***
ისევ უშედეგოდ ჩაიარა ოცნებებმა.ვფიქრობ ყველაფერზე,თუ როგორი უბედურები ვართ,შეიძლება ბედნიერებიც. თვალებს ვხუჭავ და ვოცნებობ.ოცნებებს მივყავარ სადღაც შორს,სადაც სიყვარული და ბედნიერებაა.მინდა ვწერო,უსასრულოდ ვილაპარაკო,ვიცინო,ვიცეკვო,ვიტირო,ვიყვირო ბოლო ხმაზე სანამ ხმა არ ჩამიწყდება.. მიყვარს ჩემი სამყარო,სადაც შემიძლია განვმარტოვდე და რამდენიმე წუთით მაინც ვიგრძნო ის,რაც მე მინდა.ოცნებები ოცნებებად რჩება,არაფერი არ იცვლება. ისევ მოსაღამოვდა,დაღამდა.ხვალ ისევ გათენდება და მერე ისევ დაღამდება.ქუჩაში ლამპიონები ანთია.შუქი თვალებს მიჭრელებს.უნდათ ღამე დღით შეცვალონ,სიბნელე დაამარცხონ,მაგრამ არ გამოსდით.მარტო ვარსკვლავებსა და მთვარეს შეუძლიათ ღამის დღით შეცვლა. დრო მიდის,აღარ გველოდება.ცარიელი სახლივით ვარ.სევდიანი მელოდიები,ძალიან ჰგავს ჩემს ცხოვრებას.მომიცვა სევდამ,დამიპყრო,ჩამძირა.ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა. ღამეა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.