შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კასკადი


23-04-2021, 00:10
ავტორი angry strawberry
ნანახია 9 353

სეტყვაში მოყოლილ ოფოფზე დამკვდარიყო ქალის მზერა, მოკლული ტიტები ეჭირა ხელში, სიგარეტის ელფერში გახვეულიყო თეთრი მცენარე.
აპრილის 24ში ნახეს ბოლოს ქალი. ღია აივნიდან გამოვარდნილს ოქროსფერი თმა მისწებებოდა მკერდის ძვალზე. ტიტები ეჭირა ხელში და დის დასაფლავებაზე გარბოდა ისე, თითქოს სიკვდილის გასწრებას შეძლებდა.
26 წლის მაია ალავერდიშვილის სხეული 21 აპრილს, დილის ექვს საათზე იპოვეს მყვინთავებმა, თუმცა ყვინთვა აქ არაფერ შუაში იყო, ახალგაზრდა ქალის სხეული მოსვენებული ჰყავდა ტალღის ნებას.
შსს-ს მიმღებში მაღალი, ღიპზე სარშემორტყმული მინისტრი ტუქსავდა სარგადაყლაპულ მამაკაცს, სიმპატიური იყო კაცი და ვითარების შეუსაბამოდ არხევდა თეთრ კბილებს იქვე მდგომი მდივნის წინაშე. ასეთი ადამიანი იყო მიქაელ ოქროპირიძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არანაირი მაია ალავერდაშვილი არ დაბადებულა. პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია ელენე გედევანიშვილი, დაბადების წელი უცნობია. ყალბი ცხოვრება ხსენებულს უცნობი მიზეზით შეუქმნა საქართველოს აწ უკვე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ლევან გედევანიშვილმა, რომელიც ასევე უცნობი მიზეზით იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ ბინაში, ამა დღის ორ საათზე. პირველადი დაკვირვებით გარდაცვალების მიზეზია თვითმკვლელობა. სანდო წყაროზე დაყრდნობით არსებობს ადამიანი, მედეა გედევანიშვილი, თუმცა მოცემული სახელი და გვარი ცოცხლებში არ რეგისტრირდება. საინტერესოა, ვის სიკვდილს უნდა ველოდოთ, იქნება ეს მედეა, თუ ჩვენ?! - განაცხადი გააკეთა სამინისტროს პრესმეიკერმა, ჩვენ კი დაგიბრუნდებით განახლებული სამუშაო რეჟიმით.
დივნის სახელურზე გადაედო ცალი ფეხი ქალს, ხელი თავქვეშ ამოედო და უძრაობის ხანაში ჩარჩენილი ჭამდა პოპკორნს, დაყოლებულ ღვინოს რომ შეეღება დალექილ სისხლისფრად. ხელში გადამრთველი ეჭირა და გონებას აყოლებდა მოსმენილს. შეიცვალა გეგმა.
მიქაელ ოქროპირიძე, როგორც მოახსენეს ჩასვრილი საქმის მწმენდავად გაეგზავნა მინისტრს საავადმყოფოში. არ გაუპროტესტებია კაცს, მხოლოდ დაქირავებულებმა იცოდნენ მისი ნამდვილი პროფესიის, მკვლელის შესახებ. სიცრუეში გაზრდილს ხშირად თავადაც ვერ გაეგო, მკვლელი იყო, თუ შსს-ს მინისტრის მოადგილე.
მიმღებში ქალი დახვდა მიქაელს. ოქროსფერი თმა კუდად ჰქონდა შეკრული, თუმცა ურჩ კულულს მაინც მოესწრო მისწებებოდა მკერდის ღარს.
- მიღების საათები დასრულებულია,- გაუღიმა ქალმა, მაგრამ ეს სხვა ღიმილი იყო. თითქოს იცნობდა, იცოდა და მაინც უღიმოდა.
- სხვა საქმეზე ვარ მოსულ
- დაჭრილი ხართ?
-არა!
-მოტეხილობა?
- საქმე ეხება
- თუ არ კვდებით, თქვენი საქმე აქ არაფერია ბატონო, რეანიმაციაში მინისტრიც კი სკამზე კანკალებს. თუ შეიძლება, გამატარეთ, პაციენტს უკანალიდან ოთხი ფიცარი გამოუჩნდა, უნდა ვუშველო. თქვენ კი ადმინისტრაციაში მიბრძანდით, მესამე სართულზე.
- უყურებდა მიქაელი სიკვდილის დარაჯად ქცეულ ქალს, დაბალ ტანს მოქნილად რომ მიარხევდა და ვერ მიმხვდარიყო, ეს ქარაგმები შემთხვევითი ხასიათის იყო, თუ გამიზნული. ათამდე დათვლით დაიმშვიდა შფოთი, გაიქრო ილუზიებში გამომწყვდეული აზრები და მესამე სართულსაც მიაღწია.
ერთი კვირის შემდეგაც ვერ გაეგო გამოძიებას საქმის ვითარება. შეკრული იყო ხელისუფლებასთან, მაგრამ არც ამ უკანასკნელს გაეგებოდა რამე. ბევრად რთულ ამბავს გაედგა ფესვები, ვერ ბედავდა პრეზიდენტი ჩაღრმავებას. არავის ეხალისება შუბლში ტყვია.
გავიდა ორი კვირა. ორი კვირა ცდილობდა ოქროპირიძე ქალის დაყოლიებას გასეირნებაზე. თეთრ ხალათზე სახელი ლუსი კიოდა ოქროსფრად. დათანხმდა ქალი.
ის დღე იყო, პოპკორნზე დაყოლებული ღვინით გააგრძელა დღე წყვილმა. ბედნიერი იყო მიქაელი. ლუსის თვალები კი ატმოსფეროს სიღრმეში გარბოდა ხშირად. შეეცოდა ოქროპირიძეს. დაიღალა მომაკვდავების ყურებითო, დაძინება შესთავაზა. ორი საათს შემდეგ ღრმა მოსვენებას მიცემული კაცი მუცელზე ეწვა ბალიშისპირს. სახლში ახლად შემოსული ქალის მზერა ატმოსფეროს მიყინვოდა, წამიერად, თითქოს უყვარდა კიდეც. არ იცოდა.
მეორე დღეს სამინისტროში ნაადრევად დაიბარეს მიქაელი.
საგანგებო რეპორტაჟით გაცნობებთ, რომ ღამის სამ საათზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი. საქმე ეხება თვითმკველობას, თუმცა როგორც მატყობინებენ, დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილია ანაბრის ნომერი წარწერით,- „მინისტრის თვითღირებულება“. საქმე ეხება მკვლელობათა სერიას, რომელზეც გამოძიება გაორმაგებული ძალით მუშაობს.
სამი წლით ადრე*
ცენტრში გაერტყა ტყვია მედეას, ელენეს კი დაჭერაც ვერ მოეხერხებინა მშვიდობიანად. წლებია არ ენახათ მამა, წლები ემსახურებოდნენ საიდუმლო სადაზვერვოს.
ორი კვირით ადრე*
პეიჯერზე შემოსულ მესიჯს დახედა რეანიმატოლოგმა: *მკლავენ* მიხვდა საშველი არ იქნებოდა. გაეცალა ადგილს და იოგების დაწყვეტამდე ყვიროდა დის სახელს. ელენე. ჟურნალისტად შეიპარა გასვენებაში, თეთრი ტიტებით ხელში. ვერ დაელოდებოდა სიკვდილს. შური უნდა ეძია.
- მკვლელი- მიქაელ ოქროპირიძე; დაკვეთილია..
- გასაგებია! მეტი არც არის საჭირო.
რეალობა*
ქალაქგარეთ დაპატიჟა ოქროპირიძე ლუსიმ, მოსასვენებლად. მძიმე კვირა გქონდაო, ცრემლი ჩაუდგა თვალში ქალს. დათანხმდა მიქაელიც. უკანა ჯიბეში ოქროს ბეჭედი ჰქონდა გამზადებული, ხელის სთხოვნა სურდა კაცს.
ადგილზე მისულმა ლუსიმ უზარმაზარი პოლიეთილენის პარკი გადმოათრია საბარგულიდან, პლედი ვერ ვიშოვე, არ გამიწყრეო. გაეღიმა კაცს, მკვლელობები გაახსენდა სწრაფად და პარკზე მიწვა. ლუსიმ აიტეხა დავლიოთ, ადამიანური ბუნების სადღეგრძელო უნდა შევსვაო და დაიწყო:
- სამყარომ უბედურად ის ადამიანი შექმნა, რომლის ემოციური ფონი არასტაბილურია და მფეთქავ არტერიას ჰგავს. თუ ლოგიკა მიზეზს მოითხოვს, გეტყვი, რომ ემოციური ადამიანი კარგავს კონტროლს ყველა მცირე დეტალზე და მისი სამყოფელი ავტოპილოტით იმართება. განგიცდია?! ბრაზისაგან ყურის დაგუბება, კეფაზე სისხლის მარათონი, ენის ვერმოტრიალება და ფაქტი, რომ ადამიანს, აწმყოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანობის ცდაც არ შეგიძლია. ბუნებრივი გადარჩევა უზუსტესი ცნებაა და მის მარცხენა მხარეს იმფატიური არსებები ექცევიან. ცხოვრება ჩვენი არჩევანია. ზოგიერთი არჩევანი კრისტალირებულ ნეხვს ჰგავს. არ უღრმავდები, კრისტალები გაბრმავებს. მოგწონს, ძალიან მოგწონს. ისაკუთრებს და უეცრად ბრწყინვალე აფეთქების ხმა გაყრუებს. შენი არჩევანი - კრისტალირებული ნაგავი, მისიას ასრულებს, სკდება და ცხოვრების გარკვეული პერიოდი თავზე გემხობა. 47იანი დატენილი ნაგავი შელაკული თმით დაფარულ შუბლზე რომ გებჯინება, რისი ბრალია?! ვგრძნობ, როგორ ტრიალებს ჰაერში ჩემ მიერ გამსკდარი ნეხვის ბურთულა და იცი?! ცხოვრება თავზე მემხობა. სიკვდილისთვის გაზაფხულის უღიმღამო დღის არჩევა არც ისე რომანტიკულია. ყველა სიცოცხლე დასაფასებელია, მაგრამ ყველა არა. შენი წარსულის ემოციური გადაწყვეტილებები ამ მომავალზეა ასახული. ბოლო სიტყვები მიქაელ!
- შენი დედაც, მედეა!
- მე შენი, ელ!
ემოციის დასასრული



№1  offline მოდერი guroo

ქაოსი. სიღრმისა და დრამის მიმიკრია, რომელიც ამაო და უშედეგო არ გამოდგა, მაგრამ ვერც ჩაფიქრებულ სრულყოფილებას მისწვდა თავისი გაუგებარი, ცოტა არეული, განგებ ამღვრეული ფორმებითა და შინაარსით.
ზოგიერთი მონაკვეთი გასაკუთრებით ორიგინალური მეჩვენა. ზოგი კი - ავტორის გადაჭარბებული ცდა იყო, რომ როგორმე ორიგინალური გამოსულიყო. ზოგჯერ უნდა დაკმაყოფილდე იმ სიმაღლით, რომელსაც ერთ კონკრეტულ ნაწერში აღწევ და აღარ უნდა გადაამლაშო იგივე ნიშნულებამდე მიღწევის მცდელობებით. თითქოს ჭურჭელში იმაზე მეტი წყალი ესხა, ვიდრე მასში ეტევა. არაკომფორტულია კითხვისას ასეთ სისავსეს რომ გრძნობ. თანაც ეს არ იყო დამაჯერებელი სისავსე და იყო - შემაწუხებელი, ჩავარდნებითა და კრახით გამოტენილი.
უფლება არ მაქვს, გვერდი ავუარო ემოციურ სიმძიმეს, რაც თან გასდევს ყველა წინადადებას. შეუსვენებლად და ნაბიჯგამოუტოვებლად რომ მონაცვლეობს წერტილიდან წერტილამდე, ვიდრე სულ ბოლოს "ემოციის დასასრული" არ იქნება. სწორედ ეს ბოლო ფრაზა მაფიქრებინებს, რომ ერთ ამოსუნთქვაში დაწერილი ჩანახატი წავიკითხე, ავტორის მიერ ემოციის სრულად შთანთქმასა და გონებისთვის გადაცემას შევესწარი და ეს იყო სანახაობა, სადაც პერსონაჟები არსაიდან მოვიდნენ, რომ ავტორის სპექტაკლში თავიანთო როლები ეთამაშათ. მე კი მგონია, რომ ამ სპექტაკლს სიკვდილის ცეკვა ჰქვია. დიახ, უზადო, მოხდენილი, მომნუსხველი და თავდაჯერებული როკვა. ცეკვავს სიკვდილი წარსულის გამოცდილებაზე ფეხის წვერებით, როგორც გამომფატვრელი, მბურღავი ცოდვა და ცეკვავს სიკვდილი წამიერ გაელვებად, უცებ მოვარდნილ, უკონტროლო სურვილად და ჰაერში ხტება, როგორც თვითგადარჩენის ზეიმი. ამაყია და მედიდური, გამარჯვებული და დამზაფვრელი.
ტექსტი ერთდროულად იტევს თვიგვემასა და მონანიებას და ამავდროულად არის უმძაფრესი იმედგაცრუება. ვერ ხერხდება, რომ ოქროპირიძემ ბოლომდე "გამოიტიროს" ავბედითი წარსული და გემო გაუსინჯოს ახალ თავგადასავალს - ბედნიერაბას. ის უსუსურია, მოერიოს მძვინვარე არაცნობიერისგან ამოტივტივებულ საკუთარ ანარეკლს.
ჩემთვის ეს იყო ადამიანის მარცხი იმასთან, რაც ძალიან აშინებს და კიდევ იყო წარმოუდგენელი გაუბედაობა, ძრწოლა ამ რაღაცის პირისპირ აღმოჩენასთან დაკავშირებით. სიკვდილი ამ ყველაფრისგან ძალიან შორს გაქცევას ნიშნავს.
ამიტომ ვამბობ: მძიმე და ღრმა, ძალიან ქაოტური ჩანახატია.
ისედაც ორიგინალური ხარ ხანდახან და უფრო მეტს ნუღარ ცდილობ, როცა ასე პატარა ტექსტს ქმნი. იმიტომ, რომ არ ეტევა, რა. გასკდომამდეა მისული, რის გამოც არასასიამოვნოდ ხელოვნური ხდება.
წარმატებას გისურვებ.

დამავიწყდა მეთქვა, რომ არკანის დანახვამ შემომიტყუა წასაკითხად.

 


№2  offline წევრი angry strawberry

მიხარია, თოთხმეტი წლის ბავშვის გასკდომამდე ხელოვნური ნაწერი თუ დისკომფორტს გიქმნის. ოთხი წლის წინ ვიამაყებდი კიდეც. ახლა მხოლოდ იმედგაცრუებას ვგრძნობ. არც წარმატება მინდა. მადლობა. რაც შეეხება არკანს, ვფიქრობ, შენზე ხომ არ გავშალო. წარმატებები.

 


№3  offline მოდერი guroo

angry strawberry
მიხარია, თოთხმეტი წლის ბავშვის გასკდომამდე ხელოვნური ნაწერი თუ დისკომფორტს გიქმნის. ოთხი წლის წინ ვიამაყებდი კიდეც. ახლა მხოლოდ იმედგაცრუებას ვგრძნობ. არც წარმატება მინდა. მადლობა. რაც შეეხება არკანს, ვფიქრობ, შენზე ხომ არ გავშალო. წარმატებები.

ვაუ! გაშლას არ ველოდი.
მაშ ასე, ჩემი კითხვა: უნდა გავრისკო თუ არა და გავაკეთო ის, რაც ჩავიფიქრე?
გმადლობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent