შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 6 თავი

8-06-2021, 11:38
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 857

თათია მიტრიალდა და წასვლა გადაწყვიტა მაგრამ ალექსის ხმა მიწვდა მის სმენას და ადგილზე გაყინა
-გთხოვ დარჩი
-აზრი?-თათია მისკენ მიტრიალდა და მომენტლურად სუნთქვა შეეეკრა რადგან ბიჭი მასთან ძალიან, ძალიან ახლოს იდგა, იმდენად რომ მისი ცხელი სუნთქვა სახე ეფრქვეოდს გოგონას
-შენზე უარს მაინც არ ვიტყვი-ბიჭმა ცივი თითები ყელზე შეახო და ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცურა, თათია ადგილზე გაყინა ამ შეხებამ, მაგრამ შეხების ადგილას კანი დაეწვა
-რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები-ჰკითხა დაბნეულმა გოგონამ და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ ბიჭს რომელმაც ხელი მოაშორა მის ყელს
-შენი დაბრუნება მინდა-იმდენად უემოციო სახით უთხრა რომ თათია კიდევ უფრო არია მისმა სიტყვების და ემოციების დაპირისპირებამ
-აღარ მოხვიდე-აღმოხდა ჩამწყდარი ხმით გოგონას და მიტრიალდა
-ასე მარტივად ჩემზე უარს ვერ იტყვი-უეცრად წყობრიდან გამოვიდა ბიჭი, თათია ერთ წამს გაჩერდა, ისე რომ არ მიტრიალებულა, მისკენ მიიხედა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ორინასკენ რომელიც მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას
-თავს არასდროს დაგანებებს-მაშინვე ეს უთხრა ქალმა როგორც კი სახე გადაფითრებული გოგონა მიუახლოვდა მას
-რაა?-თათია ისე იყო არეული ალექსთან ლაპარაკის მერე რომ ირინას სიტყვები იმ წამებში ვერ გაიაზრა
-თათია, თათია-ჩაილაპარაკა ქალმა დანანებით -მაგ ბიჭის თვალები...ღმერთო ის იმდენად ცარიელია, იმდენად ცივი, უგრძნობი...ერთადერთი რამის დანახვა შევძელი მხოლოდ მის თვალებში და ეს არის სურვილი...
-სურვილი რისი?-თვალებში ჩააცქერდა დაბნეული გოგონა ირინას
-შენი შეხების, მისაკუთრების...არ ვიცი...-ჩაილაპარაკა ირინამ და პირველივე გამოჩენილ ტაქს ხელი აუქნია და როგორც კი ჩასხდენ თათიასკენ მიიხედა- მიდი დედაშენს დაურეკე და უთხარი რომ ამაღამ ჩენთან რჩები
-ხომ იცი გაგიჟდება
-ეგ ისედაც გიჟია-გაეცინა ირინას
-რაც დათუნას და მზიკოს გაშვება მოგვიწია, მას მერე ძალიან გაღიზიანებული, ეგ და მამა სულ ჩხუბობენ, ყველა წვირლმანზე შეულძლია რომ სკანდალი მოგვიწყოს...ბაჩო საერთოდ აღარ მოდის სახლში
-ჩემო პატარა-ირინამ შვილიშვილი გილში ჩაიკრა-იცი რა? სრულწლოვანი რომ გახდები თუ გინდა ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად
-ნეტავ შემეძლოს, მაგრამ გგონია დედა უფლებას მომცემს? მისთვის ჩემს სრულწლოვნობას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება ხომ იცი
-ჰო დედაშენი რთული შემთხვევა-გაეცინა ქალს, იმის მიუხედავად რომ, თათიამ ძალიან სთხოვა დედას ამაღამ ბებოსთან დავრჩებიო ლიკა გაგიჟდა და გადაირია, ამიტომ შინ დაბრუნდა ძალიან გულ ნატკენი. ლიკამ არ შეიმჩნია შვილის ეს მდგომარეობა და ძალიან კარგი განწყობით მოამზადა ვახშამი.
ალექსის ყოველდღიური დახვედრები სკოლასთან, იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თათიასთვის რომ უკვე მოლოდინიც კი ჰქონდა ხოლმე მალე დამთავრებულიყო გაკვეთილები რომ ენახა ალექსი, ამ ამბით შეწუხებულმა ირინამ ერთ ღამეს მაინც დატოვა თათია თავისთან ზაზას ძალით და დალაპარაკება გადაწყვიტა მასთან
-თათია-ქალი მაგიდასთან დაჯდა შვილიშვილის წინ, სათვალე შეისწორა, ჩოლკა გადაიწია და უცნაური თვალებით ჩააქერდა აღელვებულ გოგონას-ეს ყველაფერი რას ნიშნავს? რატომ აძლევ უფლებას რომ ყოველ დღე მოვიდეს...ყოველ დღე შენს გარშემო იტრიალოს და გონება მოგიწამლოს? ხომ იცი ზაზას ყურამდე რომ მივიდეს ეს ამბავი კარგი არაფერი მოხდება... ახლა ტაქსით იმიტომ გაძლევს სიარულის უფლებას რომ დაცვის ფული არ აქვს... და სკოლაში მე გყავარ...
-გეფიცები მიზეზს მე არ ვაძლევ ბებია-ლამის ატირდა გოგონა
-თათია შენ პატარა გოგო ხარ... ცხოვრებას არ იცნობ....ის ძალიან მარტივად მოახდენს გავლენას შენზე... მისი ყურადღება, საჩუქრები, ყვავილები, სითბოს გამოხატულება და პატივისცემა თავის საქმეს გააკეთებას, ისე რომ ვერც გააცნობიერებ მასზე მიჯაჭვული გახდები... შეიძლება საკუთარ თავს შეეწინააღმდეგო, ყოველ დღე და ყოველ წამს უმტკიცო რომ ის შენ არ გიმსახურებს... მაგრამ საკმარისა ერთი შეტყობინება მოგწეროს რომ შენი ყველაფერი აგერიოს გონებაში... -და სწორედ ამ დროს თათიას შეტყობინება მიუვიდა, გოგონამ დახედა თუ არა ტელეფონს რაღაც უცნაური ბედნიერების გიჟურმა განცდამ დაურბინა მთელს სხსულში და რომ გააცნობიერა ახლა ამ წამს ირინა რაზე ელაპარაკებოდა დამნაშავე ბავშვივით გახედა გაბრაზებულ ქალს, რომელმაც თავი უკმაყოფილო სახით გააქნია, მერე გაეცინა და ფეხზე წამოდგა -ყავას დალევ? უნდა გავიკეთო
-კიი დავლევ-უპასუხა გოგონამ და კარგა ხნის ფიქრის მერე ბებიასთან შევიდა სამზარეულოში -პასუხი არ მიმიწერია-თითქოს თავი იმართლა, ირინამ გაბრაზებული სახით გამოხედა შვილიშვილს
-თათია ეს უკვე თავის მოტყუებაა შენი მხრიდან ჩემო პატარა... კარგი...
კარგი...-გული ეტკინა ქალს მისი სიტყვების გამო ცრემლები რომ გადმოუცურდა გოგონას, მაშინვე ჩაეხუტა და თავზე აკოცა -მე უბრალოდ არ მინდა რომ დაიტანჯო... რადგან ვთვლი რომ მაგ ბიჭს არ უყვარხარ და შენ მიმართ უბრალოდ სხვაგვარი ინტერესი აქვს... იმიტომ რომ შეყვარებული მამაკაცი საყვარელ ქალს და მის იჯახს არ ვნებს...-თათიას სახე ხელებში მოიქცია აღელვებულმა ქალმა და თვალებში ჩააცქერდა -სიყვარული... ეს ძალიან ლამაზი, სათუთი და მშვენიერი გრძნობაა... ის ტკივილს კი არ გვაყენეს, პირიქით, უსაზღვრო უზომო და გიჟურ ბედნიერებას განგვაცდევინებს... თათია გთხოვ უფლებას ნუ მისცემ რომ გამოგიყენოს და გული გატკინოს, იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს სრულ აცდენაშია რეალურ გულწრფელ და ნამდვილ გრძნობებთან.
ლიკა მთელი საღამო ცოფებს ყრიდა
-დედაშენს კარგად ვიცნობ! იმიტომ უნდოდა თათია მასთან დარჩენილიყო რომ ფაქტია ჩემს წინააღმდეგ განაწყობს ბავშვს
-17 წლის გოგო ბავშვი არააა-გაბრაზდა ზაზა-მითუმეტეს თათია შტერი ბავშვი არაა, რომელაც მითითება სჭირდება იმაზე, რომ დედა გიჟი ჰყავს-ახედა თავზე წამომდგარ გაკაპსებულ ცოლს მომღიმარი სახით
-გიჟი?-ავარდა ქალი -და შენ რომ ამ ქვეყნად ყველაზე უნიათო და საცოდავი ხარ?
-ზედმეტად შესაფერისები ვართ ხო?-ზაზა კარგ ხასიათზე იყო და ცოლის აგრესიას იუმორით პასუხობდა
-ცხოვრება თავზე გვენგრევა და შენ კიდევ რაებს ლაპარაკობ... საერთოდ გკ.დია არა ეს ყველაფერი?-ზიზღით ჰითხა ქალმა
-მორჩი!-მაინც წყობრიდან გამოიყვანა კაცი
-იმის გამო რომ შენ ამ ქვეყნად ყველაზე უნიათო, უნიჭო და საცოდავი კაცი ხარ ამ საშინელ ადგილას გვიწევს ცხოვრება... და ხვალ ან ზეგ შეიძლება ეს სოროც დავკარგოთ! ...სადღაც ტყეშ გადმოვბარგდით, ყველაფეორ დავკარგეთ, საერთოდ ყველაფერი იმიტომ რომ უნიჭო ბიზნესმენი ხარ! ახლა კი იმ ლაწირაკს ჰყავხარ ხელში დაჭერილი
-მოკეტე!-უღრიალა ზაზამ ბოლო ხმაზე და ფეხზე გააფთრებული წამოვარდა - თუ არ მოგწონს ჩემთან ცხოვრება წაეთრიე იქ საიდანაც მოხვედი!-თვალებში ჩააცქერდა ატორებულ ცოლს და გიჟივით გავარდა გარეთ, გაცოფებულმა ქალმა ყველაფერი რაც ხელში მოხვდა დალეწა და ცოტა რომ დამშვიდდა ოთახში შევარდა, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა.
ბევრი ფიქრის მერე ბაჩო სახლში დაბრუნდა ცოლთან ერთად, რადგან მშობლების ფინანსურ თუ ურთიერთობრივ კრიზის გულგრილად ვეღარ უყურა
-აუ როგორ გამახარეთ ნეტა იცოდეთ-თათია ძმას და რძალს ერთდროულად ჩაეხუტა, შემდეგ კი 4 თვის ორსულ თეონას მუცელზე მოეფერა -ერთი სული მაქვს დაიბადოს მამიდას კაცი
-შენ არ იცი მამა როგორ ელოდება მის დაბადებას-გაუცინა ბაჩომ დას და გულში ჩაიკრა ატირებული თათია, რომელიც მათი სახლში დაბრუნების გამო ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა -არ უნდა წავსულიყავი-ჩურჩულით უთხრა აღელვებულმა ბიჭმა და თავზე აკოცა
-მთავარია რომ დაბრუნდით-უფრო ძლიერად ჩაეხუტა თათია ძმას.
ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ასათიანების ოჯახი, ლიკა მთელს დღეები ბუზღუნსა და ჯაჯაღანში ატარებდა, ზაზა ფირმაში და სმაში, თეონა და ბაჩო უნივერსიტეტში, თათია სკოლაში და საკუთარ საძინებელში.
ალექსი მოღუშული სახით იჯდა სავარძელში და ბექას უყურებდა პირდაპირ თვალებში
-რას აპირებ?-ინტერესით ჰკითხა ბიჭმა
-არ ვიცი-მხერები აიჩეჩა და საბუთებს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი
-მართა გაგიჟდება მაგ საბუთებს ხელი რომ მოაწერო-გაეცინა ბექას
-მკ.დია მაგის გაგიჟება... მათავარია რომ თათიას ეჭვები აღარ ექნება
-არ მგონია ,ხოლოდ მაგ საბუთების გამო დაგიჯეროს
-მაგრამ ეს...წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება მისკენ
-კარგი ჩავთვალოთ რომ ასეა... მაგრამ მაინც არ მესმის რატომ აკეთებ ამას....ანუ რა მიზანს ემსახურება შენი უკან დახევა-ინტერესით ჰკითხა ბექამ-სულ იმას მიმტკიცებ არ მიყვარსო და მის გამო რატომ მიდიდხარ დათმობაზე მამამისის ფირმასთან ეს ერთი ვერ გავიგე, ოღონდ მართლა
-და.კიდე -გაუღიმა ალექსმა მეგობარს, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა
-ალექს რა გინდა თათიასგან?-არ ეშვებოდა ბექა
-მოდი ამაზე ფიქრით შენ, თავს ნუ დაიღლი -გაღიზიანებული ბიჭი მისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა
-თვითონაც ვერ ხვდები რას გრძნობ მის მიმართ და შესაბამისად არ იცი რა გინდა -დაასკვნა ბექამ და იდეალურად დაწყობილ საბუთებს დააცქერდა
-ვიცი-დაუღრინა ალექსმა და მაგიდას სწრაფად მიუახლოვდა, კალამი
აიღო და ბევრი ფიქრის გარეშე ხელი მოაწერა .
-საკუთარ თავთან წინააღმეგობაში მოდიხარ ალექს ამ საბუთებით-ბექა ფეხზე წამოდგა და ყოყმანით დასძინა-იმედია არ ინანებ ბოლოს იმას რის მიღწევასაც ცდილობ თათიასთან და სურვილი გრძნობად არ გექცევა!-მაშინვე მიატრიალდა და კაბინეტი დატოვა.
ზაზას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ალექსის მოადგილემ ანუ ბექამ პირადად მიაკითხა ოფისში და საბუთები მიაუტნა სადაც აღნიშნული იყო, რომ ალექსი ერთი წლის მანძილზე ზაზას სამშენებლო კომპანიას ოც პროცენტიანი ფასდაკლებთ მიჰყიდიდა სამშენებლო მასალებს
-ეს როგორ გავიგო?-ეჭვნეულად ჰკითხა კაცმა -რა მიზეზით და ინეტერესით იქცევით ასე? დავიჯერო მართლა ჩემი ფირიმის გადარჩენა გინდათ? ამიტომ მიკლებთ ფას?-მწარედ გაეღიმა ბოლო სიტყვებზე
-თქვენი ფირმის მთავარი და ფაქტიურად ერთადერთი პარტნიორი კომპანია გავხდით ამ კუთხით ხომ ასეა?-ჩაეკითხა ბექა გაღიზიამებულ კაცს -ანუ გინდათ თუ არა ჩვენგან უნდა იყიდოთ სამშენებლო მასალები?
-სამწუხაროდ კარგად გამაცურეთ და ხელი მოვაწერე ამ კონტრაქტს-დაუღრინა ზაზამ მომღიმარ ბიჭს და ვისკის ნახევრად ჩაცლილი ჭიქა ბოლომდე გამოცალა
-თქვენი ჩაფლავება, ამ ეტაპზე არაა ჩვენს ინტერესში.... ხომ ხვდებით...ვგულისხმობ კონკრეტულად ახლა არ გვაქვს ეგ ინტერესი-ბექას ცინიკუი და აგდებული საურის მანერა აგიჟებდა ისედაც გადარეულ კაცს რომელიც ძლივს იკავებდ თავს ყელში რომ არ სცემოდა მას -რადგან ჩვენ ახლახანს გამოვჩნდით ქართულ ბაზარზე-ბექა მშვიდად განაგრძობდა მის გამოწვევას-გვინდა რომ ნდობა დავიმსახუროთ სხვა კომპანიებისგანაც, გვინდა გაგვიცნონ... მართალია თქვენი საცოდავი ფირმა სულს ძლივს ღაფავს და საცაა საბოლოოდ გაკოტრდებით, მაგრამ ჩვენთვის პრესტიჟი იქნება რომ ხარისხიანი მასალით და შეეღავათებით გახორციელო იმ კორპუსების მშენებლონებლობა რომელიც დაგიკვეთეს გავლენიანმა ბიზენსმენებმა თავის დროზე...
-ანუ გინდათ რომ დაწყებული და გაჩერებული პროექტები განვაგრძო... ოღონდ ყველამ უნდა გაიგოს ვისგამო და რის გამო ამოვედი ამ ჭაობიდან,ანუ ჩემი სახელის გამოყენება გინდათ რომ ადგილი დაიმკვიდროთ ქართულ ბაზარზე
-ასეა-ნაგლად დაეთანხმა ბექა
-და თუ არ დავთანხმდები ამ ხელშეკრულებას და ფასდაკლებას?
-ძალიან მშვიდად და წყნარად ვუყურებთ როგორ ამოგხდება ციხეში სული ამდენი შეჩერებული მშენებლობების და ხალხის გაცურების გამო
-მომეცი ეგ წყეული საბუთები-ზაზამ უხეშად გამორთვა ბექას გაწვდილი საბუთები და ყურადღებით წაიკითხა, მაინც არ ენდო ბოლომდე ალექის და ბექას შედგენილ დოკუმენტებს, ამიტომ ადვოკატთან და მოადგილესთან ერთად გადაავლო თვალი, რომ დარწმუნდა არსად არ იყო რამე ისეთი პირობა რაც სამომავლოდ თავის ტკივილად ექცეოდა ხელი მოაწერა.
ლიკა ვერ იჯერებდა რომ ალექსანდრემ ასეთი რამ გააკეთა
-რაღაც აქვს ჩაფიქრებული
-მეც ასე მგონია-ჯერ კიდევ ეჭვები ღრღნიდა კაცს
-გგონია რომ ამის მიზეზი თათიაა?-აღელდა ლიკა
-თათია?-შეიცხადა ზაზამ და თვალები დააწვრილა -გგონი ის ს.რი ისევ თათიაზე ფიქრობს?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ქალმა-სხვა რა მიზეზი უნდა იყოს მისი მხრიდან ასეთ დათმობაზე წასვლის?-ქმრის გვერდზე დაჯდა დივანზე და თვალებში ჩააცქერდა
-ნუ მაგიჟებ ახლა-წამოენთო კაცი -თათიას კიდევ ერთხელ რომ მიუახლოვდეს ცხვირპირს დავუნგრევ
-დამრიგებელმა მითხრა რომ ყოველ დღე ვიღაც ბიჭი აკითხავს სკოლასთანო- ყოყმანით უთხრა ლიკამ ქმარს
-რაა?-აყვირდა ზაზა და გაავებული ფეხზე წამოვარდა
-დედაშენმა ხმა ვერ ამოიღო რომ დავურეკე და ვკითხე ვინ აკითხავს თათიას სკოლასთან-მეთქი, კარგა ხნის მერე მითხრა არ ვიცნობ იმ ბიჭსო-უფრო გაამწვავა სიტუაცია ქალმა-თათიასთვის არ მითქვამს არაფერი, ვიფიქრე რომ ჯერ შენ უნდა გაგეგო
-რას ბოდავ-ავარდა ზაზა და გიჟივით გავარდა ოთახიდან, დაუკაკუნებლად შევარდა თათიას ოთხაში და საწოლზე მჯდომ გოგონას მკლავში ხელი წაავლო და ფეხზე ადგომა აიძულა -სკოლის წინ ის ნაბ.ჭვარი გხვდება ხოლმე?-იმხელა ხმაზე დაუღრიალა დაფეთებულ გოგონას რომ დედა-შვილი ადგილზე შეხტნენ შიშისგან -მიპასუხე!-დაუღიალა ისევ, თათიამ ცრემლიანი თვალებით ახედა მამას და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -ამის დედასაც შევ.ციიო-დაიღრიალა კაცმა და შვილს ხელი გაუშვა, იქვე დადებულ მის ტელეფონს ეცა და ისეთი ძალით შეახეთქა კედელს რომ ნაწილლებად მიმოიფანტა გარსშემო, მერე ლეპტოპს ეცაა გაავებული კაცი, გაშალა, იატაკზე დადო და ფეხი დაარტყა -არავითარი ტელეფონი, ინტერნეტი კომპიუტერი! სახლიდან გასვლა! მორჩა-იღრიალა და ოთახიდან გიჟივით გავარდა
-ყოჩაღ თათია ყოჩაღ-დაუღრინა ლიკამ შვილს -შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება ხარ -უთხრა ბარაზნარევი ტონით და ოთახიდან გასვლისას კარი ისეთი ძალით გაიჯსპახუნა რომ კარგა ხანს ზრიალი გაუდიოდა, თათია იქვე ჩაიკეცა და ატორდა
-რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში ვინმე ამიხსნის?-სახე წაშლილ დედას შეეფეთა ჰოლში ბაჩო
-წადი და შენს კრეტინ დას ჰკითხე-უკივლა ქალმა, ბიჭი სწრაფი ნაბიჯით შევიდა თათიას ოთახში და იატაკზე მჯდომ ატირებულმდას რომ ჰკიდა თვალი გული მტკივნეულად შეეკუმშა, მაშინვე დაიხარა და ხელები მოხვია
-ნუ ტირი ჩემო პატარა-თავზე აკოცა და უფრო მეტად მიიკრო გულზე, თათიც ჩაეხუტა ძმას და გულაჩუყებული კიდევ უფრო ძლიერად ატირდა -გთხოვ ნუ ტირი, ხომ იცი ვერ ვიტან შენს თვალებზე ცრემლებს რო ვხედავ ხოლმე
-ჩემი ბრალი არაა გეფიცები-ახედა საცოდავი თვალებით თათიამ ძმას
-რა არაა შენი ბრალი?-ვერაფერს მიხვდა ბაჩო
-ვეუბნები რომ არ მოვიდეს მაგრამ მაინც ყოვეელდღე მოდის-ლუღლუღებდა თათია
-ვის რას ეუბნები თათია? რა ხდება ვერ მივხვდი-დაიძაბა ბიჭი
-ალექსანდრე ჯიშკარიანი-დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა, თითქოს ბურთი გაეჩხირა ყელშიო და ხმის ამოღება მეტად ვეღარ მოახერხა
-ის ნაბ,ჭვარი სკოლასთან გაკითხავს? და მე ამ ყველაფერს ახლა უნდა ვიგებდე?-გაუბრაზდა ბაჩო სახე წაშლილ დას
-გთხოვ შენ მაინც არ ჩაერიო-თათიამ ცრემლები მოიშორა სახიდან და საცოდავი, მავედრებელი თვალებით მიაჩერდა ძმას
-რას ჰქვია არ ჩავერიო?-აყვირდა ბაჩო-ის ს.რი მოდის და გაწუხებს, პრობლემებს გიქმნის ოჯახში და გინდა რომ მე არ ჩავერიო
-გთხოვ-შეეხვეწა თათია-მამა ისედაც აღარ გაჩერდება
-ნუ მთხოვ-გაბრაზდა ბაჩო -მას ასე მოქცევის უფლება არ აქვს, დაველაპარაკები და გავარკვევ რა უნდა შენგან და ჩვენი ოჯახისგან მაგ ს.რს, აქამდეც უნდა დავლაპარაკებოდო-ბაჩო დანაშაულის შეგრძნება გაუმძაფრმა მომხდარმა ამბებმა, რადგან მისი წასვლის მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა და მაინც გულგრილად შორიდან უყირებდა დღემდე მამამისის ჩაძირვას.
-გთხოვ უარესად არ დაძაბო ურთიერთობა მასთან, მამა ისედაც გაგიჟებულია
-დამშვიდდი, ყვრილს და გაგიჟებას არ ვაპირებ მამასავით, ადამიანურად დაველაპარაკები იმ სირს, მამას კიდევ დავაშოშმინებ და ამ საქმეში არ ჩავრევ
-გგონია დაგიჯერებს?-იმედი მიეცა თათიას
-ვეცდები დავარწმუნო-დამაჯერებლდ უთხრა ბაჩომ, გახარებული თათია ძმას ჩაეხუტა, ბაჩო ცოტა ზედაპირული, ზედმეტად გაწონასწორებული და უემოციო ტიპი იყო ირინას ჰგავდა რაღაცნაირად ამიტომ, თათიას სულაც არ ეშინოდა ბაჩო ალექსის შეხვედრის და საუბრის. აი ზაზას ამ ამბავში ჩარევა კი იცოდა რომ კატასტროფულ შედეგს მოიტანდა.
-მამა ამ საქმეში ჯერ-ჯერობით არ ჩაერიო-აივანზე გასულ კაცს ვგერდით დაუდგა ბიჭი
-რას მელაპარაკები?-მოაჯირზე დაყრდნობილმა და ჯერ კიდევ გაცოფებულმა ზაზამ ალეწილი სახით გახედა შვილს
-მოდი ჯერ მე დაველაპარაკები იმ ს.რს გავიგებ რა უნდა თათიასგან და რატომ არ ეშვება
-ვერ ხვდები რა უნდა?-კაცი გასწორდა და თვალებში ჩააცქერდა შვილს -მისი გამოყენება უნდა
-იქნებ იმის დაშვებაც გავაკეთოთ რომ რეალური გრძნობები აქვს?-თვალები დააწვრილა ბაჩომ და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია
-ჩვენ ალექსანდრე ჯიშკარიანზე ვსაუბრობთ მართა კანდელაკის და გუგა ჯიშკარიანის შვილზე ბაჩო! -უცნაური ზიზღით წარმოსთქვა კაცმა სამივე სახელი და გვარი
-მერე რა? -შეიცხადა ბაჩომ რომელმაც თათიასთან ერთად გაიგო წარსულის ამბების ზაზასეული ვერსია -სიყვარულს და ნამდვილ გრძნობებს ეს ხელს ვერ შეუშლის
-გგონია რომ იმ ნაბ.ჭვარს მართლა შეუყვარდ თათია?-გაცეცხლდა კაცი-მაგას მირჩევნია რომ სხვა ინტერესები ჰქონდეს მის მიმართ
-რას ამბობ მამა-გაბრაზდა ბაჩო
-თუ ოდესმე მართლა შეუყვარდება თათია, რაც რეალურად დაუშვებელი, წარმოუდგენელი და ვფიქრობ გამორიცხულია მისი სასტიკი ბუნებიდან გამომდინარე, მის გრძნობებს უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ! და თუ სხვა ინტერესი აქვს, შეხების მხოლოდ ...გრძნობების გარეშე...ამ შემთხვევაში შვილის დაცვას შევძლებ მისგან!
-გგონია რომ ასე ღრმად შეტოპავს?-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ბაჩომ
-ჩვენ ვლაპარაკოთ ბიჭზე ვინც 15 წლიდან ჩემზე შურისძიებაზე ოცნებობდა, ვინც დედამ მოწამლა, ვინც უცხო ქცევყანაში ბიძის კომპანიიდან მიიღო წილი, ჩემს გამო შექმნა ფირმა და აქ დაბრუნდა 10 წლის მერე! აზრზე მოდით რა!-აყვირდა ზაზა-მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს ნაბჭვარი ყველაფერზე წავა რით ვერ გაიგეთ ეს დედა მოტყნ.ლი? სიყვარული? რა სიყვარული! რომელი სიყვარული! გრძნობები? რა გრძნობები! რომელი გრძნობები! ეგ ბიჭი შურისძიების წყურვილითაა დაბრმავებული! იმაზეც წავა რომ თათია გამოიყენოს ჩემს წინააღმდეგ ისე ვეზიზღები...
-ჰო მაგრამ თათიამ რა დააშავა? მას რატომ უნდა აგებინოს პასუხი შენს არ დაშვებულ შეცდომებზე? დავიჯერო ასეთი სასტიკია?
-სასტიკი კი არა იმენა ს.რია-ზიზღით თქვა კაცმა -როგორ გამაცურეს მაგ ნაბ.ჭვრებმა-დაიღრინა და იგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა -არ ცპვიცი ამ ჭაობიდან ოდესმე ამოვალთ თუ არა მაგრამ თათია მაგ ს.რისგან უნდა დაბიცვათ ყველაფერის ფასად!
გაცოფებული მართა დაუკაკუნებლად შევარდა შვილის კაბინეტში საბუთებით ხელში და ადგილზე გაიყინა, სრული შოკი მიიღო ალექსი და მისი თანაშემწე ზედმეტად უხერხულ მდგომარეობაში რომ დაინახა, გულის რევის შეგრძნებამ მოუშხამა სხეული სავარძელში მჯდომი ბიჭის ფეხებშორის მოქცეულ გოგონას რომ ჰკიდა თვალი რომელიც აშკარად და უფარავად ცდილობდა ბიჭის გამოწვევას, დამფრთხალი გოგონა ცივად მიტრიალდა და თავდახრილი გავიდა კაბინეტიდან
-ეს როგორ გავიგო?-ალექს წამოადგა თავზე გაცეცხლებული ქალი- მამაშენივით შენც თანამშრომელ გოგონებთან დაიწყე ფლირტი და გართობა? ვისაც მოკლე კაბა ეცმევა ყველა შენი...
-დაწყნარდი-ალექსი ფეხზე წამოდგა და დედას ჩააცქერდა არეული ჭაობისფერი სფეროებით, შავ უძირო თვალებში -რაღაც არასწორად გაიგე
-ზუსტად მამაშენის სიტყვებია-მწარედ გაეცინა ქალს, ამ საკითხზე საუბრის გასაგრძელებლად ძალა რომ არ ეყო დამშვიდდა და საბუთები ცხივრეზე
ააფარა -ამიხსენი ეს რატომ გააკეთე? ასე რატომ მოიქეცი? რატომ ცდილობ იმ არაკაცს რომ ცხოვრება გაუადვილო? აქ იმისთვის ჩამომიყვანე რომ მისი დანგრეული ბიზნესი თავიდაან ააწყო? ასე იმ გოგოს გამო იქცევი? -აყვირდა ქალი
-იმ გოგოს სახელი აქვს-დაუღრინა ალექსმა და დედას ხელი ჩააწევინა
-რა მიზანს ემსახურება შენი დათმობაზე წასვლა ახლავე მიპასუხე!-ისევ ცხვირწინ აუფრიალა საბუთები აკანკალებული ხელებით ქალმა
-რაღაც ძალიან კონკრეტულ მიზანს-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა დედას და ზურგი აქცია
-ამ ყველაფერს იმ ლაწირაკის გამო აკეთებ?-ავარდა მართა
-ადრე სულ მის დაცვაში იყავი ახლა რა მოხდა?-დაინტერესდა ალექსი მისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ ქალს
-არ მინდა გრძნობებმა შენი მართვა დაიწყონ!-უთხრა აღელვებულმა მართამ და სავარძელშო ჩაეშვა
-მის მიმართ გრძნობები არ მაქვს, შეგიძლია მშვიდად იყო-დაუფიქრებლად თქვა გაბრაზებულმა ბიჭმა და კარადიდან ვისკის ბოთლი გამოიღო, ცოტა დაისხა ჭიქაში და ერთი მოყუდებით დალია
-თუ ასეა ეს საბუთები რას ნიშნავს?-ქალმა პატარა მაგიდაზე უწესრიგოდ დაყარა ფურცლები
-მოდი ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი დედიკო-ბიჭი გაავებულ ქალს მიუახლოვდა დაიხარა და თავზე აკოცა
-ალექს ის გოგო გიყვარდება თუ რა ჯანდაბაა?-ახედა არეული თვალებით მართამ
-დამშვიდდი, ზაზა ასათიანის შვილს არასოდეს შევიყვარებ! მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება ამ შემთხვევაში არასდროს დავუახლოვდები
-მაშინ რატომ ცდილობ მისი ყურადღების მიქცევას? რატო დაეხმარე მამამის?
-მაქვს მიზეზი და იმიტომ-ბიჭის ამ სიტყვებმა საშინლად გააღიზიანა მართა და ქერა თმაზე ნერვიულად გადაისვა აკანკალებული ხელი
-შეგიყვარდა-ზიზღით თქვა ქალმა
-ასე არაა!-უარყო დედას ნათქვამი გაავებულმა ბიჭმა
-გაუაზრებლად, შენც არ იცი როდის და როგორ... უბრალოდ შეგიყვარდა-ისეთი სინანულით თქვა ეს სიტყვები ქალმა, ისეთი გრძნობით და ემოციით რომ გაუაზრებლად ცრემლები გადმოუცურდა, ალექსი ადგილზე გაიყინა, სრული შოკი მიიღო... მამამისის სიკვდილის მერე მას მართას თვალებზე ცრემლი არ უნახია, უცნაური განცდა დაეუფლა ბიჭს, რადგან იგრძნო დედას ესსიტყვები მას არ ეკუთნოდა
-თათია არ მიყვარს, მაგრამ ვერ ვუუარყოფ რომ მისი შეხება და სიახლოვე თავს მაკარგვინებს ყოველ ჯერზე-თქვა კარგა ხნის და მართად დამშვიდების მერე
-არ გაბედო!-აყვირდა მართა-მისი გასულელება არ გაბედო და მასთან ყოფნა... მაგას მირჩევნია რომ გულწრფელი გრძნობები გაგიჩნდეს...
-მართლა?-თავხედურად გაეცინა ბიჭს -დღემდე ვერ გავიგე რატომ გაქვს მასეთი დამოკოდებულება მის მიმართ
-ის ლილეს ტოლია, შენი სულელი და გადარეული დის ტოლი! პატარა და ოცბებებით სავსე გოგონაა, მას არაფერი დაუშავებია ჩვენთვის... ის რასაც შენ აკეთებ ზღვარს სცდება ალექს! არ მინდა რომ იმ გოგონას თავგზა აუბნიო და გული ატკინო! უფლება არ გაქვს ასე მოექცე! ეს არასწორია!
-მასზე ფიქრიც მაგიჟებს, უბრალოდ მაგიჟებს... მისი შეხების სურვილს ჭკუიდან გადავყავარ... ნუ მთხოვ რომ თავი დავანებო... არ შემიძლია მასზე უაროს თქმა,
-თავს იტყუებ რომ არ გიყვარს და მხოლოდ მისი შეხება გინდა! ალექსანდრე შენი ის გიყვარს, თავდავიწყებით და გაგიჟებით!-ფეხზე წამოვარდა ქალი -სხვა შემთხვევაში მისადმი არ გექნებოდა ასეთი არანორმალური შეხების სურვილი
-შენი მოსმენა აღარ მინდა -ავარდა ალექსი და გიჟივით გავარდა კაბინეტიდან, კიბეები კისრისტეხვით ჩაირბინა და იმ წამს ცენტრალური კარიდან შესულ ბაჩოს რომ ჰკიდა თვალი საშინლად გაბრაზდა
-მე და შენ სალაპარაკო გვაქვს!- ზიზღით შეხედა ბაჩომ სახე ალეწილ ბიჭს და ნელ-ნელა მიუახლოვდა
-მაინც რაზე უნდა ვილაპარაკოთ მე დ შენ?-ქვედა ყბას უკვე ნერვიულად ათამაშებდა აღელვებული ბიჭი და თავს ძლივ ისკავებდა რომ ბაჩოს არ სცემოდა ყელში
-მგონი ხვდები ვისზეც!-მკაცრად უთხრა ბაჩომ
-წამოდი-ბექას კაბინეტშო შეიყვანა დაძაბულმა ალექსმა,მაღელვებული ბიჭი, თან გააფრთხილა ბექა აქვე იყავი და მართა არ შემოუშვა ცოცხალი თავითო. ალექსმა ირონიული ღიმილითბშეხედს ბაჩოს-დაიწყე გისმენ,-დამცინავად შეხედა მითითებულ სავარძელი დამჯდარ ბიჭს და ვისკის ბოთლს მიწვდა, ჭიქებში დაასხა და გაუწოდა -მშობლები ნებას გრთავენ რომ დალიო?-მისმამირონიამ ბაჩო სართოდ არ გააღიზიანა, ჭიქა გამოართავა ცოტა მოსვა და მაგიდაზე დადომაშინვე ჭიქა

№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

აუუ რაკარგია დაგიდიათ????????????????

ეს კითხვის ნიშნები თავისით იწერება

№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლიზი
აუუ რაკარგია დაგიდიათ????????????????

ეს კითხვის ნიშნები თავისით იწერება

იმედია მოგეწონებათ ❤❤კითხვის ნიშნებს მიწერს მეც ყველა ემოციაზე

№3 სტუმარი სტუმარი კატო

მეშვიდე თქვს როდის დადებთ?

№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კატო
მეშვიდე თქვს როდის დადებთ?

საღამოს ან დილით

№5 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო როგორც ყოველთვის გელი სულ წარმატებები ❤❤❤❤

№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
კარგი იყო როგორც ყოველთვის გელი სულ წარმატებები ❤❤❤❤

მადლობა მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤

№7 სტუმარი სტუმარი ელენე

არც ერთი პერსონაჟი არ მომწონსო, რომ იძახდნენ ახლა გავუგე. ძალიან არასერიოზულია ალექსანდრეს პერსონაჟი, მაგრამ მაგას რო გავეშვათ, ამ თათიასნაირები ცხოვრებაშიც არიან ნეტა? ხედავს რომ ბიჭი ჩამოსულია მისი ოჯახის გასანადგურებლად, რა smsებზე გულის ფრიალი და სიყვარულები აუტყდა, აი მართლა ვერ ვიგებ. ჩვიდმეტის არის თუ ოცდაჩვიდმეტის, ტვინი ხო უნდა დაატანო ვის ეკეკლუცები, ძალით უნდა შარში გაძვრომა? ან ეს ირინა რატო მოგწონთ? თავისი შვილის ნომერ პირველი მტერი უპადიეზდებს თავისივე შვილიშვილს და ეს ვითომ "ჯიგრულ ქართულ პონტში" დგას და რძალს ატყუიებს, მე რა ვიცი ვინაა ის ბიჭიო.
მაინც მგონია, რომ არარეალური სიტუაციაა აღწერილი. sweat ალბათ ეს გათვლაც გქონდა, მაგრამ მე ვერ დავუმუღამე ასეთ ისტორიას. შეიძლება შენგან ვითხოვ მუდმივად ჰაი კლასს, არ ვიცი.
იმედი მაქვს არ გაწყენინე, ჩემგან მიჩვეული ხარ სიმართლეს. არ ვთვლი, რომ უნდა მოგატყუო და ის გითხრა რასაც არ ვფიქრობ, მაგრამ არა იმიტომ რომ წყენინება მინდა, უბრალოდ შესაძლოა დავწერო რაღაც ისეთი რაშიც დამეთანხმები და გამოასწორებ, თუ თავად ჩათვლი საჭიროდ.

№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე

არ მწყინს არანაირად მითუმეტეს შენგან❤❤❤❤.
არ მიკვირს ასეთი შეფასება... მითუმეტეს წინა ისტორიის მერე :დ
მაგრამ მე ძალიან მინდა ამ არარეალური ისტორიის წერა და ბოლომდე დავწერ ისე როგორც ჩაფიქრებული მაქვს,თუმცა ვეცდები გავითვალისწინო შენი ან ნებისმიერის რჩევა კონკრეტულ საკითხებზე ❤❤❤ ( თუ რა თქმა უნდა კითხვის სურვილი გექნება მომავალში- მარტო იმიტომ რომ იძულების მეორე ნაწილი დავწერე, ნუ წაიკითხავ ამ ისტორიას თუ შენს გულამდე არ მოდის და ხათრის გამო აკეთებ ამას) ეს ყველაზე ცუდი მომენტია.
მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤❤❤❤

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო

❤❤❤❤❤❤❤

№10 სტუმარი ელა1

კარგი იყო მართლა❤❤იცი რა არ მესმის ზაზა ასე რატო იქცევა რატო გონია რო აკექსანდრეს არ შეუძლია თათიას შეყვარება ,მგონი რაღაცა მიზეზი უნდა ქონდეს და ეს მიზეზი მგონია მართა და წარსული.რაც შეღევა ალექსანდრეს და თათიას არ მესმის მათი ურთიერთობის რა ხდება მართლა უყვართ ერთმანეთი .და კიდევ რატო ეხმარება აკექსი ზაზას რა მიზეზი აქცს თათიად გამო იქცევა ასე თუ?❤❤❤ველოდები შემდეგ თავს და მაინტერედებს მოვლენები არამგონია ზაზას მიმართ სიძულვილი მართამ ალექს მამისის გამო ჩაუნერგა თუ ვცდები ნიაკო?მითხარი კარგი

№11  offline მოდერი ნეაკო

ელა1

ელა მიხარია რომ ამ ისტორიაშიც მომყვები და ისევ მიზიარებ შენს აზრს❤❤❤❤
რაც შეეხება ზაზას და მართას ... აქ სწორად აღნიშნე, წარულში იყო რაღაც მათ შოროს...ამ რაღაცას მერე გავშლი ისტორიაში...
ალექსანდრეს რაც შეეხება, სიყვარულით არ უყვარს მოდი ამას ამოჩემება ან აკვიატება დავარქვათ.
ალექსის დათმობებზე წასვლა ზაზასთან თათიას მოტყუებას ემსახურება

№12 სტუმარი ელა1

იმედია ალექსი მიხვდება რო თათიასთან ასე მოქცევა არ შეიძლება და მართლა შეუყვარდება მაგრამ გვიანი არ იყოს❤❤

№13  offline მოდერი ნეაკო

ალექსი ძალიან გვიან მიხვდება რომ თათია მართლა უყვარს და ეცდება მის დაბრუნებას ყველანაირი მეთოდით, სათაურიც ამ თემას ეძღვნება.

ოღონდ არ იქნება არავითარი ძალადობა და არაფერი ,სგავსი

№14  offline წევრი khatia khatia

მგონია რომ ალექს თათია უყვარს რადგან მასზე ფიქრობს სულლლ ❤იმედია არ გამოიყენებს თათიას :( თათია ძაან ცოდოა მასაც უყვარს ჩემი აზრით იმედია ერთად დარჩებიან ❤❤მოკლედ წარმატებები და მალე დადე რა ❤❤გთხოვ❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

№15  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia
მგონია რომ ალექს თათია უყვარს რადგან მასზე ფიქრობს სულლლ ❤იმედია არ გამოიყენებს თათიას :( თათია ძაან ცოდოა მასაც უყვარს ჩემი აზრით იმედია ერთად დარჩებიან ❤❤მოკლედ წარმატებები და მალე დადე რა ❤❤გთხოვ❤❤

ალექსი დაბნეულია და მიზეზებიც აქვს საამისოდ, მაგრამ თათიას გაიმეტესბს და მერე ძალიან ბვერის გაკეთბა მოუწევს ზსეცდომის გამოსასწორებლად❤❤❤ შემდეგი თავი დავდე უკვე

№16  offline წევრი გორგოძე

საშინელებაა ძალდატანება kissing_heart
--------------------
ლ.გ

№17  offline მოდერი ნეაკო

გორგოძე
საშინელებაა ძალდატანება kissing_heart

კი ასეა, თუმცა ამის მიზეზი ძალდობა არაა ნამდვილად

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent