შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომელი? (I)


15-05-2021, 10:57
ავტორი mariam guliashvili
ნანახია 930

სკოლის ცარიელ დერეფანში სიცილით მოაბიჯებდა ორი ბიჭი. ერთი, მაღალი და ქერა იყო, მეორე-შავგვრემანი. ისე იცინოდნენ, თითქოს არაფერი არ ადარდებდათ ცხოვრებაშიო. უცებ, ერთ-ერთი კლასის კარი გაიღო და გაბრაზებული მასწავლებელი გამოვიდა.
-ბიჭებო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ასე არ შეიძლება. საგაკვეთილო პროცესში ხელს გვიშლით. დღეს დავიბარებთ თქვენს მშობლებს და ერთად გავარკვევთ ამ საკითხს.-უთხრა წყრომით.
უცებ, ქერა ბიჭი წამოიწია და მასწავლებელს ირონიულად მიმართა:
-თქვენ არ ყოფილხარ ახლაგაზრდა? თუმცა, თქვენ ხომ ბებრულ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდით. იქ არაფრის უფლება გქონდათ. ახლა მაინც ნუ იყრით ამის გამო ჯავრს ჩვენზე.
მასწავლებელი ბრაზისგან გაიბერა.
-ამას განანებთ! მოვიდნენ თქვენი მშობლები!-ეს თქვა და კლასის კარი მოიჯახუნა. ბიჭებმა ერთი გამოაჯავრეს და ეზოში სკამებზე ჩამოსხდნენ.
ქერას გიორგი ერქვა, ხოლო შავგვრემანს ალექსი. ისინი სრულიად განსხვავებულები იყვნენ ადრე. გიორგი ძალიან დამჯერი ბიჭი იყო. ყველაფერს ასრულებდა რასაც მშობლები ეუბნებოდნენ და სკოლაშიც კარგად სწავლობდა. მაგრამ, მესამე კლასში ონავარი ალექსი გადმოვიდა. რაც ისინი მაწავლებელმა ერთად დასვა და ისიც მისნაირი გახდა. მათზეა ნათქვამი: ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. ალექსი მდიდარი იყო და ამიტომაც მშობლები ყველანაირ პირობას უქმნიდნენ განათლების მისაღებად. მაგრამ, ალექსი დროს გართობას უთმობდა. ბიჭებს გიორგის სახლში სხვენში, ,,შტაბი" ჰქონდათ მოწყობილი. იქ მათთვის ყველაფერი იყო. სათამაშო გაჯეტები, ტელევიზორი, უშნო პლაკატები და ა.შ. ახლაც, განუყრელი მეგობრები იყვნენ.
-გიო, შენ მაგარ შარში ხარ!-წაიმღერა ალექსმა.
-მარტო მე არა!-გამოეპასუხა გიორგი,-სკოლიდან გაპარვა შენი ინიციატივა იყო. ამაში მთავარი დამნაშავე შენ ხარ.
-ჰო, მართალი ხარ. გამოვიდოდა ყველაფერი, იმ ქალბატონ ადოლფას რომ არ ჩავეშვით.-დანანებით თქვა ალექსმა,-ახლა ჩვენი მშობლები ამის გამო შეხვედრის უფლებასაც აღარ მოგვცემენ.
აი, სკოლის ეზოში მათი მშობლები შემოვიდნენ. მათ მუქარით შეხედეს შვილებს და სწრაფი ნაბიჯით აუყვნენ სკოლის კიბეებს. მალე, ბიჭებსაც დაუძახეს დირექტორის კაბინეტში. როცა მიდიოდნენ, ასე ეგონათ ჯოჯოხეთში მიდოდნენ. ისინი მშობლებისგან მოშორებით ჩამოსხდნენ. დირექტორი კი, თვალებით ჭამდათ. ბოლოს, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო:
-ბიჭებო, სულ თავს გახვედით! ასე არ შეიძლება. თქვენ თითქმის ყოველდღე იპარებით სკოლიდან და აზიანებთ სკოლის ქონებას. შეიძლება, მერე გადასახადები დაგაკისრონ და ის გაყიდინონ, რაც გააფუჭეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთი კვირით აგიკრძალოთ სკოლაში მოსვლა, იქნებ ასე მაინც ისწავლოთ ჭკუა.
გიორგიმ და ალექსმა ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს. მაგრამ, ოცნებები დაემსხვრათ, როცა დედებმა ერთმანეთთან შეხვედრა აუკრძალეს. ისინი თვლიდნენ, რომ მშობლები ყველაფერში იყვნენ დამნაშავენი.
მეორე დილა წვიმიანი გათენდა. ბიჭები გალიაში გამოკეტილებივით გრძნობდნენ თავს. ალექსს დედამ ტელეფონი წაართვა. მაგრამ, უდარდელად შევიდა ოთახში, ამოიღო კომპიუტერი და გიორგის დაურეკა.
-რა იყო, სულ აღარ მეკონტაქტები! შენი მეგობარი აღარ ვარ.
-რა ბავშვივით იქცევი,-გაეცინა გიორგის-ვერ მოვახერხე. დედაჩემმა მაიძულა, რომ სახლი დამელაგებინა.
ბიჭები დიდხანს ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ამ გზით მაინც ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. დილით ძალიან გახარებული იყო გიორგი, სკოლაში რომ არ მიდიოდა. სასაუზმოდ რომ ჩავიდა, დედა გაბრაზებული დახვდა.
-დედა, ჩემზე ხარ გაბრაზებული?-უთხრა და დედის გვერდით ჩამოჯდა,-რა მოხდა, მეტყვი?
-შენზე არა, შენს ძმაზე.
-რა ჩაიდინა ნიკამ?
-ისე მოჰყავს ცოლი, რომ არც გვითხრა. ეს მისთვისვე იყო უკეთესი, მაგრამ არასდროს უგდებდა ყურს ჩემს დარიგებებს.-ტირილით თქვა დედამ.
მაგრამ, გიორგისი რა ბრალი იყო თავის ძმა ასე მოიქცა?! მაშინვე უდარდელად ავიდა ოთახში და ფიქრი დაიწყო იმაზე, თუ როგორ დაეძვრინა თავი დედის მარწუხებიდან. ახლა მას ხომ ნიკაზე ჰქონდა მთელი ყურადღება გადატანილი! აი, ეს ყველაზე კარგი სიტუაცია იყო სახლიდან გაპარვისთვის. მაშინვე დასახა გეგმა...



№1  offline წევრი OKI ME

აბა ვნახოთ ერთი :P დასაწყისმა დამაინტერესა, გავაგრძელებ კითხვას და დავბრუნდები :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent