იდუმალი
მახსოვს ერთხელ,ის გვიან ღამით სახლში მაცილებდა. მე ჩაფიქრებული ქუჩას გავცქეროდი,ზამთრის პირი იყო, სიცივე სულ უფრო და უფრო სწრაფად მეკვროდა მთელ სხეულზე,გავიყინე, ვცდილობდი ცოტა მესაუბრა რადგან არ მსურდა ის მწირი სითბო დამეთმო, რომელიც ერთადრერთი იმედი იყო ჩემთვის, ის კი რაღაცას მიყვებოდა. შემამჩნია რომ არ ვუსმენდი,მერე კი მთხოვა შემეხედა მისთვის, მეც თვალები ფართოდ გავახილე და თითქოს გამომწვევი მზერა ვესროლე,თავის ყავისფერი თვალები მშვიდად შემხვდნენ, მახსოვს მისი რეაქცია, გაჩერდა და თითქოს დამცინავად მკითხა "ლია გასწავლის ასეთ გამოხედვასო?" გულში ჩავიცინე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ავბუზღუნდი კიდეც "რას დამცინი" მეთქი და გზა უფრო სწრაფად განვაგრძნე,ის კი ვერ მიხვდა ასე რატომ ვუყურებდი, ვერ მიხვდა რადგან მას მხოლოდ საუბარი შეეძლო პირის დახმარებით და უცხო იყო მისთვის თვალებით საუბარი, უცხო და ამოუცნობი იყო ის გრძნობა რასაც მე განვიცდიდი იმ დროს, უცხო იყო ის ყოველივე რისი თქმაც ამ მზერას შეეძლოდა ასე უცხო და იდუმალი დავრჩი მე მისთვის.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.