდა მგზავრი, დაკვირვებით თავი აღარც შეუწუხებია, პირდაპირ დასკვნებზე გადავიდა...-შენმა დაქალმა საქმის გასარჩევად მოგიყვანა? Რაო თავი დამანებოსო?...-გეგას ბრაზისგან ტვინში სისხლი აუვარდა და დააპირა სახეში ეთავაზა კიდევ ხუმრობის ხასიათზე მყოფი მასხარასთვის, მაგრამ გაიგონა როგორ გაიღო მანქანის კარი და იქედან ხმამაც არ დააყოვნა.
-შენ ხარ ! გიცანი, შენ ატეხე ჩხუბი და შენ წამოიყვანე...-იყვირა ნათიამ და მისკენ წამოვიდა.
-რაღაც გეშლება, ვინ წამოვიყვანე, რაზე ლაპარაკობ ? ...-დამცინავად უარყო და წაბები მაღლა აზიდა მეტი ეფექტისთვის.
-ხო არა? იმიტომაც აქვთ ამათ მილამაზებული სახეები? წარბი აბაზანაში გაიტეხე თუ მაშინ იმ ბიჭს სახეში თავი რომ უთავაზე?...-ბოლო ნერვის ღერი გაუწყდა ნათიას და გეგა მიხვდა რომ მეგობარი მალე ხელით გაიწევდა.მაგიდასთან ჩამომსხდარ ძველ სახეებს დააკვირდა და გული დაწყდა იმ წლებზე რომელიც ორივე მხარემ ნაგავში მოისროლა.
-მისმინე ! გასაგებია რომ ნაწყენი ხარ, გაბრაზებულიც..მაგრამ კატოს აქ ვერ დაიტოვებ, ხომ ელაპარაკე,რაღაცას მაინც გეტყოდა,გეყოფა ! სახლში დედამისი და ბავშვი ელოდებიან...-ეცადა მაქსიმალურად მშვიდად ელაპარაკა.
-მოიცა, აქ კატოს მოსაძაბნად მოხვედი? ...-წამში ჩამოშორდა სარკასტული ღიმილი და ინტერესმა გადაურბინა სახეზე...-სახლში არ დაბრუნებულა?
-ნიკა გეყოფა ! დედამისი პოლიციაში დარეკავს, ხომ იცი პირველს შენ დაგასახელებ, მაინც იპოვიან…
-შენ ვინც გინდა ის დაასახელე, თუ გინდა პირდაპირ ჩემ სამინისტროში განაცხადე,მაგრამ კატო აქ არაა.
-გუშინ შენ წამოათრიე კლუბიდან, კარში კი არ გაიყვანე გაათრიე და გინდა დავიჯეროთ რომ აქ არაა?...-მოთმინება დაკარგა და ბოლო ხმაზე იყვირა ნათიამ.
-კი წამოვიყვანე, მაგრამ ვილაპარაკეთ და ნახევარ საათში გამოვუშვი...-დაბნეულმა ამოილაპარაკა.
-გამოუშვი? იმ კაბით და ფეხსაცმელებით, შუაღამისას, ტელეფონის და საფულის გარეშე დარჩენილი გამოუშვი არა? ...-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე გეგას და ნათიას ხელი მოკიდა. მომენტალურად შეავლო თვალი მის მზერას და “წამოდი აქ არ არისო” ისე უთხრა როგორც ადამიანმა რომელიც ბოლომდე იცნობდა მის წინ მდგარ კაცს.უნდოდა აქაურობას და იმ მოგოგნებებს გასცლოდა, რომელსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა,მაგრამ მაინც ვერაფერი მოურხერხა იმ სათქმელს ყელში ბურთად რომ გაეჩხირა.მობრუნდა მხოლოდ ერთხელ ახედა და რვარძლიანად გაიცინა.
-სამი წელი ელოდი ამ დღეს,სამი წელი ელოდებოდი პასუხებს და სამაგიეროც მშვენიერი მოგიფიქრებია...შუაღამეს წაიყვანე და მერე გააგდე,ყველაფრის გარეშე...-მზერა გაუსწორა თვალებში სიცარიელე ჩამდგარ კაცს და ზიზღით ამოილაპარაკა…-არც ჩემთვის აუხსნია ვის და რატომ გაექცა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ შენგან არ გარბოდა,ამიტომ თუ იპოვნიან, იცოდე რომ მისი სიცოცხლე შენ კისერზეა.
გაბრიჩიძემ მზერა გააყოლა ჭიისკარში გამავალ ბავშვობის მეგობარს და სახის მიმიკა შეეცვალა,მაგიდასთან მჯდომს მიუბრუნდა და მოწყვეტით მიაძახა “ მიშა დარეკე ბათუმის მთავარ სამმართველოში და უთხარი რომ ზედმეტი ხმაურის გარეშე ვეძებთ ეკატერინე ჯორჯაძეს, 27 წლის საშუალო სიმაღლის წითურ ქალს...შუადღემდე ინფორმაცია მქონდეს ! “...ხელი დაავლო სკამზე მიკიდებულ პიჯაკს და მაგიდაზე დადებულ ტელეფონს.ჯიბეები მოიჩხრიკა, გასაღები მოძებნა და მანქანაში ჩამჯდარი მოსწყდა ადგილს.
გეგას უხმოდ მიყვა ნათია, მაგრამ გაყინული მზერით და პირში ჩაგუბებული წყლით ჯდომამ დიდხანს ვერ გასტანა.ახლაც გრძნობდა როგორ გაუჩერდა სისხლი და როგორ შეწყვიტა ყველაფერმა მოძრაობა მის გარშემო, როცა გაიგონა “იცოდე თუ იპოვნიან მისი სიცოხლე შენ კისერზეა...რატომ გაიქცა...შენგან არ გარბოდა...სამი წელი ელოდი პასუხებს…” ყველაფერი ფილმის კადრივით დარბოდა გონებაში და სიტყვებსაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ არეულად ხარშავდა, ცდილობდა კავშირი ეპოვნა, მიმხვდარიყო რა მოხდა.
-კატო ჯორჯაძის გამო არ წასულა ხომ ასეა?...-ამოილაპარაკა ჩურჩულით თითქოს სამწლიანი სიბრმავის მერე პირველად გამოიხედა და ნათლად დაინახა სიატუაციის სიმძაფრე.
-არ ვიცი ნათი, ნურაფერს მკითხავ, მეც არაფერი ვიცი...-სამოწყალოდ გადმოგდებულ სიტყვებს არ დასჯერდა ქალი.
-გეგა ! იმაზე მეტი მაინც იცი ვიდრე მე წარმომიდგენია...მითხარი ვინაა ეს კაცი, ან რა გაქცევაზე ლაპარაკობთ, ვის ემალება კატო?
-მისმინე! Ჩემი საიდუმლო არაა, კატოსია. მეც მხოლოდ იმიტომ გამიმხილა, რომ სამი წლის წინ დახმარება სჭირდებოდა...ვერ გეტყვი იმას რასაც მალავს, მითუმეტეს ბოლომდე მეც არ მესმის.
-გეგა ! თუ არ მეტყვი, როგორ დაგეხმარები იმის მოფიქრებაში კატო სადაა? Რა ვუთხრათ ნელიკოს? ნელის მაინც ეტყვი რომ ამ კაცმა წაიყვანა გუშინ? ვინაა იმასაც ეტყვი? გააჩერე მანქანა და ამიხსენი ! გეგა !...-ყვირილზე გადავიდა და საჭეს დასწვდა,სიტუაცია იმდენად უკონტროლო იყო,რომ გეგამ იცოდა მარტო ვერ გაუმკლავდებოდა, მაგრამ არ ცრუობდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა კატო იპოვეს თუ არა, ან ვინ იპოვა, თუ იპოვეს რა მოუვა...არაფერი იცოდა და უცოდინრობის სიბნელე გონებას უწამლავდა.მანქანა გააჩერა და საჭეს ჩამოეყრდნო, მხოლოდ ის ამოთქვა გადმოდიო და თვითონაც წელმოწყვეტილი გადმოსცდა ავტომობილის სივრცეს.სანაპიროსთან მდებარე პატარა კაფის გარე მაგიდასთან ჩამოსხდნენ და ათწუთიანი დუმილის მერე, სანამ სიტყვებს შეარჩევდა, მეგობრის გაფართოებული და შეშინებული თვალების უხმო მოთხოვნილება, სცოდნოდა მეტი, დააკმაყოფილა.
-კატო სანდრო ჯორჯაძეს ფიქტიურად გაყვა ცოლად.მთელმა ოჯახმა იცოდა რომ დავითმა საქორწინო ხელშეკრულება დაადებინა და თითქმის ერთი წლის მანძილზე ცალ-ცალკე ოთახებში ისე ცხოვრობდნენ, როგორც სრულიად უცხო ადამიანები.
-ხო მაგრამ, კატოს რაში დასჭირდა,ან სანდროს … ვერ ვიგებ …-ერთიანად გაიბნა, როგორც გაწყვეტილი მძივის ნაწილები, მთელი ისტორია დაემსგავსა ფაზლს.
-დავით ჯორჯაძეს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი აქვს ხომ გახსოვს? მამაჩემი ამბობს რომ დავითმა კავშირები გამოიყენა და სამინისტროში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის უფროსად დაანიშნინა თავი, ზუსტად არ ვიცი ეს რატომ გააკეთა მაგრამ ფაქტია სჭირდებოდა. საჯარო სამსახურში დანიშვნისთანავე ყველა აქტივი რაც კომპანიიდან მასზე ფიქსირდებოდა უნდა დაეთმო და…
-და რადგან თავისი წილის შვილებისთვის გადანაწილება არ უნდოდა, კატო გამოიყენა...-ფაზლის პაწაწინა ნაწილი იპოვნა ნათიამ და გეგას პასუხს დაელოდა.
-იმდენად ვერ ენდო რომ ასე უბრალოდ გადაეფორმებინა, ამიტომ შესთავაზა კატოს სანდროსთან ქორწინება და დაპირდა რომ ყველაფერი უბრალოდ ფიქტიური იქნებოდა.
-ეს წილი განქორწინების მერე ?...
-საქორწინო ხელშეკრულებით განქორწინებისთანავე ეს წილი ისევ დავითს დაუბრუნდა და როგორც კი სამინისტრში გაიგეს, მაშინვე მოხსნეს თანამდებობიდან…ნუ მკითხავ კატოს რაში სჭირდებოდა ეს, მეთვითონაც არ მესმის.
-ამის გამო გაიქცა კატო? იმის გამო იმალება, რომ ჯორჯაძემ სამინისტროში თავისი ბიზნესიდან შემომავალ ფულთან მიმართებით ორ თეთრიანი ხელფასი დაკარგა?
-თავიდან მეც მეგონა, რომ ჯორჯაძეს ემალებოდა...ფაქტია, ისე უნდოდა ის ადგილი, რომ საკუთარი კომპანიის წილი დათმო და საქოწინო მაქინაციებიც კი მოაწყო, მაგრამ კატომ მითხრა რომ ჯორჯაძე თავისუფლად დათანხმდა განქორწინებაზე და მისგან დასამალი არაფერი სჭირს…-ხელები გაასავსავა გეგამ გაუგებრობის ნიშნად.
-მაშინ ამ ბიჭისგან? ვინაა ? კატოს საიდან იცნობს ან მასზე გაბრაზებული რატომაა?...-ეცადა თავჩახრილი მეგობრის მზერა დაეჭირა ნათიას და როგორღაც პასუხები მიეღო.
-ნიკა გაბრიჩიძეა, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-კატოს საიდან იცნობს ? ან რა ურთიერთობა აქვთ? სამი წელი რატომ ელოდება? ...-უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა ქალის ტონი, მის წინ ბანქო ახლახანს გაიშალა და ვერ მოისვენებდა სანამ ბოლო კარტსაც არ გახსინდა.
-აღმოჩნდა რომ ერთმანეთი იმაზე ბევრად ადრე გაიცნეს, ვიდრე ჩემ სახლში შეხვდებოდა. ნიკა მაშინ დავითის კოლეგა იყო, ოღონდ სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ებარა, დავითის გამართულ რაღაც საღამოზე შეხვდნენ და როცა ჩემთან კატო დაუგეგმავად მოვიდა, ნიკაც იქ იყო...აღმოჩნდა რომ ერთმანეთი მოეწონათ, ზუსტად როგორ იყო, ისიც არ ვიცი.მერე ნიკამ ჯორჯაძის კომპანიის შიდა სამზარეულოს სიტუაციის გამოძიება დაიწყო და აღმოაჩინა რომ კატოსთვის წილი ჰქონდა გაფორმებული, ბოლომდე მიყვა და მიხვდა ქორწინება ბლეფი იყო.
-და?...- ნათია ვერ ხვდებოდა საით მიჰყავდა საუბარი გეგას და საკუთარ ვერსიას გონებაში ამუშავებდა.
-და არ ვიცი ნათი, მერე მარტო ის ვიცი, რომ კატომ დამირეკა და მთხოვა გაქცევაში დავხმარებოდი, იმავე საღამოს უნდოდა წასვლა, მამაჩემს ვთხოვე და დავეხმარეთ, მანქანა გამაყიდინა და ინფორმაცია გამაქრობინა მიმართულებაზე...მალევე გასკდა ამსტერდამში რომ წავიდა. მე და ნიკას ჩხუბი მოგვივიდა, იცოდა მანქანა მინდობილობით მე რომ გადმომიფორმა და იმასაც მიხვდა გაქცევაში ჩემი ხელი ერია, მე ვერაფერს ვეუბნებოდი და რაღაც მომენტში ეჭვი მქონდა ყველაფერი მის გამო დაემართათო და ისედაც დაძაბული ურთიერთობა მუშტი-კრივში გადავზარდეთ...ასე რომ სამი წელია მეც ყველანაირად ვერიდები მასთან შეხვედრას.
-როგორც ჩანს ძალიან ახლოს იყვნენ,რადგან სიბრაზემ სამი წლის მერეც, აშკარად არ გადაუარა…-სარკასტულად წარმოთქვა და საკუთარ თავზე გაბრაზდა, ასეთი სულელი როგორ ვიყავი, რატომ ვერ მივხვდი რომ საქართველოს უეცარი დატოვება, გაქრობა და დაბრუნებაზე უარი ბევრად უფრო სერიოზული იყო ვიდრე ქმართან გაშორებაო…-კატოს როგორ უნდა დავეხმაროთ, სად უნდა ვეძებოთ?...-საკუთარ თავს უფრო ჰკითხა ვიდრე გეგას, რადგან აანალიზებდა მეგობარმა ყველაფერი მითხრა რაც იცოდაო.
-ნელიკოს რა უნდა ვუთხრათ? ეს როგორ უნდა ავუხსნათ?...-ხელისგულებსი მოქცეული შუბლი დაიზილა გეგამ და ამოიხვნეაშა, თითქოს თვითონაც იცის რომ გამხელა ცუდია და დამალვა უარესიო.
-დრო საღამომდე გვაქვს, თუ არ გამოჩნდება, მოგვიწევს სიმართლის თქმა…-სივრცეს მისტერებულმა, წამოიძახა ცარიელი სიტყვები და გეგას გამხნევების მიზნით მხარზე შეეხო.

გაბრიჩიძემ თავისი სახლის ტერიტორია დაათვალიერა, სანაპიროს ყველა კუთხეს ჩაუყვა მაგრამ ხელმოსაჭიდს ვერაფერს მიაგნო. თავისი კავსირებით ის მოახერხა გაეგო, ეკატერინეს მსგავსი აღწერილობის დაზარალებული ხომ არ ჰყოლიათ რომელიმე განყოფილებაში ან საავადმყოფოში, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.ამის გაფიქრებაზე ცინიკურად ეცინებოდა, უკვე მეორედ ყლაპავს მიწა და იმედია ამჯერადაც თავისი ნებითო.საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა, რომ გუშინდელ დაუფიქრებელ საქციელს ნანობდა, ხვდებოდა რომ ასე არ უნდა გამოეშვა ქუჩაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებულმა ვერც გაანალიზა, ქალი პირდაპირ კლუბიდან თავისი ნივთების გარეშე წამოვიყვანეო.მანქანით წრეების დარტყმას შედეგი არ მოჰქონდა,ამიტომ დრო იყო განყოფილებაში მისულიყო.
ბათუმის მთავარი სამმართველოს უფროსი ფეხზე წამოდგა როცა გაბრიჩიძე მისი კაბინეტის ზღურბლს გადასცდა.მიშა უკვე აქ იყო და ელოდებოდა.იკითხა საჭირო ინფორმაციას მცირედად მაინც თუ მიაკვლიეს და დივნისკენ მიუთითეს, მიახვედრეს ჯობია დაჯდეო.
-ერთადერთი რაც ვიცი, ისაა რომ შუაღამისას ასეთი აღნაგობის ქალი, შენი სახლის ტერიტორიასთან შეამჩნიეს, სანაპიროსკენ ჩადიოდა.
-ძალიან კარგი, მერე?...-გადმოიხარა და მუხლებს ნიდაყვებით დაეყრდნო.
-ნიკა...-მისი პოზა გაიმეორა და ისეთი ტონით გააგრძელა საუბარი თითქოს ცდილობს რაც შეიძლება მარტივად მიაწოდოს ინფორმაციაო…-ფეხშიშველი იყო და მაწანწალამ , რომელმაც დაინახა, თქვა რომ შეშინებული იყო.
-გასაგებია…-იხტიბარი არ გაიტეხა და ნათქვამის ტონიც დააიგნორა…-მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ფეხები ატკინა და გაიხადა, წავკამათდით და შეშინებულს ამიტომ ჰგავდა, თან შუაღამით მარტო მიდიოდა ისეთ ფორმაში...მერე !
-ბატონო ნიკოლოზ, მე ვხვდები რომ ეს თქვენთანაა კავშირში და ძალიან ვწუხვარ ამ ვარაუდის გამოთქმა რომ მიწევს, მაგრამ მაწანწალა იმ ადგილას დიდხანს იყო და სანაპიროდან ამოსული აღარ დაუნახავს.
-აი ეგ არაფერს ამტკიცებს...-წარბები შეკრა და ორივეს ბრაზით გადახედა.
-მაწანწალამ დაინახა ზღვაში რომ შედიოდა...ჩემი თქვენ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, კანონი მავალდებულებს მაშველები გავგზავნო და ვეძებო...-თავი დახარა რომ მისთვის არ შეეხედა თითქოს ამით მისგან გაქცევას შეძლებდა.
-გაგიჟდით?...-მიშას გახედა და საპასუხო მზერა ვერც მისგან დაიჭირა...-სანაპიროსთან მისი ჩასვლა და მაწანწალას ბოდვა არაფერს ამტკიცებს, გირჩევნიათ ხალხი ეძებოთ, ვინც დაინახა.
ფეხზე წამოვარდა და გაბრაზებულმა მოიჯახუნა კარი, უკან გამოყვა მიშაც და მხარზე დაეჯაჯგურა.
-ნიკა ორივე შემთხვევაში უნდა ვეძებოთ, ცოცხალი თუ…
-არა ! ეკატერინე ასეთი სულელი არ არის, არ იცნობ და ამიტომ გგონია, არ იცი ვინაა. თავს არაფერს დაუშავებდა !
-მაშინ მითხარი რა ვქნათ? Როგორ დაგეხმარო?...-ხელები გაასავსავა და მიაშტერდა
-სანაპიროდან მიმავალი ყველა გზა უნდა დავიაროთ და ყველა შესაძლო თვითმხილველი დავკითხოთ, იქნებ დაინახეს...თუ არ დაუნახავთ, გზის დათვალიერებისას მე მივხვდები სად წავიდოდა...
-ბიჭებმა დაიწყეს უკვე ტერიტორიის დათვალიერება, დავურეკავ და ხელახლა ერთად მივყვეთ...-დამაიმედებლად უთხრა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-ასეთი სულელი არაა ! ამას არ გააკეთებდა...-თავის თავს არწმუნებდა და ეჩურჩულებოდა გაბრიჩიძე.
გეგასთვის და ნათიასთვის ნელიკომდე მისვლა სიკვდილის ტოლფასი იყო, ორივე გრძნობდა რომ მართლა ერჩივნათ მომკვდარიყვნენ ვიდრე სიმართლე გაემხილათ.საღამომდე ისხნდენ კაფესთან და ცდილობდნენ მოეფიქრებინათ სად შეიძლებოდა წასულიყო კატო.ვერაფერს მიხვდნენ და ეს ინფორმაციული ვაკუუმი უფრო და უფრო უწურავდათ მისი აღმოჩენის იმედს.საათი საღამოს რვას რომ გადაცდა მიხვდნენ რომ არარ შეიძლებოდა ასე ჯდომა.ნელიკოსთვის ნაქირავები სახლის ჭიისკართან მისულებმა ერთმანეთს გადახედეს და თვალებით ანიშნეს, ამას კატოსთვის ვაკეთებთო.გეგა გრძნობდა რომ მეგობარი ძალიან გაუბრაზდებოდა ამ ყველაფრის გამჟღავნებისთვის, თან ვისთან, ნელიკოსთან რომელსაც 5 წელი ლამაზ სიზმარში აცხოვრებდა და ყველა დეტალს ბრჭყვიალა სასაჩუქრე ცელოფანში უფუთავდა.სახლის კარი ხელის კანკალით შეაღო ნათიამ და პირველი რაც თვალში მოხვდა ნელიკოს გაღიმებული სახე იყო,სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს მდგარ დივანზე ჩამომსხდარ გოგონებს ტავით მიუთითა ახლადშემოსწრებულებისკენ და “მობრძანდნენო” დაიძახა.
-სად ხართ ბავშვებო ამდენ ხანს?
-ნელიკო კარგად ხარ? Კატო...-კითხვა შეაპარა გეგამ.
-მოვიდა...გოგონებს ვაცინებდი ნათია და გეგა ისე შევაშინე გაგვექცნენთქო.
-მოვიდა?...-ეჭვიანად წარმოთქვა ნათიამ და გეგას გადახედა…-სადაა?
-აბაზანაშია, წარმოგიდგენია, მართლა ძველ კოლეგებს შეხვედრია და თავის მეგობარს უთქვამს ჩემთან უნდა წამოხვიდეო. Იმიტომ გაყოლია იმ კაბით, ტანსაცმელები თვითონ იმ გოგოს უთხოვებია…
-რას ამბობთ, აბა ჩვენ რა გითხარით…-მოჩვენებითი ინტერესით წარმოთქვა გეგამ და ნათიას სასოწარკვეთით გადახედა,ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ კატო სახლში დაბრუნდა,თან სხვისი ტანსაცმლით...რაღაცის გადაჩურჩულებას აპირებდა,მაგრამ თვალი მოკრა კიბეებზე ჩამომავალ ჩრდილს და პირში წყალი ტავისით ჩაუგუბდა. ჩრდილის კონტურები მალევე გამოიკვეთა და გამომცდელად დააკვირდა ნათიას სახეს. სახე მოეღუშა,ერთიანად გაუქვავდა და გეგა მიხვდა რომ კატომ იცოდა, საიდუმლო უკვე არარ იყო დამალული და მისი ნაწილი კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გახდა.
-კატო სად...-ხელზე უბწკინა კატომ და მაშინვე გადაასხვაფერა...-როგორი დრო გაატარე?
-უკეტესი არ შეიძლება გეგა…-სარკასტული იყო პასუხი...-უბრალოდ დავიღალე და ცხელმა შხაპმა კიდევ უფრო მომადუნა.თქვენ სად იყავით? ან ასეთი სახეები რატომ გაქვთ?
-ჩვენ, საქმეზე გავედით...-ნელიკოს გადახედა ნათიამ და თვალით ანიშნა კატოს მისკენ.
-აბა საჭორაო გვქონია…-ღვარძლიანად წარმოტქვა და გეგას ეზოსკენ მიუთითა იმის ნიშნად გარეთ გამომყევიო.
-დედიკო წყალი ადუღდა…-ჩაიდანი მოიმარჯვა ნელიმ და მაშინვე შეუდგა საქმეს,როგორც კი შვილმა უთხრა თუ შეგიძლია შენ მოამზადე ყავაო.
ეკატერინემ ეზოს უკანა მხრიდან მოუარა და აუზთან მდგარ მაგიდას გვერდით მიუჯდა,დემონსტაციულად მიუთითა მის წინ მდგართ, დაბრძანდითო და კარგა ხანი აკვირდებოდა ორივეს.გეგა ფიქრობდა თვალებით შეჭმაც ამას ქვიაო, არადა დუმილის დარღვევას არცერთი აპირებდა. Ნათიას ყელში უჭერდა ასეთი სიჩუმე და ბოლოს ისევ თვითონ ამოხეთქა.
-კატო მთელი დღეა გეძებთ.სად იყავი? ან რა ტანსაცმელი?
-ყველაფერი მოუყევი?...-გაბოროტებით წამოიძახა და გეგას დაჟინებით დააკვირდა.ის ჯიქურ არ იღებდა ხმას.
-კი ყველაფერი მომიყვა...-ნიშნისმოგებით წამოიძახა ნათიამ და ეცადა მისი მზერა დაეჭირა...-აბა სხვას რას ელოდი? კლუბიდან წაგათრიეს და დილამდე ისიც არ ვიცოდი ცოცხალს გიპოვნიდი თუ არა...ამხელა ამბავს როგორ მალავდი? კატო! Მე შემომხედე ! ეკატერინე !...-დაუყვირა მისი სახე ძალით მიიბრუნა თავისკენ.
-და ახლა რომ იცი რა? მითხარი სადარდებლის მეტი რა მიიღე? Რატომ უნდა გცოდნოდა, შენ რატომ უნდა გამერიე? ისიც ვერ მოვინელე გეგასთან რომ გავამხილე და შენთვის როგორ უნდა მეთქვა?
-და რა გგონია მეგობრები რისთვის ვართ? Დასალევად და საცეკვაოდ წასასვლელად? იქნებ დაგხმარებოდი? იქნებ არ გავბრაზებულიყავი როცა უარს მეუბნებოდი ჩამოსვლაზე, იქნებ აღარ ჩაგციებოდი?...-წამოიძახა სასოწარკვეთით და ეცადა ეგრძნობინებინა, გაბრაზებული კი არა ნაწყენი ვარ შენი უნდობლობითო.
- სად იყავით?...-ლამის ჩურჩულით იკითხა და გეგა მიხვდა ეს კითხვა რიტორიკულია, თავადაც ხვდება სად ვიყავითო…-მასთან მიხვედი არა?
-სხვა გზა არ მქონდა...-მოთმინება დაკარგა და ამოიძახა ბოლოსდაბოლოს…-მითხარი სად იყავი?
-უსაფრთხოდ ვიყავი, ნუ გეშინია...-ტონი დაითბო.
-გუშინდელი საღამოდან გამქრალი მარტო იმით გვაკმაყოფილებ რომ უსაფრთხოდ იყავი? ტანსაცმელი საიდან მოიტანე? კატო რაში გაეხვიე?...-მავედრებლად წარმოთქვა ქალმა.
-არ იტყვის...ხომ ხედავ იმასაც ნანობს სამი წლის წინ რომ დახმარება მთხოვა...აღარ გვენდობა და მორჩა, ამიერიდან რომც მოკვდეს იმასაც ვერ გავიგებთ დამნაშავე ვისში ვეძებოთ...-ხელი ჩაიქნია და ფეხზე წამომდგარმა აქცია ზურგი.
-კატო...-ხელისგულებში მოიქცია მისი ტითები და ხმა დაითბო ნათიამ...-უნდა გვითხრა, გთხოვ, საშუალება მოგვეცი უბრალოდ ვიცოდეთ ასეთ სიტუაციაში რით დაგეხმაროთ.
-ტანსაცმელი კეკესია...-გატყდა საბოლოოდ,როცა მიხვდა რომ თავისი საქციელით მუდამ გვერდით მეგობარს გულს წყვეტდა...-სანაპიროს გავუყევი და მისი ფაცხა ვიპოვე, დახმარება ვთხოვე და ტანსაცმელი მომცა, ძალიან განერვიულებული ვიყავი, სახლში დაბრუნება და ნელიკოსთვის ახსნა არ შემეძლო, ამიტომ მასთან დავრჩი.ეს იყო და ეს.
-მოდი აქ...-მკლავები გაიწვდინა ნათიამ და ერთიანად ჩაიკრა...-ჩემო პატარა ასეთ რა შარში გაგხვიეს, ასეთი რა გაუკეთე შენ თავს?!...-კატომ იგრძნო რომ ამ მომენტში მაინც შეეძლო სუსტი ყოფილიყო, სულ ცოტა ხნით,მაგრამ მაინც დანებდა მეგობრის სითბოს.თავი დაცულად დიდი ხანია აღარ უგრძვნია, გაბრაზდა,თუმცა აღიარა რომ ცოტათი გაუხარდა კიდეც გეგამ ნათიას სიმართლე გაუმხილა.ყველაფერი კი ნათიას ენერგიის ბრალი იყო, მას ყოველთვის შემოხვეული ჰქონდა სიძლიერის მანტია, რითაც მის გარშემო მყოფებს თავს დაცულად აგრძნობინებდა.მშვენიერი მომენტი მაშინ შეწყდა,როცა გეგას ტელეფონი აწკრიალდა და სამივე გამოერკვა ბურუსიდან.
-ნიკაა…-ამოთქვა გეგამ და დაინახა კატოც ისევე ანერვიულდა როგორც თვითონ…-გისმენ.
-გეგა, კატოს ფოტო მჭირდება.სოციალური ქსელი არ აქვს და მოწმეების…
-კატო სახლშია, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა...-მონოტონურად ამოთქვა.
-სახლშია...-ყურმილიდანაც იგრძნობოდა ამ სიტყვების სარკაზმის დონე...-რაო სად ვიყავი აქამდეო?
-მთავარია რომ უკვე კარგადაა, დანარჩენი შენ დიდი ხანია აღარ გეხება ! …-ყურმილში ჩაყვირა და გაუთიშა.გეგას ეგონა ეს საუბარი დასრულდაო,მაგრამ კატომ იცოდა რომ ამ საქციელის მერე იქნებოდა ნამდვილი დიალოგი და არცთუ ისე სასიამოვნო,როგორც ეტყობოდა.
სახლში დაბრუნდნენ და ნელიკოს ახლადმოდუღებულ ყავასაც მიუსწრეს, ზაფხულის ცხელი საღამოს მიუხედავად, ყავა სასიამოვნო აღმოჩნდა.თითქოს ყველას დაავიწყდა საათების წინ გამოვლილი ნერვიულობა და ერთმანეთს ახსენებდნენ სტუდენტობის დროს გადამხდარ თავგადასავლებს,მანამ სანამ ერთმანეთიც არ მოღალეს და თავადაც ძილი არ შემოეპარათ.ნათიამ სურვილი გამოთთქვა თუ ხელს არ შეგისლიტ დავრჩებიო და უარი არავის წამოცდენია, გეგამ გოგონების სახლში მიყვანა ისევ თავის თავზე აიღო და შუბლზე კოცნით დაემსვიდობა დღის მთავარ გმირს.შხაპის მიღების შემდეგ ნათია კატოს პიჟამაში გამოეწყო და უკვე იცოდა რომ ნაიას ბებოსთან ძილით უნდა ესარგებლა და მეგობრისთვის ინფორმაცია იქამდე დაეცინცლა,სადამდეც შეძლებდა.კარგა ხანს ამსტერდამზე ელაპარაკა, სანამ შესაფერის მომენტს დაიჭერდა მისთვის საინტერესო თემაზე გადასასვლელად.კატო თავიდანვე მიუხვდა ჩანაფიქრს მაგრამ არ იმჩნევდა, ერთობოდა კიდეც მეგობრის წვალებით.ბოლო, როცა ნათია მიხვდა რომ აზრი არ ქონდა კატოსთან მიდებ-მოდებას, პირდაპირ მიახალა.

-იმ ნიკასთან დაძაბული ურთიერთობა რატომ გაქვს?
-ოჰოო, ნაიას ოქროსფერი თმიდან, გაბრიჩიძეზე გადახტომა მარტო შენ შეგიძლია...-გაიცინა და თავი ისე გააქნია თითქოს ვერ ვიჯერებო.
-მე უბრალოდ მაინტერესებს, შენზე ასეთი გაბრაზებული რატომაა? კარგი, უფრო ის მაინტერესებს რა ურთიერთობა გქონდათ და მე რატომ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ.
-გეგა უკვე მოგიყვებოდა რაღაცეებს.
-ხო მომიყვა რომ დავითისგან გაგიცნია,ისიც მიტხრა რომ გეგასთან შემთხვევით შეხვდით და მაშინ გაიგე ბავშვობის მეგობრები რომ იყვნენ...აი დანარჩენი მაინტერესებს.
-რაღა დარჩა რო?...-გაეცინა და სცადა უხერხულობა შეენირბა.
-ეკატერინე ! ახლავე დაწვრილებით მოყევი, კაცი ისე როგორ გააგიჟე რომ სამი წელი უცდიდა შენთან შეხვედრის მომენტს.
-გინდოდა გეთქვა ჩხუბის...-ისევ სცადა იუმორი ფარად გამოეყენებინა მაგრამ ნათიას უკვე მოთმინება ეცლებოდა და თვალებს აბრიალებდა...-დავითმა ტავისი წილი ჩემზე იმიტომ გადმოაფორმა,რომ საჯარო სამსახურში ადმინისტრაციულ ტანამდებობაზე ინიშნებოდა,კანონით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა.მაშინ ნიკა სამოხელეო დანაშაულების მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტის უფროსი იყო და დაინტერესედა ახალი თანამშრომლით.საბუთებს მიყვა, აღმოაჩინა რომ თემურს წილები სანდროზე და გიორგიზე ჰქონდა გადაფორმებული, ბოლოს კი ვიყავი მე, ჩემი წილის გადაცემის და ქორწინების ხელშეკრულებებს შორის 2 დღიანი შუალედით.ყველაფერს მიხვდა,არაოფიციალურ გამოკითხვაზე დამიბარა, წავკამათდით.მაშინ უკვე რამდენჯერმე ვყავდი ნანახი და ვგრძნობდი რომ მოვწონდი.სახლსი დაბრუნებულმა,მასინვე დავითს მოვუყევი,რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებდნენ და პირველი რაც მოაფიქრდა…
-მისი შენ მიმართ არსებული სიმპათიის გამოყენება იყო…
-ასე გამოვიდა...თვითონ მთხოვა თუ შეძლებ იქნებ გამოიყენო სიტუაცია საჩვენოდ და გამოძიებას თავი დაანებებინოო.
-ეს როგორ უნდა გაგეკეთებინა?
-გავაკეთე...-ნათიამ თვალები დაჭყიტა და წამოიმართა, ინტერესით დააკვირდა მეგობარს და როცა მიხვდა არ აგრძელებსო, ნიდაყვი გაკრა...-შეხვედრებს მოვუხშირე, ვიყენებდი მის ინტერესს და ბოლოს ავუხსენი რომ სანდრო ჯორჯაძესთან ქორწინება სრული ფიქცია იყო, ვუთხარი რომ თუ გამოძიებას გააგრძელებდა ჯორჯაძეს თანამდებობიდან მოხსნით არაფერი დააკლდებოდა, მე კი საარსებო წყაროს დავკარგავდი.
-და დაგიჯერა...-ბოლო აკორდივით გაისმა ნათიას ევრიკა.
-დამიჯერა და გამოძიებას თავი დაანება...გამოძიებას და არა მე. Შეხვედრები გრძელდებოდა და ბოლო აღარ უჩანდა, დავითს სიტუაცია აწყობდა და არაფერს ამბობდა, სანდროს საერთოდ არ აინტერესებდა და ისე მოხდა რომ უკან დასახევი გზა აღარ დამრჩა, მასთან ურთიერთობას ვერ ვწყვეტდი და ბოლოს მივხვდი რომ ეს შიშის კი არა ჩემი გრძნობების ბრალი იყო.მომწონდა და საკუთარ თავთან ვეღარ ვმალავდი.
-მერეეეეე?...-პატარა, მოუთმენელი ბავშვივით ახტუნავდა ნათია და კატოს გაახსენდა რამდენიმე საათის წინ როგორ ფიქრობდა ნათიას ზრდასრული ქალის ძლიერ ტვისებებზე, გაეღიმა…-მერე ისე აღმოვჩნდი მის საწოლში,რომ გონზე მოსვლაც არ დავაცადე ჩემ თავს.
-უუჰ, რას დააცდიდი, დღეს რომ ვნახე, ღმერთმანი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ მაინც დავაკვირდი.უღმერთოდ სიმპატიურია...-აკისკისდა და წამის მეასედში დასერიოზულდა ისევ…-მოიცა თუ ყველაფერი ასე იყო, რატომ გაიქეცი,აი ამას ვერ ვხვდები.
-ეს უკვე ნიკას აღარ ეხება...-ტონი გაუცივდა კატოს და ცარიელი მზერა გაყინა
-მომიყვები მაგ საქმეზე?...-შეაპარა ნათიამ თითქმის ჩურჩულით.
-არა ნათი, ჩვენი ძილის დროა, მთავარია რომ ცნობისმოყვარეობა მცირედად მაინც დაიკმაყოფილე, ახლა დახუჭე თვალები და ცხვრები მანამ დაითვალე სანამ არ დაგეძინება...-ბალიში შეუსწორა და ანიშნა თავი დადეო,ბუზღუნით ჩააქრო სინათლე და “ცუდი გოგო ხარ”-ის ძახილით მიწვა ნათია.კატოს ეგონა როგორც იქნა მიჩუმდაო მაგრამ მალევე გაიგონა ნათიას ხითხითი და ამას ჩურცულიც მოჰყვა “მაგან იცის შენი პირველი კოცნა რომ აირტყა?” “ბოლოც”-იყო პასუხი.
-მოიცა...ჰა?...- ისევ მოუთმენლად წამოხტა ნათია,ტორშერის ჩამრთველს ეცა და მეგობარს გაკვირვებით მიაშტერდა…-აბა ამსტერდამელი ბიჭი?
-გეგას ბოდვაა, არანაირი ამსტერდამელი ბიჭი არ არსებობს.კეკეს უთვალთვალებდა და რომ არ წამეკბინა ყურადღება გადაიტანა...ის ერთი ღამე იყო და მორჩა, ამით დასრულდა ჩემი და საკაცეთის ურთიერთობა.
-არ არსებობს ! იმაზე ბებრუხანა ხარ ვიდრე მეგონა...-დასცინა და ოთახი ამჯერად საბოლოოდ ჩააბნელა.
თვითონ ყველაზე მეტად მობუზღუნეს კი მალევე მიეძინა,მაგრამ კატომ მთელი ღამე ფხიზლად ტეხა.იცოდა ხვალინდელი დღე ისევ დიდ უსიამოვნებას მოუტანდა და იმასაც აანალიზებდა რომ ამ უსიამოვნებაში გაბრიჩიძე მთავარ როლს ითამაშებდა.
დილა სახეზე ათამაშებული მოცუცქნული თითებით დაიწყო,კატოს ნახევრად ძილბურანში მყოფმა სხეულმა ერთიანად შეიგრძნო ნაცნობი იების სურნელი და თვალები ძალდაუტანებლად გაახილა.ნაია აქ იყო,თავისი ოქროსფერი აბურდული თმით და ბაჭია პიჟამათი, ეშმაკურად აციმციმებულ თვალებით დასცქეროდა ქალს და მანაც მოუთმენლად ჩაიკრა გულში, კარგა ხანს გაიტრუნა ორივე ქალბატონი, ერთმანეთის სითბოთი ტკბებოდნენ და კატო მიხვდა რომ პაწაწინას გარეშე გატარებული ერთი დღე თითქოს მარტოობის მთელ საუკუნეს უდრიდა.ოთახში შემოსულმა ნელიკომ,მშვიდი ღიმილით მოავლო თვალი საძინებლის ამ სურათს და იქ მყოფთ ამცნო “ზარმაცებო ადექით, საუზმე მზადაა და მე ნათიასთან ერთად გელოდებით”.ხელ-პირი დაიბანეს და როცა ორივე ოქროსფერთმიანი მზად იყო მოსალოდნელი დღისთვის, გულზე მიკრული ნაიათი ყოფილი ჯორჯაძე სამზარეულოში ღიმილით გამოცხადდა.ნათია გემრიელად ილუკმებოდა კრუასანებს,რომელიც დილაადრიან უყიდია ნელის ახლომდებარე საცხობში და სახლი ტკბილი ცომის თავისებური სურნელით იყო გაჟღენთილი.დილის შეგრძნებები გაცვალეს, თითქოს მზის სხივები ეცეკვებოდა იმ იდილიას,ახლადგათენებულმა დღემ რომ მოიტანა.ამჯერად სტუმრებს სახლში ელოდნენ, როგორც აღმოჩნდა ნელის თავისი მეგობრები ვახშამზე დაუპატიჟებია და ტავის ფუსფუსს,ერთგვარ მზადებას დილიდანვე იწყებდა.ამიტომაც საქმეები ისე გადანაწილდა,რომ ნათიას ნაია შეხვდა, კატოს კი დასარეცხი ჭურჭელი.გონებაში დატრიალებული მუსიკის მოღიღინეს, ტელეფონის ხმა შემოესმა და ხელები სწრაფად შეიმშარალა, ყურმილს მიღმა მოისმა ნამძინარევი გეგას ხმა.
-კატო, ბატონ გაბრიჩიძეს ჩემზე ფიქრში არ დასძინებია და გამთენიისას დამირეკა, ყოფილ ჯორჯაძეს გადაეცი დღეს 12 საათზე ბათუმის მმთავარ სამმართველოში გამოცხადდესო...-ენას ძლივს იბრუნებდა,მაგრამ მაინც შეძლო ინფორმაცია ნაკლებად ხისტად მიეწოდებინა.
-მოიცა გარეთ გავალ...-ნელიკო მის გვერდით იდგა და მიხვდა რომ როგორც კი ერთ ზედმეტ სიტყვას ახსენებდა,მაშინვე გასკდებოდა ბომბი...-განყოფილებაში რა მინდა?
-მასთან რომ მივედით, გამოძიება დაიწყო და ახლა ფორმალური საკითხია მოსაგვარებელი.
-არ მითხრა დიადი გაბრიჩიძესი არ დაიჯერეს და მაინც ჰგონიათ რომ ჯერ კიდევ კარგული ვარ.
-ეკატერინე რამდენს მალაპარაკებ, ისედაც....
-კარგი კარგი ბოდიში...-ამოილაპარაკა უცებ და დაუმტავრებელ სათქმელსაც მიუხვდა...-გააგრძელე ძილი.
-მოიცა…-აშკარად უფრო ფხიზელი ხმა მოისმა ტელეფონში...-თუ მასთან შეხვდრა მარტოს არ გინდა, ჩავიცვამ და გამოგყვები.
-არა, ვფიქრობ კარგად გაება, ალბათ იციან რომ ბოლოს თვითონ მნახა და მოუწევდა აეხსნა რატომ,ამიტომ ნიკა გაბრიჩიძესი უკვე აღარ მეშინია.ჩემ მხარესაცაა კოზირები.
-თქვენმა ბანქომ მომკლა, წავედი...-ელვის სისწრაფით გაუთიშეს ტელეფონი და მხოლოდ მაშინ გაანალიზა რაც თქვა, ამაზე აქამდე არც უფიქრია, ახლა კი ცხადია,გაბრიჩიძის წინააღმდეგ რაღაც მაინც აქვს და თუნდაც მცირე დეტალს ეს იურისტი ისე შეფუთავს,თუ დასჭირდა, რომ...და ფიქრიც აღარ დაუსრულებია,ისე შევიდა სახლში.
ჭურჭლის რეცხვა გააგრძელა და შიგადაშიგ თვალს აპარებდა მოკისკისე ნაიასკენ, რომელსაც ნათია თავის მხიარულ აურას ახვევდა თავზე.ნელის საკმაოდ ვრცელ მონოლოგს უსმინა სტარტერებზე,მთავარ კერძზე და დესერტებზე და მიხვდა რომ კულინარიამ ამ ქალბატონის სახით დიდი მზარეული დაკარგა.მიხვდა,რომ უბრალოდ ყურადღების გადატანას ცდილობდა,მაგრამ დრო გადიოდა და ის ჯერ კიდევ არ იწყებდა მზადებას.ვერც სათქმელის შეფუთვის გეგმა მოიფიქრა, ნელიკოს ვე ეტყოდა განყოფილებაში დაბარების ამბავს, ამიტომ მოუწია ეცრუა, სულ ცოტა ხნით უნდა გავიდეო და მავედრებლად გადახედა ნათიას.საბოლოოდ ნათიამ ნაიას მოვლა საკუტარ ტავზე აიღო და ისე გააბრუა ნელი ლაპარაკით რომ ქალს კითხვაც არ გასჩენია ჩემი შვილი რა საქმეზე მიბრძანდებაო. კარადასთან აღმოჩენილმა ქალმა საკუთარი თავი გამოიჭირა მცდელობაში, მოხდენილად ჩაეცვა,კლასიკურ შავ კაბა მორგებულმა, სარკეში თავი შეათვალიერა და გაახსენდა, ის დრო როცა დილაობით შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილს მანიაკივით ერთი სული ჰქონდა სამსახურამდე მისულიყო და თავით გადაშვებულიყო საქმეში.სარკესთან თმა დაისწორა თუ არა მიხვდა რომ ზემდეტი არ უნდა მოსვლოდა, მსუბუქად გაიკეთა მაკიაჟი და ანარეკლს,რომელსაც ეს წლები ასე გაურბოდა მზერა გაუშტერა.ეზიზღებოდა დავით ჯორჯაძე,არადა ის ერთადერთი იყო ვინც კატოს ნამდვილი სახე დაინახა, ალბათ იმიტომ რომ თავადვე შექმნა ეკატერინე,ზუსტად ისეთი როგორიც სჭირდებოდა.
მანქანიდან გადმოვიდა და განყოფილების შესასვლელთან მისულმა თავისი სახელი და გვარი წარმოთვქა.მაშინვე გაუძღვნენ სამმართველოს უფროსის კაბინეტისკენ, კარი გაუღეს და მისალმებისთანავე თვალი მოკრა, დივანზე ჩამომჯდარ ნაცნობ აგებულებას.სწორედ მის გვერდით მიუთითეს ჩამოსაჯდომად და იმისდამიუხედავად,რომ ახლა ამას სიკვდილი ერჩივნა ზემდეტი უხერხულობა აღარ შექმნა.
-ქალბატონო ეკატერინე, აქ უბრალოდ ფორმალობისთვის დაგიბარეთ, როგორც იცით გუშინ დაკარგულად გამოგაცხადეთ და ძებნა დავიწყეთ, ამიტომ ახლა რამდენიმე კითხვაზე მიპასუხებთ და თავისუფალი იქნებით.
-გისმენთ...-წარმოთქვა უხერხულად და მაქსიმალურად შეეცადა გვერდზე მჯდომისკენ არ მიეხედა.
-სად ბრძანდებოდით გუშინ შუაღამის პირველი საათიდან საღამოს საათებამდე?...-კატომ შეატყო რომ მხოლოდ ის არ გრძნობდა გაბრიჩიძეს კაბინეტში ყოფნით თავს დაძაბულად.
-მეგობრებთან ერთად კლუბში ვიყავი,როცა ჩხუბი ატყდა და ბატონმა ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ,ყოველგვარი პირადი ნივთის გარეშე, ფიზიკური ძალდატანებით, ფაქტიურად წამიღო თავის სახლში...-ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ წამიერად, როცა გაიგონა გვერდზე მჯდომის ჩაცინება და უდარდელად გადაჯვარედინებული ხელებით როგორ მიეყრდნო საზურგეს, კატომ გახედა და დაინახა რომ მამაკაცი მას სარკასტულ ღიმილ აკრული თვალს არ აცილებდა.
-შემდეგ…-იკითხა გამომძიებელმა და გაურკვევლობის განცდით გადახედა ნიკას, რომელიც ისევ იმ პოზაში იჯდა და ქალს დამცინავ ღიმილს არ აკლებდა.
-შემდეგ, გადმომათრია მანქანიდან და თავის სახლში შემათრია.დამიჯერეთ სასიამოვნო პროცესი არ ყოფილა, ხელზე მუდმივად მიჭერდა და მექაჩებოდა, რითაც არაერთხელ განვიცადე ფიზიკური ტკივილი. თან მიყვიროდა და რაღაც გაურკვეველის ახსნას მტხოვდა, მემუქრებოდა, ამით ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურიც დაუმატა.
-ქალბატონო ეკატერინე...-ხმა დაუსერიოზულდა გამომძიებელს...-მე…
-მერაბ იქნებ სულ ცოტა ხნით შენი კაბინეტი დაგვითმო...-უდარდელად ამოილაპარაკა გაბრიჩიძემ და ცარიელი მზერით გახედა. Გამომძიებელმა სამშვიდობოს დაიგულა ტავი და სიტყვა დამთავრებული არ იყო, წამოდგა კაბინეტიდან გასაქცევას. Კარი მოიხურა და ეკატერინეს სიმამაცეც თან გაიყოლა, ახლა უკვე მესამე პირი აღარ იყო მათ შორის და კატომ ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა თითქოს ყელში გაჩხერილ შიშის ბურთს ამით ემუქრებაო.
-თუ ჩივილს აპირებ, ცოტა გაამძაფრე, ასე ხომ ვერაფერს დაამტკიცებ,ის მაინც თქვი რომ დაგარტყი...-უცნაურად შემოტრიალდა სიტუაცია და ყოფილი ჯორჯაძე ისევ დაცინვის ობიექტი გახდა.
-მე ასე არ ვთვლი, მითუმეტეს რომ ნახევარმა კლუბმა დაინახა როგორ უთავაზე ბატონ ლაშას სახეში და როგორ გამომათრიე პატარა ბამბის სათამაშოსავით.ბევრი მოწმე მყავს, ამას ემატება გეგაც და შენი კარიერა…
-ნუ ჩქარობ კატო...-ამოთქვა კაცმა ჩურჩულით და კატოს გაახსენდა, მაშინ, იმ ღამეს რატომ დაკარგა თავი...-მე ხომ იმ კაცს დავარტყი რომელმაც შეგავიწროვა, ამის გამო არავინ დამაკავებს, მითუმეტეს ჩემ კარიერს, შენისგან განსხვავებით,რაც არ უნდა ეცადო ფსკერამდე ვერასდროს დაიყვან...-ისევ გაეყინა მზერა და ეს ნიშნისმოგებით ნათქვამი სიტყვები, არწმუნებდა ქალს რომ გაბრიჩიძემ რაღაც გაიგო, ის არა,რასაც გაურბოდა,მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი...-ასე რომ თქვი სად იყავი ეს დრო,ჩემგან წასული და დავასრულოთ ეკატერინე ჯორჯაძის გარშემო ღერძის ბრუნვა.
-არსად, იმ სანაპიროს გავყევი და კეკეს ფაცხასთან ამოვყავი თავი, შენგან ისეთი დადებითი მუხტით ავსილი გამომიშვი რომ მინდოდა ბედნიერება ჩემთვის დამეტოვებინა და საღამომდე იქ დავრჩი...-მზერა აარიდა და ერთიანად მიაყარა უშინაარსო სიტყვები.
-როგორი უცნაურია...-გაეცინა სიმწრით...-ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი ხარ, მაგრამ როცა საქმე პირადად გეხება, ისე საშინლად იტყუები რომ …
-დავასრულეთ?...-წარმოტქვა მოუთმენლად და ფეხზე წამოვარდა, კარისკენ გაიწია მაგრამ კაცის ხელებმა ისევ შეაჩერეს...-იქნებ შეეშვა ჩემი მკლავის მოტეხვის მცდელობებს, ბოლოსდაბოლოს...-თვალები დააკვესა და ეცადა ისედაც დაბეჟილი მკლავი მარწუხებისგან გაეთავისუფლებინა.არ გამოუვიდა პირიქით, უფრო მეტად იგრძნო მბწკენი ტკივილი და მისი სახეც ისე მიუახლოვა თავისას რომ კატოს რომც ნდომოდა სხვაგან ვერ გაიხედებოდა.
-მისმინე, ყველანაირი თვალთმაქცობის და ტყუილის გარეშე, როგორც იურისტმა იურისტს მითხარი ვინ გემუქრება და ასე საშინლად რისი გეშინია, ვის ემალები და რატომ გონია გეგას რომ შენი სიცოცხლე საფრთხეშია...-ეკატერინე ისმენდა სიტყვებს და უყურებდა გულწრფელ ინტერესს კაცის სახეზე ასე თამამად რომ თამაშობდა, გაახსენდა როგორ უნდოდა მაშინ როცა ზუსტად ასე უჭერდნენ ხელს,ოღონდ კისერში და სამუდამო ძილით ემუქრებოდნენ, მასთან გამოქცეულიყო, ყველაფერი მოეყოლა,ეთქვა რომ მისი ბრალი არ იყო, არ უნდოდა ასე გამოსულიყო...მაგრამ ვერ გაბედა, ისევე როგორც ახლა ვერ გაბედავს.ჯორჯაძეებთან ისწავლა რომ არავის იმედი უნდა ჰქონოდა, ვერავის ენდობოდა და ხანდახან საკუთარ ჩრდილსაც მორიდებოდა.
-მისმინე,ყველანაირი თვალთმაქცობის და ტყუილის გარეშე,როგორც იურისტმა იურისტს, მითხარი შენ ვინ გეკითხება? Საკუთარ ცხოვრებას რატომ ფლანგავ იმაზე ფიქრში რაც საერთოდ არ გეხება და მესამე შეწყვიტე ჩემთან ახლოს მოსვლა…-ამოისისინა და იმის მაგივრად ამას სასურველი ეფექტი მოყოლოდა, კიდელზე მიაჯახეს და მისი სახე ერთიანად მოიქციეს ხელისგულში.მერე კი ყურთან მხოლოდ ის გამყინავი, გაბზარული ხმა ესმოდა,რომელიც ეუბნებოდა…
-მაშინდელივით ვეღარ მომატყუებ...მინდა იცოდე რომ გამოძიებას ხელახლა ვიწყებ და ამჯერად რადგან დავითის განყოფილება მე მაბარია, უფრო მეტ კავშირს გამოვიყენებ. გავიგებ რას მალავ და თუ ის აღმოჩნდება რაც მე მგონია, დარჩენილ წლებს ციხეში გაატარებ.
-უდანაშაულობის პრეზუმფცია დაგავიწყდა...-ფეხებს შორის მუხლი უტავაზა და იმის მაგივრად გასცლოდა ზემოდან დააკვირდა მის წამიერად მოკეცილ ფიგურას.ძარღვებში სისხლმა მოზრაობა სინათლის სისწრაფით დაიწყო, იგრძნო როგორ უხურდა სახე და მიხვდა რომ ახლა ის ეკატერინე იდგა გაბრიჩიძის წინ,რომელმაც თავად დაგეგმა ფიქტიური ქორწინების მთელი მონახაზი...-ბავშვობაში გვაფრთხილებდნენ რომ ცეცხლთან არ გვეთამაშა, შენ კი ადექი და ზრდასრული კაცი, განათლებული იურისტი პირდაპირ კოცონის შუაგულში ჩახტი.დამიჯერე სანამ ციხეში გამიშვებ, მანამდე დაიწვები...- ღვარძლიანად მიაძახა და კარი გამოაღო, გაბრიჩიძე უყურებდა და კატო მიხვდა რომ მას ტავისი ნამდვილი სახე პირველად აჩვენა, ეს იყო რეალურად ყოფილი ჯორჯაძე და თუ ნიკა ფიქრობდა რომ მოერეოდა, ვფიქრობ მეორედ დაფიქრებაც არ აწყენდა.
სუფთა ჰაერზე გამოსულმა იგრძნო რომ კისერში უჭერდა ნერვები, სულ ცოტაც და პანიკური შეტევის მსხვერპლი შუა ქუჩაში გახდებოდა.ჩანთაში აწკრიალებული ტელეფონი ხმა ძალიან გვიან გაიგო, ერთჯერადი, გუშინ ნაყიდი ტელეფონის ნომერი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა და ეკატერინეც მიხვდა,რომ ყველაფერი თავისი გეგმის მიხედვით წავიდა.რადგან ზარს ვერ უპასუხა,მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო “დღეს,საღამოს 7ზე,ძველ ადგილას,ეცადე არავინ აგეკიდოს”.მანქანისკენ ხელის კანკალით დაიწყო,უკვე იცოდა რომ ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო,მაგრამ უკან დასახევი გზა გუშინ ღამით ძალიან მწარედ მოიჭრა, ეს მისი ბოლო შანსი აღმოჩნდა და იცოდა, ბოლო წვეთამდე გამოიყენებდა.
მანქანა ნაცნობ ფაცხას მიადგა და კეკეს მომღიმარი სახეც დალანდა, ჭიქება ასუფთავებდა და საღამოსთვის მზადებას იწყებდა.კატო ახლოს მივიდა, მის დანახვაზე კეკემ ჭიქა დადო და მაშინვე მთელი ყურადღება სტუმრისკენ მიმართა.ქალმა საფულე მოიმარჯვა და წინასწარ გამოტანილი, ხუთი ას ლარიანი გაუწოდა.ბართან მყოფმა ეჭვნარევად, გაკვირვებით გამოხედა.
-ძალიან გთხოვ ახლა არ მითხრა არ ავიღებო...-გაიღიმა კატომ და ხელი უფრო შორ მანძილზე გაიწვდინა.
-კატო, იმიტომ დაგეხმარე რომ გჭირდებოდა და მინდოდა.დაბრუნება საჭირო არაა…-იუარა და თავი სასმელებით დახუნძლული თაორიებისკენ მიაბრუნა.
-კეკე, ხომ გითხარი ვსესხულობთქო, თან მანქანა მათხოვე მთელი დღით და ძალიან გთხოვ, არ მიყვარს თავის დავალებულად გრძნობა.ამ ცუდი თვისების გამო მაინც გამომართვი...-მავედრებელ ტონს უარი ვეღარ უთხრა და ყოყმანით მოიქცია გაწვდილი თანხა ხელისგულში...-თან რაღაც ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი უნდა გთხოვო…-ინტერესად იქცა მსმენელი...-თუ ვინმე გკითხავს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, უთხარი რომ მთელი დღე შენთან ვიყავი, არსად წავსულვარ.შეშინებულს სახლში დაბრუნება არ მინდოდა და შენს ფაცხას შევაფარე თავი.
-კატო უნდა მეშინოდეს?...-გამაფრთხილებლად ჩაიჩურჩულა და თვალები მოჭუტა.
-არა კეკე, გპირდები ისეთს არაფერს გთხოვ რაც სულ მცირე დისკომფორტს მაინც შეგიქმნის. Უბრალოდ აქედან მეგობრის სანახავად წავედი და არ მინდა ვინმემ გაიგოს...იმიტომ რომ ზუსტად ის დაგისვამს ამ კითხვას, ვინც არ მინდა რომ გაიგოს.
-ახლა გასაგებია…-ეშმაკურად ჩაიღიმა კეკემ და თავი დაუქნია იმის ნიშნად მივხვდი რასაც გულისხმობო, კატოც დარწმუნდა რომ გოგომ თავში რომანის მშვენიერი სურათი დახატა და რადგან ჩანაფიქრი აისრულა,ცოტათი დამშვიდდა.
-კარგი ეს ამბავი დავივიწყოთ...ახლა მითხარი შენ რას შვები? ნუთუ არ არის ვინმე ისეთი, ვიზე ლაპარაკიც ორი კვირით დაბრუნებულ და წამსვლელ მეგობართან მოგინდება?...-კეკეს გაეცინა და გამხიარულების მიუხედავად, რაღაც მომენტში ჩაფიქრდა.კატო მიხვდა რომ გოგოს მართლა უნდოდა რაღაცის გამხელა და იმ ფაქტმა,რომ იცოდა ყოფილი ჯორჯაძე მალევე წავიდოდა და არც არავისთან იტყოდა გამხელილს ამაზე,დააფიქრა.
-იცი? მართლა არის ვიღაც, უკვე წლებია, მაგრამ ვერც მამჩნევს...-როგორია ამიღწერეო ჩაეკითხა კატო და ბარის მაგიდასთან მოკალათებულს ჩაეღიმა იმის გაფიქრებაზე რომ ზუსტად ახლა კეკეს თვალიტ დანახულ გეგას აღწერას მოისმენდა.
-აქ იშვიათად ჩამოდის მაგრამ მეგობრისგან გავიცანი,ამიტომ პირველი შეხვედრის მერე ვერ ამოვიგდე თავიდან…-ჭიქების წმენდა განაგრძო და თავისი მუდამ გაბრწყინებული თვალები ჩაუქრა...-მაღალია, ნავარჯიშები,მაგრამ მის პროფესიას თუ გავითვალისწინებთ არც მიკვირს, არასტანდარტული გარეგნობა აქვს, მაგრამ მისი თაფლისფერი თვალები...რამდენჯერაც შევხედავ, კატოოო, იმდენჯერ გული ხელთავიდან მისკდება რომ არ მიხვდეს ...-ჯორჯაძის წინ დადნა კეკე და როცა ქალის სახეს დააკვირდა, გაეცინა.
-კეკე საერთო მეგობარი ვინაა? Მე ვიცნობ?...-შიში შეეპარა ხმაში და ერთიანად დაიძაბა.
-კი, გეგა...-მხიარულად წამოიძახა კეკემ და კატომ სუნთქვა შეწყვიტა.ყველაფერს მიხვდა და იგრძნო რომ ერთ ადგილზე ვეღარ გაჩერდებოდა.ხელებში ტელეფონი აუწკრიალდა და ესეც მისი საბაბი აღმოჩნდა ბოდიში მოეხადა მისთვის, რომ სულ მცირე ხნით გასცლოდა.
ყურმილში ნელიკოს მხიარული ხმა გაისმა,რომელიც ეკითხებოდა დაახლოებით რომელ საათზე აპირებდა დაბრუნებას და ქალმა იცოდა,რომ შუაღამემდე სახლში ვერ მივიდოდა.წინასწარ მოფიქრებულმა ამბავმა,დედის ცნობისმოყვარეობა გააღვიძა,მაგრამ ინფორმაციის სიმწირემ კოლეგებთან მორიგ შეხვედრასთან დაკავსირებით ნამდვილა ვერ დააკმაყოფილა.ბართან დაბრუნებულ კატოს ეგონა სული მოვითქვიო და ამჯერად ცივი გონებით სურდა უფრო მეტი ინფორმაცია დაეცინცლა მეგობრისთვის.
-კეკე, იცი რომ მაგ საერთო მეგობარს მეც ვიცნობ?...-თეთრმა ფერმა გადაურბინა სახეზე და შეშინებულმა გამოხედა...-გეგამ მეც გამაცნო ნიკოლოზი, სხვათაშორის გეთანხმები, ნამდვილად არასტანდარტული პიროვნებაა..-ბოლო სიტყვა თავისთვის ჩაილაპარაკა...-და უფრო მეტიც,თუ გახსოვს რამდენიმე დღის წინ შენთან ვნახე, მას მერე გავიხსენეთ ძველი დრო და ახალი ამბებიც მომიყვა...-კატომ თავისი სიტყვების გავლენა იგრძნო კეკეს დაძაბულ ფიგურაზე და მაშინვე დაასხა ცეცხლზე ნავთი...-მიყვებოდა რომ ძალიან მოსწონდა ერთი ბარმენი გოგო,მაგრამ ვერ ბედავდა გამოლაპარაკებას, მაშინ ვერ მივხვდი რატომ,მაგრამ ახლა მესმის.
-ჩემზე არ იტყოდა გეშლება...-უიმედოდ და საკუთარი ტავის დაცინვის მიზნით ამოილაპარაკა.
-მაშინ ვერ წარმოვიდგენდი მაგრამ ახლა კი ვხვდები რომ ის შავგრემანი შავთვალა შენ ხარ...ხოდა ჩემო კარგო, უბრალოდ არ იცნობ ნიკოლოზს,მართალია თამამი ჩანს მაგრამ ასეთ საკითხებში მოიკოჭლებს.მეორედ როცა აქ მოვა აუცილებლად გამოელაპარაკე და აგრძნობინე რომ შენ თვითონაც მოგწონს.თან უკვე იცნობ და რთული არ იქნება…
-ვერა კატო, ძალიან მრცხვენია...-იუარა და თავი გაიქნია.
-აბა რამდენ ხანს აპირებთ ასე შორით კვდომას...-სიცილით წამოიძახა და კეკე ვერ მიხვდა რომ ქალი დასცინოდა…-დამიჯერე, ასე შენ თავსაც დაეხმარები და მასაც.ახლა მაპატიე, მაგრამ უნდა გავიქცე...-ხელები აათამაშა ბარის მაგიდაზე და თვალი ჩაუკრა.
მანქანაში მოთავსებულმა ღვარძლიანად გაიღიმა და გასაღები გადაატრიალა,ეკატერინეს სასარგებლოდ კიდევ ერთი ქულა იწერებოდა,ამას კი მანამ ვერ მიხვდებოდნენ სანამ იმ შედეგის წინ არ დადგებოდნენ,რაც აუცილებლად შეეხებოდა გაბრიჩიძეს.


პ.ს მსუყე თავია და იმედია მოგეწონებათ.
აქვე ერთი კითხვა- როგორ გგონია კეკეს მოტყუებით რის მიღწევას ცდილობს კატო?
ველი თქვენს აზრებს ^_^



№1 სტუმარი Qeti qimucadze

,არვიცი. მაგრამ ცუდად რომ იქცევა ვიცი. წმინდა წყლის დამლევი რომ არააა ჩანს და დიდი გაქნილი ვინმეაა. უბრალოდ არუნდა დაკარგოს ტავისი მეობააა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს თავი არეული რავიცი თუ მე ვერ ჩავწვდი ამ მოთხრობის არს მაპატიეთ ძალიან მომწონს იმდენი კაცი ირევა ამ გოგოს ცხოვრებაში თავგზა ამერია მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent