შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (8)


25-04-2021, 01:26
ავტორი Qetatoo
ნანახია 10 347

ორი დღე არ გამოსულა არქივის სივრციდან, ქაღალდებით გარშემორტყმული, აბურდული თმით,კუთხეში მიგდებული პიჯაკით უკვე გაგიჟებას მყოფი თვალებით იყურებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რამდეჯერაც ცხვირი გამოყო ოთახიდან,იმდენჯერ ამრეზით გახედეს, თითქოს მისი არსებობა მთელ განყოფილებას ამძიმებდა, არქივის სივრცეში კი არავინ შეიწუხებდა მისი მოკითხვით თავს.ეკატერინე ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოაიდგენდა რომ მიზანთან ასე ახლოს მიუშვებდნენ,თავიანთი ამპარტავნობის, ზიზღის და უნდობლობის კედელს ამოფარებული სულელი ადამიანები.თავის გეგმას მიყვებოდა, ერთიანად შეისწავლა ბრაზილიური ნარკოტიკის საქმე და მესამე დღეს უკვე მზად იყო წინადადებით წარსადგომად.
-ბატონო ნიკოლოზ რამე პრობლემა იქნება ეს საქმე რომ სახლში წავიღო?...-ერთიანად გადმოხედეს და მიჩუმდნენ სათათბირო ოთახში ახლადშემოსულ ქალს,რომელმაც მაგიდაზე დაახეთქა ლამის თავისი წონის ყუთი.
-ეს რა არის?...-ინტერესით გადახედა მიშამ და ხელი წაავლო ყუთის თავზე დალაგებულ ფურცლებს, თვალი გადაავლო...-რად გინდა კატო, ეს საქმე 2009 წელს დაიხურა...-გაკვირვებით გადახედა, სანამ გაბრიჩიძეს ხელიდან გამოაცალა ფურცლები რომ თავადაც წაეკითხა.
-ბრაზილიური ნარკოტიკების საქმე ძველია, ჯერ კიდევ ჩვენს მოსვლამდე გამოიძიეს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი მიღებულია.რად გინდა?...-უნდობლად გამოხედა და პასუხს წარბაწეული დაელოდა.
-სამაგიეროდ სამი თვის წინ მიტოვებულ საწყობში ამოღებული ნარკოტიკების საქმეზე არ გყავთ ბრალდებული და მე გამოძიება არასდროს ჩამიტარებია, უკვე დასრულებული საქმე დამეხმარება შევადარო ოქმები და მტკიცებულებები, ასე მივხვდები რა გამოგრჩათ...-თავდაჯერებით წარმოთქვა და სხვებისგან შეუმჩნევლად დაეძაბა ეს ერთიანად მოშვებული სხეული,როცა გაბრიჩიძემ ნაბიჯი გადმოდგა,გამომცდელად დააშტერდა, მერე ყუთში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და ფურცლები ააფრიალა,ზედა ნაწილი მართლაც ბრაზილიური ნარკოტიკების საქმე იყო და დარწმუნდა ტყუილად ვეჭვობო.
-სახლში რად გინდა?...-საუბარში ჩაერთო ნოე, ერთადერთი ვინც ვერ ხვდებოდა ახალ თანამშრომელს ასე მტრულად განწყობილნი რატომ დახვდნენ და შესაბამისად თვითონ რადიკალური გრძნობებით არ გამოირჩეოდა,რომ რომელიმე მხარეს რამე არ სწყენოდა.
-მართალია საოცარი კოლეგიალურობით და მეგობრული სამუშაო გარემოთი აშკარად გამოირჩევით,მაგრამ არქივის სიბნელეში და ნესტში კარგი არაფერი დამემართება, ამიტომ სახლში წავიღებ და…
-აქ საბავშვო ბაღი არ გვაქვს ქალბატონო ეკატერინე, მე როგორც მითხრეს გაუხსნელი საქმეების გამოსაძიებლად დაგიქირავეს და არა სახლში ოქმების წასაღებად, ასე რომ მთელ დღეებს სახლში ვერ გაატარებთ...-კატომ მიიხედა და მის უკან,აქამდე შეუმჩნევლად მდგარი სესილი დალანდა,რომელიც თურმე ყავას იდუღებდა და აქამდე ჩუმად ისმენდა გამართულ დიალოგს.ეკატერინეს გეგმა წყალში ვარდებოდა,დრო იყო ცოდნის და ძველი ხრიკების გამოყენების,მისი ახლანდელი სახე ჯერ სარგებლის მომტანი ვერ აღმოჩნდა.უდარდელად შემობრუნდა, დამცინავი ღიმილი აიკრო სახის კუთხეებში და ხელებგადაჯვარედინებულმა ხალისით ამოთქვა.
-იცით ძველი საქმეების გადაკითხვისას ისეთი საინტერესო დეტალები აღმოვაჩინე, ვერც დაიჯერებთ...-მზერა სესილის გაუსწორა და სცადა მიეხვედრებინა რომ ახლა ქალბატონი პროკურორი დანაღმულ ველზე იდგა.
-გსმენიათ რამე ორი წლის წინ გახმაურებულ მკვლელობაზე? აი პროკურორი რომ…
-იქნებ გარეთ გავიდეთ, შენთან საქმე მაქვს...-გველნაკბენივით დააგდო ქალმა ჭიქა მაგიდაზე და ხელი წაავლო კატოს.მარმარილოს იატაკზე მიმავალს ისეთი კაკუნი გაჰქონდა რომ ყოფილ ჯორჯაძეს ტვინში ურტყამდა ხმა, საპირფარეშოს კარი გამოაღო და ხელი ჰკრა, საერთოდ არ მოუსმენია “ფრთხილად”-ო რომ უჩურჩულა ეკატერინემ.
-ახლა მისმინე, ეგ საქმე დახურულია, შეცდომა იყო და ამისთვის სამაგიეროც მივიღე, საქმეს ჩამომაშორეს და ნახევარი წელი პროკურატურაში ფეხს ვეღარ ვდგამდი...იცოდე თუ კიდევ ერთხელ ცდი და ახსენებ !...-მუქარად ჟღერდა ქალის მოჩურჩულე სიტყვები, სისინებდა და კატო გრძნობდა რომ რაღაც, ამდენი ხნის მიძინებული იღვიძებდა თავის სისხლში.ჯერ კიდევ მაშინ იგრძნო ბრაზის მთელი სიმძაფრე როცა ხელი კრა ამ ქალბატონმა,თითქოს დიდ ვინმეს წარმოადგენდეს.წელში გაიმართა, მხოლოდ წუთიერად დააკვირდა, მისკენ წასულმა ხელი ზუსტად ისე,მთელი ძალით ჰკრა და კედელს მიაჯახა, მისი მკლავი მოიქცია ხელისგულში, რაც შეეძლო მაგრად უჭერდა თითქოს ამით ბოღმის ამონთხევას შეძლებდა.
-მეორედ არ გაბედო და იქ არ ჩაყო შენი ლამაზი ცხვირი სადაც არაფერი გესაქმება ! შენი არავის ეშინია და თუ გგონია რომ ამ სამსახურისთვის გასაუბრებებზე სიარულით მოვიკალი თავი ძალიან ცდები! შენს ტყავში დაეტიე სესილი სანამ ჯერ კიდევ გაქვს ტყავი ! ...-ერთიანად უშვა ხელი შეცბუნებულ,ერთ ადგილს მიყინულ ქალს და არც დალოდებია, ისე გამოვიდა საპირფარეშოდან.
იცოდა ასე მარტივად ვეღარ მოიშორებდა თავის სახეს, ამიტომაც შევიდა სათათბირო ოთახში დასერიოზულებული და საერთოდ არ მიუქევია ყურადღება მასზე მიშტერებული სახეებისთვის,რომლებსაც აინტერესებდათ რა ჯანდაბა მოხდა რამდენიმე წუთის წინ.ხელი დაავლო ყუთს და ისე რომ პასუხსაც არ ელოდებოდა, მბრძანებლურად ამოთქვა “საქმე რომელიც დახურულია და რომელსაც პრეცენდენტი ქვია სახლში მიმაქვს, რომ თქვენი ჩაფლავებული მეორე საქმის გამოძიებაში დავიხმარო, ნებართვა აღარ მჭირდება...თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ განყოფილების უფროსთან ერთად სიამოვნებით მოგისმენთ”.კარი გამოიხურა და სვენებ-სვენებით სცადა ამხელა სიმძიმის მანქანისკენ წათრევა. გზაში ნოე წამოეწია და მშვიდად უთხრა “გაუშვი კატო, მოგეხმარებიო”, უარს არ დასჯერდა და მაინც გამოართვა “ მომეცი, ნუ წვალობო”.კატო ჩუმად მიყვა უკან და როგორც კი ყუთი თავის მანქანაში მოათავსეს, ნოეს ამჯერად უკვე ღიმილით მადლობა გადაუხადა.
-არ გკითხავ რა მოხდა, ჩემი საქმე არაა...უბრალოდ არ მესმის საიდან გიცნობენ, ან თუ არ გიცნობენ ასე რატომ გექცევიან?...-გულწრფელად გაიკვირვა და კატოს მის გულუბრყვილობაზე გაეცინა.
-მე და გაბრიჩიძეს ადრე უთანხმოება მოგვივიდა და ახლა მაინდამაინც სასიამოვნო არაა მის სამმართველოში ჩემი დანახვა.
-ხოოო...ახლა ვხვდები...მოკლედ, სხვისი უთანხმოება ჩემი საქმე არაა...-გაიცინა ბიჭმა და კატო მხოლოდ ახლაღა დააკვირდა რომ ნოე ბევრად ახალგაზრდა იყო ვიდრე ეგონა, ალბათ ამიტომაც არ იყო მისი ხასიათი მძიმე და აუტანელი, მას ჯერ კიდევ სჯეროდა დიადი მიზნების და ადამიანებში კარგს ეძებდა.
-მადლობა რომ დამეხმარე…-მანქანის კარი გამოაღო და უკვე ჩაჯდომას აპირებდა როცა ისევ მოუბრუნდა.
-იცი ხვალ ანა კიკოლაშვილი უნდა დავკითხო, პატარაიას საყვარელი, თუ გინდა დაკითხვას დაესწარი, შენი სიტყვით გამოსვლის მერე მგონია რომ მან მოკლა და კარგი იქნება შენი აზრის მოსმენა.
-სიამოვნებით...-გაუღიმა ეკატერინემ და გულწრფელად გაეხარდა რომ განყოფილებაში ვიღაცასთან მაინც შეძლებდა ადამიანური ურთიერთობის ქონას.
მეტი აღარც უცდია,უკვე საღამო იყო და სათათბირო ოთახშიც ხომ ამიტომ შეეყარათ თავი ყველას, ასე დღევანდელ სამუშაო დღეს განიხილავდნენ, ხვალინდელ გეგმას გაივლიდნენ და სახლებში წავიდოდნენ. სამუშაო დღე დასრულდა, ოღონდ ეკატერინესთვის არა, მას მანქანაში ბომბი ედო და სახლში მისულს წითელი ღილაკისთვის ხელი უნდა დაეჭირა. შუქნიშანზე გაჩერებულმა გაიგონა რომ ტელეფონი აწკრიალდა, შიშმა წამიერად დაუარა ტანში.”ბარდაჩოკში” დამალულ ერთჯერად ტელეფონს დაწვდა და ყურმილიდან გიას ხმა მოისმა.
-კატო დღეს მოვა შენთან,საქმე აქვს.
-რომელზე?
-გვიან ღამით,საეჭვო არ იქნება მისი მოსვლა მაგრამ მაინც ურჩევნია ნაკლებად შესამჩნევი იყოს...-აუხსნა გიამ და პასუხს დაელოდა სანამ გათიშავდა.
-კარგი…-ეკატერინემ სწრაფად გათიშა და თავისი სახლისკენ წავიდა.
ყუთი ლიფტამდე მიათრია. კარი გააღო და სანამ გამოიცვლიდა, ჩაიდანი გაზზე შემოდგა. სააბაზანოში შესულმა სხეული გაათავისუფლა არქივის მტვერაკიდებული ტანსაცმლისგან, ცხელი წყალი მალამოდ მოედო.საშხაპიდან გამოსულმა თმა გაიშრო და საძინებლისკენ წავიდა, ჯინსებში და სამი ზომით დიდ მაისურში გამოწყობილი უკვე კომფორტულად გრძნობდა თავს.სამზარეულო ავსილი დახვდა ჩამავალი მზის სინათლით,ფინჯანში მოქცეულმა მოხარშული ყავის სითბომ დაავიწყა რომ მთელი დღე ნესტიან ოთახში გაატარა.ყუთს გადახედა და დივანთან მიიტანა,ფრთხილად ამოალაგა ზედმეტი ფურცლები, სანამ თავისი მთავარი საქმე არ გამოჩნდა.მერე კი კმაყოფილმა გაიღიმა.ყველაფერი დაგეგმილი იყო, გაბრიჩიძე ანკესზე წამოეგო, მან ის დაინახა რისი დანახვაც სურდა და თავი დაანება უფრო მეტის ძიებას.კატოს გაახსენდა რამხელა მანძილიდან აკვრდებოდა კაცი პატარაიას გვამს და დამცინავად ჩაეღიმა “ჩვევები გასცემენ ადამიანს….ჩვევები ამარცხებენ”.
სამზარეულოს მაგიდაზე დადებული ყავა დივანთან გადმოიტანა, მოკალათებულმა ხელი დაავლო ფურცლების დასტას და კითხვა დაიწყო.ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი იყო ბათუმთან ახლოს, მიტოვებული ქარხნის ტერიტორია სადაც აღმოაჩინეს 32 წლის თამაზ ნიკოლეიშვილის გვამი.ინფორმაცია დეტალური იყო ამას თან ახლდა ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, ყველა კუთხით.კატოს თვალები გაუშტერდა, გაახსენდა ის ღამე და ახლა როცა ფოტოებს აკვირდებოდა ხედავდა თვალებს,რომლებიც თავად დაახუჭინა საბოლოოდ რომ როგორმე მისი თვალთახედვიდან გაქცეულიყო.პროზექტურამ გაკვეთისას ამოღებული სამი, ლუგერის 9 მილიმეტრიანი ტყვია დალუქა და მტკიცებულების სახით შეინახა. კატო მიხვდა რომ თუ ექსპერტის ამ დასკვნას ვინმე წაიკითხავდა მარტივად მიხვდებოდა რომ ლუგერის 9 მილიმეტრიან ტყვიებს ძირითადად ბერეტიდან ან გლოკიდან ისვრიან.გამოძიებას ადგილზე თითის ანაბეჭდები ჰქონდა აღებული, კატომ სანამ ექსპერტიზის დასკვნებს ჩახედავდა გული მოეწურა.კარზე ზარი იყო და იმდენად ჰქონდა სხეული დაძაბული რომ შეხტა.მხოლოდ ახლა შეამჩნია როგორ შეყვა საქმის კითხვას და ფურცლები ერთიანად მოეფინა დივანზე.ფეხაკრეფით მივიდა კარამდე და ფრთხილად გაიხედა.ღრმად ამოისუნთქა და სანახევროდ შეაღო კარი.
ის იქ იდგა, თვალი შეავლო ეკატერინემ, გაიფიქრა როგორ შეცვლილაო და თავისებურად მაინც ჩაეღიმა.” შემომიშვებო?” იყო შეკითხვა და ადგილი გაუნთავისუფლა რომ შიგნით შემოსულიყო.კარი მიხურა და ორივე გაისუსა, წუთით აკვირდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს საკუთარ თავებს არწმუნებდნენ რომ სამი წელი გავიდა და ცვლილებები რომლებიც განიცადეს ნორმალური იყო. ფრთხილად გაიწია კატომ მისკენ და სწრაფად გაშლილ მხრებში ნაცნობი სითბო იგრძნო. ოთხი წლის წინ, როცა საკუთარ ქორწინებას გეგმავდნენ, მიხვდა რომ ცხოვრების მეკავშირე იპოვა, მეგობარი რომელსაც ზუსტად იგივე მიზნები ჰქონდა, რაც მას.ერთმანეთი შეავსეს, კაცმა თავისი გვარი და გავლენა მიაშველა, ქალმა კი ჭკუა და მოხერხება.ერთმანეთს უგებდნენ, ერთმანეთს მალავდნენ და როგორღაც ახერხებდნენ გადარჩენას.
-მომენატრე კატო...-”მეც მომენატრეო” ამოიჩურჩულად და ფრთხილად მოსცილდა მის მხრებს.
სამზარეულოში შეიპატიჟა და სანამ ყავას ადუღებდა, მანამდე ყურადღებით უსმენდა. როგორც აღმოჩნდა დავით ჯორჯაძე მის ჩამოსვლამდეც კარგა შეშინებული ყოფილა, ახლა კი საერთოდ ჩამოეშვა ყურები და ბედს ავისმომასწავებელი უმოქმედობით ეგუებოდა.
-გიამ მითხრა ჩამოვიდაო,მაშინვე მივხვდი ისევ რომ გემუქრებოდნენ...-ამოთქვა სანდრომ და თავისი ბრდღვიალა ცისფერი თვალები მიანათა ქალს.
-არა, ჩამოსვლა ნელიკოს აზრი იყო, ისე უნდოდა რომ უარი ვერ ვუთხარი.არ მეგონა მაშინვე გაბრიჩიძეს თუ შევეჩეხებოდი...აღმოჩნდა რომ შევცდი...-სანდროს უფრო მეტის ცოდნა უნდოდა და არც ეკატერინე აპირებდა რამის დამალვას.
-რომ გაიქეცი, გიას ხშირად აგზავნიდა აქ დათო, ის მიყვებოდა რომ რამდენჯერმე ნახა ნიკა შენს სახლთან...არ მეგონა თუ ისევ გაბრაზებული იქნებოდა.
-დამემუქრა რომ გამოძიებას ხელახლა დაიწყებდა...იძულებული ვარ აქ ვიყო, მივხვდი რომ მაშინდელივით ვეღარ გავიქცევი....-საქმეზე გადადიოდა კატო, იცოდა რომ ჯორჯაძე თავს საფრთხეში ტყუილად არ ჩაიგდებდა აქ მოსვლით.
-კატო მისმინე, გიამ ყველაფერი მომიყვა ჯაყელებთან შეხვედრაზე...ვიცი რასაც აპირებ...-ქალს სახე შეეცვალა. იცოდა რომ სანდრო ერთადერთი ჯორჯაძე იყო,რომლის ნდობაც შეიძლებოდა მაგრამ მაინც დავითის შვილი და ვერ გაანალიზა რამდენად ბევრი იცოდა...- არ შეგეშინდეს, მე და შენ ამჯერადაც ერთი და იგივე მიზნები გვაქვს.
-მისმინე სანდრო, იცი რომ ყველაზე საშინელ პერიოდში ერთმენთის საუკეთესო მეგობრები და ძლიერი საყრდენი ვიყავით, მაგრამ არ იცი რა მოხდა.იქ არ ყოფილხარ,ამიტომ ვერ გაიგებ რატომ ვაკეთებ ამას.
-მე არ ვაპირებ იმის თხოვნას რომ დათო დაიცვა...-სრული სიმშვიდით წარმოთქვა კაცმა და ჯიქურ დააკვირდა თვალებში კატოს შეცბუნებას...-პირიქით, მე მინდა რომ დაგეხმარო.
-ეს როგორ?...-გაკვირვებას ვეღარ მალავდა, თავადაც მაგიდასთან მოკალათდა და დაელოდა სანამ ძველი მოკავშირე ისევ ყველაფერს გაანდობდა.
-მისმინე, დავითის და ჯაყელის პრობლემა მხოლოდ გაბრიჩიძე აღარაა, ისე შორს წავიდნენ რომ უკვე ბევრად საშიში პრობლემები აქვთ.აქამდე თუ მოპარული მანქანები ჩამოყავდათ და ბინძურ ფულს იჯიბავდნენ, ახლა აღარ კმაყოფილდებიან...-კატოს გაახსენდა როგორ აიძულეს პირველად, კლიენტის მოტყუება, ხელშეკრულებაში გაბერილი თანხის ჩაწერა და გარიგება გაუთქმელობაზე.ზიზღისგან სახე მოებრიცა...- ზურაბ ჯაყელის გონება უსაზღვროა, გახსოვს ის კაცი ვისაც ურიგდებოდნენ მოპარული მანქანების შესყიდვაზე და საზღვარზე გადმოტანაზე, ახლა უკვე ჩვეულებრივი დაჯგუფება შექმნეს, ეს დაჯგუფება მანქანებს იპარავს და ისე აგზავნის საქართველოში.ასე ათი დღით წინ საზღვარზე რაღაც გაეპარათ, იმ დღეს თავისი კაცი არ ყავდათ მორიგეთ და ახალმა თანამშრომელმა მონაცემები გადაამოწმა.მანქანები საზღვარზე გააჩერეს და გამოძიება დაიწყო, გაიგეს რომ მანქანები ამერიკიდან შემოყავდათ და ფედერალები ჩართეს,ამის გამო საიდუმლოდ იძიებენ და არ ახმაურებენ.
-ამის გამო იყო ჯაყელი გაცოფებული?...-მიხვდა ეკატერინე იმ დღეს ზურაბმა რატომ ვერ გააკონტროლა თავი და მაშინვე კისერში რატომაც წვდა.სანამ ერთი ფეხი სამარეში ჰქონდა, ქალის დანახვამ აგრძნობინა რომ უკვე მეორე ფეხსაც აჭრიდნენ.
-მისმინე კატო, ეს მხოლოდ იმის გამო ვიცი, რომ შევესწარი.იქ ვიყავი როცა ზურაბი და დათო დაკითხვიდან დაბრუნდნენ...-ქალის თითები ხელისგულში მოიქცია და დამარწმუნებლად, თითქმის ჩურჩულით უთხრა...-მომიყევი იმ ღამით რა მოხდა და გპირდები რომ დაგეხმარები.
-ვერ დამეხარები სანდრო...-ღიმილით უპასუხა კატომ და მის ხელს თავისი ხელი შეაგება.
-გახსოვს, როცა მიხვდი რომ ყალბ ხელშეკრულებებს გადებინებდნენ და ამის გამო გამოძიება იწყებოდა, როგორი გაცეცხლებული დარბოდა დათო უიმედოდ? მაშინ ხომ ერთად მოვიფიქრეთ ჩვენი ფიქტიური ქორწინების მთელი გეგმა, ერთად ვაიძულეთ თემური ეფიქრა თითქოს თვითონ მოიფიქრა ეს გენიალური აზრი, რომ ვერ მიმხვდარიყო ჩვენ ჩანაფიქრს.
-მაშინ გვეგონა თუ ყურადღებას მთლიანად გამოძიებაზე გადაიტანდა და ჩემს ხელში თავის წილს ჩააგდებდა, დოკუმენტებს გავაქრობდით და შენ ძმასთან ერთად შევძლებდით ჯაყელის ბიზნესპარტნიორობიდან ჩამოშორებას, კომპანიის გაწმენდას და საშუალო,მაგრამ სუფთა შემოსავალზე დაყვანას....-ეღიმებოდა კატოს, ორივე იხსენებდა იმ დროს როცა ბავშვური იმედებით იყვნენ აღსავსე, ეგონათ რომ სიტუაციის გამოსწორებას შეძლებდნენ და ამ თავიანთი პატარა მზაკვრობით, დიდი სიბინძურიდან ამოძვრებოდნენ.არ ეშვებოდა ჯორჯაძე თხოვდა მომიყევი და ამჯერად ნამდვილად შევძლებთ ერთმანეთის გადარჩენასო. სანდროს სურდა თავისი ოჯახის ქონება კონფისკაციისგან ეხსნა, კატოს კი…
-ვიცი რომ იმ ღამით კაცი მოკალი !...-გაყინული თვალებით უთხრა ბოლოს.კატო გაშრა, ერთიანად გამოსწია მის ხელისგულებში მოქცეული თავისი თითები და იგრძნო როგორ დაიძაბა ოთახში ატმოსფერო...-მე არც პოლიციელი ვარ რომ დაგაკავო და არც ანგელოზი რომ გისაყვედურო ეს როგორ ქენითქო.მე უბრალოდ მინდა ვიცოდე ეს როგორ მოხდა...აქამდე როგორ მიგიყვანეს.
კატო წამოდა, მაცივრის კარი გამოაღო და იქედან წითელი ღვინის ბოთლს მიგიდაზე მიუჩინა ადგილი, მერე კარადას დასწვდა, ორი ჭიქა მოიმარჯვა.ღვინის გასახსნელით თავს დაეჯაჯგურა და სითხის სიწითლე ჩაიღვარა შუშებში.სანდრო უსიტყვოდ აკვირდებოდა ქალის თითოეულ ქმედებას, იცოდა ასე ეკატერინე ემზადებოდა იმის მოსაყოლად რაც მისი ცხოვრების ყველაზე დიდი,ჩამჯდარი,შავი ლაქა იყო და დრომ ვერაფრით ჩამორეცხა.როცა ქალის ტუჩებმა დააგემოვნეს ღვინის წამკბენი სიტკბო, ალაპარაკდნენ.ძალდაუტანებლად, ჩურჩულით და ტკივილით.
-იმ ღამით ბათუმის ოფისიდან გამოვდიოდი, მაშინ მე და შენ უკვე დაწყებული გვქონდა საქმის გამოსწორება და მივლინებით ვიყავი წასული, ძველი საქაღალდეების მოსაძებნად.დოკუმენტი გავანადგურე და ტელეფონს ვუპასუხე,ბათუმის პორტში შემოსულ ახალ მანქანაზე მელაპარაკებოდნენ.არ ვიცი, გაბრაზებული ვიყავი, ყველაფერი პირში მივახალე, ვუთხარი რომ აღარ ვაპირებდით მოპარული მანქანების მათგან შეძენას და დავემუქრე რომ თუ კიდევ ერთხელ დარეკავდა ჩემი ფეხით მივიდოდი პოლიციაში და ყველაფერს მოვყვებოდი...არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, თავი როგორ ვერ შევიკავე...მაგრამ კმაყოფილი ვიყავი რომ ბოლოსდაბოლოს ვთქვი...-თავი ჩახარა,აშკარა იყო, დროის უკან დაბრუნება რომ შეძლებოდა ასე არ გათქვამდა...-ოცი წუთიც არ იყო გასული თემურმა რომ დამირეკა, იმხელა მიღრიალა ქვემოთ გელოდები მანქანაში,დროზე ჩამოდიო,რომ მივხვდი უკვე იცოდა...ველოდებოდი,რომ მიყვირებდა,მცემდა,არ ვიცი, ისიც კი ვიფიქრე მომკლავსთქო... მაგრამ მანქანაში ჩავჯექი თუ არა ადგილიდან უსიტყვოდ მოვწყდით.ვცადე მეკითხა სად მივდივართქო და მხოლოდ მაშინ მიყვირა შენი სისულელის გამოსასწორებლადო….
-დათოს რა უნდოდა ბათუმში...-გაკვირვებით იკითხა.
-ჩვენ გვეგონა რომ ჯაყელს ნელ-ნელა ჩამოვიშორებდით, ისე რომ ვერც კი მიხვდებოდა...ვცდებოდით სანდრო...-ალკოჰოლმა თითქოს საშუალება მისცა გრძნობები გამოეხატა,ახლა აღარ სჭირდებოდა მიმიკის კონტროლი და სიტყვების დალაგება.საშუალება მიეცა რომ ნამდვილი ყოფილიყო, აქ, კაცის წინ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, ვინც ყველაფერი იცოდა.ყველაფერი ამის გარდა...-ზურაბს თავისი კაცი ჰყავდა ჩვენს ოფისში და იცოდა რომ დოკუმენტების განადგურება დავიწყეთ, ისიც გაიგო რომ მისგან ავტომობილის ნაწილებს მაღალი ფასის კი არა მისი ჩამოშორების მიზნით აღარ ვყიდულობდით და იგრძნო თავის ჯიბეს ფული როგორ ნელ-ნელა დააკლდებოდა.იმ ღამით ის ზარიც რომ არ ყოფილიყო, ჩემთან მაინც მოვიდოდნენ...-მავედრებელი იყო ეკატერინეს ხმა.თითქოს თხოვდა გამიგეო და მაინც, არ ჰქონდა იმედი რომ ბოლომდე ვინმე შეძლებდა მისი სინანულის დანახვას.
-ჩვენ ვემუქრებოდით, იმაზე კი არ დარდობდა რომ მანქანის ნაწილებს ვეღარ გაყიდდა, იმაზე რომ მოპარული მანქანების გაყიდვაში მოკავშირე აღარ ეყოლებოდა...-მოჯადოებულივით ამოთქვა სანდრომ და გაგრძელებას დაელოდა.
-ბათუმიდან გავედით და იმ ქარხანასთან მივედით...რომ დავაკვირდი იქ უკვე იდგა სამი მანქანა.მივხვდი რომ ჯაყელები შიგნით გველოდებოდნენ.დათომ ხელი წამავლო და შიგნით შემათრია.უკვე კამათობდნენ და რომ დამინახეს იმ კაცმა ჩემკენ გამოიწია,ზურაბმა შეჩერება სცადა, იგინებოდნენ, მე კი ვერ ვხვდებოდი ცოცხალი სახლში დაბრუნებას მოვახერხებდი თუ არა. სიზმარივით მახსოვს,რაზეც კამათობდნენ.მამაშენის თანამდებობაზე დანიშვნა ჩემი საქციელის მერე ეჭვებს უფრო უძლიერებდათ, ეგონათ რომ დათომ პოლიციასთან თანამშრომლობა დაიწყო და იმუქრებოდნენ, სანამ დაგვასწრებთ მანამდე ჩვენი ფეხით მივალთ და საპროცესო შეთანხმებით გამოვძვრებით, თქვენ კიდე ციხეში ვირთხებივით ჩალპებითო.მახსოვს რომ დავითი სიტუაციის ჩაწყნარებას ცდილობდა...-კატომ მზერა გაუშტერა ღვინის ჭიქას და კიდევ ერთხელ მოსვა.ჯორჯაძე არ აძალებდა ლაპარაკს, აღარ უნდოდა ისედაც წარსულის გახსენებით დამძიმებული ქალი, თავისი მომთხოვნი სიტყვებით კიდევ უფრო დაემძიმებინა...-არ მახსოვს იარაღებამდე როგორ მივიდა საქმე, მე ზურაბს ვაკვირდებოდი,რომელიც თავიდან რომ დავინახე შემეშინდა, მერე კი უცებ გაჩერდა და კი არ ისმენდა, რაღაცაზე ფიქრობდა.დავინახე როგორ ამოიღო იარაღი და დაუმიზნა...მერე უბრალოდ რამდენიმეჯერ გასროლის ხმა იყო, არაფერი დამინახავს იმიტომ რომ კედელს ამოვეფარე და მთელი ძალით ვიჭერდი სახეზე ხელებს.ისიც კი არ ვიცი ასეთ სირაქლემას პოზაში რამდენ ხანს ვიყავი...-ბოლო წინადადება დაცინვით წარმოთქვა და კაცს ცარიელი თვალებით მიაშტერდა.მერე კი მონოტონურად გააგრძელა,გაყინული მზერით...-ვიღაცამ ხელები ჩამომაწევინა სახიდან და ჩემი სახელი ამოიჩურჩულა, რომ ავიხედე თავზე გია მედგა და ცდილობდა წამოვეყენებინე.ჯობდა ისე ვყოფილიყავი,დარჩენილი ცხოვრება იქ, იმ პოზაში გამეტარებინა, ვიდრე დამენახა ორი დასისხლიანებული სხეული როგორ ეგდო იმ მტვერში და როგორი გიჟის თვალებით უყურებდნენ ჯაყელები და დავითი ერთმანეთს.
-მოიცა იმ ღამით შენ არ...ანუ შენ არავინ მოგიკლავს...უბრალოდ...-დაბნეული, ჩურჩულით ლაპარაკობდა...ფრთხილად თითქოს საუკუნოვან ფაიფურის ჭიქას ეხებოდა და არ უნდოდა ხელში შემოტყდომოდა.
-რაღაც გაქრობაზე ლაპარაკობდნენ, თავიდან ვერ ვხვდებოდი...ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა,მაგრამ ყვირილზე რომ გადავიდნენ და ზღვა ახსენეს,მერე მივხვდი რომ გვამების გაქრობაზე ლაპარაკობდნენ...დავითს ხელებში ვაკვირდებოდი,როგორ წმენდდა იარაღს ცხვირსახოცით და როგორ გამომიწოდა,გაშეშებული, შოკში ვიყავი, დამიღრიალა გამომართვი და მანქანაში წაიღეო და მექანიკურად ავიღე.იმ მხარეს წავედი საიდანაც შემოვედით და დავინახე, ვიღაც დავინახე, ხელში რაღაც ეჭირა, დავიფიცებ რომ იმ წამს მართლა მეგონა ხელში იარაღი უჭირავსთქო...ის ხმა, ის სიტყვები, მის თვალებთან ერთად ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, მკითხა აქ რა ხდებოდა და მთელ ქარხანაში დატრიალდა ზურაბის ხმა...მიყვიროდა სანდრო, ბოლო ხმაზე მიყვიროდა ესროლეო, მე კიდევ არ ვიცი, მის ხელებში რაღაც იყო, მეგონა იარაღი ჰქონდა, მეგონა რომ მოკლულები იცნო, თავში ყველაფერი არეული მქონდა…
-კატოო...-ჩუმად ამოთქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა, მის წინ ჩაიმუხლა, ატირებული ქალი მხრებში მოიქცია და კატოს სხეული ერთიანად გადმოსცდა სკამს.ახლა ორივე იატაკზე ისხდნენ, ერთმანეთს მიკრულნი.საიდუმლოგამჟღავნებული და კატომ იგრძნო როგორ გასკდა მისი დიდი ლაქა, ხელები დამალა, ეგონა რომ დავხედო ისევ დავინახავ სისხლსო.
კარგა ხანი იყვნენ ასე.სანდრო ჩუმად იჯდა, უყურებდა როგორ უმოწყალოდ ათრობდა წითელი სითხე ქალს და ეს უკანასკნელი ვერ ძღებოდა.ჯორჯაძე ვერასდროს იფიქრებდა რომ ფიქტიური ქორწინების შეთავაზებით ქალს ასეთ სიბინძურეში ჩაითრევდა.საკუთარ თავზე ბრაზდებოდა რომ ვერ შეძლო მისი დაცვა, ვერ შეძლო მიცემული პირობის შესრულება და მთელმა ქარიშხალმა ეკატერინეს მხრებზე იპოვა მყუდრო თავშესაფარი.
-კატო გამოძიება რატომ გაჩერდა?...-დიდხნიანი პაუზს მერე, როცა დარწმუნდა უკვე მშვიდადააო იკითხა.
-ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა სანდრო...-ღვარძლიანად ამოისისინა...-მამაშენმა და ზურაბმა თავის ხალხთან ერთად გვამები მოიშორა, ან მე მეგონა რომ მოიშორეს.გაქცევის წინა დღეს აღმოვაჩინე რომ კაცი რომელიც მოვკალი იმ ადგილას იპოვეს. მე იარაღი წამართვეს და გიასთან ერთად გამომიშვეს სახლში.თვითონ დარჩნენ და სახლში დაბრუნებულებმა მითხრეს ყველაფერი გავაქრეთო.
-ანუ შენი...-მიხვდა სანდრო, ყველაფერს მიხვდა, როგორც იქნა ფაზლის ბოლო გამოჩნდა.
-ხო, გაწმენდილ იარაღზე მხოლოდ ჩემი თითის ანაბეჭდებია...თავისი ბინძური საქმე დამალეს, შუაღამით გაიტანეს გვამები ზღვაში. კაცი კი რომელიც მე მოვკალი ქარხანაში იმ იარაღის ტყვიით ადგილზე დატოვეს.
კატო ახლა ზუსტად ისეთივე იყო როგორც იმ ღამით.გაგიჟებული თვალებით, ერთიანად აეტანა სიძულვილს, საკუთარი თავის მიმართ ზიზღს და შიშს რომ იმ თვალებიდან უყურებდნენ, ის თვალები ერთ დღესაც შეიწირავდნენ,მათ ხომ დაინახეს.ეკატერინე და მისი ხელიდან უმოწყალოდ გასროლილი მომაკვდინებელი ტყვია იყო რაც ამ თვალებმა სულ ბოლოს დაინახეს.ახლა ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთის პირისპირ სრულ სიჩუმეში ისხდნენ, ღვინოს ლოთებივით ეძალებოდნენ და იატაკის სიცივე აიძულებდათ მაინც ფხიზლად ყოფილიყვნენ ერთმანეთთან.ჯერ კიდევ არავინ იცოდა ვინ ვისთან გათქვამდა აღსარებასავით ჩაბარებულ წარსულის ამბავს.
მანამ ისხდნენ იატაკზე მზერაგაყინულები სანამ სულ ბოლო წვეთი არ მიილია ღვინის ბოთლში.უკვე შუაღამე იყო და მაინც, ვერცერთი ახერხებდა სიტყვის წარმოთქმას,ამიტომ გაურკვეველი იყო სადამდე შეძლებდნენ ასეთ ვითარებაში გაჩერებას.სანდრომ მზერა კატოზე გადაიტანა და ამოიჩურჩულა “ყავას მოვადუღებო”.წამოდგა და ჩაიდანი გაზზე დადგა, მერე ერთიანად შემობრუნდა,ისე სასხვათაშორისოდ იკითხა, თითქოს შაქარი იყოს და ფინჯანში ყრიდესო…
-როგორ აპირებ ზურაბის და დავითის ციხეში ჩასმას?
-ზუსტად არ ვიცი...-ფეხზე წამოდგა და მაგიდას მიუჯდა,ხელისგულები ააკრო გადასაფარებელს...-იარაღი მჭირდება, ის იარაღი რომელიც იმ ღამის მერე აღარ მინახავს.
-კატო ხომ იცი რომ…
-ვიცი სანდრო...შენახული აქვთ, მაგრამ სად.
ჯორჯაძეს წამიერად გაუნათდა სახე, მაგრამ იმწამსვე შებრუნდა ჩაიდნისკენ რომ ტყუილი იმედებით არ აევსო ქალი.ჭიქებში ყავა გადაანაწილა და ადუღებული წყალი დაასხა.ეკატერინე ხარბად დასწვდა ყავის ფინჯნის სითბოს,გამომცდელად დააკვირდა ახლა უკვე მის წინ მოთავსებულ ფიგურას და გაიფიქრა, მთავარი საიდუმლო უკვე გავანდე,ამის დამალვას რაღა აზრი აქვსო.
-გაბრიჩიძის სამმართველოდან ის საქმე წამოვიღე, ახლა დავიწყე გაცნობა და იქნებ ვიპოვო რამე, ჩემთვის საიმედო…
-ის მაინც იცი რა იარაღი იყო?...-ეცადა შეეპარებინა ის რასაც თავად ახლა ხვდებოდა.
-კი, ექსპერტის დასკვნა წავიკითხე და მივხვდი რომ ცხრა მილიმეტრიანი ბერეტაა...-ესეც ასე, ნიკოლოზი უკვე დარწმუნებული იყო რომ სულ მცირედით მაინც შეძლებდა ქალის დახმარებას.
იმ ღამით ბევრი აღარ უსაუბრიათ, ყავის დალევის მერე მოფხიზლებული სანდრო ტაქსით ბრუნდებოდა სახლში და ყოფილ მეუღლეს შეპირდა ამ დღეებში ისევ გამოგივლი, იქნებ ახალი ამბებიც მოგიტანოო.
კატომ დივანზე მიმოფენილი ფურცლები დაალაგა და ყუთი კარადაში შეინახა.იმის თავიც კი აღარ ჰქონდა გამოეცვალა,ამიტომ ჯინსებითვე ჩაწვა ლოგინში.ცდილობდა გონება გაეთიშა მაგრამ წარსულის გახსენებამ, წითელი ღვინის მათრობელა ეფექტმა თავისი ქნა და ვერაფერი მოუხერხა ნიკოლოზ გაბრიჩიძეზე აკვიატებულ თავის გრძნობას.ნელ-ნელა ახსენდებოდა კატოს სამი წლის წინ მოკლული, მიძინებული გრძნობის სიმწარე და სურვილი.კაცი,ახლა უკვე რომ ზიზღს არ იშურებდა, ერთ დროს მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო და იმ ღამითაც როცა თავისი ლაქა აიკიდა, მხოლოდ იმას ფიქრობდა გაქცეულიყო, ყველაფერი მოეყოლა, ბოლო ხმაზე ექვითინა, პატიება ეთხოვა და ის საშინელი ზიზღი საკუთარი თავის მიმართ,სულ ოდნავ შეემსუბუქებინა.მაგრამ მაშინაც და ახლაც იცოდა ეკატერინემ რომ ცხოვრება ერთ ადგილზე გაიყინა,ყველა იმედი გაქრა და საკუთარი თავის წინაშე სრულიად შიშველი,ყველასგან მიტოვებული დარჩა...არავინ ყოფილა მის გვერდით როცა თეთრად ტეხდა ღამეებს და ძლივს ჩაძინებული, შფოთიანი ძილებიდან ყვირილით გამოღვიძებული გიას მამობრივი სიყვარულით საზრდოობდა,მანამ სანამ ტელევიზორში ნაცნობი ადგილი არ დალანდა და მიხვდა,რომ გაწირეს, სულ ბოლომდე გაწირეს და სანამ ხელს ჩაავლებდნენ მანამ გაიქცა,რომ მოესწრო და თავის პატარა სიყვარულს დაბადებულს თუ ვერა, მუცლადმყოფს მაინც მოფერებოდა.
ხვალ ახალი დღე თენდებოდა, მაგრამ ეკატერინესთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. წარსულით არსებობდა და ჯერ კიდევ იქ ჩადენილი დანაშაულის დამალვას ცდილობდა.


პ.ს მსუყე თავია და აბა თქვენ იცით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent