ძალდატანებული ქორწინება 3 თავი
მართა მკვლელი მზერით უყურებდა ბექას რომელიც ახლა ამ წამს, ამ სავარძლიდან, ოთახიდან და საერთოდ ქვეყნიდნა აორთქლებას ნატრობდა რადგან, ქალის ეს გამოხედვა უკვე იცოდა რასაც ნიშნავდა -ალექსსა და იმ გოგოს შორის რამე ხდება?-სამარისებური სიჩუმე გაკვეთა მართას გამყინავმა ხმამ -მე არაფერი ვიცი-დაიწყო ბიჭმა ყოყმანით რადგან იცოდა რომ ტყუილს აზრი არჰქონდა, მართა არასდროს სვამდა კითხვებს თუ სათანადოდ არ იყო იმფორმირებული კონკრეტულ საკითხზე -ბექა იდიოტს ვგავარ?-მართას ირონიულმა ღიმილმა ბიჭი დააბნია -მართლა არაფერი ვიცი-თქვა ბოლოს და ქალის გამყინავ ცივ თვალებს გაექცა -მაშინ ასე დაგისვამ კითხვას, რამდენად ღრმად შეტოპეს ამ ხნის მანძილზე -ხომ იცით რომ ალექსი მას არაფერს დაუშავებს-დაიწყო ბიჭმა ყოყმანით -ესე იგი ურთიერთობაში არიან-აღმოხდა სახე წაშლილ ქალს -თუ გაინტერესებს გეტყვი რომ სექ.ი ჯერ არ გვქონია-ალექსის დამცინავმა ხმა გაკვეთა კაბინეტში გამეფებული სიჩუმე, მართა ძალიან ნელა შეტრიალდა მის ზურგს უკან მდგომი ბიჭისკენ დასახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი, ბექამ გაოცებისგან ლამის პირი დააღო და როცა აზრზე მოსვლა შეძლო, ფეხზე წამოდგა მაშინვე და კაბინეტიდან უხმოდ გავიდა -ისევ მთვრალი ხარ-დაუყვირა ხმა აკანკალებულმა ქალმა -ამას არასოდეს გაპატიებ-დედას მაჯაზე ჩაავლო ხელი და სულ ოდნავ მოუჭირა თითები -იმ გოგოს ახლოს აღარ გაეკარო! არ გაბედო მასთან ურთიერთობის გაგრძელება -თორემ რას იზავ?-დამცინავი მზერით მიაჩერდა დედას-მიხვალ და ეტყვი რომ აქ მამამისი გასანადგურებლად ჩამოვედით და ჩემგან თავი შორს დაიჭიროს? -უფლებას არ მოგცემ რომ მას ცხოვრება დაუნგრიო!-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი -ის ხომ ზაზას შვილია! იმ ნაბიჭვ.ს შვილი ვინც მე შენ და ლილეს ცხოვრება დაგვინგრია! -არა! არ გაბედო ამის თქმა-ქალს ცრემლები მოეძალა და აკანკალებული ხელები ტუჩებზე მიადო შვილს -გთხოვ ამას ნუ ამბობ ალექსანდრე ძალიან გთხოვ -ისინი ყველანი დაისჯებიან!-იყვირა გაავებულმა ბიჭმა -არა-უღრიალა ბოლო ხმაზე მართამ -უფლება არ გაქვს რომ თათიას ცხოვრება მამაისის შეცდომების გამო დაუნგრიო! -თათია ჩემი ბედისწერაა! -დაუჩურჩულა სახე წაშლილმა ბიჭმა დედას და ოთახიდან გიჟივით გავარდა -რას ბოდავ -გამოეკიდა ქალი-რას ნიშნავს ბედისწერააა!-ყვიროდა ბოლო ხმაზე, ალექსი ეზოში გავარდა, მანქანში ჩაჯდა და მაშინვე კარი დაკეტა-არ წახვიდე-უკვე დაქოქილ მანქანას ხელი დაარტყა ატირებულმა ქალმა და კარს დაეჯაჯგურა, ალექსმა სულ ერთი წამით შეხედა დედას და გაზს ბოლომდე მიაჭირა -არანორმალურო, შეშლილო!-მიაყვირა ქალმა და სახლში მისავათებული დაბრუნდა -წყალს მოგიტანთ-ბექა სამზარეულოში გავარდა და მალევე დაბრუნდა უკან ჭიქით ხელში, მართამ აკანკალებული ხელით ცოტა მოსვა და ხმაურით დადო მაგიდაზე -იმ გოგოსგან რა უნდა ამ შეშლის?-მალევე დაიბრუნა ქალმა ჩვეული სიცივე და გულგრილობა -დამიჯერეთ, მართლა არ ვიცი თათიასთან მიმართებაში რა გეგმები აქვს, რას რატომ აკეთებს -იმ გოგოს ცხოვრებას დაუნგრევს ვიცი-დაიჩურჩულა მართამ -იქნებ შეუყვარდა...ესეც ხომ არაა გამორიცხული?-ეჭვით თქვა ბექამ-უცნაურად იქცევა ამ ბოლო დროს -მას ზაზა მთელი სულით და გულით სძულს ხომ იცი!-ახედა მართამ დაბნეულ ბიჭს -ეზიზღება ისეთი ზიზღით რომ მეც კი მაშინებს ეს დაუნდობელი გრძნობა... რომც შეუყვარდეს თათია... მისი სიყვარულით რომც მოკვდეს უკან არ დაიხევს ვიცი და შენც კარგად იცი! შურისძიებაზე წინ არავის და არაფერს დააყენებს ესეც ორივემ კარგად ვიცით! -კი ასეა-დაეთანხმა ბექა-აქ მისი უსაზღვრო სიძულვილის და ზიზღის მიზეზით გვაიძულა ჩამოსვლა მე და თქვენ, მაგრამ... -ბექა არავითარი მაგრამ, ალექსი თათიას გაანადგურებს... ვიცი, ვიცი რომ ასე იქნება და მასთან ერთად საკუთარ თავსაც გაინადგურებს... ახლა ვერ აცნობიერებს რამდენად იდანაშაულოს ეხება,მაგრამ ოდესმე ამას მიხვდება და ძალიან ინანებს, არ უნდა ჩამოვსულიყავით-ატირდა ქალი -შეცდომა დავუშვით ბექა -მარტო მაინც ჩამოვიდოდა, ჩვენი გამოყოლა არ გამოყოლა მისთვის სულ ერთი იყო-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -ვერ შევაჩერებთ ხომ ასეა?-ცრემლები მოეძალა ქალს, ბექა ასეთი გულწრფელი დაბნეული და შეშინებული მართა არასდროს უნახია და გაოცებული იყო, რადგან ბევრჯერ უფიქრია რომ ამ ქალის ცივ ვენებში ყინულივით ცივი წყალი მოედინებოდა ცხელი სისხლის ნაცვლად, არ ეგონა ვინმეს შეცოდება თუ შეეძლო მითუმეტეს მტრის შვილის... ძალიან დააბნია ამ მდგომარეობამ -გიკვირს არა? -ქალმა ბიჭის სახეზე აღბეჭდილი ემოციებით იგრძნო რასაც ფიქრობდა -თათია განადგურება ალექს ვერ გააბედნიერებს ვიცი, ის ასეთი არაა, ახლა შურისძიების წყურვილითაა დაბრმავებული , მაჰრამ ოდესმე გააცნობიერებს რომ სრულიად უდანაშაულოს ატკინა და ვიცი რომ ეს მერე მასაც გაანადგურებს -იქნებ ყველაფერი ესე არაა როგორც ამას თქვენ წარმოიდგენთ? იქნებ თათიას მიმართ უბრალოდ ინტერესი აქვს -ისევე როგორც შენ ლილეს მიმართ-მიახალა ქალმა, ბექა ადგილზე გაყინა მართას სიტყვებმა -მე...-დაიჩურჩულა ბიჭმა და ხმა ჩაიწყდა -ბექა შენ ალექსის მეორე სიცოცხლე აჩუქე ამიტომ შენ ჩემი მესამე შვილი გახდი...მე შენ ,ალექსი, ლილეს და ჩემს სიცოცხლეს თვალდახუჭული განდობ... გესმის რას გეუბნები? მაგრამ გული და გრძნობები... ადამიანს შეუძლია რომ მეორე ადამინი უსისხლოდ მოკლას, გაანდგუროს, მოწასთან გაასწოროს მხოლოდ გრძნობებით და სიტყვებით! ამიტომ მინდა რომ მისგან თავი შორს დაიჭირო!-უთხრა ჩამწყდარი ხმით ქალმა და ოთახიდან გავიდა, ბექამ გაოცებისგან ლამის პირი დააღო როცა მისაღებში ლილე შევარდა ზურგჩანთა აკიდებული, ყვირილით მისკენ გაექანა და ზედ შეახტა, წელზე ფეხები შემოაჭდო და ისე ძლიერად ჩაეხუტა რომ ლამის დაახრჩო ჯერ კიდევ გაოგნებული ბიჭი -საერთოდ არ მოგენატრე?-ჰკითხა ნაწყენი ტონით გოგონამ და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -რა გიჟი გოგო ხარ-გაეცინა ბექას და ხელები მოხვია წელზე -იცი რა მოხდება როცა დედაშენი დაგინახავს? -მკ.დია, მე უკვე სრულწლოვანი ვარ-დაუჩურჩულა გოგონამ და მის სხეულს მოშორდა -ჰო უკვე დიდი გოგო ხარ-ნიკაპზე ხელი აკრა ბექმა და ღიმილი სახეზე შეეყინა მართას რომ ჰკიდა თვალი -მე წავალ ალექს მოვძებნი-თქვა სწრაფად და სახლი დატოვა -შენ რა გაგიჟდი?-უყვირა მართამ-აქ რას აკეთებ? არ გითხარი რომ ბელგიაში უნდა დარჩენილიყავი სანამ ჩვენ აქ სიტყპუავიას არ დავალაგებდით? -მეც მომენატრე დედიკო-ლილემ დედას ლოყები დაუკოცნა და სახლის თვალიერებას მოჰყვა. ალექსი შეკრთა როცა ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო მხარზე -ვიცოდი აქ იქნებოდი-დაიჩურჩულა ბექამ -მამაჩემს უნდა ვუყურო თვალებში, უნდა მახსოვდეს ეს მზერა, ეს გამოხედვა რომ ...-ხმა ჩაუწყდა ბიჭს -რომ თათას გამო შურისძიებაზე უარი არ თქვა?-დაასრულა მისი გაწყვეტილი წინადადება ბექამ და მის გვერდზე ჩაიმუხლა -თათია არავინაა, საერთოდ არავინ, ის უბრალოდ ჩემი ბედისწერააა -ალექს არ გინდა გთხოვ... ზაზას განადგურებაში დაგეხმარები, ყველანაირად გვერდში დაგიდგები, შემომხედე, ბელგიიდან აქ ჩამოგყევინჩვენიმძმობის და მეგობრობის გამო... მაგრამ საკუთარი თავის განადგურებაში ხელს ვერ შეგიწყობ -გგონია თათიას რამე მნივნელობა აქვს ჩემთვის?-ჩაწითლებული თვალებით შეხედა ბიჭმა მეგობარს -თუ არ აქვს შეეშვი, ის ხომ პატარა ოცნებებით სავსე გოგოა...მან რა დააშავა გარდა იმისა რომ გენდო? -არ შემიძლია მასზე უარის თქმა-უცნაირი ტონით თქვა ალექსმა და ფეხზე წამოდგა, ცოტა ხანს კიდევ უყურა მამამისი სურათს და ხმის ამოუღებლად წავიდა გასასვლელისკენ. ზაზას ერთგვარი განტვირთვის და სიმშვიდის დღეები ჰქონდა რადგან, მისმა ფირმამ ხელშეკრულება დადო სრულიად უცხო და ახალ ფირმასთან რომელიც ქართულ ბაზარს ჯერ არ იცნობდა და მისი წყალობით ცდილობდა ფეხის მოკიდებას აქ. ლიკაც დაშოშმინდა რადგან როგორღაც წამოკიდებული ვალების გასტუმრება დაიწყო კაცმა, მართალია ამ ამბებს მათი სამოთახიანი ბინა შეეწირა ჭავჭავაძეზე, წყნეთის ორი აგარაკი და ყვარელში მიწის ნაკვეთი მაგრამ არაფერს დაეძებდა ზაზა, მისთვის მთავარი იყო ციხეში არ ამოეყო თავი...რადგან ყველა უბედურუბასთან ერთად ფინანსური პოლიციაც შევიდა მის ფირმაში და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, მაგრამ ეს აწეწილი საქმეები ახალმა ბიზნეს პარტნიორმა მარტივად დაულაგა იმ მიზეზით რომ მას მყარი პარტნიორი სჭირდებოდა საქართველოში. თათია მოწყენილი იყო ძალიან, რადგან სკოლის არდადეგების გამო სახლში გამოკეტეს რასაც ჰქვია და სახლიდან ცხვიროს გაყოფის უფლებას არ აძლევნდნენ მარტოს, თუ სადმე წასვლას აღირსებდნენ მხოლოდ ცოტა ხნით, ისიც ისეთ მოსაწყენ წვეუებებზე სადაც წასვლას სახლში ყოფნა და სწავლა ერჩია ან ხატვა, ყველაზე აუტანელი მისთვის ალექსთან განშორება იყო, ირინასთან რამდენჯერმე კი დარჩა და ნახა ალექსი ხუთი წუთით მაგრამ ეს არცერთს არ ეყო, თუმცა ბებოსთან ვერ გაბედა იმის თქმა რომ შეყვარებული იყო, მითუმეტეს მის სანახავად გაშვება ვერ სთხოვა და მთელი ახალიწლის არდადეგები ტანჯვაში გაატარა. ზაზას საშინლად არ ესიამოვნა როცა ბექამ დაურეკა ანუ ბიზნეს პარტნიორმა და უთხრა რომ მისი ფირმის ხელმძღაველობამ გადაწყვიტა საქართველოში მისი ჩანაცვლება სხვა უფრო გამოცდილი კადრით -და მაინც ვინაა ის ახალი ხელმძღვანელი?-გულში რაღაცამ უსიამოთ გაჰკენწლა -ორშაბათს ჩვენს ფირმაში მობრძანდით და დაესწარით პრესკონფერენციას იქ ნახავთ ჩვენს ახალ ხელმძღვანელს და სურვილი თუ გექნებათ შემიძია შეგახვედროთ იმავე დღეს და გაესაუბროთ კიდეც -კარგი-დაუღრინა კაცმა და გაუთიშა -რამ გაგიჟა?-დაიძაბა ლიკა -ბექამ სხვა მოდის ჩემს ადგილასო -ასე მოულოდნელად რა მოხდა -არ ვიცი-დაუღრინა და ორშაბათის მოსვლამდე ლამის სული დაელია. მართა კმაყოფილო სახით უყურებდა შვილს -ხვალ ზაზა ასათიანისთვის ჯოჯოხეთის კარი გაიღება -ხვალიდან ნელი და მტანჯველი სიკვდილის გზას დაადგება-სარკიდან გახედა ალექსმა დედას და ჰალსტუხი გაისწორა -ოჯახის გარეშე-თქვა მართამ აღელვებული ხმით -ჰო რა თქმა უნდა-ჩაეცინა ბიჭს -ალექსანდრე ძალიან გთხოვ ასე ნუ იქცევი -მაინც როგორ-დედასკენ ურეაქციოდ შეტრიალდა -ამ თემაზე ისეთ ორაზროვან პასუხებს მცემ რომ ვეღარ ხვდები რა ხდება შენნთავს ან იმ გოგოს შორის -იმ გოგოს სახელი აქვს და თათია ჰქვია!-ნაწყენი ტონით უთხრა დედას -უაზროდ შეყვარებული ბიჭივით ნუ იქცევი, შენი წრფელი ბრძნობების არ მჯერა -ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი-უხეშად უთხრა და ოთახიდან გავიდა-აბა ყველაზე გადარეულო მიხდება -აი ძაან დონე ხარ-აკისკისდა ლილე და ძმას კისერზე ჩამოეკიდა -გთხოვ ხვალ წამოვალ მეც რა... სულ აქ ვარ გამოკეტილი, ამ სახლში მომწყიმდა -მერე რას ჩამოდიოდი?-თავზე წამოადგა მართა -წამოდი -არა!-იყვირა მართამ -ალექსმა კიიო ასე რომ მოვდივარ-გამარჯვებულის იერით შეხედა დედას და ბექას მიაჩერდა -გთხოვ მაღაზიაში წამომყვი რა რამე კაბა ამარჩევინე -ღმერთო რა გიჟი გოგო ხარ-თავალები აატრიალა ალექსმა მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა -შანსი არაა-იუარა ბექამ -ძაან ძაან რომ გთხოვო?-საცოდავი თვალებით მიაჩერდა ბიჭს -არა!-გაჯიუტდა ბექა -გთხოვ და გპირდები რომ კნუტს აღარ დაგიძახებ-ამაზე ყველას სიცილი აუტყდა -არა-მეთქი-ბექა სავარძლიდან ადგა და გარეთ გავიდა, ლილე ფეხდაფეხ მიჰყვა -გთხოოვ რა წამიყვანე, ტაქსით არ გამიშვებენ უკვე გვიანია, ალექსი ეგ უჟმურო არ წამიყვანს... მართა ვაბშე ან თუ გამომყვა რამე მეთვრამეტე საუკუნის კაბის ყიდვას მაიძულებს-მხარზე ჩამოეკიდა, ბექამ მომღიმარი სახით შეხედა გოგონას -ვიცი რასაც ნიშნავს ეს გამოხედვა-ტაში შემოჰკრა გოგონამ და სახლში აღფრთოვანებული შევარდა -მივყავარ -არსად წახვალ-უყვორა წყობრიდან გამოსულმა ქალმა -წავალ!-გაბრაზდა ლილე, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა, ბექას მკლავზე ხელი წაავლო და კიბეები ჩაარბენინა -სანამ ყინულის დედოფალი გამოსულა უნდა წავიდეთ, გასაღები შეაჩეჩა ხელში და მძღოლის გვრდით დაიკავა ადგილი. თათია გვიან ღამით ალექსის სატელეფონი ზარმა გააღვიძა -ხვალ უეჭველი გამოჰყევი მშობლებს-უთხრა მშვიდი ტონით -არ მინდა, ცუდად ვარ -რა გჭირს? -უბრალოდ არასად წასვლა არ მინდა -არც ჩემი ნახვა არ გინდა? -დედა გვერდიდან არ მომშორდება, ამოსუნთქვის საუალებას არ მომცემს და აზრი არ აქვს ჩემს იქ მოსვლას, შენთან მოახლოებას მაინც ვერ შევძლებ -ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი ხომ გითხარი-გბრაზდა ბიჭი -შენ ამათ არ იცნობ-გაღიზიანდა თათიაც, მის ამ სიტყვებზე ალექს მწარედ გაეცინა-არ იცი როგორები არიან -წაჰყევი-მეთქი!-ავარდა უცბათ ალექსი -ნუ მიბრძანებ რა გავაკეთო!-გაცეცხლდა გოგონა -ის გააკეთე რასაც გეუბნები-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა -იმას გავაკეთებ რაც მე მინდა-არ დააკლო გოგონამ -ამის დედასც შევ.ციიი-ჩაჰყვირა მოულოდნელად წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -რატომ არ გესმის რასაც გეუბნები? -ნუ მიყვირი გასაგებია?-დაუღრინა გოგონამ და გაუთიშა, წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა იქამდე რა შეწყვიტა რეკვა სანამ ტელეფონი საერთოდ არ გამორთო გაცოფებულმა გოგონამ -რა გაღრიალებს?-ეზოში გავიდა ბექა -ხვალ თათია არ მოჰყვება მშობლებს შეხვედრაზე -მერე რა? თათიამდე ვინ მიგიშვებს? დიდი ალბათობით მამამისი თავზე გადაგვალეწავს მთელს ოფისს შენ რომ დაგინახავს -წარმოდგენაც კი მიჭირს რა დაემართება მე რომ დამინახავს-გაეცინა ალექს- იმედია იმავე წამს ინფარქტით არ მოკვდება -ამხელა გეგმები მაგის ხუთ წუთიანი ინფარქტისთვის დავაწყეთ?-შეიცხადა ბექამ -ღმერთო-ლილეს დაძაბული ხმა მისწვდა მათ სმენას -აქ საქმის საკეთებლად კი არა ასათიანებზე შურის საძიებლად ჩამოხვედით- ამოილუღლუღა და ცრემლები გადმოსცვივდა -ლილე-მისკენ ნაბიჯი წადგა ალექსმა -არ მომეკარო, ყველანი ერთნაირი უგულოები როგორ ხართ? როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ? რითი ხართ ახლა ზაზაზე უკეთესები? სამივე მისნაირი არარაობები ხართ-ზიზღით უთხრა გოგონამ ბიჭებს და ზურგი აქცია მათ, შეკრთა რადგან მართას შეეფეთა -იმ არაკაცმა ზაზამ მამაშენი გააცურა! მოატყუა! ჭუჭყიანი ხელები შეაწმინდა და ციხესთვის გაიმეტა! მერე კი მე მაიძულა რომ ჩვენი წილი მიმეყიდა მისთვის! ყველაფერი დავკარგეთ რაც გაგვაჩნდა! მამაშენს ისნულტი დაემართა უმძიმესი მდგომარეობით სახში გამოწერეს! ციხეშიც კი არ დააბრუნეს, ორი წელი, ორი წელი ვუყურებდით ნელ-ნელა როგორ კვდებოდა იმ დანაშაულის გამო რაც ჩადენილი არ ჰქონდა! -უღრიალა ბოლო ხმაზე და ზურგი აქცია ატირებულ შვილს. თათია უხასიათოდ იყო მთელი დღე, რაღაც უსიამო შეგრძნება არ ტოვებდა მის გულს, გონებას და სხეულს, იგივე განცდა ჰქონდა ზაზას და ლიკასაც, ყველაზე კარგად თავს ბაჩო გრძნობდა რადგან ორსულ ცოლთან ერთად ცოლეურებში გაიხიზნა და მშობლების სახლში იშვიათად მოდიოდა, ახლაც სტუმრად მოსულს ერთი სული ჰქონდა წასულიყო აქედან რაღაც უცნაური მძიმე აურა დაჰყვებოდა თითქოს ამ სახლს და ამ კედლებს. -მოდიხარ თუ არა?-მზადებისას ჰკითხა ლიკამ თათიას -არ მინდა წამოსვლა-მეთქი უკვე ათასჯერ ვთქვი -როგორ გკიდიათ შენც და შენს ძმასაც ყველაფერი!-იმხელა ხმაზე დაუღრიალა მოულოდნელად ქალმა რომ შეშინებული თათია ადგილზე შეხტა შიშიგან -არ -რომ იცოდეთ საუკეთესო სკოლაში დ უნივერსიტეტში სწორედ იმიტომ სწავლობთ შენ და შენი ძმა რომ მამაშენი დღედაღამეს ასწორებს იმ წყეულ ფირმაში მუშაობით! -ვიცით -ბაჩოც შევიდა ოთახში დას ხელი გადახვია და თავზე აკოცა -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ ! ცოლის ჭკუაზე რომ დადიხარ -უკაცრავად მაგრამ ჩემს ცოლს რთული ორსულობა აქვს, სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება რაც ამ სახლში არ გვაღირსეთ -სიდედრმა ხომ შეგიქმნა შესაფერისი პირობები -ძალიან კარგი ქალი თინა ისე რომ იცოდე, შენსავით კაპასი სულაც არაა -თავხედო -კაი მე წავედი-ხელი აიქნია ბიჭმა -თეო მომიკითხე-მიაძახა თათიამ და გული და სული გააყოლა ძმას, ოთახში დაბრუნდა სასწრაფოდ როგორც კი მისი ტელეფონი აწკრიალდა -ალექს გაგიჟდი? დღე რატომ მირეკავ? -მოდი რა გთხოვ ნუ მახვეწნინებ-დაიწყო ამ ლაპარაკით თავმობეზრებულმა ბიჭმა -არ მინდა წამოსვლა რატომ არ გესმის -მომენატრე და შენი ნახვა მინდა პატარავ, შენ რატომ არ გესმის ჩემი? -სკოლაში მნახავ ხოლმე -სკოლამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი -მოითმინე -მოდი რა, ნუ მახვეწნინებ ისევ -რატომ ჩამაცივდი?-გაბრაზდა თათია -მოხვალ თუ არა?-გაბრაზდა ალექსი -არ ვიცი-მის წვალებას განაგრძობდა თათია -იცოდე გელოდები-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და გაუთიშა, მისი ნახვის სურვილმა ისე აურია თავგზა გოგონას რომ მაშინვე კარადას ეცა ,ყველაზე გამომწვევი ვარდისფერი კაბა შეარჩია, ქუსლიან ფეხსაცმელებზე შედგა რომელიც სულ სამჯერ ეცვა ცხოვრებაში და თმა შეიკრა -იჰოოო-გაოცდა შვილის დანახვისას ზაზა -როგორც ჩანს გადაწყვიტე ამ საღამოს დედოფალი იყო -ანუ წამოსვლა გადაწყვიტე ქალბატონო-ლიკამ შვილი ეჭვის თვალით შეათვალიერა-ნეტა მაცოდინა ვის გამო გამოეწყვე ასე გრაციოზულად-ჩაიაპარაკა სასხვათაშორისოდ და დიასახლის გასძახა -მზიკო ჩვენ მივდივართ და შენც წადი ამ საღამოს არ დამჭირდები, ქმარს ხელკავი გამოსდო და ზედმეტად გრაციოზულად გავიდა სახლიდან. ბექა ძალიან დაძაბული იყო -ალექს ნუ სვამ რა-დაუჩურჩულა მეგობარს -თუ არ მოვა მაგრად გავუჭედავ-კბილებში გამოსცრა და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა განრაზებულმა ბიჭმა -აუ შენ უკვე მაგრად ხარ რა-აბუზღუნდა ბექა -ახლა მაინც შეიკავე თავი, ჭიქა შეუმჩნევლად წაართვა ხელიდან და მაგიდაზე დადო -ამის დედაც-აღმოხდა სახე ალეწილ ბიჭს როცა დარბაზში ზაზასთან ერთად თათია და ლიკა შემოვიდნენ, მისი სილამაზით და მომხიბვლელობით გაოგნებულმა ბიჭმა გაოგნებისგან ლამის პირი დააღო -ალექს აზრზე მოდი-გაეცინა ბექას მხარი მიჰკრა მეგობარს. მართამ მკვლელი მზერა ესროლა ცოლ-ქმარს და ინტერესით შეათვალიერა თათია, რომელიც ვარდისფერ , ჰაეროვან და საოცრად ნაზ კაბაში რომელიც მთელს ზურგზე ამოჭრილი იყო უბრალოდ ბრწყინავდა, ქალს მაშინვე ალექსისკენ გაექცა მზერა, რომელიც წამით თვალს არ აშორებდა თათიას და ახლღა მიხვდა რა აგიჟებდა მის შვილს. ბექა მომღიმარი სახით მიუახლოვდა ზაზას ხელი ჩამოართვა და თათიას მიაჩერდა რომელსაც ელდა ეცა მისი დანახვისას -გაიცანი ეს ჩემი ქალიშვილია-ბექამ ნაგლად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად დაბნეულ გოგონას რომელიც ვერაფრით ხსნიდა ალექსის მეგობრის და მამამისის გულთბილი მოკითხვის მიზეზს-ბექა ჩვენი პარტნიორი ფირმის დირექტორი იყო-აუხსნა კაცმა შვილს, თათია ისე დაიბნა ისე გაოცდა ამ ახალი უსიამოვნო ამბით რომ კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შეძლო და ვერაფერით დააკავში ეს ყველაფერი ერთმანეთთან -ძალიან ლამაზი ქალიშვილი გყავთ-ისე უთხრა ბექამ კაცს თითქოს მართლა პირველად ნახა თათია, ხელი ძალით ჩამოართვა ერთ ადგილას მიყინულ გოგონას და ზაზას მიაჩერდა ბნელი თვალებით-თუ ნებას დამრთავთ მინდა ჩემი და გავაცნო-თათიას ხელკავი გამოსდო და სანამ გაკაპასებული ლიკა რამეს იტყოდა თავგზააბნეული გოგონა წაიყვანა -ბექა ეს ყველაფერი რას ნიშნავს?-დაუღრინა გოგონამ და მისი ხელიდან მკლავის დახსნა სცადა -ალექსი უკეთ აგიხსნის-დაუჩირჩულა ბიჭმა და დერეფანი სწრაფი ნაბიჯით გაატარა -მამაჩემის პარტნიორი ფირმის დირექტორი ხარ და მე ამას ახლა ვიგებ! რა თამაშს თამაშობთ?-როცა თვალს მოეფარნენ გაჩერდა და ბექას ხელიდან მკლავი დაიხსნა -მე მასულელბდით მთელიმეს დრო თუ მამაჩემს? -დამშვიდდი-დაიძაბა ბექა, ძალიან არ უნდოდა ვინმეს თათიას ხმა გაეგო და ყურადღება მიექციათ -ალექსმა უნდა ჩაგანაცვლოს?-ხმა აუკანკალდა გოგონას -ეს ყველაფერი თავიდანვე თამაში იყო?-აწყლიანებული თვალებით ჩააცქერდა ბიჭს -რატომ? ასე რატომ მოიქეცით? -ალექსი თვითონ აგიხსნის, გამომყევი-ინსტიქტურად ისევ მისი მკლავისკენ წაიღო ხელიმდაძაბულმა ბიჭმა -არ მომეკარო-ლამის იყვირა დამფრთხალმა გოგონამ და უკან წადგა ნაბიჯი -ძალიან ლამაზი ხარ-ჩაესმა ალექსის ხმა ზურგს უკნიდან რომელიც მაშინვე აეკრო მის სიფრიფანა მთრთოლარე სხეულს, ხელები მუცელზე შემოაჭდო და კისერში აკოცა -ხელი გამიშვი-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ მისი ხელიდან გასხლტომა სცადს, ბექა ამასობაში მიტრიალდა და პერიმეტრის გაკომტროლება დაიწყო -წამოდი უნდა ვილაპარაკოთ-უთხრა მშვიდი ტონით ბიჭმა და ამჯერად მისი ტუჩები გოგონას ყელს მიეწება ნელ-ნელა კი ლავიწის ძვალს გაუყვა -შეწყვიტე-გაიბრძოლა თათიამ რადგან ახლა ამ წამს ძალიან აღიზიანებდა ალექსის ტუჩების შეხებაც და ხელების, ბიჭმა ხელები გაუშვა და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა მისკენ მიტრიალებულ გოგონას -ამიხსენი რას ნიშნვას ეს ყველაფერი -აქ არა-ალექსმა მაჯაში ჩაავლო ხელი და პირველივე ოთახში, შეიყვანა, კარი შიგნიდან დაკეტა და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა გაბრაზებულ გოგონას -ასე დაჟინებით იმიტომ მთხოვდი აქ მოსვლას რომ გინდოდა ჩემთვის გული გეტკინა ? -ლამის ატირდა აღელვებული გოგონა -ახლა აქედან მე და შენ ერთად გავათ ყველას წინაშე! -რას ბოდავ-ავარდა გოგონა -რაც გესმის -შენ რა გაგიჟდი?-აყვირდა თათია როცა ალექსმა მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა -ყველამ უნდა გაიგოს რომ მე და შენ ერთად ვართ -რის მიღწევას ცდილობ?-ზიზღით ჩააცქერდა გოგონა ალქსანდრეს ცარიელ უგრძნობ თვალებში -უბრალოდ მინდა ყველამ გაიგოს რომ ჩემი გოგო ხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ძალიან დაიბნა როცა თათიამ ხელი უხეშად გაითავისუფლა და უკან დაიხია -ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი მაგრამ უფლებას არ მოგცემ ჩვენი ურთიერთობა ჩემი მშობლების წინაღმდეგ გამოიყენო! უფლებას არ მოგცემ რომ მათ ჩემით ატკინო! -ამას არ ვცდილობ არასწორად გაიგე-უკან დაიხია ბიჭმა-უბრალოდ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა დამალული აღარ იყოს -შენ უბრალოდ გინდა რომ ჩემს მშობლებს გული ატკინო, არ ვიცი რა მიზანი გაქვს, არც მაინტერესებს...ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ისინი ჩემგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებენ მითუმეტეს შენს გამო!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -ჩემს გამო?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ბიჭმა -ჰო შენს გამო, იმ ადამინის გამო ვინც მთელი ეს დრო მეც მატყუებდა და ჩემს ოჯახსაც -არასწორას გესმის ყველაფერი -შენ მთხოვ ამდენი ხალხის წინაშე გასვლას და იმისმთქმას რომ ერთად ვართ...თითქოს არჩევანის გაკეთებას მაიძულებ შენსა და ჩემს ოჯახს შორის -და ასეც რომ იყოს... ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა?-ჰკითხა ყოყმანით ბიჭმა -მაგ კითხვაზე პასუხი ისედაც ნათელია-გოგონა კარისკენ მიტრიალდა, სახელური უხეშად დაქაჩა -გააღე-მისკენ არ მიუხედია ისე უთხრა, ალექსანდრე დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგა ერთ ადგილას მიყინულივით და გოგონას შიშველ ზურგს არ აშორებდა ამღვრეულ თვალებს, უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ორი არჩევანი ჰქონდა ან გაუშვებდა თათიას და როგორც ზაზას შვილს მტრად ჩათვლიდა ან ახლა ამ წამს როგორღაც დააშოშმინებდა და ძველწბურ ურთიერთობას ბანაგრძობდნენ, პირველი ვარიანტი არანაირად არ ხიბლავდა ამიტომ მეორეზე გააკეთა ბევრინფიქრის გარეშე არჩევანი, ზურგიდან აეკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეულს, მუცელზე მჭიდროს შემოაჭდო ძლიერი ხელები და მხარზე აკოცა -ამ სისულელის გამო ვერ დაგკარგავ -დაუჩურჩულა ყურში და კისერში აკოცა -შენ მე გული ძალიან მატკინე...იმედები გამიცრუე... ახლა უკვე აზრი აღარ აქვს არაფერს -მშორდები?-თავისკენ შეატრიალა და ამღვერეული ჭაობისფერი თვალებით ჩააცქერდა თაფლისფერ აწყლიანებულ სფეროებში -ერთად არც არასროს ვყოფილვართ-უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ და ზურგი აქცია, ალექსმა კარის საკეტს ასაღები მოარგო და თათიას ოთახიდან გასვლის შესაძლებლობა მისცა. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.