შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომელი? (IV)


18-05-2021, 19:35
ავტორი mariam guliashvili
ნანახია 785

იმ დღეს საშინელი ამინდი იყო. წვიმდა, ელავდა და ცა მოქუფრულიყო. ალბათ, რომ არ გცოდნოდა ღამე გეგონებოდა, ისე ბნელოდა. ელენე ფანჯარასთან მოწყენილი იჯდა. მის გონებაში გიორგი ისე გაქრა, როგორც ქარს გატანილი ფოთოლი. ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ის თავის ბედზე ფიქრობდა. ოჯახში საშინელი ვითარება ჰქონდა. უმიზეზოდაც კი სცემდნენ და ყველაფერზე პასუხს სთხოვდნენ. ისიც იტანდა ამ ყველაფერს და ხმას არ იღებდა, მაგრამ დადგა დღე და ვეღარ გაუძლო. ღამე სახლიდან გაიპარა და მას შემდეგ მეგობართან, ბარბარესთან ცხოვრობდა. ბარბარეს დედა კარგი ქალი აღმოჩნდა. საკუთარი შვილისგან არ არჩევდა ელენეს და უყვარდა. არ არაფერი მოუკლია და ცდილობდა უდედობა არ ეგრძნო. მართლაც, გოგონამ იქ ყოფნის პერიოდში გაიგო, თუ რა იყო დედის სითბო. გასაკვირია, მაგრამ ეს აქამდე არ უგრძვნია. ეუბნებოდნენ, რომ დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა. არც იცოდა რა ერქვა, მოკლედ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მასზე. ოჯახში თითქმის საერთოდ არ ახსენებდნენ მას. ისიც მხოლოდ მეზობლებისგან გაიგო. როცა წამოიზარდა, დაეჭვდა რომ დედამისს მასზე მეურვეობის უფლება ჩამოართვეს და უმალავდნენ. იცოდა, რომ ერთ დღეს დედას იპოვიდა. არასოდეს არ ნებდებოდა და სულ კვლევა ძიებაში იყო. მაგრამ, არაფერი ჩანდა. ამ რთულ პერიოდში ბარბარე ამხნევებდა. თვითონაც ბევრი სადარდებელი ჰქონდა, მაგრამ მაინც მეგობართან იყო. ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ რომ გაიზრდებოდა რა ბედი ეწეოდა? ამაზე ხშირად ფიქრობდა. ბარბარესაც დიდ ტვირთად დააწვა მისი ბედი. მას ხომ მომავალი ჰქონდა და რატომ უნდა ეფიქრა მეგობრის პრობლემებზე? თან დიდხანს ვერ შეინახავდა უცხო ოჯახი. წასვლა ბევრჯერ გადაწყვიტა, მაგრამ ოჯახი არ უშვებდა.
ამ ფიქრებში იყო, როდესაც კარი ნელა გაიღო და ოთახში წითური, სუსტი გოგონა შემოვიდა. კანი ღია ყვითელი ფერის ჰქონდა და თვალის უპეებიც სულ მთლად ჩაშავებული. ხმა ძლივს ამოიღო და ელენეს მიმართა:
-ელო, წამოდი ივახშმე.
-არა, ბარბარე. არ მინდა.-თავი გააქნია გოგონამ და მეგობარს დააცქერდა.
-წამოდი, რა! დედა და მამა სახლში არ არიან. მე კი მარტო არ მინდა ვახშმობა.-ყელს თითით უწევდა ბარბარე. ძალიან გაიხარა მეგობრის მოსვლით. დედისერთა ბავშვი იყო და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა. ყოველთვის ეშინოდა მარტოობის და სიბნელის. ახლაც ძალიან შეშინებული ჩანდა.
-კარგი, ბარბარესთან შედავება არ ღირს.
გოგონები დაბლა ჩავიდნენ და ივახშმეს. იგონებდნენ სახალისო და სასიამოვნო მომენტებს ცხოვრებიდან და გულითადად იცინოდნენ. მალე ბარბარეს მშობლებიც მოვიდნენ. ყველანი ერთად დასხდნენ და საყვარელ ფილმს უყურეს. სასიამოვნო იყო მათი დანახვა. ირგვლივ ოჯახური იდილია სუფევდა და მხოლოდ სიცილი ისმოდა. ელენე ძალიან გახარებული იყო. აი, ესაა ნამდვილი ოჯახი! ყველაზე მეტად არ უყვარდა ყვირილი, სისასტიკე და ადამიანების ჩაგვრა, რითაც თავის ძველი ოჯახი შემკული იყო. ახლა, თავს დაცულად და საიმედოდ გრძნობდა.
ამასობაში, გოგონების ძილის დროც მოსულიყო და მაღლა, ოთახში ავიდნენ. ფარდებს ქარი აფრიალებდა და ოთახში გრილი ჰაერი ტრიალებდა. ორივემ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და იატაკზე, ბალიშებზე მოკალათდნენ. ყოველ ღამით ასე აკეთებდნენ და იმ დღის მომენტებს განიხილავდნენ.
-ელენე, რა საშინელი ამინდია დღეს.-თქვა ბრაბარემ და ყავა მოსვა.-გიფიქრია, თუ რა მოხდება მომავალში?
-არა. მაგრამ, მოდი ვილაპარაკოთ ამაზე.-მიუგო ელენემ.
-კარგი. ჩემი გადმოსახედიდან დანახულ მომავალს წარმოგიდგენ! ალბათ, ვინმე პოპულარულ ბიჭს შვუყვარდები...-მაგრამ, ამის წარმოდგენა ძალიან რთული იყო. არცერთი ბიჭი არ ისურვებდა მის შეყვარებას,-მერე, დავქორწინდებოდით და გვეყოლებოდა შვილები. სულ ეს არის, მგონი. ახლა შენ.
-უინტერესო და ერთფეროვანი მომავალი მექნება. -ამოიოხრა ელენემ.
-სულ მაგაზე ნუ ფიქრობ! რა დრამატული ხარ!-დაიბღვირა ბარბარე.
-გაწყენინე?-თქვა ელენემ და ბარბარეს ძალიან მაგრად ჩაეხუტა. ასე ეგონა, რომ ღვიძლი დები იყვნენ. გოგონები დიდხანს იცინოდნენ და ხუმრობდნენ. ბოლოს, მხიარულებაში ჩაეცინათ.
დილით გამოიდარა. გოგოები სასწრაფოდ მოემზადნენ და წავიდნენ სკოლისკენ. გზაში ბარბარე გაშტერა. ღიმილი კი, სახეზე შეეყინა. ელენე გაკვირვებული იყურებოდა და თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა. უცებ, ქუჩის მეორე მხარეს გაიხედა და დაინახა გამხდარი, შუა ხნის კაცი, რომელიც საშინელი მზერით უყურებდათ. ქუჩა სწრაფად გადმოჭრა და მათკენ გამოიქცა. ბარბარემ ერთი კი შეჰკივლა და გაიქცა. ელენემაც გააცნობიერა, რომ რაღაც ხდებოდა და მანაც უშველა თავს. დიდხანს მირბოდნენ თბილისის ვიწრო ქუჩებში. საბედნიეროდ, მდევარი არსად ჩანდა და ერთ მოფარებულ კუთხეში მოითქვეს სული. ელენე გაკვირვებული მიუბრუნდა ბარბარეს:
-რა ხდება? ის კაცი ვინ არის? იცნობ?
-ასეც შეიძლება ითქვას. სახლში მარტო ვიყავი, როდესაც კარზე ზარი დაირეკა. რომ გავაღე, ზუსტად ის კაცი დამხვდა. თავი სანტექნიკოსად გაასაღა. როცა ოთახში მის სანახავად შევედი, დავინახე რომ ძვირფას ნივთებს იპარავდა. როდესაც დამინახა, ყველაფერი დაყარა და ფანჯრიდან გადახტა. მე მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. უბრალოდ, შემეშინდა. ახლა, მიცნო და ალბათ ჩემი მოკვლა უნდოდა, გასაჩუმებლად.-დაასრულა თხრობა გოგონამ.
იმ დღეს, სკოლაში არ წასულან. შემოვლითი გზით დაბრუნდნენ სახლში და მთელი დღე იქ გაატარეს. ბარბარემ კი დააპირა პოლიციისთვის დარეკვა, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent