ძალდატანებული ქორწინება 7თავი
ალექსანდრემ ირონიული ღიმილით შეხედა ბაჩოს და ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის ჭიქა ბოლომდე ჩაცალა და მაგიდაზე ხმაურით დადო -მინდა რომ ჩემს დას თავი დაანებო-დაიწყო ბაჩომ მშვიდი ტონით -მას ნუ რევ ამ საქმეში -შენი დის მიმართ სერიოზული გრძნობები მაქვს-ისე აგდებულად უთხრა ალექსმა რომ ბაჩო მაშინვე წყობრიდან გამოიყვანა -გრძნობები?-ავარდა ბიჭი -რომელ გრძნობებზე აქ საუბარი? სიყვარულის თუ სიძულვილის?-ფეხზე წამოვარდა გეცეცხლებული ბაჩო, თვალები დააწვრილა და ზიზღით ახედა თავზე წამომდგარ მასზე ბევრად მაღალ სილუეტს -შენი აზრით?-ალექსი ამ ორაზროვანოვნად დასმულმა კითხვამ ბაჩო დააბნია რაღაც მომენტში თუმცა იმავე წამს გონს მოვიდა და ზიზღით უთხრა -ჩემი აზრით შენ მხოლოდ სიძულვილი შეგიძლია იმიტომ რომ თავის დროზე დედამ სათანადოდ მოგიწამლა გონება -რას ბოდავ შე ნაბიჭვ.რო-უღრიალა ბოლო ხმაზე ალექსმა და გიჟივით დაეტაკა, წინასწორობა დაკარგული ბაჩო, ბექას სამუშაო მაგიდაზე გადააწვინა და სახეში მუშტი დაარტყა, ამ ხმაურეზე კაბინეტში შევარდა ბექა და გააშველა გააფთრებული ბიჭები -ჩემი დის სიახლოვეს აღარ დაგინახო თორემ მოგკლავ-დაემუქრა გააფთრებული ბაჩო ალექს და უფრო გაგიჟდა დაცვის ბიჭებმა ძალით რომ გაათრიეს შენობიდან -ნაბიჭვ.რი-ცოფებს ყრიდა ალექსი და არეულ კაბინეტში კიდევ თუ იყო რამე მსხვრევადი და ლეწვადი ყველაფერი დაამტვრია -აქ რა ჯანდაბა ხდება -დაფეთებული მართა შევარდა ბექას კაბინეტში და გაოცებული მიაჩერდა სახე მონგრეულ შვილს. ირინამ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ვერაფრით მოახერხა დამშვიდება და დაძინება, მისი ფიქრი და გონება სულ ზაზასთან და თათიასთან იყო, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ წარსულის ცოდვაზე პასუხისგება მოუწევდა ამ ქვეყნად ყველაზე უდანაშაული ადამიანს, ისეთს როგორიც თათია იყო. -ზაზა დღესვე ჩემთან მოდი სახლში უნდა ვილაპარაკოთ!-ჩაყვირა ტელეფონში როგორც კი უპასუხა კაცმა -შენთან ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ გასაგები?-დაუღრინა გაცეცხლებულმა კაცმა დედას -ხომ ხედავ რომ სიტუაცია უმართავია უკვე? -მართას ვაიძულებ რომ უკან დაიხიოს უკვე ყელში ამომივიდა ეს თამაში -ლიკამ რომ სიმართლე გაიგოს წარმოგიდგენია რა მოხდება?-აყვირდა ირინა -ვერაფერს გაიგებს -ზაზა ეს როგორ დაუშვი? ასეთი იდიოტი როგო ხარ? როგორ შემოუშვი შენს ცხოვრებაში ისევ ეგ შეშლილი ქალი? -და რა გგონია ალექსანდრემ სიმართლე რომ გაიგოს ჩვენზე... დედამის აპატიებს? გგონია ისევ ისეთი დედა-შვილობა ექნებათ? -შენ შენი ცოლის და შვილების მომავალზე იფიქრო ჯობია, არ გამიკვირდება მაგ არანორმალურმა ბიჭმა სიმართლე რომ იცოდეს თქვენზე და უბრალოდ დუმდეს... -გგონია თათია ამ მიზეზით გადაეკიდა?-აღმოხდა სახე წაშლილ კაცს -მგონია?-აყვირდა ისევ ირინა-თავს იშტერებ თუ მართლა ასეთი იდიოტი ხარ? რა თქმა უნდა ეს იქნება რეალური მიზეზი! და არა ის რომ გუგა დაიჭირეს ციხეში და მერე ისნულტი დაემართა! მაშინ შენ არაფერი დაგიშავებია, დარწმუნებული ვარ იცის ეგ მაგ შეშლილმა ბიჭმა -ასე არ იქნება, ვერ იქნება... ეს შეუძლებელია -რატომ? რატომაა შეუძლებელი? -გგონია მაგ დარტყმულმა ბიჭმა მთელი ეს წლები იცოდა რომ ჩემსა და მართას შორის რამე ხდებოდა და ჩუმად იყო? გგონია მადენი წელი ჩუმად ყოფნას შეძლებდა? -არ ვიცი... მთლად ასე დარწმუნებითაც არ შემიძლია რამის თქმა-უცბათ დაშოშმინდა ირინა- თუმცა გამორიცხული არაფერია -ასე იმიტომ ფიქრობ რომ მისი სამიზნე თათია გახდა? -ჰო სხვა მიზეზით ვერ ვხსნი მის ამგვარ დამოკიდებულებას თათიასადმი -მეც ვიფიქრე ამაზე, მაგრამ არ მგონია რომ ეს შესაძლებელი იყოს... არ მგონია რომ ამდენი წელი გაჩუმება შესძლებოდა მაგ დარტყმულ ბიჭს. -მართას უნდა დაველაპარაკო! -არ გაბედო! არ გაბედო ამ საქმეში ჩარევა!-უყვირა ზაზამ -აბა დაველოდო როგორ გაანადგურებს მისი არანორმალური შვილი თათიას იმ დანაშაულისთვის რომელიც შენ და დედამისმა ჩაიდინეთ მის და გუგას წინაშე? -გეყოფა, გეყოფა საკმარისია! კმარა მორჩა-უღრიალა ბოლო ხმაზე კაცმა და ტელწფონი იატაკზე დაახეთქა -საკმარისია, საკმარისია, ჯადნაბა, ჯამდაბა-იმეორებდა გიჟივით ერთიდაიგივე სიტყვებს. ირინა დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდა მართას გამოჩენას, როგორც კი ოფისიდან გამოსული ქალი დაინახა მისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით -მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ-მოესმა მანქანისაკენ მიმავალ მართას, ირინას ჩამწყდარი ხმა ზურგს უკნიდან -მე და თქვენ დიდი ხნის წინ გავარკვიეთ ურთიერთობა!-მისკენ მიტრიალად თავმობეზრებული მართა და მანქანის კარი პულტით გააღო, ირინა მშვიდად და დაუპატიჟებლად დაჯდა მანქანაში და როცა მართა საჭეს მიუჯდა ხმა დაბლა დაიწყო -შენმა შვილმა იცის რომ ზაზასთან იწექი?-მაშინვე ეს მიახალა ირინამ ამპარტავნულად მომზირალ ქალს, რომელასც წამში წაეშალა სახე და ადგილზე გაიყინა -რა... რაა?-ენა ჩაუვარდა -იცის თუ არა?-ხმა გაიმკაცრა წყობრიდან გამმოსულმა ქალმა -არა, არა, არა-ჩაილაპარაკა თავისთვის მართამ-ეს ვერ ეცოდინება შეუძლებელია -მაშინ როგორ ახსნი მის ინტერეს თათიასადმი? ოღონდ არ თქვა რომ უყვარს! ამის თქმა არ გაბედო! იმიტომ რომ შენ და შენს შვილს მხოლოდ სიძულვილი შეგიძლიათ! უსაზღვრო ზიზღი და სიძულვილი ყველასადა ყველაფრის მიმართ! არც იმის თქმა გაბედო რომ თათიას მამამისზე შურისძიებისთვის გადაეკიდა! -გეყოფა! -უყვირა მართამ -მე მეყოფა? აქ შენ ჩამოიყვანე შენი შეშლილი შვილი ჩვენზე შურის საძიებლად! -მე არ ჩამომიყვანია, თვითონ ჩამოვიდა და მე უბრალოდ გამოვყევი-თავი უტიფრად იმართლა მართამ -ღმერთო რა ამაზრზენი ქალი ხარ!-თავლები აატრიალა ირინამ -იმის გამო რომ ჩემმა შავილმა ცოლზე და შვილებზე უარი არ თქვა შენთან ერთ ღამიანი ურთიერთობის გამო, იმის გამო რომ გუგა დაიჭირეს და ყველაფერი დაკარგე... ალექსანდრეს გონება მოუწამლე... ზიზღში და სიძულვილში გაზარდე -ასე არაა ასე არააა!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა -მაშინ რატომ იმეორებს ჯიუტად შენი შვილი რომ ზაზამ დააჭერინა გუგა? არ იცი რომ შენმა ქმარმა შეცდომა დაუშვა? მართალია რომ ზაზაც არასწორად მოიქცა... გვერდში არ დაუდგა მას და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ციხიდან უბრალოდ ვერ გამოსულიყო შენი ქმარი, გაიძულა თქვენი წილი მისთვის მიგეყიდათ... არაკაცულად მოიქცა... მაგრამ ასე შვილის მოწამვლა... ასე გაგიჟება.... აქ დაბრუნება... თუ რა თქმა უნდა ესაა ნამდვილი მიზეზი და არა ის რომ იცის რაც შენსა და ზაზას შორის რაც მოხდა, რაც ბევრად კატასტროფულ შედეგს მოგვიტანს ყველას ვიდრე შენ წარმოგიდგენია! -ახლავე გადადი ჩემი მანქანიდან!-უყვირა მოულოდნელად მართამ და როცა ირინა უსიტყვოდ გადავიდა, საჭეს ძლიერად მოუჭირა აკანკალებული ხელები , თავი ზედ ჩამოაყრდნო და ხმამაღლა ატირდა. გვიან ღამით დაბრუნდა სახლში სახე წაშლილი მართა და შეკრთა მისაღებში სავარძელში მჯდომი ალექსი რომ დაინახა ჭიქით ხელში, ზიზღით დაბრიცა ტუჩები, ჩანთა და გასაღები იქვე მაგიდაზე მიაგდო და მის პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა უღონოდ -იტირე?-სამარისებური სიჩუმე ალექსის გამყინავმა ხმამ გაკვეთა, ფიქრებში წასული მართა შეკრთა და მისკენ მიიხედა, ცარიელი არაფერის მთქმელი თვალებით -რატომ სვამ?-კითხვა შეუტრიალა ქალმა -ცუდად ვარ და იმიტომ -შენი შირისძიების შედეგებით სათანადოდ ტკობაბს ვერ ახერხებ? -ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ზაზა ასათიანის სიძულვილი ჩემზე მზაფრად არ გქონდა ორგანიზმში გამჯდარი -მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ ის რაც ხდება აღარ მომწონს, შენ თათიას გადაეკიდე და ეს არასწორია! მამამისის გამო პასუხი იმ იდანაშაულო გოგოს არ უნდა მოსთხოვო -მართლა?-ცინუკურად ჰკითხა ალექსმა დედას და სასმელი მოწრუპა-იქნებ თათიაზე შურის საძიენლად გაცილებით უფრო დიდი და სატიკი მიზეზი მაქვს?-ამ სიტყვებმა ადგილზე გაყინა მართა -მაინც?-დაიჩურჩულა ხმა აკანკალებულმა -ეს მხოლოდ მე და მას გვეხება-ისე უთხრა თითქოს მართა რეალურად არაფერ შუაში იყო , შესაბამისად ქალის მძიმე ეჭვები წამში გაფანტა, შესაბამისდ დაჭიმული სხეული მაშინვე მოუდუნდა მართას -გთხოვ თავი დაანებე რა იმ გოგოს -ტყუილად მელაპარაკები -დაუღრინა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და ჭიქა შავი ღვინით შეივსო ერთი მოყუდებით დაცალა და დედას გახედა არუელი ჭაობისფერი სფეროებით -თათიაზე გეგმები ბელგიაშივე დააწყე?-მართას ისევ ეჭვები ღრღნიდა, ფიქრობდა რომ თუ ალექსის თავიდანვე მასზე ჰქონდა შურისძიება აწყობილი, დიდი ალბათობით ირინა მართალი იქნებოდა და მას ყველაფერი ეცოდინებოდა მასზე და ზაზაზე -ზედმეტად ბევრს ფიქრობ ამ საკითხზე დედიკო-ალექსი ფეხზე წამოდგა და დედას თავზე წამოადგა -ალექს გთხოვ არ გინდა -ცრემლები მოეძალა ქალს თავიდაუნებურად -არ გაბედო-ალექსი დაიხარა და თვალებში ჩააცქერდა დედას-არ გაბდო ჩემსა და თათიას შორის ჩადგომა!-მის სახეს მკრთალად ეცემოდა ღამის სანათის სუსტი მათება რომელიც კიდევ უფრო სასტიკს ხდიდა მის იერსახეს -თორემ არასდროს გაპატიებ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.