შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხალის გამოჩენა (თავი 2)


21-04-2021, 17:51
ნანახია 1 079

დილის სამზადისი ელიზაბეტის სახლში ხმაურიანად იწყება. ჯერ კიდევ 7 საათზე თამრიკო სამზარულოში ჭურჭელს არახუნებს და ოთარს საჭმელად ეპატიჟება. ღიპიანი მამაკაცი უარობს, სულ იმას იმიზეზებს,რომ სამსახურში აგვიანდება და საინფორმაციო გადაცემის ყურების შემდეგ, დამშვიდებული გულით ტოვებს სახლს, რომ არაფერი საშიშროება არაა და არც ომი იწყება. ელიზაბეტი თავს ბალიშში რგავს, უნდა სულ წამით მაინც ჩაახშოს ხმაური, მაგრამ კიბეებზე ნაბიჯების ხმა ისმის და ოთახის კარებზეც აკაკუნებენ. რომ შეეძლოს, მთელ დღეს საწოლში კოტრიალსა და ხატვაში გაატარებდა.
-ელიზ, ადექი, სკოლაში წადი,-თამრიკო გოგონას მხოლოდ მაშინ ეძახის "ელიზს",როდესაც კარგ ხასიათზეა , ანდაც რამე ძალიან უხარია. ამ მომენტში ,მისთვის რამის არ შესრულება და დაიგნორება სასიკვდილო განაჩენით მთავრდება.
-ახლავე, წამებში ჩამოვალ დაბლა.-გაჰყვირის ელიზაბეტი და საწოლიდან ზანტად დგება. ჯერ სხეულს ჭიმავს, რამდენიმე ვარჯიშსა და გაწელვას აკეთებს, შემდეგ კი სარკესთან მიდის და საკუთარ თავს აკვირდება. ჩაშავებული ზოლები თვალის ქვემოთ, ძილის გამო დასიებული სახე, აწითლებული ლოყები. ის არ ფიქრობს,რომ ულამაზესია, მაგრამ არც იწუნებს რამეს თავის გარეგნობაში, უყვარს ისეთი ელიზაბეტი,როგორიც ახლა უმზერს სარკიდან. საღამურებს იხდის, შემდეგ კი გარდერობთან დადგომისთანავე, ხელებს ნაცნობ სპორტულებს ავლებს და მათ ჩაცმას იწყებს. შეუძლია გამოიპრანჭოს კიდეც, მაკიაჟის გაკეთებაც იცის მხატვარმა გოგომ, მაგრამ ამ წამს ამის მიზეზს ვერ ხედავს და ცდილობს,დღეს რაც შეიძლება უბრალოდ გამოიყურებოდეს. მშვიდი სახითა და კუდად შეკრული თმებით ელიზაბეტი ჯერ თამრიკოს ესალმება ,შემდეგ კი ტელევიზორთან მიდის და საინფორმაციო გადაცემის წამყვანს ავლებს თვალს, მამაკაცი ამინდის შესახებ იუწყება, ამბობს,რომ შუადღისთვის კოკისპირული წვიმაა გამოცხადებული და უკეთესი იქნება,თუ ხალხი ყოველი შემთხვევისთვის ქოლგას წაიყოლებს თან.
-კარტოფილი შეგიწვი,-ისმის სამზარეულოდან თამრიკოს ხმა,-ოთარმა იუარა, მეჩქარებაო და შენ გამისინჯე, ერთი როგორია აბა,-ელიზაბეტი თვალებს ტელევიზორს სწყვეტს და სამზარეულოში გადის დედასთან. თეფშზე კარგად დაბრაწული კარტოფილის ნაჭრები ალაგია, გვერდით საწებელა დგას, რომელიც სულ ახლახანს გამოიღეს მაცივრიდან და ამ სურათის დანახვაზე ,ელიზაბეტს უკვე ნერწყვი ადგება.
-სკოლაში მეშვიდე გაკვეთილამდე მომიწევს დარჩენა,-ამბობს ელიზაბეტი მას შემდეგ,რაც ლუკმას კარგად ღეჭავს და მშვიდად ყლაპავს მას.-სალის და კოტეს პროექტის დასრულებაში უნდა დავეხმარო.
-ისევ ნუნუმ დაგავალათ,ხო?ყოველ დღე პროექტის ჩატარება აღარ გამიგია,-იცინის თამრიკო და სამზარეულოს კარადებს წმენდს.
-ხო, ჩვენ რა, მგონი, იმას ემატება კრედიტები...თუმცა სახალისოა, მე პირადად ჯგუფში მუშაობის დროს კარგად ვხალისობ,-ელიზაბეტი იღიმის სალისა და კოტეს ჩხუბის გახსენებაზე.
როდესაც ისინი ერთამენეთში ვერ თანხმდებიან, კამათობენ და თუ ამითაც ვერ აღწევენ შესაბამის შედეგს, ელიზაბეტს სთხოვენ ,აირჩიოს რომელია მართალი, ის კი ,რა თქმა უნდა, ვერც ერთს ირჩევს და ცდილობს მოდებატე მხარეები როგორმე დააწყნაროს.
-კი, რაღაცეების ჟღაპვნას, ჯობია მათთან გაატარო დრო,-იძახის თამრიკო და ელიზაბეტი მაგიდაზე ჩანგალს ხმაურიანად დებს. ცდილობს დამშვიდდეს და არ გაცხარდეს, მაგრამ დედამისის ასეთი სიტყვები მასზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
-დედა, შენ არ გესმის....ჩემთვის ხატვა ყველაზე ძვირფასია ნიჭია, რაც კი გამაჩნია.
-მე კი ასე არ ვფიქრობ, შენ ხომ სიმღერაც კარგად გამოგდის, შესანიშნავად უკრავ გიტარაზე. მაინც და მაინც ,რას აიტეხე ეს ხატვა? ხომ იცი,რომ ამით ვერაფერს მიაღწევ?-ქალი კარადების წმენდვას ასრულებს და დოინჯით დგება ელიზაბეტის წინ.
-შენი სიტყვები საშინლად მტკენს გულს, იმედების გაცრუების მეტი არაფერი შეგიძლიათ ცოლ-ქმარს!-ელიზაბეტი სკამიდან ხმაურიანად დგება და ჩანთაში იწყებს ქექვას. მგონი, ყველაფერი ჩადო ,რაც სჭირდებოდა: ტელეფონი,ყურსასმენები, ცარიელი რვეული, კალამი, კოხინორის ფანქარი, თეთრი საშლელი..
-მე შენ სასიკეთოდ ვიძახი ამას!-ესმის დედამისის სიტყვები იქამდე სანამ სახლს დატოვებს.
-აბა რაა, სასიკეთოდ, როგორ არა,-თავისთვის იძახის ქერა გოგო და გულაჩუყებული მიდის სკოლისკენ. ტელეფონზე სალისგან ზარი შემოდის.
-მეოთხედ გირეკავ,ელიზ!სად გიგდია ტელეფონი?
-ვჭამდი,ახლა გზაში ვარ, სად ხარ შენ?
-კოტეს ველოდები ორღობეში, რომ გამოივლის გული უნდა გავუხეთქო,-ხითხითებს სალი და მის სასაცილო ტონზე ელიზაბეტსაც ეღიმება, თვალებში დაგროვილ ცრემლებს იწმენდს თითებით და თავს მაღლა სწევს.
-ისევ პარკში შევხვდეთ?-კითხულობს ელიზაბეტი.
-ხო, თუ დაგვაგვიანდა, არ შეშინდე, სავარაუდოდ, ერთმანეთს გავწეწავთ და მალე მოვალთ.
-კარგი, ძაანაც არ მოგივიდეთ.-ელიზაბეტი ზარს თიშავს და ცაში დაგროვილ ღრუბლებს აკვირდება. ისინი ნელ-ნელა იცვლიან ფერს, უფრო მუქდებიან და ბობოქრობენ. გოგონას მხოლოდ ახლა ახსენდება, რომ ქოლგის წამოღება დაავიწყდა,მაგრამ დიდად არ წუხს ამაზე, სხვა თუ არაფერი, მამას დაურეკავს და წაყვანას სთხოვს. ელიზაბეტი პარკს უახლოვდება, საყვარელ ადგილას მიდის და დაკავებული რომ ხვდება, უკმაყოფილოდ ოხრავს. აქ სულ ვიღაც ზის, რადგან ჩრდილიანი და გრილი ადგილია. ფაქტიურად, გოგონას მთელი ომის გამოვლა უხდება,რომ ამ სკამზე დაჯდეს. თან წინ ისეთი ლამაზი ხედია: ცისკენ აღმართული ნაძვები, თავები რომ მაღლა აუწევიათ და ამაყად დაჰყურებენ ახალგაზრდებს ზემოდან, მერედა როგორი შრიალი იციან გაზაფხულის ქარებისას, აგიფრიალებენ დავარცხნილ,დასწორებულ თმებს და სახლში აჩეჩილს მიგიყვანენ.მართლაც რომ ,ლამაზი რამაა ეს პარკი.
-ბაჰჰჰ!-ელიზაბეტი შიშისგან ხტება ადგილზე და მუხლებზე დადებული ჩანდა დაბლა უვარდება. უკნიდან სალისა და კოტეს სიცილის ხმები ესმის. ეტყობათ,კარგად ერთობიან სანახაობით.
-მოგკლავთ ორივეს,თქვე იდიოტებო!-გულზე ხელს იდებს აფორიაქებული ელიზაბეტი და სუნთქვის დაწყნარებას ცდილობს.
-ისე მშვიდად იჯექი, ნამდვილი მხატვარივით ჩაფიქებული,-კოტე მუცელზე ხელებს იდებს და სიცილს ძლივს იკავებს,-ვეღარ მოვითმინეთ და ცოტა გაგემასხარავეთ.
-ცოტა? ვერ უყურებ, ლამის სული ამოსძვრა,-ხარხარებს სალი და კოტეს გაწვდილ მტევანში ხელს ურტყავს.
-სულელები,-თავისთვის იძახის ელიზაბეტი და გაჭუჭყიანებულ ჩანთას წმენდს,-არ წავიდეთ?
-ხო, წავიდეთ თუ მომხდარის შემდეგ სიარული შეგიძლია.-ფხუკუნებს კოტე.
-გამასწარი,ოროსანო!
კოტე ადგილს სწყდება და მასთან ერთად ელიზაბეტიც გარბის. სანამ სკოლის შენობამდე მივლენ,უნდა ბიჭი დაიჭიროს და იმ კულულა თმებში სწვდეს, ცხვირს ბეწვივით რომ აჩეჩილა ქარში. ამის მაგივრად , სკოლის დერეფანში კოტეს გამოკიდებული ელიზაბეტი უცხო სხეულს ეჯახება და კინაღამ წონასწორობას კარგავს. მაღალი პიროვნების ხელები წამში ასწრებს მის დაჭერას, წელზე ძლიერად უჭერს და ლამის გულში იკრავს გოგონას სხეულს.
-ფრთხილად,-ჩურჩულებს ბიჭი. ელიზაბეტი რეფლექსურად ხტება და კიდევ 2 ნაბიჯით იწევს უკან. უცნობს უყურებს, თითქოს ეს სახის ნაკვთები საიდანღაც ეცნობა. ნასვრეტები ლოყებზე, ხალი ტუჩთან.....მოიცადეთ,ეს ხომ ბაჩოა? შავგვრემანი ბიჭი პარკიდან, გუშინ რომ ნახა. წარმოგიდგენიათ, მისი სახე დღის სინათლეზე კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურება, უდაოდ ლამაზია და თვალისმომჭრელი. ბაჩო იღიმის, ოთხკუთხედი სათვალეები ისევ ისეა დასკუპებული მის კოხტა ცხვირზე და ოდნავ მაღლაა აწეული. ელიზაბეტი იხიბლება, ღამის სინათლეზე ვერ დანახულს, ახლა ხედავს და ის ხმის ტონით ნათლად ახსენდება, როგორითაც ბიჭი ესაუბრებოდა.ბაჩოს მწვანე მაისური აცვია, უცნაური თვალის ფერი აქვს და ელიზაბეტი ვერ ხვდება, ის ლურჯია თუ მწვანე....ალბათ, უფრო მწვანე. ხუჭუჭა თმები თავისუფლად გაუშლია, რაც კიდევ მატებს სიმაღლეს, ისედაც მაღალ ბიჭს. ბაჩოს გარშემო განსხვავებული და დამამშვიდებელი აურა ტრიალებს, ამას ელიზაბეტი მთელი არსებით გრძნობს.
-უკაცრავად,-იძახის გოგონა და წასვლას აპირებს, რომ ბაჩო წინ უდგება და დაჟინებით აკვირდება სახეზე,რომელიც ელიზაბეტს სხვა მხარეს აქვს გატრიალებული, სულაც არ უყურებს ახალგაზრდას.
-მოიცადე, შენ ის გოგო არ ხარ, პარკში რაღაცას რომ ხატავდა?
-არ ვიცი რაზე საუბრობთ..-ელიზაბეტი თვალების არიდებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. უცნაური სურვილი აქვს,რომ დაუსრულებლად უყუროს ბაჩოს დახვეწილი სახის ნაკვთებს.
-კი, ზუსტად ის ხარ, მეცნობი,-არეულად იძახის ბიჭი.
-მაგვიანდება, უნდა წავიდე.
-მოიცადე!-ისევ შორიდან ეძახის ბაჩო, მაგრამ ელიზაბეტი ყურადღებას აღარ აქცევს და კოტეს ეწევა, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაში სალისთან ერთად დგას.
-შეყვარებული გაიჩინე და არ გვეუბნები?-წყენით ამბობს სალი და კოტეს მხარს კრავს.
-რას ბოდავთ? არც კი ვიცი ვინაა....გადარეული,-ჩურჩულებს თავისთვის ელიზაბეტი და ახალგაზრდებს კლასისკენ უბიძგებს. ეჩვენება ,თუ ბაჩოც მათ მხარეს მიდის? უცნაური სიარულის მანერა აქვს, თითქოს მიიზლაზნება, წელში გამართული მისრიალებს ფეხებით ზედაპირზე.
-"შკოლნიკის" შთაბეჭდილებას ტოვებს, სათვალეც როგორ მიუტყაპებია ცხვირზე,-ენას არ აჩერებს სალი,-აქამდე რატომ არსად მინახავს? ეს ხომ არაა ჩვენი ახალი კლასელი?-ელიზაბეტს გული უჩქარდება რატომღაც.
-რა?
-ხოო, გუშინ არ მოგწერე მაგაზე?
-არაფერი მინახავს, რას იძახი?
-დამრიგებელმა თქვა, ახალი კლასელი გეყოლებათ და სანამ არ მოვალ, არაფერი გააფუჭოთ,ნორმალურად დახვდითო,-სალი მზერას კოტესკენ აპარებს,რომელიც ბაჩოს ესალმება და გასაცნობად ხელს უწვდის,-ლაქუცა,შეხედე როგორი პირფერია, გამოჩნდა ახალი მოსწავლე და მიგვაგდო მე და შენ.
-ნუ სულელობ, საერთოდ, რატომ გადარდებს...-ატრიალებს თვალებს ელიზაბეტი და კლასში შესულს თავში დაკუჭული ქაღალდი ხვდება.
-პიკასოც მოსულააა!-ყვირის დათო და დანარჩენ ძმაკაცებს მუჯლუგუნებს ურტყავს გამოსაფხიზლებლად. ელიზაბეტი არცერთის ჯღანვას აქაცევს ყურადღებას, წინა მერხზე იკავებს ადგილს და ჩანთიდან საჭირო ნივთების ამოღებას იწყებს. კლასში კოტე შემოდის, რომელსაც უკან ბაჩო მოყვება და სანამ ოთახს დაათვალიერებდეს, ელისაბედისა და მისი თვალები ერთმანეთს ხვდებიან. გოგონა ბედს იწყევლის იმის გამო,რომ ბაჩო მის კლასშია.
-პიკასო, ჯერ კიდევ ვერ მოიპოვე აღიარება?-ამბობს დაცინვით დათო და ყურადღებას რომ არავინ აქცევს, ელიზაბეტს საშლელს ესვრის. გოგონას რეაქცია არ აქვს მის არც დაცინვაზე და არც დამცირებაზე. დიდი ხანია რაც ასე ხდება, დათო არასდროს ეშვება ელიზაბეტს და სულ პოულობს მიზეზს დასაცინად, ამის გამო კოტესგან ბევრ შენისვნას იღებს, ბევრ მუშტსაც, მაგრამ დასასრული არა და არ აქვს მის მასხრობებს. ხანდახან ელიზაბეტს ყელშიც ამოსდის მისი ასეთი მობყრობა, მაგრამ თავს თოკავს და ამის შემდეგ ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე წარმოუდგენია. დათოს ბეზრდება დაცინვა და ფანქრის ღრღნას იწყებს გულმოსული.
-ეს ვინღაა?-კითხულობს უზრდელურად დათო და ბაჩოსკენ იხედება. ბაჩო მხოლოდ ახლა წევს ტელეფონიდან თავს და ბიჭისკენ მიდის. მაღალია, არც ტანი უშლის ხელს, რომ ვინმე ერთი მზერითაც დააშინოს. მოჭიდავის სხეული აქვს, გრძელი მკლავები, ძლიერი ფეხის კუნთები და მკაცრი სახე, იშვიათად თუ გაიღიმებს.
-შენი ახალი კლასელი ვარ,-იძახის ის და დათოს ხელს უწვდის, ყავისფერთმიანი ბიჭი ჯერ ძმაკაცებს უყურებს, შემდეგ კი დამცინავი მზერით ართმევს ახალ კლასელს ხელს. ბაჩო იღიმის, ხელით მოჭერას ზრდის და საკლასო ოთახში შეკრებილ ბავშვებსაც კი ესმით,თუ როგორ უტყვრება დათოს ძვლები,-სასიამოვნოა,-ასრულებს სიტყვებს ბაჩო და ყავისფერთმიანის ტკივილისგან დამანჭულ სახეს შეჰყურებს.დათო "მეგობრული" ხელის ჩამორთმევის შემდეგ ექიმის ოთახისკენ მიდის. დიდი არაფერი, შეიძლება დაჟეჟილი ჰქონდეს ხელი, მაგრამ მოტეხილი ნამდვილად ვერ იქნება.
-ვერ უყურებ ,რა ჯეკი ჩანია? საღოლ მაგას,-იცინის სალი და ელიზაბეტს წერაში უშლის ხელს,-ცნობისთვის, შენ გიყურებს,-ხითხითებს ის,მაგრამ ელიზაბეტს არანაირი რეაქცია არ აქვს.
-სალი, შემეშვი, ოღონდაც რაა.
-უჰჰ, რა მოსაწყენი ხარ,-ნაწყენდება სალი და კოტესთან მიდის,-ისე , კარგი იქნება , თუ დღეს უკანა მერხზე დაჯდები,-ამბობს წითური გოგონა და ტუჩებს პრანჭავს.
-ვითომ რატომ?-კოტე ბაჩოსთან საუბარს წყვეტს და ახლა სალის უბრუნდება.
-იმხელა თავი გაქვს, თან ეგ ბუჩქი,-სალი კოტეს თმებს უჩეჩავს,-ნახევარ დაფასაც კი ვეღარ ვხედავ ხოლმე,-კოტე სალის სიცილით არ პასუხობს.თუმცა ბაჩოს კი ეცინება ამ უკბილო ხუმრობაზე.-ახალი კლასელი სულ დამავიწყდა, მოკლედ, მე სალომე ვარ, შეგიძლია სალი დამიძახო, ან სალიო, სალომეც წავა, უფრო სალი მომწონს.
-სალომე ნორმალურია, მგონი,-იძახის ბაჩო.
-არა, სალი მირჩევნია,-ედავება წითური.
-მე ბაჩო მქვია. უბრალოდ ბაჩო და არანაირი ზედმეტსახელები.
-სალისთვის ეგ არ არსებობს, ხვალე რომ გნახავს, სანაძლეოს დავდებ, ბაჩის დაგიძახებს,-იცინის კოტე , საუბარს აგრძელებს, მაგრამ მის სიტყვებს ზარის ხმა ფარავს.
-სად დავჯდე?-კითხულობს ბაჩო. კოტე და სალი კლასს თვალს ავლებენ.
-ჩემ გვერდით წამო,-მხარზე ხელს კრავს კოტე და ბაჩოც მას მიყვება. სალი ელიზაბეტის გვერით ჯდება, მათ უკან კოტე და ბაჩო სხედან. გაკვეთილი იწყება, კლასში შემოსული მასწავლებელი ბაჩოს მოსწავლეებს აცნობს და მისგანაც ისმენს რამდენიმე სიტყვას. შემდეგ გაკვეთილები ერთმანეთს დაუსრულებლად მიყვება. დათო მთელი დღე მტკივან ხელს იზელს და ზიზღით გადახედავს ხოლმე ბაჩოს,რომელიც სხვა რაღაცითაა დაკავებული და მისკენ წამითაც კი არ იხედება. სხვა რაღაცის ყურებით, თუ სხვა ვიღაცის?

* * *
სკოლის ეზო ახალგაზრდა მოსწავლეებითაა სავსე. მეშვიდე გაკვეთილი იწყება და დაბალი კლასები სკოლას ტოვებენ. ისეთი ბედნიერი და გაცისკროვნებული სახეები აქვთ, თითქოს ჯოჯოხეთიდან გამოდიან, არადა, რას აკეთებს სკოლა ისეთს,რომ ადამიანს შეძულდეს იქ ყოფნა? სკოლა რომ არა, რამდენი იქნებოდა ახლა გაუნათლებელი, უსწავლელი, ისეთი , რომელსაც სიტყვის თქმა და საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლებოდა ამ რთულად საცხოვრებ სამყაროში,რომელშიც ადამიანს თუ განათლება არ გაქვს ,არავინ და არაფერი ხარ. ხანდახან რთულია სწავლა, მაგრამ მისგან მიღებული შედეგია კარგი და ის დღეებია კარგი,როდესაც გიფასდება, გიბრუნდება გაწეული შრომა, რაც ერთ დროს გაგიღია უკეთესი მომავლისთვის. ახალგაზრდები კი იცინიან, მაგრამ ,მოდი, ნუ ჩავუშხამებთ სიხარულს და ჩვენც გავიცინოთ მათ ბედნიერებაზე, პატარები არიან, თავისებურად უხარიათ მკაცრ მასწავლებლებთან დამშვიდობება. ელიზაბეტი ამ ჟრიამულს საკლასო ოთახიდან გადაჰყურებს, კლასში მხოლოდ ის და სალი რჩებიან, კოტე მაღაზიაში მირბის- "ჩიფსები თუ არ ვიყიდე, ისე მეშვიდე გაკვეთილამდე აქ რა გამაჩერებსო"-იძახის სიცილით და ღიღინით მიუყვება კიბეებს. გზაში ბაჩო ხვდება. ისე როგორ ჩაუვლის ვინმეს, საუბარი რომ არ გაუბას.
-ბაჩო, პროექტს არ აკეთებ შენ? ან ვის ჯგუფში ხარ?
-რა პროექტს?
-ააა, არ იცი?....აგიხსნი მოკლედ,გეოგრაფიაში გვაქვს, მასწავლებელმა საკონტროლოს ნიშნებად ჩაგითვლითო, თითო ჯგუფს, თითო კონტინენტი მოგვცა, უნდა დავახასიათოთ და ინფრომაცია მოვიძიოთ მაგ კონტინენტის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, დემოგრაფიულ განვითარებაზე, კლიმატზე....აუ ,არ ვიცი,ათასი აჯაფსანდალი კიდე, გოგოები უფრო კარგად აგიხსნიან.
-ვინ გოგოები?-რატომღაც, მხოლოდ ამით ინტერესდება ბაჩო და კოტეც ეშმაკურად იღიმის.
-სალი და ელიზ....აბეტი,-სიტყვას წელავს ბიჭი.
-სულ ეგენი ხართ?
-ხო,ბიჭო..ცოტანი ვართ და მაგიტომ მინდა, კიდევ ვინმე დავამატო, სასწავლი რომ არ იყოს ბევრი.
-მაშინ მაგის გამო დაგემატებით,-კოტეს ძლიერ უხარია ბაჩოს სიტყვები, თუმცა,გულში კი ამბობს: " ხო, აბა , სულ მაგის გამო გვემატები.."
-ძაან კარგი, სადმე ხომ არ გეჩქარება? მეშვიდეზე ვრჩებით,რომ განვიხილოთ პროექტი და გადავინაწილოთ მასალა.
-არა, ისეთი არაფერი.
-ძააან კარგი, მაშინ მაღაზიაში გამომყევი, რაღაცები ვიყიდოთ და მერე კლასში ავიდეთ.-ბაჩო თანხმობის ნიშნად თავს უქნევს კოტეს და ორივენი ერთად აგრძელებენ გზას მაღაზიისკენ.
-ბაჩო,ხო არ ეწევი ან სვამ შენ?
-არა, სპორტსმენი ვარ, არცერთი.-მტკიცედ იძახის შავგრემანი.
-როგორ იცით ხოლმე რა მოჭიდავეებმა , არადა რას ვიქეიფებდით ჩემთან,-იკვეხნის კოტე და წელში იშლება შეზარხოშებული თამადასავით.
-არ გამოვა,კოსტა, მაგრამ გული არ გაიტეხო.
-გამიტყდა და ეგაა,-სასაცილოდ იდებს გულზე კოტე ხელს და ბაჩოსაც აცინებს. ნამდვილი მასხარაა ხუჭუჭებიანი ახალგაზრდა, განა არ იცის ეს, მაგრამ თავს ისე იჭერს,თითქოს ყველაფერი გამიზნულად კი არა, შემთხვევით მოსდის საუბრის დროს. სასუნავებით დახუნძულები უკან ბრუნდებიან კლასში. ბაჩოს გამოჩენა სულაც არ ახარებს ელიზაბეტს,რომელიც ლაპარაკს წყვეტს და სალის გაურკვევლობით ანიშნებს რაღაცას.
-ისედაც ცოტანი ვიყავით ჯგუფში, ხოდა გენიოსმა კოტემ,-თავს იქებს ყავისფერთმიანი ბიჭი,-ასეთი რამ მოვიფიქრე, მოკლედ, ბაჩოც ჩვენთან იყოს და პროექტის გადანაწილებაშიც აღარ გაგივრთულდება საქმე.-კოტე კმაყოფილი უყურებს სალის და ისიც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
-არ გამოვა,-მოულოდნელად იძახის ელიზაბეტი და სამივე მას აშტერდება,-საქმე უკვე გადავინაწილეთ, გასაკეთებელი არაფერია,სხვა ჯგუფი ნახოს,-უხეშად ამბობს ის და რუკას უბრუნდება.
-ელიზ, რა პრობლემა გაქვს?-კითხულობს სალი,-რაც უფრო მეტნი ვიქნებით,სამუშაო მით უფრო ცოტა იქნება, დაფიქრდი აბა.
-მართალია,-მხარს უბამს კოსტა და უკმაყოფილო ელიზაბეტს რუკას აცლის მაგიდიდან. პირით უჩურჩულებს,რომ შეწყვიტოს ასეთი მოქცევა ახალ კლასელთან,რომელიც არაფერს აშავებს.
-არა უშავს, თუ არაფერი აღარ გჭირდებათ ჩემგან, შემიძლია წავიდე. არაა პრობლემა,-იძახის შერცხვენილი ბაჩო და გასვლას აპირებს,რომ სალი ხელში აფრინდება და უკან აბრუნებს.
-როგორ არ გვაქვს, კლიმატზე ჩემი ძაღლი ისაუბრებს?-დაძაბულობის გაფანტვას ცდილობს კოტე და გამოსდის კიდეც, მასთან ერთად სალიც იცინის, ბაჩო ოდნავ იღიმის და თვალს ელიზაბეტისკენ აპარებს,რომელიც არც კი უყურებს მათ.
-ყურადღება არ მიაქციო,-ეჩურჩულება ბაჩოს სალი,-რთული პიროვნებაა, მეგობრებს ძნელად იძენს.
მეშვიდე გაკვეთილი იწყება, ოთხი ახალგაზრდა საკლასო მაგიდის გარშემო ზის. სალი და ელიზაბეტი გვერდი-გვერდ, კოტესა და ბაჩოს პირისპირ. გაცხარებულები ბჭობენ რაღაცას და ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი მხარე დაიჭირონ ან ვისი. კოტე თავისას გაჰყვირის, სალი იქით ედავება, ელიზაბეტი ორივეს აწყნარებს და ახალი კლასელი კიდევ ამ სანახაობაზე სიცილით სკდება.
-მოიცადეთ, მოიცადეთ,-ფეხზე დგება ბაჩო და ყველას აშოშმინებს,სალი კოტესთან ჩხუბს წყვეტს,-ჩემი აზრიც მოისმინეთ,-იძახის შავგვრემანი და დემონსტრაციულად ახველებს იქამდე სანამ საუბარს დაიწყებს,-პირველ რიგში,საჭიროა აზიის კონტინენტი ზოგადად მიმოვიხილოთ, შეგვიძლია ეს ტექსტი,რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, ოთხივემ გადავინაწილოთ და ასე მოვყვეთ, შემდეგ კი ცალკეულ თემებზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ, ასე არ ჯობია?
-მე მას ვეთანხმები,-ამბობს მშვიდად ელიზაბეტი. ბაჩო მისკენ იხედება და უღიმის,მაგრამ გოგო მას არც კი უყურებს. სხვა თუ არაფერი,შავგვრემანი ფიქრობს, რომ ეს პატარა პროგრესია.
-კარგი აზრია,მაგრამ ჯერ ამას გავწეწავ და მერე დაგეთანხმებით,-იძახის სალი და კოტეს თმებში აფრინდება.
მათ ყურებაში ელიზაბეტი გულწრფელად იცინის. საკლასო ოთახს თვალს ავლებს და ხედავს,რომ ბაჩო მას უყურებს. სწრაფად წყვეტს სიცილს და რუკას აშტერდება. ჯერ კიდევ ვერ გაუგია,თუ რა უნდა ახალ კლასელს და რატომ იწვევს ის მასში შიშს, იმის შეგრძნებას, რომ ქარიშხალი გამოჩნდა....მოდის, ლეწავს გარშემო ყველაფერს და ცხოვრებას ურევს ელიზაბეტს....ვინ იცის..



№1  offline მოდერი guroo

ძალიან სამწუხაროა, რომ სიახლეს ამდენი ნახვა, მოწონება აქვს და არცერთი კომენტარი არ წერია შესაბამის ველში. უბრალოდ უსამართლობაა. რადგან მოსწონთ, უნდა თქვან კიდეც რატომ მოეწონათ, ან რითი მოიხიბლნენ.
მე პირადად, უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, მეტი უნდა იკითხო, რომ გემოვნება დაიხვეწო. ასევე ბევრი უნდა წერო, რათა აზრების გადმოცემის გზები თავისუფლად, ნარნარით მოვიდეს შენთან და წერის პროცესი გონების ჯახირს არ დაემსგავსოს. ჰოდა, როგორც არ უნდა გაგაკრიტიკო ან გაგაკრიტიკონ სხვებმაც, მაინც ჯიუტად უნდა გააგრძელო საკუთარი წარმოსახვის სიტყვებში ჩაცურება, გრძნობებზე საუბარი და კიდევ ათასი რამ, რაც წერასთან არის დაკავშირებული.
მიუხედავდ ყველაფრისა, შენი ნაწერის კითხვა სულს საოცრად მინაზებს. ვხვდები, რომ აქ აღწერილი განცდები ჯერ შენს გულშია დაბადებული და მერე - ცარიელ ფურცლებზე გადმოტანილი. მხოლოდ ამის გამო ვარ შენი გულშემატკივარი.
გისურვებ, რომ ყველა, ვინც შენს ნაწერებს წაიკითხვას და მოეწონება, ჩამოვიდეს ქვემოთ, კომენტარების ველში და ორი სიტყვით მაინც გაგიზიაროს შთაბეჭდილებები, რადგან ნებისმიერი ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია მკითხველის უკუკავშირი.

 


№2  offline წევრი Life is beautiful

ისეთი სიტკბილეა რომ მგონია სკოლიდან გამოვდივარ და იქვე ახლოს მერი ბები მამალოებს რომ ყიდიდა ისევ დამხვდება და მასთან ჩავიტკბარუნებ პირს...
ქარიშხალი არ ვიცი და ციკლონი იყო ჩემთვის, ისე გამისროლა სივრცეში, აწმყოდან წარსულში და მართლა ჩემი ხუჭუჭა კლასელი გამახსენა(კარგად ვიცინე, გამახსენდა როგორ ვჩეჩავდი და ეს ისეთი სეამოვნება იყო ვერ აღვწერ)
ხოდა ძალიან დიდი მადლობა♥️

 


№3  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ძალიან საინტერესო დასაწყისია, მომეწონა და იმედია გააგრძელებ, წარმატებები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent