შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობი (თავი 1)


30-05-2021, 13:33
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 117

***
"ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილ იმ სუნამოსავით იყავ, რომელიც მხოლოდ ერთხელ დავისხი და რომლის სუნიც, სამუდამოდ გამყვა"
***
• 2018წელი, 10 სექტემბერი.
ბორჯომი. მტკვრის სანაპირო.

ალბათ გაგჩენიათ კითხვა, როდის არის ადამიანი ყველაზე ცუდად. ცხადია, ამაზე ყველას პასუხი განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, იმაზე საშინელი არაფერია, როცა ცრემლები ყელში გწვდება და გახრჩობს. დიდი მონდომებით ცდილობს დარაჯად მყოფ თვალებს თავი დააღწიოს და გზა თავისუფლად გაიკვლიოს. შენს გულისცემს ყურებში გრძნობ და მხოლოდ ერთადერთი კითხვა გაწუხებს - რატომ?! ვიცი, რომ ამ ქვეყნად უპრობლემო ადამიანი არ არსებობს. ვიცი, რომ ყველას უჭირს. ვიცი, რომ ამ წუთას, ჩემს გარდა კიდევ ვიღაცას სტკივა. არაქვს მნიშვნელობა, ეს სულიერია თუ ფიზიკური, მაგრამ სულიერ ტკივილს, ყველა განსხვავებულად განიცდის და ჩემეულად განცდილი, სულ სხვაგვარად ჰგვრის ცვარს სხეულს. კანკალი მივარდება, რომლის კონტროლიც დიდი ხანია, აღარ ძალმიძს და ახლა, მთელი არსებით ვებრძვი თავს, რომ ცრემლების შეკავება მაინც შევძლო. შინაგანად ვმძიმდები, იმდენად ვმძიმდები, რომ ვშიშობ, ჩემი სხეული ამდენს ვეღარ გაუძლებს. მთელი შერჩენილი ძალით ვეჭიდები გაყინულ ქვის ფილას და მყარ კედელზე ვცოცდები. ყურებში ქარის ზუზუნი მესმის, რასაც მალევე ქვემოთ არსებულ უზარმაზარ ლოდებთან, მტკვრის შეჯახების ხმაც ერთვის. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვგრძნობ პირველი დამარცხების შედეგად კენტად წამოსულ ცრემლს. მე ამდენის გაძლება აღარ შემიძლია.. ვიცი, რომ აღარ შემიძლია. ჰო, ვიბრძოლე.. ბევრი ვიბრძოლე, მათთვის ვიბრძოლე ვინც ჩემით ცოცხლობს, ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ვჭირდები, ვისთვისაც იმედი ვარ.. მაგრამ აღარ შემიძლია.. ეს გზის ბოლოა, ეს დასასრულია, მაპატიეთ..
თქვენ მე გიყვარვართ და დარწმუნებული ვარ, გინდათ ბედნიერი ვიყო. მაგრამ ამ სამყაროში, მე ვეღარ ვიქნები ბედნიერი, ეს ჩემი ტანჯვის ბოლო წუთია, მაპატიეთ..
- შეჩერდი! - დახშულ ყურებში, რის ვაი-ვაგლახით აღწევს ხმა. იგი, იმდენად შორი და უცხოა, მიჭირს გონებაში შემოვუშვა და დავაჯერო, რომ დილის 5საათზე აქ ჩემს გარდა, კიდევ ვინმეა. აზრები ირევა. იმდენად სწრაფად, რომ ვერცერთზე ვერ ვასწრებ დაფიქრებას. მკერდის არეში რაღაც უცნაურ ტკივილს ვგრძნობ, რომელიც თითქოს რეალობაში მაბრუნებს და მახსენებს, რომ ახლა უკან დახევისთვის ძალიან გვიანია. ბოლო და უკანასკნელი ჭიანჭველას ნაბიჯს ვდგამ და ამ ჩასუნთქვით, საბოლოოდ ვემშვიდობები დედამიწას. ხელებს ჰორიზონტალურად ვშლი, უკანასკნელად ვაგორებ გამშრალ ყელში ნერწყვს და ამ ნაბიჯით, სიმსუბუქეს ველი.. სიმსუბუქეს, რომელიც ყველაფერს გამარიდებს, ამ სამყაროს მომაშორებს. თვალები არ გამიხელია, თუმცა წელზე რაღაც უცნაური შეხება ვიგრძენი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარე არაფერი მიკვირს. ალბათ ქარიც კი მიხვდა, რომ ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის და საწადელის აღსრულებაში დამეხმარა. თავისი მიმართულებით გამაქანა და ჰაერში ამაფრიალა. ეს, სულ წამებში მოხდა. იმდენად სწრაფად, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მცირე იქნებოდა ეს მანძილი. ხერხემლის არეში, მწვავე ტკივილმა იფეთქა, რომელიც მალე მთელს სხეულს ცეცხლის ალივით ედება. არა, მე იქ ნამდვილად არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. სწრაფად ვიდებ შუბლზე ხელს და დაფეთებული ვახელ თვალებს.
- არანორმალური ეს! -პირველი რაც მესმის, ეს ისევ ის ხმაა, რომელიც ჯერ კიდევ ზემოთ მდგარმა ჩემს წარმოსახვას მივაწერე. ხერხემლის ტკივილი, იმდენად ძლიერია ძლივს ვახერხებ წამოჯდომას და თვალს, ჩემს გვერდით მჯდარ, უცნობის მწვანეებს ვუსწორებ.
- რაგააკეთე..- ყველა არეული აზრი, წამში ერწყმის ერთმანეთს და მათი გაერთიანება, საბოლოოდ მახვედრებს ჩემი მცდელობის დასასრულს.
- სიკვდილს გამოგგლიჯე ხელიდან! -მის ხმაში, ჯერ კიდევ იგრძნობა დაუცხრომელი ბრაზი. წამში დგება ფეხზე, შარვალს ხელით იფერთხავს და ხელებს ზეცისკენ აპყრობს- ღმერთო, აჩუქე ამის პატრონს სიცოცხლე!
გული უცნაურად მეკუმშება და პირველად მიპყრობს შიში იმისა, რომ ვეღარ ამოვისუნთქავ. ინსტიქტურად მიმაქვს ხელები ყელთან და თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ.
- ამის დედაც. ადექი, მოდი! -ხელს მიწვდის და თვალებში მაცქერდება.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საკუთარი თავი დავკარგე. მან მე მიმატოვა და სულაც არ ვარ ის გოგო, რომელიც ცოტა ხნის წინ გადახტომას აპირებდა. ყველა აზრი, ერთად დაილექა და სანამ ის, თავისი მწვანეებით ასე მიყურებს ვერცერთის ხელახლა წამოჭრას ვეღარ ვახერხებ.
მინდა, ხმა ამოვიღო, ვეჩხუბო, ვუყვირო, თუმცა ამის ნაცვლად, უბრალოდ უაზროდ ვატრილებ თვალებს.
- კარგად ხარ?! ძალიან ხომ არ იტკინე ზურგი?
ჯერ კიდევ გამოწვდილ ხელზე, ხელს ვუკრავ და ფეხზე თავად ვდგები. ტკივილისგან, სახე მემანჭება და იმ კედელს ვეყრდნობი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვიდექი. ძლიერი ქარი კეფაში მცემს და თმას უმისამართოდ მიფრიალებს.
- გეკითხები, გინდა საავადმყოფოში წაგიყვანო?- ხმა შედარებით ურბილდება, თუმცა სამაგიეროდ ახლა ჩემში იწყებს ბრაზის ნაპერწკლები გაღვივებას.
- საავადმყოფო.. -ჩემთვის მეღიმება და ადიდებული მტკვრისკენ ნელა ვაპარებ თვალს- რადმინდა.. გამაყუჩებელს გამიკეთებენ და გამივლის? იყოს, დაე ნუ გამივლის. იქნებ ცოტა ხანს მაინც გადაფაროს სულიერი ტკივილი და შევძლო, შენი საქციელის გამართლება.
თვალები კვლავ სითხით მევსება და სწრაფად ვიფარებ ხელებს. ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება და თითებს შუა, ფრთხილად ვაპარებ თვალს.
- მისმინე. რაც არ უნდა მომხდარიყო, სიკვდილი გამოსავალი მაინც არაა. ხო, შეიძლება შენ წახვიდე, მაგრამ მათზე რატომ არ ფიქრობ, ვინც აქ რჩება?
ღრმად ვოხრავ და ხელებს, სახიდან ვიშორებ. მიდი და უხსენი ახლა ამას. რომც მინდოდეს, ამის ძალა მაქვს?
- რაო, ფიქრობ რომც ავუხსნა მაინც ვერ გაიგებსო?
მექანიკურად ვკრავ წარბებს და წამიერად ვუსწორებ თვალს.
- მეტყვის მესმის, მაგრამ სინამდვილეში არ ესმისო, არა? -კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ჩემს წინ, კედელს გვერდიდან ეყრდნობა.
- ეჰ, უცნობო ნაცნობო. ეგ რომ იმას შველოდეს, რისი გამოსწორებაც უკვე აღარ შეიძლება, შენი აზრით, აქ ვიდგებოდი?
- თავი დამანებე. - არვიცი რამჭირს, მაგრამ ვგრძნობ საერთოდ არ მსიამოვნებს მისი საუბარი. ასე მგონია, მალე მისი აზრები ჩემს გონებას მთლიანად დაეპატრონება და ამის კონტროლის უნარიც გამომეცლება ხელიდან.
- შენ ისე გტკივა, რომ ამას ვეღარ უძლებ. გინდა გაიქცე, შორს გაიქცე. იქ გაიქცე, სადაც ეს ტკივილი ვეღარ მოგწვდება. შეიძლება იქ სხვაგან, უფრო მძაფრად შეიგრძნო ჯოჯოხეთის გემო. მაგრამ ფიქრობ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი იქნება. ზუსტად ამიტომ, არ შეგეშინდა აქ ასვლის და ფეხის გადადგმის. შენმა აზრებმა შენზე საბოლოოდ გაიმარჯვა. იქნებ ამიტომაც, ვეღარ შეძელი მათზე გეფიქრა, ვისაც აქ ტოვებ. ვიცი, მჯერა.. არ იქნები უგულო. ყველა, სრულიად უცნობიც, მეც კი შეგეცოდები იმ განცდისთვის, რასაც თავად განიცდი! დამიჯერე, ორმაგად უფრო მწარე იქნება შენი ახლობლებისთვის. იმაზე მეტად მწარე, ვიდრე ახლაა შენთვის და როგორც შენ ვერ იპოვე სიკვდილის გარდა სხვა გამოსავალი, ისე ვერ იპოვნიან ისინიც. იმიტომ, რომ გამოსავალი არ არსებობს. ყველა ვერ ადგება და თავს ვერ მოიკლავს, რადგან მის უკან მყოფები შეეცოდება. მაგრამ შენი გახსენებისას, მუდამ იტყვიან, რომ შენ არავინ შეგცოდებია.
მისი სიტყვები, სხეულის ყველა ნაწილში განსხვავებულ ტკივილს მგვრის. საფეთქელზე ხელის გულებს მაგრად ვიჭერ და უშედეგოდ ვცდილობ, იქიდან მომავალ ჩხვლეტას მაინც ვუშველო.
- მისმინე..
- აღარ მინდა, მოსმენა! -მთელ ხმაზე ვყვირი და თავზე თმას გამწარებული ვაფრინდები. ვგრძნობ, ნელ-ნელა ეს ყველაფერი ბოლოს მომიღებს და საკუთარი ფეხით მიმიყვანს საგიჟეთამდე. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ისტერიკული ტირილი მივარდება. ჯერ კიდევ ვიბრძვი და ვცდილობ, ემოციებისგან გათავისუფლებას. თუმცა ამის ნაცვლად, თითქოს უარესად ვივსები ნეგატივით, რომელიც იმდენად სწრაფად მოიწევს ყელისკენ, რომ დარწმუნებული ვარ დამახრჩობს. სუნთქვა საშინლად მიხშირდება, შინაგანად მახურებს და ამ ყველაფერთან ერთად, საძულველი კანკალიც მივარდება. თავს ვეღარაფერს ვუხერხებ და ვგრძნობ, მალე დავეცემი, თუმცა ჩემს გვერდით მდგარი უცნობი, დროულად ახდენს რეაგირებას. ჩვენს შორის არსებულ, ისედაც მცირე მანძილს სულ მთლად ამცირებს, ხელებს ძლიერად მხვევს და თავის სხეულზე მიკრავს. გულის ერთი ნაწილი, თითქოს წარმოუდგენელ შვებას გრძნობს, თუმცა წამსვე უხილავ ომში გონებაც ერთვება და მაიძულებს მისგან გავთავისუფლდე.
ხელებს მთელი შერჩენილი ძალით ვუშენ მკერდზე და ფართხალს ვიწყებ, მაგრამ ამას პასუხად, მხოლოდ ის მოყვება, რომ უფრო ძლიერად ვარ აკრული მის სხეულზე. ეს რამდენიმე წუთიანი გაბრძოლებაც კი იმდენად მღლის, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მთლიანად ვკარგავ და უბრალოდ ვენდობი. ვენდობი და არვიცი, რაიქნება ამის მერე.
- გაივლის..
- არ გაივლის. 5 წლის განმავლობაში ვუმეორებდი თავს, რომ გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და არც მოხდება.
- მომიყევი..
- რა მნიშვნელობა აქვს. მეტყვი, რომ მომავალი ჯერ კიდევ წინ მაქვს და ოდესღაც მაინც შევძლებ რაიმეს შეცვლას? -ღრმად ვსუნთქავ და ამჯერად ნელა ვშორდები მის სხეულს. ვამჩნევ, ახლა სრულიად სხვა მზერით მიყურებს და თითქოს მაიძულებს, მასში რაიმე ამოვიკითხო. რაღაც ისევ მეწვის შიგნიდან და ვიცი, თუ საუბარს დავიწყებ, ახლა კიდევ უფრო მეტად მეტკინება. უკუსვლით ვიხევ უკან და თავს ოდნავ ვაქნევ.
- უნდა წავიდე..- არ გამომყვება, რადგან ამ მცირე დროში იმდენად კარგად გამიცნო, იცის მეორედ იგივეს ვეღარ ვცდი. რატომ? ამაზე პასუხი ბუნდოვანია - თუმცა ორივემ ზუსტად ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდება.
ძალიან ნელა ვაქცევ ზურგს და ვგრძნობ, როგორ მწვავს მისი მზერა უკნიდან. სულ ერთი სიტყვა.. სულ ერთი 'შეჩერდი' და გზას ვეღარ გავაგრძელებ. ესეც იცის, მაგრამ არ ამბობს. ან იქნებ, სხვა რამის სათქმელად ემზადება. ორი ნაბიჯის შემდეგ ვჩერდები და თითქოს ისიც, მინიშნებას, რომ მისგან ისევ ველი ნუგეშს წამში იჭერს.
- ადამიანმა აწმყოთი უნდა იცხოვროს და არა იმაზე ოცნებით, თუ რაიქნება მომავალში. როცა აწმყოს შეცვლი, მომავალიც ნელ-ნელა შეიცვლება. ხოლო რაც უფრო უკეთესი იქნება აწმყო, მით ნაკლებს იფიქრებ წარსულზე..
გამაჟრჟოლა. ისევ, ოღონდ ამჯერად სულ სხვანაირად. ის იმაზე კარგად ხვდება რას განვიცდი, ვიდრე მე.
უსიტყვოდ ესმის. აი ახლაც კი, როცა მხოლოდ ვფიქრობ, მას ესმის. ადამიანი, რომელიც ასე გამიგებდა 5 წლის განმავლობაში ვერ ვიპოვე. ჰო, შეიძლება ჰქონდათ მოსმენის სურვილი, მაგრამ მე არც მაშინ და არც ახლა, არ შემიძლია ლაპარაკი. უსიტყვოდ რომ გაიგო, კი ძალიან ახლოს უნდა მიაღწიო სულთან.
"შენ ეს შეძელი? უცნობო ნაცნობო.."
ნელა ვბრუნდები მისკენ, თუმცა სიცარიელეა. დავიგვიანე, ან შეიძლება უბრალოდ ასე იყო საჭირო..
ვიცი, შენ მე არდამივიწყებ და არც მე დაგივიწყებ..

***
1 წლის შემდეგ.

წვიმს, მაგრამ მე აღარ ვტირი..
შენმა სიტყვებმა, სხვა რამ მასწავლა..
ჩემსკენ მორბოდი, მართლა მორბოდი
ნუთუ იგრძენი ან კი ან არა..
შენ ხომ გაიგე, უსიტყვოდ გაიგე
შენ ჩემი გაიგე, ნუთუ მიმიხვდი
რატომ წახვედი, რატომ დამტოვე
მე შენ გეძებდი - ყველგან ყოველთვლის..

თითოეულ სტრიქონს, სათუთად გადავატარე თითები. ვიგრძენი, ნელ-ნელა შიგნით შემოღწევას და გაფერმკრთალებული გრძნობების გაღვივებას იწყებდა.
მხოლოდ ეს დამრჩა, იმ უფერული და ამავდროულად ყველაზე ფერადი დღისაგან, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ჩემს გონებაში ბინა.
მენატრებოდა? ყველაზე მეტად მენატრებოდა! ჩემი უცნობი ნაცნობი, რომელიც დღესაც იმდენად ახლოს არის, რომ მგონია, შევძლებ, ახლაც შევეხო - თუმცა მხოლოდ ხელის გაშლაც საკმარისია, მის ადგილს, რეალობის სიშორე იკავებს და წარმოსახვითი გამოსახულებაც ქრება.
2 კვირის განმავლობაში, ყოველ დილას, 5 საათზე - მე ისევ იქ ვიყავი, თუმცა ის, აღარ მოსულა.
ველოდი, ყოველ წამს.. ყოველ წუთს -მაგრამ ბოლოს იმედმაც იწყო ქრობა.
ჰო, მე წამოვედი. მაგრამ ჩემი გული - იქ, ბორჯომში მასთან დავტოვე..
***
ადგილს, რომელსაც იმაზე მეტად შევეჩვიე ვიდრე წარმომედგინა, მაღვიძარს ხმის გაგონებისთანავე ვტოვებ. დაორთქლილ მინაზე მოხაზულ, რამდენიმე ფიგურას თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ და მაგიდიდან ვხტები. ტუმბოზე მყოფ, ჯერ კიდევ სატენთან დაკავშირებულ ტელეფონს ენერგიის წყაროს ვაშორებ, მელოდიას ვთიშავ და ოთახს ვტოვებ. მისაღებში ჯერ ისევ ბნელა,ვერ ვიტან ზამთარს. აუტანელი სიცივე ხალათშიც აღწევს და ვგრძნობ, როგორ მაჟრჟოლებს უსიამოვნოდ.
კარი ისევ ღიაა, ოხ.. ნიცა.
- ნიცა! ნიცა, ადექი დაგაგვიანდება -ოთახში სწრაფად შევდივარ და თან ირგვლივ მიმოფანტული ნივთების დალაგებას ვიწყებ. სპეციალურად, ვხმაურობ კიდეც, თუმცა არა, ვის ესმის.
- ნიცა. ნიცა, დედიკო.. გაიღვიძე -საწოლთან მივდივარ და მხარზე ოდნავ ვანჯღრევ. მოქმედებს. სახე ემანჭება და ჩემსკენ ბრუნდება.
- მეძინება..
- ვიცი, ვიცი. მაგრამ რავქნათ? შენს მაგივრად მე ვერ წავალ სკოლაში.
უკმაყოფილოდ კრუსუნებს და პატარა ხელებით თვალებს იფშვნეტს. ოდნავ ვუღიმი, კარადასთან მივდივარ და ტანსაცმელს ვიღებ.
- დღეს სპორტი მაქვს -უკვე წამომჯდარი მეუბნება და უცოდველი თვალებით შესცქერის ჩემს ხელში მოქცეულ წითელ კაბას.
- კარგი, მაგრამ უკვე დროა იქ გამოცვლასაც მიეჩვიო- კაბას კარადაში ვაბრუნებ და ამჯერად სპორტულების ძებნას ვიწყებ.
- დილამშვიდობისა ბავშვებო- ზურგს უკან, წკრიალა ხმა მესმის და თავს ოდნავ ვაბრუნებ ოთახში შემოჭრილი სტუმრისკენ.
- თიკო დეიდა, ნახე ფისო..- მაშინვე კისკისს იწყებს ნიცა და მხოლოდ ახლა აჩენს საწოლში ჩამალულ კნუტს
- ეს ვინ არისო, აქო..?- კნუტს მაშინვე ხელში იყვანს და შვილივით იკრავს გულში.
- კარგი გეყოფათ. ნიცა, აბაზანაში წადი და ხელ-პირი დაიბანე. თიკო, შენ კიდევ დასვი, ისედაც მთელი სახლი ბეწვებშია გახვეული.
- უჟმურო.
- ჩამოსვი. -ხმას ვიმკაცრებ და კარისკენ მიმავალ ბავშვს, თვალს ვაყოლებ.
- შენთან სალაპარაკო მაქვს..- ღრმად სუნთქავს და წამში იღებს სერიოზულ გამომეტყველებას
- გისმენ
- აქ არა, გავიდეთ -სწრაფად დგება საწოლიდან და ოთახს პირველი ტოვებს. სიმართლე, რომ ვთქვა ახლა საერთოდ არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე, თუმცა არც ის მინდა ეს უგუნებობა შემატყოს.
- დედა,ფისო.. -ზურგს უკან ნიცას ხმა მესმის და მოულოდნელობისგან ვხტები.
- ფისო.. ისევ ეს წყეული ფისო.. -კბილებში ვცრი და მკვლელი მზერით დავყურებ ისევ საწოლზე მოკალათებულ კნუტს-მისმინე ნიცუ, მიდი შენ ჩაიცვი. მე თიკო დეიდასთან გავალ და ორ წუთში დავბრუნდები, კარგი?
თავს ოდნავ მიქნევს და მეც მაშინვე ვტოვებ ოთახს, თუმცა კარის დახურვასაც ვერ ვასწრებ, მაშინვე მეგობრის გაცეცხლებულ მზერას ვეჩეხები და დღეს უკვე მეორედ, მოულოდნელობისგან ვხტები.
- სად ხარ ამდენი ხანი?!
- გული გამისკდა- ინსტიქტურად მიმაქვს ხელი გულთან, მაგრამ სხეულზე მიდებასაც ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად მავლებს ხელს და მისაღებისკენ მაქანებს.
- რახდება, რა ჯანდაბას აკეთებ?!
- ეგ კითხვა მე რომ დამესვა, უფრო ლოგიკური იქნებოდა. - ოთახში შესვლისთანავე ხელს მიშვებს და წიგნების კარადასთან მიდის. წამებში პოულობს მისთვის საჭირო ნივთს, ჩემთან ბრუნდება და თვალწინ მიფრიალებს.
- გეცნობა?- რამდენიმე წუთი, გაშტერებული ვუყურებ მის ხელში მოქცეულ, ჩემი მოგონებების სამყაროს და ვგრძნობ, როგორ მიჩქარდება გულისცემა.
- სად იპოვე.. -ძლივს ვახერხებ ხმის ამოღებას.
- მაცივრის უკან, ალბათ ნესამ მიიტანა, როცა კბილები ექავებოდა და აქეთ-იქით დაათრევდა ყველაფერს.
- მითხარი, რომ არ წაგიკითხავს..- გაშტერებული ვუყურებ, ჯერ კიდევ მის ხელში მოქცეულ ჩემს დღიურს და ვერაფერზე ვფიქრობ იმის გარდა, რაც შიგნით წერია. ვიცი, რომ არ წაეკითხა ასეთი თვალებით არ შემომხედავდა, მაგრამ არ შემიძლია.. არ შემიძლია იმის მოსმენა, რომ ვიღაცამ, სულ ახლობელმა ადამიანმაც კი გაიგო ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავსაც კი ვერ მოვუყევი.
- ნეტავ არ წამეკითხა, ენე. ნეტავ, არ წამეკითხა. ნეტავ ასე არ გამეგო. ნეტავ გეთქვა... -დღიურს გვერდით დებს და თავს ხელებში რგავს. ვიცი, ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ცრემლებს მალავს.
- თიკო..
- ვერ ვიჯერებ, რომ შენ ეს მართლა გააკეთე - მოულოდნელად მისწორებს თვალს და ამ მზერაში, ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერი მესმის და ყველაფერს თავიდან განვიცდი.
- მე.. მე უბრალოდ -სიტყვებს ვერაფრით ვუყრი თავს და ერთადერთ შვებად, ისევ გაქცევა მესახება. თუმცა ორი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად მეღობება წინ.
- შენ ამას არ გააკეთებდი. მითხარი, რომ არ გააკეთებდი. შენ ხომ ნიცა გყავს, მე გყავარ. იქ რატომ წერ, რომ სულ მარტო დარჩი? ნუთუ შეგეძლო, შვილის მიტოვება და წასვლა. ნუთუ ამის გაკეთება მართლა შეგიძლია?! მიპასუხე, ენე! -ხმას უწევს და ხელებს უმისამართოდ იქნევს.
- გაჩუმდი, გთხოვ. ნიცამ არ გაიგოს..
- ნიცა. ახლა გაგახსენდა ნიცა? იმ წყეული ადგილადან რომ ხტებოდი, არ იყო ნიცა? ჰა, ჩათვალე, რომ ნიცა არ იყო და თავისუფლად წახვიდოდი?
- შენ არ გესმის..
- ჰო არ მესმის! იმიტომ, რომ შენ არმაძლევ უფლებას გავიგო. მოგისმინო, დაგეხმარო..
- შენ გგონია ასე ადვილია ამაზე ლაპარაკი?
- და მას ხომ ელაპარაკე? ხომ მოუყევი რატომ ხტებოდი იმ ადგილიდან?
- ასე არ ყოფილა!- თავს ვეღარ ვაკონტროლებ და უნებურად მეც ვუწევ ტონს- გამატარე..
- ენე.. -ლოყებზე სწრაფად უგორდება ცრემლები და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება -შენ ეს ყველაფერი, მარტო არ უნდა გადაგეტანა..
- გთხოვ, თიკო. არმინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ისედაც, ძალიან ბევრს აკეთებ ჩვენთვის..
- ენე.. -მოულოდნელად მეხვევა და ძლიერად მხვევს ხელებს- გთხოვ, ნუ დამიმალავ. მეგობრები აბა რისთვის არსებობენ..
- ნიცას გავხედავ.. - სწრაფად ვიწმენ ცრემლებს და ვშორდები
- მაპატიე, გთხოვ.. ვიცი, ზედმეტი მომივიდა. მაგრამ თავი ვერაფრით შევიკავე. შენ ამას არ უნდა ფიქრობდე, შენ ამას არ უნდა აკეთებდე. შენ ჩვენ გვჭირდები, გესმის? ნიცაზე იფიქრე, ჩემზე იფიქრე..მაგრამ სიკვდილზე არასდროს. იმიტომ, რომ ამის უფლება არ გაქვს, გესმის?!
- ნიცას გავხედავ.. - ვგრძნობ, ყველა მივიწყებული ჭრილობა ხელახლა იწყებს გახსნას და ნამდვილად არ მაქვს ძალა, ამას გავუძლო. სწრაფად გავრბივარ ოთახიდან და ვცდილობ, ამ წყეულ კანკალს როგორმე თავი დავაღწიო.
- დედა.. - მოულოდნელად შეხებას ვგრძნობ ხელზე და ისევ ვხტები.
- ნიცა..
- ტიროდი?
- არა.. არა საყვარელო. -მის წინ ვიმუხლები და მაგრად ვიკრავ გულში. გონებაში, ჯერ კიდევ თიკოს სიტყვები მიტრიალებს და ვერაფრით ვაღწევ თავს- მე შენ ძალიან მიყვარხარ..ეს არასდროს დაგავიწყდეს, კარგი?
- მეც მიყვარხარ დედიკო..
- წამოდი, თმას გაგიკეთებ..
***
მე შენ არ გიცნობ, არც შენ არმიცნობ
მაგრამ გულები, ახლოა მარად..
შენ თუ მიპოვი, მჯერა გამიგებ..
და ყველა გრძნობას, ისევ ამიგებ..'

არვიცი რატომ, მაგრამ იმ დღის შემდეგ პირველად ვგრძნობ ზუსტად იმავე ტკივილს. თითქოს შინაგანად, რაღაც ძალიან მაგრად მიჭერს და მაიძულებს, არ ვისუნთქო.
ალბათ არასოდეს, იმ დღის შემდეგ ასე ძლიერ არასოდეს მდომებია მისი მოსვლა. რამდენად სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვიცი, ერთადერთია ვინც ახლა გამიგებს.
ვიცი, რომ არ მოვა.
მაგრამ ისიც ვიცი, აღარ შემიძლია, მარტო გავუმკლავდე. საშინლად მჭირდება ის თანადგომა. თანადგომა, რომელმაც ერთხელ.. სიკვდილისგან მიხსნა.
ვცდილობ, თვალები დავხუჭო და ასე მაინც შევძლო მისი დანახვა, თუმცა არაფერი გამოდის. გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ვებღაუჭებოდი, მაინც გაქრა -
მისი სიტყვები კი კადრებად ჩამრჩა გონებაში. კადრები, გამოსახულების გარეშე.
ერთი მხრივ ძალიან მინდოდა იმ დღის დავიწყება, მაგრამ მისი - არა.
ეს ორი სურვილი, კი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ერთურს.
ვცადე, ისე დამევიწყებინა, რომ ის არ გამქრალიყო, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოვიდა. ამას კი მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ამდენი ხნის შემდეგ, დეტალურად გამახსენეს ის დღე.

ჩემი უცნობი ნაცნობი..

არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი ასე ფიქრებში ჩაძირული. სამსახურში წასვლა ვერ შევძელი, თუმცა რომც მომენდომებინა, დარწმუნებული არ ვარ, რომ რამეს მაინც გავაკეთებდი.
ორჯერ დარეკა თიკომ, მაგრამ ორჯერვე გავუთიშე. არაფრით შემეძლო ახლა მასთან ლაპარაკი. საერთოდ, ტელეფონის გამორთვას ვაპირებ, მოულოდნელად რომ შემოდის ნიცას მასწავლებლის ზარი.
- გისმენთ..
- ქალბატონო ელენე, ნანუკა გაწუხებთ სკოლიდან. ნიცა კატამ დაკაწრა, გარეთ უპოვნიათ ბავშვებს შესვენებაზე, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ.
- რა? ღმერთო, ახლავე წამოვალ, ახლავე. -სწრაფად ვთიშავ ტელეფონს, გზისკენ გავრბივარ და ტაქსების გაჩერებაზე მყოფ, პირველივე თავისუფალ ავტომობილში ვიკავებ ადგილს.
რატომ, მაინც და მაინც ახლა. თუმცა პრობლემებმა ხომ ასე იცის, როცა ისედაც საკმარისად არის, მაშინ უნდა დაემატოს კიდევ.
ზუსტად ვიცი, ნიცას ამის გამო პასუხს რომ მოვთხოვ, მაგრამ მანამდე ღმერთმა ქნას სერიოზული არაფერი სჭირდეს.
***
უსაშველოდ გაიწელა გზა, სკოლამდე. ესეც ცხოვრების კიდევ ერთი საშინელი მხარე. როცა ძალიან გეჩქარება, ზუსტად მაშინ გრძელდება უმოკლესი გზაც კი. თუ ეს არიცოდით, გამოდის, რომ მარტო მე მსჯის ცხოვრება ისე, ამის გამოცდა რომ მრავალჯერ მიწევს.
სკოლიდან გამომავალ უამრავ ბავშვს შორის, ნიცასაც ვხედავ, მასწავლებელთან ერთად და მძღოლს სასწრაფოდ იქვე გაჩერებას ვთხოვ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესებს ეწინააღმდეგება, ჩემი გაგიჟებული სახის დანახვისას, ვერაფრით მეუბნება უარს და რამდენიმე წამით შეჩერებას როგორღაც ახერხებს.
დაფეთებული ვხტები მანქანიდან და ლამის წამის მეასედში ვჩნდები მათ წინ. მასწავლებლის ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ რაღაც მეუბნება, თუმცა მე არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ ნიცას ხელის გარდა, რომელიც ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ითქვას იოლად გადარჩაო.
მასწავლებელს უაზროდ ვუღიმი და მადლობას ვეუბნები, რომ დამირეკა. საერთოდ, ვფიქრობ, სულაც არ იმსახურებს ამ სიტყვას. მე რომ ბავშვი სკოლაში მოვიყვანე, ეს ნიშნავს რომ მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადავაბარე და მშვიდად უნდა ვიყო, რადგან საიმედო ხელშია. მაგრამ ეგეც საკითხავია, საიმედო ხელში არის თუ არა, როცა ასეთი რამ ხდება და მასწავლებელს, საკუთარი მოვალეობა მარტო ის ჰგონია, რომ დარეკა.
არვიცი. შეიძლება სხვანაირადაც არის და არ ვარ მართალი, მაგრამ ახლა ასეც რომ ვაზროვნებ, მე თავად მიკვირს.
ნიცასთან ერთად, ახალ ტაქსში ვჯდები და უახლოეს საავადმყოფომდე მიყვანას ვთხოვ.
წარმოდგენა არ მაქვს, ბავშვი როგორ დავამშვიდო. თითქოს შესაფერისი სიტყვები, მაინც და მაინც ახლა გაქრა გონებაში. ტუჩების კვნეტას ვიწყებ და ვცდილობ, რაიმე ორი სიტყვა მაინც გადავაბა ერთმანეთს, თუმცა სანამ ამას ვახერხებ, ნიცა მასწრებს.
- არაფერია დედა, საერთოდ არ მტკივა მალე გადამივლის..
ჩემი ჭკვიანი გოგო. ბუნებრივია, არ იცის რამდენ ნემსს გაუკეთებენ და ასე მშვიდად ამიტომაც არის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საერთოდ არ წავიყვანდი იქ, მაგრამ ვერ დავუშვებ რამე დაემართოს.
მძღოლი, პირდაპირ უზარმაზარი შენობის წინ გვიჩერებს და ჩვენც, სწრაფად ჩამოვდივართ.
- დედა, ეს საავადმყოფოა?-ვხედავ, როგორ ეცვლება სახე და სანამ კიდევ უარესს მკითხავს, მანამდე ვკიდებ ხელს და შენობისკენ მიმყავს.
- დედა, იქ რა უნდა გამიკეთონ?
- შენს ხელს ნახავენ ძვირფასო, მეტი არაფერი.
- მაგრამ არმინდა, კარგად ვარ.
- რასამბობ, მე ხომ ძალიან მინდა სულ კატებს რომ დასდევდე კუდში.
აღარაფერს ამბობს. ხვდება, რომ დააშავა, ძალიან კარგი.
სწრაფად ვტოვებთ მიმღების განყოფილებას. ჩემდა გასაოცრად, რიგი არ იყო. მითხრეს, პირდაპირ და მარცხნივ არისო და ჩვენც, მაშინვე
მითითებული მიმართულებისკენ ვიღებთ გეზს. დერეფნის ორივე
მხარეს, ერთმანეთის მიყოლებით, უამრავი კარია ჩამწკრივებული.
ბავშვობიდან ვერ ვიტან საავადმყოფოს - ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არაფერს შევხედო. აცრების განყოფილებას, სასწრაფოს დახმარების შემომავალი გზისაგან, მინის კარი მიჯნავს და რაც უფრო
ვუახლოვდებით, მით უფრო გამაყრუებლად ჩამესმის სირენის ხმა. ახლა, მართლა საშინლად მინდება, გაქცევა. თუმცა ყველა იქ მყოფის მზერა, ისედაც მისვლისთანავე ჩვენზე ინაცვლებს და ახლა, რომ ის გიჟური იდეა განვახორციელო, ნამდვილად არ დავტოვებ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას.
ღრმად ვსუნთქაც და ნიცასთან ერთად ვეყრდნობი კედელს. ყველანაირად ვცდილობ, გონებაში არაფერი შემოვუშვა - თუმცა, რიგში მყოფი ასაკიანი ქალების ყურებისას, მაინც
ისეთი ფიქრები მიტევს, ლამის გავგიჟდე.
ვფიქრობ, რომ ალბათ ბავშვს მოყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს მაგრად ვცდები. ერთ-ერთი, ლაპარაკის მოყვარული აღმოჩნდა და შეკითხვაც არ მჭირდება, ისე მეუბნება, რომ კურდღელმა უკბინა.
ტყუილი არ ყოფილა, როცა ამბობენ იმაზე ნუ იწუწუნებ რაც არის, შეიძლება ზოგს უარესი სჭირდესო.
ამის მოსმენის შემდეგ, გულწრფელად მადლობელი ვარ, რომ ნიცა კატებზე აფანატებს და არა კურდღლებზე. მას ნამდვილად ვერ გადავიტანდი სახლში.
ლოდინმა იმდენად მქანცავს, წინ და უკან ვიწყებ სიარულს. ხალხი, ერთმანეთს ელაპარაკება და ასე ირთობენ თავს - უსაშველო რიგში, მაგრამ მე ეს ნამდვილად არ შემიძლია. ვინც სცადა, კი მიხვდა, რომ ასეა და გამოლაპარაკება აღარავის უცდია.
მინის გამჭვირვალე კარიდან, სასწრაფოს მანქანებს ვაკვირდები, მოულოდნელად რომ მახსენდება - თიკოს ბიძია, ზუსტად აქ მუშაობს. ვფიქრობ თუ თავისუფალია, ვნახავ. ბოლოს და ბოლოს, აქ ტყუილად დგომას, სჯობს გავიარო მაინც.
ნიცას, ზუსტად იმ მოლაპარაკე ქალს ვაბარებ, ჯერ ხომ მაინც არ შედიხართ - თქო, ვეუბნები და გარეთ გავდივარ.
თითქოს ოდნავ მსიამოვნებს კიდეც, სუფთა ჰაერი. ვხედავ, მანქანიდან ახლად გადმოსული მძღოლი, შესასვლელში არსებული გრძელი სკამებისკენ მიემართება და მეც, წამში მივყვები უკან.
- უკაცრავად, ერთი წუთით შეიძლება
- გისმენ, შვილო
- ბატონი გივი აქ მუშაობს, არა? ბერიძე.. - დარწმუნების მიზნით, კიდევ ერთხელ ვეკითხები.
- კი, გამოძახებაზეა ახლა, წესით მალე უნდა მოვიდეს - მაჯაზე არსებულ საათს, ინტერესით აცქერდება.
- გმადლობთ - ოდნავ ვუღიმი და ახლად შემოსული სასწრაფოც მხვდება თვალში. ელვის სისწრაფით მოჰქრის მანქანა კართან და როგორც კი ჩერდება, მაშინვე ხტებიან ექიმებიც. გივის ვცნობ და პირდაპირ მისკენ ვაპირებ წასვლას, თუმცა ინსტიქტურად გამირბის თვალი საკაცეზე მყოფი პირისკენ. არვიცი, ალბათ ვიგრძენი. ან უბრალოდ, მართლა ინსტიქტურად მოხდა. წამით ვწყვეტ სუნთქვას. ვშეშდები.
დრო ჩერდება. თხემიდან ტერფამდე, რაღაც საშინელი ტალღა, რამდენჯერმე მივლის და საბოლოოდ, ყელში ძლიერად მაწვება.
ვიყინები, თუმცა მალევე საშინლად მცხება. იმდენად საშინლად, რომ მგონია დავიწვები.
ის არის. მართლა ის არის..

____________________________
სალამი. არ ვიცი, ვინმეს თუ გახსოვართ..
მე თვითონაც არ ვიცი, როგორ დავბრუნდი, მაგრამ დავბრუნდი. სიმართლე რომ გითხრათ, ამაზეც სრულად დადებას ვფიქრობდი, მაგრამ.. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან მჭირდებით.
იმაზე ძალიან, ვიდრე ოდესმე..
ვინც მიცნობს, კი შეამჩნევდით, ჩემი ყველა ისტორია როგორ რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან..^
ჰო, ეს 'ლექსებისნაირიც' ჩემია, ძალიან არ ჩამქოლოთ პირველად ვცადე
პ.ს მომენატრეთ.
ძალიან ბევრ გულს გიგზავნით.
სიყვარულით
ელა'ტრისი.



№1 წევრი OKI ME

უუჰ, ნეტა თუ იცი, როგორ მახარებ ხოლმე შენი უცებ გამოჩენით ? ❤️❤️❤️❤️

ვიფიქრე, საიტზე შევალ, გადავხედავ იქნებ დაიდო, რომელიმე იმ ისტორიის ახალი თავი, ასე მოუთმენლად, რომ ველი-მეთქი და ჰოი საოცრებავ. რას ხედავს ჩემი თვალები? :დდდ ახალ ისტორია და ნის ქვეშ შენ სახელს. :დდდ მართალია რომელ ოსტორიებსაც ველოდი, არც ერთის ახალი თავი არ დევს მაგრამ შენმა სიახლემ ისე გამახარა, დროებით გადაარჩინე, იმის შეხსენებისგან თუ როდის მაღირსებენ ისტორიების ახალ თავს :დდდ

რამდენი მილაპარაკიაა ამასობაში :დდ აბა წავედი, წავიკითხო და მოვბრუნდები რა თქმა უნდა :დდდ

 


№2  offline წევრი EllaTriss

Megioki
უუჰ, ნეტა თუ იცი, როგორ მახარებ ხოლმე შენი უცებ გამოჩენით ? ❤️❤️❤️❤️

ვიფიქრე, საიტზე შევალ, გადავხედავ იქნებ დაიდო, რომელიმე იმ ისტორიის ახალი თავი, ასე მოუთმენლად, რომ ველი-მეთქი და ჰოი საოცრებავ. რას ხედავს ჩემი თვალები? :დდდ ახალ ისტორია და ნის ქვეშ შენ სახელს. :დდდ მართალია რომელ ოსტორიებსაც ველოდი, არც ერთის ახალი თავი არ დევს მაგრამ შენმა სიახლემ ისე გამახარა, დროებით გადაარჩინე, იმის შეხსენებისგან თუ როდის მაღირსებენ ისტორიების ახალ თავს :დდდ

რამდენი მილაპარაკიაა ამასობაში :დდ აბა წავედი, წავიკითხო და მოვბრუნდები რა თქმა უნდა :დდდ

მეგი, მე კი შენი გამოჩენით გამახარე. ❤ გელი^

 


№3 სტუმარი სტუმარი ნენე

სპორტის მასწავლებელი კარგად მახსოვს და ძალიან მომწონს, ესეც მჯერა საინტერესო იქნება, მაგრამ თქვენის ნებართვით დასრულებას დაველოდები, უპასუხისმგებლო ავტორებმა იმდენი ისტორია დატოვეს დაუსრულებელი, ავტომატურად ნდობას ვკარგავთ სხვა ავტორების მინართაც :)

 


№4 სტუმარი სტუმარი თათა

უჰ რაღაც კარგი ჩანს შინაარსობრივადაც და გრამატიკულადაც :) ეს ორი ერთად ფუფუნებაა❤️

 


№5  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნენე
სპორტის მასწავლებელი კარგად მახსოვს და ძალიან მომწონს, ესეც მჯერა საინტერესო იქნება, მაგრამ თქვენის ნებართვით დასრულებას დაველოდები, უპასუხისმგებლო ავტორებმა იმდენი ისტორია დატოვეს დაუსრულებელი, ავტომატურად ნდობას ვკარგავთ სხვა ავტორების მინართაც :)

ნენე, ნება თქვენია ❤ თუმცა ვინც მიცნობს , კი იცის, შუა გზაში არაფერი დამიტოვებია და არც დავტოვებ . ❤

სტუმარი თათა
უჰ რაღაც კარგი ჩანს შინაარსობრივადაც და გრამატიკულადაც :) ეს ორი ერთად ფუფუნებაა❤️

თათა, მადლობა ! მიხარია, რომ მოგეწონა ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

რა ემოციებით სავსე და საყვარელი (ეს ოდნავ უცნაურად დამახასიათებელი სიტყვაა ამ ისტორიისთვის, მგონი...) ისტორიაა. ძალიან მაგარი დასაწყისია და საინტერესო. დილით, ძალიან ადრე წავიკითხე, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მოვახერხე დაკომენტარება, დამენანა ისე რომ დამეტოვებინა... წარმატებები!❤
P.S ზემოთ მოვკარი თვალი ,,სპორტის მასწავლებლებს" და სხვათაშორის გამიკვირდა, არც მახსოვდა იმ ისტორიის ავტორი და ამისიც ერთიდაიგივე თუ იყო, ანუ თქვენ. თან მგონი ეს ისტორია სრულიად განსხვავებული იქნება მისგან.❤

(ისტორიის აღწერის ,,მანერით" ვამბობ).

 


№7  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თიკო
რა ემოციებით სავსე და საყვარელი (ეს ოდნავ უცნაურად დამახასიათებელი სიტყვაა ამ ისტორიისთვის, მგონი...) ისტორიაა. ძალიან მაგარი დასაწყისია და საინტერესო. დილით, ძალიან ადრე წავიკითხე, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მოვახერხე დაკომენტარება, დამენანა ისე რომ დამეტოვებინა... წარმატებები!❤
P.S ზემოთ მოვკარი თვალი ,,სპორტის მასწავლებლებს" და სხვათაშორის გამიკვირდა, არც მახსოვდა იმ ისტორიის ავტორი და ამისიც ერთიდაიგივე თუ იყო, ანუ თქვენ. თან მგონი ეს ისტორია სრულიად განსხვავებული იქნება მისგან.❤

(ისტორიის აღწერის ,,მანერით" ვამბობ).

თიკო, ვერ წარმოიდგინე როგორ გამახარე ❤ მთავარია, რომ აზრი გამიზიარე, მნიშვნელობა არ აქვს, როდის ❤ მიხარია, რომ მოგეწონა. ❤ ბევრი გულები შენ ❤

 


№8  offline წევრი marita1230

ისე კარგად და დადებითად მახსოვხართ " სპორტის მასწავლებლებით " თქვენი სიახლე რომ დავინახე ძალიან გამიხარდა♥ სიმართლე გითხრათ თქვენი ის ისტორია რამდენჯერმე წავიკითხე იმ ემოციების გამო რომელიც იყო და მომენატრა ♥დარწმუნებული ვარ ასე იქნება " უცნობი ნაცნობზეც" ♥ დასაწყისის მიუხედავად , პირადად მე ისტორიაში რაღაც განსხვავებულ მუხტს ვგრძნობ ♥ რაღაც სიცოცხლის და სიხალისის მსგავს და ეს ყველაფერი სულ სხვანაირ ინტერესს აჩენს ჩემში♥ წარმატებებს გისურვებთ და მოგყვებით მთელი ინტერესით♥

 


№9  offline წევრი Elka Popova_2

Гагвихарда тквени дабрунеба

 


№10  offline წევრი EllaTriss

marita1230
ისე კარგად და დადებითად მახსოვხართ " სპორტის მასწავლებლებით " თქვენი სიახლე რომ დავინახე ძალიან გამიხარდა♥ სიმართლე გითხრათ თქვენი ის ისტორია რამდენჯერმე წავიკითხე იმ ემოციების გამო რომელიც იყო და მომენატრა ♥დარწმუნებული ვარ ასე იქნება " უცნობი ნაცნობზეც" ♥ დასაწყისის მიუხედავად , პირადად მე ისტორიაში რაღაც განსხვავებულ მუხტს ვგრძნობ ♥ რაღაც სიცოცხლის და სიხალისის მსგავს და ეს ყველაფერი სულ სხვანაირ ინტერესს აჩენს ჩემში♥ წარმატებებს გისურვებთ და მოგყვებით მთელი ინტერესით♥

მარიტა, მეც მახსოვხარ და მიხარია, რომ ისევ აქ ხარ ❤ ავღნიშნე კიდეც, ეს განსხვავებულია - მეთქი. ვნახოთ რა და როგორ გამოვა.
მადლობა ❤

Elka Popova_2
Гагвихарда тквени дабрунеба

გამიხარდა, რომ გაგიხარდათ ❤

 


№11 სტუმარი Ana-maria

საინტერესო დასაწყისია და ვფიქრობ უფრო საიტერესოდ გაგრძელდება. მართალია, არ ვკითხულობ თავებად დადებულ ისტორიებს ბოლო თავამდე, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ თქვენ არა გაგვაწბილებთ და ერთგულ მკითხველს შუა გზაზე არ მიგვატოვებთ. სევდიანად დაიწყო და ალბათ დიდი სიყვარულიც გველოდება წინ. ფაქტია, მალე მინდა ახალი თავი რომ დადოთ.წარმატებები და გელოდებით

 


№12  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
საინტერესო დასაწყისია და ვფიქრობ უფრო საიტერესოდ გაგრძელდება. მართალია, არ ვკითხულობ თავებად დადებულ ისტორიებს ბოლო თავამდე, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ თქვენ არა გაგვაწბილებთ და ერთგულ მკითხველს შუა გზაზე არ მიგვატოვებთ. სევდიანად დაიწყო და ალბათ დიდი სიყვარულიც გველოდება წინ. ფაქტია, მალე მინდა ახალი თავი რომ დადოთ.წარმატებები და გელოდებით

უკვე ავღნიშნე, არაფერი დამიტოვებია შუა გზაში - თქო. მადლობა ნდობისთვის ❤
აუცილებლად, მალე იქნება.

 


№13 სტუმარი one

saiteresoa da sasiamovnod ikitxeba, warmatebebi tqvens muzas da gelit))

 


№14  offline წევრი EllaTriss

one
saiteresoa da sasiamovnod ikitxeba, warmatebebi tqvens muzas da gelit))

მადლობა ❤ დღეს იქნება

მეგობრებო, დამატებული მაქვს. ადმინისტრაციაზე დამოკიდებული გამოქვეყნების დრო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent