წვიმის საჩუქარი 4 თავი
4 თავი ერთი კვირა გავიდა რაც სამეგრელოში ვართ. ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბავი თითქმის დაგვავიწყდა, ჩავთვალეთ რომ მომეჩვენა. ისეთ სასიამოვნო გარემოში ვარ, ალბათ რომ მოვეკალი ვინმეს ეგეც დამავიწყდებოდა. ეს შავი იუმორი ზუზუსგან გადმომედო, გსმენიათ? „ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“ ზუსტად ასეა, ანამარიაზე ვერ ვიმოქმედე, მაგრამ ანამარია მოქმედებს ჩემზე. ერთ მშვენიერ საღამოს, გადავწყვიტეთ დრო თამაშში გაგვეყვანა. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, მაინც ვერ მოვიფიქრეთ ვერაფერი, იმედი გადაგვეწურა თეკლამ, რომ წამოიძახა. _ვაიმეე! ვიციი! - თვალები გაუნათდა და ფეხზე წამოხტა- ორი წუთი დამელოდეთ, მოვალ ახლავე! ცოტა ხანში, თეკლა დაბრუნდა და სახესთან რაღაც ყუთი აგვიფრიალა, თუ არ ვცდები კარტი უნდა იყოს, მაგრამ მაგისთვის დიდია. _ეს არის კარტი, ოღონდ ისეთი არა თქვენ რომ ფიქრობთ. ვინმემ სასმელი გააძრეთ, ამ კარტზე წერია რაღაცეები, თუ არ შეასრულებ უნდა დალიო. ჰეე, სასმელი გვინდა. ამ აზრით ყველა მოვიხიბლეთ და სასმელიც უცებ მოვძებნეთ. _კარგი, წრეზე დაჯექით. წრეზე მოვთავსდით, კარტი ავჩეხეთ, პირველი თეკლამ დაიწყო. _ხელი გაიშვირეთ მისკენ, ვისაც არასდროს ყვარებია, უსურვეთ სიყვარული და დაალევინეთ ორი ჭიქა. აბა, ვის არ ყვარებია? მე მგონია თებეს და ანამარიას არ ჰყვარებიათ არასდროს. _დაგვისხით, თებე რა შარში ვაართ. მე და ანამარიამ ორ-ორი ჭიქა არაყი დავლიეთ. _ორი წუთით, მგონი არც მე მყვარებია, უნდა დავლიო? ყველამ გაფართოებული თვალებით გავხედეთ, სწერვულად მომღიმარ გიორგის. თეკლამ წარბები ასწია _ საყვარელო, ვიცით რომ გიყვარვარ! _ოჰოო! ჩუმად ჩაილაპარაკა ანამარიამ. _კარგიი, მე ვაგრძელებ!-სიტუაციის განმუხტვას ვეცადე და კარტს ვწვდი- ურეკავ ყოფილ შეყვარებულს და ეუბნები: „შენ რომ გგონია ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია!“ თუ არ შეასრულებ სვამ ოთხჯერ! ყოფილი რომ არ მყავს, ანუ უნდა დავლიო? (მეგობრებო, სიტუაციები მე არ მომიფიქრებია, ნამდვილად არსებობს ასეთი კარტები და იქიდან ავიღე.) _კიბატონო, დალიე თებროლე. უნამუსო გიორგი გაიკრიჭა და სასმელი დამისხა. _საწოლში თქვენ ამიტანთ მეგობრებო! _მე აგიყვან არ ინერვიულო უყურეთ ერთი თვალსაც რო მიპაჭუნებს, ნაგლი. ახლა გიორგიმ აიღო კარტი. _აირჩიე მოთამაშე,გახსენი მისი სოციალური ქსელი და დაუწერე „RILATIONSHIP” სტატუსი FRIEND-თან, რომელსაც არ იცნობს. პოსტი არ უნდა წაიშალოს 60 წუთი. თუ უარს გეტყვის, სვამს ოთხჯერ.- სწერვულად გაიცინა და ანამარიას გადახედა. აი სად დაგერხა ზუზუ.- აბა, დაიკო მომეცი ტელეფონი. ანამარიამ „შენ მოგკავ დღეს“ სიფათი მიიღო, მაგრამ ტელეფონი გაუწოდა. გიორგიმაც გამარჯვებულის სახით აიღო ტელეფონი და მეგობრებს ჩამოუყვა. _ეს ნუკრი გომართელი ვინ არის? _მაგას ვიცნობ, კლასელის ახლობელია. _კარგიი, ბექა ბაღდადაშვილი? _ბიჭოო, ეგ როგორ არ გახსოვს? ჩვენი მეზობელი იყო. _უი ხოო, ერეკლე გაბრიჩიძე ვინ არის? _მაგას არ ვიცნობ, მანახეე!-ტელეფონი ანამარიას მიუტრიალა- ეე, სიმპატიურია! მიდი დაპოსტე. გიორგის მეტი რა უნდოდა, დაპოსტა და ტელეფონი გვერდით დაიდო. ირაკლის ჯერი დადგა, კარტი აიღო და კითხვა დაიწყო. _ვისაც სიმთვრალეში რამე ჩაუდენია, რასაც ნანობს, ან რცხვენია, იმან დალიოს ორჯერ და მოყვეს ეს ისტორია. ჰმმ... მე არ ჩამიდენია ეგეთი არაფერი. _მაშინ, დალიე და სხვამ მოყვეს ვისაც ჩაუდენია. _კარგი, მე მოვყვები.-მარიამმა დაიწყო საუბარი- მოკლედ, ერთხელ მეგობრებთან ერთად დავლიე, იქიდან რო მოვდიოდი მეგონა შეყვარებული დავინახე სხვა გოგოსთან, ხოდა მივედი და დავუწყე ჩხუბი, როგორ მღალატობ თქო, ამ დროს თეკლა და სალომე ვიდეოს იღებდნენ-გოგონებს გახედა და თვალები უბრიალა- ეს ბიჭი გაოცებული მიყურებდა, გოგომ კიდე ისეთი შემოსცხო, შე ო, კინაღამ მე დავიწყე ტირილი. ძლივს გამომათრიეს იქიდან, მომიწია იმ გოგოსთვის მეორე დღეს ამეხსნა, რომ მთვრალი ვიყავი და ვიიბოდიალე რაღაცეები. სიცილით ვიგუდებოდით უკვე, მეკოზე რავიცი რა გითხრათ, დიდად არ ეცინებოდა. _ სალო, შენი ჯერია. _ უი, ხო. დაასახელე სამი ფერი, ვისაც ამ ფერი ლიფი უკეთია სვამს ორჯერ. კარგიი! შავი, თეთრი და წითელი. მარიამ, გაგვიმხილე ჩიტო. _გველაძუავ, დამისხით! _ჯერ გვითხარი, რა ფერი გაცვია? _შავი იდიოტო. _კარგი, მარიკოს დავალევინეთ. თეკლა, გვრიტო შენი ჯერია! თეკლა, გაწითლდა და ჭიქა წინ გაწია. _გოგო, მილიონჯერ უნდა გამამეორებინოთ? ფერიც თქვით. _მეც შავი მაცვია. _ჰე, ანამარია გაგვიმხილე ლიფის ფერი. _ვერ გაარტყი, ღია ვარდისფერი მაცვია. პატარა ბავშვივით დაეჭყანა სალომეს. _თებე, შენ? მეხსიერების პრობლემები ხომ მაქვს? კი თებე გაქვს. მაიკაში ჩავიხედე, უი გამჭვირვალე როა რა ვუყო? ზუსტად ვიცი, ჭარხალივით წითელი ვარ. _რაიყო გოგო არ გაცვია ლიფი? _გამჭვირვალე ისე ჩუმად ვთქვი, არამგონია ვინეს გაეგო, მაგრამ რათ გინდა ისეთი ხარხარი მორთო დუდუს გარდა ყველამ, ასე მგონია მაიკაში ჩავახედე. დუდამ ტუჩის კუთხე ასწია. _უყურე ერთი ამას! გარყვნილო, ეგეთებს მე არ ვიცმევ. _სალომე, მოგხვდებაა! დარცხვენილმა ჩავილაპარაკე. _ვისაც პანაშვიდებზე ეცინება სვამს ხუთჯერ. ვის არ გასცინებია? ყველამ უნდა დავლიოთ? დუდუ, მე სერიოზული მეგონეე. უყურე ამას თებე, თურმე პანაშვიდებზე იცინის, რაიყო შენ არ იცინი? მორჩი თებე საკუთარ თავთან ლაპარაკს. _ეჰ, კი! ყველამ ხუთ-ხუთჯერ დავლიეთ. _ვისაც ყველაზე დიდი მკერდი აქვს სვამს ორჯერ. მე მკერდი საერთოდ არ მაქვს- საწყლად ჩაილაპარაკა მეკომ- მაგრამ მარიამს რომ აქვს სამი ზომა, ეგ ვიცი. ვაიმეე, გააწითლა გოგო. მარიამმა დალია, მაგრამ მეკომ კი მიიღო ჭახანი. _მერაბ მოგკლავ. მე წავიკითხავ ახლა. ამოალაგეთ ჯიბიდან ყველაფერი რაც გიდევთ, ვისაც არაფერი უდევს სვამს. აბა ვნახოთ-ჯიბეები მოიჩხრიკა- აი ხურდები მიყრია მარტო. ყველამ ამოვალაგეთ ჯიბეები, სასაცილო იცით რა არის? დუდუს და იკას პრეზერვატივები რომ ედოთ და ზუზუმ რო იკითხა ეგ რა არისო. არა, განა არ იცოდა, თავი დაიდებილა. იმდენი დავლიეთ, არ მახსოვს ოთახში როგორ ავედით. ხვალ თბილისში ვბრუნდებით... ღმერთო ჩემო! თავი მასკდება. არ უნდა დამელია ამდენი. აუუ, ახლა უნდა ავდგე და ჩავლაგდე? მეზარება. ზუზუსკენ გადავტრიალდი, ისე საყვარლად სძინავს. _ანამარია! ზუზუუ, გაიღვიძე რაა, ცხრა ხდება უკვე. _მჰმმ გაურკვეველი ბგერები ამოიზმუილა და კომფორტულად მოთავსდა. _აუუ, კარგი რაა!- სააბაზანოსკენ წავედი- სანამ მოვწესრიგდები შეგიძლია გეძინოს. თავი მოვიწესრიგე, ჩანთების ჩალაგება დავიწყე, მაგრამ რათ გინდა? ანამარიას გაგუდულს სძინავს, ახლა ტვინი გადამიტრიალდება, დედაჩემის ნაჩუქარ ყელსაბამს ვერ ვპოულობ. _ანამარია, ადექი თორემ წყალს გადაგასხავ. სიტყვას ვასრულებ და გიროგიც გიჟივით აღებს კარებს. _ჰაა, გაემზადეთ? ამას კიდევ სძინავს? _გიო, გააღვიძე რაა! დედას ნაჩუქარ ყელსაბამს ვერ ვპოულობ, არადა ამ მაგიდაზე მედო- ხელი საწოლის პირდაპირ მდგომი კარადისკენ გავიშვირე- ზუსტად ვიცი. _არ ინერვიულო, მანდ იქნება, გამოვწიოთ ეგ მაგიდა. არა, ჯერ ეს უნდა გავაღვიძო.- სახე ყურთან ახლოს მიუტანა და მთელ ხმაზე დაიყვირა-ანამარიაა!!! ანამარია ისეთი დაფეთებული წამოხტა, გიოს თავით დაეჯახა. _ვაიმე! რამ გაგამხეცა გოგო! _იდიოტო, გააფრინე? გული გამისკდა. _ღირსი თუ არ იყო რაა! ადექი, ჩაიცვი. თებემ შენი ჩანთაც ჩაალაგა, დედამისის ნაჩუქარ ყელსაბამს ვერ პოულობს და დავეხმაროთ. მაგიდას მოუახლოვდა, მთელი ძალით გამოაჩოჩა. ყელსაბამის რა გითხრათ, მაგრამ ტელეფონი ნამდვილად ვიპოვეთ. დუდუს ვკითხეთ მაგრამ მისი არ აღმოჩნდა, უკან რაღაც მოწყობილობა ეყენა. ირაკლი, სალომე, მეკო და მარიამი უკვე წასულები იყვნენ, ამიტომ რამდენიმე საათი დავრჩით. ტელეფონი დაიტენა, გავხსენით, დაბლოკილი არ იყო, ნომრებში შევედით, არანაირი ნომერი არ ეწერა, ახლა ფოტოებში გადავწყვიტეთ შესვლა, რომ გაგვეგო ვისი იყო ტელეფონი. იქ ნანახმა კი ნამდვილად შემაშინა, ვიდეო იყო, იმ ღამის ვიდეო, თავს რომ დამესხა უცნობი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.