შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 9 თავი


12-06-2021, 11:02
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 405

ალექსანდრემ მაშინვე ხელში აიყვანა გონება დაკარგული გოგონა და ცენტრალური დარბაზიდან ჰოლში გაიყვანა სადაც რესტორნის მენეჯერი შეეფეთა
-აქეთ წამობრძანდით-უთხრა დაძაბული ტონით ბიჭმა და კიბეებზე მიუთითა, ალექსმა სწრაფად აირბინა და მითითებულ ოთხაში შეიყვანა თათია
-მიმისმინე-დივანზე რომ დააწვინა გოგონა, ფეხზე წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა -მისი მშობლები აქ არიან, მინდა რომ დააშოშმინო და სანამ არ გეტყვი მანამდე ამ ოთახში ვერ შემოვიდნენ
-გასაგებია-უემოციო ტონით უთხრა მან და სწრაფად დატოვა იქაურობა, ალექსი დოვანზე მწოლიარე გოგონას ნელა მიუახლოვდა და ზემოდან დააცქერდა, ისეთი ლამაზი მოეჩვენა ეხლა თათია რომ რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვაც კი შეეკრა, კარგა ხანს უყურებდა მის ლამაზ სახეს, ბოლოს ვეღარ გაუძლო მოწოლილ ემოციებს, დივანთან დაიხარა და გოგონას გაფითრებულ სახეს ცივი თითები ნაზად ჩაატარა, ამ შეხებაზე თათია შეიშმუშნა და სუსტად გაახილა თვალები, მაშინვე ალექსისკენ მიიხედა რომელიც ამჯერად მისი თმის წვალებით იყო დაკავებული
-ასე რატომ მოიქეცი?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით და მოწოლილ ცრემლების დასაფარად სახეზე ხელები აიფარა
-იმიტომ რომ მიყვარხარ-იმდენად უემოციოდ წარმოსთქვა ეს სიტყვები ბიჭმა რომ გოგონამ სახიდან ხელები მოიშორა და ინტერესით ჩააცქერდა ჭაობისფერ დანისლულ სფეროებში,რამდენიმე წამის განმავლობაში მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა
-ალექსანდრე...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გოგონამ რადგან იმავე წამს ბიჭმა ტუჩებზე მიადო თითი, მისკენ გადაიხარა და ყურთან ახლოს დაუჩურჩულა
-ბევრი ფიქრის გარეშე უბრალოდ მენდე
-მიზეზი არ მაქვს ნდობის-უთხრა ჩამწყდარი ხმით თათიამ და დივანზე წამოჯდა, რადგან ბიჭის ზედმეტი სიახლოვე და სურნელი საშინლად აბრუებდა
-საკუთარ თავს ეწინააღმდეგები-ირონიული ღიმილით უთხრა ბიჭმა და მის გვერდზე დაჯდა
-ალექსანდრე ჩემგან რა გინდა?-გაბრაზდა გოგონა მის ქცევაზე
-სიყვარული-დაუფიქრებლად უთხრა ბიჭმა და მისკენ მიიხედა
-ვფიქრობ გაცილებით შორს მიმავალი გეგმები გაქვს -უცნაური სევდიანი ხმით წარმოსთქვა თათიამ ეს სიტყვები და იმავე წამს გაექცა ალექსის არეულ თვალებს
-ჩემს გეგმებში შენთვის გულის ტკენა არ შედის პატარავ-გაუღიმა ბიჭმა, მიულოდნელად ხელი გადახვია და გულზე მიიკრო, თათიას წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი არ ჰქონია პირიქით, ცხვირი მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთა მისი , მძაფრი და გამაბრუებელი სურნელი, ალექსანდრეს სახეზე საშინელი კმაყოფილების და ირონის ღიმილი გაკრთა, სამწუხაროთდ თათიამ ეს ვერ შენიშნა, რადგან ის მთლიანად საყვარელი ბიჭის შეგრძნებით იყო დაკავებული, რადგან აქამდე არასოდეს განუცდია სრეულიად უცხო ადამინის შეხებისას მსგავსი ბედნიერება, სიხარული, თავის დაკარგვა...გულში ინატრა ნეტავ ეს ბედნიერი და სასიამოვნო წუთები სამუდამოდ გაგრძელდესო, ისიც ინატრა ნეტა დრო გაჩერდესო, ამ ყველაფერს ალექსანდრეც მთელი სხეულით გრძნობდა და განიცდიდა მაგრამ მაინც არ ემორჩილებოდა საკუთარ განცდებს, მისი გული ჯერ კიდევ ბნელი და ცარიელი იყო, რადგან თავად არ აძელვდა უფლებას საკუთარ თავს ბედნიერი ყოფილიყო
-ალექსანდრე-უხერხული სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმა გაკვეთა, ფიქრებში წასული ბიჭი იმავე წამს გონს მოვიდა და ზემოდან დააცქერდა გოგონას მომღიმარ სახეს -კარგია რომ გაგიცანი-უთხრა ბავშვური გულწრფელობით და გასწორდა, რადგან ეს ჩახუტება და მოწოლილი ემოციები თავგზას ურევდა, ალექსმა არაფერი უპასუხა, მშვიდი უემოციო სახით მიაჩერდა მის პროფილს, მოულოდნელად ხელი ლოყაზე მიადო და თავი თავისკენ მიატრიალებინა ჯერ კიდევ დაძაბულ გოგონას, თათიამ სულ ერთი წამით გაბედა და თვალებში ჩააცქერსდა მისი სიახლოვით გაბრუებულ ბიჭს, მაგრამ ვერ გაუძლო მის დაჟინებულ გამომწვევ მზერას და მაშინვე გაექცა მოს ამღვრეულ თვალებს, ალექსი მისკენ გადაიხარა და ისე რომ თათოას სახისთვისნხელინარ მოუშორებია ნაზად შეაწება ცივი ფერკრთალი ტუჩები გოგონას ცხელ ვნებიან წითელ ტუჩებს, ამ შეხებაზე ორივეს ბედნიერების და სიამოვნების გიჟურმა ტალღამ გადაურა, რომელმაც სხეულის ყველა ნაწილი მოიარა წამებში და გაყინული სისხლი აამღვრია ძარღვებში, გაჩერებული გულისცემა გაასმაგა და შეწყვეტილი სუნთქვა ააჩქარა, თათიაზე ისე იმოქმედა ამ კოცნამ, ამ შეხებამ რომ მაშინვე დაკარგა თავი და მთელი სხეულით გადაეშვა ბედნიერების გიჟურ მორევში, თვალები ინსტიქტურად დახუჭა და ბიჭისგან წამოსულ ყოველ ქმედებას და ემოციას იგივე სიგიჟით უპასუხა, იმის მიუხედავად რომ ვერ ახერხებდა კოცნის დეტალებში ჩაღრმავებას. ალექსმა ცივი თლილი თითები თმებში შეუცურა და კიდევ უფრო მეტად მიიკრო საყვარელი გოგონას ტუჩები ჯერ კიდევ გაყინულ ბაგეებზე, ახლა ამ წამს საკუთარ თავზე მთლიანად დაკარგა კონტროლი გაუცნობიერებლად და აზრზე მოსვლა მხოლოდ მაშინ შეძლო როცა მოწოლილი გიჟური ვნებები ამ შეხება სულ ოდნავ დააცხრო
-ნეტავ-დაუჩურჩულა სუთქვა აჩქარებულმა გოგონამ ცრემლიანი თვალებით ბიჭს, ალექსი დაიძაბა და მეორე ხელიც თმებში შეუცურა სახე ალეწილ გოგონას
-ნეტავ რა?-ინტერესით ჰკითხა
-გრნობებს უფლებას აძლევდე რომ თავი დაგაკარგვინოს ისევე, როგორც მე-თქვა სევდიანი ხმით და ფეხზე წამოდგა -უნდა გავიდე ჩემები ალბათ ნერვიულობენ
-თათია-ალექსი მაშინვე ფეხზე წამოდგა და კართან მისულ გოგონას ზურგიდან აეკრო, მუცელზე ძლიერად შემოაჭდო ხელები და კისერში აკოცა, თათიას თავისდაუნებურად თვალები მიელულა და თავი ოდნავ უკან გადაწია- შენს დაბადების დღეზე ირინასთან დარჩი-დაუჩურჩულა ბიჭმა ყურში და მისმაც ცხელმა ტუჩებმა კისრიდან ლავიწის ძვალზე გადაინაცვლა
-ალექ სანდრე-აღმოხდა მისი შეხებით და სიახლოვით თავგზააბნეულ გოგონას -გთხოვ გამიშვი
-პირობა მომეცი რომ მასთან დარჩები
-ვერ დაგპირდები, მითუმეტეს ამ საღამოს მერე
-თათია-ალექსანდრემ მომენტალურად თავისკენ შეატრიალა დაბნეული გოგონა, მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა, დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთას დანისლულ სფეროებში და სანამ თავგზააბნეული გოგონა საყვარელი ბიჭის შეხებასთან და მზერასთან გამკლავებას ცდილობდა ალექსანდრე ისევ მის ტიჩებს დააცხრა, ამჯერად მისი კოცნა ოდნავ მომთხოვნი და უხეში იყო, თათია მაშინვე ცივად მოშორდა ბიჭს და ალეწილი სახით მიაჩერდა
-ხშირად უნდა ვნახოთ ერთმანეთი რომ კოცნაში გამეცადინო ხოლმე-ისეთი სერიოზული ტონით უთხრა რომ თათიას ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა
-ნუ სულელობ-აკისკისდა გოგონა და კარი გამოაღო, ზაზას დანახვისას მაშინვე ცივად შეეყინა სახეზე ბედნიერების ღიმილი
-გვეგონა ცუდად იყავი, შენ კი როგორც ჩანს კარგად ერთობოდი ამ შეშლილთან-უყვირა ლიკამ და ოთახში გიჟივით შევარდა
-მოგკლავ შე ნაბ.ჭვარო-ზაზა მისკენ გაქანდა და ურეაქციოთ მდგომ ბიჭს საყელოში წაავლო ორივე ხელი
-დამშვიდდით ბატონო ზაზა-ალექსი ჯერ მის ხელებს მიაჩერსა ზიზღით შემდეგ მის აწითლებულ სახეს
-ჩემი შვილისგან და ოჯახისგან თავი შორს დაიჭირე თორემ მოგკლავ-დაუღრინა კაცმა და ხელი გაუშვა
-ვერ ვხვდები რატომ ხართ ასე სასტიკად წინააღმდეგი ჩვენი ურთიერთობის-ალექს ჩვეული ყალბი სიმშვიდის ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული
-თათიას კიდევ თუ მიეკარები იცოდე მოგკლავ-მისკენ მიიხედა გაცოფებულმა კაცმა და გამაფრთხილებლად დაუქნია თითი
-თათიაზე უარის თქმას არ ვაპირებ- ალექსის ხმაში მუქარა და ზიზღის დაუფარევი განცდა ერთდროულად გაჟღერდა
-ვინ ხარ შვილო, რა გინდა ჩვენგან?-აყვირდა ლიკა-რა გინდა ჩემი გოგონასგან?-თათიას მაჯაზე ჩაავლო ხელი-რატომ აირჩიე ის შენს სამიზნედ?
-ცდებით ქალბატონო ლიკა-გაღიზიანდა ალექსი- ის ჩემი სამიზნე არასოდეს ყოფილა და არც იქნება
-გეყოფა-ავარდა ლიკა -შენ საქართველოში ჩვენზე შურის საძიებლად დაბრუნდი და ჩვენს გასანასგურებლად! შეიძლება ბიზნესი წაგვართვა და ქუჩაში დაგვტოვო მაგრამ უფლებას არასდროს მოგცემ რომ თათია შენი შურისძიების იარაღად აქციო
-თათია მიყვარს და მე მას მამამისის გამო არასოდეს ვატკენ-მისმა სიტყვებმა, ტონმა და მზერამ სამივე დააბნია, რადგან არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითებოდა ალექსის თვალებში, სახეზე და ხმაში.
-მოგკლავ-ზაზამ მუქარით უთხრა და თათიას მეორე მაჯაში წაავლო ხელი
-რატომ ხართ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი ასე ძალიან? ვერ ვხვდები? რაიმე განსაკუთრებული მიზეზი ხომ არ გაქვთ წარსულიდან ბატონო ზაზა?-ბიჭის ხმაში გაჟღერებულმა ირონიამ და ზიზღმა ზაზა ადგილზე გაყინა რამდენიმე წამის განმავლობაში და როცა აზრზე მოსვლა შეძლო, ძალა მოიკრიბა და თავს მოერია მზერა გაუსწორა მომღიმარ ბიჭს რომლის ცივ, გამყინავ და ცარიელ თვალებში ვერაფერი დაინახა საერთოდ ვერაფერი
-აქედან წავიდეთ-ოთახიდან გიჟივით გავარდა ზაზა და ცოლ-შვილიც გაიყოლა.
ლიკა მთელი გზა არ გაჩუმებულა, ხან თათიას უყვიროდა ხან ზაზას რომელიც ხმას არ იღებდა მთელი ეს დრო და ფიქრებში წასული იმის გარკვებას ლამობდა საკუთარ თავთან, ალექსანდრემ რამე იცოდა თუ არა მისი და მართას ერთ ღამიან ურთიერთობაზე.
-არ მესმის როგორ შეგიძლია ასე მშვიდად და ჩუმად ყოფნა მაშინ როცა ის შეშლილი ბიჭი ჩვენს შვილს ასე მიუახლოვდა-ყვიროდა გაცოფებული ქალი
-საკმარისია! გაჩუმდი უბრალოდ გაჩუმდი!-ცოლოსკენ მიიხედა გაავებულმა კაცმა და ბოლო ხმაზე უღრიალა, ქალს მაშინვე ცრემლები მოეძალა და გაჩუნდა.
ზაზამ სახლში მიიყვანა თუ არა ცოლ-შვილი სიტყვის უთქმელად გაიყვანა ისევბეზოდან მანქანა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
მართა ცოფებს ყრიდა მთელი საღამო, ვერ იჯერებდა რომ მისი შურის საძიებლად ჩამოსული შვილი ყველას წინაშე სიყვარულში გამოუტყდა მათი დაუძინებელი მტრის შვილს, ათასჯერ დაურეკა ალექს მაგრამ ის ჯიუყად არ პასუხობდა მის ზარებს და უთიშავდა ბოლოს იქამდე მივიდა გაგიჟებული ქალი რომ ნივთების მტვრევას მოჰყვა რადგან გულში დაგროვილი, ბოღმა, ბრაზი, ზიზღი, მრისხანება და სიძულვილი ვერავისზე გადმოანთხია, მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა, ნომრისთვის არც დაიხედია ისე უპასუხა
-შენი სახლის წინ მანქანით ვარ და გელოდები-გაისმა მისთვის ნაცნობი და ყველაზე საძულველი ხმა ყურმილს მიღმა, ისე გააგიჟა ამ ზარმა მართა რომ გაავებულმა კედელს ესროლა აკანკალებული ხელებით ბოლო მოდელის, ორი დღის წინ ნაყიდი ტელეფონი, რადგან მანამდეც ასე შემოეფშვნა ხელში გაგიჟებისას ალექსის ნაყიდი ტელეფონი. როცა პირველი გაგიჟების ტალღამ გადაუარა გაცოფებულ ქალს ეზოში გავარდა, რკინის მძიმე ჭიშკარი გამოაღო და ალეწილი სახით მიაჩერდა იქვე მდგომ ზაზას რომელმაც გონს მოსვლაც არ აცადა, იმავე წამს მკლავზე ხელი უხეშად წაავლო და თავისი მანქანისაკენ წაათრია
-რას აკეთებ ავადმყოფო ხელი გამიშვი-დაეჯაჯგურა კაცის მარწუხივით შემოჭდობილ ხელს მართა
-ფეხი გამოადგი უნდა ვილაპარაკოთ-დაუღრინა ზაზამ ისე რომ მისკენ არ მიუხედია და მანქანასთან მიათრია ჯერ კიდევ წინააემდეგობის გაწევის მსურველი ქალი
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ-გაჯიუტდა ქალი
-ჩაჯექი-ზაზამ მანქანის კარი გაუღო და თვალები დაუბრიალა -გირჩევნია შენი ნებით ჩაჯდე, ნუ მაიძულებ გეუხეშო-უყვირანწყობრიდან გამოსულმა კაცმა როცა მიხვდა რომ მართა მისის სურვილის შესეულებას არ აპირებდა
-ავადმყოფო, თავხედო, არაკაცო-მართამ მკლავი გამოსტაცა და მანქანაში ჩაჯდა, ზაზამ კარი მიუხეთქა და საჭეს მიუჯდა, იქაურობას რომ გაეცალნენ გზიდან გადააყენა მანქანა და ისე რომ ქალისკენ არ გაუხედია ზიზღით ჰკითხა
-ალბათ გაიგე ამ საღამოს რაც მოხდა
-გავიგე-დაიჩურჩულა ქალმა და საქარე მინას გაუშტერა თვალი
-გეყოფა ძალა და შეაჩერებ შენს ს.რ შვილს თუ ჩემებური მეთოდებით ვიმოქმედო?-ზაზამ მისკენ მიიხედ და ქალის პროფილს მიაბჯინა სიძულვილით სავსე შავი თვალები, მართა ისე გააღიზიანა კაცის სიტყვებმა რომ იმავე წამს სახე წაეშალა და გაავებული მიტრიალდა ზაზასკენ, უსაზღვრო, უკიდეგანო ზიზღი მიაფრქვია სახედა და ცინიკურად ჰკითხა
-მემუქრები?
-როგორც გინდა ისე გაიგე-ქალის ტონმა მაშინვე წყობრიდან გამოიყვანა კაცი
-მკ.დია შენი მუქარა-ავარდა მართა -შენ ალექს ვეერაფერს დაუშავებ, ძალა და ფინანსები არ გეყოფა ამისთვის! აი ჩემს შვილს კი ყოველთვის ექნება საკმარიის ფული, ძალაუფლება და გავლენა რომ შენ გაგანადგუროს! იმიტომ რომ საკმარისზე მეტად აქვს გამჯდარ სხეულში შენდამი ზიზღი და სიძულვილი
-საცოდავი, საწყალი, მარტოსული და უბედური ქალი ხარ, რომელმაც შვილი ზიზღში მხოლოდ იმიტომ გაზარდე რომ შენ თავად არ გეყო ძალა რომ დამპირისპირებოდი! - ზიზღით უთხრა ზაზამ და მზერა აარიდა მის მწვანე არეულ თვალებს -დღმდე ვერ ვხვდები შენთან რატომ დავწექი იმ ღამეს- ამ სიტყვების დარულებისთანავე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა მანქანაში, რომელიც მართას მიერ ზაზასთვის გარტყმული ხელის ხმამ გაკვეთა
-იმედი მაქვს რომ ცხოვრების ყოველი დღე ისეთ ჯოჯოხეთად გექცევა როგორც მე და ალექს გვექცა იმ ღამის მერე-უთხრა ზიზღით ქალმა
-შენმა შვილმა რა იცის იმ ღამის შესახებ?-ზაზა ნერვებს აღარ აჰყვა და გაუტარა გარტყმა
-არაფერი არ იცის! არ იცის! რომ იცოდეს არასოდეს მაპატიებდა იმ ღამეს!-მართამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა
-იცის...იცის და თათიას ამიტომ გადაეკიდა! - უღრიალა ზაზამ ბოლო ხმაზე
-შეუძლებელია რატომ არ გესმით შენ და დედაშენს? ალექს მამა სიგიჟემდე უყვარდა, მის ღალატს არასდროს მაპატიებდა... მითუმეტეს ამდენი წლები ჩუმად ყოფნას ვერ შეძლებდა
-რის თქმა ცდილობ რომ მაგ ნაბ.ჭვარს ჩემი შვილი მართლა შეუყვარდა?-დამცინავად ჰკითხა ზაზამ- გგონია რომ მაგ სისულელეს დავიჯერებ? გგონია თქვენს მახეში ასე მარტივად გავებმები?
-ჩვენი აქ დაბრუნების მიზანი თათია არასოდეს ყოფილა-გაბრაზდა მართა -მასეთი უგულოც არ ვარ რომ შურისძიების გეგმები პატარა გამოუცდელი გოგონას გრძნობებძე ავაწყო
-ვითომ?-ირონიულად გაეღიმა კაცს-შენი შვილი არ დაინდე, ჩემდამი ზიზღით და სიძულვილით გაჟღინთე მისი ახალგაზრდობა! ბავშვობა წაართვი! აქ ჩამოიყვანე
-მე არ ჩამომიყვანია! თავად წამოვიდა! საკმაოდ დიდი იყო და ნახა როგორ გაიმეტე გუგა ციხისთვის და მერე როგორ წაგვართვი ყველაფერი
-და ამის გამო, შურისძიებით დაბრმავებულებმა, გაბოროტებულებმა და გაგიჟებულებმა გადაწტყვიტეთ რომ ყველაზე უდანაშაულო გაწიროთ ჩემს გასანადგურებლად? ხომ იცი რომ თუ მაიძულებთ შემიძლია ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ადამიანდ ვიქცე?
-ვიცი, საკუთარ თავზე გამოვცადე ეგ სისასტიკე-გაეცინა მართას -მაგრამ ერთი რამ გავიწყდება რომ ახლა შენ ჩვენს ხელში ხარ და არანაკლებ შეგვიძლია სასტიკები ვიყოთ ,მითუმეტეს რომ შენ ამის ძალიან ბევრი მიზეზი მოგვეცი წარსულში
-ანუ ომი გინდა და არა დაზავება!-გაცევხლდა ზაზა
-რადგან შენი ფეხით მოხვედი ჩემთან ჩანს რომ კითხეში მიგიმწყვდია ალექსმა-ცინიკურად უთხრა ქალმა და ისევ მისკენ მიიხედა -სწორედ ეს მინდოდა, მთელი ათინ წელი ამას ველოდი ! აი ამ დღეს! როცა შენ ჩემთან მოხვიდოდი
-თათიას თუ შეეხება ის ნაბ.ჭვარი იცოდე მოვკლავ
-ვერაფერს გააკეთებ საერთოდ ვერაფერს-გაეცინა მართას, მანქანიდან გადავიდა და ზიზღით გახედა კაცს -ჯერ სად ხარ, ცხოვრების ყოველ დღეს ჯოჯოხეთად გიქცევთ და თუ შენი განადგურების გზა მხოლოდ თათიაზე გადის მე ჩემს შვილს მხარს დავუჭერ! -კარი გამეტებით მიუჯახუნა და სახლისკენ ძალიან ამაყად წავიდა, მთელი უარყოფითი ენერგია ზაზას რომ მოახვია თავი უცნაიურად კარგად იგრძნო, ახალი ენერგიით და ახალი შეგრძებებით აევსო სხეულის ყველა ნაწილი რომელიც მოგვიანებით გაიაზრა რომ გამარჯვების განცდა იყო.
გაავებულმა ზაზამ სახლში დაბრუნებისთანავე თათიას შეაკითხა ოთხაში და ბოლო ხმაზე უყვირა საწოლზე მჯდომ გოგონას
-ალექსანდრე ჯიშჯარიანზე ფიქრსაც კი გიკრძალავ არა თუ მასთან შეხვედრას და ურთიერთობას ! გესმის რას გეუბნები?
-მესმის-გოგონამ უემოციო სახით ახედა მამას
-გარეთ გასვლაზე ფიქრიც კი არ გაბედო! სკოლის გარდა არსად წახვალ
-იმის გამო რომ წარსულში გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვი მე უნდა დავისაჯო შინა პატიმრობით? -აყვირდა მოულოდნელად თათია-ასე რა უფლებით მექცევით, დავიღალე დავიღალე გესმის? ყელში ამომივიდა ეს აკრძალვები, შეზღუდვები! წესები! უფლება აე ჰაქვთ ასე მომექცეთ
-როგორ ბედავ-აკივლდა ლიკა
-უფლებას აღარ მოგცემთ რომ სახლში გამომკეტოთ გაურკევევლი ვადით და მიზეზით, მომწყვიტოთ ყველას და ყველაფერს! გამინადგუროთ მომავალი და ცხოვრება თქვენი შიშების გამო!
-გაჩუმდი-თვალები დაუბრიალა ლიკამ შვილს
-ვერავისზე ფიქრს ვერ ამიკრძალავთ მათ შორის ალექსანდრე ჯიშკარიანზე!
-შენი-აღმოხდა გაცოფებულ კაცს და სახეში ისეთი ძალით გაარტყა თათიას რომ გოგონა საწოლზე გადაწვა გბერდულად
-რამ გაგაგიჟა-გავევხლდა ლიკა და თათიას მივარდა
-ახლა დავრწმუნდი რომ იმ ოჯახს ნამდვილად რეალური მიზეზი აქვს შენი უსაზღვრო
სიძულვილის-ნატკენზე ხელაფარებულინთათიანფეხზე წამოვარდა და ზიზღით მიახალა მამას
-ააქვთ! ააქვთ! -დაეთანხმა ზაზა -და სწორედ შენი გზით აპირებენ ამ ზიზღის და სიძულვილის გადმონთეხევას ჩვენზე... მიდი გაიქეცი მასთან და როცა გულს გატკენ, ძალიან გატკენ! როცა გაგანადგურებს! მიწასთან გაგასწორებს ალექსანდრე ჯიშკარიანი იცოდე რომ მე, შენი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს ძალა მეყოფა იმისთვის რომ ცხვირწინ კარი მოგიხურო!-დაუღრიალა ბოლო ხმაზე კაცმა და ზიზღით ჩააცქერდა თვალებში შვილს
-ეჭვიც არ მეპარება-მიახალა თათიამ და ოთახიდან გავიდა



№1 სტუმარი ელა1

ნიაკო რა თქვა არ ვიცი ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.ზაზას ვეთანხმები რო მართა არასწორედ უქცევა რო შურისძიება უნერგავს ალექს.მე ვთლი რო აქ სხცა რაღაცაშია საქმე,ან რატო წართვა ზაზამ ყველაფერი აკექსის მამას თუ კარგი მეგობრენი იყვნენ?ყოველშემთხვევაში მართა ასე არ უნდა მოქცეულიყო.რაც შეღება ალექს და თათიას იმედია ნელ ნელა მიხვდებიან რო მართლა გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ.❤❤❤ველოდები შემდეგ თავს მალე დადე რა.❤❤

 


№2 სტუმარი ატბ

მალე დადე რა შემდეგი

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნიაკო რა თქვა არ ვიცი ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.ზაზას ვეთანხმები რო მართა არასწორედ უქცევა რო შურისძიება უნერგავს ალექს.მე ვთლი რო აქ სხცა რაღაცაშია საქმე,ან რატო წართვა ზაზამ ყველაფერი აკექსის მამას თუ კარგი მეგობრენი იყვნენ?ყოველშემთხვევაში მართა ასე არ უნდა მოქცეულიყო.რაც შეღება ალექს და თათიას იმედია ნელ ნელა მიხვდებიან რო მართლა გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ.❤❤❤ველოდები შემდეგ თავს მალე დადე რა.❤❤

მადლობა ელა გამოხმაურებისთვის ❤❤❤ მართას რაც შეეხება ნელ-ნელა გამოჩნდება რა და რატომ.
ასევე ალექსის შურისძიების უშუალო მიზეზებიც გახდება ცნობილი, მომდევნო თავებში, მაშინ როცა ის თათიას გულს ატკენს და შესაბამისად გააცნობიერებს რეალურად რას გრძნობს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

ნეაკო ძალინ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ცოტა დიდი თავებით რო გაგვახარო არა?
???? ???? ???? ???? ????

როდის დადებ ახალ თავს?

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
ნეაკო ძალინ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ცოტა დიდი თავებით რო გაგვახარო არა?
???? ???? ???? ???? ????

როდის დადებ ახალ თავს?

ძალიან ვეცდები რომ უფრო დიდი თავები ავტვირთო ❤❤❤მიხარია რომ მოგწონს ისტორიის ასე განვითარება.
საღამოს ან ხვალ დავდებ ახალ თავს ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ისე ჩაიხლართა ყველაფერი...
როგორ მაღიზიანებს ალექსანდრეს ეს ირონიული ღიმილი ნეტავ იცოდე, იმედია მალე ვნახავთ მაგას სიყვარულისგან გაგიჟებულს, თორემ უკვე ვფიქრობ არაფერი გამოასწორებს_მეთქი...
თათია მეცოდება, საერთოდ არაფერ შუაშია და ყველა ჯოხი მაიმც ამ გოგოზე ტყდება.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
წარმატებები :))) <3

 


№7 სტუმარი სტუმარი კირა

ისტორია როგორც ყოველთვის კარგი იყო ნეაკო❤მაგრამ უფრო დიდი თავები რომ დადო ძაან მაგარი იქნება. როგორ დაიძაბა სიტუაცია, დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავი გველის.????

 


№8 სტუმარი ანნ

რაღაცნაირად საშინლად მომწონსს ალექსანდრეე????♥️შემდეგს ველოდებიი ♥️დღეს არ იქნება?

 


№9 სტუმარი ატბ

დღეს დადებ?

 


№10 სტუმარი სტუმარი უცნობი

10 თავს ველოდები გამხეცებული

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ მომწონს ეს ისტორია მაგრამ თათია ნერგებს მიშლის,ასეთი შტერი როგორ არი როცა საკუთარ ოჯახს ამჯობინებს ოჯახის მტერს. იმედია ამ სიშტერითვის ჭკუას ისწავლის ალექსანსრესგან.წარმატებები

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანასტასია
ისე ჩაიხლართა ყველაფერი...
როგორ მაღიზიანებს ალექსანდრეს ეს ირონიული ღიმილი ნეტავ იცოდე, იმედია მალე ვნახავთ მაგას სიყვარულისგან გაგიჟებულს, თორემ უკვე ვფიქრობ არაფერი გამოასწორებს_მეთქი...
თათია მეცოდება, საერთოდ არაფერ შუაშია და ყველა ჯოხი მაიმც ამ გოგოზე ტყდება.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
წარმატებები :))) <3

მადლობა რომ გამომეხმაურე, ალექსი შეიცვლება მაგრამ ძალიან გვიან

სტუმარი კირა
ისტორია როგორც ყოველთვის კარგი იყო ნეაკო❤მაგრამ უფრო დიდი თავები რომ დადო ძაან მაგარი იქნება. როგორ დაიძაბა სიტუაცია, დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავი გველის.????

მართლა ვერ ვახერხებ მეტის წერას და ატვირთვას თორემ რომ შემეძლოს ალბათ სულ აქ ვიქნებოდი და დავწერდი ❤

ანნ
რაღაცნაირად საშინლად მომწონსს ალექსანდრეე????♥️შემდეგს ველოდებიი ♥️დღეს არ იქნება?

მიხარია რომ მაინც მოგწონს ეგ ცუდი ბიჭი :)

ატბ
დღეს დადებ?

კიიი

სტუმარი უცნობი
10 თავს ველოდები გამხეცებული

მიხარია ❤

სტუმარი ნინო
როგორ მომწონს ეს ისტორია მაგრამ თათია ნერგებს მიშლის,ასეთი შტერი როგორ არი როცა საკუთარ ოჯახს ამჯობინებს ოჯახის მტერს. იმედია ამ სიშტერითვის ჭკუას ისწავლის ალექსანსრესგან.წარმატებები

თათია გამოუცდელი და დაბნეული გოგონაა და ალბათ ამიტომ მოსდის შეცდომები, მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

 


№13 სტუმარი სტუმარი nazi

მააპატიე აქამდე რომ ვერ წავიკითხე ვერ მომხერხდა მადლბა საცრება თავი იყო წარმატებები❤❤❤

 


№14  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
მააპატიე აქამდე რომ ვერ წავიკითხე ვერ მომხერხდა მადლბა საცრება თავი იყო წარმატებები❤❤❤

პირიქით მადლობა შენ რომ სულ მეხმიანები და მიზიარებ შენს აზრს ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent