შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ დავქორწინდი რობორტზე! (პირველი თავი)


10-05-2021, 22:33
ავტორი Mia_smith
ნანახია 2 348

საცხოვრებელი სახლის ხუთი სართული ფეხით ავიარე,კრემისფრად შეღებილ რკინის კარებზე რიტმულად,სამჯერ დავაკაკუნე და დაველოდე ნაცნობი სილუეტის გამოჩენას.
–როგორც იქნა ელენე,აქამდე სად ხარ?ცივი ყავაო რომ მეუბნებოდი,ამ სიცხეში უკვე მომზადებული ადუღდა,ქოთქოთით შემომეგება ჩემი საყვარელი მეგობარი.
–არაუშავს,შენი აზრით თუქები რატომ სვავენ ზაფხულში ცხელ ჩაის?
–მოდი დავფიქრდეთ,ალბათ იმიტომ რომ მათი ფანტაზია მეტს ვერ წვდება,სიცილით მომიგო ნეამ და კარები მიხურა.
–თემის შეცვლას ნუ ცდილობ,რატომ დააგვიანე ამიხსენი სასწრაფოდ,მკაცრი ტონით მომიგო მეგობარმა
–ქუჩაში სანდროს შევხვდი,დანანებით ჩავილაპარაკე
–რა?ჩვენ სანდროს?სანდრო ონიაშვილს?ჩვენ კლასელს?შენს პირველ სიყვარულს?იმ სანდროს ყველა რო გიჟდებოდა?მაღალს და შავგვრემანს? ერთ წინადადებაში ისე დაახასიათა ალექსანდრე ალბათ თვალწინ წარმოგიდგათ არა?!
–ხო მაგას,ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. თითქოს ოდნავ დამწუხრებულმა ჩავილაპარაკე და თავი იქით მივაბრუნე სადაც ნეას თვალებს არ შევეჩეხებოდი.
–ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი დროზე,მე კიდევ ახალ ყავას გაგიკეთებ,აფორიაქებულმა მომიგო ნეამ
–მოსაყოლი არაფერია,ის გოგო ულამაზესია,სწორედ ისეთი აღნაგობა აქვს როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.სანდროც ბედნიერი ჩანდა მის გვერდით მეტი რა გითხრა.
–ეხლა არ გამაგიჟო ელენე,შენს ტანს ახლა რას უწუნებ? ჩხირი გინდა რომ გახდე მაინცდამაინც თუ რა არის ვერ ვხვდები?რატომ ცდილობ,რომ გამაბრაზო.
–ნეა,არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს,თავის იმით გავიმართლებ რომ იმ პერიოდში ასე ახლოს არ ვიყავით და ამის თქმის შემრცხვა,უცბად სხვა თემაზე გადავხტი და მეგბრის რეაქციას დავაკვირდი.
–აბა გისმენთ პატარა ქალბატონო,წარბები აათამაშა და ახლად გაკეთებული ცივი ყავა მაგიდაზე დადგა.
–სანდრო რომ მიყვარდა ხომ იცი ეგ,ხოდა რაღაც პერიოდი ერთმანეთსაც ვხვდებოდით.
–რა–ა?აბა რატო არ ესალმებოდით ხოლმე სკოლაში ერთმანეთს?ან სადმე რო მიდიდოდით ხმას რტომ არ სცემდით? ცოტა დბნეულმა დამაყარა კითხვები
–სრცხვენოდა ჩემი ვიზუალის გამო,არ უნდოდა მის ამპარტავან მეგობრებთან ჩემთან ერთად გამოჩენა,ამიტომ ყოველთვის მარტო ვხვდებოდით,საზოგადოებაში კი ისე ვიქცეოდით თითქოს ერთმანეთისთვის არაფერს წარმოვადგენდით.
–მაგას რატომ დათანხმდი ჩემო ლამაზო? სიბრალულით სავსე თვალებით გამომხედა მეგობარმა
–იმიტომ რომ გიჟივით ვიყავი შეყვარებული მასზე. დანანებით ჩავილაპარაკე და ყავა მოვსვი.ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის ჩემი პრობლემა იყო,რის გამოც მუდმივად დაცინვის ობიექტი ვხდებოდი ყველგან და ყოველთვის.სამწუხაროა არა საზოგადოება ისევ ერთმანეთს გარეგნულად რომ აფასებს?იმას არავინ უკვირდება რაოდენ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს მათი ნათქვამი თითოეული სიტყვა იმ ადამიანისთვის.რა საჭიროა ყურადღების გამახვილება ჩემს ნაკლოვანებებზე ან ზედმეტად ხაზგასმა ყოველივესი?რამდენი ღამე გამიტარებია ტირილში,შიმშილში ვერც კი წარმოიდგენთ.შემდეგ გავიზარდე და მივხვდი,რომ მსგავსი რამ მე და ჩემს ორგანიზმს დაგვაზარალებდა.მიზანი დავისახე და ამ მიზნის მისაღწევად თავს არ ვზოგავდი.ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო როდესაც შედეგი დავინახე.
–ელენე,ფიქრებიდან გამომაფხიზლა საუკეთესო მეგობარმა,–შენ თუ ახლა იმ გოგოს გარეგნობაზე ფიქრობ იცოდე ძალიან ვიჩხუბებთ,ლამაზი ხარ მაღალი,ისე დაიკელი ხანდახან მეშინია ქარმა არ წაგიღოს,მერე მე სად გეძებო? თვალები მოჭუტა ნიამ
–ჰაჰა გულიანად გამეცინა მის ნათქვამზე.დღის ძირითადი ნაწილი მასთან ერთად გავატრე,შემდეგ სახლში დავბრუნდი როგორც ბეჯითმა და საამაყო სტუდენტმა ვიმეცადინე,უკვე დაწოლას ვაპირებდი როდესაც ჩემმა ძმამ კარები შემომიღო.
–ელენე,გთხოვ დაბადების დღეზე წამიყვანე,მუდარით სავსე თვალები შემომანათა
–სად? მთელი დღის დაღლილს ძალიან მეზარებოდა ახლა ისევ გამოპრანჭვა
–წყნეთში,თვალები მაღლა ასწია დათამ
–23 წლის ბიჭი მე უნდა წავიყვანო დაბადების დღეზე,სიცილით ამოვილაპარაკე
–გოგო რა გჭირს უნდა დავლიოთ და მანქანაზე ხო ვერ დავჯდები მერე,ელენე დეიდა ძალიან გთხოვ,გეხვეწები რა , უცბად მომვარდა და ციგნის ბავშვოვოთ ფეხზე ჩამომეკიდა.
–ვაიმე გაიწიე იქით,რას ვგავარ დათა კაი რა
–რატო მშვენიერი თეთრი სპორტულები გაცვია თან ნაიკის,ეხუმრები?ხალხს ეს სპორტულები სამსახურში აცვია,ა აგერ აიღე ეს იარმაქსები ამოიცვი და უცბად მანქანაში ჩახტი.ვინ დაგინახავს გოგო ნუ გამაგიჟე.
–ღვთის სასჯელი ხარ რა,ხელები ცაში აღვმართე და წამოვდექი.
–ვაიმე უმადურო,სასჯელი კი არა საჩუქარი.ჩაიქირქილა ჩემმა ძმამ და ოთახიდან გავიდა.დათა ჩვენს ოჯახში ყველაზე მხიარული და პოზიტიური ადამანია.კიდევ ერთი უფროსი ძმა მყავს,რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს,საქართველოში იშვიათად ჩამოდის ხოლმე,თუმცა არ გეგონოთ რადგან ფიზიკურად ჩემს გვერდით არაა ამას ვგრძნობდე.მოკლედ გეტყვით,თორნიკე ყველაზე უფროსია,მერე დათა და ბოლოს მე ყველაზე პატარა.
–ძლივს ბედნიერმა შევძახე,თუმცა მომენტალურად იმდენი დუხის სუნი ვიგრძენი თავბრუ დამეხვა.
–ეს რა არის ადამიანო? სიბრაზისგან თვალები მოვჭუტე
–ეჰ შურიან ხალხს რა დალევს ქვეყანაზე არა ჩემო ელენიკო?ცხვირზე ორი თითი მომიჭირა შემდეგ კი საუბარი გააგრძელა–მიდი მიაწექი გაზს გოგო დავბერდი კაცი შენს ლოდინში.
–ამდენ...
–ჩშშშ...სიტყვა შუაზე გამაწვეტინა ჩემმა ძმამ
–კარგი,სიმღერა ჩავრთოთ,ფანჯრებს ბოლომდე დავუწიოთ და დავიძრათ წყნეთისკენ.
მთელი გზა სანდროს ვოკალური მონაცემების მოსმენა მომიწია და არა ტომ ოდელის,ქოლდფლეის ან თუნდაც ბიონსეს.არა იმას კი არ ვამბობ,რომ რამით ჩამოუვარდება მათ უბრალოდ ზედმეტად სასაცილოდ წარმოთქვამს ზოგ სიტყვას.როგორც იქნა ამ ნიჭის ზეიმის დასასრულის დროც დადგა.
–არ გადმოხვალ?მიულოცე გოგლიკოს და წადი მერე
–ასეთ ფორმაში რომ ვარ?
–მერე რა,წამოდი შენ თავს გეფიცები ძაან ლამაზი ხარ ყველაფერი გიხდება ხოიცი შენ ვისი დაც ხარ არ დაგავიწყდეს,თავის თავზე თითით მიმანიშნა ამ მაიმუნმა.
–კარგი,სიცილით მივუგე და უკან გავყევი.საკმაოდ დიდი წვეულება ჩანდა,ყველა ზედმეტად გადაპრანჭული იყო,გეგონება მეთ გალაზე ყოფილიყვნენ ესენიც რა.იუბილარი საყვარელი ბიჭია,თამამად შემიძლია ვთქვა რომ დათას მეგობრებში ძალიან გაუმართლა.
–გოგლიკო,გილოცავ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ,მიხარია რომ გიცნობ!ღიმილით გადავეხვიე ბიჭს.
–ელე,ჩემო ლამაზო გოგო დიდი მადლობა.იმედია შენც რჩები,თავისი შავი კუპრივით თვალები შემომანათა.
–სამწუხაროდ ვერა,მაგრამ გულით თქვენთან ვარ
–კარგით ახლა გვეყოფა სიამ ტკბილობა,ელენე სახლში წავა და რომ მივა მომწერს ჩვენ კიდევ პირველ ჭიქას შევსვავთ.საუბარში ჩაერია ჩემი ძმა
–აჰ ბატონმა დავითმა გასცა უკვე ბრძანება,სიცილით მომიგო გოგლიკომ
–მართალია,დროებით კიდევ ერთხელ გილოცავ
–მადლობა ელე, მადლობა,გულწრფელი ღიმი მაჩუქა ბიჭმა.
უკან გამოსვლისას ისეთი რამ დამემართა თავი თურქული სერიალის გმირი მგონა,არ გატყუებთ ასეთი რამეები რეალურ ცხოვრებაში ხდება საერთოდ?მაგრამ აშკარად ხდება რადგან ჩემს მანქანაში ჩაჯდომას ვიღაც ბიჭი ცდილობდა.
–ჰეიი რას აკეთებ?გაკვირვებულმა შევყვირე და ნაბიჯს ავუჩქარე.
–ვცდილობ ჩემს მანქანაში ჩავჯდე,პასუხი ისე გამცა არც კი იკადრა შემობრუნება.
–უკაცრავად მაგრამ ეს ჩემი მანქანაა,უკვე ნერვებ მოშლილმა ვუპასუხე.
–გოგონა,მობეზრებულად ჩაილაპარაკა და მობრუნდა,ღმერთო ნეტავ არ მობრუნებულიყო რა იქნებოდა?ჩემს წინ სანდრო იდგა.ორი არჩევანი მქონდა ან გავქცეულიყავი ან თავი ხელში ამეყვანა და მასთან საუბარი ბოლოსდაბოლოს ისევ გამებედა.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ორი სიტყვის თქმა საკუთარ თავს დავაძალე
–სანდრო ეს შენი მანქანა არაა,გთხოვ მეჩქარება და ნუღა შემაყოვნებ.
–ელ–ელენე,ენის ბორძიკით წარმოთქვა ჩემი სახელი შემდეგ კი ჩვენს შორის მანძილი შეამცირა.
–მიხარია ჩემი სახელი თუ მაინც გახსოვს,ცოტა ცინიკური ტონი შევიტანე საკუთარ ნათქვამში.
–შენი ზღვისფერი თვალები მუდმივად მატყვევებდა,ახლა უკვე ისე მომიახლოვდა მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი,სასიამოვნოდ ერწყმოდა ღვინის სუნი მის ადეკოლონს.
–გთხოვ გამატარე,არ ვიცი ამდენი თავდაჯერებულობა საიდან მქონდა იმ წუთას
–ვერა,როგორ გამხდარხარ,სულ სხვანაირი ხარ ახლა.მისი ეს სიტყვები დავაიგნორე და ჩემი მანქანისკენ გავიწიე.
–ოპპ,ეს ჩემი მანქანაა მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ თუ ჩამიჯდები და სადმე ერთად წავალთ.წარბები მაღლა აწია ბიჭმა
–ამაზრზენი ხარ,გულს მირევ და მრცხვენია რომ ერთ დროს შენზე ვიყავი შეყვარებული.ის შეურაცყოფა რაც მომაყენე განა საკმარისი არ იყო? ზიზღნარევი თვალებით გავხედე ბიჭს,ამჯერად ხელი ვკარი და კუნთლ მანქანაში ჩავჯექი.
–მოიცადე,მოიცადე სად გამირბიხარ ჩემს გვერდით წამებში აღმოჩნდა.თითები სახეზე ნაზად მომისვა,მეორე ხელი ფეხზე მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა.
–რას აკეთებ? თავის განთავისუფლება ვცადე,მაგრამ ამაოდ.სანდრო ჩემსკენ გადმოიხარა და ტუჩებზე დამაცრა,ისე უხეშად მკოცნიდა,სიმწრისგან ცრემლები წამსკდა.
–გაჩერდი გთხოვ,ამოვიკნავლე დაუცველი ბავშვივით.ერთი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა,მეორეთი თმაში მწვდა და გაცხოველებულად დაიწყო ჩემი სახის თითოეული ნაკვთის კოცნა.რამე უნდა მომექმედებინა,მაგრამ რა.დარჩენილი ძალა მოვიკიბრე და ხელი ძლიერ ვკარი,მანქანის სსახელურს დავჯეჯაგურე,ჩემს ბედზე ადვილად გაიღო,სანამ სანდრო აზრზე მოსვლას მოასწრებდა მანქანიდან გადავხტი და იმ სახლისკენ გავიქეცი სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა.ვიგრძენი,რომ ისიც მომდევდა,შიშისგან ყვირილი დავიწყე,თუმცა ჩემს ხმას იმ აურზაურში ვინ გაიგებდა.ამასობაში სანდრო დამეწია და ზურგზე მომიგდო.
–მიშვეეელეეეთ,დათააა,გოგლიკოო,განწირული ვყვიროდი იმ იმედით,რომ ერთი ადამიანი მაინც გაიგებდა ჩემს ხმას.
–ელენეეე,სახლიდან ყვირილით გამოვარდნენ ჩემი ძმა და მისი მეგობრები.ოდნავი სიმშვიდე ვიგრძენი იმ წამს,თუმცა ტირილისგან ბუნდოვნადღა ვხედავდი.ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემი ფეხები მიწას,სანდრო კი კუდამოძუებული გაიქცა.
–ელენე,ჩემო ლამაზო ჩემთან ერთად მუხლებზე დადგა გოგლიკო.აქ ვართ მორჩა,არაფერია,ყველაფერი კარგად არის,შემომხედე,ჩემი სახე ხელებში მოაქცია.ცოტახანში ხელში ამიყვანა და სახლში შემიყვანა.როგორც ჩანს დათა სანდროს გაეკიდა.
–გოგლიკო დათა,ამოვიკვნესე
–დამშვიდდი ნიკუშაც გაყვა
–რა მოხდა?კარები გიჟივით შემოგლიჯა დიტომ,გოგლიკომ მოკლედ მოუყვა და ბიჭისგან საგინებელმა სიტყვებმაც არ დააყოვნა.
–მაგის *ლე სასტავს როგორ ვერ ვიტან რა,ერთხელაც იქნება ვიღაცისგან მაგრად მიიღებენ
–სადაა?გიჟვით შემოვარდა ჩემი ძმა ოთახში,–ჩემო პატარა,ჩემო ერთადერთო მოდი ჩმთან.მთელი ძალით ჩამეხუტა დათა.
–ბოდიში ჩემი ბრალია,გპირდები სათანადოდ დავსჯი,დღეს რაც მიიღო ეგ საკმარისი არაა.გაბრაზებული მელაპარაკებოდა.
–ძალიან შემეშინდა,მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე ბიჭებით სავსე ოთახში.
–ელე შენი ამ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის ნახე რა დაემართება მაგას,ჩემი გამხნევება სცადა ნიკუშამაც.საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე,შემდეგ გოგლიკოს ბოდიში მოვუხადე დაბადადების დღე როგორ ჩაგაშხამე თქო,ბოლოს კი მე და დათამ იქაურობა დავტოვეთ.

თითქმის ორი კვირა გავიდა,საკუთარ თავში მეტად გამოვიკეტე ამ ბოლო პერიოდში.ყოველთის პრობლემა ჩემს სხეულში როგორ შეიძლება იყოს?თავიდან ის მომენტი არ ამომდის როგორ მეფერებოდა სანდრო,ადრე ეს ფაქტი გამახარებდა,მისგან ოდნავი სითბოც კი მსიამოვნებდა,მაგრამ ახლა მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება ამის გახსენებაზე.დათა გაგიჟებული იყო,კიდევ კარგი ის მაინც მოვახერხე,რომ დედასთვის და მამასთვის არ ეთქვა.
–გთხოვ უბრალოდ ზედმეტი ტავის ტკივილი იქნება,არ ღირს ამ ამბის ასე გაბუქება.
–შენ არ თვლი რომ გასაბუქებელია ელენე?იმ ს*რმა თავისი უნდა მიიღოს და საიმახსოვრე,ისე ვცემ საკუთარი მშობლები ვერ იცნობენ.გაბრაზებულმა შემომიღრინა ჩემმა ძმამ.დათა ასეთი გაბრაზებული იშვიათად შეიძლება ნახო,თუმცა რასაც ამბობს თავის სიტყვას არასდროს გადადის.რამდენიმე დღეში დასისხლიანებული სანდროს სახის ნახვა მომიწია გოგლიკოს ტელეფონში.
–გთხოვ გაწიე,ან რას ურებდით ფოტოებს? დამწუხრებით ჩავილაპარკე,რამაც ნიკუშას გაღიზიანება გამოიწვია.
–ელენე ნუ გამაგიჟებ ძალიან გთხოვ,რა არ იმსახურებდა? შემომიღრინა ნიკუშამ
–არ ვიცი ნიკა არ ვიცი,აღარაფერი ვიცი. ხელები კეფის ქვეშ ამოვიწყე და ჩემი ოტახისკენ ნელი ნაბიჯით გავემართე.რატომ მეცოდებოდა სანდრო?ის მიიღო რაც დაიმსახურა,მაგრამ ადრე არასდროს მოქცეულა ასე.
–მორჩი ელენე,საკუთარ თავს შევუღრინე,სულ მის გამართლებაში როგორ უნდა იყო?ხანდახან საკუთარი თავი მეზიზღება,რატომ მეცოდება ყველა მე იმის მიუხედავად თუ რა დამიშავეს მათ?
მახსოვს ერთხელ სანდრომ მითხრა რაც არ უნდა მოხდეს ჩემი იმედი უნდა გქონდესო,თითქოს გულწრფელი ჩანდა,მაგრამ არა მან ჩემი გული ათას ნაწილად დაშალა,შემდეგ კი ისე გაქრა რომ მათი გამთელება არც კი უცდია.მას ჩემთან ერთად მეგობრების წრეში გამოჩენისაც კი სრცხვენოდა.რატომ ანიჭებენ ადამიანები ფიზიკურობას დიდ მნიშვნელობას?იქნებ იმ ადამიანთან საუბარი მოგეწონოს?საკუთარი თავი ახლიდან აღმოაჩინო,ბევრი საერთო გამოგიჩნდეს,ამის ნაცვლად კი რას აკეთებენ?! ხელს კრავენ ისე,რომ არც არც კი ელაპარაკებიან მას.ასეთი საქციელი ორმაგად აზიანებს იმ პიროვნებას.
–დავიაღალე,თავი გავაქნიე,ფეხზე წამოვდექი,გარეთ რომ არ გავსულიყავი და რამე არ მეყიდა ნამდვილად გავგიჟდებოდი ამდენი ფიქრისგან.კიბეები ნელა ჩავიარე,ბიჭების ოთახს ისე ჩავუარე ვერც კი გაიგეს,რომ სახლიდან გავედი.საბედნიეროდ მაღაზია სახლთან ახლოს გვაქვს,მე და დათამ მშობლებს გამოვუცხადეტ,რომ მარტო ცხოვრება გვინდოდა,ამიტომ საკმაოდ დიდი კერძო სახლი აგვიშენეს ქალქში,მას მერე ასე ვცხოვრობთ მე და ჩემი ძმა.მართალია მთლად დამოუკიდებლებიც არ ვართ რადგან ეს სახლიც მშობლების აშენებულია და თან ისინი ორი ქუჩით ქვემოთ ცხოვობენ,თუმცა დასაწყისისთვის კარგია.მაღაზიიდან ჟელიბონებით დახუნძლული გამოვედი,როდესაც ზურგიდან ნაცნობი ხმა მომესმა.
–ელენე,ღმერთო ოღონდ ეს არა,შიშმა ამიტანა,უკანმოუხედავად ფეხს ავუჩქარე.
–გთხოვ მოიცადე,მაჯაში ხელი წამავლო სანდრომ
–გთხოვ გამიშვი,თორემ ვიყვირებ,შიშისგან ცრემლებიღა მომდიოდა
–არაფერს დაგიშავებ,უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი,აი ხელები მაღლა აწია ონიაშვილმა
–არ მინდა საუბარი,მოკლედ მოვუჭერი და უკან გამობრუნება ვცადე
–იმ ღამეს ნარკოტიკი მქონდა გაკეთებული,ნასვამიც ვიყავი რამაც ჩემი არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია,ბოდიშს გიხდი,ხომ იცი არასდროს არაფერს არ გავნებ
–ორი კვირის წინ სხვა რეალობის წინაშე დამაყენე,ცრემლები ხელით შევიმშრალე
–ბოდიში,მამაჩემმთან ისევ პრობლემები მაქვს ამიტომ ბევრს ვეწევი,ნარკოტიკს ვიკეთებ და ვსვავ,ეს ყველაფერი არაადეკვატურ საქციელს იწვევს,კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას.
–გთხოვ მეორედ აღარ მომიახლოვდე,უკან შემოვბრუნდი და ის ის იყო წასვლას ვაპირებდი,რომ ბიჭმა ისევ მაჯაში ჩამავლო ხელი.
–ელენეე,მეორე მხრიდან ნაცნობმა ხმამ დაიქუხა,ჩემი უფროსი ძმის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა,რას წარმოვიდგენდი ამდენი ხნის შემდეგ ასეთ სიტუაციაში თუ შევხვდებოდით ერთმანეთს.
–ხელი გაუშვი შე ნაბო*არო,ახლა თორნიკე მივარდა სანდროს და ერთი ორჯერ გემრიელად მოსდო.მისმა თანხმლებმა ბიჭმა კი დააკავა რომ ისედაც ნაცემი ონიაშვილისთვის უარესი არ გაეკეთებინა.
–გთხოვ თორნიკე,ისედაც ცოდოა,ბოდიშის მოსახდელად მოვიდა.
–მეორედ მის გვერდით დაგინახავ და გპირდები მოგკლავ,გაიგეე? ყველა ჩვენ გვიყურებდა,მაგრამ ეს ფაქტი ახლა არავის ადარდებდა.
–ელენე,გთხოვ მაპატიე,მეტი სათქმელი არ მაქვს.თავი ჩახარა ბიჭმა და გვერდი აგვიარა.სიმართლეს გეტყვით და შემეცოდა,შემეცოდა რადგან მის თვალებში სინანული ამოვიკითხე,ვიცოდი რამხელა სტრესის ქვეშაც ამყოფებდა მამამისი მას და მთელ ოჯახს,რაც სანდროს ფსიქოლოგიაზე სასინლად მოქმედებდა.ერთი ორჯერ ჩემს კლავებში მყოფს ცრემლებიც კი წამოსვლია,მისი ჭრილობები დამიმუშავებია კიდევაც რომელიც მამამისს მიუყენებია.ძალადობა არაა პასუხი,ახლა თორნიკეზეც,დათაზეც,ნიკუშაზეც,გოგლიკოზეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი.ხომ შეიძლებოდა სხვანაირად მოგვარებულიყო ეს ყველაფერი?თუმცა ისევ ცემაა მათთვის გამოსავალი.
–მოდი ჩემთან,თორნიკემ თავისკენ მიმიზიდა,თავზე მაკოცა და თბილად ჩამეხუტა.
–არ იდარდო ჩემო პატარა,შენ ვერვაინ ვერაფერს დაგიშავებს.ის ვაჟბატონი კი თავისას მიიღებს.
–თორნიკე,გთხოვ აღარ გვინდა ეს თემა დავხუროთ უკვე.დაღლილობისგან მუხლები მომეკეცა,კიდევკარგი ხელი შემაშველა ჩემმა ძმამ თორემ ძირს დავეცემოდი.
–გიჭერ ჩემო პატარა,არ ინერვიულო.დაჩი გთოვ ელენე სახლში აიყვანე პატარა საქმე მაქვს მოვაგვარებ და მოვალ,უჩემოდ არ წახვიდე,ახლა თავის გვერდით მდგარ ბიჭს მიმართა
–კარგი,დინჯად მიუგო მანაც და მაჯაში ხელი წამავლო.
–გთხოვთ ცოტა ნელა იარეთ,ძალა არ მაქვს ამდენი,დავიწუწუნე
–ხო რა თქმა უნდა დამავიწყდა,რომ ბავშვი ხარ.სარკასტულად მომიგო ჩემი ძმის მეგობარმა
–ბავშვი არ ვარ,შეტევაზე გადავედი
–ნელი ნაბიჯებით სიარული და ჟელიბონები შენს ხელში სწორედ მაგას მიუთითებს,გამარჯვებული გამომეტყველებით გამომხედა დაჩიმ.
–ზელიბონები,ზელიბონები დავიჭყანე და ენა მოვითლიფე.
–აი ხო ხედავ,სიცილით მომიგო ბიჭმა,პატარა ბავშვი ხარ,მე კიდე ბავშვები არ მიყვარს,ამიტომ დროზე გადმოადგი ფეხი,ჩაგაბარო სახლში შენს პატრონს.პასუხი აღარ დამიბრუნებია ამ ვეშაპთევზასთვის,მისი ღირსი ნამდვილად არ იყო.უბრალოდ გვერდით ვიხედებოდი და ისევ სანდრო ონიაშვილზე მეფიქრებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანანო

რაღაც კარგი ჩანს თან ახლა წონის პრობლემები საკმაოდ აქტუალურია,ველოდები შწმდეგ თავს მოუთმენლადდ

 


№2  offline წევრი თიკოია

ძალიან მომეწონა იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.

 


№3 წევრი OKI ME

საინტერესოააა :P უჰ, როგორ მაინტერესებს შემდეგ თავში რა როგორ განვითარდებაა. :P იმედი მაქვს უახლოეს მომავალში დადებ ახალ თავს ❤️❤️❤️

სანდრო შემეცოდა, ისეთი როგორიც დღეს არის, მისი ოჯახის დამსახურებაა. ცემა არ უშველიდა მაგას. საერთოდაც ელენეს ვეთანხმები მე. სწორად და ლოგიკურად მსჯელობს ეს გოგო და რომ უსმინონ მისმა ძმებმაც არა? :დდდდ

წარმატებები შენ და ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️

 


№4  offline წევრი Mia_smith

დიდი მადლობა მეგობრებო შევეცდები უახლოეს დღეებში ავტვირთო heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებთ თავებს ველოდები სულ წყვითავს თავებს რამდენიც წავილითხე თქვენი იქტორია

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დამატებთ სხვებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent