შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (7)


23-04-2021, 21:53
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 705

მანქანა თავაწყვეტით მიქროდა თბილისის ზღვისკენ.სავარძელში მოთავსებული ორი მამაკაცი კი აშკარად ვერ თანხმდებოდნენ და კამათს ბოლო არ უჩანდა.საჭესთან მჯდომი ადგილზე ბორგავდა, ხელს შლიდა თავის პოზიციას არ თმობდა.მის გვერდით მოთავსებული კი ინტერესით უსმენდა, თუმცა შიგადაშიგ შეპასუხებასაც არ აკლებდა.
-ეს საქმე ადრე უკვე გამოვიძიეთ და ხელჩასაჭიდს ვერ მივაგენით, სისულელეა ბიუჯეტიდან თანხის ხელახლა ხარჯვა იმაზე, რაზეც იცი რომ პასუხებს ვერ იპოვი…-მდგომარეობიდან გამოვიდა მიშა და სიტყვის დასრულებისთანავე გაბრაზებულმა მიაბრუნა თავი ფანჯრისკენ, რომ მიეხვედრებინა შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო.
-მაშინ სხვა სიტუაცია იყო, გამოძიების ყველა საბუთზე ჰქონდა წვდომა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ მტკიცებულებებს აქრობდა...-თავის პოზიციას არ თმობდა ნიკოლოზი.
-სამი წლის წინ გამქრალ მტკიცებულებებს ახლა როგორ აღმოვაჩენთ...სისულელეა, გაიგე ნიკა !
-მისმინე ! წარმოიდგინე რომ სამ მილიონიანი ბრუნვის მეწილე ხარ, რაში დაგჭირდება სახელმწიფო სამსახურიდან მიღებული კაპიკები...გაიგე რომ ჯორჯაძეს თანამდებობა თავისი საქმის დასამალად სჭირდებოდა და…
-ეს იმ ქალის გამო ხდება? დაბრუნდა და შენც ისევ ძველი სიმღერის ღიღინი დაიწყე...-გადახედა და სცადა რეალური პასუხი მის რეაქციაში ამოეკითხა.
-ამას ისე ამბობ გეგონება რამე დასამალი იყოს...რათქმაუნდა მის გამო ხდება, თევზი პატარა გუბეს დაუბრუნდა და სანამ ისევ გაიქცევა კისერში უნდა წავუჭიროთ ხელები.დამიჯერე ღირს !...-თვალებანთებული ლაპარაკობდა და წამიერად მიშას მოეჩვენა რომ სრულიად უცხო ადამიანს უსმენდა.ისეთი ღვარძლით იყო მეგობრის სიტყვები სავსე, რთული გასაგები არ იყო,რომ საქმე ჯორჯაძეს კი არა ეკატერინეს ეხებოდა.ყველაფრის თავიდათავი სწორედ ის იყო.
ხმა აღარცერთს ამოუღია, მიშას არ სურდა დილაადრიან ამ თემაზე კამათი, გაბრიჩიძე კი ხვდებოდა რომ აზრი არ ქონდა,სანამ რაიმე ხელმოსაჭიდს არ იპოვიდა,მანამ მეგობრისთვის ეს თემა დახურული იქნებოდა.თბილის ზღვასთან მისულები,მანქანიდან გადმოვიდნენ და მაშინვე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლისკენ წავიდნენ, რომელიც ოქმს ავსებდა და გამომძიებლების დანახვაზე მოსწყდა ფურცლების გროვას.
-გამარჯობა...ექსპერტები უკვე მოვიდნენ?
-კი ადგილზე არიან, ახლახანს მოვიდნენ და დაიწყეს მტკიცებულებების მოგროვება.
-რა ვიცით?...-სასხვათაშორისოდ იკითხა გაბრიჩიძემ და ორივე მამაკაცთან ერთად პირდაპირ დანაშაულის ადგილისკენ წავიდა.
-გამთენიისას, ხუთი საათისკენ, მორიგე საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა იპოვა, შემოვლაზე იყო, მაშინვე კრიმინალურს გადასცა და გამოვცხადდით.ახლგაზარდა მამაკაცი ვინმე თემურ პატარაიაა,საბუთები და საფულე ადგილზეა,თავი აქვს გატეხილი, ავტომობილი ადგილზეა და მის სახელზეა რეგისტრირებული…
-მკვლელობაა…-ჩაიალაპარაკა მიშამ და გაბრიჩიძისკენ გაიხედა რომელიც გვამს და ექსპერტებს ერთდროულად აკვირდებოდა.
-მკვლელობის იარაღი?...-იკითხა კაცმა ინტერესით და ექსპერტის პასუხს დაელოდა.
-ბლაგვი საგნით აქვს თავის ქალაზე მიყენებული ჭრილობა.
-კრიმინალურის თანამშრომლებმა ტერიტორია საგულდაგულოდ გადაჩხრიკონ, ვეძებთ ნებისმიერ ბლაგვ საგანს რომელზეც სისხლის კვალი იქნება...-განკარგულება გასცა და ისევ გვამს მიუბრუნდა, სახე მოღრიცა და მიშას გახედა.
-გამახსენე გზაში ყავა რატომ არ ვიყიდეთ?...-მისი მეგობრის პასუხი ვერ გაიგო, გაკვირვებისგან თვალები გაუფართხოვდა, როცა ნაცნობი ხმა გაიგონა და წამიერად გაკრა თავში მოჩვენებები დამეწყოო.
-პირველი სამუშაო დღეც ასეთი უნდა...-ქალის ხმამ მოაბრუნა გაბრიჩიძე და ერთიანად გააშეშა ადგილზე, როცა მის წინ ხაკისფერ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ოქროსფერთმიანი ქალი დაინახა.ეს ის იყო, ეკატერინე, რომელსაც სახეზე აეკრო გაურკვეველი გამომეტყველება, ერთგვარად ნიშნისმოგებითაც კი უმზერდა კაცს.გაბრიჩიძემ მაშინვე ქალის უკან მდგარ ნოეზე გადაიტანა მზერა და მისკენ წავიდა.
-ეს აქ რას აკეთებს?...-კითხა უკვე კატოსგან შორს მდგარმა.
-არ იცოდით ბანოტო ნიკოლოზ? მინისტრის პირადი განკარგულებით დაინიშნა...-გაკვირვებით ამოთქვა ნოემ.
-ხო მაგრამ დეპარტამენტში ადგილები შევსებულია, რა პოზიციაზე დანიშნეს?
-როგორც მე ვიცი ძველი საქმეების ხელახალი გამოძიებისთვის დაიქირავეს, მაგრამ ჩვეულებრივ გუნდის წევრია, ახალი საქმეების გამოძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას...-ამოიჩურჩულა ნოემ და გამომცდელად გადახედა ახალ თანამშრომელს.გაბრიჩიძეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მიუახლოვდა და საქმიანი ტონით დაიწყო.
-ბატონო ნიკა, როგორც გავარკვიეთ, მოკლული თემურ პატარაია შპს “ბრჭყვიალა ქვის” ერთ-ერთი მეწილეა, დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს.ექსპერტების თქმით დაახლოებით 6 საათის მოკლულია, მანქანაში ძალადობის კვალი არ არის და ვერანაირ ბლაგვ საგანს ვერ მიაგნეს, რომელზეც სისხლი იქნება.
-ვერც მიაგნებენ...-უეცრად მიმართა მთელი ყურადღება კატომ თავისკენ, გაბრიჩიძემ თვალები გადაატრიალა და მიშასგან განსხვავებით მინიმალური ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა.
-ასე რატომ ფიქრობთ?...-იკითხა მიშამ და პასუხის მოლოდინსი გაიყურსა.
-მსხვერპლი ორმოციდან ორმოცდახუთ წლამდე ასაკის მამაკაცია, შუახნის კრიზისი ჰქონდა, საყვარელი ჰყავდა,აქ განმარტოებით მასთან ერთად იყო მოსული...მკვლელობა დაუგეგმავი იყო, ჩემი ვარაუდით თავში ქვა ჩაარტყეს, სპონტანურად, უკნიდან დაესხნენ თავს, მკვლელი გაცოფებული იყო, აშკარად ხელიც არ აკანკალებია,მაგრამ აფექტის გამო, როგორც კი მიხვდა რა გააკეთა, მაშინვე ქვა ზღვაში მოისროლა, თვითონ კი გაიქცა.
-ოჰო ქალბატონო ეკატერინე, როგორი დეტალებია...-დაცინვით ამოთქვა გაბრიჩიძემ და გააგრძელა...-ისე ყვებოდი ყველაფერს თითქოს აქ იყავი...-მინიშნებით იყო ეს სიტყვები წარმოთქმული და ეკატერინე მიუხვდა გაბრიჩიძეს თავის პასიურ მუქარას.
-ამხელა ინფორმაცია მართლა საიდან?...-დაინტერესებით, გულუბრყვილოდ იკითხა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა და გაკვირვებულმა გადახედა ორ გამომძიებელს შორის ჩამოვარდნილი შუღლით ანთებულ სახეებს.
-შუახნის მამაკაცი რომ იყო, პირადობის მოწმობიდან და გარეგნობიდან გამომდინარე მარტივად დავასკვენი, ისე აცვია ჯინსის შარვალი და კუბოკრული პერანგი თითქოს კომპანიის მეწილე კი არა პატარა სტუდენტი ბიჭი იყოს, შუახნის კრიზისი ჰქონდა, უნდოდა უფრო ახალგაზრდული - ტანსაცმლის ფონზე გამოჩენილიყო. არათითზე ზოლად ბეჭდის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა, ეს მაშინ ხდება როცა ბეჭედს ხანგრძლივად ატარებენ მერე კი იხსნიან, მითხარით ცოლიანმა კაცმა თავისი ქორწინების სიმბოლო რატომ უნდა მოიხსნას თითიდან? ცოლს ღალატობდა ! საინტერესოა ისაა, რომ საყვარელმა არ იცოდა ცოლიან კაცთან თუ ჰქონდა ურთიერთობა, ვფიქრობ ოცდაათზე ნაკლები წლოვანების გოგოს ვეძებთ...ძირითადად ასეთ ასაკში არიან ქალები იმდენად სულელები რომ ვერ არჩევენ ცოლიან თუ უცოლო კაცებს, თან მოკლულს სახეზე ბრჭყვიალა ლაქები აქვს, დიდი ალბათობით ქალის ბრჭყვიალა ჰაილაითერია, სახე მიწისკენ აქვს მიქცეული, და ჭრილობაც თავის ქალის უკანა მხარეს აღენიშნება, მარტივი გამოსაცნობია რომ ქვით მოფერებას არ დაუწყებდნენ...ექსპერტებს დაავალე რომ მისი სახით ბრჭყვიალა ნივთიერების ნიმუში აიღონ !...-ბოლო წინადადება ნიშნისმოგებით ამოილაპარაკა, ადგილიდან დაიძრა, გაუთანაბრდა და სახით საპირისპირო მხარეს მიბრუნებულმა, ღვარძლით ამოისისინა, თან სპეციალურად შეარჩია ხმის ტემბრის ის სიმაღლე,რომლითაც ნათქვამს ყველას გააგონებდა.
- უბრალოდ უნდა დაიხარო ხოლმე და დეტალებს დააკვირდე ! მანამ სანამ შენ ყავაზე წუწუნებდი, მე საქმე გავხსენი ! …-გაბრიჩიძე მისთვის საკადრისი პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ როგორც კი დაინახა რომ კატოს თვალთახედვა გაუშტერდა, მის მიმართულებას გაკვირვებულმა გააყოლა მზერა და ხმამაც არ დააყოვნა.
-აბა ბიჭებო, როგორც ვხედავ ახალი საქმე გვაქვს...-კატომ იცნო, ხშირი ქერა თმა,მწვანე თვალები და ის პატარა ლამაზი სახე,ასე ჯიუტად რომ დაამახსოვრა თავისმა გონებამ.
-სესილი...-უეცრად გაეცალა ნიკოლოზი ღიმილით და ქალს შეეგება...-ზუსტად შენ გელოდებოდით,მკვლელობაა და ჯობია მტკიცებულებების მოპოვების პროცესშივე კარგად გაეცნო საბუთებს.
-დაზარალებულის უფლებამონაცვლე დამჭირდება, ალბათ მისი მეუღლეა.განყოფილებაში რომ დაიბარებთ მეც გამაგებინეთ და მოვალ, პროკურატურაში აღარ მოუწევს სირბილი...-მხოლოდ ზედაპირულად გადახედა დანაშაულის ადგილს და გვამს თვალი აარიდა.ეკატერინეს დამცინავად ჩაეღიმა ქალის სისუსტეზე.
-ნოე თემურ პატარაიას მეუღლეს შეატყობინე, რომ განყოფილებაში დაკითხვაზე ველოდებით, მიშა შპს “ბრჭყვიალა ქვას” ესტუმრე და თანამშრომლები გამოკითხე, მეწილეები განყოფილებაში დაიბარე და...-როგორც კი დაინახა რომ თანამშრომლები მის თვალთახედვას მოწყდნენ, ქალს მზერა გაუსწორა და გაბოროტებით ამოთქვა...-ეკატერინე შენ თვალში ცუდად ნუ მომხვდები,სანამ არ გავარკვევ აქ რა ჯანდაბას აკეთებ...-სესილიმ თავი მოაბრუნა ამ სახელის გაგონებაზე და ეკატერინეს გაკვირვებით ააკრა თვალები, თითქოს ვერ იჯერებსო.ჯორჯაძემ გაიგონა როგორ უჩურჩულა,ქერათმიანმა პროკურომა გაბრიჩიძეს “ეს აქ რას აკეთებსო” და საერთოდ არ გაკვირვებია, როცა ნიკოლოზისგან ბრაზმორეული “წარმოდგენა არ მაქვს” იყო პასუხი.
გაბრიჩიძე შემხვევის ადგილზე მანამ დარჩა სანამ კრიმინალურმა პოლიციამ ოქმები არ შეავსო, ექსპერტებმა ადგილის დათვალიერებისას ნიმუშები არ აიღეს და მტკიცებულებები არ დალუქეს,გვამის პროზექტურაში გადასვენების მერე კი პირდაპირ განყოფილებაში წავიდა. უფროსის კაბინეტს გაცეცხლებული მიადგა, თუმცა თავისი უკმაყოფილების მიუხედავად, განყოფილების უფროსმა ვერაფრით დაამსვიდა, მეც ხელები მაქვს შეკრული, ჯორჯაძის დანიშვნა უსუალოდ მინისტრის განკარგულებით მოხდა და მე ვერ შევეწინააღმდეგებიო.ეცადა თავისი საუკეთესო თანამშრომელისთვის აეხსნა, კარგიცაა ასეთი კოლეგა რომ დაგემატებათ, ახალი საქმეების გადამკიდე ჯერ კიდევ გაუხსნელ ძველ საქმეებს პატრონი არ ჰყავთ და იქნებ ეკატერინემ მოახერხოს და რამე ახალიც იპოვოს, რაც გამოძიებებს და თაროზე შემოდებულ საქმეებს წინ წაწევსო.ერთიანად აჭარხლებულმა დატოვა უფროსის კაბინეტი და საკუთარი დეპარტამენტისკენ წავიდა, სადაც სიბრაზის მთავარი ფიგურანტი მშვიდად შეექცეოდა ყავას და დილით ექსპერტების მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩაერგო თავი.სისხლი უყიოდა ნიკოლოზს, უნდოდა ახლავე დაევლო ხელი კლოუნისთვის და კინწისკვრით გაეგდო სათათბიროდან,მაგრამ თავადაც ხვდებოდა, ასე ვერ მოვიქცევიო და ყავის აპარატს მიაშურა.ცივ გონებას დაბრუნებულმა,ქალის პირდაპირ მოიკალათა, სცადა მშვიდად გასაუბრებოდა.
-აბა ეკატერინე, დავით ჯორჯაძის საქმეს აგრძელებ? ამჯერად რის დასამალად იყენებთ თქვენს დიად კავშირებს?
-ოოხ ნიკოლოზ...-მოჩვენებითი გულუბრყვილობით ამოთქვა ქალმა...-შენ სულ შეთქმულება და ბოროტმოქმედება გელანდება იქ,სადაც დამინახავ.გეფიცები უკვე მწყინს...-კატოს თვალთქმაქცობა უკვე საზღავრს სცდებოდა გაბრიჩიძის გონებაში და ხვდებოდა რომ მეტი აღარ შეეძლო.
-არ მითხრა რომ სისხლი გიდუღს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის და საკუთარი ქვეყნის სამსახურში უანგაროდ ჩადგომა გადაწყვიტე...-დაცინვა არ დაუკლია თავად.
-და რა იცი, შენ რა იცი?...-უცებ დასერიოზულდა და მისკენ ერთიანად გადაიწია სახით...-იქნებ და ჩემი მიზანი ზუსტად მართლმსაჯულების აღსრულებაა?
-მართლმსაჯულებას დამნაშავეები ვერასდროს აღასრულებენ...-ისეთივე ტონით ამოიჩურჩულა, თავადაც ეკატერინესკენ გადახრილმა.
უცნაურ სიტუაციას შემოესწრო ნოე და ზღურბლს ვერ გადმომცდარი გაშეშებული იდგა ადგილზე.ჯორჯაძემ შენიშნა მისი შემოსვლა და თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნდა.შემოსწრებულს ახალი ამბები არ ჰქონდა,თემურ პატარაიას ცოლი ისეთ შოკში იყო რომ ტირილის გარდა თითქოს სუნთქვაც აღარ შეეძლო, სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა, ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩა და გამოკითხვაზე თავის შვილებთან ერთად მომდევნო დღეს დაიბარა. ეკატერინეს გულს ბაგა-ბუგი გასდიოდა, საერთოდ არ აინტერესებდა არც თემურ პატარაია, არც მისი ცოლის ისტერიკა, ახლა ერთადერთი რაც გონებაში მომწამვლელად დაურბოდა,არქივამდე მისვლა და იქ თაროებზე შემოდებული საქმეების ჩამოღება იყო.თავიდან ითმენდა, მანამდე სანამ მიშაც არ დაბრუნდა, ოღონდ მოწმეებთან და სესილისთან ერთად.ყოფილი ჯორჯაძე ფარულად აკვირდებოდა ქერათმიანის,ერთიან კლასიკურ კაბას და მის ფეხზე მორგებულ შავ მაღალქუსლიანს,ახლა ყოველგვარი სარაფნის და მოშიშვლებული გულმკრედის გარეშე ხედავდა ამ ქალს, პიჯაკში კიდევ უფრო მოხდენილად მოეჩვენა და სადღაც გულის სიღრმეში წაკბინა საკუთარმა ეგომ.მას შემდეგ რაც ნოე მოწმეებს დასაკითხი ოთახისკენ გაუძღვა, ეკატერინეც წამოდგა ადგილიდან და მიყოლა დააპირა,პროკურორი ზღურბლთან გაჩერდა და როცა ბიჭები შორს დაიგულა, ერთიანად შემოუბრუნდა.
-შენ საით გაგიწევია?...-კატო შეაცბუნა სიტუაციის შემობრუნებამ და პასუხის გაცემა დააპირა...-ჯობია ოქმები გადაათვალიერო, პირველივე დღეს დაკითხვის ოთახში მოხვედრა ძალიან ადრეა ქალბატონო.
სესილის ეგონა ადგილი მივუჩინე ქალს,რომელმაც ზაფხული ჩამაშხამა თავისი უეცარი გამოჩენით და გაბრიჩიძეზე ჩემთვის უცნობი მიზეზით ამხელა გავლენის მოხდენითო, მაგრამ მისი გონება ვერ მისწვდა იმ სურათს, სადაც კატო კმაყოფილებისგან ადგილზე ვეღარ ეტეოდა. მას ხომ საშუალება მიეცა, სანამ ოთხეული დაკითხვას მორჩებოდა, არქივში შეერბინა და გაეგო დაახლოებით სად ინახავდნენ მისი მიზნის მთავარ მამოძრავებელ საქმეებს.არქივში ყველაფერი სუფთად ინახებოდა,ერთ ეპიზოდიანი დანაშაულები წიგნებად აეკინძათ და ანბანის მიხედვით დაელაგებინათ, კატომ იცოდა რომ რასაც ეძებდა,თაროზე არ დაეტეოდა, ამიტომ ამ უზარმაზარი სივრცის ბოლოში გადაინაცვლა, დანომრილ ყუთებს დააკვირდა.დაახლოებით ოც წუთიანი მცდელობის მერე, აღმოეჩინა რა სისტემით ნომრავდნენ და როგორ პოულობდნენ ყუთებში ჩალაგებული საქმეების სახელებს,ვერაფერს გახდა და ნერვებმა უმტყუნა.ხელთავიდან დაყვა ყუთებს, თითოეულის თავზე დადებულ ფურცლებს სათითაოდ კითხულობდა,ზოგიერთი მათგანი იმდენად იდენტური იყო თავის საქმესთან რომ უწევდა, იმ კონკრეტულ ინფორმაციამდე მისულიყო, სადაც შეძლებდა გაერკვია, ნამდვილად აღმოაჩინა თუ არა თავისი საქმე.უკვე ჯიბრს აყოლილი, საკუთარ თავზე ბრაზდებოდა ამაზე მარტივი უბრალოდ გარეთ გასვლა და კითხვის დასმა იქნებოდაო, მაგრამ ხვდებოდა რომ ამით ყურადღებას მიიქცევდა და ეჭვს გააჩენდა.ამიტომ ისევ ერჩივნა აქ თავისით გაეკვლია გზა.ჩაბნელებულ ოთახში, ვერც მიხვდა ისე გაეპარა დრო,აღარ ახსოვდა არც თავისი ძვირფასი შარვალი და პიჯაკი, იატაკზე გართხმული,მძიმე დანაშაულების გამოძიების ქაღალდებით გარშემორტყმული უკვე ველურს გავდა,დაძაბული სახით და მექანიკურად მოძრავი ხელებით.რომ გეკითხათ რა დროაო, ალბათ პასუხს იმის გამო კი ვერ გაგცემდათ რომ არ იცოდა, იმიტომ რომ ვერ დაგინახავდათ და თქვენს სიტყვებს ვერც კი გაიგონებდა.”ღმერთო ამდენი მკვლელობა თუ ხდებოდა არც წარმომედგინა...ახალშობილის გაყიდვა? მეხუმრებით?... ესეიგი ნარკოტიკებით ბრაზილია გვამარაგებს, მაგარია …” თავისთვის ლაპარაკობდა და უკვე სათვალავი ერეოდა, 127-ე ყუთს დებდა თაროზე და უკვე თავბრუ ეხვეოდა.
-შენ ოქმების გადახედვის მაგივრად, არქივში არეულობის მოწყობა გადაწყვიტე?...-ჩურჩულიც კი ისე გაისმა ამ სივრცეში თითქოს ვიღაცას ბოლო ხმაზე დაეღრიალოს. ეკატერინე შიშისგან შეხტა და ერთიანად შემობრუნდა რომ დარწმუნებულიყო, ეს 2007 წელს დაჭერილი სერიული მკვლელი კი არა განყოფილების თანამშრომელიაო.გულზე ხელისგულაკრულმა დაინახა გაბრიჩიძე, თაროს რომ გვერდულად ეყუდებოდა და მისთვის უჩვეულო ღიმილით უღიმოდა.
-რადგან ჩემი არსებობა ამ განყოფილებაში ყველას აღიზიანებას, გადავწყვიტე მთავარ მოვალეობაზე ვკონცენტრირებულიყავი და ძველი საქმეების გაცნობა დავიწყე...-თავის მართლებასავით ჟღერდა გულამოვარდნილი ქალის აკანკალებული ხმა.
-კონკრეტულად რომელ საქმეს ეძებ?...-ყოფილი ჯორჯაძე გონს მოეგო, გაბრიჩიძე მას სრულიად მშვიდად,მეტიც-ღიმილით ესაუბრებოდა.მოდუნებული მიყრდნობოდა თაროს კუთხეს და ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.
-ნიკო მართლა მომაბეზრებელია უკვე ეს ეჭვები. კონკრეტულ საქმეს არ ვეძებ, ვცდილობ ჯერ კიდევ სასამართლომდე ვერ მისული საქმეები ვიპოვო რომ შესწავლა რაც შეიძლება მალე...-სიტყვის დასრულება არ დააცადა კაცმა, მისკენ ნაბიჯი წადგა და უკვე ზემოდან დამკვირვებელმა უჩვეულო სიმშვიდით და სინაზით ამოთქვა.
-ნიკო არა ეკატერინე, ბატონი ნიკოლოზი...მე შენთვის ნიკო დიდი ხანია აღარ ვარ...-ყოფილ ჯორჯაძეს სხეული გაეყინა, მარცხენა მხარეს თითქოს მართლა გაიგონა მსხვრევის ხმა და კაცის იმედგაცრუებულმა სიტყვებმა აგრძნობინეს რომ გულში რაღაც ჩასწყდა.
-მაპატიეთ ბატონო ნიკოლოზ...მეტჯერ აღარ განმეორდება...-ამოთქვა თვითონაც მშვიდად და ისევ ზურგით მისკენ, ყუთებისკენ შებრუნდა.
-სასამართლომდე ვერმისულ საქმეებს მეოთხე სექციაში ვინახავთ,დანომვრას სისტემატიზაციისთვის არ ვაკეთებთ, უბრალოდ ყუთები რომ არ აირიოს, თუ რამდენიმეზე ერთი და იგივე ციფრი შეგხვდება, ესეიგი საქმე რამდენიმე ყუთშია გადანაწილებული...-მიბრუნდა და სანამ გავიდოდა, კიდევ მოაძახა...-წასვლისას ყუთები თავის ადგილზე დააწყვე...არ აურიო ერთმანეთში !
ყოფილი ჯორჯაძის პირველი სამუშაო დღე ასეთუისე მშვიდობიანად სრულდებოდა, თუმცა გაბრიჩიძე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ კატო ლეპტოპს მოიმარჯვებდა კომპიუტერულ პროგრამაში სისტემატიზაციის გეგმას შეადგენდა და დილამდე ყველა ყუთს თავისთვის გასაგებ, მარტივად აღქმად სახელს მიანიჭებდა, რათა მათი შემდგომი მოძებნა ბევრად მარტივი და ინფორმაციული ყოფილიყო. ვერც იმას გაიგებდა ვერასდროს, რომ კატომ თავისი ინტერესის მთავარი საქმე იპოვა, სახელი გადაარქვა და სხვებისთვის თვალის ასახვევად ზუსტად ის რამდენიმე ფურცელი დაადო თავზე,რომლის გადაკითხვისას ნიკოლოზი აღმოაჩენდა რომ კატოს უბრალოდ ბრაზილიიდან შემომავალი ნარკოტიკების ძველი საქმის გადახედვა სურდა, რომელიც ვერ იქნებოდა საფრთხის შემცველი იმდენად, რამდენადაც დამნაშავეები უკვე ციხეში ისხდნენ და საქმეს პრეცენდენტიღა ერქვა, რომელიც წესით კატოსნაირი ახალბედასათვის გამოცდილების დასაგროვებელ საშუალებას წარმოადგენდა.ყოფილმა ჯორჯაძემ გამთენიისას დაასრულა ე.წ სპეცოპერაცია, ყუთი რომელშიც ფურცლების სახით ბომბი იმალებოდა,უმნიშვნელო ნივთივით შემოდო თაროზე და კარი გაიხურა. სახლში მისულმა გამოსაფხიზლებლად შხაპი მიიღო, გამოიცვალა, მაკიაჟით უძილობის მამხილებელი ჩაშავებული უპეები დამალა და სამი ჭიქა ყავა დალია, რომ როგორმე ძილის დემონებისთვის თავი დაეღწია.კარი გამოიხურა და ოფისიდან მხოლოდ სამი საათის წინ წამოსული, უკვე თავის ადგილას იჯდა, ოქმებს ათვალიერებდა და თავმომწონედ იღიმოდა, შპს “ბრჭყვიალა ქვის” მეწილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც ამტკიცებდა რომ თემურ პატარაიას საყვარელი 25 წლის ანა კიკოლაშვილი იყო და მას თურმე საგულდაგულოს უმალავდა კაცი თავის ქორწინებას.

პ.ს მომავალ თავში დიდი ამბები გველის...ბანქო გაშლილია და კარტები ნელ-ნელა იხსნება...თქვენი კომენტარები, არ იცით როგორ მახარებს და რამხელა მოტივაციას მაძლევს რომ წერა გავაგრძელო <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ნამდვილად ჩახლართული სიუჟეტია. ნაიას მამა როგორც ჩანს ნიკოლოზია და მან არაფერი იცისს. აუჰჰჰჰჰჰჰ. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს და მადლობა რომ არ აგვიანებ

 


№2  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
ნამდვილად ჩახლართული სიუჟეტია. ნაიას მამა როგორც ჩანს ნიკოლოზია და მან არაფერი იცისს. აუჰჰჰჰჰჰჰ. მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს და მადლობა რომ არ აგვიანებ

მადლობა რომ კითხულობ და ყოველთვის პოულობ დროს შენი კომენტარით გამახარო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ გელოდები ყოველდღე

 


№4 სტუმარი ფიონა

უყურე შენ პატარაიას..
ტიტუჰ..
როგორ მინდა ჭორიკნები და მოღალატე ხალხი ამ ქვეყნიერებიდან აორთქლდნენ..
საიტერესოა.. "დაბრუნება ორი კვირით"
და კიდევ უფრო ვინტერესდები.. ასეთი რა დაბრუნებაა რომ სახელიც კი ეწოდა.. :დდ
ველი.. :დ

 


№5 სტუმარი თმთ

მომწონხარ მაგრამ დიდხანს ნუ გვალოდინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent