შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმის საჩუქარი 3 თავი


9-05-2021, 02:47
ავტორი laelake
ნანახია 9 065

3 თავი
თქვენი აზრით, იმ სახლის მეპატრონე რომელშიც ვრჩებით და ჩემი საუკეთესო მეგობრის ძმაკაცი, რომ წვიმის ბიჭია დამთხვევაა? ანუ ჩავთვალო დამთხვევად, კარგი ასე იყოს. მოდი მოკლედ გეტყვით, ცოტა ხნის წინ რა მოხდა. გიორგიმ ოთახში, რომ ვერ მნახა საძებნელად გამოვიდა. ძალიან შემთხვევით, მე და წვიმის ბიჭი დაგვინახა, განა გაუკვირდა, არაა პირიქით წვიმის ბიჭის დანახვა გაუხარდა.
_თებე რა თქვი საიდან ვიცნობო?
_არ მითქვამს გიორგი. ბანკეტის დღეს გავიცანი.
_არაა, მაგ დღეს ერთი ადამიანი გაიცანი და დავიჯერო ჩემი ძმის მეგობარს ეცეკვე წვიმაში?
_დაკონკრეტება არ იყო საჭირო, ხო მას ვეცეკვე.
ამათ ხომ ვერაფერს ვერ გამოაპარებ, დაგვსვეს და ყველაფერი მოგვაყოლეს.
_უყურე ერთი ამას, ლაწირაკო რეებს აკეთებ შენ მარტო რომ ხარ?
_აუუ გიორგი, ნუ აზვიადებ რა! არაფერიც არ ვქენი, ცეკკვა მომინდა რა მექნა?
_ალქაჯი არა, მაგრამ გიჟი კი ხარ
სიცილით მითხრა ირაკლიმ. დიდი დაკვირვება არ დამჭირვებია ისე მივხვდი, რომ ბატონი წვიმის კაცი მხიარული იყო. სულ იცინოდა, სიცილს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ, ლოყებზე ნაჩხვლეტები უჩნდება დიდად შესამჩნევი არ არის წვერში მაგრამ, აბა ადამიანს ხუთი საათი, რომ უყურებ თვალმოუშორებლად რას ვერ შეამჩნევ? არა განა მინდოდა რომ მეყურებინა, თვალი მიდიოდა თავისით, უზრდელი როგორ არ მემორჩილება ამდენი ხანი ამისთვის ვატარებდი?
_მე დასაძინებლად წავალ, ზუზუ შენ არ წამოხვალ?
_აუუ რავიი, კი წამოვალ ძალიან მეძინება. კი მეძინა დღეს მაგრამ, რა ვიცი აბა...
მე და ზუზუ ერთად ავედით მეორე სართულზე. როგორც ყოველთვის ისევ აღფრთოვანებით დაიწყო საუბარი.
_გოგოო, ეს რა დამთხვევაა? ბედია ქალო, ბედი. კარზე დაგიგაკუნა რასაც ქვია, რა რომანტიკულიაა მეც მინდა ეგეთი ისტორია, რა იქნება ღმერთო მეც მომიგდო ერთი ორი ამბავი? ამ ნაზს რას აბერტყებ ამბებს, რომ გაუსკდეს გული რას შვები მერე?
თავის სტიქიაში იყო, ღმერთს ელაპარაკებოდა. რა ვქნა მეღიმება, ასეთი გადარეული დაქალი როგორ მყავს! დეაკო ამბობს ხოლმე როგორც ცა და მიწა ისე ხართო. სრულიად გავნსხვავდებით ერთმანეთისგან, ხალხში თითქოს ნაზია, სანამ გაიცნობ, მაგრამ მერე? მტრისას. მე ალბათ ისეთი ვარ სულ, როგორიც ვარ.
_მორჩი ღმერთთან საუბარს? ბოდიში თუ გეჩრები, უბრალოდ ცოტა ყურადღება მეც მინდა ქალბატონო ზუზუ.
_კარგი ახლა გოგო, ჩემი ყურადღება არ გაკლია შენ. ჩემი შეყვარებული იმიტო დამშორდა შენი დაქალი უფრო გიყვარს, ვერ გაშორებ მაგასო. ხედავ? ჩემი ბედი იყო იქნებ და გამიქციე. არ გაპატიებ მომავალი ოჯახის დანგრევას თებე გერგეშელიძე.
_აუუ კარგი რა, მართლა არ იყო ჩემი ბრალი. რა ვქნა ჩემ ზუზიკოს მე უფრო თუ ვუყვარვარ?
_ჩემი ბრალია, ზედმეტად გაგათამამე.
დაძინებამდე აუცილებლად მეფიქრება დღის განმავლობაში მომხდარ ამბებზე. დავაკონკრეტებ ამ წუთას წვიმის ბიჭზე მეფიქრება. რამდენჯერ გავაქნიე თავი ფიქრების გასაფანტად, მაგრამ ცოცხალი თავით არ მშორდება ფიქრები მასზე. არ მინდა მასზე ფიქრი, რადგან, ოცნების კოშკების აგება სისულელეა და თუ მასზე ვიფიქრებ აუცილებლად მომეწონება. ჩემი მოწონება კი შეიძლება ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს. თებე! უბრალოდ ცეკვა იყო, დამთხვევაა! არ იფიქრო მასზე. ფიქრში გაუაზრებლად იმდენი ვიტრიალე, უკვე დაძინებული ზუზუ გამოვაღვიძე.
_თებეე, გაჩერდები?
_ზუზუ, წვიმის ბიჭზე მეფიქრება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი სახელი ერთხელაც კი არ უხსენებიათ, ამიტომ მიწევს წვიმის ბიჭი დავუძახო.
_ვინაა წვიმის ბიჭი?
უცბად ვერ გაიაზრა ძილბურანში მყოფმა.
_შენი ძმის ძმაკაცი, რა ჰქვია ხომ არ იცი?
ისე უცბად წამოხტა, მეც გაუაზრებლად წამოვჯექი საწოლზე.
_რაო ვისზე მეფიქრებაო თებე გერგეშელიძე?
_ ნუ დაპანიკდები რა, უბრალოდ მეფიქრება. სახელი ხომ არ იცი?
_როგორ არვიცი, გინდა გაიგო?
_თქვი აწიი.
_დუდუ ჰქვია
_ეეე, რა კარგი სახელია. გვარი?
_წიკლაური
_რა კარგი გვარია, აქ რატომ აქვს სახლი?
_ აბა მე რა ვიცი? გიორგის კლასელი იყო, მოგეწონა?
_არვიცი, სისულელე იქნება, რომ მომეწონოს. ვიღაც სულელი გოგო ვგონივარ ალბათ.
_უფრო გიჟი ეგონები, მაგის გამო არ მოიწყინო, მეტჯერ არ ანახო შენი ნამდვილი ხასიათი და იქნებ გამოვიდეს რამე.
_სულ ცანცარის ხასიათზე როგორ ხარ? არ იღლები ნეტავ?
_იცით, ცოტათი დამღლელია, მაგრამ მე ანამარია გეგეჭკორი თავს იდეალურად ვართმევ და დიახ გაქვს პატივი მიცნობდე. თუ დამაძინებ მადლობელი ვიქნები.
შუა სიზმრებში ვიყავი, სახეზე რაღაც ფაფუკის შეხება რომ ვიგრძენი, რასაც თანდათან მოჰყვა ჰაერის უკმარისობა. თვალების გახელა ვცადე, მაგრამ სახეზე დადებულმა ბალიშმა ამის საშუალება არ მომცა. მეგონა ანამარია ხუმრობდა და ამიტომ გაბედულად მოვკიდე ხელები, ვიგრძენი ბალიში უფრო მჭიდროდ როგორ მომეკრო სახეზე. პანიკის ნოტები შემეპარა და მთელი სხეული მოიცვა. ფართხალი დავიწყე, ხელით ანამარიას ადგილი მოვსინჯე, სიცარიელე დამხვდა, საშინელმა აზრმა გამიელვა თავში და ჩემი აწ უკვე შეშინებული გონება, უფრო შეშინდა. მსხვრევის ხმა გავიგე, ბალიში მოეშვა, აშკარად აღარავინ აწვებოდა, უკანასკნელი გვერდზე გადავაგდე და კარებისკენ ვიწყე სხვლა, სადაც შუქის ასანთები მეგულებოდა. შეშინებულს ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში, რა არ ვიფიქრე, უცებ გამახსენდა ყველა ის ამბავი, რასაც ინტერნეტში ვკითხულობდით მე და ანამარია. ანამარია, სად არის ანამარია? ხელით მოვძებნე შუქის ასანთები და ავანთე. ყვითელმა სინათლემ ოთახი გაავსო, გარეთ გაიჭრა და არემარე გაანათა. ოთახში არავინ იყო, ჩემი ყურადღება, აივნის ღია კარმა მიიქცია. ადრენალინი იმდენად მომეძალა, ვერ ვიგრძენი სუნთვქვის უკმარისობა. პანიკური შეტევა დამეწყო... კარები სასწრაფოდ გამოვაღე და გიორგის ოთახისკენ დავიძარი. რა საშინელებაა, როცა ვერ სუნთქავ, გინდა, მაგრამ არ შეგიძლია. კედელს მივყვებოდი და ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა. გიორგის ოთახის კარს მივადექი, სახელური ჩამოვწიე, მაგრამ უშედეგოდ, შეშინებულმა კარებზე გამალებით კაკუნი დავიწყე, ძალა გამოცლილი იატაკზე ჩავიკეცე და უიმედოდ ჩავრგე თავი მუხლებში. ბუნდოვნად მომესმა გიორგის ყვირილი ჩემი დანახვისას. მომიახლოვდა, ძლივს გავარჩიე მისი სილუეტი, ავხედე და ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი გადმოვუშვი. ხელის მოსაკიდებელ რაიმეს ვეძებდი, გიორგის ხელი ვიპოვე და მაგრად მოვეჭიდე. გიორგი უშედეგოდ ყვიროდა:
_თებე, თებე, რა გჭირს? ანამარიაა, რა სჭირს თებეს?
_პა...პაან...იკური შეე...ტევა-ღრმად ვსუნთქავდი და ცრემლებს გამწყდარ სიტყვებს ვაყოლებდი- ანნ...ამარია არ...აა
ძლივს ამოვთქვი და გიოს თვალებში ჩავხედე.
_თე, პატარა, ყველაფერი კარგად იქნება.-მიმიხუტა, მითითებების მოცემა დამიწყო, ახლა უკვე მის მაიკას ვებღაუჭებოდი თითქოს, ბოლო რამ იყო რაც გადამარჩენდა.-თე, თვალები დახუჭე, წარმოიდგინე, თითქოს ტრიალ მინდორზე ხარ, რა სილამაზეა ხედავ? ნახე დედაშენიც აქ არის, ანამარიაც აქაა, მეც მანდ ვარ, რა ლამაზი ხარ! ნახე, პეპლები დაფრინავენ. მე შენ წინ ვდგავარ, წამოდი ჩემსკენ...-პაუზა გააკეთა, შემდეგ ისევ განაგრძო.-ჰე, რაღას ელოდები? წამოდი, ნახე რა კარგი საჩუქარი მაქვს, უნდა მოგცე!
მაიკაზე ჩაბღაუჭებული ხელი შევუშვი და თავი მხარზე ჩამოვადე, ვიგრძენი, როგორ მტოვებდა სუნთქვის უკმარისობა. გიორგი წინ და უკან ირწეოდა, გადაღლილს მის მხარზე ჩამომეძინა.
ღვიძლი ძმა ხომ არასდროს მყოლია, მაგრამ არა, გატყუებთ, ახლა მყავს, გიორგი, რომელიც ღვიძლ ძმაზე უფრო ახლოა ჩემთვის.
ანამარიას ამ დროს საპირფარეშოში ეძინა. მეორე დღეს როგორც გავიგეთ უნიტაზზე ჩასძინებია. ტვინში უჭირს ამ გოგოს.
ზანტად გავახილე თვალები, მიმოვიხედე და შვიდი ადამიანი, რომ დავლანდე წამშივე გამახსენდა გუშინდელი ინციდენტი, უცებ წამოვჯექი. რა საყვარლები არიან, ყველას სძინავს. ფრთხილად ავდექი, ოთახიდან გასვლა დავაპირე, გიო რომ წამოხდა
_სად? ვინ? რა?- გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ოთახს -თე, პატარა, კარგად ხარ?
_კი გიო, კარგად ვარ. აქ რატო დაიძინეთ? გეტკინებათ ახლა ყველაფერი.
_დაიკიდე ეგ, მთავარია კარგად ხარ. ვიცი, შეიძლება გახსენება არ გინდა მაგრამ, ზუსტად რა მოხდა გუშინ?
_გააღვიძე ესენი, ჩამოდით და მოგიყვებით. ვჭამოთ რა, მშია.
უკვე სამზარეულოში ვისხედით, და საჭმელს გემრიელად შევექცეოდით. ერთი ადამიანი გვაკლდა, დუდუ არსად ჩანდა, ვერც ოთახში დავინახე, ცოტა არ იყოს გული დამწყდა. ზრუნვა ყველასგან მსიამოვნებს. საუბარი გიორგიმ წამოიწყო.

_თე, მოგვიყვები რა მოხდა? არამგონია ასე უბრალოდ დაგწყებოდა პანიკური შეტევა.
_მეძინა, სუნთქვის უკმარისობამ გამომაღვიძა, შეიძლება სისულელეა მაგრამ გეფიცები, ვიგრძენი ვიღაცა როგორ მაფარებდა სახეზე ბალიშს.
_რას ქვია ბალიშს გაფარებდა, როგორ? თებე დარწმუნებული ხარ?
_კი გიო, ზუსტად ვიცი, მერე უცბად მსხვრევის ხმა გავიგე, შეუშვეს ბალიში და წამოდგომა რომ გავბედე, შუქი ავანთე. აივნის კარები ღია იყო, მერე ვეღარ ვსუნთქავდი და შენს ოთახთან მოვედი, ანამარიაც არ იყო.
გაცეცხლებულმა გახედა ანამარიას
_სად იყავი გოგო შენ? რას ქვია... ვინ გაბედავდა საერთოდ? ვის უნდა ექნა ეგეთი რამე?
_მე... მე საპირფარეშოში ვიყავი.
გიორგი ოთახში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, დანარჩენები გაოცენულლები იყურებოდნენ.
_თებე, იქნებ მოგეჩვენა? არავინ მომდის თავში ისეთი ვისაც შეიძლება შენთვის რამის დაშავება უნდოდეს.
_შეიძლება მომეჩვენა, ზუზუ შენ ვერაფერი გაიგე?
_კი მრცხვენია მარა, ჩამეძინა თურმე, ხო იცი როცა მძინავს ბომბი, რომ ამიფეთქო ვერ გავიგებ.
უნიტაზზე ჩაეძინა.
_ალბათ მომეჩვენა.
ჩუმად ჩავილაპარაკე.
_ისაა...-ზუზუმ წამოიწყო საუბარი- გუშინ, ის... გამიტყდა საპირფარეშოში ლამაზი კერამიკის სასაპნე რომ იდგა. გეფიცებით შემთხვევით, ძილში მგონი.
_შენ, შვილო, ცოტა დაბრეხვილი ხარ.
გიორგიმ მიმართა დარცხვენილ ანამარიას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent