შეპყრობილი სული ნაწილი 2
გვანცას ახალი ამბავი ჰქონდა ნიკასთვის სათქმელი, უნდოდა თავის სიხარული გაეზიარებინა და ეთქვა, რომ ორსულად იყო, თავისუფალ დროს მისწერა. - ნიკა როგორ ხარ? რამოდენიმე წუთის შემდეგ კი პასუხობს - სულ რომ ცუდად ვიყო როდესაც შენს მოწერილს ვხედავ ჩემს ტელეფონში კარგად ვხდები - მიხარია ასეთი თბილი სიტყვების წაკითვა ძალიან საყვარელი ხარ. მომენატრა შენთან მიმოწერა უთხრა ნიკამ.- იცი რაღაც მინდა გითრა - რაც გინდა მითხარი მიდი გისმენ რაუნდა მითრა? - ორსულად ვარ - მართლა? ძალიან კარგია მიხარია, შვილი ალბათ ძალიან დიდი ბედნიერებაა, სამწუხაროდ მე არვიცი როგორი გრძნობაა, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მაქვს წარმოდგენილი თუ როგორი იქნებოდა ჩემი შვილი და ეს შესანიშნავი გრძნობა იყო. - ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა მაგრამ ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდა არმეგონა. მიწერა გაკვირვებულმა ელენემ, - რაც შენ გაგიცანი მას შემდეგ ვოცნებობ შენზე, უფრო მეოცნებე გავხდი ვიდრე ვიყავი, ვოცნებობ იმაზე რაც ალბათ არც არსდროს მოხდება. - ეგ არასდროს მოხდება დამიჯერე - ვიცი - დაუდასტურა ნიკამ.- სახელი უკვე შეარჩიე?- ჯერ არა- უპასუხა ელენემ.- ნიკა მე მინდა, რომ ბედნიერი იყო არა ჩემთან არამედ სხვასთან მე ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი ეს უკვე გითხარი და არვაპირებ მასთან დაშორებას - ეგ ისედაც ვიცი - იცი? -კი ვიცი - აბა რისი იმედი გაქვს?- ჰკითა ელენემ - შენთან ურთიერთობა მინდა გავაგრძელო - მერე ასეთი ურთიერთობა მოგწონს? თუ სხვა ურთიერთობა არ გვექნება ამ ურთიერთბითაც დავკმაყოფილდები,- მიუგო ნიკამ. არმინდა დაიტანჯო ან ინერვიულო - მე მხოლოდ მაშინ დავიტანჯები და ვინერვიულებ თუ ამიკრძალავ შენთან კონტაქტს. - კარგი, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება უთხრა ელენემ - განა არვიცი ეს? ვიცი და ყველაფერზე თანახმა ვარ.- ასე ხშირად ვეღარ მოგწერ ხოლმე - არაუშავ - შეიძლება ერთი კვირა გავიდეს და ვერ მოგწერო - გვანცა მე შენ მიყვარხარ და ყველაფერს გავუძლებ. იყავი ბედნიერი მე შენ ხელს არაფერში შეგიშლი გპირდები, უბრალოდ უფლება მომეცი შენი ცხოვრების ნაწილი ვიყო - შენ უკვე ხარ ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით! მე მინდა, რომ სხვასთან იპოვნო ბედნიერება. - სხვასთან ვერ ვიპოვნი ბედნიერებას, მე შენთან მინდა - უპასუხა ნიკამ. გავიდა რამოდენიმე დღე შებინდებისას გვანცამ ნიკას მიწერა - როგორ ხარ ჩემო სიყვარულო? - კარგად შენ როგორ ხარ? - არამიშავს - არმოგენატრე? კითხა გვანცამ - კი ძალიან უბრალოდ გამიკვირდა ასე თბილად, რომ მომიკითხე. - რატომ აფუჭებ ყველაფერს? - არცმიფიქრია რაიმე გამეფუჭებინა უბრალოდ გამიკვირდა შენგან. - უკვე ვნანობ, ასე თბილად რო მოგწერე. მესმის რომ გაბრაზდი და ამის უფლებაც გაქვს, მაგრამ უბრალოდ არვიცი რა ვიფიქრო ხომ იცი გამიზნულად ცუდს არგაგიკეთე არასდროს - არვიცი ვერ გენდობი ბოლომდე - უპასუხა გვანცამ. - ხან ისეთი კარგი ხარ ხოლმე, მგონია ჩამოყალიბებულ ზრდასრულ ადამიანთან მაქვს მიმოწერა უცბათ კი ისეთ რამეს მომწერ ხოლმე ლამის გამაგიჟო, ჩემი აზრით არიცი რაგინდა - ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გაცნობიერება - რის გაცნობიერება? - იმის რომ ქმარი გყავს. როცა შენს ფოტოებს ვათვალიერებ და შენი და შენი ქმრის ფოტო მხვდება ვგიჟდები წარმოვიდგენ ხოლმე როგორ გეხება როცა უნდა და სადაც უნდა. - იცი აჯობებს დავასრულოთ ეს ურთიერთობა - ეგ აღარ გაიმეორო! - მაგას ვერასდროს შევძლებ - არმინდა ადამიანი ჩემს გამო დაიტანჯოს თან შენნაირი კარგი ადამიანი - არგინდა გთხოვ არწახვიდე - უნდა წავიდე შენ ვერასდროს შეეგუები ასეთ რთულ ურთიერთობას. - გთხოვ ელენე უბრალოდ დიდი დრო მჭირდება - უკვე მესამე წელია ასე ვურთიერთობთ და ვერ შეეგუე - აღარც მაქვს იმედი, რომ ოდესმე შეეგუები - სულ რომ ასი წელი დამჭირდეს შევძლებ, გთხოვ არწახვიდე, ჩემთან დარჩი. - კარგი არწავალ, მაგრამ გთხოვ ასეთი სისულელე აღარ განმეორდეს - გპირდები აღარ განმეორდება - კარგი წავედი და თუ მოვახერხე მოგვიანებით მოგწერ - დროებით - დაემშვიდობა ნიკა. დაახლოებით ღამის სამ საათზე ელენემ ნიკას ისევ მიწერა - გძინავს? ჰეი, გაიღვიძე გთხოვ. ნიკა ძალიან დაღლილი იყო და ისე ღრმად ეძინა, რომ ვერ გააღვიძა ელენეს ასეთმა პანიკურმა მიწერამ. დილის ექვს საათზე ნიკა მაღვიძარამ გააღვიძა, თვალებს ძლივს ახელდა, ტელეფონი აიღო ხელში და თვალები მოიფშვნიტა და დაინახა გვანცას მინაწერი უცბად გული აუჩქარდა და ნერვიულობა დაიწყო რომ ვერ უპასუხა, შემდეგ კი სწრაფად საწოლიდან ადგა და ჩაცმა დაიწყო რათა მალე მისულიყო სამსახურში გვანცას დალოდებოდა და როდესაც მოვიდოდა ბოდიში მოეხადა, რომ მას ასე ძალიან სჭირდებოდა მან ვერ შეძლო მიეწერა. სამსახურისკენ მიმავალ ნიკას თვალები აუცრემლიანდა, გაახსენდა რომ ბოლო მიმოწერისას გვანცამ დაშორება სცადა, ახლა რას იფიქრებს იფიქრებს, რომ უყურადღებო ვარ - ნერვიულობდა ნიკა. სამსახურში მისვლისთანავე ნიკა შეუმჩნევლად ტრიალებდა იმ ადგილას სადაც გვანცას უნდა გაევლო, როდესაც დრო მოვიდა დაინახა ლამაზად ჩაცმული მოაბიჯებდა მთავარი შესასვლელი კარი გახსნა მიუახლოვდა და მიასალმა ნიკას. - გამარჯობა - გამარჯობა - მიესალმა ნიკაც. ისე უთხრა გამარჯობა და ისე ავიდა კიბეზე, რომ საერთოდ ვერავინ ვერაფერს იეჭვებდა არცკი შეუხედავს ნიკასთის წესიერად. დაახლოებით ხუთი წუთი მოიცადა ნიკამ და შემდეგ მიწერა, - როგორ ხარ? მაპატიე რა გუშინდელისთვის ძალიან ღრმად ჩამძინებოდა და ვერ მოგწერე მეორედ აღარ განმეორდება. - ძალიან მომინდი და მოგწერე, არაუშავს შენი ბრალი არარის ასე გვიან აღარ მოგწერ ხოლმე - ჩემი ბრალია უნდა მეპასუხა - არაუშავს არვარ გაბრაზებული - კარგი დავივიწყოთ - თორე რომ მახსენდება მე ვბრაზდები შენს ნაცვლად. - თავს როგორ გრძნობ ხომ კარგად იკვებები? - კი კარგად ვიკვებები და თავსაც შესანიშნავადა ვგრძნობ - ძალიან კარგია მიხარია - ნიკა ახლა უნდა ვიმუშაო და სანამ სამსახურში ვიქნები მოგწერ - კარგი დროებით - დაემშვიდობა ნიკა. - ორი დღის შემდეგ დაახლოებით დილის ცხრა საათი იქნებოდა ნიკამ ელენე მოიკითხა, - როგორ ხარ? - ორწუთში კი უპასუხა - კარგად არავარ - რატომ რა გჭირს? - ძალიან მალე ვიღლები და ძალიან ხშირად მეძინება თითქოს ის ენერგია აღარ მაქვს რაც აქამდე მქონდა - ალბათ ორსულობის ბრალია არაუშავს - ხო ალბათ. - ელენე შენთვის საჩუქარი მაქვს, - რა საჩუქარი? - იკითა ელენემ - გამოვიწერე და უკვე ჩამოვიდა - არიყო საჭირო მართლა - კარგი რა არდაიწყო ახლა, მე ძალიან გამიხარდება თუ გაჩუქებ, გთხოვ უარი არმითხრა - კარგი რას მჩუქნი? - სამაჯურია და ვფიქრობ, რომ შენ ძალიან მოგიხდება. - შეგიძლია ფოტო გადაუღო და მაჩვენო? - კი რათქმაუნდა - ნიკამ ფოტო გადაუღო და გაუგზავნა - გვანცას ხუთი წუთი აღარაფერი მიუწერია ნიკასთვის - ხუთი წუთის შემდეგ კი მიწერა - ძალიან ლამაზია მომეწონა - მიხარია თუ მოგეწონა, უცებ რატომ გახვედი? - იცი სიმართლე გითხრა ამეტირა, ჩემთავს ვეკითებოდი რატომ არის ასეთი საყვარელი მეთქი? - გთხოვ აღარასდროს იტირო ჩემს გამო - ვეცდები... ხვალ კაბინეტში შემოდი და იქ მომეცი საჩუქარი - კარგი - დროებით. - მეორე დღეს ნიკა ადრე მივიდა სამსახურში რათა გვანცას დალოდებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სამსახურში მისი დანახვა აბედნიერებდა. - სამი საათი ელოდებოდა და შემდეგ გამოჩნდა. შესასვლელ კარებს გასცდა თუ არა იმ წამსვე ნიკას შეეჩეხა, წამიერად ახედა ნიკას თავისი ლამაზი ყავისფერი თვალებით და გზა გააგრძელა თავის კაბინეტისკენ, ნიკამ გაიღიმა და შეუმჩნევლად თვალი გააყოლა გვანცას. უნდოდა მაშინვე ასულიყო და გადაეცა საჩუქარი თუმცა თავი შეიკავა როგორც შეეძლო, მისი მოთმინება მხოლოდ ერთი საათით გაგრძელდა. შემდეგ კი კიბეებზე აირბინა გვანცას კარს მიუახლოვდა და გული აუჩქარდა ისეთი შეგრძნება ქონდა თთქოს პირველად შედიოდა მის კაბინეტში, ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ ძალიან ნელა ამოისუნთქა კარი გააღო და შევიდა, გვანცა კარისკენ ზურგით იდგა საბუთებს აწესრიგებდა კარის გაღების ხმაზე შემოტრიალდა და დაინახა ნიკა საჩუქრით ხელში. ნიკა მიუახლოვდა საჩუქარი გაუწოდა გვანცამ გამოართვა და უთხრა - გთხოვ წადი, ძალიან ვნერვიულობ როდესაც ჩემს კაბინეტში შემოდიხარ. - კარგი წავალ არინერვიულო - ნიკა გავიდა კაბინეტიდან და იმ დღეს საერთოდ აღარაფერი მიუწერია. რამდენიმე თვის შემდეგ გვანცას მშობიარობას საფრთხე დაემუქრა საავადმყოფოში დააწვინეს, ნიკა ხშირად წერდა და კითხულობდა ფოტოების გამოგზავნას სთხოვდა. აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა და ყოველი ფოტოს გაგზავნის შემდეგ კითხულობდა ისევ მოსწონდა თუ არა რაზეც სულ დადებით პასუხს სცემდა ნიკა. მას საშვილოსნოს ჰიპერტონუსი ანუ საშვილოსნოს ტონუსის მომატება ჰქონდა, გვანცამ იცოდა რაოდენ საშიშიც იყო ეს და ძალიან ნერვიულობდა, რადგან შესაძლებელი იყო ნაყოფის დაკარგვა. ნიკა კი ცდილობდა გაეგო თუ რატომ გართულდა გვანცას მდგომარებოდა, ძალიან იშვიათად ახერხებდა ტელეფონის ხელში აღებას და ნიკასთან მიმოწერას. ერთ დილას ნიკამ გვანცას მიწერა - იმედია უკეთ ხარ - არავარ უკეთ, სულ უფრო და უფრო ცუდად ვხდები. - ხშირად ნუ მწერ, ძალიან დამღალე - ძალიან მაინტერესებს როგორ ხარ და აბა როგორ გავიგო? - გაიკვირვა ნიკამ. - არვიცი როგორც გინდა ისე გაიგე, ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს საერთოდ არმინდა რომ ვინმე მელაპარაკებოდეს - კარგი სანამ შენ არმომწერ მე აღარ მოგწერ - ძალიან კარგი - მიწერა აცრემლებულმა გვანცამ და ტელეფონი დადო. ნიკამ იმაზე დაიწყო ფიქრი თუ რა გზით გაეგო გვანცას შესახებ ისე რომ გვანცა არ შეწუხებულიყო. ბევრი იფიქრა და მოიფიქრა, გვანცასთან ვინც უფრო ახლოს იყო ვინც ძალინ ხშირად ესაუბრებოდა მას სამსახურში, მას ჰკითხავდა მისი მდგომარეობის შესახებ სანამ ყველაფერი კარგად არიქნებოდა. ასეთი მხოლოდ ერთი გოგონა იყო სოფო რომელიც ხშირად გვანცას საბუთებს აწესრიგებდა და სამსახურის საქმეებში ეხმარებოდა. ნიკა როგორც კი გვანცაზე ფიქრს იწყებდა და წარმოიდგენდა იმას, რომ შეიძლებოდა გვანცას რაიმე მოსვლოდა ცრემლი მოსდიოდა და თუ იმ დროს ხალხ მრავალ ადგილას იმყოფებოდა მაშინვე თავს ქვევით ხრიდა და საპირფარეშოში მიდიოდა, რომ ცოტა მაინც დამშვიდებულიყო აცრემლიანებული თვალები წყლით დაებანა და შემდეგ გამოსულიყო ისე თითქოსდა არაფერი მომხდარიყოს. გვანცა ნელ ნელა უკეთ ხდებოდა, რაღაც დროის განმავლობასი საავადმყოფოში დატოვეს, რომ ექიმებს ყურადღება მიექციათ მისთვის. სულ მალე გვანცამ იმშობიარა და ბიჭი გაუჩნდა, ის ისეთი ბედნიერი იყო ყველა და ყველაფერი დაავიწყდა და მხოლოდ თავის შვილზე ფიქრობდა და გვერდიდან არ იშორებდა შვილს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ნიკამ მოიკითხა - როგორ ხართ, ხომ კარგად გრძნობთ თავს ორივე? - კი კარგად ვართ მადლობთ - მიხარია თუ კარგად ხართ - კარგი ახლა არმცალია ძალიან ბევრი საქმე მაქვს, დიდი მადლობა მოკითხვისთვის კარგად - დაემშვიდობა გვანცა - ბავშვის დაბადების შემდეგ ნიკა და გვანცა ძალიან იშვიათად წერდნენ ერთმანეთს. ამდენ ხნიანი მოთმინების შემდეგ ნიკამ თავი ვეღარ შეიკავა და მიწერა გვანცას - როგორ ხარ? ძალიან მომენატრე, სულ დამივიწყე და საერთოდ აღარ მწერ - მაპატიე ნიკა მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემი შვილი მაინტერესებს, წარმომიდგენია შენი პირველი შვილის მიმართ რამხელა სიყვარულს გრძნობ, მაგრამ თუ გინდა, რომ საერთოდ აღარ მივწეროთ ერთმანეთს მითხარი და ვეცდები აღარ მოგწერო - კარგი იქნება თუ აღარ მივწერთ ერთმანეთს რადგან შენი მოულოდნელი მოწერები ძალიან მაშინებს. - აღარ მოგწერდი სანამ შენ არ მომწერდი მაგრამ შენ უკვე საერთოდ აღარ მწერ და იმიტომ გწერ მე - უპასუხა აღელვებულმა ნიკამ. - მე ადრეც გითხარი, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა - მახსოვს რაც მითხარი და თანახმა ვიყავი ყველაფერზე და ახლაც ყველაფერზე თანახმა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და არმინდა შენი დათმობა, მაგრამ საერთოდ რომ აღარ მწერ ეს მაგიჟებს. ურთიერთობის ასე შეცვლას გულისხმობდი მაშინ? - დაახლოებით - ანუ დაშორებას ხო? - მინდა რომ სულ ჩემ შვილთან ერთად ვიყო, მხოლოდ და მხოლოდ შვილი მაინტერესებს და მეტი არავინ. - კარგი გვანცა ყველაფერი გასაგებია, აღარ შეგიშლი ხელს ბედნიერებაში, არმინდა ჩემი მოწერის გეშინოდეს მე აღარ მოგწერ აღარასდროს, ნამდვილად არმეგონა თუ საერთოდ აღარ გინდოდა ჩემთან მიმოწერის გაგრძელება, მე ვფიქრობდი რომ უბრალოდ დრო გჭირდებოდა, ახლა კი მივხვდი რომ შენს ცხოვრებაში უკვე აღარ ვარსებობ. ავტორი ლევანი ნაბორაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.