შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 5 თავი


7-06-2021, 14:09
ავტორი ნეაკო
ნანახია 18 910

ალექსანდრე ძალიან სწრფად გადავიდა მანქანიდან და ტაქსის უკანა კარს ეცა, გამოაღო და დამფრთხალ გოგონას მიაჩერდა მოღუშული სახით
-გადმოდი უნდა ვილაპარაკოთ-უთხრა მბრძანებლური ტონით
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს -ახედა აღელვებულმა გოგონამ კარზე დაყრდნობილ ბიჭს
-აქ რა ხდება?-ტაქსის მძღოლი გადავიდა მანქანიდან -მეგობარო შენი საქციელი როგორ გავიგო?
-შენ ნუ ერევი-ალექსი მისკენ მიტრიალდა და მკვლელი მზერა ესროლა
-რას ჰქვია ნუ ვერევი გოგონას აწუხებ-ახალგაზრდა ტაქსისი მძღოლი გააღიზიანა ბიჭის თავხედობამ
-ნუ ერევი-მეთქი-გაუმეორა თავხედური ტონით ალექსმა და მისკენ წადგა ნაბიჯი
-საკმარისია-თათია მანქანიდან გადავიდა მაშინვე და ბიჭებშორის ჩადგა-მადლობა მაგრამ დახმარება არ მჭირდება-გაუღიმა ტაქსის მძღოლს -თვითონ მივგვარდები-უთხრა მშვიდი ტონით და ფული გაუწოდა, ბიჭმა ფულის აღებაზე უარი უთხრა და რომ დარწმუნდა თათია თავის სურვილით რჩებოდა იქ უსიტყვოდ გაეცალა მათ. -რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ? -ალექსისკენ შეტრიალდა გაბრაზებული გოგონა -არ გეყო რაც დამიშავე? კიდევ უარესად გინდა რომ მატკინო გული?
-წამოდი-ალექსმა მკლავზე ხელი წაავლი და მანქანისაკენ წაიყვანა, კარი გააღო და ანიშნა ჩაჯექიო, თათიამ ზიზღით შეხედა მას -დაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი-ბიჭი მიხვდა რომ გოგონა ყოყმანობდა, ამიტომ ძალიან გაღიზიანდა
-ავადმყოფო-მშვიდი ტონით უთხრა გოგონამ და მკლავი გაითავისულფლა მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან, მამქანაში ჩაჯდა და კარი ისეთი ძალით მიიჯახუნა რომ ამ ხმაურზე თვითონვე შეკრთა, ალექსი უკმაყოფილო სახით მიუჯდა საჭეს, მანქანა დაქოქა, ადგილზე შემოატრიალა და გიჟივით გააქანა
-შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა-დაიწყო კარგა ხნის სიჩუმის მერე ბიჭმა და მზერა სახე ალეწილი გოგონასკენ გააპარა
-შენ ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთე!-მისკენ მიიხედა გაბრაზებულმა თათიამ -გინდოდა რომ მამაჩემისთვის გული გეტკინა და მიზანს მიაღწიე, მისი კომპანია კი არა ფსიქიკა შეარყიე! ჩვენი ოჯახი მიწასთან გაასწორე!
-თათია მე არაფერი გამიკეთებია, საერთოდ არაფერი...უბრალოდ ბექა ჩავანაცვლე-ავარდა ალექსი -მამაშენის ფირმისთვის ზარალი არ მიმიყენებია!
-მაგრამ მიაყენებ!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -შენ ხომ აქ საქართველოში სწორედ იმიტომ დაბრუნდი რომ მამაჩემი გაანადგურო!
-ასე არაა-უტიფრად უარყო ალექსმა
-არა? არა?-გიჟივით გაეცინა თათიას -მაშინ როგორაა? მამამ მითხრა რომ მამაშენთან წლების წინ პრობლემები ჰქონდა...
-ის გითხრა რა პრონლემებიც ჰქონდა?-დაინტერესდა ბიჭი
-მითხრა! ყველაფერი მითხრა!-უყვირა გოგონამ-მამაშენმა შეცდომა დაუშვა და დაიჭირეს! შენ და დედაშენი კი ზაზას ადანაშაულებთ, თითქოს მამამ მოუწყო ეს ყველაფერი მამაშენს!
-მან მოუწყო ზუსტად ვიცი
-შენ არაფერი იცი, თხუთმეტი წლის იყავი! საერთოდ რა გესმოდა ამ საქმის? დედაშენმა მოგწამლა!-უთხრა ზიზღით გოგონამ
-რას ბოდავ-აყვირდა ალექსი
-იმას რომ შენ შურისძიებიის სურვილით დაბრმავებული სულელი ადამიანი ხარ რომელსაც ძალა არ შესწევს რომ რეალობას თვალი გაუსწოროს!
-და შენ? შენ რა იცი მაშინ რა მოხდა? მაშინ 7 წლის იყავი... ის კი არა დედაშენიც არაფრის აზრზე არ იყო იმიტომ მუსიკით იყო გატაცებული...ია დედაჩემი კი იქ მუშაობდა კადრებში და ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის
-კარგი, კარგი დავუშვათ ასეა-დამშვიდდა თათია -ახლა ის ამიხსენი ჩვენგან რა გინდა, ოღონდ ახლა არ თქვა რომ არაფერ და უბრალოდ შემთხვევით გადაიკვეთა შენი და მამაჩემის გზები
-არა ამას არ გეტყვი იმიტომ, რომ აქ სწორედ, მამაშენზე შურის საძიებლად დავბრუნდი-ალექსი ისე ანერვიულდა რომ მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და გააჩერა -მაგრამ... -გაჩუმდა და თათიას პროფილს მიაჩერდა ცივი მზერით -მერე შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი შეიცვალა
-გეყოფა-თათიამ თავი დახარა რადგან ბიჭის დაჟინებულ მზერას ვერ
გაუძლო-არ გინდა, ძალიან გთხოვ არ გინდა, ტყუილად მეთამაშები
-ეს თამაში არაა-ავარდა ბიჭი, მისკენ გადაიხარა და მოულოდნელად კისერში აკოცა, გოგონას მაშინვე უცნაურმა და სასიამოვნო გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში რომელიც ნელ-ნელა მწველ ტკივილად იქცა სხეულის მიღმა გონებაში -ეს გრძნობებია-დაუჩურჩულა ბიჭმა და ცივი თითები მის სახეს ნელა ჩამოაყოლა
-შეწყვიტე, ძალიან გთხოვ შეწყვიტე ჩემი გამოყენება მამაჩემის წინააღმდეგ
-თათია შენს გამო მე ამ შურისძიებაზე უარს ვიტყვი-თქვა დამაჯერებელი ტონით ბიჭმა და გაოცებულმა გოგონამ დიდრონი თაფლისფერი კითხვა ჩამდგარი თვალები რომ მიანათა კმაყოფილების ფარულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-შენი არ მჯერა -თათიას ძალიან გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ მაინც მშვიდი და მკაცრი ტონით უთხრა
-ვიცი-ალექსი არ დაიბნა -მაგრამ დაგიმტკიცებ რომ ეს ასეა-გაუღიმა ბიჭმა და ნიკაპზე ნაზად აჰკრა ხელი
-ნურაფრის დამტკიცებას ნუ შეეცდები-გაჯიუტდა თათია -აზრი მაინც არ აქვს არაფერს, მას შემდეგ რაც გააკეთე უბრალოდ აღარ გენდობი, თუნდაც მართლა უარი თქვა შურისძიებაზე
-ასე მარტივად დანებებას და შენზე უარის თქმას არ ვაპირებ-გაუღიმა ალექსმა და მისკენ გადაიხარა -იმიტომ რომ ვგრძნობ შენც იმავეს განიცდი რასაც მე-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ცხვირზე ნაზად აკოცა
-სახლში წასვლა მინდა-ხმა დაბლა თქვა სუნთქვა აჩქარებილმა გოგონამ, რომელიც ალექსის ტონმა და საუბარმა ისე დააბნია რომ ვეღარ ხვდებოდა ბიჭი გულწრფელად ელაპარაკებოდა ასე თუ გამიზნულად
-ხვალ სკოლასთან მოგაკითხავ-უთხრა გამარჯვებულის იერით ალექსმა და მანქანა დაქოქა
-ტყუილად ნუ შეიწუხებ თავს, შენთან მოსვლას და შენს ნახვას არ ვაპირებ
-მე მაინც მოვალ-არ დანებდა ალექსი და მანქანა სავალ ნაწილზე გადაიყვანა
-თავი დამანებე... უბრალოდ თავი დამანებე, არ მინდა შენთან ურთიერთობა გასაგებია? -გაბრაზდა ბოლოს -არ მინდა ეს უაზრო დახვედრები
-ნუ უარყოფ... არ გინდა-ალექსმა ირონიული ღიმილით შეხედა სახე აწითლებულ გოგონას -ისე ნუ იქცევი თითქოს შენთვის სულერთი ვარ
-არ ხარ, მაგრამ გახდები!-არ უარყო თათიამ მისი ნათქვამი
-ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გავხდე ჩემო პატარა-ალექსის ამ სიტყვებში მუქარა უფრო იგრძნობოდა ვიდრე გრძნობათა სიმძაფრე, თათიამ მისკენ მიიხედა და სცადა მის სახეზე აღბეჭდილი ემოციებით მაინც მიმხვდარიყო, რეალურად რის თქმას ცდილობდა მისთვის ალექსი, რეალურად რა მიზნით ამბობდა რასაც ამბობდა მაგრამ ამაოდ, ბიჭის ცარიელ და ცივ სახეზე ვერავითარი ემოციის დანახვა ვერ შეძლო
-მას მერე რაც გააკეთე, გგონია იმდენად სულელი შეიძლება ვიყო რომ ისევ გენდო?
-სიყვარული ბევრ სისულელეს გვაკეთებინებს ხოლმე-ალექსის ამ ორაზროვნად ნათქვამმა სიტყვებმა თათია ძალიან გააღიზიანა
-ეს ყველაფერი როგორ გავიგო?
-ზუსტად ისე როგორც გესმის-გაუღიმა ალექსმა და მისკენ მიიხედა-ასე ნუ იძაბები პატარა-სახეზე ხელის ზურგი ჩამოაყოლა და ლოყაზე თითები სულ ოდნავ მოუჭირა
-საშინელი ადამიანი ხარ-თათია ხვდებოდა რომ ალექსის ქცევები და სიტყვები გულწრფელი არ იყო არანაირად
-ჰო ასეთი ვარ-დაეთანხმა ბიჭი-მაგრამ შენ მაინც თავდავიწყებით შეგიყვარდები
-რა თავხედურად თავდაჯერებული ხარ-გაღიზიანდა გოგონა და მისევ მისკენ მიიხედა, ალექსმაც შეხედა და ირონიული ღიმილი რომ გაკრთა მის სახეზე თათია სასწაულად გაბრაზდა, სახეზე ფერი დაკარგა და ხელები აუკანკალდა
-იქნებ იმიტომ რომ ამის მიზეზს შენ მაძლევ?-ცინიკირად უთხრა ალექსმა და სიჩქარეს მოუმატა
-გააჩერე ახლავე გააჩერე!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-რა?-დაიბნა ალექსი და მისკენ მიიხედა
-გააჩერე-მეთქი!-იკივლა თათიამ და ალექსმაც მკვეთრი დამიხრუჭებით მაშინვე გააჩერა, გოგონა გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით წინ წავიდა
-თათია-უკან მიჰყვა მომღიმარი სახით ბიჭი
-შენ ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია-უეცრად მისკენ მიტრიალად ატირებული გოგონა -იმდენად სასტიკი ხარ რომ გრძნობებით მეთამაშები-მკერდზე ხელი მიაბჯინა -საერთოდ არ გაქვს გული? საერთოდ არ გაგაჩნია ადამიანური გრძნობები?
-ანუ აღიარებ რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს-გამარჯვებულის ისერით ჩაეკითხა ბიჭი და სრულიად მოულოდნელად გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა
-ხელი გამიშვი-გაიბრძლა თათიამ მაგრამ ალექსმა კიდევ უფრო მჭოდროს მიიკრო საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული ტანზე, თათია მალევე დაშოშმიმდა, თავადაც შემოხვია ხელები წელზე და თვალებზე მომდგარ იმედგაცრუების, სასოწარკვეთის და ტკივილის ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფითრებულ ღაწვებზე, მალე ალექსის სურნელმა, ძალამ და შეხების სინაზემ ისე გააბრუა, ისე დაამშვიდა, ისე დააწყნარა რომ თავი ამ ქვეყნად ყველაზე სუსტ და ბედნიერ ადამიანად იგრძნო, ალექსი კი სადღაც შორს ძალიან შორის იყურებოდა ცარიელი, ცივი ჩამქრალი თვალებით და გულს უფლებას არ აძლევდა ამ შეხებით გამოწვეულ ბედნიერებას დამორჩულებოდა.
სახლში თათიას გვიან დაბრუნებას სკანდალი მოჰყვა
-ტაქსი გაფუჭდა?-აყვირდა ლიკა -რას ბოდავ გოგო
-გთხოვ ნუ ყვირი რა-გაბრაზდა თათია
-რატომღაც შენი არ მჯერა! დიდი იმედი მაქვს ის ცხოველი არ გინახია-ლიკას ძალიამ აღელვებდა ის ფაქტი რომ მათი მთავარი მოსისხლე მტერი, მათი არასრულწლოვანი გოგონათი იყო დაინტერესებული-მომისმინე თათია, ეგ ბიჭი შენ გულს გატკენს-პირველად სცადა შვილთან ნორმალურად დალაპარაკება -ის ვისაც შენი ოჯახი სძულს, ის ვინც ამხელა შურისძიების გეგმებს სახავს, ათი წლის მერე ბრუნდება ქვეყანაში რომ განახორციელოს თავისი საშინელი გეგმა სიყვარულის მიზეზით შურისძიებაზე უარს უბრალოდ არ იტყვის!
-მე განსაკუთრებული არაფერი არ მაკავშირებდა ალექსთან და ახლა მითუმეტეს არ მექნება არანაირი კავშირი, ასე რომ არ იღელვო დედა
-არ მჯერა, დარწმუნებული ვარ რომ თავს არ დაგანებებს და შენს გამოყენებას ეცდება
-ალბათ ცდება, მაგრამ მე ამის უფლებას არ მივცემ, შეგიძლია მშვიდად იყო, მასეთი ოდიოტიც არ ვარ
-შენ ერთი პატარა სულელი, შტერი გოგო ხარ, რომელსაც ხატვის გარდა არაფერი ადარდებს და არაფერი იცის, შენ არ იცი რამდენად სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს ეს სამყარო
-ჰო არ ვიცი იმიტომ რომ შენ და მამამ შეზღუდულ პატარა ჩაკეტილ წრეში გამზარდეთ!
-მე ვცდილობდი ამერიდებინა ის სისასტიკე რაც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა
-ჰოდა ახლა თუ შეცდომებს დავუშვებ, თუ მოვტყუვდები, თუ მარტივად გამასულელებენ პასუხს ვინ აგებს ამაზე? მე? თუ შენ?
-შენ თათია! შენ! იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაივნც შენ გეკისრება შენს თავზე, ცხოვრებაზე და ბედნიერებაზე! მითუმეტეს რომ გიხსნი ალექსი საშიში პიროვნებაა და მისგან თავი შორს დაიჭირე- მეთქი!-უყვირა ლიკამ და ოთახში შეიკეტა.
მეორე დღეს გაკვეთილების დასრულებისთანავე ირინასთან ერთად გავიდა თათია სკოლის ეზოდან ძალიან აღელვებული, რადგან დარწმუნებული იყო რომ ალექსი სიტყვას შეასრულებდა და დახვდებოდა, ცოტა იმედგაცრუების მწარე გემო იგრძნო პირში სრულიად ცარიელი რომ დახვდა ქუჩა, თავისდაუნებურად თვალებით ალექსისი ძაბნა დაიწყო და როცა მისი ხმა ჩაესმა ზურგს უკნიდან ადგილზე გაქვავადა
-თათია შეიძლება ვილაპარაკოთ?-ირინასთან ერთად მისკენ შეტრიალდა აღელვებული გოგონა, ქალმა უცნაური მზერით შეხედა ბიჭს და ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის ჰკითხა
-გინდა მასთან დალაპარაკება?-თათიამ ვერაფერი რომ ვერ უპასუხა ირინა მიტრიალდა -აქვე ვიქნები-უთხრა ხმადაბლა და მალევე გაუჩირანრდა მოსახვევში, ალექსმა როგორც კი ირინა წავიდა თავხედური მზერა ააყოლა თათიას ფეხებს და მზერა მისი შავ, ტანზე მომდგარი მოკლე კაბის კიდეზე შეაჩერა, უფრო ნელა ააყოლა არეული თვალები მის ტანს და ბოლოს გამომწვევი მზერა მის სავსე წითელ ტუჩწბს გაუშტერა
-ძალიან ლამაზი ხარ-ისეთი ტონით უთხრა რომ თათია საშინლად გააღიზიანა
-თავხედი ხარ-უთხრა ხმადაბლა გოგონამ და მის მომღიმარ სახეს აარიდა თაფლისფერი არეული თვალები



№1  offline მოდერი ნეაკო

ნაჩქარევად მხოლოდ ამის დაწერა მოვახერხე დღეს❤❤❤❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი ელა1

კარგი იყო ველოდები შემდეგს და კომენტარს მერე გავაკეთებ❤❤❤

 


№3 სტუმარი ატბ

ანუ ვერ ვხვდები ვერაფერს...
რეალურად რას გრძნობს ეს ბიჭი?
ან თუ არაფერს გრძნობს ასე დეგენერატი რატოა ამ საცოდავ გოგოს რო ატყუებს..
და ქალის გამოყენება შურისძიებისთვის მაგარი ბიჭობაა თუ რა ხდება?!
ცოტა ტვინი არ აწყენდა ამ "კაცს"-_-

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგი იყო ველოდები შემდეგს და კომენტარს მერე გავაკეთებ❤❤❤

მადლობა ელა რომ გამომეხმაურე ❤❤❤

ატბ
ანუ ვერ ვხვდები ვერაფერს...
რეალურად რას გრძნობს ეს ბიჭი?
ან თუ არაფერს გრძნობს ასე დეგენერატი რატოა ამ საცოდავ გოგოს რო ატყუებს..
და ქალის გამოყენება შურისძიებისთვის მაგარი ბიჭობაა თუ რა ხდება?!
ცოტა ტვინი არ აწყენდა ამ "კაცს"-_-

ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ავხსნი ნელ-ნელა რა და რატომ ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

საინტერესოა, საინტერესო... ალექსს რაც უნდა ვხვდები, მაგრამ თან ვერ. უფროსწორად მე ვხვდები, მაგრამ თვითონ ვერ ხვდება. ან კიდევ ხვდება, მაგრამ თავს ისულელებს და უაზრობებს აჯერებს თავის თავს, რომ თათა მისთვის არაფერია, გარდა... ნუ მოკლედ, ისეთი თავი იყო, კი არადა ისტორიაა, კომენტარის გაკეთება მიჭირს რაღაცნაირად. კარგია სიუჟეტის განვითარება. წარმატებები!❤❤❤

 


№6 სტუმარი მია

ჩემო საყვარელო.... დასაწყისისთვის მინდა გითხრა რომ ეს კრიტიკა არ არის..მერე მინდა გითხრა რომ გაიხედ გამოიხედო და ცხოვრებით დატკბე... ვინ ჩაგაგონა რომ სიყვარული უბედურებაა არ ვიცი. არადა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვეს რომ სიყვარული აგვამაღლებს . შენ კიდევ სულ საპირისპიროს გვიმტკიცებ ... ყველა თავში წერ რომ სიყვარული უხეში ძალადობრივი და უბედურების მომტანია. მინდა გითხრა რომ ბევრი იკითხო. საერთოდ არ გეხერხება სიუჟეტის მხატრვრულად გადმოცემა. წერ ისე თითქოს კინო სცენარია. მშრალი და მოსაწყენი... ყველა შენი მოთხრობა ერთმანთს გავს არაფრისმთქმელი დიალოგები. სიღრმე და ემოცია აკლია. მარტო უხეშობა და ყვირილი. ასე შორს ვერ წახვალ. ეს ა რ არის მწერლიბა იკითხე ბევრი ბევრი. პოეზია. და პროზა.შეიძლება ფანტაზია გაქვს მაგრამ არ იცი თუნდაც ის შურისძიება ბოროტება და ძალადობა საინტერესოდ და ლაკონურად როგორ გადმოსცე. წარმატებები.

 


№7 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო ველოდები მომდევნო თავს ❤

 


№8  offline მოდერი ნეაკო

მია
ჩემო საყვარელო.... დასაწყისისთვის მინდა გითხრა რომ ეს კრიტიკა არ არის..მერე მინდა გითხრა რომ გაიხედ გამოიხედო და ცხოვრებით დატკბე... ვინ ჩაგაგონა რომ სიყვარული უბედურებაა არ ვიცი. არადა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვეს რომ სიყვარული აგვამაღლებს . შენ კიდევ სულ საპირისპიროს გვიმტკიცებ ... ყველა თავში წერ რომ სიყვარული უხეში ძალადობრივი და უბედურების მომტანია. მინდა გითხრა რომ ბევრი იკითხო. საერთოდ არ გეხერხება სიუჟეტის მხატრვრულად გადმოცემა. წერ ისე თითქოს კინო სცენარია. მშრალი და მოსაწყენი... ყველა შენი მოთხრობა ერთმანთს გავს არაფრისმთქმელი დიალოგები. სიღრმე და ემოცია აკლია. მარტო უხეშობა და ყვირილი. ასე შორს ვერ წახვალ. ეს ა რ არის მწერლიბა იკითხე ბევრი ბევრი. პოეზია. და პროზა.შეიძლება ფანტაზია გაქვს მაგრამ არ იცი თუნდაც ის შურისძიება ბოროტება და ძალადობა საინტერესოდ და ლაკონურად როგორ გადმოსცე. წარმატებები.

მადლობა რჩევებისათვის....

რაც შეეხება ჩემს ისტორიიებს , ის რომ მწერალი წერს კრიმინალზე, მოძალადეზე, მანიაკზე, ან შეშლილზე იმას არ ნიშნავს რომ მას რაიმე პრობლემა აქვს და ამიტომ წერს ამ თემაზე, ან მოწონს.

ის რომ თქვენ თვლით რომ მე კარგად არ ვწერ, არ ვფიქრობ რომ ცუდი მწერალი ვარ

სტუმარი nazi
კარგი იყო ველოდები მომდევნო თავს ❤

მადლობა მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤

სტუმარი თიკო
საინტერესოა, საინტერესო... ალექსს რაც უნდა ვხვდები, მაგრამ თან ვერ. უფროსწორად მე ვხვდები, მაგრამ თვითონ ვერ ხვდება. ან კიდევ ხვდება, მაგრამ თავს ისულელებს და უაზრობებს აჯერებს თავის თავს, რომ თათა მისთვის არაფერია, გარდა... ნუ მოკლედ, ისეთი თავი იყო, კი არადა ისტორიაა, კომენტარის გაკეთება მიჭირს რაღაცნაირად. კარგია სიუჟეტის განვითარება. წარმატებები!❤❤❤

მადლობა მიხარია რომ მოგწონსმ❤❤❤❤❤ ისიც მიხარია რომ ცოტა დაგაბნიე ამ თავით, ალექსი კი ხვდება რომ უყვარდება მაგრამ თავის პრონციპებს არ უნდა რომ უღალატოს და დაბნეულია

 


№9  offline წევრი khatia khatia

შემდეგს როდის დადებ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№10  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia
შემდეგს როდის დადებ

ხვალ დავდებ ახალ თავს❤❤❤

 


№11  offline წევრი khatia khatia

Dაველოდები სულმოუტქმელად❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№12  offline წევრი A.N.A

ალექსის გრძნობებს ჯერ ვერ ჩავწვდი, თუმცა რაღაცას გრძნობს და ჩემი აზროთ რაღაც კარგს. ❣️
ირინა მიყვარს :))) ყველაფრის გამო.

გელიი. ❣️

 


№13  offline მოდერი ნეაკო

khatia khatia
Dაველოდები სულმოუტქმელად❤❤

მოხარია❤❤❤❤

A.N.A
ალექსის გრძნობებს ჯერ ვერ ჩავწვდი, თუმცა რაღაცას გრძნობს და ჩემი აზროთ რაღაც კარგს. ❣️
ირინა მიყვარს :))) ყველაფრის გამო.

გელიი. ❣️

მადლობა ❤❤❤მოხარია რომ მოგწონს
ალექს რაც შეეხება ჯერ ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში

 


№14 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან საინტერესოა კარგი ისტორიააა

 


№15  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ხათუნა
ძალიან საინტერესოა კარგი ისტორიააა

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent