სხვისი შვილი (სრულად)
მგონი ცოტა მძიმე დასაწყისი გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ გაგრძელება მთლად ურიგო არ უნდა იყოს და იმასაც ვფიქრობ, რომ წესით ბევრი ბეჭდური შეცდომა არ უნდა მქონდეს. ისიამოვნეთ და იმედი მაქვს თქვენს შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ. მადლობა, რომ აქ ხართ <3 ...... -გამოვდივარ, შენ თავს ვფიცავარ! - სწრაფად ვუთხარი ივას, ჩემს ბიძაშვილს. ალბათ უკვე მეცხრედ მირეკავდა, სად ხარ აქამდეო. -რა ზანტი ხარ, ნინა! ცოტა სწრაფად ქენი, დაღამდა. გელოდები, - მითხრა და სანამ ისევ დაზეპირებულ ტექსტს გავუმეორებდი, გამითიშა. მართლა გავდიოდი სახლიდან. დარწმუნებული ვარ, არ დამიჯერა. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ყველგან ვაგვიანებდი და ყოველთვის ერთი და იგივე ტექსტით ვპირდებოდი ყველას, რომ მალე მივიდოდი დანიშნულების ადგილზე. ივა მოხარშულსაც მიცნობდა და შემწვარსაც. კარგად იცოდა, რომ ვერცერთი ჩემი ნათქვამი „გამოვდივარდან“, ვერასდროს მიხვდებოდა, რომელი იყო ტყუილი დაპირება და რომელი - ნამდვილი. შუა ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა. იმ დღეს, განსაკუთრებულად ატყდა ივა, გინდა თუ არა გამოდი სამსახურში მორიგე არ ვარ და ჩემთან დარჩიო. მარტო ცხოვრობდა, კონდიციონერიც ჰქონდა და პაპანაქება სიცხის დროს, მეც მეტი რა მინდოდა. მოვხვიე ჩემ ნივთებს ხელი, ტაქსი გამოვიძახე, მშობლებს დავემშვიდობე და კარი ზურგსუკან გამოვიხურე. ღიღინით ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები და აბურდულ ყურსასმენებს ვეწვალებოდი. AirPods ჩემთვისაა გამოგონილი მეთქი, ვიძახდი და რომ ჩაუშვეს გაყიდვაში, უბედნიერესი განწყობით გავქანდი წინასწარ ნაგროვები თანხით მის საყიდლად. ერთ-ერთი პირველი მყიდველი ვიყავი. მთელი კვირის მანძილზე, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ყურსასმენებს ვიყენებდი, ჩემი ძველი ყურსასმენების სატანჯი კაბელები მახსენდებოდა და ამაყი სახით ვირგებდი ყურზე AirPod-ს. ჩემი დაბდურობის გამო, მეორე კვირას, ცალი ყურსასმენი დავკარგე. მთელი დალაგებული სახლი ავატრიალე და თავიდან დავალაგე. მერამდენე წრეს ვაკეთებდი, არ ვიცი, მამამ მითხრა, ოღონდ სახლს თავი დაანებე და მე მოგცემ ფულს, რომ ახალი იყიდოო. ყველაზე იმედგაცრუებული ალბათ იმ დღეს ვიყავი, როცა ჩემი ცალი სიამაყე ვერსად ვიპოვე. მეორედ ამას ვეღარ ავიტანდი, მამას შემოთავაზება არ მიმიღია და ისევ ჩემ მტანჯველ კაბელებს დავუბრუნდი. ივა ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თითქმის მთელი საათი მჭირდებოდა იქამდე მისასვლელად. მით უმეტეს იმ პაპანაქება სიცხეში ამის გაკეთებას არაფრის დიდებით არ ვაპირებდი. ჩემი ტაქსიც ზუსტად იმ დროს მოვიდა, როცა სადარბაზოდან გავედი და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი. -აპლიკაციაში ავლაბარია მითითებული, სწორი მისამართია, ხო? - გამომხედა მძღოლმა სარკიდან. -დიახ, სწორია. -კი, ბატონო, - დამეთანხმა და მანქანა დაძრა, - კონდენციონერი ხომ არ გამოვრთო? - ალბათ ჩემი ზედმეტად შესამჩნევად სველი თმა შენიშნა და ყოველი შემთხვევისთვის მკითხა. -არა, არა. გარეთ ძალიან ცხელა. კონდენციონერი რომ არ არსებობდეს, რა გვეშველებოდა, - ჩამეცინა და მძღოლსაც შევამჩნიე როგორ ჩაეღიმა. -როგორც გნებავთ. ყურსასმენის კაბელები ძვლივს გავხსენი, ყურზე მოვირგე, სიმღერები ჩავრთე და გზას გავხედე. შუადღის 5 საათისთვის ზედმეტად გადატვირთული მოძრაობა იყო. კიდევ კარგი, რომ ტაქსით წამოვედი მეთქი, ვიფიქრე და მომაბეზრებელი გზის მაგივრად მზერა მობილურისკენ გადავიტანე. -კარგად შეხედე, მართლა გზაში ვარ, - მესენჯერში ტაქსიდან გადაღებული სურათი ჩავუგდე ივას ჩემი სიტყვების დასადარტურებლად, - საშინელი საცობებია და მალე არ მელოდო. -მთავარია სახლიდან გამოაღწიე და საცობებს აღარ დავეძებ, - სიცილის სმაილებიც მოაყოლა პასუხს და ჩატი გამოვრთე. მგზავრობა ისე გაწელილად მეჩვენებოდა, რომ ალბათ დროის შეგრძნების მიხედვით, ზღვაზე ჩასვლას უფრო ვერ ვიგრძნობდი, ვიდრე თბილისის მეორე ბოლოში გასვლას. ქუჩის ბოლოში ნაცნობი კორპუსის დანახვისას ყურებამდე გამეღიმა. უკვე მეგონა, რომ ამ წერტილამდე ვეღარასდროს მოვაღწევდი და ცოტა დამაკლდა სახლში მიბრუნებაზე. კორპუსამდე მთელ ქუჩაზე მანქანები უმოძრაოდ იდგნენ. ვიფიქრე, რომ ფეხით უფრო მალე მივიდოდი დანიშნულების ადგილამდე, მძღოლს თანხა მივაწოდე და ქუჩას ფეხით დავუყევი. ვინ მეძალებოდა ამხელა ქუჩის ფეხით გავლას? სახლში მივბრუნებულიყავი ან საერთოდ ამ საცობში რომ არ წამოვპლაკუნებულიყავი, რა მოხდებოდა? ხომ შეიძლებოდა, რომ წინა დღეს ეთქვა ივას გამოდი ჩემთანო ან მომდევნო დღეს მოეფიქრებინა. ან საერთოდ არ ეთქვა არაფერი, ჩემით ხომ ისედაც მივიდოდი, როცა მომინდებოდა? მაგრამ რაღა მაინც და მაინც იმ დაწყევლილ დღეს? მთელი ქუჩაზე ჩამწყრივებული მანქანები, იმაზე ნელა მოძრაობდნენ, ვიდრე ბორდიულზე მოძრავი ხალხის ნაკადი. ყველა სადღაც მიდიოდა. ზოგს სადღაც ძალიან ეჩქარებოდა, ზოგი უბრალოდ მისეირნობდა, ზოგიც მობილურში ცხვირჩაყოფილი მიუყვებოდა ქუჩას. სიცოცხლე ჩქეფდა და მე მაინც ყურსასმენებში ბოლო ხმაზე ვუსმენდი კლასიკურ მელოდიას და მგზავრობისგან გადაღლილი წაშლილი სახით მივუყვებოდი ქუჩას. მაღაზიაში შევიარე, ბიძაშვილის საყვარელი ლუდი და ჩიფსები ვიყიდე და სადარბაზოში შევედი. ბოლო სართულზე ცხოვრობდა ივა. მესამე წელია უკვე მშობლებისგან ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და ახალ ბინას სანამ ვნახავდი, მანამდე არ მესმოდა, რატომ გადაწყვიტა დიდი დიღმიდან ავლაბარში, ამხელა მანძილზე გადასვლა. მერე მივხვდი საუკეთესო ხედი ქალაქზე, თითქმის მთელი კორპუსის სახურავი მისი ვერანდა იყო. ზედმეტად მშვიდი ადგილი იყო და მშობლებიც ნაკლებად აწუხებდნენ თავს ვიზიტებით. ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე და მის ლოდინში კედელს ცალი მხარი მივაყრდენი. ლიფტმა ჩემამზეც ჩამოაღწია, შევამჩნიე ვიღაც როგორ შემოვიდა სადარბაზოში, თავში აზრად არც მომსვლია დალოდება. სწრაფად ჩავაგდე ხურდა და ღილაკს თითი დავაჭირე თუარა, ლიფტის კარები ვიღაცამ ცალი ხელით დაიჭირა. ყურსასმენების გამო ხმა არ გამიგია და მოულოდნელობისგან შევხტი და ცალი ყურსასმენი მომძვრა. -ბოდიში, მგონი შეგაშინეთ, - მითხრა უცნობმა შუახნის მამაკაცმა, წყნარი ხმით და ყურებამდე გაღიმებული სახით. -არაუშავრს, - ნაძალადევად გავუღიმე და ველოდებოდი, როდის მიხვდებოოდა, რომ ლიფტში არ უნდა შემოსულიყო. -შეიძლება? მეც ზემოთ მივდივარ, - ისევ ისე ალმცარედ იღიმებოდა, ყურებამდე გაკრეჭილი. თითქოს ლაპარაკისასაც კი არ ეცვლებოდა სახის მიმიკა და მთელი ამ ხნის მანძილზე გაშეშებული ემოციით მესაუბრებოდა. უცნაურად გამცრა ტანში, მაგრამ რას ვიზამდი? -კი, ბატონო, - ვუპასუხე, მაგრამ მამაკაცი უკვე ლიფტის კაბინაში იდგა და დაჭერილ კარების კიდეები ერთმანეთთან ნელ-ნელა მიჰქონდა, თითქოს დამოუკიდებლად ლიფტი ამდენს ვერ მიხვდებოდა და სხვისი დახმარება ესაჭიროებოდა. ლიფტი ზედა სართულებისკენ დაიძრა. კუთხეში ატუზული ვიდექი, ციფერბლატს ვუყურებდი და სართულებს ვითვლიდი, რომ მცოდნოდა, კიდევ რამდენი იყო ბოლო სართულამდე დარჩენილი. მე-6 სართულზე ლიფტი გაშეშდა. არც წინ იძროდა, არც უკან და არც კარები იღებოდა. პირველად არ გავჭედილვარ ლიფტში, მაგრამ ეს ფაქტი არ მესიამოვნა. -მგონი გავიჭედეთ, - მითხრა უცნობმა ისევ იგივე სახის გამომეტყველებით, ისევ იგივე ყურებამდე გაღიმებული სახით და წამის მეასედში ცივად გამჭრა ტანში ჟრუანტელმა. პასუხი არ გამიცია, ლიფტის სათადარიგო ღილაკს მივაჭირე თითი და პარალელურად ვცდილობდი ნაჭრის შარვლის ფართო ჯიბეში მობილურზე ბრმად დამერეკა ივასთან და შველა მეთხოვა. ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ალბათ წინათგრძნობამ მანიშნა, რომ უცნობის წინ ჩემი შიშის გამომჟღავნება კარგი იდეა არ იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სენსორებიან სმარტფონზე ბრმად დარეკვა. უამრავი დეტექტიური ჟანრის ფილმებიდან და სერიალებიდან გამომდინარე, იმ წამს მხოლოდ ეს ჭკვიანური რამ მოვიფიქრე, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ ივას ლიფტში მობილური არ იჭერდა. ვერც იმას მივხვდი, რომ ლიფტს დაზიანება რომ ჰქონოდა, შუქი აუცილებლად ჩაქვრებოდა. უცნობი მამაკაცი ცხვირწინ ამესვეტა და ალბათ უკვე მთელ სახეზე მეწერა მთელი შიში. მანიაკის თვალები ჰქონდა, გეფიცებით. შეუძლებელი იყო მისთვის გეყურებინა, უბრალოდ მის გვერდით მდგარიყავით და არ შეგშინებოდათ. მით უმეტეს იმ წყეულ ლიფტში, სადაც გასაქცევი არსად იყო და მხოლოდ იმის იმედად ვიყავი, რომ სათადარიგო ღილაკის ხმა, რომლის სიგნალიც მხოლოდ კორპუსის თავმჯდომარეს ესმოდა, დამეხმარებოდა. -არც გაბედოთ და არ მომიახლოვდეთ, - მტკიცე ხმით ვუთხარი უცნობს და ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ დედასთვის არასდროს დამიჯერებია, რომ წიწაკის სპრეი აუცილებლად უნდა მქონოდა ახლოს. მანიაკის თვალები და საშინლად შემაძრწუნებელი ღიმილი ჩემი მტკიცე ხმის მიუხედავად მაინც მიახლოვდებოდა და მუხლები მეკვეთებოდა. ვიგრძენი შიშის ტალღამ როგორ დამიარა მთელ სხეულში და ვერც გავიაზრე უკვე ისე ვცახცახებდი და აზროვნების უნარი უკვე აღარ გამაჩნდა. მას ხომ ამ დრომდე ჩემთვის არაფერი დაუშავებია? თითიც კი არ შეუხია ჩემთვის, მაგრამ მთელი ჩემი სხეულით ვგრძნობდი მთელ ამ სისაძაგლეს. -ნუ გეშინია, ჩვენ უბრალოდ ლიფტში გავიჭედეთ, - შემაძრწუნებელი სახის მიმიკა ისევ არ შეცვლია. ჩემს პირდაპირ იდგა, მილიმეტრების დაშორებით, მაგრამ არ მეხებოდა, - ვინმე მიხვდება, რომ გავიჭედეთ და კარებს გაგვიღებენ. პასუხი ისევ ვერ გავეცი, არ ვიცი ჩემმა ტვინმა რატომ გადაწყვიტა მისი სიტყვების მოსმენა, რომელშიც დამამშვიდებელი, უვნებელი სიტყვები ისმოდა და არა მისი მზერის წაკითხვა, რომელიც მთელი სიბოროტით იყო სავსე. არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად გულჩვილი და ზედმეტად მიმდობი. ყოველთვის მომწონდა ეს თვისება ჩემში. ბევრჯერ მიფიქრია, რას გავაკეთებდი იმ შემთხვევაში თუ მოძალადის პირისპირ მარტო აღმოვჩნდებოდი. დახმარების ხერხებზეც მიფიქრია და ფიზიკურ მოქმედებებზეც, რომ სხვისთვის იმდენად დიდი ტკივილი მიმეყენებინა, რომ გატოკების საშუაება აღარ ჰქონოდა. არასდროს მესმოდა ძალადომის მსხვერპლები ამ შედეგებამდე როგორ მიდიოდნენ ისე, რომ დახმარების სათხოვნელად სხვას არ ეძახდნენ, არ ყვიროდნენ და არ ცდილობდნენ მოძალადისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას. თბილისი ისეთი ქალაქია, სადაც ყოველდღიურად ვერ შეხვდებით მანიაკს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მშვიდია ამ დანაშაულით. ამ შემთხვევაში ოჯახური ძალადობა არ მაქვს მხედველობაში. ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. რთულია იპოვო გაუპატიურებული ადამიანი, მაგრამ არა - შეუძლებელი. მაგრამ მაინც, რთული და იშვიათია. არასდროს მიფიქრია, რომ მეც მათ ადგილას აღმოვჩნდებოდი. „არასდროს თქვათ არასდროს!“ - ზედმეტად ცნობილი ყველაზე საჭირო ფრაზა, რომლის აზრის გააზრებასაც ბოლომდე არასდროს ვცდილობთ. იმ წამს საუკეთესო მომენტი იყო ჩემი სათადარიგო გეგმის განხორციელებისთვის, რომ ფეხებშუა მუხლი ამომერტყა და მანიაკის თვალები ძირს დაცემულიყო, მაგრამ რისთვის? მას ხომ არაფერი გაუკეთებია საამისოდ. ამას თუ გავაკეთებდი, დამნაშავე აქეთ გამოვიდოდი არაფრისთვის. მე უბრალოდ მზერა მაშინებდა და ეს გასასამართლებელი საბუთი ნამდვილად არ იყო. მხოლოდ ერთმა პატარა წინადადებამ და რამდენიმე წამიანმა უმოქმედობამ დამამშვიდა და მაიძულა არ მეფიქრა იმაზე რაც არ არსებობდა. ცახცახი შემიწყდა. დავმშვიდდი და გონება მოვადუნე. მანიაკის ტვინი ამას იმაზე მარტივად ამჩნევს, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. მის სიტუაციას ჩემი სიმშვიდე აწყობდა და მიიღო კიდეც. იმდენად სწრაფად მომაჭირა ხელის გული პირზე, თავი ლიფტის კედელს მივარტყი და თვალები კაკლისოდენა გამიხდა. ბოლო რამდენიმე წამის მანძილზე იმდენად დავმშვიდდი და დავრწმუნდი, არაფერს აპირებდა, რომ გაოგნებისგან და უცაბედად მაქსიმალური შიშის მოზღვავებისგან ტვინმა ფუნქცია შეწყვიტა. ცრემლები ღაპაღუპით გადმომდიოდა თვალებიდან და პირიდან ხელი რომ აეღო, ალბათ, მხოლოდ ჩემს ღმუილს გაიგებდით. ხელები ლიფტის კედელზე მქონდა მიბჯენილი და იმდენად ვიწეოდი კედლისკენ, თითქოს მასში გასვლას ვცდილობდი. სად წავიდა ჩემი გეგმები მოძალადესთან შეხვედრის სიტუაციისთვის? სად წავიდა ჩემი დეტექტიური ტრიუკები? რატომ იყო ჩემი ხელები გაშეშებული, როცა შემეძლო ან მისთვის დამეშავებინა რამე ან ლიფტის კედლებისთვის დამერტყა? არ ვიცი. ჩემ წინ ასვეტილი მანიაკი, და არავინ მითხრათ, რომ მანიაკი არ არის, თავისუფალ ხელს ყველგან მიფათურებდა. მაინც და მაინც იმ დაწყევლილ დღეს მომინდა სარაფანი მცმოდა. თხელი მატერიის გარედან, შიგნიდან, ყველგან მისი ხელი იყო და მთელ სხეულში აუტანელი გრძნობა დამდიოდა. არ ვიცი დროის რა ნაწილი გავატარე ამ მდგომარეობაში. ჩემ ყურებს ლიფტის გარედან შემოსული ხალხის ლაპარაკის ხმა მიწვდა და ტირილი შევწყვიტე. დავრწმუნდი, რომ ნამდვილად არ მელანდებოდა და უცნობსაც უკვე გააზრებული ჰქონდა სიტუაცია, ისეთი დამფრთხალი თვალებით მიყურებდა. შესაძლოა იმაზე მეტადაც კი ეშინოდა იმ წამს, ვიდრე მე მეშინოდა მისი. ორივე ხელი ვკარი და ვეცადე მისი ხელი პირიდან მომეშორებინა, რომ მეყვირა. ფართხალი და გამწარებულმა ძლიერი მუშტების რტყმა დავიწყე, მაგრამ მაინც ზედმეტად სუსტი აღმოვჩნდი მის მოსაგრიებლად. ჯერ იმდენად მწარედ მიჩქმიტა გვერდში, ლამის ფილტვებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. ამოსუნთქვა გამიჭირდა და დროც იხელთა, არ ვიცი მუშტი იყო თუ გაშლილი ხელი, მაგრამ სახეში მითავაზა გემრიელად, მერე თავი ალბათ კედელს მივარტყი და ყველაფერი წაიშალა. გავითიშე. ტკივილი საშინელი შეგრძნებაა. თავის ტკივილი აუტანელი გრძნობა და ამ შეგრძნებით გაღვიძება ხომ საერთოდ ცალკე ასტრალია. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს შეუძლებელია გაარჩიო რა ხდება, სად ხარ, გღვიძავს, გძინავს, რა გტკივა, რატომ გტკივა, სიზმარია თუ მწარე რეალობა... ტკივილისგან სახე მომეჭმუხნა, ინსტინქტურად მივიჭირე ხელი თავის ქალაზე, ჩვეულებრივ ეს ცოტა შვებას მგვრის ხოლმე, მაგრამ ამჯერად უფრო მეტად მეტკინა და ჩამწყდარი ხმით ამოვიკვნესე. -ნინ, აქ ვარ, - ჩამესმა ივას დამამშვიდებელი ხმა. ვიგრძენი როგორ მომიჯდა გვერდით და გულზე მიმიხუტა. -რა ხდება? როდის მოვედი? - თვალები გავახილე და ჩემ კითხვას გონებაში მე თვითონ ვუპასუხე. გამახსენდა როგორ მოვედი კორპუსამდე, როგორ შემომყვა გაყინული მზერის პატრონი ლიფტში და მერე... - ივა, ის... ის ტიპი ლიფტში... - ხმა გამიტყდა და მთელმა ჩემმა სხეულმა ცახცახი დაიწყო. -ჩშშ... ნინა, ყველაფერი კარგად იქნება, - ისევ ივას დამაწყნარებელი ხმა მესმოდა და ცალ ხელს მხარზე მონოტორულად მისვამდა დამამშვიდებლად. -ივა, მან... ის... ღმერთო რა საშინელი თვალები ჰქონდა... ივა, ნეტავ გენახა, როგორ მიყურებდა... - გაშეშებული თვალებით ვლუღლუღები და თვალებიდან არ ამომდიოდა ლიფტის სურათი. -ნინა, მარტო არ ხარ. მეც აქ ვარ და ყველაფერი დამთავრდა გესმის ჩემი? - ოდნავ მომშორდა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, - მარტო არ ხარ! -ხელების ფათური დამიწყო და მე... მე ვერაფერი ვქენი. თავი მისკდება. -ნინა, შემომხედე, - ჩემ პირდაპირ დაჯდა, სახე ხელებში მოიქცია და ფაქტიურად, იძულებული გამხადა მისთვის მეყურებინა და მისი ხმა მომესმინა, - ერთად გამუმკლავდებით. გესმის ჩემი? მარტო არ ხარ! - პასუხის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე და ცრემლებმაც თავისი გზა იპოვეს. საწოლზე გადავწექი, გვერდით გადაბრუნება ვცადე, მაგრამ ნეტა ეს არ მექნა. თავის ქალაზე მეტად მთელი სხეული ამტკივდა, ქვედა კიდურები, უკანალი, წელი მუცელი, მკერდი... თითოეული უჯრედი. -აააა.... მტკივააა! - ისტერიულ ტირილამდე უკვე ცოტა მაკლდა, მოძრაობისას ტკივილის მიუხედავად, მოვიკრუნჩხე და ერთ პოზაში მიგდებული ვტიროდი. ივა ისევ ჩემთან იყო და ცდილობდა დავემშვიდებინე. არ ვიცი რამდენად გამოსდიოდა, იმიტომ, რომ არ ვიცი ივა იქ რომ არ ყოფილიყო მე რას ვიზამდი. -გაგივლის, ნინ. ყველაფერი გაივლის... ეს დალიე, - ტომბოდან ტაბლეტები და ჭიქა წყალი მომაწოდა, არაფერი მიკითხავს, ისე გამოვართვი და გადავყაპე. წყალიც გაჭირვებით მოვსვი და ისევ იგივე პოზას დავუბრუნდი. -ტუალეტში მინდა, - საწოლიდან ოდნავ წამოვიწიე და ტკივილისგან სახე დავჭყანე. -ჯერ გაგსინჯავ, კარგი? უნდა დავრწმუნდე, რომ ფეხი მოტეხილი არ გაქვს, - ივას უბრალოდ თავი დავუქნიე და ისევ ბალიშზე დავბრუნდი, - თუ გეტკინება, იმხელა ხმაზე იღრიალებ, მთელი კორპუსი გაიგებს. რამე უსიამოვნოს თუ იგრძნობ, მითხარი. ალბათ, ცხოვრებაში პირველად გამომადგა ივა ექიმის პროფესიით. მიუხედავად იმისა, რომ ივა ტავმატოლოგი არ იყო, პირველადი დახმარების გაწევა ზედმეტად ელემენტარული რამ იყო მისთვის. კიდურები შემიმოწმა, მსუბუქი ტკივილის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. დაახლოებით ისეთი სიმძაფრის იყო, როგორც დალურჯებულ ადგილს მოუჭერ თითებს. მოტეხილობებს გადავრჩი. მუცლის ღრუც შემიმოწმა. მგონი მთელი ძალით მაჭერდა მუცელზე ხელებს. რამდენიმეჯერ წამოვიკივლე კიდეც. -მოტეხილობები არ გაქვს. შიდა დაზიანებებსაც გადაურჩი, მაგრამ ბევრი დაჟეჟილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა გაქვს, - პასუხის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე და წამოდგომაში დამეხმარა, - ნინ, სახე დალურჯებული გაქვს, შეგიძლია სარკეში არ ჩაიხედო. -არაუშავრს. -კარი არ ჩაკეტო, კარგი? -კარგი. პირველი ნაბიჯი გადავდგი და უსიამოვნო შეგრძნება მთელ ტანში იმდენად სწრაფად გავრცელდა, ვერც მივხვდი რა მაწუხებდა. მთელი მუცლის ღრუ საშინლად მტკიოდა, ბეჭებთან და მთლიან თავის ქალასთან ერთად. სიარული იმდენად უსიამოვნო იყო, როგორც პირველი მენსტრუაციის დროს გადადგმული პირველი ნაბიჯი. გამოვტოვებ საპირფარეშოში შესვლის დასაწყისს. ალბათ, ისედაც მიხვდებით, რომ კარგი არაფერი მინახავს. არ ვიცი, ჩემი ტვინის რომელ გულუბრყვილო ნაწილს ეგონა, რომ მან უბრალოდ ხელი მკრა ლიფტში და გონება დავკარგე, მაგრამ დიახ! იმ ცარიელმა თვალების პატრონმა გამაუპატიურა. ამის გააზრებისას, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ თავი ხელში ავიყვანე. ისტერიულად დავიწყე დალურჯებული სხეულის დათვალიერება და სარკის წინ დავდექი. ორივე თვალი ჩალურჯებული, სავარაუდოდ ერთი დარტყმისგან და მეორე კედელზე მიხეთქებისგან. ტუჩი გახეთქილი, წარბიც სისხლიანი. კისერი დალურჯებული. მაქსიმალურად ვცადე თავის შეკავება, მაგრამ სხეულის თვალიერების ისტერიულმა მოქმედებამ რომ გადამიარა, ცრემლები წამსკდა თვალებიდან და ღრიალის შეკავება უკვე შეუძლებელი იყო. არ ვიცი ივა როდის შემოვიდა, შეიძლება მეძახდა და მე არ მესმოდა. საწოლზე დამაბრუნა და წყლის ჭიქა გამომიწოდა. -ივა, მან.. მან მე... -ნინა, შემომხედე, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ახლოდან ცდილობდა ჩემი მზერა დაეჭირა, მაგრამ მე ვერაფერს ვხედავდი. ვერც ივას და ვერც კედლებს, - შემომხედე, - გამკაცრებულმა ტონმა ცოტა გამომაფხიზლა და მაიძულა ივასთვის თვალი გამესწორებინა, - მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერს გავუმკლავდებით, გესმის? -მესმის. -ნინა, კლინიკაში უნდა წავიდეთ, ანალიზების აღება და გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. -არა, არა! გამორიცხულა, - ინსტინქტურად მოვიშორე ივას ხელები და საწოლს ისე ავეკარი, თიტქოს ეს გადამარჩენდა. -გამორიცხული იქ არ წასვლაა. -არა, ასე ვერავის დავენახები. საერთოდ არავინ უნდა იცოდეს რა მოხდა. ივა, ჩემ თავს გაფიცებ, არავის უთხრა, - უცბად გამინათდა თვალები და ნელ-ნელა აზროვნება დავიწყე. -ვერავინ გაიგებს, გპირდები. -კლინიკაში თუ წავალ, მილიონ კითხვას დამისვამენ, პოლიცია თუ არ მოვა მაინც საქართველოა, ხვალ ყევლას ეცოდინება. არა! არა და არა! იქ არ წამოვალ. შენც ხო გინეკოლოგი ხარ, მეტი არავინ მჭირდება. -მეც რომ გინეკოლოგი ვარ, ზუსტად მაგიტომ გეუბნები, რომ წასვლა საჭიროა. -არა მეთქი! -კი! გპირდები სანდო ადგილას მიგიყვან. შენი ნების გარეშე არავინ გასცემს შენს ინფორმაციას, არც პოლიციასთან და მით უმეტეს - სხვებთან. ანალიზების აღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. -მეშინია. -მე შენს გვერდით ვიქნები. -მპირდები? -გპირდები, - თავზე მაკოცა და ვიღაცასთან დარეკა. გინახავთ ადამიანი შუა ზაფხულში დახურული ტანსაცმლით კეპით და მუქი სათვალით? თუ გინახავთ, დამიჯერეთ, ეს მას ნიშნავს, რომ მას იმაზე დიდი პრობლემა აქვს, ვიდრე უბრალოდ პიროვნების დამალვაა. მეშინოდა ხალხისთვის შეხედვა, მეგონა, რომ ყველამ იცოდა, რა გადამხდა თავს. ივას მოხვეულმა ხელებმა მიმიყვანეს მანქანიდან კაბინეტამდე და უკან. „-ნახეთქები არ შეინიშნება. მცირე დაზიანებებია რაც ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისას ხდება. მკურნალობა სახლის პირობებში მარტივია. გალეული ოვულაციის პერიოდია. ორსულობა ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა შანსი არსებობს. ბიოლოგიური მასალა გვაქვს, პაციენტი თუ თანახმაა განცხადებაზე, შეგვიძლია პოლიციას გადავცეთ,“ - ექიმი აშკარად ივას ელაპარაკებოდა და მისი მთლიანი ნათქვამიდან მხოლოდ პოლიცია გავიგე. -არავითარი პოლიცია და სხვები! გამორიცხულია! საერთოდ დაივიწყეთ აქ რომ ვიყავი, სადაც არ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს! - ჩემმა მკაცრმა ხმამ ორივე შეაჩერა. -თქვენი ნებაა. მერწმუნეთ, ინფორმაცია ვერ გაჟონავს, - ჩემმა ექიმმაც დამამშვიდა. მგონი ივა არ შემცდარა მასში, - ანალიზის პასუხებს მეილზე მოგაწვით. საჭიროების შემთხვევაში შეხვედრასაც ჩაგინიშნავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდზე უნდა ვიფიქროთ. მანქანაში ბუტაფორიასავით ვიჯექი. პირველი შემთხვევა იყო, როცა სიმღერებს არ ვატრიალებდი და ივას ნერვების მოსაშლელას ხმის ტემბრს არ ვაწვალებდი. -ივა? -ჰო, - მინდოდა მეპასუხა ივასთვის რასაც ვფიქრობდი იმ წამს, მაგრამ ორსულობის ვარაუდზე გაფიქრებაც კი აღარ მინდოდა და ამიტომ უბრალოდ გავჩუმდი, - ყველაფერი კარგად იქნება, ნინა. გეფიცებით, ბიძაშვილის ხმა იმაზე მეტად მაწყნარებდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოგიდგენიათ. არ ვიცი მის გარეშე ამას როგორ გადავიტანდი. მისი გვერდში დგომა და ლაპარაკი უდაოდ ყველაზე დიდი შვება და დახმარება იყო ჩემთვს, რაც კი შესაძლო იყო. კი, ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა და გიპასუხებთ. სანამ მე აქ ივას ვაქებ, რაღაც მომენტში ჩემ თავზეც გავბრაზდი, რომ ლიფტში შევედი, ან საერთოდ რომ მეც ავტყდი და ამ პაპანაქებაში ამხელა გზაზე წამოვედი, მიხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ეს დისკომფორტს არასდროს მიქმნიდა. რაღაც მომენტში ივაზეც კი საშინლად გავბრაზდი, რომ არ მომეშვა, სანამ არ დამითანხმა გამოსვლაზე. მერე უბრალოდ იმაზეც გავბრაზდი, საერთოდ დასვენების დღე რატომ ჰქონდა მეთქი. თუმცა, რაღა აზრი ჰქონდა? მსგავსი აკვიატებები იდეალურად მიგრძელდებოდა იმ შემთხვევებში თუ უბრალოდ პატარა საქმე მივარდებოდა. ჩემ შეგრძნებებს და ფაქტს კი ვეღარაფერი უშველიდა. -სახლში ასეთი სახით როგორ მივიდე? -ჩემთან დარჩები, სანამ საჭიროდ ჩავთვლი, - ივას ხმა ისევ დამამშვიდებლად მედება. იმიტომ არა, რომ სახლში დარჩენა შემომთავაზა. უბრალოდ ახლობელი ადამიანის დამშვიდებული ხმა მაიძლებდა, რომ მეც დავემშვიდებინე. არ ვიცი ღელავდა თუ არა, მაგრამ ექიმ კაცს, დაშავებულ ადამიანთან ლაპარაკი არასდროს ეშლება. -ვინმე რომ მოვიდეს? -არავინ მოვა. -რა იცი? -გავაფრთხილებ ყველას, რომ სამუშაო მაქვს. თუ მაინც მოვა ვინმე, კარები არ გააღო. მეც თუ ვიქნები სახლში, ოთახში გახვალ. -შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა? -სხვა გიშველიდა, - ისე მიპასუხა, რომ სახეზე სერიოზული სახის მიმიკა არ შეცვლია. -სულელო, - არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩამეცინა. ბალიშზე კომფორტულად მოვკალათდი და ისე გავითიშე, ვერც მივხვდი, რომ მეძინებოდა. ორი დღის მანძილზე დალურჯებული ადგილები უფრო მეტად იკიდებდა ფერს, მუქდებოდა და იკვეთებოდა. ანალიზები, ივას თქმით, დამაკმაყოფილებელი იყო და საშიშროებას არ წარმოადგენდა. ტვინის შერყევის გამო წინასწარი ორკვირიანი წოლითი რეჟიმის ფონზე, თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ყოველ შემთხვევაში ივას უზარმაზარი მაისური და ფუმფულა დივანი ნამდვილად კომფორტის ზონა იყო. მთელი დღის მანძილზე გაშეშებული ვიწექი და ტელევიზორს ვატრიალებდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, მომხდარზე არ მეფიქრა, მაგრამ ჩემი და ივას ბევრი მცდელობის მიუხედავად, ყოველ წუთს, ყოველ თვალის დახუჭვაზე, ყოველ დაძინებასა და გაღვიძებაზე მომხდარი მედგა თვალწინ. ერთადერთი, რაც შედარებით იოლად გამომდიოდა, ხვალინდელ დღეზე ფიქრი იყო, როელიც თვალთახედვის არეში არ მეჩხირებოდა. მას შემდეგ, რაც ძილში ყვირილი დავიწყე, გაგიჟებულმა ივამ ლამის მუხლებზე დაჩოქილმა მთხოვა ფსიქოლოგთან შეხვედრა, მაგრამ მაინც მტკიცე უარი მიიღო ჩემგან. მის ადგილას, მეც იგივეს შევთავაზებდი სხვას. თუმცა არა ჩემს თავს. არ ვიცი, რისი მეშინოდა, მაგრამ ცხადზე კიდევ უფრო ცხადი იყო, რომ მეშინოდა. და მაინც, არ მკითხოთ - რატომ. მესამე საღამოს ივამ დამირეკა, მაღაზიაში შევდივარ და რამე ხომ არ ამოგიყოლოო და ისევ გამითიშა. 15 წუთში კარის საკეტის ხმა გავიგე და სანამ ზარის ხმაც არ გაისმა, მანამდე ყურადღება არ მივაქციე. ბუზღუნით ავდექი კარის გასაღებად. დალურჯებები იმაზე მეტად საშინელი შესახედაობის იყო, ვიდრე თქვენ ბოლოს გახსოვთ. სიარული ცოტა კომფორტული გახდა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ნაბიჯების რაოდენობას ივა მკაცრად მიკონტროლებდა. თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ივა ჩემ წოლით რეჟიმს არ დაარღვევდა და შესაძლებელი იყო ვინმე სხვა ყოფილიყო ივას ნაცვლად. -გასაღები არ გა.. - კარებში უცხო ადამიანის დანახვისას წინადადება გამიწყდა და ვერ გავაგრძელე საუბარი. -შენ ვინ ხარ? - თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა გაფართოებული თვალებით. -და შენ ვინღა ხარ? -მე დათუნა ვარ. -მე ნინა ვარ, მაგრამ მაინც ვინ ხარ? - მხრები აიჩეჩა და გაკვირვებული მიყურებდა, - ვისთან ხარ? -ივასთან, მაგრამ მგონი ბინა შემეშალა, - დაბნეული ნახევარი ტანით ისევ ლიფტისკენ შეტრიალდა, წასვლას აპირებდა. -ივა მაღაზიაშია. წესით მალე დაბრუნდება. ჯობია შემოხვიდე და დაელოდო, - კარებს მოვშორდი და გაოცებული დათუნა ფეხისთრევით შემოვიდა ბინაში. კარი მივხურე და მისაღებში გავედით, - ყავას დალევ? -არამგონია კარგი აზრი იყოს, - არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ ცოტა ყოყმანით მელაპარაკებოდა. -მეც დავლევ, - სამზარეულოსკენ წავედი. -ვფიქრობ, არ ღირს. -რა? -ყავა სისხლჩაქცევებს მაინც და მაინც არ უხდება. -ერთი ჭიქის უფლება მაქვს დღეში. -ერთი ერთი ჭიქის თუ ბევრი ერთი ჭიქის? - ჩაეცინა და ჩემ დივანზე კომფორტულად მოთავსდა. -გააჩნია ივა როგორ ხასიათზეა, - მეც გამეცინა და ყავის ჭიქები მაგიდაზე დავაწყვე. -შეიძლება გკითხო რა მოხდა? - თავით ჩემს სინიაკებზე მიმანიშნა. -ცოტა ბოქსი და ცოტაც გაბზარებული მეტოქე, - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ სევდიანად ჩამეღიმა. ამაზე უკეთესი პასუხი ვერ მოვიფიქრე. არ ვიცი რამდენად დაიჯერებდა ორივე თვალის დალურჯებაზე ბოქსს, თუმცა სულ არაფერს, ჯობდა. -საინტერესოა, - თითქოს ეჭვით ჩაილაპარაკა და ჩემს მკლავებზე დატოვებულ ნათითურებს მიაჩერდა. -მოვედი, - კარებიდან დაიძახა ივამ. -მოდი, სტუმარი გვყავს. -ვინ? ვა მარტო შენ თუ მომაცდენდი საქმეს, - ივა დათუნას მიესალმა და მე გადმომხედა. გაკაპასებული თვალები რომ ვერ შენიშნა, მგონი ცოტა დამშვიდდა. ივას ნათქვამი ჰქონდა მეგობრებისთვის, რომ საქმე ჰქონდა და ცოტა ხანს არ ეცლებოდა, ზედმეტი სტუმრიანობის თავიდან ასაცილებლად. -შენი საქმე სისხლჩაქცევები როდიდან გახდა? - ეჭვნარევი მზერით კითხა დათუნამ და თან თვალს არ მაშორებდა. -რაც დაიბადა, იქიდან მოყოლებული, - ნერვულად ჩაეცინა ივას და თითონაც სავარძელში ჩამოჯდა. არ შეუმჩნევია, რომ წოლის მაგივრად ვიჯექი და უკვე მეორე ჭიქა ყავას ვსვამდი მის ცხვირწინ, - ბიძაშვილია, ხო უნდა მივხედო. თან ქალების ამბავი ხო იცი, 2 ტონა მაკიაჟის გარეშე გარეთ ცხვირს არ ყოფენ და ლურჯი სახით მით უმეტეს. ახლაც როგორ ზის მშვიდად, მიკვირს, - მგონი ივა ზედმეტად მხიარულ განწყობაზე დადგა. -მართალია, - გაეღიმა ივას და მე გადმომხედა, - კარგად ურტყავ? -კარგად რომ ვურტყავდე ამ დღეში არ ვიქნებოდი, - მეც გამეღიმა და ივას სიტუაციაში გასარკვევად დავამატე, - ბოქსს აღარ გავეკარები. -ვფიქრობ, სწორი მეტოქე გჭირდება. -კაი, ტო. კიდე ბოქსი გვინდა? - ივას სიტყვით გამოსვლამ არასასიამოვნო საუბრიდან გამომაძვრინა და გამომხედა, - შენ ფეხზე რატომ დგახარ? -ვწევარ, უბრალოდ შენი თვალი ამას სწორ პოზიციად ვერ აღიქვამს, - ყველაზე აბსურდული რამ ვუთხარი და თან გავუცინე. -დაწექი და ფეხზე აღარ დაგინახონ ჩემმა თვალებმა არც სწორად და არც არასწორად, - თვალები აატრიალა და ჩემს დივანზე მჯდომ ძმაკაცს გადახედა, - დააწვინე, რა. ტვინის შერყევა აქვს. -იყოს, ოთახში გავალ და თან ცოტას წავუძინებ. თქვენ მოეწყვეთ კომფორტულად, - დათუნას გავუღიმე, ყავის ჭიქა სამზარეულოში გავიტანე და საძინებლის კარები მივიხურე. არ გეგონოთ, რომ ღიმილის და წყნარი ხმის ტემბრის მსგავსად, მთელი ეს პერიოდი ურეაქციოდ და მხიარულად ვგრძნობდი თავს. არა! ჩემს ტვინში ყველაფერი თავიდან დატრიალდა, ყველა იარა თავიდან გაიხსნა (თუმც არცერთი მათგანი არც დახურულა). საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოკუჭულმა ჩავიბღაუჭე ბალიში, სახე ჩავრგე და მთელი ხმით ამოვიტირე. ვერც წარმოიდგენთ, და იმედი მაქვს, რომ ამას ვერასდროს წარმოიდგენთ, რამდენად გამიჭირდა უცხო ადამიანის წინ დგომა, გაღიმება და თქმა, რომ უბრალოდ ბოქსის გამო მაქვს სისხლჩაქცევები. რას არ გავიღებდი, რომ ეს ასე ყოფილიყო... არ ვიცი რა დრო გავატარე საძინებელში, მაგრამ მისაღებში რომ გავედი, დათუნა უკვე აღარ დამხვდა. -მოდი დაწექი და გთხოვ, ნინ, ნუ დადიხარ, რა, - მითხრა ივამ მთელი მუდარით და დივანი დამითმო. -არ შემიძლია, ნუუ... -ბოქსი რამ მოგაფიქრა? -არ ვიცი. უბრალოდ მომაფიქრდა. -რომ გახვედი, პირდაპირ მითხრა, რაც დაგემართა, კითხვის და ბოქსის გარეშე. -იცის? რანაირად? - თვალები გაკვირვებისგან და შიშისგან ერთიანად გამიფართოვდა და სულ დამავიწყდა, რომ დაწოლას ვაპირებდი. -შენ ერთი ხარ და დათუნას საკმარისად უნახავს, რომ კითხვა აღარ დასჭირდეს, - საკმაოდ მშვიდი ხმით მელაპარაკებოდა ივა, თითქოს ამ ფაქტში უარყოფითს ვერაფერს ხედავდა. მისმა სიმშვიდემ მაფიქრებინა, რომ დათუნას საკმარისზე მეტად ენდობოდა. -ექიმია? -გინეკოლოგი, - თავისქნევით მიპასუხა ივამ, - სანერვიულო არ გაქვს. საუკეთესო მესაიდუმლეა. -ღმერთო, ახლა სუ ის გაახსენდება, რომ შენი ბიძაშვილი გააუპატიურეს! - ისევ ტირილი ამივარდა და სახეზე ხელები ავიფარე. -ნინ.. ნინა, - სახე ამაწევინა ივამ, - არაფერსაც არ იფიქრებს. გინეკოლოგები და ზოგადად ექიმები ამ საკითხს ისე არ ვუდგებით, როგორც შენ. ადამიანი ხარ, ისეთივე, როგორიც მე, დათუნა და სხვები. ახლა უბრალოდ ერთი ადამიანით მეტი გყავს სანდო ადამიანების სიაში. სანერვიულო და მით უმეტეს სასირცხვილო, ნამდვილად არაფერი გაქვს, - ღიმილით მითხრა ივამ და თავისდაუნებურად მაიძულა, დავწყნარებულიყავი და მისთვის დამეჯერებინა. -მართლა? -კი, ნინა. მართლა. -ნინა, ციკლს როდის ელოდები? - ლაპარაკისას უეცრად დასმულმა კითხვამ შემაცბუნა. ჯერ კითხვის შინაარსმა და მერე იმ ფაქტმა, რომ ავტორი ჩემი ღვიძლი ბიძაშვილი იყო. -წესით, ერთი კვირის თავზე, მაგრამ ზოგჯერ ისე მეწელება, მავიწყდება ხოლმე მისი არსებობა. რატომ მეკითხები? -ისე, უბრალოდ. შენ არაფერზე იფიქრო, კარგი? -ფიქრობ, რომ ორსულად ვიქნები? - ამ სიტუაციის წარმოდგენისას ცივი ტკივილით გამჭრა მთელ ტანში. -ნინ, ადამიანები ვართ. და ქალი ხარ, რომლის ორგანიზმიც ამ სიტუაციისთვის მზადაა. პირდაპირ გეტყვი, გინეკოლოგმაც გითხრა და მეც ვფიქრობ, რომ ამის შანსი არსებობს, მაგრამ იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა ორსულობა აიცილო თავიდან, საკმაოდ რეალურია. -არ მინდა, - ჩამწყდარი ხმით ამოვიბუტბუტე და ცრემლებმა ისევ თავისი გზა გაკვალეს სახეზე. -ნინ, შემპირდი, რომ რამე სისულელეს არ გააკეთებ. -გპირდები. -ხომ იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის შენს მხარეს დავიჭერ. -ვიცი. -არ ინერვიულო, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. -კარგი. ივამ თავზე მაკოცა და სამზარეულოში გავიდა საჭმლის მოსამზადებლად. იმ დაწყევლილ დღეს, როცა გინეკოლოგთან ვიყავი, ექიმის ნათქვამს იმ დონემზე წავუყრუე, რომ მისი მთელი ნათქვამიდან სიტყვაც კი არ დალექილა ჩემს თავში. ამის მოსმენა ივასგან კი, ადამიანისგან, რომელიც ჩემთვის ღვიძლი ძმასავითაა და პინციპში, ეს მართლაც რომ ასეა, მინდოდა თუ არ მინდოდა საკმაოდ რთული და დასაფიქრებელი აღმოჩნდა. მართლა დავფიქრდი ალბათობაზე. და დამიჯერეთ ჩემ თავსი კარგი არაფერი ხდებოდა. ვფიქრობდი ყველაფერზე, ამ ყველაფრის ყველა რეალურ და არარეალურ ფაქტებზე და თავში სრული ქაოსი მქონდა. დათუნა აღარ გამოჩენილა. მერე ყველაფერი დალაგდა თითქოს. იმდენად ყევლაფერზე ვიფიქრე, რომ დასაფიქრებელი აღარაფერი დამრჩა და უაზროდ ვუყურებდი მთელი დღე მულტფილმებს და გიჟივით ვიცინოდი. ივა თავიდან შეშინებული მიყურებდა და ხშირად მიმოწმებდა თვალის გუგებს და წნევას. მერე თითქოს დამშვიდდა, ისიც ჩემთან ერთად უყურებდა გადაცემებს და ერთად ვიცინოდით. -ნინ, მოვედით, - შემოსასვლელიდანვე დამიძახა ივამ და მისაღებში დათუნასთან ერთად შემოვიდა. -გამარჯობა, - ღიმილით მომესალმა დათუნა. -გაგიმარჯოს, - მეც გავუღიმე და იმ წამს გამახსენდა, რომ ჩემზე თითქმის მთელ ინფორმაციას ფლობდა და უხერხულობისგან გამაჟრჟოლა. -უკეთესად გამოიყურები. -ჰო, არამიშავრს. შავ სახეს ყვითელი ჯობია, - გამეცინა და ოდნავ წამოვჯექი. ჯერ კიდევ წოლითი რეჟიმის ქვეშ ვყავდი ბიძაშვილს. -რაო, აბა. დაიწყეს კედლებმა ლაპარაკი? - სიცილით შემოგვიერთდა ივაც. -იცოდი, რომ შენი კედლის ორნამენტს 168 კუბიკი აქვს? -რა? - ჩემმა პასუხმა ცოტა დააბნია და, რომ მიხვდა რასაც ვეუბნებოდი სიცილისგან გადაიხარა. -ასე იცის ერთ ადგილს მიჯაჭვულობამ. აუ ავდგები, რა, - ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე და ისე შევხედე ივას. დათუნა უბრალოდ გვაკვირდებოდა. -ადექი, სამზარეულოში პარკები დავყარე. -დაჟე, საჭმლის მომზადების უფლებასაც მაძლევ? - უკვე ფეხზე წამოფრენილმა ვკითზე ბედნიერი სახით. -მიდი, მიდი. ბიჭები მისაღებში დავტოვე და სამზარეულოში მართაც რომ მიყრილ პარკებს დავწვდი. პროდუქტები მაცივარში შევალაგე და იმ წუთას მოსამზადებლად დავიტოვე მცირეოდენი. აფთიაქის ფარკიდან პატარა პაკეტი ამოვაძვრინე და ივას ჯიუტობამ ნერვები მომიშალა. 2 დღე გადამიცდა და უცნაურს ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ მუცელი მტკიოდა და ისიც ზუსტად ისე, როგორც მოსვლის წინა დღეებში ვიცი ხოლმე. ანალიზებზე ვერ დამითანხმა და ახლა ტესტი მოიფიქრა. ჩემი რა მიდიოდა, საპირფარეშოში გავედი და ტესტი ამოვიღე შეკვრიდან. ორი ხაზი იყო. არადა, როგორ არ ველოდი ორს. კედელს მიყუდებული ჩავსრიალდი ქვემოთ და იატაკზე დავჯექი გაშტერებული მზერით. ვიცოდი, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა. ტირილი ამიტყდა და ისტერიკაში გადამივიდა. -ნინა, კარგად ხარ? - ივას ხმა შემომესმა კარს მიღმა. პასუხი ვერ გავედი, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი, - ნინა კარები გამიღე. კარები ისედაც ღია იყო. ივა შემოვიდა, გევრდით მომიჯდა და თავი მხარზე დამადებინა. ივას დიდი მიხვედრა არ სჭიდებოდა სიტუაციაში გასარკვევად. -არ ინერვიულო, რა. მარტო არ ხარ. -რა ხდება? - დათუნა გამოჩნდა შეშფოთებლი სახით კარში, - ცუდად ხო არაა? - ივას პასუხი არ გაუცია. არ ვიცი რამე ანიშნა თუ არა, - მოიცადეთ, ორსულადაა? დათუნა გავიდა და უკან ჭიქა წყლით დაბრუნდა. მეორე მხარეს მომიჯდა გვერდით და ჭიქა პირთან მომიტანა. -ნინ, უნდა დალიო. -არ მინდა, - თავი გავაქნიე და ივას მკერდს კიდევ უფრო მეტად მივეკარი. -დალიე, გთხოვ, - იმდენად მინდოდა გაჩუმებულიყო, რომ ამ სურვილის გამო მოვსვი ცივი წყალი. წყლის ძალაზე თუ გსმენიათ? ხშირ შემთხვევაში ბევრ დამაწყნარებელსა და გამაყუჩებელს ჯობია! ისტერიკა და კანკალი შემიწყდა და უბრალოდ ცრემლები მცვიოდა. -ყველაფერი კარგად იქნება, - ისევ იგივეს იმეორებდა ივა. -მაშინაც მაგას მეუბნებოდი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იქნება ყველაფერი კარგად! -იქნება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გადაწყვეტ და მე შენ გვერდით ვიქნები. შესაბამისად, ყველაფერი კარგად იქნება! - ისევ ეს ივას დამამშვიდებელი ხმა... -ახლა მართლა დაწოლა და დაძინება მინდა, რა. იქნებ რომ გავიღვიძო სიზმარი იყოს. - ფეხზე წამოდგომა დავაპირე და ორივე მომეხმარა ფეხზე ადგომაში აქეთ-იქით მხრიდან. ივამ საწოლში დაწყნარებული რომ დამიგულა და დარწმუნდა, რომ მარტო დასატოვებლად გავიშვებოდი, საძინებელი დატოვა. არ ვიცი რა დრო გავატარე ოთახში მარტომ, მაგრამ არ დამძინებია. ღმერთო, ცხოვრებაში პირველად მინდოდა ასე ძალიან ძილი და ვერაფრით მივაღწიე საწადელს. ფიქრები არ მასვენებდნენ. ახლა რა უნდა გამეკეთებინა? აბორტი... ღმერთო, როგორ მძლს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ეს უკანასკნელი უნდა გამეკეთებინა და ცხოვრება შვილის მკვლელად გამეგრძელებინა, თუ გამეჩინა და მანიაკის შვილი გამეზარდა? იქნებ აბორტი ვერ მომენელებინა მთელი ცხოვრება ან მერე შვილი ვეღარ გამეჩნა? თუ გავაჩენდი, იქნებ ოდესმე გაეგო ჩემ შვილს, როგორ დაიბადა, მერე რას იგრძნობდა? რას ვეტყოდი, როცა უმამოდ გაიზრდებოდა? ან როგორ გავზრდიდი, როგორ მოვუვლიდი. ან საერთოდ რომ დავინახავდი, შევძლებდი თუ არა, რომ მხოლოდ ჩემი შვილი დამენახა მასში და არა ის მანიაკი არსება,, რომელმაც მთელი ცხოვრების ტკივილი მომაყენა? შემეძლებოდა ჩემ შვილში სიყვარულის დანახვა? რომ არ გამომსვლოდა? შვილს ხომ ვერ მივატოვებდი. მას რა ცხოვრება ექნებოდა? ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველა ვარიანტმა გამიელვა თავში და მაინც ვერაფერზე ჩამოვყალიბდი. აქამდე მთელი ეს პერიოდი არც დავფიქრებულვარ. საერთოდ ვარიანტად არც განმიხილია ორსულობის ფაქტი. იმასაც ვფიქრობდი, რომ უბრალოდ საშინელ სიზმარში ვიყავი, ან ვიღაც ზღაპარს მიყვებოდა. ოპტიმისტობა ზოგჯერ ძალიან მტივნეულია! არ ვიცი რამდენი ხნის მერე შემოვიდა ივა საძინებელში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა პოზაშიც დამტოვა, ისევ ისე დავხვდი ზუსტად. გატოკების თავიც არ მქონდა. -როგორ ხარ? - ივას მაგივრად დათუნას ხმა მეუცნაურა და წამით ფიქრებს მოვწყდი. -ფეხმძიმედ ვარ, - სიმწრისგან ჩამეცინა და ისევ არ გავტოკებულვარ. -ჰო, ეს წოდება ტყუილად არ არსებობს. ფეხმძიმობის დროს ზოგჯერ ფეხები მართლა ისე უმძიმდებათ, რომ სიარულიც კი უჭირთ, - ჩაეცინა დათუნას და საწოლის ჩაზნექით მივხვდირ ომ საწოლზე ჩამოჯდა. -კარგია, რომ შემახსენე ესეც 1-0 აბორტის სასიკეთოდ გაჩენის წინააღმდეგ. -აბორტი გინდა? - წამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მკითხა. -არა. მაგრამ არც გაჩენა არ მინდა. უბრალოდ მინდა, რომ დრო უკან გადავახვიო და ლიფტში ფეხი არ შევდგა. - ცრემლების ციკლი ისევ თავიდან დაიწყეს ჩემმა თვალებმა. -ცოლად მოგიყვან, - წყნარი და აუღელვებელი ხმით მეუბნება დათუნა ისე, თითქოს ჩემი შეყვარებული იყო და მისგან ველოდებოდი ბავშვს. -ბატონო? - თვალები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან და მისკენ გადმოვბრუნდი, - რას იზამ? -ცოლად მოგიყვან, - სერიოზული ტონის შეუცვლელად გაიმეორა. -რატო? -იმიტომ, რომ გჭირდება. -მაგრამ შენ არც კი მიცნობ. -საკმარისი ინფორმაცია მაქვს, რომ ეს გავაკეთო. -გამორიცხულია. ივას ძმაკაცი ხარ, ეს ვარიანტი აქ დაიხურა. -ზუსტადაც, რომ ივას ძმაკაცი ვარ. იცი, რომ არაფერს დაგიშავებ და ჩემ გვერდით უსაფრთხოდ იქნები, რამდენ ხანსაც გაგეხარდება. -მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ალბათ ამას ხვდები. პირიქით, შეიძლება ეს ჩემთვის საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ შენ? -რა მე? -ოჯახი არ გყავს? მეგობრები არ გყავს? საყვარელი ადამიანები, პირადი ან საერთოდ ცხოვრება არ გაქვს? ჩემ გამო ყველაფერს ნუ დაინგრევ. -ამაზე შენ არ უნდა იფიქრო. -აბა რაზე ვიფიქრო? -შენ თავზე, ბავშვზე და საკუთარ მომავალზე. -მარტივი არ იქნება. -ვიცი. -ღმერთო, დათუნა, რა სისულელეა! -საერთოდ არ არის სისულელე. უბრალოდ, მინდა, რომ ამაზე დაფიქრდე. არ მინდა, მარტო დაგტოვო. -მარტო არ ვარ. ივა ჩემთან იქნება. -ივა იქნება. ბიძაშვილადაც დაგიდგება გვერდით, ძმადაც და მეგობრადაც. შესაძლოა ბავშვს მამის მაგივრადაც მისცეს რჩევები, მაგრამ მაინც ყოველთვის ბიძა იქნება. მეგობარი გჭირდება, რომელსაც შეუძლია იყოს ქმარი და მამა. არაფერს გაძალებ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ იძულებული არ გთავაზობ ამას. -ტვინი უნდა გავანიავო, კარგი? გაბრუებული წამოვდექი საწოლიდან და მისაღეში გავედი. დათუნას ხმა აღარ ამოუღია. ივა დივანზე იჯდა და გვერდით მივუჯექი. -დათუნა რომ შემოდიოდა ჩემთან, იცოდი რაც უნდა ეთქვა? -ვიცოდი, მელაპარაკა. -მე ჩემი მოსაზრება მაქვს მაგრამ გეფიცები, არ ვიცი რამდენად საღად ვაზროვნებ. ვხვდები, რომ თანახმა ხარ, მაგრამ მაინც მინდა შენი აზრი მოვისმინო. კარგიც და ცუდიც. -შენი მომავალია, ნინ. მე ყველა ვარიანტში შენ გვერდით ვიქნები. -ჯოხს შენზე არ გადავტეხ. უბრალოდ, შენი აზრის მოსმენა მჭირდება. ჩემით ჩამოვყალიბდები მერე. -ნინ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთელი ოჯახისთვის ეს ერთადერთი კარგი გამოსავალია, მაგრამ მთავარი ისაა შენთვის რომელია კარგი. რაც შეეხება დათუნას, მე მას ვენდობი. მჯერა, რომ ცუდ ქმრობას არ გაგიწევს. ვიცი, რომ მოძალადის კლანჭებში არ ჩავარდები. არ ვიცი, რა ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ვინ იცის, იქნებ ერთმანეთი შეგიყვარდეთ კიდეც, მაგრამ ამის იმედად არ გეუბნები რომ კარგი გამოსავალია. მე და დათუნამ ეს თემაც გავიარეთ და ურთიერთობას თუ ვერ ააწყობთ და გაგიჭირდებათ, ისე დაშორდებით, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე. ჩვენ მეგობრობას ეს არ შეეხება. შენ ამ ეტაპზე ორსულობას ვერ ახსნი და ან მოყოლა მოგიწევს და მთელი ცხოვრება გაუპატიურებული ქალის სტატუსით ცხოვრება, ან დამალვა და ჭორების მოსმენა. ორივე შემთხვევა უკიდურესობაა. მე ვფიქრობ, რომ ჯობია დათუნასთან ფიქტიურ ქორწინებაში იყო და სამომავლოდ განათხოვარი ქალის სტატუსი გქონდეს, ვიდრე.. - სიტყვა გაუწყდა. ისედაც გასაგები იყო, რისი თქმაც სურდა. - არ მინდა, რომ თავს დააძალო ეს ვარიანტი. შენ თუ გინდა, ჭორებსაც ერთად მოვერევით და სხვა პრობლემებსაც. ოჯახის თემასაც მოვაგვარებთ. მინდა ის გააკეთო, რასაც შენ ჩათვლი სწორად არა დღევანდელი დღისთვის, არამედ ხვალისთვის, ზეგისთვის და წლების ვარიაციისთვის. -გასაგებია. მადლობა. -რას იზამ? -არ ვიცი. არაფერი მითქვამს დათუნასთვის. ჯერ შენთან მინდოდა მელაპარაკა. -დაგტოვოთ? -არ ვიცი. -თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე. რა დროც არ უნდა იყოს კარგი? -დაგირეკავ. დათუნამ მობილური და გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა. ადგილიდან არ დავძრულვარ. ცოტახანში დათუნა შემოვიდა ყავის ჭიქებით ხელში. -რეკომენდაციას ვიძლევი ჭიქა ყავაზე, - გამიღიმა და სავარძელში მოთავსდა. -მადლობა. -ვილაპარაკოთ. დრო უამრავი გვაქვს. ლაპარაკის გარეშე, არაფერი გამოვა. -მაგალითად? -მაგალითად ამ წამს რას ფიქრობ. ორსულობაზე რას ფიქრობ, გარდა იმისა, რომ ვერ გადაწყვიტე გაჩენა გირჩევნია თუ აბორტი. რა პლიუსებს და მინუსებს ხედავ. ხვალინდელზე რას ფიქრობ... თემა არ დაგველევა. -ყველაფერზე ვფიქრობ, ყველაფერს და საბოლოოდ ვერაფერთან მივდივარ და სწორედ ეს მაგიჟებს, - ყავა მოვსვი და გეფიცებით, ასე გემრიელად და ენერგიულად ჯერ არ დამილევია ყავა! ვიგრძენი ტვინი რომ შემიტოკდა და დავრწმუნდი, რომ მთლად უტვინო არ ვიყავი. - აბორტი მართლა ძალიან არ მინდა. არასდროს მესმოდა ხალხის, რომელიც ამაზე მიდიოდა. სიტყვის გაგონებაზეც კი ნერვები მეშლება. მაგრამ ჩემი შვილის თვალებში რომ მოძალადის პიროვნება ამოვიკითხო, მერე რა უნდა ვქნა? -შენი შვილი იქნება, შენ გაზრდი, შენ ასწავლი და არა სხვა. -რომ ვერ შევძლო? -რაც გენდომება, ყველაფერი გამოგივა. -რომ გაიგოს, რომ დედამისი გააუპატიურეს, მერე რას იგრძნობს? თავს მოიკლავს თუ უნებურად თითონაც მოძალადე გახდება? -იქნებ ვერ გაიგოს, ან შენი სიძლიერე სწორად შეაფასოს და ბედნიერი იყოს, რომ ასეთი ძლიერი დედა ყავს ყველაფრის და მიუხედავად, რომელსაც ძალიან ეყვარება შვილი. -რომ ვერ შევიყვარო? -ეგ ხომ გამორიცხულია. -არ ვიცი, დათუნა. გეფიცები არაფერი არ ვიცი და ძალიან მეშინია. -რისი გეშინია? -ყველაფრის. -მე ვფიქრობ, რომ შემიძლია შენი შვილისთვის მამა ვიყო და გააზრებული მაქვს, რომ თუ ამ ნაბიჯს გადავდგამთ მთელი ცხოვრება ჩემ შვილად დარცება, რაც არ უნდა მოხდეს. -მაგ აზრისაც მეშინია. იმიტომ, რომ არ გიცნობ და არ ვიცი როგორი ურთიერთობა გვექნება და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ წლების მერე არ ამოგასხავს მთელი ეს ამბავი და ჩემ შვილს არ მოუყვები ყველაფერს. -რომ მიცნობდე, მაგას არ იტყოდი. -ადამიანს როგორც არ უნდა იცნობდე, ამ შემთხვევაზე თავს ვერავისთან დადებ, ვფიქრობ. -ეგეც მართალია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რასაც ვიძახი. -რატომ აკეთებ ამას? -არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ამას იმსახურებ. -ჩვენ ხომ ერთმანეთი არ გვიყვარს, ერთმანეთის არ გვესმის. თანაცხოვრების ერთი კვირის თავზე, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ იმდენად არ შევეფერებით ერთმანეთს, რომ მთელი სახლი თავზე დავიმხოთ და შეგზიზღდე. იმდენად ვიწვევდე აგრესიას შენში, რომ ჩემი შვილის დანახვაც აღარ მოგინდეს, არამც თუ მამობა. -ამ დონეზე ადამიანის შეძულება არ შემიძლია. -არ ვიცი, დათუნა. არაფერი არ ვიცი, - ყავის დაცლილი ჭიქა ჩავიხუტე და თავი დივნის საზურგეზე გადავაგდე. -უნდა დაწვე, ისედაც დიდი სტრესი მიიღე, - ავტომატურად დავემორჩილე მის სიტყვებს. -შეგიძლია კონდენციონერი ჩართო? - უვე ვგრძნობდი, რომ ცოტაც და მთელი სახე დამისველდებოდა. იმდენად მცხელოდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. -არ გაცივდე, - ამის მიუხედავად კონდენციონერი მაინც ჩართო და გევრდით მიგდებული თხელი პლედი გადამაფარა. -ვეცდები, - სულელურად ჩამეცინა. -ტოქსიკოზი გაქვს? -არა. საერთოდ არაფერი მაწუხებს, უბრალოდ შიგადაშიგ ცოტა მუცელი მტკივა ისე, თითქოს უნდა მომივიდეს. და ღმერთო, ნეტა მართლა მომივიდეს, - თვალები მაგრად დავხუჭე და ხელები თავზე დავილაგე. -ნორმალურია მსუბუქი ტკივილი. -მადლობა, რომ დამამშვიდე, - ისეც ისე შტერულად ჩამეცინა სავით. -ყველაფერი კარგად იქნება. -ეს წინადადება უკვე ორგანულად მძულს. აღარაფრის მჯერა. -საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაკარგო. რასაც მოინდომებ ყველაფერი გამოგივა. -იქნებ, არ შემიძლია. -ყველაფერი შეგიძლია. -შენი ოჯახი რას იფიქრებს თუ ორსულ გოგოს მოიყვან ცოლად და თან სხვისგან? -ჩემი ოჯახი ვერასდროს გაიგებს, რომ ჩემი შვილი არ არის. -რატომ? ის ხომ შენი ოჯახია. -საიდუმლო სანდო მხოლოდ მაშინაა თუ ამის შესახებ მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის. ჩვენ უკვე სამნი გამოვდივართ. დამიჯერე, თუ ამ ამბავს კიდევ ვინმესთან მოვყვებით, თუნდაც ჩვენ ოჯახებთან, თუნდაც ახლო მეგობრებთან ან სრულიად უცხო, შემთხვევით გამვლელ ადამიანებთან, ის საიდუმლო აღარ იქნება და ერთ დღეს აუცილებლად გაიგებს ისიც. -რომ წამოგვცდეს? -თუ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი შვილია, შეუძლებელია, რომ წამოგვცდეს. ცოტახანში დაგვავიწყდება კიდეც. თანაც, იცი როგორ მიყვარს ბავშვები? - უცბად თემა სხვა მხარეს წაიყვანა დათუნამ და გაიცინა. უნებურად გავახილე თვალები და მის გაბადრულ სახეს წავაწყდი, - აიი, ვაბოდებ! -შენი საკუთარი, რომ გეყოლება, მერე შეიძლება ეს დაივიწყო, - ინსტინქტურად დავიდე ხელი მუცელზე და იმის გაფიქრებაზე, რომ იქ ცოცხალი არსება იყო, მთელ ტანში გამცრა. -ქუჩაში ბავშვს რომ ეფერები, ეგეც არ გავიწყდება და როგორ შეიძლება საკუთარ შვილად აღზრდილი შვილი დაგავიწყდეს? თანაც იქნებ ჩემი ბიოლოგიური შვილის დედაც შენ იყო და არაბიოლოგიურისაც? -რა სისულელეა, - გამეღიმა და თავი გავაქნიე. -რატო სისულელე? ერთმანეთს რომ გავიცნობთ, ხომ შეიძლება, რომ იმდენად ერთმანეთისთვის შექმნილები აღმოვჩნდეთ, რომ მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ? -რაღაც ვარიანტად, კი, შეიძლება განხილვა. -ზუსტად ამას ვიძახი. -ტოქსიკოზი თუ დამეწყება და თუ პრეტენზიული და აუტანელი ორსული ვიქნები, მაინც არ შეგძულდები? -ნინა, გინეკოლოგი ვარ, - დაუფიქრებლად დაიწყო საუბარი, - იმდენად პრეტენზიული და შიზოფრენიკი ორსულები მინახავს, რომ ალბათ, მათ შემყურესაც არ მიტოკდებოდა ნერვი. ცოლზე მით უმეტეს არ შევიშლები. -ხო, მაგრამ ჩემი ყურება და მოსმენა ყოველდღე მოგიწევს. -ცოტა სახალისოც იქნება. აქამდე ხომ ორსულთან ერთად არ მიცხოვრია. -ვერ ავიტან ჩემი ქმარი რომ საყვარლებთან დადიოდეს. არ მაინტერესებს მეყვარებუ თუ არა, გეყვარები თუ - არა, არ შემეძლება, რომ ეს ავიტანო. ეჭვიანი არ ვარ და არსად არ გამოგეკიდები და არც რამის გაჩხრიკვას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ საკუთარ ქმარს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ საკუთარ თავსაც შეურაცხყოფა მიაყენოს და მე თავზე ლაფი დამასხას. გესმის რას ვგულისხმობ? -ვერც მე ავიტანდი ჩემი ცოლი სხვასთან რომ ერთობოდეს. შესაბამისად, მესმის რასაც იძახი, - ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გამცა პასუხი, აშკარად ძალიან გააზრებულად. ცოტახანი ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. თვალებდახუჭული ვიწექი დივანზე კონცენციონერისგან გაყინულ ოთახში და საერთოდ არ მციოდა. ვიგრძენი, როგორ ჩამოჯდა დათუნა ჩემთან ახლოს, პლედი გადამიწია და ცხელი ხელები დამალაგა მუცელზე. იმდენად ცხელი ხელები ჰქონდა, რომ გაყინულ განზე უეცრად მაღალი ტემპერატურის შეგრძნებაზე დამაჟრიალა და გამეღიმა. დათუნას შევხედე, მუცელზე დალაგებულ ხელებს უყურებდა და ვერ ვხვდებოდი მის თავში რა ხდებოდა. ცერა თითები აათააშა და თითქოს ცალი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. პლედი ისევ გადამაფარა და კონდენციონერი გამორთო. -კარგი, - ვუთხარი დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ. -რა კარგი? -შევქმნათ ოჯახი. -დარწმუნებული ხარ? -არა. მაგრამ არცერთ სხვა ვარიანტშიც არ ვარ დარწმუნებული. შეიძლება ასე ცხოვრება უფრო ავირიო, მაგრამ აბორტი არ შემიძლია. მთელი ცხოვრება შვილისმკვლელ დედად ვერ ვიცხოვრებ და მერე სხვა შვილებს ვეღარ გავაჩენ და ვერ ვეტყვი, რომ ჩემი სუნთქვა არიან. -კარგი, არ იტირო ახლა. 2 წუთია ჩემი ცოლი ხარ და უკვე ტირი, - ჩაიცინა დათუნამ და მეც გამეცინა, - მიდი Facebook_ზე დაიწერე დიდი ასოებით: „Married to Datuna”. -გაგიჟდებიან! - თვალები ავატრიალე. -გაგიჟდნენ მერე. -ხმას აღარ გამცემენ. -როგორ არ გაგცემენ. თან გინეკოლოგის ცოლი ხარ, ვიღაც ნარკომანის ხო არა. -მომეჩვენა თუ თავი შეიქე? -თავი უნდა შეიქო, აბა რა უნდა ქნა, - ისევ გაიცინა და მობილური მომაწოდა, - მიდი მიდი დაიწერე და თან მომთაგე. -ჯერ ივას დავურეკავ, მერე დედას, მერე მეგობრებს მივწერ და მერე დავიწერ. ყველას ასე ინეტერნეტიდან ვერ გავაგებინებ. შენც გირჩევ მშობლებს დაურეკო. -დავურეკავ. ჯერ ივას დავურეკეთ, წარმატებები და ბედნიერება გვისურვა. ზუსტად ვიცი, რომ ამას მთელი გულით გვეუბებოდა და რა შედეგიც არ უნდა მოყოლოდა ამ ამბავს, მაინც ჩვენ გვერდით იქნებოდა. მერე მშობლებს დავურეკე, ჯერ არ იჯერებდნენ, მერე ივას მოვკლავთო, მერე გაჩუმდნენ და დედამ კივილი დაიწყო შვილი გამითხოვდაო. მამა ჩუმად იყო და მხოლოდ ის მკითხა მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი თუ - არა. დათუნა გვერდით მედგა და მისი დამსახურებაა, რომ მამას ამაყად ვუპასუხე „დიახ“. მერე მეგობრებთან დავრეკე საერთო ჩატში და რას გვემაიმუნებიო. დათუნა რომ გავაცანი, როდის მოასწარითო, რატომ გვიმალავდი რანაირი მეგობრები ვართო და ა.შ. ბოლოს დათუნა შეპირდა, რომ ყველას მალე გაიცნობდა და ერთად ავუხსნიდით სიტუაციას. მერე დათუნამ დარეკა მშობლებთან. არ ვიცი ბიჭების მშობლების უმრავლესობას ძალიან უხარია შვილის დაოჯახება თუ კონკრეტულად დათუნას ოჯახში მოხდა ასე, მაგრამ ქალს ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ ბედნიერების ცრემლები ახრჩობდა. მამამისმა, უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ ოდესმე ცოლს მოიყვანდიო. სხვების ემოციებმა გამაბედნიერეს. ის კი არ მიხაროდა, რომ ჩემი ბედნიერება უხაროდათ სხვებს, არამედ მათგან წამოსულმა სიხარულმა საკუთარი ბედნიერების რწმენა გამიჩინა და გეფიცებით, იმ წამს საერთოდ ვერ ვხვდებოდი სიყვარულით გავთხოვდი თუ - არა. ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და დათუნას მივშტერებოდი, მობილური მაგიდაზე გადადო და უცნაური სახით გამისწორა თვალები. -რა? -პირველად გხედავ ასე ბუნებრივად გაღიმებულს, - მიპასუხა მანაც ღიმილით და ჩამეცინა. -დალურჯებული სახით გამიცანი, რომელ ბუნებრიობაზე მელაპარაკები? - კიდევ მეცინებოდა. -არ გშია? დაოჯახება ავღნიშნოთ, - წინადადებას სანამ დაასრულებდა, მანამდე წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ შებრუნდა. -მოგეხმარები. -არა, შენ ახლა დაწვები და დაელოდები ქმარს და საჭმელს, - ღიმილით და თითის ქნევით გამაფრთხილა. თქვენ წარმოიდგინეთ და ოთახში მარტოდ დარჩენილსაც კი არ მომრევია ცრემლები და სისულელეები. გემრიელი სუნი რომ მეცა, ისევ ისეთი გაღიმებული ვიწექი, როგორიც დამტოვა. სუნით ვხვდებოდი, რომ აშკარად იყო ოჯახში შესაშვები კაცი. -მოვედით, - ბედნიერი შემოქანდა მისაღებში თეფშებთან ერთად და ზუტად 3 წუთში გააწყო მთელი პატარა მაგიდა. -მმ, გემრიელია. ოჯახში შეიშვები, კი, - ისე ვუთხარი, რომ თეფშისთვის თვალი არ მომიცილებია. -იმედი მაქვს, სულ მე არ მომიწევს საჭმელების კეთება, - მგონი შევაშინე. -იმდენი ხანია ვწევარ, რო ადგომის მერე ალბათ სამზარეულოდან ფეხს აღარ გამოვდგავ. მართლა ძალიან მიყვარს სამზარეულო - უცბად ავხედე შეშფოთებულმა, - და იმედი მაქვს სახლში დიდი სამზარეულო გაქვს. -მაქვს, შეგიძლია მშვიდად იყო, - სიცილით მიპასუხა და ისევ თეფშს დაუბრუნდა. -ჰო, მაგრამ ზოგჯერ სხვისი მომზადებული გემრიელი საჭმელი უფრო გემრიელია, - ნიშნისმოგებასავით გამომივიდა მგონი. -კიდევ მოგიმზადებ, - დათუნას უკვე ხარხარში გადაუვიდა სიცილი. -კონდიტერი რომ ვარ, გითხარი უკვე? -კი, ამ წამს. -ჰმ. -ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ყველა საკონდიტრო შედევრს არ დააგემოვნებ, პირველ ტრიმესტრში მაინც. ეს აუცილებელია. -გინეკოლოგის ცოლობა მარტივს არ გავს. -პირიქით, ყველაფერს ისეთს გირჩევ, როგორც შენთვისაა უკეთესი და დამიჯერე, თავს ბევრ ორსულზე უკეთესად იგრძნობ. -ვეცდები დაგიჯერო ხოლმე. -ხოლმე? -ხო, ხოლმე. -კარგი, ხოლმე, - მგონი უკვე დამცინოდა. -არ მინდა, რომ ჩემი გინეკოლოგი იყო. -არ ვიქნები. არც ივა და არც ის, - სავარაუდოდ ის ექიმი იგულისმა, ივას რომ ვყავდი, მაგრამ არ ჩავძიებივარ, - თუ გყავს ვინმე და თან სანდო, შეგიძლია იმასთან იარო. თუ არა და ვინმეს გირჩევ. -არ მყავს. -არ არის პრობლემა. მაგრამ თავს უცნაურად თუ იგრძნობ ან რამე შეგაწუხებს, მინდა, რომ მითხრა. უბრალოდ იმას გეუბნები, რომ მინდა უბრალოდ ქმრად აღმიქვა და არა უბრალოდ დათუნად, გესმის რას გეუბნები? - უბრალოდ თავი დავუქნიე, მართლა მესმოდა. -სად ვიცხოვრებთ? ტერიტორიულადაც და შენებთან თუ ცალკე? -ორივე ვარიანტი შესაძლებელია. ჩემები ნუცუბიძეზე ცხოვრობენ, აუტანელები არ არიან და მეეჭვება, რომ ერთმანეთს ვერ გაუგოთ. ბინა დიდია და დავეტევით, სამზარულოც დიდია, - თან გაეცინა საუბრისას, - მე ავლაბარში ვცხოვრობ, სხვათაშორის აქვე ახლოს. მეც დიდი სამზარეულო მაქვს, - პირველი ისევ ჩემი ინტერესის სფერო დააკმაყოფილა და გამეღიმა, - მაღალი სართულია, ხედიც კარგი მაქვს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თითქმის ახალი გადასული ვარ და ბევრი რაღაც აკლია ბინას ავეჯით დაწყებული წვრილმანით დამთავრებული. მე ჩემი ბინა მირჩევნია, მაგრამ თუ სხვებთან ერთად გაგიმარტივდება, შეგვიძლია ნუცუბიძეზეც. -არა, შენი ბინა მირჩევნია, თან რაღაცეებს ჩემი გემოვნებითაც დავამატებ. -კი, ბატონო, - დამეთანხმა ღიმილით და წყლის ჭიქა ასწია ჰაერში, - ჩვენ დაოჯახებას გილოცავ! ისეთ მომავალს გისურვებ, რომლითაც ამ გადაწყვეტილებას არ ინანებ! -მეც გილოცავ! და ალბათ, იგივეს გისურვებ, - გამეცინა, მაგრამ მან ისეთი მითხრა რითი გადამეფარა არ ვიცოდი. მართლა გამეხარდა ის, რაც მისურვა და რეალურად ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო. კიდევ ვილაპარაკეთ ცოტა საკუთარ თავებზე. მგონი ზოგადი ინფორმაცია ამოვწურეთ ერთმანეთზე და წვრილმანი დაგვრჩა. იმ საღამოს ისე ჩამეძინა დივანზე, ვერც მივხვდი, რომ მეძინებოდა. ივას საწოლში გამეღვიძა ტანსაცმლიანს, მობილურზე უამრავი შეტყობინება დამხვდა. ალბათ მილოცავენ_მეთქი და უღიმღამოდ გადავაგდე მობილური საწოლზე. ბარბაცით გავედი მისაღებში. დათუნა დივანზე იჯდა და ფეხის ხმაზე გამოიხედა უკან. -დილამშვიდობის. რამ გაგარვიძა ამ დილაუთენია? -დილამშვიდობის. საშინლად ცხელა, - გამეცინა და გაუჩერებლად გავაგრძელე გზა სამზარეულოსკენ, - არ გშია? -ჯერ გამოფხიზლდი, - გაეცინა. -ძილშიც მშიოდა, ნამძინარევსაც და გამოფხიზლებულსაც მეშიება, რისთვის დაველოდო გამოფხიზლებას? -ტვინმა რომ გაიღვიძოს და ადამიანურად შეერგოს შენს ორგანიზმს საკვები, - მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. -მოიცა, რა, - ისევ გავიცინე და მაცივარი გამოვაღე. -რას შეჭამ მითხარი და მე გაგიმზადებ, შენ პირი დაიბანე და დაწექი. -გავიდა უკვე წოლითი რეჟიმის დრო, სიარულის უფლება მაქვს, უბრალოდ ივაა მშიშარა. -ივა აღარაფერ შუაშია უკვე, ქმარი გირჩევს დაწოლას. -ხოდა ცოლი არ ითვალისწინებს. ამ დროს რა ხდება? - წელზე ცალი ხელი მივიბჯინე და მომლოდინე თვალებით შევხედე დათუნას, რომელმაც ჩემ კითხვას წაუყრუა და ორი თეფში გადმოიღო კარადიდან. -დღეს ექიმთან წავალთ, ნაცნობობით ჩაწერის გარეშე მიგვიღებს. ჯერ პატარა ორსული ხარ და ეხოსკოპიაზე არ გამოჩნდება არაფერი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ანალიზები გავამეოროთ და გინეკოლოგიც თუ მოგეწონება ვნახოთ. რას იტყვი? -არ მაქვს პრობლემა, - მხრები ავიჩეჩე და ჯამიდან კითხი ამოვაცალე. არ შეუმჩნევია, ისე გააგრძელა დაჭრა. -ცოცხლები ხართ? - შემოსასვლელიდან დაიღრიალა ივამ. -მოდი, მოდი. შენი ძმაკაცი მზარეულობს, - გამეცინა და კარში შემოსულ ივას ავხედე. -ჰო, მგონი სამზარეულო ცოტა სადავო თემა იქნება თქვენთან, - თავზე ხელი გადაისვა და ყავის აპარატში ჭიქა ჩადო, - რას აპირებთ? -ჯერ ექიმთან გავალთ და მერე ალბათ ჯერ ნინას მშობლებთან და მერე ჩემებთან. -გინეკოლოგი ჯერ ძალიან ადრეა. -ვიცი, პროსტა მივდივართ, - დათუნას პასუხზე მხრები აიჩეჩა ივამ. -წამოდი ჩვენებთან, რა, - კნუტის თვალებით შევხედე ბიძაშვილს. -დათუნა უნდა გააცნო. მე რა მინდა მანდ? -წამოდი, კაცო. დათუნას ისედაც გაიცნობენ და ასედაც. ჯერ ისედაც შოკია ყველასთვის ჩემი გათხოვება და შენც რომ დაგინახავენ, ცოტას დამშვიდდებიან, რა. -დავფიქრდები, - თავზე მაკოცა და ცხელი ყავა მოსვა. ექიმთან ვიზიტი, როგორც ბიჭებმა ივარაუდეს ზედმეტად ნაადრევი აღმოჩნდა. დათუნას ისტერიკის გამო ანალზები მაინც ამიღეს და ორ კვირაში დამიბარეს ექოსკოპიისთვის. ივას არ უნდოდა ჩემებთან წამოსვლა და ისე ვებუზღუნე, რომ ბოლოს იძულებული გახდა წამოსულიყო. -კარგით, რა, ხალხო! გავთხოვდი, ხომ არ მოვკვდი? - ვუთხარი სიცილით შემოსასვლელშივე დახვედრილ მობუზღუნე საზოგადოებას. -მშობლები არ გაინტერესებთ, კარგი, მაგრამ გაგეფრთხილებინეთ მაინც? - ისევ დედა ბუზღუნებდა ყველაზე მეტს. -და მე გამაფრთხილა ვინემ? - ისევ გავიცინე და წელზე დათუნასს მძიმე ხელით ვიმაგრებდი თავს. -კარგი, ნუ ქოთქოთებ. მაცადეთ სიძის გაცნობა, - სიტყვით გამოვიდა მამა და დათუნას ხელი ჩამოართვა. დათუნამ დედას ტკბილეული და ყვავილები, მამას ღვინის ღირსეული ვარიანტი მიართვა და მერე როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე... „ვახ შენ გენაცვალოს“, „ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა“ და ა.შ... დათუნას მშობლებიც ჩვენთან მოვიწვიეთ და ყველა ერთად სვავდა და ვერავინ ამჩნევდა, რომ ჩემი ჭიქიდანაც დათუნა ცლიდა სასმელს. უკვე გამთენია იყო, ჩემი ბარგის ნაწილი რომ ჩავალაგე და სახლამდე ივამ გაგვიყვანა, მე და ცოტა (ძაან) მთვრალი დათუნა. -რომ დავიძინო, ხომ არ გეწყინება? - ბინის შესასვლელშივე მკითხა დათუნამ და კარი მიხურა. -არა, დაიძინე, - დაუფიქრებლად ვუპასუხე და ნახევრად ცარიელი მისაღების ცენტრში გავჩერდი. ჩემს პირდაპირ ფანჯარაში მოწითლებული ცა და ახალამოწვერილი მზის სხივები მოჩანდა. ხედი უდაოდ სასწაული იყო. ყოველი ახალი დღით სავსე, თან თბილი და თან ცივი. ოთახის ერთი წერტილიდან მოვავლე თვალი თითქმის მთელ ბინას და ჰო, მართლაც რომ ბევრი რან აკლდა იქაურობას. ზოგიც უბრალო და ზოგიც უბრალოდ სიზარმაცის ამბავით. იმ წამს გავაცნობიერე, რომ ის დღე ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. გვირაბი, რომლის ბოლოს სინათლე არავინ იცის დაგვხვდებოდა თუ არა მე და დათუნას. თუმცა ალბათ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მთელი ამ ახალი საფეხურის შინაარსს ბოლომდე ვწვდებოდი, ან საერთოდ თუ ვწვდებოდი. რაღაც მომენტში, ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ სიზმარში ვიყავი და დედა მალე გამაღვიძებდა. საწოლს შემოვუარე და დათუნას მივუწექი გვერდით. ისე გავითიშე, რომ ვერაფრის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი. შუადღისით მარტომ გავიღვიძე საძინებელში. გაბრუებული ვიწექი, ჭერს მივშტერებოდი და ვცდილობდი გამეაზრებინა რეალობა. ალბათ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს მართლა ხდებოდა ან უბრალოდ ზედმეტად სწრაფად მოხდა ყველაფერი და ეტაპობრივად ამის აღქმა ვერ მოვახერხე. ახალი დღის დასაწყებად შევემზადე და დათუნას მოსაძებნად გავედი ოთახიდან. მთელი ბინა შემოვიარე და თან ვხვდებოდი, დაძნებამდე რამდენი დეტალი გამომრჩენია ირგვლივ. დათუნა ვერსად ვიპოვე და იმედგაცრუებულმა ისევ მაცივარი გამოვაღე. საშინლად მშიოდა და დათუნას სავსე თაროები ცამდე მაბედნიერებდა. საჭმელი გამოვიღე და მაცივრის კარი მივხურე. საჭმელს წყლის ძალა აქვს გეფიცებით! შიმშილი დავიკმაყოფილე და ყავა დავისხი. უკვე აზრზე მოსულმა მერე შევამჩნიე მაცივარზე დატოვებული წარწერა: „ჩემი პაციენტი მშობიარობს და კლინიკაში არ. რომ გაიღვიძებ დამირეკე...“ გეფიცებით, მართლა გამეხარდა, რომ უბრალოდ გამაფრთხილა და ზედმეტად უპასუხისმგებლო ადამიანთან ერთად არ მომიწევდა ცხოვრება. ერთი პლიუსი უკვე ჰქონდა დათუნას ჩემგან. არა, გატყუებთ. ეს მეორე პლიუსია და პირველი მისი გარეგნობა იყო, არც ზედმეტად და არც ნაკლებად სიმპატიური. მერე დავფიქრდი, რომ არც ისე დაგეგმილად, ახლო მომავალში იმ გოგოს ადგილას მეც მომიწევდა ყოფნა. მეც ვიმშობიარებდი და იმედი მინდოდა მქონოდა, რომ დათუნა არც მე დამტოვებდა მარტოს, როგორც თავის პაციენტებს. გვერდით მედგა ქმარი და მარტო არ ვიყავი. უბრალოდ ადამიანების სტატუსები ცხოვრებაში იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ ეს წამოგვიდგენია. დათუნა ხომ ჩემი „ნამდვილი“ ქმარი არ იყო, მაგრამ მაინც ქმარი. ვალდებულები ვიყავით ერთმანეთზე გვეზრუნა და გვეფიქრა. მერე რა, რომ არ გვიყვარდა. მობილური ავიღე და ფურცელზე დატოვებულ ნომერზე დავრეკე. -გისმენთ. -შუადღემშვიდობის. შენი პაციენტი როგორ არის? -გადასარევად გრძნობს თავს, ბიჭი შეეძინა 2 წუთის წინ ზუსტად, - ხმის ტემბრით მივხვდი, რომ იღიმოდა. -მიხარია. კარგი, არ გცალია ალბათ, უბრალოდ წარწერა ვნახე და დაგირეკე. -ჰო, ცოტა დაკავებული ვარ, მაგრამ მინდოდა მცოდნოდა, რომ კარგად ხარ. -კარგად ვარ, დათუნა, - გამეცინა. -9 საათისთვის მოვალ ალბათ. რამე თუ დაგჭირდება, დამირეკე. -დაგირეკავ. მისმინე, ჩემ დაქალებს დავურეკავ, რომ ამოვიდნენ. პრობლემა ხომ არარის? -არარის, - ჩაეცინა, - ეგ უკვე შენი სახლიცაა და შეგიძლია ის დაპატიჟო, ვინც გინდა. -და ვეტყვი, რომ ორსულად ვარ, უბრალოდ ცოტა განსხვავებულად მოვყვეი ამბავს. მხოლოდ მე და შენ. -როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე მოიქეცი. მე მხარს გიჭერ. - წყნარი ხმით მიპასუხა, მშვიდობიანი დღე მისურვა და დამემშვიდობა. მობოილური გავთიშე და ცარიელ ბინას მოვავლე თვალი. იმ წამს ყველაზე მეტად მარტო ყოფნა არ მინდოდა. ისევ მობილური ავიღე და გოგოებთან დავრეკე. -გაგახსენდით? - ნაწყენი ხმით მიპასუხა ნატამ. -კაი, რა ნატ. ხომ იცი როგორ მიყვარხარ? -ტყუილად ცდილობ ჩემს მოთაფვლას. -კარგი, მაშინ მისამართს ჩავაგდებ ჩატში და მოდი, ცივ ყავას დაგალევინებ და მერე წადი თუ გინდა. -ვერ გიტან, -მეც მიყვარხარ! გელოდები, - სიცილით გავუთიშე და მერე მეორესთან გადავრეკე. მალევე მოვიდნენ სამივე. მართლა ნაწყენები იყვნენ და მართლა ძალიან მესმოდა მათი. უბრალოდ ამის შესაცვლელად სხვა გზა არ მქონდა. -როგორ საშინლად მომენატრეთ! - სამივეს ერთად ჩავეხუტე. -უსასწაულესად ველოდებით ახსნა-განმარტებას! - ისევ ნატამ აზიდა ცალი წარბი და ნაყინები ხელში შემომაჩეჩა. -მოგიყვებით, მოგიყვებით... -შენი ქმარი არაა სახლში? - ჩურჩულით მკითხა ეკამ. -არა, - მეც ეკას მივბაძე და ჩურჩულით ვუპასუხე, - დათუნას პაციენტი მშობიარობს. -აჰ და როდის გაგვაცნობ? - ისევ სწერვული ნატას სახე შემრჩა ხელში. არა, მაინც როგორი საყვარელია გაბრაზებული ეს გოგო, თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ! -რომ მოვა გაგაცნობთ, - გამეცინა და სამზარეულოში გავედით ყავისთვის. -კაი ბინაა, ისე. -ჰო, მომწონს, - გულწრფელად ვაღიარე და ღიმილით მოვავლე მეასეჯერ თვალი ბინას, - რაღაცეებს მერე მეც შევამატებ, შევცვლი და უფრო კარგი გამოვა. -დაეტყო უკვე გათხოვება, - გაეცინა ვიკას და სკამზე ჩამოჯდა. -ვნახოთ, - უხერხულად შევიშმუშნე და გამზადებული ყავის ჭიქები მაგიდაზე გადავალაგე, - მოკლედ, მართლა არ ვაპირებდი თქვენთვის არაფრის დამალვას, გეფიცებით! არც დამიმალია, რომ შეყვარებული მყავდა, იმიტომ, რომ დათუნა არ ყოფილა ჩემი შეყვარებული. -შეყვარებული არ ყოფილა, პირდაპირ ქმარი გახდა. სწორად გავიგე? -კი, ზუსტად მასე. -როგორ? -ივას ძმაკაცია დათუნა. ივასთან გავიცანი. ნუ რაღაც ისეთები ხდებოდა, რომ ჩემ თავთანაც ვერ ვტყდებოდი ბოლომდე და ხმამაღლა მით უმეტეს არ მინდოდა თქმა. მერე ისე მოხდა, რომ.. მოკლედ, ორსულად ვარ. -რააა? - იმხელა ხმაზე იკივლა ნატამ, ლამის იქვე ვიმშობიარე. -და არ გვითხარი? -მაცდით? - ნერვებმოშლილმა გავხედე სამივეს და რომ მივხვდი, ლაპარაკს რომ მაცდიდნენ, ისევ გავაგრძელე, - დღესაც ვერ მომინელებია, რაც მოხდა. არ მინდოდა ლაპარაკი არავისთან. სახლშიც არ ვყოფილვარ და საერთოდ ყველასთვის დაკარგული ვიყავი. მერე გადამიცდა და ნუ მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. მართლა არ მინდოდა არაფრის დამალვა. -ანუ, ერთმანეთი არ გიყვართ? - ეკამ მკითხა სერიოზული სახით და მგონი მხოლოდ ამ გოგომ გაიაზრა მთელი ჩემი შეთხზული ამბავი. -არა, მაგრამ მინიმუმ მოგვწონს. -ასეთი ოჯახები ყოველთვის ინგრევა, - ჩაიბურტყუნა ვიკამ. -ვიკა! - გამაწყენებულმა იღრიალა ცანცარა ნატამ. მისგან ამას არ მოველოდი. -მაპატიეთ, რა, - ცრემლები ვეღარ შევიკავე და მთელმა ემოციებმა იყვირეს თვალებიდან. საშინელი გრძნობაა როცა იტყუები. კიდევ უფრო საშინელი, როცა სიმართლე ენის წვერს გადგას, თვალებით ყვები და ხმა ისევ ტყუილის ნოტს უკრავს. ისინი ხომ ჩემი დაქალები იყვნენ, ადამიანები, რომლებსაც არაფერს ვუმალავ. ვუმალავდი... დამეფიცება, თავად არასდროს მოქცეულან ჩემნაირად. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდოდა მომეყოლა, გული გადამეშალა და ჩემი ტანჯვა ასე ცოტა შემემსუბუქებინა. მინდოდა მეღრიალა მთელი ჩემი ტკივილი. მინდოდა ეს ვიღაცისთვის მე მეთქვა, ჩემი პირიდან ხმამაღლა ამოსულიყო ის დაწყევლილი სიტყვები. ვიტყოდი. იმასაც ვიტყოდი, რომ ბავშვი დათუნასი არ იყო, ამას ხომ ისედაც მიხვდებოდნენ. მაგრამ... ეს წყეული „მაგრამ!“ საიდუმლო დაცული არასდროსაა თუ ეს ერთზე მეტა ადამიანმა იცის... ნეტავ ახლა თქვენს ადგილას ვიყო და თქვენსავით თავისუფლად ვლანძღავდე ჩემს თავს. გეფიცებით, ყველაფერს გავიღებდი ეს რომ შემეძლოს... -გამარჯობა, - დათუნა შემოვიდა სამზარეულოში გაბადრული სახით და პარკები მაგიდაზე დაალაგა. -გამარჯობა, - ერთ ხმად უპასუხეს გოგოებმა და თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერეს ჩემი გაბადრული ქმარი. -იმედი მაქვს ხელი არ შეგიშალეთ, - ჩაეცინა დათუნას და პარკებიდან პროდუქების ამოლაგება დაიწყო. -არამგონია, - ჩაიბურდღუნა ვიკამ და ბოლო ყლუპი ყავა მოსვა. -ჰო, აშკარად შეგიშალეთ, - გადაიხარხარა ჩემმა ქმარმა, - მაგრამ რა ვქნათ, ოდესმე ხო უნდა გაგვეცნო ერთმანეთი. ბიჭებიც რომ ამოვიდნენ პრობლემა იქნება? - ბოლო უკვე ჩემი მისამართით თქვა. -არა, ამოვიდნენ. მგონი უფრო გავერთობით, - ფეხზე წამოვდექი და დათუნას დახმარება დავიწყე. -ამეებს მიხედავთ თუ დავტრიალე? - პროდუქტებისკენ გვანიშნა დათუნამ. -მალე მოვლენ? -არ ვიცი, ალბათ. -ყველამ რაღაც გავაკეთოთ და უფრო სწრაფად გამოვა, - სიტუაციას უცბად მოერგო ნატა და ყავის ჭიქები ნიჟარაში ჩაალაგა. -ეს გოგო მომწონს, - მოჭუტული თვალებით გახედა დათუნამ ნატას. -ნატაა ეგ, - მეც გამეცინა და ეკასთან ერთად შევუერთდი მზარეულობას. ვიკამაც ცოტა ცხვირი აიბზუა და გოგოების მუჯლუგუნის შემდეგ ითონაც იკადრა დანის აღება. სანამ ყველაფრის გამზადებას მოვასწრებდით, მანამდე ამოვიდნენ ივა და ბიჭები. ზოგს ივასგან ვიცნობდი, ზოგი პირველად ვნახე და მგონი ერთმანეთს კარგად გავუგეთ, ჩვენც და გოგოებმაც. -ეს რა რძალი შემოგვსვლია ოჯახში, - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა ნიკამ და სამზარეულოს თვალი მოავლო. -არც დაქალები აკლებენ, - ჩაეცინა დათუნას და სამზარეულო ჩვენ შემოგვატოვა, - არ მიღალატო, ცოლო. -ამას უეჭველი არ აჭმევენ სახლში, - დაიჩურჩულა და ბოროტულად ჩაეცინა ვიკას. -გავიგე, - სამზარეულოდან გასულმა ნიკამ თავი შემოყო სამზარეულოში, ვიკას თვალი ჩაუკრა და ისევ აორთქლდა იქიდან. -ვიკა, მესმის, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ მგონი ზედმეტად იგესლები, მარტოები არ ვართ სახლში, - უკვე დაღლილმა ამომასხა და ვეცადე წყნარი ტონით დამეწყო ლაპარაკი. -მეც ვეთანხმები, - ამყვა ნატა. -უბრალოდ, კიდევ ვერ ვიჯერებ და რა ვქნა. -უბრალოდ დაივიწყე ცოტა ხნით და სახლში რომ მიხვალ, მერე ისევ გამიბრაზდი თუ გინდა, - გამეცინა და ვიკას პასუხი აღარ დაუბრუნებია, გაღიმებული სახით გავიდა მისაღებში. -რძალო, თანახმა ხარ აგვიტანო ქმრის ძმაკაცები ლხინსა თუ ჭირში? - მორიგი ჭიქის დალევის წინ სადრერგრძელოს მაგვრად კითხვებით მოიმარჭვა სასმელი ტატომ. -თანახმა ვარ, - ვუპასუხე სიცილით და უნებურად გვერდით მჯდომ ივას შევხედე, იღიმოდა. -თანახმა ხარ გაგვიძლო მატჩების ყურებისას? -თანახმა ვარ, - უკვე ხარხარში გადამივიდა სიცილი. -უხ შენ გენაცვალე მე! - ხმის ტემბრზე ეტყობოდა ტატოს გულწრფელი სიტყვები, - ბედნიერი იყოს შენი ფეხის შემოდგმა ჩვენს დიდ ოჯახში! -გაიხარე, - ჩემ მაგივრად უპასუხა ივამ, თავზე მაკოცა და ტატოს არყის ჭიქა მიუჭახუნა. -ნახე რა საყვარლები არიან, - ტატომ გადახედა გევრდით მჯდომ დიმას, - შენ როდის უნდა მოიყვანო ცოლი? ის გოგო რომ სხვაზე გათხოვდება, მერე? -ისევ თავიდან დაიწყო, - თვალები აატრიალა დიტომ. -ვიღაცამ თუ არ შეგიჩიჩხინა, ისე არაფრის გამკეთებელს არ გავხარ. -მთავარია ბავშვის გამკეთებელი ვარ. -მართლა? დაგვიმტკიცე აბა, - ინტერესით მიუტრიალდა ნახევარი ტანით ტატო და ნიკამი ცალ ხელზე ჩამოიდო ინტერესით. -დამანებე ბიჭო თავი. ვინარი ეს. მოვიყვან, ხო, ვახ. -შენ იმდენს იზამ, ჩემ შვილს წაიყვან მეჯვარედ, ვატყობ, - ისევ არ ჩერდებოდა ტატო. -ბიჭო, ეს გააჩუმეთ ვინმემ, - უკვე ნერვებმოშლილმა გადმოგვხედა დიმამ და ყველას გაგვეცინა. უკვე ყველა კარგად ნასვამი იყო. მხოლოდ მე ვიჯექი ფხიზელი და ვუყურებდი ყველას ბოდიალს. ყველას გვინახავს სიტუაციები, სადაც ქეიფისას ყველა ცალ-ცალკე იყუჟება. აქ კიდევ, პირიქით, ყველა ერთად იყო, ყველა ერთად ლაპარაკობდა და სიუცხოვე არავის ემჩნეოდა. თითქოს ყველა ერთმანეთის ნაცნობი ვიყავით და არავინ ყოფილა გარიყული. არყის სუნი უკვე ცხვირში უსიამოვნოდ მხვდებოდა და აივანზე გავედი. აუტანლად ცხელი ზაფხული იყო, მაგრამ წვიმდა და შუაღამისას უჩვეულოდ გრილოდა. იმდენად მესიამოვნა სიგრილე, რომ სიამოვებისგან გამაჟრჟოლა და ბუსუსებმა დამაყარა. მოაჯირს დავეყრდენი და ხარბად ჩავისუნთქე წვიმის სურნელი. -კარგად ხარ? - დათუნა გამოვიდა და ჩემთან ახლოს დადგა. -კი, უბრალოდ შიგნით ძალიან ცხელა. -დაიღალე? -ცოტა. ამდენ მთვრალში ფხიზლად ყოფნას არასდროს გისურვებ, - ვუოასუხე სიცილით და ჩაეღიმა. -მალე წავლენ, - თავზე მაკოცა და ხელი მხარზე გადამხვია, - გაყინული ხარ. დარწმუნებული ხარ, რომ არ გცივა? -მცივა, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს. -არ გაცივდე. -არ გავცივდები. შედი და შემოვალ. -ნწ, ცოლს მარტოს ვერ დავტოვებ, - ამაყად გაიჯგიმა და უცბად გაიცინა. -კარგები არიან. -ბიჭები? -ჰო. უფრო სწორად, ბიჭებიც და გოგოებიც. არ მეგონა ერთმანეთს ასე კარგად თუ გაუგებდნენ. მგონი აღარ ახსოვთ, რომ ჩვენზე ნაწყენები არიან. -რა მოუყევი? -იმის გარდა ყველაფერი და ცოტა გადავაკეთე. -ანუ იციან, რომ ორსულად ხარ. -ზუსტად ეგ ეწყინათ, რომ გამოვაპარე. იციან, რომ შენია. -გასაგებია. -ბიჭები? -დრო არ მქონდა სალაპარაკოდ და ვისარგებლე. იგივეს მოვუყვები, რაც შენ მოყევი. რამის შესწორება ხომ არ გინდა? -არა. იყოს ასე. -მშობლები გავხდებით, - უცნაურად თბილი ხმით ჩაილაპარაკა და ხელი მუცელზე მომისვა. -მშობლები გავხდებით, - ღიმილით დავეთანხმე და თავი მხარზე მივაყრდენი. -ერთმანეთს კარგად გაუგეთ მგონი, - სიცილით გამოვიდა ივა. -ეჭვი გეპარებოდა? - სიცილით უპასუხა დათუნამაც. -ისე, რა. ხო კარგად ხარ? - კითხვა ჩემი მისამართით დასვა ბიძაშვილმა. -კი, კი. -ხომ იცი, ცივ ნიავსაც კი არ მივაკარებ, - ამაყად გამოუცხადა დათუნამ ძმაკაცს და მის ბედად იმ წამს დაუბერა ცივმა ნიავმაც, პირდაპირი გაგებით და ისევ შესამჩნევად დამაჟრიალა. დათუნამ ხელი შემომხვია და ივას გაეცინა. -ამ წამს შენმა ცივმა ნიავმა დაბერა, - უკვე ხარხარში გადაუვიდა. -რას ხარხარებთ? - ნიკაც შეგვემატა აივნის ხალხს. -ახლა ეს, - ჩაიბურდღუნა დათუნამ და მეორე ხელიც მომხვია გასათბობად. -კაროჩე, დაშლის დროა, - გამოუცხადა ივამ ნიკას და დათუნაც არ შეწინააღმდეგებია. -მართალია, დროა მარტონი დავტოვოთ ჩიტები ბუდეში, - ნასვამმა ნიკამ თითის ტრიალით მონიშნა ბინის ტერიტორია და შიგნით შებრუნდა. -ვგიჟდები შენზე, - ღიმილი ვერ შევიკავე. -დროა დაისვენო, - ივამ თავზე მაკოცა და ისიც ბინაში შებრუნდა. ისევ მარტონი დავრჩით მე და დათუნა. -ნინ, ხო ნამდვილად კარგად ხარ? -კარგად ვარ, დათუნა. მართლა, - გამეცინა და ხელები მეც შემოვხვიე, - დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე თინეიჯერი შეყვარებულებივით? -იქამდე, სანამ ერთმანეთი არ შეგვიყვარდება. -ძალაზეა? -რომელ საუკუნეში ვართ, - გადაიხარახარა დათუნამ და ბინისკენ მიბიძგა. ივამ და ნიკამ მართლა დაშალეს ხალხი. ჩემდა გასაკვირად, ბიჭებმაც გოგოებთან ერთად წამში ამალაგებინეს მთელი მაგიდა და ერთად დატოვეს ბინა. -აი, ახლა აბაზანის და ძილის მეტი არაფერი მინდა! - გამოვაცხადე და პირსახოცის ასაღებად შევედი საძინებელში. -დივანზე დავიძინებ და შეგიძლია საძინებელში კომფორტულად მოთავსდე, - პასუხს არ დალოდებია დათუნა ისე დაიწყო დივნისთვის მზადება. -არ მაქვს პრობლემა თუ ერთად დავიძინებთ. -დარწმუნებული ხარ? -თუ არ იკბინები, კი, დარწმუნებული ვარ, - ვუპასუხე სიცილით და სააბაზანოში შევედი. უკან დაბრუნებულს დათუნა უკვე ჩაძინებული დამხვდა. კარადიდან მისი მაისური გადავიცვი და საწოლის მეორე მხრიდან მივუწექი. დილით შარდის ბუშტის შემაწუხებელმა შეგრძნებამ მაიძულა ნახევრად მძინარე გავფორთხიალებულიყავი აბაზანისკენ. დათუნა საწოლში არ დამხვდა და ჩავთვალე, რომ უკვე სამსახურში იყო. აბაზანის კარები სანახევროდ შევამტვრიე და რომ იტყვიან, ბეწვზე მივუსწარი. -ნინ, კარგად ხარ? - დათუნას მოულონელმა ხმამ წამის მეასედში დამიარა მთელ ტანში შიშმა. იმ წამს გავიაზრე დაბურული შუშის მეორე მხრიდან გამომავალი წყლის ხმა. -უბრალოდ, ტუალეტში მინდოდა, - ისე შემრცხვა, იმდენად ამიხურდა მთელი სახე, გეფიცებით მეგონა, რომ გავსკდებოდი. -შემეშინდა უბრალოდ, - თითქოს თავი იმართლა დათუნამ. -მე მკითხე როგორ შემეშინდა, მეგონა, რომ სამსახურში იყავი, - გამეცინა. -სამსახურის წინ ადამიანები შხაპს იღებენ, - დათუნასაც გაეცინა. -შხაპის წინ ადამიანები კარებს კეტავენ, - ჩავიბუზღუნე და ნიჟარაში წყალი მოვუშვი ხელების დასაბანად. -აი, წარმოიდგინე, ახლა კარები რომ ჩაკეტილი დაგხვედროდა, - ვეღარ შეიკავა და იმხელა ხმაზე ახარხარდა წყლის ხმაც კი გადაფარა. -ნუ დამცინი, - მაინც გამეცინა, - გავდივარ. -შეგიძლია დარჩე, - სიცილით მომაძახა დათუნამ უკვე დერეფანში გამოსულს. ფეხშიშველი გავედი სამზარეულოში, მაცივარი გამოვხსენი და დავფიქრდი რისი მომზადება უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩემი კუჭისთვისაც და დათუნასთვისაც რომ მსუყე საუზმე გამოსულიყო. ბრუსკეტები რატომღაც მსუყედ ვერ მივიჩნიე და ისევ ძველი მამა-პაპური ომლეტის მომზადება გადავწყვიტე. კვერცხი ჯამში ჩავტეხე და აუტანელი, გულისამრევი კვერცხის სუნი მეცა. ორი ნაჯიბით უკან დავიხიე, ხელი პირზე ავიფარე და პიკს მიღწეულმა მოვკურცხლე უკან სააბაზანოში. შიშველ დათუნას გვერდი ავუარე და უნიტაზთან ჩავიკეცე. -ღმერთო ყველაფერი როგორ მძულს! - ამოვილუღლუღე და ისევ პირღებინების შეგრძნებამ მაიძულა გავჩუმებულიყავი. დათუნამ თმები გადამიწია უკან და ჩემთან ჩაიმუხლა, - გადი, რა. -კაი, ამაში სამარცხვინო არაფერია. ბედნიერი იყავი, რომ მარტო არ ხარ, - თმა ამიჩეჩა, გულზე მიმიხუტა და ისევ თავისივე აბურდული ჩემი თმის გასწორება დაიწყო, - მორჩა? -არ ვიცი. დიდხანს გაგრძელდება? -ტოქსიკოზი? შეიძლება ეს ერთი იყოს სულ, შეიძლება მეორე ტრიმესტრამდე გაგიგრძელდეს ღებინება. -ადამიანების დამშვიდება კარგად გამოგდის, - ჩამეცინა, ფეხზე წამოვდექი და ნიჟარიდან კბილის ჯაგრისი ავიღე. -მკითხე და გიპასუხე, - ჩაეცინა დათუნასაც და სარკიდან დავინაზე კედელს როგორ მიეყრდნო მხრებით, - თაბრუსხვევა ხომ არ გაქვს? -იქნებ ჩაიცვა? -აბაზანაში შენ მივარდები ნახევრად შიშველი და კიდე მე უნდა ჩავიცვა? გიხდება ჩემი მაისური. -ჩემი ტანსაცმელი ამოსალაგებელი მქონდა და დამეზარა მოძებნა. -გეცვას, მართლა გიხდება, - წელზე მოხვეული პირსახოცი გაისწორა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და თა აშკარად ჩემს შიშველ ფეხებს ათვალიერებდა, - ისაუზმებ? -არ ვიცი. მშია, მაგრამ ისევ გული ამერევა. -ყავას მოგიმზადებ, - ჩემთან მოვიდა თავზე მაკოცა და აბაზანაში მარტო დამტოვა. უცნაური იყო ეს შეგრძნება. თითქოს ერთმანეთისთვის უცხოები არ ვიყავით და გარკვეულწილად შეხმატკბილებულ თანაცხოვრებას გავდა ეს ყოველდღიურობა. არც იმაზე მქონდა პრობლემა ყოველდილით აბაზანაში სრულიად შიშველ დათუნას შევვარდნოდი და არც იმის მრცხვენოდა, რომ სანახევროდ შიშველი, მხოლოდ მისი მაისურებით დავბოდიალებდი ყოველ დილით მთელ სახლში. მართლა საკუთარი სურვილით ვცდილობდი დილით მისთვის საუზმის მომზადებას. ზოგჯერ გულისრევა არ მაძლევდა საშუალებას, რომ ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული, მაგრამ მე ხომ ვდილობდი. მერე დათუნა დამცინოდა, ხომ ხედავ რომ არ შეგიძლია და რატომ წვალობო, მაგრამ მე მინდოდა ასე. 3 კვირის მანძილზე, თითქმის მთელ დილას მარტო ვატარებდი სახლში, სანახევროდ ცარიელ სახლში ლეპტოპით და ყავის ჭიქით. მერე სამსახურში მივდიოდი, კონდიტერიას და ტოქსიკოზს ვუთავსებდი ერთმანეთს. საღამოობით კი ზოგჯერ გოგოები ამოდიოდნენ, ხან ბიჭები და მოსაწყენად საქმე ნამდვილად არ მქონდა. -ნინ, დღეს ექიმთან მივდივართ, ხო გახსოვს? - მკითხა დათუნამ დილაუთენია და ყავის ჭიქა მომაწოდა. -ვაიმე, დამავიწყდა! - იმხელა ხმაზე ვიკივლე დათუნას თვალები გაუფართოვდა, - ექიმთან ვიზიტი დამავიწყდა! -კაი, რა მოხდა მერე, - ახარხარდა ჩემი ქმარი. -შენც ხო გამომყვები? -რა თქმა უნდა, - ღიმილით მიპასუხა დათუნამ და რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე და ისევ ყურებამდე გაღიმებული მივაშტერდი, როგორ სვამდა ყავას. -წყალს გადავივლებ და მოვემზადები. -მშვიდად მოემზადე, 10 ზე უნდა ვიყოთ იქ. რომ არ გავეფრთხილებინე, მარტლა მაინტერესებს, ნეტა მართლა თუ ფიქრობდა, რომ 15 წუთში ჩაცმული და ახსმული ნივთებით დავხვდებოდი შესასვლელთან. რა ვართ ეს ქალები... -ნინა, დაგვაგვიანდება, - მითხრა შემოსასვლელის კედელზე მიყრდნობილმა დათუნამ და მანქანის გასაღები ხელში აათამაშა. -შენ ხომ მითხარი არ იჩქაროო, ხოდა არ ვჩქარობ. -მთლად ასე არ მიგულისხმია. -ვსო, მზად ვარ, - გამეცინა და სახლიდან პირველი გავედი. ვფიქრობ, საერთოდ ვერ ვიაზრებდი დანიშნულების ადგილის აზრს. ექიმის კაბინეტში ისე შევედით და ისე დავწექი ექოსკოპიისთვის, რომ საერთოდ არ მიფიქრია რას ველოდებოდი და იქ რას ვაკეთებდი. დათუნა უფრო ნერვიულობდა და აქტიურობდა ექიმის კითხვებზე პასუხს გაცმაში, ვიდრე მე. იქამდე, სანამ გულისცემის ხმას გავიგებდი... -ღმერთო, - გეფიცებით, იმ წამს მართლა ვგრძნობდი, როგორ ცემდა ჩემი შვილის გული. ხმა ცალკე მესმოდა, მაგრამ სხეული სხვანაირად გრძნობდა ამას. ტირილი დავიწყე და ეკრანს თვალი ვერ მოვწყვიტე. თითქოს რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემ ტვინში, თითქოს იმ წამს მართლა ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილი ჩემთან იყო და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დათუნას არცერთი წამით არ მივუტოვებივარ. ჩემი ხელი ეჭირა და გაბადრული უყურებდა ექოსკოპიის კადრებს. -ხო კარგად ხარ? - მკითხა დათუნამ მანქანაში დაბრუნებისას. -კი, კარგად ვარ. -რამე ხომ არ გინდა? -აუ, ეკუნასთან დამტოვე, რა. -დაგტოვებ. ნაყინი არ გინდა? - მკითხა სიცილით და მანქანა ადგილიდა დაძრა. -აბა ბევრი ტკბილი არ ჭამოო? -მე გითხარი ბევრი არ ჭამო თქო, შენ ბევრის მნიშვნელობა ვერ გაიგე და ამიტომ სულ აგიკრძალე. უფლებას ვიტოვებ, რომ ნორმის ფარგლებში ჩემით გასიამოვნო, - უცნაურად ამაყად გაიბადრა. -მინდა, - ჩავიბურდღუნე ჩემთვის და ეკას მივწერე, რომ მივდიოდი, - ეკასთან მაკდრაივზე ვიყიდოთ, რა. სასწაულად გემრიელი ნაყინი აქვთ. -როგორც მიბრძანებს ჩემი ცოლი, - ჩაეცინა და ქუჩიდან გადაუხვია. -მართლა საშინლად გემრიელია! - დათუნამ მომაწოდა თუ არა ნაყინის ჭიქა, ჯერ ჩავილაპარაკე და მერე გავსინჯე. -ჯერ გეჭამა, - ამასაც მეტი რა უნდოდა, იმ წამსვე ახარხარდა. -ხო, მაგრამ პირველად ხომ არ ვჭამ, - ჩავიბუზღუნე და ცარიელი ჭიქა ავათამაშე, - რა ნელა ჭაამ?! -უკვე მორჩი? - თვალები შუბლზე აუვიდა დათუნას. -კიდე მინდა. -დღეს მეტი ტკბილი აღარ იქნება. ვიცი, რომ ეკასთანაც შეჭამ რამეს და ძალიან გთხოვ, ბევრი არ მოგივიდეს. ვიცი, რომ გინდა, მაგრამ ბავშვს არ უნდა. -ვეცდები. წავედი, ფეხით ავირბენ და შენც სამსახურში არ დააგვიანებ. მადლობა, - უცბად ვაკოცე ლოყაზე და მანქანის კარები ზურგსუკან მივხურე. გაუაზრებლად ავუარე ლიფტს გვერდი და ფეხით ავირბინე მე-7 სართულზე. ქანცგაწყვეტილმა დავრეკე ზარი და ექოსკოპიის სურათი ავაფრიალე. -ნახე, რა წერტილია! - შევყვირე კარებში გამოჩენილ ეკას. -შენ გგავსთქო ვიტყოდი, მაგრამ მართლა რა წერტილია, - გაეცინა ეკას და სურათს დახედა. -პაწაწუნაა ჯერ. -დათუნაც იყო? -ჰო, დათუნამ წამიყვანა და გაბადრული უყურებდა ამ პატარა წერტილს. -კარგი ბიჭია. -კი. მართლა კარგი ბიჭია და ქმარიც ძალიან კარგია, - თითქოს ხმამაღლა ფიქრი გამომივიდა და დივაზე გადავწექი. -არ ნანობ? -რას? -ცხოვრებას ადამინთან ერთად, რომელსაც არ იცნობ. -არა. მაგას მართლა არ ვნანობ. იცი, ზოგჯერ ვერც ვხვდები, რომ უცხოები ვართ. და საერთოდ ვერ ვგრძნობ თავს ზედმეტად იმ სახლში. ძალიან კარგად ვართ. ერთმანეთს არ ვავიწროვებთ, ყოველ შემთხვევაში თითონ არ მიქმის არანაირ დისკომფორტს და მგონია, რომ არც მე ვუქმნი. ზოგჯერ ცუდად რომ ვხდები, ის უფრო ნერვიულობს და მივლის, ვიდრე მე, - დივანზე წამოწოლილი ჭერზე ერთ წერტილს მიშტერებული ვლაპარაკობდი და ვერ ვჩერდებოდი, თითქოს ეს ყველაფერი ჰაერივით მჭრდებოდა, - ზოგჯერ უბრალოდ ვზივარ და ვუყრუებ, რას როგორ აკეთებს. გეფიცები, სილუეტები რომ მანახო, ზუსტად გეტყვი, დათუნა რას როგორ აკეთებს. ვგიჟდები ყავას როგორ სვამს, დილით ყავის ჭიქას როგორი ღიმილით მაწვდის და მართლა ბედნიერი ვარ. -გიყვარს, - ფიქრის შემდეგ დაასკვნა ეკამ. -არ მიყვარს. უბრალოდ ვეჩვევი ცხოვრებას. შეჩვევაც ცოტა უცნაური ნათქვამია. -ვერ წარმომიდგენიხარ დედის ამპულაში. -არც მე, - ჩამეცინა და უცბად წამოვჯექი, - მგონი ასე აღარ უნდა ვქნა, თაბრუმეხვევა, - ხელი თავზე მივიჭირე და თვალები მაგრად დავხუჭე, რომ დაბრუსხვევის აუტანელი შეგრძნება გამქრალიყო. საღამომდე დავრჩი ეკასთან და ისევ დათუნამ გამომიარა. -როგორი დრო გაატარე? - მკითხა მანქანაში ჩაჯდომისთაავე. -ძალიან კარგი. შენი დღე როგორი იყო? -გადასარევი, - მანაც იგივე ღიმილით მიპასუხა და მანქანა დაძრა, - ბევრი შოკოლადი ჭამე? -აუ, არ მაჭამა! დათუნა თუ არ გაჭმევს, ესეიგი არ უნდა ჭამდეო და თვალითაც არ დამანახა! - ისევ ეკაზე გაბრაზებულმა, კინაღამ ვიტირე. -ეგ გოგოც მომწონს, - უცებ ახარხარდა. -შენ მგონი ჩემი დაქალები უფრო მოგწონს, - ჩავიბუზღუნე და ვერც გავიაზრე რა სისულელე წამოვროშე. -დაქალებზე ეჭვიანობ? -არა, - ღმერთო ისე შემრცვა, მინდოდა, რომ იქიდან ავორთქლებულიყავი... -აბა? -არ ვიცი. -ვინ გითხრა, რომ შენ არ მომწონხარ? -არავინ. -აბა რა გჭირს? ჰორმონები თამაშობენ? -ალბათ. შეიძლბა, რომ ამაზე არ ვილაპარაკოთ? -შეიძლება, - ჩაეცინა და მანქანა კორპუსთან გააჩერა, - ლიფტით ავიდეთ, რა. გეფიცები, მაღტლა ძალიან დაღლილი ვარ, - საწყალი თვალებით ახედა ჯერ კორპუსის ბოლო სართულს და მერე მე. -შენ ლიფტით ადი და მე ფეხით ამოვალ. -მარტო ხომ არ ხარ, ერთად შევალთ და გამოვალთ. არაფერი მოხდება, გპირდები. -მეშინია. აღარ მინდა ლიფტები, - ისევ არ გამიხედავს ლიფტისკენ, ისე წავედი კიბისკენ. -გთხოვ, უბრალოდ თვალები დახუჭე, - კიბიდან მომაბრუნა და იძულებული გამხადა დავმორჩლებულიყავი. მართლა დავხუჭე თვალები და გულზე ავეკარი დათუნას, - ხედავ, არაფერი ხდება, მხოლოდ ჩვენ ვართ აქ, - მითხრა როგორც კი კარების დახურვის ხმა გავიგე. -ჩვენ და ჩემი ჩვილი. -ჩვენ და ჩვენი შვილი, - უცებ შემისწორა და თავი ამაწევინა, - შემომხედე და გაიმეორე „ჩემი შვილი“. -ჩემი შვილი. -შენი შვილი. -შენი შვილი. -ჩვენი შვილი. -ჩვენი შვილი, - უნებურად გამეღიმა. -ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის ეს დაიმახსოვრე, რაც არ უნდა მოხდეს. ხედავ? უკვე ამოვედით, - მითხრა და ლიფტიდან პირველი გამიშვა. -მართლა რთულია ამის დაჯერება და ხმამაღლა თქმა მით უმეტეს, - ისევ ბურტყუნი გავაგრძელე და სახლში შევედი. -ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ ვერ მიყურებ ისე როგორც პარტნიორს და შესაბამისად ვერ აღმიქვამ მამად. აუცილებელია სექსი გვქონდეს, რომ დაიჯერო? - ცოტა უცნაურად ჩემსმა მისი ნათქვამი და წავუყრუე. პასუხი არ გამიცია, იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. -სარკეების ყიდვა მინდა. ერთი მრგვალი შემოსასვლელში და ერთი გრძელი საძინებელში რას იტყვი? - უცბად შევცვალე თემა და სავარძელში გაშოტილ დათუნას მივაჩერდი. -აითვისე უკვე მთელი ბინა? - ჩაეღიმა. -დაახლოებით. სარკეები მარრთლა გვაკლია ოჯახში. -შაბათ-კვირას ვისვენებ და ვიყიდოთ. -გამოვიწერ, ზუსტად ვიცი, რაც მინდა, - ობილურში გამზადებული სურათები ვაჩვენე დათუნას. -გემოვნება გვაქვს, კი, - გაეცინა, - შეუკვეთე და ფულს გადავურიცხავ. -შევუკვეთავ, - ბედნიერი სახით გავედი სამზარეულოში და საჭმლის მომზადება დავიწყე. -რაღაც გემრიელი სუნია, - ტანსაცმელი გამოეცვალა და ცარიელი შორტებით გამოყვა საჭმლის სუნს. -ტანსაცმლის ჩაცმა რატომ არ გიყვარს? -ზაფხულია, - მხრები აიჩეჩა და გაკვირვებუმა შემომხედა, - ვფიქრობ, მე რომ არ ვიყო სახლში, შენც სიამოვნებით ივლიდი შიშველი, - პასუხი არ გამიცია. ზუსტად ის თქვა, რაც მართლა მოხდებოდა და ცოტა შემრცხვა. თვალი ავარიდე და მაგიდას მივუჯექი. -კიდევ ვიფიქრე რაღაცეების შევსებაზე ბინაზე და მართლა მაინტერესებს, შენ რისი გაკეთება გინდა. -მე სამზარეულო და საწოლიც სავსებით მაკმაყოფილებდა. დივანი და მაგიდა მეგობრებმა მაიძულეს მეყიდა, სად დავჯდეთო, სულ წუწუნებდნენ. მართლა შეგიძლია ყველაფერი მოიფიქრო, რაც გინდა და დახმარებისთვის მზად ვარ. თუ გინდა, მეორე საძინებლის შევსებით დაიწყე და ცალ-ცალკე დავიძინოთ. თუ გინდა, ოღონდ. - ბოლო სიტყვები ხაზგაზმის წარმოთქვა. -არ მინდა. ასეც კარგად ვგრძნობ თავს. -მეც, - გაიღიმა და შემომხედა. -სარკეებს შევუკვეთავ, - უხერხული სიჩუმის გაფანტვა ვცადე. -ეს შენ გქონდეს, - კარტა მომაწოდა, - ჩემ ბარათზეა მიბმული და თანხა სულ იქნება ზედ. -არ მინდა, მაქვს ჩემიც. -გჭირდება. არ მუშაობ, დიდხანს არ დაგრჩება შენი დანაზოგი და თან ახლა ბევრი რაღაცის ყიდვა მოგიწევს. ცოტახანში შარვლებში ვეღარ ჩაეტევი, ბავშვის ნივთების ყიდვას მოგინდება და მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ფული არ დაგაკლდება. -მადლობა. -სამადლობელო არაფერია. დახარჯე რაშიც გაგეხარდება, უბრალოდ ნუ გამაკოტრებ, - სიცილით დაამატა და მაგიდის ალაგებაში მომეხმარა. დათუნა ადრე დაწვა დასაძინებლად. მეც ნივთები მივალაგე, მისი მაისური გადავიცვი და დავწექი. მძინარეს დავუწყე ყურება და ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა მის ნათქვამზე. მართალი იყო, რაღაც უნდა შემეცვალა და დამეჯერებინა, რომ ჩვენი შვილი იზრდებოდა. ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მუცელზე მოვისვი ხელი და ყურში ისევ მისი გულისცემის ხმა ჩამესმა. იმ დღეს პირველად ვიყავი მადლობელი დათუნასი და ივასი, რომ აბორტამდე არ მიმიყვანეს. ამ სიტყვის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი მივლის. -ხო მშვიდობაა? სამსახურში არ უნდა იყო? - შეშინებულმა ვკითხე შუადღის 2 საათძე კარზე მომდგას ივას. -მშვიდობაა, ნინა მშვიდობა, - ჩაეცინა, თავზე მაკოცა და ახალმოწმენდილ, სველ იატაკზე გააბოტა. -აუ, სველი იყოო. ახლა ატალახდება, - წუწუნი დავიწყე და ვცადე არ მეტირა. ბოლო დროს ჰორმონები ძალიან მიტევდნენ. -შენი ნახვა მინდოდა, - უცნაურად დაიწყო ლაპარაკი და მე ისევ იატაკზე დარჩენილ ნაფეხურებს ვუყურებდი, - კაი, არაფერი მოუვა იატაკს. -ღირსი ხარ, რომ მოგაწმენდინო და მერე ასე აღარ იჭიკჭიკებ. -როგორ ხარ? -კარგად. რატო მეკითხები? -ისე, უბრალოდ. ბიძაშვილზე ვნერვიულობ და მოვიკითხე, - მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში ყავის აპარატში ჭიქა მოათავსა. -კარგად ვარ, სანერვიულო არაფერი გაქვს, - გამეცინა და იქვე ჩამოვჯექი. -დათუნასთან როგორ ხარ? -კარგად. უცნაურად რატომ მეჩვენები? რა კითხვებს მისვამ. -უბრალოდ, ვნერვიულობ. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. -ყველაფერი კარგად გვაქვს. და მაინც და მაინც ახლა რატომ მეკითხები? -არ ვიცი. შენზე ვლაპარაკობდით მე და დათუნა და ცოტა შეცვლილი მომეჩვენა. -კარგი გაგებით თუ ცუდი? -ალბათ კარგი გაგებით. -ცოლიანი კაცია, თავისთავად შეიცვლებოდა, - გამეღიმა. -იმას ვგულისხმობ, რომ სიტუაციის რეალობა ვიცი და მართლა მიკვირს, რომ ქალისკენ არ გაუხედავს. -ამაზე არ ვილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ, - თვალები ავატრიალე, - არ მინდა ვიცოდე ბოლოს სექსი ჩემ აქ მოსვლამდე ჰქონდა, თუ მერეც. მირჩევნია ის ვიცოდე, რაც მე მგონია და არა შენი მონასმენი. თემა შევცვალოთ. -ზუსტად მაგას გეუბნები, რომ პატივს გცემს, - გაეცინა ივას, - და მინდოდა მცოდნოდა, რომ შენც იგივე აზრზე იყავი, რაზეც დათუნაა. -ნანობ დათუნასთან გადმოსვლას? -არა. -ამ კითხვას არარასდროს დაგისვამ, გპირდები. მიხარია, რომ კარგად ხარ, - თავზე მაკოცა და მისაღებიდან გავიდა, - ამის გასაგებად მოვედი. რამე თუ დაგჭირდება, იცი როგორც უნდა მოიქცე. -მაინც უცნაური ხარ, - გამეცინა და ივა გავაცილე. მართლა არ იყო მისი ქცევა ნორმალური, მიუხედავად იმისა, რომ თავზე მევლებოდა ყოველთვის, მინიმუმ დალაგებულად მაინც საუბრობდა, ხოლმე და იმ დღეს თითქმის ვერაფერი გავიგე მისი ლაპარაკიდან. -დღეს ივა იყო ამოსული, - დათუნას დავუწყე ლაპარაკი, სანამ დავიძინებდით. -რაო? -ვერ გავიგე ვერაფერი. ხო მშვიდობა აქვს? -კი, რავიცი. დილას სამსახურში ვნახე და ვლაპარაკობდით. გითხრა რამე? - უცბად გამომხედა, თითქოს რაღაც გაახსენდაო. -ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა. ხომ კარგად ხარო, დათუნასთან ხო ყველაფერი აკრგად გაქვსო და იგივეს ბოდიალობდა და ბოდიალობდა. რაზე ილაპარაკეთ? -შენზე ვლაპარაკობდით, - თითქოს არ მოეწონა ჩემი კითხვა. -და მაინც რაზე? - დათუნასკენ გადავბრუნდი და ბალიშზე გემრიელად მოვთავსდი. -იმაზე, რო, სულ წუწუნებ, იცვლები და რაღაცეებს ვეღარ ამჩნევ. -რას ვერ ვამჩნევ? -ცვლილებებს შენ თავში და გარეგნობაში. სხვანაირი ხდები, ფიზიკურადაც და ყოველდღე ახალ-ახალი გამოხტომები გაქვს. -გავსუქდი, ხო? მეც შევამჩნიე შარვალი ზედმეტად შემომეტკუცა. -რა ქნა? - ახარხარდა დათუნა. -ნუ დამცინი, - გაბრაზებული წამოვდექი საწოლიდან, სინათლე ავანთე და სარკის წინ დავდექი. დათუნაც ხარხარს მორჩა და ისიც წამოდგა, უკან დამიდგა. - ძალაინ დიდი ფეხები მაინც არ მაქვს და თმა მაქვს გაწეწილი, - გამეცინა და თავი გადავხარე. -კი, თმა ნამდვილად გაწეწილი გაქვს, - გაეცინა და თითებით ჩამომისწორა თმა, - ნახე, - 90 გრადუსით მიმატრიალა, მაისურის ბოლოებს ხელი მოკიდა და მკერდამდე ამიწია. სულ ბუსუსებმა დამაყარეს. დავინახე, როგორ გაეღიმა და საჩვენებელი თითის წვერი ჩაასრიალა მუცლისკენ, - ამჩნევ? -რას? -მკერდის გაზრდას და მუცლის შევსებას. -მუცელი სულ ასეთი მქონდა, - დავიბუზღუნე და მუცელს დავაკვირდი. ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ ღიპს ვერ ვხედავდი. -სულ ასეთი არ ყოფილა, დამიჯერე, - გაეცინა და მუცელზე ხელი მომისვა. -შენ რა იცი, ყოველდღე შიშველს მხედავ? - სარკეში ჩემი მუცლის გამოსახულებისთვის თვალი არ მომიშორებია და 180 გრადუსით შევბრუნდი. მეორე გვერდიდან ვაკვირდებოდი მუცელს და ვერ შევამჩნიე დათუნას ფეხებთან რომ ვიდექი. -ყოველდღე შენ მხედავ შიშველს აბაზანაში. -მე არ გიყურებ, - უცბად ვიმართლე თავი. -სამაგიეროდ მე გიყურებ. ნახე ჩემზე დიდი მუცელი გაქვს, - თემა ისე შეცვალა, გაბრაზებაც ვერ მოასწარი და მუცელი მუცელზე ისე მომადო, თითქოს ორივე დიდრიპიანები ვყოფილიყავით. -რა სულელი ხარ, - გამეცინა. -სამაგიეროდ შენ ხარ ჭკვიანი. ერთმანეთს ვავსებთ, ხედავ? - გაეცინა და გულზე მიმიხუტა. ისევ სარკეს ვუყურებდი და ჩვენ ანარეკლებს. -ნახე, ორი ღიპიანი გვიყურებს, - დათუნას გავახედე სარკისკენ. -ჰო, აშკარად მე ვარ სულელი და შენ ჭკვიანი, - ისევ ახარხარდა და კიდევ უფრო ჩამეხუტა. -ახლა მეუბნები, რომ სულელი ვარ? - თავი ავწიე და წამის მეასედში სიბრაზემ ისე შემომიტია, მეც კი შემეშინდა ჩემი თავის. სიტუაციით გახალისებულმა ჩამომხედა ზემოდან და ჩემი დაკვირვება დაიწყო, - უცნაურად რატომ მიყურებ? ჩემივე კითხვაზე დავფიქრდი და შევამჩნიე მისი თვალები ჩემი ტუჩებისკენ როგორ ჩავიდნენ. ყელში ვგრძნობდი საკუთარ გულისცემას. კისერზე შევუცურე ხელი და ვაკოცე. ჩემში მომატებული ჰორმონები კიდევ უფრო აირია და სრული ქაოსი ხდებოდა ჩემ სხეულში. წელიდან კიდევ უფრო ქვემოთ ჩააცურა ორივე ხელი და მაისურის ქვემოდან უკანალზე მომიჭირა ხელები. სიამოვნებისგან მისივე ტუჩებზე ამოვიკვნესე და ტუჩების მოძრაობით მივხვდი, როგორ ჩაეღიმა. კისერზე დავუტოვე ტუჩების ნაკვალევი, წელზე მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე. -მეძინება. -დავიძინოთ, - თმაზე ხელი ჩამომისვა, თავზე მაკოცა, თითონაც ჩამეხუტა და უკუსვლით მიმიყვანა საწოლის კიდემდე. იმ ღამეს, ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. უკვე მეოთხე დილა იყო, რაც ტოქსიკოზს აღარ შევუწუხებივარ, მაგრამ ტრადიციულად შევუვარდი დათუნას სააბაზანოში, დახურულ უნიტაზზე დავჯექი და დაბურული მინის მიღმა სილუეტს მივაჩერდი. -რა ხდება? - თავი გამოყო მინის ბოლოდან და გაკვირვებულმა მკითხა. -არაფერი. -აბა ჩემ დილის რუტინას შეეჩვიე? - ჩაეცინა და თავი ისევ წყლის ქვეშ დააბრუნა. -დაახლოებით. ხმა აღარ ამოუღია. ცოტახანს კიდევ ვიჯექი და დაბლარულ მოძრაობებს ვუყურებდი. მერე ისე, რომ მეც ვერ გავიაიზრე რას ვაკეთებდი, ფეხზე წამოვდექი, მინის უკან გავედი და შიშველ დათუნას მივაჩერდი. -რას აკეთებ? - უკვე მართლა ვეღარ მალავდა გაკვირვებას და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. -არ ვიცი, გიყურებ, ალბათ. -ნინა? -იქნებ, მართალი ხარ და მართლა სექსი უნდა გვქონდეს, რომ რაღაცეები სხვანაირად გადავხარშო? -მოდი, აქედან გავიდეთ და ისე ვილაპარაკოთ, - დათუნა მომიახლოვდა, ალბათ ჩემი გასვლა უნდა ეცადა, მაგრამ გავძვერი და დუშის ქვეშ დავდექი თეთრი მაისურით და გაწეწილი თმით. წამები დასჭირდა დათუნას ზედატანს დასასველებლად და ჩემი დაბუშტული მკერდის დასალანდად, - ნინა. -რა არის აქ სალაპარაკო, არ მესმის. სრულიად დალაგებული ადამიანი ვარ. თან ორსული და ჰორმონები ისედაც ცამდე მაქვს ასული. სრულიად ნორმალურია, რომ ქმართან სექსი მინდა. -არეული ხარ. -მაშინ დამალაგე, - გამეცინა და ისედაც სველ დათუნას წყალი სიცილით შევასხი. ადგილიდან არ გატოკებულა, მივუახლოვდი, თვალებიდან მზერა არ მომიშორებია. მისი ბარძაყიდან ხელი ავასრიალე ზემოთ, კისერზე ჩამოვეკიდე და ორი ნაბიჯით უკან, დუშის ქვეშ გავჩერდი, - ყველაფერი კარგადაა. ორი წამის მანძილზე კიდევ მაკვირდებოდა, ბოლოს მაისური გადამაძრო და მაკოცა. სულ არ გავდა წუხანდელს მისი თვალები. არც მე ვგავდი ძველ ნინას. შორიდან რომ ვუყურებდე ჩემ თავს, ალბათ ვერ ვიცნობდი. მაგრამ ჰორმონები ნამდვილად მოზღვავებული მქონდა და ქმედებებს ნამდვილად არ ვნანობ. კისრიდან ხელი ჩამოვუსვი მუცლის ბოლომდე. დათუნამ ჩემი მკერდისკენ გაიკვალა ტუჩებით გზა. წინააღმდეგობა რომ არ გამიწევია, კიდევ უფრო ქვემოთ ჩავიდა და საცვალიც თავის გზას გაუყოლა. მთელ აბაზანაში ექოსავით გაიჟღერა ჩემმა ხმამ. -ნინა, - გასწორდა და თავი ამაწევინა. -არ გაჩერდე, გეფიცები, არ გაპატიებ! - მუქარით ჩავუბურდღუნე და იმის შიშით, რომ აბაზანიდან არ გასულიყო, კისერზე ჩამოვეკიდე და ცალი ფეხი წელზე მოვხვიე. -უსიამოვნოდ თუ იგრძნობ თავს, მინდა, რომ მითხრა, - პასუხად უბრალოდ თავი დავუქნიე და სრულიად გადავეშვი სიამოვნებისკენ. ბოლოს ისევ მთელი გრძნობით მაკოცა და თვალებში ჩამხედა. -კარგად ვარ. შესანიშნავად, - გავუღიმე, წელზე ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. ცოტახანი კიდევ ვიდექით წყლის ქვეშ. -სამსახურში დავაგვიანებ და პაციენტები მყავს ჩაწერილი. -პირსახოცი შეგიძლია მომიტანო? -მოგიტან, - ისევ მაკოცა და აბაზანიდან გავიდა. ტანზე ისევ დათუნას ზედა გადავიცვი, ფეხზეც წინდები ამოვიცვი და საუზმე მოვამზადე. სამზარეულოში შავ შარვალსა და შავ პერანგში გამოწყობილი დათუნა შემოვიდა, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა, ტოსტები თითქმის ორ ლუკმაში გადაყლაპა, სამი ყლუპი ჩაიც დააყოლა და ჭიქა ნიჟარაში ჩადო. -მართლა დამაგვიანდა, - თავზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა, - არ მოიწყინო. -ვეცდები, - გამეცინა და წყნარად მივუჯექი მაგიდას. დათუნასგან განსხვავებით მაქსიმალურად გავწელე საუზმის პროცესი. არ მესმის ორ ლუკმაში რანაირად უნდა დანაყრდეს ადამიანი. ორი ტოსტი და ჭიქა ჩაი დავაყოლე. მაგიდა ავალაგე და ისევ საწოლში დავბრუნდი. ნოემბერი იყო უკვე, ზომიერად ციოდა. მუცელი უკვე კარგად მემჩნეოდა, მაგრამ იმდენად არა, რომ ფართო ზედებს ვერ დაეფარა. ისევ ექიმთან ვიზიტი მიწევდა და ისევ დათუნა მომყვებოდა. -გოგო უფრო გინდათ თუ ბიჭი? - მოგვიბრუნდა ექოსკოპისტი გაღიმებული სახით და თან გელს მსვამდა მუცელზე. -არ ვიცი, - გამეცინა. -მამას? - დათუნას ახედა. -მამას გოგო უნდა, - მესამე პირში თქვა დათუნამ და გამომხედა. -მოდი ვნახოთ, ვინ გვყავს, - ექიმმაც გაიღიმა და აპარატი მუცელე მომაჭირა. -მამად გოგოა, - უცბად წამოიძახა დათუნამ, მაკოცა და გაიღიმა. -გოგოა? - არ ვიცი რატომ, უბრალოდ ცრემლები მომაწვა. -გოგოა, ჯანმრთელი გოგო, - ექიმსაც გაეცინა, - გილოცავთ. -მადლობა. მართლა უზომოდ ბედნიერი გამოვედი კაბინეტიდან. მუცელს ხელს ვერ ვაშორებდი და ცალი მხრით დათუნას ვეხუტებოდი. -თვალები გიბრწინავს, - მითხრა დათუნამ და მანქანის კარები გამიღო. -მართლა ძალიან მიხარია, - გავუღუმე და მანქანაში ჩავჯექი. -გოგო გვეყოლება, - გამიღიმა საჭესთან მჯდარმა დათუნამ. -მამას კიკინებიანი გოგო, - გამეცინა და გაუაზრებლად წარმოვიდგინე დათუნას შვილად. დათუნას არ შეუმჩნევია, მუცელზე ხელი მომისვა და მანქანის ძრავი აამუშავა. დეკემბრის შუა რიცხვები იყო უკვე. ორსულობის მე-6 თვეში გადავაბიჯე. მუცელი უკვე კარგად მოზრდილი მქონდა და პრეტენზიებიც რაოდენობაც იმატებდა. ხან ის არ მომწონდა და ხან ეს. ხან ის მინდოდა, ხან ეს. შუაღამისას გამეღვიძა, კუჭი ისე მეწვოდა, იმ წამს შეიძლებოდა ყველაფერი მეჭამა, რაც მომხვდებოდა ხელში. ფეხშიშველი გავედი სამსარეულოში და მაცივარი გამოვაღე. ყველაფერს გულდასმით გადავავლე თვალი და ყველაფერი გულს მირევდა და ვერ წარმომედგინა, რომელიმე პროდუქტით კუჭი დამეკმაყოფილებინა. არადა სულ 2 წუთის უკან, ნებისმიერ რამეზე ვიყავი თანახმა. საყინულე გამოვხსენი, ყინული ისე გამომწვევად მიყურებდა და თან ერთადერთი რამ იყო, რაც გულის რევის შეგრძნებას არ მიჩენდა და ერთი კუბიკი პირში ჩავიგდე. ნაყინის გემო ჩამყვა პირში და ძალიან მინდოდა ნაყინი. მთელი საყინულე საგულდაგულოდ გადავამოწმე, იქნებ კიდევ ყოფილიყო სადმე ნაყინი, მაგრამ გაწბილებული დავბრუნდი საწოლში. ისევ ვერ ვისვენებდი და ვწრიალებდი. -რა არ გასვენებს? - მძინარე ხმით იკითხა დათუნამ. -არ ვიცი. -რა ხმა გაქვს, - ოდნავ წამოიწია და ზემოდან დამხედა, - რამე ხო არ გაწუხებს? -კუჭი მაწუხებს, - მერიდებოდა მთლად პირდაპირ თქმა, მაგრამ თან ვგრძნობდი უკვე ტირილამდე როგორ მივდიოდი. -გტკივა? გინდა წყალი მოგიტანო ან ექიმს დავურეკო? -აუუ, - ხმა მიტყდებოდა და ტირილის ზღვარზე ვიყავი. -ნინა, უკვე მაშინებ, - ხმაზე ეტყობოდა, როგორ დასერიოზუდა და მგონი მართლა შეეშინდა. -აუ, დათ. ნაყინი მინდა, - ცრებლები უკვე ვეღარ შევკავე და ორივე თვალიდან გადმომიცვივდა ვეებერთელა ცრემლები და ამოვისლუკუნე. დათუნა 2 წუთით ჩუმად იყო და არ გატოკებულა. მერე ჩაეცინა, ზურგით საწოლს დაენარცხა და სიცილი ხარხარში გადაუვიდა. -აუუ, რა გაცინებს? - სლუკუნით ვიკითხე და უფრო ამიტყდა ტირილი. -მე მეგონა რამე გჭირდა, - ისევ ხარხარი გააგრძელა და თან წამოდგა საწოლიდან, - ნაყინის გულისთვის როგორ ტირი? -რავიცი. რო ვიცოდე აღარ ვიტირებდი. -ამოგიტან, - ფეხზე წამოდგა და შარვალი ამოიცვა. -მართლა ამომიტან? - ცრემლები მოვიწმინდე და დათუნას გავხედე. -არა, უბრალოდ ჯინსებს ვიცვამ და ისე ვიძინებ, - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მართლა დავიჯერე და ისევ ტირილი გავაგრძელე. დათუნამ ისევ ხარხარი დაიწყო, - მართლა ჩავალ მაღაზიაში და ამოგიტან, ოღონდ არ იტირო, გთხოვ. დათუნამ ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდა. ალბათ უკვე იფიქრეთ, რომ მე გადავბრუნდი და დავიძინე. არა! ფუმფულა ჩუსტებში გავყავი ფეხი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი. ერთი პატარა კოვზი ავიღე და მისაღებში კედელს ავეტუზე დათუნას მოლოდინში. მერე გადავწყვიტე, რომ ეს პატარა კოვზი იყო და უკან დავბრუნდი, პატარა დიდით შევცვალე და ისევ კედელს ავეყუდე. მერე დათუნა შემეცოდა და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი და დიდხანს ვფიქრობდი მისთვისაც დიდი კოვზი წამეღო, რომ ბევრი ეჭამა თუ ნაყინი მენანებოდა და პატარა გამეყოლებინა ხელთ. ბოლოს ისევ ცოლის გულმა იმარჯვა და მისაღებშ ორი დიდი კოვზით დავბრუნდი. -აქ რა გინდა? - მკითხა კარში შემოსულმა დათუნამ. -კურიერს ველოდებოდი, - გავუღიმე და ხელიდან პარკი გამოვალე. -რომელ კურიერს? - გაეცინა. -ნაყინის კურიერს, - ენა გამოვუყავი და საწოლში დავბრუნდი და ხალათიანად მოვთავსდი ბალიშებზე. დათუნამ ტანზე გაიხადა და გვერდით დაწოლას აპირებდა, - ეს გამომართვი, - მეორე კოვზი მივაწოდე. -მეც მაჭმევ? - თვალები გაუფართოვდა. -სანამ გადავიფიქრე, ერთად ვჭამოთ, რა. -ვჭამოთ, - გაეცინა დათუნას და კოვზი ნაყინის ქილას ამოუსვა. -მოიცადე, აქ ნაყინი გაქვს, - გამეცინა და ტუჩებზე მივანიშნე. -ჩემ ტუჩებს უყურებ თუ ნაყინს? - გაეცინა დათუნას დანაყინის მეორე მხარეს ენა მოისვა. -ყველაფერს, სადაც ნაყინია. მოიცადე, - ნაყინის ქილა დათუნას გვერდით ტუმბოზე მინდოდა გადამედო, მაგრამ ვერ მივწვდი და ნახევრად გადავაჯექი. კოვზებიც შიგნით ჩავტოვე და არეულ ქმარს გამოვხედე, - აი ასე, - ნაყინიანი ტუჩებისკენ დავიხარე და ვაკოცე. -შენც გაქვს ნაყინი. -მართლა? სად? -აი აქ, - ყურს ქვემოთ ენის წვერი ამისვა. მთელ ტანში გამაჟრიალა და ხალათის ქალარი გამიხსნა. -შენც გქონია კიდევ, - ცალი ხელი მისი საცვლისკენ წავიღე და მისი კისრიდან ტუჩებამდე გზას კოცნით ავუყევი. 29 დეკემბერი იყო, ჩემი დაბადების დღე. ბოლო დროს სულ მეძინებოდა და გაღვიძებულს დათუნა უკვე სახლში აღარ მხვდებოდა. იმ დღეს საჭმლის სურნელმა მაიძულა ავმსგარიყავი და სამზარეულოში მოფუსფუსე ჩემი გოგოები დავინახე. -ოჰ გაუღვიძია იუბილარს, - წამოიძახა ნატამ. -აქ საიდან გაჩნდით? - გამეცინა და სკამზე ჩამოვჯექი. -შენმა ქმარმა დაგვირეკა დილით, მშობიარე მელოდება და ნინას დახმარება სჭირდებაო, ხოდა ჩვენც აქ გავჩნდით, - გამიცინა ეკამ და ნიჟარაში წყალი მოუშვა. -რა გოგოები ხართ! -და რა ქმარი გყავს! - აღნიშნა ისევ ნატამ. -მგონი ძალიან შეეჩვიე ჩემ ქმარს, - გამეცინა. -კი. სხვათაშორის ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე მივხვდი, რომ იდეალურად ეწყობით ერთმანეთს. -ნახე, თვალები როგორ უბრწყინავს, - წამოიძახა ვიკამ. -ბედნიერი ვარ, მართლა, - გულწრფელად ვთქვი და წინა დღით გამზადებული ტორტი გამოვიღე მოსართავად, - ამას ვერავის დაგითმობთ! -შენი იყოს ტორტები და ნამცხვრები, ჩვენ ადამიანურ საჭმელს მივხედავთ. -შენ გინდა მითრა, რომ ჩემი ნამცხვრები ადამიანური არ არის? - ქვედა ტუჩი გადმოვატრიალე. -ახლა არ იტირო და თუ გინდა ყველაზე ადამიანური რამ იქნება მთელს დედამიწაზე, - გაეცინა ნატას. -დიახაც! -ფორთოხლის ტორტი არასდროს გაგიკეთებია, - აღნიშნა ეკამ. -ჩემ ქმარს მოსწონს, - გავიღიმე და გაუაზრებლად ყურებამდე გაღიმებული მივუბრუნდი ფორთოვლების დაჭრას. -ახლაც იტყვი, რომ ქმარი არ გიყვარს? შოკოლადის ტორტიც კი დათმე! - დოინჯი შემოირტყა ვიკამ. კითხვაზე თავად ჩავფიქრდი და პასუხი ხმამაღლა არ გამიცია. -ბიჭებიც ამოვლებ დღეს. -ეგ ბიჭები ჭკუიდან გადამიყვანენ, - თვალები აატრიალა ნატამ. -რა დაუწუნე? -ტატომ ცოლი კიდე არ მოიყვანა? -შენღა აკლდი ტატოს, - ავხარხარდი, - ყოველდღე მაგას ეუბნებიან. -შეყვარებული მაინც ყავს? -კი, მე-7 წელია და მაგიტო ეწუწუნება ყველა. -იმ გოგოს მაინც არ აქვს ტვინი? -ტვინი რომ აქვს, ამგიტომ არ თხოვდება, - შეუღრინა ეკამ ვიკას. -მასეც არ არის. ნინაც გათხოვდა მარა ცხვირპირი კიარ ჩამოსტირის, არამედ - ანათებს! -ეს მართლა დაფრინავს, - დაეთანხმა ეკუნაც. გამზადებული ტორტი ისევ კონტეინერში მოვათავსე და მაცივარში დავაბრუნე. მოზრდილი ჯამი ავიღე და შოკოლადიანი პუდინგების გაკეთება დავიწყე. -ბევრი არ გააკეთო, მერე მთელს შეჭამ და დათუნა ყველას მოგვკლავს, - გაეცინა ნატას. -მასე ძალიან აღარ მიშლის. დიდი ორსული ხარ და საშიში აღარ არისო. -მაგრამ მაინც გიშლის. -დღეს იუბილარი ვარ, - თვალები ავატრიალე და ჩემ შოკოლადს დავუბრუნდი. გოგოები რომ არ ყოფილიყვნენ, რა მეშველებოდა, მართლა არ ვიცი. მთელი მაგიდა თითონ გააწყვეს მერე ბიჭებიც ამოვიდნენ. -იუბილარს სალამი, - სიცილით შემოვიდა ტატო და ჩამეხუტა. -ქმრის ძმაკაცებსაც სალამი, - გამეცინა და ბინაში შემოვატარე. -ნახე თვალები როგორ ანათებენ, - ხმამაღლა აღნიშნა ტატომ ჩემი თვალები. -დათუნას ცოლი როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს, - მხარი გაკრა ნიკამ და მერე ივა გადამეხვია. -როგორ მიყვარხარ, ჩემო ცხოვრება! -დაჟე ჩემ შვილსაც კი უყვარხარ, - გამეცინა და ივას ხელი მუცელზე მივიდე. -ე, რას უბერავს ნახეთ, რა, - გაეცინა ივას და ბიჭებს გადახედა. -ჩემ შვილს ხელი მოაშორეთ თუ შეიძლება, - დათუნა შემოვიდა მისაღებში, ივა გაწია, ჯერ მუცელზე მაკოცა, - მამას კიკინებიანო და ჩემო იუბილარო ცოლო, - ტუჩებზე მაკოცა და გადამეხვია. შორიდან დავინახე ივას თვალები როგორ აუვიდა შუბლზე, - საჩუქრები მანქანაში მიდევს. -მოდით, რა, ძალიან მშია, - მუცელზე ხელი მოისვა ტატომ და მაგიდას მიუჯდა. -მოიყვანე მერე ცოლი და ივლი სულ დანაყრებული, - შესჩივლა ნატამ და ყველას ხარხარი აუტყდა. -ხო ვიძახდი ეს გოგო მომწონსთქო, - გაიბადრა დათუნა და მაგიდას მიუჯდა. -დაბადების დღე იქით იყოს და ახალ წელს რას ვშვებით? -მე ცოლიანი კაცი ვარ და იმას ვშვები, რასაც ჩემი ცოლი იზამს, - გაიჯგინა დათუნა და გამიღიმა. -თქვენ თუ განმარტოვება გინდათ პირდაპირ თქვით თუ არა და პირველი ბავშვია დიდ ოჯახში და ჩვენც იმას ვიზამთ, რასაც ქალბატონი ისურვებს, - წარბი აათამაშა ტატომ. -პირველ რიგში ქალბატონოს გარეშე, - უკვე ბუზღუნი დავიწყე. -გოგოებო, თქვენ? - ივამ გადახედა ჩემებს. -ჩვენც იგივე აზრზე ვართ. -სახლი ვიქირაოთ სადმე მაშინ, ბინაში ვერ დავეტევით, - უკევ იდეებით წამოვედი. -მშვენიერი აზრია. -ანუ ერთად ვხვდებით ახალ წელს. -ერთად ვხვდებით, - დავეთანხმეთ ყველა ერთიანი ხმით და ისევ დალევა დაიწყეს. ამჯერად დათუნას იმდენი აღარ დაულევია და შედარებით ფხიზლად იყო. -აივანზე გავალ, - გადავუჩურჩულე დათუნას და მისივე ქურთუკი მოვიცვი. სასიამოვნო სიგრილე იყო გარეთ. მუცელს დავხედე და მოვეფერე, - რომ გამოძვრები მერეც ამდენს იმოძრავებ, დე? -სულ დედას გავს, - ივას სიცილი მომესმა ზურგიდან. -ნუ დამცინი. -შენ და დათუნა? - შეპარვით დაიწყო საუბარი. -არ ვიცი. -ერთად ხართ? -ერთად ვცხოვრობთ, კი, - გამეცინა, - ერთად გვძინავს და შეიძლება ერთადაც ვართ. მაგრამ არ ვიცი რა დოზით ცოლ-ქმრულად. -ერთმანეთს რომ უყურებთ, ასტრალშ გადიხართ, - გაიცინა და მხარზე ხელი გადამხვია. -მართლა მომწონს დათუნა. უბრალოდ, არ ვიცი თითონ რას ფიქრობს და არც ის ვიცი, ჰორმონები რომ დამილაგდება იგივე აზრზე დავრჩები თუ არა. -სიყვარულს ბავშვები არ აქრობბენ. -არ მიყვარს. -დარწმუნებული ხარ? - კითხვამ მაიძულა გავჩუმებულიყავი და უბრალოდ ჩავეხუტე, - გაცივდები, წამოდი შევიდეთ. -რა სახე გაქვს? - მკითხა დათუნამ. -რა სახე მაქვს? -არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა, - კარგად ხარ? -კი, უბრალოდ ივამ ცოტა დამაბნია. -მაგ ბიჭს მოვკლავ. -დაანებე თავი, - გამეცინა და მობილურში ჩარგულ ტატოზე ვანიშნე, - ამას რა სჭირს? -მესმის და ცოლი მომყავს, - ამომხედა ტატომ. -არ არსებობს! - დაიყვირა ნიკამ და არყის მთლიანი ბოთლი ასწია, - ალელუია! -აბა ცოლი? -წავედი, ახალ წელს შევხვდებით, - წარბები აათამაშა ტატომ და მისაღებიდან აორთქლდა. მართლა მოუყვანია ცოლი და ახალ წელს მერგო პატივი ეს გოგო გამეცნო. -ნინა... ნინა? - ძილბურანში მყოფს ჩამესმა დათუნას ხმა. -რა მოხდა? - თავს ვაიძულე ცალი თვალი გამეხილა. -წ....ბი დაღვარე. -არაფერი ამიღვრია, დამაძინე, - დავუწყე ბუზღუნი და მეორე მხარეს გადავაბრუნე თავი. მერე ვიგრძენი სისველე და მივხვდი დათუნამ რაც მითხრა, უცბად წამოვყავი თავი, - არ არსებობს! -აბა რა არსებობს? - გამიცინა და ფეხები გამაწევინა, - გაგსინჯავ კარგი? -ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ ჩემი ექიმი არ იქნებოდი? -არ ვარ, უბრალოდ გაგსინჯავ, რომ ამ შუაღამისას ექიმი ტყუილად არ წამოვახტუნოთ. -მუცელი არ მტკივა. -აგტკივდება მალე, - ხელი ფეხებს შუა აასრიალა და სერიოზული სახე მიიღო. ცოტა უცნაური იყო ასეთი ოფიციაური დათუნას ყურება, - სამზე ხარ. დარწმუნებული ხარ, რომ არ გტკივა? -წელი მტკივა ისე, თითქოს მენსტრუაცია მეწყება. -მაქედან იწყება, - გაეცინა და წამოდგომაში დამეხმარა. -შხაპი მინდა. -დაეხმარები, - დათუნამ ჩამომბანა თავი, ტანი და პირსახოცი მომახვია. ჩანთა უკვე გამზადებული მქონდა საძნებლის კუთხეში. -ხო ყველაფერი გვიდევს? -კი, ნინა, 5 ჯერ შევამოწმეთ. -ვუუუაააა, - მოულოდნელად წამოწყებულ ტკივილზე თვალები გადმომცვივდა. -მშვენიერია, დავნიშნოთ დრო. -ექიმს დაურეკე. -მეორე ტკივილიც და მერე დავურეკავ. -სახლში არ ვიმშბიარებ! -მენდე, ნინა, - გაეცინა დათუნას, - საავადმყოფოში წრიალს, არ გირჩევნია სახლში იყო? -არა! დაურეკე. -კარგი ვურეკავ, - გაეცი და მობილური აიღო. ამ დროს მეორედ წამოვიკივლე და დათუნას სახეზე შევატყვე, რომ ექიმთან დარეკვისთვის შესანიშნავი დრო იყო. -მარტოს ხომ არ დამტოვებ? - სამშობიაროს შესასვლელთან ვკითხე დათუნას. -ამაზე ხომ უკვე ვილაპარკეთ? მარტოს არ დაგტოვებ. -არავისთან არ დარეკო, რა. არავის ნერვი არ მაქვს. -არ გამოვა, - გაეცინა. -უკვე მოასწარი? -ექიმთან დარეკვამდე, - გაიკრიჭა, - რას გიშლიან ვერ ვხვდები, შენ მაინც ვერავის ნახავ და მე რომ გავალ მარტო მაინც არ ვიქნები. -სასწაული ხარ. ვაიმე, - ტკივილისგან თვალები ავატრიალე და მთელმა დერეფანმა გამომხედა, - ამათ მშობიარე არ უნახავთ? -ბევრს შეიძლება არა, - გაეცინა და პალატის კარები გააღო. -ზუსტად იცი, რომ აქ უდნა შევიდეთ? -ნინა, ზუსტად ვიცი, - გაეცინა და ჯერ მე გამატარა და მერე თითონაც შემომყვა. სამშბიაროში მისვლიდან ზუსტად საათნახევარში ვიმშობიარე. დათუნა წამითაც კი არ მომცილებია გვერდიდან. აღფრთოვანებული თვალებით უყურებდა პატარა წერტილს ჩემ მკერდზე და ყურებამდე იღიმოდა. -მამას გოგოა, - გაეცინა და პატარა ხელებზე ჩამოუსვა თითები. -დედასია! -ნუ ბუზღუნებ, - გაეცინა და სურათი გადაგვიღო. მოგვიანებით ვნახე, სოციალურ ქსელში აუტვირთავს „ჩემი ქალბატონებიო“ მიუწერია, თან. -ვგიჟდები შენზე, - პირველად ვაღიარე ხმამაღლა და სირცხვილისგან მთელი სახე ამიხურდა. -ნუ გრცხვენია, - გაეცინა დათუნას და მაკოცა. -გადი, გარეთ ალბათ ინტერესით კვდებიან, - გამეცინა. -შენ? -მე მარტო აღარ ვარ, - გამეღიმა და პატარა ტასოს დავხედე. მესამე დღეს დავბრუნდით სახლში მე და ტასო. დათუნამ ჩაიხუტა პატარა და ისე შევედით ბინაში. -გილოცავთ! - გოგოები გამოვარდნენ მისაღებში. არ ველოდებოდი ამდენი ხალხი თუ დაგვხვდებოდა. ყველა იქ იყო, მშობლების ჩათვლით. კუთხეც მოურთავთ ტორტით და ბუშტებით. -რა კარგები ხართ, - ყველას სათითაოდ ჩავეხუტე და მერე ყველა ტასოს ყურებით გაერთო. მე აღარავის ვახსოვდი. უკვე ორი თვის ხდებოდა ტასო. დილით უჩვეულოდ ჩემით გამეღვიძა და არა პატარის ხმაზე. შეშინებულმა წამოვყავი თავი და ბავშვის საწოლს გავხედე. ტასო არ იყო. ტრადიციულად დათუნას მაისურით და შიშველი ფეხებით გავედი მისაღებში. დივანზე მიწოლილ დათუნას გულზე ეწვა ჩაინებული ტასო. ცალ ხელში რძის ბოთლი ჰქონდა ჩაბღაუჭებული და მგონი თითონაც ეძინა. თავი ვერ შევიკავე, რმ დათუნასთვის არ მეკოცნა. -გაიღვძე? -ჰო, ძალიან გაგაწვალა? -რას ამბობ, მუცლის მონაა. ჭამისას ჩაეძინა, - გაეცინა დათუნას და ტასოს ხელი მოუსვა ლოყაზე. მასაც ძილში ინსტინქტურად გაეღიმა, - ვგიჟდები ასე რომ შვება. -მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ. -მეც მიხარია, - ღიმილით მიპასუხა დათუნამ და ტასო საძინებელში გაიყვანა. -სამსახურამდე დაგვტოვებ ივასთან? დასვენების დღე აქვს. -დაგტოვებთ, - საძინებლიდან გამოვიდა მხარზე პირსახოგადაკიდებული, მაკოცა და სააბაზანოში შევიდა, - კარებს არ ვკეტავ. -ბავშვი ტირის, - გამეცინა და ტასოსთან შევედი. -ჩემი გოგოები მოვიდნენ, - ღიმილით შეგვეგება ივა. -გამარჯობა ივა ბიძია, - ტასოს ხელი ავათამაშე. -ტასოს უფრო მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე შენ, - გაეცინა და ბავშვი გამომართვა. -ნუ დამცინი. -როგორ უძლებთ შენ და დათუნა? -დათუნა უფრო ენერგიულადაა მგონი, - გამეცინა, - დილით დივანზე ვიპოვე ორივე საჭმლის ბოთლთან ჩახუტებულები, - გახსენებაზე გამეღიმა და მეც მივწექი დივანზე. -მაგას ენერგიულობა აღარ ქვია. -იცი, რა. მართლა მომწონს დათუნა. ისედაც მომწონდა ერთად ყოფნა და ახლა მამის ამპულაში რომ ვხედავ, გეფიცები მართლა მავიწყდება, რომ... იდეალური მამაა, - ცრემლი მომადგა. -დათუნაა, - გაეცინა ივას. -და მგონი მართლა მიყვარს. -ურთიერთობის ისეთ ეტაპზე ხართ, რომ ვფიქრობ მე ვეღარ ჩავერევი. გისმენ და მინდა იცოდე, რომ დათუნასაც იგივენაირად მოვუსმენ და ერთმანეთისას არ გეტყვით. -კარგი, არ გვინდა დათუნაზე, - თავი წამოვწიე და ჩაძინებულ ტასოს შევხედე, - შენთან ყოფნა მოსწონს. დავიძინებ, რა. -ამ პატარა წერტილმა სუ როგორ გადაგიყვანათ ჭკუიდან? - გაეცინა ივას და ტასო აივანზე გაიყვანა. ორი თვის მანძილზე ასე გემრიელად მგონი პირველად გამოვიძინე, მართლა! დათუნას დაბადების დღე იყო. აბაზანაში ვიდექი შეშლილი სახით. კონტრაცეპტივებმა გვიმტყუნა. გეფიცებით, უბრალოდ ვერ ვიჯერებდი. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ არ მიღალატებდა, მართლა არ ველოდებოდი. სახლში რომ არ მქონოდა ტესტი, ყიდვასაც არ ვაპირებდი, იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ციკლის არევა მშობიარობის და აბების ბრალი იყო. მერე ისიც ვიფიქრე იქნებ ჰორმონები კდიევ არეული მაქვს და ამის ბრალია მეთქი და კიდევ უფრო არეული სახით გავედი საძინებელში. -ნინა, რა გჭირს? -მეძინება, - უცბად გადავაბრალე ჩემი არეულობა. -ტასოს ჩემები დაიტოვებენ და ჩვენ გავიდეთ ტერასაზე. სახლშიც არაფრის მომზადება არ მოგიწევს და თან ტასოც მშვიდად იქნება. -კარგი. -ნინა, ხო ნამდვილად მშვიდობაა? -კი, - დათუნას ვაკოცე, სამსახურში გავაცილე და სასწრაფოდ ივას ნომერი ავკრიფე. -ნინა? -ივა, დახმარება მჭირდება. -დათუნას სიურპრიზს უკეთებ თუ რა ხდება? - გაეცინა. -დამპირდი, რომ არაფერს იტყვი. -რას მეუბნები, მეკადრება? ექოსკოპია და ანალიზები მჭირდება. -რა ხდება? მუცელი გტკივა თუ უფრო სერიოზულია რამე? - უცბად დასერიოზულდა. -ივა, მგონი ორსულად ვარ, - ისევ ტირილი ამივარდა. -დარწმუნებული ხარ? -არა. კონტრაცეპტივს ვენდობოდი, მაგრამ დამეხმარე, რა. ვერ მოვისვენებ და არ მინდა დათუნას დაბადების დღე ჩავაშხამო. -გამოოგივლი და გაგიყვან კლინიკაში. დათუნა ვერ გნახავს, გპირდები. -გელოდები. ივამ მართლა მოახერხა ისე, რომ ექოსკოპიაზეც შემაპარა და ანალიზებზეც დათუნასგან მალულად. -ნინ, არ ინერვიულო, ხო? - შემაშფოთებლად დაიწყო საუბარი ივამ. -რა ხდება? -ორსულობა რატო გაშინებს? -ჯერ ტასო სამი თვისაც არ არის. რა დროს ორსულობაა? გავგიჟდები. სამსახურიდან წამოსვლა და სუ სახლში დაჯდომა მომიწევს, დათუნაც გაგიჟდება, ისედაც ყოველ ღამეს ტეთრად ათენებს. -არ ხარ ორსულად, - უცბად ახარხარდა დათუნა, - პოსტმშობიარობის მერე ტესტი ზოგჯერ ცდება. -ამდენი ხანი რას მანერვიულე? - სახე გადამიტრიალდა და კარებში უეცრად გაჩენილ დათუნას ავხედე. -ნინა აქ რას აკეთებ? -მე გავალ, - თქვა ივამ და კაბინეტიდან ტასოსთან ერთად აორთქლდა. -მეგონა, რომ ორსულად ვიყავი და არ მინდოდა დღე ჩამეშხამებინა და ივას დავურეკე. მაგრამ შევცდი. - დათუნას უემოციო სახეს ავხედე. ყოყმანის მერე ჩემთან ჩაიმუხლა და სახე ამაწევინა. -დღეს ვერ ჩამაშხამებდი, ვერც ორსულობით და ვერც არაორსულობით. არ მინდა, რომ კიდევ დამიმალო რამე. მით უმეტეს ორსულობა. ამის გამო სანერვიულო მართლა არ გაქვს. შევთანხმდით? -დაბადების დღე რომ არ გქონოდა, დილითვე გეტყოდი. -ჩშ.. ყველაფერი კარგადაა, - დათუნა ჩამეხუტა და მერე სახლამდე გაგვიყვანა. ივას ტერასაზე ვიყავით ყველანი, ტატოს ცოლის ჩათვლით. ჩემ იდეალურ ტორტს სანთლები ჩავამაგრე და დანარჩენებთან გავედი. -რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს დათუნას დაბადების დღეა! -სურვილი ჩაიფიქრე, - დავუჩურჩულე დათუნას და და გაღიმებული ვუყურებდი, როგორ აქრობდა სანთლებს. გოგოებმა ტორტი გამომართვეს და ყურადღება ისევ დათუნასკენ გადავიტანე. -ყველამ იცი, რომ ქორწილი არ გვქონია და დღეს რომ დავფიქრდი, სანამ მეორე შვილი გვეყოლება, - ღრმად ამოისუნთქა და მუხლზე დაიჩოქა, - ნინა, იმდენად მიყვარხარ, რომ შემიძლია კიდევ გავაკეთო ეს. გამომყვები მეორედ ცოლად? დაბნეულმა ავხედე ყურებამდე გაკრეჭილ ხალხს და ფეიერვერკებით მომარჯვებულ ბიჭებს. -არ არსებობს?! -არსებობს, - გაეცინა. ხელი გავუწოდე და უკვე ბეჭდიანი მე ჰაერში დამატრიალა დათუნამ. დასასრული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.