"დაბრუნება ორი კვირით" (9)
მაღვიძარამ ვერ შეძლო ეკატერინეს ძილის დაფრთხობა,მხოლოდ მას შემდეგ გაახილა ძალდატანებით თვალთახედვა,როცა ტელეფონი აწკრიალდა და საპასუხოდ დასწვდა.ჯერ კიდევ საძინებლის ფანჯრებიდან შემომავალი მზის სხივებით შეწუხებულმა, თვალგაუხელელად ამოიხრიალა გისმენთო და იქედან გეგას ხმამ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. -კატოოო შენ კიდევ გძინავს? უკვე ცხრა საათია, სამსახურში არ მიდიხარ?...-გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე და ტელეფონის ეკრანს დააკვირდა...-ჩაგეძინა? -ჩამეძინა გეგააა...-უღრიალა ყურმილში,თითქოს კაცის ბრალი ყოფილიყოს გუნშინდელი წითელი ღვინით თრობა. -მოასწრებ მომზადებას...-დასცინა მეგობარმა და მაშინვე სიცილით გაუგრძელა საუბარი...-მისმინე დღეს პარასკევია,ასე რომ ჩემთან გელოდები. -რა ხდება?...-ჯერ კიდევ ნახევრად მძინარემ, სააბაზანოს კარებსაც ხელისცეცებით რომ მიაგნო,ვერ გაანალიზა. -რას ქვია რა ხდება? უქმეები იწყება და გამო დავლიოთ,თან მომიყვები ამ ერთი კვირის მანძილზე როგორ უძლებ ჩემი ბავშვობის მეგობარს. -მოიცა...-იმ წამსვე გაუარა გუშინდელი ღამის ეფექტმა და მოფხიზლებულ გონებაზე მყოფი ეცადა გეგას ამ სიტყვებს ჩასწვდომოდა. -ხო გუშინ შევხვდით,ლაშას დაბადების დღე იყო და დამპატიჟეს,მუშტი-კრივი არ გაგვიმართავს რაც უკვე კარგია...გელოდები...-ეშმაკურად მოაძახა როცა მიხვდა რომ ეკატერინე ერთ ადგილზე გაყინული გაკვირვებისგან ხმას ვეღარ იღებდა. ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო, ჩაიდანი გაზზე შემოდგა და თვითონ სააბაზანოში შევიდა, სულ მცირედ მაინც რომ დაემალა გუშინდელი ღამის მტკიცებულებები თავის სახეზე.მძიმე მაკიაჟს იცოდა,რომ ვერ აიტანდა სახეზე, ამიტომ ისევ მსუბუქს დასჯერდა და ჩვეულ კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი,დაბალძირიან ტყავის ფეხსაცმელებს გაუაზრებლად ეცა, გუმანით გრძნობდა რომ მაღალ ქუსლებზე ასეთი თავბრუსხვებით ვერ შეძლებდა მთელი დღე დგომას.საათს რომ დახედა, ნახევარი საათიღა ჰქონდა დარჩენილი, სწრაფად მოათავსა მოხარშული ყავის სითბო თერმოსში და ჩანთა აკიდებული, მოუსვენრად ბორგავდა ლიფტში, სანამ მანქანამდე არ მიაღწია. განყოფილებასთან მისულმა მანქანა დააყენა და გადმოსვლისას ნოეს შეეჩეხა, რომელიც იმ წამის მოსული იყო თავადაც.თანამშრომელი მიესალმა და ჰკითხა მზად თუ ხარ შენი პირველი დაკითხვისთვისო.ქალს გაეღიმა, როცა კარი გაუღეს და პირველი გაატარეს შესასვლელში.სათათბირო ოთახში შეკრებილ საზოგადოებას გაცხარებული კამათი ჰქონდა გამართული,თუმცა კატოს დანახვაზე გაჩუმდნენ და დაბნეული მიშა პირდაპირ ყავის აპარატისკენ წავიდა.ეკატერინემ იგრძნო როგორ ეხვეოდა თავბრუ და მიხვდა ყველაფერი გუშინდელი შიმშილობის ფონზე დაცლილი ღვინის ბოთლის ბრალი იყო.ნოეს ტელეფონზე დაურეკეს და მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ,ოთახი დატოვა.ქალი მაგიდას მიუჯდა და თვალები დახუჭა,როგორმე გულისრევის შეგრძნება რომ გაექრო.მის წინ ყავის ფინჯანი დადგეს და როცა აიხედა მიშა ღიმილით ედგა თავზე. -მძიმე ღამე იყო?...-მის პირისპირ მაგიდასთან მოთავსებული დაელოდა პასუხს. -ოქმების კითხვაში შემომათენდა და ღვინის ბოთლი როგორ ჩავცალე ვერ გავიგე...-მოხერხებულად იცრუა.გაგრძელებას აპირებდა მაგრამ კარებში თავი შემოყო ნოემ,რომელმაც ამცნო დაკითხვის ოთახში გამომყევიო. ანა კიკოლაშვილი დაბნეული, შეშინებული და ერთიანად გადათეთრებული იჯდა დიდ შავ შუშას თვალებმიშტერებული. შუშის მიღმა იდგენენ მიშა და ნიკოლოზი.ნოეს გვერდით მოთავსებული კატო წყალს სთავაზობდა ქალს, სანამ ნოე თავის უფლებებს განუმარტავდა მოწმეს, მერე კი როცა ადვოკატზე უარი მიიღო, გაჩუმდა.დიდხნიანი დუმილის მერე ფრთხილად სცადა მისი ალაპარაკება. -რამდენი ხანია რაც პატარაიას ხვდებით? -სამი თვე იქნება...-ამოიჩურჩულა გოგომ და თავი ჩახარა. -როდის გაიგე რომ ცოლ-შვილი ჰყავდა?...-ისე ჰკითხა ჯორჯაძემ,რომ ეგრძნობინებინა ვიცი რომ საიდუმლო გაუგე, ამიტომ არც კი სცადო ტყუილის თქმაო. -არ ვიცოდი...-ეცადა მზერა აეცილებინა ქალის თვალთახედვისგან. -ანა, თქვენ მოტივი და შესაძლებლობა გქონდათ, თუ სიმართლეს არ იტყვით მდგომარეობას დაამძიმებთ...-მშვიდად ამოთქვა ნოემ და გამომცდელად დააკვირდა.ყველაფერი უშედეგო იყო, კიკოლაშვილი ლაპარაკს არ აპირებდა.ყოფილმა ჯორჯაძემ თავი ფრთხილად მიაბრუნა შუშისკენ,მერე კი ტაქტიკა შეცვალა. -ასე ვქნათ ანა, მე მოგიყვები რას ვფიქრობ,შენ უბრალოდ თავს დამიქნევ თუ მეთანხმები,კარგი?...-კიკოლაშვილი გაყინული თვალებით უყურებდა და არ იძვროდა...-იმ საღამოს ერთად იყავით, თბილისის ზღვაზე ამ ამბის გასარკვევად განმარტოვდით,თემურმა აღიარა რომ ცოლი ჰყავდა, შენ გაბრაზდი როცა დაშორებაზე სიტყვა ჩამოგიგდო.მესმის, თავი მოტყუებულად და მიტოვებულად იგრძენი, ძალიან გაბრაზდი, შენ ხომ გამოგიყენეს, ქვა აიღე და გონებადაკრგულმა მთელი ძალით ჩაარტყი,მერე როცა დაინახე როგორ დაეცა,შეგეშინდა,ადგილზე დატოვე თავის მანქანასთან და გაიქეცი...ასეა?...-კატო უყურებდა ყველა მიმოხრას, ყველა მოქმედებას რასაც ანა მოსმენის პროცესში თავისდაუნებურად აკეთებდა.სიტყვის ბოლოს რომ ვერც თანხმობა მიიღო და ვერც უარყოფა,გაბრაზდა და პირდაპირ მიახალა…-გაბრაზდი და მოკალი,აღიარე ! -მე არ მომიკლავს !...-იყვირა უეცრად და ტირილი აუტყდა...-იმ საღამოს თბილისის ზღვაზე ვიყავით, ვლაპარაკობდით, მითხრა ცოლ-შვილი მყავს და გიმალავდიო...გავბრაზდი, მეგონა დაშორება უნდოდა,მაგრამ პირიქით, ცოლთან გაყრა უნდოდა, მითხრა მიყვარხარ და მინდა შენთან ერთად საცხოვრებლად მარტო გადასვლაო...-წყალი მოსვა და ტირილი ვეღარ შეიკავა. -მაშინ როგორ ახსნი იმას რომ მეორე დილით როცა მკვდარი ვიპოვეთ შენ მის გვერდით არ იყავი. -იმიტომ რომ მე წამოვედი, გაბრაზებული ვიყავი და მოტყუებული...-აყვირდა და თვალებ აკვასკვასებულმა გადახედა ქალს ასე რომ ჩააცივდა,ნოე გამომცდელად აკვირდებოდა, თითქოს მისთვის ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა ეკატერინე მიხვდა, წამიერად გაჩუმდა და კიკოლაშვილისკენ გადახრილმა ღვარძლიანად ამოსისინა. -ნუ იტყუები ანა ! დაინახე ვინც ჩაარტყა ქვა თავში...ვის აფარებ ხელს ? ვის იცავ? ...-გამომცდელ,სულში ჩამძვრალ მზერას ვერ გაუძლო და თვითონაც გამაღიზიანებლად ამოიჩურჩულა. “მგონი ადვოკატი მჭირდებაო”. ჯორჯაძემ თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა სახის კუთხეებზე, ნოეს გადახედა და დამცინავად უთხრა “ადვოკატი ჭირდება ნოე”-ო, მერე დაკითხვის ოთახიდან გამოვიდა და გვერდით კარში შეძვრა, სადაც ნიკოლოზი და მიშა ყურადღებით ადევნებდნენ თვალს სიტუაციას. -მას არ მოუკლავს, მაგრამ გარეულია ამ საქმეში და სულ მცირე იცის ვინაა მკვლელი...-თავდაჯერებით ამოილაპარაკა კატომ და გაკვირვებით გადახედა ნიკოლოზს,რომელმაც ისე გამოუწოდა ბორჯობის შუშის ბოთლი,მისკენ არც გამოუხედავს. ქალი უსიტყვოდ დასწვდა გაზიან სასმელს და როგორც კი მცირედად მოსვა,მაშინვე სასიამოვნოდ დაუარა სხეულში გამომაცოცხლებელმა სითხემ. -ვფიქრობ შაბათ-კვირას დასვენება არ გვეღირსება...-წარბაწევით გადმოხედა მიშამ და ორივემ ქურდულად გაიხედა კოპებშეკრული გაბრიჩიძისკენ. -დღეს თემურ პატარაიას ცოლი და შვილები მოვლენ, გავარკვიოთ რომელიმემ თუ იცოდა მამიკოს საყვარლის არსებობის შესახებ...მიშა ეცადე გაარკვიო საიდან გაიცნეს ერთმანეთი თემუმ პატარაიამ და ანა კიკოლაშვილმა, ეკატერინე შენ ოქმებს გადახედე, იქნებ რამე გამოგვრჩა...-მისი სახელი ამჯერად მშვიდად წარმოთქვა და ჯორჯაძემ მადლიერებით სავსემ გადახედა.კატო მიღებული იყო განყოფილებაში,როგორც კოლეგა და როგორც გუნდის წევრი,ახლა აქ ყოფნა ისე აუტანლად აღარ ეჩვენებოდა. ახალი მოწმეების დაკითხვამდე მხოლოდ ორი საათი ჰქონდათ,კატო დაძაბული კითხულობდა ოქმებში ასახულ თითოეულ კითხვას.დანაშაულის ადგილზე შევსებულ დათვალიერების ოქმში,მანქანის საბურავების კვალი ჰქონდათ ნიმუშად აღებული თუმცა ექსპერტის დასკვნა ჯერ მზად არ იყო,მკვლელობის იარაღიც ვერ იპოვეს,რაც მარტივი გამოსცნობი იყო,რატომ.მერე თავად კომპანიის მიერ წარმოდგენილ აღრიცხვებს და დოკუმენტებს გადაავლო თვალი.გაჩერდა,აზრმა გაურბინა გონებაში და ფილმის კადრებივით დატრიალდა ინფორმაცია, ნანახი, მოსმენილი.სწრაფად წამოხტა, დერეფანში გასულმა მიშა დალანდა და მოუთმენლად ჰკითხა “კიკოლაშვილი უკვე წავიდაო?”,როცა უპასუხეს რომ ნოე მის ადვოკატთან ერთად ისევ დაკითხვის ოთახში იყო, გულამოვარდნილმა შეაღო კარი.სივრცეში ადვოკატის გაცხარებული საუბარი შეწყდა და ქალს გადმოხედა.ჯორჯაძე ანასთან დაიხარა და ღიმილით ჰკითხა. -ანა მხოლოდ ერთი შეკითხვა, ეს რომელი ძვირფასი ქვებია?...-შეცბუნებულმა მოწმემ ადვოკატს გადახედა,რომელმაც თავი დაუკრა იმის ნიშნად,შეგიძლია უპასუხოო. -ზურმუხტია...-დაცინვით გახედა,თითქოს აგრძნობინა ქალი ხარ და იმასაც ვერ არჩევ რომელი ძვირფასი ქვააო. -ყელსაბამიც,საყურეებიც და ბეჭედიც...-სულმოუთქმელად იკითხა კატომ დაბნეულმა. -გაგიჟდი? ბეჭედი სამკარატიანი ბრილიანტია ...-თავმომწონედ ამოთქვა და როცა კატოს მზერას შეეჩეხა ხელისგული პირზე აიკრა,მხოლოდ მაშინ გაანალიზა რომ ქალი კმაყოფილი იღომოდა, გაასულელა. -თემურს იმ ღამეს არ შემოუთავაზებია ცოლობა ხომ ასეა? ხელი ბევრად ადრე გთხოვა და შენც დათანხმდი...-კითხვა არ იყო, ჯორჯაძემ ზუსტად იცოდა სიმართლეს ვამბობო. ოთახიდან გამოსვლისას ნოეს მიაძახა არ გაუშვა, მოწმემ ჩვენების მიცემისას იცრუაო და დერეფანში გაუჩინარდა. კომპიუტერების ოთახში მიშა იპოვა და თხოვა, იქნებ შეძლო და კომპანიის მეწილეები, თემუ პატარაიას ცოლ-შვილის მოსვლას დაამთხვიოო.არ დაკმაყოფილდა,იმას რომ მეწილეები უკვე გამოკითხულები იყვნენ და მოთხოვა ხელახლა გამოვკითხოთო.საბოლოოდ დაითანხმა.შემდეგი გაბრიჩიძე იყო, რომელსაც ვერსად მიაგნო.იძულებული გახდა დაერეკა,ყურმილს მიღმა ჩურჩულთ უთხრეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ვარ და საუბარი არ შემიძლიაო.ეკატერინეს სისხლი უდუღდა, რაღაცას მიხვდა და ახლა მხოლოდ მტკიცებულებებით განმტკიცება სჭირდებოდა,ამიტომაც არ დაზარებია,მანქანით გაბრიჩიძისკენ წასვლა. ბიუროს მიმღებში იკითხა, გამომძიებელი ნიკოლოზ გაბრიჩიძე ხომ არ იცით სადააო და ხელით მარცნივ მიანიშნეს.უკვე ფიქრობდა დავიკარგეო,მაგრამ მალევე დალანდა კედელთან აყუდებული, მომლოდინე გაბრიჩიძე, მისკენ წავიდა და კაცმა გაკვირვებით გადახედა. -უნდა დამეხმარო...-ამოიჩურჩულა და პატარა გაჯიუტებული ბავშვივით,ლამის ფეხის ბაკუნი დაუწყო. -კატო ექსპერტიზის ბიუროში მოსვლა არ იყო საჭირო...რა ხდება, გაგიჟდი? -მოსამართლესთან უნდა დარეკო...-თავდაჯერებით ამოილაპარაკა. -აჰა, აშკარად,გუგები გაგიფართოვდა,აქვე ვართ და გინდა ექსპერტს ვთხოვო შემოწმება?...-დასცინოდა კაცი. -მისმინე, სასწრაფოდ გვჭირდება თემურ პატარაიას შემოსავლების გადამოწმება, შემოსავლების სამსახურში. -მოსამართლეს შუამდგომლობას წარვუდგენ და ორ დღეში განჩინება გვექნება. -ორი დღე ბევრიაა…-ამოიწუწუნა, თითქოს ეუბნებოდა, როგორ ვერ ხვდებიო...-დღეს პატარაიას ცოლი და შვილები, კომპანიის მეწილეები დაკითხვაზე დავიბარეთ. შემოსავლების დოკუმენტებზე წვდომა მაქსიმუმ 2 საათში უნდა მქონდეს…-თვაბლებგაფართოებულმა ჯორჯაძემ ხელი ჩასჭიდა და შედარებით მოფარებულ ადგილას მიიყვანა, მერე კი ჩურჩულით ამოილაპარაკა. -კატო ერთი საათის წამოსულიც არ ვარ განყოფილებიდან და შენ უკვე თავზე დაგიმხია. -ხო მაგრამ კვალს მივაგენი, ახლა მტკიცებულებები მჭირდება...-ჯიუტად ამოილაპარაკა...-ნიკო! ბოდიში...ბატონო ნიკოლოზ, სესილის თუ გავაგებინებთ, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ხელს წაგვაშველებს. -აჰა, მე არ გყოფნი და ახლა სესილიც გარიე...-გაბრაზებულმა დაუქნია თავი...კატოს მოთმინება გამოეცალა და ბრაზით აიქნია ხელი. -კი ბატონო, დამღალე შენი უმოქმედობით, რაც გინდა ის ქენი. -კატო ნუ ყვირი...-ჩურჩულით ამოთქვა კაცმა და ხელისგული ააფარა პირზე, კატო ჩაჩუმდა და შეცბუნებული დააკვირდა კაცს, ნიკას გაეღიმა და ისე რომ ხელი არ მოუშორებია, სახე ახლოს მიუტანა და ღიმილით ამოთქვა...-ასე მოვიქცეთ, დღეს ყველა გამოვკითხოთ, მე მოსამართლის სახელზე შუამდგომლობას დავწერ და ერთად მოვიფიქროთ შენი მოსაზრება სწორია თუ არა, კარგი?...-ეკატერინემ ხმა ვერ ამოიღო და პატარა დამჯერი ბავშვივით დაუქნია თავი.მხოლოდ მაშინ მოაშორა გაბრიჩიძემ ხელისგული და გაეღიმა, ქალმა დაბნევით რომ სცადა მზერის დამალვა მისგან. -წავედი...-ჩურჩულით წარმოთქვა კატომ ჯერ კიდევ ერთ ადგილზე მდგომმა. -არა,დამელოდე ერთად წავიდეთ. -მე ჩემი მანქანით ვარ...-ვერ მიხვდა კატო ერთად როგორ უნდა წასულიყვნენ ცალ-ცალკე მანქანებით მოსულები. -სამაგიეროდ მე მოვედი ტაქსით...-წარბები შეკრა ქალმა გაუგებრობის ნიშნად...-გუშინ ლაშას დაბადების დღე იყო და მანქანა მასთან დავტოვე. ხუთწუთიანი დუმილი საერთოდ არ აწუხებდა გაბრიჩიძეს, სამაგიეროდ კატო ვერ ისვენებდა ერთ ადგილას და იმასაც ვერ ხვდებოდა რას ელოდებოდნენ.ინტერესით აცეცებდა აქეთ-იქეთ თვალებს და ყველა გამვლელს აკვირდებოდა.არ მოასვენა ეშმაკმა, შეუჩნდა და აალაპარაკა. -ისე სესილი ძალიან ლამაზი ქალია...-სასხვათაშორისოდ ამოთქვა და გვერდზე მიტრიალდა. -კი ძალიან ლამაზი ქალია...-ცეცხლზე ნავთი დაუსხა გაბრიჩიძემ და დაცინვით გადმოხედა, ერთიანად გაკაპასებულ ქალს. -აჰა, ესეიგი მოგწონს.ძალიან კარგი...-თავი დაუქნია ნიკოლოზმა და მზერა ისევ კარზე გადაიტანა...-ბათუმშიც მახსოვს რამდეჯერმე ერთად დაგინახეთ…-არ ეშვებოდა კატო,მაგრამ ნიკოლოზი მხოლოდ თავს უქნევდა, სიტყვაც არ აღირსა...-ესეიგი ერთად ხართ?...-სულ წაერთვა მოთმინება და ჯიქურ შეეკითხა.კაცმა დააპირა რაღაცის თქმა,თუმცა კარი რომელსაც აქამდე მიშტერებოდნენ გაიღო და ახალგაზრდა,თეთრ ხალათში გამოწყობილმა გოგონამ მისი ყურადღება მიიპყრო. -ბატონო ნიკოლოზ თქვენი დასკვნა მზადაა. -მადლობა თეა...-ხელიდან ხელში გადავიდა საბუთები და ნიკოლოზი გაურკვევლობის შეგრძნებით დააკვირდა კატოს. -თეა…-მხრიარულად დაიძახა ჯორჯაძემ და ქალს შემოეხვია. -კატოო, რამდენი ხანია არ მინახიხარ, ნათიამ მითხრა ჩამოვიდაო,მაგრამ მეგონა უკან წახვედი...-აჟიტირებული გოგო თვალებს ვერ უჯერებდა. -დავრჩი, სამსახური გამოჩნდა და ნელიკო მარტო წავიდა უკან. -ნაიასთან ერთად იყავი ხომ ჩამოსული?...- ღიმილით ჩაეკითხა...-როგორაა თორნიკე? -თორნიკე კარგადაა, მუშაობს და არის...-კატომ გვერდიდან მომავალი თვალების ბრაზი იგრძნო და ეცადა დაეიგნორებინა. -როგორ ართმევს თავს მამობას? -ხომ გახსოვს, როგორიცაა. ნაიასთან ერთად თუა,მასზე მეტი ჭკუა არ მოეკითხება…-ორივეს გაეცინა და ყოფილი ჯორჯაძე მიხვდა რომ თეას კიდევ უნდოდა კითხვების დასმა, შეეშინდა რამე ზედმეტი არ წამოსცდესო და დამშვიდობება სცადა…-თეა ახლა სამსახურში უნდა დავბრუნდე, საღამოს ნათიასთან დავრეკავ და ამ დღეებში შევიკრიბოთ ჩემთან. თეა იმავე კარში მიიმალა და კატო ჩუმად გამოჰყვა გაბრიჩიძის მძიმე ნაბიჯებს.მანქანაში მოთავსებულები ჯიუტად არიდებნდნენ მზერას ერთიმეორეს.გაბრიჩიძე კოპებშეკრული ჩავარდნილიყო ფურცლებში და ერთი შეხედვითაც ეტყობოდა,საერთოდ არ აინტერესებდა იქ რა ეწერა.უკვე განყოფილებიდან ხუთი წუთის სავალზეღა იყვნენ როცა ფურცლებს ხელი უშვა და მოუთმენლად გადმოხედა. -ესეიგი თორნიკე არა?...-მძიმედ ამოიხვნეშა ეკატერინემ და მიხვდა,რომ ახლა დაიწყებოდა...-მაინც როგორი ბიჭია თორნიკე? -ძალიან კარგი...-მამაკაცის ტონით გაღიზიანებული კატო თავის ტყავში ვეღარ დაეტია...-ჭკვიანი,შრომისმოყვარე,მოსიყვარულე და საოცარი მამობის უნარით დაბადებული. -აქედან ერთად წახვედით? თუ იქ გაიცანი რომეო? მოიცა ესეიგი ის ბავშვი ჯორჯაძე არ არის?...-უეცრად გამოერკვა ბრაზიდან და ინტერესით იკითხა. -არა, იმ ბავშვს სახელი აქვს-ნაია და ჯორჯაძე არაა. -აბა რა გვარია თორნიკე?...-დაცინვით წარმოთქვა ნიკოლოზმა და სცადა თავისი ღვარძლი დაემალა. -გინდა სესილიზე ვილაპარაკოთ? შენ ხომ …-მანქანა განყოფილების წინ გააჩერა და ნიშნისმოგებით წარმოთმული სიტყვებით მოუბრუნდა. -არა ! ამ დასკვნას გადახედე, ადგილზე აღებული საბურავების კვალი ერთი და იგივე მანქანას არ ეკუთვნის. მანქანიდან გადმოვიდნენ და კატომ ამოიკითხა,რომ მეორე მანქანის საბურავების კვალის შესაბამისად, ტოიტას მარკის Rav4 მოდელს ეძებდნენ.ნიკოლოზმა დერეფანში თვალი მოკრა მიშას და დაავალა ტოიოტას ცენტრში დაერეკა და სრული სია გადმოეცათ,მათი ვინც ეს ავტომობილი შეიძინა.სათათბირო ოთახში შესულმა ყავა დაისხა და საათს დახედა.მხოლოდ ათი წუთი უწევდათ მოცდა,სანამ მოწმეები დასაკითხად გამოცხადდებოდნენ.მაშინ მოუბრუნდა კატოს და მშვიდად ჰკითხა რა გეგმა გაქვსო. სათათბირო ოთახში უკვე გუნდის ყველა წევრი იყო, სესილიც კი, რომელიც ქურდულად აკვირდებოდა ერთმანეთთან აშკარად მშვიდად მოლაპარაკეებს და ვერ ხვდებოდა ერთ დღეში რა შეიცვალა.კარზე დაცვის თანამშრომელმა მოაკაკუნა და გაბრიჩიძემ თემურ პატარაიას მეუღლე დერეფანში დალანდა.ამჯერად კატო მიშასთან ერთად ატარებდა დაკითხვას.როგორც კი ფორმალური საკითხები გაიარეს და არასრულწლოვანი ბიჭის უფლებაც,მის დაკითხვას დასწრებოდა ფსიქოლოგი, შესრულდა,ყოფილმა ჯორჯაძემ მიშას ხანგრძლივი, ტექნიკური ხასიათის კითხვების მერე პირველად ამოიღო ხმა. -ქალბატონო თინათინ როდის გაიგეთ,რომ მეუღლე გღალატობდათ?...-კატო რეაქციას დაელოდა, ახლა ქალი უნდა აფეთქებულიყო, ან სრულიად მშვიდად ეთქვა პასუხი.შუალედური რეაქცია არაფერს მისცემდა. -იმ პატარა გოგოზე ამბობთ? Რაღაცას იგონებს, ჩემი მეუღლე მოღალატე არასდროს ყოფილა. -დედა ! ახლაც თვალებზე იფარებ ხელს, გამოფხიზლდი....-მოუთმენლად წარმოთქვა თემურ პატარაიას ქალიშვილმა და კატომ თვალები დაჭყიტა სიტუაციის ასეთი შემობრუნების დანახვისას...-კარგა ხანია თემური ამ ამბის დამალვას აღარც კი ერიდებოდა. -თქვენ იცოდით და გაღიზიანებდათ,მამათქვენის გატაცება, თან დედაზე ბრაზობდით ხომ ასეა?...-ცეცხლზე ნავთი დაასხა ეკატერინემ. -სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა...-ღვარძლით ამოისისინა გოგომ და რაღაც მომენტში კატომ გაიფიქრა, ახლა სიამოვნებით მითავაზებდაო. -როდის გაიგეთ? … - დაზუსტება სცადა მიშამ. -ორი თვის წინ, რეგულარულად დაიწყო მასთან დარჩენა, სახლში აღარ მოდიოდა, მივხვდი საყვარელი რომ ჰყავდა. -იცოდით ვინ იყო? -არა, ეგ უკვე თქვენი დამსახურებით გავიგე...-თავი მიაბრუნა და გაისუსა. -გათხოვებას აპირებთ ლიზა? ...-გაკვირვებით გამოხედა გოგომ და თავადაც დახედა ბეჭედს,რომელსაც კატო აშტერდებოდა, ჯერ არაო იყო პასუხი...-ასეთი ძვირფასი ბეჭედი მამამ გაჩუქათ? -ლიზა კახაზეა დანიშნული...-პასუხი დედამისმა გასცა და შვილს გაკვირვებულმა გადახედა, დამალვა რა საჭიროაო -ბრჭყვიალა ქვის მეწილეზე?...-გაკვირვებით იკითხა მიშამ და კატოს გადახედა,რომელიც ნიშნისმოგებით უყურებდა გასუსულ ლიზას და ისეთი ღიმილი ჰქონდა აკრული, თითქოს აგრძნობინებდა გამოგიჭირეო. დაკითხვის ოთახიდან გამოვიდა და გვერდითა კარი შეაღო.სესილი ტელეფონზე საუბრობდა და მხოლოდ გაკვრით მოკრა ყური როგორ დაემშვიდობა მოსამართლეს.გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაზე უარი განაცხადეს, კატო ორშაბათს მიიღებდა თემურ პატარაიას შემოსავლების მთელ ისტორიას და მკვლელს ჩაავლებდა.ნიკოლოზს ურჩია ყველა გაუშვი და ორშაბათს დაიბარეო, საყვედურებს არ დალოდებია,ისე გამოვიდა ოთახიდან. საღამოს ყველა სათათბიროში შეიკრიბა და ეცადნენ უკვე ცნობილი ფაქტები დაეკავშირებინათ ერთმანეთთან.მიხვდნენ რომ სანამ ტოიოტას ცენტრიდან არ მოვიდოდა საბუთები და შემოსავლების სამსახური წვდომას არ მისცემდათ თემურ პატარაიას ინფორმაციაზე,მანამდე ხელს ვერავის დაადებდნენ,ამიტომ მშვიდობიანად დაიშალნენ, უქმეების სასიამოვნოდ გატარების იმედით.განყოფილებიდან გამოსულ კატოს გეგამ დაურეკა და უთხრა დღევანდელი შეკრება არ გამოვა, ნიკამ დამირეკა და თავისთან დამპატიჟა სახლში,ბიჭები იკრიბებიანო. ყოფილი ჯორჯაძე მიხვდა რომ სიტუაცია უცნაურად გამოიყურებოდა და გონებაში მწარე ეჭვმა გაკრა,თუმცა რაც უფრო მეტს ფიქრობდა,მით მეტად შორდებოდა სწორ პასუხებს და სახლში გაწყვეტილი მძივის თვლებივით დაბნეული დაბრუნდა. პარასკევი საღამო კიდევ ერთ მშვიდობიანად გათენებულ მომავალ დღეს პირდებოდა,მანამ სანამ პიჟამაში გამოწყობილს სანდრო ჯორჯაძემ არ დაურეკა და ქვემოთ ჩასვლა არ მოთხოვა. არ დათანხმდა ქალის მოთხოვნას მაღლა ასვლაზე და გააფრთხილა კომფორტულად ჩაიცვი, უნდა წავიდეთო.ეკატერინე გაურკვევლობის განცდამ შიშებამდე მიიყვანა,თუმცა იცოდა რომ გასაქცევი ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. დაყვა, კიდევ ერთხელ ენდო ჯორჯაძის ჩანაფიქრს. სანამ კაცის მანქანა თბილისიდან არ გავიდა და დასახლებული პუნქტებისგან შორს, უკაცრიელ ადგილას არ გაჩერდა. კატოს თვალებში შეუჭყიტინა მის წინ მდგარი მანქანის ფარებმა და როცა უცხო მანქანის ფარები ჩაქრა, გამოკვეთილ ფიგურაში ნაცნობი სახე ამოიცნო. შეძრწუნებისგან ნაბიჯი უკან წადგა და სასოწარკვეთილმა გადახედა სანდროს, რომელიც მაჯაზე მოეჭიდა და შეაჩერა.ეკატერინემ მძიმედ ჩაყლაპა კისერში გაჩხერილი სიტყვების ბურთი და ჯაყელის მისკენ მომავალ ფიგურას ავისმომასწავებელი შეგუებით დაელოდა...ყოფილი ჯორჯაძის საიდუმლო გაყიდეს,თან იმან, ვინც ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც კატო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ენდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.