სკივრში ჩაკეტილი სიმართლე (სრულად)
"თვითმფრინავი მალე თბილისის აეროპორტში დაეშვება, ძვირფასო მგზავრებო გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები!" -სიზმრების სამყაროში, მეხის გავარდნასავით ჩაესმა რობის, სტიუარდესას ხმამაღალი განცხადება და სკამზე დენდარტყმულივით წამოვარდა. წამით, ირგვლივ ყველაფერი ეუცხოვა და გარკვეული დრო დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, თუ სად იმყოფებოდა. ვერც კი გაეგო რა დროს ჩაეძინა. ბოლო კადრად ის ახსოვდა, როგორ გადაფურცლა მის წინ მჯდომმა მამაკაცმა რომელიღაც პოლიტიკური შინაარსის გაზეთი და როგორ გაფაციცებით ჩააშტერდა მასში დაბეჭდილ მოზრდილ სტატიას. იმდენი ხანი იყო გასული, რაც თვალით აღარ ენახა თავისი სამშობლო, უკვე აღარც კი აგონდებოდა ბევრი რამ. ბუნდოვნად ახსოვდა უბნები, ქუჩები, ადგილები, სადაც სიარული უყვარდა და ბილიკები, რომელთაც ადრე თვალდახუჭულიც კი გაივლიდა. მეტად უცნაურად ეჩვენებოდა ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნება. იცოდა, ეგვიპტური იეროგლიფების ათვისებასავით გაუჭირდებოდა ჩვეული ცხოვრების სტილის შეცვლა, თუმცა იმდენად ჰყავდა მონატრებული მშობლიურ ქალაქში დატოვებული ადამიანები, მათგან შორს ყოფნა დღითიდღე უფრო და უფრო ურთულდებოდა. თვითმფრინავი უკვე წამი-წამზე დაიწყებდა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაშვებას. აეროპორტის შენობაში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის დახვედრას ელოდა და ისიც ბაბუამისი გახლდათ -ბატონი კოტე ნიქაბაძე. ამ პიროვნებას, უდიდესი ამაგი ჰქონდა რობის ცხოვრებაში. მას მერე, რაც მშობლებმა მასზე უარი თქვეს, როგორც შემთხვევით ჩასახულ, არასასურველ ბავშვზე, ბაბუა იყო მისთვის დედაც, მამაც და ისიც, ვისი იმედიც ყველგან და ყოველთვის ჰქონდა, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. თბილისი რომ დატოვა, სულ რაღაც თექვსმეტი წლის თუ იქნებოდა. იმ პერიოდში, თინეიჯერობის ასაკში მყოფს, წასვლა და ყველაფერთან გარიდება ერთადერთ გამოსავლად ეჩვენა. გოგო, ვის მიმართაც ერთ დროს საკმაოდ სერიოზული გრძნობები გააჩნდა, მალულად მისი მოღალატე აღმოჩნდა, რითაც ფაქტობრივად თავზე ჩამოანგრია მთელი მომავლის გეგმები. ასეთ სიტუაციაში, ამერიკაში მყოფი დეიდის შემოთავაზება, სწავლა სან-ფრანცისკოში გაეგრძელებინა, მართლაც რომ მისწრება აღმოჩნდა რობისთვის. ნამდვილად არ დასჭირვებია მოსაფიქრებლად ბევრი დრო. იმდენად სურდა ყველას და ყველაფერს მოშორებოდა, წინადადებას მეორე დღესვე დათანხმდა და გამგზავრების საკითხების მოგვარებაზეც სასწრაფოდ დაიწყო ზრუნვა. კოტეს ნამდვილად არ გაუწევია შვილისშვილისთვის წინააღმდეგობა. მართალია, გული ძალიან დასწყვიტა რობის მოულოდნელმა მისწრაფებამ, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო და მხარიც კი დაუჭირა ამ წამოწყებაში. ერთადერთი პრობლემა, რაც გამგზავრებამდე რჩებოდა მოსაგვარებელი ბიჭს, ეს თავისი საუკეთესო მეგობრისთვის ამ ახალი ამბის შეტყობინება გახლდათ. სწორედ ეს იყო მთავარი თავსატეხიც. მაშინ, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ფორმით უნდა ეთქვა, აქედან ძალიან დიდი ხნით მივდივარო იმ ადამიანისთვის, ვისთანაც მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული და ფაქტობრივად სულის ნაწილივით იყო ბიჭისთვის. საოცარი მეგობრობა აკავშირებდა რობის ამ პიროვნებასთან, უფრო კონკრეტულად კი -დეა შენგელიასთან. ერთმანეთს თითქმის დაბადებიდან იცნობდნენ, საბავშვო ბაღშიც კი ერთად დადიოდნენ და სკოლაშიც ერთ კლასში იყვნენ, თანაც ერთ მერხთან მსხდომები. არ არსებობდა რობის დღე, დეას გარეშე და დეას ყოველდღიურობა, რობის გარეშე. თითქოს დამოკიდებულები იყვნენ ერთმანეთზე და სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად, მისი მიტოვება გაუჭირდა წასვლის წინ. ელოდა კიდეც გოგონას მხრიდან მწვავე რეაქციას, ამერიკაში წასვლამდე და მისი ინტუიაცია ასი პროცენტით გამართლდა. იმ საბედისწერო დღეს, დეამ მასზე სამუდამოდ თქვა უარი. იმ დღეს, რობიმ საუკეთესო მეგობარი დაკარგა და თვითმფრინავის ტრაპზე ამავალიც, მხოლოდ კოტესა და რამდენიმე მისი სკოლის მეგობრის სევდით გატენილმა მზერამ გააცილა, სან-ფრანცისკოში. ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და ილუმინატორიდან გაიხედა. მისი საჰაერო ტრანსპორტი უკვე დაბლა ეშვებოდა და ამის გამო, ღვედიც მაგრად ჰქონდა გადაჭერილი. ერთადერთი, რაზეც აღნიშნულ წამს ეფიქრებოდა, ის იყო, თუ როგორ შეხვდებოდა მშობლიურ ქალაქში დატოვებული საუკეთესო მეგობარი ამდენი ხნის შემდეგ? მას მერე, რაც ამერიკაში წავიდა, დეას სოციალურ ქსელებს გამუდმებით ადევნებდა თვალყურს, აკვირდებოდა როგორ იზრდებოდა, როგორ ქალდებოდა ნელ-ნელა და როგორ იცვლებოდა მისი ბავშვური გამოხედვა. ვინ მოთვლის რამდენჯერ დაურეკავს გოგონასთვის, მეილზეც კი გამუდმებით უგზავნიდა წერილებს, სადაც თავის ყოველდღიურობას უყვებოდა, იმას, თუ როგორ უნდოდა მისი ხმის გაგონება ან რამდენად ძლიერი იყო მისგან შემოსული ერთი შეტყობინების წაკითხვის სურვილი, თუმცა დეა, ჯიუტად არ აკეთებდა კომენტარს რობის არც ერთ წერილზე. მაჯის საათს, მოღუშული მზერით დახედა ბიჭმა. უკვე, საღამოს შვიდი შესრულებულიყო. მერე კვლავ მიტოვებული ფიქრების წიგნი გადაფურცლა და ამჯერად იმაზე ჩაფიქრდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გოგონას, როდესაც რობის ერთი-ერთში შეხვდებოდა, შვიდი წლის მერე? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაგების ერთადერთი საშუალება, დეასთან ვიზიტი იყო და ამას აუცილებლად გააკეთებდა, როდესაც შესაფერისი დრო მოვიდოდა. აეროპორტის უზარმაზარი შენობა ხალხით იყო გადაჭედილი. ამხელა ბრბოში, ადამიანთა ერთმანეთისგან განცალკევებაც კი უჭირდა, თუმცა დიდი დრო მაინც არ დასჭირვებია უცხო სახეებიდან, ნაცნობი გამომეტყველების ამოსაცნობად. ბაბუამისის სათნო, მომღიმარ სახეს, ათას კაცშიც კი გამოარჩევდა, რამდენი დროც არ უნდა ყოფილიყო გასული მათი ბოლო შეხვედრიდან. ბატონი კოტე, ამჯერადაც ჩვეულ სტილში გახლდათ გამოწყობილი -შავ, სპორტულ შარვალზე, ამავე ფერის სპორტული მაისური მოერგო, ფეხებს კი, ნაიკის თეთრი ბოტასები უმშვენებდა. ასაკის მატება ოდნავადაც არ მოქმედებდა მოხუცის გულზე და ყოველთვის ისე ახალგაზრდულად ეცვა ხოლმე, ნებისმიერი ადამიანი იმაზე ათი წლით ნაკლებს მისცემდა, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ. რობიმ ესკალატორიდან აღებულ ჩემოდანს ტარი ამოუწია და გაღიმებული სახით გაემართა თავისი გამზრდელი ბაბუისკენ. იმ წამს, ნათლად იგრძნო, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დაბრუნებით. მართალია ამ სახეს ყოველდღიურად უყურებდა ვიდეო-ზარის მეშვეობით, თუმცა პირისპირ დანახულს მაინც სულ სხვა ეფექტი ჰქონდა და გულიც სულ სხვაგვარად უცემდა, როცა ტელეფონის ეკრანის მაგივრად, რეალურ ცხოვრებაში ხედავდა თავისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს. -როგორ ვხედავ არ ბერდები კოტე, მე კიდევ მეგონა ინტერნეტში საუბრისას ადებდი შენს თავს ახალგაზრდულ ეფექტებს -სიცილით მიუახლოვდა ბაბუას, თან ცალი ხელით გადაეხვია, რადგან მეორე ჩემოდნით ჰქონდა დაკავებული. გულზე სითბო საღებავივით გადაესხა ამ შეხვედრისას. თითქოს რაღაც ისეთს შეეხო, რის გარეშეც ნორმალურად ცხოვრებას ვერ ახერხებდა მთელი ეს დრო. -შენი სამასხარაო ვარ ბიჭო ამხელა კაცი? -მოჩვენებითი გაბრაზებით წაუთაქა თავში საყვარელ შვილისშვილს, როგორც კი მის ჩახუტებას მორჩა და მალულად გააბრუნა უკან თვალის გარსთან ეულად მომდგარი სიხარულის ცრემლი, ასე ძალიან რომ არ უნდოდა ჯებირებს გადმოსცდენოდა. -არ გეხუმრები კოტე, მართლა მაგრად გამოიყურები. როგორც დაგტოვე ისეთი დამხვდი, თითქოს თაფლში გინახავდა ვინმე -გაჩუმდი ერთი, გაჩუმდი -კვლავ მაგრად მოეხვია იგი თავისზე ორჯერ მაღალ რობის. მერე ზურგზე ხელი დაარტყა და თავით აეროპორტიდან გასასვლელისკენ ანიშნა, რათა ამჯერად ორივენი ერთად დაბრუნებოდნენ მშობლიურ კერას. შინ კოტეს მანქანით წავიდნენ, ბაბუა და შვილისშვილი. უბნები, ქუჩები და ადგილები, იმდენად შეცვლილიყო ბიჭისთვის, რომ გულიც კი დასწყვიტა ამ ყველაფერმა. უცხოობის შეგრძნება, რომელიც მშობლიური ქალაქის მიმართ ჰქონდა გაჩენილი, წამითაც არ ტოვებდა, მთელი მგზავრობის განმავლობაში. თბილისი სრულებითაც არ ჰგავდა სან-ფრანცისკოს, არც მშვიდობის ხიდი აგონებდა „ოქროს კარიბჭეს“ და არც ოკეანე ჩანდა სადმე, თუმცა მთავარი, რაც ამ ქალაქში იზიდავდა და იქ დარჩენას აიძულებდა, მისთვის საყვარელი ადამიანები იყვნენ. მათ გამო, მზად იყო ყველაფერს თავიდან შეჩვეოდა, ახლიდან აეწყო ფეხი აქაური ცხოვრების ტემპისთვის და საკუთარ ქალაქში ეცადა თავის დამკვიდრება, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს ყველაფერი. რობიმ საქარე მინა ბოლომდე ჩასწია და მას მას მარჯვენა მკლავი ჩამოაყრდნო. გარეთ საოცრად თბილი და სასიამოვნო ამინდი იყო. გაზაფხულის მზე საამოდ აცხუნებდა და თავისი სხივებით აფერადებდა თბილისის ხმაურიან თუ არახმაურიან ქუჩებს. ხალხიც თითქოს ფუტკრებივით დაბზუოდნენ აქეთ-იქით და ყველანი თავიანთ საქმეზე მიიჩქაროდნენ, მეტად სერიოზული გამომეტყველებით. ნათლად იგრძნობოდა, რომ მათგან ყველას, საკუთარი საზრუნავი, საფიქრალი და ინდივიდუალური ცხოვრება ჰქონდა, რომელიც უცხო თვალისთვის სრულიად დაფარული და შეუცნობელი გახლდათ. სიცოცხლით სავსე ქუჩების თვალიერება, ვიბერზე მოულოდნელად მოსულმა შეტყობინებამ გააწყვეტინა ბიჭს. როგორც აღმოჩნდა, მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, დაჩი ბარათელი სწერდა, ვინც, ამერიკაში წასვლის შემდეგ შეიძინა რობიმ. ეს უკანასკნელი, წარმოშობით აფხაზეთიდან, კერძოდ სოხუმიდან იყო და სან-ფრანცისკოში, ისიც სასწავლებლად გახლდათ ჩასული. ბიჭის მშობლები, ამ ეტაპზე თბილისში ცხოვრობდნენ, საკმაოდ შეძლებულებად ითვლებოდნენ და ერთადერთი შვილისთვისაც ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდათ, განათლებიდან დაწყებული, ცხოვრებისეული კომფორტის შექმნით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყოდა, რომ დაჩის, ეგოისტურად ჰქონდა თავში ავარდნილი ყველაფერი ის, რაც ბედისწერამ მისთვის გაიმეტა. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება ოდნავადაც არ ჰქონდა, სწავლას, სამსახურსაც უთავსებდა ხოლმე და პირადი საჭიროების ხარჯებზე მშობლებისთვის ნამდვილად არ ჰქონდა ხელი გაწვდილი. რობიმ შეტყობინება დაყოვნების გარეშე გახსნა და წერილის ველში, შემდეგი სიტყვები ამოიკითხა: „რა ქენი ჩაფრინდი? აიზეკმა ტვინი გამომჭამა გინდა თუ არა ამბავი გაიგეო.“ ხსენებული აიზეკი, დაჩისა და რობის მესამე უახლოესი, შავკანიანი მეგობარი გახლდათ, ლიბერიიდან. ბიჭები, საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახს ინაწილებდნენ და საკმაოდ ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. მართლაც რომ უამრავი სასიამოვნო მოგონება ჰქონდა რობის სტუდენტურ წლებთან დაკავშირებით. სამეგობრო წრეშიც საკმაოდ გაუმართლა, დაჩისა და აიზეკის სახით, თუმცა დეა, მაინც სულ სხვანაირად ენატრებოდა ხოლმე და მის თავს ვერასდროს ვერავინ უცვლიდა, ვერც ერთ სიტუაციაში. „კი, ახლა სახლში მივდივარ. დავლაგდები, გამოვიძინებ და მოგვიანებით შეგეხმიანებით.“ პასუხს აღარ დალოდებია. იმდენად იყო გამოფიტული, ტელეფონში ინტერნეტი მაშინვე გამორთო, სავარძლის საზურგეს თავი ჩამოაყრდნო და საჭესთან მჯდომ ბაბუას გადახედა, ოდნავშესამჩნევი ღიმილით. -კოტე, სანამ ჩამოვიდოდი, მეგონა ცოლსაც დამახვედრებდი მოყვანილს, შენ კიდევ თურმე ისევ მარტო ხარ კაცს გაეცინა და გადაწყვიტა ხუმრობაში თავადაც აჰყოლოდა შვილისშვილს. -შენ ჩამოსვლას ველოდებოდი, თორემ ხომ იცი საცოლეები რიგში მიდგანან და თეთრ ცხენზე ამხედრების გარეშეც მღებულობენ? -კარგი, თუ ეგრეა, მერე კანდიდატებსაც ერთად გადავხედოთ და ვინმეს აგარჩევინებ -ჩემი დაოჯახება იქეთ გადავდოთ და შენ ის მითხარი, დეას თუ გააგებინე რომ ჩამოდიოდი? რობის სახიდან ღიმილი გაუქრა და ღრმად ამოხვნეშას, თითქოს მთელი შინაგანად დაგროვებული ნეგატივი გაატანა. კოტესთან საუბარი იმიტომ მოსწონდა, რომ თითქმის ყოველთვის ისე ელაპარაკებოდა, როგორც თანატოლი და არა უფროსი ადამიანი, თუმცა დარწმუნებული არ იყო, უნდოდა თუ არა ახლა იმ თემის წამოჭრა, რომელსაც „დეა“ ერქვა. -როგორ უნდა მეთქვა? -ოდნავ აიჩეჩა მხრები ამის თქმისას -შენც ხომ იცი, რომ უკვე წლებია არც ზარებზე მპასუხობს და არც შეტყობინებებზე? მთელი ეს დრო, დაუღალავად ვწერდი და ვეკონტაქტებოდი, მისი იგნორის მიუხედავად, თუმცა ერთი წლის წინ მეც შევწყვიტე ამის კეთება კოტეს ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. რობიც და დეაც, მისთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ, რადგან მთელი ბავშვობა, ორთავემ მის თვალწინ განვლო. გოგონას, არც რობის წასვლის შემდეგ გაუწყვეტია საყვარელ კოტე ბაბუასთან ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ მის შვილისშვილს პასუხის ღირსადაც არ თვლიდა, თავად კოტეს, საკმაოდ ხშირად ნახულობდა ხოლმე, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა. -არც მე მითქვამს რომ ჩამოდიოდი -აღნიშნა კაცმა, თანაც ისე, რომ გზისთვის ყურება არ შეუწყვეტია -მეგონა თავად გააგებინებდი როგორმე, თუმცა ვხედავ ჯერ არაფერი იცის -რაღაც არა მგონია ხელებგაშლილი შემხვდეს, ასე რომ თქმასაც არ ჰქონდა აზრი -ნაწყენი ბავშვის მსგავსად ჩაიალარაკა რობიმ. გულის სიღრმეში, თავადაც ბრაზობდა დეაზე, ასეთი მოქცევის გამო, თუმცა მონატრების გრძნობა ბევრად უფრო დიდ ადგილს იკავებდა ბიჭის გულში, ვიდრე მისდამი ბრაზი. კოტემ, კვლავ სიტუაციის განმმუხტავის როლის მორგება სცადა, შექმნილ სიტუაციაში: -თვითონაც ხომ იცი, როგორი ნაწყენია? -ჰკითხა შეპარვით გვერდით მჯდომ შვილისშვილს -მისთვის მთელი სამყარო იყავი, ყველაზე ახლობელი ადამიანი და უეცრად ადექი და მიატოვე. პატარა, ჩამოუყალიბებელ გოგოს, ამაზე სხვა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა? -გთხოვ რა, ნუ ცდილობ ნისკარტი გამოუწმინდო -თვალები დახუჭა რობიმ ამის თქმისას -გასაგებია, მაშინ პატარა იყო, მაგრამ ხომ გაიზარდა? მგონი მხოლოდ მე არ მომმატებია შვიდი წელი. მისი ასაკიც ისევე იზრდებოდა, როგორც ჩემი ეს იყო და ეს. მანქანით მგზავრობისას, ამ თემის ირგვლივ მეტად აღარაფერი თქმულა, ბაბუასა და შვილისშვილს შორის, თუმცა ბატონი კოტე ნიქაბაძე, რისი კოტე ნიქაბაძე იყო, თავისი გაზრდილი ბავშვის ხასიათი არ სცოდნოდა და იმაშიც დარწმუნებული არ ყოფილიყო, რომ დეას სანახავად, თვითონვე გამოიჩენდა ინიციატივას, მაშინ, როდესაც მოთმინების ფიალა ერთხელ და სამუდამოდ აევსებოდა. დარჩენილი მგზავრობა, მცირედ დიალოგებს თუ არ ჩავთვლით, სრულ მდუმარებაში განვლეს. რობის უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის მიაღწევდნენ შინ და როდის მიესვენებოდა რბილ ბალიშზე, რათა მგზავრობისგან გადაღლილს, მთელი დარჩენილი დღე, საკუთარი თავი ძილისთვის მიეძღვნა. ბიჭის სახლი, ის კედლები, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა, ისანში მდებარეობდა, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე. კარგად ახსოვდა, ბავშვობაში ლიფტი რამდენად ხშირად ფუჭდებოდა ხოლმე და ამის გამო, ფეხით უწევდა დაუსრულებელი საფეხურების ავლა. დიდ იმედს იტოვებდა, ახლა მაინც იქნებოდა ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრილი და კვლავაც იგივე სიტუაციასთან შეჯახება არ მოუწევდა, ამდენი წლის გასვლის შემდეგაც კი. ადგილები კვლავ უწინდებურად ცვლიდნენ ერთმანეთს. გზად, იმ ბაღსაც კი გაუარეს, რომელშიც მრავალჯერ გამოპარულა ხოლმე თანაკლასელებთან ერთად, შატალოებზე და არაჩვეულებრივი დროც უტარებია. ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც ღიმილი ადგებოდა სახეზე იმ წლების გახსენებისას. მიუხედავად ამერიკაში გატარებული საუკეთესო მომენტებისა, ყველაზე სასიამოვნო მოგონებები მაინც აქაურობასთან აკავშირებდა და ამას ვერასდროს ვერაფერი ცვლიდა. თავის უბანში მოხვედრისას, მიხვდა, რომ აქ დიდად არაფერი შეცვლილიყო და ამ ფაქტმა ძალიან გაახარა. არ სურდა ყველაფერი ისე დახვედროდა, რომ ნორმალურად ვერაფერი ეცნო და სრულიად გადასხვაფერებულ გარემოში ამოეყო თავი, რაც უცხოობის შეგრძნებას გაუჩენდა ნაცნობი გარემოს მიმართ. -დიდად არაფერი შეცვლილა ხომ? -თითქოს მისი ფიქრების სიღრმეს ჩასწვდაო, ისეთი მზერით გადახედა კოტემ, თან ოდნავ სვლაც შეანელა, რადგან უკვე თავიანთ მოსახვევს უახლოვდებოდნენ. -ჰო, თითქოს ისევ თექვსმეტი წლის ვარ და ახლა საიდანღაც ის თეთრი ჟიგულიც გამოჩნდება, ხილ-ბოსტნეული რომ დაჰქონდა ხოლმე ჩვენს უბანში -ეგ კიდევ გახსოვს? -ღიმილი გადაჰფენოდა შვილისშვილის სიტყვებზე კოტეს. -ხუმრობ? ამირანის მოტანილი ვაშლების გემოს რა დამავიწყებს -რობიც აჰყვა სიცილში. ამ კაცთან უამრავი მოგონება აკავშირებდა. ბავშვობის ასაკში მასთან მეგობრობდა კიდეც და ძალიან ხშირად, უფასო ხილით დასაჩუქრებულიც გამოუსტუმრებია ხოლმე ამირანს, სახლში. კოტეს ნაცრისფერმა ჯიპმა, ჩაღრმავებულ ადგილას, წვიმისგან ჩაგუბებულ წყალში გაიარა და მოსახვევშიც გადაუხვია. რობის თვალწინ, მაშინვე ნაცნობი, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აღიმართა, რომელიც ახლა უფრო მკვეთრ კრემისფრად შეეღებათ, ვიდრე ეს აქამდე იყო. კმაყოფილების გამომხატველი ღიმილი, ჯიბის ქურდივით მიეპარა ბიჭის ბაგეებს, შენობის დანახვისას. ინსტიქტურად, თავის ფანჯრებს ახედა, მერვე სართულზე. ეზოს, პატარა ბავშვები ახმაურებდნენ, ფეხბურთის მომავალი მეფეებივით რომ დასდევდნენ ჭრელ ბურთს. მომცრო ზომის გადმოხურულში, რობის გამგზავრების შემდეგ რომ სკამები და მაგიდები გამოეცვალათ, უბნის უხუცესი წარმომადგენლები ისხდნენ, რათა ნარდის ქვებით მაინც მოეკლათ პენსიონერთათვის დამახასიათებელი ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო. მანქანამ, სადარბაზოს წინ სვლა კიდევ უფრო მეტად შეანელა და აქედან რამდენიმე წამში, ძრავამაც შეწყვიტა მუშაობა. გარეთ თბილი, სასიამოვნო ნიავი ქროდა და ცეცხლმოკიდებული ბურთის მცხუნვარე სხივებიც თანაბრად ეფინებოდა თბილისის ქუჩებსა თუ უბნებს. რობიმ მანქანის კარი გამოაღო და სწრაფად გადავიდა სალონიდან. თავისი ჩემოდანი საბარგო განყოფილებაში ჰქონდა მოთავსებული, ამიტომ მისი გამღები ღილაკი მოძებნა, მას თითი მიაჭირა, თავისი ჩემოდანი ამოაცურა და როგორც კი კოტემ, ავტომობილი გასაღებით ჩაკეტა, კიდევ ერთხელ ააყოლა თვალი იმ ათსართულიან კორპუსს, რომლის კედლებშიც ბავშვობის უდიდესი ნაწილი ჰქონდა გატარებული. შენობა, სანდომიანად, უძრავად გადმოჰყურებდა ზემოდან და თითქოს იმასაც კი ეუბნებოდა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ამდენი ხნის შემდეგო. -ნოსტალგია გაქვს? -თითქოს აზრების კითხვის ნიჭითაა დაჯილდოებულიო, ისე შესცქეროდა კოტე, შვილისშვილს, თან მანქანის კარს ზურგით მიყრდნობოდა. იმ მომენტში, საკმაოდ მხიარული სახე ჰქონდა, თუმცა გამომეტყველება რაკეტის სიჩქარით ეცვალა ორი წამის გასვლის შემდეგ და რობიმაც, თავი იქეთკენ მიატრიალა, საითაც ბაბუამისი იყურებოდა, რათა გაეგო, კონკრეტულად რა გახდა მისი ასეთი უეცარი სახეცვლილების მიზეზი. სადარბაზოს კარიდან, საითკენაც კოტეს მზერა იყო მიმართული, ოდნავ გაჭაღარავებული, ზოლებიან კაბაში გამოწყობილი ქალბატონი გამოდიოდა, მხარზე გადაკიდებული ჭრელი ჩანთით. ცოტა ხნიანი დაკვირვების შემდეგ, რობიმაც შეძლო მისი ცნობა. ეს ადამიანი, ქალბატონი ლაურა გახლდათ, უბნის თვალები და ყურები, ვისი ფანჯრისთვისაც, უამრავჯერ მოურტყამს რობის ფეხბურთის ბურთი და მინის ჩამსხვრევის გამო, ყურის აწევაც მრავალჯერ დაუმსახურებია ქალისგან. თითქოს ახლაც ცხადად ჩაესმოდა ლაურას წივილი, მთელ ხმაზე რომ უყვიროდა - „რაღა მაინცდამაინც ჩემს ფანჯრებს უმიზნებ, შე უპატრონოო.“ ლამის სიცილი წასკდა ამის გახსენებისას ბიჭს. თავი მხოლოდ იმიტომ შეიკავა, რომ დაინახა, როგორ წამოვიდა ლაურა მათი მიმართულებით, თანაც მეტად სანდომიანი, ღიმილიანი გამომეტყველებით. -ჩამოსვლისას რომ პირველად ამის სახეს დაინახავ, ვითომ შავი კატის წინ გადარბენაზე უარესია? -ნიკაპის სრესით იკითხა კოტემ. რობისა არ იყოს, ლაურა არც მას მოსდიოდა თვალში მაინცდამაინც და არც გულის ფიცარზე ეწერა ამ უკანასკნელის სახელი, დიდი ასოებით. -ჩუმად, არ გაიგონოს, თორემ შავ კატას სანატრელს გაგვიხდის ორივეს -ჩემოდანს ტარი ამოუწია ბიჭმა ამის თქმისას, რის შემდეგაც, უკვე ორი ნაბიჯის მანძილზე მოახლოებულ მეზობელს, საპასუხოდ გაუღიმა. -რობიკო, შვილო -ისე თბილად გადაეხვია მას ქალი, თითქოს მთელი გასული წლები, სრულიად სხვა ბავშვს ატანდა ლანძღვით მტკვრის ტალღებს. კოტეს მოგუდული სიცილი წასკდა, თუმცა თქმით კი არაფერი უთქვამს ისე განაგრძო შვილისშვილის საცოდაობის ყურება, ლამის რომ დაეხრჩო ლაურას ჩახუტებებითა და კოცნებით -როგორ გაზრდილხარ და გასიმპათიურებულხარ, შე მაიმუნო ბაბუაშენს ისიც არ უთქვამს დღეს თუ აპირებდი ჩამოსვლას -ჰო, არ მითქვამს, თორემ მუსიკალური ორკესტრის თანხლებით დაგხვდებოდა, ხომ იცი? -გაჩუმდი ერთი თუ კაცი ხარ, სულ ნუ ლაზღანდარობ! -უკმაყოფილოდ აუქნია მას ხელი ლაურამ, რის მერეც კვლავ რობის მიუბრუნდა და ხელებით ლოყები სასაცილოდ გამოუწელა -არა, მართლა როგორ დამშვენებულა ეს ბიჭი, ფფ, ფფ, თვალი არ გეცეს, შვილო. კიდევ კარგი, უკან ცოლიანი არ დაბრუნდი, შენი გენების დაკარგვა იქნებოდა ჩვენი გოგოებისთვის? თუკი აქამდე სეირს უყურებდა და საკმაოდ კარგადაც ხალისობდა, ახლა მართლა შეეცოდა კოტეს, თავის სისხლი და ხორცი და სცადა შექმნილი სიტუაციიდან როგორმე მაინც დაეხსნა. -კარგი ქალო, ნუ გაუწყალე ამ ბავშვს გული! -შეჭმუხნილი წარბებით ჩაერია იგი დიალოგში -მაინც ნამგზავრი და დაღლილია, აღარ უნდა ეს შენი ხვევნა-კოცნა, შუა ქუჩაში მართლაც რომ აშკარად შესამჩნევი გახლდათ ის უკმაყოფილება, რომელმაც ქალის სახეზე დაიდო ბინა ამ სიტყვების მოსმენისას. თავი რომ შეურაცხყოფილად არ ეგრძნო, წელზე დოინჯი შემოირტყა, ცხვირი ამაყად გაბზიკა და მეზობელს ჯიქურ მიაშტერდა. -არა რა, უკვე სამოც წელს მიუკაკუნე და მაგ შენს მწარე ენას მაინც არ დაადგა საშველი, კოტე ნიქაბაძე! -უხეშ რეპლიკაში სცადა წყენის დამალვა ლაურამ. მათი საუბრის შემსწრე რობი, კვლავ შიგნით აკავებდა ყელში მოწოლილ სიცილს, რათა სიტუაცია უფრო მეტად არ გაემწვავებინა. კოტესა და ლაურას კატა-თაგვური დამოკიდებულება, მისთვისაც და დეასთვისაც მუდამ ხუმრობის თემად იყო ხოლმე ქცეული, ბავშვობის ასაკში და ამ ორის კინკლაობაზე, ბევრიც უცინიათ, საკმაოდ ხშირად. -ჰოდა თუ სამოცი წელი ვერ ეშველა, ახლა მით უმეტეს აღარ ეშველება და დაანებე შენ მაგაზე ჯავრს თავი, სხვა საჯავრებელიც არ გაკლია -მერე შვილისშვილს გადახედა, თან ჯერ კიდევ მიწაზე მდგომ ჩემოდანზე ანიშნა თვალებით -მოკიდე მაგას ბაბუ ხელი და წამოდი, ავიდეთ სახლში. ამას თუ უსმინე, კიდევ დიდხანს მოგიწევს აქ დგომა -ჰო, წაყევი შვილო, წაყევი, მონატრებული ყავხარ ალბათ ბაბუაშენს და ამიტომაც იკბინება ცოფიანი ძაღლივით -ლაუარამაც არ დათმო პოზიციები, ერთი უხეშად შეუბღვირა მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომ მეზობელს და ჩუმი ბურტყუნით განაგრძო გზა იქითკენ, საითაც ბაბუა-შვილისშვილის დანახვამდე აპირებდა წასვლას. -ახლა მომეჩვენა თუ ეს მართლა ის ადამიანი იყო, ბავშვობაში რომ ჩემს დანახვას, მესამე მსოფლიო ომის დაწყება ერჩივნა? -მხოლოდ მაშინ გაბედა რობიმ შეკითხვის ხმამაღლა გაჟღერება, როცა ქალმა ცენტრალური ქუჩისკენ გადაუხვია, თავისი ჭრელი ხელჩანთის თანხლებით. კოტე მანქანას მოშორდა. ჯერ, ეზოში, ოფლიანი მაისურებით მორბენალ ბავშვებს დაუძახა, ფრთხილად ითამაშეთ, ბურთი მანქანას არ მოარტყათო, მერე კი სიცილით დაადო მხარზე ხელი შვილისშვილს და უპასუხა: -მაგის გოგო, უკვე ოცდახუთ წელს გადაცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. ალბათ, სასიძოდ მოეწონე და მაგიტომაც დაგიტკბა შაქარივით -კაი, მეღადავები კოტე? -რას გეღადავები ბიჭო? -თან სადარბაზოსკენ მიდიოდა, თან საუბარსაც არ წყვეტდა -ეგ საზღვარგარეთაა ოცდაათ წლამდე რომ არ იბერტყავენ ყურს დაოჯახების საკითხზე, თორემ აქ რომ მაგ ასაკის გოგო ჯერ კიდევ სახლში უზით, მშობლებმა ლამის ორი აგურის ძებნა დაიწყონ თავში სარტყმელად -თუ ეგრეა, მომიწევს ლაურასაც დავემალო და მის გაუთხოვარ შვილსაც -სიცილით გადააქნია თავი რობიმ, თან პირველ სართულზე ასასვლელ კიბეებზე ააგორიალა ჩემოდანი და როგორც კი ლიფტის წინ გაჩერდა, მსხვრევისა და მანქანის სიგნალებიც ხმა, ერთობლივად მისწვდა უკნიდან მის ყურთასმენას. -ეჰ კოტე, კოტე, მაინც ვერ გადაურჩა შენი საბრალო მანქანა მინის ჩამსხვრევას . . . 8 8 8 8 დეამ ოფისში ქაღალდის ყავის ჭიქით ხელში შეაბიჯა და თავთავიანთ მაგიდებთან გადანაწილებულ თანამშრომლებს, ღიმილითა და ხელის აწევით მიესალმა. მოდის განთქმული სახლი, კერძოდ კი -"ლავანია", სადაც გოგონა მუშაობდა, მთელს ქალაქში იყო აღიარებული პოპულარულობითა და წარმატებულობით. ძალიან ხშირად, თბილისის მაღალი ეშელონების წარმომადგენელნი, რასაც მსახიობები, მომღერლები, ტელეწამყვანები და საკმაოდ ხშირად, პოლიტიკოსთა მეუღლეებიც შეადგენდნენ, სწორედ აქ იმოსებოდნენ ხოლმე, გასართობი საღამოებისთვის, ყოველდღიური ცხოვრებისა თუ სერიოზული მიღებებისთვის. მოდის სახლის დირექტორი, ქალბატონი სესილია ლომინაძე, მეტად მკაცრი, მომთხოვნი და ზედმეტად პედანტი გახლდათ, ნებისმიერ საკითხსა და გადაწყვეტილებაში. ეს უკანასკნელი, იტალიიდან ორი წლის წინ გახლდათ დაბრუნებული, პარიზი და ყველა სხვა მნიშვნელოვანი მოდის ცენტრები სათითაოდ ჰქონდა მოვლილი და საკუთარი ხაზის შესაქმნელადაც საკმაოდ დიდძალი სახსრები დაეგროვებინა. მიუხედავად მისი დიდი მოთხოვნილებებისა და სიმკაცრისა, განყოფილების თანამშრომელთაგან ყველას ისე უყვარდა, როგორც ძალზედ ახლობელი პიროვნება, რადგან უკეთ გაცნობისა და კონტაქტში შესვლის შემდეგ, თითოეული ადამიანი ხვდებოდა, თუ რამდენად კეთილი გული ცემდა ამ ერთი შეხედვით, კლდესავით ურყევი ქალის მკერდში. განყოფილება, სადაც დეას უხდებოდა დღის უდიდესი ნაწილის გატარება, მის გარდა, კიდევ ხუთ თანამშრომელს აერთიანებდა. აქედან, სამი მათგანი მდედრობითი სქესისა იყო, ხოლო ორი კიდევ მამრობითი, რაზეც, ბიჭები ხშირად ხუმრობდნენ, აშკარა უმცირესობაში ვართ მოყოლილებიო. რაც შეეხება საოფისე გარემოს, ეს უკანასკნელი ყოველთვის მეტად სასიამოვნო გახლდათ დეასთვის. ფეხსაცმლის დიზაინერობა ბავშვობიდან, მეტიც, საკმაოდ ადრეული ასაკიდან იტაცებდა და ცხრა წლიდან მოყოლებული, გონებაში უკვე ცხადად წარმოიდგენდა სურათებს, თუ როგორი იქნებოდა მის მიერ შექმნილი შედევრები. გოგონამ მაჯის საათს დახედა და თავის ლამაზად მილაგებულ სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა. ამ უკანასკნელზე, კომპიუტერთან ერთად, კაქტუსი, სხვადასხვა ფერის საქაღალდეები, საკანცელარიო ნივთები, ტაბლეტი, კალმების ჩასადები და დეკორატიული მცენარე იდგა, ვარდისფერი ყვავილებით. ყავის ნახევრად ჩაცლილი ჭიქა რომ მაგიდის თეთრად მოლაპლაპე ზედაპირზე შემოდო გოგონამ, მერე უკვე თავისი ტყავის, მოკლემკლავიანი მოსაცმელი გაიხადა, რომელიც დახეულ ჯინსსა და თეთრ პერანგზე ჰქონდა შეხამებული, მას საკიდზე მიუჩინა ადგილი და თავისთვის საყვარელ გორგოლაჭებიან სკამში, მოწყვეტით ჩაეშვა. -არა რა, ხახვიან წვნიანზე მეტად მეზიზღება ეს თბილისის საცობები -ამოიხვნეშა მან, უფრო თავისთვის, ვიდრე ვინმე სხვის გასაგონად. ოფისის მარჯვენა კედელთან, სადაც გოგონას მაგიდა იყო მიდგმული, უზარმაზარი, ლოტუსის ფორმის ნათურა ასხივებდა ოქროსფერ შუქს, მიუხედავად იმისა, რომ დილა იყო და მისი ჩართვა არანაირ საჭიროებას არ წამოადგენდა. დეას მუდამ ნერვებს უშლიდა ხოლმე ეს განათება და ისედაც მოშლილი ნერვები, ორჯერ უფრო მეტად მოუშალა მისმა დანახვამ. რამდენჯერ არ ეცადა თანამშრომელთაგან რომელიმე, სამუშაო მაგიდის გაცვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა ყოველი მცდელობის ბოლო ფიასკო იყო და მეტი არაფერი. -აი, მოდის და დილიდანვე იღრინება რა -სიცილით ამოწია თავი კომპიუტერს მიშტერებულმა ანდრომ, ვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე -ფოტოგრაფობა და შესაფერისი მოდელების არჩევა ევალებოდა გადაღებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ერთი შეხედვით საკმაოდ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ნებისმიერ წამს მორიგი ხუმრობა ეკერა პირზე, თავის საქმეში ნამდვილ პროფესიონალად ითვლებოდა და ამაზე ყველა უდავოდ თანხმდებოდა, ყოველგვარი ეჭვების გარეშე. -შენს ხასიათზე არ ვარ ანდრიკო, შემეშვი რა -საკუთარ ყავის ჭიქას, კიდევ ერთხელ დასწვდა დეა და იქედან ოდნავ მოსვა -მთლად უფროსი ჯერ არ მოსულა? -კი, მოვიდა, თავის კაბინეტშია -ამჯერად, სესილიას თანაშემწემ, ნუკიმ გასცა პასუხი, ვინც უკვე მეათასე ფოტოს მაინც იღებდა ინსტაგრამის სთორისათვის და საქმის კეთება, თავში აზრადაც არ მოსდიოდა -სხვათა შორის, დღეს ცოტა ცუდ ხასიათზეა. როცა შემოვიდა, მოსაცმელი მაგიდაზე დამიგდო, მითხრა დღეისთვის დანიშნული ყველა შეხვედრა ხვალისთვის გადამიტანე და ჩემს კაბინეტში არავინ დამანახო ისეთი, ვისაც "ვინ" კითხვა დაესმისო -აჰა, ესე იგი, ჩემი ძაღლი რომ შევუშვა და საყელურით წერილი შევატანინო ეგ მოჟნა? -კვლავ ანდრო ალაპარაკდა თავის მაგიდიდან -დღეს ცოტა ადრე მინდა შინ წასვლა და ამ გზით მაინც მივაწვდენდი ხმას -ვითომ რატომ გინდა ადრე წასვლა? -ტანსაცმლის დიზაინერი -ესმაც შეუერთდა თანამშრომელთა დიალოგს. გოგონა, მთელს განყოფილებაში გამოირჩეოდა თავისი გამომწვევი ჩაცმის მანერითა და ულამაზესი, წითური თმით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ისევე მკაფიოდ მოხვდებოდა თვალში, როგორც თეთრი ქვებით გაწყობილ ყელსაბამში, ლალისფერი ქვა. -იმიტომ, რომ ალექსს დღეს სიცხე აქვს, სამსახურში ვერ მობრძანდება და ხუთ საათამდე, ამდენ ქალთან ერთად მარტო ყოფნას რა აიტანს -მეტი დრამატულობისთვის თვალებიც აატრიალა ანდრომ, თან მალულად, თავის გვერდითა მაგიდასთან მჯდომ, აქსესუარების დიზაინერ - ბაბის გახედა, კოლექტივში ყველაზე ჩუმ გოგოდ რომ ითვლებოდა და მთელი მათი საუბრის მანძილზე, ერთხელაც რომ არ ამოეღო ხმა -ბაბიკო, გესმის? ალექსი ავადაა, შენ კიდევ აქ ზიხარ და ყელსაბამებს ხატავ, ვითომც არაფერიო გოგონამ თავის საქმიანობას მაშინვე მიანება თავი, უბრალო ფანქარი ცოტა ხნით ქაღალდზე დადო და მრგვალმინებიანი სათვალე, აბადოკივით გადაიწია თავზე. -ალექსის ვირუსთან მე რა საქმე მაქვს? -იკითხა მან -თანაც, სერიოზული ხომ არაფერი სჭირს, უბრალო გაციებაა -ანდრო შეეშვი რა -სიცილნარევი ტონით გამოესარჩლა დეა, ბაბის, თუმცა ბიჭი მაინც არ აპირებდა ენის გაჩუმებას. -რა შევეშვა, ყველამ ვიცით, რომ მალულად გიჟდებიან ერთმანეთზე და სიმართლე გითხრა, ერთ კარგ, მამა-პაპურ ქორწილში ყანწის აწევაც მომენატრა, ამიტომ დააყენეთ რა საშველი და ჩვენც დაგვასვენეთ -რა ენაჭარტალა ხარ ანდრო -უკმაყოფილოდ გადმოხედა ამ უკანასკნელს ნუკიმ, მაშინვე, როგორც კი ბაბის ბრაზისგან ახურებულ ლოყებს მოჰკრა თვალი -ადამიანის უხერხულ სიტუაციაში ჩაგდება იდეალურად გამოსდის შენ ნაკლულ ტვინს -ნუკიკო, სანამ შენ ლაპარაკობ, შენი გამომწერები ახალ სთორის ელიან და იმედებს ნუ გაუცრუებ -ერთხელაც იქნება მაგ ენას ამოგაძრობ და უკა ნალზე მიგისტეპლერებ! -მეც მოგეხმარები! -ესმაც ამოუდგა მხარში თანამშრომელს, რადგან ანდროს მხრიდან არც ის გახლდათ ნაკლებად დაჩაგრული. თავის კარადაში კონტეინერით დატოვებული საჭმელი, რომელიც სახლიდან მოჰქონდა გოგონას, რათა შესვენებაზე სწრაფი კვებით არ ესარგებლა, მუდამ ანდროც მიერ ხვდებოდა ხოლმე შეჭმული, ისე, რომ თავად ხელის დაკარებასაც ვერ ასწრებდა. ამაზე, ბევრჯერ უკამათია კიდეც თანამშრომელთან, რამდენჯერმე ობობაც ჩაუსვამს ანდროს უჯრასა თუ საქაღალდეში, მაგრამ შედეგი მაინც ნული იყო და არაფერი იცვლებოდა -დეაკო, ხედავ, საერთო ძალებით მიტევენ -შესაბრალისი გამომეტყველება გადაეკრა ამის თმისას ანდროს სახეს -არ მითხრა, რომ შენც მათ მხარეს ხარ, თორემ ცხოვრების ხალისს საბოლოოდ დავკარგავ -თუ სამუშაო მაგიდას გამიცვლი, იქნებ დავფიქრდე კიდეც -გაეცინა გოგონას, თან ბაბის გახედა, ვისაც უკვე მოესწრო თავის საქმიანობას დაბრუნებოდა, მთელი შემართებით. -აუ ამის მაგიდამ ხო შემჭამა, ტოო! რა გინდა გოგო, რას უწუნებ მაგ ლოტუსს, მშვენივრად დაგნათის თავზე -ჰოდა თუ შეგჭამე, მაშინ, ჩემს მხარდაჭერაზე მხოლოდ ოცნებაღა გადრჩენია -ენა გამოუყო მას დეამ, თან უკვე ჩაცლილ ყავის ჭიქას ურნაში მიუჩინა ადგილი და თავის გორგოლაჭებიან სკამს მიეყუდა. აპირებდა კიდევ ორ წუთს დაესვენა და საქმესაც მხოლოდ ამის მერე შესდგომოდა, თუმცა იდილია, რომელსაც თავისი სკამის საზურგეს მიყუდებული განიცდიდა, ტელეფონზე შემოსულმა ზარის ხმამ გააწყვეტინა. ეკრანზე მისი ძმის სახელი -ანტონი ეწერა, ბოლოში მიხატული ვარდისფერი და იისფერი გულის სმაილებით. ამ უკანაკნელთან, უკვე ორი კვირა არ ესაუბრა დეას. ბოლო დროინდელი დატვირთული გრაფიკის გამო ვეღარც მის ზარებს პასუხობდა და ცოტა არ იყოს, შერცხვა კიდეც სამსახურის საქმეებმა რომ ერთადერთი ძმა სრულებით გადაავიწყა. ვინაიდან და რადგანაც, გოგონას, სხვისი თანდასწრებით ტელეფონზე საუბარი არასდროს უყვარდა, გადაწყვიტა ზარისთვის ოფისის მაგივრად, ვერანდაზე ეპასუხა და მობოდიშების შემდეგ, თავის მობილურთან ერთად, დატოვა კიდეც თანამშრომლებით სავსე განყოფილება. როგორც კი მინის კარი, ზურგს უკან გამოიხურა და სრულიად მარტო დარჩა, ლამაზი ყვავილებით მორთულ, უზარმაზარ აივანზე, მაშინვე გადაუსვა თითი ზარის ასაღებ ღილაკს და ყურმილში მხიარულად ჩასძახა: -თქვენი უსაყვარლესი დაიკო გისმენთ! ეთერში ხართ! -უსაყვარლესო დაიკო, შემთხვევით უსაყვარლესი ძამიკოს არსებობა ხომ არ გადაგავიწყდათ? -სიცილით ჰკითხა მოპასუხე მხარემ. მიუხედავად ამისა, ბიჭის ხმაში მაინც შეიმჩნეოდა ოდნავი წყენა და არც დეას გასჭირვებია ამის მიხვედრა. უნდა ითქვას, საკმაოდ კარგი, შეხმატკბილებული და-ძმობა ჰქოდანთ დეასა და ანტონს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ყოველი წამის მეასედში ჩხუბობდნენ და ხან დეა გარბოდა ატირებული მშობლებთან, ხან კიდევ დეას ფრჩხილებით სახეჩამოკაწრული ანტონი შეიტანდა საჩივარს "მშობელთა კომიტეტში", ბიჭს, მაინც სიგიჟემდე უყვარდა თავისი უმცროსი დაიკო, რის გამოც, დეას მიერ ჩადენილ დანაშაულებს -დედას საყვარელი ლარნაკის გატეხვა იქნებოდა ეს, მამას არქიტექტორული ნახაზებისთვის მურაბის გადასხმა, თუ რამე უფრო უარესი, მუდამ საკუთარ თავზე იღებდა ხოლმე, მის დასაცავად. ანტონი ოცდაშვიდი წლისა გახლდათ და როგორც წესი, უფროსი ძმის მკაცრი კონტროლის მექანიზმი უნდა ჰქონოდა გააქტიურებული, თავისი დის პირადი ცხოვრების მიმართ, თუმცა, ამ მხრივ, მართლაც დიდ ლოაიალურობას იჩენდა. მშობლების რუსეთში წასვლის შემდეგ, სადაც ისინი, დეას ბაბუის მიერ დანატოვარ რესტორნის ბიზნესს უნდა გაძღოლოდნენ, უმცროს დაზე მზრუნველობა მთლიანად მის კისერზე გადავიდა, თუმცა მიუხედავად ამისა, უხეშად არასოდეს ერეოდა ხოლმე დეას საქმეებში. ამ ყველაფერს ისე ფრთხილად და ნორმის ფარგლებში აკეთებდა, გოგონა საერთოდ ვერ აცნობიერებდა, არც დისკომფორტი ექმნებოდა და არც თავისუფლებაშეზღუდულად გრძნობდა ხოლმე საკუთარ თავს. ანტონი, ტურისტულ სააგენტოში გახლდათ დასაქმებული. უნდა აღინიშნოს, ძალიან წარმატებულიც გახლდათ თავის სფეროში. ოცდაშვიდი წლის, ზრდასრულ ადამიანს, ვისაც ისეთი სერიოზული კომპანიის მთავარი მენეჯერობა ებარა, როგორიც „ტაქსიდი“ იყო, ჯერ კიდევ პატარა ბავშვივით უყვარდა ტკბილეული, მურაბის ქილებისთვის მუსრის გავლება და დეას გამომცხვარი არაქისიანი ბლინების დაგემოვნება, უკვე დიდი ხანი რომ იყო აღარ ჩაეკარებინა პირში, დის მოუცლელობის გამო. -კარგი რა, ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს ამ ბოლო დროს? -თავის გასამართლებელი წუწუნის ტაქტიკას მიმართა დეამ, წყლიდან მშრალად გამოსასვლელად -მაისის შუა რიცხვებამდე, მინიმუმ ასი ესკიზი მაინც უნდა ჩავაბარო, თორემ სესილია ჩემს კარიერას საბოლოო წერტილს დაუსვამს და ისეთი რეკომენდაციით გამიშვებს, ქუჩაში ჩიზბურგერების გაყიდვის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩება -ნუ აბუქებ, დეაკო -მაშინვე შეეპასუხა ანტონი -შენი უფროსი ეგეთი ტირანი რომ არ არის, ეგ მშვენივრად ვიცით, მეც და შენც გოგონა მკლავებით ვერანდის მოაჯირს დაეყრდნო და გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. -კარგი, კარგი, ჰო, უბრალოდ მთელს დღეებს ესკიზების ხატვასა და ძილში ვატარებ, რადგან გრანდიოზულ კოლექციას ვგეგმავ, მაისის თვეში -ამჯერად, გადაწყვიტა სიმართლე ეღიარებინა -თავადაც ხომ იცი, თუკი რამეს ვაკეთებ, მინდა უნაკლო იყოს და მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებულ ნამუშევარს არ დაემსგავსოს ყურმილში რამდენიმე წამიანი პაუზა გაისმა. დეამ ისიც კი იფიქრა, ხომ არ გაითიშაო, თუმცა ამის გაფიქრება და კვლავ უფროსი ძმის ხმის გაგება ერთი იყო : -გასაგებია, მესმის -მართალია ვერ ხედავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ ანტონი იმ წამს იღიმოდა -მაგრამ დღეს საღამოს ვერ დამიძვრები! ცოტა ხნით გადადე შენი საქმეები და სამსახურის მერე ჩემთან გელოდები, სახლში -სამსახურის მერე? -ჰო, რა იყო, რამე სხვა გეგმები გქონდა? ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჰქონდა. მუშაობის დასრულების შემდეგ ფეხსაცმელების მაღაზიებში აპირებდა გავლას, რათა რაღაც მხრივ, იქედან აეღო ინსპირაცია თავისი კოლექციისთვის, მაგრამ როგორც ჩანდა, მონატრებული ძმის გამო, გეგმების შეცვლა მოუწევდა. -არა, ისეთი არაფერია, მოვალ. -თქვა და გაიაზრა კიდეც რამდენად მონატრებოდა ანტონთან დროის გატარება -ოღონდ საჭმელი არაფერი დამახვედრო, შესვენებაზე კრისტისთან ერთად ვაპირებ კაფეში შევლას და იქ შევჭამ -მშვენიერია, თემოც აპირებს საღამოს ჩემთან ამოსვლას და მასაც ნახავდი ამ სახელის გაგონებისას, დეას გულმა თითქოს რამდენიმე დარტყმა ერთდროულად გამოტოვა, ზედიზედ. ზემოთ ხსენებული თემო, ანტონის თანამშრომელი და კარგი მეგობარი გახლდათ, ვისაც უკვე ერთი წელი იყო, რაც იცნობდა დეა, ხოლო აქედან ბოლო ოთხი თვე, მისდამი სრული სხვა დამოკიდებულება გასჩენოდა, ვიდრე ეს უბრალოდ მეგობრული დამოკიდებულება იყო. ვერ იტყოდა, რომ თემოსგანაც არ ამჩნევდა საპასუხო გრძნობას. ერთხელ, ანტონის დაბადების დღეზე, უზომოდ ნასვამს ბევრი რამ წამოსცდა კიდეც დეასთან, თუმცა მეორე დღეს, თავი ისე დაიჭირა, თითქოს აღარაფერი ახსოვდა და ამითაც დაასრულა. მშვენივრად იცოდა გოგონამ, თუ რაც უშლიდა ხელს თემოს, მასთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, ანტონი გახლდათ. ბიჭს არ სურდა უახლოესი მეგობრის დისთვის, როგორც ქალისთვის ისე შეეხედა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ მიიღებდა ანტონი ამ ამბავს. ყველაზე ნაკლებად ის სურდა, მეგობარს ჩაეთვალა, რომ მისი ნდობით ბოროტად ისარგებლა და ამ ურყევ პრინციპებს, საკუთარ გრძნობებსაც კი სწირავდა მსხვერპლად. -თემოს მანდ რა უნდა, ანტონ? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა დეამ. იმედი ჰქონდა, აკანკალებულ ხმა მაინცდამაინც არ ეტყობოდა ყურმილში, თორემ, მერე ამის მიზეზის ახანაც მოუწევდა უფროსის ძმისთვის. -რავიცი, დეაკო, ვმეგობრობთ და ერთადაც ხშირად ვატარებთ ხოლმე დროს, ახლა გაგიკვირდა ეგ ამბავი? -აშკარად ხალისობდა ბიჭი მის დაბნეულობაზე -მგონი ნაკლები უნდა იმუშაო ხოლმე, რაღაც რიგზე ვერ ხარ -ჰო, ალბათ -იმით გახარებული, რომ ასე მარტივად გამოძვრა, მაშინვე დაეთანხმა მის "დიაგნოზს" -მოკლედ, ახლა საქმეს დავუბრუნდები და საღამოს შენთან ვარ, კარგი? -კარგი, ოღონდ აქეთობისას დატვირთული მოძრაობაა და ნელა იარე. რაც BMW იყიდე, სულ მეშინია რომელიმე ბოძს არ შემოეხვიო, შენი სიჩქარისმოყვარულობის გამო -არის სერ -სიცილით ჩასძახა ყურმილში გოგონამ, ზარის გასათიშ ღილაკს დააჭირა და ჯერ კიდევ მოაჯირზე მიყრნობილმა, თავისთვის ჩაილაპარაკა: -აი, ნახავ თუ მაგ შენს სულელურ პრინციპებზე უარი არ გათქმევინო, თემო ლომიძე! ნახავ თუ ისე არ გაგაგიჟო, რომ საკუთარ თავზეც კი დაგაკარგვინო კონტროლი! 8 8 8 8 კაფის მაგიდასთან, მარწყვის მილქშეიკით მჯდომი დეა, ტელეფონში ინსტაგრამის სქროლვით იყო გართული, როდესაც, მის პირდაპირ მდგომ სკამზე, ვიღაცამ ჯერ შავი ზურგჩანთა დაახეთქა, ხმაურიანად და სულ მალე, თავადაც ზედ ჩამოჯდა, გადაღლილი გამომეტყველებით. ახლადმოსული, დეას საკმაოდ უცნაური გზით შეძენილი მეგობარი, კრისტი დარბაიძე გახლდათ, ვინც, ბანკის შენობაში გაიცნო გოგონამ. მომაბეზრებელ რიგში დროის გაყვანის მიზნით, გოგონებმა ერთმანეთში გააბეს საუბარი, შემდეგ კაფეშიც ერთად გავიდნენ საჭმელად და ამის შემდეგ, გარკვეული დრო, სწრაფი კვების ობიექტზეც ერთად მუშაობდნენ, სადაც აგრეთვე სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ, რამდენიმე დღის შემდეგ. მას შემდეგ, კრისტი დარბაიძისა და დეა შენგელიას სახელები, სამუდამოდ გადაიჯაჭვა და დღემდე საუკეთესო მეგობრებად ითვლებოდნენ, საუკეთესოთა შორის. კრისტის, უცო ენები ჰქონდა დამთავრებული, ფრანგულის განხრით და ახლა თარჯიმნად მუშაობდა, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. ხასიათებით საკმაოდ უხეში, ხისტი გოგო გახლდათ, რის გამოც, ადამიანთა უმეტესობა მასთან ურთიერთობას ერიდებოდა. თაყვანისმცემლები, საკმაოდ ბლომად ჰყავდა, თუმცა აქედან ძალიან ცოტა იყო იმდენად გამბედავი, რომ კრისტისთან ბედი ეცადა. თუკი მათ შორის, რომელიმე მათგანს იმოდენა თავდაჯერება აღმოაჩნდებოდა, რომ გოგონასთან ფლირტის გაბმას ეცადა, თავდაპირველად, კრისტინაც ისე იქცეოდა, თითქოს მათდამი თვითონაც გრძნობდა სიმპათიას, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ირონიით პასუხობდა ხოლმე და ყველანაირ იმედს უწურავდა საბრალო ბიჭებს. კრისტის, გარეგნობაც ისეთივე გამორჩეული ჰქონდა, როგორც ხასიათის მახასიათებლები. თვალებს, ყოველთვის შავი ფანქრით იხატავდა ხოლმე, რაც საკმაოდ ლამაზად გამოკვეთდა მის ცისფერ თვალებს. მუდმივად დახეული ჯინსის შორტებითა და ტოპებით მოსიარულე, ანდაც კიდევ, მინი-კაბებითა და დასვრეტილი კოლჰოტებით, რასაც, ტყავის მოსაცმელებსა და ტყავისავე გადაჭრილ ხელთათმანებს უხამებდა ხოლმე, მუდმივად ექცეოდა ხალხის ყურადღების ცენტრში. მიუხედავად ამისა, ზედმეტი ყურადღება ისევე ეზიზღებოდა, როგორც ხმაურიანი მეზობელი, შავი ჭირი, რომანტიკის ჟანრის ფილმები და სოციალური ქსელები, რომელთაგან, არც ერთ მათგანში არ მოიძებნებოდა მისი სახელი და გვარი. გატაცებებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი ჰქონდა. უყვარდა ჯაზი, ლაშრობებში სიარული, ცურვა, მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების დაგემოვნება, რომელთაგან უპირატესობას, ძირითადად ფრანგულ, იტალიურ და იაპონურ კერძებს ანიჭებდა ხოლმე. დეა და კრისტი, მართალია ერთიმეორისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ იმაში, რომ დროის ერთად გატარებით, მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და საკმაოდ კარგადაც შეწყობოდნენ ხასიათებით. -მოკლედ, შემოსვლაც კი რა უხეში გაქვს, კრის -როგორც კი მეგობრის სახეს მოჰკრა თვალი, ტელეფონი მაშინვე გვერდზე გადადო დეამ. შესვენება, სულ რაღაც ორმოცი წუთით ჰქონდა და სწორედ ეს დრო უნდა ემყოფინებინა მეგობართან სასაუბროდაც და დასანაყრებლადაც. -სამაგიეროდ შენ მყავხარ სინაზის განსახიერება, ლამაზო -ამჯერად, კრისტინას სხეულს, ერთიანი, ტყავის კაბა ფარავდა, გრძელ ჩექმებთან ერთად, ხოლო შავი, ტალღოვანი თმა, გვერდზე ჰქონდა გადმოყრილი და ეს უკანასკნელი, ლამაზად ეფინებოდა მისი კაბის ჭრილიდან მომზირალ მკერდს. -რა შევუკვეთოთ? მე პირადად ძალიან მშია, დღეს მთელი დღეა მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა გადიგამოდის ჩემს საბრალო კუჭში კრისტიმ ფეხი, ფეხზე გადაიდო და ისეთი შინაარსიანი მზერით დასწვდა მაგიდის ზედაპირზე შემოდებულ მენიუს, თითქოს ცხოვრების ბოლომდე წასაკითხი ორმოცდაათი წიგნის სერიიდან კითხულობდა რომელიმე მათგანს. -აუ, რაღაც სტეიკის ხასიათზე ვარ და შენ რას იტყვი? -მენიუდან თავი არც აუღია ისე დასვა ეს შეკითხვა. -მე, სოკოს სალათს ავიღებ, სანამ მოხვიდოდი, მანამდე ავარჩიე -შენ და შენი უგემური საჭმელები -თვალები მობეზრებით გადაატრიალა კრისტიმ, რის გამოც, მხარზე ჩქმეტაც დაიმსახურა მეგობრისგან. -აუ, დამილურჯდება! -ნაკლები ილაპარაკე და აღარსად გექნება სილურჯე -არც კი მჯერა, ახლა მართლა იმიტომ მეჩხუბები, რომ სოკოს სალათს მივაყენე შეურაცხყოფა? -ზუსტადაც! სოკო ჩემთვის ყველაზე გემრიელი კერძია ამ ქვეყნად და თუ შეიძლება ერთმანეთის საყვარელი საჭმელების ლანძღვას არ ვიყოთ -ნორმალურობა შენთან გავლაშიც არაა, მეგობარო -გაეცინა გოგონას და მიმტანის მოსახმობად ხელიც ასწია იმ წამს. -არც შენ მყავხარ დალაგებული, კრის, ამას თავადაც აღიარებ -მე, შეიძლება არ ვარ, მაგრამ დაქალი მაინც ხომ უნდა მყავდეს ისეთი, ვისზეც დავიტრაბახებ, ტვინში ჭანჭიკები ჩემსავით არ აქვს მოშვებული-მეთქი? -რას იზამ, არ გაგიმართლა -პირველი შემთხვევა არაა, ამიტომ როგორმე გავუძლებ მიმტანის მოსვლის შემდეგ, გოგონებნა შეკვეთა მისცეს, კერძთან ერთად, ხილის წვენებიც აიღეს და საუბარიც განაგრძეს, რომლის წამოწყების ინიციატორი, ამჯერად დეა გახდა: -იცი, დღეს ანტონთან ვაპირებ წასვლას, სამსახურის შემდეგ და თემოც იქ იქნება კრისტის გვერდულად ჩაეცინა. მის სახეს, არც თუ ისე კმაყოფილი გამომეტყველება ეწვია მოცემულ მომენტში. -ჰოო? -ჰკითხა ორაზროვნად -და შენც ხელებგაშლილი მირბიხარ მის სანახავად, არა? მეგობრის თემოსადმი დამოკიდებულების შესახებ, მშვენივრად იცოდა გოგონამ. კრისტინა მას არასდროს თვლიდა დეასათვის შესაფერის მამაკაცად და ამას ღიად ეუბნებოდა კიდეც, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე. სწორედ ეს მოსწონდა დეასაც ამ ადამიანში -ყველაფერში იმდენად პირდაპირი და გულახდილი იყო, პირფერობა სრულიად უცხო გახლდათ მისი პიროვნებისთვის. -ხელებგაშლილი არ მივრბივარ, მე ჩემი ტაქტიკა მაქვს რომ იცოდე -თავმომწონედ ჩაილაპარაკა გოგონამ, ვისაც უდიდესი თავდაჯერება გამოუკრთოდა ზურმუხტისფერი თვალებიდან. -ვიცი შენი ტაქტიკა, ორი თვეა კატა-თაგვობანას თამაშობ მაგ ტიპთან და შედეგი ისევ ნული. არ გიფიქრია იმაზე, რომ თუ რამე უნდა გამოსულიყო თქვენ ორს შორის, აქამდე გამოვიდოდა? ადამიანი იმასაც ვერ აბამს თავს, შენს ძმას კაცურად დაელაპარაკოს და სიტუაცია აუხსნას, მასთან ყოფნაზე საერთოდ რატომ უნდა ოცნებობდეს რომელიმე ქალი? -კარგი რა, კრის, ძალიან მკაცრად სჯი -მაშინვე გამოესარჩლა სასურველ მამაკაცს დეა -მართლა არაა ამდენად ადვილი, საუკეთესო მეგობარს უთხრა, შენს დას, როგორც ქალს ისე ვუყურებო. რაღაც მხრივ მისიც მესმის, მაგრამ ეს უაზრო ლოდინი და ერთი ადგილის ტკეპნაც უკვე ძალიან მოსაბეზრებელია -ბოლო სიტყვებზე, აშკარა უკმაყოფილების შეგრძნებამ მოიცვა მთელი მისი შინაგანი და ეს, სახეზეც, კერძოდ კი წარბებზე აესახა, რომელიც ნერვებმოშლილმა შეჭმუხნა აღნიშნულ მომენტში. -ჰო, მიდი, უწმინდე ნისკარტი, სხვა რა დაგრჩენია? -მაგიდას მკლავებით დაყრდნობოდა კრისტი და ლურჯი თვალებით, გამჭოლ მზერას არ აშორებდა მეგობარს -მისმინე შე უტვინო! დავთვერი და სიყვარული აგიხსენი არ ვიცი მე რომელ ნორმაში წერია. კაცი, სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფიც და ფხიზელიც ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორც ძლიერ სქესს შეეფერება, თუ არადა ის კაცი, ჩემთვის ჩვეულებრივი ჩვარია და მორჩა! -კრისტინა გეყოფა! -სრული სახელით, მხოლოდ მაშინ მიმართავდა დეა, როცა სერიოზულად გაბრაზდებოდა მასზე და ახლაც სწორედ მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა, გოგონას, ნამდვილად არ შეშინებია ბოლომდე დაესრულებინა თავისი სათქმელი : -კრისტინა არ უნდა მაგას! შენ მხოლოდ ის გაცოფებს, რომ შენს თავს, ანტონთან დალაგებულ ურთიერთობა ურჩევნია და ეს ყველაფერი სიყვარულში გერევა -საკმაოდ დარწმუნებით და ხაზგასმით წარმოთქვამდა კრისტი თითოეულ სიტყვას -მხოლოდ მანამ გიზიდავს, სანამ მიუწვდომელ ზონად ითვლება შენთვის, მაგრამ საკმარისია ოდნავ მაინც გახდეს ხელმისაწვდომი, რომ მისდამი ხიბლიც მაშინვე საპნის ბუშტივით გასკდება და სრულ სიცარიელეში ამოყოფ თავს -არ არის ასე, თემოსთან ყოფნა მართლა მინდა -აი მე კი ვფიქრობ, რომ ეგრე მხოლოდ ახლა გგონია -კვლავ გამჭოლი მზერით უყურებდა კრისტი -შეიძლება პლუსის და მინუსის თეორიას მეც ვემხრობოდე, მაგრამ შენ და ის ტიპი, იმდენად სხვანაირად განსხვავებულები ხართ, რომ მეეჭვება რამე გამოგივიდეთ. ზოდიაქოებითაც კი საშინელი წყვილი ხართ, დაგავიწყდა? -ზოდიაქოების არ მჯერა -მაგის თუ არ გჯერა, მე დამიჯერე და შეეშვი მაგ ტიპს. შენს გვერდით, სრულიად სხვანაირი მამაკაცი წარმომიდგენია და ერთ დღეს, ჩემს სიტყვებს აუცილებლად გაიხსენებ, როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი, სწორედ ამ სხვა მამაკაცს ამოუდგები გვერდით დეამ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. ამ კამათის გაგრძელება უკვე აღარ უნდოდა, რადგან ხვდებოდა, კრისტი მაინც ბოლომდე ჯიუტად უერთგულებდა საკუთარ შეხედულებებს, ისე, როგორც ეს მუდამ ჩვეოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სასაუბრო თემა სხვა ტალღაზე გადაეყვანა და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიყრდნობილმა, თვალი დარბაზს მოატარა. -ნეტავ, მალე მოიტანენ ჩვენს შეკვეთას? ნახევარი საათი მრჩება შესვენების დროის ამოწურვამდე -ნუ ღელავ, ოდნავ ჩქარა ჭამე და მოასწრებ. თან შორსაც არ ხარ წასასვლელი, შენი სამსახურიც აქვე ახლოსაა -შეძლებისდაგვარად დაამშვიდა მეგობარმა -ჰო მართლა, ხვალ რა რიცხვია? კრისტი ჯერ ჩაფიქრდა, მერე მიხვდა, რომ დღევანდელი რიცხვიც არ ახსოვდა და შესამოწმებლად, მობილურის ეკრანს დახედა. -ოთხი მაისია ხვალ -მიუგო -რატომ მეკითხები? -ოთხი მაისი? -ჰო, რა იყო? რამე მოხდა? დეას სევდიანად ჩაეღიმა, მეგობარს თავი გაუქნია იმის გამოსახატად, ისეთი არაფერი მომხდარაო და თვალებზე მოწოლილი სისველით გაიხსენა რვა წლის წინანდელი მაისის ეს რიცხვი, როდესაც რობის, შუა ღამით დაადგა თავზე, ტორტით, მასში ჩარჭობილი თხუთმეტი სანთლითა და ლამაზად შეფუთული საჩუქრით. სწორად გამოიცანით. ოთხი მაისი, რობი ჯაფარიძის დაბადების დღე იყო, რომელსაც უკვე მერვედ უნდა შეხვედროდა ბიჭი, დეას დაბადების დღის მისალოცი სიმღერის გარეშე. 8 8 8 8 -აუ ჩემი, მაგრად დავიღალე, რა! -როგორც კი მაღაზიიდან ამოტანილი პარკები მაგიდაზე დააწყო, დივანში ღონემიხდილი ჩაეშვა თემო და პლაზმურ ტელევიზორს, შემაწუხებლად ხმამაღლა რომ აცხადებდა მთელს მისაღებში იმ დღეს მომხდარ ახალ ამბებს, ხმა ოდნავ ჩაუწია. საღამო ხანი იყო. გარეთ ისე საშინლად წვიმდა, თითქოს მთელი მომდევნო დღეების მარაგის გადმონთხევა, ერთ დღეში სურდათ ჟანგისფერ ღრუბლებს. წვიმიანი ამინდის გამო, ადრეულადაც ჩამობნელებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ საათის ისრები ჯერ ექვსსაც არ უჩვენებდნენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმებოდა, თითქოს უკვე ღამდებოდა. -რა გჭირს შენ? დღეს მაინც ისვენებდი სამსახურიდან და რამ გადაგღალა? -ლუდის ქილის გახსნის შემდეგ, ანტონმაც მეგობრის სიახლოვეს დაიკავა ადგილი, ამოჩემებულ სავარძელში. -რავი , მთელი ღამე არ მძინებია გუშინ. რა ბზიკმა მიკბინა ვერ გავიგე -სამაგიეროდ ამაღამ დაგეძინება ტკბილად, ოცდაოთხი საათის უძილარს -სიცილით გაამხნევა ანტონმა. მერე ტელევიზორს საერთოდ გაუთიშა ხმა და წვიმის წვეთებისგან დაორთქლილ ფანჯარას მიაპყრო უკმაყოფილო მზერა -ენდე ახლა ამ სინოპტიკოსებს, გუშინ მზიანი ამინდი გამოაცხადეს და შეხედე გარეთ რა ამბავია -კარგი ახლა ამინდზეც ნუ ახურებ რა, თუ ძმა ხარ! გარეთ შენ არ აპირებ გასვლას და იწვიმოს, რა გინდა? -მე არაფერი, პროსტა დეა აპირებს სამსახურის მერე მოსვლას და მაგის ისედაც გიჟური ტარების მანერა რომ ვიცი, მეშინია იმ გადარეულს სადმე მანქანა არ მოუცურდეს -შენი და მოდის? -თემოს ტონსაც და სხეულსაც, ერთიანად გაუჯდა დაძაბულობა, როცა ახალი ამბავი მოისმინა -ჰო, ორი კვირაა არ მინახავს და ნამუსზე შევაგდე. თუ სამსახურიდან პირდაპირ აქეთ წამოვიდა, წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს -და მე რომ აქ ვარ იცის? -დაძაბულობა წამითაც არ შორდებოდა ლომიძეს. ამის შემჩნევა, უკვე აღარც ანტონისთვის ყოფილა რთული და მეგობარს, გამომცდელი მზერით დააკვირდა -რა გჭირს შენ? დეას ხსენებაზე ისეთი სახე მიიღე, თითქოს ბებიაშენის აჩრდილი დამეპატიჟებინოს ყავაზე თემომ მაშინვე სცადა სახის გამოსწორება. რა თქმა უნდა, მეგობარს ვერ აუხსნიდა, რატომ ააფორიაქა ასე, ცოტა ხნის წინ მოსმენილმა, ამიტომ, სიტუაციისგან თავის დაძვრენა, უდარდელი გამომეტყველების მქონე ნიღბის მორგებით შეძლო. -არაფერი, რა უნდა მჭირდეს? დაღლილი ვარ უბრალოდ -თვალები მოისრისა ამის თქმისას -ძალიან კარგი თუ დეაკოც აპირებს მოსვლას, ბარემ მასაც ვნახავდი, მომენატრა. ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ანტონი, საკუთარ ფიქრებში ობობასავით გახლართულიყო, თავისი ლუდის ქილიდან ინსტიქტურად სვამდა, ყოველი ორი წუთის ინტერვალით და იმაზე ცდილობდა პასუხის პოვნას, თუ რატომ ჰქონდათ დეასა და თემოს ასეთი რეაქციები, ერთმანეთის სახელების ხსენებაზე. რაც შეეხება ლომიძეს, ეს უკანასკნელი თავის მობილურში ჩამძვრალიყო და ნერვების დასამშვიდებლად, "Candy Crush" ჰქონდა ჩართული. იმ შემთხვევის შემდეგ, რაც დეას გრძნობებში გამოუტყდა, საკმაოდ რთული იყო მისთვის გოგონას სიახლოვეს ყოფნა. სწორედ ამიტომ, გამუდმებით არიდებდა ხოლმე თავს მასთან განმარტოებას და ცდილობდა რასაც განიცდიდა, გულის ყველაზე მიუვალ ცხრაკლიტულში გამოეკეტა, საიმედოდ და უცხო თვალისგან მალულად. დეა, აუხდენელი ოცნება იყო თემოსათვის, ის ტერიტორია, რომელზე ფეხის დადგმის საშუალებასაც პრინციპულობა არ აძლევდა. ის ვარსკვლავი იყო, რომელსაც ვერასოდეს მოწყვეტდა, თავისი დიდი სურვილის მიუხედავად და ყოველივე ეს, შინაგანად ისე ანგრევდა, რომ მაღალბალიანი მიწისძვრისგან გაპარტახებულ ქალაქს ამსგავსებდა. კედელზე მოწიკწიკე საათის ისრები, გაუჩერებლად მიუყვებოდნენ კიდევ ერთ დამღლელ წრეს. საერთო მდუმარებაში, დრო იმდენად სწრაფად გავიდა, ბიჭებმა მხოლოდ კარზე დარეკილი ზარის წყალობით გააცნობიერეს, უკვე ექვსი რომ შესრულებულიყო. ვინაიდან ანტონი, იმ წამს, უმცროსი დის გარდა სხვას არავის ელოდა, ზღურბლის მეორე მხარეს მდგომის ვინაობის მიხვედრაც არ გასჭირვებია და მაშინვე წამოდგა ფეხზე, კარის გასაღებად. თემოს, ცხვირიც კი არ ამოუყვია ტელეფონიდან. მის გარდა, ნამდვილად არავინ იცოდა, თუ რამხელა ნებისყოფა უნდა გამოეჩინა იმისათვის, რათა თავის შიგნით, კოცონივით ანთებული ემოციები, გარეგნულად არ დასტყობოდა. საბედისწერო იყო თემოსთვის დეა შენგელია. იგი ნამდვილად არ ჰგავდა წყნარ, შინაურ ფისუნიას, ვისი მოთოკვაც ადვილი საქმე გახლდათ. დეა ვეფხვი იყო, გარეული ვეფხვი, რომელსაც სწორედ მისი შეუპოვრობა, დაუმორჩილებლობა, უშრეტი ენერგია და ტემპერამენტი ხდიდა მიმზიდველს. ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები აგიჟებდა მასში თემოსაც. ზუსტად იცოდა, რომ მიუხედავად იმ უკან დახევისა, რომელიც დეასადმი გრძნობებში გამოტყდომის შემდეგ გამოიჩინა, გოგონა მაინც არ დაივიწყებდა ამ ამბავს ასე უბრალოდ და მისი დუმილიც, მხოლოდ მცირეხნიანი სიმშვიდე იყო დიდი შტორმის წინ, აუცილებლად რომ დაატეხდა თავზე, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, არამედ, შეფარვით და თავისებურად. რაღაც მხრივ, ეგოისტურად სიამოვნებდა ეს ყველაფერი თემოს. მოსწონდა გოგონას თვალებში დანახული ცეცხლი, ის სიამაყე, რომელიც კატეგორიულად უკრძალავდა დეას, მამაკაცის მხრიდან უარყოფის შემდეგ, დამცირებული, ცრემლებშეუმშრალი ქალის გამომეტყველებით ევლო. მართალია, სასურველ ქალთან ყოფნის იმედები ოთხმოცდაათი პროცენტით ჰქონდა გადაწურული, მაგრამ ის ფაქტი, რომ დეას მხრიდან იგივე მზერებს იღებდა, როგორითაც თავად უყურებდა ხოლმე გოგონას, ტკივილამდე სიამოვნებისმომგვრელი იყო ბიჭისთვის. ჰოლიდან მომავალი ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა რომ მოესმა, ტელეფონში მაშინვე გამორთო თამაშის აპლიკაცია, ეს უკანასკნელი ჯიბეში შეინახა და ზურგით დივნის საზურგეს მიეყრდნო, მოხერხებულად. აქედან სულ რამდენიმე წამში, მისაღებში ანტონი გამოჩნდა, ვისაც უკან, პირსახოცით ხელში მოჰყვებოდა, სველი თმის მშრალებით გართული დეა, ტანზე რომ ძველი ტანსაცმელი გამოეცვალა და თავისი ძმის, სამი ზომით დიდი სპორტულები მოერგო. გოგონას, არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს თემოს დანახვისას. ბიჭმაც სცადა ზედმეტად არაფერი შესტყობოდა და ახლადმოსულს ღიმილით მიესალმა. -დეაკო, როგორც იქნა დაგვდე პატივი, არა? -იმდენად ლაღი, მხიარული ხმით ჰკითხა ლომიძემ, საკუთარი თავი, გონებაში ათჯერ მაინც წარადგინა ოსკარის ნომინაციაზე, უდარდელობის ნიღბის მორგების დარგში -როგორ ხარ, თეიმურაზ? -არანაკლები პროფესიონალი აღმოჩნდა გოგონაც, საპასუხო ყალბ ღიმილში. კარგად იცოდა, თუ როგორ ვერ იტანდა თემო, თავისი სახელის სრულ ვერსიას და ასე, სპეციალურად იქცეოდა ბიჭის ნერვებზე სათამაშოდ -არა მიშავს, ნორმალურად -აშკარა უკმაყოფილებამ გადაურბინა ლომიძის სახეს, თუმცა თქმით კი არაფერი უთქვამს ამის შესახებ -შენკენ როგორ მიდის საქმეები? -იდეალურად -თმის მშრალებას მორჩა და პირსახოცი ანტონს გაუწოდა -მიდი რა, ჩემს ოთახში შეიტანე, შხაპის მისაღებად რომ შევალ, ისევ დამჭირდება -ანუ, დღეს აქ რჩები -ჰო, ტონიო აქ ვრჩები -კვლავ ისე მიმართა დეამ, როგორც ბავშვობაში, როდესაც უფროსი ძმის სახელის თქმა უჭირდა ხოლმე და თავისებური ინტერპრეტაციით წარმოთქვამდა -სავარაუდოდ, წვიმა არ გადაიღებს და ასეთ ამინდში სიარული მაგრად მეზარება. თან რამდენი ხანია ჩემს მშობლიურ სახლში არ გამითევია ღამე -ჰო მართლა, იცი, რომ რობი დაბრუნდა ამერიკიდან? -რომელი რობი? -ლამის სასუნთქი გზები გადაეკეტა დეას ამის მოსმენისას. იქვე მყოფი თემო, სრულიად გადაავიწყა ამ ყველაფერმა და იგრძნო, როგორ წაუჭირა გულზე ხელები რაღაც უხილავმა ძალამ ანტონს გაეცინა. -რამდენ რობის იცნობ, დეაკო? ჯაფარიძეზე გეუბნები -დააზუსტა -გუშინ წინ იყო ჩამოსული და მინახულა. შენზე არაფერი უკითხავს, ალბათ მონახულებას არ აპირებს და სიმართლე გითხრა არც მიკვირს ნერვები გიტარის სიმივით დაეჭიმა გოგონას, ძმის სიტყვებზე. იმ მომენტში, ცხადად ამოუტივტივდა გონებაში ის მძიმე პერიოდი, რაც საუკეთესო მეგობრის წასვლის შემდეგ გადაიტანა, ოთახში შეკეტილმა და მთელ ქვეყანაზე გაბრაზებულმა. ბიჭის მისი ცხოვრებიდან გაქრობამ, თითქოს სხეულის ნაწილი წაართვა დეას. ალბათ, საყვარელი მამაკაცის დაკარგვაც არ ატკენდა ისე, როგორც მისი თვითმფრინავში ასვლა ეწყინა, შვიდი წლის წინ და ამის გამო, რობისთან, სოციალური ქსელებით მეშვეობით კონტაქტზეც კი თქვა უარი. მას შემდეგ, უამრავი დღე გასულიყო. დეაც რაღაც მხრივ შეჰგუებოდა ამ ადამიანის გარეშე ცხოვრებას, თუმცა როდესაც ახლა, მისი ჩამოსვლის შესახებ გაიგო, უფროსი ძმისგან, ბრაზმა ორჯერ უფრო მეტად შემოუტია. ნუთუ ანტონი უფრო ახლობელი იყო მისთვის? თუ იგი მოინახულა, მაშინ მასთან რატომღა არ მივიდა? მართალია, ასე რომ მოქცეულიყო, თბილ დახვედრას ნამდვილად არ მოუწყობდა დიდი ხნის უნახავ მეგობარს, თუმცა რობის მხრიდან, ასეთმა უყურადღებობამ მაინც ძალიან ატკინა მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო და ზურმუხტისფერ თვალებშიც ჩაუდგა წყენა. -არ მნახავს და ნუ მნახავს, მისი გადასაწყვეტია -ბოლოს, მაინც სიამაყეს უხმო, რათა ხასიათი არ გაჰფუჭებოდა. თუკი ამდენი წელი იცხოვრა ჯაფარიძის გარეშე, ამის გაკეთება არც ახლა გაუჭირდებოდა -ნამდვილად? -დარწმუნებული იყავი, ტონიო -რობი ვინ არის? -და-ძმის დიალოგში, ამჯერად თემოც ჩაერთო, თან კვლავ დივანზე მოთავსდა, უწინდელივით. დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, საკუთარ თავზე ანტონმა აიღო : -დეას ბავშვობის მეგობარია, რომელიც უკვე დიდი ხანია არ უნახავს -მეგობარი არ არის, ადრე იყო მეგობარი -მსწრაფლ შეიტანა შესწორება გოგონამ. პარალელურად, ლომიძის გვერდით ჩაეშვა, დივანში, თან იქედან აღებული პატარა ბალიში მიიხუტა გულზე -აუ, მისტერ ბინს ვუყუროთ რა, რაღაც კომედიის ხასიათზე მოვედი -თქვენ ჩართეთ, მეც მალე შემოგიერთდებით -ისე დაუბარა მათ, ანტონმა, როგორც მაღაზიაში წასასვლელად გამზადებულმა დედამ, მცირეწლოვან შვილებს და უმცროსი დის პირსახოცის მისსავე ოთახში შესატანად გაემართა. დეა და თემო, მისაღებში მარტონი დარჩნენ. გოგონა, ფიქრებით კვლავ რობისთან დაფრინავდა. მართალია, მის შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში არასდროს პასუხობდა, ძველი მეილიც გააუქმა, რათა რობის წერილები იქ მაინც არ მიეღო და ბიჭს ყოველმხრივ იგნორს უკეთებდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღეს, როცა ჯაფარიძეს თბილისში მოუწევდა დაბრუნება, პირველი, ვისაც კოტეს შემდეგ ინახულებდა, ეს თვითონ იქნებოდა და არა, ანტონი. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა და გადაწყვიტა ამ ფიქრებისთვის, ცოტა ხნით სქელი საბანი გადაეფარებინა. რობის საქციელის მიზეზებზე საფიქრელად, ძილის წინაც უამრავი დრო ექნებოდა, ამიტომ ახლა, მთლიანად გვერდით მჯდომ, ტელეფონში მოჩვენებითად ჩამძვრალ თემოზე კონცენტრირდა, ვინც აშკარად არ აპირებდა იმ დუმილის დარღვევას, მათ შორის რომ იყო ჩამოვარდნილი. -ვერავის მოატყუებ შენი მოჩვენებითი უდარდელობით, თემო -მისკენ არც გაუხედავს ისე წარმოთქვა გოგონამ. სანამ ანტონი დაბრუნდებოდა, სურდა ლომიძისთვის რამდენიმე სიტყვა ეთქვა, რითაც მისსავე შინაგან ფორიაქზე ჩაუნამიოკებდა, შეფარულად. -დეა გთხოვ, თავი დამანებე! -შენს შეწუხებას არც ვაპირებდი, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე -მხრების აჩეჩვაც მოაყოლა გოგონამ თავის სიტყვებს -ჰოდა ჩათვალე, რომ ეგეც მაწუხებს -შენ მხოლოდ შენი სიმხდალე გაწუხებს და ეს თავადაც კარგად იცი -ისე მშვიდად ესაუბრებოდა, რომ ვერავინ მიხვდებოდა, რამდენად ბრაზობდა შინაგანად იმაზე, ვინც გვერდით ეჯდა. ცხოვრებაში, ყველაზე მეტად გაუბედავ მამაკაცებს ვერ იტანდა და ამის გამო, ნამდვილად არ ესმოდა, რატომ ჰქონდა თემოსადმი მიზიდულობა დღემდე შემორჩენილი -სიმხდალეში რას გულისხმობ? -იმ ღამეს, რომელზეც არასდროს საუბრობ და ისე იქცევი, თითქოს არც ყოფილა, ან ზედმეტმა ალკოჰოლმა დაგავიწყა გოგონამ შეამჩნია როგორ მოიმუშტა ლომიძის ორივე ხელი, ბრაზისგან, თუმცა ამის გამო, უხერხულობა არ უგრძვნია. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ხომ უნდა ესაუბრათ ცივილიზებული ადამიანებივით იმ თემაზე, რაზე საუბარსაც, თემო უკვე ორი თვის მანძილზე გაურბოდა. -იმ ღამეს, მთვრალი ვიყავი და ამიტომ გაკოცე! -ჰოო? ალბათ სიყვარულიც ალკოჰოლმა აგახსნევინა, არა? -ტონიც ისეთივე სარკასტული ჰქონდა, როგორიც გამოხედვა და ამით, უფრო მეტად იწვევდა ბიჭს -დეა საკმარისია ამაზე ლაპარაკი! შენ, ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო მეგობრის უმცროსი და ხარ და მორჩა! ამაზე მეტად ვეღარ განვვითარდებით გოგონა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა სწორედ იმ მომენტში, მისაღებში ანტონმა შემოაბიჯა, პოპ-კორნის დიდი ყუთებით ხელში. -ჰა, რას შვრებით, ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ არხი? -იკითხა მან, როგორც კი ტელევიზორის ეკრანს შეხედა და ტაიქოლდის რეკლამის გარდა ვერაფერს მოჰკრა თვალი დივანზე მჯდომებმა, წამით ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ზუსტად ერთდროულად გასცეს, ერთი და იგივე პასუხი : -არა, შენ გელოდებოდით -ჰოო? -ეჭვნარევი ღიმილით გადახედა ანტონმა მეგობარსა და უმცროს დას, თუმცა მათ სახეებზე რომ ვერაფერი საეჭვო ვერ ამოიკითხა, თავად დასწვდა დისტანციური მართვის პულტს -დეაკო, მისტერ ბინი გინდოდა, არა? -ჰო, კარგი იქნებოდა -ფეხები ზემოთ აიკეცა გოგონამ და ძმას, კუთვნილი პოპ-კორნის ყუთი ჩამოართვა -დიდი ხანია არ მიყურებია -თემო შენი ხმაც გვჭირდება და ვიწყებთ -ჩართე, რა პრობლემაა -ბიჭიც დაეთანხმა და-ძმის არჩევანს -მეც მიყვარს ეგ მსახიობი -თუ ასეა, და არავინ ყვირის, მე ვარ წინააღმდეგიო, მაშინ დავიწყოთ დეას სიტყვების შემდეგ, ანტონმა, მაგიდიდან ზედმეტი ნივთები აიღო, ლუდის ქილებისა და ჟურნალების ჩათვლით, ამ უკანასკნელთ სანაგვე ყუთში მიუჩინა ადგილი, დივანზე თემოს გვერდით მოთავსდა და ტელევიზორშიც აირჩია შესაბამისი პროგრამა. ეკრანზე, თითქოს დაბარებულივით ამოხტა მისტერ ბინის კომიკური სახე, რამის თქმისა და გაკეთების გარეშეც რომ გვრიდა ადამიანს ღიმილს. თემო ყველანაირად ცდილობდა ყურადღება ფილმზე გადაეტანა და თავის გვერდით მჯდომი დეასგან წამოსული ფლუიდები რამენაირად დაეიგნორებინა, თუმცა ვერ იტყოდა, რომ ეს იდეალურად გამოსდიოდა. ვერც გამოუვიდოდა, რადგან ეს ქალი მისი ტვინის თითოეულ უჯრედს იკავებდა, სუნთქვას ურევდა, გონებას უბინდავდა და უძლური იყო ამ ყველაფრის წინაშე. ბიჭმა კეფაზე ნერვიულად გადაისვა მარცხენა ხელი და ღრმად ამოისუნთქა. სწორედ იმ წამს, შეტყობინებაც მოუვიდა ჯიბეში მოთავსებულ ტელეფონზე. თავდაპირველად, იფიქრა არ გაეხსნა, რადგან, მორიგ სარეკლამო შეტყობინებას ელოდა, რომელიღაც მაღაზიების ქსელიდან, თუმცა მერე, უკვე იმ მოსაზრებას მიჰყვა, იქნებ სამსახურიდანაა ვინმეო, ამიტომ, მობილური სწრაფად ამოაცურა ზემოთ, ეკრანს დახედა და მასზე, სახელი "დეას" ამოკითხვამ, წამით გააოცა კიდეც. გოგონას რომ გახედა, ეს უკანასკნელი, მობილურით ხელში იმდენად ჩვეულებრივად იჯდა და მისტერ ბინსაც ისე ადევნებდა თვალყურს, თითქოს ცოტა ხნის წინ, არანაირი შეტყობინება არ გაეგზავნა, არავისთვის. მიუხედავად ამისა, ეკრანზე წაკითხული სახელი სულ სხვა რამეს მოწმობდა, ამიტომ, თემომაც გახსნა შემოსული SMS და მასში შემდეგი ტექსტი ამოიკითხა : "ნეტავ სადამდე უნდა გეშინოდეს ჩემი ძმის რეაქციის, ან კიდევ რამდენ ხანს ვერ უნდა მეხებოდე მაშინ, როცა ჩემი შეხება ტკივილამდე გინდა?" ტექსტის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ, თემომ კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, ეკრანი მაშინვე ჩააბნელა და ტელეფონს კვლავ ჯიბეში მიუჩინა ადგილი. გრძნობდა, რომ თუ ვინმე ჭკუიდან გადაიყვანდა, სწორედ დეა შენგელია იქნებოდა. სწორედ იგი და სხვა, არავინ. 8 8 8 8 საღამო ხანი იდგა. სამსახურიდან ერთი საათის წინ დაბრუნებული დეა, თავის საყვარელ, იისფერ სპორტულებში იყო გამოწყობილი, რბილ, კრემისფერ დივანზე მედიტაციის პოზაში მჯდომს, წინ ბოსტნეულის სალათით სავსე თეფში ედგა და ტელევიზორის წინ მოკალათებული, Actualized.org-ის ფსიქოლოგიურ გადაცემას უყურებდა სახელწოდებით - "როგორ ვმართოთ ჩვენი ბრაზი." გოგონასთვის სახლში მარყო ყოფნა და საკუთარი პირადი სივრცე, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო ამ ქვეყნად. როგორც კი სრულწლოვანი გახდა და სასწავლებელშიც ჩიარიცხა, მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა და უფროსი ძმისგან განცალკევებით, იმ სახლში გადმოსულიყო, რომელიც ბებიამ დაუტოვა, პირადად მას. იმ პერიოდში, საკმაოდ წამოზრდილ და დაქალების ასაკში შესულ დეას, უკვე სერიოზული მოთხოვნილება ჰქონდა მარტო ცხოვრების. მოსწონდა ის მომენტი, რომ ოთახებში, მხოლოდ საცვლების ამარა შეეძლო სიარული და თუკი მოესურვებოდა, სრულიად გახდილსაც კი. პირადი საკუთრების შეგრძნებით მოწოდების სიმაღლეზე მყოფს, ძალიან სიამოვნებდა, რომ აბაზანაშიც, მისაღებშიც და მთელს სახლშიც მხოლოდ თავის ნივთებს ხედავდა და სხვისას, არავისას. ამბობდა, ამიერიდან ერთადერთი მამაკაცი, ვისთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებასაც ავიტან, ეს ჩემი ქმარი იქნებაო. სხვა მხრივ, არავის შემოჭრა არ სურდა პირად სივრცეში, მათ შორის, არც ანტონის, ვინც, მართლაც რომ სიგიჟემდე უყვარდა დეას. გოგონამ, სალათის დიდი თეფში ბოლომდე მოასუფთავა და ახლა უკვე რამე დასალევიც მოუნდა. ახსოვდა, მაცივარში წინა დღით ნაყიდი მანგოს წვენი ჰქონდა დატოვებული, რომელიც ჯერ არც კი გაეხსნა. მართალია, ფეხზე ადგომას ახლა ყველაფერი ერჩივნა, თუმცა იმდენად უნდოდა ყელის რამით გასველება, გადაცემა ერთ ადგილას დააპაუზა, ფეხზე მაინც წამოდგა და ის-ის იყო სამზარეულოსკენ უნდა აეღო გეზი, რომ განზრახვაზე ხელი, კარზე უეცრად დარეკილი ზარის ხმამ ააღებინა. აშკარად უკმაყოფილო დარჩა ამ ხმის გაგონებით დეა. სამსახურიდან დაბრუნებულს, ნამდვილად არ უყვარდა მოულოდნელი სტუმრების მიღება. ამას მუდამ მარტო ყოფნასა და დასვენევას ამჯობინებდა ხოლმე, რაც, მისმა ახლობელმა ადამიანებმაც მშვენივრად იცოდნენ. სწორედ ამის გამო, კრისტისა და ანტონის ვიზიტი თავიდანვე გამორიცხა, აბაზანის თაროდან ელექტრო ჯაგრისი აიღო, რათა კბილებიდან საჭმლის ნარჩენები მოეშორებინა, თუკი ისინი სადმე ჰქონდა და დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის დასადგენად, პირდაპირ შემოსასვლელისკენ გასწია, ზლაზვნით. სათვალთვალოში გახედვისას, მომსვლელი ნამდვილად არ ეცნო. ზღურბლის მეორე მხარეს, დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი იდგა, თუმცა დეას, წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უკანასკნელი. მიუხედავად ამისა, საკეტი მაინც გადაატრიალა და როგორც კი კარები გამოაღო, სადარბაზოში მდგომი ახალგაზრდა, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა. -გისმენთ? -ისეთი ტონით თქვა გოგონამ, ამ ერთ სიტყვაში, აშკარად მრავალ კითხვას აერთიანებდა, მაგალითად ისეთებს, როგორიც იყო -"ვინ ხართ?", "რა გნებავთ?", "ვიცნობთ ერთმანეთს, თუ არა?" და ასე შემდეგ. სტუმარს არაფერი უთქვამს. ამის მაგივრად, დეას, ხელში დაჭერილი ჯაგრისი ააცალა, გვერდზე სწრაფად გასწია და ზღურბლს ისე უკითხავად გადმოაბიჯა, თითქოს მრავალი წლის შემდეგ, საკუთარ სახლში დაბრუნდა, სადაც უცხო, ძალით შემოჭრილი მდგმური დახვდაო. -ეი, სად მიდიხარ?! -მისი საქციელისგან აღშფოთებულ გოგოგნას, ბრაზის ნაპერწკლები ლამის თვალებიდან გადმოეყარა -შენ აქ საბავშვო ბაღი ხომ არ გგონია? ახლავე დაბრუნდი! -თან ხმამაღლა საუბრობდა, თან უკან მისდევდა მისაღებისკენ წასულ ბიჭს, ვინც, უკეთ შეთვალიერების შემდეგ, სახეზეც ძალიან ეცნობოდა, თუმცა ვერაფრით იხსენებდა კონკრეტულად საიდან -ახლავე გაჩერდი, თორემ პოლიციაში დავკრეკავ! -ბოლო სიტყვები, წინანდელთან შედარებით უფრო ხმამაღლა დაიყვირა და ამით, როგორც იქნა, უცნობი ბიჭის ყურადღებაც მიიპყრო. ეს უკანასკნელი წამით შედგა, მერე ოდნავი ღიმილით მოტრიალდა დეასკენ და გულზე ხელები გამომწვევად დაიკრიფა. -წარსულში დარჩენილ ადამიანებს, ყოველთვის ასე მარტივად ივიწყებ ხოლმე, დეა? -ჰკითხა მხიარულად, თუმცა მის ხმაში მაინც იგრძნობოდა ოდნავ სევდიანი ნოტები გოგონას დაეფიცებოდა, რომ იმ წამს, პირდაპირი გაგებით თავბრუ დაეხვა. ეს ხმა, ეს გამოხედვა, ეს თვალები. ნუთუ არ ესიზმრებოდა? ნუთუ მის წინ, ნამდვილად ის იდგა, ვისზეც იმ წამს გაიფიქრა? -ახლა ან მეტყვი ვინ ხარ, ან მაგ რაღაცას წაგართმევ და გადაგაყლაპებ! -მარცხენა ხელში დაჭერილ ელექტრო-ჯაგრისზე ანიშნა ამის თქმისას გოგონამ. მართალია, შინაგანად ხვდებოდა კიდეც მომსვლელის ვინაობას, თუმცა მაინც სურდა საკუთარ ვარაუდებში ბოლომდე დარწმუნებულიყო, იმ ადამიანის წყალობით, ვინც ახლა წინ ედგა და გამჭოლ მზერას არ აშორებდა. ბიჭს გულიანად გაეცინა. აშკარად გაამხიარულა გოგონას რეაქციამ, თუმცა მზერა მალევე დაასერიოზულა და კუთვნილი ჯაგრისი კვლავ დეას გაუწოდა. -ის ვარ, ვისი ნახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად გინდოდა და ვისაც მთელი შვიდი წელი აიგნორებდი აი, ახლა კი უკვე აღარაფერში შეიძლებოდა ეჭვის შეტანა და დეასაც უზომო ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რათა ფეხზე მყარად დგომა შესძლებოდა. ორჯერ უფრო მეტი ძალისხმევა კი, სიტყვების ერთმანეთზე გადაბმას შეალია, თანაც ისე, რომ ხმაზე კანკალი არ დასტყობოდა. -აჰა, ესე იგი მართლაც დაბრუნებიხარ მშობლიურ კერას -დამცინავად ახედა პირისპირ მდგომ მამაკაცს, გოგონამ -საინტერესოა რამდენი ხნით, ერთი დღით? ორით? -არა, სამუდამოდ დავბრუნდი -მშვენიერია . . . და ჩემს სახლში რას აკეთებ? ბიჭის შავ თვალებში, ამჯერად უკვე ღიად გამოისახა წყენა. -სერიოზულად დეა? -გატეხილი ხმით იკითხა მან და მეგობარს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა -ამდენი ხნის მერე, მას შემდეგ, რაც მთელი ეს დრო ჩემზე უარს ამბობდი, მაინც გადავლახე თავმოყვარეობა, შენს სანახავად საკუთარი ფეხით მოვედი და ასე ცივად მხვდები? გამშრალ ყელში, ნერწყვი ძლივსძლივობით გადაუშვა გოგონამ. როგორც ჩანდა, ჯერჯერობით კარგად ახერხებდა სახით უდარდელობის ნიღბის ტარებას, თუმცა არ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, რადგან ეს ნიღაბი საშინლად ემძიმებოდა და კისერში მოწოლილ ცრემლებს, ლამის სასუნთქი გზები დაეხშოთ მისთვის. -მაინც როგორ დახვედრას ელოდი რობი? -ჰკითხა მან შესაშურად მშვიდად -გეგონა ხელებს გავშლიდი, გამოვიქცეოდი და ჩაგეხუტებოდი? ამის იმედად გადმოაბიჯე ჩემი სახლის ზღურბლს? -არა, ამის იმედი არ მქონია, მაგრამ გთხოვ, ასე მშვიდადაც ნუ ხარ, რა -დაუფარავი მუდარა გაკრთა ბიჭის ხმაში -მეჩხუბე, მიყვირე, თუ გინდა გამარტყი კიდეც, მაგრამ ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ჩემმა დანახვამ ვერანაირი ემოცია ვერ გამოიწვია შენში. ამით მანადგურებ დეა -აჰა, ესე იგი გინდა, რომ გეჩხუბო, არა? -ტკივილნარევი სიცილი ამოაყოლა ამ სიტყვებს გოგონამ. ახლა, მართლაც დაუოკებელი სურვილი ჰქონდა რობისთვის რამე ფიზიკური ზიანი მიეყენებინა იმის გამო, რომ მისი ხვერწნა-მუდარის მიუხედავად, ამერიკაში მაინც გაფრინდა, რომ ჩამოსვლის შემდეგ, პირველად ანტონი მოინახულა და არა თავად ის, რომ ბოდიშსაც კი არ უხდიდა იმ თვეების სირთულისთვის, რომელთან გამკლავებაც მისი გამგზავრების შემდეგ მოუწია. მრისხანება, თითქოს ერთიანად დაეპატრონა გოგონას სხეულს იმ წამს. თუკი აქამდე ხმის აწევისგანაც იკავებდა თავს, ახლა უკვე ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა, მისაღების დივანზე დაყრილი ბალიშებიდან ერთ-ერთს დაავლო ხელი და რობის პირდაპირ თავში გაუქანა ეს უკანასკნელი. "ტყვია" სამიზნეს პირდაპირ ათიანში მოხვდა და საკუთარი თავით კმაყოფილმა დეამაც, მონდომებით განაგრძო ბალიშების რობისთვის დაშენა. -ჩემგან ჩხუბს ელოდი არა?! ესეც შენ ჩხუბი, ხომ მიიღე?! -დეა გეყოფა, სულ გააფრინე?! -ჰო, გავაფრინე, რამე პრობლემა გაქვს ამასთან დაკავშირებით? -თან ელაპარაკებოდა, თან ბალიშების სროლას არ წყვეტდა გოგონა, რომელთა ნაწილის აცილებასაც ბიჭი ასწრებდა, ნაწილისას კი ვერა. პარადოქსი იყო ეს ყველაფერი. არადა, ცოტა ხნის წინ, დივანზე მოკალათებული დეა, სიბრაზის მართვაზე უსმენდა გადაცემას, ახლა კი, ისე იქცეოდა, თითქოს იქედან ერთი სიტყვაც კი ვერ გაეგონა. -დეა შეწყვიტე, სერიოზულად გეუბნები! -რა შევწყვიტო, რა?! მას შემდეგ, რაც ვიღაც უნამუსო გოგოს ღალატს ყველაფერი შესწირე, საყვარელი ადამიანები მიატოვე და ამდენი წლით გადაიკარგე, ფიქრობ ჩემგან რამის ღირსი ხარ?! გგონია ოდესმე დამავიწყდება შენი ყინულივით ცივი მზერა, როცა თვალცრემლიანი გთხოვდი არ წასულიყავი და გეუბნებოდი, რომ შენგან შორს ყოფნა გამანადგურებდა? გახსოვს რა სიტყვები მითხარი მაშინ? გახსოვს?! მითხარი, იმდენად მნიშვნელოვანიც ნუ გგონია საკუთარი თავი, რომ ვინმემ შენს გამო ამერიკაზე თქვას უარიო. გაგახსენდა?! მითხარი, ხომ გაგახსენდა? ამის თქმისას, თითქოს ერთიანად მოეშვა გოგონა, ხელში დარჩენილი უკანასკნელი ბალიში იატაკზე უღონოდ დააგდო, სრულიად ძალაგამოცლილი, მასზე მოწყვეტით ჩამოჯდა, მუხლებს მკლავები პატარა ბავშვივით შემოხვია და ამდენი ხნის შეკავებულ ცრემლებს, უკვე თავისუფლად მისცა გასაქანი, რადგან მათი თავის შიგნით შეკავება, უკვე სასუნთქ გზებს უკეტავდა. -დეა . . . -არა, მანდ იდექი, არ მომეკარო! -მართალია დაბალი ხმით თქვა, თუმცა ბრძანებითი ტონი მაინც ადვილად შეიმჩნეოდა მის სიტყვებში -საკუთარი თავი მძულს იმის გამო, რომ ახლა სიგიჟემდე მინდა მოგეხვიო, ამიტომ, ჩემთან ახლოს მოსვლას გიკრძალავ! რობის ოდნავ გაეღიმა. მართალია გოგონასთან მიახლოვება, მისი გულში ჩახუტება და მის გრძელ თმაზე უწინდელივით მოფერება ახლაც მთელი გულით სურდა, მაგრამ გადაწყვიტა სიტუაცია მეტად აღარ გაემწვავებინა და ამის მაგივრად, იატაკზე თავადაც ჩამოჯდა, დეასგან საგრძნობლად მოშორებით, თუმცა მაინც ამ უკანასკნელის პირისპირ. -დღეს დაბადების დღე გაქვს, არა? -ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებოდა გოგონა და თვალს წამითაც არ აშორებდა ამ უკანასკნელს -მიხარია, რომ გახსოვს -გილოცავ -მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა. პირველი შემთხვევა იყო, რომ ასე მშრალად ულოცავდა იუბილეს, საუკეთესო მეგობარს და მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფაქტი ძალზედ ეუცნაურებოდა -ადრე მუდამ სიმღერით მილოცავდი ხოლმე -ადრე არც შენ იყავი იდიოტი, ახლა კი ხარ! -მიხარია ბრაზი რომ ამოანთხიე, იმედია ბოლომდე გათავისუფლდი რამდენიმე წამით, პაუზა ჩამოვარდა. რობი მიხვდა, რომ დეა ხმის ამოღებას არ აპირებდა და კვლავ თავად ალაპარაკდა. -ისე, როგორ ვერ მიცანი? დავიჯერო ასე მალე დაგავიწყდი? -ნუ ამბობ სისულელეებს, მე არავინ მავიწყდება! -გაუწყრა გოგონა -უბრალოდ ძალიან შეიცვალე, არც სოციალურ ქსელებში აქვეყნებდი ფოტოებს, რათა იქ მაინც მენახე და ვიდეო-ზარებით რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია, ეს თავადაც მშვენივრად იცი -მე გამუდმებით გწერდი დეა -გოგონას ზურმუხტისფერ თვალებს აკვირდებოდა რობი და ახლა უფრო ცხადად გრძნობდა, თუ რამდენად მონატრებოდა მათი ყურება -უამრავი წერილი მოგწერე მეილზე, თუმცა შენ არც ერთ მათგანზე არ გაგიცია პასუხი -ძველი მეილი გავაუქმე. ვიცოდი, რომ მომწერდი -გულწრფელი აღიარება გააკეთა გოგონამ. იმ წამს, კიდევ ერთი მდუღარე, ბრილიანტისფერი ცრემლი გადმოუვარდა მარჯვენა თვალიდან -გასაგებია . . . კვლავ შემაწუხებელი დუმილი ჩამოწვა, რომლის დარღვევის ინიციატორობაც, ამჯერადაც რობიმ აიღო საკუთარ თავზე: -და ახლა როგორ ვიქნებით ჩვენ ორნი დეა? მე მაგალითად ძალიან მინდა დაგიბრუნო. აქედან შორს ყოფნისას, მხოლოდ შენ და კოტე მაკლდით სრულყოფილებისთვის. თქვენ, ორივენი ჩემი ოჯახი ხართ და აღარ მინდა რომელიმე მათგანისგან შორს ვიყო -თუ ასეა, რატომ არ დაბრუნდი სწავლის დამთავრების თანავე? კიდევ ორი წლით რატომ შემორჩი? -იმიტომ, რომ კოტეს, ბიზნესში ჩავარდნა ჰქონდა და სერიოზული ბანკის ვალი დაედო -არც კი დაფიქრებულა ისე აღიარა. დეასთან დასამალი არასდროს არაფერი ჰქონდა ხოლმე და ამას, მრავალი წლის გასვლაც კი ვერ ცვლიდა -კარგი სამსახურის ვარიანტი ჩამივარდა, ამიტომ, საკუთარი თავი ვალდებულად ჩავთვალე ბაბუაჩემს დავხმარებოდი. დროთა განმავლობაში, ვითარებაც დასტაბილურდა და ჩამოსვლაც მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე დეამ ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ღრმად ამოისუნთქა. მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო, მთელ ხმაზე უკიოდა, მეგობრისთვის ახლა და ამ წამსვე ეპატიებინა, თუმცა გონებას არ შეეძლო იმ ყველაფრის მარტივად დავიწყება, რამაც ერთ დროს უზომოდ ატკინა. -რობი . . . -გისმენ, დეა . . . -ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, რაც შეგიძლია მაგრად მომეხვიე და მერე მოშორდი აქედან! გარკვეული დროით შენი ნახვა აღარ მინდა! რამდენიმე წამის განმავლობაში, ბიჭი კვლავ იატაკზე იჯდა, ისე, თითქოს ღრმა ფიქრებში წასულს ირგვლივ ყველაფრის არსებობა დავიწყებიაო. მერე, როცა მთელი სიცხადით ჩასწვდა დეას სიტყვების არსს, ოდნავ ჩაეცინა, ცალ ხელზე დაყრდნობით წამოიმართა ფეხზე, ჯერ კიდევ ბალიშზე მჯდომ მეგობარს მიუახლოვდა და როგორც კი ეს უკანასკნელიც რობის მსგავსაც წამოდგა, ბიჭმა თხოვნა წამებში აუსრულა -გოგონას წვრილ წელს მკლავები მარწუხებივით შემოხვია, ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა, ოდნავ ჰაერშიც წამოსწია და პირდაპირ მის ყურთან ამოიჩურჩულა : -მართლა საოცრად გალამაზებულხარ, თოჯინა . . . 8 8 8 8 კოტემ, კარკადეს ცხელი ჩაით სავსე ფინჯნები, სამზარეულოს მაგიდაზე დადგა და მისაღებში, ტელევიზორის ყურებით გართულ რობის, ხმამაღლა გასძახა: -გამოგიღამდება შვილო თვალები, გამოგიღამდება! მიდი, გათიშე ცოტა ხნით მაგ ტელევიზორი და გამოდი აქეთ, ჩაი დავლიოთ! საგრძნობლად ჩამოღამებულიყო. საათის ისრები, ათს უჩვენებდნენ. ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც ბიჭი, დეას სახლიდან დაბრუნდა, შინ. კოტესთვის ისევ არაფერი ეთქვა იმ საუბრის შესახებ. ანდაც რა უნდა მოეყოლა? ძველ მეგობართან მივედი და სტუმართმოყვარეობის გამოსახატად თავში ბალიშები დამიშინაო? ეს ყველაფერი, არც სასიამოვნო სათქმელი გახლდათ და არც, სასიამოვნო მოსასმენი, ამიტომ, აღნიშნული თემის წამოჭრას, ისევ გაჩუმება ამჯობინა. ტელევიზორში "ქალის სურნელი" გადიოდა და ფილმი უკვე იმ მომენტზე იყო მისული, როცა ტანგოს ცეკვის სცენა, თავის ბოლო წამებს ითვლიდა. -აუ კოტე, მეზარება. მერე მოვალ და დავლევ -ოჯახის უფროსი მე ვარ თუ შენ? -კვლავ გამოსძახა სამზარეულოდან -რომ გელაპარაკები, მობრძანდი აქ და დამიჯექი გვერდით, მაინც შვიდი წელია ტელეფონის ეკრანის გარდა არსად მინახიხარ! -პატარა ბავშვივით დატუქსა კაცმა, შვილისშვილი, რამაც, ამ უკანასკნელის სახეს ღიმილი მოჰგვარა და უკვე ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ჩააბნელა პლაზმური ეკრანი კოტეს, მაგიდაზე ორი თეთრი ჭიქა დაედგა, ერთი თავისთვის, მეორე კი რობისთვის. ფინჯნებიდან, ცხელ ოხშივართან ერთად, ჩაის საამო სურნელი ამოდიოდა და მთელ სამზარეულოში ვრცელდებოდა. -მოკლედ, ამ ოჯახში ქალიც შენ ხარ და კაციც, კოტე -სიცილნარევი ტონით უთხრა რობიმ, როგორც კი მაგიდას მიუახლოვდა, სადაც, ცხელი სითხით სავსე ფინჯნებთან ერთად, კარაქიანი ორცხობილებიც იდო, მოზრდილი თეფშით -რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ბიჭო მე შენ, ნუ მელაზღანდარები-თქო? -მართალია გაბრაზებული სახის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ შინაგანად თავადაც ეცინებოდა კაცს -არა რა, იუმორის გრძნობა მაქვს შენში ჩასანერგი და სხვა მხრივ კაცი ვერ გაჯობებს -მაგიდას მხიარულად მიუჯდა რობი, თავის ჭიქას მარჯვენა ხელით დასწვდა და იქედან ოდნავ მოსვა ორთქლადენილი, ცხელი სითხე. კიდევ რამდენიმე წამიც და კოტეც მის პირდაპირ იჯდა. კაცს აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც მეტად მნიშვნელოვან თემაზე სურდა საუბრის დაწყება, თუმცა ან არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს, ან შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობდა. როგორც ჩანდა, "ჩაის საღამოც" სწორედ იმიტომ დაეგეგმა, რომ აღნიშნული თემის ირგვლივ საუბარი გაადვილებოდა. -შვილო, რობი -დაიწყო ბოლოს ოდნავ დაბალი, შეპარვითი ტონით, თან თითები ერთმანეთში გადახლართა -სანამ ჩამოხვიდოდი, სამსახურის ვარიანტზე გავიკითხე შენთვის და ერთი ძალიან კარგი. . . ბიჭი მაშინვე მიხვდა საითკენაც მიდიოდა ეს დიალოგი და გადაწყვიტა, დაწყებული მანამ შეეწყვეტინებინა, სანამ ბოლომდე თქმას მოასწრებდა: -კოტე, ხომ გითხარი ამ საკითხს თავად მივხედავ-მეთქი? -ჩაის ჭიქა, კვლავ მაგიდის ზედაპირზე დადგა მან -ერთი კვირაც კი არაა, რაც დავბრუნდი. ცოტა ამოვისუნთქავ და მერე დავიწყებ სამსახურზე ზრუნვას, ოღონდ ჩემით. თავადაც კარგად იცი, როგორი დამოკიდებულება მაქვს ნეპოტიზმთან და არც ერთ შემოთავაზებას არ დავთანხმდები, რომელიც ნათესავების, ახლობლებისა და ნაცნობების მხრიდან იქნება მიღებული -ზუსტად ვიცოდი ასეთ პასუხს რომ მოვისმენდი რობის გაეღიმა. -პრინციპულობა შენგან მერგო, მემკვიდრეობით და ნუ ცდილობ ჩემში ეს თვისება მოკლა -არ ვციდლობ, შვილო, მაგრამ ხანდახან არ მოაქვს მაგ შენ პრინციპულობას ისეთი შედეგები, როგორიც საჭიროა. ასაკში შესვლამ მიმახვედრა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე კარგად ნაცნობობა ჭრის და არა პრინციპები -ჰოდა გპირდები, შენს ასაკს რომ მივუკაკუნებ, მეც მაგ შეხედულებებს მივემხრობი, ოღონდ ჯერ ამ ტალღაზე დამაცადეთ ყოფნა -იუმორით სცადა ბიჭმა სერიოზული საუბრის გადაფარვა და კვლავ თავის ფინჯანს მიუბრუნდა, სადაც უწინდებურად ელოდა ცხელი, სურნელოვანი სითხე. კოტეც თითქოს მაშინვე დანებდა და კარაქიანი ორცხობილების მოზრდილი თეფშიდან ერთ-ერთი მათგანის აღების წინ, ღრმადაც ამოიხვნეშა -შენი საქმისა შენ იცი -დაემორჩილა შვილისშვილს ღიმილშეპარული ტონით. ერთადერთი, ვისაც საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა, ეს სწორედ რობი იყო, ამიტომაც, ახლანდელი გადმოსახედიდან, უაზრობად ჩათვალა მისთვის იმ შეთავაზების გაკეთება, თავიდანვე უარისთვის რომ გახლდათ განწირული. ბაბუა-შვილიშვილმა კიდევ ცოტა ხნით ისაუბრეს, ზოგად თემებზე, ამ ლაპარაკში ჩაის სმაც დაამთავრეს და ვინაიდან უკვე თერთმეტის ნახევარი შესრულებულიყო, კოტემაც გადაწყვიტა თავის საძინებელ ოთახში გადაენაცვლა. აი რობის რაც შეეხება, ძილი ჯერ კიდევ არ ეკარებოდა, ამიტომ, მარტო დარჩენილს, სანამ საწოლს მიაშურებდა, კვლავ შუა გზაზე გაწყვეტილი ფილმის გაგრძელება მოუნდა. წამოდგა კიდეც ფეხზე, რათა მისაღებში გასულიყო, მაგრამ, ზუსტად იმ მომენტში, უდროოდ და ძლივსგასაგონად გაისმა კარზე მეტად ხმადაბალი კაკუნის ხმა. უნდა ითქვას, ძალზედ გაუკვირდა. წესით, ახლა უკვე ის დრო იყო, როცა სტუმრების მოსვლა, არც თუ ისე ზრდილობიან საქციელად ჩაითვლებოდა, მაგრამ, კარის გასაღებად მაინც გაემართა და ზღურბლთან მიახლოებულმა, სათვალთვალოში გახედვის გარეშე გადაატრიალა კლიტეში გარჭობილი ოქროსფერი გასაღები. რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო, სადარბაზოში სულიერის ნიშან-კვალიც არ შეინიშნებოდა. მხოლოდ დიდი, შავი ყუთი დაედო ვიღაცას ფეხის საწმენდ Welcome-ზე და გარშემო არავინ ჩანდა ისეთი, ვისაც აღნიშნული ნივთის დატოვება შეეძლო იმ ადგილას. რობიმ კიდევ ერთხელ მოათვალიერა იქაურობა დაკვირვებით, ხმებსაც მიაყურადა სადარბაზოში, თუმცა როცა საეჭვო ვერაფერი შენიშნა, დაიხარა, ძირს დადებულ "ნობათს" ხელი მოჰკიდა და შინ, იმ დიდი იმედით აღსავსემ შეიტანა, რომ მასში მოწიკწიკე ბომბი არ დახვდებოდა. ბიჭმა ყუთს თავი ოდნავ მოხადა, თან მისაღების დივნის სახელურზე ჩამოჯდა. პირველი, რაც მზერის ფოკუსში მოხვდა, ეს ალისფერ ნაჭერზე მოთავსებული პატარა ბარათი იყო, სადაც, ლამაზი კალიგრაფიით ეწერა შემდეგი სიტყვები: "ჩემი ძველი მეილი აღვადგინე და შენი წერილების კითხვაც დავიწყე. ამ ყუთში კი ჩემი წერილებია. კიდევ ერთხელ გილოცავ ოცდაოთხი წლის იუბილეს, რობინზონ! პ.ს არც იფიქრო, რომ ეს საბოლოო პატიებას ნიშნავს!" იმის გააზრებამ, რომ ამ საჩუქრის კართან დამტოვებელი სწორედ ის ადამიანი იყო, ვისზეც აღნიშნულ წამს გაიფიქრა, რობის სახეს ღიმილი მოჰგვარა. ერთი ფიქრი ისიც იფიქრა, დავეწევი და სანამ წასვლას მოასწრებს ვნახავო, თუმცა მერე უკვე იმ აზრს მიემხრო, რომ პირადად შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, კართან მხოლოდ საჩუქარს არ დატოვებდა, ამიტომ უწინდელი აზრი მაშინვე უკუაგდო, ყუთში ჩადებული ალისფერი ნაჭერი ამოიღო და მის ქვემოთ მოთავსებულ, ხელით დაწერილ უამრავ ბარათს ზემოდან დახედა. იმ წამსა და იმ მომენტში, აღარც ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე შეწყვეტილი "ქალის სურნელის" გაგრძელების სურვილი ჰქონდა და აღარც სხვა რამის. ერთადერთი, რაც მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ეს წერილები იყო, ამიტომ, შავი ყუთი უწინდებურად აიღო ხელში, მისაღებში, სინათლის გამომრთველს თითი ჩამოჰკრა და თავისი საძინებელი ოთახის კარი ჭრიალით შეაღო, რათა პირად სივრცეში განმარტოებულს გადაეხედა ყველაფერ იმისთვის, რაც დაბადების დღის საჩუქრად მიიღო, თავისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანისგან . . . -წერილები- "2013 წელი. 10 ნოემბერი . . . ახლა გავიაზრე, რომ პირველი დაბადების დღეა შენს გარეშე და მომინდა რაღაც დამეწერა. ისე, თითქოს შენ გესაუბრები და ამ ბარათსაც აუცილებლად წაიკითხავ ოდესმე. მაგრამ არა . . . ვერ წაიკითხავ . . . ვერ წაიკითხავ, რადგან შენთან კონტაქტი არ შემიძლია. იცი? ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი დამეწყო, მას მერე, რაც წახვედი. წარმოიდგინე, სკოლაში სიარულიც აღარ მინდოდა, რადგან ვიცოდი, ეზოში შენ აღარ დამხვდებოდი და მძიმე ჩანთას არ გამომართმევდი, რათა საკლასო ოთახამდე თავად მიგეტანა. აღარც ჩემს გვერდით იჯდებოდი, მთელი გაკვეთილების განმავლობაში და აღარც ინგლისურის მასწავლებელზე ავტეხავდით სიცილს, მალულად, მაშინ როდესაც კბილებზე გადასულ ვარდისფერ ტუჩსაცხს დავუნახავდით. სერიოზულად ავირიე, რობი. დედაჩემი იმ ზომამდეც კი მივიდა, რომ ხელი დამავლო, ოთახიდან ძალით გამომათრია და პირდაპირ ფსიქოთერაპევტთან გამაქანა, თავისი მანქანით. თავდაპირველად, რაღაც კუთხით მეც მომეწონა ეს აზრი. ვფიქრობდი ცუდი არ უნდა ყოფილიყო ვინმესთან იმაზე გულახდილად საუბარი, რაც შინაგანად მაწუხებდა, მაგრამ მოვუყევი თუ არა ჩვენი ამბავი, მაშინვე გამომიცხადა, შენ, ამ ადამიანს, როგორც მეგობარს კი არა, როგორც მამაკაცს ისე უყურებო. ეს იყო და ეს! შემდეგ სეანსზე მისვლის სურვილი საბოლოოდ დავკარგე. ვხვდებოდი, ვერასდროს ვერავინ გამიგებდა. ვერავინ შეძლებდა ჩემი შენდამი დამოკიდულების სიღრმეებს ჩასწვდენოდა და იმას მიმხვდარიყო, რასაც შინაგანად განვიცდიდი. ალბათ, რაღაც მხრივ მართლა უცნაურია მეგობარზე იმდენად იყო მიჯაჭვული, რომ მის გარეშე ის ჟანგბადიც კი გეცოტავებოდეს, რომელსაც სუნთქავ. ჩვენ კი სწორედ მსგავს შემთხვევას მივეკუთვნებოდით. სიამის ტყუპებივით ვიყავით, რომელთაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ. ნეტავ თვითონ თუ გიჭირს უჩემობა? როგორ მინდა, ერთხელ მაინც დავიკიდო ფეხებზე საკუთარი პრინციპები, სიამაყეც ზედ მივაყოლო და იმ წერილებზე გაგცე პასუხი, რომელთაც ჩემთან აგზავნი, მაგრამ არ შემიძლია. ეს მაიძულებს გაპატიო, მე კი არ მინდა ოდესმე დამავიწყდეს ის მზერა, რომლითაც მაშინ მიყურებდი, ატირებული რომ გთხოვდი აქ დარჩი-მეთქი. მაშინ, მე ჩემი რობი არ მიყურებდა. ის ბიჭი ვიღაც სხვა იყო და ეს სხვა ვიღაც მაშინებს. მორჩა, წერას ვწყვეტ! თვალებზე მიწოლილი ცრემლებისგან, უკვე ხედვაც კი მიძნელდება და ეს ფურცელიც ლამის დალპა! მეზიზღები რობი! მეზიზღები, რადგან სიგიჟემდე მიყვარხარ!" 2013 წელი -9 დეკემბერი . . . წლის ამ დღეს, პირველად მოთოვა თბილისში. იმდენად ლამაზი, ფაფუკი თოვლი დევს, გულმა არ მომითმინა და მიუხედავად იმისა, რომ ოცდაცხრამეტი გრადუსი სიცხით აკვნესებული ვეგდე ლოგინში, დედაჩემს მაინც გამოვეპარე და გარეთ გამოვვარდი. სტადიონზე ჩვენი ახალი კლასელი ვნახე, ილია. რაც შენ გაემგზავრე, მას შემდეგ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და ვამჩნევ, რომ ჩემს მიმართ ოდნავ უფრო მეტად თბილ დამოკიდებულებას ავლენს, ვიდრე დანარჩენებისადმი. მართლა კარგი ტიპია და მგონი, ცოტათი მომწონს კიდეც. ნეტავ შენ რამდენად შესაფერისად მიიჩნევდი ჩემთვის აქ რომ იყო? ხომ იცი, ანტონს ვერასდროს ვესაუბრებოდი ბიჭებზე? მერე, მთელს მის გენეოლოგიურ ხეს გამოიძიებს, ჩემგან მალულად და არც მე მომასვენებს უაზრო კითხვებით. აი, შენთან მსგავსი თემების განხილვა კი სულ სხვაა. თავისუფლებას ვგრძნობ ამ დროს. ვიცი, რომ კარგი რჩევის გარდა არაფერს მომცემ და იმაშიც დამეხმარები, რომ სასურველი ბიჭი ისე გავაბა მახეში, ამას თავადაც კი ვერ მიხვდეს. მენატრები იცი? ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც იმდენად საზიზღარს, ეგოისტსა და უარყოფითს ამიტანს, როგორიც სინამდვილეში ვარ. მეგობრები ნამდვილად მყავს და შენი აქ ყოფნის დროსაც არ მაკლდა, თუმცა ძალიან დიდი განსხვავებაა უბრალოდ მეგობარსა და იმას შორის, ვისთანაც შენს გრძნობებს ბოლომდე აშიშვლებ. მენატრები! ისე მენატრები, რომ ლამისაა თავადაც ბილეთები ვიყიდო და ამერიკაში ჩამოგაკითხო. ჯანდაბა! მგონი დროა წერა შევწყვიტო. ისევ ვურევ და მიხარია, რომ ამ ბარათებს ვერასოდეს წაიკითხავ. და საერთოდ რატომ ვწერ მაშინ ამ ყველაფერს? შეიძლება უბრალოდ ვიცლები ფურცლებისთვის იმის გაზიარებით, რაც მინდოდა შენთვის, პირადად მეთქვა. ჰო, ალბათ ასეა . . . 2013 წელი 10 თებერვალი . . . უკვე თითქმის ორი თვეა არაფერი დამიწერია. ბოლო დღეს, საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამ სისულელეს შევეშვებოდი, თუმცა რახან ახლა ჩემი ოთახის საწერ მაგიდასთან ვზივარ და კვლავ შენი ნაჩუქარი ბურთულიანი კალამი მიჭირავს ხელში, იმას მოასწავებს, რომ ჩემს გადაწყვეტილებას სათანადო პატივი ვერ ვეცი. ცუდად ვარ რობი. დედა და მამა, რუსეთში წავიდნენ, ორი დღის წინ, რათა ბაბუას დანატოვარ რესტორნის ბიზნესს გაუძღვნენ. აი, რაც შემეხება მე, ზუსტად ახლა მაქვს გარდატეხის პერიოდი და ორივე საშინლად მჭირდება. ანტონი სულ ჩემს გვერდითაა, ცდილობს დედ-მამის დანაკლისი ოდნავადაც არ მაგრძობინოს, ჩემი პირადი ცხოვრების კონტროლსაც ბოლომდე შეეშვა და გემრიელ საჭმელებსაც მიმზადებს დილაობით, თუმცა მაინც ორი წლის ბავშვივით მინდება ხოლმე დედიკოსთან ჩახუტებულს ძილი, მამაჩემის წვერზე მოფერება, მისთვის ხელის შეშლა არქიტექტურული ნახაზების დასრულებაში და დილა, რომელიც სამზარეულოში, მთელი ჩემი ოჯახის ერთად დანახვით იწყებოდა. თქმით არაფერს ვამბობ. არ მსურს ჩემზე იდარდონ იმის მაგივრად, რომ საკუთარ საქმეებს მიხედონ, იქ, სადაც ახლა არიან. ხომ იცი, ყველაზე მეტად ტვირთად დაწოლა არ მიყვარს, თუნდაც ეს ჩემი მშობლები იყვნენ. შენ რომ აქ იყო, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. უბრალოდ, მუხლებში თავს ჩაგიდებდი, ხელს მოგკიდებდი და ესეც მეყოფოდა სიმშვიდისთვის. შენ ხომ მუდამ ის წყარო იყავი, რომლითაც ჩემს თავს სიმშვიდით ვავსებდი ხოლმე? სად ხარ? რატომ არ ხარ აქ, როცა ასე ძალიან მჭირდები? თუმცა რას გერჩი? ყველაფერი ჩემი ბრალია. ხაზი თავად გადაგისვი და იმდენად ცუდი ვარ, იმის ძალასაც ვერ ვპოულობ საკუთარ თავში, რომ გაპატიო. მძულს ჩემი თავი! 2013 წელი 22 თებერვალი . . . რობინზონ! როგორ მომენატრა შენთვის ამ სახელის დაძახება. ასე მომართვის უფლებას ხომ მხოლოდ მე მაძლევდი და მუდამ ვამაყობდი ხოლმე საკუთარი საავტორო უფლებებით, სხვების წინაშე. ჰო მართლა, მე და ილია უკვე ოფიციალურად ერთად ვართ. უნდა ვაღიარო, საკმაოდ ორიგინალურად გამომიტყდა გრძნობებში. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მითხრა საბაგიროთი გავისეირნოთო, ეს უკანასკნელი, სპეციალური შეკვეთით გააჩერებინა შუა გზაზე და ჰაერში გამოკიდებულმა გამიმჟღავნა რას გრძნობდა ჩემს მიმართ, თან ხუმრობით ისიც დაამატა, თუკი უარს მეტყვი, აქედან გადავეშვები და შენს სინდისზე იქნებაო. კარგი ადამიანია ილია. იმდენად პოზიტიური, ქარიზმატული და საინტერესოა, მასთან ადამიანი ვერ მოიწყენს. საკმაოდ ჭკვიანიცაა. მათემატიკაში, ურთულესი ამოცანისთვის მხოლოდ ერთხელ სჭირდება შეხედვა, რათა მისი პასუხი უკვე ზუსტად იცოდეს და მასწავლებელიც, გაკვირვებისგან იმხელაზე აღებს ხოლმე პირს, გვეშინია იქ ბუზებმა არ დაიდონ ბინა. სხვა მხრივ, სიახლეები არ მაქვს. მშობლების წასვლას ისევ ვერ ვეგუები, თუმცა ილიას არსებობა მეხმარება ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ჰო მართლა, ახლა სწორედ ის აპირებს მოსვლას, რათა ფიზიკაში მამეცადინოს და ჩემი გაყინული ტვინი ცოტა აამუშავოს, თორემ საშემოდგომო არ ამცდება ამ საგანში! დროებით, რობინზონ. ალბათ, ეს ფურცლები ერთადერთია, სადაც შენზე გაბრაზებული არ ვარ. აქ იმ დეად ვიქცევი ხოლმე, ვისაც რეალურად ვისურვებდი ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. როგორც ჩანს, ჩემი თავმოყვარეობა იმაზე მეტს იწონის, ვიდრე ჩვენი ხატვის მასწავლებელი მზია იწონიდა, მეორე კლასში. 2013 წელი -26 თებერვალი. 02:22 . . . . დამესიმზრე. დამესიზმრე და მაშინვე ავდექი, რათა ამის შესახებ დამეწერა, რადგან მეშინია დილით უკვე დავიწყებული არ მქონდეს. ჩემს სიზმარში, კვლავ თბილისში დაბრუნდი და ერთ დილით, ისევ დაიძახე ჩემი ფანჯრის ქვემოთ, დეა ცოტა დაუჩქარე, თორემ სკოლაში აღარ შეგვიშვებენო. აღელვებული, კისრისტეხით დავეშვი კიბეებზე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად შენ იყავი. მერე, დაგინახე კიდეც და სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე შენკენ გამოვიქეცი და ჩაგეხუტე. ბედნიერებისგან, ტირილს წამითაც არ ვწყვეტდი, თან ყოველ წამს უფრო ძლიერად გხვევდი მკლავებს. როცა გამომეღვიძა, ბალიში სულ სველი დამხვდა. ჯანდაბა, რატომ იყო სიზმარი ეს ყველაფერი? რატომ არ შემიძლია მართლა ჩაგეხუტო? რობი, რობი . . . ალბათ ფიქრობ დაგივიწყე და წარმოდგენაც კი არ გაქვს იმის შესახებ, როგორ მიჭირს უშენოდ. სკოლაში, ჩემს მაგიდასთან, შენი დანატოვარი ცარიელი ადგილი ილიამ შეავსო, მაგრამ ბევრად მირჩევნია იქ კვლავ შენ გხედავდე და უწინდებურად, ბოლო გაკვეთილიდან გაპარვის გეგმებს ვსახავდეთ, რათა კვლავ ჩვენი საყვარელი ვაფლის ნამცხვარი ვჭამოთ, ჩვენს საყვარელ ღია კაფეში. რა ცუდი შეგრძნებაა, როცა ის გესიზმრება, რაც ყველაზე მეტად გინდა მოხდეს და გამოფხიზლებულზე აღმოაჩენ, რომ მხოლოდ რამდენიმე წამიანი ილუზიის ტყვეობაში იყავი. წავალ, წავალ, დავწვები. თუმცა არა მგონია ძილი გამეკაროს. სავარაუდოდ, მთელი დარჩენილი ღამის თეთრად გათენება მომიწევს. პ.ს - ჯანდაბა, ნეტავ ახლა რას აკეთებ?! როგორ მინდა ორი წამით მაინც შემახედა შენთვის, რობინზონ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა! 2013 წელი. 1 მარტი . . . დღეს ჩვენი კლასელი, ნია მესაუბრა. თურმე მონიშვნები უნახავს შენს ფეისბუქ-გვერდზე, ვიღაც ჯესიკასგან, თურმე შენი შეყვარებული რომაა. მითხრა, ძალიან ბედნიერი ჩანს რობი, გოგოც საკმაოდ ლამაზია და ერთმანეთსაც საშინლად უხდებიანო. მე რაც შემეხება, სპეციალურად არ შემოვდივარ შენს სოც-გვერდზე. ყველანაირად ვარიდებ თავს, სადმე შენი ერთი ახალი ფოტო მაინც ვნახო. თურმე ბედნიერი ყოფილხარ . . . აბა, მე რა მჭირს? რატომ ვგრძნობ ყოველ წამს, რომ სიცარიელეში დავცურავ, რატომ? ნეტავ საერთოდ არ გამეცანი, არც ბაღის ასაკი გამოგვევლო ერთად, არც ეზოში გამოგვეცხო ქვიშის ნამცხვრები და არც პირველ კლასში წავსულიყავით ერთად სკოლაში, თეთრ სამოსში გამოწყობილები. ნეტავ არაფერი მქონდეს შენთან საერთო, მაშინ ხომ ასეთი მტკივნეული აღარ იქნებოდა? მაშინ ხომ მეც ნორმალურად ვიცხოვრებდი და აღარც იმის შეგრძნება დამტანჯავდა, რომ სხეულის ნაწილი მაკლია შენი სახით. წერილები კიდევ უამრავი იყო. თითოეულ მათგანში, დეა თავისი ცხოვრების იმ კონკრეტულ დეტალებზე ყვებოდა, რომელთაც რობი აკლდებოდა, მთელი ამერიკაში ყოფნის მანძილზე. ზოგიერთს შორის ინტერვალი დღეები იყო, ზოგიერთს შორის თვეებიც კი გახლდათ, მაგრამ ყოველი მათგანიდან იმოდენა გრძნობა იღვრებოდა, რობის ისიც კი უდგებოდა თვალწინ, როგორი გამომეტყველებით იჯდა და წერდა დეა ამ ყველაფერს. კითხვაში მთელი ღამე თეთრად გაათენა ბიჭმა. თუკი აქამდე ეგონა, რომ მეგობარს, მთელი ეს წლები ფეხებზე ეკიდა და არც კი ახსენდებოდა, ამ ბარათებს, მისი მოსაზრებები სრულიად სხვა რელსებზე გადაჰყავდა. ბოლო წერილის ჩაკითხვის შემდეგ, რომელიც დანარჩენებს შორის ყველაზე გრძელი იყო და ორიათას თვრამეტი წლით თარიღდებოდა, რობიმ, გადაღლილი თვალები ორივე ხელით მოისრისა და საწოლზე მიწოლილმა ღრმად ამოისუნთქა. ამ უკანასკნელი ბარათით, გოგონა მას საბოლოოდ ემშვიდობებოდა და საკუთარ თავთან მკაცრ პირობას დებდა, რომ აღარასდროს არაფერს დაწერდა, რადგან ეს ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელებაში უშლიდა ხელს. კითხვისგან თვალებაწითლებულმა ბიჭმა, წაკითხული წერილები კვლავ ერთად მოაგროვა, ისინი თასმით შეკრა, ფეხზე წამოდგა და მათ, თავის უჯრაში, საიმედო ადგილას მიუჩინა ადგილი. უკიდეგანო ცას უკვე საგრძნობლად დატყობოდა მტრედისფერ-ლურჯი სვეტები, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სულ მალე კაშკაშა ბურთიც ამოცურდებოდა წყვდიადიდან და თავის კუთვნილ ადგილსაც დაიკავებდა, დროებით რომ მიეტოვებინა, სრულიად ეულად. მიუხედავად მთელი ღამის უძილობისა, მოთენთილობას ოდნავადაც კი ვერ გრძნობდა რობი. წაკითხულ წერილებს, თითქოს კოფეინისგან მოგვრილი ენერგიით აევსოთ ბიჭის ორგანიზმი და არც თვალები ეხუჭებოდა, ყოველ ორ წამში ერთხელ, ისე, როგორც ეს უძილობის დროს სჩვევიათ ხოლმე. ერთადერთი, რაზეც მოცემულ მომენტში ეფიქრებოდა, იმ წერილების ავტორი გახლდათ, ცოტა ხნის წინ რომ სევდით გატენილი ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან. ფიქრებში გართული და საწოლზე გულაღმა გაწოლილი, იმასაც გრძნობდა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, უამრავი რაღაც ჰქონდა მოსაგვარებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქედან, ძველ მეგობართან ურთიერთობის საბოლოოდ მოგვარება იყო და ამ საქმეს აუცილებლად მიხედავდა, თანაც დაუყოვნებლივ! -აუცილებლად დაგიბრუბებ დეა! გპირდები, ძალიან, ძალიან მალე დაგიბრუნებ . . . 8 8 8 8 დილით, სამსახურში ორი წუთით ადრე შესულ დეას, კართან პირდაპირ ყურებამდე გაკრეჭილი ნუკი შეეფეთა და ზომაზე მეტად აღტყინებული სახით ჩამოეკიდა კისერზე. -დეა, დეა, დეაკო! იცი მაინც დღეს რა მაგარი ახალი ამბავი გავიგეთ?! -ხმამაღლა გაჰყვიროდა გოგონა და მაღალქუსლიანებზე ისე ხტუნავდა, თითქოს სპორტული კედები ეცვა ოფისში მხოლოდ ანდრო, ნუკი, ალექსი, თავის კაბინეტში, განცალკევებით მჯდომი სესილია და ახლა უკვე დეაც იყვნენ, ვინც, გაფართოებული თვალებით უმზერდა თანამშრომელს და სიტყვის ჩაკვეხებაც მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა ამ უკანასკნელს პირზე ააფარა ხელი, გასაჩუმებლად: -ნუკი, მოდი ჯერ დამშვიდდი, კარგი? -შეკავებული სიცილით ჩახედა მას თვალებში გოგონამ -ახლა პირიდან ხელს აგიშვებ და ნორმალურად ამიხსენი, ასეთი რა ამბავი გაიგე, შენი ხმა ქვედა სართულებამდეც რომ აღწევს -რა გაიგო და კოლექტიური გასვლა გვაქვს ამ უქმეებზე, სიღნაღში, თანაც კომპანიის სრული დაფინანსებით -მის მაგივრად, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილმა, ტაბლეტში ჩამძვრალმა ანდრომ გასცა პასუხი, ისე, რომ თავიც არ ამოუყვია იქედან -ანუ? -ბოლომდე ვერ მოახერხა ჩაწვდენოდა დეამ. იმ მომენტში, თავის მაგიდასთან მჯდომი ალექსიც შენიშნა და მხიარულად მიესალმა ამ უკანასკნელს -გამოკეთდით, დიდო ალექნსადრე? ძალიან დაგვაკლდი ეს დღეები -გამოვკეთდი დეა, გმადლობ -ისეთი მოკრძალებითა და თავაზიანობით მიუგო ბიჭმა, როგორც მისი ხასიათსთვის გახლდათ შესაფერისი. ზოგადად, ასეთი იყო- მუდამ დინჯსა და სერიოზულს, ზედმეტი ლაპარაკი არასდროს უყვარდა და სითამამეც მხოლოდ მაშინ შემოუტევდა, თუკი გადაჭარბებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. -მოკლედ, დეაკო -კვლავ დროებით მიჩუმებული ნუკი ალაპარაკდა -ორი დღით ძალიან მაგრად გავაჯაზებთ! სასტუმროს ხარჯებს რაც შეეხება, მთლიანად კომპანია დაფარავს. ვინც აქ ვართ, უკვე ყველანი ჩავეწერეთ სიაში და გვაინტერესებს, შენ რას იზამ? გოგონამ ღრმად ამოიოხრა, თავის სავარძელზე მოხერხებულად მოთავსდა და საპასუხოდაც მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა: -აუ ნუკი, არ ვიცი . . . ეს ჩალაგებები, ქალაქგარეთ გასვლა და მთელი ამბები, სიმართლე გითხრა მაგრად მეზარება -აღიარა გულწრფელად, მერე კი დაამატა -ჰო მართლა, ბაბი და ესმა სად არიან? ჯერ არ მოსულან? ამის თქმა იყო და გოგონებმაც, თითქოს წამყვანის მხრიდან გამოცხადებას ელოდნენო, ერთდროულად შემოღეს ოფისში შემოსასვლელი მინის კარი. ატყდა ერთი ამბავი და ალიაქოთი. ენაგადმოგდებული ნუკი, ყველას ენთუზიაზმითა და შემართებით უყვებოდა იმ სასტუმროზე, სადაც სიღნაღში წასვლის შემთხვევაში მოუწევდათ გაჩერება და საბოლოოდ, იმდენიც მოახერხა თავისი ქოთქოთით, რომ დეას ჩათვლით, ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქალაქგარეთ გასვლისა, ყველანი დაითანხმა უქმეების კოლექტიურ გარემოში გატარებაზე. წასვლის გეგმების დაწყობას, პირად ფოტოგრაფთან შეთანხმებასა და გასართობი პროგრამის შედგენაზე საუბარს რომ ბოლოს და ბოლოს მორჩნენ, ყველანი ერთობლივი ძალებით გადავიდნენ საქმის კეთებაზე. ანდრომაც, როგორც იქნა იკადრა მაგიდიდან ფეხების ჩამოღება და კომპიუტერის მონიტორიც აანთო. ოფისში საქმიანი ფუსფუსი შეინიშნებოდა. დეაც უკვე მთლიანად საქმეზე კონცენტრირებულიყო და გრძნობდა, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, ესკიზებიც საკმაოდ კარგი გამოსდიოდა. ამდენი დღის შემდეგ, პირველად იყო შემთხვევა, როდესაც გოგონა, თავის მაგიდასთან მდგომ ნაგვის ურნას არ ავსებდა დაკუჭული, გადაგდებული ნახატებით და ყოველი ფეხსაცმლის ესკიზი, მართლაც იდეალური გამოსდიოდა. ოთხი მათგანის დახატვის შემდეგ, თავის ნამუშევრებს კიდევ ერთხელ შეავლო კმაყოფილებით აღსავსე მზერა და მაგიდაზე დადებულ, ანანასის წვენის ბოთლსაც მოხსნა თავი, რათა მცირეხნიანი შესვენების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის. მაჯაზე შემოხვეულ საათს რომ დახედა, შეამჩნია, რომ უკვე პირველი დაწყებულიყო. ნუკის, მის მსგავსად გამოეცხადებინა შესვენება და გამობერილი ტუჩებით, კვლავ ინსტაგრამისთვის იღებდა მორიგ "სთორის". უნდა ითქვას, ამ გოგოსთვის, გამომწერების რიცხვი და ლაიქების რაოდენობა ფოტოებზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული საზრუნავი და ყველაზე დიდი განხილვის საგანიც იყო. მსგავსი ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის აღიზიანებდა ხოლმე დეას, თუმცა ნუკი, იმ გამონაკლისთა შორის იყო, ვისდამიც, მსგავს შეგრძნებებს არ განიცდიდა და პირიქით, ხალისობდა კიდეც. გოგონამ, წვენის ბოთლს თავი დაახურა, ერთმანეთში გადაჭდობილი თითები გაატკაცუნა და ის-ის იყო, კვლავ მორიგი სუფთა ფურცელი ამოიღო საქაღალდიდან, რომ მაგიდაზე დადებულ ხაზის ტელეფონზე, მწვანე ღილაკი აინთო. ეს ღილაკი იმას მოასწავებდა, რომ ოფისში, დაცვის ოთახიდან რეკავდნენ და დეამაც, ზედმეტი დაფიქრების გარეშე გადასწია ხელი ყურმილის ასაღებად. -გისმენთ! -ქალბატონო დეა, თქვენთან სტუმრად ვიღაც ბიჭია მოსული. გვაინტერესებს, ვინმეს ელოდებოდით თუ უკან გავუშვათ? გოგონას მაშინვე გაახსენდა, ანტონის ნათქვამი სიტყვები -შეიძლება ამ დღეებში სამსახურშიც გესტუმროო, ამიტომ, უეცარი სტუმარი, მაშინვე თავის ძმად ჩათვალა და მაშინვე მიუგო: -კი, ველოდებოდი, შეგიძლიათ ამოუშვათ -კარგით, გადავცემ -რა მოხდა სტუმარი გვყავს? -ყურმილის გადადება და ანდროს მხრიდან შეკითხვის დასმა ერთი იყო -ჰო, ჩემი ძმა მოვიდა, მოსანახულებლად. ალბათ ცოტა ხნით გამოიარა, ამ დროს წესით სამსაურშია ხოლმე -თავადაც უკვირდა ასეთ დროს ანტონის სტუმრობა, თუმცა იმაში, რომ მის სანახავად ნამდვილად უფროსი ძმა იყო მოსული, ეჭვი მანამ არ შეუტანია, სანამ ოფისის მინის კარები, ანტონის მაგივრად, სრულიად სხვა ადამიანმა არ შემოაღო და თავაზიანი ღიმილით არ მიესალმა თითოეულ ოფისში მჯდომს. -შეენ? -გაკვირვებისგან თვალებგაფართოებულ დეას, ლამის ენაც კი ჩავარდნოდა. ყველას დანახვას ელოდა თავის სამსახურში -მოჩვენებას, ფრანკეშტეინს, თქვენ წარმოიდგინეთ, თემოსაც კი, მაგრამ რობი ჯაფარიძე თუ იქნებოდა ის მნახველი, ვის შესახებაც დაცვის თანამშრომელი ესაუბრა ცოტა ხნის წინ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა -დილა მშვიდობის, დეა -აქ რას აკეთებ? -ჩუპა-ჩუპსები მოგიტანე -სერიოზულად გელაპარაკები! -მაშინ, მეც სერიოზულად გეტყვი, სალაპარაკო მაქვს შენთან -საკმაოდ ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვები, რითაც მიანიშნა, საუბარს ვერ გადაურჩები და აქედანაც მანამ არ წავალ, სანამ არ ვილაპარაკებთო -მაინც რაზე უნდა ვილაპარაკოთ? თანამშრომელთაგან ყველა, ალექსისა და ბაბის გარდა, მათ საუბარს უსმენდა და ვინაიდან, იქ შეკრებილთაგან ყველა, საკმაოდ კარგად იცნობდა ანტონს, უკვე ხვდებოდნენ, რომ ახლადმოსული, სრულიად სხვა ადამიანი იყო. -ჩვენზე -არც კი დაფიქრებულა ისე მიუგო რობიმ, თან კიდევ ერთხელ მოუბოდიშა მზერით დანარჩენებს -თქვენთან უკაცრავად, მაგრამ ამ ადამიანს ცალკე უნდა ვესაუბრო. -რა სისულელეა, რისი ბოდიში -თითქმის ერთდროულად მიუგეს ნუკიმ და ესმამ, ვინებიც დაუფარავი ღიმილით მიშტერებოდნენ რობის და თითქოს თავიდან ფეხებამდე სწავლობდნენ მას -რობი, მე აქ ვმუშაობ! -თუკი არ გინდა შენს სამუშაო დროს კიდევ ბევრი წუთი მოაკლდეს, მაშინ იძულებული ხარ დრო დამითმო -მერე ირგვლივ მიმოიხედა და იკითხა -ისე, აქ ჩემთვისაც ხომ არ აქვთ ვაკანსია? რაღაც არქიტექტორულ შესწორებებს ნამდვილად შევიტანდი ამ ოფისში. მაგალითად, შენი მაგიდის უკან რომ ლოტუსის ფორმის სანათია იმას მოვაშორებდი. გოგონამ თავი ძლივს მოთოკა, რათა თავისი და რობის აზრების დამთხვევაზე ხმამაღლა არ გასცინებოდა და ამის მაგივრად, ცალი წარბი აზიდა. ვერ იტანდა ისეთ მომენტებს, როდესაც ბევრი ადამიანის თანდასწრებით ვარდებოდა ხოლმე უხერხულ სიტუაციებში. აღნიშნულ მომენტში გრძნობდა, რომ რამდენიმე წყვილი თვალი, გაფაციცებით აკვირდებოდა თუ რა მოხდებოდა შემდეგ, ამიტომ, დანარჩენების თანდასწრებით კამათის გაგრძელებას, ისევ განმარტოებით საუბარი ამჯობინა, რობის მკლავში ხელი ჩაავლო და პირდაპირ ვერანდისკენ წაიყვანა, სადაც მათ გარდა, ნამდვილად არავინ იქნებოდა და არც ხელს შეუშლიდათ ვინმე. -ახლა სამსახურშიც ასე უნდა მომივარდე-ხოლმე?! -ვაა, მაგარი ვერანდაა -ვითომც არაფერიო ისე აღნიშნა რობიმ, როგორც კი გარემო მოათვალიერა -მაგრამ, მგონი ყვავილებს მორწყვა აკლიათ -სერიოზულად გელაპარაკები! -მეც სერიოზულად გეუბნები, მოსარწყავია -ამას ვის გადავეყარე! -შუბლზე ხელმიდებულმა დეამ, თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და მერე, სიმტკიცეც მოიკრიბა საუბრის გასაგრძელებლად -თქვი, რისთვის მოხვედი? -ნამსხვრევების შესაწებებლად -კვლავაც დაუფიქრებლად დაუბრუნა პასუხი -როგორც ჩანს, ერთ დროს შენი გული გავტეხე ჩემი სიტყვებით და ახლა ეს ნამსხვრევები უნდა შევაწებო გოგონას საშინლად მოუნდა გაღიმება, თუმცა არაფრით მისცა თავს საშუალება ასე მოქცეულიყო. -როგორც ვხედავ, ბოლომდე წაგიკითხავს ჩემი წერილები -საიდან მიხვდი? -იქედან, რომ მთელი ღამის უძილობა გაწერია თვალებზე -აწითლებულ უპეებზე, ნაზად გადაუსვა თითები დეამ და მერე, ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზეც მიეფერა -როგორი სხვა ხარ ახლა. როგორი გაზრდილი და გადასხვაფერებული. მხოლოდ შენი შავი თვალები არ შეცვლილა. -თავადაც ძალიან შეიცვალე -მის თითებს, ამჯერად თვითონ დასწვდა რობი, ხელის გულზე აკოცა და გოგონასთან უფრო ახლოს მივიდა -მაგრამ ისევ ჩემი დეა ხარ -არა, აღარ ვარ! -ეს, ახლა გგონია ეგრე -უზომო თავდაჯერება იკითხებოდა რობის მზერასა თუ ტონში -ვერ შეძლებ ჩემგან შორს ყოფნას მაშინ, როდესაც ასე ახლოს ვარ. ეს, თითქოს ბუნების კანონს ეწინააღმდეგება -სან-ფრანცისკოში მხატვრულად ლაპარაკიც გისწავლია -ჰო, არ იცოდი, სპეციალურ კურსებზე რომ დავდიოდი? -აჰაა, იუმორიც თავის ადგილზე ყოფილა -თქვა და ესიამოვნა კიდეც ეს ფაქტი გოგონას, რადგან ბავშვობიდან გიჟდებოდა რობის იუმორის გრძნობაზე -დეა, არ მინდოდა წასვლის წინ შენთვის იმ სიტყვების თქმა -ამ ჯერზე, უწინდელისგან სრულიად განსხვავებული, სერიოზული თემა წამოჭრა ბიჭმა -უბრალოდ ვიცოდი, რომ თუ გრძნობებს არ გავთიშავდი და ცივი არ გავხდებოდი, სხვანაირად მართლა ვერ შევძლებდი ყველაფრის დატოვებას. მე კი, ჰაერივით მჭირდებოდა იმ მომენტში გარემოს გამოცვლა -რობი, არ მინდა იმ დღეზე საუბარი -არც მე, თუმცა უნდა იცოდე, რომ არც თვითონ ვყოფილვარ დალხენილ სიტუაციაში. ორივემ საკმარისად ვაწყენინეთ ერთმანეთს, მაგრამ მე შევძელი ყველაფრის დავიწყება და მინდა ეს შენც შეძლო -ის წერილები, რომლებიც დაგიტოვე . . . -წამითაც არ შეგრცხვეს მათ გამო, გესმის? -მსწრაფლ გააწყვეტინა რობიმ, რადგან მიხვდა თავს რომ უხერხულად გრძნობდა -იმ წერილებში, იმდენად გულახდილი, საოცარი იყავი, ცოტათი მეუცხოვე კიდეც -მერე გოგონას სახე ხელებში მოიქცია, მის თმაში თითები გაასრიალა და ოდნავ ჩაეღიმა -იმ წლებისთვის ხაზის გადასმა, რომლებიც ერთად გვაქვს გატარებული, ილუზიაა და მეტი არაფერი. მაგას ვერ მოვახერხებთ დეა, ვერც მე და ვერც, შენ -გეყოფა . . . -ჰო, მეყოფა, მაგრამ მხოლოდ დღეისთვის -კვლავ იდუმალი ღიმილით უღიმოდა ბიჭი -რაც ჩემთვის ძვირფასია არასდროს ვთმობ და არც შენ დაგთმობ, ეს კარგად დაიმახსოვრე! დეა აღარაფერს ამბობდა. მხოლოდ თვალმოუშორებლად უყურებდა თავის წინ მდგომ ადამიანს და მასში სრულებითაც ვეღარ ხედავდა თექვსმეტი წლის ცელქ ბავშვს, ვისთან ერთადაც, მეზობლების კარებებზე აკაკუნებდა და მაშინვე გარბოდა ხოლმე. ამ წამს, მის პირისპირ ზრდასრული, ჩამოყალიბებული, სიმპათიური და თავდაჯერებული მამაკაცი იდგა, ვინც უკან არაფერზე დაიხევდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. -სამუშაოს უნდა დავუბრუნდე -მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო დაბნეულმა გოგონამ, არც თუ ისე ცოტახნიანი დუმილის შემდეგ. მართალია, ამის გამო საკუთარ ხასიათს ვერ იტანდა, თუმცა რაც თავი ახსოვდა, მუდამ ის პრობლემა ჰქონდა, რომ წყენას მარტივად ვერასდროს ივიწყებდა ხოლმე. ახლაც არ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, მომხდარი ფეხებზე დავ’იკიდოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ასი პროცენტით გახლდათ დარწმუნებული, დადგებოდა დღე, როდესაც მისი ბაგეებიდან მსგავსი შინაარსის სიტყვებიც ამოვიდოდა, თუმცა დღეს, მათი წარმოთქმა ნამდვილად არ შეეძლო. დრო სჭირდებოდა. დრო, რომელიც ყველაზე კარგი მკურნალი იყო მისთვისაც და მისი ჭრილობებისთვისაც -ჰო, მესმის . . . თან მგონი ყველა ჩვენ გვიყურებს -მინის კარის მიღმა დარჩენილ, დეას თანამშრომლებს გადაავლო მზერა ბიჭმა, სანამ აღნიშნულ დასკვნას გააკეთებდა -არც მიკვირს, ვისაც აქ ხედავ, ყველა ძალიან ცნობისმოყვარეა, ორის გარდა -ბაბი და ალექსი იგულისხმა გოგონამ იმ წამს, რომელთაც, სრულებითაც არ აინტერესებდათ სხვისი დრამები, თუკი თავის სამუშაოში იყვნენ ჩაფლულები -ისე, ილიას რატომ დაშორდი? ამის შესახებ, წერილებში აღარ ეწერა -თან ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა რობი, თან ის შეკითხვაც დასვა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. დეას, არც უფიქრია რამე დაემალა. -როგორც კი სკოლა დავამთავრეთ, მაშინვე ცოლობა მთხოვა -სახეზე ღიმილით გაახსენდა გოგონას ეს ყველაფერი -მაშინ, ოჯახისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი, პირდაღებულიც კი ვუყურებდი მის ხელში მოქცეულ ბეჭდის ყუთს. მერე, ჩემი უარის გამო, ნელ-ნელა ურთერთობაც გაგვიფუჭდა და საბოლოოდ, დაშორების გადაწყვეტილებაც მივიღეთ -ძალიან ცუდი. არადა შენი მონაყოლიდან თუ ვიმსჯელებდით, კარგი ტიპი უნდა ყოფილიყო -იყო კიდეც, მაგრამ ეს უკვე წარსულია -რობის მიერ გაღებულ კარში, პირველი შევიდა დეა და კვლავ თანამშრომლების მზერას შეეფეთა, ჭორიკანა მეზობლებივით რომ უთვალთვალებდნენ მალულად და აშკარად იმის ინტერესი კლავდათ, თუ ვინ იყო მის გვერდით მდგომი მამაკაცი. ამის გამო, დეამაც გადაწყვიტა დიდხანს აღარ ეწვალებინა მათი ტვინის ნაოჭები და სანამ ვინმე ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან გასკდებოდა, კომენტარი მანამ გააკეთა : -ხალხო, გაიცანით, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, რობი ჯაფარიძე! -ხელითაც შეეხო ბიჭის მკლავს ამის თქმისას -ბოდიშით, აქამდე არ მომაფიქრდა თქვენთვის წარმედგინა. რაღაც მნიშვნელოვან თემაზე გვქონდა სასაუბრო და . . . -ძალიან სასიამოვნოა, მე ნუკი ვარ -მე, ესმა -წითურმაც წამოყო თავი საკუთარი მაგიდიდან და ღიმილიც არ დაუშურებია რობის მისამართით ბაბი, დანარჩენებთან შედარებით, ბევრად უფრო მოკრძალებულად გაეცნო ბიჭს, ხოლო ალექსსა და ანდროს რაც შეეხება, მათ უბრალოდ ხელი ჩამოართვეს და კვლავ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. გაცნობის ფორმალური მხარე შედგა. ვინაიდან და რადგანაც დეასთან საუბარსაც მორჩა და მისი თანამშრომლების სახელებიც სათითაოდ გაიგო, წასასვლელად უკვე სრულიად მზად გახლდათ. სახლში მისვლამდე, ქალაქში აპირებდა ხეტიალს, რათა მხარზე გადაკიდებული ფოტო-აპარატით ის ადგილები დაეფიქსირებინა, რომელთა იერსახეც, მისი ბავშვობის მერე, ოდნავადაც არ შეეცვალათ. -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა -ღიმილით გადახედა რობიმ თითოეულ იქ მყოფს, მერე კი კვლავ დეას მიუბრუნდა და დაბალი ხმით უთხრა -სხვა დროს აუცილებლად გავაგრძელებთ ლაპარაკს, მე და შენ -ძმაო, ერთი წამით მოიცა რა -მოულოდნელად წამოხტა ანდრო თავისი სკამიდან, მაგიდას მოუარა და რობის მხარზე გადაკიდებულ ჩანთას დახედა -შენ რა, ფოტოგრაფი ხარ? -არა, ასეც არ ვიტყოდი, უბრალოდ ფოტოხელოვნების ექვსთვიანი კურსები მაქვს გავლილი -დაბნეულმა მიუგო რობიმ, რადგან ნამდვილად ვერ მიხვდა, რატომ უსვამდნენ ასეთ შეკითხვას. დეაც საკმაოდ გაკვირვებული იდგა და სანამ ანდრომ არ დააზუსტა, ჩვენმა პირადმა ფოტოგრაფმა ცოტა ხნის წინ დარეკა იმის სათქმელად, რომ სიღნაღში ვეღარ გაგვყვებაო, მანამ ვერ ჩაწვდა სიტუაციის არსს -მოიცა, მოიცა, ანუ გინდა რობიმ ითავოს ჩვენთვის სურათების გადაღება მთელი ორი დღის მანძილზე, რაც დასასვენებლად ვიქნებით? -წარბაწეულმა გადახედა ბიჭს, დეამ, თუმცა აქ უკვე ნუკი და ესმა წამოხტნენ თავიანტი მაგიდებიდან -კარგი რა დეაკო, ხომ იცი ახლა ნორმალური ფოტოგრაფის შოვნა როგორ ჭირს, წამოვიდეს რა ჩვენთან ერთად და ძებნაც აღარ მოგვიწევდა -ნუკი გაჩუმდი, ფოტოებს ანდროც გადაგიღებს, მისი პროფესიაც ხომ ესაა? -მოიცა და მე ვინ უნდა გადამიღოს? თქვენნაირ არაპროფესიონალებს ნამდვილად ვერ ვანდობ ჩემნაირი უნიკალური ქმნილების ფირზე აღბეჭდვას -თქვა ამაყად, თავი კვლავ რობისკენ მიაბრუნა და მხარზე ხელი დაადო -ძმაო, ამ უქმეებზე თუ საქმე არაფერი გაქვს, კაცურად, გაგვიკეთე რა ეს საქმე. შენთვისაც კარგი იქნება, მაგარ გაჩითულ სასტუმროში გვიფინანსდება ნომრები. დასვენება და პატივისცემაც ჩვენზე იყოს, მოსულა? რობის ოდნავ ჩაეცინა და მაშინვე დეას გადახედა, ისე, თითქოს ამ უკანასკნელისგან ელის თანხმობასო. მართალია, ძველ ადგილებსა და ქუჩებს, ხშირად აღბეჭდავდა ხოლმე თავის კამერაზე, მაგრამ ადამიანების გადაღება მისი სტილი ნამდვილად არ გახლდათ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ შემოთავაზებაზე დათანხმება სურდა, ახლა მის გვერდით იდგა და ეს მიზეზი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა ბიჭს თავი დაექნია მიღებულ წინადადებაზე. -აუ, ახლა გაგიცანი, მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ რაა! -გახარებულმა დაუტყაპუნა მხარზე ხელი, ანდრომ. ნუკისაც და ესამასაც ღიმილმა გაუნათათ სახეები, რადგან ახალი „სათამაშო“ იშოვეს ამ უქმეებზე. მხოლოდ დეა იდგა გაურკვეველი გამომეტყველებით და ისიც კი ვერ გაეგო, გახარებოდა თუ სწყენოდა. ფაქტია, რობიმ ეს ყველაფერი მისგან დაუკითხავად გადაწყვიტა და ეს ცოტათი აბრაზებდა კიდეც, თუმცა მეგობარზე შურისძიება ნამდვილად არ მოუწევდა. მის მაგივრად, ამას ნუკი და ესმა გააკეთებდნენ, ვინებიც, მოსვენებასაც არ მისცემდმემ ბიჭს მთელი იმ დღეების განმავლობაში. აღნიშნულში, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული დეა და სწორედ ეს გვრიდა უზომო შინაგან კმაყოფილებას. -მოკლედ, ზეგ დილით ძალიან ადრე გვაქვს გასვლა და თუ არ გადაიფიქრებ, შვიდ საათზე, უკვე მოედანზე იყავი, იქედან უნდა გავყვეთ სპეციალურად დაქირავებულ მინივენს -ამჯერად, ალექსიც ჩაერთო საერთო დიალოგში -თუ მანქანა არ გყავს, დილით ჯერ ბაბის გავუვლი და მერე შენ გამოგივლი -მე, ჩემი ძმა მომიყვანს ალექს, ნუ შეწუხდები -მშვიდად განაცხადა ბაბიმ, თან ტელეფონში განაგრძო ქექვა. ალექსს, აშკარად შეეტყო სახეზე, რომ დიდად არ ესიამოვნა ეს სიტყვები, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. -არც მე დამჭირდება, მანქანით მოვალ -რობიმაც უარით უპასუხა საბრალო ბიჭის შემოთავაზებას -მოკლედ, ახლა დაგემშვიდობებით, ძალიან მეჩქარება. დეტალებზე ალბათ დეა მომიყვება, მოგვიანებით, თუკი სოციალურ ქსელში ჩემთვის მოწერას იკადერებს -ორაზროვნად წარმოთქვა ეს სიტყვები ბიჭმა, კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ყველას და ოფისიდან გასასვლელ კარშიც გააბიჯა, ისე, რომ ბოლო წამს, დეას რეაქციასაც აღარ დაკვირვებია. გოგონამ, დაბღვერილი მზერა გააყოლა ოფისიდან გასულ მეგობარს. შინაგანად, ძალიანაც უხაროდა ის, რომ რობი, მთელს უიკენდის დღეებს მასთან ერთად გაატარებდა, თუმცა მეორეს მხრივ, ნერვები ეშლებოდა, რომ გადაწვეტილება ასე თვითნებურად მიიღო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ბოლომდე დალაგებული ურთიერთობა და ეს ყველაფერი, სასიამოვნოსთან ერთად, ოდნავ უცნაურადაც ეჩვენებოდა. -დეაკო, ვინ იყო ეს ბიჭი? -ფიქრების სამყაროდან ნუკის ხმამ გამოარკვია გოგონა და პირველი, რასაც შეეჩეხა, მისი ცნობისმოყვარეობით გატენილი თვალები იყო -მეგობარი იყო ნუკი, წეღანაც ხომ გითხარი? -მაქსიმალურად ეცადა რბილად გამოსვლოდა. არ სურდა მოთმინება დაეკარგა, რადგან, კარგად იცოდა, როგორი აზრებიც ტრიალებდა ახლა გოგონას თავში -ნამდვილად მეგობარია? -კი, ნამდვილად მეგობარია -კვლავ თავის დროებით მიტოვებულ მაგიდას მიუჯდა დეა -მგონი, ჩვენი ნუკიკო მოიხიბლა -რა თქმა უნდა, არც ანდროს ენას გაჩერებულა კომენტარის გაკეთების გარეშე -რაო, ინსტაგრამის პრინცესა, ამ უქმეებზე ახალი საკბილო იშოვე? -აბა რა ვქენი -გაეცინა ნუკისაც -ისეთი ვინმეა, რომ ვუყურებ, მთელი სხეული თავისდაუნებურად მიცხელდება -მე, ნერწყვების ყლაპვა მახრჩობს -მხოლოდ იმიტომ თქვა ბაბიმ, რომ ამ დროს, ალექსის რეაქცია დაეჭირა და მიიღო კიდეც სასურველი შედეგი. ბიჭს, აშკარად უკმაყოფილოდ შეეკრა წარბები და კალამის მაგიდაზე კაკუნს მოჰყვა -აი, მე კი მინდება ჩემი საძინებლის საწოლზე მივაბა და აღარასდროს ავუშვა -არც ესმა ჩამორჩა გოგონებს და რობის ჯაფარიძის მიერ მოხიბლულთა ტრიუმვირატიც ოფიციალურად შეკიკრა. თანამშრომელთა საქციელის შემყურე დეამ, დიდხანს ითმინა, მერე კი ვეღარ გაუძლო- ერთი ღრმად ამოიხვნეშა, თავი ხელებში ჩარგო და ძლივსგასაგონად ამოთქვა : -ახლა გული ამერევა . . . 8 8 8 8 თითქმის დილის შვიდის ნახევარი იყო, როდესაც რობიმ, დეას კორპუსის წინ, პირდაპირ მის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა და მობილურზე, ამ უკანასკნელის ნომერიც აკრიბა, რათა გაეგო, უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა, თუ, არა. უკანა სავარძელზე, თავისი Canon-ის გადამღები და საჭირო ნივთების სავსე ზურგჩანთა მოეთავსებინა ბიჭს. როცა უფიქრდებოდა, არც კი სჯეროდა, პირად ფოტოგრაფად რომ აპირებდა მუშაობას მთელი ორი დღე. ეცინებოდა კიდეც საკუთარ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ამ სიგიჟეს ნამდვილად ჰქონდა თავისი სერიოზული მიზეზი და აღნიშნული მიზეზის გამო ადგა ასე ადრიანად, თავისი ცხოვრების მანძილზე პირველად. მზის სხივები ჯერ კიდევ სუსტად ანათებდნენ ღია ნაცრისფრად შეფერილ ცის კაბადონს. დილის ოდნავ სუსხიანი ქარი, უსახლკარო ადამიანივით დაეხეტებოდა ქუჩებში და ჰაერში აყრილ მტვერს, პატარა ქარბორბალებივით ატრიალებდა. -გისმენთ -ყურმილში რომ ნაცნობი, ოდნავ ნამძინარევი ხმა ჩაესმა, საჭეზე თითების კაკუნი მაშინვე შეწყვიტა ბიჭმა და ინსტიქტურად ახედა დეას ფანჯარას, საიდანაც, ძალიან მკრთალად იღვრებოსა ოქროსფერი ნათება -შენს სადარბაზოსთან ვდგავარ, მალე ჩამოხვალ? -რობი?! -ყოჩაღ, გამოიცანი -სავარძლის საზურგეს მიეყრდნო გაღიმებული -ჰო მართლა, დილა მშვიდობისა -ჩემი ნომერი საიდან იშოვე? -ქვეცნობიერმა ამომძახა -ახლა სერიოზულად მიპასუხე! -კარგი, მაშინ ანტონმა ჩაგიშვა, ოღონდ ამის გამო კუთხეში ნუ დააყენებ, ცოდოა -შენ და შენი იუმორი -მართალია ეს მხოლოდ სატელეფონო საუბარი იყო და ვერ ხედავდა, თუმცა მაინც ზუსტად იცოდა, რომ იმ წამს თვალები გადაატრიალა გოგონამ -აღარ ჩამოხვალ? წვერები გამიჭაღარავდა შენს ლოდინში -მერე და ვინ გთხოვა მომაკითხეო? საერთოდ, ტაქსით ვაპირებდი მოედნამდე მისვლას -იცოდე ამოვალ და ძალით ჩაგტენი მანქანაში -მაინც არ ნებდებოდა რობის ხასიათის ჯიუტი ნაწილი -ხომ იცი, ამის გაკეთება ოდნავადაც არ გამიჭირდება? -მე კი, პოლიციაში დარეკვა და საჩივრის შეტანა არ გამიჭირდება, ქალზე ძალადობის მუხლით! -ელვის უსწრაფესად წამოვიდა საპასუხო დარტყმა დეასგანაც, რამაც უფრო დიდ აზარტში შეიყვანა ჯაფარიძე -კარგი, მაშინ მე იმას მოვყვები განყოფილებაში, სკოლის უკან მცხოვრებ თეკო ბებოს რომ ალუჩას და მანდარინებს პარავდი ხოლმე რამდენი არ ეცადა დეა სიცილის შეკავებას. რა სევდიანი ამბები აღარ ამოტუმბა ტვინის მიძინებული უჯრედებიდან, თუმცა საბოლოოდ, მაინც დამარცხებულის გვირგვინი დაიდგა თავზე და ხმამაღლა აკისკისდა. -წარსულის ცოდვებს მახსენებ, არა, ჯაფარიძე? -როგორც კი ოდნავ მოითქვა სული, მაშინვე ჰკითხა -რომ იცოდე, ვერაფერს გახდები. ეგ საქმე, თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფით მაქვს ნაკერი და მტკიცებულებები არ არსებობს -დეა ხომ იცი, რომ აქედან შენს გარეშე არ წავალ? -ჰკითხა ბიჭმა ისეთი ტონით, რომ გოგონამაც ნათლად იგრძნო შეკითხვის რიტორიკულობა -დაუჯერე დიად ბენჟამინს და ძვირფას დროს ტყუილად ნუ ფლანგავ -შვიდი წლის წინ, ასეთი ნერვებისმომშლელი არ იყავი -შვიდი წლის წინ, იმდენად ძლიერ გიყვარდი, რომ ჩემში პატარა ნაკლოვანებებსაც ვერ ხედავდი -მაინც არ მომეშვები, ხომ? -მე კი მოგეშვები, მაგრამ ჩემს გულს რა ვუყო? -ნამდვილი კლოუნი ხარ, ჯაფარიძე! -ათ წუთში ქვემოთ იყავი, შენგელია, თორემ კომფორტული სავარძლის მაგივრად, ჩემი საბარგო განყოფილებით მოგიწევს მგზავრობა! -მუქარასავით გააჟღერა ბიჭმა ბოლო სიტყვები და ყურმილი ისე დაკიდა, დეასგან საპასუხო "ხმლის მოქნევას" აღარ დალოდებია. საბედნიეროდ, საუკუნის ბოლომდე ცდა ნამდვილად არ არგუნა ბედისწერამ. დეა, დათქმულ დროზე გაცილებით ადრე გამოჩნდა ჰორიზონტის ხაზზე, დიდი, ცისფერი ზურგჩანთითა და ამავე ფერის, Puma-ს სპორტულებით, თეთრ, დაბალძირიან კედებთან რომ ჰქონდა შეხამებული. გოგონამ მეტად მოღუშული სახით აუარა გვერდი, ეზოში დაყენებულ სხვადასხვა მარკის ავტომობილებს, თავზე დაფარებული კეპი გაისწორა და როგორც კი სალონიდან გადმოსული რობი შენიშნა, პირდაპირ მისკენ დაიძრა, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. -მეგონა ამერიკიდან ლიბერალიზმით განმსჭვალული დაბრუნდებოდი, შენ კიდევ თურმე ძალადობის გარდა არაფერი გისწავლია -ეგ მე მომეცი -მწარე რეპლიკა არ შეიმჩნია ბიჭმა, ისე ჩამოართვა მძიმე ზურგჩანთა და მას, მანქანის უკანა სავარძელზე მიუჩინა ადგილი, ფოტო-აპარატთან ერთად -აღარ ჩაჯდები? -რახან მოედნამდე მისასვლელად, ჩემი პირადი მძღოლობა ითავე, კეთილი ინებე და კარიც თავად გამიღე -ირონიული ღიმილით დაეკრიფა ხელები გულზე დეას და გამომწვევ მზერას არ აშორებდა მეგობარს. მისმა ასეთმა საქციელმა, რობიც აშკარად გაამხიარულა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გამოაღო ავტომობილის მარჯვენა კარი -დაბრძანდით, მილედი -ეგ დამცინავი გამომეტყველება მოიშორე, თორემ წინა ორი კბილის გარეშე მოგიწევს გაღიმება! -კი ბატონო, გემორჩილები -მშვენიერია -თვალი ჩაუკრა და გადაინაცვლა კიდეც მანქანის სალონში, რომ კვლავ რობის ხმა მოესმა: -კარგი, კარგი, არ დაჯდე, ჭიკარტი დევს მანდ! სამწუხაროდ, ძალზედ გვიანი აღმოჩნდა. დეამ, ვისაც უკვე მოესწრო სავარძელში ჩაჯდომა, ჭიკარტის ხსენებაზე, უეცარი წამოხტომისგან, თავი მანქანის ჭერს აარტყა და კარგა გვარიანადაც ეტკინა ეს უკანასკნელი. -ჯანდაბა, ჯანდაბა! -მაშინვე თავზე მოიკიდა ხელი გოგონამ და იმ წამს, გაიაზრა კიდეც, რომ ცოტა ხნის წინ, ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდა -სრული იდიოტი ხარ, ჯაფარიძე! ნამდვილი დაუნი! -გეყოფა, ნუ წუწუნებ, ქორწილამდე აუცილებლად მოგირჩება -შეკავებული სიცილით დაამშვიდა ბიჭმა, მესაჭის სავარძელი შეავსო, თან მანქანის ძრავაც აამუშავა პარალელურად -ღვედი შეიკარი -არ შევიკრავ! -დამაჯარიმებენ დეა -ჰოდა, მეც ზუსტად ეგ მინდა! ხომ უნდა განანებინო ჩემს წასაყვანად რომ გადაწყვიტე მობრძანება და კინაღამ თავიც გამიტეხე?! ბიჭმა, პასუხი მხოლოდ მაშინ დააბრუნა, როცა მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა და სხვა მოსიარულე ოთხბორბლიანების რიგს შეუერთდა. -დეა, ღვედი გაიკეთე და რაღაცას მოგცემ -რას, ჩუპა-ჩუპსის კანფეტს? -არა, ბევრად უფრო კარგ რამეს -ღიმილისგან მოჭუტული თვალებით უყურებდა ბიჭი -ოღონდ თხოვნა თუ ათი წამის ინტერვალში არ შესრულდა, მაშინ საჩუქარიც ჩემთან დარჩება. მორჩა, ათვლას ვიწყებ! ამ სიტყვების შემდეგ, რობის, ციფრ ორამდე მისვლაც აღარ დასჭირვებია ისე დაინახა დეას სხეულზე გადაჭერილი ქამარი და ირიბად ჩაეცინა. წლებს ნამდვილად ვერ შეეცვალათ მისი მეგობრის ხასიათის შტრიხები და საჩუქრის ხსენებაზე, ახლაც უწინდელივით მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც კი სთხოვდნენ. -კარგი, ღვედი მიკეთია, ახლა რა იქნება? რობიმ ჯერ შუქნიშანთან შეანელა სვლა, დანარჩენი მანქანების მსგავსად, მერე კი თვალებით, მარჯვენა მხარეს ჩამონტაჟებულ, დიდ უჯრაზე ანიშნა. -მიდი, გამოაღე -ეს? -ჰო, ეგ -ნამდვილად? -ეჭვიანი მზერა არ შორდებოდა გოგონას -დიდი იმედი მაქვს, აქედან კალია არ ამოხტება, ისე, როგორც მეორე კლასში გამიკეთე, კოტე ბაბუას მანქანით მგზავრობისას -ეგ ჯერ კიდევ გახსოვს? -ღიმილნარევმა გაკვირვებამ დაიდო ბინა რობის სახეზე -რა თქმა უნდა მახსოვს. მაგ დღეს, იმდენად შემაშინე, მგონი კოტემ, ცხოვრებაში პირველად აგიწია ყური და მეც მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეგირიგდი -მოგონებებზე ღიმილი მოადგა დეას, პრევენციის მიზნით, უჯრა მაინც ფრთხილად გამოაღო და საბოლოოდ, იქ ჩადებული რაფაელოს მოზრდილი ყუთის დანახვისას, სიხარულისგან წამოიყვირა -აუუუ! ვგიჟდები რა ამ ტკბილეულზე! -მეც ვიცი რომ გიჟდები . . . ბავშვობაში, თუკი რამით გაგაბრაზებდი, მუდამ ტკბილეული იყო ხოლმე შენი შემორიგების გარანტირებული საშუალება, მაგრამ ახლა რა გზას მივმართო? რა გავაკეთო იმისთვის, რათა მალე მოვიდეს დრო, როცა ნორმალურად გადამეხვევი? დეას, თითქოს სპაზმებად მოაწვა ყელში მახრჩობელა ცრემლები და მეგობრის ნაჩუქარი ტკბილეულის ყუთი ინსტიქტურად დაიდო მუხლებზე. ის მხიარული ატმოსფერო, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად შექმნეს, უმოწყალოდ გადარეცხა უზარმაზარმა, სევდისფერმა ტალღამ და იქ, დაძაბულობის გარდა აღარაფერი დატოვა. მართლაც რომ მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა დეას, რათა აწყლიანებული თვალებისთვის ყველანაირი გზა მოეჭრა და სითხის შესაკავებელი ჯებირები აეშენებინა, უმოკლეს დროში. ყურადღების გადასატან საუკეთესო საშუალებად, იმ მომენტში მაგნიტოფონი მოევლინა, ამიტომ, სწრაფად მიაჭირა თითი ჩართვის ღილაკს, ხმას ოდნავ აუწია და Coldplay-ს ერთ-ერთი სიმღერის გაონებაზე, თავი საქარე მინისკენ მიაბრუნა. ადამიანისთვის, ვისაც დეა ხუთი თითივით ჰყავდა შესწავლილი, მეტად ადვილი მისახვედრი იყო, რომ მსგავსი ჟესტით, საუბრისგან თავის არიდებას ცდილობდა და ამიტომ, აღარც რობის გასჩენია სურვილი დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ეიძულებინა მეგობრისთვის. მთელი დარჩენილი გზა მოედნამდე, მუსიკების მოსმენასა და უსიტყვობაში გალიეს. მხოლოდ დანიშნულების ადგილს მიახლოებულებმა გადაწყვიტეს დუმილისთვის წერტილის დასმა და შავ მინივენსაც მოჰკრეს თვალი, რომლის წინაც, ნელ-ნელა იკრიბებოდნენ სიღნაღში წასვლის მსურველები. -ალექსი, ბაბი და ესმა უკვე მოსულან -აღნიშნა დეამ, თან ღვედიც შეიხსნა და თავის რაფაელოსაც დახედა ღიმილით -ჰო მართლა, შენს მანქანას აქ უპირებ დატოვებას? -მაგაზე არ ინერვიულო, კოტე წაიყვანს, სათადარიგო გასაღები აქვს -კი მაგრამ, ტაქსით რატომ არ წამოხვედი? -მხოლოდ ახლა ჩაფიქრდა ამაზე დეა და გაუკვირდა კიდეც -კარგი, ალექსი მაგალითად ტაქსიში ჯდომას ვერ იტანს და აქამდეც ამიტომ მოვიდა თავისი მანქანით, მაგრამ შენ? -მეც საკმაოდ ლოგიკური მიზეზი მაქვს ამის ასახსნელად -მშრალად მიუგო ბიჭმა და სალონიდან გადასვლაც დააპირა, რომ მაჯაში ჩავლებულმა დეას ხელმა შეაჩერა. გოგონა, დაუფარავი ინტერესით უყურებდა სახეში და ზურმუხტისფერი თვალებით ისე ზვერავდა, თითქოს პირისპირ, საკვლევი ობიექტი უზისო -მაინც, რა მიზეზი გაქვს, რობინზონ? -რაფაელოს რატომ არ ჭამ? -მუხლებზე დადებულ ტკბილეულზე მიანიშნა ბიჭმა ყურადღების გადატანის მიზნით. -გზაში შევჭამ . . . შენ კი, შეკითხვას თავს ნუ არიდებ! რობის, ტუჩის კუთხეში ნელ-ნელა შეეპარა ღიმილი, დეას ლოყაზე მარჯვენა ხელი ნაზად ჩამოატარა და მერე, უკვე მის თმის ბოლოებსაც წაეთამაშა. -იმიტომ, რომ ცოტა ხნით შენთან განმარტოებით მინდოდა ყოფნა, ყოველგვარი ზედმეტი პირების გარეშე -უთხრა იმდენად გულწრფელად, გოგონას სუნთქვის რიტმიც კი გაფუჭებული რადიოსავით აერია აღნიშნულ მომენტში -მორჩა, მგონი ამომწურავი პასუხი მიიღე და ახლა უკვე შეგვიძლია მანქანიდან გადავიდეთ. ისედაც ყველა ჩვენ გვიყურებს და ელოდებიან როდის გავაკეთებთ ამას ხრიოკი მინდორივით გამომშრალ ყელში, საკმაოდ მძიმედ გადააგორა ნერწყვი დეამ. მერე, მინივენთან შეკრებილ თანამშრომლებს მოატარა მზერა, რამდენიმე წამით და გვერდითა სავარძელზე მჯდომ მეგობარს, თავი უხმოდ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუქნია. რობის შავ თვალებში ყურება უკვე მის ძალებს აღემატებოდა, თუმცა რატომ, ამას საკუთარ თავთანაც კი ვერ ხსნიდა. - - - - სპეციალურად დაქირავებული მანქანა, ზუსტად რვის ნახევარზე დაიძრა სიღნაღის მიმართულებით. მართალია უფრო ადრეც აპირებდნენ გასვლას, მაგრამ ნუკის დაგვიანებამ, ვინაც თავი იმით იმართლა "მაკიაჟი გამედღაბნა და დამატებითი დრო დამჭირდაო", ყველანი შეაბრკოლა. მიუხედავად გვიან გასვლისა, მანქანაში მაინც მხიარული განწყობა სუფევდა. ბაბი და ალექსი, ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. მათ პირდაპირ, ანდრო დასკუპებულიყო და ესმასთან და ნუკისთან ერთად, უკვე მეათასე სელფს მაინც იღებდა, საძმაკაცო გულზე უნდა დავხეთქო ასეთი გოგოები რომ მიმშვენებენ გვერდსო. რობისა და დეას რაც შეეხება, მათაც გვერდიგვერდ დაეკავებინათ ადგილი, თუმცა კონტაქტი სხვა დანარჩენებთან უფრო ჰქონდათ, ვიდრე ერთმანეთთან. უნდა ითქვას, საკმაოდ კარგად და მარტივად შეეწყო ბიჭი, დეას კოლეგებს. თბილისის უკან მოტოვებიდან ნახევარ საათში, უკვე თავის იმ მოვალეობის შესრულებაც კი დაიწყო, რის გამოც მათთან ერთად გახლდათ წამოსული და ყელზე ჩამოკიდებული ფოტო-აპარატით, მგზავრობის კადრების აღბეჭდვას მოჰყვა. ნუკი და ესმა, განუწყვეტლივ პოზიორობდნენ, კამერის წინ. ხან თმებს ისწორებდნენ, ხან მაკიაჟს, ხან ტანისამოსს და დეასა და ბაბისაც აიძულებდნენ კადრში გამოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გოგონები, ამის სურვილს მაინცდამაინც არ გამოთქვამდნენ. -აუ რობი, არ გინდა ერთი სურათი მეც და შენც გადავიღოთ, მარტოებმა? -ძლივსძლივობით ჩაეკვეხა ბიჭის გვერდით ნუკი, ამის თქმისას და სანამ დადებით პასუხს გასცემდნენ, უკვე სელფის კამერის ჩართვაც მოასწრო -დაგერხა ძმაო, ერთი სურათი მხოლოდ სიმბოლურად ახსენა, თორემ ისე, ორსაათიანი ფოტოსესია აქვს მხედველობაში -მოკლედ, ერთი სკოჩი როგორ არ უნდა წამომეღო შენი პირისთვის, ანდრო! ახლა უკვე ვნანობ -ბრაზით გადახედა ბიჭს, ხუმრობის ადრესატმა, თუმცა მეორე წამს, ისევ კამერას მიუტრიალდა ღიმილიანი სახით და რობისთან ერთად, მორიგი ფოტო გადაიღო -ეგ ხუმრობა, ბაბუაჩემი კალენიკეს დროსაც კი მოძველებული იყო ნუკიკო, რამე ახალი და ორიგინალური გაქვს მოსაფიქრებელი -აუ მოფიქრებაზე გამახსენდა, რა მუდოებივით ვმგზავრობთ, რამე არ ვითამაშოთ? -აღტყინებით წამოჭრა ახალი იდეა ესმამ და კოლეგებს სათითაოდ გადაავლო მზერა, თავისი წიწვისფერი თვალებით -"ამის პატრონმა რა ქნას"-სთვის უკვე ძალიან დიდები ვართ -განაცხადა ალექსმა, თან ცხვირზე დაკოსებული სათვალეც შეისწორა, ცერა და საჩვენებელი თითის გამოყენებით. მისი ეს ჟესტი იმდენად ხშირად მეორდებოდა ხოლმე, რომ ანდრო, იმასაც კი ეუბნებოდა - ქაღალდის სახლის პროფესორს მაგონებო. -მე მაქვს ერთი იდეა -ყველასდა გასაოცრად რომ ბაბი გამოვიდა სიტყვით, ყველანი ერთიანად გაისუსნენ და ამ უკანასკნელმაც, უფრო თავდაჯერებულად განაგრძო დაწყებული -დეას ქუდში, ფურცლებზე დაწერილი სახელები ჩავყაროთ და ვინც, ვის სახელს ამოიღებს, იმ კონკრეტულს, ის სურვილი უნდა მოუფიქროს, რომლის შესრულებაც დღის ბოლომდე მოუწევს. რა თქმა უნდა, ყველანაირი სახის სურვილი უნდა შესრულდეს, გაპროტესტებისა და წუწუნის გარეშე -ოჰოო, მაგარი იდეაა, ბაბს, ყოჩაღ! -გახარებულმა წამოჰკრა ტაში ნუკიმ. ამ მოფიქრებით ანდროც კმაყოფილი ჩანდა და მალე, სიტყვებითაც გამოხატა თავისი პოზიცია: -მართლა საკაიფო აზრია ეე -აღნიშნა ბიჭმა, მერე კი ხელები ერთმანეთზე გაუსვა და ბოროტული ღიმილით დაამატა -ოხ, ნუკიკო, შენი სახელი თუ ამომოვიდა, პროსტა ჩათვალე დაღუპული ხარ. პირდაპირ ინსტაგრამის გაუქმებას მოგთხოვ -მეღადავები? -ლამის ცრემლები გადმოსცვივდა გოგონას ამის მოსმენისას და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვიღაცამ კისერში დანა გამოუსვა რამდენიმე წამის წინ -ნუ ღელავ ნუკ, ტიკ-ტოკი ხომ მაინც გრჩება? -სიცილს ვერ იკავებდა მათი დიალოგის შემსწრე დეა და არა მარტო იგი -ყველა იქ შეკრებილიც, რობის ჩათვლით, ვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი მომაბეზრებელ გოგოდ მიაჩნდა ნუკი, მაინც ძალიან ხალისობდა მისი რეპლიკებით თამაშის დასაწყებად, ლუწი რიცხვის მონაწილეები ესაჭიროებოდათ. ვინაიდან, თვითონ მხოლოდ შვიდნი იყვნენ, გადაწყვეტილება მიიღეს, მძღოლიც, კერძოდ კი, საშუალო ხნის, ოდნავ შეჭაღარავებული მამაკაციც ჩაერთოთ, სახელად ლევანი რომ ერქვა თურმე. ფურცლები, რომლებზეც ანდრომ ყველა მონაწილის სახელი წინასწარ დაწერა, ერთიანად ჩაუშვეს წინასწარ მომზადებულ, დეას თავიდან მოძრობილ ლურჯ კეპში და კარგადაც აურიეს. ვინაიდან პირველობა საათის ისრის მიმართულებით განისაზღვრა, ჯერ ალექსმა ამოიღო თავისი ქაღალდი, ხოლო შემდეგ ყველა სხვა დანარჩენმა. პარტნიორები შემდეგნაირად გადანაწილდა -ნუკის, რობის სახელი ხვდა წილად, რობის-ანდრო, დეას -ნუკი, ანდროს ფურცელს კი, დეა ეწერა. ალექსსა და ბაბის რაც შეეხებათ, მათ ერთმანეთი ამოუვიდათ, ხოლო მძღოლსა და ესმას კი ერთმანეთი. საკმაოდ სახალისო სურვილები ჩამორიგდა პარტნიორებს შორის. ანდრომ, კიკინების გაკეთება აიძულა დეას, რომლითაც მგზავრობის ბოლომდე უნდა მჯდარიყო ეს უკანასკნელი. ნუკის რაც შეეხება, რობისთან მოგებული სურვილით, პაემანზე წაყვანა მოსთხოვა ბიჭს, თანაც დღის ბოლომდე, რითაც ოვაციური შეძახილებიც დაიმსახურა კოლეგებისგან და რობის თანხმობაც მიიღო. ალექსმა, სათვალის სწორებით გადაწყვიტა თავისი სურვილი ჯერჯერობით შეენახა და როცა ნამდვილად მოუნდებოდა რამე მხოლოდ მაშინ გამოეყენებინა. ბაბიმაც სწორედ იგივე გაიმეორა, ხოლო სანამ დანარჩენები თავიანთ სურვილებზე ფიქრობდნენ, ესმამ, თავის პარტნიორს, ანუ მძღოლს გადაულაპარაკა, რომ არაფრის შესრულება არ სურდა მისგან, გარდა იმისა, რომ ვაშლებმოკიდებული ზღარბის სიჩქარით არ ევლო და ცოტათი სწრაფად წასულიყო, რათა დანიშნულების ადგილამდე შედარებით მალე მისულიყვნენ. სურვილების გაცვლა-გამოცვლის გარდა, გზაში კიდევ უამრავი რამ ითამაშეს, თუნდაც „ნამიოკობანა“, „ინტუიცია“ ან კიდევ, „გამოიცანი ვინ ვარ?“. შემდეგ უკვე თავიანთი ბავშვობის ისტორიების გახსენებაზე გადავიდნენ და იმ ეპიზოდებს იგონებდნენ, სახეზე დამჩნეული ღიმილით, რომლებიც ყველაზე სასიამოვნოდ ახსენდებოდათ, ცხოვრების ამ ულამაზესი პერიოდიდან. მთელი მგზავრობის განმავლობაში, ნუკი ყველანაირად ცდილობდა რობისთან გამუდმებულ კონტაქტში ყოფნას, ხან მორიგ სელფს იღებდა ბიჭთან ერთად, ხან მხარზე ადებდა ხელს, ხან კიდევ, არარსებულ მტვერს აცილებდა ტანსაცმლიდან და ესმას უკმაყოფილო მზერას, სიცილით აიგნორებდა. მიუხედავად იმისა, რომ გზაში საკმაოდ დიდხანს იყვნენ და რამდენჯერმე საჭმელადაც გაჩერდნენ, დანიშნულების ადგილამდე მისულთაგან, თავს გადაღლილად არც ერთი არ გრძნობდა. ამის გამო, ყველამ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ტანსაცმლის ამოლაგების შემდეგ, აუზებზე გასულიყვნენ და საღამოს საათებში, სიღნაღში ჩასვლის პირველი დღე რომელიმე კარგ რესტორანში აღენიშნათ. რობიმ, ანდრომ და ალექსმა, ერთი პატარა, სამსაწოლიანი ნომერი გაინაწილეს, დიდი, ორსაწოლიანი ოთახის ნაცვლად, წინასწარ რომ იყო მათთვის დაჯავშნილი. ესმამ და ნუკიმ, რატომღაც საერთო პირადი სივრცის გაყოფა გადაწყვიტეს, ხოლო დეა, ბაბისთან ერთად მოხვდა ნომერში და ამით უზომოდ კმაყოფილიც იყო, რადგან იცოდა, გოგონა ზედმეტად არ შეაწუხებდა თავისი არსებობით და არც მის პირად ნივთებს შეეხებოდა, რისი იმედიც, ნუკისა და ესმასაგან ნამდვილად არ ჰქონდა. სასტუმრო, რომელშიც გაჩერდნენ, მართლაც ძალიან ლამაზი გახლდათ და იდეალური ხედიც იშლებოდა მისი თითოეული ნომრიდან. დეას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საშინლად ეზარებოდა, ახლა უხაროდა კიდეც აქ წამოსვლაზე დათანხმება. წინ ნამდვილად საინტერესო უქმეები ელოდა და ამაში, ასი პროცენტით გახლდათ დარწმუნებული. პირველი, რაც გოგონამ ამობარგებისა და თავისი ნივთების დაბინავების შემდეგ გააკეთა, ეს შხაპის მიღება იყო. იმ დილით ადრე ამდგარს, ვერაფრით მოესწრო ბანაობა, ამიტომ, გადადებული საქმე ახლა მოამთავრა და თბილი წყლისგან უზომოდ ნასიამოვნები, ხალათითა და სველი თმით გამოვიდა სააბააზოდან. ნომერში დარჩენილ ბაბის, უკვე ბოლომდე მიეყვანა ამობარგების პროცესი, ამჯერად საწოლზე გულდაღმა გაწოლილიყო და რაღაც წიგნს კითხულობდა, გაფაციცებით. დეას გამოსვლისას, მაშინ როცა კარის გაღების ხმა გაიგო, ფურცლებიდან თავი ელვის უსწრაფესად ამოყო და ოთახის მეზობელს ოდნავ გაუღიმა. -მორჩი? -კი, მოვრჩი და მგონი ცოტა დიდ ხანსაც გამიგრძელდა -არა უშავს -ფეხზე ნელა წამოიმართა ბაბი და გარგარისფერი კარადა გამოაღო -შევალ, მეც გადავივლებ, დილით თვითონაც ვერ მოვასწარი შხაპის მიღება, ნახევრად ჩაძინებული გამომიტანა ჩემმა ძმამ -კარგი, მიდი და მერე ყავაც დავლიოთ, ნომერში ამოვატანინებ. აუზებზე მაინც ორისთვის ვაპირებთ გასვლას და მგონი მოვასწრებთ -აუ, დეა, როგორ მიხარია ოთახში შენთან ერთად რომ ვარ -უხერხულად ჩაეცინა ბაბის ამ გულწრფელი აღიარებისას -ძალიან მიყვარს ნუკიც და ესმაც, მაგრამ ზოგჯერ ისეთები ხდებიან, ჩემს პირად სივრცეში ნამდვილად გამიჭირდებოდა მათი ატანა -ჰო, მესმის შენი -უპრობლემოდ დაეთანხმა მოპასუხე მხარეც, რადგან, თავადაც აბსოლუტურად იგივე აზრისა გახლდათ კოლეგების მიმართ -ისე, შენი მეგობარი რომაა რობი -კვლავ განაახლა სასაუბრო თემა ბაბიმ, თან კარადიდან გამოღებული ბამბის პირსახოცი გადაიკიდა მარცხენა მხარზე -ოღონდ არ მითხრა, რომ შენც მოგწონს -არა, არა -მაშინვე გაასავსავა ხელები გოგონამ -ნუ, ვერ უარვყოფ, მიმზიდველი ბიჭია, მაგრამ მაგის თქმა არ მინდოდა. უბრალოდ, სანამ დღეს დილით მოედანზე ერთად მოხვიდოდით, ესმამ და ნუკიმ მისი შებმის უფლებაზე "ჯეირანიც" კი ითამაშეს და ნუკიმ მოიგო -გაეცინა გოგონას ამის თქმისას -ახლა ეს იმიტომ მოგიყევი, რომ თუ მაგ ადამიანის მიმართ რამე გრძნობები გაქვს, ნუკის დროულად გააგებინე, თორემ უკვე სერიოზულ გეგმებს აწყობს. თან, დღეს პაემანზეც კი დააპატიჟებინა თავი დეას გაეცინა, თან საწოლზე ჩამოჯდა სველი თმის მშრალებით. -ნუ ღელავ, ბაბი -უთხრა მან გამამხნევებლად -ამ ადამიანს ბავშვობის ასაკიდან ვიცნობ და დამიჯერე, მის არც ერთ გოგოზე ოდნავადაც არ მიეჭვიანია. თანაც სიტყვა დედაზე ადრე, თავის დროზე "რობი" წარმოვთქვი და მსგავსი სახის ურთიერთობა, ჩვენს შორის გამორიცხულია -ჰოო? კარგი, თუ ეგრეა, მართლა მეგობრები ყოფილხართ და პრობლემაც აღარაფერია -ნამდვილად, მაგრამ მაინც არა მგონია მას და ნუკის რამე გამოუვიდეთ. ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბაბის სახის ყველა ნაკვთს, აშკარად დაეტყო, რომ დეას არგუმენტს ოდნავადაც ვერ დაეთანხმა. როგორც ჩანდა, მას სრულიად სხვა შეხედულებები ჰქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. -რავიცი, რავიცი -მხრები აიჩეჩა გოგონამ, თან აბაზანის მისაღები ყველანაირი აღჭურვილობით მომარაგებული, საშხაპის კართან გაჩერდა და შიგნით შევლამდე, კიდევ ერთხელ გამოხედა საწოლზე მჯდომ, თმების მშრალებით გართულ დეას -ნუკის გარეგნული მონაცემები არ აკლია და ზოგიერთი კაცისთვის, ესეც საკმარისია, რათა მახეში გაებას, ეს დაიმახსოვრე. მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია გოგონას. არც თანამოსაუბრის პასუხს დალოდებია. ამის მაგივრად, აბაზანის კარი ფართედ გამოაღო, შიგნით შეიკეტა და ოთახში მარტო დარჩენილი დეაც ღრმად ჩააფიქრა, თავისი არგუმენტით. ვითომ რა მიზეზით გამორიცხა მათი ერთად ყოფნა? ხომ შეიძლებოდა, მართლა გამოსულიყო რამე რობისა და ნუკის შორის? რატომ უარყო ეს ვერსია თავიდანვე, ან რა აძლევდა იმის გაფიქრების საფუძველს, რომ ამ ორს შორის ვერაფერიც ვერ მოხდებოდა? იმის გამო ხომ არა, რომ თავად არ უნდოდა ეს? მიუხედავად ყველაფრისა, რობი მაინც სიგიჟემდე უყვარდა და მის გვერდით გაცილებით უფრო თბილი, სასიამოვნო და საინტერესო გოგო ჰყავდა წარმოდგენილი, ვიდრე ეს ნუკი იყო. დეამ, უკმაყოფილო ოხვრით დაამთავრა თმის გამშრალების პროცესი, პირსახოცი საწოლზე მიაგდო და თავადად ვარსკვლავივით გადაეკრა ზედ, რბილ მატრასს. საათის ისრები, დილის პირველს უჩვენებდნენ. ჯერ მთელი დღე წინ ჰქონდათ და ამის გამო, ძალიან უხაროდა ასე ადრიანად რომ გამოვიდნენ თბილისიდან. სანამ აბაზანიდან წყლის წვეთების მელოდიური ჩხრიალი ისმოდა და ბაბი შხაპს იღებდა, გადაწყვიტა აივანზე გასულიყო, რათა კიდევ ერთხელ დაენახა იქედან გადაშლილი ლამაზი ხედი. ასეც მოიქცა, ხალათი სწრაფად გაიხადა, კარადის უჯრიდან გამოღებულ, კომბინიზონის სტილის შორტებში გამოეწყო და ფეხშიშველმა გააბიჯა რიკულებიან აივანზე, რომელიც, ლამაზას გამწკრივებული მცენარეების გამო, თავისი სამსახურის ვერანდას აგონებდა დეას. გარეთ, მზე ისე საამოდ აცხუნებდა, რომ კონდინციონერჩართული ოთახიდან გამოსულს, სათითაოდ ყველა ძვალში დაუარა სიამოვნებისმომგვრელმა სითბომ. გიჟდებოდა ამ ქალაქის ვიწრო, ლამაზად მოკირწყლულ, ქუჩებზე, არქიტექტურაზე და ზოგადად იმ მუხტზე, რასაც აქაურობა ატარებდა. აივნიდან გადაშლილი ხედის შემყურემ, გულში ათასი მადლობა მაინც გადაუხადა ნუკის, ვინც მანამ არ მოეშვა, სანამ საბოლოოდ არ დაითანხმა წამოსვლასა და ამ ულამაზეს ადგილას ორი დღის გატარებაზე. გოგონა მკლავებით მოაჯირს ჩამოეყრდნო და ძირს გადაიხედა. სასტუმროს ეზოში მოწყობილ ფანჩატურებში, დამსვენებლები ისხდნენ, იცინოდნენ და მხიარულად საუბრობდნენ. აქედან სულ მალე, ამ ხმებს, კიდევ ვიღაცის სიტყვებიც შეერია, რომელიც ნამდვილად აღარ ამოდიოდა ქვედა სართულიდან და აშკარად გვერდითა აივნიდან იყო ნათქვამი. -მაგ დეკოლტე-კომბინიზონით ეგრე გამომწვევადაც ნუ გადაიხრები, დაეთხარათ ქვემოთ შეკრებილ ბიჭებს თვალები დეამ თავი მომენტალურად გაატრიალა გვერდზე. რობი, მოაჯირს, ზუსტად მის მსგავსად ჩამოყრდნობოდა, სიგარეტს აბოლებდა და ისე ელაპარაკებოდა, რომ მისკენ ოდნავადაც არ იყურებოდა. -რომ იცოდე, შემაშინე -ჰოო? -კვლავაც არ აპირებდა თავის მობრუნებას, თუმცა ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი უკრთოდა -თითქოს არ იცოდი გვერდითა ნომერში რომ ვიყავი -ნუკის წაყვანას სად აპირებ? -რატომღაც, საუბრის სხვა რელსებზე გადაყვანა ამჯობინა გოგონამ, თან, გამომცდელი მზერით, ლამის რენტგენულ სხივებში გაატარა მეგობარი. ამ უკანასკნელმაც, მხოლოდ ახლაღა იკადრა თავის მობრუნება და დეას გვერდულად გახედა, წარბების ქვემოდან -აქვე ახლოს, ერთი კარგი ბარია, ცოტა ხნის წინ დავგუგლე -მიუგო ისე, რომ გოგონასთვის სრულიად ნათელი გახადა ამ პაემნისადმი სრული ინდეფერენტულობა და გულში ასიამოვნა კიდეც -სავარაუდოდ, თქვენ რომ რესტორანში იქნებით მაშინ წავალთ და ცოტა მოგვიანებით შემოგიერთდებით -აჰაა, გასაგებია -დეკოლტეზე რაც გითხარი, მაინც დაგავიწყდა -ნახევრად მოჭუტული თვალებით უღიმოდა რობი და კვლავ ცოტა ხნის წინ წამოჭრილი თემის გაშლას ცდილობდა. ამაზე, დეამ მობეზრებით აუქნია მარცხენა ხელი, თან თვალებიც გადაატრიალა, უღიმღამოდ -სადაც უნდა იქ მიყურონ, მაგრად მ'კიდია -განაცხადა თავდაჯერების ზენიტში მყოფი პოლიტიკოსივით -მამაკაცების ეგეთ დაჟინებულ მზერას უკვე დიდი ხანია შევეჩვიე და თუ არ მსიამოვნებს, აღარც დისკომფორტს მიქმნის მაინცდამაინც დეას სიტყვებს, რამდენიმე წამის ინტერვალის მერე, რობის ირიბად ჩაცინება მოჰყვა. ბიჭი, იდუმალი, შეუცნობელი მზერით დააკვირდა მეგობრის სახეს და სულ მალე, მისმა შემხედვარემ, თავსაუნებურად ამოთქვა: -მეც ზუსტად მათნაირი მზერა მექნებოდა, პირველად რომ გხედავდე. 8 8 8 8 სასტუმროს უკან მდებარე ღია აუზის კამკამა წყალში, მზის ოქროსფერი სხივები ლამაზად ლიცლიცებდნენ და ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე გაყოლებულ, ღია ცისფერ შეზლონგებსაც, დაუნანებლად აფრქვევდნენ ზემოდან სასიამოვნო მცხუნვარებას. შუა დღის ამ მონაკვეთში, მართლაც რომ უამრავი დამსვენებელი შეკრებილიყო აუზთან. ზოგიერთი უბრალოდ ბანაობდა, ზოგი რუჯს იღებდა, ზოგიც კი, კოქტეილებს წრუპავდა მაღალი ჭიქებიდან და განცხრომაში მყოფი გამომეტყველებით ათვალიერებდა იქაურობას. ანდრო, ალექსი და რობი, იმ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, ვინებსაც, სხვებისგან განსხვავებით, აუზში ბანაობით გაჰყავდათ დრო და ერთმანეთს, გასწრებაშიც კი ეჯიბრებოდნენ, პერიოდულად. გოგონებს რაც შეეხება, ისინი, უკლებლივ ყველანი შეზლონგეზე იყვნენ გაწოლილები, მზეს ეფიცხებოდნენ და თან ანდროს მოუხელთებლობაზეც ეცინებოდათ, ყოველი შეჯიბრის დასასრულს რომ ყველაზე ბოლო მიჩანჩალდებოდა ხოლმე ფინიშის ხაზთან. -დეა, ესმა, ბაბიკო, სთორისთვის სელფს ვიღებ, გამომხედეთ! -ნუკი კვლავ ჩვეულ ფორმაში იყო და თავისი მანდარინისფერი საცურაო კოსტიუმით ისე პოზირებდა, თითქოს მის უკან მალდივების თეთრი ქვიშები მოჩანსო -კარგი რა, რით აღარ მოგბეზრდა? -თვით ესმაც კი აწუწუნდა, ვისაც არანაკლებ უყვარდა ფოტოსესიებში ჩართვა -ლაპარაკი რომ შეეძლოს, ბილწი სიტყვების თქმასაც დაგიწყებდა ეგ შენი ტელეფონი -ოო ნუ წუწუნებ რა, ჩემს სთორებში გამოჩენა პატივი უნდა იყოს ჩვეულებრივი მოკვდავისთვის -წარბები გამომწვევად დაწკიპა ნუკიმ -აი, დეას და ბაბიკოს შეხედე, შენსავით მწარე ენები კი არ აქვთ -გოგოებო, წყალში ჩამოსვლას არ აპირებთ? -ანდრომ ამოსძახა ხელების ქნევით -მაისი კი არის, მაგრამ მაინც ძალიან თბილია ეს წყალი და ნეკა თითი მაინც დაისველეთ რახან აქამდე მოხვედით -მე გამომრიცხეე! -სიტყვა დამთავრებული ძლივს ჰქონდა ისე გასძახა დეამ, თან რობის გახედა, ვინც აუზის კიდეს მიყრდნობოდა და ვიღაც ლურჯ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ქერას ესაუბრებოდა "ჰმმ, დონჟუანი" -თავისთვის გაიფიქრა გოგონამ, რის მერეც, უფრო მოხერხებულად მიაწვა შეზლონგზე გადაფენილ პირსახოცს. დეასგან განსხვავებით, ესმამ, ბაბიმ და ნუკიმ, თავიანთი ტელეფონები დატოვეს და ცოტა ხნით აუზის კამკამა წყალში გადაწყვიტეს შეცურვა. ნუკი, პირდაპირ რობის მიადგა, ლამის შუაში ჩაუხტა მასა და უცნობ, ლურჯბიკინიან გოგოს, მერე კი, საბოლოოდ, იმდენიც მოახერხა, ის და ჯაფარიძე ერთმანეთისთვის ჩამოეცილებინა და აუზიდანაც ამოეყვანა ბიჭი, რათა მისი სხეულისთვის, სრული რაკურსით გადაეღო ფოტოები, როცა აუზის კიდესთან, თავისი თამამი პოზებით გაწვებოდა. დეა, სიცილით უმზერდა ამ სანახაობას. პარალელურად, ალექსსა და ბაბისაც ადევნებდა თვალ-ყურს, ვისაც ბიჭი, მთელი მონდომებით ასწავლიდა, როგორ უნდა დაწოლილიყო წყალზე ისე, რომ არ ჩაძირულიყო. თავადაც ზედმეტად უკვირდა, თუმცა მთელი ეს დრო, თემოს შესახებ ერთხელაც კი არ გახსენებოდა. არც ბიჭისგან გახლდათ განებივრებული მოკითხვის შეტყობინებებით, თუმცა აღნიშნულის გამო, დანკლისს ნამდვილად ვერ გრძნობდა. ალბათ, უკვე შეჩვეოდა მისგან მოჩვენებით გულგრილობას და ამ თამაშში, ზუსტად ისეთივე წესებით თამაშობდა, როგორითაც თემო. სახეში შენათებული მზის გამო, დეამ თვალები დახუჭა და მუცელზე, თითებით, პიანინოსავით დაიწყო დაკვრა. ვერ გეტყოდათ რამდენი ხანი გავიდა ასე ყოფნაში, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, დამატებითი ადამიანის შეჭრაც იგრძნო თავის პირად სივრცეში და როცა თვალები კვლავ გაახილა, დარწმუნდა კიდეც, რომ მარტო აღარ იყო. -მზეს მიჩრდილავთ, მოქალაქე, ოდნავ ჩაიწიეთ, თუ შეიძლება -ცერა თითით გვერდზე ანიშნა გოგონამ, თავზე წამომდგარ სილუეტს, ვისაც, ნავარჯიშებ მხრებზე, ლამაზად უბრწყინავდა წყლის ბრილიანტისფერი წვეთები და ამჯერად, კამერის ობიექტივი დეასკენ ჰქონდა მიშვერილი -ყველამ სათითაოდ მთხოვა სურათის გადაღება, მხოლოდ შენ დარჩი -სიცილით აუხსნა რობიმ, მერე კი ჩაფიქრებული სახით დაამატა -მგონი ისე შევედი აზარტში, ლამისაა მართლა დავიჯერო, რომ ფოტოგრაფობა ჩემი პროფესიაა -ჰო, ნუკის მოღებული საცურაო კოსტიუმი ნამდვილად მოგიყვანდა გადაღების ხასიათზე და იმ ლურჯბიკინიანი გოგოსიც, ცოტა ხნის წინ რომ ესაუბრებოდი -ეგ გოგო, სხვათა შორის, ჩემი ბანაკის მეგობარი იყო -აუხსნა რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ -და არც მისი ბიკინით ვარ დაინტერესებული, რადგან უკვე ორი წელია გათხოვილია და შვილიც ჰყავს -მერე მის გვერდით ჩამოჯდა, შეზლონგზე, ჯერ კიდევ სრულიად მშრალი გოგონა აათვალიერა და ჰკითხა: -ჰო მართლა, შენ რატომ არ ცურავ? -მაგას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიმხელ, თუკი არავის ეტყვი -საჩვენებელი თითი მიიტანა ტუჩთან დეამ, თან თვალიც ჩაუკრა -რა იყო ციკლი გაქვს? -ნწ, უბრალოდ ქალთევზა ვარ და არ მინდა ყველას თვალწინ გამომებას კუდი -ხმა დაიდაბლა -მერე ყურადღების ცენტრში მოვექცევი და ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია რობის ოდნავ გაეცინა. -დაგიჯერებდი, მაგრამ მახსოვს როგორ ვცურაობდით ხოლმე ბავშვობაში, ჩემს გასაბერ აუზში და იმ პერიოდში, არანაირი ქალთევზას კუდი არ დამინახავს შენი ფეხების მაგივრად. გამოტყდი, ცურვა კიდევ ვერ ისწავლე, არა? -ჯანდაბა, მეზიზღება ასე მარტივად რომ მშიფრავ ხოლმე! -აღმოხდა აშკარად უკმაყოფილოს -მითხარი, ამას როგორ ახერხებ? -თუმცა მერე დაფიქრდა და კვლავ თვითონ დაამატა -თუმცა რა მიკვირს, იმდენად კარგად მიცნობ, სადისერტაციო თემასაც კი დაწერ ჩემს ფსიქოანალიზზე ბიჭმა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ზუსტად ამ დროს, ანდრომ დაუძახა, აუზიდან: -რობი ჩამოდი და შენც შემეჯიბრე ცურვაში, თორემ ალექსს უკვე მეოთხედ ვამარცხებ და მომბეზრდა -ვის ატყუებ? ოთხივეჯერ ალექსმა მოგიგო, შენ კიდევ, კუდმოჭრილი თევზივით მისდევდი უკან -ესმამ ითავა ჩამშვების როლში ყოფნა და წყალში ჩაყურყუმალავებაც მიიღო ჯილდოდ, ანდროს მხრიდან -წავალ, ცოტა ხნით კიდევ შევცურავ -გააფრთხილა და წამოდგა კიდეც შეზლონგიდან რობი -მარტო არ იქნები, გოგოები ამოდიან წყლიდან -მათკენ მომავალ ნუკისა და ბაბიზე ანიშნა თავით, მერე კი, სწრაფად წავიდა აუზისკენ და მასში პირდაპირ თავით გადაეშვა. შეზლონგზე დარჩენილ დეას, კვლავ კოლეგებმა დაუმშვენეს გვერდი აქედან და იქედან. ნუკის სახეზე უხასიათობა ეტყობოდა და მჟავე გამომეტყველებას არც მალავდა. როგორც ჩანდა, მისთვის რაღაცას ან ვიღაცას მოხერხებინა განწყობის გაფუჭება და ამას, ვერც ახლა შეინახავდა თავის შიგნით. -დეა, რა ჯანდაბა სჭირს ამ შენს მეგობარს? -იკითხა მან უკმაყოფილოდ -ლამის ტყავიდან ვძვრები იმდენს ვეპრანჭები, ის კიდევ საერთოდ არ მიმჩნევს და მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლება ყველაფერზე -ვწუხვარ ნუკი, მაგრამ მის ცხოვრებისეულ არჩევანზე არანაირი ზეგავლენა არ მაქვს -უმწეოდ აიჩეჩა მხრები გოგონამ, თან, წიგნით ხელში მჯდომი ბაბის მობეზრებისგან ატრიალებულ თვალებზე, თავისთვის ჩაეცინა -სანამ ნაადრევ დასკვნებს გააკეთებ, მანამ დაელოდე როგორ ჩაივლის თქვენი დღევანდელი პაემანი. იქნებ, იქ მაინც წავიდეს სიტუაცია უკეთესობისკენ -მართლა ეგრე ფიქრობ? -იმედის ნაპერწკალი გაკრთა გოგონას ხმაში და დეას, ოდნავ შეეცოდა კიდეც ნუკი, ამიტომ, გადაწყვიტა კიდევ ცოტათი გაემხნევებინა: -ჰო, განმარტოება და ერთმანეთთან პირისპირ დარჩენა, იმ მხარეებს წარმოაჩენს, რასაც აქამდე ერთმანეთისგან მალავდით. ჯერ დააკვირდი რას შეცვლის ეს შეხვედრა და ამის მიხედვით იმოქმედე -აუზში მოცურავე რობის გახედა ამის თქმისას გოგონამ და გაეღიმა იმის დანახვაზე, თუ როგორ სწრაფად მიაპობდა წყალს თავისი ძლიერი მკლავებით -აუ, ეს აქაც კი ვერ ეშვება რა, წიგნებს და წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობას -წყლიდან იმ წამს ამოსულმა ესმამ, პირდაპირ ბაბის წაკბინა და სანამ კუთვნილ შეზლონგზე მოთავსდებოდა, მანამდე მიიღო ამ უკანასკნელისგან პასუხი: -მე წარმოსახვით სამყაროში დავრჩები ესმა, ხოლო რეალურში რა მოხდება, მერე შენ მომიყევი, კარგი? დეას ბაგეებს კვლავ ღიმილი მოადგა. უნდა ეღიარებინა, მოსწონდა ეს გოგო, მისი ხასიათი და ხშირ შემთხვევაში პასუხებიც კი. იმასაც ამჩნევდა, როგორ უყურებდა ხოლმე მას, ალექსი და როგორ უყურებდა ის, ალექსს. საკმაოდ იდეალურ პარტნიორებად თვლიდა გოგონა ამ ორს ერთმანეთისთვის და გულშემატკივრობდა კიდეც მათ წყვილს, რომელიც მართალია ჯერ ვერ შემდგარიყო, თუმცა აშკარად აღნიშნულ გზას ადგა. ამ ფიქრებში გართულ გოგონას, თითქოს შემაწუხებლად ჩაესმა ყურებში ტელეფონის ზარის ხმა. თავდაპირველად, არც უფიქრია, რომ მას ურეკავდნენ, თუმცა როდესაც დროთა განმავლობაში საკუთარი მობილურის ზარი იცნო, მაშინვე გაახილა თვალები, მზეს მიფიცხება დროებით შეწყვიტა და ეკრანზე დახედვისას, სახელი "თემოს" ამოკითხვაზე, ლამის ციებიანივით წამოხტა შეზლონგიდან. ნუთუ არ ეჩვენებოდა და მართლა ის ურეკავდა? უნდა ეღიარებინა, უზომოდ დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც მის მობილურზე თემოს ზარი ბოლოს შემოვიდა. ნეტავ ახლა რა მოხდა ისეთი, ლომიძემ რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გაბედა? იქნებ, შეამჩნია მისი თბილისში არ ყოფნა და მოკითხვის მიზნით ურეკავდა? ამის გაგების ერთადერთი გზა, არაფერი იყო გარდა ყურმილის სასწრაფოდ აღებისა და დეაც სწორედ ასე მოიქცა -ზარის საპასუხო ღილაკს თითი გადაუსვა, მობილური ყურზე მიიდო და გაუბედავად ჩასძახა: -გისმენ, თემო -დეა, როგორ ხარ? -მაშინვე ჩაესმა ლომიძის ბოხი, სასიამოვნოდ ჟღერადი ხმა და გაეღიმა კიდეც სიამოვნებისგან -არა მიშავს, შენ როგორ ხარ? -მეც კარგად -მერე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და დაამატა -დეა, შენს ძმას ვერ ვუკავშირდები და სასწრაფო საქმე მაქვს, ხომ არ იცი სად არის? გოგონა, ვინც ცოტა ხნის წინ ბედნიერებას, მზეზე არეკლილი ბრილიანტივით ასხივებდა, ლამის ათას წვრილ ნაწილად დაშალა ამ სიტყვების მოსმენამ. -ანტონი სად არის? -ნერწყვი ძლივს გადაყლაპა მან -აა… არ ვიცი. დღეს ჩემთვის არ დაურეკავს. ალბათ, უხმო რეჟიმზე აქვს და არ ესმის -კარგი, თუ შეგეხმიანა, უთხარი მეც გადმომირეკოს, კარგი? -კარგი, რა პრობლემაა -გმადლობ, დეა -მშრალად მოუხადა მადლობა ბიჭმა და ამის მერე, ყურმილი ისე დაუკიდა, არც კი დამშვიდობებია თანამოსაუბრეს ხასიათი საშინლად გაუფუჭდა გოგონას. იმდენად უარყოფითად იმოქმედა ამ ზარმა, ხალხის გარემოცვაში ყოფნის სურვილიც დაკარგა და გაღიმებისაც. ნამდვილად არ სურდა კოლეგების წინ უჟმური სახით მჯდარიყო. არც თავის მოკატუნება გამოსდიოდა, თითქოს თავს კარგად გრძნონდა მაშინ, როცა მთელ მის შინაგანს, ცუნამის უზარმაზარი ტალღასავით ანგრევდა იმედგაცრუების მტკივნეული შეგრძნება. მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეეძლო. არც ახსნა-განმარტების მიცემის თავი ჰქონდა ვინმესთთვის, ამიტომ, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე წამოხტა ფეხზე, მობილურს ხელი დაავლო, სარაფანი სახელდახელოდ გადაიცვა და ისე სწრაფად გაემართა სასტუმროს შენობის მიმართულებით, რომ ლამის რეკორდიც კი დაამყარა ჩქარ სიარულში. იმ მომენტში, ერთიანად ფორიაქის მომგვრელი აზრების ფსკერზე ჩაძირულს, ნამდვილად არ უფიქრია, თუკი რომელიმე ადამიანი ამდენად მალე შეამჩნევდა მის არყოფნას და შესაბამის ზომებსაც მიიღებდა. როგორც ჩანს, ამ ჯერზე ნამდვილად შეცდა, რადგან ათი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული, როდესაც მკლავში ჩავლებულმა ვიღაცის ხელმა თავისკენ მიატრიალა და განძრევის საშუალება არ მისცა. -რამე ცუდი მოხდა? -ის თვალები შეჰყურებდნენ, რომელთა დანახვაც, მუდამ აუხსნელ, სასიამოვნო სიმშვიდეს ანაწილებდა მთელ მის ორგანიზმში -შევამჩნიე, რომ სატელეფონო საუბარმა გაგანერვიულა და გაიქეცი კიდეც დეამ თვალების დახუჭვით შეაკავა ნაპირებთან მოწოლილი მდუღარე ცრემლები და თავი გააქნია. -ისეთი არაფერია, რობი -მიუგო, თუმცა მეორე წამს, დაუოკებელი სურვილი იგრძნო, ვიღაცის წინ ის ტკივილი გაეშიშვლებინა ბოლომდე, რომელსაც ახლა გრძნობდა მისი გული და არა მარტო გული, არამედ თითოეული უჯრედი, უკლებლივ -რაღაც გჭირს, დეა -რობისთვისაც შკარად უსიამოვნო გახლდათ მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ყურება -მსგავსი უეცარი განწყობის ცვლილებები შენ არ გახასიათებს, თუკი რაღაც სერიოზული არ ხდება -ჰო, ნამდვილად არ ცდები, რაღაც ხდება -აღიარა ბოლოს, უღონოდ ჩამოშვებული ხელებით -ხდება და უკვე ნერვებს მიშლის ეს სიტუაცია! -მომიყევი ტკივილნარევმა ღიმილმა გადაურბინა დეას ბაგეებს ამ ერთი სიტყვის მოსმენისას. მის წინ, ის ადამიანი იდგა, ვისაც საკუთარ სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად ანდობდა, ამიტომ სენტიმენტებმოძალებული, სწრაფად მიუახლოვდა რობის, ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა, ლოყაზე ტუჩები მიაკრო და მის გულზე თავდადებულმა, მოგუდული ხმით ამოთქვა: -ახლა სწორედ შენ მჭირდებოდი, რობინზონ, იცი? -ყოველთვის შენს სამსახურში მიგულე, პარასკევა . . . 8 8 8 8 -აჰაა, ესე იგი ბატონი თემური ჯიუტობს და ნერვებმოშლილიც ამიტომ ხარ -ნიკაპის ზელვით გააკეთა დასკვნა რობიმ, როგორც კი მეგობრის ტრაგიკული "სასიყვარულო ისტორია" თავიდან ბოლომდე, წერტილ-მძიმით მოისმინა და ოთახის კუთხეში მიგდებული კალათბურთის ბურთის კენწვლას მოჰყვა. აღნიშნულ მომენტში, რობის ნომერში იყვნენ. ბიჭები, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყვნენ აუზებიდან, რაც საშუალებას აძლევდათ განმარტოებულებს ესაუბრათ ყველაფერ იმაზე, რისი მოყოლითაც, დეამ თითქოს უზარმაზარი ლოდი ჩამოგლიჯა საკუთარ გულს და ამდენი ხნის მერე, ნორმალურად ამოსუნთქვის გემოც გაიგო. -თემური კი არა, თემო -წარბის აწევით შეუსწორა სახელი გოგონამ, მერე კი ამოოხვრით დაამატა - ჯიუტობს რბილი ნათქვამია. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ სამუდამოდ ასე აპირებს ყოფნას და არაფერს მოიმოქმედებს -თუ მართლა მაგას აპირებს, თავად უნდა აიძულო აზრის შეცვლა გოგონამ, ამ სიტყვებში რაღაც ფარული ქვეტექსტის ამოკითხვა შეძლო და დაინტერესდა კიდეც რა იყო ეს. -ვაიძულო? და ეს როგორ უნდა გავაკეთო? -იკითხა დაუფარავი ცნობისმოყვარეობით, რაზეც საკმაოდ სწრაფად მიიღო პასუხი, რობის მხრიდან: -ჩემზე აეჭვიანე -წამით შეჩერდა ამის თქმისას, შემდეგ კი კვლავ განაგრძო ბურთის კენწვლა -შენი სამუდამოდ დაკარგვის საფრთხეს რომ იგრძნობს, მერე აუცილებლად დაიწყებს მოქმედებას, თუკი მისთვის მართლა ნიშნავ რამეს -ანუ, შენზე უნდა ვაეჭვიანო? -ისეთი ხმით იკითხა დეამ, თითქოს მოსმენილს ვერ იჯერებს და სურს, კიდევ ერთხელ გადაამოწმოსო -ჰო, რა მოხდა? -მხრები აიჩეჩა რობიმ -მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. უბრალოდ, შენს მორიგ თაყვანისმცემლად უნდა ჩამთვალოს, ვისაც მცირედი შანსები ნამდვილად აქვს, თუკი თავად არ გაანძრევს ხელს. ასეთი რამები ყოველთვის ჭრის ხოლმე. დეა, ბალიშებს უღონოდ მიაწვა და გულზე ხელები დაიკრიფა. -სისულელეა, არაფერი გამოვა -თავი გააქნია მან უარყოფის ნიშნად -თემო, შეფარულად აუცილებლად შეეკითხება ჩემს ძმას ვინ ხარ. ანტონიც მაშინვე ეტყვის და ჯერ კიდევ არ დაწყებული ეჭვიანობაც, იქვე დასრულდება -სულ ტყუილად ფიქრობ ეგრე -გამხნევება სცადა რომიბ -თუკი ერთად ძალიან ხშირად გამოვჩნდებით ხოლმე, მაინც მამაკაცის აზროვნება ჩაერთვება და ის აზრებიც მოუვა თავში, რომ მეგობრობა შეიძლება სხვა რამეში გადაგვეზარდოს -აუ, გეყოფა რა მაგ ბურთის იატაკზე ბრახუნი, თორემ დავჭრი! -პირდაპირ ნერვებზე ურტყამდა ეს ხმა დეას და ბოლოს, იფეთქა კიდეც, ვულკანური ლავასავით -იცოდე, არც კი გაბედო მაგის გაკეთება -ფუმფულა საწოლზე, მეგობრის გვერდით წამოკოტრიალების შემდეგ, საფრთხეში მყოფი ბურთი გულზე დაიდო და დეას გვერდულად გახედა -ანდრო მთელი ცხოვრება არ გაპატიებს, მაგას თუ იზამ. ამ ბურთს რომ უყურებ, იაო მინგის ავტოგრაფით არის და ალბათ, მომავალ შვილსაც არ გაუფრთხილდება ისე, ამას რომ უფრთხილდება -კარგი, კარგი, იაო მინგს შევეშვათ და თავად რას იზამდი ჩემს ადგილას? -კვლავ ძველ თემას მიბრუნება ამჯობინა დეამ, რადგან, ყველაზე მეტად, მისი ინტერესის სფეროს სწორედ ეს წარმოადგენდა რობიმ, ნახევარწუთიანი ჩაფიქრების შემდეგ გასცა პასუხი: -კაცს არ უნდა ეკითხებოდე, რას გააკეთებდა ქალი რომ იყოს, იცი? -შეკავებული ღიმილით იყურებოდა ჭერში -წარმოსადგენადაც კი რთულია, იმდენად გაუგებრები ხართ ხოლმე ხშირ შემთხვევაში -იცოდე ახლა გიჩქმეტ! -სიმართლისთვის? -არაა ეგ სიმართლე -ბავშვივით გაიბუტა დეა, თუმცა როცა გაიაზრა როგორც იწვნენ ის და რობი, დეჟავუს შეგრძნებამ, სახეზე ღიმილი მოჰგვარა და ამჯერად, უკვე ხასიათზე მოსულმა გადახედა მეგობარს -გახსოვს, ბავშვობაში, ჩემს ოთახში რომ პატარა, ვარკვლავებიან კარავს ვშლიდით და ინდიელობაბანს ვთამაშობდით ხოლმე? -ჰო, მახსოვს -წამსვე შავ-თეთრ კადრებად გაიშალნენ ბიჭის წინ შორეული წარსულის მოგონებები -შენ რომ ტომის ბელადის ცოლი იყავი, მე კიდევ შენი ქმარი და მელოდებოდი, რა ნანადირევით დავბრუნდებოდი შინ -მაშინ, ზუსტად ასე ვიწექით ხოლმე და ათას უაზრობაზე ვლაპარაკობდით, კარვის ქვეშ რობის გაეღიმა, დეასთან უფრო ახლოს მიიწია და მის მუცელს თავი ფრთხილად ჩამოადო. -სან-ფრანცისკოს ზღაპრულ ხედებს მხოლოდ შენ აკლდი დეა, რათა ბოლომდე შემეგრძნო იქაურობის ხიბლი -აღიარა ხმადაბლა და გოგონას თხელ თითებს დაუწყო თამაში -კარგია, რომ შენში არაფერი შეცვლილა და ისევ ისეთი ხარ -ისევ ისეთი? -მხოლოდ გარეგნულად შეიცვალე -დააზუსტა -სხვა მხრივ, კვლავ ის თხუთმეტი წლის, ჯიუტი გოგონა ხარ, ვინც თვითმფრინავში ასვლისას დავტოვე თბილისში -სხვათა შორის, გულში იმდენს გლანძღავდი, მიკვირს ეგ თვითმფრინავი საერთოდ რომ არ ჩამოვარდა და მშვიდობით დაეშვა აეროპორტში -როგორ მიყვარს შენი გულწრფელობა -ხმამაღალი სიცილით აიღო თავი მისი მუცლიდან რობიმ და აბრჭყვიალებული თვალებით ახედა გოგონას -აბა, რა აზრის ხარ იმ წინადადებაზე? ჩავაგდოთ ვინუჟდენში შენი თეიმურაზი, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუ კვლავ იმ ჯულიეტად დარჩები, ვის აივანთანაც არავინ მიდის? დეამ, ბიჭის კუპრისფერ თმაში თითები შეასრიალა და ოდნავ ეჭვიანი ღიმილით დახედა. -და რა გარანტია გაქვს იმისა, რომ გამოვა? -ჰკითხა -ან, საკუთარ თავს რატომ თვლი იმოდენა შარმის მატარებლად, შენს გამო ყველამ რომ უნდა იეჭვიანოს? ხელოვნურად შეურაცხყოფილი გამომეტყველება, იმ წამსვე გადაეკრა ბიჭის სახეს, როგორც კი ეს მოისმინა და ცალ იდაყვზეც წამოიწია ოდნავ აწეული ცალი წარბით. -შენ რა, ჩემს შარმში ეჭვი გეპარება? -იკითხა გამომცდელი ტონით და დეაც ჩააფიქრა. -პრინციპში, შენი ამერიკული ურთიერთობების შესახებ არაფერი ვიცი -მიუგო ბოლოს გოგონამ. ამას რომ ამბობდა კითხვის ნიშნებით გავსებული თვალებით აკვირდებოდა და ბოლოს, ჰკითხა კიდეც ის, რაც ენის წვერზე ჰქონდა მომდგარი -ისე, ბევრი გოგო გყავდა სან-ფრანცისკოში? -აუ დეა, ახლა მაგის ჩამოთვლას ნუ დამაწყებინებ, თორემ ნუკისთან დამაგვიანდება, პაემანზე -ფუუ, რა საზიზღარი ხარ, ჯაფარიძე! -გვერდებში მაგრად უთავაზა გოგონამ ამის თქმისას -თუმცა, მეორეს მხრივ, რომ დავუფიქრდი, სატყუარად ნამდვილად უნდა გამომადგე, თემოსთან -სატყუარა გასამრჯელოს ითხოვს, გაწეული სამსახურისთვის -ჰოო? და მაინც რა სახის გასამრჯელოზეა საუბარი? -დაუფარავი ინტერესი გამოკრთოდა გოგონას ზურმუხტისფერი თვალებიდან. საბედნიეროდ, მოპასუხე მხარისგან, დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია: -მინდა ამ დღის ბოლომდე მითხრა, რომ საბოლოოდ დაივიწყე წარსულის უსიამოვნებები და ახალი გვერდი გადაშალე ჩვენს ურთიერთობაში -ამჯერად, მის გვერდით დაწვა რობი და სახე, სახესთან იმდენად ახლოს მიუტანა, რომ ბიჭის სუნთქვას, კანის ყოველი უჯრედით გრძნობდა გოგონა -იცოდე, უარი არ მიიღება! -ვაუ, რა კატეგორიული ხარ, ლამაზო. ესეც სპეციალურ კურსებზე გასწავლეს? -ძლივს შეაკავა ტუჩებზე მომდგარი ღიმილი მის მიღმა დეამ. რობის ღამისფერ თვალებში ყურებისას, გრძნობდა, რომ ჰაერი, მთელი ამ წლების განმავლობაში არასაკმარისად რომ მიეწოდებოდა მის ფილტვებს, ახლა უკვე საკმარისი გამხდარიყო და ეს, უზღვავი ენდორფინის დოზით ამარაგებდა მთელს მის შინაგანს. -და რას უპასუხებ ამ კატეგორიულსა და ლამაზს? -როგორც მახსოვს, დღის ბოლომდე მომეცი დრო -ოსტატურად აართვა ბურთი დეამ და მის ზემოთ-ქვემოთ თამაშს მოჰყვა. დასახელებულმა არგუმენტმა, რობიც იძულებული გახადა დროებითი თეთრი დროშის ფრიალი დარწყო. თავის მიერ ნახსენები სიტყვები- "დღის ბოლომდე", სხვანაირად მოქცევის საშუალებას უბრალოდ არ აძლევდა და ამის გამო ვეღარც პრეტენზიას გამოთქვამდა. -კი ბატონო, დღის ბოლომდე ლოდინი ნამდვილად არ ჩამაგდებს ღრმა დეპრესიაში -ჰოდა ძალიან კარგი -საწოლზე წამომდჯარმა, ბურთი კვლავ რობის დაუბრუნა უკან -მოკლედ, სასიყვარულო ურთიერთობის პრობლემა უკვე გადამიჭერი, ახლა, ბარემ ისიც მოიფიქრე, სანამ დანარჩენები აუზიდან დაბრუნდებიან, მანამდე რით გავიყვანოთ დრო? რობის გონებას, ორწამიანი ფიქრიც კი არ დასჭირვებია მორიგი გამოსავლის საპოვნელად და როგორც კი საწოლიდან წამოდგა, მაშინვე მიუგო: -როგორც ვიცი, სასტუმროს პირველ სართულზე, ბოულინგის, ბილიარდისა და მაგიდის ტენისის სათამაშო ოთახები აქვთ. შეგვიძლია რომელიმე მათგანს ვესტუმროთ -ჰმმ, მგონი ბოულინგი კარგი იდეა უნდა იყოს -ნიკაპზე, რიტმულად აათამაშა თითები -თან მაინტერესებს სკოლის შემდეგ თუ გამოასწორე შენი საშინელი თამაშის მანერა -შენს თავში ხომ არ გერევი? -გაკვირვებით მიუბრუნდა რობი, მეგობარს -ბოულინგში თვალდახუჭულსაც კი შემეძლო დამემარცხებინე ამ სიტყვების გამგონე დეას, თავისდაუნებურად აეზიდა ცალი წარბი, ჯაფარიძეს მკლავში ხელი ჩაავლო და სანამ გასასვლელი კარისკენ წაიყვანდა, გამომწვევად ჩახედა ღამისფერ თვალებში: -წამოდი, ფეხი გამოადგი, იქ გაირკვევა რამდენად მაგარი ხარ! 8 8 8 8 საღამო ხანს, ტაქსის მანქანებით, ყველანი უკლებლივ დაიძრნენ რესტორნისკენ, გარდა ნუკისა და რობისა, რომელთაც, რომანტიული პაემანი უნდა ჰქონოდათ, თამაშში წაგებული სურვილიდან გამომდინარე. სასიამოვნო, თბილი ამინდი იყო. ქუჩაში ნაზი, მოალერსე ნიავი დაძრწოდა და ხალხიც საკმაოდ მრავლად დაიარებოდა ლამპიონების ღია ოქროსფერი შუქებით განათებულ ქუჩებში. აქაურებში მეტად განთქმული რესტორანი -"ლურჯი ვერანდა", სადაც კოლეგები აპირებდნენ თავიანთი სიღნაღში ჩამოსვლის პირველი ღამის აღნიშვნას, პირდაპირ ქალაქის ცენტრში, საკმაოდ ხალხმრავალ და მოძრავ ადგილას მდებარეობდა. დაწესებულებას პატარა, თუმცა საკმაოდ ლამაზი, მოვლილი ეზო ჰქონდა, რომელიც, უცხო ჯიშის მცენარეებთან ერთად, მოქანდაკებული ფანტანებითაც იყო დეკორირებული. ანდრო, დეა და ესმა, "ლურჯ ვერანდას" ერთი ტაქსით მიადგნენ. ეს, რა თქმა უნდა, ანდროს ჭკვიანური გეგმა გახლდათ, რათა ალექსი და ბაბი ცალკე მანქანაში დაეტოვებინა, განმარტოებით და თავისი საქციელიც იმით გაემართლებინა, რომ "მხოლოდ თვითონ თუ შეუწყობდა ხელს ამ ორი მუდოს, ურთიერთობის შემდგომ წინსვლას". წინასწარ დაგეგმილი საღამო, იმაზე მხიარულ ვითარებაში წარიმართა, ვიდრე ამას ადგილზე მოსვლამდე წარმოიდგენდნენ. დაწესებულების გემოვნებიანმა მუსიკამ, ალკოჰოლმა, გემრიელმა კერძებმა და მყუდრო ინტერიერმა, უკლებლივ ყველა კარგ ხასიათზე დააყენა. დეასაც, ლამის სრულებით გადაავიწყდა დილანდელი "ინციდენტი" თემოსთან და კოლეგების გარემოცვაში, იმდენად ლაღად და თავისუფლად იცინოდა, რამდენიმე საათის წინანდელი საშინელი განწყობის ნიშანკვალიც კი აღარ აჩნდა მის სახეს. ანდრო, მთელი კოლექტივისთვის მიერ პოზიტივის ქარბორბალად რომ იყო აღიარებული, სწორედ ქარბორბალას მსგავსად გადაუვლიდა ხოლმე თავზე კოლეგებს და მოწყენის საშუალებას წამითაც არ აძლევდა. -აბა ხალხო, ყველანი უკლებლივ შეგროვდით და თქვით "Cheese" -ოფიციანტს, სულ ახალი ჩამორიგებული ჰქონდა ტორტის თეფშები, როცა ესმა, თავისი კუთვნილი ადგილიდან, სელფის ჯოხით ხელში გამოვარდა და წინა კამერა ჩართო -ანდრო, ცოტა ხნით გააგდე ხელიდან ეგ ლობიანი და მოეთრიე! -აუუ ჩემი, ეს რო კუჭში არ ჩამიძვრეს ისე ხომ დღე არ გავა! ესმას სახეზე ისეთმა გამომეტყველებამ დაიდო ბინა, ბოლო მომენტამდე, ყველას ეგონა, სელფის ჯოხს გადაატეხავდა თავზე საბრალო ანდროს. საბედნიეროდ, სცენარი ამ კუთხით არ განვითარდა და ყველაფერი გაცილებით მშვიდობიან ვითარებაში დასრულდა. -ჩემს საჭმელს ყოველ დღე იპარავ და იმიტომ! -მხოლოდ წარბის აწევით შემოიფარგლა გოგონა -ახლა კიდევ ნუ ზოზინებ და ასწიე ერთი ადგილი, კადრს მხოლოდ შენ აკლიხარ! -ჰო, რა თქმა უნდა, მე თუ მომტეხეთ, ვინღა გამოაბრწყინებს თქვენს ფოტოში მზესავით? -ამის ნარცისიზმი უკვე მღლის -სიცილით გააქნია თავი დეამ და როგორც კი ანდრომ, მის გვერდით დარჩენილი თავისუფალი ადგილი შეავსო, ამ უკანასკნელს, კისერზე ძმაკაცივით გადახვია ხელი -ანდრიკო, ხომ იცი როგორ გიჟურად მიყვარხარ, ყველაფრისდა მიუხედავად? -მეც მიყვარხარ დეაკო, მაგრამ გალეწილი ნასვამი რომ არ მეუბნებოდე მაგ სიტყვებს, გული უფრო დიდ სიხარულს იგრძნობდა -ვინაა ბიჭო გალეწილი ნასვამი, მე? -შეურაცხყოფილი მზერით მიიდო საჩვენებელი თითი გულზე, თუმცა აქ უკვე ესმა ჩაერთო მათ დიალოგში -გაჩუმდით თქვენ ორნი, თორემ კამერა რომ დაღებული პირებით დაგაფიქსირებთ და ფოტოზე მაინც მოგნიშნავთ, მერე პრეტენზიებს არ ვიყოთ -აუ, ეს კიდე ნუკი ნომერი ორია რაა -უკმაყოფილების გამოსახატად, მარჯვენა ხელი სასაცილოდ გაშალა ანდრომ, თუმცა "ბრძანებას" მაინც დამორჩილდა და სპეციალურად დაყენებული ღიმილით გაუცინა კამერას დარბაზში Ricky Martin-ის "La Mordidita" გაჟღერდა. ჩქარმა, მხიარულმა მუსიკამ დარბაზში შეკრებილთა უდიდეს ნაწილს, საცეკვაოდ წამოდგომის სურვილიც გაუჩინა. ანდროსაც, თითქმის სრულიად გადაავიწყდა თავის თეფშზე ეულად დატოვებული, მოკბეჩილი ლობიანი და გოგონები ერთიანად გარეკა საცეკვაო მოედნისკენ. ერთ სიმღერას მეორე გადაება, მეორეს მესამე, მესამეს კი მეოთხე. რესტორანში მისვლიდან საათ ნახევრის შემდეგ, უკვე ყველას იმდენი ჰქონდა დალეული, რომ ერთმანეთს 3D ხარისხშიც კი ხედავდნენ. კოლექტივის ყველაზე დინჯ წარმომადგენლებს- ბაბისა და ალექსსაც კი აღარ შერჩენოდათ ფხიზელი გონება. ორივენი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მათთვის ცოტა ხნის წინ ვიღაცას სატვირთოთი გადაევლო და მიბნედილი თვალების გახელაც კი უჭირდათ. -Ladys and gentleman's! -ანდრო რომ ფეხზე შამპანიურის ბოკალით ხელში წამოდგა და ყურადღების ნიშნად მასზე კოვზით დააკაკუნა, უკლებლივ ყველანი საჭმელზე იყვნენ მიმდგარნი, რათა ალკოჰოლის ზემოქმედება ოდნავ მაინც დაეთრგუნათ -მოდით, ამ ჭიქით იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც თქვენს შორის ყველაზე მხიარულია, ყველაზე სიმპათიურია, ყველაზე ლამაზი თვალები აქვს და ყველას ძალიან გიყვართ. მოკლედ, მე გამიმარჯოს მეგობრებო! სადღეგრძელოს, სიცილი და ოვაციები ერთდროულად მოჰყვა. ბოლოს, ტრადიციული "ასე მტერი დაგეცალოთ" და უკუღმა გადმობრუნებული ჭიქაც მიიღეს თამადისგან და თითო-თითო ყლუპიც მოსვეს თავიანთი ბოკლებიდან, რადგან, ზედმეტის დალევის თავი უკვე აღარავის ჰქონდა. რა თქმა უნდა, ანდროს გარდა, ვინც ათი ჭიქის შემდეგ, უკვე სპეციალურად აღარ ითვლიდა სასმელის რაოდენობას, აქაოდა, თუკი მეცოდინება რამდენს ვსვამ, ბევრად უფრო მთვრალი გამოვჩნდები, ვიდრე სინამდვილეში ვარო. -აუუ ყველანი ძაან რომ მიყვარხართ იცით ჰო? -ამჯერად, ესმა გამოვიდა სიტყვით და ხელები ისე გაშალა, თითქოს მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, მზის დანახვას სიხარულით შეეგებაო -ჩვენც მაგრად გვიყვარხარ, შუქნიშანო! წითური თმის გამო, ესმას ხშირად მიმართავდნენ ხოლმე მსგავსი მეტსახელით კოლეგები, თუმცა ალექსისგან ამ სიტყვის გაგებაზე, ლამის ყველამ სინქრონულად დააღო პირი, რადგან ბიჭი არასდროს, არავის მიმართავდა ხოლმე ზედმეტსახელების გამოყენებით. -ამან ახლა მართლა თქვა ეს თუ რამე მელანდება? -გაკვირვებისგან ლამის ორი ზომით გაზრდილი თვალებით შესცქეროდა დეა, ესმას. ამ უკანასკნელმაც სიცილით გადააქნია თავი და აუხსნა: -შენ მხოლოდ ერთი წელია რაც ჩვენთან მუშაობ, დეაკო, ამიტომ ნასვამი ალექსის სითამამეზე არაფერი გსმენია -ცალი თვალით გახედა ბიჭს ამის თქმისას -დღეიდან გეცოდინება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ისეთი მუდო აღარაა -ეგრეა, ეგრე -გვერდით მჯდომ ალექსს, მხარზე ხელი გადაადო ანდრომ -კიდევ რით გაგვაოცებთ, ბატონო ალექსანდრე? -შენ ნამდვილად არაფრით -მისი ხელი, სწრაფად მოიშორა ბიჭმა და თავის პირდაპირ ჩამომჯდარ ბაბის ისეთი მზერით შეხედა, აშკარად ყველა მიხვდა, რომ სწორედ მისთვის სურდა რაღაცის თქმა და არც შემცდარან: -ხომ გახსოვთ არა, ერთი სურვილი რომ მოვუგე ამ ქალბატონს, როდესაც თბილისიდან მოვდიოდით? -გვახსოოვს! -ყველას მაგიგრად პასუხის გაცემა ესმამ აიღო საკუთარ თავზე. ახლა უკვე ანდროსგან ელოდნენ შემდეგ ნაბიჯს, თანაც სულგანაბულები. ამით შეგულიანებული ბიჭიც, სწრაფად წამოდგა ფეხზე, გამოწეული სკამი ლამაზად შესწია მაგიდის ქვეშ, გაკვირვებული სახით მჯდომ ბაბის მიუახლოვდა და თავზე კონტროლიორივით წამოდგა -ფეხზე ადექი ბაბი -კლდესავით მტკიდეც და ურყევად იდგა ალექსი იმ წამს და სიტყვებსაც სწორედ ასევე მამაკაცურად წარმოთქვამდა -ადექი, ადექი, სურვილის შესრულების დრო მოვიდა -რა სურვილის? -ჯერ კიდევ სასმელის ზემოქმედებისგან დაბნეული გოგონა, წამში ერთხელ ახამხამებდა ღია თაფლისფერ თვალებს -ადექი და მაგასაც მალე გაიგებ -ოჰოო, იძაბება სიტუაცია -სკამის საზურგეს მიეყრდნო ანდრო, თან პოპ-კორნის ჭამის იმიტაცია გააკეთა -გაჩუმდი რა, მოსმენაში ხელს მიშლი -ალექსს, თვალს არ აშორებდა დეა, რადგან, რაღაც ძალზედ მასშტაბურს ელოდა რამდენიმე წამში. როგორც შედეგებმა აჩვენეს, გოგონას ინტუიციას კრახი არც ამჯერად განუცდია: -კარგია, ყოჩაღ -როგორც კი ბაბი ფეხზე დამდგარი დაინახა, ღიმილით დააჯილდოვა ალექსმა და ცხვირიდან მოხსნილი სათვალეც მაისურზე დაიმაგრა -ახლა, რაც არ უნდა გავაკეთო, ზუსტად ეგრე წყნარად იდგები და ფეხსაც არ მოიცვლი. აი, ესაა ჩემი სურვილი -მხოლოდ ეგ? -ჰო, მხოლოდ ეს -თავის დაქნევით დაეთანხმა, გოგონას წელს ხელი შემოხვია და ყოველი იქ მყოფის გასაოცრად, ისე მოულოდნელად დააცხრა ტუჩებზე, ბაბიმ ენის მობრუნებაც კი ვერ მოახერხა. რამდენიმე წამის განმავლობაში, ყველანი ენაჩავარდნილები უყურებდნენ ამ სანახაობას, თითქოს, კინო-თეატრში, რომელიღაც საინტერესო ფილმის მეტად დაძაბულ მომენტს ადევნებენ თვალყურსო. არც ბაბის მხრიდან ჩანდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ეს კი, უფრო მეტად ახანგრძლივებდა რომანტიულ მომენტს. -აუ ჩემი, თუ მჯეროდეს რასაც ახლა ვხედავ -ბოლოს, მაინც ანდრომ ჩააკვეხა გაოცების გამომხატველი კომენტარი, თან მობილურიც ამოღო, ამ კადრის უკვდავსაყოფად -ასეთი რა დალია ამ ბიჭმა, მეც დამალევინეთ იქნებ გავბედო და დეას გამოვუტყდე გრძნობებში -ნუ კლოუნობ რა -მხარზე ხელი ისე მიარტყა, რომ ერთმანეთზე აკრული წყვილისთვის თვალიც არ მოუცილებია გოგონას. ვერც ესმა იყურებოდა სხვა მხარეს. რაღაც მხრივ იმასაც კი ფიქრობდა, სასმელის გამო რაღაცები ხომ არ მეჩვენებაო, თუმცა გადახედავდა თუ არა თანამშრომელთა იგივენაირად გაქვავებულ სახეებს, მაშინვე რწმუნდებოდა თავისი ვარაუდის მცდარობაში. ეიფორიაში მყოფი წყვილი, ერთმანეთს მხოლოდ მაშინ მოწყდა, როდესაც, დარბაზში აჟღერებული მუსიკა კიდევ ერთხელ შეიცვალა. იმ მომენტში, ირგვლივ შეკრებილი საზოგადოება ორივესთვის სულ ერთი გამხდარიყო და მხოლოდ ერთმანეთის სახეების აღქმას ახერხებდნენ. ბაბის გახშირებული სუნთქვით აუდ-ჩაუდიოდა, თეთრ, მინი-კაბაში ლამაზად გამოკვეთილი მკერდი, რომელსაც, პაწაწინა ხალი ამშვენებდა, ოდნავ ზემოთ. -ალექს . . . ალექს ეს რა იყო? -ჰკითხა მან ჩურჩულით, რაზეც საკმაოდ გაბედულად და სწრაფად მიიღო პასუხი ბიჭის მხრიდან: -ის იყო, რისი გაკეთებაც უკვე დიდი ხანია მინდოდა. არა მარტო მე, არამედ შენც! უხერხული მზერა გადაავლო მაგიდასთან შეკრებილთ ბაბიმ. სასმელისა და ალექსის ტუჩებისგან გაბრუებული, უკვე ყველაფერს გაორებულად ხედავდა, თუმცა შინაგან სიმტკიცეს მაინც კალთაზე ებღაუჭებოდა და მისგან წასვლის საშუალებას არ აძლევდა. -კარგი, თუ ასეა, მაშინ მეც გამოვიყენებ ჩემს სურვილს, გაწყობს? -ჰკითხა მან გამომწვევად ანდრომ და დეამ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. გოგონამ მხრები აიჩეჩა და მოვლენების შემდგომ განვითარებას ინტერესიანი მზერით დაელოდა. -კარგი, თქვი, რა სურვილი გაქვს? -ისე ელაპარაკებოდა ალექსი, თითქოს აღნიშნულ წამს, იმ ადგილას, აღარავინ დარჩენილიყო მათ გარდა -ზუსტად იგივე, რაც შენ. მინდა ერთ ადგილას, წყნარად დადგე და რაც არ უნდა მოვიმოქმედო, ოდნავადაც არ გაინძრე დასტურის გამოხატვა, პასუხის გაცემის მაგივრად, თავის დაქნევით ამჯობინა ალექსმა და მხოლოდ თვალებით ანიშნა მზად ვარო. მაგიდასთან მჯდომთაგან, ნამდვილად არავის ჰქონდა წარმოდგენა რა იქნებოდა ბაბის შემდგომი ნაბიჯი. არც ვარაუდები გააჩნდათ აღნიშნული საკითხის ირგვლივ, თუმცა როდესაც გოგონამ, კოლეგების გაურკვევლობას წერტილი დაუსვა და ალექსს სახეში მთელი ძალით გაარტყა, თითოეულ იქ შეკრებილს ზუსტად ისევე აეწვა მარჯვენა ლოყა, როგორც დარტყმის ადრესატს იმ მომენტში. დაძაბულობა, მთის მწვერვალზე მოცურავე დილის ნისლივით ჩამოწვა ირგვლივ. მართალია, ალექსის სახეს ოდნავი ბრაზიც არ ეტყობოდა, თუმცა გამომეტყველების იდუმალება მაინც უამრავ კითხვის ნიშანს ბადებდა და ნათელს ხდიდა, რომ ეს ამბავი ასე უბრალოდ და პასუხგაუცემლად ვერ ჩაივლიდა. -ანუ გამარტყი, არა? -ჰკითხა ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით -ჰო, გაგარტყი -მთელი გამბედაობის მოკრება დასჭირდა გოგონას ამ სიტყვების ერთმანეთზე გადასაბმელად -არავის აქვს უფლება ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ შემეხოს -ყოჩაღ, ალკოჰოლიც კი ვერ გხდის გულწრფელს. ეს ძალიან დიდი პლუსია -ბოლო სიტყვებზე, თანამშრომლებს გადაავლო თვალი და მათკენ ისე შებრუნდა, თითქოს სიტყვით გამოსვლას აპირებს, უნივერსიტეტის კონფერენციაზეო -ყველას გაფრთხილებთ, ახლა რაც არ უნდა ვქვნა, უკან გამოყოლა არავინ გაბედოს! -ალექს . . . -ადგილზე იჯექი, ესმა! -მეტად მკაცრად მოუვიდა კოლეგის გაფრთხილება, თუმცა მერე, გოგონას შეშინებული სახე აღიქვა და შედარებით მშვიდად დაამატა -ნუ ღელავ, დიდი სისულელის ჩადენას არ ვაპირებ, უბრალოდ ამ ჯიუტ თხას მოვარჯულებ და ისე მოგიყვანთ -ჯერ კიდევ ჩუმად მდგომ ბაბის შეავლო თვალი და რამდენიმე წამში, თავისი უჩვეულო საქციელების სიას, კიდევ ერთი შემატა. კერძოდ, ანთებული თვალებით მიეჭრა განცალკევებით ჩამომდგარ, ლოყებაწითლებულ გოგონას, ეს უკანასკნელი, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად ზურგზე ტომარასავით მოიგდო და დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ იმდენად სწრაფად წაიყვანა, რომ მაგიდასთან დარჩენილთაგან, სიტყვის ჩაკვეხებაც კი ვერავინ მოასწრო. ბაბისა და ალექსის "დუეტმა" რესტორანში შეკრებილი სხვა ადმაიანების ყურადღებაც მიიქცია, თუმცა დასახმარებლად რატომღაც არავის გამოუდვია თავი და სიმართლე ითქვას, არც ბაბის უყვირია მაინცდმაინც შველის სათხოვნელად. -მოკლედ, ახდენილი ოცნებების დღეა რაა -ხმამაღლა კისკისებდა ესმა, თან გასასვლელისკენ მიმავალ უჩვეულო წყვილს თვალს ვერ აშორებდა -სამნიღა დავრჩით ხალხო -არა, გეშლება, ხუთნი -მაშინვე შეუსწორა დეას, ანდრომ, მერე კი, დარბაზის მთავარი კარისკენაც გაახედა და აჩვენა, როგორ შემოდიოდნენ შიგნით, ბაბისა და ალექსის უცნაურ მდგომარეობაში ხილვით გაკვირვებული ნუკი და რობი, ვინებიც თავიანთი განმარტოებული საღამოდან, პირდაპირ აქ წამოსულიყვნენ, ბოლო მომენტში მაინც რომ შემოერთებოდნენ დანარჩენებს -ვაა, ჩემი დონ ჟუანი ძმაკაცი დაბრუნებულა პაემნიდან -ფეხზე წამოდგომა სცადა მისაგებებლად დეამ, თუმცა ალკოჰოლის გადაჭარბებულმა დოზამ, მუხლებში ძლიერი სისუსტე აგრძნობინა და კვლავ სკამზე დაენარცხა, უღონოდ -აუ შენ მართლა მაგრად ხარ, მეტი აღარ დალიო -სასიკეთო რჩევა მიიღო ესმასგან, რომელიც თავადაც ვერ იყო უკეთეს მდგომარეობაში აღნიშნულ წამს. ამასობაში, პაემნიდან დაბრუნებული წყვილიც მოადგა სანახევროდ გადაჭმულ მაგიდას. მათი გამომეტყველებიდან, შეუძლებელი იყო იმის მიხვედრა, თუ როგორ გაატარეს ის საღამო, რადგან ორივეს შემდეგი კითხვა ეწერა შუბლზე, რომელიც ასე ჟღერდა -"რა მოუვიდათ ალექსსა და ბაბის?". -ხალხო, არავინ ამიხსნით ცოტა ხნის წინ რა ჯანდაბა დავინახე? -იკითხა ცნობისმოყვარეობით დამხრჩვალმა ნუკიმ. რობის რაც შეეხება, მან დეას გვერდით დაიკავა ადგილი და შამპანიურის მორიგ ჭიქაზე, შევსებას რომ უპირებდა, ხელი სწრაფად გადაუფარა, რადგან სახეზე შეატყო ძალიან იყო მთვრალი -მგონი, საკმარისია -შეუმჩნევლად უჩურჩულა ყურში -თუ არ გინდა კიდევ ერთი ღამე გაატარო უნიტაზთან ჩახუტებულმა, შეწყვიტე რობის ის საშინელი საღამო ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თანაკლასელის აგარაკზე შეკრებილებმა, ბოლო წვეთამდე სვეს და ამის გამო, შეუძლოდ გამხდარი დეას მოვლა-პატრონობა თავად მოუწია, სრულიად მარტოს. -აუ, ეგ ახლა საიდან გაგახსენდა? -აშკარად უკმაყოფილო დარჩა გოგონა, თუმცა სანამ რობი პასუხს გასცემდა, მანამდე ანდროს ხმა მოესმა: -ნუკი დამანებე რა თავი, ჩვენც არ ვიცით ცოტა ხნის წინ, იმ ორს რომელმა ბზიკმა უკბინა და შენ რანაირად უნდა გითხრა? -აუ, ესმა შენ მაინც დაამატე რამე -კვლავ არ წყვეტდა მომაბეზრებელ წუწუნს გოგონა -შეიძლება ინტერესით გავსკდე თუკი არაფერს მეტყვით -რა უნდა ვთქვა ნუკი? ალექსმა აკოცა, ბაბიმ გაარტყა და დანარჩენი უკვე შენც დაინახე -გოგონას, აშკარად ეტყობოდა, რომ ახლა, რამის ახსნასა და საუბარს ყველაფერი ერჩივნა. მოცემულ მომენტში, იდაყვში მოხრილ ხელზე ნიკაპი ჰქონდა ჩამოდებული და რობის უყურებდა თვალმოუშორებლად. ბოლოს, დაელაპარაკა კიდეც ამ უკანასკნელს -რობი, შენ ამერიკიდან ჩამოხვედი ხომ? -ჰო, მერე? -თავაზიანი ღიმილით გაეპასუხა ბიჭი -არაფერი, უბრალოდ მიკვირს იქ რომელიმე ფილმში რატომ არ გადაგიღეს -ამოთქვა მთქანარებით და ირგვლივ ყველა მიხვდა, რომ გოგონას სასმელი ალაპარაკებდა -მე რომ რეჟისორი ვიყო, შენნაირ ტიპს არ გავმაზავდი, ძალიან სიმპათიური ხარ ბიჭმა, ხუმრობაში გაატარა გოგონას შეფარული ფლირტი და თავი ვითომ დანანებით გადააქნია. -საწყენია, რომ რეჟისორი არ ხარ, ესმა -უთხრა მან, მერე კი, კვლავ დეას მიუტრიალდა და ფეხზეც წამოდგა -ადექი, აივანზე გაგიყვან, ცოტას მოფხიზლდები -აუ, ცივა ალბათ მანდ -ჩემს მოსაცმელს მოგცემ, ადექი -წელზე მკლავის მოხვევით წამოაყენა ჯაფარიძემ, მეგობარი, მისი ხელი კისერზე გადაიდო და დანარჩენებს, თვალებით ანიშნა, ცოტა ხნით გადავლთო. ნუკიმ, ეჭვიანი მზერა გააყოლა, აივნისკენ მიმავალთ, ისე, თითქოს არ სიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია, თუმცა მისი ეს გამოხედვა, საერთოდ არავის დაუნახავს და მეგობრებმაც მშვიდად გადაინაცვლეს დარბაზიდან, სუფთა ჰაერზე. გარეთ, ოდნავ გრილოდა, ამიტომ, რობიმ პირობა გაიხსენა და თავისი მოსაცმელით, დეას მოშიშვლებული მხრები დაფარა, საკმაოდ მიმზიდველად რომ გამოიყურებოდა ატმისფერ, ზურგამოღებულ კაბაში. სასიამოვნო საღამო იყო. არც ზედმეტად ხმაურობდა ვინმე და მრგვალი ლამპიონებით განათებული რესტორნის ეზოც, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა, გვიანი ღამის ფონზე. დეა, მკლავებით დაეყრდნო აივნის მოაჯირს და სუფთა ჰაერი, ღრმად ჩასუნთქვით გადაუშვა ფილტვებში. სასმელისგან ახურებულმა ლოყებმა, თითქოს წამებში ჰპოვეს შვება და სასიამოვნო სიგრილე, დამწვრობის დამამშვიდებელი მალამოსავით მოედო მის კანს. -კარგად ჩაიარა პაემანმა? -როგორც კი ცოტაოდენი შვება იგრძნო, მაშინვე ჩაერთო ჩვეული ცნობისმოყვარეობა გოგონას და შეკითხვების დასმაზე გადავიდა. რობისაც აშკარად ეტყობოდა, რომ ამ კითხვას ელოდა, ამიტომ, პასუხიც ზედმეტი გაჭიანურების გარეშე დაუბრუნა: -ეცადე ეს კომენტარი ნუკიმდე არ მივიდეს, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში დეამ, ჯერ მოგუდული სიცილით გადააქნია თავი, ხოლო მერე კი, მორიგი კითხვაც გააჟღერა: -მთელი დრო თავის ფოლოვერებზე და სთორებზე გელაპარაკებოდა, არა? -ჰმმ, რახან პირველივე ცდაზე გამოიცანი, ესე იგი კარგად იცნობ, თანაც საკმაოდ -ნუკი ასეთია, ვერაფერს გააწყობ -მხრების აჩეჩვა მოაყოლა ამ სიტყვებს -თუმცა პოზიტიური გოგოა და ყველას ძალიან გვიყვარს, ამიტომ, თუ მასთან რამე სერიოზულს არ აპირებ, გულს ნუ ატკენ -მესმის შენი ქალური სოლიდარობის, თუმცა მის გამოყენებას არც თავად ვაპირებდი -იმხელა გულწრფელობით თქვა რობიმ, მის სიტყვებში ეჭვის შეტანაც კი დანაშაულის ტოლფასი იყო -უკეთ ხარ? -შედარებით . . . თუმცა ჯერ კიდევ მეხვევა თავბრუ -ისე, მუსიკის ხმა ცოტათი აქამდეც აღწევს და ხომ არ გვეცეკვა? -მოულოდნელი წინადადებით გამოვიდა ჯაფარიძე, რითაც აშკარად გააკვირვა გოგონა -ეს საიდან მოგაფიქრდა? -ჰკითხა დაბნეულმა, მაგრამ უარიც არ უთქვამს -ალბათ, მშვიდი გარემო მოქმედებს . . . აბა, დამდებთ პატივს? -გალანტური ჟესტით გაუწოდა ხელი ბიჭმა და როგორც კი დეამ ღიმილით, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეაგება თავისი მარჯვენა, გოგონა თავისთან ძალიან ახლოს მიიზიდა. დარბაზიდან, ნაზად იღვრებოდა Ed Sheeran-ის "Photograf"-ის ჰანგები. აივანზე, მათ გარდა არავინ იყო და არც ეზოში იგრძნობოდა სულიერის ჭაჭანება, თუკი ბუჩქებთან ანცად მორბენალ ჭრელ კატებს არ მივიღებდით მხედველობაში. -რობი -გისმენ -საოცრად შეგცვალეს წლებმა, იცი? -ჰოო? მაინც რა მხრივ? -დაინტერესდა ბიჭი, თან ოდნავ დაიხარა და გოგონას თავს ჩამოეყრდნო ნიკაპით -რავიცი, ადრე ნამდვილად არ იყავი ისეთი ჰოლივუდური, რომ ყოველი ფეხის გადადგმაზე თითო ქალი დაგეშტერებინა -სიცილი მოჰგვარა საკუთარმა სიტყვებმა -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ჩემი თანამშრომლები შენზე რამხელა ნერწყვებს ყლაპავენ? -ზუსტად ისეთს, როგორსაც შენ ყლაპავ ხოლმე თემოზე? -რა მწარე ენა გაქვს! -მკლავზე ჩქმეტით დააჯილდოვა მეგობარი ამ სიტყვების გამო, თუმცა მეორე წამს, განწყობა რადიკალურად ეცვალა, რობის გულს თავი ჩამოადო და ოდნავ შეეხო ყელზე, ტუჩებით -აღარასდროს წახვიდე ჩემგან, თორემ სხვა დროს პატიებას მართლა ვეღარ ეღირსები, რობინზონ! ბიჭმა ცეკვა შეწყვიტა და გოგონას სხეულიც მოიშორა ოდნავ, რათა თვალებში ჩაეხედა. -რაო, რა თქვი? -ჰკითხა ტუჩის კუთხეში სულ ოდნავ შეპარული ღიმილით -მომესმა თუ გპატიობო ასე მითხარი? -არა, არ მოგესმა, მართლა ეგრე ვთქვი -მერე ლოყაზე ორი თითით უჩქმიტა და დაამატა -ესეც შენი სიურპრიზი დღის ბოლოს -უნდა ვაღიარო, ერთ-ერთი საუკეთესო სიურპრიზია, რაც კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია -კვლავ სხეულზე აიკრა ჯაფარიძემ, გოგონა, გრძელი თმის კულულებზე ნაზად წაეთამაშა და ყურთან ძალიან ახლოს უჩურჩულა:- მენატრებოდი დეა. ტკივილამდე მენატრებოდი! 8 8 8 8 მზიანი, თბილი დილა იყო. ანდრო, ნუკი და ესმა, სასტუმროს ვერანდაზე შეკრებილიყვნენ, ნაბახუსევს ცივი წვენებით უმკლავდებოდნენ და ალაგალაგ წამოიკვნესებდნენ კიდეც, საფეთქლებთან მოწოლილი თავის ტკივილისგან. გუშინდელი ღამის შემდეგ, ბალიშიდან თავის წამოწევაც კი გასჭირვებოდათ თითოეულ მათგანს, თუმცა იმ იმედს ჩაბღაუჭებულები, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია უფრო გამოიყვანდათ მდგომარეობიდან, ვიდრე ოთახში შეკეტვა, სასაუზმოდ ქვემოთ ჩამოსულიყვნენ და ცდილობდნენ ერთი წამითაც არ ყოფილიყვნენ ჩუმად, რათა ყურადღების სხვა რამეზე გადატანის ოპერაცია წარმატებით შეესრულებინათ. -ბაბი და ალექსი, წუხანდელს მერე არავის შეგხვედრიათ, არა? -კიტრის კუბებად დაჭრილი ნაჭერი პირისკენ გაიქანა ესმამ და კოლეგებს სათითაოდ გადაავლო კითხვის ნიშნებით გატენილი მზერა. სკანდალური წყვილი, გუშინდელი გრანდიოზული მომენტების შემდეგ თვალით აღარავის ენახა და არც, რამე სიახლე ისმოდა მათგან. საკუთარ ნომრებშიც კი არ გაეთიათ წინა ღამე და სატელეფონო ზარების პასუხითაც ნაკლებად იწუხებდნენ თავს, რატომღაც. -მე რა ვიცი, მგონი მიწამ ჩაყლაპა ორივე -მხრების აჩეჩვით მოსვა ნუკიმ თავისი ანანასის წვენი. -ეჰ, ხალხო, დავრჩით ბუღალტერისა და აქსესუარების დიზაინერის გარეშე. მიდით, რომელიმემ სესილიას გადაურეკეთ, ვაკანსიები განათავსოს ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე -სიცილით გადააქნია თავი ანდრომ, თუმცა საფეთქლებში კვლავ საშინელი ტკივილი იგრძნო და სახე წამებში მოეჭმუხნა -აუუ, ნეტა დღეს გადამარჩინა და მომავალ წლამდე წვეთსაც აღარ დავლევ -ჰო მართლა, რობი სად არის, ანდრო? -ის კითხვა დასვა ნუკიმ, რაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში უტრიალებდა გონებაში -სასაუზმოდ არ ჩამოვა? -წარმოდგენა არ მაქვს. მე რომ ავდექი ჯერ კიდევ შუა ძილში იყო. ალბათ, მაგასაც დეას მსგავსად გვიანობამდე უყვარს ძილი -ისე, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს -კოლეგების საუბარს ესმაც შეუერთდა -არც მიკვირს ამდენად ახლო მეგობრები რომ არიან -მე კი მგონია, რომ ძალიან რთულია დეასნაირ გოგოში მხოლოდ მეგობარს ხედავდე -ადვილი შესამჩნევი იყო ეჭვიანი ტონი ნუკის ხმაში -შენ რას იტყვი ანდრო? ბიჭმა თავი გადააქნია, მერე კი, ოდნავ ღიმილიანი სახით გასცა პასუხი: -ეჭვიანობა გალაპარაკებს, ჩემო ნუკიკო -თმა აუჩეჩა ამის თქმისას -მაგრამ არა მგონია საქმე ცუდად იყოს. ვფიქრობ, საერთოდ არ აინტერესებს იმ ორს ერთმანეთი ისე, როგორც შენ ფიქრობ -ჰოო, იმედია -უკმაყოფილოდ ატრიალებდა ხელში ჩანგალს და თეფშზე დადებულ საჭმელს აწვალებდა გოგონა -მართლა ძალიან მომწონს ეგ ტიპი. როგორც კი დავინახე, მაშინვე ჩემი სურვილების სიაში შევიტანე. დიდი ხანია ასე აღარავინ დავუინტერესებივარ -გამოტყდა სევდიანად და მეტად ირონიული მზერაც დაიმსახურა ესმას მხრიდან. -ეგრე მოგიხდება! -აღნიშნა მან მწარედ -ჯეირანში რომ მომიგე და ბიჭი ამახიე ხომ კარგი იყო? ახლა იჯექი და იმტვრიე თავი, ხდება მასსა და დეას შორის რამე, თუ არა ანდრო, მთელი ამ ხნის მანძილზე სიტყვასაც არ ძრავდა ზედმეტად, თანამშრომლების რობისადმი დამოკიდებულებაზე, თუმცა როგორც ჩანდა, ეს მისთვისაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა და გოგონების დიალოგის მოსმენამ, ცოტათი გააბრაზა. -ხალხო, სულ გამოშტერდით თქვენ?! -ოდნავ აწეული ხმის ტემბრით გადახედა ორთავეს -რას დაერიეთ ამ ბიჭს მტაცებელი ცხოველებივით? ან უხერხულში რატომ აგდებთ ადამიანს? ვერ ამჩნევთ, რომ მხოლოდ დეას გამო ცდილობს თავაზიანად უპასუხოს თქვენს ავარდნილ რეპლიკებს? ესმამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და წიწვისფერი თვალებიც დახარა, რადგან თავის გასამართლებელი ვერაფერი იპოვა, აი ნუკიმ კიდევ, სიჩუმის შენარჩუნება ვერ შეძლო და ანდროსთან შეწინააღმდეგების გზას დაადგა: -ძალიან მაინტერესებს, ავარდნილი რეპლიკები რატომ მაქვს? -იკითხა მან აშკარა ბრაზით -სხვა შტერი გოგოებივით რომ უსასრულოდ არ ვზივარ და ველოდები, როდის მომაქცევს სასურველი ბიჭი ყურადღებას? იმის გამო ვარ ცუდი, რომ თავად ვიჩენ ინიციატივას? -ინიციატივა მაშინაა მამაკაცისთვის სასიამოვნო, თუკი თავადაც გრძნობს იმ კონკრეტული ქალისადმი რაღაცას -არასდროს ყოფილა ანდრო ისეთი სერიოზული, როგორც აღნიშნულ მომენტში -ახლა კი მაინტერესებს, თქვენ ორიდან რომელმა შეატყვეთ მაგ ადამიანს სიმპათიები? -ესმა უკვე თამაშგარეთაა, მე კი, ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას -ისე განაცხადა ნუკიმ, თითქოს რამე გრანდიოზული მიზნის მისაღწევად აპირებს ძალების მოკრებასო -თუკი ახლა დიდად არ ვაინტერესებ, მომავალში შეეჩვევა თავის ცხოვრებაში ჩემს არსებობას და მერე უკვე ყველაფერი შეიცვლება ნუკის სიტყვებს, ხელის უიმედოდ ჩაქნება მოჰყვა ანდროს მხრიდან. ბიჭს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად აგრძნობინებდა შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო და ამან, ცოტა არ იყოს გაანაწყენა გოგონა. მიუხედავად ამისა, კამათი აღარ გაუგრძელებია. ყველაფერს არჩია ისევ თავის სალათს მიბრუნებოდა და აიღო კიდეც ხელში ჩანგალი, რომ სწორედ იმ მომენტში, რობიმ და დეამ ერთობლივად გადმოაბიჯეს ვერანდაზე შემოსასვლელ ზღურბლს. ნუკის, ოდნავი ღიმილი მოადგა ბაგეებზე, თუმცა სცადა ეს უკანასკნელი პროფესიონალურად შეენიღბა და სპეციალურად დაყენებული სერიოზული გამომეტყველებით დაუხვდა ბიჭს. -დილა მშვიდობის -თითქმის ერთდროულად თქვეს ორთავემ, როგორც კი მაგიდას მიუახლოვდნენ და ხის ლამაზად მოწნულ სკამებზე, გვერდიგვერდაც დაიკავეს ადგილები. -გულითადი სალამი ჩემგან, გვიან გაღვიძებულთა პატივცემულ საზოგადოებას -მუჭზე, მუჭი მიარტყა ანდრომ რობის, მერე კი დეას გადახედა, კმაყოფილი სახით -რაქენი დეაკო, დათვალე წუხელ მეზობლები თუ ამჯერად გადაგირჩნენ? -აუ, გუშინ ისე ვიყავი, ათამდე თვლაც კი დავიწყებული მქონდა, ასე, რომ . . . -მერე, სიტყვა შუა გზაში გაწყვიტა, კიდევ ერთხელ მოავლო მზერა კოლეგებს და იკითხა -ჰო მართლა, ბაბი და ალექსი ისევ არ გამოჩენილან? წუხელ, ნომერშიც კი არ გაუთევია ღამე ბაბის -ეჰ, დეა, დილიდან ჩვენც მაგათ ამბავს ვიძიებთ, მაგრამ გამოძიება წინ ვერ მიგვყავს -ხელოვნური მწუხარებით ჩაიქნია ხელი ანდრომ. ამ დროს, კიდევ ერთხელ შემოუტია აუტანელმა თავის ტკივილმა -აუ ჩემი, გავაფრენ რა! რით ვეღარ გამიარა ამ პახმელიამ?! ბოლო-ბოლო პახმელიაა თუ სეზონური ვირუსი? -მგონი, მხოლოდ მე და რობის არ დაგვილევია გასულ ღამით -ოდნავი ღიმილით, თანაც თავმომწონედ აღნიშნა ნუკიმ, მერე კი, თვალებშიც შეხედა ბიჭს -საუზმობას არ აპირებ? წვენის დამატება მინდოდა და შენთვისაც მივცემდი შეკვეთას -დიდი მადლობა ნუკი, მაგრამ სჯობს მე მოგემსახუროთ. დეა, შენ რას აიღებ? -მაშინვე გვერდით მჯდომს შეეკითხა ბიჭი, რაზეც საკმაოდ მალევე მიიღო პასუხი: -ალუბლის წვენს დავლევდი, ჯერჯერობით მეტი არაფერი მინდა -კარგი . . . ნუკი, ანდრო და ესმა თქვენ? -მე არაფერი მინდა, არ შეწუხდე -თვალებით საკუთარი თეფშისკენ ანიშნა ესმამ, იმის ნიშნად, რომ უკვე დანაყრებული იყო და მეტად აღარაფერი სურდა. ანდრომაც იგივე გაიმეორა, ხოლო ნუკიმ, თავისი ჭიქა გამოცალა და როგორც კი ეს უკანასკნელი გვერდზე გადადო, განაცხადა: -ჰმმ, ჩემთვის ისევ ანანასის წვენი წამოიღე, მეორე ჭიქასაც სიამოვნებით დავლევდი მაგიდასთან შეკრებილთ, ბიჭმა მდუმარედ, თანხმობის გამომხატველად დაუქნია თავი. აქედან სულ მალე, თავის მობილურსაც დასწვდა და სკამიდანაც წამოდგა, შეკვეთის მისაცემად. მართალია, თავად არ დაუნახავს ის მზერა, რომლითაც ნუკიმ გააცილა ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ მიმავალი, თუმცა დეას, ეს ყველაფერი ნამდვილად არ დარჩენია ყურადღების მიღმა და კიდევ ერთხელ შეეცოდა კოლეგა, რადგან თითქმის დარწმუნებული იყო, მისგან და ჯაფარიძისგან წყვილის შედგომის შანსების არარსებობაში. რობი, მალევე დაბრუნდა უკან ორი წვენის ჭიქით ხელში, რომელთაგან ერთი ნუკის დაუდგა წინ, ხოლო მეორე, დეას. ვერანდაზე განთავსებულ მაგიდებთან მსხდომი ხალხი ნელ-ნელა კლებულობდა და შედარებითი სიწყნარეც ისადგურებდა ირგვლივ. -შენთვის რა შეუკვეთე? -როგორც კი კვლავ გვერდით მიუჯდა, მაშინვე კითხვით მიმართა დეამ მეგობარს, თან სულ ოდნავ მოსვა თავისი ჭიქიდან ცივი სითხე. -ჯერჯერობით არაფერი -და რას ელოდები? რატომღაც პასუხი არ დაუბრუნებია ბიჭს. ამის მაგივრად, მობილური მოიმარჯვა და სენსორზე რაღაცის აკრებას მოჰყვა. დეა მხოლოდ მაშინ ჩაწვდა სიტუაციის მთელ არსს, როცა, შორტის ჯიბეში ჩადებულმა ტელეფონმა, შეტყობინების მოსვლა აუწყა და განათებულ ეკრანზე სახელი "რობინზონი" ამოიკითხა. "ჰამბურგერები კიდევ გიყვარს?" -სწერდა ბიჭი. გოგონას ღიმილი გადაეკრა მარწყვისფერ ტუჩებზე, მოწყობილობის ხმას ბოლომდე ჩაუწია და კოლეგებისგან შეუმჩნევლად აკრიბა საპასუხო ტექსტი. "მიყვარს, მერე?" "ჰოდა თუ ასეა, ერთი კარგი ადგილი ვიცი. ადექი, წასასვლელად რამე მოიმიზეზე და ცოტა ხანში მეც გამოგყვები უკან." "ანუ რა გამოდის, ვიპარებით?" -სიცილის სმაილების უხვი ნაკადი დაურთო შეტყობინებას, თან, გონების მეორე ნახევრით, უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი, რა მიზეზი მოეფიქრებინა დანარჩენებისგან ზრდილობიანად წასასვლელად. "ჩემთან ერთად გაპარვის გამოცდილება, ძალიან დიდი გაქვს, არც ახლა გაგიჭირდება." "ეგ ბოლო გაკვეთილიდან გაპარვა იყო, რობონზონ!" "ჰამბურგერები პარასკევა! კარგად დაფიქრდი!" "რად მინდა ფიქრი, უარი კი არ მითქვამს? რა თქმა უნდა, მოვდივარ!" -სწრაფად მისწერა გოგონამ, ტელეფონი კვლავ უწინდელ ადგილას -შორტის მარცხენა ჯიბეში ჩაიბრუნა და გვერდით მჯდომ ჯაფარიძეს, საკუთარ თავში ასი პროცენტით დარწმუნებული ადამიანის მზერით მიანიშნა ყველაფერს ახლავე მოვაგვარებო . . . დეას ამოდენა თავდაჯერება ცრუ ნამდვილად არ აღმოჩნდა. სულ რაღაც ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, მეგობრები, მართლაც სრულიად მარტონი ისხდნენ, აბსოლუტურად სხვა დაწესებულებაში და საყვარელ ჰამბურგერებთან ერთად, კოკა-კოლას ჟეშტის ქილებიც ედგათ მენთოლისფერ მაგიდაზე. ბურგერის სახლი "Fried Bacon", რომელიც რობისა და დეას აერჩიათ სასაუზმოდ, არც ისე ხალხმრავალ, თუმცა საკმაოდ მყუდრო და ლამაზ ადგილას მდებარეობდა. დარბაზის ინტერიერი, ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ხოლო დაწესებულების დიდი, მრგვალი, დაბურული ეფექტის მქონე ფანჯრები, ვინტაჟური სიმყუდროვის ელფერს ქმნიდნენ ირგვლივ. -თამამად უნდა ვაღიარო, რომ ადგილების არჩევა მართლა არასდროს გეშლებოდა რობინზონ -ჯერ კიდევ ბაგეებზე გადაკრული კმაყოფილების ღიმილით ათვალიერებდა იქაურობას დეა. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის უყვარდა ახალი, სასიამოვნო ადგილების აღმოჩენა. თბილისში, ერთი ნაქები დაწესებულებაც კი არ ჰქონდა დატოვებული, სადაც ნამყოფი არ გახლდათ და მათი მენიუდან რამე მაინც არ ჰქონდა გასინჯული. -ბარემ იმაშიც გამოტყდი, რომ ჩემზე უკეთ მართლაც არავინ იცის სად ღირს შენი საჭმელად წამოყვანა -მარჯვენა თვალი ნიშნის მოგებით ჩაუკრა, თან წინ დადებულ ჰამბურგერს, ცოტაოდენი კეტჩუპი დაუმატა რობიმ. -სანამ თავის ქებას განაგრძობ, მანამ გეტყვი, ამ ხორცს ცოტათი შეწვა აკლია -პირგამოტენილმა, ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები და ჯაფარიძის მადის დროებითი გაქრობის მიზეზიც გახდა რატომღაც. -აუ, ოღონდ ახლა არ თქვა, მენეჯერს უნდა დავუძახო და დაწესებულებას ვუჩივლოო და რასაც გინდა იმას შეგისრულებ -მავედრებელი, ოდნავ სიცილნარევი ხმით გადააჭდო ბიჭმა თითები ერთმანეთს. -კარგი რა, ეგეთი პრეტენზიულიც არ ვარ, უბრალოდ იმ მზარეულმა მართლა დამაგლიჯა ნერვები -მიხვდა, რომ ათი წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე უნამიოკებდა რობი, როდესაც, სკოლის ბუფეტის მცხობელი, ლობიანში ნაპოვნი თმის ღერის გამო ლამის ტრუბაში გააძვრინა -აბა როგორ შეიძლება მთელი სკოლის ბავშვებისთვის ისე ამზადებდეს საჭმელს, რომ თავზე მზარეულის ქუდიც არ ეხუროს და ლამაზად გაშლილ თმებს აფრიალებდეს აქეთ-იქით? ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანადაც ვუთხარი ყველაფერი! -ისე, შენი საყვედურის მერე, მართლა აღარ დამინახავს იმ ქუდის გარეშე -ჩაფიქრებით აღნიშნა რობიმ, თან სკამის საზურგეს მიყრდნობილმა, ტელეფონზე შემოსული SMS გახსნა და არც თუ ისე კმაყოფილი დარჩა ტექსტის ამოკითხვის შემდეგ. ეს ფაქტი, დეას დაკვირვებულ თვალებსაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. -რამე ცუდი მოხდა? -ჰკითხა ოდნავ ანერვიულებული ტონით, თუმცა გულზე მაშინვე დილის გრილი ნიავივით მოედო სიმშვიდე, როგორც კი ბიჭმა უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი. -არა, არაფერი -კვლავ უწინდებურად ჩააბნელა მობილურის ეკრანი, რის შემდეგაც ორივე მკლავით ჩამოეყრდნო მაგიდის ზედაპირს -უბრალოდ, შენი თანამშრომელიც მიემატა ჩემს სადარდებელთა სიას -აჰა, ანუ ნუკიმ მოგწერა ცოტა ხნის წინ -ჭამა ცოტა ხნით გვერდზე გადადო, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ამბავს დეტალურად ჩასძიებოდა. -გამოიცანი . . . აინტერესებს სად არის მისი შოკოლადის სიროფი, ანუ მე -რაო, რაო? ანუ ახლა უკვე ეგრე მოგმართავს? -რამდენი არ ეცადა, მაგრამ სიცილის შეკავება მაინც ვერაფრით მოახერხა გოგონამ და ხმის გადასაფარად ორივე ხელი აიფარა პირზე. -ახლა დაცინვებს არ ვიყოთ! -არა პატარავ, რატომ უნდა დაგცინო? მშვენიერი შოკოლადის სიროფივით ბიჭი ხარ -კარგი, დეა, მართლა გეყოფა! -საუბრისას მკაცრი ტონი ჰქონდა მაგრამ, გულის სიღრმეში, თავადაც გულიანად ეცინებოდა ბიჭს. -მოკლედ, გამძლეობას გისურვებ რა, მეტს ვერაფერს გეტყვი -მერე დასერიოზულდა, ღრმად ჩაფიქრებული სახე მიიღო და რამდენიმე წამის შემდეგ, მორიგი კითხვაც დასვა:-ისე, გუშინდელი პაემნის ბოლოს რატომ არ უთხარი, ჩვენს შორის არაფერი გამოვაო? ასე საქმესაც გაიმარტივებდი და შოკოლადის სიროფსაც სხვას დაუძახებდნენ, შენს მაგივრად ბიჭმა ღრმად ამოიხვნეშა. მოცემულ მომენტში, წარბებს შორის ის ორი ღარი გაუჩნდა, რაღაცით უკმაყოფილების დროს რომ მუდამ უჩნდებოდა ხოლმე. -მაგის ახსნაც ვცადე -თქვა სივრცეში ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებულმა -ვუთხარი ჯერ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვგეგმავ-მეთქი, მაგრამ მითხრა უფლება მომეცი შენს ცხოვრებაში მაინც ვიყო და დანარჩენი თავისთავად მოვა, თუკი სურვილი გექნებაო -ოდნავი ღიმილი მოადგა ბოლო სიტყვებზე -რაღაცნაირად ისე ჩამომიყალიბა, უარის თქმა ნებისმიერს გაუტყდებოდა ჩემს ადგილას, ჰოდა ვერც მე ვუთხარი -აჰაა, აშკარად რთული სიტუაციაა -ნიკაპის ზელვის პარალელურად გასცა დეამ პასუხი. სახეზე ეტყობოდა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს, მისმა მობილურმაც გამოსცა შეტყობინების მოსვლის ხმა და გოგონას მთელი ყურადღებაც, სწორედ იქითკენ წარიმართა. ეკრანზე, სახელი ბაბის ამოკითხვას დეაში გაკვირვება ნამდვილად არ გამოუწვევია. პირიქით, მოეშვა კიდეც გულზე, რადგან გუშინდელს მერე, კოლეგაზე აღარაფერი სმენოდა, მაგრამ როგორც კი მონაწერი ტექსტი ამოიკითხა, გაოცებამ მის ორივე თვალში დაიდო ბინა და მობილური ლამის ხელიდანაც კი გადაუვარდა. -ახლა გავგიჟდები! -რამე მოხდა? -დეას შოკირებული სახის შემხედვარე, აშკარად დაინტერესდა ბიჭი. -ბაბიმ მომწერა ამ წამს -კარგი და მერე? -ყაზბეგში ყოფილან ის და ალექსი, თანაც ერთად -იმდენად ნელა და სვენებ-სვენებით ამბობდა ამ სიტყვებს, აშკარად მოულოდნელობის ეფექტში გახლდათ ჩარჩენილი -ამბობს, სესილიას უკვე დავურეკეთ და უფლება მოგცა ერთი კვირა ოფისში მისვლის გარეშე ვიმუშაოთო. დანარჩენებს შენ გააგებინე, რათა არ ინერვიულონო -ვერ უარვყოფ, აშკარად საინტერესო წყვილია -კმაყოფილების ამსახველი ღიმილით მიუბრუნდა თავის ჰამბურგერს რობი, თან დასძინა -ნუ ნერვიულობ, მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ამიერიდან ყველაფერი კარგად ექნებათ -აუუ, ისე რომ დავუფიქრდი, მართლა რა რომანტიულია -ოცნებებში წავიდნენ დეას ზურმუხტისფერი თვალები. იმ მომენტში, თავი, ტყეში განცალკევებით მდგომ სახლში წარმოიდგინა, თემოსთან ერთად და სიამოვნებისგან, მთელ სხეულზე გააკანკალა. ნეტავ ოდესმე თუ ეღირსებოდა მსგავსი რამ? ნეტავ თუ დაესმებოდა წერტილი მის ოთხთვიან ტრაურს, რომლითაც უკვე საშინლად იყო გადაღლილი? -კარგი, კარგი, რომანტიკოსო, მიდი დროზე დაასრულე მაგის ჭამა და სასტუმროში დავბრუნდეთ -შორეულ ფიქრებში სამოგზაუროდ წასული, მეგობრის ხმამ გადმოიყვანა რეალურ სამყაროში -საღამოს, ანდროს არჩეულ ბარში ვართ წასასვლელები და მწერს, დროზე დაბრუნდით, ჩემს გარდერობში შესაფერისი ვერაფერი ვნახე და შენიდან უნდა მათხოვო რამეო -ოოო, ცოტა ხნით რომ კიდევ დავრჩეთ არ შეიძლება? ანდრო როგორმე მოიცდის -მაშინვე აწუწუნდა გოგონა და სულ რამდენიმე წამში მოახერხა მეგობრის თავის ჭკუაზე გადმოიყვანა -კარგი, კარგი, დავრჩეთ, მაგრამ მიზეზი? -მიზეზი ისაა, რომ მეორე ჰამბურგერიც მომინდა ამ წამს -ქვედა ტუჩზე მაცდურად გადაიტარა ენა დეამ. რობის გაეცინა. -არადა, რომ გეკითხათ ხორცს შეწვა აკლდა -ჰოდა იმედია, მეორე ბურგერის შემთხვევაში ამ მინუსსაც გამოასწორებენ. თუ არადა, მართლა შევიტან საჩივარს დაწესებულების სახელზე -ხუმრობით დაამატა ბოლოს და მიმტანის დასაძახებლად ხელიც ასწია. 8 8 8 8 უკვე ოთხი დღე იყო გასული, რაც უქმეების კახეთში გატარების შემდეგ, კვლავ თბილისში დაბრუნდა რობი. ამ დღეების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი სიახლე დაგროვდა მის ცხოვრებაში. პირველ რიგში, სამსახური მოძებნა ქალაქის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, მთავარ არქიტექტორის პოზიციაზე, სადაც ორი კვირა მაინც უნდა ყოფილიყო გამოსაცდელი ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც, საბოლოოდ გადაწყდებოდა დატოვებდნენ თუ არა იმ კონკრეტულ თანამდებობაზე. სიღნაღში გატარებული დღეების შემდეგ, ნუკის დანაკლისსაც არ გრძნობდა საკუთარ ცხოვრებაში. გოგონა, მართლაც საკმაოდ აქტიურად ტრიალებდა მის გარემოცვაში, ხშირად სახლშიც კი აკითხავდა, სტუმრად და კოტესაც იმდენად შეაყვარა თავი, უკვე მომავალ სარძლოდაც კი მოსწონდა კაცს, თავისი შვილისშვილისთვის. გრძნობებზე და სიმპათიებზე, სიტყვასაც არ ძრავდა გოგონა. თავის ამგვარ დამოკიდებულებას, უბრალო მეგობრობით ნიღბავდა და სწორედ ასე ცდილობდა რობისთან დაახლოვებას. რა თქმა უნდა, ამას ბიჭიც მშვენივრად ხვდებოდა, თუმცა სანამ ნუკი ჩუმად იყო და სიმპათიებზე საუბარს გაურბოდა, თავადაც დუმილის შენარჩუნების გზას მიუყვებოდა, რათა მისთვის არ ეწყენინებინა. თავისუფალ დროის ყველაზე დიდ ნაწილს, დეასთან ატარებდა ხოლმე ჯაფარიძე. ერთის მხრივ, ეს მათი შეთანხმების გამოც ხდებოდა, რის მიხედვითაც, დეას, თემოსთვის უნდა ეიძულებინა თავის პრინციპებზე საბოლოო უარი ეთქვა. აღნიშნულის გამო, გოგონა რამდენჯერმე გამოჩნდა რობისთან ერთად, ანტონის სახლში მაშინ, როდესაც თემოც იქ იმყოფებოდა და საკმაოდ კარგადაც გაერთო მისი რეაქციების ცქერით. ერთხელ, ისეც კი მოხდა, რომ ლომიძემ პირდაპირაც უთხრა, ვცოფდები, როდესაც შენს გვერდით, ასე ახლოს ვხედავ სხვა მამაკაცსო. ამაზე, დეამ, შეკავებული ღიმილით მიუგო, რომ რობისთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ამის თქმისას, ტონში ოდნავი ყოყმანი მაინც ჩადო, რათა მცირედი ეჭვი მაინც დაეტოვებინა ბიჭისთვის. შემდეგ, ეს ყველაფერი, ჯაფარიძესთან ერთად განიხილა, რათა მამაკაცური გადმოსახედიდან დანახული შეფასებებიც მოესმინა და მეგობრისგან გაგონილმა სიტყვებმა, უკვე ასი პროცენტით დაარწმუნა თემოს სიყვარულში. ხუთშაბათი დღე იყო. არც თუ ისე მზიანი ამინდი. რობი, ჩვეულებრივ, ცხრის თხუთმეტი წუთისთვის გამოვიდა სადარბაზოდან, რათა ოფისში დაგვიანების გარეშე მისულიყო. სამსახურის შემდეგ, დეასთან ერთად აპირებდა წასვლას სპორტ-დარბაზში, რაზეც, უამრავი წუწუნის ფასად დაითანხმა მეგობარი და სამუშაო საათების დასრულების მერე, სწორედ მასთან აპირებდა გავლას. ბიჭმა, მაჯაზე შემოხვეულ საათს კიდევ ერთდელ დახედა. ჯერჯერობით ნამდვილად არსად აგვიანდებოდა, ამიტომ, ნელი ნაბიჯებით გაემართა ეზოში დაყენებული თავის მანქანისკენ და ის-ის იყო გაღების ღილაკსაც დააჭირა თითი, გასაღების ასხმაზე, რომ ზუსტად მის ფეხებთან, ვიღაცამ, მოულოდნელად დაასიგნალა, ხმამაღლა. უკან, სწრაფი ტემპით შებრუნებულ რობის, ხელში არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ წითელ ჯიპში მოკალათებული ნუკი შერჩა, ვისაც ფანჯრიდან თავი ღიმილით გადმოეყო და პოზიტივით სავსე მზერით უქნევდა ბიჭს ხელს. -ნუკი? -ჰო, ნამდვილად მე ვარ, არ გეჩვენები -აქ რას აკეთებ? -ყველანაირად სცადა თავადაც გაეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არ ეღიმებოდა იმ წამს. -პირველ რიგში, დილა მშვიდობის -კვლავ მხიარული ხმით გაეპასუხა გოგონა, მერე კი მანქანიდანაც გადმოვიდა და რობი გადაკოცნა. საკმაოდ დახვეწილად გამოიყურებოდა გოგონა იმ დღეს. მოკლე, ალუბლისფერ კაბაზე, ლამაზად რომ ჰქონდა გული ამოღებული, ამავე ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეეხამებინა, თმა კი, წელამდე ჰქონდა ჩამოშლილი და მსუბუქი მაკიაჟის ფონზე, ნამდვილად მიმზიდველობის ეტალონს ჰგავდა. -გადავწყვიტე ჯერ შენ დაგტოვო და მერე თავად წავიდე სამსახურში -თავისი სტუმრობის მიზეზი სწრაფად აუხსნა გოგონამ -თან გზაში ვილაპარაკებდით კიდეც -რატომ შეწუხდი, ჩემი მანქანითაც შემეძლო მისვლა -წამით, იქვე დაყენებული ავტომობილისკენ გაექცა თვალები, თუმცა მერე მიხვდა, რომ ოდნავ უხეშად გამოუვიდა და ღიმილით დაამატა:- კარგი, წამოდი, თორემ დავაგვიანებთ. მადლობა, რომ გამომიარე ნუკის სახეზე მაშინვე ღიმილმა დაიდო ბინა და ლამის თავად გამოუღო ბიჭს მარჯვენა კარები, სალონში ჩასაჯდომად. აღნიშნულ მომენტში, ის მცირედი დეტალიც კი უზომო კმაყოფილებით ავსებდა გოგონას გულს, რომ რობი, მის გვერდითა სავარძელში იჯდა და შეეძლო ბიჭთან რამდენიც უნდოდა, იმდენი ესაუბრა. -როგორ მოგწონს ახალი სამსახური? -მთავარ გზაზე გასვლა და ნუკის მხრიდან დუმილის დარღვევა ერთი იყო. გოგონა, საშუალო სიჩქარით მიდიოდა დანარჩენ ოთხბორბლიანებს შორის და საჭეზე, რიტმულად აკაკუნებდა ვერცხლისფერი ბეჭდებით გადავსებულ თითებს. -ჯერჯერობით კარგი სიტუაციაა -მოკლე პასუხის გაცემა ამჯობინა -შემდეგში ვნახოთ რა იქნება -კარგია, მიხარია თუ მოგწონს. მუსიკა ხომ არ ჩავრთო? -მაგნიტოფონისკენ ანიშნა, რომელიღაც რადიო-ტალღაზე რომ იყო დაყენებული და იმ წამს მომდევნო დღის ამინდის პროგნოზს აცხადებდა. -შენ როგორც გინდა, მე წინააღმდეგი არ ვარ -მერე გაიაზრა, როგორ მშრალად, უემოციოდ ესაუბრებოდა გოგონას და ღიმილით დაამატა -საკმაოდ კარგად გამოიყურები დღეს -ჰოო? თუ ასეა, დიდი მადლობა -ნაძვის ხის სათამაშოებივით გაანათეს ნუკის თაფლისფერმა თვალებმა მოცემულ მომენტში. გული დაწყვიტა ამის დანახვამ ჯაფარიძეს. ზუსტად იცოდა, დადგებოდა დღე, როდესაც მასთან სერიოზულად მოუწევდა დალაპარაკება და ეს, ყველაზე მეტად აწუხებდა. ზოგადად, ვერასდროს იტანდა ხოლმე, როცა ქალის გულისწყვეტის ან თუნდაც უბრალო, ელემენტარული წუხილის მიზეზი მაინც ხდებოდა ხოლმე, ნუკის შემთხვევაში კი, ეს გარდაუვალ მოვლენა იყო. -რობი, რაღაც მინდოდა მეთხოვა. ერთის მხრივ, ამიტომაც გამოგიარე -მიდი, მითხარი, გისმენ გოგონამ სიჩქარეს ოდნავ მოუმატა, თან გვერდულად გახედა ბიჭს. -დაახლოებით ერთ თვეში დაბადების დღე მქვს -განაცხადა მან ბედნიერების გამომხატველი ღიმილით -ძალიან დიდი ხანია არ გადამიხდია, მაგრამ წელს გადავწყვიტე აღვნიშნო და მინდა, რომ შენც აუცილებლად მოხვიდე -აქ, ნუკიმ მცირედი პაუზა გააკეთა, ქვედა ტუჩზე იკვინა და ოდნავ უხერხული ტონით დაამატა: -ოღონდ, როგორც მეგობარი არა, როგორც ჩემი კავალერი რობის შეეძლო დაეფიცა, რომ ცხოვრებაში პირველად იყო ასეთ სულელურ, კომიკურ და გაუგებარ სიტუაციაში. გოგო, ვისდამიც მცირედი ინტერესიც კი არასდროს გამოუხატავს, მოდიოდა, იუბილეზე ერთი თვით ადრე ეპატიჟებოდა და იმასაც ამატებდა, იქ ჩემი შეყვარებულის სტატუსით უნდა მოხვიდეო. არა, ნამდვილად არ გახლდათ ეს ის სიტუაცია, რომელში ყოფნასაც რობი ჯაფარიძე ოდესმე ისურვებდა, თუნდაც ისეთ მიმზიდველ და სექსუალურ გოგოსთან, როგორიც ამ წამს გვერდით ეჯდა და მოლოდინით აღსავსე მზერით უყურებდა. -ნუკი, მისმინე -დაიწყო მან რაც შეეძლო მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მხრივ, ბრაზსაც გრძნობდა გულის სიღრმეში, გოგონას ქარაფშუტობის გამო -შენს დაბადების დღეზე, კავალერის რანგში მხოლოდ მაშინ მოვალ, თუკი ნამდვილად გვექნება რაღაც ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მთხოვე, ყოვლად გამორიცხულია და იმედია სწორად გამიგებ ნუკი, რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ, ღრმად ამოისუნთქა, საჭეზე თითების კაკუნი შეწყვიტა და ისე სწრაფად გამხიარულდა, თითქოს ცოტა ხნის წინ გაგონილი სიტყვები, ვიღაცამ, მძიმე საგნის თავში ჩარტყმით წაუშალა მეხსიერებიდანო. -კარგი, როგორც გინდა -შესამჩნევად ლაღი ტონით მოუჭრა მან პასუხი -მთავარია, რომ მოსვლაზე არ მეტყვი უარს და დანარჩენი შეგიძლია დაივიწყო -მერე გამომცდელად გახედა და დამატებითი კითხვაც დაუსვა: - ხომ ნამდვილად მოხვალ, არა? -მოსვლით, მოვალ, რა პრობლემაა -თავის დაქნევითაც დაუდასტურა რობიმ. მართალია, საერთოდ არ იწვოდა ნუკის დაბადების დღეზე აღმოჩენის სურვილით, თუმცა "არა"-ს თქმა, რაღაც მხრივ ზედმეტ უხეშობად მიიჩნია და თავი იმით ინუგეშა, რომ დეაც იქ იქნებოდა, იმ მომენტში. მთელი დარჩენილი გზა, მაგნიტოფონში აჟღერებული წყნარი მუსიკების ფონზე, ძირითადად წვრილმან თემებზე საუბრობდნენ და დროც საკმაოდ მხიარულად გაჰყავდათ, საცობებში და შუქნიშნებზე დგომის მომენტებშიც კი. ამ დროს, აღარც ნუკი ჩანდა იმდენად მომაბეზრებელი, როგორც ეს დიალოგის საწყის ეტაპზე იყო. პირიქით, მასთან საუბარი, უკვე სასიამოვნოც გამხდარიყო რობისთვის და ამ მხიარულ დიალოგში, ვერც კი გაიგო ისე მიუახლოვდა თავის სამუშაო ადგილს. მანქანა რომ საბოლოოდ იმ შენობის წინ გაჩერდა, სადაც მისი ოფისი მდებარეობდა, ცხრის შესრულებას სულ რაღაც ათი წუთიღა უკლდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამსახურში, დათქმულ დროზე ათი წუთით ადრე მოეხერხებინა მისვლა ბიჭს. -მადლობა რომ მომიყვანე -ღვედი გაიხსნა ამ სიტყვების პარალელურად და ოდნავ გაუღიმა საჭესთან მჯდომს -სამსახურში მისვლამდე, წინ ერთი საათი გაქვს, ამიტომ, შეგიძლია შედარებით ნელა იარო გოგონას გაეცინა. -აჰა, ანუ გინდა თქვა, რომ გიჟივით დამყავდა, არა? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით უყურებდა ჯაფარიძეს. -ეგრეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ მე რომ პოლიციელი ვყოფილიყავი, მინიმუმ ოთხი ჯარიმის ფურცელი უკვე ხელში გეჭირებოდა -თუ ასეა, მიხარია, შენს ტანზე პოლიციელის უნი-ფორმას რომ ვერ ვხედავ -ხუმრობაში, თავადაც აჰყვა გოგონა და აქედან სულ მალე, ტელეფონიც მოიმარჯვა, რომელშიც წინა კამერა იყო ჩართული -მოდი, ჯერ სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ და მერე წადი, კარგი? -მაინცდამაინც ფოტოგენური არ ვარ, მაგრამ რა გაეწყობა, მოდი -კარგი რა, როგორ არ ხარ? -გაკვირვებით ჰკითხა ნუკიმ, მასთან ძალიან ახლოს მიიწია და ლოყაზე ტუჩები ნაზად შეახო -ოდნავ გაიღიმე და ვიღებ რობიმ, სახეზე ნაძალადევი ღიმილი აიკრა. შექმნილმა სიტუაციამ, ბავშვობის ის მომენტები გაახსენა, როდესაც კოტე, ყოველ პირველ სექტემბერს, სკოლაში წასვლის წინ, ძალით დააყენებდა ხოლმე ფოტოს გადასაღებად და აიძულებდა, მოღუშული სახე, ღიმილიანით შეეცვალა. ასეთ მომენტებში, მხოლოდ ნაყინის ან ბევრი შოკოლადის დაპირება თუ ჭრიდა, რათა საბოლოოდ, პოზიტიური სახით გამოსულიყო კადრში და არა, ისეთი მჟავე სიფათით, როგორიც დასაწყისში ჰქონდა ხოლმე. -მორჩა, გადაღებულია! -რობის ლოყისთვის ტუჩები უკვე მოეშორებინა და კმაყოფილებით გაჟღენთილი მზერით დაჰყურებდა სურათს, ნუკი -ამას, სამახსოვროდ შევინახავ. მადლობა, რომ უარი არ მითხარი -არაფრის ნუკი. დროებით -გადასვლის წინ, კარი გააღო ბიჭმა, თუმცა გადადგა თუ არა სალონიდან ცალი ფეხი, მაჯაში ჩავლებულმა გოგონას ხელმა დააყოვნა. ნუკი, თვალმოუშორებლად უყურებდა მის სახეს, თითქოს იქ რაღაცის ამოკითხვას ცდილობსო. მერე, ნელა, თითქმის შეუმჩნევლად გადაიხარა რობისკენ, ბიჭის ოდნავ წვერწამოზრდილ სახეს ხელი დანისლული მზერით ჩამოატარა და რამდენიმე წამიანი უხმო პაუზის შემდეგ, ძალიან ნაზად, ფრთხილად შეუერთა თავისი ტუჩები, მისას. კოცნა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ჯაფარიძე არც კი განძრეულა, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევია და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც გოგონა მის ტუჩებს ოდნავ მოწყდა, აკანკალებული სუნთქვის თანხლებით. -ნუკი . . . -გთხოვ, ნურაფერს იტყვი, კარგი? ისედაც ვიცი როგორც გრძელდება ეს წინადადება -ტუჩებზე, საჩვენებელი თითის აფარებით გაეწყვეტინა სიტყვა -ერთხელ უკვე მითხარი, ჯერ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვგეგმავო, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა . . . ერთხელ მაინც უნდა გამეკეთებინა, გესმის? -გახშირებული სუნთქვით ეუბნებოდა გოგონა ამ სიტყვებს და გულიც კი ყელში ებჯინებოდა თითოეული ასო-ბგერის წარმოთქმისას. -მგონი, ორივესთვის სჯობს, წავიდე -მაპატიე რა -თვალები სიმწრით დახუჭა ნუკიმ -მოთმინების უნარით არასდროს გამოვირჩეოდი და ვერც შენთან ვიკავებ თავს -მერე, ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა, სავარძლის საზურგეს თავი მიაყრდნო და ნაწილებად დამსხრეული ხმით ამოთქვა -მგონი, მართლა სჯობს წახვიდე, რობი -შენი საქციელის წამითაც არ შეგრცხვეს, გესმის? -აუ, წადი, რაა. უბრალოდ წადი . . . -წავალ, მაგრამ იცოდე, რომ ძალიან ვწუხვარ . . . დამიჯერე, რეალურად ძალიან ვწუხვარ . . . ამ სიტყვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, მანქანის კარის გაღების ხმა, ჭექა-ქუხილის გაელვებასავით მისწვდა ნუკის ყურთასმენას. სიცივე, თითქოს ზამთრის თოვლნარევი ქარიშხალივით მოედო გოგონას, მთელ სხეულზე და გულის ყველა ძაფიც ერთმანეთის მიყოლებით დაუწყდა, როცა ბიჭის სუნამოს სურნელი ნაკლები სიმძაფრით იგრნო თავის გარშემო არსებულ სივრცეში. გოგონამ, უზარმაზარი ლოდებივით დამძიმებული ქუთუთოები ძლივსძლივობით განაცალკევა ერთმანეთისგან, სალონში სრულიად მარტო დარჩენილმა, საქარე მინიდან გახედა შენობისკენ მიმავალ სასურველ მამაკაცს და ცრემლებისგან დაბინდული მზერით ამოთქვა: -შენნაირებს ასე მარტივად არ თმობენ, ჯაფარიძე . . . ჰოდა, დარწმუნებული იყავი არც მე დაგთმობ! 8 8 8 8 სპორტულ ლიფსა და ამავე ფერის, მოკლე შორტებში გამოწყობილი დეა, სარბენ ბილიკზე გატარებული ოცი წუთის შემდეგ, სრულიად დისორიენტირებული "ჩამობობღდა" ტრენაჟორიდან და რობის გვერდით, ვინც ოცდაათკილოგრამიანი გირის ზემოთ-ქვემოთ აწევით გახლდათ დაკავებული, მედიტაციის პოზაში მოთავსდა. დარბაზში, მათ გარდა, დაახლოებით ოციოდე ადამიანი ვარჯიშობდა სხვადასხვა დატვირთვით, ხოლო მინის კედლით გამოყოფილ აერობიკის ოთახში, კიდევ ცალკე ათკაციანი გუნდი შეკრებილიყო, რომლის თითოეული წევრი სინქრონულად იმეორებდა ინსტრუქტორის აქტიურ მოძრაობებს. -აუ მეტი მართლა აღარ შემიძლია რა, უკიდეგანოდ დავიღალე -სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა დეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წვეთი ოფლიც კი არ გამოსვლოდა კანიდან -შენ აღარ მოგბეზრდა მაგ გირების თამაში? ისედაც მშვენიერი კუნთები გაქვს, თავს რატომ იწვალებ? -დეა, ხელს მიშლი! -მე ხელს გიშლი, შენ კიდევ ნერვებს! -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გოგონამ. მერე, თვალი კიდევ ერთხელ მოატარა დიდ დარბაზს და რობიზე მიშტერებული, ქერათმიანი, ბოდი-ბილდერის აღნაგობის ქალბატონის დანახვისას, ჩუმად ჩაეცინა, რადგან კარგად იცოდა, რამდენად ნაკლებად იზიდავდა ჯაფარიძეს დაკუნთული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. -რობინზონ, აი იმ ქერამ იცის შანსი რომ არ აქვს თუ წავიდე და მე ვუთხრა? ბიჭს ოდნავ გაეცინა, გირა ცოტა ხნით სათავსოში დააბრუნა და ზურგზე გაწოლილმა, თავისი ბოთლიდან ცოტაოდენი წყალი მოსვა. -როგორ ფიქრობ, აქ რისთვის წამოგიყვანე? -ჰკითხა მან მცირედი დუმილის შემდეგ, რითაც, ზუსტად ისეთი რეაქცია მიიღო მეგობრისგან, როგორსაც ელოდა. -მოიცა, მოიცა, სტოპ -წარბები ეჭვიანად აეზიდა დეას -ანუ, გინდა თქვა, რომ მხოლოდ სატყუარას ფუნქციას ვარსულებ, რათა ის გოგო არ მოგეკაროს? -ნუ დაგავიწყდება, რომ მეც სატყუარას ფუნქციას ვასრულებ, რათა შენი პრინცი თეიმურაზი მოგეკაროს. ხედავ? ერთმანეთს ვჭირდებით და პარტნიორები უნდა ვიყოთ -ბევრს ნუ ლაპარაკობ და ჩემი წყალი მომაწოდე! -აჰა, აიღე. ცოტას შეისვენებ და შემდეგ სხვა ტრენაჟორზე გადახვალ. ისედაც ძალიან დიდხანს გაგიგრძელდა დასვენება გოგონას, ლამის ორი ზომით დიდი გაუხდა თვალები ამ სიტყვების მოსმენისას. სრულიად გამოფიტულს, ახლა ნებისმიერი ვარჯიშის გაკეთება ჭირივით ეზარებოდა და ფეხზე წამოდგომის სურვილითაც არ იწვოდა მაინცდამაინც. -რაო?! -ოდნავ აწეული ხმის ტემბრით შეიცხადა მან -არანაირი სხვა ტრენაჟორი, დღეისთვის მეყო! -რა გეყო, ოცი წუთი რომ კუს ნაბიჯებით იარე სარბენ ბილიკზე ეგ? -მაგრამ . . . -არანაირი მაგრამ! არასპორტული ადამიანები, სიბერეში წელში იხრებიან და თუ არ გინდა მომავალში მოსიარულე კითხვის ნიშანს დაემსგავსო, მაშინ ნუ ზარმაცობ -ადამიანის დარწმუნება, აშკარად კარგად გამოგდის -მე უფრო დაშინებას ვიტყოდი -თვალი ჩაუკრა რობიმ, იატაკზე ამჯერად გულდაღმა დაწვა, მას ხელის გულებით დაებჯინა და გოგონას გახედა. -მოდი, ზურგზე დამაწექი, აზიდვების დროს სიმძიმე მჭირდება მართალია, იმ წამს ფეხის გვერდზე გაწევაც კი ეზარებოდა, თუმცა მეგობრის თხოვნა მაინც წუწუნის გარეშე შეასრულა დეამ და რობის ზურგს ისე გადააწვა, რომ მოხრილი იდაყვები, ბიჭის მკლავებზე ჰქონდა დაწყობილი, ხოლო ლოყებით, საკუთარ ხელის გულებს ეყრდნობოდა. გოგონა ამჯერად ხმას აღარ იღებდა. არც ინძრეოდა და მდუმარედ ასრულებდა თავის "სამუშაოს". პოზა მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც, იქვე, შორიახლოს ჩავლილი, თინეიჯერი გოგო მათგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით გაჩერდა, თავისი მობილურით რამდენიმე ფოტო გადაუღო და დაუფარავი ღიმილით აცნობა, ძალიან ლამაზი წყვილი ხართო. ამ პატარა ეპიზოდმა, ორივე გაამხიარულა, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. რამდენიმე წამის შემდეგ, რობის სახეს კვლავ სერიოზული გამომეტყველება გადაეკრა და მაშინ, როცა ჩვეულებრივ ორმოცდაათ აზიდვას მაინც აკეთებდა ხოლმე, ახლა ოცდაათის გაკეთებაც ვერ შეძლო. -მორჩა, თავისუფალი ხარ, ცოტა უნდა დავისვენო -გახშირებული სუნთქვით უთხრა მან, თავის ზურგზე გაწოლილ დეას და როგორც კი ეს უკანასკნელი ძირს ჩამოვიდა, თავის ბოთლში ჩარჩენილ ცივ სითხეს ისე დაეწაფა, უდაბნოგამოვლილი, წყალს მონატრებული ადამიანისგან ვერავინ განასხვავებდა. -რა გჭირს დღეს? რაც აქ მოვედით, მას შემდეგ ძალიან სერიოზული ხარ და მგონი ცოტათი ნერვებიც გაქვს მოშლილი -არაფერი, რა უნდა მჭირდეს? -ამოღერღე რა რობინზონ, ხომ იცი მე ვერასდროს ვერაფერს გამომაპარებ? -მობეზრებით აატრიალა თვალები დეამ, თან ანიშნა, მოსასმენად მზად ვარო. მიუხედავად ამისა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია -ნუკისთან მქონდა ცუდი დიალოგი, ამ დილით. დანარჩენზე ლაპარაკის სურვილი არ მაქვს -შეჭმუხნილი წარბებით გადაისვა კეფაზე ხელი ბიჭმა -მიდი, ადექი. მაგაზე საუბარს სჯობს რისთვისაც აქ მოვედით ის საქმე გავაგრძელოთ -თავადაც ხომ იცი, რომ ნუკი მაინც ყველაფერს წერტილ-მძიმით მეტყვის, არა? -ნუკიმ რაც უნდა ის გითხრას, მე კი ახლა ენერგიის დახარჯვა მჭირდება და მეტი, არაფერი -გადაჭრით, თანაც ოდნავ კატეგორიული ტონით განაცხადა ჯაფარიძემ ეს სიტყვები და სანამ გოგონა კიდევ მოასწრებდა ხმის ამოღებას, მანამდე წამოაყენა მკლავებში ხელის ჩავლებით. სპორტ-დარბაზში კიდევ საათ ნახევარი დაყვეს. ამ დროის განმავლობაში, დეამ მხოლოდ ოცი წუთი გაატარა ფიზიკურ აქტივობაში, ხოლო დარჩენილი დრო ან უხმოდ ისვენებდა, ან რობის უთვლიდა თითოეულ ტრენაჟორთან გატარებულ წუთებსა თუ წამებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "მალე წავიდეთ"-ის ძახილი და წუწუნი წამითაც კი არ შეუწყვეტია. ბოლოს, ჯაფარიძის მოთმინების ფიალამაც ვეღარ აიტანა მეგობრის დაღლილი, მჟავე სიფათის ყურება და იძულებული გახდა სპორტ-დარბაზის დატოვების თხოვნაზე დათანხმებოდა. იქედან, პირდაპირ რობის მანქანით წავიდნენ, მისსავე სახლში. კოტე, ქუთაისში იმყოფებოდა, ნათესავის მოსანახულებლად, რის გამოც, გული ძალიან დასწყდა დეას, რადგან მისი ნახვაც უნდოდა, თუმცა ვინაიდან, მეორე დღეს, სამსახურში პირველ საათამდე არ აპირებდა მისვლას, თანაც რობიც მარტო იყო, იმ ღამით მეგობართან გადაწყვიტა დარჩენა და გზად, აფთიაქში, კბილის ჯაგრისი და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთებიც შეიძინა, რადგან, მათ წამოსაღებად სახლში მიბრუნება ძალიან ეზარებოდა. სადარბაზომდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდნენ რობი და დეა, თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ გოგონას, სალონიდან ფეხის პირველივე გადმოდგმის თანავე კუნთების საშინელი ტკივილი დაეწყო, ჯაფარიძეს კვლავ მისი წუწუნის მორიგი სერიის მოსმენა მოუწია. -აუ დეა, შენ თავს ვფიცავარ მაგრად მღლი -სიცილით უთხრა როგორც კი კარი გაიღო და ლიფტში შევიდნენ -ნამდვილი ენერგოვამპირი ხარ -შენ რა, კუნთების ტკივილი ასეთი ადვილი ასატანი გგონია? -მე ის მგონია, რომ შენი იქ წაყვანა იყო უდიდესი შეცდომა -თავადაც გითხარი არასპორტული ადამიანი ვარ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერე -ნიშნის მოგებით უყურებდა გოგონა, ისე, თითქოს რომელიღაც მსოფლიო ჩემპიონატში დაემარცხებინა მეგობარი და ოქროს მედალიც წაერთმია მისთვის. ლიფტის ციფერფლატზე, რობის სართულის აღმნიშვნელი ციფრი აინთო და ორფრთიანი კარიც სრიალით გაიხსნა მათ წინ. ბიჭმა, პირველად დეა გაატარა, ხოლო შემდეგ თავადაც მიჰყვა უკან და გასაღების ასხმაც ამოაძვრინა ჯიბიდან. -აუ რობი ვარჯიშის მერე მაგრად მომშივდა -როგორც კი მუხისფერი კარის წინ გაჩერდნენ, ისევ ალაპარაკდა დეა. -დამშვიდდი, ყველიან სოკოს მოგიმზადებ, ჩემი რეცეპტით -სერიოზულად? -თვალები გაუნათდა სოკოს კერძის ხსენებაზე -ჰო, სერიოზულად -მაგარია! მერე, რობოტა და რობოტუნებსაც ვუყუროთ, კარგი? -ზღურბლს გადააბიჯა და ღიმილით მოათვალიერა ის ბინა, სადაც უკვე სამი კვირა მაინც იყო აღარ შეეხედა და აღარც საყვარელი კოტე ბაბუა ენახა. -რობოტა და რობოტუნები? -გულიანად გაეცინა ბიჭს -დეა, მგონი ვარჯიშისას ოდნავ მკვეთრი მოძრაობა გააკეთე და შენი წლოვანება დაგავიწყდა -არაფერიც არ დამვიწყებია! უბრალოდ ვთვლი, რომ მულტფილმები ადამიანს ნებისმიერ ასაკში უნდა უყვარდეს და თუ არ გინდა ვეზუვივით ამოვიფრქვე, შენი სიცილის ხმა აღარ გავიგონო! -კარგი, კარგი, ჩუმად ვარ -შემოსასვლელი კარი სწრაფად მიხურა რობიმ, გასაღები იქვე, კომოდზე მიაგდო და მთელი ძალით შეებრძოლა ტუჩებზე მომდგარ ღიმილს, რომელსაც დეას ბავშვური ხასიათი იწვევდა მასში. 8 8 8 8 შუა დღე ხანი იდგა. სამსახურეობრივი შესვენების პერიოდში, დეა, ნუკისთან და ესმასთან ერთად ატარებდა დროს ვერანდაზე და მაღალსართულიანი შენობიდან გადაშლილ ქალაქის პანორამას, ფინჯან ყავით ხელში გადაჰყურებდა. ანდრო, მაკდონალდსში იყო გასული, საჭმელად, ბაბი და ალექსი, კვლავაც ყაზბეგის ლამაზი ხედებით ტკბებოდნენ და ორშაბათამდე, იქედან დაბრუნებას არც აპირებდნენ, ხოლო ქალბატონი სესილია, საკუთარ კაბინეტში მიირთმევდა იაპონური რესტორნიდან გამოძახებულ სუშის, რის გამოც, ვერანდაზე შეკრებილ გოგონებს, არავინ აწუხებდათ და შეეძლოთ ნებისმიერ თემაზე თავისუფლად ესაუბრათ. ნუკი დილიდან მოყოლებული უხასიათოდ იყო. გუშინდელს მერე „სთორიც“კი აღარ აეტვირთა ინსტაგრამზე, რაც აშკარად იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ რაღაც სერიოზული აწუხებდა. ამას, დეაც და ესმაც კარგად ამჩნევდნენ, თუმცა ნუკის ხასიათიდან გამომდინარე, ზუსტად იცოდნენ, რომ როდესაც დარდი საკმაოზე მეტად შემოაწვებოდა, თავადვე მოხსნიდა თავს მწუხარების ტომარას, ამიტომ, მშვიდი სახეებით იჯდნენ და სწორედ ამ მომენტს ელოდნენ მოთმინებით. მოლოდინის პროცესი დიდხანს ნამდვილად არ გაწელილა. როგორც კი ნუკიმ იგრძნო, ვერც ჩემი ხმამაღალი ოხვრა მოქმედებს ამათზე და ვერც მჟავე სიფათით ყურებაო, გადაწყვიტა თავად დაეძრა სიტყვა საკუთარ გასაჭირზე და აშკარად ნაწყენი სახით გადახედა კოლეგებს: -ახლა წესით უნდა მეკითხებოდეთ რა გჭირსო -პატარა, გაბუტულ ბავშვს მოგაგონებდათ იმ წამს გოგონა, ვისაც დედამ ტკბილეულის ყიდვაზე მტკიცე უარი უთხრა -რატომ ზიხართ ასეთი უდარდელი სახეებით? -შენს ამოფრქვევას ველოდებით ნუკი. ვხვდებით, რომ როცა მოგბეზრდება თავად გადმოგვილაგებ ყველაფერს, რაც ამ წამს გაწუხებს -ინტერესით შეჰყურებდა მას, ესმა. რაც შეეხება დეას, მას უბრალოდ ეღიმებოდა და კვლავ ვერანდიდან გადაშლილი ხედით ატკბობდა მზერას. ნუკი, სწორედ ამ უკანასკნელს მიეხუტა მხარზე, თავი ბეჭთან ახლოს ჩამოადო და საცოდავად ამოიკნავლა: -დეაკო, ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე რობისთან -თითქოს ცრემლების კვალი აჩნდა გოგონას ხმას ამის თქმისას -ისეთი სისულელე გავაკეთე, რომ ისიც კი არ ვიცი როგორ გამოვასწორო -ასეთი რა გააკეთე ნუკი? -კარგად ახსოვდა გოგონას გუშინდელი საუბარი ჯაფარიძესთან და მისი სიტყვებიც "დღეს დილით საკმაოდ უსიამოვნო საუბარი მქონდა ნუკისთანო" რომ უთხრა. როგორც ჩანდა, ვითარება ნამდვილად სერიოზული იყო და უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის შეაერთებდა პაზლის ყველა ნაწილს, რათა საბოლოოდ, დასრულებული სურათი მიეღო. -აუ ვიტყვი ოღონდ არ დამცინოთ რა, ძალიან გთხოვთ -კვლავ დეას ყელში სახით ჩამალული ამჯობინებდა საუბარს გოგონა -ხომ არ დამცინებთ? -ყველანაირად შევეცდებით ნუკი -გამბედაობის მიმცემ საშუალებად მოევლინა კოლეგას, ესმა, ვისაც არანაკლები ინტერესი გააჩნდა იმ საკითხის მიმართ, ჯერ კიდევ რომ არ გამოსულიყო დღის სინათლეზე. -რობისთან ფიზიკური კონტაქტის პირველი ნაბიჯი გადავდგი -თვალებდახუჭულმა, გაუბედავად აღიარა გულში ჩადებული სიმართლე -ჯანდაბა, ასეთი სისულელე როგორ დამემართა?! -ანუ? -ვაკოცე დეა, ვაკოცე! -რა ქენი?! -ლამის თვალები გადმოსცვივდა ესმას ამ სიტყვების არსის ბოლომდე აღქმისას. ვერც დეამ შეძლო ხმის ამოღება რამდენიმე წამის განმავლობაში. ახლა ნამდვილად ხვდებოდა რატომაც არ მოუყვა რობიმ მომხდარის შესახებ გუშინ და რატომ არჩია დუმილის უფლების გამოყენება. -კარგით რა, ნუ იყურებით ასეთი სახეებით -ლამის ტირილამდე მისულიყო ნუკი -თვალებს არ ვახელ, მაგრამ ზუსტად ვიცი შოკირებული გამომეტყველება გაქვთ, ერთსაც და მეორესაც დეამ და ესმამ, ინსტიქტურად გადახედეს ერთმანეთს. ვისღა ახსოვდა ფინჯნებში ჩარჩენილი სურნელოვანი ყავა ისეთი ამბავი მოისმინეს სულ რაღაც ათი წამის წინ. -ოხ, ნუკი, ნუკი, შენ მართლა მაგრად შეგიტოპავს რა -შინაგანი უკმაყოფილებით აღსავსე ატრიალებდა წიწვისფერ თვალებს ესმა -მაგის გაკეთება მართლა რამ მოგაფიქრა, თანაც ისეთ ადამიანთან, ვისაც საპასუხო სიმპათიები ერთხელაც არ გამოუმჟღავნებია? -აუუ, გოგოებო, რა სულელი ვარ, რა მეშველება?! -კარგი ესმა, გეყოფა, ნუღარ უმატებ -მართალია საქციელს დიდად ვერც თავად უწონებდა, მაგრამ მაინც ნუკის მაშველი რგოლის როლში გამოვიდა დეა -რაც მოხდა, მოხდა, დროს უკან მაინც ვეღარავინ დააბრუნებს და სჯობს მომავალში ვიფიქროთ რამის გამოსწორებაზე, ვიდრე წარსულის სისულელეებისკენ გვქონდეს თავი მიბრუნებული -შენი აზრით მართლა შეიძლება რამის გამოსწორება დეაკო? -იმედიანად ასწია მისი ბეჭიდან თავი გოგონამ და თვალებში ისე უმწეოდ ჩააცქერდა, დეას გულს ლამის მდუღარე ცრემლები წამოუვიდა ყოველი მხრიდან. მუდამ პირდაპირსა და სიმართლის თქმის მოყვარულს, ახლა ნამდვილად არ გამოუვიდოდა ნუკისთვის ის სიტყვები გაემეორებინა, რაც რეალურად ადგა ენის წვეზე, ამიტომ, შელამაზებული ტყუილის თქმა ამჯობინა: -ვფიქრობ, ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი ნუკი, თუკი ადამიანი მოინდომებს -ნაკლებად გულწრფელი, თუმცა საკმაოდ დამაჯერებელი ნათქვამი გამოუვიდა დეას. უნდა აღენიშნა, ძალზედ ეუცხოვებოდა ეს სიტუაცია. წლების წინ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, შეეძლო უამრავი გამოსადეგი რამ ეთქვა იმ გოგონებისთვის, ვინებიც რობის შესახებ ეკითხებოდნენ ხოლმე რჩევებს, თუმცა ახლა, არანაირი სურვილი არ გააჩნდა, რომელიმე მდედრობითი სქესის წარმომადგენელს, მისი საუკეთესო მეგობრის გულის მოგებაში დახმარებოდა. -რაც ყველაზე მთავარია, სისულელეების კეთება და მოუთმენლობა უნდა დაივიწყოს სამუდამოდ -კოლეგის საწყალი სახის შემხედვარემ, ესმამაც გადაწყვიტა საუბრის დროს ოდნავ რბილი ტონის გამოყენება -ურთიერთობაში ნაჩქარევი არაფერი ვარგა, რადგან ეს ყველაზე მეტად აფუჭებს საქმეს თვალის კუთხეებთან შერჩენილი სისველე, ნეკა თითების გამოყენებით მოიწმინდა ნუკიმ და თავის მსუბუქად დაქნევით დაეთანხმა თანამშრომლებს. ამის შემდეგ, გოგონებს შორის, უწინდელი თემის ირგვლივ სიტყვაც კი აღარ დაძრულა და განწყობის გაუმჯობესების მიზნით, საუბარი სრულიად სხვა კუთხით წარიმართა. შესვენების დასრულებამდე სულ რაღაც თხუთმეტი წუთი თუ იყო დარჩენილი და აღარც მათ ფინჯნებში ჩარჩენილ ყავას ასდიოდა ისეთი სასიამოვმო ოხშივარი, როგორიც თავდაპირველად. დეას, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინანდელი დიალოგი უტრიალებდა გონების ყველა ნაწილში და უსიამოვნო შეგრძნებას თავიდან ვერაფრით იშორებდა. რატომღაც, იმის წარმოდგენაც კი ცუდ ხასიათზე აყენებდა, რომ შეიძლებოდა რობის რეალურად გასჩენოდა საპასუხო გრძნობები ნუკის მიმართ. მიუხედავად ამისა, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა და არც კოლეგებთან გამოხატავდა თავის შიგნით, ჰაერში ავარდნილი მტვერივით ქაოტურად მოძრავ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მართალია, ძალიან უნდოდა აღნიშნულ თემაზე რობისაც გასაუბრებოდა, რათა ყველა დეტალი დაეზუსტებინა, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ჯაფარიძე ყველაზე მშრალად პასუხობდა ხოლმე, ეს მისი პირადი ურთიერთობები გახლდათ და დეაც კარგად ხვდებოდა, რომ ამ თემის ირგვლივ, მისგან ბევრს ვერაფერს მოისმენდა. გოგონამ თავისი ყავის ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დადო და სკამის რბილ საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო. სწორედ იმ მომენტში, ირგვლივ ჩამოვარდნილი დროებითი დუმილი, თითქოს ბასრი ხმალივით გაკვეთა უეცრად აზუზუჯებული დეას ტელეფონის ხმამ და გოგონამაც უინტერესო მზერით დახდა ეკრანს, რომელსაც მხოლოდ ერთი -ვირის სმაილი ეხატა, თემოს ნომრის აღმნიშვნელ სიმბოლოდ. იმის გაცნობიერებისას, რომ კვლავ ლომიძე ურეკავდა, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, გოგონა მაშინვე წამოდგა სკამიდან, თანამშრომლებთან მოკლედ მოიბოდიშა და სალაპარაკოდ ოდნავ მოშორებით გავიდა, ვერანდის შუა ნაწილში. -გისმენ თემო! -დეა, სასწრაფოდ უნდა გნახო! -აღების თანავე ჩაესმა ყურმილში მამაკაცის კატეგორიული ხმა, რომელშიც სიმკაცრეც ერია რაღაც დოზით -შენს სამსახურთან ვდგავარ და ისიც ვიცი, რომ ახლა შესვენება გაქვს. ცოტა ხნით ჩამოდი -შესვენება მალე მიმთვრდება თემო, რა გინდა? -სრულებითაც არ გახლდათ ამ წამს მასთან საუბრის გუნებაზე დეა. -ჩამოდი და გაიგებ -შეგიძლია ტელეფონითაც მითხრა, შენს ხმას აქაც გავიგებ -დეა, ან ჩამოხვალ, ან თავად ამოგაკითხავ მანდ, გაიგე?! -მოუთმენლობა, ბრაზი, სასოწარკვეთა, ერთობლივად იკითხებოდა ბიჭის ბოხ ხმაში, რითაც აშკარად აბნევდა თანამოსაუბრეს -მუქარას შეეშვი ლომიზე, მე შენი პატარა ლეკვი არ ვარ! -მრისხანების მწველი ცეცხლი აგიზგიზდა გოგონას ზურმუხტისფერი თვალებში, თუმცა ბოლოს, მაინც გადაწყვიტა ოდნავი ლმობიერება გამოეჩინა ბიჭის მიმართ და შედარებით დაბალი ხმით მიუგო:-მანდ დამელოდე. მხოლოდ ხუთი წუთით ჩამოვალ და შეეცადე ამ დროში ჩაატიო შენი სათქმელი! მეტად აღარაფერი უთქვამს დეას. აღარც მოპასუხე მხარის ხმის გაგებას დალოდებია. გათიშული მობილური სწრაფად მოათავსა ჯინსის მოკლე მოსაცმლის ჯიბეში, კვლავ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მაგიდასთან მჯდომ კოლეგებს დაუბარა ცოტა ხნით გავდივარო, სწრაფად დაიძრა ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ. ლომიძე ზუსტად შენობასთან ახლოს მდებარე ავტოსადგომზე, მანქანას ცალი ფეხით მიყრდნობილი ელოდა, ნერვიულად აბოლებდა და შეჭმუხნილ წარბებზე ეტყობოდა, რომ მთლად იდეალურ ხასიათზეც ვერ იყო იმ მომენტში. თავისკენ მომავალი გოგონას დანახვისას, ანთებული სიგარეტი მაშინვე ჩააქრო, რამდენიმე ნაბიჯი თვითონაც გადადგა დეასკენ და როგორც კი მას ერთი-ერთში გაუსწორდა, ნიკაპში ხელის ჩავლებით ჩააშტერდა თვალებში. -შენ რაღაც იმ ჯაფარიძესთან სიარულს მოუხშირე, თუ მეჩვენება?! -ჰკითხა თემომ ისეთი ტონით, რომ დეამ აშკარად შეატყო, რამდენად დიდ როლს თამაშობდა ალკოჰოლი მის სითამამეში. ამაში, ბიჭის მხრიდან წამოსულმა სპირტის სურნელმაც დაარწმუნა და ბრაზით მოიშორა ნიკაპიდან მისი ხელი -აქ, მხოლოდ მაგაზე სალაპარაკოდ მოხვედი? -ირონიულმა ღიმილმა, თავისდაუნებურად დაიდო ბინა დეას ბაგეებზე. ამ სიტყვების გაგებისას, თემოს თვალებშიც აზვირთდა მრისხანება და საბოლოოდ, იმ ნაპერწკლებად გადაიქცა, უსიამოვნოდ რომ უწვავდნენ სახეს გოგონას -სხვა რაზე უნდა გელაპარაკო, ამიხსნი?! -ამჯერად, მკლავებში ჩაავლო ორივე ხელი და ისე ჰკითხა -მაგრძნობინებ, რომ შენთვის მნიშვნელოვანი ვარ, მერე კი, ვიღაც ტიპთან ერთად დარბიხარ კაფეებსა თუ სპორტ-დარბაზებში, თანაც ისეთი სავარჯიშო ტანსაცმლით სხეულს რომ ძლივს ფარავს და ბოლოს, მასთანაც კი რჩები ღამით! დეას, ლამის კეფაზე გადაუვიდა თვალები ამ სიტყვების მოსმენისას. მართალია, იცოდა მისი და რობის ერთად ხშირად გამოჩენა თემოს ყურადღებასაც რომ იქცევდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოედგინა, მათი თითოეული ნაბიჯი მთლად ასე ზედმიწევნითაც თუ იცოდა ლომიძემ. -შენ რა, მითვალთვალებ კიდეც? -აღმოხდა გაოცების მწვერვალზე შემოსკუპებულს -ყველაფერთან ერთად, სტალკერიც გახდი ამ დღეებში? -რაო, დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნა ჩემმა სტალკერობამ? იქნებ, უკვე გაწუხებ კიდეც და ასე ირონიულად ამიტომაც მელაპარაკები? -მაგას მე მეუბნები? -ბრაზმა ლამის ძვალი გუჩხირა ყელში დეას და იმ წამს რეალურად მოუნდა თემოს შიშველი ხელებით დახრჩობა -ჩემი ძმისთვის არაფრის თქმას არ აპირებ, მუდამ გამირბიხარ და ამის მერე, ეგოისტურად მთხოვ ახლოს მაინც არავინ გავიკარო! ამას რა უფლებით აკეთებ, თავი ვინ გგონია?! -აჰა, ანუ სწორად მივხვდი და ის ტიპი უბრალოდ მეგობარი არაა -სწორედაც რომ მეგობარია, თუმცა შენ მაინც არ გაქვს უფლება ვინმესთან ურთიერთობა ამიკრძალო! -ისეთი კატეგორიული ტონი ჰქონდა გოგონას, როგორც არასდროს ცხოვრებაში -ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილად გამოჩნდება ადამიანი, ვისაც როგორც მამაკაცს ისე შევხედავ, თავად კი ამას შორიდან უყურებ ნაღვლიანი სახით, რადგან მთელი ცხოვრება შენს ლოდინს ნამდვილად არ ვაპირებ, თემო ლომიძე! -როგორ არ გესმის, რომ რასაც არ უნდა ფიქრობდე თავად, ეგ ტიპი შენში მხოლოდ ქალს ხედავს დეა, როგორ?! -თუნდაც ასე იყოს, მერე რა?! -ისე აუწია ხმას ერთი ტონით მაღლა, ვერც კი გააცნობიერა -ეგ თემა მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება და სხვას, არავის! უკვე კარგად მიმახვედრე, რომ ერთი ადგილის ტკეპნა გაქვს გადაწყვეტილი და რომ შენი და ანტონის მეგობრობა მუდამ ჩემზე წინ იდგება. ჰოდა, მეც შესაბამის ზომებს ვიღებ, რამე საწინააღმდეგო გაქვს ამასთან? ბიჭი ლამის მოტყდა და მაგიდიდან გადმოვარდნილი ფაიფურის ლარნაკვით დაიფშვნა საყვარელი ქალის წინ, როგორც კი ეს სიტყვები გაიაზრა ბოლომდე. მუხლებში მაინცდამაინც დიდი დასაყრდენი ძალა რომ აღარ შერჩენოდა, მაშინ მიხვდა, როცა დეას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და სევდით გატენილი მზერით შეხედა მრისხანებისგან ოდნავ ჩამუქებულ ზურმუხტისფერ თვალებს. -დეაკო, ხომ იცი, რომ ყველაფერს დავთმობდი იმისთვის, რათა შენი შეხების უფლება მქონდეს? უბრალოდ . . . უბრალოდ, არ შემიძლია -დამსხვრეული ხმით, ძლივს ამოიხრიალა მან, თან გოგონას ხელის გულს მიაკრო ცხელი ტუჩები -არ შემიძლია, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლის, რომ ოდესმე სხვა მამაკაცი შეგეხება. ამას ვერ ვუძლებ, გაიგე? თითქოს მთელი შინაგანი ორგანოები ნაყინივით გაულღვა გოგონას ამის მოსმენისას. ყველაფერი ეს, მის შიგნით ერთ დიდ, წებოვან მასად გარდაიქმნა და გულისრევაც კი აგრძნობინა საბოლოო ჯამში. -ერთადერთი, რაც შენგან მესმის, ეგ სიტყვებია თემო -უთხრა მან თვალებზე მომდგარი ცხელი ცრემლით, რომლის შეკავებასაც ოსტატურად ახერხებდა თავისი ყველაზე ძლიერი იარაღით-თავმოყვარეობად რომ მოიხსენიებდა -მე კი სიტყვებს ოდნავადაც არ ვენდობი, იცოდი? არც მათი სილამაზე მაინტერესებს და არც მათი კარგი ჟღერადობა მხიბლავს. ადამიანმა შეიძლება ნებისმიერი რამ მითხრას, თუმცა მოქმედებები გაცილებით უფრო მრავლისმთქმელია ჩემთვის. ამ მოქმედებებს კი შენგან ვერ ვხედავ. არც ჩემკენ გადმოდგმული ნაბიჯების ხმა მესმის შენი მხრიდან. ერთადერთი, რის გაგონებასაც ვახერხებ, ეს სიტყვებია. ცარიელი სიტყვები, რომლებიც არასდროს არაფერს შეცვლის და მეც მხოლოდ სიცარიელეში დამტოვებს -მერე ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა, ლომიძეს უტეხად შეხედა და საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით ამოთქვა:-არ მომწონს ის ემოციები, რომლებსაც შენ მაძლევ თემო. შეგიძლია ისინი შენთვის დაიტოვო და ცხოვრებაც განაგრძო. მე კი, საკუთარ ცხოვრებაში დამითმე ბურთი და მოედანი და ნუღარ ცდილობ ჩემს სტადიონზე შემოიჭრას, მით უმეტეს მაშინ, როცა ბილეთიც კი არ გიჭირავს ხელში! ყელში მოწოლილლმა ცრემლების ბურთმა, დეას გაჩუმება თვალების მაგრად დახუჭვა აიძულა. იმ მომენტში იგრძნო, რომ ლაპარაკის გაგრძელებას მეტად ვეღარ შეძლებდა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უამრავი რამ ჰქონდა გულიდან ამოსაღები. დაკვირვებით შეავლო თვალი გოგონამ, თავის წინ მდგომი მამაკაცის სახეს. როგორ უნდოდა იმ მომენტში ხმა ამოეღო ლომიძეს, შეწინააღმდეგებოდა, ეთქვა, გპირდები გამბედაობას მოვიკრებ და მალე ყველაფერი შეიცვლება ჩვენს შორისო, თუმცა ბიჭის თვალები მხოლოდ უიმედობას აშუქებდნენ და სწორედ ამ უიმედობამ ჩააბნელა დეას გულის ის ნაწილი, სადაც დიდი, მანათობელი ასოებით ეწერა თემოს სახელი. -საკმარისია -უნებურად დასცდათ გოგონას ბაგეებს ეს ერთადერთი სიტყვა და მხოლოდ რამდენიმე წამის მერე შეძლო გააზრება, რომ წამების წინ, სასურველი მამაკაცისთვის ბრძოლაზე თქვა უარი. -რა არის საკმარისი? -ალბათ თემოც ზუსტად ჩასწვდომოდა ამ სიტყვის არსს, რადგან მისმა ხმამ განგაშის ზარივით გაიჟღერა მოცემულ მომენტში. -შენ ხარ საკმარისი . . . შენ და ყველაფერი, რაც შენთან ასოცირდება -ბასრი მზერით უყურებდა ამის თქმისას -ადამიანი ბრძოლად უნდა ღირდეს, შენ კი ოდნავადაც არ ღირხარ და ალბათ, არც არასდროს ღირდი -სრულიად დარწმუნებით ამოთქვა გოგონამ ეს სიტყვები, ლომიძეს ზურგი აქცია და შენობისკენ ისე გაემართა, ზურგს უკან დარჩენილისთვის ერთი უბრალო მზერაც კი აღარ უღირსებია. 8 8 8 8 რობი, სამზარეულოში მაისურის გადაცმის პარალელურად შევიდა და მაგიდასთან, რომელზეც კოტეს უკვე დაედგა ცხელი ჩაით სავსე დიდი ფინჯნები, თვალების სრესით ჩამოჯდა. შაბათი დილა იყო. სამსახურისგან იმ დღეს დასვენება ჰქონდა და ამის გამო, საკმაოდ გვიანობამდეც ეძინა თავის საწოლში. ადგომა მხოლოდ მაშინ მოაფიქრდა, როდესაც საათის ისრებმა ორის ნახევარი უჩვენეს და შოკოლადისფერ ფარდებს შორის დატოვებული ნაპრალიდან, მცხუნვარე მზის სხივებმა შეანათეს პირდაპირ სახეში. მშვენიერი ამინდი იყო გარეთ. სითბოსგან განათებულ ხეებს, თითქოს სულ სხვანაირი, უფრო ხასხასა მწვანე ფერი გადაჰკრავდათ და ჩიტებიც მხიარულად დაფრინავდნენ სახურავიდან სახურავზე, ისე, თითქოს ცაზე მთელი სიდიადით გაბრწყინებული კაშკაშა ბურთისთვის მართავენ სანახაობრივ წარმოდგენასო. ჯაფარიძემ, სამზარეულოს მარჯვენა მხარეს ამოჭრილი დიდი ფანჯრისკენ გაიხედა, ღიად რომ იყო დატოვებული და ქვემოდან, ეზოში მოთამაშე ბავშვების მხიარული შეძახილები ამოდიოდა. რამდენიმე წლის წინ, ზუსტად მათსავით მონდომებით დასდევდა ბურთს, სწორედ იმ ეზოში და სახლისკენ მოხედვა მაშინაც კი არ სურდა, როდესაც შიმშილი შეაწუხებდა ხოლმე. ბიჭს, უნებურად მოადგა სახეზე ღიმილი წარსულის მოგონებებზე, თავის ფინჯნიდან ჩაის პაკეტი ამოიღო და იგი პატარა თეფშზე გადადო, ჭიქის გვერდით რომ იდგა, მაგიდაზე. -კოტე, ზეგ მესტიაში ვარ წასასვლელი, ორი კვირით -მიმართა მან სამზარეულოს კარადასთან მდგომ ბაბუას, არაქისის კარაქს რომ ეძებდა იმ წამს, სხვადასხვა ქილებს შორის -მესტიაში რა გინდა ბიჭო? -ისე ჰკითხა კაცმა, თავი არც მოუბრუნებია რობიმ, ფინჯნიდან ერთი ყლუპი მოსვა. მოეჩვენა, რომ ჩაი ოდნავ ცხელი იყო, ამიტომ გადაწყვიტა ჯერ გაცივება ეცლია. -სამსახურიდან მგზავნიან, რაღაც ახალი ობიექტი შენდება და ყურადღება უნდა მივაქციო -ისეთი ტონით მიუგო, აშკარად შეეტყო, იქ წასვლის ვარიანტი მაინცდამაინც რომ არ ხიბლავდა -წესით სტაჟიორებს არ უშვებენ ასეთ საქმეებზე, მაგრამ ვინც ობიექტს მეთვალყურეობდა, იმას რაღაც სერიოზული ოჯახური პრობლემა შეექმნა და . . . ბიჭმა სიტყვა შუაზე გაწყვიტა, რადგან წინადადების დასასრული ისედაც ნათელი იყო. ამასობაში, კოტემაც მოახერხა თავისი არაქისის კარაქის პოვნა და მაგიდასთან, შვილისშვილის პირდაპირ ჩამოჯდა. სახეზე ეტყობოდა, ორი კვირა მარტო დარჩენის პერსპექტივით ნამდვილად ვერ იყო აღფრთოვანებული და ამის დამალვა არც უცდია: -რაღა მაინცდამაინც შენ ჩაგავლეს ყურში ხელი და შენ მიყავხართ? -უკმაყოფილო ბავშვივით აბუზღუნდა კაცი იმ წამს -სხვა ვერავინ ნახეს? -თუ გინდა ვეტყვი, ბაბუაჩემი არ მიშვებს-მეთქი და მაშინვე დამტოვებენ -გახუმრება სცადა რობიმ და ამის გამო, გაშლილი ხელის გულის თავში წამორტყმაც მიიღო კოტესგან "საჩუქრად" -რამდენჯერ უნდა გითხრა ბიჭო შენ, ნუ მელაზღანდარები-მეთქი?! -მოკლედ რაა, ასაკმაც კი ვერ მიშველა, ისევ პატარა ბავშვივით მიტყაპუნებენ თავში ხელებს -სიცილით დასწვდა ბიჭი თავის ფინჯანს და წინანდელთან შედარებით გაცილებით შეგრილებული სითხე მოსვა იქედან -ასი წლისაც რომ გახდე, მაშინაც არაფერი შეიცვლება მაგ მხრივ, აქედანვე მიეჩვიე -რამხელა ბედნიერებაა ამის მოსმენა -ტელეფონს დასწვდა და იმ წამს შემოსული შეტყობინებაც გახსნა. ავტორი დეა იყო და სწერდა, რომ სამსახურში შვებულება აიღო, ქალაქგარეთ აპირებდა გასვლას და უნდოდა წასვლის წინ დამშვიდობებოდა. რობის ცოტა არ იყოს ეუცნაურა ეს ახალი ამბავი. უკვე ორი დღე გასულიყო, მას შემდეგ, რაც გოგონა აღარ ენახა და წამსვე მიხვდა, რომ ამ ორმოცდარვა საათის განმავლობაში იყო მომხდარი რაღაც ისეთი, რამაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აიძულა. "სად აპირებ შვებულების გატარებას?" -ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ მისწერა პასუხი. აქედან ათი წამიც არ იყო გასული, მომდევნო შეტყობინების მოსვლის ხმა რომ გამოსცა მისმა ტელეფონმა "სვანეთში მივდივარ“ -მთის და ამომავალი მზის სმაილიც ჰქონდა გამოყენებული SMS-ში დეას -„თან არასდროს მინახავს იქაურობა და ახლა ავინაზღაურებ.“ შეტყობინების ამოკითხვისას, რობიმ სიცილით გადააქნია თავი, დამთხვევაც ამას ქვიაო გაიფიქრა და ისე, რომ წამიც აღარ მოუცდია, მაშინვე გადარეკა მეგობართან. -ნუკის ურეკავ? -მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ტელეფონი ხელში ეჭირა, მალულად ათვალიერებდა შვილისშვილს კოტე, ახლა კი, გაბედა და შეკითხვითაც გამოხატა თავისი ცნობისმოყვარეობა -დეასთან ვრეკავ კოტე, დეასთან -ვინ იცის რამხელა ნებისყოფად დაუჯდა რობის იმ წამს, ბაბუამისის გამომცდელ მზერაზე არ გასცინებოდა -შენ მიდი, გააგრძელე და მეც მალე შემოგიერთდები -თქვა თუ არა, მაგიდიდანაც წამოდგა, რადგან არასდროს უყვარდა სხვის თვალწინ მობილურზე საუბარი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს. მერე სამზარეულო სწრაფი ნაბიჯებით დატოვა და გააბიჯა თუ არა მისაღებში, თითქოს დაბარებულივით მოესმა მეგობრის ხმაც. -გისმენთ, ბატონო რობინზონ -მხიარული, თუმცა რაღაც მხრივ მაინც ნაღვლიანი ხმა ჰქონდა დეას აღნიშნულ მომენტში -მართლა სვანეთში აპირებ წასვლას? -შეკითხვის დასმაზე ყველანაირი მისალმების გარეშე გადავიდა ჯაფარიძე -ჰო, რა იყო, ძალიან მოგენატრები? -მომენატრები კი არა, ზეგ მესტიაში მიწევს წასვლა, ორი კვირით, სამსახურის საქმეებზე და თუ რომელიღაც მიყრუებულ სოფელში არ აპირებ გადაკარგვას, მაშინ ერთად წავიდოდით. იქ მარტო ყოფნა მაინც მაგრად მეზარებოდა -სერიოზულად ამბობ მაგას? -ხმაში იმხელა სიხარული შეეტყო, ყურმილის მეორე მხარესაც კი აშკარად საგრძნობი გახდა -არა, არა, რა მიყრუებულ სოფელში, შენ თუ მესტიაში იქნები, მეც მანდ წამოვალ. კრისტისთვისაც მინდოდა თქმა, მაგრამ შვეიცარიაშია რაღაც დროით და არ გამოვა ჯაფარიძეს მეტად კმაყოფილს ჩაეღიმა. როგორც ჩანდა, ეს ორი კვირა არც ისეთი მოსაწყენი იქნებოდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ წარმოიდგენდა, დეას შეტყობინების მიღებამდე. -კარგი, თუ ასეა, მაშინ ზეგამდე დამელოდე და თავად წაგიყვან -შესთავაზა -მანქანის მართვაც არ მოგიწევს და თავისუფლად შეგიძლია მთელი გზა იძინო, როგორც გიყვარს -ჰმმ, მე დღეს ვაპირებდი წასვლას, მაგრამ თუკი ეგრეა, შემიძლია დაგელოდო -სულ რაღაც წამები დასჭირდა გეგმების შესაცვლელად. გარკვეული დროით დუმილი ჩამოვარდა ამის შემდეგ. იგი მხოლოდ მაშინ დაირღვა, როდესაც კვლავ რობიმ ამოიღო ხმა: -დეა, შვებულებაში გასვლა რატომ გადაწყვიტე, კარგად ხარ? -შვებულებაში რატომ გადიან ხოლმე რობი? -ჰკითხა სიცილით გოგონამ -უბრალოდ ძალიან გადავიღალე. ესკიზები უკვე ჩაბარებული მაქვს, ჩვენებამაც კარგად ჩაიარა და გადავწყვიტე ცოტათი დამესვენა -დარწმუნებული ხარ, რომ მიზეზი მარტო ესაა და სხვა არაფერი? -კვლავ ეჭვი ეპარებოდა ბიჭს. დეამ ღრმად ამოიხვნეშა. როგორც ჩანდა მიხვდა, რომ იმ ადამიანთან რამის დამალვას, ვისაც ხუთი თითივით ჰყავდა შესწავლილი, არანაირი აზრი არ ჰქონდა -თემოა მთავარი მიზეზი -საბოლოოდ მაინც აღიარებითი ჩვენება დადო და დაღვრემილი ხმით ამოთქვა -სწორედ მისგან მინდა დავისვენო, რადგან უკვე ყველანაირ მცდელობას მოვრჩი მაგ ადამიანთან -ბოლომდე გააზრებულად ამბობ მაგ სიტყვებს? -სრულიად! -წამიც არ დასჭირვებია პასუხის გასაცემად დეას, რაც იმას მოასწავებდა, რომ გადაწყვეტილების სიმტკიცეშიც ასი პროცენტით გახლდათ დარწმუნებული -კარგი, და ახლა როგორ ხარ? -არ ვიცი . . . მართლა არ ვიცი . . . ალბათ იმაზე გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე მეგონა ვიგრძნობდი -კვლავ რამდენიმე წამიანი პაუზა ჩამოვარდა, რომლის დარღვევის ინიციატორიც ამჯერად უკვე დეა გახდა -ნუ ღელავ, რობს, გავა დრო და კარგად ვიქნები. ამაზე ნერვიულობა არ ღირს -მაშინ, თავადაც ნუ ღელავ, რადგან სვანეთში შენს განწყობას თავად ვუმკურნალებ -მერე ოდნავ გაეღიმა და დაამატა -ისეთი მეთოდები მაქვს, აუცილებლად გაჭრის, ასი პროცენტით იყავი დარწმუნებული -რობი . . . -ჰო . . . -უბრალოდ მინდა ყოველთვის გახსოვდეს, რომ არანორმალურად მიყვარხარ! მიყვარხარ, რადგან შენი არსებობით ცხოვრებას მიფერადებ! უცნაურად მოხვდა ჯაფარიძის გულს მეგობრის მიერ წარმოთქმულ ეს სიტყვები. აღნიშნულის გამო, თავადაც ვერ გააცნობიერა ისე წარმოუდგა თვალწინ დეას სახე და ინატრა, რომ ამ წამს გოგონა გვერდით ჰყოლოდა, რათა მისი შეხება მაინც შესძლებოდა. -მეც მიხარია შენი არსებობა დეა -დივანზე ჩამოჯდა ბიჭი, თავი ოდნავ ჩახარა და იატაკს მეტად ჩაფიქრებული სახით დააშტერდა -ყოველ წამს მიხარია. 8 8 8 8 ორშაბათი იყო, ზუსტად დილის რვა საათი, როდესაც რობიმ, დეას კარის გვერდით მიმაგრებულ ზარის ღილაკს თითი მიაჭირა და მოთმინებით დაელოდა, როდის დაინახავდა გოგონას ნახევრად გამოუძინებელ სახეს. ვინაიდან მესტიამდე საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი, გადაწყვიტეს დილით ადრიანად გასულიყვნენ და იქ ჩასულებს, მთელი დარჩენილი დღე ქალაქში ეხეტიალათ, რა თქმა უნდა, წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში დაბინავების შემდეგ. დეას, კარის გაღება ცოტა არ იყოს დააგვიანდა. ამის გამო, ბიჭმა ზარის ღილაკს თითი კიდევ ერთხელ მიაჭირა და მანამ აღარ აუღია, სანამ ბოლოს და ბოლოს, კარის საკეტის ჩხაკუნი არ მისწვდა მის ყურთასმენას. -კარგი, კარგი, რაიყო, მღვიძავს, რამ გადაგრია? -ზღურბლზე, მოკლე შორტებსა და რძისფერ, ამოღებულ მაისურში გამოწყობილი დეა რომ გამოჩნდა, რობიმ ინსტიქტურად აარიდა მზერა, თითქოს რაღაც სახიფათოს გაურბისო -დიდხანს არ აღებდი და ვიფიქრე ფანჯარაზე ქვების სროლით მომიწევდა შენი გამოფხიზლება -ცხვირზე მოუჭირა ორი თითით ბიჭმა ამის თქმისას, თან სახლშიც შეაბიჯა -რას შვრები, უკვე ჩალაგდი? -კი ჩავლაგდი, მაგრამ ის ტანსაცმელი მაქვს შესანახი კარადაში, რომლის წამოღებასაც არ ვაპირებ და უნდა მომეხმარო -დეა, ორი დღეა იცი, რომ წასვლა გვაქვს გეგმაში, ამდენი ხანი რით ვეღარ დალაგდი? -ნუ წუწუნებ რა, ბარგი გუშინ ღამით ჩავალაგე, მანამდე მაგრად მეზარებოდა -მკლავში ხელის ჩავლებით წაათრია ბიჭი თავისი საძინებელი ოთახისკენ, რომლის კარიც ღიად ჰქონდა დატოვებული და კარგად ჩანდა, საწოლის ყველა კუთხეში მიყრილი ტანსაცმელი, დიდ, მარწყვისფერ ჩემოდანთან ერთად -ეს მართლა შენი გარდერობია, თუ მეცენატის ქალისშვილს ეკუთვნის და ოთახი შეგვეშალა? -სიცილით იკითხა რობიმ როგორც კი შიგნით შევიდნენ. საწოლზე ერთი პატარა ადგილიც კი აღარ იყო დარჩენილი, სადაც რამე ტანსაცმელი არ იდო, ხოლო უზარმაზარი ღია გარდერობში, სხვადასხვა ფერის, ერთიანი კაბები მოჩანდნენ, საკიდებზე ლამაზად გამწკრივებულები. დეამ მხრები აიჩეჩა და თითით, საკუთარი თმის ბოლოებს დაუწყო თამაში. -ხელფასის ოდენობა ხშირად შოპინგის საშუალებას მაძლევს -აუხსნა მან, თან კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი იქ გამეფებულ არეულობას -კარგი, ნუღარ ლაპარაკობ და ჩქარა მიმალაგებინე რა, თორემ ადრიანად ვერ გავალთ -ხელფასის ოდენობაზე გამახსენდა, შენი თანამშრომლები უკვე დაბრუნდნენ ყაზბეგიდან? -ალექსი და ბაბი? -ოდნავი ღიმილი გადაეკრა დეას ბაგეებს მათი ხსენებისას -კი, უკვე დაბრუნდნენ, თანაც დაწყვილებულები, თუმცა უნდა ვაღიარო, ასეთი უცნაური წყვილი აქამდე არასდროს შემხვედრია -უცნაური რატომ? -დაინტერესდა ჯაფარიძე, თან დეას ტანსაცმელს ალაგებდა პარალელურად. გოგონამ კვლავ ღიმილით განაგრძო ახსნა -იმიტომ, რომ ოფისში ისე იქცევიან, თითქოს ერთმანეთს არც კი იცნობენ. წარმოიდგინე, ზედაც კი არ უყურებენ, თუმცა სამსახურის გარეთ, უკვე ისეთები ხდებიან, ადამიანს, სიყვარულს მოგანდომებენ, თანაც მთელი გულით -ისე გატაცებით ლაპარაკობდა გოგონა, აშკარად ეტყობოდა ბაბისა და ალექსის ურთიერთობით აღფრთოვანება -უბრალოდ იდეალური ვარიანტები არიან ერთმანეთისთვის, აი მონათესავე სულებს რომ ეძახიან რაღაც ეგეთი აღარაფერი უთქვამს ჯაფარიძეს. დეას წყალობით უკვე ისედაც აგვიანებდნენ, ამიტომ დრო აღარ დაუკარგავს, მხოლოდ ერთხელ გაეღიმა გოგონას შთაგონებულ გამომეტყველებაზე, თანამშრომლების სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრისას რომ ეწვია მის სახეს და კვლავინდებურად განაგრძო უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმლის საკიდებზე განაწილება. უნდა ეღიარებინა, სასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა იმ ქსოვილებზე შეხება, დეას სხეულს რომ ფარავდა ხოლმე. მოსწონდა ამ სამოსის სურნელი, მისი პატრონის თავს რომ ახსენებდა და სულ სხვანაირად აგრძნობინებდა გოგონას სიახლოვეს. -ცოტა დაგვრჩა და დავასრულებთ -თავის საყვარელ, იისფერ მაისურს კეცავდა დეა, როცა ეს თქვა -დანარჩენი მარტომ გააგრძელე, მე წავალ, თმას მოვიწესრიგებ -მიდი, მოიწესრიგე, მაგრამ მგონი ისედაც წესრიგში გაქვს -საწოლთან ახლოს, დეას იასამნისფერი ბიუსტჰალტერი იპოვა დაგდებული და გამომწვევად შეათამაშა ხელში იგი ბიჭმა -ესეც წამოიღე, ძალიან მოგიხდება -ოო, ნუ ცანცარებ რა და ეგ აქ მომეცი! -სიცილით გამოაცალა ხელიდან გოგონამ კუთვნილი ზედა საცვალი, იგი გარდერობის სულ ბოლო თაროზე მოათავსა და კრიალა სარკის წინ დამდგარმა, ხის დიდი სავარცხლით თმის ვარცხნა დაიწყო. რამდენიმე წამის განმავლობაში, განსაკუთრებილი არაფერი მომხდარა, თუმცა როდესაც სარკეში, თავის უკან არეკლილ, რობის გამოსახულებასაც მოჰკრა თვალი და აქედან მალევე, ბიჭის შეხებაც იგრძნო საკუთარ თმაზე, სხეულის უცნაურმა დაჭიმულობამ შეაწუხა. -ეს ბოლოს როდის შეიჭერი? -ჰკითხა ჯაფარიძემ ოდნავ დაბალი, მომხიბვლელი ხმით, თან ორი თითით გადაუყარა წაბლისფერი თმები მარცხენა მხარეს და მის ყელთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა, რომ დეამ ბიჭის ცხელი სუნთქვაც კი ბოლომდე შეიწოვა საკუთარი კანით -რა მოხდა, გრძელი თმით არ მოგწონვარ? -შენ რა, ხუმრობ? პირიქით საოცარი ხარ -კვლავ მის თმაში დაასრიალებდა თითებს ჯაფარიძე და აუხსნელ სიამოვნებასაც გვრიდა გოგონას თავისი შეხებით -ამ თმას რომ მაკრატელი გააკარო, შურისძიების მიზნით თავიდან გადავიხვეწები ამერიკაში, თანაც ორჯერ უფრო დიდი ხნით -ჯაფარიძე, დაეტიე სადაც ხარ, თუ არ გინდა, რომ თვითმფრინავის ბაკზე ამავალს, ჩემს მიერ ნასროლი ტყვია მოგხვდეს თავში! -მუქარის ტონით ამოთქვა ეს სიტყვები, რადგან იმის წარმოდგენაც კი ცუდად ხდიდა, რომ რობი კვლავ უწინდელივით გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან. მსგავს რამეს კიდევ ერთხელ ნამდვილად ვერ გაუძლებდა, რადგანაც ამ ადამიანზე ისე იყო მიჯაჭვული, როგორც აქამდე არასდროს და არავისზე. -კარგი, თუკი მზად ხარ, შენს ჩემოდნებს წამოვიღებ და ნელ-ნელა გავიდეთ -ოდნავ მოშორდა გოგონას რობი და ის სასიამოვნო ჟრუანტელიც თან გაიყოლა, მთელი ამ დროის განმავლობაში რომ ცხელ ტალღებად უვლიდა სხეულზე დეას. -ტანსაცმელი რომ არ მიგილაგებია ბოლომდე? -საწოლზე დაყრილ მაისურებზე ანიშნა მან, უწესრიგოდ რომ გაფანტულიყვნენ აქეთ-იქით და ირიბი ღიმილიც შენიშნა ჯაფარიძის სახეზე იმ მომენტში. -არა უშავს, სვანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ზედმეტად იქნები დასვენებული და თავადაც მიხედავ -მოკლედ, შენ ხომ არც ერთ საქმეს არ მიიყვან ბოლომდე -ბუზღუნით ამოთქვა დეამ, თავისი გადავსებული ჩემოდანი ძლივსძლივობით შეკრა, რობის დახმარებით, ვინც განუწყვეტლივ იმაზე დასცინოდა მგონი შენ იქ გასათხოვრად აპირებ წასვლასო და იმაში დარწმუნების შემდეგ რომ სახლში ყველაფერს წესრიგში ტოვებდა, კარიდან გასვლამდე საკუთარ თავს, ჩუმად, პირობაც კი მისცა: -მესტიიდან სრულიად სხვანაირი დეა ჩამოვა! დეა, ვისაც თავში გაცილებით მეტი ჭკუა აქვს და მისთვის საკუთარი თავმოყვარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასურველი მამაკაცი . . . ლიფტის ორფრთიანი კარი, სრიალით გაიხსნა და დაიხურა რობისა და დეას პირისპირ. გზის ბოლოს, ორივეს სვანეთი ელოდათ. კუთხე, რომლის იდუმალი სილამაზეც ერთისთვის საკმაოდ კარგად იყო ნაცნობი, ხოლო მეორეს, მთელი თავდავიწყება ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. 8 8 8 8 ოთხშაბათი საღამო იყო. ბარი, სახელად "მწვანე მილი" ჩვეულ სტილში აგრძელებდა მუშაობას, უამრავი კლიენტითა და აურაცხელი შეკვეთებით, რის გამოც, ამ დაწესებულების თანამშრომლებს, ერთი წუთიც კი არ ჰქონდათ თავისუფალი დრო. დარბაზის მარჯვენა კუთხეში მიდგმული დიდი ბასები, ამჯერად, შედარებით წყნარი მუსიკების მიმდინარეობას აჟღერებდნენ, რის გამოც, კლიენტთა ერთი ნაწილი წყვილებში ცეკვითაც იყო გართული. ბარის დახლთან, მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილიღა იყო დარჩენილი. იქ შეკრებილთაგან, უკლებლივ ყველას ალკოჰოლის შემცველი სასმელი დაედგა წინ და რაც უფრო მეტად გადიოდა დრო, მით უფრო იზრდებოდა გამოცლილი ჭიქების ოდენობაც. -თუ შეიძლება ერთი ტეკილა კიდევ დამიმატეთ -ბარში სულ რაღაც ათი წუთის მისული იყო რიგით მეორე სკამზე მჯდომი თემო, როდესაც მორიგი შეკვეთა მისცა. ბიჭი იქ ანტონთან აპირებდა შეხვედრას, ვინც უკვე წუთი-წუთზე უნდა გამოჩენილიყო დარბაზში. მას შემდეგ, რაც დეას ბოლოს ესაუბრა, თვალითაც აღარ უნახავს გოგონა. უკვე თითქმის ოთხი დღე გასულიყო და სოციალურ ქსელებშიც კი აღარ ფიქსირდებოდა გოგონას აქტიურობა, რასაც თემო განსაკუთრებით აკვირდებოდა ხოლმე მთელი ეს პერიოდი. ახლაც სწორედ ამ მიზეზით დაუნიშნა შეხვედრა მეგობარს. სურდა საუბარში მისთვის დეას ამბებიც გამოეკითხა და მსგავსი გზით შეეტყო ის, რაც მთელი ეს დღეები შემაწუხებლად უღრღნიდა გულსა თუ გონებას. ლამის გაანადგურა დეასთან ბოლო დიალოგმა ლომიძე. იმის წარმოდგენაც კი სხეულს უყინავდა, რომ საყვარელი ქალი, მასზე საბოლოოდ იტყოდა უარს და სრულიად სხვა მამაკაცის გახდებოდა. მიუხედავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უდიდესი შიშისა მისი მხრიდან, მაინც ეგოისტურად სურდა გოგონას ფიქრებში მხოლოდ თავად ყოფილიყო და დეას გულში, მისთვის გამოყოფილი ადგილიდან ვერასდროს ვერავის გამოეძევებინა. ლომიძემ მორიგი დოზა ისე სწრაფად გადაკრა, რომ ოდნავი ყელის წვაც იგრძნო. მის ნება-სურვილზე რომ ყოფილიყო, ახლა ისე გაილეშებოდა, როგორც არასდროს არავინ, თუმცა კარგად ახსოვდა, რა სისულელეც გააკეთა დეასთან, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, როგორ გამოუტყდა მას გრძნობებში და როგორ ახადა ჩამოფარებული ფარდა იმ სიმართლეს, ამდენი ხანი საიდუმლოდ რომ ინახავდა, ყველასგან მალულად. აღნიშნულის გამო, გონის დაკარგვამდე დალევას მუდამ უფრთხოდა ხოლმე. ნამდვილად აღარ სურდა კიდევ ერთხელ გაეკეთებინა რამე ისეთი, რასაც აზრზე მოსვლის მომენტში საშინლად ინანებდა. დახლთან, თემოს მარცხენა მხარეს გამოყოფილი ადგილი, ჯერ კიდევ ცარიელი იყო. თითქოს, მას სპეციალურად არ იკავებდა არავინ და არც დაუკავებია, მანამ, სანან ბოლოს და ბოლოს, ანტონის სილუეტი არ გამოიკვეთა კლიენტებით გადავსებულ დარბაზში. ამ უკანასკნელს, საკმაოდ დაღლილი გამომეტყველება ედო სახეზე. როგორც ჩანდა ცოტაოდენი ალკოჰოლი და განტვირთვისთვის მიძღვნილი წუთები არც მისთვის უნდა ყოფილიყო ურიგო. -დიდი ხანია მელოდები? -ბართან მისვლისა და შემაღლებულ სკამზე საკუთარი ადგილის დაკავების შემდეგ ჰკითხა, ანტონმა, მეგობარს, თან მის წინ დადებული, ნახევარმთვარეების ფორმით დაჭრილი ლიმონი და ტეკილას გამოცლილი ჭიქა შეათვალიერა -არც ისე, ახლახანს შემოვედი -მშრალი პასუხი გასცა კვლავ თავის ფიქრების ტყვეობაში მყოფმა ლომიძემ, თუმცა აქედან სულ მალე, მათგან თავის დაღწევა როგორღაც მოახერხა და მეგობარს ნახევარი ტანით მიუტრიალდა -რას დალევ? დღეს მე გეპატიჟები, ამიტომ შეგიძლია თავი არ დაზოგო -მე ნაღდად ვერ დავლევ, საჭესთან ვარ -აუ, კაი რა , ტაქსით წახვალ და ეგაა -მაშინვე იპოვა გამოსავალი ბიჭმა -არ დაიწყო ახლა ეს ქალური ზამაშკები და რამე შეუკვეთე ანტონს გაეცინა, თუმცა შეწინააღმდეგებით აღარ შეწინააღმდეგებია და ბარმენს, ზუსტად იგივე შეკვეთა მისცა, როგორიც თემომ. ტეკილა, გაცნობიდან მათ საფირმო სასმელად ითვლებოდა ასეთ მომენტებში და ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატია. საღამო ჩვეულ ვითარებაში წარიმართა. როგორც ერთად შეკრების მომენტში მუდამ ხდებოდა ხოლმე, ახლაც ზედმეტად ცხადად გრძნობდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მზერას ხვადასხვა მაგიდებიდან, თუმცა მათთან გამოლაპარაკებას არც ერთი არ ჩქარობდა და ამის მაგივრად, ერთმანეთში საუბრით იყვნენ გართულები. -ის წითური მგონი შენ გიყურებს -თვალებით, თემოსგან ერთი სკამის გამოტოვებით მჯდომ, ნარინჯისფერკაბიან გოგოზე ანიშნა ანტონმა, წინ მოჰიტო რომ დაედგა და ნელ-ნელა წრუპავდა წითლად შეფერილი ტუჩებით, სიამოვნების გასახანგრძლივებლად. -ჰო, შევამჩნიე -დიდი ინტერესი ნამდვილად არ იგრძნობოდა ლომიძის ხმაში, იმ დროს -შენ თუ აარჩიე დღევანდელი მსხვერპლი? -ამჯერად მეგობარს მიუტრიალდა გამომცდელი მზერით და შეატყო კიდეც, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა ანტონს -ავარჩიე, ავარჩიე -ირიბი ღიმილით მიუგო ბიჭმა -მგონი, იმ ქერას გაუმართლებს, შირმით გამოყოფილ მაგიდასთან ახლოს რომ ზის. თუმცა ეს მერე, ჯერ მაგრად მეზარება ადგომა -მართლა ძალიან ლამაზია -გულწრფელად შეუქო არჩევანი მეგობარს თემომ, როგორც კი გოგონა უკეთ შეათვალიერა -ჰო, ლამაზია, მაგრამ საკმარისია ქალს გათხოვილი დაერქვას, თავს იმდენად აღარ უვლის, როგორც საწყის ეტაპზე -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ამის თქმისას -ამიტომ, თუ გინდა ქალი შენთვის ყოველთვის მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს, მასზე არასდროს უნდა იქორწინო -გაჩერდი რა თუ ძმა ხარ -გაეცინა ლომიძეს -ვერავინ დამაჯერებს, რომ შენი და ოდესმე საკუთარ თავზე ზრუნვას შეწყვეტს და ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა ანტონმა პირისკენ წაღებული ჭიქა, კვლავ უკან დააბრუნა და მეგობარს ეჭვით გადახედა. -დეა რა შუაში იყო ჩვენს დიალოგთან? -ჰკითხა მან, რითაც თემოც მიახვედრა, აშკარად ზედმეტი რომ წამოროშა. ლომიძისდა სამწუხაროდ, დროის უკან დაბრუნება, უკვე აღარ შეიძლებოდა -არა, ისე, უბრალოდ -შეეცადა მხრების აჩეჩვის დროს უხერხულობა არ შეტყობოდა -მაგალითად დავასახელე, რადგან დეას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, თავის მოვლა მისთვის მუდამ პირველ ადგილას იდგება -ნუ ჰო, დეაკო მეც ეგეთი წარმომიდგენია გათხოვილი -ღიმილით დაეთანხმა ანტონიც -ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ, ბავშვის გამოკვების პარალელურად, ფრჩხილებზე ლაქის წასმითაც იქნება დაკავებული თემომ მიიჩნია, რომ ახლა ზუსტად შესაფერისი დრო იყო, რათა ის ეკითხა, ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა და ბარმენს კიდევ ერთი ჭიქის შევსება სთხოვა. -ჰო მართლა, როგორ არის დეა? დიდი ხანია არ მინახავს და არც არაფერი გამიგია მასზე -დეამ შვებულება აიღო და სვანეთში წავიდა თემო -მიუგო ისე, რომ გვერდით მჯდომის მაგიგრად, კვლავ თავის არჩეულ ქერათმიანს ათვალიერებდა მზერით -უკვე მესამე დღეა იქაა -სვანეთში წავიდა? მარტო? -მხოლოდ ახლა მიხვდა ლომიძე, რატომ ვერ ხედავდა გოგონას სოციალურ ქსელებში. ისიც კარგად გაიაზრა, რომ მისი მოულოდნელი შვებულების მიზეზი თავად იყო და გულზე თითქოს გავარვარებული ლავა გადაესხა ამის გააზრებისას -არა, მარტო არაა, მეგობარია მასთან ერთად. რობი ჯაფარიძე ხომ გახსოვს? რამდენჯერმე შენც ნახე, დეასთან ერთად იყო ჩემთან მოსული თემოს, ზუსტად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, როგორიც სახეში მთელი ძალით მოხვედრილი მუშტის დროს უჩნდებათ ხოლმე. -აჰა, ანუ მაგ ტიპთან ერთადაა? -ჰკითხა ისე, თითქოს გულით ემუდარებოდა ამაზე უარყოფითად მიპასუხეო -ჰო, მასთან ერთადაა -ყველანაირი იმედი ჩაუკლა თავისი სიტყვებით ანტონმა -რობის სამსახურის საქმეების გამო მოუხდა წასვლა და ერთმანეთს დაემთხვნენ. ჩემთვისაც ასე უკეთესია, იმ გადარეულის მარტო გაშვება რატომღაც არ მინდოდა, მე კი სამსახურის გამო ვერ გავყვებოდი -ანუ, იმდენად ბრმად ენდობი მაგ ტიპს, რომ შენს დასაც უპრობლემოდ ატან? -ბრაზისგან მომუშტული ხელები, ლამის ძვლებში გადაემტვრია თემოს, ისე ძალიან იმოქმედა ამ ახალმა ამბავმა. ანტონს, ცოტა არ იყოს ეუცნაურა დასმული შეკითხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა პასუხი მაინც დაუბრუნა: -კი, ვენდობი -თავი ასი პროცენტით დარწმუნებულმა დაუქნია -ეგ ორნი, ერთად არიან გაზრდილები და სიმართლე გითხრა, ბავშვობაში მათი მეგობრობის ცოტათი მშურდა კიდეც, რადგან დეას ჩემზე მეტადაც კი უყვარდა ბოლო წვეთი აღმოჩნდა თემოსთვის ეს სიტყვები. ეჭვიანობამ იმდენად გააგიჟა, რომ გარშემო ყველაფრის დალეწვა მოუნდა. გულს უსერავდა იმის გაცნობიერება, რომ არავითარი უფლება არ ჰქონდა იმ ქალზე, ვინც უკვე ძალიან დიდი ხანი იყო ისე აგიჟებდა, როგორც არავინ ამ ქვეყნად. უყვარდა. ამ წამს, ყველაზე ცხადად გაიაზრა როგორ ძლიერაც უყვარდა და საკუთარ უმწეობაზე ლამის გულიც აერია. აცნობიერებდა რა ეგოისტურადაც ჩანდა დეას თვალში მისი სიტყვები, როცა ეუბნებოდა სხვა მამაკაცი ახლოს არ გაიკაროო. საკუთარი თავის ასეთი ვარიანტი თვითონვე აღიზიანებდა ლომიძეს, მაგრამ რამის შესაცვლელად, საჭირო გამბედაობას ვერ იკრებდა. უბრალოდ არ შეეძლო ეს საკითხი ამდენად მალე გადაეჭრა და ანტონისთვის პირდაპირ მიეხალა, შენს უმცროს დას ისე ვუყურებ, როგორც ქალსო. ბიჭმა კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა სულმოუთქმელად, ფეხზე წამოდგა და ნერვებმოშლილი, ერთი სკამის გამოტოვებით მჯდომი წითურისკენ ისე გაემართა, რომ ძმაკაცს მხოლოდ თვალებით ანიშნა ნადირობას ვიწყებო. უცნობი წითური, ამ დროს, კვლავ საკუთარი მოჰიტოს სმით იყო გართული, თუმცა თავისკენ წამოსული მამაკაცის შემჩნევა ნამდვილად არ გასჭირვებია გოგონას მახვილ მზერას და კმაყოფილების ნიშნად ირიბი ღიმილიც გაუკრთა ტუჩის კუთხეში. თემო რომ მის უკან გაჩერდა, სასმელის ჭიქას ხელი მაშინვე შეუშვა და ბიჭისკენ სერიოზული, მეტად ღრმა მზერით მიტრიალდა, ისე, თითქოს მთელი მისი შინაგანი სამყაროს შეცნობა აქვს გადაწყვეტილიო. -შემთხვევით, საცეკვაოდ ხომ არ ეძებ პარტნიორს? -ჰკითხა ლომიძემ, როგორც კი უკეთ შეათვალიერა მისი სახე, ალაგალაგ, მკრთალი ჭორფლებიც რომ გაბნეოდა სხვადასხვა ადგილებში ტუჩის კუთხეს კბილები გამომწვევად მოსდო გოგონამ. როგორც ჩანდა აშკარად ნასიამოვნები დარჩა მამაკაცის მხრიდან პირველი ნაბიჯით. -ასე ძალიან მეტყობა? -კეკლუცად უყურებდა თვალებში ამის თქმისას, რითაც უფრო მეტად იწვევდა ბიჭს -არც მაინცდამაინც, თუმა სურვილის შემთხვევაში, შემიძლია კამპანია გაგიწიო -ჰმმ, მოსაფიქრებლად დრო მაქვს? -მხოლოდ და მხოლოდ სამი წამი. არც მეტი, არც ნაკლები -დახლს ცალი იდაყვით ჩამოეყრდნო და ისე მიუგო თემომ, თან თითებიც ასწია და უკუღმა დაიწყო თვლა. წითური ღიმილით უყურებდა მის თითოეულ მოქმედებასა თუ ჟესტს. როდესაც ბოლოს და ბოლოს ციფრ ერთსაც მიადგა და უკანასკნელი თითიც ჩამოსწია ქვემოთ, თავისი მოჰიტო კიდევ ერთხელ მოწრუპა, სკამიდან სხარტად ჩამოხტა და პასუხის მოლოდინში მყოფ ლომიძეს ჩამოართმევად ხელიც გაუწოდა. -მე ალინა ვარ და გაითვალისწინე, საკმაოდ კარგად ვცეკვავ! სულ რამდენიმე წამიც და საცეკვაო მოედანზე, წითურთან ერთად იდგა თემო. გოგონას წვრილი მკლავები, კისერზე ნაზად ეხებოდნენ, ხოლო თვითონ, მის წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და დაჟინებით უყურებდა თვალებში. აღნიშნულ მომენტში მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა -უკიდეგანოდ სურდა ამ გოგოს ნაცვლად მის წინ დეა მდგარიყო, მისი გახშირებული სუნთქვა ეგრძნო, მის სრიალა თმას მოფერებოდა და ის საოცრად მადისაღმძვრელი სურნელი შეეშვა ფილტვებში, მის საყვარელ ქალს რომ ასდიოდა კანზე. ნერვებმა კიდევ ერთხელ უმტყუვნეს იმ წამს, ლომიძეს. იმის მაგივრად, რომ ამ გოგოსთან საღამოს სასიამოვნოდ გაგრძელებაზე ეზრუნა, კვლავ თავისმა ფიქრებმა გაახვიეს უგუნებობის ქარიშხალში და უმოკლეს დროში ყველაფრის სურვილი დააკარგვინეს. -ახლა მიდი და შენს ადგილს დაუბრუნდი -დახშული, ოდნავ მკაცრი ხმით უთხრა მან გოგონას -ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია . . . ნამდვილად არ გამოვდგები იმისთვის, რათა შესაფერისი კამპანია გაგიწიო წითური ოდნავ შეიშმუშნა და ცნობისმოყვარედ აიღო თავი ბიჭის მხარიდან. -მოხდა რამე? -ისეთი ტონით ჰკითხა, აშკარად ფიქრობდა, რომ თავად ვერ გააკეთა რაღაც სწორად და ამის მიხვედრა არც თემოსთვის ყოფილა სირთულესთან ასოცირებული -მენდე, შენ არაფერ შუაში ხარ -ღიმილით სცადა ახსნა ლომიძემ -პირიქით, ძალიან, ძალიან კარგიც ხარ, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად ვარ რამე მსგავსის ხასიათზე. მაპატიე . . . -მაგრამ . . . -შენს ადგილს დაუბრუნდი ალინა, კარგი? -მისი წელიდან ხელების აღებამდე მხოლოდ ეს უთხრა ბიჭმა, მერე კი, ყველანაირი დამატებითი კომენტარის გარეშე, სწრაფად გატრიალდა და კვლავ ცოტა ხნის წინ, დროებით მიტოვებული ცარიელი სკამისკენ გაემართა. ტეკილასა და ლაიმის წვენით შეზავებით გართულმა ანტონმა, ზუსტად ისეთივე გაკვირვებული მზერით დააჯილდოვა ნაადრევად დაბრუნებული მეგობარი, როგორსაც აქეთკენ მომავალი ელოდა, ამიტომ, დაიკავა თუ არა თავისი კუთვნილი სკამი, ანტონის ჯერ კიდევ არ დასმულ შეკითხვას მანამ უპასუხა, სანამ ეს უკანასკნელი ხმამაღლა გაიჟღერებდა: -არაფერი მკითხო რა! უბრალოდ ახლა არავის შებმის ხასიათზე არ ვარ და მორჩა! 8 8 8 8 ულამაზესი დილა გათენდა მესტიაში. დროებით თვალს მიფარებულმა ცეცხლისფერმა ბურთმა თითქოს გოროზი მთების ტყვეობას დააღწია თავი, იქედან მთელი სიდიადით ამოცურდა და კუთვნილ ცის კაბადონზე დაიკავა სიბნელის მიერ წართმეული ტახტრევანი. დათოვლილ კავკასიონზე, ბალახზე შერჩენილი დილის ცვარივით ბრჭვიალებდა სპეტაკი, ქათქათა თოვლი. მის ფერხთით, მართლაც რომ ერთგული ქვეშევდრომებივით მოჩანდნენ დიდი, სვანური კოშკები, ხოლო ატმოსფერო ისეთი სუფთა და სასიამოვნოდ გრილი ჰაერით იყო გაჟღენთილი, ნებისმიერი ადამიანის გულში ჩაუქრობელი ლამპარივით აანთებდა აქაურობისადმი უსაზღვრო სიყვარულს. მთელ ამ მშვენიერებას, ყველაფერს, რაც ირგვლივ მოჩანდა, თავისი სასტუმროს ნომრის აივნიდან ადევნებდა თვალს ადრიანად გამოღვიძებული დეა. რაც აქ ჩამოვიდა, მას შემდეგ ჩვევად ექცა ისეთ დროს გაღვიძება, ადრე რომ ბალიშიდან თავსაც ვერ აწევდა ხოლმე და დილის რძისფერ ნისლში გახვეული ქალაქის მდუმარედ ცქერა, აივნის ჭერიდან ჩამოშვებულ, დიდ საქანელა-სავარძლზე მოკალათებულს. ასეთ მომენტში, თითქმის ყველაფერი ნეგატიური იძირებოდა დავიწყების მორევში, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გამოიარა. საოცარი სიმშვიდე, ამ დროს მთლიანად ეპატრონებოსა მის სხეულს, თავის მსუბუქ საბურველში ახვევდა და გულში მხოლოდ ბედნიერებისთვის უტოვებდა ადგილს. მესტიის ულაზესი გარიჟრაჟით კიდევ ერთხელ დამტკბარმა დეამ, ერთი გემრიელად გაიზმორა, ამაყად მდგარ დათოვლილ კავკასიონს თვალი მოწყვიტა და ფეხზე წამომდგარი, აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო. იმის გამო, რომ დღეს, დილის შვიდ საათზე გაიღვიძა, ჯერ კიდევ თავის საყვარელ, ვარდისფერ საღამურებში იყო გამოწყობილი და ჩაცმაზე კიდევ დიდხანს არ დაფიქრდებოდა, ტელეფონის ეკრანზე გამოსახული საათისთვის რომ არ დაეხედა, რვას რომ უჩვენებდა იმ მომენტში. სასტუმროს რესტორანი, ჩვეულებრივ, სწორედ ასეთ დროს იხსნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საუზმეც რვა საათზე იქნებოდა. მართალია, თბილისში ყოფნისას ასე ადრიანად არასდროს ჭამდა, თუმცა ჰაერის გამოცვლას, თითქოს გოგონას მადაზეც ემოქმედა, ამიტომ, დილის კვებას არასდროს ტოვებდა და ყოველ დღე, ის და რობი ერთად ჩადიოდნენ ხოლმე სასაუზმოდ. ჯაფარიძეს დეას გვერდითა ნომერი ჰქონდა ნაქირავები. იმის გამო, რომ ოთახების კედლები ძალიან თხელი იყო და ხმას კარგად ატანდა, ღამღამობით ხშირად აწვალებდა ხოლმე -მათი საძინებლების გამყოფ კედელზე აკაკუნებდა და მანამ არ აცლიდა ძილს რობის, სანამ გაჩერების სანაცვლოდ რამე სასურველს არ დაპირდებოდა ბიჭი. მიუხედავად ამისა, დროს მაინც საოცრად კარგად ატარებდნენ. ყოველ წამს, როდესაც რობი ობიექტზე არ იყო, რაღაც ახლის ნახვას გეგმავდნენ და უცხოელი ტურისტებივით ათვალიერებდნენ სხვადასხვა ადგილებს, ქალაქსა თუ მის გარეთ. ჩამოსვლის პირველ დღეს, მას მერე, რაც სასტუმროში დაბინავდნენ და ცოტათი დაისვენეს, პირდაპირ ჰაწვალის საბაგიროზე გადაწყვიტეს ასვლა, საიდან დანახული უშბის მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებითა და კავკასიონის ქედით გამოწვეულ აღფრთოვანებას, ვერასდროს ვერაფერი ამოშლიდა დეას გონებიდან. ეს, ყველაზე საუკეთესო კილომეტრნახევრიანი გზა იყო გოგონას ცხოვრებაში, ზურულდის ულამაზეს მთამდე და იქ განცდილი შეგრძნებები ნამდვილად არაფრით ჰგავდა სხვებს. მეორე და მესამე დღე, უკვე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმის მონახულებას დაუთმეს. რამდენჯერმე ენგურზეც იყვნენ საბანაოდ, მიუხედავად იმისა, რომ წყალი არც ისე თბილი იყო და ერთხელ, მესტიასთან ახლოს მდებარე სოფელს, მაზერსაც კი ესტუმრნენ, სადაც, პირველივე შემხვედრ კარზე დააკაკუნეს, რათა თავი რუს ტურისტებად მოეჩვენებინათ, რომელთაც, თითქოს ნამდვილი სვანი დიასახლისის მიერ მომზადებული კუბდარის გასინჯვა ჰქონდათ გეგმაში. ამ პატარა ტყუილს, მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა -სურდათ რომელიმე პატარა, ხის სახლში გაეტარებინათ დრო, ამ კუთხეში დაბადებულ ადამიანებთან ერთად, აქაური მასპინძლობის გემო გაეგოთ და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი გაჰყოლოდათ თბილისში დაბრუნებულებს. დეას ნამდვილად არასდროს დაავიწყდებოდა იმ კუბდარისა და ხინკლის გემო, მოხუცმა, გაჭაღარავებულმა ქალმა, სახელად თინანომ რომ გამოუტანათ, ეზოში დამდგარ ქვის დიდ მაგიდებთან. მთელი იმ დროის მანძილზე, მასპინძელი, ხან რუსულს ურევდა საუბრისას, ხან ქართულს და ახალგაზრდებს იმ ისტორიას უყვებოდა დანაოჭებულ თვალებთან მომდგარი ცრემლით, თუ როგორ გაიცნო თავისი აწ უკვე გარდაცვლილი ქმარი, ალექსანდრე, ძროხების მწყემსვისას და როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი, საკმაოდ ადრეულ, თვრამეტი წლის ასაკში. ეს და სვანეთში გატარებული ყოველი სხვა დღე, თავისებურად განსაკუთრებული იყო დეასთვის. ყველაზე მეტად, მაინც ის მოსწონდა, რომ ჰყავდა ადამიანი, ვისაც საკუთარ შთაბეჭდილებებსა და აღფრთოვანებას უზიარებდა. ვისაც ბოლომდე ენდობოდა და ოჯახის წევრივით, ან მასზე ბევრად უფრო მეტად ძვირფასიც იყო. გოგონა, აივნიდან, კვლავ საძინებელ ოთახში შებრუნდა და ტელეფონმომარჯვებული, საწოლის რბილ მატრასს ვარსკვლავივით გადაეკრა. სოციალურ ქსელში რობი ჯერ კიდევ არ ანათებდა მწვანედ, ამიტომ, გადაწყვიტა მისთვის ნომერზე მიეწერა და ლოგინზე ზურგით გაწოლილმა აკრიბა კიდეც ჯაფარიძესთან გადასაგზავნი შეტყობინება: "უკვე გღვიძავს მძინარე მზეთუნახავო?" არ გასულა ათი წამი, რომ რობის პასუხმა ააწრიპინა მისი ტელეფონი. "ჰო, შენმა წერილმა გამაღვიძა . . . დილა მშვიდობის." "რა ზარმაცი ხარ, სამსახურში არ გაგვიანდება?" -ვერც კი იაზრებდა, რომ თინეიჯერი გოგოსავით გაღიმებული უყურებდა ეკრანს რობის თითოეულ SMS-ზე "დღეს, ათის ნახევრამდე არ ვაპირებ წასვლას. მიდი, გაემზადე და რესტორანში დაგელოდები, ვისაუზმოთ." "აუ, მეც მაგრად მომშივდა." "რაც აქ ჩამოვედით, სულ გშია დეა“ -სიცილის სმაილიც მოაყოლა ამ სიტყვებს ბიჭმა -"მოდი, დღეს ასაწონადაც გავიაროთ, რა იცი რა ხდება." "შემარგე რა, რაც ვჭამე, ეგრე მარტივადაც არ ვსუქდები" -მაშინვე მისწერა და ფეხზეც წამოდგა. რამდენიმე წამში ტელეფონმა კიდევ ერთხელ დაიზუზუნა. გოგონამ ცალი თვალით დახედა განათებულ ეკრანს და ვინ იცის, უკვე მერამდენედ მოადგა სახეზე ღიმილი. "მალე ჩამოდი. ადგილს კი დაგიკავებ, თუმცა ისეთი მოთხოვნადი ვარ, არა მგონია ეს დიდხანს შევძლო." -სწერდა ბიჭი. ამაზე, დეამ მხოლოდ სიცილის "ემოჯით" უპასუხა და ტელეფონის კომოდზე დადების შემდეგ, მაშინვე კარადასთან გაჩნდა, რათა შესაფერისი სამოსი აერჩია საუზმეზე ჩასასვლელად. ბევრი ფიქრის შემდეგ, საბოლოო არჩევანი თავის ერთ-ერთ საყვარელ ამერიკულ ჯინსსა და მოკლემკლავიან, მწვანე ტოპზე შეაჩერა. თმისთვის ბევრი არაფერი უქნია, უბრალოდ კარგად დაივარცხნა, ალაგ-ალაგ უთოც ჩამოისვა, იგი უბრალოდ გაშლილი დაიტოვა და ტუჩებზე, უფერული ტუჩსაცხის გადასმის შემდეგ, თავისი ნომრის კარიც გამოიხურა. ქვედა სართულზე მოხვედრილმა და რესტორნის ღია კარის ზღურბლს მიღმა აღმოჩენილმა, მაშინვე შენიშნა, რომ ჯაფარიძე უკვე ადგილზე იყო. ბიჭს, ამოჩემებულ, ფანჯარასთან ახლოს მდგომ მაგიდასთან დაეკავებინა ადგილი, წინ კარტოფილის პიურეთი ნახევრად გავსებული თეფში ედო, მოხარშულ კვერცხთან ერთად და ტელეფონში თავჩარგული, ჯერჯერობით ხელს არაფერს კიდებდა თავისი საკვებიდან. რობის შემხვედვარე დეა, მაშინვე მიხვდა, რომ ბიჭი მის გამოჩენას ელოდა საუზმობის დასაწყებად, ამიტომ მაგიდიდან აღებული დიდი თეფშით სწრაფად ჩამოუარა შვედურ მაგიდაზე გაწყობილ სხვადასხვა სახეობის საჭმელებს, მათ შორის, ალადები ამოარჩია, იოგურტთან და ხილის წვენთან ერთად, მერე კი პოზიტივის მომგვრელი სახეებით მოსიარულე მიმტანებს საპასუხო ღიმილი შეაგება და პირდაპირ ფანჯრისპირა მაგიდასთან მჯდომი რობისკენ გაემართა, მხოლოდ თავისკენ მომავალი ნაბიჯების ხმის გაგებამ რომ აიძულა ტელეფონიდან თავის ამოწევა. -რას შვრები რობინზონ, მე მელოდები? -კისერზე მკლავები მოხვია და მხიარულად აკოცა ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე გოგონამ. სწორედ ასეთი წარმოედგინა დილის საუკეთესო დასაწყისი დეას. ირგვლივ სიმშვიდე, ფანჯრიდან გადაშლილი თვალისმომჭრელი ხედი და გვერდით ის ადამიანი, ვისაც ლამის მთელი ცხოვრება იცნობდა, საკმაოდ ადრეული ასაკიდან მოყოლებული. -ჰო, გელოდებოდი და მგონი, შენს ლოდინში ვარგისიანობის ვადაც გაუვიდა ამ საჭმელს -წინ დადებულ შეფშზე ანიშნა თვალებით, როგორც კი მაგიდასთან, თავისი ალადებით ხელში ჩამოჯდა გოგონა, საოცრად გემრიელ სურნელს რომ აფრქვევდა თეფშიდან -ჰა, ჰა, ჰა, შენ და ანდრო, სადმე ერთად ხომ არ დადიოდით შუტკის წრეზე? -არც დეას მხრიდან დაუგვიანია საპასუხო დარტყმას -მე და ანდროს წრეზე რა გვინდა, აქეთ ავიყვანთ მოსწავლეებს -მაგ მოსწავლეებს თუ მე გიშოვით, წილში გაყვანაზე რა აზრის ხართ? -სერიოზული სახით აჰყვა ხუმრობაში, პარალელურად კი ალადის პატარა ნაჭერი მოჭრა ჩანგლით და პირისკენ წაიღო -აუცილებლად დავფიქრდები მაგ საკითხზე -აუ, ნამდვილი სიგემრიელის ეტალონია რა -სრულ ნეტარებაში მყოფი სახით შეაქო დეამ თავისი საუზმე -ამის გამკეთებელს რომ ვიცნობდე, წავიდოდი და ხელებს დავუკოცნიდი ჯაფარიძეს, თეფშზე დადებული მოხარშული კვერცხი უკვე გაეათავისუფლებინა ნაჭუჭისგან, ამიტომ, იგი დანის გამოყენებით ოთხ ნაწილად გაჭრა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნა გოგონას: -კარგი, მზარეულის ხელების დაკოცნაზე ლაპარაკს შევეშვათ და დღევანდელი მარშრუტი რომ უკვე შევადგინე ის თუ იცი? -გამომცელად შეხედა თავისი შავი სფეროებით, ზურმუხრისფერ თვალებში, ბევრად უფრო ლამაზად რომ ბრწყინავდნენ დღის სინათლეზე -სერიოზულად? -წამის მეასედში გაკრთა დეას ხმაში დაუფარავი სიხარული და სახეზეც ნათლად აირეკლა ეს უკანასკნელი -სად წავალთ? რამე კარგი ადგილია? -კარგია, თანაც საკმაოდ -კარტოფილის პიურეს პირველი ლუკმა ჩაიდო პირში ბიჭმა -ოქროწ'ყლის ტბები თუ გაგიგია? დეამ, თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -არა, პირველად მესმის. აქედან შორსაა? -არც მაინცდამაინც, თუმცა ისეთი ცუდი გზებია, ბოლომდე მანქანით ვერ მივალთ. რაღაც ნაწილი, ვინმესგან ცხენები უნდა ვიქირაოთ და ისე ვიაროთ ცხენის ხსენებაზე დეას თვალები ისე გაუბრწყინდა, როგორც მზის შუქზე ლამაზად აბრჭყვიალებული ბრილიანტები. ჯირითი, რვა წლის წინ ჰქონდა ნასწავლი, რაჭის საზაფხულო ბანაკში ყოფნისას და იქედან მოყოლებული, საცხენოსნო კლუბებსაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე, რათა უნებურად არ დავიწყებოდა ის, რაც ერთ დროს ამდენად კარგად შეისწავლა. -ჰმმ, მგონი დღევანდელი დღე ყველაზე განსაკუთრებული იქნება, რაც კი აქ ჩამოსვლის მერე გვქონია -უზომო კმაყოფილება გამოკრთოდა გოგონას ზურმუხტისფერი თვალებიდან იმ წამს -დაახლოებით რომელ საათზე დაბრუნდები სამსახურიდან მზად რომ დაგხვდე? ჩაფიქრებული გამომეტყველება, სულ რამდენიმე წამით გაჩერდა რობის სახეზე, შემდეგ კი პასუხიც გასცა გოგონას: -დაახლოებით ოთხისთვის აქ ვიქნები -უთხრა მან -უფრო ადრეც მოვრჩებოდი, მაგრამ სანადირო მაღაზიაში უნდა შევიარო, თოფისა და ტყვია-წამლის საყიდლად -თოფისა და ტყვია-წამლის? -გაუკვირდა დეას და ამის დამალვა არც უცდია. ჯაფარიძეს კიდევ კიდევ ერთხელ მოუწია თავის საუზმეს მოწყვეტოდა, პასუხის გასაცემად: -ჰო, დღევანდელ ლაშქრობაში დაგვჭირდება. ღამე ტბებზე უნდა გავათიოთ, კარვებში და უსაფრთხოებისთვის მაინც გვქონდეს, რა ვიცით რომელ მშიერ ცხოველს მოუნდება ჩვენით ვახშმობა? -აუ ახლა სიხარულისგან გავაფრენ! -ბედნიერების გამომხატველი ღიმილით წამოიძახა გოგონამ, რადგან მსგავსი ლაშქრობები ბავშვობიდან სიგიჟემდე უყვარდა. მერე, თავისი სკამით, რობისთან ძალიან ახლოს მიიწია და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე მაგრად -აი, კი დამპირდი, შენს განწყობაზე სვანეთში მე ვიზრუნებო, მაგრამ დაპირების ასე პროფესიონალურ დონეზე შესრულებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი -აღიარა გულწრფელად, თან ღამისფერ თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა ჯაფარიძეს. რაღაც იდუმალი ამოიკითხა იქ დეამ აღნიშნულ მომენტში. დაეფიცებოდა, რომ სუნთქვაც კი დაავიწყდა გარკვეული პერიოდი, ისეთი ანთებული მზერით უყურებდნენ ბიჭის მუქი სფეროები. მართლაც იყო რაღაც განსაკუთრებული ამ მომენტში. იმდენად განსაკუთრებული, რომ დეამ ინსტიქტურად ჩარგო ცხვირი რობის ყელში, ტუჩები კანზე ფრთხილად მიაკრო და ჩურჩულით ჰკითხა: -როგორ ვარსებობდი აქამდე უშენოდ? როგორ გამომდიოდა ეს რობი? არაფერი უთქვამს საპასუხოდ ბიჭს. ამის მაგივრად, გოგონას თითები ფრთხილად მოიქცია თავის მარჯვენაში, ხელის გულზე ძალიან ნაზად აკოცა, მერე კი თავადაც ხმადაბლა ამოთქვა სიტყვები, რომლებიც ზუსტად ასე ჟღერდნენ: -ტკივილამდე სასიამოვნოა შენი ასეთი სიახლოვე, დეა . . . 8 8 8 8 რობის მოსვლამდე, დრო სხვადასხვა საშუალებებით გაიყვანა დეამ. საწყის ეტაპზე ქალაქში გაისეირნა და ვანილის ნაყინი ჭამა, ერთ-ერთ ღია კაფეში, მერე, ჯეინ ეარიდან კითხულობდა საყვარელ ფრაზებსა და მომენტებს, თავისი ოთახის რბილ სავარძელში მოკალათებული, მერე უკვე კარდიო-ვარჯიშებითაც გაერთო და შხაპიც მიიღო ერთსაათიანი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ბოლოს კი, კრისტინას მონატრებამ შეაწუხა და გადაწყვიტა მისთვის WhatsApp-ზე დაერეკა, რომლის გაკეთებაზეც ძლივს დაითანხმა გოგონა შვეიცარიაში გამგზავრების წინ, რათა ვიდეო-თვალით ხანდახან მაინც ესაუბრა ხოლმე მასთან. კრისტი, დღის იმ მონაკვეთს, ჩვეულებრივ სახლში ატარებდა ხოლმე. ამ დროს, შესვენების საათები ჰქონდა სამსახურისგან, რის გამოც, დაქალის ზარს დაყოვნების გარეშე გასცა პასუხი და სულ მალე, მისი სახეც გამოიკვეთა დეას მობილურის დიდ ეკრანზე. -კრიის, როგორც იქნა ვიხილე თქვენი ბრწყინვალება -შეხედვის თანავე მიხვდა, თუ როგორ ძალიან აკლდა მისი არ ყოფნა -რას შვრები, ვინმე ხომ არ გამოიჭირე მაქეთ? რაღაც საეჭვოდ არ ასახელებ უკან დაბრუნების თარიღს -სიცილით დააყოლა ბოლოს, რითაც კრისტინას გაცინებაც შეძლო. -სად მაქვს გოგო ვინმეს გამოჭერის დრო, მაგდანას ლურჯასავით მამუშავებენ მთელი დღე -ოდნავი წუწუნიც შეურია ღიმილიან სახეს მან -შენ რაშვები, როგორ ერთობი მაგ ქალების სასიკვდილო იარაღთან ერთად, ჯერ კიდევ მეგობრად რომ მოიხსენიებ, რატომღაც -მმმ, სიტყვებით ვერ აღვწერ . . . საოცრებაა სვანეთი -სვანეთია საოცრება, თუ ის, ვისთან ერთადაც შვებულებას ატარებ? -ეჭვით გადმოხედა ეკრანიდან კრისტიმ, რითაც დეასაც შეუცვალა ღიმილიანი მზერა, სერიოზულით -რაზე მიმანიშნებ კრის? -ჰკითხა მან წარბის აწევით -თუ ის უნდა თქვა, რაც ამ წამს გავიფიქრე, სჯობს აღარ განაგრძო -ვითომ რატომ? ხომ იცი, სიტყვა "არასოდეს" არასდროს უნდა გამოიყენო? დეა ისე შეიშმუშნა, აშკარად შეეტყო აღნიშნულ თემაზე საუბრის სურვილით მაინცდამაინც რომ არ იწვოდა და თემის შეცვლაც ოსტატურად სცადა: -კარგი, სერიოზულად, როდის აპირებ დაბრუნებას? იქნებ, ჩემი შვებულების დროს დაამთხვიო? სვანეთშიც ჩამოხვიდოდი ცოტა ხნით, სანამ უკან დავბრუნდები -სპეციალურად არ ახსენა წინადადებაში მრავლობითი რიცხვი, რათა კვლავ რობიზე არ განახლებულიყო საუბარი. გოგონას უარყოფის ნიშნად მოუწია თავის გაქნევა, რის გამოც, ოდნავი მოწყენილობაც შეეტყო სახეზე. -ყველანაირად გამორიცხულია -მიუგო მან -კიდევ ათი დღე მომიწევს ბერნიში დარჩენა, მანამდე კი შენც გეწურება შვებულების ვადა -აუ ძაან მაგრად რომ მენატრები? -მეც მენატრები ჩემო ფისუნია, მაგრამ ახლა დაწინაურებაზე ვჩალიჩობ და რაც უფრო მეტად დავუხრი თავს დამჯერე ბოჩოლასავით ჩემს უფროსობას, მით უფრო გაიზრდება თანაშემწის სავარძლის ფანჯრიდან მოსროლის შანსიც -თვალების ტრიალით მიუგო კრისტინამ, თან წინ დადებული ორცხობილაც ჩაკბიჩა გემრიელად -ესენი დღეს გამოვაცხვე, ნეტავ იცოდე რა თითების ჩასაკვნეტი გამომივიდა ვინაიდან კრისტინა დარბაიძე და სამზარეულო ერთმანეთისგან ისე შორს იყვნენ, როგორც აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტები, დეა გაკვირვებით შეხვდა ამ ამბავს. -ვაუ, კრის, ანუ მანდ ყოფნამ, სამზარეულოს არსებობის დანიშნულებაც გაგახსენა -ჰო, რა იყო? -მხრები გულუბრყვილოდ აიჩეჩა მან -რობინზონ კრუზოს ორი ჯოხის ერთმანეთზე სიმეტრიულად დადებაც არ შეეძლო, მაგრამ კუნძულზე მოხვედრისას ყველაფერში ისე გაიწაფა, ნებისმიერს შეშურდებოდა -თქვა და დეას სიცილის ხმის გაგებისას, კითხვაც დასვა:- რა მოხდა, რატომ დამცინი? -არა, შენ არ დაგცინი, უბრალოდ რობის ვეძახი ზედმეტსახელად რობინზონს და იმაზე მეცინება -მიუგო სწრაფად და გაიაზრა კიდეც, რომ საკუთარი ინიციატივით მიუბრუნდა იმ თემას, რაზე საუბსაც ცოტა ხნის წინ თვითონვე აარიდა თავი. -ისე, როგორ მინდა მაგ ტიპის გაცნობა და აქამდე ვერ მოვახერხე -თითქოს წყენით ამოთქვა გოგონამ -თქვენი ერთად ყოფნის მოსურვე რომ არ ვიყო, აგახევდი კიდეც -კრისტინა, რეებს ბოდავ?! რას ნიშნავს ჩვენი ერთად ყოფნის მოსურვე? -ხმას ნუ უწევ დეაკო! რაც მანდ ხარ, ის მშიშარა თეიმურაზი ერთხელაც კი არ გაგხსენებია და ეგ მხოლოდ შენი რობინზონ კრუზოს დამსახურებაა. ბოლოს და ბოლოს, გაახილე ეგ ლამაზი თვალები და რეალობა გაიაზრე! ვეღარაფერი უთხრა საპასუხოდ დეამ. გულის სიღრმეში თავადაც მშვენივრად ხვდებოდა, რაღაც უცნაური ნაპერწკლები რომ დახტოდნენ ხოლმე, ალაგალაგ, მასსა და ჯაფარიძეს შორის, მაგრამ ამ საკითხზე ჩაღრმავებას ისე გაურბოდა, როგორც ყველაზე ძლიერ ფობიას. მართლაც ბევრად მეტი ადგილი ეჭირა რობის, დეას მარცხენა მხარეს მფეთქავ ორგანოში, ვიდრე საუკეთესო მეგობრებს უჭირავთ ხოლმე ერთმანეთის გულებში. თითქმის მთელ სამყაროს უდრიდა მისთვის ჯაფარიძე. ახლა, იმაზე ბევრად მეტადაც კი სჭირდებოდა ბიჭის სიახლოვე, ვიდრე ბავშვობის ასაკში და კარგად იაზრებდა, ეს შეგრძნება, დღითიდღე, მთის მწვერვალიდან დაგორებული ზვავივით რომ გაიზრდებოდა. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ამოიოხრა. ცოტა ხანი, აბსოლუტურ მდუმარებაში გალია, თავისი საწოლის რბილ ბალიშებზე მიწოლილმა, შემდეგ კი კვლავ მოესმა კრისტინას ღიმილნარევი ტონი. -კარგი, დამშვიდდი, მეტად აღარ დაგაბნევ. მგონი, ისედაც საკმარისად გაგიჩინე საფიქრალი -კრის, თითქმის ოთხი საათია და მოსამზადებელი ვარ -საუბრისგან თავის ასარიდებელ საშუალებად, თემის კიდევ ერთხელ შეცვლა მოევლინა დეას -დღეს, ლაშქრობაში ვგეგმავთ წასვლას და უნდა მოვემზადო. სხვა დროს ვილაპარაკოთ, კარგი? -ჰმმ, კი ბატონო, მაგრამ ის მაინც მითხარი სად აპირებთ წასვლას? დეა პასუხის გაცემამდე წამოდგა ფეხზე, ტანსაცმლის ასარჩევად კარადა გამოაღო და დასმულ შეკითვაზეც სწორედ ამის შემდეგ გააკეთა კომენტარი: -რობიმ ოქროწ'ყლის ტბები ახსენა. წარმოდგენაც არ მაქვს ამ ადგილის შესახებ, თუმცა დღეს აუცილებლად ვიხილავ -ხმაშიც კი ნათლად ეტყობოდა ის უჩვეულო ბედნიერება, რომელსაც მის შიგნით, თითქმის ყველა უჯრედი მოეცვა. ეკრანზე, კიდევ ერთხელ გამოისახა კრისტინას ღიმილიანი სახე. -შენ არ კი იცი, რა მაგარ ადგილას მიდიხარ, დეაკო -უთხრა მან აღფრთოვანებით -სხვას ვერაფერს გეტყვი იმის გარდა, რომ თითოეული ბუჩქისთვის მოგნდება სურათის გადაღება, იმდენად ლამაზია იქაურობა -ჰოო? -მე ბევრს ვერაფერს გეტყვი, საკუთარი თვალით უნდა იხილო ყველაფერი -მერე ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა, წინ დადებული თეფშიდან აღებული, მორიგი ორცხობილა ჩაკბიჩა და კავშირის გაწყვეტამდე, ხელიც დაუქნია მეგობარს -კარგი დრო გაატარე, პატარავ. გარწმუნებ, წინ ნამდვილი საოცრებები გელის . . . 8 8 8 8 ჯაფარიძემ მართლაც დათქმულ დროს, ზუსტად ოთხ საათზე მოაყენა მანქანა სასტუმროს ავტოსადგომზე და ისე, რომ ნომერში ასვლასა და დასვენებაზე არც უფიქრია, პირდაპირ დეას გაუგზავნა შეტყობინება, ჩამოდი, უკვე ქვემოთ გელოდებიო. კარვები, ტყვია-წამალი, თბილი პლედები, ღამის ფანრები და ლაშქრობისთვის აუცილებელი დანარჩენი წვრილმანები, უკლებლივ ყველაფერი ნაყიდი ჰქონდა ბიჭს, საჭმელისა და სასმელი წყლის ჩათვლით. მართლაც აღარაფერი დარჩენილიყო ისეთი, რის შესაძენადაც, რომელიმე მაღაზიაში კიდევ მოუწევდათ გაჩერება და ზედმეტი დროის დაკარგვა. ბიჭმა, მანქანის ძრავა გამორთო და ნახევრად ჩამოწეული საქარე მინიდან, სასტუმროში შესასვლელ კარს გახედა. მეგობრის ხასიათს საკმაოდ კარგად იცნობდა და თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ გოგონა ქვემოთ ჩამოსვლას დააგვიანებდა, თუმცა საბედნიეროდ, ამ ჯეზე ბიჭის ვარაუდები არ გამართლებულა. დეა, ზუსტად ორ წუთში გაჩნდა სასტუმროს კიბეებზე, სპორტული ტანსაცმლითა და საშუალო ზომის ზურგჩანთით, თბილი ტანსაცმელი რომ ჩაედო შიგნით, ღამით, კარავში დასაძინებლად. რობის, გვერდითა სავარძელზე, თავისი ზურგჩანთა ჰქონდა მოთავსებული. გოგონას დანახვისას, იგი სწრაფად გადააგდო უკანა მხარეს, ძრავა აამუშავა და როგორც კი დეა სალონში მოთავსდა, საკუთარი ხელით გადაუჭირა უსაფრთხოების ღვედი სხეულზე. -აბა, მზად ხარ კიდევ ერთი თავგადასავლისთვის? -ისე, როგორც არასდროს! -გალაქტიკისოდენა შემართებით დაუბრუნა პასუხი გოგონამ, მანქანის ავტოსადგომიდან დაძვრის შემდეგ კი დაამატა:-ამ დღისგან, ბევრ განსაკუთრებულ მომენტ ველი . . . ოქროწ'ყლის ტბების მარშრუტი, სოფელ ლახამიდან იწყებოდა. აქედან, დაახლოებით ოცდახუთი კილომეტრი ავტომობილით დაფარეს დეამ და რობიმ. გზაში მთელი მუსიკალური დისკები მოსინჯეს, რაც კი მოეპოვებოდათ და საკმაოდ მხიარულ განწყობაზეც განვლეს სამანქანო გზა. შემდეგ, უკვე საფეხმავლო ბილიკი იწყებოდა, რის გამოც, იძულებულები გახდნენ ერთ-ერთი ოჯახიდან ცხენები ენათხოვრებინათ. რა თქმა უნდა, წინასწარ თანხაც დაუტოვეს, პირად მონაცემებთან ერთად და ამ ადგილიდან, უკვე კარამელისფერ ცხენებზე საჭირო ბარგით ამხედრებულები გაუყვნენ დარჩენილ გზას. რვა კილომეტრი ისე იარეს, ცხენები მხოლოდ სამჯერ თუ შეასვენეს. საათის ისრები თითქმის საღამოს შვიდს უჩვენებდნენ, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ოქროწ'ყლის დიდ ტბას მიუახლოვდნენ, თავიანთი ოთხფეხა ტრანსპორტით. აი აქედან, უკვე საკმაოდ რთული გზა იწყებოდა, მეორე, შედარებით პატარა ტბამდე, რის გამოც, საჭიროც კი გახდა ცხენებიდან ჩამოქვეითებულიყვნენ, თავიანთი ბარგი ზურგზე მოეკიდებინათ და ისე გაევლოთ დარჩენილი ორი კილომეტრი. -დეა, ახლა ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე ვართ, იცი? -ღიმილით უყურებდა რობი, ხედების თვალიერებით აღფრთოვანებაში მოსულ გოგონას, ვისაც, დაღლილობაც კი არ ახსოვდა ირგვლივ გადაშლილი ზღაპრული სანახაობის ჯადოსნური ზეგავლენით -რობი, საოცრებაა ეს ყველაფერი! -თავისი ცხენისთვის აღვირში ჩაევლო ხელი დეას და ულამაზეს ჩანჩქერთან გამავალ გზას ბედნიერების გამომხატველი სახით მიუყვებოდა -აქამდე, აქ წამოსვლა რატომ არავინ დამაძალა? -არ მეგონა ასე კარგად თუ ივლიდი ამ გზებზე -გულწრფელად აღიარა რობიმ მის წინაშე -თურმე შენ რა გამძლე მოლაშქრე ყოფილხარ -კარგი რა, ყველას ასეთი ნაზი რატომ ვგონივარ? გარეგნულად ვტოვებ ეგეთ შთაბეჭდილებას? -ჰო, ალბათ ცოტათი ფაიფურის თოჯინას ჰგავხარ -კვლავ იმავე დაჟიჯებულ მზერას კითხულობდა რობის ღამისფერ თვალებში და ეს ყველაფერი, მცირედ უხერხულობასთან ერთად, სასიამოვნო დაჭიმულობასაც აგრძნობინებდა მუცლის არეში. ბილიკის ყველაზე რთული მონაკვეთი, სწორედ ის ბოლო აღმართი იყო, რომელსაც ახლა მიუყვებოდნენ, ჩანჩქერის მარცხენა მხრიდან. ციცაბო ზედაპირი, ბალახითა და დეკით იყო დაფარული, ხოლო ადგილ-ადგილ, ქვიანი მონაკვეთებიც ხვდებოდათ გზად. რაც უფრო მცირდებოდა მანძილი პატარა ტბამდე, მით უფრო რთული ეჩვენებოდა დეას მთელი ეს ლაშქრობა, რის გამოც, რობიმ, ის ერთადერთი ზურგჩანთაც კი ჩამოართვა, მხარზე რომ ჰქონდა მოკიდებული და ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. მიუხედავად ამდენი სირთულისა და დაღლილობისა, აღმართის ბოლოს ნანახმა ორივეს დაავიწყა მთელი ის წვალება, რაც უკან მოტოვებულ გზაზე დატოვეს. პატარა ტბასთან, მართლაც რომ იდეალური საბანაკე ადგილი იყო, სასმელი წყლითა და უნიკალური ხედებით. ბინდდებოდა . . . გზაში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ჭამა, რის გამოც, ორივენი ძალიან იყვნენ მოშივებულები, თუმცა პირველ რიგში, მაინც კარვების გაშლა დაისახეს მიზნად და სანამ საქმეს შეუდგებოდნენ, ცხენები, სპეციალურად წამოღებულ, რკინის პალოებზე მიაბეს, ტბისგან ოდნავ მოშორებით. ვინაიდან, სალაშქრო საკითხებში რობი უფრო მდიდარი გამოცდილებით გამოირჩეოდა, ვიდრე დეა, კარვის გაშლით, ძირითადად ის გახლდათ დაკავებული, გოგონა კი როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა მეგობარს. დაისის ცის კაბადონზე, უკვე ძალიან მკრთალად იკვეთებოდნენ პაწაწინა, ბრჭყვიალა ვარსკვლავები, როდესაც პირველი კარავი აღიმართა ტბის პირას. მერე ცოტა ხნით შესვენება გააკეთეს მოლაშქრეებმა, წაიხემსეს და ცეცხლიც დაანთეს მეორე კარავის გაშლის დაწყებამდე, თუმცა მივიდა თუ არა საქმე აქამდე, დეა კოცონთან ახლოს დაჯდა, მას ხელები მიუშვირა და აწუწუნდა: -აუ რობი, არ გვინდა რა მეორე კარვის გაშლა, მაგრად მეზარება -უსახლკარო ლეკვის მზერა მოიშველია იმ წამს -ერთ კარავშიც ხომ მოვთავსდებით როგორმე, რაღატომ უნდა ვიწვალოთ? ჯაფარიძეს გაეცინა. -ახლა ეგეთები არ გამაგონო. ჩემს კარავში ვერ შემოგიშვებ, საცოლე ბიჭი ვარ, ხალხი რას იტყვის? -ოო, ნუ ცანცარებ რა -შეჭმუხნილი წარბების მიუხედავად, მაინც აუტყდა სიცილი დეას -დაანებე თავი, ისედაც ერთი საათი მოვუნდით წინას გაშლას. თუ მაინცდამაინც, შენ მიხედე, მე მოხმარებას აღარ ვაპირებ -განუცხადა და უფრო მოხერხებულად მიეფიცხა აგიზგიზებულ კოცონს, საამოდ რომ ტკაცუნებდა კრიალა ტბის ირგვლივ გამეფებულ მდუმარებაში -აუ კიდევ მშია, რამე დავამატოთ რა, არ მეყო მხოლოდ ერთი სენდვიჩი -დეა, გიგანტური სენდვიჩი შეჭამე ხუთი წუთის წინ -კოცონთან, მის პირდაპირ დამჯდარიყო და გაკვირვებულ მზერას არ აშორებდა ბიჭი -მოდი, არ გვინდა რა ეს ლუკმების თვლა -მეგობრის სიტყვებს, თვალების ტრიალით შეხვდა, მერე კი, გამაფრთხილებელი ტონით დაამატა -როცა ვამბობ მშია მეთქი, შენ უბრალოდ ჩანთას ხსნი, საჭმელს უხმოდ იღებ და მაშინვე მე მაძლევ, დაიმახსოვრე? -აჰა, აიღე და რაც გინდა ის აარჩიე, უკვე იმისაც მეშინია მეც არ შემჭამო -სწრაფად გაუწოდა რობიმ ის ზურგჩანთა, რომელშიც სურსათი ჰქონდათ ჩაწყობილი და ოდნავი ღიმილით მიაშტერდა, თუ როგორ ჩაძვრა დეა შიგნით. რამდენიმე წამიანი ქექვის შემდეგ, გოგონამ, საბოლოო არჩევანი ჰამბურგერზე შეაჩერა, მას ფორთოხლის წვენიც ამოაყოლა და კმაყოფილი სახით შეუტია თავის ვახშამს. -შენ არ გინდა? -ჰკითხა რობის პირგამოტენილმა -ნუთუ ეს ჰაერი მარტო მე მაშივებს? -ირგვლივ ისე მიმოიხედა, თითქოს სადმე მართლა დაინახავდა ჰაერს. -არა, არაფერი მინდა, მეშინია მერე შენ არ დაგაკლდეს -კარგი რა, ნუ დამციმი -იწყინა გოგონამ -დღეს ფეხით იმდენი ვიარე, ჩათვალე, რაც ამაში კალორიებია, უკვე წინასწარ მაქვს დამწვარი -აი, მაგაში ვერ შეგედავები -დაეთანხმა რობიც და ისე, რომ მეტად აღარაფერი უთქვამს, ძირს გაშლილ დიდ პლედზე, ზურგით გაწვა. საოცარი იყო დედამიწაზე ქუდივით გადმოფარებული გიშრისფერი ცა იმ მომენტში. კაბადონისთვის, ვიღაცას თითქოს ხელის გულზე მოთავსებული მბრწყინავი მტვერივით შეებნია პაწაწინა, მანათობელი წერტილები, ხოლო მათ მომვლელად, ვერცხლისფრად განათებული ნამგალი მიეჩინა, გაცრეცილად რომ ირეკლებოდა ღამის ტბის კამკამა ზედაპირზე. დეამ ჭამა შესაშურად მალე დაასრულა, კუთვნილ ჰამბურგერს წვენიც დააყოლა და მთელ სიგრძეზე გაშლილ პლედზე, თავადაც რობის გვერდით გაწვა, გულაღმა. რამდენიმე წამით, ხმაც არ ამოუღიათ არც ერთს. მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვის ხმას უსმენდნენ ღამის მდუმარებაში და იმ ვარსკვლავებით მოჭედილ კაბადონს არ აშორებდნენ თვალს, მთელი სიდიადით რომ გადმოჰყურებდათ ზემოდან. დეას, კრისტინასთან ვიდეო-ზარით საუბარი გაახსენდა აღნიშნულ წამს. მიხვდა, გოგონა აბსოლუტურად მართალი იყო -რაც აქ რობისთან ერთად ჩამოვიდა, მას შემდეგ, ერთხელაც კი არ გახსენებოდა ლომიძის არსებობა. თითქოს, დროებითი ილუზია იყო ეს ადამიანი მის ცხოვრებაში და ახლა ისე გამსკდარიყო, როგორც სიფრიფანა საპნის ბუშტი. სვანეთში მომავალი, ფიქრობდა ნეგატიური ფიქრები დატანჯავდნენ, ყოველ ორ წუთში გაუფუჭებდნენ ხასიათს და იმ უსიამონო დიალოგს გაახსენებდნენ, ბოლოს რომ ჰქონდა თემოსთან, თავისი სამსახურის შენობის წინ, მაგრამ სრულიად პირიქით მოხდა. ახლა, იმხელა თავისუფლებას გრძნობდა, როგორც არასდროს და ბოლომდე იყო დარწმუნებული იმაში, რომ თბილისშიც ყველაფრისგან განკურნებული და ლაღი დაბრუნდებოდა. გოგონამ თვალები სიამოვნებისგან დახუჭა და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ გაახილა. მერე, ჯაფარიძეს შეხედა რამდენიმე წამით, მათ უკან ანთებული ღამის სანათის ფონზე, ბიჭის პროფილი შეათვალიერა და კვლავ ცას დაუბრუნდა მზერით. -მართლა რა საოცარია აქაურობა -აღმოხდა ჩურჩულით, თუმცა მის გვერდით მყოფისთვის მაინც გასაგონად -საშინლად დავიღალე, თუმცა ამად ნამდვილად ღირდა -ისე, როგორ მოხდა, რომ სვანეთში პირველად ხარ? -რობიმაც დაარღვია დროებითი დუმილი -ახალი ადგილების ათვისება ყოველთვის გიყვარდა და მართლა მიკვირს, აქამდე რატომ არ გაგიჩნდა აქ ჩამოსვლის სურვილი -ვერ გეტყვი, თუმცა მაგას უკვე ვნანობ -გულწრფელი აღიარება გააკეთა დეამ იმ მომენტში, მერე კი გაეცინა და დაამატა -მაგრამ, მხოლოდ სვანეთში ჩამოსვლა არაა ის, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია -ანუ? -ანუ ის, რომ კიდევ ბევრი რამ არ გამომიცდია ამ ცხოვრებაში. მაგალითად, არ ვიცი, რა შეგრძნებაა მამაკაცის კოცნა -მსუბუქად აიჩეჩა მხრები -ნუ, თემოსთან რაღაც მსგავსი მქონდა, მაგრამ ამას კოცნასაც ვერ დავარქმევდი. უბრალოდ, ძალიან ოდნავ შემეხო ტუჩთან ახლოს და მორჩა რობიმ საამოდ მოტკაცუნე ცეცხლის ჩხრეკას თავი მაშინვე დაანება, ჯოხი ხელიდან გააგდო და აიზბერგისოდენა გაკვირვებით გახედა გოგონას. -დეა, მაგას სერიოზულად ამბობ? -აუ, ახლა გაფრთხილებ არ დამცინო თორემ მაგ ცეცხლში შეშის ნაცვლად შენ ჩაგაგდებ -დაემუქრა თითის დაქნევით. რობიმაც მაშინვე ასწია მაღლა ორივე ხელის გული, დანებების ნიშნად. -კარგი, კარგი, არ დაგცინებ, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა -თვალმოუშორებლად უყურებდა, ისე, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებს მოსმენილსო -ანუ, მამაკაცი არასდროს შეგხებია -არასდროს -უარყოფის ნიშნად გააქნია თავი გოგონამ, თან იდაყვში მოხრილ ხელს ჩამოაყრდნო ნიკაპი -ისე, ნეტავ მართლა როგორი შეგრძნებაა კოცნა? ძალიან მაინტერესებს რობიმ, სიცილით მოატარა თვალი იქაურობას და კვლავ დეას შეხედა. -რა ვიცი, აქ არავინაა, თორემ მოგიყვანდი და მაგასაც გამოგაცდევინებდი -სხვა ვინმე რად მინდა, შენ ხომ ხარ? -ასპროცენტიანი ხუმრობით უთხრა ეს სიტყვები დეამ, თუმცა რამდენიმე წამში, ბოლომდე გაიაზრა რაც თქვა და ამჯერად, საკუთარ თავში დარწმუნებულმა გაიმეორა -შენ ხომ აქ ხარ? -მეღადავები დეა? -არანაირად -კიდევ ერთხელ გააქნია თავი უარყოფის გამოსახატად -რა მოხდა, უბრალოდ კოცნა იქნება, სხვა ხომ არაფერი? დაკვირვებით შეხედა რობიმ მის სახეს. უნდოდა დარწმუნებულიყო იმ სიტყვების სერიოზულობაში, რომელთაც გოგონა ეუბნებოდა. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ დეა, ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობდა და თავი ღიმილით გადააქნია. -მხოლოდ შენნაირ არანორმალურს თუ შეეძლო ასეთი რამის მოფიქრება -აღნიშნა ბოლოს, რითაც ჩქმეტაც დაიმსახურა მეგობრისგან, მარცხენა მკლავზე. -სულაც არ ვარ არანორმალური! შენ რომ იგივე გეთხოვა, მეც სიამოვნებით დაგეხმარებოდი -ანუ, გინდა, რომ პირველი კოცნის მთელი ნეტარება მე განგაცდევინო -მოდი სიტყვა "ნეტარება" ამოიღე და მხოლოდ პირველი კოცნა დატოვე, თორემ თავი ბაუნტის რეკლამაში მგონია -პროსტა, ყველაფერს წარმოვიდგენდი, იმასაც კი, რომ ლაურას შვილს მოვიყვანდი ცოლად და დაჟე, ლაურასაც მაგრამ იმას ნამდვილად ვერა, რომ ოდესმე მსგავს რამეს მთხოვდი -ჯაფარიძე, რა ამბავში ხარ? არ შეგიძლია უბრალოდ მოკეტო და მაკოცო? რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და ორჭოფობა?! -მასთან ახლოს მიიწია ამის თქმისას და ისეთი მზერით შეხედა, რობიმაც მაშინვე დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. -კარგი, კარგი, ჯანდაბას, ოღონდ ჯერ შესავალი ნაწილი უნდა გავაკეთო, გაიგე? -შესავალი? -ჰო, წყნარად იჯექი, ნუ გაინძრევი -ჯერ გოგონას შუბლს აკოცა ამის თქმისას, შემდეგ ცხვირს, მერე ტუჩთან ძალიან, ძალიან ახლოს და ბოლოს, გაბედა და როგორც იქნა მის ბაგეებსაც წაეტანა. თითქოს აფეთქება მოხდა იმ ადგილას, აღნიშნულ მომენტში. დეას, მთელი სხეული გიტარის სიმივით დაეჭიმა და ცეცხლის წაკიდებასავით იმოქმედა ბიჭის რბილი ბაგეების თავისაზე შეგრძნებამ. რობი იმდენად ნაზად, მოზომილად კოცნიდა დეას ტუჩებს, რომ მილიმეტრითაც კი არ ეხებოდა ზედმეტად. მიუხედავად ამისა, მაინც უჩვეულო, აუხსნელ, თუმცა უზომოდ სასიამოვნო თავბრუსხვევას გრძნობდა გოგონა. სწორედ აღნიშნულმა თავბრუსხვევამ გადაადგმევინა შემდეგი ნაბიჯი, რობისკენ მთელი ტანით გადაიხარა, მის თმებში თითები შეასრიალა, კოცნა უფრო მეტად გააღრმავა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც მიხვდა, რომ აშკარად ზედმეტი მოსდიოდა. ამის გააზრება იყო და ფრთხილად, თვალდახუჭული მოშორდა ჯაფარიძის ტუჩებს. მერე, მის შუბლს, თავისი შუბლი მიაყრდნო და ღრმად სუნთქვასაც მოჰყვა. ბაგეებზე, ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ბიჭის ტუჩების სითბო და ამის გამო, იდუმალი ჟრუანტელები დაქროდნენ მის კანზე. -მგონი ცოტათი უჩვეულო იყო, არა? -დუმილი, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდებოდა, რობის ხმადაბლა ნათქვამმა სიტყვებმა დაარღვია. -ჰო, რავიცი . . . ალბათ ბიჭს ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში, მერე კი ხელის ზურგი ნაზად ჩამოატარა დეას სახეს. -ნუ ხარ ეგრე დაძაბული, მოეშვი -კარგი რა, ცოტა ხნის წინ, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვკოცნიდი თავდავიწყებით -გაეცინა გოგონას, თუმცა ეს სიცილი, უხერხულობის გადასაფარი უფრო იყო, ვიდრე გულწრფელი -მე და შენ, ერთად ყველაფერი გვაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს ნამდვილად არა -მეტყვი როგორი შეგრძნება დაგიტოვა? -დაჟინებული მზერით შეჰყურებდნენ ბიჭის ღამისფერი თვალები და უფრო მეტად აბნევდნენ დეას. მიუხედავად ამისა, პასუხის გაცემას მაინც მოაბა თავი: -დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა. იმდენად კარგად გამოგდის, მინდოდა კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო -აღიარა, თან ქვედა ტუჩზეც იკბინა. მერე დაფიქრდა, კვლავ მეგობრის მუქ თვალებს გაუსწორა მზერა და დაამატა -რობი, ხომ იცი ჩვენი ურთიერთობა არანაირ სტერეოტიპს არ ექვემდებარება? -ჰო, მერე? -თუ ასეა, უნდა დამპირდე, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი, სულელურ უხერხულობას არასდროს შექმნის ჩვენ ორს შორის -ჩემთვის მთავარია შენ არ შეგექმნას უხერხულობა, თორემ მე ხომ იცი, როგორი უკომპლექსოც ვარ? -ხუმრობით სცადა იმ დაძაბულობის ნაწილაკების გაყრა, მათ შორის რომ დარბოდნენ და თითქოს, დასცინოდნენ კიდეც. რობის თავისუფალმა, ლაღმა ტონმა ნამდვილად გაჭრა და დეასაც გაეცინა. მოჭიმულმა, პეპლებით გადავსებულმა მუცელმაც, ნელ-ნელა მწყობრში ჩადგომა დაიწყო, ისე, რომ ეს ვერც კი გააცნობიერა. -ანუ, არანაირი უხერხული მზერები და ასე შემდეგ -არის ბოს -პირობის სიტყვიერად დადებას, გაშლილი ხელის გულის აწევაც დაურთო რობიმ, მერე კი, დეას მკლავში დაქაჩა და თავისთან ახლოს მიიზიდა -მოდი ჩემთან, ტუჩები სულ გაგილურჯდა და გაგათბობ უსიტყვოდ დაჰყვა მის ნებას გოგონა. რამდენიმე წამიც და უკვე რობის მკერდზე იყო ზურგით მიკრული, სხეულს კი ბიჭის მკლავები უთბობდნენ, სასიამოვნოდ რომ შემოხვეოდნენ მარჯვნიდან და მარცხნიდან. საოცარი ღამე იყო. თავზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰყურებდათ, ირგვლივ, მხოლოდ ჭრიჭინების ღამეული "მელოდია" ისმოდა და არავინ იყო ისეთი, ვინც მათ მყუდრო გარემოს, თავისი ფეხის შედგმით „დააბინძურებდა“. -დეა -რა? -ერთ რამეს დამპირდები? გოგონა, რობის თითებს ეთამაშებოდა და მის მკერდზე მისვენებული, თავს იმდენად კომფორტულად გრძნობდა, როგორც არასდროს ცხოვრებაში. -ჯერ პირობა უნდა მოვისმინო -ამოთქვა თვალებდახუჭულმა. -კარგი, მაშინ დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, არასდროს იქნები ჩემგან შორს -მაგ დაპირების მოცემა ძალიან მარტივია, რადგან სხვანაირად თავადაც არ შემიძლია -ამოთქვა ლამის ჩურჩულით და ღიმილმაც გაუპო ვარდისფერი ტუჩები -იცი? ადრე ჩემთვის ის ადამიანი იყავი, ვისთან ერთადაც უამრავ დროს ვატარებდი და ათას სიგიჟეს ჩავდიოდი. იმ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ თითქოს რაღაცები შეიცვალა. ამ წამს, ამ ადგილას ვგრძნობ, რომ ჩემი კომფორტის ზონაც ხარ, საყრდენი, რომლის გამოცლის შემთხვევაშიც, მთელი ცხოვრება თავზე დამენგრევა და ყველაფერი უარესობისკენ წავა. მითხარი, ჩემგან ხომ აღარასდროს წახვალ, არა? -მხოლოდ მაშინ წავალ, თუკი თავად გამაგდებ -წამიც არ დასჭირვებია ფიქრისთვის ისე მიუგო, თან სიცილით დასძინა:- მაგრამ ზუსტად ვიცი ეგ არ მემუქრება -ოჰ, ვითომ რატომ ვართ ასეთი დარწმუნებული? -მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ნათქვამს თავადაც ეთანხმებოდა მაინც შეეპასუხა დეა. -რას ქვია საიდან ვიცი? სადმე გინახავს ერთმანეთის გარეშე დარჩენილი რობინზონი და პარასკევა? სიცილის ტალღამ გადაუარა ორივეს. აღნიშნულ მომენტში, არაფერი იყო მათთვის იმ ადგილზე უფრო პოზიტივის მომგვრელი, ლამაზი, ჯადოსნური და საუცხოო. თითქოს სხვა სამყაროში მოხვედრილიყვნენ, სადაც არც პრობლემები იკვეთებოდა ჰორიზონტის ხაზზე, არც ტკივილი, არც ცრემლი და არც, ცხოვრების დანარჩენი სირთულეები. იქ, მხოლოდ რობი და დეა იყვნენ, თავზე ბრჭყვიალა ვარსკვლავები აფრქვევდნენ ციმციმა შუქს და ვერცხლისფრად განათებული სავსე მთვარეც, თითქოს მათ სადარაჯოზე იდგა, რათა ღამეული წყვდიადი გაეფანტა, მზისგან მოპარული შუქით. 8 8 8 8 მომდევნო რვა დღის განმავლობაში, მთელი სვანეთი აითვისეს რობიმ და დეამ. თითქმის არ დარჩენილიყო ისეთი ადგილი, სადაც მათ ფეხი არ დაედგათ და თავიდან ბოლომდე არ "გამოეკვლიათ". როდესაც რობი ობიექტზე არ იყო ხოლმე, გამუდმებით ერთად ატარებდნენ დროს. გოგონას, უკვე ის რამდენიმე საათიც კი საუკუნედ ეჩვენებოდა ხოლმე, როდესაც ჯაფარიძეს საქმეზე უწევდა ყოფნა. შეეძლო დაეფიცა, რომ იმ წამს, საშინლად ენატრებოდა ბიჭი. ენატრებოდა მისი მუქი თვალები, სიცილი, ღიმილისას დამჩნეული ფოსო ლოყაზე და ის მომხიბვლელი ხმა, რომლის უბრალო გაგონებაზეც კი სიამოვნების ტაო აყრიდა მთელ სხეულზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თავისდა გასაკვირად, აურაცხელი ზარი შემოუვიდა თემოსგან. გოგონას, მათგან არც ერთზე არ გაუცია პასუხი. რაც არ უნდა სდომოდა ლომიძეს, ასეთ კარგ დღეებში, მისით ნამდვილად არ გაიფუჭებდა განწყობას, ამიტომ, ზარების დაიგნორების პოლიტიკას აქტიურად განაგრძობდა და თემოს მონაწერ შეტყობინებებსაც ისე შლიდა, საერთოდ არ კითხულობდა. მეტიც, მასზე გაბრაზებულს, ოდნავი ინტერესიც აღარ ჰქონდა იმისა, თუ რა ეწერა შიგნით. ანტონსა და კრისტინას რა შეეხება, ამ ორს, თითქმის ყოველ დღე ესაუბრებოდა ხოლმე გოგონა. კრისტი, ამჯერად უკვე ზუსტად ასახელებდა შვეიცარიიდან დაბრუნების თარიღს და ამბობდა, ოთხ დღეს ნამდვილად არ გადავაცილებო. რაც შეეხება დეას, მხოლოდ ორმოცდარვა საათი დარჩენოდა შვებულების დროის ამოწურვამდე, რის შემდეგაც, მისი სვანური არდადეგებიც ფინიშის ხაზს გადაკვეთდა და კვლავ ჩვეულ გრაფიკში მოუწევდა ჩადგომა. საშინლად ეზარებოდა გოგონას სამსახურში დაბრუნება. მესტიის იდილიას შეჩვეულს, საერთოდ აღარ სურდა ამ ყველაფრის მიტოვება. ერთის მხრივ, ისიც უფუჭებდა განწყობას, რომ ნუკი, კვლავ რობის შესახებ დაუწყებდა კითხვების დასმას, ლაპარაკსა თუ სასარგებლო რჩევების მიცემის თხოვნას. სოციალურ ქსელებში, როგორღაც ახერხებდა თანამშრომლის შეტყობინებების დაიგნორებას, როდესაც ჯაფარიძის ამბების გაგებას მისგან ცდილობდა, თუმცა პირადად ნახვის შემდეგ, ზუსტად იცოდა, ნუკისგან თავს ვეღარ დაიხსნიდა, რის გამოც, აშკარად არ გახლდათ აღფრთოვანებული. შუა დღე ხანი იყო. დაახლოებით ორი საათი. ვინაიდან რობი სამსახურში შეყოვნდა და არავინ იცოდა კონკრეტულად რა დროს დაბრუნდებოდა, დეას, რესეფშენში ჯდომითა და წიგნის კითხვით გაჰყავდა თავისუფალი დრო. ვერ იტყოდა, რომ კითხვა ძალიან უყვარდა და კლასიკოსების შემოქმედების გაცნობით იყო დაინტერესებული. ერთადერთი, რისი წაკითხვაც სიამოვნებით შეეძლო, ეს რომანები გახლდათ და ამ ჟანრის ლიტერატურა, მუდამ პირველ ადგილად იდგა მისთვის. აღნიშნულ მომენტში, "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ჰქონდა მიზანში ამოღებული და ყოველი ახალი გვერდის წაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ უმეორდებოდა გონებაში შეკითხვა, თუ რატომ არ ჰქონდა წაკითხული აქამდე ეს საოცრება. საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისების მიუხედავად, ჰიტკლიფის პერსონაჟი, მისთვის უსაყვარლესი გამხდარიყო და სწორედ იგი ხიბლავდა ყველაზე მეტად ამ რომანში. რესეფშენში, დეასა და მიმღებში მჯდომი გოგონების გარდა ჯერჯერობით არავინ ჩანდა. ამის გამო, ირგვლივ შესაშური სიწყნარე დაფუსფუსებდა და არც კითხვაში ეშლებოდა ხელი. სავარძელში მოხერხებულად მოკალათებული, ცნობისმოყვარე მზერით განაგრძობდა ერთმანეთზე უფრო საინტერესო გვერდებისა თუ აბზაცების კითხვას და ჯაფარიძის დაბრუნებამდე, ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი მოულოდნელი შემთხვევა. მაშინ, როდესაც გოგონა, წიგნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტზე- ჰიტკლიფისა და იზაბელას ქორწინებაზე იყო მისული, პირდაპირ მის წინ, იატაკზე, ვიღაცის ჩრდილი გამოიკვეთა და წიგნის ფურცლებიდან თავის ოდნავ ამოწევის შემდეგ, გაიაზრა კიდეც, რომ ადამიანი წამოდგომოდა თავზე. გულში ბრაზი იგრძნო გოგონამ. თავისმა გონებამ, მაშინვე ის აფიქრებინა, რომ სასტუმროს ერთ-ერთი დამსვენებელს სურდა მასთან გამოლაპარაკება, გაცნობის მიზნით, თუმცა როგორც კი თვალები ასწია და თავზე წამომდგარ პიროვნებას ახედა, ეს ბრაზი, მაშინვე ჩაანაცვლა უზომო გაკვირვების შეგრძნებამ. -აი ეს მესმის, ნუთუ მძინავს? -ისეთი შოკირებული ხმით გააჟღერა გოგონამ ეს შეკითხვა, თითქოს მოჩვენება დაენახა ადამიანის მაგივრად. ყველაზე ნაკლებად რასაც ელოდა, ახლა ლომიძის ხილვა იყო ამ სასტუმროში, თუმცა, როგორც ჩანდა ცხოვრება მოულოდნელობებით იყო სავსე მისთვის. -მიხარა, რომ გახსოვარ -ირონიის საკმაოდ დიდი დოზა იგრძნობოდა უეცარი სტუმრის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში -სიმართლე გითხრა, გამიკვირდა კიდეც, იმდენ ხანს გაგირძელდა შენს საყვარელ მეგობართან ერთად დროის გატარება დეამ სახე მწყობრში ჩააყენა, წიგნი ოლიმპიური სიმშვიდით დახურა და ცალი წარბის აწევით ახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს. -რა გინდა აქ თემო? რისთვის მოხვედი? დეას გვერდით, კიდევ ერთი თავისუფალი სავარძელი იდგა. ბიჭი სწორედ მასზე ჩამოჯდა, ფეხები გაშალა და გულზე მოჩვენებითი არხეინობით დაიკრიფა ხელები. -როგორც ვხედავ, ჩემი დანახვა მაინცდამაინც არ გაგიხარდა -ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად კარგი ინტუიცია გქონია -ყველანაირი შელამაზების გარეშე მიახალა დეამ მწარე სიმართლე -არ გინდა ვერანდაზე დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ? ძალიან გრძელი გზა გამოვიარე, დავიღალე და ყავის დალევა მჭირდება. თან, სალაპარაკოც მაქვს შენთან -თუ აქ ჩემთან სასაუბროდ ჩამოხვედი, ტყუილად შეწუხებულხარ, რისი თქმაც მინდოდა, უკვე ყველაფერი გარკვევით გითხარი და აღარაფრის დამატებას არ ვაპირებ -ესაუბრებოდა და გრძნობდა, რომ საერთოდ აღარ სტკიოდა გული არც ერთი ირონიული სიტყვის წარმოთქმისას. რაც შეეხება ლომიძეს, იგი ნამდვილად ვერ დარჩა აღფრთოვანებული იმით, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა, მაგრამ მცდელობების სერია მაინც არ შეუწყვეტია. -დეა, სერიოზული საქმე მაქვს შენთან, გთხოვ, ნუ ჯიუტობ და გამომყევი! დარწმუნებული ვარ თავადაც დაგაინტერესებს ის თემა, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ -ბოლოს, ესეც მიამატა გოგონას დასაყოლიებლად, თუმცა, დეას გამომეტყველება მაინც არ გამოხატავდა მისი სათქმელისადმი დიდ ინტერესს და ამას ლამის გაცოფებამდე მიჰყავდა ბიჭი -კარგი, წინასწარ მითხარი რას აპირებ, ასე უნდა მახვეწნინო პატარა ბავშვივით? -არც გთხოვ მეხვეწე-მეთქი, უბრალოდ მართლა მინდა თავი დამანებო -მკაცრად გადახედა მან, ბიჭს -არც ამხელა გზის გამოვლა იყო საჭირო ჩემს სანახავად, ვიცი, მაინც ერთი და იგივე სიტყვების მოსმენა მომიწევს და ეს წინასწარვე მღლის თემომ, პასუხის გაცემამდე, დივნის სახელურზე მოთავსებულ გოგონას ხელს, თავისი გადააფარა და ტუჩებზე დამჩნეული ოდნავი ღიმილით გასცა პასუხი: -იქნებ, არ მოგიწიოს იგივე სიტყვების მოსმენა? -ჰკითხა გამომცდელი მზერით -იქნებ, სულ სხვა რამის თქმა მაქვს გეგმაში ამ წამს? -ჰოო? და საინტერესოა რისი? -თუკი ეგრე გაინტერესებს, მაშინ ადექი და ვერანდაზე დავსხდეთ -მაჯაში მოჰკიდა ხელი ამის თქმისას თემომ -დილით ძალიან ადრე ავდექი და ცოტათი მოფხიზლება მჭირდება უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა დეამ. მართალია მაშინ, როდესაც ძლივს მოიპოვა ნანატრი სიმშვიდე, საერთოდ არ თვლიდა მიზანშეწონილად თემოსთან საუბარსა და მასთან დროის გატარებას, თუმცა, მეორეს მხრივ, შექმნილი სიტუაცია უბრალოდ სხვა გამოსავალს არ უტოვებდა. ისიც კარგად იცოდა, ასე უბრალოდ რომ არ დაყრიდა ფარ-ხმალს ლომიძე, ამიტომ, საბოლოოდ, არჩია ისევ დამორჩილების პოლიტიკა აერჩია და ბიჭის ნებას დაჰყოლოდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც განსაკუთრებულს ნამდვილად არაფერს სთხოვდა იგი. რესეფშენიდან, ვერანდაზე ისე გადაინაცვლეს, გზაში ერთმანეთთან სიტყვაც კი არ დასცდენიათ. დიალოგი მხოლოდ მაშინ განახლდა, როცა განაპირას მდგომ, ერთ-ერთ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი და ორმაგი ესპრესო შეუკვეთეს, ცივ წყალთან ერთად. -იცი, რომ საოცრად კარგად გამოიყურები დღეს? -გოგონას კიდევ ერთხელ შეთვალიერების მერე გააჟღერა კონპლიმენტი თემომ. უხერხულადაც კი იგრძნო თავი დეამ, ისეთი მზერით უყურებდნენ აღნიშნულ წამს ბიჭის თვალები. -ამის სათქმელად წამომიყვანე აქ? -ვერაფრით შეძლო უხეში ტონის გაკონტროლება გოგონამ. -კარგი რა, ნუ იკბინები, მართლა მინდა შენთან ერთ რამეზე საუბარი, უბრალოდ, შესავალი გავაკეთე მთავარ თემაზე გადასვლამდე დეამ ღრმად ამოსუნთქვას გასტანა თავის შიგნით დაგროვებული ნეგატივი, მაგიდას ორივე მკლავით ჩამოეყრდნო და ლომიძეს პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. -თქვი რისი თქმაც გინდა, ამდენი დრო არ მაქვს! -რატომ, ის შენი ვითომ მეგობარი, წამითაც ვერ ძლებს უშენოდ? ჰო მართლა, ახლა სად ბრძანდება? -თემო! -ჰო, კარგი, კარგი, მაგ თემას აღარ წამოვჭრი, მართალი ხარ -მაშინვე ააფრიალა ბიჭმა თეთრი დროშა, როგორც კი უკმაყოფილება დაინახა თანამოსაუბრის სახეზე -უბრალოდ, კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება იმ ტიპის მიმართ და რაღაც მხრივ, უნდა გამიგო კიდეც. მე რომ ამდენად დიდ დროს ვატარებდე, რომელიმე ჩემს მდედრობითი სქესის მეგობართან, დარწმუნებული ვარ, არც თავად მიესალმებოდი ამ ფაქტს გოგონას, ლამის კისერში წაუჭირა ბრაზმა, თუმცა აფოფრილი ნერვები მალევე მოთოკა და რაც შეეძლო მშვიდი ხმა ამოუშვა პირიდან: -თემო, მგონი გავიწყდება, რომ მე და შენ, წყვილი არ ვართ და არც ერთმანეთზე ეჭვიანობის უფლება გაგვაჩნია რომელიმეს დაძაბულობა ჩამოწვა ირგვლივ. ამ ყველაფერს, ისევ მიმტანი გოგონა მოევლინა მაშველ რგოლად, რომელმაც კუთვნილი ფინჯნები დაუდგა წინ, მოღუშული სახეებით მჯდომ კლიენტებს და არც "გემრიელად მიირთვით" დავიწყებია, ღიმილიანი სახის თანხლებით. ცხელმა, არომატულმა სითხემ, ისეთი სასიამოვნო სურნელი დააყენა ირგვლივ, მისი დალევის სურვილი რეალურად გაუჩნდა დეას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ ზრდილობის გამო მისცა შეკვეთა. -დეა, მითხარი, ჩემთან ისევ გინდა? -ფინჯნის გასწვრივ ჰქონდა ხელები დაწყობილი ლომიძეს და დაჟინებით უყურებდა თავის პირისპირ მჯდომის ზურმუხტისფერ თვალებს, ოდნავ დაბნეულობას რომ ასხივებდნენ მოცემულ მომენტში. -მართლა ვერ გამიგია, რას შეცვლის ჩემი პასუხი თემო? -ჰკითხა მან ეჭვიანად -მეგონა, ეგ თემა სწორედ იმ დღეს დავხურეთ, როცა სამსახურში მომაკითხე. კიდევ რამე დაგრჩა დასამატებელი? -კი, ნამდვილად დამრჩა -თუკი ასეა, გისმენ, დაამატე თემომ, გოგონას ხელი თავისაში მოიქცია, მხურვალედ აკოცა და ჩამოქნილ თითებზე დაუწყო თამაში. -არ მინდა შენი დათმობა დეა -ამოთქვა მან ჩურჩულით, მერე კი მაჯაზეც მიაწება ტუჩები -იმდენად არ მინდა, რომ გადავწყვიტე ბრძოლაში ჩავება -რა ბრძოლაზეა საუბარი? -უხერხულად შეიშმუშნა ლომიძის შეხებაზე გოგონა, თუმცა ხელი მაინც არ გამოუტაცია მისთვის. -იმას ვგულისხმობ, რომ შენს ძმასთან ვგეგმავ დალაპარაკებას უახლოეს მომავალში -თითქოს განაჩენივით გაიჟღერა ამ სიტყვებმა აღნიშნულ მომენტში -რაც იქნება, იქნება. ავუხნი, სერიოზული ზრახვები მაქვს-მეთქი და იმედი მაქვს, გამიგებს. ანტონი ცოტათი ფიცხია, ბევრ რამეში განსხვავებული შეხედულება აქვს და ნამდვილად არ ვარ ასი პროცენტით დარწმუნებული იმაში, რომ ამ ამბავს იდეალურად მიიღებს, მაგრამ მცდელობად მაინც ღირს. შენ ნამდვილად იმსახურებ ბრძოლას, დეა და დამიჯერე, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ბედნიერი გაგხადო. მთელი თავისი ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე, პირველად იყო ასეთი დაბნეული გოგონა. ამ წამს, სწორედ ის სიტყვები მოისმინა, რომლის გაგებაზეც მთელი ოთხი თვე ოცნებობდა, თუმცა ის სიხარული, რაც მსგავს მომენტებში ეწვევა ხოლმე ადამიანის გულს, ჰორიზონტის ხაზზეც კი არ ჩანდა. ამის მაგივრად, დეასკენ მხოლოდ გიგანტური კითხვის ნიშანი მოემართებოდა, რომლის მარცხენა მხარესაც, მარტო ერთი რამ "ახლა რა ვქვნა?" ეწერა. აშკარად მოულოდნელი გახლდათ გოგონასთვის თემოს ასეთი რადიკალური გარდასახვა, თანაც ამდენად მოკლე დროში. ადამიანი, ვინც თავისი და ანტონის მეგობრობას, რამდენიმე დღის წინ ყველაფერზე წინ აყენებდა, ერთ მშვენიერ დღეს მოდიოდა და გადაჭრით ეუბნებოდა, შენს გამო ნებისმიერ რამეზე ვარ წამსვლელიო. რატომ არ ახარებდა ეს ფაქტი სათანადოდ? რატომ ფიქრობდა ასეთ მნიშვნელოვან მომენტში იმაზე, თუ რას იფიქრებდა რობი, როდესაც ამ ამბავს გაიგებდა? რა მიზეზით უდგა თვალწინ ახლა ჯაფარიძის სახე და რის გამო სურდა, რაც შეიძლებოდა შორს გაქცეოდა თავის წინ, მომლოდინე მზერით მჯდომ ლომიძეს, ვისაც ჯერ კიდევ საკუთარ მარჯვენაში მოექცია დეას ხელი და გაშვებაზე, ალბათ არც კი ფიქრობდა. მდუმარებაში გალეული წამები, ლამის საუკუნეებად მოეჩვენა დეას. კარგად ხვდებოდა, რომ ახლა თავადაც უნდა ეთქვა რამე საპასუხოდ, თუმცა ეს მანამ ვერ შეძლო, სანამ საკუთარ თავს, გონებაში სილა არ გააწნა, მობილიზებისკენ არ მოუწოდა და საჭირო სიტყვებს არ მოუყარა თავი. -თემო მისმინე -დაიწყო მან, თან ენის წვერით გაისველა ქვედა ტუჩი -ბოლო საუბრისას, უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, შენთან ყველანაირი ურთიერთობა გამეწყვიტა და უბრალოდ ჩემი ძმის მეგობრად დარჩენილიყავი, ვისი ნახვაც, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ მომიწევდა. ახლა კი, მოულოდნელად მოდიხარ და მეუბნები, ყველაფრის სამას სამოცი გრადუსით შემობრუნებას ვგეგმავო, თან ჩემგან ამ წამსვე ელოდები პასუხს. არ არის ეს ეგეთი მარტივი როგორც თავად გგონია -თითოეულ სიტყვას, მკაფიოდ და გარკვევით წარმოთქვამდა დეა. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ასეთი სერიოზული დიალოგი და უნდა ეღიარებინა, თავს მაინცდამაინც ცუდადაც არ ართმევდა -რაღაც დროა საჭირო, რათა ზოგიერთი რამ მეც გადავხარშო, გამიგე -დეა, არ გინდა, რომ ანტონს სიმართლე ვუთხრა? -მთელი ამ დროის განმავლობაში, მდუმარედ უსმენდა, თუმცა ბოლოს ვეღარ მოითმინა და გატეხილი ხმით ამოთქვა ბიჭმა. -მსგავსი არაფერი მითქვამს, უბრალოდ ახლა დაფიქრება მჭირდება -სრული გულწრფელობით აღიარა -თავში ნამდვილი ქაოსი მაქვს და ნება მომეცი დავლაგდე, ბოლოს და ბოლოს, მეც ადამიანი ვარ! -ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვეღარ გააკონტროლა ტონი და ხმასაც საგრძნობლად აუწია, რადგან უკვე ფუტკრებივით შემაწუხებლად უბზუოდა თავში ათასი ფიქრი. არადა რა მშვიდად იყო რამდენიმე წუთის წინ, მანამ, სანამ მოუდლონელი სტუმარი ეწვეოდა თბილისიდან -მაპატიე, ხმისთვის არ უნდა ამეწია, უბრალოდ . . . -ჰო, მესმის, ახლა ძალიან ხარ დაბნეული -გოგონას მაგივრად, თავად იკისრა წინადადების დასრულება ლომიძემ. მერე, დეას „ოკუპირებულ“ ხელსაც აჩუქა თავისუფლება და სკამის საზურგესაც მიეყრდნო, მოხერხებულად. მხოლოდ მაშინ მოსვა პირველად, ოდნავ შეგრილებული ყავა თავისი ფინჯნიდან -ვიცი, რომ შვებულების დასრულებამდე მხოლოდ ორი დღე დაგრჩა და მერე კვლავ თბილისში აპირებ დაბრუნებას. გადავწყვიტე, ეს ორი დღე მეც ამ სასტუმროში დავრჩე და შენს გადაწყვეტილებას დაველოდო. როცა პასუხს მეტყვი, თუკი რა თქმა უნდა დადებითი იქნება, უკან ერთად დავბრუნდებით და ანტონსაც ერთად მოვუყვებით ყველაფერს -ანუ აქ აპირებ დარჩენას? მერე სამსახური? -სამსახურზე შენ არ ინერვიულო, ყველაფერი მოგვარებული მაქვს -დაამშვიდა -უბრალოდ ეს ორი დღე ჩემთან ერთად უნდა გაატარო და არა ვინმე სხვასთან -ბოლო სიტყვა, განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოთქვა და დეასაც მაშინვე მიახვედრა რას გულისხმობდა. სიტუაცია, მართლაც საკმაოდ რთულად შემობრუნებულიყო გოგონასთვის. თავს იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილად გრძნობდა, სიტყვებითაც კი ვერ გამოხატავდა ამ ყველაფერს. ერთის მხრივ თემო, მეორეს მხრივ რობი და მესამეს მხრივ, გონებაში გაჩენილი ქარიშხალი, რომელიც, თითქოს საჩუქრად ჩამოუტანა თბილისიდან, ლომიძემ. მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი ერთი დღისთვის. იმდენად მეტისმეტი, რომ დეას ახლა თავის ნომერში ასვლის, შიგნით ჩაკეტვისა და საწოლზე დამხობილი ფიქრის გარდა აღარაფრი სურდა იმ წამს. -სჯობს ჩემს ოთახში ავიდე -თავადაც მოსვა ყავა იმ წამს, თუმცა დაძაბულობის ქვეშ მოქცეულს, ეს უკანასკნელი ყელში ისე გაეჩხირა, როგორც თევზის ფხა -შენ კი, თუ დარჩენას აპირებ, ნომერი აიღე და ცოტა დაისვენე, დაღლილი იქნები -ჰო, დავისვენებ, მაგრამ გაითვალისწინე, დღეს საღამოს ერთ ადგილას მინდა შენი წაყვანა. შეგიძლია დაახლოებით ცხრა საათისთვის მზად იყო? -თემო . . . -გთხოვ რა, უარი არ მითხრა -სანამ კიდევ რამეს დაამატებდა, მანამდე შეევედრა ბიჭი -დამიჯერე, წამითაც არ ინანებ. ამის ასპროცენტიან გარანტიას ვიძლევი. -მოვიფიქრებ -ზუსტ პასუხს მაინც თავი აარიდა, რადგან ასეთ დაძაბულ გონებაზე, ნამდვილად არ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ორი საათის შემდეგ -ყავისთვის გმადლობ -მერე ჩაფიქრდა და დაამატა:-იმისთვისაც, რომ ჩემს გამო ამხელა გზა გამოიარე . . . თავის ნომერში, ფსიქოლოგიურად გადაღლილი ავიდა დეა. როგორც ჩანდა, ჯაფარიძე ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო ობიექტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მისწერდა, ან ოთახში შეაკითხავდა, ამიტომ, გოგონამ თავისი ნომრის მუხისფერი კარი ხვნეშით შეაღო და შიგნით შესვლის შემდეგ, შუაგულში მდგომ საწოლზე ისე დაებერტყა, როგორც ერთი თვის გამოუძინებელი ადამიანი. ცოტა ხნის წინანდელმა დაძაბულობამ, ქაოსმა და ნერვიულობამ, თავისი შედეგი ნამდვილად გამოიღო. ბალიშზე პატარა ბავშვივით ჩახუტებულმა დეას, ფიქრიც კი აღარ დასცალდა. ამის მაგივრად, ვერც კი გაიგო ისე ჩამოეფარა თვალებზე წყვდიადისფერი ფარდა და ძილის ბუნდოვან სამყაროში, მთელი არსებით გადაეშვა. 8 8 8 8 საღამო ხანი იყო. რობი თავისი ოთახის აივანზე, მაისურის გარეშე იდგა, მოაჯირს მკლავებით დაყრდნობოდა და მდუმარედ შეჰყურებდა თეთრად მოქათქათე კავკასიონს. აქ ყოფნის განმავლობაში, პირველად ვერ აღიქვამდა სათანადოდ მის სილამაზეს. თვალწინ გამუდმებით ის მომენტი ედგა, როგორ ისხდნენ ვერანდაზე თემო და დეა, როგორ ეჭირა ბიჭს მისი ხელი და როგორ დაჟინებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. ეს კადრები, თითქოს წარმოსახვით ჩაქუჩს ურტყამდა რობის გულს და ნორმალურად ამოსუნთქვის საშუალებას უკარგავდა. პირველად მოხდა, რომ სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ, დეასთვის არ უცნობებია თავისი დაბრუნების შესახებ, ან შეტყობინებით, ანდაც პირადი ვიზიტით. უზარმაზარ დანაკლისსაც გრძნობდა ამის გამო, თუმცა ახლა, მარტო ყოფნა უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ვინმესთან საუბარი, მით უმეტეს დეასთან, რომელიც ახლა სრულიად სხვა ადამიანით უნდა ყოფილიყო წესით დაკავებული. რობიმ სიგარეტს გაუკიდა და პირველივე ჯერზე მსხვილი ნაფაზი დაარტყა. მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულებული და შორეულ წარსულს ჩაბარებული ეგონა, ხელთავიდან წამოტივტივდნენ ერთ დროს მიძინებული, სკივრში ჩაკეტილი გრძნობები და რეალობის სიმწარეს, კიდევ ერთხელ შეაჯახეს ბიჭი. 8 წლის წინ . . . ოთხი მაისი იყო. ღამის თერთმეტი საათი. რობის დაბადების დღეზე, უგონოდ დამთვრალი დეა თავად იუბილარს აჰყავდა სახლისკენ მიმავალ კიბეებზე და გზაში, გოგონას ვოკალსაც უსმენდა "ყვითელ ფოთლებს" რომ მღეროდა დაბალი ხმითა და მთელი გრძნობით. აზრი და გონი, იმ წამს საერთოდ აღარ შერჩენოდა დეას. ნახევრად გათიშულს, მეგობრის კისერზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, ცხვირი მის ყელთან ახლოს მიეტანა და ბიჭის მკლავებში მოქცეული, კვლავ განაგრძობდა ღიღინს: -„ყვიითელიიი, ფოთლებიი, თაან მიაქვს, ქაარს, ყვითელიი ფოთლებიი, სიიჩუმეეს ჰგაავს” . . . . აუ, რობინზონ ამყევი რაა -წუწუნით შესთავაზა მან ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ საშინლად იყო გაბრაზებული ლიფტზე, მორიგი გაფუჭების გამო -ხმა არ მივარგა დეა, შენ იმღერე და მოგისმენ -უთხრა ღიმილით, თან შუბლზეც აკოცა ნახევრად მძინარე გოგოს. მხოლოდ ერთი სართულიღა დარჩენოდა ასავლელი, თუმცა იმდენად დაიღალა, გადაწყვიტა იქ ცოტათი დაესვენა და დეა ძირს ისე ჩამოსვა, რომ ამჯერად, წელზე მოხვია მჭიდროდ ორივე ხელი, რათა შემთხვევით არ წაქცეულიყო. -რატომ გავჩერდით? -გულუბრყვილოდ იკითხა გოგონამ სადარბაზოს მბჟუტავ სინათლეში და დაბნეულმა შეანათა თავისი ზურმუხტისფერი თვალები, ბიჭის შავ სფეროებს. იმდენად მშვენიერი იყო დეა იმ წამს, ისეთი ნაზი, დამყოლი და ბავშვური, ბიჭს ლამის სუნთქვაც კი შეეკრა. ინსტიქტურად წაიღო ხელი გოგონას სახისკენ იმ წამს, მის ლოყაზე ნაზად ჩამოატარა და ლამაზად გამოკვეთილ ლავიწის ძვალს გადაუსვა ცერა თითი. -ცოტათი დავისვენოთ, კარგი? -ამჯერად, უკვე ცალი ხელით იკრავდა სხეულზე, მეორეთი კი მოშიშვლებულ მკლავსა და ზურგზე ეფერებოდა -რობი . . . -არ გამაჩერო რა -ჯერ ცხვირზე აკოცა ამის თქმისას, მერე კი ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები -ჯერ კიდევ იუბილარი ვარ და ჩათვალე ეს შენი საჩუქარია -მე ხომ უკვე გაჩუქე საჩუქარი? -დაბნეული ხმით ამოილაპარაკა, თან რობის მაისურს მოუჭირა ხელი მთელი ძალით და თვალები სიამოვნებისგან დაეხუჭა. სწორედ ამ მომენტში, ბიჭის ცხელი სუნთქვა სახეზე იგრძნო და მალე მის მზერასაც გადააწყდა, საერთოდ რომ აღარ ჰგავდა უწინდელს. -დეა -ჩურჩულით ამოთვა რობიმ მისი სახელი -დეა ახლა რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე, კარგი? -გისმენ -როდესაც ასე თამამად გეხები, რამე განსხვავებულს გრძნობ? ოდნავ მიზიდულობას მაინც -ტონზეც კი ნათლად შეეტყო, თუ რამდენს ნიშნავდა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ბიჭისთვის. ბრინჯივით დააბნია დეა სიტუაციის ამგვარმა შემობრუნებამ. ოდნავადაც კი არ ელოდა მსგავსი შინაარსის შეკითხვას და არც საღი გონებით გამოირჩეოდა იმ წამს, მაგრამ "ჰო"-ს თქმა მაინც იმ სიმართლედ მიიჩნია, რის აღიარებასაც ვერასდროს გაბედავდა, ვერც მასთან და ვერც საკუთარ თავთან. ეს სიმართლე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ახლა და ამ მომენტში, რობის თითოეული შეხება მუცელში ცხელი ლავასავით ეღვრებოდა, რომელიც ოდნავადაც არ სწვავდა, პირიქით სასიამოვნო სიმხურვალეს ჩუქნიდა. -რაზე ლაპარაკობ რობი? -მიუგო მან ხმის კანკალით -რა მიზიდულობას უნდა ვგრძნობდე იმ ბიჭის მიმართ, ვინც, საბავშვო ბაღში ჩემი კაბის ბოლოთი იწმენდდა ცხვირს? ამ პასუხის მოსმენამ, თითქოს ყველანაირი იმედი ჩაკლა ბიჭის გულში. ახლა უკვე ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ დეასთვის იგი მართლაც არაბიოლოგიური ძმასავით იყო, ვისზეც, არასდროს დაფიქრდებოდა, როგორც მამაკაცზე. არანორმალურად ატკინა გული ამის გაცნობიერებამ, თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ თავი დაუქნია ნახევრად გათიშულ გოგონას, კვლავ ხელში აიტაცა და კიბის საფეხურებზე სვლა ჩვეული ტემპით განაგრძო. უხაროდა კიდეც დეას ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან იცოდა, ცოტა ხნის წინანდელი დიალოგი, დილით აღარც კი გაახსენდებოდა. მოგონება გაქრა. ბიჭის თვალწინ, კვლავ ამაყად მდგომი კავკასიონი გადაიშალა მთელი სიდიადით. სიგარეტის ნამწვავიც ლამის ბოლომდე დაპატარავებულიყო მის თითებში, რის გამოც, მეორე ღერსაც მოუკიდა და ის-ის იყო, ტუჩებს შორის მოიქცია ეს უკანასკნელი, რომ ჯერ ხმამაღალი კაკუნი მოესმა, ხოლო შემდეგ, შეტყობინების მოსვლის ხმა. თავდაპირველად, მობილურზე მოსულს SMS-ს დახედა. მისი ავტორი დეა აღმოჩნდა, ვინც ინტერესდებოდა, რამდენ ხანში დაბრუნდა სამსახურიდან, თან იმასაც ამატებდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა მოსაყოლი. რაკი გოგონა ტელეფონზე სწერდა, იმას ნიშნავდა, რომ ზღურბლის მეორე მხარეს, იგი ნამდვილად არ იდგა, ამიტომ ბიჭი მოკლე ტექსტით შემოიფარგლა, მხოლოდ ორი სიტყვა —"მოგვიანებით მოგწერ" გაუგზავნა პასუხად, სიგარეტი პირდაპირ მოაჯირზე დაასრისა და კართან მისვლამდე, საწოლზე მიგდებული ნაცრისფერი მაისური გადაიცვა. ქვეცნობიერად, სასტუმროს დასუფთავების თანამშრომელთაგან ან, გზააბნეულ ტურისტთაგან ელოდა რომელიმე მათგანის სტუმრობას, მაგრამ როცა საკეტის გადატრიალების შემდეგ, ზღურბლის მეორე მხარეს, მეტად სერიოზული სახით მდგომ თემოს მოჰკრა თვალი, რამდენიმე წამით გაკვირვება ესტუმრა მის სახეს. ამ გაკვირვების შეგრძნებამ, გუდა-ნაბადი მხოლოდ მაშინ აიკრა, როცა ჯაფარიძემ გააცნობიერა, რა იყო ლომიძის მასთან მოსვლის მიზეზი და ყველანაირი მისალმების გარეშე, ოდნავ გვერდზე გადგა, მოულოდნელი სტუმრის შიგნით შემოსაშვებად. ბიჭებმა ოთახი ერთად გადაკვეთეს, აივანზე გავიდნენ და იქ მდგომ, მოწნულ სავარძლებში ჩამოსხდნენ, ზუსტად ერთმანეთის გვერდიგვერდ. შექმნილმა დაძაბულობამ ლამის ჰაერსაც კი მოუმატა ტემპერატურა. რობიმ უხმოდ ამოიღო მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი, თემოს გაუწოდა და როგორც კი ამ უკანასკნელმა იგი ჩამოართვა, სანთებელათიც თვითონვე მოუკიდა. სიჩუმე კიდევ რამდენი წამის განმავლობაში იყო მათი თანამგზავრი. ბოლოს, ისევ დაუპატიჟებელმა სტუმარმა გადაწყვიტა ხმის ამოღება, რადგან ჯაფარიძესთან თავად იყო მისული და ამის მიზეზის ახსნა, სწორედ მის მოვალეობას წარმოადგენდა. -ორ კაცს, ერთმანეთს ყველაზე მეტად ქალი თუ გადაკიდებსო, ხომ გაგიგია ჯაფარიძე? -ჰკითხა მან ისე, რომ გვერდით მჯდომის სახისთვის არც შეუხედავს. რობის ჩაეცინა. -ასეც ვიცოდი, ჩვენი სასაუბრო თემა რომ სწორედ ეგ იქნებოდა -მე მაინც ნუ მაბოლებ, კარგი? -მორიგი ნაფაზი დაარტყა ლომიძემ -ორივე კაცები ვართ და მშვენივრად ვიცი, რომ დეას ისევე არ უყურებ მეგობრულად, როგორც მეგან ფოქსს ვერ შეხედავდი დასავით -მეგან ფოქსს, აშკარად ბრუკ შილდსი მირჩევნია, ოღონდ ახალგაზრდობაში -ყველაფერი გასაგებია, არც კი უარყოფ, რომ მაგ გოგოს მიმართ სხვანაირი გრძნობები გაგაჩნია -ინსტიქტურად მომუშტა ამის თქმისას ხელი თემომ და მთელი საუბრის განმავლობაში, პირველად შეხედა სახეში ჯაფარიძეს -თუმცა მინდა გითხრა, რომ დაგაგვიანდა მეგობარო. სუფრასთან მაშინ მიხვედი, როდესაც ტორტი უკვე დაჭრილი იყო -და ვის ერგო ამ ტორტის ნაჭერი, შენ? -ანთებული სიგარეტი გადაფერფლა და კვლავ სავარძლის საზურგეს მიეყუდა. ყველაზე მეტად ის არ ესიამოვნა, რომ დეაზე ისე ლაპარაკობდნენ, როგორც, რომელიმე შეჯიბრებაში მოგებულ ნივთზე და ეს არც დაუმალავს -ან ისე რატომ საუბრობ, თითქოს ეგ გოგო გამარჯვებულის ჯილდო იყოს? -გამარჯვებულის არა, ჩემი ჯილდოა, რადგან გამარჯვებულის გვირგვინს, ჩვენს ორს შორის მე დავიდგამ -იმდენად დამაჯერებელი ტონი ჰქონდა, ნებისმიერი ადამიანი მასზე დადებდა ფსონს, ეს რომ მართლაც შეჯიბრი ყოფილიყო -აი შენ რაც შეგეხება, უბრალოდ სიტუაციით ისარგებლე. როცა გახალისება სჭირდებოდა, მაშველ რგოლად მოევლინე და ამის გამო, გმირად მიგიჩნევს, თუმცა ეს აღფრთოვანება სულ მალე გადაუვლის, მერე კი მართლა მოგიწევს იმის დავიწყება, რისი იმედიც აქამდე გქონდა. რობის, თითქოს არაფერი გაუგიაო, ისე განაგრძობდა მოწევას. შემდეგ, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, თავი გადააქნია და გვერდულად გახედა თემოს. -ჩემს ადგილას რომ ის ადამიანი ყოფილიყო, ვინც სასურველის მისაღებად არ იბრძვის და მოედანს უბრძოლველად ტოვებს, შეიძლებოდა გვერდზეც კი გამდგარიყო -შესაშური სიმშვიდით მიუგო ბიჭმა, მაშინ, როცა თემოს ლამის ძვლებში გადაემტვრია მაგრად მომუშტული ხელები -მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. დეას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოგაბარებ, თუკი თავისი პირით მეტყვის, რომ უყვარხარ და შენთან ბედნიერია -ჰოო? და ვერ მეტყვი რას აპირებ? -ღვარძლიანად აღმოხდა მამაკაცს -მეგობრის ნიღაბს ამოეფარები და ისე შეუძვრები? ეს გაქვს ჩაფიქრებული? -არა, სრული სიმართლის თქმას ვგეგმავ -გადაჭრითი ტონით გაისმა მოპასუხე მხარისგან -მისი რეაქცია განსაზღვრავს, რა იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი -რახან არ იცი, გეტყვი, რომ დეას და მე, რაღაც ძალიან დიდი გვქონდა. შენ ამას ეგრე მარტივად ვერ გააქრობ, ამიტომ შეგიძლია არც ძალისხმევა დახარჯო, სხვა რამეში უფრო გამოგადგება -მე ერთი რამ მაინტერესებს -წინადადების დასაწყისშივე მოადგა ღიმილი რობის -თუკი საკუთარ შესაძლებლობებში ასე ღრმად ხარ დარწმუნებული, მაშინ რატომ მიზიხარ გვერდით და რატომ ცდილობ მასზე უარი მათქმევინო? -გამომცდელად უყურებდა მამაკაცს -რახან ჩემთან მოხვედი, ესე იგი, გაშინებ როგორც მოწინააღმდეგე. სხვა შემთხვევაში არც ეს დიალოგი შედგებოდა პასუხის გაცემის მაგივრად, ლომიძე დადუმდა და კვლავ სივრცეს გაუშტერა თვალი. აღნიშნული თემის ირგვლივ, სათქმელი არაფერი ჰქონდა, ამიტომ, იგი ოსტატურად შეცვალა ახლით: -დავუშვათ მე ამირჩია, მერე რას აპირებ? -შეფარულად ჰკითხა, გაქრებოდა თუ არა ასეთ შემთხვევაში საყვარელი ქალის ცხოვრებიდან და პასუხიც სწრაფადვე მიიღო: -ეგრე რომ მოხდეს, მაშინ ყოველ დღე ფრთხილად უნდა იყო -მეტად მკაცრი გაუხდა ტონი ჯაფარიძეს, თან ბასრი მზერითაც დაასაჩუქრა თანამოსაუბრე -თუკი ოდესმე ცუდად მოექცევი, გულს ატკენ და ისე არ მოუფრთხილდები, როგორც იმსახურებს, შენთვის იმ აჩრდილად გადავიქცევი, რომლისაც ყოველ ღამით შეგეშინდება -მერე სიგარეტი ჩააქრო, ღამისფერ თვალებში სიმტკიცე მწველი ნაპერწკლებივით გაუკრთა და დაამატა:- დეა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგვიდგენია. მართალია, შენი არჩევის შემთხვევაში, ჩემს მისდამი გრძნობებს ღრმად ჩავმარხავ და წამითაც კი არ ვაგრძნობინებ რამე ზედმეტს, მაგრამ ჩემი დადებული პირობა არ მაძლევს საშუალებას, რომ მისი ცხოვრებიდან ბოლომდე გავქრე. რა თქმა უნდა, თუკი თავად არ მთხოვს ამას -როგორც ვხედავ, დანებება შენი სუსტი მხარე ნამდვილად არ არის, ჯაფარიძე -მეტად ჩაფიქრებული სახე ჰქონდა თემოს, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა. შინაგანად, ნამდვილად ვერ იყო ბოლომდე დარწმუნებული, ვის სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას თავისთვის საყვარელი ქალი და იმის გაფიქრებაც კი აშინებდა, რომ სასწორი სრულიად სხვა მხარეს გადაიხრებოდა -კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? ჩემი აზრით, უკვე ყველაფერი განვიხილეთ, რაც განსახილველი იყო და სიმართლე გითხრა, მარტო მინდა დარჩენა -პირდაპირი, შეულამაზებელი გზით მიანიშნა რობიმ, რომ მისი წასვლა სურდა და ირონიული ღიმილიც მოჰგვარა ლომიძის სახეს. -არ ინერვიულო, უკვე თავადაც ვაპირებდი გასვლას -ნიშნის მოგებით გადახედა, თან მალვე დაამატა:-ამ საღამოს, მე და დეა, ერთ ძალზედ სასიამოვნო ადგილას მივდივართ და უნდა მოვემზადო. სავარაუდოდ, შენთვის არ ეცლება და მოგიწევს მარტომ იხეტიალო ქალაქის ქუჩებში -ბოლო ნაფაზი დაარტყა თემომ ამის თქმისას, ჩამწვარი სიგარეტი წკიპურტით მოისროლა აივნიდან და ალბათ, გამარჯვებულის სტატუსითაც დატოვებდა ჯაფარიძის ნომერს, შუა გზაზე მისი სიტყვები რომ არ წამოსწეოდა, უკნიდან, მოულოდნელად ნატყორცნი შხამიანი ისარივით: -როცა ორმოს გადაახტები, ჰოპლა მერე უნდა დაიძახო, თემო. დამიჯერე, ასე ბევრად შეამცირებ იმედგაცრუებების რიცხვს! აუტანელი დუმილი ჩამოვარდა. გასასვლელი კარიც თითქმის უხმოდ გაიღო და მსუბუქად დაიჭრიალა. კიდევ რამდენიმე წამის გასვლა და რობი, აივანზეც და ოთახშიც, კვლავ სრულიად მარტო იყო, წინ გადაშლილ ზღაპრულ ხედთან ერთად, ნელ-ნელა რომ ეპარებოდა ნაცრისფერი ბინდი. ამდენი წლის შემდეგ, ისევ იგივე რამ ხდებოდა მის თავს. ამერიკაში ყოფნისას, თითქმის დარწმუნებული გახლდათ, რომ დეას მიმართ, როგორც ქალისადმი არანაირი მიზიდულობა აღარ დარჩენოდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა უკან, დაიწყეს თუ არა ერთად დიდი დროის გატარება და დააგროვეს თუ არა ერთობლივი, დაუვუწყარი წუთები სვანეთში, მიხვდა, რომ არაფერიც არ გახლდათ დამთავრებული. პირიქით, დღეს ყველაფერი იმაზე ბევრად ძლიერიც კი იყო, ვიდრე დიდი ხნის წინ. ახლა, დეა უკვე ქალი იყო, მიმზიდველი, მომხიბვლელი და ყველასთვის სასურველი, ვისაც სრულიად არაფერი ჰქონდა საერთო იმ თხუთმეტი წლის გოგოსთან, თავისი ძმის სპორტული მაისურებით რომ დადიოდა სკოლაში და მუდამ ბიჭურ ტანსაცმელს ანიჭებდა უპირატესობას. რობის ის კოცნა მოაგონდა, ტბის პირას რომ ისხდნენ, კოცონის წინ გაშლილ კარავთან. მართლაც რამდენნაირი კატეგორიის ქალთან არ ჰქონია აქამდე ურთიერთობა, როგორი მრავალფეროვანი თავგადასავლები არ გადახდენია თავს მათთან, თუმცა ვერც ერთ მათგანთან განცდილი ფიზიკური სიახლოვე, ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ შეგრძნებებთან, დეას კოცნამ რომ განაცდევინა, იმ ღამით. ბიჭმა კეფაზე ხელი ნერვიულად გადაისვა, დროებით მივიწყებულ მობილურს შეხედა, მაგიდაზე რომ იდო, სიგარეტის კოლოფის გვერდით და შეამჩნია, რომ მასზე კიდევ ერთი შეტყობინება იყო მოსული, თანაც სულ ახლახანს. ამჯერად, SMS-ის ავტორი ნუკი იყო, ვინც დიდი ხნის პაუხის შემდეგ, კვლავ ეხმიანებოდა ფეისბუქზე. ბიჭმა ღრმად ამოიხვნეშა, სწრაფი და მოკლე პასუხი გასცა მის წერილს, ფეხზე წამომდგარი, ისევ აივნის მოაჯირს დაეყრდნო მკლავებით და ამჯერად, დეასთან მომოწერის ველი გახსნა. სავარაუდოდ, გოგონა ჯერ კიდევ მის პასუხს ელოდა, ამიტომ, ბევრი აღარც ჯაფარიძეს დაუყოვნებია, მისწერა უკვე ჩემს ნომერში ვარო და ტელეფონის ჯიბეში მოთავსების შემდეგ, კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. არ გასულა ორი წუთიც კი, SMS-ის გაგზავნიდან, რომ მის კარზე კვლავ გაისმა ძლიერი კაკუნი. ტკივილიანად ჩაეცინა ბიჭს. უკვე მშვენივრად იცოდა, ვინც იდგა ზღურბლის მეორე მხარეს, თუმცა სანამ მორიგი სტუმრის ოთახში შემოსაშვებად გატრიალდებოდა, ამ უკანასკნელმა თავად შემოაღო ღიად დარჩენილი კარი და შიგნით უკითხავად შემოაჭრა. ის ლაღი, ღიმილიანი გამომეტყველება, რაც აქ ყოფნის დროს, ჩვეულებრივ ჰქონდა ხოლმე გოგონას, სადღაც უკვალოდ გამქრალიყო. ამ დროსა და ამ მომენტში, მის მზერაში მხოლოდ დაბნეულობასთან ნაზავი დაძაბულობა იკითხებოდა, რისი შემჩნევაც, არც რობისთვის ყოფილა რთული. -ასე გვიან დაბრუნდი? -ჰკითხა დეამ, როგორც კი აივნის მოაჯირზე დაყრდნობილს გვერდით ამოუდგა. მერე მის თითებში მოქცეული ნიკოტინი შემაჩნია და მორიგი კითხვაც დაუსვა :-რობი, აქამდე ხომ არ ეწეოდი? -ჰო, მაგრამ ახლა უკვე დიდი ვარ და კოტე ყურს ვეღარ ამიწევს ამის გამო -ხუმრობით სცადა ბიჭმა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არც ეხუმრებოდა და არც ეცინებოდა. -დღეს გვიან დაბრუნებულხარ სამსახურიდან -არც ისე. საკმაოდ დიდი ხანია მოსული ვარ -ჰოო? -თითქოს რაღაც მძიმედ ჩასწყდა გულში დეას ამის მოსმენისას -გამიკვირდა. სხვა დღეებში, როცა მოხვიდოდი, ყოველთვის მაგებინებდი ხოლმე -სხვა დღეებში სტუმარი არ გყოლია, თბილისიდან -მთელი საუბრის განმავლობაში, მხოლოდ იმ წამს შეხედა ბიჭმა თვალებში -დაკავებული იყავი და ხელი აღარ შეგიშალე სიჩუმე ჩამოწვა. რობის მსგავსად, დეაც მკლავებით დაეყრდნო აივნის მოაჯირს და წამით თვალებიც დახუჭა. თუკი აქამდე მიზეზს ვერ იგებდა, ახლა უკვე ნათელი იყო რატომაც არ შეეხმიანა ჯაფარიძე, ობიექტიდან დაბრუნების შემდეგ. თემოს ჩამოსვლას, თითქოს ყველაფერი შეეცვალა მათ შორის და ის დღის წესრიგი აერია, რასაც ყოველდღიურად იცავდნენ, დიდი სიზუსტით. -აჰა, ანუ უკვე იცი, თემოს ჩამოსვლის ამბავი -ამჯერად, სკამზე ჩამოჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არ ჰქონდა მონაწევი, თავადაც გაუკიდა ერთ ღერს. უნდა ეღიარებინა, არ ესიამოვნა. კვამლმა უსიამოვნოდ ჩაუწვა ყელი, თუმცა მაინც არ გაჩერებულა. არც სახეზე შეუტყვია რამე, ისე განაგრძო დაწყებული საქმე. -ჰო ვიცი, ვერანდაზე დაგინახეთ, როდესაც დავბრუნდი -მერე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და ჰკითხა -როგორც ჩანს, აპირებს შენს ძმას სიმართლე უთხრას არა? -ასეა . . . -მერე? ეგეთი სახე რატომ გაქვს? -გვერდით მიუჯდა რობი. გოგონას თითებში მოქცეული სიგარეტი, ცოტათი ეუცნაურა, მაგრამ მაინც გაეღიმა და კონპლიმენტიც გაუკეთა:- მეგონა, ყველაზე მეტად ბელუჩის უხდებოდა მოწევა, აი ის კადრი რომაა, ფილმ მალენადან. თურმე არც შენ ჩამოუვარდები -ნწ, მონიკა მაინც უკონკურენტოა -მოკლე, საზაფხულო სარაფანში გამოწყობილმა, ფეხი, ფეხზე გადაიდო, თავისუფალი ხელით კი, თმა გადმოიყარა მარჯვენა მხარეს. რობიმ მაშინვე აარიდა მზერა. გრძნობდა, რომ სისხლის ტემპერატურასაც კი უმატებდა ეს გოგო, ამიტომ, ყურადღების გადასატანად, კვლავ იმ კითხვას მიუბრუნდა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერ მიიღო პასუხი. -არ მეტყვი ასეთი გამომეტყველება რის გამო გაქვს? -ინტერესიანი მზერით ლამის რენტგენულ სხივში გაატარა იგი -რამე ისე ვერ არის? -ჰო, ვერ არის. ძალიან მოულოდნელი იყო თემოს ჩამოსვლა და ცოტა არ იყოს, დავიბენი -ანუ, მე პასუხები უნდა გაპოვნინო -ოდნავ ჩაეღიმა ჯაფარიძეს. -არა, ეგ არ მიგულისხმია -აბა რა იგულისხმე? -ეს ისეთი რამეა, პასუხებს სხვა ვერ გაპოვნინებს რობი, თვითონ უნდა ჩაუღრმავდე საკუთარ თავს -მერე ბიჭის პროფილს შეხედა, ღრმად ამოისუნთქა, სიგარეტი გადააფერფლა და ისე ამოთქვა, თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ესაუბრებაო -თუკი დღეს მის მოწვევას მივიღებ და სავახშმოდ გავყვები, ეს შანსის მიცემის ტოლფასი იქნება -მერე? კვლავ დუმილი ჩამოწვა. დეამ, ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა ეთქვა. შექმნილი სიტუაცია, ერთ დიდ, ჩახლართულ ძაფად ეჩვენებოდა, სადაც სათავის პოვნა დიდ სირთულესთან იყო ასოცირებული. -არც კი ვიცი . . . მართლა ძალიან ვცდილობ ყველაფერი კარგი გავიხსენო თემოზე, რათა მისი აზრზე მოსვლა გულწრფელად გამიხარდეს, თუმცა ყოველი მცდელობა კრახით სრულდება. ადამიანი, ვისზეც ოთხი თვე ვოცნებობდი, ჩემთანაა, ერთად ყოფნაში არაფერი გვიშლის ხელს, მე კიდევ, მასთან რომანტიკულ ვახშამს, მირჩევნია ნომერში დავრჩე და წერითი ქალაქობანა ვითამაშო შენთან ერთად -მწარედ ჩაეცინა ამის თქმისას -მითხარი რობი, ეს ნორმალურია? -დეა . . . -რა იყო? -გვერდულად გახედა და ისიც დაინახა, როგორ სხვანაირად უყურებდნენ იმ წამს ბიჭის მუქი თვალები. ასეთი მზერით, სწორედ მაშინ უყურებდა, როდესაც კოცონთან პირველად აკოცეს ერთმანეთს და დაეფიცებოდა, რომ კვლავაც მაშინდელივით იგრძნო რობის ტუჩების გემო, საკუთარ ბაგეებზე. -გინდა მაგ ადამიანთან ყოფნა? უბრალოდ ადექი და ეს კითხვა დაუსვი შენს თავს, პასუხზე კი კარგად დაფიქრდი -მეშინია, რომ არაფერი გამოგვივა რობიმ თავი გააქნია. -შიშს თავი დაანებე, ეს თითქმის ყველა ურთიერთობის დაწყებას სდევს თან. შენ ის თქვი, სურვილი თუ გაქვს ამ შიშს შეებრძოლო და მაგ ადამიანის გვერდით იყო? -მაქვს -წამიც არ დაუყოვნებია ისე მიუგო დეამ. მერე დაფიქრდა, თავის ნათქვამში, ერთგვარი ცვლილებების შეტანაც მოუნდა, თუმცა რატომღაც მაინც გაჩუმება ამჯობინა -მაქვს, თუმცა კარგად არც ვიცი კონკრეტულად რა მიშლის ხელს. თითქოს აღარანაირი წინააღმდეგობა აღარ მოჩანს ჰორიზონტის ხაზზე, მაგრამ . . . -მაგრამ, იმედგაცრუების შიში გექაჩება უკან. გეშინია, რომ მოლოდინები არ გაგიმართლდება -მისი ვერ დასრულებული სათქმელი რობიმ დააბოლოვა და სავარძლიდანაც წამოდგა იმ მომენტში -ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, უნდა გაჰყვე დეა -რა? -გაჰყევი თემოს სავახშმოდ -უფრო გასაგებად აუხსნა, რასაც გულისხმობდა -მხოლოდ მასთან დროის გატარებით თუ მიხვდები, რას გრძნობ სინამდვილეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარესად დაიბნევი და შენივე გაურკვევლობაში ჩაიკარგები -აჰა, ანუ გინდა, რომ წავიდე? -სიგარეტი ჩააქრო დეამ. არც კი იცოდა, რატომ დასვა ეს შეკითხვა. ალბათ იმის გამო, რომ გულის სიღრმეში ძალიან ატკინა ჯაფარიძის პასუხმა. ან, შესაძლოა, დროის გაწელვის მიზნით, რათა იმ შეტყობინებებზე დაეგვიანებინა პასუხის გაცემა, თემომ რომ გამოუგზავნა რამდენიმე წამის წინ, სადაც ინტერესდებოდა რა გადაწყვეტილება მიიღო ამ საღამოსთან დაკავშირებით. -მე რა მინდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა -მისკენ მოტრიალდა ოდნავი ღიმილით და ისე მიუგო ბიჭმა. მერე, მობილური ელვის სისწრაფით ააცალა ხელიდან, თემოს გამოგზავნილ კითხვით შეტყობინებას დადებითი პასუხი გასცა და იგი კვლავ მეპატრონეს დაუბრუნა -მორჩა, დღეს ვახშამზე მიდიხარ, მოემზადე -რობი . . . -დეა, ძალიან დავიღალე და გამოძინება მჭირდება. შეგიძლია გახვიდე? -მთელ ძალისხმევას იკრებდა ბიჭი, რათა გატეხილი ხმა ეკონტროლებინა. -რა დაგემართა? მოხდა რამე? -თითქოს სუსხიანი ქარი შეეფეთა სახეში გოგონას, რადგან, ამდენად ცივად, მართლაც არასდროს მიემართა მითვის ჯაფარიძეს. -რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ ძილი მინდა, ძალიან დავიღალე დღეს -სცადა რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი, ნორმალური ტონი ჰქონოდა, რათა მის სიტყვებში, ტყუილის ვერავითარი მარცვალი ვერ აღმოეჩინათ -მოკლედ, სასიამოვნო საღამოს გისურვებ. ახლა კი წადი და მოემზადე, არ დაგაგვიანდეს. მწარედ ჩაეცინა ამის მოსმენისას დეას, თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს. რამდენიმე წამით, კვლავ უსასრულობას გაჰყურებდა სევდით გატენილი, ზურმუხტისფერი თვალებით, მერე ღრმად ჩაისუნთქა, ფეხზე ზანტად წამოდგა და ოთახი ისე დატოვა, ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. არც ის გაუგია, როგორ მიალეწა მისი წასვლის შემდეგ, აივნიდან ოთახში დაბრუნებულმა რობიმ საკუთარი მობილური კედელს, როგორ გაუყენა ტუმბოზე მდგომი ლარნაკი მის გზას და როგორ გამოაღო მაცივრის კარი, რათა იქედან გამოღებულ არაყის ბოთლში ეპოვა მცირედი შვება. 8 8 8 8 თემომ, მანქანა ორსართულიანი კოტეჯის წინ გააჩერა, ძრავა გამორთო, ღვედი გაიხსნა და გვერდით მჯდომ, შინდისფერ კაბაში გამოწყობილ გოგონას გახედა, შეუმჩნევლად რომ აწვალებდა თითებით, ჩანთის შესაკრავს. თბილი, ლამაზი ღამე იყო. ცაზე ვერცხლისფრად კაშკაშებდა ბურთივით მრგვალი მთვარე და თითქოს პირადი მცველივით ადგა თავზე, ხის, ლამაზეზოაინ კოტეჯს, დიდი ფანჯრებითა და აივნებით რომ იწონებდა თავს, კოხტად გაკრეჭილი ბუჩქებისა და მოვლილი ყვავილების ფონზე. დეა ჯერაც ვერ მოსულიყო გონს იმდენად სწრად მოხდა ყველაფერი. ჯერ კიდევ დილით, ბედნიერების ღიმილით გაეღვიძა თავის საწოლში იმის იმედით, რომ იმ დღესაც რობისთან ერთად გაატარებდა, ბიჭის მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით, მაგრამ ამ წუთას, სრულიად სხვაგან იყო, სრულიად სხვა ადამიანთან ერთად და ეს ყველაფერი ისე ეუცნაურებოდა, როგორც სიბნელე დილის ცაზე. გოგონამ, ხის კოტეჯს გახედა, ჩანთის შესაკრავის წვალება შეწყვიტა და როგორც კი თემოს მისკენ მიმართული მზერა იგრძნო, საპასუხოდაც გახედა ბიჭს. -მეგონა, რომელიმე რესტორანში ვაპირებდით წასვლას -აღიარა -ამას ნამდვილად არ ველოდი თემომ მისი მარცხენა ხელი აიღო და სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი. -რესტორანში შენთან მარტო ვერ დავრჩებოდი -მიუგო მან და ხელით ნიკაპი დაუჭირა -აქ კი მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით და სხვა არავინ -თემო, მგონი . . . -გაჩუმდი -ჩურჩულით მიუგო ბიჭმა და სახე, სახესთან ძალიან უფრო ახლოს მიუტანა -ახლა რომ ეგ ლამაზი ტუჩები არ დაგიკოცნო, ალბათ გავგიჟდები წინააღმდეგობა არ გაუწევია დეას. იმის ინტერესის გამო, თუ როგორ იმოქმედებდა მასზე ბიჭის სიახლოვე, მთელი სხეული მოადუნა, დაძაბულობა მოიხსნა და აქედან სულ მალე, ლომიძის გავარვარებული ბაგეების შეხებაც იგრძნო თავისზე. უნდა ეღიარებინა, უზომოდ სასიამოვნო იყო ეს კოცნა, თუმცა მაინც არ გამოუწვევია ის შეგრძნებები, რასაც თავის გონებაში წარმოიდგენდა ხოლმე, მთელი ოთხი თვის მანძილზე. მიუხედავად ყველაფრისა, წამითაც არ გაჩერებულა. პირიქით, იმის გამო, რომ რაღაც განსაკუთრებულის შეგრძნება სურდა, თავადაც მთელი მონდომებით აჰყვა კოცნაში. დეას ამგვარმა აქტიურობამ, თემოსაც უფრო მეტი სითამამე შესძინა. რამდენიმე წამიანი ცეცხლოვანი კოცნის შემდეგ, წელზე ხელის მოხვევით, კალთაში გადმოისვა გოგონა, საჭეზე ზურგით ააკრა და უფრო მადიანად დაეწაფა მის ტუჩებს. -ვგიჯდები შენს ნაზ, სურნელოვან კანზე პატარავ! მთლიანად შენზე ვგიჟდები! კონტროლს მაკარგვინებ საკუთარ თავზე! -ოდნავ ჩახლეჩილი, ვნებამოღებული ხმით აღმოხდა მამაკაცს და ამჯერად გოგონას ფეხზე აასრიალა ხელი -არ მესმის, ამდენი ხანი როგორ ვძლებდი -ჩურჩულით დაამატა ბოლოს, ყურის ბიბილოზე დაუტოვა კოცნის კვალი და ის-ის იყო კაბის შიგნითაც შეუძვრა, რომ სწორედ ამ მომენტში დააპაუზა დეამ მისი თავდავიწყება. -თემო, იქნებ შევიდეთ? -სუნთქვააჩქარებულმა, კოტეჯისკენ თვალებით ანიშნა ბიჭს. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მამაკაცის ხელები, მის სხეულზე უმისამართოდ დაიარებოდნენ, მხოლოდ შინაგან დაძაბულობას გრძნობდა. არსად ჩანდა ის აღმაფრენა, ის სასიამოვნო პეპლები მუცელში და ის წყობიდან გამოსული პულსაცია, როგორიც . . . როგორიც, რობის კოცნისას განიცადა, ტბის პირას. ამის გაცნობიერებაზე, თითქოს ჩაქუჩივით მძიმე დარტყმა მიიღო დეას გონებამ. რატომ ახსენდებოდა ჯაფარიძე მაშინ, როდესაც ის მამაკაცი ეფერებოდა, ვისზეც ამდენი ხანი ოცნებობდა? რატომ სურდა, რომ ახლა მასთან ერთად ყოფილიყო დაკავებული სულელური მულტფილმების ყურებით, თემოსთან რომანტიკული განმარტოვების მაგივრად? რა მიზეზით სტკიოდა გული არანორმალურად იმის გამო, რომ ბიჭმა თავისივე ინიციატივით ურჩია ვახშამზე გაჰყოლოდა ლომიძეს? ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა, ფუტკრებივით ბზუოდნენ გოგონას თავში. ან, იქნებ, ჰქონდა კიდეც მათზე პასუხი და უბრალოდ, ამის საკუთარ თავთან აღიარებას უფრთხოდა? -კარგი, კარგი, შევიდეთ, თორემ უკვე თავს ვკარგავ -თემოს ხმა რომ მოესმა, სწორედ მაშინ გამოერკვა ფიქრების ქაოტური სამყაროდან -აქაურობა ზუსტად ორი დღით მაქვს დაქირავებული, ამიტომ, შეგვიძლია თბილისში დაბრუნებამდე დავრჩეთ და სასტუმროში აღარ დავბრუნდეთ. შენს ნივთებს, ხვალ წამოგიღებ, დილით -ვერ გავიგე, სრულიად მარტონი ვიქნებით? -თავის სავარძელზე გადაჯდა და გულუბრყვილოდ იკითხა დეამ, რადგან ბიჭთან მარტო დარჩენის პერსპექტივამ ცოტათი შეაშინა. ლომიძეს, სიცილი აუტყდა გოგონას მზერაზე. -ეგეთი სახე ნუ გაქვს, შენს შეჭმას კი არ ვაპირებ -ნუ დამცინი, უბრალოდ ვიკითხე -ჰოდა, მეც უბრალოდ გეუბნები, რომ პატივს გცემ და ჩემთვის შენი სურვილები დგას ყველაფერზე წინ -იმდენად გულწრფელად ამოთქვა ეს სიტყვები, დეას ხმამაღლა ტირილი მოუნდა. ამ წამს, სიგიჟემდე სურდა საკუთარი თავი სასტიკად ეცემა იმის გამო, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ჯაფარიძესთან დაფრინავდა გულითაც და გონებითაც. -ვიცი -ძლივსგასაგონი ხმით ამოთქვა მან -ვიცი და გენდობი კიდეც პასუხად, უბრალოდ გაუღიმა ლომიძემ. მერე, გოგონას კიდევ ერთხელ აკოცა ვარდისფრად შეფერილ ტუჩებზე, მანქანიდან გადავიდა და მის მხარესაც გამოაღო კარი. -ეს ორი დღე, მხოლოდ ჩემი ხარ, ეს კარგად დაიმახსოვრე! -კი მაგრამ, სასტუმროს ნომერი რატომღა აიღე, თუკი აქ აპირებდი დარჩენას? -დაინტერესდა, თან თემოს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ავტომობილიდანაც გადმოვიდა -ნუ ღელავ, ჯავშანი უკვე გავაუქმე. ნომრის აღება იმიტომ დამჭირდა, რომ არ ვიცოდი რამდენად დამთანხმდებოდი აქ წამოსვლაზე -ანუ, ყველაფერი დაგიგეგმავს -ოდნავი ღიმილით აღნიშნა დეამ, თავის წინ აღმართულ ხის შენობას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და თემოს ფეხდაფეხ მიჰყვა. კოტეჯი, შიგნიდან ბევრად უფრო ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე მისი გარეგნული იერსახე იყო. ირგვლივ ყველაფერი ძველი და თანამედროვე სტილის ნაზავით გახლდათ მოწყობილი. თეთრი ფერის დივნები, ხის, ღია ფერის კედლების ფონზე, სითბოსა და სიმყუდროვის განცდას ქმნიდა, სივრცეში, ჰაერის არომატიზარორის სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა, ხოლო მისაღების მარჯვენა კედლის მეოთხედი, დეკორატიული ყვავილებით გაფორმებული, სკის ფორმის თაროებით იყო დაფარული. საღამოს მთავარი, ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი, ჯერ კიდევ წინ ელოდა დეას. დიდ აივანზე, რომელზეც მისაღები ოთახიდან შეიძლებოდა გასვლა, ორ ადამიანზე იყო მაგიდა გაშლილი, მინის საცავებში მოქცეული სანთლებითა და შუაში, დეას საყვარელი ყვავილებით -თეთრი ვარდებით გაფორმებული. ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც ზღაპარში: -ლამაზი სახლი, იქედან გადაშლილი საუცხოო ხედი, დახვეწილად გაშლილი მაგიდა და გვერდით მამაკაცი, ვისთვისაც მართლაც რომ ბევრი იბრძოლა. თუ ასეა, რატომ ვერ თვლიდა თავს ზღაპრის გმირად? რატომ უყურებდა გაშლილ მაგიდას ისეთი მზერით, თითქოს ყველაფერი ერჩივნა იქ დაჯდომას? გოგონამ სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ამოიოხრა. სწორედ ამ დროს, უკნიდან თემოს მკლავების შემოხვევაც იგრძნო მუცელზე და ძალიან მალე, მისი ტუჩებიც ასრიალდნენ გოგონას ყელზე. -არანაირი კომენტარი არ გაგიკეთებია -ყურთან ახლოს უჩურჩულა ბიჭმა -რა მოხდა, არ მოგწონს? -პირიქით, ძალიან ლამაზია ყველაფერი -აღიარა გულწრფელად -უფრო მეტიც, ულამაზესი -თუკი ასეა, შენს დაძაბულობას ასე ცხადად რატომ ვგრძნობ? პასუხი ვერ გასცა დეამ. რამის თქმას, ისევ სიჩუმე ამჯობინა, თუმცა როგორც ჩანდა, ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა თემო. -დეა, რა გჭირს? -თავისკენ შეატრიალა მან გოგონა, თანაც ისეთი გამომცდელი მზერით შეხედა თვალებში, თითქოს გამომძიებელი იყო, ვინც, ბრალდებულის დანაშაულში გამოტეხვას ცდილობდა -ვამჩნებ, რომ რაღაც ისე ვერ არის. ხმას არ ამოიღებ? -თემო მე . . . -გისმენ! -ხმაში კატეგორიულობა გაურია, რათა უფრო მალე გაეგო, რისი თქმა სურდა გოგონას. დეა, ოდნავ მოშორდა მამაკაცს, ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარი თავისთვის გამბედაობის მოკრება სცადა. უკვე ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ არ იყო იმ ადგილას, სადაც გულით სურდა ყოფნა და არც ის ადამიანი ედგა წინ, ვისთანაც ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირებას ისურვებდა. ან ახლა უნდა ეთქვა სიმართლე, ან არასდროს. მეტად დაყოვნება უკვე აღარ შეიძლებოდა და უსამართლობაც იქნებოდა ბიჭის მისამართით. -თემო, საოცარია ეს ყველაფერი -დაიწყო მშვიდად გოგონამ, თან იქაურობას მოატარა ღიმილიანი მზერა -მართლა არაჩვეულებრივია აქაურობაც და შენც, მაგრამ . . . -არ დაასრულო! -გატეხილი ხმით შეაჩერა ლომიძემ. თვალებში იმოდენა ტკივილი ჩასდგომოდა, მისი რაღაც ნაწილი აშკარად ხვდებოდა, როგორი იქნებოდა ამ წინადადების დასასრული და ბიჭის მზერის შემყურე დეამაც, უკანასკნელ არარაობად იგრძნო თავი, იმის გამო, რომ ასე მარტივად შეძლო იმ ყველაფრის გულიდან ამოღება, რაც თემოსთან აკავშირებდა, მთელი ეს პერიოდი. -გთხოვ რა, ასე ნუ მიყურებ -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მას გოგონა, თან მავედრებლად ჩახედა სევდისფრად ანთებულ თვალებში -ვცადე. გეფიცები ვცადე. აქაც იმიტომ გამოგყევი, რომ ძალიან მინდოდა შენდამი კვლავ მეგრძნო ის, რასაც აქამდე განვიცდიდი, მაგრამ არ გამომდის. უბრალოდ, ჩემს ძალებს აღემატება საკუთარი თავისთვის რამის დაძალება -აღიარე, საქმე მასშია არა? -ირონიანარევი ღიმილი მოაყოლა ამ შეკითხვას ლომიძემ. -თემო . . . -რა თემო?! რა თემო?! -თუკი აქამდე სიმშვიდის შენარჩუნებას ახერხებდა, ახლა ყუმბარასავით იფეთქა, ხმას საგრძნობლად აუწია და ორივე მკლავში ხელის ჩავლებით შეაჯანჯღარა გოგონა -თქვი, იმ ტიპზე ფიქრობ არა? ის გყავს გონებაში? -მტკივა თემო, გამიშვი -დარწმუნებული იყავი, შენი ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, როგორც ახლა მე მტკივა -მიუგო ბრაზით, თუმცა მრისხანების კონტროლის ქვეშ მყოფმა მაინც გააცნობიერა როგორ სტკენდა დეას და მაშინვე შეუშვა მაგრად მოჭერილი ხელები -მაპატიე, ზედმეტი მომივიდა . . . -არა უშავს, გადამივლის -ნატკენ მკლავებზე ოდნავ ჩამოისვა თითები და ოთახში, რამდენიმე წამით ჩამოვარდნილი დუმილი კვლავ თვითონ დაარღვია -მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო -გაჩუმდი! -თემო, მე . . . -გითხარი გაჩუმდი-მეთქი! -ისე დაუღრიალა ბიჭმა, რომ დეა შიშისგან შეხტა -პრინციპში შენ რას გერჩი, მე ვარ სულელი. რაღაც მხრივ იმედი მქონდა, რომ ჩვენი გრძნობა იმხელა იყო ვერაფერი მოერეოდა, თუმცა შენს ეგრედწოდებულ მეგობართან გატარებული თერთმეტი დღე საკმარისი აღმოჩნდა, რათა გონებიდან ჩემი სახელი ამოგეშალა და მისი ჩაგეწერა დეამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ყელში რაღაც მაგარი ჰქონდა გაჩხერილი და მალე, სასუნთქ გზებსაც ჩაუკეტავდა. -ასე ნუ ამბობ რა, გთხოვ -და როგორ გინდა ვთქვა? -კვლავ ირონიამ გაიჟღერა ბიჭის ხმაში -უარყოფ იმ ფაქტს, რომ მაგ ტიპის მკლავებში ნებივრობაზე ოცნებობ? მანქანაშიც იმიტომ ხომ არ მკოცნიდი ასეთი მონდომებით, რომ ჩემს მაგივრად, მას წარმოიდგენდი? -თემო გეყოფა -გრძნობდა, უკვე შეურაცხყოფაზე გადადიოდა ბიჭი, მაგრამ ვერ ადანაშაულებდა. კარგად ხვდებოდა, უარესიც ღირსიც რომ იყო ცრუ იმედის მიცემის გამო, ამიტომ, ყველანაირი სკანდალის მოწყობის გარეშე იტანდა მსგავს უპატივცემულო ტონს. -იცი რა არის ყველაზე სასაცილო? -კვლავ ღვარძლიანად დაიწყო ბიჭმა და საკუთარ შეკითხვას, თავადვე გასცა პასუხი -ის, რომ ქალები მუდამ მამაკაცებზე წუწუნებთ, ჩვენი დიდი ხნით ლოდინი არ შეგიძლიათ, მოთმინება გეწურებათ და სხვასთან გარბიხართო. ახლა ვინ თქვა ლოდინზე უარი დეა? ვინ გაიქცა და ვინ ჩამოეკიდა კისერზე სხვას? -მე არავის ჩამოვკიდებივარ კისერზე თემო ლომიძეს ერთი ჩაეცინა, დივანზე ფეხიფეხგადადებული მოთავსდა და წარბებს ქვემოდან ახედა ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ გოგონას. -შეგიძლია იზეიმო, მაგ ტიპსაც ევასები -უთხრა მტკიცე, თუმცა მაინც ტკივილით აღსავსე ხმით, რითაც, დეას გაოცებული მზერაც დაიმსახურა. -რაზე ლაპარაკობ თემო? -იმაზე, რაც საკუთარი ყურით მოვისმინე -დაყოვნების გარეშე მიუგო ბიჭმა -ჰო, რა იყო? მასთან ვიყავი მისული და შენზე ველაპარაკე, დავიჯერო ენა არ მოგიტანა? -არაფერი უთქვამს ჩემთვის -დაბნეულს აღმოხდა -მასთან სალაპარაკოდ რა მიზნით მიხვედი? -იმ მიზნით, რომ მეხარებინა, შენთან არანაირი შანსი არ ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, მე ვყოფილვარ მაგ შანსის გარეშე დარჩენილი -მწარე ღიმილი გამოისახა ბიჭის ბაგეებზე, თან მობილური ამოიღო და ფეხზეც წამოდგა იმ მომენტში -ტაქსის გამოგიძახებ. იმედია მალე მოვა და აქაურობასაც მალე მოშორდები. შენი დანახვაც აღარ მინდა! -თემო -კვლავ მასთან მიალოება სცადა გოგონამ, თუმცა მამაკაცის კატეგორიულმა ტონმა შეაჩერა -მანდ იდექი, სადაც დგახარ! -ხელის აწევით უბრძანა -არ მომიახლოვდე, თორემ შეიძლება კონტროლის მექანიზმი გამომერთოს და რაღაც ცუდი დაგმართო -მაპატიე რა -არის რაღაცები, რასაც ვერასდროს პატიობენ დეა -სევდით გატენილი ხმით მიუგო ბიჭმა. შემდეგ ტელეფონზე რაღაც ნომერი აკრიბა, ზარის გაშვებამდე თავისი მოსაცმელი გაიხადა და გოგონას შეაჩეჩა ხელებში -ეს ჩაიცვი და ტაქსის გარეთ დაელოდე, ისიც კი ნერვებს მიშლის შენს სახეს რომ ვხედავ! 8 8 8 8 სასტუმროში საზიზღარ ხასიათზე მყოფი დაბრუნდა დეა. საკუთარ თავს ვერაფრით პატიობდა იმას, რომ ასე ძალიან ატკინა გული ადამიანს, ვისი მხრიდანაც რეალურ, გულწრფელ სიყვარულს გრძნობდა. ახლაც თვალწინ ედგა თემოს გამოხედვა, მისი თვალები, მზერა, რომელიც სევდას სარკესავით ირეკლავდა და ახლაც ისევე უსერავდა გულს, როგორც იმ მომენტში. საშინლად ნანობდა რობის შემოთავაზებას რომ დაუჯერა და ლომიძეს გაჰყვა სავახშმოდ. მართალია, ამან ზუსტი პასუხები აპოვნინა, მაგრამ ეს ხომ ისედაც შეეძლო? რატომ ჩათვალა საჭიროდ მაინცდამაინც ბიჭისთვის იმედის მიცემა და მერე, ამ უკანასკნელის ბროლის ჭურჭელივით დამსხვრევა? ცხოვრებაში პირველად სწყდებოდა გული, დროის მანქანის არ არსებიბის გამო, რომელიც, ასეთ სიტუაციაში ყველანაირ პრობლემას მოუგვარებდა, თანაც უკლებლივ. გოგონამ, ტაქსის მძღოლს ადგილზე მოყვანისთვის მადლობა გადაუხადა, ნეგატიური გრძნობების მოსაშორებლად, თემოს ნათხოვარი მოსაცმელი უკანა სავარძელზე დატოვა და სწრაფად აირბინა სასტუმროსკენ მიმავალი თეთრი კიბეები. რესეფშენში სასიამოვნო სიმშვიდე სუფევდა. მიმღებშიც მხოლოდ ორი თანამშრომელი იჯდა, რომელთაც გოგონა თავაზიანად მიესალმა და ჩანთაში, თავისი ოთახის გასაღების მოძებნის შემდეგ, ლიფტშიც შეაბიჯა, თავის სართულზე ასასვლელად. ერთადერთი, რაც ახლა ყველაზე მეტად სურდა, გათიშვა და კარგად გამოძინება იყო, მაგრამ იცოდა, თვალს წამითაც ვერ მოხუჭავდა. მისი გონების რაღაც ნაწილში, ჯერ კიდევ ტრიალებდნენ თემოს სიტყვები, როცა უთხრა რობის ვესაუბრეო. ნეტავ რატომ არაფერი უთხრა ამის შესახებ თავად ჯაფარიძემ? რატომ დაუმალა და კრინტიც კი არ დაძრა? გოგონას კითხვების გრძელ სიას, კიდევ ერთი მიემატა და ამდენი ფიქრისგან გადაღლილმა, ორივე საფეთქელზე მაგრად მიიჭირა ხელი. სწორედ ამ დროს, ლიფტის ორფრთიანი კარი, სრიალით გაიხსნა მის წინ და გოგონაც არეული ნაბიჯებით გამოვიდა დერეფანში. იმ ღამით, იმდენი რამ გადაიტანა, სხვა თავგადასავლებს უკვე ნამდვილად აღარ ელოდა მისი ზომაზე მეტად გადაღლილი ქვეცნობიერი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თემოსთან გამოვლილი ქარიშხალი, მხოლოდ ისტორიის დასაწყისი იყო. მთავარი მოვლენა რომ ჯერ კიდევ წინ ელოდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც დერეფანში გამოსულმა, თავისი ნომრის წინ, პატარა ხალიჩაზე მჯდომ, თვალებდახუჭულ რობის მოჰკრა თვალი, არაყის ნახევრად ჩაცლილი ბოთლით ხელში რომ მიყრდნობოდა კარებს და მილიმეტრითაც არ ინძრეოდა. დეას, დაბნეულობისგან ჩანთაც კი გაუვარდა ხელიდან. რაც თავი ახსოვდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი არასდროს ენახა მის თვალებს. იმდენად ეუცხოვა ყველაფერი ის რაც იხილა, რამდენიმე წამით განძრევაც ვერ შეძლო, თუმცა მერე, რაღაც იდუმალი ძალის ზემოქმედებით, სიმტკიცე მოიკრიბა, ძირს დაგდებული ჩანთა აიღო, ბიჭის წინ ფრთხილად ჩაიმუხლა და სახეზე ნაზად ჩამოუტარა გაშლილი ხელის გული. -რობი, გაიღვიძე -არაყის ბოთლი გამოაცალა მიძინებულს -რობი, აქ რატომ ზიხარ, ადექი ბიჭი ოდნავ შეიშმუშნა, თუმცა თვალები მაინც არ გაუხელია. იმ წამს, იმდენად მშვიდად სუნთქავდა, თითქოს თავის საწოლში იწვა, რბილი ბალიშებით გარემოცული. დეა მიხვდა, რომ ასე ვერაფერს გააწყობდა, ამიტომ, დერეფანში მდგომი, მინებიანი მაცივრიდან წყლის პატარა ბოთლი გამოიღო, კვლავ ჯაფარიძის წინ ჩაიმუხლა და ცივი სითხით დასველებული ხელი, ფრთხილად მოუსვა მთელ სახეზე. აი ამ ტაქტიკამ კი უკვე ნამდვილად გაჭრა. რობიმ ჯერ გვერდი იცვალა, შემდეგ დასველებულ სახეზე ჩამოისვა ხელები და ბოლოს, ცალი თვალიც გაახილა, ისეთი მზერით, რომელიც მხოლოდ ერთ შეკითხვას, "აქ საიდან მოვხვდი"-ს გამოხატავდა. -მიდი, ადექი, მოგეხმარები -მისი ბეჭის მკლავზე გადადება სცადა დეამ, წამოსაყენებლად, თუმცა მიხვდა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელები ხელს ძალიან უშლიდა და სწრაფად გაიხადა ისინი ერთმანეთის მიყოლებით. ამასობაში, რობიმაც დაარღვია დუმილი და ბოლოს და ბოლოს, ხმაც ამოიღო: -მართლა შენ ხარ? რეალური ხარ? -ჰო, მე ვარ რობინზონ, იმდენი დალიე ვეღარ მცნობ? -გაცინება სცადა დეამ, თუმცა ვერ მოახერხა. ახლა ნამდვილად არ იყო ის სიტუაცია, სადაც ხალისი ან ხუმრობა შეიძლებოდა და ამას, ვერც გოგონა აკეთებდა -სულაც არ ვარ მთვრალი -გააპროტესტა ბიჭმა, რის დასამტკიცებლადაც, დეას დახმარებზე უარი თქვა და დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე, ისე, როგორც ეს მის მდგომარეობაში მყოფს გამოუვიდოდა -მეგონა გვიან დაბრუნდებოდი -ჰო, მაგრამ შეცდი -გაშეშებული, მონუსხული შეჰყურებდა ჯაფარიძის ღამისფერ თვალებს, რომელშიც საკუთარ ანარეკლს ხედავდა -ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც საჭირო იყო -დეა . . . დეა, შეიძლება ჩვენ ორმა ვილაპარაკოთ? -რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა ჯერ ოთახში შეგიყვან, აქ, არც თუ ისე შესაფერისი ადგილია პირადი საუბრებისთვის -კლტეს გასაღები მოარგო ამის თქმისას, კარი ფრთხილად შეაღო და როგორც კი შიგნით შევიდა, იგრძნო, როგორ მიჰყვა უკან რობიც. ნომერში სრული სიბნელე იყო. იქაურობას, მხოლოდ ფარდებს შორის დატოვებული ნაპრალიდან შემოჭრილი მთვარის ვერცხლისფერი შუქი ანათებდა, სინათლის დახრილი სვეტივით რომ ეცემოდა იატაკს. -შუქი არ აანთო რა -ჩაესმა რობის სიტყვები ოთახის იმ კუთხიდან, სადაც, სავარძელი იდგა და მალე, ხმითაც მიხვდა, რომ ბიჭი სწორედ მასში ჩაესვენა -კარგი, არ ავანთებ -მაშინვე შეჰპირდა. მერე, ცოტა ხნის წინ, რობისთვის გამორთმეული არაყის ბოთლი მაგიდის ზედაპიზე შემოდო, ფეხსაცმელები კარადაში შეინახა და საწოლზე ჩამოჯდა -რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი? რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია ჯაფარიძეს. დეამ ისიც კი იფიქრა ხომ არ ჩაეძინაო, თუმცა როგორც კი ეს გაივლო გონებაში, სწორედ იმ წამს მოესმა ბიჭის სიტყვები: -იცი, რისი თქმა მინდოდა მაშინ, როდესაც ტბასთან გაკოცე? -მართალია, სიბნელის გამო სახეზე ვერ ხედავდა, თუმცა დეა დარწმუნებული იყო, რომ მოცემულ მომენტში იღიმოდა ჯაფარიძე -რისი? -ხმის კანკალით იკითხა მან. პასუხსაც არ დაუგვიანია: -მინდოდა მეთქვა, ჭირსაც წაუღია ჩვენი მეგობრობა, მე, შენ როგორც ქალი ისე მინდიხარ-მეთქი -აღიარა და თითქოს ათტონიანი ლოდიც მოეხსნა გულიდან, საშინლად რომ ამძიმებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში -ვიცი, ახლა დიდი ხნით გაჩუმდები და ვერაფერს მეტყვი, ბუნებრივიცაა შენი რეაქცია, მაგრამ აღარ მსურს ეს სიმართლე კიდევ დიდხანს მქონდეს ჩაკეტილი. კარგად მიცნობ და ხვდები, ყველაზე მეტად თვალთმაქცობას ვერ ვიტან. მინდა მთელი სიმართლე გიამბო და დამპირდი, რომ სანამ ბოლომდე არ დავასრულებ, არ გამაწყვეტინებ ვერც ერთი ხელსაწყო და ვერც ერთი გამოცდილი ექიმი ვერ შეძლებდა იმ მომენტში დეას გულისცემის რიტმის გაზომვას, იმდენად არანორმალურად ფეთქავდა ეს უკანასკნელი. წამების წინ მოსმენილმა სიტყვებმა, თითქოს ერთი დიდი ტორნადო შექმნეს მის შიგნით, რომელიც დაუსრულებლად ატრიალებდა ყველა იმ მომენტს, რაც კი რობისთან ერთად ჰქონდა გამოვლილი. თვალწინ უამრავმა კადრმა ჩაურბინა- მაგალითად იმან, თუ როგორ თამაშობდნენ ეზოში პლასტმასის ხმლებით, როგორ ასხამდნენ ერთმანეთს წყალს საცურაო აუზში ბანაობისას, როგორ ცდილობდა ჯაფარიძე მისთვის ცურვის სწავლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, დეას წ'ყლის ფობიასთან მაინც ვერაფერს გახდებოდა. გაახსენდა როგორ ჩაეხუტა პირველად, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, რა ლამაზი დღეები გაატარეს ერთად სვანეთში, და კიდევ სხვა მრავალი წვრილმანი, რაც სამუდამოდ დარჩებოდა გოგონას მეხსიერებაში, როგორც განსაკუთრებულობის ზენიტში მყოფი ცხოვრებისეული დღეები. -რობი, ნუთუ . . . -თუმცა, დაწყებული წინადადების დასრულება აღარ დასცალდა: -დეა, უბრალოდ დამპირდი, რომ არ გამაწყვეტინებ, გთხოვ. ეს ახლა ძალიან მჭირდება გოგონამ, მხოლოდ რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ დაუქნია თავი დასტურის ნიშნად, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ბიჭი ღამის სიბნელეში ვერაფერს დაინახავდა და თანხმობა სიტყვებითაც გამოხატა: -კარგი, გპირდები -მერე ცოტა ხნით დააყოვნა და დაამატა -ყურადღებით გისმენ კვლავ დუმილი ჩამოვარდა რამდენიმე დამღლელი წამის განმავლობაში. დეა ყველანაირად ცდილობდა, ჩამოწოლილ სიშავეში, როგორმე რობის სახის გამომეტყველება გაერჩია, თუმცა ფანჯრიდან მკრთალად შემოსული მთვარის ნათება, ამისთვის ნამდვილად არ იყო საკმარისი. -სულ პირველად, შენდამი დამოკიდებულებაში, ცვლილება თხუთმეტი წლის ასაკში შევატყვე საკუთარ თავს -სრულიად მოულოდნელად მოესმა ის ხმა, მოუთმენლობაში მთელი სხეულით გადავარდნილი რომ ელოდა, დაჭიმული ნერვების თანხლებით -მახსოვს მაშინ შენი ბიძაშვილის დაბადების დღე იყო, რესტორანში აღნიშნავდა და რადგან ანტონი წამოსვლას ვერ ახერხებდა, თანმხლებ პირად გაყოლა მე მთხოვე. იმ საღამოს პირველად ჩაიცვი ქალურად, პირველად გაიკეთე მაკიაჟი და პირველად გამოკვეთე ყველაფერი ის, რასაც აქამდე შენს ორი ზომით დიდ მაისურებსა და ჯინსებში მალავდი. პირდაპირი გაგებით, სუნთქვა შემეკრა, როდესაც იმ წითელ კაბაში გამოწყობილი დაგინახე. ვერც კი წარმოიდგენ როგორ ძალიან ვეცადე, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ ვეღარაფრით აღგიქვი იმ დეად, ვისაც ეზოში ფეხბურთს ვეთამაშებოდი და ვისი მძიმე ჩანთაც ყოველ დილით მე დამქონდა სკოლაში. მაშინ შენ უკვე ქალი იყავი. მიმზიდველი ქალი, ვინც გარშემო ყველას ყურადღებას იქცევდა და ვისაც ყველა შენატროდა -აქ, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, ოდნავ ჩაახველა და კვლავ განაგრძო -გარკვეული დრო არაფერი მითქვამს, ვაკვირდებოდი შენს ქცევებს, დამოკიდებულებას, რათა შემემოწმებინა ცალმხრივი იყო ეს გრძნობები, თუ არა, მაგრამ ასეთი გზით ბევრი ვერაფერი გავარკვიე. მერე გადავწყვიტე, რომ ფარულად რამის გარკვევას ისევ პირდაპირი გზით შეკითხვის დასმა სჯობდა და სწორედ ეს დავისახე მიზნად. მახსოვს, მაშინ ჩემი დაბადების დღე იყო. იმ საღამოს ისე უგონოდ დათვერი, შენს სართულზე ჩემი ასაყვანი გახდი და მაშინ ჩავთვალე, რომ შეკითხვის დასასმელად ყველაზე შესაფერისი დრო იყო, რადგან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ყველანაირად გულწრფელი იქნებოდი. ალბათ აღარც კი გახსოვს, რა მითხარი მაშინ, როცა გკითხე, რამე განსხვავებულს თუ გრძნობ, როცა ასე თამამად გეხები-მეთქი -მაინც რა გიპასუხე? -ხმის კანკალით აღმოხდა დეას. არც კი სჯეროდა, რომ ახლა, ნამდვილად ისმენდა ამ ყველაფერს თანაც ვისგან? იმ ადამიანისგან, რომელსაც, ღვიძლი ძმისგან არაფრით განასხვავებდა ერთ დროს. ახლა კი . . . ახლა ყველაფერი ძირფესვიანად შეცვლილიყო. -მიპასუხე, რა მიზიდულობა უნდა ვიგრძნო იმ ბიჭის მიმართ, ვინც ბავშვობაში ჩემი კაბის ბოლოთი იწმენდდა ცხვირსო -მწარედ ჩაეცინა რობის ამის თქმისას -მაშინ ყოველგვარი იმედი დავკარგე იმისა, რომ ჩემში ოდესმე მამაკაცს დაინახავდი. გადავწყვიტე, რაც ვიგრძენი ღრმად ჩამემარხა ჩემში და შენთან ურთიერთობაც ისე გამეგრძელებინა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყო. მერე, უეცრად თიკა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ ხასიათითაც და გარეგნულადაც შენს თავს მაგონებდა. შეიძლება უსამართლო ვიყავი მაგ გოგოს მიმართ, ვაცნობიერებდი კიდეც ამას რაღაც მხრივ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მაინც ვცდილობდი მასში შენ მეპოვე, შენი ხასიათიდან რაც შეიძლება მეტი შტრიხი დამეჭირა და სწორედ ამიტომ მივეჯაჭვე ამდენად. ზუსტად მაგიტომ მომინდა ამერიკაში სასწავლებლად გამგზავრება თიკას ღალატის გაგებისას. გოგო, რომელიც მასში დავინახე, შენ იმდენად გგავდა, მისი სულიერად დამახინჯება ვერ ავიტანე. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს აღარც ის მყავდა, აღარც შენ და აღარც არავინ ამ ქვეყნად. მჭირდებოდა მაშინ აქედან წასვლა დეა. იმდენად მჭირდებოდა, რომ ვერავის თხოვნა ვერ გამაჩერებდა თბილისში -ანუ ამიტომ წახვედი? -ხმის ამოსაღებად ძლივს იპოვა ძალა გოგონამ. როგორ უნდოდა ახლა ჯაფარიძის სახის დანახვა, თუმცა რახან ამას ვერ ახერხებდა, საწოლზე ზურგით გაწვა და თვალები დახუჭა პასუხის მოლოდინში. -ჰო, ზუსტად მაგიტომ -ფეხზე წამოდგა რობი, საწოლზე დეას მსგავსად გაწვა, ზურგით და გოგონას თითები ფრთხილად მოიქცია თავისაში -იმიტომ წავედი, რომ მეგონა შენგან შორს ყოფნა, ყველაფერს დამავიწყდება. ვიფიქრე კიდეც, საბოლოოდ ამოვიგდე გონებიდან-მეთქი, მაგრამ კვლავ გამაბი. ახლა უკვე მშვენივრად ვხვდები, რომ არაფერიც არ შეცვლილა, პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდა. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა. ჯაფარიძის ამგვარ სიახლოვეს, თითქოს სრულიად სხვა სამყაროში გადაჰყავდა. ახლა, მის გვერდით აღარ იწვა ბავშვობის მეგობარი. ეს მამაკაცი სრულიად სხვა იყო. აბსოლუტურად სხვა და ამას სრული სიცხადით გრძნობდა, ისევე, როგორც მეგობრის მიმართ უწინდელი დამოკიდებულების ნელ-ნელა გაუფერულებას. -რობი . . . შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხო? -დამისვი -ოდნავ მისუსტებული ხმით, მაშინვე მიუგო ბიჭმა. დეას თითებზე თამაშს კვლავაც არ წყვეტდა, რითაც აზრებს საბოლოოდ უბნევდა ისედაც არეულ გოგოს. -მაინტერესებს, ხვალ, როცა გაიღვიძებ და ფხიზელი გონება გექნება, ინანებ იმ ყველაფერს, რასაც ახლა ახადე ფარდა? -არასოდეს! -წამითაც არ დაფიქრებულა რობი ისე დაბრუნა პასუხი -უბრალოდ გთხოვ, ნუ განმსჯი იმის გამო, რომ ჩვენს მეგობრობას ვერ ვუერთგულე. ეს თავისდაუნებურად მოხდა. თვითონაც კი ვერ გავიგე, ისე გახდი ყველაზე სასურველი ქალი ჩემთვის -მხურვალედ აკოცა გოგონას ხელს ამის თქმისას, თავი მხარზე ჩამოადო და ისე მოეხვია, რომ საკუთარი გულის ცემის ხმა, უკვე ყურებშიც კი ცხადად ჩამესმა დეას. საბოლოოდ გათიშვამდე, ჯაფარიძეს ჩურჩულით დასცდა შემდეგი სიტყვები: -ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ დეა . . . გიჟურად, ლამაზი . . . 8 8 8 8 დილის რვა საათი იყო, როდესაც, დეამ თვალები გაახილა და პირველი, ვინც მოიძია, ეს ჯაფარიძე იყო, მთელი ღამის განმავლობაში რომ გვერდით ეწვა საწოლში. ზედმეტად უჩვეულო გამოდგა გოგონასთვის ის ღამე. საათების განმავლობაში, თვალს მხოლოდ იმიტომ არ ხუჭავდა, რომ კომოდზე, მკრთალად მანათობელი სინათლის ფონზე, შეუჩერებლად და დიდი სიფაქიზით მოფერებოდა თავის გვერდით მძინარე რობის სახეს, აკვირდებოდა მის თითოეულ ნაკვთს, ისე, თითქოს ახლახანს იწყებს ამ ადამიანის შეცნობასო და უკვე ნათლად რწმუნებოდა იმაში, რომ თემოსთვის უარის თქმის მიზეზი, არც ისეთი ბუნდოვანი იყო, როგორც საწყის ეტაპზე ჩანდა. გოგონამ საწოლიდან თავი ელვის სისწრაფით წამოსწია და როგორც კი ჯაფარიძე თავის გვერდით ვერ იხილა, ანერვიულებულმა დაიწყო თვალების აქეთ-იქით ცეცება. ნამდვილად არ სურდა ეს დილა ისე დაწყებულიყო, მასთან არ ესაუბრა, არ გაეგო, გუშინდელი ღამიდან რა ახსოვდა, რა არა, ან ნანობდა თუ არა სკივრში ჩაკეტილი სიმართლის სააშკარაოზე გამოტანას, მიუხედავად ბიჭის ნათქვამისა, რომ ამის გამო სინანულს ყველაზე ნაკლებად აპირებდა. დეასდა საბედნიეროდ, წასული არ აღმოჩნდა რობი. ოთახიდან აივანზე გასასვლელი მინის კარიდან, გოგონამ კარგად დაინახა, იქ, ზურგით მდგომი ჯაფარიძე, ვინც უძრავად, ლამის ქანდაკებასავითაც კი ჩამომდგარიყო და მილიმეტრითაც არ მოძრავდებოდა, არც მარჯვნივ და არც, მარცხნივ. დეამ ჰაერი ისე ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს, ფილტვებს წინასწარ მარაგს უკეთებს, მომავალი უჟანგბადობისთვისო. ჯერ კიდევ თავის შინდისფერ კაბაში გამოწყობილმა, ისე, რომ ფეხზე ჩაცმაც კი არ გახსენებია, უხმაუროდ გააბიჯა აივნისკენ, იქამდე მიღწეული წამით ზღურბზლზე შედგა, საკუთარ თავში ძლივსძლივობით მოძებნა თავდაჯერების მომგვრელი სიმშვიდის პაწაწინა მარცვალი, მერე კი, გაიფიქრა "რაც არის, არისო" და კვლავ იმავე ადგილას უძრავად მდგომ, მდუმარებაში ჩაძირულ ჯაფარიძეს ამოუდგა გვერდით. ბიჭს კვლავ არ მოუტრიალებია თავი. ის, რომ დეას მოსვლა გაიგო, მხოლოდ ტუჩის კუთხეში ოდნავ გამკრთალი ღიმილით გამოხატა, რისი შემჩნევაც ნამდვილად არ გასჭირვებია მისი დაკვირვებით გართულ გოგონას. ამ მცირედმა ღიმილმა, საუბრის დასაწყებადაც შემატა ძალა და მეტად აღარ მოუცდია ისე ჰკითხა: -რამდენი ხანია, რაც აქ დგახარ? -არც ისე დიდი -იყო პასუხი. დეამ, ქვედა ტუჩის ენის წვერით გაისველა, აივნის მოაჯირს ხელები მოუჭირა და რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, მორიგი კითხვაც გააჟღერა: -რობი, გთხოვ გულახდილად მითხარი, გუშინდელი სიტყვებიდან რამეს ნანობ? -უყურებდა და მთელი არსებით სურდა პასუხი დადებითი არ ყოფილიყო. იმისიც ეშინოდა, რომ ბიჭი ეტყოდა, წუნახდელი ღამიდან ბევრი აღარაფერი მახსოვსო. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილი გოგონას შიშებიდან, არც ერთი მათგანი არ გამართლებულა. -ეგ კითხვა, წუხელ ხომ უკვე დამისვი დეა? -კვლავ ძლივსშესამჩნევი ღიმილი აჩნდათ რობის ტუჩებს აღნიშნულ მომენტში -შეიძლება უზომოდ ნასვამი ვიყავი და ბოდიშს გიხდი ჩემი ამ მდგომარეობაში ყურება რომ მოგიწია, მაგრამ იქედან რაც ვთქვი, საერთოდ არაფერს ვნანობ. გულწრფელობას ოდნავადაც არ ვინანებ, მე კი, მაშინ ყველაზე გულწრფელი ვიყავი შენთან -რობი . . . ეს . . . ეს რაღაც ძალიან მეუცნაურება, იცი? -არის კიდეც უცნაური -ოდნავი ღიმილითა და სივრცეს მიშტერებული დაეთანხმა ბიჭი -თუმცა თავს ისე კარგად არავისთან ვგრძნობ, როგორც შენთან. თითქოს ყველანაირად მავსებ. შენი წუწუნის მოსმენაც კი მიყვარს. მომწონს, როგორც აწვალებ ბეჭდის თვალს არათითზე, როცა რამეზე ფიქრობ, კიდევ შენი თმა მომწონს, შენი ნაზი კანი, შენი ტუჩები, ღიმილი, მადისაღმძვრელი სხეული -იმხელა გრძნობით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, დეას სუნთქვაც კი უჭირდა და ეჩვენებოდა, რომ ჰაერის უკმარისობა დაახრჩობდა -საერთოდ არ მეშინია ამის აღიარების იცი? არ მეშინია, რადგან ერთხელ ვცხოვრობ და იმ ერთ ცხოვრების სიყალბეში გატარება ნამდვილად არ მინდა. უნდა იცოდე, რომ ჩემში გიჟურ სურვილებს აღვიძებ. ახლაც კი ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გაკოცო და თავს გაცილებით მეტის უფლებაც არ მივცე -რობი, გულისცემას ვეღარ ვაკონტროლებ, გაჩუმდი -განწირული ხმით ამოილაპარაკა. სწორედ იმ დროს, ჯაფარიძის მუქ თვალებსაც შეეჩეხა, უდიდეს სითბოს რომ ასხივებდნენ მისი ყურებისას. ბიჭი ძალიან ნელა, მოზომილად მიუახლოვდა დეას, მარცხენა მხარეს მფეთქავ ორგანოზე ხელის გული მიადო, ცხვირი მის თმებში ჩარგო და ისეთი დაბალი, მომხიბვლელი ხმით დაილაპარაკა, სიამოვნებისგან თვალებიც კი ინსტიქტურად დაეხუჭა გოგონას. -რას გრძნობ, როცა შენთან ამდენად ახლოს ვარ? როცა ასე თამამად გეხები და ერთმანეთს მილიმეტრიც არ გვაშორებს? -ჰკითხა მან, რვა წლის შემდეგ კიდევ ერთხელ, თან დეას თითებში, საკუთარი თითები ახლართა და საფეთქელზე ოდნავ შეეხო ტუჩებით -ნუ კანკალებ, ნურც იძაბები და ისე მიპასუხე -ვგრძნობ, რომ ძველებურად რობინზონს ვეღარ დაგიძახებ -მიუხედავად ბიჭის სიტყვებისა, გამბედაობის მოსაკრებად მაინც ხანგრძლივი პაუზის აღება დასჭირდა და ბოლოს, როგორც იქნა ხმაც ამოიღო -ვეღარ დაგიძახებ, რადგან შენში აღარაფერია ისეთი, რაც ჩემს საუკეთესო მეგობარს ჰქონდა. ახლა სრულიად სხვა ხარ. სასურველი, მიმზიდველი მამაკაცი ხარ და ეს ყველაფერი გონებას მირევს. ეს . . . როგორ უნდა მომხდარიყო ეს ასე მოკლე დროში? -აქ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დეა -ამჯერად სხეულზე აიკრა გოგონა, მაისურის შიგნით ხელები შეუცურა, და საბოლოოდაც გამოთიშა რეალობას -მთავარია, მთელი შენი სხეული მეუბნება, რომ ჩემთან გინდა. უბრალოდ გარკვეული დროა საჭირო, რათა ზოგიერთი რამ გადახარშო და თამამად დაადგე ჩემკენ მომავალ გზას. როცა ამას გააკეთებ, დარწმუნებული იყავი, რომ მე, ამ გზის ბოლოს ვიქნები, შენს დასახვედრად. უბრალოდ იფიქრე ამაზე, კარგი? დაჯექი, იფიქრე, თუნდაც რამდენიმე დღე ან კვირა და როცა საბოლოო დასკვნას გააკეთებ, კარგად იცი სადაც მიპოვო -მერე კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგონას, საბოლოო კოცნა შუბლზე დაუტოვა და ისე გაქრა აივნიდანაც და მისი ოთახიდანაც, რომ სიტყვის თქმაც აღარ დააცადა გრძნობების ქარ-ცეცხლში გახვეულ დეას, ვისაც, საკუთარი გული, ლამის ხელში ეჭირა იმ წამს და თვალწინაც მხოლოდ რობის ღიმილი ედგა, ყველაზე საყვარელ, საოცარ სანახაობას რომ წარმოადგენდა გოგონასთვის. 8 8 8 8 დაახლოებით საღამოს რვა საათი იყო, როდესაც, კოტეს, კარზე დარეკილი ზარის ხმა შემოესმა და ტელევიზორის წინ მჯდომი, მაშინვე მის გასაღებად გაემართა, ჰოლისკენ. დიდი, პლაზმური ეკრანი, ფილმ "ინტერსტელარს" აჩვენებდა, რომელსაც, შვილისშვილის კარგი რეკომენდაციის გამო, დიდი ინტერესით ჩაჯდომოდა ბატონი კოტე და უნდა ეღიარებინა, მოსწონდა კიდეც ამ სამეცნიერო ფანტასტიკისთვის თვალყურის დევნება. უკვე ოთხი დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც სვანეთიდან დაბრუნდა რობი. ამ დღეების განმავლობაში, დეასგან არაფერი სმენოდა. აღნიშნულის გამო, მთლიანად სამსახურზე გახლდათ გადართული, სადაც უკვე ისე მუშაობდა, როგორც რიგითი თანამშრომელი და არა, სტაჟიორი. კოტემ მისაღები ოთახი გაიარა, ვიწრო დერეფნის გავლის შემდეგ, კართანაც მივიდა და საკეტი ისე გადაატრიალა, სათვალთვალოში არც გაუხედავს. იმ წუთას, სტუმრებს ნამდვილად არ ელოდა, რადგან დაპატიჟებულიც კი არ ჰყავდა ვინმე, თუმცა ზღურბლის მეორე მხარეს, ნუკის დანახვამ მაინც ძალიან გაახარა და მეტად თბილად შემოიპატიჟა სახლში გოგონა. -მოდი შვილო, მოდი -ზურგზე ხელი მოხვია და ისე შემოიყვანა იგი სახლში კაცმა -რობი თავის ოთახშია, ახლახანს დაბრუნდა, კარგ დროს მოსულხარ -ჰო, ვიცი ამ დროს რომ ბრუნდება ხოლმე -საკუთარი თავი გასცა ნუკიმ, თუმცა ენაზე კბენა უკვე გვიანი იყო, ამიტომ, საუბრის თემის ოსტატურად შეცვლა მოევლინა ერთადერთ მხსნელად -თქვენ როგორ ხართ კოტე ბაბუ? ახალი რა არის? -რავიცი შვილო, ახალი რა უნდა იყოს? -ღიმილით აიჩეჩა მხრები კაცმა -თქვენს ასაკში მე აღარ ვარ, თავგადასავლებს რომ ვეძებდე და სამსახურის მერე თუ ხანდახან დომინოს ვუბრახუნებ მეზობლებთან ერთად, მაგან არა მგონია დაგაინტერესოს ნუკის გულიანად გაეცინა კაცის სიტყვებზე. რობის სახლში, პირველად ნამდვილად არ იყო და კოტესაც საკმაოდ კარგად იცნობდა, თუმცა დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ამ სახლში ფეხი არ შემოედგა. სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ, ერთხელაც კი არ ენახა ჯაფარიძე, რის გამოც, გადაწყვიტა დღეს შინ სტუმრებოდა და თავის დაბადების დღეზეც შეეხსენებინა, რათა გაეგო, აპირებდა თუ არა მოსვლას. -მიდი შვილო, შენ რობისთან შედი და მე მანამდე ჩაის გაგიკეთებთ -შესთავაზა მას კოტემ, რითაც აშკარად კმაყოფილება მოჰგვარა ნუკის სახეს -დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -მაინც შესთავაზა ზრდილობის გულისთვის -შენ მაგაზე არ ინერვიულო, მივხედავ მე აქ ჩემს საქმეს, შენ კიდევ, შენი გააკეთე -ორაზროვნად ჩაუკრა თვალი კაცმა, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა ღიმილით უეცარი სტუმარი და თვალებით, რობის საძინებლის კარისკენ ანიშნა. ნუკისაც მეტი რა უნდოდა? უკვე კარგად ხვდებოდა, რომ კოტე, მათი ურთიერთობის საკმაოდ აქტიური მომხრე იყო, ამიტომ, გულგამაგრებული მიადგა ოთახის კარს და მასზე, შუაში მოხრილი საჩვენებელი თითით მიაკაკუნა. კაკუნს რეაგირება არ მოჰყოლია. ნუკიმ, მეორეჯერაც სცადა, თუმცა ამაოდ. მესამე მცდელობაზეც რომ კრახი განიცადა, მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, საძინებლის ზღურბლს მისი მეპატრონის თანხმობის გარეშე გადაებიჯებინა და ჩამოსწია კიდეც კარის საკეტი, შიგნით შესასვლელად. ნუკისდა გასაკვირად, ოთახში არავინ იყო. მხოლოდ გაშლილი ლეპტოპი იდო საწოლზე, სადაც, ინსტაგრამზე ატვირთული დეას ფოტო იყო გახსნილი, მინდორში რომ ყვავილების გვირგვინით იჯდა და უკან, კავკასიონის ქედი მოუჩანდა ფონად. ეს ფოტო, რობიმ თავად გადაუღო, სვანეთში ყოფნის დროს, ერთ-ერთი სეირნობისას. მასში იმდენად ბუნებრივად, ლაღად და ხალისიანად გამოიყურებოდა გოგონა, თითქოს მთელი მსოფლიოს ბედნიერებას, მხოლოდ თვითონ იტევსო. ნუკის მწარედ ჩაეცინა და ლოგინზე ჩამოჯდა. სწორედ ამ დროს, აბაზანიდანაც მოისმა ნაბიჯების ხმა და სულ მალე, თაფლისფერი კარიდან, წელს ზემოთ შიშველმა, პირსახოცშემოხვეულმა ჯაფარიძემაც გამოაბიჯა, აშკარად გაკვირვებული მზერით რომ შეხვდა თავის საწოლზე ჩამომჯდარი, მოულოდნელი სტუმრის დანახვას. -ნუკი? -ეჭვით დააწვრილა თვალები ამ სახელის წარმოთქმისას -აქ რას აკეთებ? -შენ გელოდებოდი -მიუგო გოგონამ ოდნავ ნაღვლიანი ხმით, თუმცა ნახევრად ჩაუცმელი ბიჭის დანახვზე სახე აელეწა და თავი გვერდზე გაატრიალა. რობიც მაშინვე მიხვდა ამ უხერხული გამოხედვის მიზეზს, ამიტომ, პირდაპირ კარადასთან მივიდა, ტანსაცმლის გამოსაღებად. -აივანზე დამელოდე, ჩავიცვამ და გამოვალ -უთხრა მან გოგონას, თან ისიც შეამჩნია, რომ ლეპტოპი სულ სხვა რაკურსით იდო საწოლზე და არა ისე, როგორც თავად დატოვა აბაზანაში შესვლის წინ. მიუხედავად ამისა, ნუკისთვის არაფერი უკითხავს, უბრალოდ თვალი გააყოლა აივნისკენ მიმავალს და როგორც კი თავისი საძინებლიდან გასული დაიგულა, მაშინვე ამოიცვა ქვედა უჯრიდან გამოღებული Calvin Klein-ის ტრუსი, ჯინსის შარვალთან ერთად. სანამ რობი თავის ოთახში იცვამდა, ნუკი ეზოში, ფეხბურთის ბურთზე გაკიდებულ ბავშვებს დაჰყურებდა მერვე სართულიდან და კვლავ ის ფოტო უდგა თვალწინ, ცოტა ხნის წინ რომ ნახა რობის ლეპტოპში გაშლილი. ნუთუ სიმართლე იყო ის, რაც მთელი ეს პერიოდი პარაზიტი ჭიასავით უღრღნიდა გულს? ნუთუ მართლაც ხდებოდა რაღაც მეტი ამ ორს შორის და ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ სიმართლეს? ეს ფიქრები, უზომოდ აშინებდნენ ნუკის გულს. ეშინოდა იმის მოსმენის, რისი გაგებაც მასში იმედს ჩაკლავდა, მაგრამ გაურკვევლობაში ყოფნას, მაინც სიმართლის ერთხელ და სამუდამოდ დადგენა არჩია, რის გამოც, მკაცრად დაისახა მიზნად, რობისთვის ყველაფერი პირდაპირ ეკითხა, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე. გოგონამ ეზოში მოთამაშე ბავშვებს თვალი მოწყვიტა და მოაჯირს ზურგით მიეყრდნო. სწორედ ამ დროს, საძინებლის ფარდაც შეირხა და აივანზე, უკგე ჩაცმულმა რობიმ გამოაბიჯა, სველი თმითა და მამაკაცური ტანის გელის სასიამოვნო სურნელით, სიამოვნებისგან მაშინვე თვალების დახუჭვა რომ აიძულა ნუკის. -აბა, ყურადღებით გისმენ -ღიმილით შეჰყურებდა მას, ბიჭი -თუ გინდა, ოთახში დავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ -არა, სულ ერთია. რახან უკვე აქ ვართ, აქვე დავრჩეთ -კი ბატონო, როგორც გინდა -ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს შენთან -საშინელი პირის სიმშრალე იგრძნო ხმის კიდევ ერთხელ ამოღების თანავე გოგონამ, თუმცა მაინც არ გაჩერებულა -ოღონდ, იცოდე არ მომატყუო რობი, უკვე დაახლოებით ხვდებოდა, რაც წარმოადგენდა ნუკის ინტერესის სფეროს, ამიტომ, პასუხის გაცემაც არ გასჭირვებია. -შეგიძლია მკითხო, გპირდები არ მოგატყუებ -მართლა? -პატიოსან სიტყვას გაძლევ გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა საღამოს გრილი ჰაერი, ბიჭს თვალი მოაშორა და სივრცეში, ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებულმა ამოთქვა: -რობი, დეა შენთვის სასურველი ქალია, თუ უბრალოდ მეგობარი? -სასურველი ქალი? -ჩაეცინა ჯაფარიძეს, თან უარყოფის ნიშნადაც გადააქნია თავი -მაგაზე გაცილებით მეტია ნუკი. დეა ჩემი ოცნებაა. ისაა, ვისი სხვა მამაკაცის გვერდით ხილვაც, ფიზიკურ ტკივილზე გაცილებით უფრო ძლიერად მატკენს. ისაა, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მემეტება და სანამ მცირედი იმედი მაინც არსებობს, ვერავის დავუთმობ -ანუ რას ამბობ? გიყვარს? -ცრემლების ბურთი, ყელში შემაწუხებლად გაჩხეროდა გოგონას და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მალე ჰაერის უკმარისობა მოუღებდა ბოლოს -ჰო, მიყვარს -ორი წამიც არ დასჭირვებია ამ აღიარების გასაკეთებლად რობის და იმ მომენტში გააცნობიერა კიდეც, რომ თავისთვის თითქმის უცნობ ადამიანს გადაუშალა გული, თანაც ისეთ საკითხზე, თავად კოტესთანაც რომ არ ამოეღო ხმა -ვიცი, არც ისეთი სასიამოვნო მოსასმენია ეს შენთვის, მაგრამ უფლება გაქვს სიმართლე იცოდე და ჩემზე დროის კარგვას, იმ ადამიანის მოძებნა არჩიო, სათანადოდ რომ დაგაფასებს. მე ამისთვის არ გამოგადგები, ნუკი. არა მარტო შენ, არც არავის გამოვადგები იმის გარდა, ვისზეც ცოტა ხნის წინ გვქონდა საუბარი -და მან თუ იცის შენი გრძნობების შესახებ? უკვე უთხარი? -კი, საქმის კურსშია -მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვითონ არაფერი უთქვამს არა? -ვინ იცის, რა ნებისყოფად უჯდებოდა თვალის კიდეებთან მომდგარი ცრემლების უკან გაბრუნება ნუკის რობიმ, პასუხის გაცემის ფორმად, სიტყვების მაგივრად თავის დაქნევა არჩია შემდეგ კი, თვითონაც ჰორიზონტს გაუსწორა მზერა, ნუკის მსგავსად. -დეა ჯერ ვერც კი ხვდება როგორ გაუმართლა -კვლავ გოგონამ დაარღვია ათი წამის განმავლობაში გაგრძელებული დუმილი -შენნაირ ადამიანს რომ ვუყვარდე, ერთი დღეც კი არ ვიფიქრებდი ისე მივუძღვნიდი მთელ ჩემს ცხოვრებას. მე კი, მხოლოდ იდიოტი, საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული თაყვანისმცემლები მახვევია გარს, რომლებშიც, რამდენიც არ უნდა ეძებო, ვიზუალური მონაცემების გარდა, ვერანაირ ღირსებას ვერ იპოვი. -შენს ადგილას მაგაზე არ ვინერვიულებდი, ჯერ მთელი ცხოვრება წინ გაქვს -მის გამხიარულებას შეეცადა ჯაფარიძე, თუმცა გოგონას კვლავ მოღუშულმა გამომეტყველებამ დაარწმუნა, რომ ეს მთლად იდეალურადაც ვერ გამოუვიდა და თავადაც გაუფუჭდა ხასიათი. მიუხედავად მისი ბრალეულობის არ არსებობისა ამ ამბავში, ნუკის წინაშე თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა და არც ის სევდიანი გამომეტყველება ხვდებოდა გულზე სასიამოვნოდ, მისი მიზეზით რომ ჰქონდა გოგონას. -მგონი ჩემი წასვლის დროა. ისედაც გაუფრთხილებლად მოვედი -მკლავზე გადაკიდებულ ჩანთას, მხოლოდ დაძაბულობის შესანიღბად დაუწყო წვალება -კოტეს მადლობას გადავცემ ჩაისთვის, თუმცა მეეჭვება ახლა აქ კიდევ ცოტა ხნით დარჩენა და სამზარეულოს მაგიდასთან ფინჯნით ხელში დაჯდომა კარგი იდეა იყოს -პირიქით, მგონი მშვენიერი იდეაც არის -აშკარად შეეტყო, გოგონას გაშვებას არ აპირებდა რობი -დამიჯერე, ერთ დღეს ამ ისტორიაზე გაგეცინება და მერე, იმედი მაქვს მეგობრობასაც შევძლებთ -წინასწარ არაფრის თქმა არ მიყვარს -წინასწარ თქმა არ ვიცი, მაგრამ ჩაი რომ გიყვარს, მაგის შესახებ უკვე მაქვს ცნობები, ამიტომ, ჯერ არსად არ გიშვებ -მაჯაზე ჩაავლო ხელი ამის თქმისას, ოდნავ გაუღიმა და როგორც კი ნუკის თვალებში დარჩენაზე თანხმობა ამოიკითხა, საძინებლიდან გასასვლელი კარისკენაც წაიყვანა, რომლის მიღმაც, კოტეს უკვე დაემთავრებინა ჩაის დაყენება და სადაც იყო, ახალგაზრდების დასაძახებლადაც გამოემართებოდა. 8 8 8 8 -უჰ, ძლივს გადმოვჭერი გზა, რა გადატვირთული მოძრაობაა ამ ქუჩაზე -დეას გვერდითა სკამზე დაახეთქა თავისი ზურგჩანთა კრისტინამ და მალე, თავადაც ზედ ჩამოჯდა. ლანჩის დრო იყო. გოგონებს, თავიანთ საყვარელ კაფეში დაეთქვათ შეხვედრა და სამსახურიდან ცოტა ხნით გამოსულებს, ყავის დალევა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რამე წასახემსებელთან ერთად. რაც კრისტინა შვეიცარიიდან დაბრუნდა, მხოლოდ ერთხელ მოასწრო დეამ მისი ნახვა და ისიც ცოტა ხნით, რადგან პირველი რამდენიმე დღე, ძირითადად მონატრებულ მშობლებთან უწევდა დროის გატარება, მათივე დაჟინებული თხოვნის გამო. ამ მიზეზით, დეამ ვერც თავისი იმ თავგადასავლების მოყოლა შეძლო, სვანეთში რომ გადახდა და ამას სწორედ დღეს და ახლა აპირებდა. -კრის, ერთხელ მაინც დაჯექი რა, ნორმალური ადამიანივით ამ სკამზე. როცა შემოდიხარ და მიახლოვდები, ასე მგონია ყველა ჩვენ გვიყურებს -წუწუნით დადო დეამ თავის მობილური, რომლითაც გოგონას შემოსვლამდე გაჰყავდა დრო. -ოო, შენ კიდე რით ვერ შეეჩვიე? რა ვქვნა, დედაჩემი სულ სამსახურში იყო და მამაჩემი ნამდვილად ვერ ჩამიტარებდა იმის გაკვეთილებს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლედი -კარგი, კარგი, ნუ ტლიკინებ და მომისმინე, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს! -მაცადე ჯერ რამე შევუკვეთო, დღეს არაფერი მიჭამია და ზომბს ვგავარ -შავი, ტალღოვანი თმა ცხენის კუდად აიკრა გოგონამ, მენიუში ცხვირი ჩაყო და სულ მალე ამოარჩია სასურველი საჭმელი -აუ მე კარტოფილი ფრის ავიღებ, კოტლეტთან ერთად, თან ყავასაც დავაყოლებ ბოლოს, შენ რას იზამ? -ყავა და დიეტური მაფინი ავარჩიე, სანამ შენ მოხვიდოდი -რაო დეაკო, სვანეთმა გაგასუქა და ახლა დიეტაზე შეჯექი? -დასცინა, თან მიმტანის დასაძახებლადაც ასწია მარჯვენა ხელი. -სულაც არა, მხოლოდ ორასი გრამი მოვიმატე და იმასაც მალე მოვუღებ ბოლოს -აბა შენ იცი, წარმატებები . . . გოგონებმა მიმტანს ყველაფერი ზედმიწევნით ჩააწერინეს, არჩეულს პატარა ზომის კრუასანებიც დაამატეს და დაწესებულების სწრაფი მომსახურების წყალობით, ორ წუთში, სასურველი შეკვეთა უკვე მაგიდაზეც ედოთ. დეას მეტად აღარ მოუცდია. თუკი მთელი ეს დრო, ყველაფერს თავის გულში ინახავდა, ახლა წერტილ-მძიმით მოუყვა კრისტინას მესტიაში გატარებული ყოველი დღის შესახებ. უამბო თავის ზღაპრულ შვებულებაზე, თემოს ჩამოსვლაზე, მასთან სერიოზულ საუბარზე სპეციალურად ნაქირავებ კოტეჯში, რობის მოულოდნელ აღიარებაზე და იმ შოკზე, რაც აღნიშნულმა აღიარებამ მიაღებინა თავის დროზე. როცა ამ ყველაფერს ყვებოდა, თავი დრამატული სერიალის პერსონაჟი ეგონა, ვის ცხოვრებასაც სცენარისტის კალამი მატებდა ინტრიგასა და სირთულეებს. კრისტინაც, მათი მეგობრობის მანძილზე პირველად უსმენდა ასეთი სულგანაბული. თვალებსაც კი იშვიათად ახამხამებდა და თავის კარტოფილსაც ისე იღებდა თეფშიდან, ქვემოთ არც იყურებოდა, რათა დეას თვალებთან არ გაეწყვიტა კონტაქტი, ამბის მოსმენის პარალელურად. ყველაზე მეტად, იმ ნაწილის მოყოლა გაუჭირდა, როდესაც ანთებული კოცონის წინ აკოცა ჯაფარიძეს. ზუსტად იცოდა, კრისტინას რა რეაქციაც ექნებოდა ამაზე და არც შემცდარა. აქამდე თევზივით ჩუმად მჯდომ გოგონას წამებში გაუფართოვდა თვალები, ოდნავ ჩაეცინა და მაშინვე ათასი კითხვა მიაყარა მეგობარს: -რაა? ერთმანეთს აკოცეთ? ჯანდაბა, როგორი იყო? მოგეწონა? კარგად გამოსდის? ცხელი ტუჩები აქვს? -ოო, კარგი რა კრისტი -სიმწრის სიცილი აუვარდა დეას -ახლა მაგის დროა? -იმის დროა, რომ ბოლოს და ბოლოს, მაგ ბიჭს დაელაპარაკო და როგორც თავად გამოგიტყდა, ისე გამოუტყდე. ვერ ამჩნევ, რომ მასზე საუბრისას ხმაც კი სხვანაირი გიხდება? თემოსთან ურთიერთობა, მაინც დასასრულისთვის იყო განწირული და დასრულდა კიდეც. ახლა, ახალი გვერდი უნდა გადაფურცლო. ისედაც დიდი ხანია შენს პასუხს ელოდება და ღირსი იქნები ვინმემ რომ აგახიოს ახურებულ ლოყებზე ორივე ხელი ჩამოისვა დეამ. ნერვიულობა, სახის ყოველ მონაკვეთზე ეტყობოდა. მართალია, გულს საშინლად უნდოდა ყველაფერი დაფარულის სააშკარაოზე გამოტანა, თუმცა ის შიში, რომელსაც გონება უგზავნიდა, გაცილებით ძლიერი იყო სხვა დანარჩენზე. -იცი როგორ მეშინია კრის? -ლამის ამოიტირა მან -რა უნდა ვუთხრა? რა გავაკეთო? ალბათ, ბრინჯივით დავიბნევი, როცა ერთი-ერთში დავუდგები წინ გოგონამ კვლავ მორიგი კარტოფილის ნაჭერი გაიქანა პირისკენ და პასუხიც ნახევრად გამოტენილი პირით გასცა: -გოგო, ცოტა აზრზე მოდი -საფეთქელთან დაიტრიალა საჩვენებელი თითი მან -რას ჰქვია რა უნდა უთხრა?! მაგაზე თავიდანვე უნდა დაგეწყო ფიქრი. რა ხბოსავით დამიჯექი აქ? მე, შენ ხომ თავიდანვე გეუბნებოდი ილუზიაა ეგეთ ტიპში მხოლოდ მეგობარს ხედავდე-მეთქი? ასეთ სიმპათიურ ბიჭებთან მეგობრობა, უბრალოდ ზღაპარია და მეტი არაფერი -შენგან არც მიკვირს მსგავსი კომენტარი. ბიჭის და გოგოს მეგობრობის არასდროს გჯეროდა კრისტიმ, სიცილით მოიკვნიტა ღია მოცვისფრად შეფერილი ქვედა ტუჩი. -ცდები, მჯერა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიჭი ჰოლივუდის მსახიობს არ ჰგავს, შენი მეგობრის მსგავსად -რა თავისებური ხარ კრის -გაეცინა დეას და იმ წამს პირველად მოკბიჩა თავისი კაკაოსფერი მაფინი. -თავისებური კი არა, რეალისტი ვარ, ჩემო კარგო -ჯერ შესწორება შეიტანა მეგობრის სიტყვებში, მერე კი, მაგიდას დაეყრდნო ორივე მკლავით, თან ჩვეული, რენტგენული მზერაც არ დავიწყებია -რას აპირებ, დაელაპარაკები? -აუ, შენ თავს ვფიცავარ მართლა არ არის ეგრე ადვილი -შიშისგან, წარბები თავისდაუნებურად შეეჭმუხნა დეას -ერთხელ, როცა წლების წინ, მის დაბადების დღეზე ზომაზე მეტად დავლიე და სახლში რობის ავყავდი, მკითხა, რას გრძნობ, როცა ასე თამამად გეხებიო. იცი მე რა ვუპასუხე? თურმე მითქვამს, რას უნდა ვგრძნობდე იმ ბიჭის მიმართ, ვინც, ჩემი კაბის ბოლოთი იწმენდდა ცხვირს ბავშვობაში-მეთქი -ღრმად ჩაისუნთქა სიტყვებს შორის მცირეხნიანი პაუზის დროს და ბოლოს დაამატა:-ამით ყველანაირი გზა გადავუჭერი, რათა ჩემთვის ებრძოლა და ჩამომშორდა კიდეც. მერე ამერიკაში წასვლაც გადაწყვიტა და მთელი შვიდი წელი მამყოფა აგონიაში -ჰოდა, რატომ ვერ ხვდები, რამდენად იდეალური დროა ახლა წარსულის დასავიწყებლად და დაწყებული რევოლუციის ბოლომდე მისაყვანად? ძალები მოიკრიბე! ამ რევოლუციამ, მართალია თემო ჩამოაგდო ტახტიდან, თუმცა დამიჯერე ასე უკეთესიცაა, შენთვისაც და მისთვისაც, ვისაც ეს ტახტი ოდნავადაც არ ეკუთვნოდა -კარგი რა, ნუ ამბობ ეგრე -ჭამა ცოტა ხნით შეწყვიტა, რათა ამჯერად ყავა მოესვა -თავის დროზე ნამდვილად თემოსი იყო ეგ ტახტი, მაგრამ . . . -ჰო, როგორ არა -დასრულებამდე გააწყვეტინა დაწყებული წინადადება მეგობარს, თანაც მეტად უკმაყოფილო სახით -ლომიძე ისე გაინტერესებდა, როგორც მე, ჩემი წვინტლიანი თაყვანისმცემელი მამუკა, მეოთხე კლასში. უბრალოდ, ბავშვურად გაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ნომერ პირველი არ იყავი მისთვის და ანტონს აყენებდა შენზე წინ. -მორჩა, დავხუროთ რა ეგ თემა -გულის სიღრმეში, უკვე ხედავდა სიმართლის მარცვალს კრისტინას სიტყვებში და ამის გამო, ძველ დეას, ჩამოუყალიბებელ, თინეიჯერული ქცევების მქონე პიროვნებად თვლიდა, რაც ძალიან აღიზიანებდა დღევანდელი გადმოსახედიდან. კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ როგორც კი რობისთან მოსალოდნელ საუბარზე დაფიქრდებოდა, მაშინვე შინაგანი კანკალი ეწყებოდა. ამ ჯერზეც სწორედ მსგავსმა შეგრძნებამ შემოუტია. თუმცა, როგორც ჩანდა, კრისტი სულაც არ თვლიდა არაფერს სანერვიულოდ. -გითხრა ახლა რა უნდა ქნა? -გამჭოლ, სიმკაცრეშერეულ მზერას ერთი წუთითაც არ აშორებდა გოგონა. -მაინც რა? -რა და ამ წამსვე უნდა აიღო ტელეფონი, რობის დაურეკო, შეხვედრაზე შეუთანხმდე და ყველაფერი უთხრა, რაც ენის წვერზე გადგას. ეს საუბარი აღარ უნდა გადადო დეა! -კარგი, გთხოვ, რაღაც პერიოდი შვებულებაში გაუშვი სხვის ომში ბრძენობა და ამაზე არ მელაპარაკო. ისედაც მთელი სხეული მეძაბება, როცა ჩვენს კიდევ ერთხელ შეხვედრას წარმოვიდგენ -ფინჯანს ორივე ხელი მოხვია და თავისი ყავა მოსვა დეამ. მის შემხედვარე კრისტინას, უკვე მითმინება ეწურებოდა, რაც სულ მალე, სიტყვიერადაც გამოხატა: -ჰო, შენ აქ წამომიჯექი და ყავა წრუპე, ჩემი ძმის ოთახივით არეულ პირად ცხოვრებას კი მე დაგილაგებ, დამელოდე -თვალების ტრიალითა და მობეზრებული ტონით ამოთქვა მან, თუმცა მერე, სულ მალე ისეთი გამომეტყველება მიიღო, როგორიც, ძირითადად რაღაც იდუმალი გეგმის შემუშავების დროს აქვთ ხოლმე ადამიანებს, სახეზე. -დეაკო, მიდი ერთი წამით შენი ტელეფონი მათხოვე რაა -ხელგაშვერილმა სთხოვა მას კრისტინამ, თუმცა მეორე წამს, ისე დასტაცა ხელი მაგიდაზე, დეას თეფშის გვერდით მიდებულ მისსავე ტელეფონს, რომ მეგობრის ნებართვისთვის არც კი დაუცდია. -რად გინდა ჩემი ტელეფონი? -ამინდის პროგნოზს ვამოწმებ -შოკოლადის კრუასანის ჭამის პარალელურად მიუგო -ჰო მართლა, შენ რას შვრები სამსახურში? ცოტა ხნის წინ მოყოლილმა ამ ამბებმა სრულიად გადამავიწყა მეკითხა დეას, მართალია ცოტათი ეუცნარა მაინცდამაინც მისი მობილურით რომ მოუნდა კრისტინას ამინდის პროგნოზის შემოწმება, თუმცა ეჭვი არ აუღია და შეკითხვასაც უპასუხა: -რა ვიცი, ნორმალურადაა ყველაფერი. თუკი იმას არ ჩავთვლით, რომ რაც შვებულებიდან გამოვედი, ყველა ორ წუთში ერთხელ მიმეორებს, აქაურობას ძალიან აკლდიო -აუ ისე, არ გინდა სამუშაო საათების შემდეგ გამომიარო? -გაუკეთა მოულოდნელი შეთავაზება დაქალს -ჩვენს სახურავზე დავანთებდით კოცონს, თბილ პლედებს, პუფებსა და Power Bank-ს კი ჩემი ბინიდან ავიტანდით -დეას ტელეფონი, კვლავ უწინდელ ადგილას დააბრუნა გოგონამ და ისე განაგრძო:-ოღონდ მე ოდნავ დამაგვიანდება და შენ სახლის გასაღებს მოგცემ. შედი და სანამ დაბრუნდები, ძალიან ბევრი პოპ-კორნი გააკეთე, ბორნის ოთხივე ნაწილს ჩავუჯდეთ ერთად, თუკი ტელეფონებმა მაგდენ ხანს გაგვიქაჩა ყურადღების სხვა რამეზე მიმართვის გადაუდებელი საჭიროების მქონე დეას, აშკარად ჭკუაში ჩაუჯდა საღამოს გატარების მსგავსი გეგმა. განტვირთვა და გონების დამშვიდება ახლა ისე სჭირდებოდა, როგორც არაფერი ამ ქვეყნად, ამიტომ, საკმაოდ მარტივად დათანხმდა შემოთავაზებას. მეორეს მხრივ, გახარებულიც იყო, რადგან კრისტინა კვლავ სიმართლის თქმის აუცილებლობაზე არ უკითხავდა მოზრდილ ლექციებს, როგორც ამას ცოტა ხნის წინ აკეთებდა. -კი, რა პრობლემაა, დამიტოვე სახლის გასაღები -დაეთანხმა მხიარულად -სამსახურის მერე პირდაპირ იქ წავალ და სანამ დაბრუნდები, ყვეალაფერს მზად დაგახვედრებ საეჭვო კმაყოფილება გაჩნდა ამ ყველაფრის მოსმენისას კრისტინას სახეხე, თუმცა დეა კვლავაც ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს გამომეტყველება და სიმართლე რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ ჩაღრმავებია, რადგან მთელი ყურადღების იმ მაფინზე გადატანა ამჯობინა, ძალიან რომ ეგემრიელა პირველივე ჩაკბეჩის თანავე. -ჰოდა ძალიან კარგი, ანუ დღეს ფილმების მარათონი გვაქვს -ასე გამოდის -ლუკმის გადაყლაპვას არ დაელოდა და პირგამოტენილმა გასცა პასუხი. -დამიჯერე დეაკო, ეს საღამო არასდროს დაგავიწყდება -ორაზროვნად გაიჟღერა გოგონას მხრიდან ამ სიტყვებმა -იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, მადლობასაც გადამიხდი -მადლობას რატომ? -მაგაზე პასუხი დღის ბოლოს გეცოდინება -თვალი ჩაუკრა კრისტინამ, კვლავ თეფშზე დარჩენილ თავის ფრის მიუბრუნდა და სანამ დეა კიდევ ჰკითხავდა რამეს, მანამდე მიიღო პრევენციული ზომები: -კარგი, ამდენ კითხვას ნუ სვამ, დროზე დაასრულე შენი დესერტი და გავიდეთ, ორივეს გვიმთავრდება შესვენების დრო. 8 8 8 8 ვინაიდან, თავისი მანქანა პროფილაქტიკაში ჰყავდა დატოვებული, კრისტინას კორპუსამდე, ანდრომ მიიყვანა დეა, წინასწარ ნაყიდი, დიდი ბაუნტის შეკვრის სანაცვლოდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაზე საყვარელი შოკოლადი რომ იყო ბიჭითვის. ცივი საღამო იდგა. გარეთ, მჩხვლეტავი, სუსხიანი ქარი უბერავდა და ასფალტზე დაყრილ მტვერს, ჰაერში, თავის ჭკუაზე ისე ატრიალებდა, როგორც პლანტატორი, სპეციალურ ბაზარზე ნაყიდ მონას. ასეთი ამინდი საშინლად არ უყვარდა დეას. ყველანაირი ხასიათით მოსწონდა ბუნება-წვიმიანით, თოვლიანით, მზიანით, მაგრამ ქარი, მისთვის მუდამ საძულველი რამ იყო და ამ ფაქტს, ვერაფერი ცვლიდა დედამიწის ზურგზე. -ესეც ასე, დანიშნულების ადგილას უკვე მოგიყვანეთ, ქალბატონო დეა -მხიარულად აღნიშნა ანდრომ, ძრავის გამორთვისა და საქარე მინის ბოლომდე აწევის შემდეგ -კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ, თუ დღეისთვის თავისუფალი ვარ და შემიძლია შინ წავიდე? -თავისუფალი ხარ ჩემო სპარტაკო -სიცილით მიუგო გოგონამ, ღვედის გახსნის პარალელურად. -ოჰ, ახლა მონაც გამხადე -რა გინდა, საკმაოდ სიმპათიური იყო სპარტაკი -სიმპათიური ფილმებშია -დააზუსტა ანდრომ -ისე რა ვიცი მე, იქნებ ბებიაჩემის ბებერ მაიმუნს წააგავდა სიფათით? -ბებიაშენს მაიმუნიც ჰყავს? -არა, რა მაიმუნი, ბაბუჩემს ეძახის მოფერებით ეგრე ამის გამგონე დეას, უეცრად აუტყდა ხმამაღალი სიცილი და ალბათ, კარგა ხანს ვერ მოახერხებდა დაწყნარებას, ანდროს რომ არ დაეტყაპუნებინა მსუბუქად ხელი ზურგზე. -კარგი დეაკო, არ დაიხრჩო, ამოისუნთქე -ცოტათი თავადაც ეცინებოდა ბიჭს -მერე ეგეც მე დამბრალდება და შარის თავი სად მაქვს? ხომ დაინგრა ჩემი წვალებით აწყობილი კარიერა ზაურის აშენებული კედელივით? -ეს ზაური ვიღაა? -ვიღაა და აი, რაჭა ჩემი სიყვარული რომაა ფილმი და მეზობელს რომ კედელს აუშენებს, მაგ ზაურიზე მაქვს საუბარი დეას კვლავ გაეცინა. კოლეგებს შორის, ანდროსთან ყოფნა ყველაზე მეტად იმიტომ სიამოვნებდა და წამოყვანაც ზუსტად მას სწორედ იმიტომ სთხოვა, რომ ამ ადამიანთან ერთად განვლილი ოცი წუთიდან, თხუთმეტს სიცილში ატარებდა ხოლმე და დარჩენილ დროსაც, ძირითადად სულის მოთქმას უნდებოდა. -შენს თავს გეფიცები მაგრად თუ არ გაკლდეს -კრისტის ფანჯრებს ახედა გოგონამ ამის თქმისას, ბოლომდე რომ დაებნელებინა, თავისი საყვარელი ტონალობის, შავი ფერის ფარდებით. -თუ არ გაკლია, ეგეც ნაკლია ძვირფასო დეა -ეგ ვინმე ბრძენმა ადამიანმა თქვა? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით უყურებდა გოგონა. -კი, ბრძენმა ანდრომ თქვა ცოტა ხნის წინ -კარგი, ბრძენო ანდრო, სჯობს დაგემშვიდობო და ზემოთ ავიდე, თორემ ჩემი დაქალი მომკლავს, მინიმუმ ორი ჯამი პოპ-კორნი რომ არ დავახვედრო გაკეთებული, როდესაც სამსახურიდან დაბრუნდება -ეგ ის გოგო ხომ არ არის, ცოტა უცხოდ და მიმზიდველად ჩაცმული რომ გაკითხავს ხოლმე? -ინტერესით ჩაეკითხა ანდრო -შავი ფერის, ბოლოებში დატალღული თმა რომ აქვს და შოკოლადისა და თაფლის არომატით რომ ასხია ხოლმე სუნამო -რაო, რაო? -ლამის თვალები ამოსცვივდა ბუდიდან დეას ამ სიტყვების მოსმენაზე -ანდრიკო, მაგდენი რამ, მეც კი არ ვიცოდი კრისტინას შესახებ, შენ საიდან? -ჰო, რავი, ხშირად მოდის ხოლმე და ალბათ ამიტომ დამამახსოვრდა -შემთხვევით ხომ, ხომ არ მოგწონს კიდეც? -მოიცა, რა მომწონს, მისი სახელიც კი ახლა გავიგე -გოგონას ეჭვით დაწვრილებულ თვალებს მზერა აარიდა, კეფაზე გადაისვა ხელი, რამდენიმე წამით გაჩუმდა, მერე კი კვლავ გვერდით მჯდომს მიუტრიალდა და ზუსტად იმ მომენტში გასცა საკუთარი თავიც: -ისე ჰყავს ვინმე? დეამ სიცილით შემოჰკრა ტაში. -აჰა, ასეც ვიცოდი, გადასარევი ლოგიკა მაქვს! -ჯერ საკუთარი თავი შეიქო, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა მერე გაახსენდა -ამ ეტაპზე არავინ ჰყავს, თუმცა კრისტი ცოტა რთული ადამიანია და რამეს თუ გადაწყვეტ, სირთულეებთან შესაბრძოლებლადაც უნდა გქონდეს ხმალი ალესილი -ძალიან კარგი, მიზიდავს სირთულეები -თავდაჯერებით აღნიშნა ანდრომ. მერე კვლავ აამუშავა ძრავა და მაგნიტოფონშიც ააჟღერა საყვარელი მუსიკა -კარგი, ჩახტი ეხლა მანქანიდან, უკვე მეც მეჩქარება. ინფორმაციისთვის დიდი მადლობა და ბაუნტისთვისაც. როცა შევჭამ, გპირდები, აუცილებლად შენზე ვიფიქრებ -იცოდე ვიმახსოვრებ! -სიტყვის კაცი ვარ, ეჭვი ნუ შეგაქვს -გულზე ხელი მიიდო ამის თქმისას ანდრომ და დეაც სიცილით გადავიდა მანქანიდან, მას შემდეგ, რაც მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცა ბიჭს. კრისტის სართულამდე ლიფტის გამოყენებით ავიდა. მართალია მეოთხე სართული არც ისე რთული დაბრკოლება იყო, მაგრამ ქუსლიანი ფეხსაცმლით ნამდვილად ვერ მიიღებდა საფეხურების ავლისგან გამოწვეულ სიამოვნებას, ამიტომ, გადაწყვიტა ჯიბეში ხურდა მოეძებნა და ისევ "მოძრავი ყუთის" მომსახურებით ესარგებლა. სასურველ სართულზე სულ რაღაც ათ წამში ააღწია. ლიფტიდან გამოსულმა, კვლავ სადარბაზოში აღმოჩენის შემდეგ, კრისტის ბინის რძისფერი კარი, სხვადასხვა ბრელოკებით გადავსებული გასაღების ასხმით გააღო და შიგნით შესვლისას პირველი რაც გააკეთა, ეს, მტანჯველი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისგან გათავისუფლება იყო, ერთი ზომით პატარა რომ ეყიდა მაღაზიაში, იმის გამო, რომ მისი ზომა აღარ დარჩენოდათ და ახლა, ჩადენილი სისულელის შედეგებს იმკიდა. ფეხსაცმლის მოშორებამ, სასიამოვნოზე სასიამოვნო შვება მოჰგვარა გოგონას და ამჯერად, მეგობრის საძინებელში გასწია, მისი გარდერობიდან რამე თავისუფალი ტანისამოსის ამოსარჩევად. კრისტინას, დეასგან სრულიად განსხვავებული ჩაცმის სტილი ჰქონდა, თუმცა სახლში, მასაც სპორტული ტანსაცმლით უყვარდა სიარული და ამის გამო, გარდერობში უამრავი წყვილი ასეთი ტანსაცმელი მოეძებნებოდა. არც თუ ისე ბევრი ძებნის შემდეგ, დეამ არჩევანი ღია მწვანე ფერის სპორტულებზე გააკეთა, თავისი ერთიანი კაბას, საკიდზე დაკიდებულს მიუჩინა ადგილი გარდერობში და თმის აწევის შემდეგ, პირდაპირ სამზარეულოსკენ გასწია, დაპირებული პოპ-კორნის მოსამზადებლად. კრისტინას სახლში, თავს მუდამ ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. თითქმის ყველაფერი იცოდა, სად რა იდო, გინდ სამზარეულოში და გინდ, სხვა ოთახებში. სწორედ ამის გამო, პოპ-კორნის მოსამზადებელი სიმინდის პოვნა ოდნავადაც არ გასჭირვებია. მას, ყავისფერი კარადის ქვედა უჯრაში მიაკვლია, დიდი ტაფა კარგად გაახურა და საქმესაც შეუდგა. უნდა ეღიარებინა, ბავშვობიდან გიჟდებოდა სიმინდის გასკდომის ხმაზე. ასეთ მომენტებში, ყოველთვის თვალმოუშორებლად უყურებდა მზადების პროცესს, იმას, თუ როგორ გარდაიქმნებოდა თოვლის დიდი ფიფქივით რბილ მასად, ერთ დროს ქვასავით მაგარი სიმინდი და როგორ ცელქად ხტუნაობდა იგი ტაფაზე. გოგონამ, პოპ-კორნის მზადების პროცეში, მუსიკებიც ჩართო და Coldplay-ს პლეილისტის ფონზე, ორი დიდი ჯამი ისე გაავსო, თავადაც გაკვირვებული დარჩა. მერე ის შემოწმა ბოლომდე იყო თუ არა დატენილი Power Bank, თავის ტელეფონიც დასატენად შეაერთა და სწორედ ამ მომენტში, კრისტინას ზარიც შემოვიდა მის ნომერზე. -უკვე შენთან ვარ, კრის -ყურმილის აღების თანავე, ხმამაღალი კავშირი ჩართო დეამ -პოპ-კორნიც მოვამზადე და გელოდები. სად ხარ? -ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ, ათი ქულა! ახლა, ერთი რაღაც დაგრჩა გასაკეთებელი და თავისუფალი ხარ. მერე უკვე მეც მალე მოვალ -ახლა არ მითხრა ალადები გამოაცხვეო, მაგრად მეზარება -წინასწარ სცადა პრევენციული ზომების მიღება გოგონამ, თუმცა როგორც ჩანდა, კრისტის სრულიად სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში: -არა გოგო რა ალადები, პუფები აიტანე სახურავზე, სადმე ხომ უნდა დავსხდეთ? ცეცხლს რომ მოვალ მე თვითონ დავანთებ -ამხელა პუფები მარტომ უნდა ავათრიო? -კარგი, კარგი, ნუ წუწუნებ, მხოლოდ ერთი აიტანე და ლიფტით ადი, როგორმე გავიყოფთ და მოვთავსდებით -ჰო, ეგრე კიდევ შეიძლება. ისე, რამდენ ხანში მოხვალ შენ? -მალე მოვალ, მალე, უკვე ტაქსიში ვზივარ. მანამდე ის გააკეთე, რაც გითხარი. მიდი, ცოცხლად! -ოდნავ მოუთმენელი ტონით წარმოთქვა ბოლო სიტყვები და ყურმილი ისე დაკიდა, დეას საპასუხო სიტყვებს აღარ დალოდებია. ვინაიდან კრისტი უკვე გზაში იყო, გოგონამაც სწრაფად დაიწყო მოქმედება. მისაღებში, ყველაზე დიდი, წითელი პუფი ამოარჩია, გულზე აიხუტა და კვლავ სადარბაზოში გასვლის შემდეგ, მასთან ერთად შეაბიჯა ლიფტში. ვინაიდან კორპუსი თექვსმეტსართულიანი იყო, გოგონამ, რიცხვ თექვსმეტს მიაჭირა საჩვენებელი თითი და დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ, ციფერფლატზე მისი ანთების თანავე დატოვა კაბინა. საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, პატარა, ხვეული კიბის გამოყენებით ააღწია გოგონამ და აქეთ-იქით მოხედვის შემდეგ, სანამ შესაფერის ადგილს იპოვიდა დასაჯდომად, ცოტა ხნით პუფი ძირს დააგდო, რათა ხელები ოდნავ მაინც დაესვენებინა. შენობიდან მართლაც საოცარი ხედი იშლებოდა. ჩამავალი მზის ფონზე, ცა გარგარისფრად იყო შეფერილი, ხოლო ქვემოდან, ძალიან სუსტად თუ აღწევდა ქალაქის ხმაური. თუმცა ეს არ გახლდათ ყველაფერი. ამ ლამაზი პანორამის ფონზე, დეამ კიდევ დაინახა რაღაც ისეთი, რამაც უზომო გაოცება მოჰგვარა. წამით, ისიც კი იფიქრა მეჩვენება და ჩემი გონება აშკარად რაღაცას ურევსო, თუმცა როცა ხელზეც იჩქმიტა, თვალებიც მოისრისა და გამოსახულება კვლავაც არ გაქრა, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტური სინამდვილე იყო. სახურავის კიდესთან, დეასდგან საკმაოდ მოშორებით, ნამდვილად ჯაფარიძე მოჩანდა ზურგით მდგომი, ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და ისე უძრავად იდგა, როგორც მრავალი საუკუნის წინ, პომპეის ვულკანის ამოფრქვევისას შემონახული ადამიანის ფიგურა. დეას თვალები დაებინდა და მუხლებში აუხსნელი სისუსტე იგრძნო. რას აკეთებდა აქ რობი? ნუთუ, მის სანახავად მოვიდა? მაგრამ საიდან იცოდა, ზუსტად აქ რომ იქნებოდა? უამრავმა კითხვის ნიშანმა, გაზაფხულის ნაადრევი ყვავილებივით ამოყო თავი დეას გონებაში და სრული ქაოსი შექმნა. რაღაც პერიოდი, იქედან უკანმოუხედავად გაქცევაც მოუნდა, თუმცა მერე მიხვდა, რამდენად ბავშვური იქნებოდა მისი ასეთი საქციელი, მთელი არსებული და არარსებული ძალები შემოიკრიბა, ხმა ჩახველებით ჩაიწმინდა და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა სახურავის კიდესთან მდგომს. -რობი! -დაუძახა ხმამაღლა, თან კიდევ ერთხელ მოუწოდა საკუთარ "მე"-ს სიმტკიცისაკენ. რამდენიმე წამით, დაძახებაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ბიჭს, თითქოს არც არაფერი გაეგონა. დეამ, ისიც კი იფიქრა, ხმა ვერ მივაწვდინეო და უკვე მეორედ აპირებდა იგივეს გამეორებას, როდესაც რობი, ნელა მობრუნდა უკან, გოგონას პირდაპირ სახეში შეხედა და ზუსტად ისეთივე გაკვირვება ჩაუდგა თვალებში, როგორიც დეას ჰქონდა მისი პირველი დანახვისას. -დეა? -საიდან გაჩნდი აქ? -აშკარად ვერ ჩაწვდენოდა გოგონა სიტუაციის სიღრმეს. თუკი აქამდე ფიქრობდა, რომ რობი, აქ მის სანახავად იყო მოსული, ახლა უკვე, ბიჭის გაოცებული გამომეტყველება აეჭვებდა თავისი ვარაუდის სისწორეში. -სიმართლე გითხრა არც კი ვიცი -ოდნავ ჩაეცინა ჯაფარიძეს -შენი მეგობარი კრისტინა დამიკავშირდა დღეს, მითხრა ძალიან სერიოზული სალაპარაკო მაქვს, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს უტოლდებაო და აქ დამიბარა. თავადაც ვერაფერს მივხვდი აბლაბუდასავთ შეკრული ძაფი, თითქოს მაშინვე გახსნა რობის სიტყვებმა და დეასთვისაც უკვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახადა. გაახსენდა კრისტინასთან დიალოგი, მათ საყვარელ კაფეში, ის, თუ როგორ აძალებდა რობისთან დალაპარაკებას, როგორ მოეშალა ნერვები, როცა მეგობართან თავისი შეგონებებით ვერაფერს გახდა და როგორ გამოართვა გარკვეული ხნით ტელეფონი, თურმე ჯაფარიძის ნომრის ამოსაწერად რომ სჭირდებოდა და არა, ამინდის პროგნოზის სანახავად, როგორც თავად უთხრა. ახლა რომ გვერდით ჰყოლოდა, ალბათ სათითაოდაც კი დააცლიდა თმებს კრისტის, ამ ტყუილის გამო, თუმცა მეორეს მხრივ, უხაროდა კიდეც ასე რომ მოხდა. იცოდა, თავად კიდევ დიდხანს ვერ მოიკრებდა გამბედაობას რობისთან სასაუბროდ, შექმნილი სიტუაცია კი, პირდაპირ ცხვირით აჯახებდა სიმართლის თქმის აუცილებლობას და აღარც უკან დასახევ გზას უტოვებდა. -კრისტი აქ არ მოვა, სულ ტყუილად ველოდებით, ორივენი -განუცხადა გოგონამ სრული თავდაჯერებით -მეც მომატყუა, რომ სახურავზე კოცონი უნდა დაგვენთო და ფილმებისთვის გვეყურებინა. დანარჩენს, სავარაუდოდ შენითაც მიხვდები. -ჰო, რთული მისახვედრი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩვენი შეხვედრის მოწყობა რაში უნდა დასჭირვებოდა? დეამ, კონკრეტული პასუხის გაცემას, მხრების აჩეჩვა ამჯობინა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სახურავის კიდისკენ წავიდა, რათა იქ ჩამომჯდარსა და ქალაქის ხედის ყურებით გართულს, კიდევ ცოტა მეტი გამბედაობა ეპოვა საკუთარ თავში, საუბრის წამოსაწყებად. -არ დაჯდები? -უკან არც გაუხედავს, ისე დაუსვა ეს შეკითხვა რობის. ბიჭისგან პასუხი არ გაუგია, თუმცა როდესაც სამი წამის გასვლის შემდეგ, ჯაფარიძის გვერდით დაჯდომა იგრძნო, თანაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, უნებურად მოადგა ღიმილი და მიხვდა, როგორ გიჟურადაც მონატრებოდა მასთან სიახლოვე. -დაძაბული ჩანხარ -ჰოო? -გვერდულად გამოხედა და თითქოს სისხლი აუდუღა ბიჭის ღამისფერი თვალებიდან გადმოღვრილმა, ვნებით აღსავსე მზერამ -ადვილი შესამჩნევია, კანკალებ -იქნებ უბრალოდ მცივა? -არა, არ გცივა -ღიმილით გააქნია თავი ჯაფარიძემ და ნიკაპში ხელის ჩავლებით დეას სახე კვლავ თავისკენ მიაბრუნა -მიდი, თქვი რაც ენის წვერზე გადგას, რადგან უკვე ძალიან მიჭირს შენთან თავის შეკავება. ეგ ტუჩები ისე მიწვევენ, მზად ვარ თვითშეკავების უნარი სადღაც ჯანდაბაში გავგზავნო ინსტიქტურად დაეხუჭა თვალები დეას, ბიჭის სიტყვებზე და მის ლოყას ცხვირი ნაზად გაუსვა. გრძნობდა, რომ ეს შეგრძნებები, გონებას უთიშავდა, მუცელში სასიამოვნო დაჭიმულობას უასმაგებდა და რეალური სამყაროსგანაც მთელი არსებით წყვეტდა. -მენატრებოდი -აღმოხდა გოგონას ჩურჩულით, პირდაპირ მის ყურთან და იქვე დაუტოვა მხურვალე კოცნის კვალი -ისე მენატრებოდი, რომ გადმოცემაც კი შეუძლებელია -განაგრძე -სახეში შეხედა და მზერით სცადა მისი შეგულიანება -ახლა მე მინდა მოგისმინო დეა. ვიცი, რთულია მაგრამ შეეცადე -ჰო, ნამდვილად რთულია -შინაგან კანკალს ვერაფრით იშორებდა გოგონა -რთულია იმის აღიარება, რომ ახლა სიგიჟემდე მინდა შენს მკლავებში აღმოჩენა და იმის თქმა, რომ მართლაც ჯადაბაშიც წასულა ჩვენი მეგობრობა! მე, შენ როგორც მამაკაცი ისე მინდიხარ! -ზუსტად იგივე სიტყვები გამოიყენა გოგონამ, რაც რობიმ იმ ღამით, თან თვალებიც დახუჭა იმ წამს და გაახსენდა, როგორ წერდა, რამდენიმე დღის წინ თავისი მობილურის დღიურში სიტყვებს, რისი თქმაც ბიჭისთვის სინამდვილეში სურდა. მაშინ, როდესაც ამით გახლდათ დაკავებული, საერთოდ არ უფიქრია, თუკი ჯაფარიძეც წაიკითხავდა ოდესმე ამ წერილს, მაგრამ ახლა, იმდენად უჭირდა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა, გადაწყვიტა სწორედ ხსენებული წერილის საშუალებით ეთქვა სიმართლე და ამოიღო კიდეც მობილური დასახული გეგმის სისრულეში მოსაყვანად. -ახლა ერთ რაღაცას წაგიკითხავ, რაც წესით შენამდე არ უნდა მოსულიყო და ძალიან გთხოვ, სანამ არ დავამთავრებ, არ გამაწყვეტინო, კარგი? -ოდნავ მოშორდა ბიჭის სხეულს როცა ეს სთხოვა, რადგან მისი ასეთი სიახლოვე, ზომაზე მეტად უბნევდა თავ-გზას. -კი ბატონო, არ გაგაწყვეტინებ -ნამდვილად? -ნამდვილად -პორობის მიცემას, მაღლა აწეული ხელის გულიც დაურთო და დეაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მიცემულ სიტყვას აუცილებლად შეასრულებდა. ამით ოდნავ გამხნევებულ გოგონას, დროის გაწელვაზე აღარ უფიქრია, ნერვიულობისგან ოდნავ დაბინდული მზერა თვალების რამდენჯერმე დახამხამებით მოიშორა, გრილი ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში და ეკრანს მიშტერებულმა, კითხვაც დაიწყო: "თემოსთან ურთიერთობა რომ დავასრულე, მიზეზი ის ნამდვილად არ ყოფილა, რომ მისი გაწყობილი რომანტიკული მაგიდა არ მომეწონა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანი საყვარელ მამაკაცთანაა, მაშინ მთლიანად მასზე უნდა იყოს გადართული, მის გარდა არავისზე ეფიქრებოდეს და ბოლომდე ისრუტავდეს ყველა იმ წუთის ბედნიერებას, რომელსაც ის ჩუქნის. მე კი, სრულიად სხვანაირად ვგრძნობდი თავს. იქ და იმ მომენტში, მხოლოდ შენზე მეფიქრებოდა, მარტო შენს სახეს წარმოვიდგენდი და იმ ღიმილს, ასე ძალიან რომ მიყვარს. ღიმილს, როგორითაც მხოლოდ მე მიღიმი და სხვას არავის. სიმართლე ისაა, რომ მთელი ეს დრო თავს ვიტყუებდი, თითქოს ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობის ჩარჩოებით განისაზღვრებოდა. არ არის ასე. შენ ის მამაკაცი ხარ, ვისაც მინდა თავიდან ბოლომდე ვეკუთვნოდე და მხოლოდ მისი მერქვას. როცა ამას ვწერ, თავი ბანალური სასიყვარულო მელოდრამის პერსონაჟი მგონია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ შენს გვერდით, ცხოვრება გაცილებით უფრო ფერადი და ლამაზი მეჩვენება, ვიდრე იგი სინამდვილეშია. მიყვარს შენი ხმა, შენი თბილი თვალები, შენი მზრუნველი ხასიათი, სიცილი. რობი, შენ გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე გსურდა ყოფილიყავი და იმაზე გაცილებით მეტიც, ვიდრე მე წარმომედგინა, რომ რომელიმე მამაკაცი გახდებოდა ჩემთვის." წერილი სწორედ ამ კონკრეტულ ნაწილში დასრულდა და დეამაც თითქოს შვებით ამოისუნთქა. თავის გულიდან ამოხეთქილი სიტყვების ბოლომდე ამოკითხვის შემდეგ, რობის კომენტარს ელოდა მოუთმენლად, თუმცა ბიჭს მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ამის მაგივრად, ზედმეტად სერიოზული მზერით ჩამოართვა ტელეფონი, მასში თავი ჩარგო და ოდნავი ღიმილიც გაუკრთა ტუჩებზე. -ამას დავაკოპირებ, ჩემთან გავაგზავნი და მანამდე შევინახავ, სანამ ვარსებობ -მართალია გამოხედვით არ უგრძნობინებია, თუმცა ხმაშიც იმოდენა ბედნიერება იკითხებოდა, ამის ვერ შემჩნევა შეუძლებელიც კი იყო. დეას თვალებში, სიხარულის ნაპერწკლები ათამაშდნენ. მთელი ეს დრო, რაც ტექსტს კითხულობდა, ის შეგრძნება აშინებდა, რომ ბიჭი მას სულელად ჩათვლიდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პროგნოზები არ გაუმართლდა. -იქნებ ჯერ გადამეწერა? ძალიან ბევრი გაუმართავი წინანდადებაა -გამორიცხულია -თავის გაქნევით უარყო რობიმ შემოთავაზება, წერილის დაკოპირებული ვერსია თავის ნომერზე გაუშვა და ტელეფონის გვერდზე გადადების შემდეგ, წელზე ორივე ხელის მოხვევით შემოისვა გოგონა მუცელზე, თან მადიანად დააგემოვნა მისი ყელის არე -ორიგინალი ყველაზე უკეთესია და მას ვერავინ წამართმევს. -რობი, მოიშორე რა ეგ სულელური წერილი -გითხარი არა-მეთქი -ამჯერად, ყელის არეს გაცდა და ნიკაპზე აკოცა ბიჭმა -ახლა კი გაჩუმდი და უფლება მომეცი კარგად გავიაზრო ის, რაც ცოტა ხნის წინ წამიკითხე -კონკრეტულად რომელი ნაწილი ვერ გაიაზრე? -ნეტარების ზენიტში იყო გოგონა და ამჯერად, უკვე ათას მადლობას უძღვნიდა გულში კრისტის, მისი აფერისტული ტყუილის გამო. -თავიდან ბოლომდე ვერ გავიაზრე -აღმოხდა დახშული ხმით მამაკაცს -ჯერ კიდევ მიჭირს იმის დაჯერება, რომ შენივე სურვილით გინდა ჩემი იყო დეას მსუბუქად გაეღიმა და ამ ჯერზე ბიჭის ტუჩებს დაასვა მზერა. ახლა მათი დაგემოვნება ისე მოუნდა, როგორც არაფერი, ამიტომ საკუთარი სურვილებისთვის წინააღმდეგობა წამითაც არ გაუწევია. -იქნებ, ეს დაგეხმაროს დაჯერებაში? -ოდნავ გამომწვევი ტონით მიუგო, რობის თმებში თხელი თითები ნაზად შეაცურა და მთელი გრძნობით დაეწაფა მის ბაგეებს. გულში მილიონჯერ მაინც გაეღიმა იმის გაგებაზე, როგორ ამოიგმინა სიამოვნებისგან ბიჭმა და სულ მალე, ჯაფარიძის სხეულის ქვეშაც აღმოჩნდა მოქცეული. -ამ ცხოვრებისგან მხოლოდ ისიც მეყოფა, რომ ეს საღამო მაჩუქა, მეტი აღარაფერი მინდა -სულ აღარაფერი? -კეკლუცად უყურებდა თავისი ზურმუხტისფერი თვალებით, რითაც უფრო მეტად იწვევდა მამაკაცს. -კარგი, სიმართლე გითხრა, ცოტაოდენ მოფერებაზეც არ ვიტყოდი უარს საყვარელი ქალისგან, ამ წამს -შესრულებული იქნება -გაეცინა დეას, ჯაფარიძის კისერს ორივე ხელი შემოხვია და მის ტუჩებს კვლავ მთელი გრძნობით დაეწაფა. დრო თითქოს ერთ ადგილას გაიყინა და ამ ქვეყნად, ყველა საათმა შეთანხმებულად გაწყვიტა მუშაობა. ორივენი თითქოს ეიფორიის ოკეანეში გადაშვებულიყვნენ და მისი ტალღებისგან თავის დასახსნელად სუნთქვა არ ჰყოფნიდათ. დეა ერთიანად რობიზე იყო აკრული, მთელი გრძნობით ეხვეოდა და მისი ხელებისთვისაც, გოგონას ტანზე რომ მოურიდებლად დათარეშობდნენ, სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა საყვარელი ქალის ათრთოლებული სხეულის მოფერებით ბიჭი, დეას ნეტარებისგან დაბინდული თვალების ცქერით და იმის გაცნობიერებასაც კი ბედნიერების მწვერვალზე აჰყავდა, რომ ეს ქალი, უკვე აღარ იყო მისთვის ისეთი მიუწვდომელი ვარსკვლავი, როგორადაც ადრე აღიქვამდა. მერე კი . . . მერე იყო წუთები, რომელიც ორივესთვის რაღაც ახლის საწყისი უნდა გამხდარიყო. რომელიც საბოლოოდ დაანახებდა რობის, დეაში ქალს, ხოლო დეას, რობიში მამაკაცს. რაც შეეხება სკივრში ჩაკეტილ სიმართლეს, იგი უკვე თავისუფლად დაიარებოდა აქეთ-იქით, სკივრი კი, სრულიად ცარიელი იყო ამ წამს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.