შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დაბრუნება ორი კვირით" (12)


30-04-2021, 02:52
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 433

განყოფილების არეულობიდან მალევე გამოუშვეს ორივე მოწმე.ქალიქადან და ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი დაადებინეს და თვითონ მთავარი მტკიცებულების გამოკვლევა დაიწყეს.გია და კატო ფარულად უყურებდნენ ერთმანეთს,როცა თავიანთი გათვლების სიზუსტეს თვალნათლივ ხედავდნენ.კატომ თემურ პატარაიას საქმეზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვა,რისთვისაც ერთი გამომძიებელი ამ საქმეზე უნდა მიემაგრებინათ,მეორე ექსპერტიზის ბიუროში გაეშვათ, მესამე კი თამაზ ნიკოლეიშვილის საქმის კითხვას დაიწყებდა.საკმარისი დრო არცერთს ექნებოდა მომავალი ორი საათის მანძილზე უკან გამოჰყოლოდა ყოფილ ჯორჯაძეს.მანქანაში მოთავსებულებმა სასწრაფოდ გადარეკეს სანდროსთან,რომელმაც გარეუბნის პარკში დაიბარა და უთხრა ჯაყელი უკვე გზაშიაო.გულისცემა დაურეგულირდათ და მხოლოდ ახლაღა მოახერხა კატომ მთავარი კითხვის დასმა.
-იარაღი შენს მანქანაში როგორ აღმოჩნდა? კარგი ხო,ვხვდები,კარის გაღება მარტივია...-თვითონვე გასცა პასუხი შეკითხვას,როცა გიას დამცინავ მზერას წააწყდა...-მაგრამ რატომ წამოიღე, ეს შენ არ უნდა გაგეკეთებინა.
-არ ღირდა გართულება კატო...ჯობდა პირდაპირ მიგვეტანა...-მშვიდად ამოთქვა და მზერა გზისკენ მიმართა.
ხმა აღარცერთს ამოუღია სანამ იმ ადგილას არ მივიდნენ,რომლის ლოკაციაც გაუზიარა სანდრომ.მცირეხნიანი გაურკვევლობის მერე, ნაცნობი მანქანა დაინახეს და მიხვდნენ ადგილზე ვართო.ჯაყელი უდარდელად მიყუდებოდა ავტომობილს და ყურადღებით აათვალიერა მისკენ მომავალნი.კატომ გაუღიმა და ახარა.
-თაზო, ყველაფერი გამოვიდა.იარაღიც გადავეცი გამოძიებას...-გამომცდელად ჩააშტერდა ჯაყელის შავ სფეროებს და განაგრძო...-ახლა ისღა დარჩა ზურაბმა დანაშაულები აღიაროს.
-მამაჩემმა...დანაშაულები აღიაროს...ხოო...იცი კატო? ყოველთვის მიკვირდა როცა შენზე საუბრობდნენ და რამდეჯერმე მოვკარი ყური ქება დიდებას.მამაჩემს არავისთან ურთიერთობაში არ გამოუჩენია ისეთი სიფრთხილე როგორიც შენთან...მაგრამ...-კატო აკვირდებოდა დამცინავ ღიმილს და ღვარძლიანი სიტყვების სეტყვას, ღიმილი სახეზე აშრებოდა,საკუთარ სახეს აჩენდა და ბოლოს წინადადება არც კი დაამთავრებინა.
-ზურაბი მართალი იყო თაზო, ჯობდა მისთვის მოგესმინა!...-სიძულვილი იყო მამოძრავებელი ძალა, მისკენ თამამად რომ წადგა ნაბიჯი და ახლოს მისულმა ყურთან დაუსისინა...-გეგონა დავიჯერე შენი დრამატული სიტყვები? გგონია შენ მახეში გავები? ის ცეცხლი რომელშიც გგონია რომ დამწვი,ჩემი დანთებულია !
-ჩქარობ კატო, გგონია ჭკვიანი ხარ, მაგრამ შურისძიების სურვილმა დაგაბრმავა...-ისეთი თავდაჯერებული აღარ იყო ჯაყელის სიტყვები,როგორიც რამდენიმე წამის წინ,თუმცა მაინც მტკიცედ წარმოთქვა.
-იცი რომ ყველა ნაბიჯი გათვლილი იყო? თავიდანვე ვიცოდი რომ თუ თავს მოგაჩვენებდი თითქოს გენდე, თითქოს დავიჯერე მამაშენის მიმართ შენი ღალატი, მაშინვე იფიქრებდი ხელში ჩაგივარდი და სიამოვნებით მომცემდი იარაღს.გეგონა შევჭამე რომ ჯაყელმა,იარაღი რომელსაც ჩემ წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად სამი წელი ინახავდა ასე უბრალოდ წაავლო ხელი და თავისი თითის ანაბეჭდების ზედ დატოვებით გზა მოიჭრა?
-იცი რომ დაგახრჩობ?...-ანთილი თვალებით გაიწია მისკენ და ხელები გაიშვირა.ისევე დაეშვნენ,როგორც აღიმართნენ, სანდრო ჯორჯაძემ ხელი ჰკრა კაცს და კატოსგან ერთი ნაბიჯით წინ წავიდა.
-საკითხავია ვინ ვის დაასწრებს...-ცეცხლზე ნავთი დაასხა კატომ და თვალები დააკვესა...-ახლა ყურადღებით მომისმინე.იარაღი მთლიანად გავწმინდეთ, მასზე მამაშენის ანაბეჭდები არ არის...-წამიერმა დაბნეულობამ გაუელვა კაცს სახეზე...-იცი რა ვერ გათვალე? როცა ბომბი ადგილზე მიგაქვს,შიშველი ხელებით არ უნდა დაამონტაჟო.
-ყუთი, ყუთზე ჩემი ანაბეჭდებია...-მოჯადოებულივით ამოთქვა ჯაყელმა და კატომ მთელი სხეულით მიხვდა,როგორი სიმძაფრით გრძნობდა კაცი დაცემის სიძლიერეს.
-არამხოლოდ, მასზე ყველა იმ ადამიანის ანაბეჭდებია,რომელიც თქვენს გარემოცვაში შეხებია...დაფიქრდი თაზო,კიდევ ვინ შეეხო ყუთს...-გაბოროტებით ამოიჩურჩულა კატომ და მისი სახის გამომეტყველებამ პასუხი მარტივად გასცა,ყუთზე სულ მცირე სამი ჯაყელის ანაბეჭდებს მაინც იპოვიდნენ.
-რა გინდა? ...-პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-მინდა რომ ზურაბ ჯაყელმა აღიაროს, სამივე მკვლელობა,მთელი დანაშაულებრივი საქმიანობა...მინდა თქვას რომ მესამე კაცი მაშინ შემოაკვდა როცა კედელზე მიყუდებულს,საფეთქელზე იარაღით მემუქრებოდა და შემოგვისწრო.მინდა თქვას, რომ არაფერ შუაში ვიყავი ბინძურ ბიზნესთან და ბათუმში იმის გამო კი არ ჩამომაკითხა რომ ჩემი დანაშაულის კვალს ვაქრობდი,არამედ იმიტომ რომ მისას მივყვებოდი და პოლიციაში ჩაშვებას ვუპირებდი..აი რა მინდა!...-ეს იყო, კატო აეტანა შურისძიების წყურვილს და ამ წამებით უნდა დამტკბარიყო.
-გაგიჟებულხარ...-აქამდე თუ დაძაბული უსმენდა, ახლა უკვე ხარხარებდა თაზო.ხელები გადააჯვარედინა და კიდევ ერთხელ დამცინავად გაუმეორა...-გაგიჟებულხარ კატო.
-იცი,რომ ამას შენც და ისიც ზედმიწევნით,სრული სიზუსტით შეასრულებთ?...-კაცის უდარდელობამ ერთიანად შეიწირა კატოს ნერვები და ახლა უკვე ღვარძლის ნთხევას აღარ ერიდებოდა...-თუ ამას არ იტყვის, თავიდან დამკითხავენ,უკვე სიმართლეს მოვყვები და არც იმას დავივიწყებ რომ იქ ერთი კი არა სამი ჯაყელი იყავით და თქვენგან განსხვავებით მე გვამების დამალვაში მაინც არ მიმიღია მონაწილეობა, გინდა უცებ დაგითვალო ციხეში გასატარებელი დღეების ოდენობა? შენ რომ ასე ძალიან გაშინებს?
-ამხელა გამბედაობა საიდან ეკატერინე? შენ ის ვირთხა არ ხარ ამსტერდამის სახლიდან სამი წელი რომ არ ყოფდა ცხვირს? ამხელა გამბედაობა საიდან?
-ვირთხებზე ინფორმაცია კარგად გადაამოწმე,იქნებ მიხვდე სამალავიდან გამოსული ვირთხების რატომ ეშინიათ...თუ მე მოვიწამლები,არც თქვენ დაგაკლებთ კბენას...-სულაც არ სწყინდა ასე თამამად რომ ეძახდნენ ვირთხას.
-თუ არ დათანხმდება?...-ამჯერად სრული სერიოზულობით ეკითხებოდა კაცი.
-მაშინ ვილოცოთ,ბევრი ვიკითხოთ და ციხის კედლებზე ვითვალოთ დღეები ჩემო თაზო...-უკანასკნელი დარტყმა მიაყენა და მიხვდა რომ ახლა ჯაყელები ჰგავდნენ მახეში გაბმულ ცხოველებს,რომლებსაც კატოსგან განსხვავებით ჭკუა არ ეყოფოდათ გალიის სივრციდან თავის დასაღწევად...-დავით ჯორჯაძე საპროცესო შეთანხმებას გაიფორმებს და ზუსტად იმას იტყვის რასაც მე...შენი და შენი ძმის სახელი მკვლელობებში არ მიხსენებია,ამიტომ კარგად დაფიქრდით !
-მითხარი რა უნდა თქვას !...-ესეც ასე ! შვება იყო რასაც ამოსუნთქვა ერქვა.მთელ წინადადებაში მოაქცია კაცმა კატოს თავისუფლება და მისი შურისძიების წყურვილის დაკმაყოფილება.ჯაყელები გატყდნენ და საკუთარი ნამსხვრევების შეწებებას ვეღარ მოახერხებდნენ.კატო გამარჯვებასთან უფრო ახლოს იყო,ვიდრე როდისმე და ცხოვრება თავის ჭრილობებს პირს უხურავდა, ივსებოდა ქალის სხეული, აქამდე გახლეჩილი, მტკივანი ადგილები ისე აღარ ეწვოდა და მიხვდა,მიხვდა რომ ეს ამად ღირდა.
სახლში დაბრუნება ჰგავდა ბომბის წიკწიკს,მანამ სანამ გაბრიჩიძე ზურაბ ჯაყელთან არ მივიდოდა და მისგან აღიარებით ჩვენებას არ მიიღებდა.თუ აქამდე ყველაფერი სრული სიზუსტით მიყვა კატოს გეგმას,ახლა გადამწყვეტი მომენტი დგებოდა და ქალს აღარაფერი შეეძლო,უნდა დალოდებოდა...საუკუნოდ მოეჩვენა თითოეული წუთის გასვლა.
მაგიდასთან იჯდა,სრულ სიბნელეში,სიცარიელესა და სიჩუმეში.ბინის კარის შეღების მერე, მაგიდასთან რომ მოთავსდა,აღარ გარყეულა.ნერვიულად ათამაშებდა თითებს,რომლებიც ერთადერთი მოწმე იყვნენ მის თავში აფეთქებული ნაღმის ეფექტის.არ აინტერესებდა რამდენი საათი გავიდა, არ აინტერესებდა რომ თაზომ დაურეკა და უთხრა, ადვოკატმა ყველაფერი გადასცა და თანახმააო.არ ენდობოდა,ამ მომენტში საკუთარ ჩრდილსაც კი ერიდებოდა.ვერ დაიჯერებდა,სანამ გაბრიჩიძისგან არ გაიგებდა.სანამ კაცი არ ეტყოდა რომ ჯაყელმა ყველაფერი აღიარა, მანამ ვერ დამშვიდდებოდა.”აღარ შემიძლია”-ო ამოიხრიალა და მოსწყდა მაგიდას.სააბაზანოში შესულმა მოიშორა ტანსაცმელი,ცხელი შხაპის ქვეშ შიშველი დაეყდა და სანამ წყალი მის აჩქარებულ სისხლს ამშვიდებდა.ფიქრობდა რა უნდა ექნა ამ ბრძოლის დასასრული მისი დასასრულიც რომ აღმოჩენილიყო.დაიბნელა თვალთახედვა,სახე მიუშვირა წყლის ჭავლს და დაასკვნა, ყველაფერი დამთავრდებაო.კატო დანებდებოდა,ერთ ადგილზე გაიყინებოდა და დილემის წინაშე დამდგარი არ იცოდა რას აირჩევდა…
საშხაპიდან გამოსულმა, ხალათი მოიძრო და სამი ზომით დიდ მაისურში გახვია ტანი.სველი თმის წყლის წვეთები ეცემოდნენ კისერზე და გაეღიმა.კატოს უყვარდა ცხოვრება, გახლეჩილიც კი, თავზე ჩამონგრეული სახლის კედლებით და მტკივანი ადგილებით შუბლზე.მაინც უყვარდა.მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენჯერ დაარტყეს, რამდენჯერ აგრძნობინეს უმწეობა, ყოველ ჯერზე დგებოდა და სიცოცხლეს ირჩევდა.
სამზარეულოს კარადაში მოიძია ჩაის გამხმარი ფოთლები და ჩაიდანი შემოდგა გაზზე.უნდა მოესწრო თითოეული წვრილმანი ტკბობა.შიშველი ფეხებით მიეყრდნო კარადის სიცივეს და დაივიწყა,გონება გათიშა,წამიერად.ღიმილის კუთხე ჩატეხა და ერთიანად შეისრუტა ოთახის სივრცეში დატრიალებული სახლის სურნელი.
კარადა გამოაღო,უნდოდა ფინჯანი მოეძებნა,როდესაც ტელეფონის წკრიალის ხმა მისწვდა ყურთასმენას და საძინებლისკენ წავიდა.გეგას ხმა მოესმა და კარში გაჩხერილს მიეყინა ღიმილი სიტყვების მოსმენისას.
-კატო სად ხარ ამდენ ხანს...უკვე ნახევარი საათია გირეკავ ! ...-შეშინებული საყვედურობდა გეგა და კატოსთვის ნათელი იყო,რომ ამ შიშს გეგა ერთიანად აეტანა.
-რა მოხდა? Აბაზანაში ვიყავი და არ მესმოდა…
-მაპატიე კატო...-ყურმილს გადმოსცდა კაცის ვედრება და სანამ კატო მოახერხებდა კითხვას რა გაპატიოო, კარზე მთელი ძალით დაიწყეს ბრახუნი და მალევე მისწვდა გაბრიჩიძის გაცოფებული ღრიალი.
-გააღე...გააღე სანამ შემოვამტვრევ...გააღე მატყუარა...გააღე !...-მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი და ტელეფონის ეკრანს დახედა.გეგას გაუთიშა და საწოლზე მოისროლა.
კართან ფეხაკრეფით მივიდა,ღრმად ამოისუნთქა და დაელოდა...თავის განაჩენს დაელოდა კატო...ხელისკანკალით გააღო კარი და განრისხებული კაცი შემოვარდა სივრცეში.ხელი კრა მეტალის სიმძიმეს და საკეტი გადაატრიალა.
-ისევ მომატყუე, ისევ გამასულელე...-ტორშერიდან მომავალ მბჟუტავ სინათლეშიც კი შეძლო კატომ ანთებული თვალების და ნერვიულობისგან აჭარხლებული სახის დანახვა.
“ნუ ყვირიო” ამოიჩურჩულა მოჩვენებითი სიმშვიდით და ადუღებული ჩაიდნისკენ წავიდა.ამ მომენტს ვერ მოპარავდნენ.გაღებული კარადიდან ფინჯანი გადმოიღო და მასში ჩაყრილ ხმელ ჩაის დაასხა ცხელი წყალი.ნერვებატანილმა გაბრიჩიძემ ხელი დაავლო ჭიქას და ნიჟარაში მთელი ძალით დაანარცხა,კატოს ჯერიც დადგა და მარიონეტივით დატრიალებული მოიქცია ხელისგულში.სანამ ისევ ყვირილზე გადავიდოდა,მანამ მოიკრიბა გამბედაობა და მშვიდად ჰკითხა.
-რა მოგატყუეთ ბატონო ნიკოლოზ?ამჯერად რით გაგასულელეთ?...-დაელოდა,იმ სიტყვებს დაელოდა,რომლებიც ამცნობდნენ რომ გეგმამ ვერ გაამართლა.
-აი მაგ ბატონოს ავიღებ და...-თვალებით დაასრულა სათქმელი...-თორნიკე არა ეკატერინე? თორნიკე ? ესეიგი ნაია ჩემი შვილი არაა? არც ჯორჯაძისაა თურმე...თორნიკე?
-ხო თორნიკე...-თავისი სიმშვიდით ცეცხლზე ნავთს დაუნდობლად უსხამდა.
-თორნიკე საუკეთესო მამააო ხო? ...-სარკაზმი არ დაუკლია კაცს.
-კი, ნამდვილად საუკეთესო მამაა.
-მამა თუ მამის მაგივრობის გამწევი? Ჰა?...- ერთიანად შეაჯანჯღარა და კატომ დაინახა,როგორ უყურებდნენ თვალები,პასუხების მომლოდინე თვალები, სასოწარკვეთით, იმედით და მოლოდინით.
-ასეთი რა გითხრა გეგამ...-მავედრებელი ჩურჩულით იკითხა კატომ რომ მიმხვდარიყო თუ სიმართლე გაიგო ასეთი გაცოფებული რატომააო.
-ვკითხე მაგ შენ თორნიკეზე და მითხრა კატოს ძმააო...-გაეღიმა კატოს,ეს არ იყო არც ბედნიერების, არც დაცინვის და არც სიმშვიდის ღიმილი.იმის წარმოდგენაზე ეღიმებოდა,რომ გეგა ვერ გაანალიზებდა თუ რატომ კითხა გაბრიჩიძემ თორნიკეზე.
-ხომ მითხარი ბავშვი ჯორჯაძის არააო? ესეიგი...-მომთხოვნი იყო ტონი და გული მოეწურა კატოს.
-ნაია შენი შვილი არაა ნიკო,მის სიცოცხლეს გეფიცები რომ შენი არაა...დამშვიდდი...-გაბრიჩიძეზე დამამშვიდებელი კი არა გამაღიზიანებელი ეფექტი იქონია და კატო ახლაღა მიხვდა რომ კაცს კი არ ეშინოდა,იმედი ჰქონდა.იმედი ჰქონდა რომ ბავშვი მისი იყო.
-აჰა...-დამცინავად ამოიძახა გაბრიჩიძემ და ერთიანად უშვა ხელი ქალს.ამ ერთ წამოძახილში იყო ჩატეული ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა თავში გაევლო, ყველანაირი სიბინძურე და კაცის ამრეზილმა “აჰამ” გააცოფა კატო.ხელისგულები მთელი ძალით მიარტყა გულ-მკერდზე და ამოხეთქა.
-რა აჰა? Რა აჰა? Რა აჰა?...-განუწყვეტლივ იმეორებდა და უფრო უმატებდა,ხმას...-რა აჰა? აჰა, ანუ ასეც იცოდი? აჰა,ანუ შენი ვარაუდი გამართლდა და მე ასეთი ვარ? რა აჰა? ...-არაფერს ამბობდნენ კაცის თვალები.
-ახლა სისულელეების მოყოლა არ დამიწყო, არ თქვა ცხოვრება გავაგრძელე და ამის უფლება მქონდაო...მართალი ხარ,ხო გეთანხმები, უნდა გაგეგრძელებინა, აბა რა...-მობეზრებით ლაპარაკობდა და სახეს მანჭავდა კაცი.
-არც ვაპირებ ! შე იდიოტო ! ნაია შენი შვილი იმიტომ არაა, რომ არც ჩემია! ნაია ჩემი ძმის,თორნიკეს შვილია...-საერთოდ არ აინტერესებდა კაცის სიჩუმე,არც მისი დაბნეულობა და გააზრების ეტაპები.გაღიზიანდა, აფეთქდა და ყველაფერი პირში უნდა მიეხალა...-რომელ ცხოვრებაზე მელაპარაკები? ბოლო სამი წლის მანძილზე ჩემ არსებობას ცხოვრებას ეძახი? გგონია შენსავით ორ თვეში დავივიწყე ყველაფერი და ცხოვრება ავიწყვე? ეგოისტო !...-ბოლოჯერ აეწება მისი ხელისგულები კაცის გულს და დაიღალა.ერთიანად მოსწყდა.ერთ ადგილზე დადგა და მხოლოდ თვალებიდან აკვასკვასებული ბრაზით დაკმაყოფილდა.გაშეშებული ნიკოლოზი გამოერკვა და მისკენ წადგა ნაბიჯი.
კატომ დაიხია უკან, მანამ სანამ იგრძნო რომ ვეღარ გაიქცეოდა,დაიბნა და გაწყვტილი მძივივით გაფანტა თვალები იატაკზე,რომ მის მზერას არ შეჩეხებოდა.შუბლთან იგრძნო კაცის სუნთქვა და შეიშმუშნა.
-რას ნიშნავს ჩემი შვილი მხოლოდ იმიტომ არაა რომ არც შენია?...-ჩურჩულით ამოთქვა კაცმა და თვითონაც იცოდა პასუხი ამ კითხვაზე...-რატომ მაფიქრებინე რომ შენი შვილი იყო? კატო…-საჩვენებელი თითით მოეჭიდა ქალის ნიკაპს თავი რომ აეწია.
-მე არ მითქვამს ნაია ჩემი შვილიათქო.შენ მკითხე შენი შვილი იყო თუ არა და მე სიმართლე გითხარი ! დანარჩენი შენი ფანტაზიაა…-ჯიქურ გაუსწორა მზერა და გაჯიუტებულმა ამოთქვა.
-იცოდი,რომ ასე ვიფიქრებდი,იცოდი და ზუსტად ამიტომ არ მითხარი თავიდანვე რომ დედამისი არ იყავი...-ტონი დაიდაბლა გაბრიჩიძემ.
-მე ის გითხარი რისი გაგონებაც გინდოდა, ის დაგანახე რისი დანახვაც გინდოდა.შენ გინდოდა ნაიას ჩემ შვილად წარმოდგენა რომ დაგეჯერებინა, მომატყუა, საკუთარი სხეული გაყიდა და თვალის დაუხამხამებლად უნდა გადავუხადო სამაგიეროო...-ნიშნისმოგებით მიახალა.
-გგონია რომ სამაგიეროს გადახდას ვცდილობდი? გგონია რომ ბრაზმა იქამდე მიმიყვანა,რომ დავუშვებდი შენთვის რაიმე ზიანი მოეყენებინათ? შენ მე მომატყუე, ერთხელაც არ დაგცდა რომ გემუქრებოდნენ, ჯოჯოხეთი გამოიარე და მაიძულე მეფიქრა რომ ყველაფერი რაც ჩვენს შორის იყო, უბრალოდ ჯორჯაძის გადასარჩენად გააკეთე ! ...-სიგიჟის ზღვარზე იყო ნიკოლოზის გონება.
-გგონია მომისმენდი? რომ გამებედა და მომეყოლა,მომისმენდი? მაშინვე დამადებდი ბორკილებს, მაშინვე გამომიჭერდი...-დაცინვით ამოთქვა ქალმა და გვერდზე მიაბრუნა თავი.
-მართალი ხარ…-ღვარძლიანად ამოიხრიალა კაცმა...-ახლა ჯორჯაძე და ჯაყელი იმიტომ არიან მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე ჩადენილი დანაშაულებისთვის ციხეში,რომ ვერ გაგიმეტე. თავდაპირველი გამოძიების ოქმებს იმიტომ ვერ იპონიან ვერასდროს რომ მე შენზე შურისძიება მინდოდა...ჭკვიანო!
-შენ?...-კატო მიხვდა, ყველაფერი გაანალიზა და შეძრწუნებული მზერა გაუშტერა კაცის თვალებს.
-ხო მე ! მე სულელი ! მეგონა ყველაფერი დავითის გამოსაძვრენად გააკეთე, მაგრამ მაინც გავანადგურე თავდაპირველი გამოძიების ყველა დოკუმენტი,სანამ ბრალს წავუყენებდი...
შენ კი ერთხელაც არ მოგსვლია თავში აზრად, მათ გვერდით რატომ არ აღმოჩნდი.ჯანადაბა! როგორც კი პირველად დაგინახე განყოფილებაში, მაშინვე მივხვდი რომ ვერ გაგიმეტებდი...
ახლაღა დააკვირდა იმ ცვლილებებს კაცის მზერამ რომ განიცადეს. საუკუნოვანი ძილიდან გამოფხიზლებული გაბრიჩიძე თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა ქალის ფიგურას და კატოს გაახსენდა რომ სააბაზანოდან გამოსვლისას საერთოდ არ უფიქრია არასასურველ სტუმრებზე...-შენ მე ფინჯანი დამიმსხვრიე !...-ამოთქვა ჩურჩულით,უნდოდა სიტუაციის განმუხტვა,მაგრამ გახშირებული სუნთქვა გასცემდა.ერთიანად დააყარა ეკალმა ტანზე,მამაკაცის თითებმა რომ მოშიშვლებულ კანზე აისრიალეს.უნდოდა მედგრად მდგარიყო,მაგრამ თვალები თავისთავად დაეხუჭა.
-ახალს ვიყიდით...-იმ თავისებური, მომაჯადოებელი ხმის ტემბრით ამოთქვა კაცმა და სანამ კატო გონებაში უკვე მოფიქრებულ პასუხს “ახალი ასეთი ვერ იქნებაო” იტყოდა, მანამ დასწვდა ბაგეთა სიმხურვალე,წამიერად გაიბრძოლა,მაგრამ მაშინვე გააჩერა კაცის ხელისგულმა,მის თავს რომ აკავებდა და კატომ ბრძოლა შეწყვიტა.მთლიანად გადმოედო კაცის გახელება და შორიდან დააკვირდა “უარის” გადამწვარ სახლს.გაბრიჩიძემ ქალის ნდომას აყოლილი სხეული თავისად დაიგულა და კატომ გახურებული ხელისგულების მწვავე ეფექტი იგრძნო თავის მუცელზე.ერთი ხელის მოსმით მიუჩინეს ადგილი სამზარეულოს ზედაპირზე და მიხვდა რომ ვეღარ სუნთქავდა.წამიერად მოსწყდა და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას ეცადა.მოშიშვლებულ ფეხებზე ხელისგულებით დაეყრდნო გაბრიჩიძე და თავი ჩახარა, სცადა თავადაც დამშვიდებულიყო.სისხლმა ელვის სისწრაფით მოძრაობა შეწყვიტა და რამდენიმეწუთიანი დუმილის, მზერის მზერისგან აცილების მცდელობების მერე,კატომ ჩურჩულით, შეპარვით იკითხა.
-თუ ჯაყელი და ჯორჯაძე პირდაპირ აღიარებენ ყველაფერს, მაშინ ხომ…
-შენთვის არ დაურეკავთ?...-გამოერკვა გაბრიჩიძე და გაკვირვებით ახედა, ქალის გუგებში კითხვის ნიშნები იწვნენ...-ჯორჯაძემაც და ჯაყელმაც ყველაფერი აღიარეს,ისიც თქვეს დაახლოებით ზღვის რომელ ნაწილში ვეძებოთ გვამები.ხვალიდან უკვე მყვინთავებს აგზავნიან.
-ანუ ჩვენ, მე და გია მოწმეებად დავიკითხებით და საპროცესო შეთანხმების პირობებიც ამოქმედდება?
-კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალს არ დაგდებენ,არცერთს...-იმედის მიმცემად ჟღერდა გაბრიჩიძის სიტყვები და კატომ გაანალიზა, ყველაფერი გამომივიდაო.თავისუფალი იყო, შიშისგან დაცლილი, დიდი გზით,მაგრამ გზის ბოლოს სინათლით და ამ ამბით აჟიტირებულმა დაუფიქრებლად წამოიძახა.
-ესეიგი,როგორც კი სასამართლო გადაწყვეტილება გამოვა, მაშინვე შემეძლება წავიდე და მშვიდად ვიცხოვრო ხომ ასეა?
-კი კატო...შეგიძლია წახვიდე...და ცხოვრება მშვიდად გააგრძელო...-სიმწრის ღიმილით ამოთქვა გაბრიჩიძემ და ერთიანად მოსცილდა ქალის სიახლოვეს.კატომ მაშინღა გაანალიზა რაც თქვა,მაგრამ ენაზე კბენა გვიანი იყო.
-მე...ცუდად გამომივიდა.
-არა,მესმის...მართლა...ვერც გაგამტყუნებ...შენ ადგილას მეც მომინდებოდა შორს წასვლა და ყველაფრის დავიწყება.
ფრთხილი,მოზომილი ნაბიჯით მივიდა, სახე თავის ხელისგულებში მოიქცია და შუბლზე მიაწება ტუჩები.მერე გაუღიმა და ჩემი წასვლის დროაო უთხრა...ისე უცებ გაიხურა კარი, ისე უცებ მოსწყდა ქალის თვალთახედვას,რომ გაშეშებულმა კატომ ვერ გაანალიზა რა მოხდა...მერე როცა ნიჟარიდან კრეფდა გატეხილი ფინჯნის ნაწილებს,საკუთარ თავს ეკითხებოდა ეს როგორ დამემართაო,თუმცა პასუხებს ისევ ვერ პოულობდა.

პ.ს წინა თავს და ამ თავს ალბათ ერთად ატვირთავენ...აბა თქვენ იცით.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ვფიქრობ მალე დასრულდება ჰოო. კიდევ თუ არ ჩახლართე რამეეე. აუ ნაია მისი შვილი არაააოო. თორნიკე მისი ძმაოოო. რაოოოოო

 


№2  offline წევრი Qetatoo

Qeti qimucadze
ვფიქრობ მალე დასრულდება ჰოო. კიდევ თუ არ ჩახლართე რამეეე. აუ ნაია მისი შვილი არაააოო. თორნიკე მისი ძმაოოო. რაოოოოო

აუუ ქეთო :D რომ მითხარი ჩემი ვერსია მაქვსო,მეგონა ხვდებოდი.ერთხელაც არ მიუმართავს კატოს ნაიასთვის "დე,დედი, ან დედიკოთი".

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

არადა მინდოდა ნაია მათი შვილი ყოფილიყო

 


№4 სტუმარი ეკა

როგორ მინდოდა ბავშვი მათი ყოფილიყო

 


№5  offline წევრი natikoo

ქეთოს ვენაცვალე სიახლე როდიის იქნებაა???

 


№6  offline წევრი Qetatoo

natikoo
ქეთოს ვენაცვალე სიახლე როდიის იქნებაა???

ავტვირთე და გამოქვეყნებას ველოდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent