შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 6)


13-06-2021, 18:10
ავტორი სესილია
ნანახია 1 739

****
გამოთქმა „ცხოვრება საათივით აქვს აწყობილი“ ხშირად გვითქვამს ან გაგვიგონია, არადა გვავიწყდება, რომ შეიძლება საათს მექანიზმმა ისეთ დროს უმტყუნოს, რომ ყველაფერი წამებში გაჩერდეს და ჩამოიშალოს... ცხოვრებამ შეიძლება ისეთი მწარე გაკვეთილი ჩაგიტაროს, რომ სუნთქვაც კი ვერ შეძლო, რადგან თითო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გაუსაძლისს ტკივილს გგვრიდეს, სიცოცხლეც კი გძულდეს... მთავარია, ამ დროს მარტო არ იყო და ცხოვრების რთულ მომენტში გვერდით გიდგეს ადამიანი, რომელიც შენი მყარი საყრდენია ან გახდება...
- ჩვენი სტუმარი სად არის? - სუფრასთან მსხდომებს ჰკითხა ბატონმა გიორგიმ.
- ოთახში იქნება, მამა.
- მერე არ უნდა ივახშმოს?
- თამარა დეიდამ შეუტანა საჭმელი, როგორც ვიცი.
- თქვენთან ვინმეა? - იკითხა თომამ.
- დიახ, ჩვენს დამხმარეს სახლი დაეწვა და ჩვენთან მოიყვანეს ბიჭებმა.
- უი, იმ ლამაზ გოგოს? ადას? ახლა როგორ არის?
- შენ საიდან იცი ლამაზი, რომ არის? - გაეცინა ლევანის.
- დიდი ლურჯი თვალები აქვს და რომ იცინის სახეზე პოჭოკები უჩნდება.
- შეხედე ამას, რა დაკვირვებული თვალი აქვს, - მხარზე ხელი დაუტყაპუნა იომ ბიძაშვილს.
- ბაია, მგონი შენ დამასწრებ ბებიობას, - შესცინა ქეთიმ რძალს.
- დე, არ იღელვო, ჯერ „ლოვე“ არ მყავს.
- საღამო მშვიდობისა. - კარებთან აწურული ადა იდგა.
- ადაა, გაიღვიძე? როგორ ხარ? - ქეთიმ თბილად გაუღიმა.
- ცოტა უკეთ ვარ. ბოდიშით, უდროო დროს გამოვედი, ისედაც გაწუხებთ... - გასასვლელად მოემზადა.
- რატომ მიდიხართ? შემოგვიერთდით. - მზრუნველი თვალები მიაპყრო ბატონმა გიორგიმ.
- მე? თქვენთან? - დამფრთხალი თვალებით იყურებოდა.
- დიახ, მოდი, რადგან ჩვენთან ცხოვრობთ, თავი უხერხულად არ უნდა იგრძნოთ.
- მოდი, აქ. - სკამი გამოსწია იომ, ადა მორჩილად ჩამოჯდა.
- მართლაც, როგორი ლამაზი გოგო ყოფილხარ. მე ბაია ვარ.
- გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- გავიგე თქვენი ამბავი, მაგრამ მთავარია, რომ ცოცხალი ხართ, მერე ყველაფერი მოგვარდება.
- ხო, ალბათ... - თვალზე ცრემლი მოადგა და თავი ჩახარა. - ალბათ ყველაფერს ეშველება... სიცოცხლის გარდა... სამწუხაროდ, მე კი გადავრჩი, თუმცა ჩემი დიასახლისი არა... ეს უფრო ამძაფრებს სიტუაციას...
- უი, ეგ არ ვიცოდით, რა სამწუხაროა.
ვახშამმა მხიარულად ჩაიარა, ადა სუფრის ალაგებაში მიეხმარა ქეთის, შემდეგ კი აივანზე გავიდა და სარწეველაში ჩაჯდა.
- აქ რატომ ხარ? არ გეძინება?
- როცა წვიმას ვუყურებ... მგონია, წვიმის წვეთები თან წაიღებს ჩემს ყველა იმედგაცრუებას, ტკივილს თუ სევდას... მერამდენედ უნდა დავიწყო თავიდან? მერამდენედ უნდა აქციოს ცეცხლმა ჩემი ცხოვრება ფერფლად? ახლა უფრო ძალიან მტკივა, მაშინ პატარა ვიყავი, არ გამიგია რამე... ახლა კი სული ისე მტკივა, არ ვიცი ხანდახან მგონია ჭკუიდან გადავალ...
- თავიდან დაწყება არ მოგიწევს, ჩვენ შენს გვერდით ვართ ადა. ხომ იცი, საუკეთესო დღეები არის ის დღეები, რომლითაც არ გვიცხოვრია, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს.
- იცით, მარტო ვარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მარტო არ ვარ, თქვენი წყალობით. არ ვიცი ამ სიკეთეს ოდესმე თუ გადაგიხდით.
- სიკეთეს იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ის უკან დაგვიბრუნდეს.
- მადლობა, ბატონო გეგა.
- არ შევიდეთ? თავსხმა წვიმა წამოვიდა.
- კი, შევიდეთ. - ადა წამოდგა და თავბრუდაეხვა, - ვაი.
- რა დაგემართა? - გეგამ ხელები შეაშველა.
- თავბრუდამეხვა. - თვალებზე ხელი აიფარა ცხადაძემ, - რო ვახელ კიდევ უფრო ტრიალებს გარემო.
- წამოდი, - ხელში აიტაცა გოგო.
- რას აკეთებთ, ბატონო გეგა? დამსვით, ბატონო გეგა. - ფეხებს აფართხალებდა ადა და ძირს ჩამოსვლას ცდილობდა.
- რა ხდება? - შესასვლელში იო შეეჩეხათ.
- თავბრუდაეხვა, ეტყობა ჟანგბადი დაეცა ორგანიზმში.
- და რა გაყვირებს ქალბატონო? დაუჯერეთ ექიმს, - ხუმრობის ხასიათზე დადგა იო, მოსწონდა გეგაში ემოციების გამოღვიძება. - მე ახლავე წყალს ან წვენს მოგიტანთ.
- დაისვენე ხომ? - ტახტზე ფრთხილად დააწვინა, - ფანჯარას ოდნავ გადმოვაღებ, ჰაერმა რომ იმოძრაოს. მოიცა პულსი ვნახო? ცოტა აჩქარებული გაქვს.
- აუჩქარდებოდა, გენაცვალე, ატატებული დააპორწიალებ და... - თავისთვის ჩუმად ჩაიქირიქლა იომ და ფორთხოლის წვენი მიაწოდა ადას. - დაო, მოგწონს ექიმი? ხომ არ გამოგიცვალო? სხვა პალატაში ხომ არ გადაგიყვანოთ? მაგალითად: V.I.P -ი ხომ არ ავიღო? შენთვის არაფერი მენანება ხომ იცი?
- იო, - ძლივს ამოილაპარაკა ადამ, - ისედაც ყველაფერი ტრიალებს, და შენ მაინც გაჩუმდიი.
- იო, გამოდი, უნდა დაიძინოს, რომ ენერგია აღიდგინოს.
- აბა, ტკბილი ძილი დაო.
- ღამე მშვიდობისა.

მზიანი დილა გათენდა. მაისის ვარდების სურნელი ნაზად მოჰქონდა გაზაფხულის სიოს. სულის ტკივილი კი არადა არ მშვიდდებოდა, უფრო და უფრო უხუთავდა გულს, ცრემლები ყელში ბურთივით ეჩხირებოდა, ბალიშში თავჩარგული ჩუმად ყმუოდა ადა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და სახლის დალაგებას შეუდგა, ცდილობდა მთელი ფიქრი მხოლოდ დაწმენდა- დახეხვაში გადაეტანა, იქნებ ფიზიკურ დაღლილობას ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ის ტკივილი, რასაც ბოლო ერთი კვირაა მძაფრად განიცდიდა.
- საღამო მშვიდობის თამარა ბებო, როგორ ხარ? - გეგამ გარგარის ჩირი გემრიელად ჩაღეჭა.
- მოხვედი უკვე? საჭმელს ვამზადებ, მალე იქნება. - ღომის ჩაზელა განაგრძო.
- Hello people!!! - მხიარულად შემოვარდა იო.
- ჰელო, ჰელო. - სასაცილოდ უპასუხა თამარა ბებომ.
- ადა როგორ იყო დღეს? - ძმას ჩირი ხელიდან ააცალა.
- რავიცი, მარტო პური ჭამა, გადამრევს მე ეგ გოგო. სირცხვილიაო და სხვა ვერაფერი ჩავაკარე პირში. მერე მთელი სახლის ფანჯრები, სარკეები წმინდა და ხეხა.
- რა თქვი? - გეგამ ბრაზისგან ძლივს ამოიჩურჩულა.
- ერიდება, ხომ იცი როგორი მორიდებულია. დილის მერე არაფერი უჭამია, როგორ დგას ფეხზე ან ეს ენერგია საიდან აქვს არ ვიცი.
- რისი ერიდება, უცხო ხო არ არის? - ხელები გულთან ჩაიხვია იომ და სივრცეს გახედა.
- თამარა ბებო, - სამზარეულოში ადა შემოვიდა.
- ა, ძაღლი ახსენე და წკნელი ხელში დაიკავეო! მოდი აქ, - მივარდა იო და სკამზე ძალით დააჯინა ცხადაძე.
- რა ხდება? - აიწურა ადა.
- იო, გამოდი. - ბრძანებასავით გაისმა გეგას ხმა, - მე დაველაპარაკები.
- რა ხდება? - ადა უფრო დაიძაბა.
- ადა, იქნებ აგვიხსნა შენი საქციელი? რას ნიშნავს რომ არ ჭამ? რას ნიშნავს რომ რამოდენიმე დღის წინ საავადმყოფოდან გამოწერილი ადამიანი, რომელიც ბეწვზე გადაურჩი სიკვდილს, ამხელა სახლს ხეხავ და წმენდ? სიცოცხლე მოგბეზრდა?
- ბატონო გეგა, - ხმა აუთრთოლდა ადას, - შეიძლება სხვებმა ვერა, მაგრამ თქვენ ყველაზე მეტად უნდა გამიგოთ, რადგან იცით რა საშინელებაა როცა სული გეწვის?! - გულზე ხელი დაიდო, - ნეტა მართლა ფერფლად ვქცეულიყავი, ნეტა მართლა გამეზიარებინა ჩემი მშობლების ბედი, ახლა მათთან ვიქნებოდი და ეს საშინელი სულის ტკივილი ჭკუიდან არ ამჭირდა! რომელიც ვერც ფიზიკურმა დაღლამ თუ ტკივილმა ვერ გადაწონა. ნეტა მე, და არა სულიკო დეიდა, მომკვდარიყო! რადგან ვერ ვუძლებ გესმის? 23 წლის მანძილზე არ ვიცი რამდენჯერ დავიფერფლე და ავღდექი! ახლა კი ვატყობ ძალები თავიდან დაბადების აღარ შემწევს, ჩემი შესაძლებლობების ზღვარს მიღმაა. მტკივა, გესმის? მტკივა... - ადას ცრემლებით მთელი სახე უსველდებოდა, იო და თამარაც ტიროდა მასთან ერთად.
- მოდი აქ... - გეგამ გულში ჩაიკრა ატირებული გოგო, - სუუ, დამშვიდდი, ჩვენ აქ ვართ, მეც, იოც, ჩემი ოჯახი... სუუ, ვერ ვუყურებ შენს ცრემლებს... - სახე ფრთხილად მოწმინდა, - ახლა რძე უნდა დალიო კარგი? - ჭიქა პირთან მიუტანა და ფრთხილად დაალევინა. - ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ. - შუბლზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია და თბილად შესცინა.
- თამარა ბებო, - იო კინაღამ ჩაიკეცა, - შენც დაინახე? დაინახე? გეგამ გაიცინა, თამარა ბებო. - აჟიტირებულმა ხტუნვა დაიწყო ერთ ადგილას.
- სუ, არ თქვა, არ შეიმჩნიო. - ცრემლებს იწმენდდა გახარებული დიასახლისი.
- ანუ არ მომლანდებია? მგონია, რომ გული წამივა.
- რა გჭირთ? - გეგამ გახედა ძმას.
- არა, არაფერი. ცოტა ავღელდი. - ადას მიუახლოვდა, - ადა, შენ ხომ იცი რომ შენი ძმა ვარ? ამიტომ, გთხოვ, ჩათვალე, რომ ძმასთან ხარ და არ მოგერიდოს არაფრის. ეს, რომ ბაბუამ გაიგოს, სახლიდან გაგვყრის ყველას.
- სახლიდან რატომ უნდა გაგყაროთ? - კარებში იდგა ბატონი გიორგი.
- ბაბუ, იცი, რომ ადა საჭმელს არ ჭამს? დღეს მხოლოდ წყალი და პური ჭამა.
- იო, ნუ მარცხვენ... - ადამ სლუკუნით ამოილაპარაკა.
- რას ამბობ! რას ნიშნავს ჩემს ოჯახში სტუმარია და მშიერი? გინდა თავი მომეჭრას?
- თან სიკდვილს ნატრობს, რატომ არ მოვკვდიო!
- აჰ! ასეთი ახლაგაზრდა ასეთ რამეებს ნუ ამბობ! ღმერთს ნუ აწყენინებ, პირიქით მადლობა უნდა გადაუხადო, რომ ისევ ცოცხალი ხარ. როცა ადამიანი ცოცხალია საშველი აუცილებლად გამოჩნდება, თუ მოინდომებს! ამიტომ, თუ რამე დაგჭირდეს, შენს გვერდით გვიგულე. მე ადამიანებს იოლად ვცნობ, ვიცი როგორი კეთილი გული გაქვს, ამიტომ ცუდი ფიქრები გონებიდან განდევნე. მე საყვარელი მეუღლე და შვილი დავკარგე, მაგრამ სიკვდილი არასოდეს მინატრია, ამიტომ ასეთი ფიქრები თავიდან ამოიგდეთ, კარგით?
- დიახ, ბატონო გიორგი.
- არა, შევთანხმდეთ, რომ გიორგი ბაბუს დამიძახებ. - თბილად მოიუთათუნა მხარზე ხელი.
- ბაბუ, ოქრო ხარ. - იო გახარებული ერთ ადგილს ვერ პოულობდა.
- აბა ვახშამი მზად არის და გავშალოთ სუფრა.
- დედა და მამაც მალე მოვა. ჰე, დაბზრიალდი დაო, - სკამიდან წამოაგდო ადა შუათანა კალანდაძემ, - შენ კი „დახმარების და უჟმურობის მეფევ“ მიეხმარე, მანამდე მე და ბაბუა ჭადრაკს ვითამაშებთ.
- ბრძანებების გაცემაში ბადალი არ ჰყავს, - თავი უიმედოდ გადააქნია უფროსმა კალანდაძემ.
- მიდი, მიდი ნუ ბურდღუნებ, ახლა ისეთი გახარებული ვარ, ორმაგად არადა სამმაგად კი მომშივდა.
- რამ გაგახარა ასე ძალიან? - თმები აუჩეჩა შვილს ქეთიმ.
- ეე, შენ როდის შემოხვედი?
- ახლახანს. და არ გამიზიარებ რამ გაგახარა?
- გინდა გაგახაროთ? - ოჯახის წევრებს თვალებმოწკურულმა მოავლო თვალი.
- მიდი, გისმენთ.
- იცით, გეგამ გაიცინა, - მოკლედ მოყვა ისტორია.
- რა თქვი? - ერთხმად წამოიძახეს. - მართლა? არ მოგჩვენებია? - აღელვებულმა ქეთიმ სახეზე აიფარა ხელი.
- არა, არ გატყუებთ, მეც დავინახე. - დაეთანხმა თამარა ბებო.
- ანუ, ადას მიმართ ზრუნვის ფაქტორი ჩაერთო? - ქეთი თვალებცრემლიანი ბუტბუტებდა.
- იცოდეთ, ხელი არ შეუშალოთ! თუ ადა მასში ნელნელა ემოციებს გამოაღვიძებს, ე.ი ჩვენი სურვილი, რომ ძველი გეგა დაგვიბრუნდეს ლაღი, თბილი და სიყვარულით სავსე, აგვისრულდება. - მკაცრად თქვა ბატონმა გიორგიმ. - მაქსიმალურად ხელი შეუწყვეთ, არ შეიმჩნიოთ მისი ცვლილებები, რომ დაინახავთ, რადგან არ დაფრთხეს და ისევ არ ჩაიკეტოს, ის ამას ბუნებრივად აკეთებს, ვერც კი იაზრებს! შენ, ქეთი, - მიუბრუნდა რძალს, - იცი, შვილივით მიყვარხარ, ამიტომ არც ადასთან შეიმჩნიო რამე, ეგ ორი ვერ ხვდება თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს.
- მამა, ფიქრობ, რომ ერთმანეთი უყვართ? - ხმაწასულმა ძლივს ამოილაპარაკა ქეთიმ.
- ჯერ არა, მაგრამ არაფერია გამორიცხული! - არათითი მაღლა ასწია ბატონმა გიორგიმ, - ამიტომაც გითხარი, შვილზე იფიქრე და შენს მთავარ ოცნებაზე!
- დე, - გეგა გაღიმებული სახით შემოვიდა. - როდის მოხვედი?
- მე, მე... - ენა აება მომღიმარ შვილზე ქეთის, ლევანი კი ფეხზე წამოხტა.
- რა გჭირთ? - წარბები შეყარა და ისევ უემოციო გახდა მისი სახე.
- არა, არაფერი. რამე გინდოდა?
- ვახშამი მზად არის, გავაწყვეთ მე და ადამ სუფრა.
- აჰ, ძალიან კარგი, მოვალთ ახლავე. - თვალი გააყოლა მიმავალ შვილს.
- ქეთი, რა გითხარი, შვილო? - გაბრაზებით ჩაილაპარაკა მამათილმა, - იცოდე, როგორც კი შეგატყობ ეგოისტობას, გეგას ადასთან ერთად თერჯოლაში გავგზავნი.
- კარგით რა ხალხო, - წამოხტა იო, - იქნებ და არ უყვარდებათ ერთმანეთი, რომ ჩამოუშვი ცხვირ-პირი დედა, იქნებ მეგობრები ხდებიან მხოლოდ? და თუ უყვარდებათ, რა პრობლემაა? რომელი საუკუნეა? არ გავიგონო, „ხალხი რას იტყვის“ და ა.შ.
- ქეთი, გეგაზე ვიფიქროთ ხომ? - ხელი ხელზე მოუჭირა ლევანმა ცოლს.
- გავიგე, ნუ გამომიყვანეთ ბოროტი დედინაცვალი, უბრალოდ, შოკი მაქვს სიხარულისგან მისი ღიმილიანი სახე, რომ დავინახე. - ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა. - და მომავალში თუ რა მოხდება არავინ ვიცით, ამიტომ მოდი აწყმოთი ვიცხოვროთ.
- OK. შევთანხმდით.


***
- ადა, ადა, ადა...
- რა იყო? - დოინჯებით დახვდა ცხადაძე იოს.
- უნდა მიშველო, პერანგი უნდა გამიუთაო. - იკრიჭებოდა.
- სამწუხაროდ, შუქი ისევ წავიდა.
- არ არსებობს! - ღიმილი სახეზე შეაშრა, - კარგი რაა, 90-იან წლებში გვაბრუნებენ?
- და მაქედან როდის გამოვედით?
- ეგ მართალია, მაგრამ რა საჭიროა ყოველდღე მაგის შეხსენება?
- ნუ ახლა გვახსენებენ, რომ 90-იანებში ვართ და 21-ე საუკუნე მხოლოდ ჩვენს ილუზიაში და დანარჩენ მსოფლიოშია.
- აუტნელია ყოფა, ილუზიაც არ შემარგეს.
- ოჰ, მოინდომე ახლა, სად არის მასე აწყობილი ცხოვრება და ილუზიები?
- რა ვქნა ახლა? არადა პანაშვიდზე მივდივარ და ეს პერანგი მინდოდა.
- ნწ, რა ცოდო ხარ, მხოლოდ ეგ ერთი გაქვს ხომ? - ადამ ტუჩები დაპრუწა.
- კი, შავი ერთი მაქვს, რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ საქალბატონევ!
- ხელფასს, რომ ავიღებ გამახსენე და გიყიდი.
- რას?
- შავ პერანგს.
- მართლა?
- კი.
- აუ, 250 ლარიანი მომწონს და იმას მიყიდი?
- იო, შემთხვევით შუქი, რომ წავიდა სიბნელეში თავი რამეს ხომ არ მიარტყი?
- რატომ?
- აბა 250 ლარიანს მე როგორ გიყიდი?
- ხო, კაი, კაი არ მინდა. მომიშალე ეს მშვიდი ნერვები. - გულთან ხელები ჩაიწყო და ცხვირი აიბზუა.
- გადი, გადი. - ადამ ხელი აუქნია.
- წავალ, ჩავიცმევ ამ გაუუთავებელ პერანგს, და ისე ქვემოთ სტუმრები არიან, ქეთინოს დაქალოჩკები და არ ჩახვალ?
- მე რა მინდა ქეთი დეიდას დაქალებთან? შენ მგონი მართლა რაღაცას მიარტყი თავი.
- წავედი მე, საღამომდეე, - ოთახიდან გავიდა იო და მისაღებ ოთახში შევიდა, - გამარჯობა, როგორ ხაართ ლამაზო ქალბატონებო?
- იო, შენ როგორ ხარ?
- რავიცი შრომაში და ჯაფაში.
- აბა როგორ გინდა, პატარა კი აღარ ხარ.
- ეგაა, ახლა დავაფასე რა კაი ყოფილა თოთო, რომ ხარ. გშია იტირებ, გაჭმევენ. კაი ხასიათზე ხარ იცინებ და ასე. დროის მანქანას ვეძებ, წარსულში, რომ დავბრუნდე.
- იო, გადი.
- ა, ხო ხედავთ როგორი მკაცრი დედა მყავს, უფროსებთან არ მაჭორავებს.
- ჯამბაზია, ასაკი ემატება და ჭკუა არა. - გაეცინა ქეთის იოს ცუღლუტობაზე.
- ძაან საყვარელია. პატარაობისას როგორი ცუღლუტი იყო? აუზში ვითომ, რომ იხრჩობოდა.
- აბაა, რა გვანერვიულა მაშინ.
- კიდე, ეგ და მაია, რომ დაიკარგნენ გახსოვს? ზღვაზე, რომ ვიყავით?
- კიი, რა დამავიწყებს მაგ შიშს.
- აუ, გოგოებო, ახალი ამბავი გაიგეთ?
- რა ამბავი? - დაინტერესდა ქეთევანი.
- ბერიძეებს მესამე შვილი, რომ ყოლიათ?
- კი, რუსეთში ცხოვრობს მემგონი. - უპასუხა მაკამ.
- მე არ ვიცოდი. - თავი გადააქნია ქეთიმ, - და მერე რატომ არ ახსენებენ?
- როგორც ვიცი, - დაიწყო მაკამ, - ანა ადრე გათხოვდა, თან ოჯახისთვის არასასურველ ბიჭზე. მოკლედ, ოჯახი რას არ ცდილობდა, რომ წყვილი დაეშორებინა ერთმანეთს. შემდეგ ამდენი სტრესის ფონზე ნაადრევად იმშობიარა, ბავშვი დაკარგა, მენტალური აშლილობა განუვუთარდა და რუსეთში გაემგზავრა მის ქმართან ერთად.
- ვაა, რას ამბობ? პირი დამრჩა ღია.
- ის თუ იცით, ხვიჩა მეოთხე ცოლსაც გაცილებია. - თქვა თინიკომ.
- მოიცა მეოთხესაც? - თვალებგაფართოვდა მაკას.
- ან ეს გოგონები რატომ მიჰყვებიან და თუ მიჰყვებიან, რატომ ცილდებიან? - ქეთიმ მხრები აიჩეჩა.
- ამბობენ იმპოტენტიო და თანაც იმ გოგონებს რა ენაღვლებათ? გაცილების შემდეგ სასურველ ადგილას ბინას და მანქანას ღებულობენ, ფაქტიურად ბიზნეს გარიგებასავითაა.
- ოხ, შენ რომ არ იტყვი, - მაკამ მხარზე ხელი დაარტყა თინიკოს. - ისე მგონი ამ ზაფხულს უნდა ჩამოვიდესო ანა.
- ანა ვინ არის?
- ბერიძეების მესამე შვილი.
- ნეტა მარეხი თუ ელოდება? ჩემთან არასოდეს უხსენებია და, რომ ჰყავს.
- 24 წელია წასულია და ნეტა დარეჯან დეიდას, როგორი შეგრძნება აქვს? ამდენი ხანი შვილი, რომ არ უნახავს.
- Stop! მაგის გაფიქრებაც არ მინდა, დედამ შვილი როგორ უნდა გაიმეტოს? ასეთი რა უნდა დააშავსო? ან ვის უნდა გაყვეს ან მოიყვანოს, რომ შვილზე უარი ვთქვა? - აღელდა ქეთი.
- აი, მაგალითად, იომ ან გეგამ არასასურველი რძალი, რომ მოგიყვანოს, თუნდაც შვილიანი ქალი.
- ნუ მაგის გაფიქრებაც არ მინდა, მაგრამ თუ მათ დარწმუნებას ვერ შევძლებ, მაშინ ვეცდები გავუგო და მივიღო მათი გადაწყვეტილება. ყველა დედას ის უნდა, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს. შეიძლება ჩემს არჩეულთან უბედური იყოს.
- შეიძლება მის არჩეულთანაც არ იყოს ბედნიერი? ამაზე რას იტყვი?
- მერე ეგ მისი არასწორი არჩევანის ბრალი იქნება და არა ჩემი. იმას, მაინც არ მეტყვის „შენ გამაუბედურეო!“, მისი შეცდომის დროს კი მეტყვის, რომ „შეცდა, რომ არ დამიჯერა!“.
- ხო, მაგაში გეთანხმები. და ანუ შვილიან ქალს ცოლად მოაყვანინებ?
- არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია.
- და რა მოხდება შვილიანი ქალი თუ გათხოვდება? - ღია კარებში თომა იდგა.
- თომაა, ჩემი ბიჭი მოსულა, - შესცინა მაზლიშვილს ქეთინომ, - მოდი კარებში რატომ დგახარ?
- უბრალოდ, თქვენი პასუხი მაინტერესებს! - განუძრევლად იდგა.
- არა, რა უნდა მოხდეს? შვილიანი ქალებიც და კაცების ქმნიან ოჯახებს. - ერთმანეთს უხერხულად გადახედეს ქალებმა.
- დიახაც! ნამდვილად, არ მინდა მე დედაჩემის ბედნიერების დაბრკოლებად ვიქცე, - თომამ მუშტები შეკრა, - მინდა, რომ დედაჩემმაც იპოვოს პირადი ბედნიერება. ის წლებია მარტოა, მისი ეპიცენტრი მე ვარ და ჩემს ირგვლივ ტრიალებს, ჩემს გარეშე ის არსად არ მიდის, არც მოგზაურობს, არც ისვენებს. მისთვის მთელი სამყარო და გალაქტიკა ვარ, თუმცა ძალიან მინდა პირადი ბედნიერება იპოვოს და იმედია, ბევრი ადამიანი ფიქრობს თქვენსავით.
- ისა, მე... - ენა დაება ქეთევანს.
- კარგით, მე დაგტოვებთ და იოს ოთახში ვიქნები.
- ქეთიი, ბაია თხოვდება?
- თინიკო, როგორ პირდაპირი მნიშვნელობით იგებ ყველაფერს? - გაბრაზებით თქვა მაკამ, - როგორც მივხვდი, თომას სურს დედამისმა კვლავ იპოვოს ბედნიერება.
- ცუდად გავხდი, - ქეთევანი სხეულის კანკალს ვერ იმორჩიელბდა, - როგორ გზარდილა თომა, მე კი არასოდეს მიფიქრაა ბაიაზე, რომ ის ისევ იმსახურებდა პირად ცხოვრებას. ჯერ ხო, მხოლოდ 34 წლისაა? და მართლაც, რატომ არ უნდა იპოვოს ბედნიერება? იმიტომ, რომ შვილი ჰყავს? რამდენი ქალი თუ კაცი ქმნის მეორე თუ მესამე ოჯახს? ღმერთო ჩემო, ძალიან ცუდად გავხდი, ამაზე რატომ არ მიფიქრია?
- გამარჯობააა. - კარებში მარეხი იღიმოდა.
- მარეხი? - მოულოდნელად შესძახეს ქალებმა.
- არ მელოდით, ხომ? ბოტანიკურ ბაღში დაბადების დღის დიზანი მქონდა და მეთქი ქეთის ავუსეირნებთქო და კი გნახეთ. - სავარძელში მოკალათდა ახლად მოსული.
- ყავა, ჩაი? რომელი გინდა?
- არცერთი, ქეთი და რა უნდა გკითხო, ის გოგო ვინ არის კარები, რომ გამიღო? ისეთი ნაცნობი თვალები აქვს, ვერ გავიხსენე სად მყავს ნანახი.
- შენ შენი პროფესიიდან გამომდინარე იმდენი ვინმე გყავს ნანახი, ჩვენ რით დაგეხმარებით არ ვიცი.
- გავიგე შენი დაიკო ჩამოდის. - მიუტრიალდა მაკა.
- ხო, ეგ მასე ჩამოდის 24 წელია, მაგრამ მისებური ტიპია, ამიტომ არამგონი ჩამოვიდეს.
- მე არც კი ვიცოდი, უმცროსი და თუ გყავდა.
- ხო, ბევრმა არ იცის. ანა წლებია რუსეთში ცხოვრობს და არც ერთხელ არ ჩამოსულა საქართველოში ამ პერიოდის მანძლზე, ამიტომ არ მიკვირს, რომ არ იცოდით. - გულგრილად უპასუხა.


***
საზოგადოება, ადამიანები, ჩვენ ვქმნით როგორც საზოგადო, ისე საკუთარ ჩარჩოებს და იძულებით ან ნებით ვაქცევთ ყველას ჩვენს მიერ თუ საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში. ხანდახან ასე ცხოვრება სიგიჟეს გავს, ხანდახან სულს ის თავისუფლება ენატრება, რომელიც მისია, მაგრამ რთულია გაექცე იმ კედლებს, რომლებიც სხვამ და მითუმეტეს, თუ შენ დაუწესე შენს ცხოვრებას! რაც, უფრო ეკლიანი და მძიმეა, შემოსაზღვრული ჩარჩო, მით უფრო მტკივნეულია მისი გარღვევა. შეიძლება სამუდამოდ შეირყე, გაგიჟდე თუ თავს ვერ დააღწევ და ბრძოლა უშედეგოდ დასრულდება. არავინ იცის ეს „ჩარჩოები“, საიდან მოვიდა, ვინ დაიწყო პირველად მისი შექმნა? ან ვინ დაარღვია ის პირველად? ვინ იყო პირველი ან ვინ იქნება უკანასკნელი? თუმცა ხანდახან ბრძოლასაც არ აქვს აზრი, მაშინვე უნდა დანებდე და შეიყუჟო „ჩარჩოს“ ყველაზე ბნელ კუნჭულში.
- თურმე სად ყოფილხარ. - მარწყვების გრძელ მწკრივში მოფუსუსე ბაიას თავზე თედო დაადგა.
- თედო? - წელში გაიმართა ებრალიძე და შუბლზე ჩამოყრილი თმები მოხრილი მკლავით უკან გადაიყარა. - აქ რამ მოგიყვანა?
- მარწყვების სიყვარულმა მომიყვანა. - ჩაეღიმა.
- მეგონა მარწყვზე ალერგია გქონდა. - წარბები შეკრა ბაიამ და ხელთათმანები წინსაფრის წინა ჯიბეში ჩაიკუჭა.
- კი ამ მარწყვებზე ალერგია მაქვს, მე სხვას ვგულისხმობ.
- სხვას? - სუნთქვა წამიერად შეეკრა ქალს.
- და მგონი ვხდები ვისაც ვგულისხმობ.
- მე, ისა... არ ვიცი... ან... - თვალებს ვერ უსწორებდა თედოს ბაია, თან გულსაც ისეთი ხმა გაუდიოდა, შეეშინდა არავის გაეგონა.
- ლამაზი სიტყვებით და მჭერმეტყველებით არასოდეს გამოვირჩეოდი... არც გულადი ვიყავი და არც ბრძოლა შემეძლო... მაშინ ძალიან დავიგვიანე, და სულ ვფიქრობდი, ნეტა, რომ მეთქვა, ახლა ერთად ვიქნებოდით? რატომ არ ვიბრძოლე? რატომ დავთმე საყვარელი ქალი ისე, რომ ისიც კი ვერ ვუთხარი თუ რას ვგრძნობდი მის მიმართ? ან იქნებ ბავშვი ვიყავი და არ მესმოდა? ან იქნებ ახლა, როცა წლები გავიდა, ცხოვრებამ ბევრი გაკვეთილი მომცა, იქნებ ახლა მივხვდი ჩემს შეცდომას? იქნებ ჩვენი შეხვედრაც არ არის შემთხვევითი? იქნებ ეს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, რომ ერთმანეთი თავიდან გვეპოვა?
- თედო... - ხმა უკანკალებდა ბაიას.
- გთხოვ, არ შემაჩერო... - ხელით ანიშნა, - როცა შენთან ვარ, ეს წუთები ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, შენ ჩემი რეალობა ხარ და არ შემიძლია ისევ გაგიშვა, არ მინდა ისევ ის შეცდომა გავიმეორო. მჯერა, რომ ცხოვრება დაუსრულებელი ისტორიებით არის სავსე და ერთ-ერთი ჩვენი ისტორიაა. და მჯერა, ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ჩვენს ქუჩაზეც მოვიყვანოთ გაზაფხული და მერე, ხელს ჩავჭიდებთ ერთმანეთს, - ფრთხილად შეახო ხელი საყვარელი ქალის ხელებს, - და ნელი ნაბიჯებით გავუყვებით ატმის ყვავილებით გადაფურჩქნულ ბაღის კიდეს.
- თედო... - ბაიკოს გული, გალიაში გამოკეტილი აფართხალებული ჩიტივით უცემდა.
- გთხოვ, არაფერი მითხრა... ვიცი, შენს გულში რაც ხდება, უბრალოდ, გთხოვ მიიღე ჩემი აღიარება და როდესაც მზად იქნები გულის კარი ფართოდ გაუღო შენს გულთან მომლოდინე ჩემს სიყვარულს, უბრალოდ, მოდი და ჩამეხუტე.
- თედო... - მთელი სხეული უთრთოდა ბაიას, სიტყვებს ვერ პოულობდა, არც იცოდა რა ეთქვა.
- უნდა წავიდე, თუმცა მანამდე გეტყვი, რომ უკან არ დავიხევ! ის, რასაც შემიძლია მყარად ხელი ჩავკიდო და ჩავჭიდო, ხელს არასდროს ვუშვებ. - ნელა შეტრიალდა დიდიძე და მყარი ნაბიჯებით სათბური დატოვა. ბაიაკომ კი უცაბედად მძაფრად იგრძნო ემოციების, გრძნობების პირველი ზრდა.



№1  offline წევრი Maia G.

ისევ სულმოუთქმელად ჩავიკითხე,კარგი თავი იყო❤❤❤
ერთი ეჭვი გამიჩნდა ადასა და ანასთან დაკავშირებით!!!!
მარეხისაც რომ ეცნო ადას თვალები? რას გვიმზადებ ავტორო?მოკლედ გელი ახალი თავით❤❤❤❤

 


№2  offline წევრი სესილია

Maia G.
ისევ სულმოუთქმელად ჩავიკითხე,კარგი თავი იყო❤❤❤
ერთი ეჭვი გამიჩნდა ადასა და ანასთან დაკავშირებით!!!!
მარეხისაც რომ ეცნო ადას თვალები? რას გვიმზადებ ავტორო?მოკლედ გელი ახალი თავით❤❤❤❤



მიხარია, რომ მოგწონთ :)) შემდეგ თავსაც მალე დავდებ :))

 


№3 სტუმარი Mashka

მშვენიერი სიურპრიზი დამხვდა ახალი თავის სახით :)) ძალიან კაია მალე დადეთ რა ახალი თავებიც^^

 


№4  offline წევრი სესილია

Mashka
მშვენიერი სიურპრიზი დამხვდა ახალი თავის სახით :)) ძალიან კაია მალე დადეთ რა ახალი თავებიც^^


მიხარია თუ ასე ელოდით და გაიხარეთ heart_eyes

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მომწონდა. აქ რაგაცმინიშნებებიაა. ანა რომელიც რუსეთშია. იმედია ადასდედააა.ძალიან პესიმისტია. ბუნებით მგრძნობიარე და სანდო. იშვიათია ადამიანია ადა. უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობაში უჭირს. გელოდე ვით მოუთმენლად

მაპატიეთ ბავშვს ვაძინებ და რა დავწერე უფალმა უწყის

 


№6  offline წევრი სესილია

Qeti qimucadze
ძალიან მომწონდა. აქ რაგაცმინიშნებებიაა. ანა რომელიც რუსეთშია. იმედია ადასდედააა.ძალიან პესიმისტია. ბუნებით მგრძნობიარე და სანდო. იშვიათია ადამიანია ადა. უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობაში უჭირს. გელოდე ვით მოუთმენლად

მაპატიეთ ბავშვს ვაძინებ და რა დავწერე უფალმა უწყის



პირიქით მადლობა, რომ დამიკომენტარეთ. ხო, ცხოვრებამ ბევრი სირთულე შეახვედრა და ამიტომაც ცოტა პესიმისტია და ეს გასაკვირიც არ არის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent