შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 38) +18


30-04-2021, 12:49
ავტორი Impermeable
ნანახია 2 179

حفل زواج - მაჭანკლობა და ნიშნობა - 7 ნაბიჯი ქორწინებისკენ

ჩვ.წ-მდე 2500 წელს შუმერთა მეფემ ქალაქ ადაბაში ააგო ტაძარი ღმერთ ნინტუს სახელზე, რომელსაც ჰქონდა შვიდი შესასვლელი, შვიდი კარი, მეფემ შესწირა 7 ცხვარი და 7 ხარი, 7ქალწული და 7 ვაჟი და სამყარომ უბოძა მას მეორე ნახევარი.

არის რამდენიმე რიცხვი, რომელიც საკრალურად და ამავდროულად წყვილთა შორის ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ძლიერი — შვიდია. წარმართულ თუ ამჟამინდელ დომინანტურ რელიგიებში, თითქმის ყოველივე მათგანში სწორედ 7ქმნის სრულყოფილ ჯაჭვს ყოფიერებაში გაცხოველებული საკრალურობისას.


7 ბრძენი, 7 სამყარო, 7 წმინდა ქალაქი... – ინდუიზმში;
სამოთხის 7 ცა, ჯოჯოხეთის 7 კარიბჭე... – ისლამში;
სამყაროს შექმნის 7 დღე: 6 სამუშაო და 1 დასვენების – იუდაიზმში;
7 საიდუმლო - ქრისტიანულ მიმდინარეობებში.

არსად ისე არ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკრალური და პროფანული - ერთის მხრივ მოვლენებისა და საგნების აღქმა, რომლებიც თაყვანისცემისა და გაფრთხილების (აკრძალვის) ობიექტებია და მეორეს მხრივ, ყოველდღიური ყოფის მოვლენები(პროფანული), როგორც შუამდინარეთის ქვეყანაში, ბაბილონის ტანჯულ მემკვიდრე ერაყში.

და რა არის სიყვარულის შემაჯამებელი დაგვირგვინება, თუ არა ქორწინება? საკრალურობისა და პროფანულობის ურთიერთმიმართების მსჯელობათა ამ ლოგიკურმა ჯაჭვმა სწორედ ერაყის ყოფაში ჰპოვა განსხეულება. 7 ეტაპი, 7 ნაბიჯი ქორწინების ის აუცილებელი რიტუალური შემადგენელია, რომელიც ყველა ქორწინებას თან სდევს. ეს შვიდი ნაბიჯი ტრადიციებზე მეტია: მანჭანკლობა-ხელის თხოვნა, ნიშნობა, ხნის ღამე, ნიქაჰ, რეგისტრაცია, მიღება, ვალიმა და თაფლობისთვე. ერაყში მრავალი ადამიანისთვის ეს გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი კავშირის დასაწყისია.

ლეა

მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვბორგავდი და გონებაში დავუდის ოჯახთან შეხვედრის ათასგვარ სცენას ვხატავდი. შედარებით ოპტიმისტურ ალტერნატივებს განმეორებით წარმოვიდგენდი. ფაქტობრივად, პოზიტიური ფსიქოლოგიის შესახებ რაც კი წამეკითხა და მომესმინა, ვცდილობდი პრაქტიკაში გადმომეტანა და საკუთარი თავი დადებითი ემოციებით ამევსო, რომ მზაობა გამომევლინა ყველა შესაძლო წინაღობისადმი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი იმას, რაც რეალურად დამხვდა. არაფრისმთქმელი, შუშისთვალებიანი დამხვდურთა მზერა; მორიდების, შიშის თუ რიდის გამო მერიემისგანაც კი დისტანცირებული მოკრძალებული სალამი, ბატონი ალის გამომცდელი თვალები, თითქოს შუბლზე უზარმაზარი დაღი მქონოდა დასმული, მე კი დაბნეული დავუდისკენ ვაცეცებდი თვალებს, რაზედაც მაშინვე საყვედური მივიღე მომავალი სადედამთილოსგან, რომ მათი წესების თანახმად, მამაკაცისთვის თვალებში ცქერა აკრძალულია, საქმროც რომ იყოს მაშინაც კი. დარწმუნებული ვარ, კიდევ მერიემმა შეალამაზა თარგმნისას, თორემ ზედ სახეზე ეწერა რა ტონითაც მომმართა. ყველაზე იმედგამაცრუებელი კი დავუდის უმოქმედობა იყო, მხოლოდ თვალებით მთხოვდა, მისთვის გამეგო და არაფერი შემემჩნია. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი მისი რჩევები გამეთვალისწინებინა მანამ, სანამ მერიემმა ცალკე სასაუბროდ გასვლა არ მთხოვა. როგორც კი მარტონი დავრჩით, ერთმანეთს გულაჩუყებულები გადავეხვიეთ. საუბარი ისევ მერიემმა წამოიწყო:
- ლეა, ძვირფასო მეგობარო, ვერც წარმოიდგენ როგორ მომენატრე. რამდენი რამ დაგვიგროვდა ერთმანეთისთვის სათქმელი და გასაზიარებელი.
- მეც ძალიან მომენატრე. რა კარგია, რომ აქ ხარ, ერთადერთი ნათელი წერტილი მყავხარ სრულიად უცხო გარემოში, ვისაც შემიძლია ვენდო დავუდის გარდა.
- ლეა, ბევრი დრო არ გვაქვს. აქაური წესების თანახმად, დაუშვებელია ქორწინებამდე წყვილის ერთ სივრცეში ცხოვრება, ვინაიდან აქ შენი ოჯახის წევრები არ არიან, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა რომ არ გავრცელდეს, ამიტომ უმჯობესია აქ დარჩე, ხოლო დავუდი ეს პერიოდი ცალკე იქნება. ერთმანეთის ნახვა ჩემი ან ნილაის თანდასწრებით ჩვეულებრივ შეგეძლებათ. დავუდი მაქსიმალურად აჩქარებს ყველა მოსამზადებელ ეტაპებს. ის, რაც ჩვეულებისამებრ თვეები გრძელდება, ორ კვირაზე გათვალა, რაზეც ოჯახის წევრების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ დასთანხმდნენ. შეიძლება ახლა ყველა შენს წინააღმდეგ გეგონოს განწყობილი, მაგრამ გაითვალისწინე, რომ მათთვისაც უცნობი და უცხო ხარ, ქრისტიანი გურჯი, ერთმანეთს უკეთ რომ გაიცნობ, დარწმუნებული ვარ, ეს პირველადი უარყოფითი შთაბეჭდილებები გაგიქარწყლდება. ჩემი იმედი გქონდეს, მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერში დაგეხმარები. მალე შენი მეგობარი თინაც ჩამოვა. დავუდმა ყველაფერი მოაგვარა.

შემდეგი დღეები ემოციურად და ფიზიკურად იმდენად დამღლელი და გადატვირთული იყო, ფიზიკურად ვეღარ მოვიცალე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ფურცლებისთვის გამეზიარებინა გულისნადები. მოკლედ ვეცდები, მცირედი მაინც შემოვუნახო წერილობით მოგონებებს იმდროს განცდილი და გაგონილი.
მომდევნო ორი კვირა რომ ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინოთ, ამის ილუსტრაციისთვის დაგჭირდებათ ერთხელ მაინც შეიხედოთ ლაბორატორიაში, სადაც სხვადასხვა სისხლის ნიმუშს გამადიდებელი მიკროსკოპის ქვეშ აკვირდებიან. მეც სწორედ ერთ-ერთ ამ ნიმუშთაგანად ვგრძნობდი თავს, დავუდის ნათესავები, ოჯახის წევრები, მსახურებიც კი ისე ურცხვად მათვალიერებდნენ თითქოს ქორ-ვაჭრებისგან მოტანილი მორიგი ხელით ნაქარგი თავსაბურავი ვყოფილიყავი. თუმცაღა, მერიემის თქმით, დავუდს უნდა ვუმადლოდე, რომ ჰამამში არ წამიყვანეს დასათვალიერებლად და ბევრი ისეთი რიტუალი, რაც შეიძლებოდა ღირსების შელახვად მიმეჩნია, სწორედ დავუდის წყალობით ამოიღეს.

ცერემონიის დაწყებამდე:

ტრადიციული შვიდი საქორწინო რიტუალური ნაბიჯის უმეტესობა ნამდვილი ცერემონიის დაწყებამდე ხორციელდება. თითოეული ტრადიცია დიდი მნიშვნელობით არის მიჩნეული და მიზნად ისახავს მომავალი პატარძლისა და სასიძოს მომზადებას არა მხოლოდ ცერემონიისთვის, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევე, რა თქმა უნდა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას, ერთმანეთის მოლოდინების გაცნობასა და გაზიარებას.

خطوبة‎ ,طالبة თულბა და ხეტბა - მაჭანკლობა და ნიშნობა:
ზუსტად ერთ კვირაში თინა უკვე ჩემთან იყო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო კობას მოულოდნელი ჩამოსვლაც. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ აქ თუ ოჯახის მოწმის სტატუსს შეითავსებდა, არა. ერაყში პირველი ნაბიჯი თულბაა, თვეების მანძილზე მიმდინარე მაჭანკლობის დაგვირგვინება, რომლის დროსაც ჩვენებური ხელის თხოვნის მსგავსი რიტუალი აღესრულება. დიდად არ განსხვავდება ტრადიციისაგან, რომლითაც საქმროს ოჯახის ქალიშვილის ხელს სთხოვს პატარძლის ოჯახს. საქმროს ოჯახის წევრები სტუმრობენ პატარძლის სახლს და მამამისს აცნობებენ საქმროს განზრახვის შესახებ. მამის დასტურის მიღების შემდეგ, საპატარძლოს უფლება ეძლევა სტუმრებს გაუმასპინძლდეს ვარდის ვარდის შარბათით, ტკბილეულითა და მაროკოული ყავით. ვინაიდან მე მამა არ მყავს, სწორედ კობამ იტვირთა თავის თავზე ჩემი მხრიდან მეურვის სტატუსი და სიცილი ვერ შევიკავე, როცა თინა და კობა დედობილ-მამობილივით როლში შეჭრილი დავინახე. როგორც კი სამზარეულოში მარტო დავიგულე, არც ირონია დავიშურე ძვირფასი მეგობრისთვის.
- იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა თინამ.
- ეგრევე მოვწვი, ვცდები, თუ თქვენ ორს შორის მართლაც ქიმიაა?
- უკვე ქიმიური რექციებიც მოვასწარით, დაო. - ამჟამად თავად გაერია ირონია ხმაში.
- მეკაიფები? ღადაობ? არ მჯერა, შოკში ვარ. არა რა, არის ჩემში რაღაც გულთმისნისეული. მაგრამ იცი რა მაინტერესებს, როდის იყო დევივით აღმართულ კაცებზე გიჟდებოდი, თან მელოტზე? - ვირის წიხლებივით მივაყარე, გაოცებისგან ნერწყვი გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა, სანამ თინამ ფერდებში მუჯლუგუნი არ მითავაზა, ვერ ამოვისუნთქე.
- გაგიჟდი გოგო? მერე ანჟელა? - სულს ძლივს ვითქვამდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ქოთქოთს.
- ჩუმად ლეა, სტუმრები სადაცაა მოვლენ, ლამის მთელი ბაღდადი აქ შეყარე. ანჟელა და კობა იმ საღამოს გაშორდნენ, შენთან რომ იყვნენ. ჯერ ანჟელას გაუმართავს ეჭვიანობის სცენები, მერე კობასაც ძველი ცოდვები გაუხსენებია და დაიშალნენ. ეხლა სასამართლოში ჩივის ქალბატონი, ქონების ნახევარს ითხოვს.
- და თქვენ როდისღა მოასწარით ასე უცებ დაახლოება?
- ამას შენ მეუბნები ლეა? დაგავიწყდა როგორი ქარიშხალივით შემოიჭრა დავუდი შენს ცხოვრებაში და ნამდვილი ტორნადო დაატრიალა? რა დროს მე და კობა ვართ. სტუმრები სადაცაა მოვლენ, ოთახში სტილისტი გელოდება, მიდი, მიდი, გაიქეცი.

სულ მალე აბრეშუმის ფირუზისფერ კაფტანში გამოწყობილი გაოცებული შევსცქეროდი სარკედან მომზირალ მომხიბვლელ ორეულს. თავთუხისფერი თმები მხრებზე გრძელ ხვეულებად ჩამოშლილიყო, რომელსაც ფირუზის თვლებით მოჭედილი შუბლის თავსამკაული ამშვენებდა. თავსამკაულის უკანა მხარეს გამჭვირვალე ბადისებრი ქსოვილი დაეტანათ, რომელიც წელამდე ეშვებოდა და ამოჭრილ ზურგს ფარავდა. როდესაც სტილისტმა ჩვეულებრივი მეიქაფ ნივთების მაგიერ შუშის მინიატურული ქილებით სავსე ჩემოდანი გახსნა, თავი ანტიკური ხანის ალქიმიკოსის ოთახში მეგონა. დავუდის სურვილი იყო, რომ ტრადიციული არაბული მაკიაჟი გამეკეთებინა ასევე ტრადიციული საშუალებებით. სტიბინიტით თვალების ჭრილის არაბულმა მოხატვამ კიდევ უფრო გამოკვეთა თვალების მომწვანო-მოთაფლისფერო ქამელეონისებრი ელვარება, რომელსაც ჰარმონიულად ერწმოდა ტუჩისფერი ბალმი. ფირუზისფერი კაფტანი ხელით მოქარგული ოქრომკერდით და თვლებით გაეფორმებინათ გულის ჭრილსა და მკლავებზე. ხოლო წელს ჭედური ბრინჯაოს სარტყელი მიმშვენებდა ასევე ფირუზის თვლებით გაფორმებული. თავი ქერა ჟასმინი მეგონა. საკუთარი გამოსახულების ცქერით დამტკბარი თვითკმაყოფილი დავეშვი კიბეებზე და მოულოდნელი ეფექტისგან ადგილზევე გავშეშდი, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი დავუდი რომ ვიხილე.
თუ ოდესმე ერთხელ მაინც ოცნებებში წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ხორცშესხმული აღმოსავლური ზღაპრების უფლისწული, ყოველი თქვენგანის ოცნებებმა განსხეულება სწორედ რომ დავუდში ჰპოვა. ტალღებად აზვირთებული ემოციების კასკადი შიგნიდან ლამობდა ამოფრქვევას, სურვილის ცხელი ლავა გულ-მუცელს ათუხთუხებდა და ათას პეპლად იშლებოდა, სახეზე რომ ცისარტყელამ გადამიარა, მაშინ გავაცნობიერე, როცა თინამ თვალით მანიშნა, თავი ხელში ამეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მზერა იატაკის მოზაიკისკენ მივაპყრე, როგორც წესი მოითხოვდა, თავი მაინც არ დავხარე და კობას უკან მდგომი მთელ გულისყურს ვუგდებდი სრულიად გაუგებარ არაბულ საუბარს.
- სალამ მალეიქუმ- სალამი შენდა
- მალექიუმ ალ სალამ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. დაე, ალაჰმა მოწყალების თვალები მოაპყროს ამ კერასა და სიკეთითა და სიუხვით აავსოს.
თარჯიმნობა საკუთარ თავზე დავუდის მეგობარმა ჯემალმა აიღო. მალე ქალებმა ოთახი დავტოვეთ და ტრადიციისამებრ, გადაწყვეტილების მიღება კობას მივანდეთ, როგორც ჩემს მოწმეს. უსასრულოდ გაიწელა ლოდინის წუთები, მოუთმენლობის ჭია ულმობლად ხრავდა ნეკნებს და შიგნითვე იკვალავდა უწვრილეს ხვრელებს. ქალების პირიდან გამოსულმა უცნაურმა ყიჟინის ხმებმა მიმახვედრა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო. ახლა ჩემი ჯერი დგებოდა, როგორც სასურველი საპატარძლო სტუმრებს ვარდის შარბათითა და მაროკოული ყავით გავმასპინძლებოდი. ნერვიულობამ პიკს მიაღწია და ხელის კანკალი დამეწყო. მე, ლეა, რომელიც ოროთახიან ხრუშჩოვკაში სამზარეულოდან მისაღებამდე ვერ ვახერხებდი პირთამდე სავსე ერთი ციდა ფინჯნის მიტანას ისე, რომ შიგნით მოქაფქაფე სითხე არ დამეღვარა, ახლა უზარმაზარი ვერცხლის ლანგრით უნდა მიმერთმია ყავა სტუმრებისთვის.
- არ შეიძლება, ნაწილ-ნაწილ გავიტანო?
- არა, ტრადიცია მოითხოვს რომ ერთი ლანგრით გაიტანო სტუმრებთან. ჰო მართლა, სულ დაგვავიწყდა, დავუდის ჭიქაში აუცილებლად მარილი ჩაყარე. თუ მარილიან ყავას ისე დალევს, რომ არაფერს შეიმჩნევს, წინ ბედნიერი ქორწინება გელით.
- მაშ ტრადიციები და რიტუალები მომინდომა ბიჭმა ხომ? ხო და მიიღოს. ავდექი და პაწაწინა ვერცხლის სამარილე პირდაპირ ფინჯანში ჩავაპირქვავე. დამსწრეთა შემცბარ სახეზე გულიანად გადავიხარხარე და მთელი შინაგანი სამყარო მოსალოდნელი შურისძიებისთვის მოვამზადე. მიუხედავად სუმეიეს და მერიემის ათასგზის გამხნევებისა, შინაგან თრთოლვას ვერაფერს ვუხერხებდი. დავალება მერიემმა გამიმარტივა ისევ. ისეთი ფინჯნები ჰქონდა შერჩეული, რომ ბოლომდე არ გავსება დიდად თვალშისაცემი არ ყოფილიყო. სამზარეულოდან დერეფანშიც მანვე გამომიტანა და ისღა დამრჩენოდა ათასფრად მოქარგული ხალიჩა გადამეკვეთა და სტუმრებისთვის დაუქცევად მიმეწოდებინა. ღრმად ჩავისუნთქე და გულში თუ რაიმე ლოცვა ვიცოდი, უცებ ჩავარაკრაკე.
პირველივე ნაბიჯებისას ვერცხლის ფინჯნებმა ყანყალი დაიწყეს და უხილავი ბრძოლა გააჩაღეს აკანკალებულ თითებთან. შედარებით დაღვრილი ფინჯნები თინას და კობას დავუდე, შედარებით სავსე კი ბატონ ალის, სადედამთილოსა და საქმროს ნათესავებს. აზიდულ წარბებზე გავაცნობიერე, რომ ოროსანი მოსწავლესავით პირველივე გამოცდაში ჩავიჭერი და ქარბუქში მობუზული ბეღურასავით კუთხეში ავიტუზე. სევდისფერი ემოციები უმალვე გაფანტა დავუდის აჭარხალებულმა სახემ, თავაზიანი ღიმილის შენარჩუნებას რომ საცოდავად ცდილობდა და თვალებს ამაოდ აცეცებდა წყლის მოლოდინში. თუმცა ჩემი სიხარული სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ასევე თავაზიანად წამოდგა, სუფრის წევრებს რაღაც გადაულაპარაკა და გეზი საპირფარეშოსკენ აიღო.

ის ის იყო სამზარეულოში სიცილ-კისკისით ვბრუნდებოდი, რომ იდაყვში ძლიერი ხელის მოჭიდება ვიგრძენი, რომელსაც კარის გაღება და ერთ-ერთ საძინებელში ჩემი შეთრევა მოჰყვა.
- რას აკეთებ? გაგიჟდი? დაგვინახავენ- შეშფოთებულმა შევსძახე დავუდს და მისი ძლიერი მკლავებიდან თავის დაძვრენას ამაოდ შევეცადე.
- აბა რა გეგონა ქალბატონო, ჩემთვის ოინის მოწყობა ეგრე გაგივიდოდა?
ერთით ერთი. - იხტიბარი არ გავიტეხე და ნიშნის მოგებით გავხედე, თუმცაღა მზერის გასწორება და მის ზურმუხტისფერ თვალებში ჩაძირვა ერთი იყო.
ჩემი წამიერი სისუსტით გათამამებულმა უმალვე შეაერთა ბაგეები ჩემს ტუჩებზე და კოცნაში ამიყოლია, წელით თავისკენ მიმიზიდა არეული სუნთქვა მის გულისცემას შეუხამა. ვნების შადრევანმა მსწრაფლ ამოხეთქა სისხლძარღვებიდან და გონების კივილი ჯანდაბაში გაუშვა. ამ კაცის ტუჩების, მისი სუნთქვის, მისი სხეულიდან მომდინარე სიმხურვალის გამო მზად ვიყავი ფეხებზე დამეკიდებინა მთელი ტრადიციები და რიტუალები. ვნების საბურველიდან ისე უცებ გამომთიშეს, თითქოს ღრუბლებზე აზიდულს ხელი უხეშად მკრეს და დედამიწაზე მოსროლილი მთელი სიმძლავრით დავეხეთქე ქვის ყორღანებს.
თვალები გავახილე და უკმაყოფილო მზერა შევაფეთე ყურებამდე გაკრეჭილ დავუდს.
- ესეც ორით ერთი ლეა. - ყელთან თავისი ტუჩებით ბოლოჯერ დამიტოვა, თვითკმაყოფილმა აშლილ ვნებებთან მარტო დამტოვა. რამდენიმე წუთი მოვუნდი არეული თმისა და მაკიაჟის შესწორებას და ვითომც არაფერი ცოტა ხანში სტუმრებს ამჯერად ვარდის შარბათი მივაგებე.

- 2 დღეში ჰიტბას ცერემონია გაიმართება. პატარძალს დასვენება სჭირდება, ამიტომ თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. - ჯემალმა ბატონი ალის სიტყვები გვითარგმნა და მასპინძლებმაც სტუმრების მრავალჯერადი თავის დაკვრითა და მშვიდობის მსურველი სიტყვებით გავაცილეთ.
საღამოს ჯემალმა გამოგვიარა და თან მოიყოლა ქსოვილით მოვაჭრეთა არმია. ნიშნობის ცერემონია იმდენად პომპეზურად იგეგმებოდა, რომ ჩვენებურ საქორწილო წვეულების წინა სამზადისს თუ შეადარებდით. მე და დავუდმა გადავწყვიტეთ ერთი ფერისა და ქსოვილის სამოსი მოგვერგო, სწორედაც ამიტომაც იყო, რომ თვალები ამჭრელებოდა ნაირფერი ქსოვილების ზღვაში. არჩევანი სპილოსძვლისფერ ოქრომკერდით დამშვენებულ ხავერდზე შევაჩერეთ.

ნიშნობის საღამოსთვის დავუდის სასახლის ეზო ორ ნაწილად გაეყო უზარმაზარი თეთრი შირმით. შირმის მარჯვენა მხარეს მამაკაცების ადგილები იყო გამოყოფილი, მარცხენა მხარეს ქალების. ნეფე-დედოფლის სამყოფელთან ახლოს კი შირმა იშლებოდა და გაერთიანებულ სივრცეს ქმნიდა, სადაც უცხოელი პარტნიორები მეუღლეებით და შედარებით თანამედროვე ადგილობრივი ოჯახები იწონებდნენ თავებს. დასავლური და აღმოსავლური დიზაინის ასეთ საოცარ სინთეზს იშვიათად თუ შეხვდებოდით სადმე.
სასახლის უზარმაზარი კარიბჭე გაიღო თუ არა, დაფდაფების და ზურნის ხმა გაისმა და საიდანღაც ჩემდა მოულოდნელად თავზე ანთებული შანდლებით მოელვარე ულამაზესი აღმოსავლელი მუცლით მოცეკვავეების სამეული გამოჩნდა, რომლებიც გზას გვიკვალავდნენ ყიჟინითა და შეძახილებით აბობოქრებულ სტუმრების ზღვაში. ბატონი ალი თვალცრემლიანი მოგვიახლოვდა, რაზეც დავუდმა დაიჩოქა და თვალით მანიშნა მეც ანალოგიურად მოვქცეულიყავი. დავუდი ბატონი ალის გამოწვდილ ხელს ჯერ ეამბორა, შემდეგ კი შუბლზე მიიდო. მეც ინსტიქტურად გავიმეორე მისი თითოეული ქცევა. ბატონმა ალიმ ორივეს თავზე ხელები დაგვადო, ლოცვასავით ჩაიბუტბუტა და წამოდგომის ნება მოგვცა. ხელები ერთმანეთზე დაგვადებინა, აბრეშუმის თავშალი შემოგვაკრა და თავადაც ხელდასმით ნეფე-დედოფლის სამყოფელისკენ გაგვიძღვა.
მივუყვებოდით ბილიკს და ნაკვალევად ვარდებისა და შროშანების წვიმას ვტოვებდით. ერთმანეთზე ისედაც გადაჯაჭვულ ხელებს ისე მჭიდროდ ვკრავდით, თითქოს ერთ სხეულად გადაქცევას ვლამობთო. ბედნიერების ელფერი მორცხვად ლიცლიცებდა და უთქმელი ოცნებების ხორცშესხმას მპირდებოდა. სტუმრების ზღვაში თვალებით ყველაზე ახლობლებს ვეძებდი და ვპოვე კიდეც, თინა და კობა გულაჩუყებულნი გვადევნებდნენ თვალს. ცეკვის დასრულებისთანავე არაბულ სამოსში გამოწყობილმა უხუცესმა ყურანი აიღო და ნიშნობის ცერემონიისას წარმოსათქმელი აიების კითხვა დაიწყო. მალევე თეთრი ატლასის თავშალი ხელებიდან მოგვხსნეს და ამჯერად დავუდის დედობილმა გადამაფარა თავზე. ბატონმა ალიმ ხელში წითელი ლენტით გადაბმული ბეჭდები აიღო და ერთმანეთის არათითზე სამჯერ მოგვარგო. ჩვენზე ბეჭდიანი თითების ერთმანეთზე დადებით უსიტყვო თანხმობა განვაცხადეთ ნიშნობის ცერემონიაზე. წითელი ლენტი საზეიმოდ ისევ ბატონმა ალიმ გაჭრა, რასაც თან დაერთო ქალების უკვე ნაცნობი ყიჟინისმაგვარი გამოძახილი და დაფდაფების ხმა.
რამოდენიმე ცეკვა-სიმღერის შემდეგ საზეიმოდ გამოიტანეს ჭედური სკივრი და თავი ახადეს, რომლიდანაც სამკაულების ელვარებამ თვალები მომჭრა. იქვე ოქროს ბარათი და ანგარიშზე ასახული რამდენიმე ნულიანი საზეიმოდ გამოაცხადეს. ბატონმა ალიმ ყველას გასაგონად წარმოთქვა რამდენიმე ფრაზა, რასაც დამსწრეთა არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
დავუდმა მიჩურჩულა, სურა ალ-ნისას მე -4 აიათი დაიწყო საუბარი.
“ ყველაფერი, რასაც აქვს რაიმე ღირებულება და რომელსაც შეიძლება გადაეცეს საკუთრების უფლება, შეიძლება მოქმედებდეს, როგორც მაჰრი. ეს სკივრი მასში არსებული ნივთებით ჩვენგან გაღებული მაჰრია. ეს პატარძლის საფასურია. პატარძლის სურვილის გათვალისწინებით მთელი თანხა და ოქრო ვერცხლი გადაეცემა ახლად დაარსებულ ძალადობისგან დაცვის ქალთა ფონდს. - განცხადებას საპატიო სტუმრების ოვაციები და ნათესავების უკმაყოფილო გაოცებული მზერა მოჰყვა. - პატარძალი თავისთვის მხოლოდ საგვარეულო სამკაულებს დაიტოვებს.

როგორც ველოდი, დავუდმა პირობა შეასრულა. უზომოთ ბედნიერი ვიყავი. ამ შემოწირულობით იმედი მქონდა, რომ ბევრი გოგონას ცხოვრებას უკეთესობისკენ შევცლიდი, დავუპირისპირდებოდი დრომოჭმულ მანკიერ გადმონაშთებს, და ახალგაზრდებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მივცემდი თვითრეალიზებისთვის.
***

მეზ ალ საიდი: მუსლიმთა ქორწილამდე ორი დღით ადრე, სავარაუდო პატარძალი და საქმრო იმამს ხვდებიან ოფიციალური ხელშეკრულების გასაფორმებლად. ეს ისლამური რეგისტრაციის ცერემონიაა. ტრადიციულ ხის დაბალ ტაბლაზე განეთავსებინათ ვერცხლის ჭედური სარკე, სარკეზე მიდგმული სანთელი ორბა, ყურანი და სხვა საგნები, მათ შორის ჯორდანის ნუში. იმამმა გვთხოვა აღმოსავლეთისკენ პირით დავჩოქილიყავით, დაგვლოცა და ბედნიერი თანაცხოვრება გვისურვა. რიტუალის დასრულების შემდეგ უკვე შეგვეძლო ერთი ავტომობილით გვემგზავრა. დაღლილმა თავი მივადე დავუდის მხარს და მოწოლილ ძილბურანს სხეულის დაუფლების უფლება მივეცი.
- ლეა, ხვალ ხნის ღამეა. -საამურად ჩამესმოდა ყურში დავუდის ჩურჩულნარევი ხავერდოვანი ხმა. 'ხნის ღამე''ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია საპატარძლოსთვის.ამ ღამე პატარძალი იცვამს სპეციალურად კაბას - ბინდალის. ეს ძალიან ძვირფასი, ძვირადღირებული, ხელნაკეთი კაბაა შესრულებულ არაბულ ორნამენტებში.საერთოდ ბინდალი საოჯახო განძია, ინახება ოჯახში და გადაეცემა თაობიდან თაობას. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია ნილაი სულთანის ბინდალია, რომელიც თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და უკანასკნელად დედას ეცვა. ეს ბინდალი მამამ დედობილი რომ ცოლად მოჰყავდა, მაშინ გადმომცა და პირობა მომცა, რომ მას დედაჩემის გარდა მხოლოდ ჩემი მეუღლე ჩაიცვამდა. გამიხარდება, თუ ხვალ სწორედ ამ ბინდალში შემოისები ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის.
- მიყვარხარ, დავუდ, გაღმერთებ. ვერასდროს ვაცნობიერებდი ამ სიტყვის მნიშვნელობას. ახლა კი ვიცი, შენი სული და შენი სხეული, შენი გონება და შენი გული, ყველაფერი მაგრძნობინებს, რომ გაღმერთებამდე მიყვარხარ. ვიცი, ეს ყოველივე შენთვის რასაც ნიშნავს, შენ წარმოიდგინე თითოეული ამ რიტუალით მეც ვბედნიერდები, ის რაც შორეულ ეგზოტიკურ სანახაობად მიმაჩნდა, თავის შუაგულში მიხმობს და თანამონაწილედ მაქცევს. ერთადერთი, რაც მიჭირს, შენგან შორს ყოფნაა.
- ამაღამ, შუაღამე რომ გადაივლის, ფლამინგოსფერ სახლში დაგელოდები.- ყურში ჩამჩურჩულა და მომნუსხვნელი მწვანეები თბილად შემომანათა.

მაშინვე მერიემთან გავიქეცი და გაპარვაში დახმარება ვთხოვე. სწორედ ამ დროს დაგვებადა სიურპრიზის და ანგარიშის გათანაბრების იდეა.

დავუდი

იშთარის ვარკვლავმა აღმოსავლეთს რომ უკანასკნელად მოავლო ციმციმა მზერა, ჩემი და ლეას ნავსაყუდელს მივეშურე. წესით ლეა უკვე იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ისევ ჩაბნელებულიყო, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე.
კარის შეღებისთანავე ტამტამის ხმა გაისმა და ჩემს წინ მოულოდნელი სანახაობა გაიშალა. ლეას გულმოდგინედ მოეწყო ბალიშების გროვასთან პაწაწინა ანთებული კელაპტრები და შუაგულში ხილი და შარბათი დაეწყო. სწორედ ამ დროს ქალის თითებმა ჩემს წინ შამოშლილი ფარდაგები გადასწია და წინ მთელი თავისი სიმშვენიერით საცეკვაო კოსტიუმში გამოწყობილი ლეა გამომეცხადა. რიტმულად აყოლებდა სავსე თეძოებს ტამტამებს და ცეკვა-ცეკვით მიახლოვდებოდა, ხელში ორი ანთებული კელაპტარი ეჭირა. წონასწორობა ვეღარ დავიცავი და უკან დაყრილ ბალიშებში გადავეშვი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი საოცარი ცეკვა თუ შეეძლო. მუცლის თრთოლვით კელაპტრები ძირს დაუშვა ფეხისტერფი გულზე მომაბჯინა და გადამაწვინა, თავად კი ჩემს ზემოთ მოქცეული ქვიშისებრი სხეულის როკვას არ წყვეტდა. მუსიკის რიტმები ნელნელა მიინავლა და ლეას სუნთქვა ზედ სახეზე შემომეფეთა. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ჩემსკენ მოვიზიდე და სხეულზე ავიკარი, თავი მის მკერდში ჩავკარგე. თავად კი ნაზი თითები ჩემს ერეგირებულ ასოზე აათამაშა და ისედაც თავდაკარგულს, გონების უკანასკნელი სიმებიც გამიწყვიტა. აზროვნება აღარ შემეძლო, ქვეყნად ყველაზე უტკბეს შარბათს ვეწაფებოდი და ამდენ მოთმინებას ერთბაშად წარსულის ნაცარტუტად ვაქცევდი. როცა ბისერებით მორთული ბიუსტჰალტერის შეხსნა დავაპირე, ამჟამად ლეა მოექცა ჩემს ზემოთ, ხელები სხეულიდან მოიშორა და მომნუსხველად გამიღიმა:
-ორით ორი დავუდ, ანგარიში თანაბარია. თვალი ჩამიკრა, სწრაფად წამოდგა და კარისკენ გაიქცა.
- რაა? რას აკეთებ? სად მიდიხარ? - აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი და გაოცებისგან ენა დამება, ჯერ კიდევ ორი წუთის წინ მისი სხეულის სიმხურვალე თითებს მიწვავდა.
- ხვალ ხნის ღამეა, უნდა მოვემზადო - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და კარს მიღმა გაუჩინარდა.



№1 სტუმარი მკ

როოდიიის დადებ შემდეგს?

 


№2 სტუმარი სტუმარი სალო

როგორ მომენატრა ეს ისტორია. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შეწყვიტე. გამიხარდი და აღარ დაგვეკარგო, აი ეს თავი კი რა მეთქმის, ნამდვილად ღირდა ლოდინად.

 


№3  offline წევრი Impermeable

მკ
როოდიიის დადებ შემდეგს?

წესით ხვალ დაიდება თუ მალე დადასტურდა kissing_heart

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
როგორ მომენატრა ეს ისტორია. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შეწყვიტე. გამიხარდი და აღარ დაგვეკარგო, აი ეს თავი კი რა მეთქმის, ნამდვილად ღირდა ლოდინად.

დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent