შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 5)


11-06-2021, 11:38
ავტორი სესილია
ნანახია 9 728

***
სიყვარულის ზღვარზე, სიძულივილის ზღვარზე, ტირილის ზღვარზე... ადამიანებს რაღაც ზღვრები გვაქვს დაწესებული ემოციებთან... გვეშინია ამ საზღვრებს არ გავცდეთ და თუ გავცდებით, იწყება ბევრი შინაგანი არეულობა, ქაოსი, ხან კარგი, ხანაც ცუდი, გააჩნია რა ზღვარს გადავალთ, რას დავარღვევთ და რამდენით?
- შენი აზრით, როდის ეტყვის?
- რას?
- რომ მოსწონს? ეე, რატომ გამიტანე გოლიი? - თომამ ჯოისტიკი მიარტყა ბეჭზე იოს.
- გააჩნია როგორი ზღვარი დააწესა ქალმა.
- მერე ზღვარი, რომ უნდა გადალახო და სიყვარულს რომ საზღვრები არ აქვს, ეგ არ იცის? ეე, კიდევ რატომ გაიტანე?
- დამაბრალა ახლა, არ იცი „ბრო“ ფეხბურთი, მიაწექი კალათბურთს.
- მისმინე, მართლა მაინტერესებს და რომ კითხო არ გინდა?
- ასე ძაან გინდა დედაშენის თავიდან მოცილება? - კოლა მოსვა იომ.
- რა თქმა ახლა ეს? - დასარტყმელად ხელი მოუღირა.
- ცოტა ბევრი ხომ არ მოგდის? შენზე უფროსი ვარ?!
- მე კი შენზე მაღალი, 5 სანტიმეტრით და კიდევ გავიზრდები.
- ელაპარაკე ახლა ამას, - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია იომ, - მისმინე „ბრო“, ახლა მე და შენ კი ვართ „ჰაი ლეველზე“ და გვინდა ეს პირადი ცხოვრება ჰქონდეს დედაშენს და ა.შ., მაგრამ ბაბუას რას უპირებ? ბიძაშენს რას უპირებ? დაბალ „ლეველზე“ მყოფ „სასტავებს“?
- ოო, მად ცოტა ვეჭედებით, მაგრამ მაგ პრობლემა თედომ უნდა მოაგვაროს, ჩვენ არ გვეხება. ჩვენ უბრალოდ მხარს დავუჭერთ.
- ვითომ „უჟმურობის და დახმარების მეფე“ არ დაგვიჭესრ მხარს? ხომ იცი მაგი ჩვენზე მაღალ „ლეველზეა“, ოჯახში.
- გადმოვიბირებ. - თომამ თვალი ჩაუკრა იოს.
- ვის იბირებთ? - მისაღებში ბაიკო შემოვიდა, უკან კი თედო შემოჰყვა.
- ისე უხდებიან ძალიან. - იომ თომას გადასჩურჩულა.
- ვინ ვის უხდება? - იკითხა ბაიკომ.
- ჩელსი რეალს უხდება. - თომამ სრული აბსურდი წამოროშა.
- იო, რამე დაალევინე ბავშვს თუ ასე არეულად რატომ საუბრობს? - დაყნოსა შვილი ბაიამ, თუმცა ალკოჰოლის სურნელი ვერ იგრძნო.
- ალბათ პირადზე ესაუბრება თომა იოს, ჩვენ ნუ ჩავერევით. - თედო სიტყვით გამოვიდა.
- იცოდე შვილო, იოსავით ხუთი „ფისო“ არ მინდა, რომ გყავდეს. თუ შეიყვარებ ერთი შეიყვარე და გულით. არასოდეს ითამაშო არავის გრძნობებით.
- ეს რა იყო ახლა, მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო? - ტუჩები გაბრაზებით გაბუსხა იომ, - მე არავის გრძნობებზე ვთამაშობ, ისინი თამაშობენ ჩემსაზე.
- დე, შენ ჩემზე არ იდარდო, შენს პირად სივრცეს მიხედე. - მხარი მოხვია ბიძაშვილს თომამ.
- დაიწყო ისევ.
- რას იტყვი თედო ძია, ხომ უნდა მიხედოს?
- მე, მე, მე...
- კაი ახლა ნუ ჩაიხვიე, - იომ თვალები დაუპრაწა.
- აჰ, ხო, კი უნდა მიხედოს. - თავი დაბნევით მოიქექა.
- აშკარად სამივეს სიცხე გაქვთ, წავალ სიცხის საზომს მოვიტან. - ოთახიდან გავიდა ბაია, თუმცა გრძნობდა ეს საუბარი რასაც ნიშნავდა, განა ვერ ხვდებოდა თედოს, რომ მოსწონდა? განა არ იცოდა მის გულში რა ორჭოფობა იყო? მაგრამ ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო, არ იცოდა ეს ფიქრები ვისთვის გაეზიარებია, ვინ დაეხმარებოდა სწორი გზის პოვნაში არეულ ლაბირინთში, ისე რომ გული არავისთვის ეტკინა...

***

- რა კარგია სხეულის გაშლა, - ადა ლოგინზე გაწვა, - როგორ დავიღალე დღეს, თან როგორი სიცხე იყო. ვაი, გვერდები. - ვერ ინძრეოდა.
- ადა, შვილო, ოთახში ხარ ხო? - კარებში სულიკო დეიდამ შემოიჭყიტა.
- მოდი, სულიკო დეიდა. - ძლივს წამოჯდა.
- აგერ ღვეზელები გამოვაცხვე და ჭამე მერე. - თეფში ტუმბოზე დადო, - რა გჭირს? რატომ ხარ აწითლებული სახეზე?
- არ მკითხო, დღეს სამი სასაფლაო დავალაგე. ერთი ისეთი იყო, მგონი იქ არასოდეს არავინ მისულა გასაწმენდად, აჰა, ნახე ხელები რა დღეში მაქვს.
- უჰ, შენ მოგიკვდი მე. თან როგორ ცხელოდა დღეს.
- კი, ნამდვილად, მაისია თუ აგვისტო ვერ გავიგე. ფეხზე რატომ დგახარ? ჩამოჯექი, ცოტა წამეჭორავე.
- რომელი საათია?
- ჯერ შვიდია.
- კაი, პატარა ხანი გავჩერდები, ჯერ მაინც არ იწყება სერიალი.
- ძაან გემრიელია სულიკო დეიდა, ძალიან მანებივრებ. - ადა გემრიელად ილუკმებოდა.
- ერთმანეთს ვანებივრებთ, შენ მე მიხდი ოთახის ქირას და მე კი ამ გემრელობების გიკეთებ.
- რეცეპტებს ხომ მიწერ იცოდე?
- აბა რას ვშვრები? უი, რა გითხრა, დღეს იცი რა მოხდა?
- რა?
- ინეზა ხო იცი? მესამეზე რო ცხოვრობს?
- ვერ ვხვდები.
- აი, მსუქანი ქალი როა, სამი შვილისშვილი ჰყავს.
- მერე?
- მაგის ბიჭი დაიჭირეს.
- რატოო? - შეიცხადა ადამ.
- ნუ იტყვი...
- რას?
- მაცადე, მოგიყვე.
- მიდი. - წყალი მოსვა ცხადაძემ და გაისუსა.
- ე.ი მაგის რძალი არის საბერძნეთში, ხოდა იქ გაუჩენია საყვარელი. ამ საყვარელმა მისწერა ინეზას ბიჭს, მე შენი ცოლი მიყვარსო, ხოდა გაცილდიო. ამას უთქვამს, ხომ ხარ კარგადო! იმას უთქვამს, გაცილდი, თორემ მოგკლავო. ამას უპასუხია, მომკალი მერეო? ჩემთვის სიკვდილი შვებულებაში გასვლას ნიშნავსო.
- შვებულებაში?
- ხო,
- როგორი შედარებაა, დამბურძგლა. - ადამ თავი ირონიულად გადააქნია.
- მერე, იმ ბიჭს უჩივლია პოლიციაში, მოკვლით მემუქრებაო და დღეს მოადგნენ და კი წაიყვანეს. ძლივს მოვასულიერეთ ინეზა, იქეთ ბავშვები ტიროდნენ, აქეთ ინეზა სახეს იხოკავდა და რავიცი, იმედია არ დაიჭერენ.
- ახლა შენ რაც მომიყევი, რომელიმე თურქული სერიალის სიუჟეტიდან ხომ არ ჩაამატე რამე-რუმე?
- ნწ, სუფთა ქართული სერიალია!
- ვაა, რას არ გაიგებ. ხალხი თხოვდება, შვილებს აჩენს, ქმარიც ჰყავთ, საყვარელიც ჰყავთ, ოჯახიც ჰყავთ. ვაა, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე.
- არ თქვა, აბაა. - გულთან ხელები ჩაიხვია სულიკომ, - მისმინე, შენ რას შვრები? როგორ მიდის სამსახურში საქმეები? ხო არ გიპოვია მეორე მსგავსი?
- არა, სადაა ჩემს ჭკუაზე. არა, ხო იცი კარგ ოჯახში ვარ. ნეტა დიდხანს დავჭირდე მაგ ხალხს. ხვალ ვარ ახლა მაგათთან.
- შუქი რატომ პარპარებს? - ნათურას გახედა სულიკომ.
- ხო, ამასწინაც ქნა ასე. მერე ჩაქრა და მალე მოვიდა.
- წავედი, ახლა დაიწყებოდა ჩემი კინო.
- ღამე ნებისა, გნახავ ხვალ საღამოს. ტკბილი ძილი, სულო.
- შენც ჩემო კარგო, კარგად დაისვენე. - კარები ფრთხილად გაიხურა დიასახლისმა.
შუქი ისევ წავიდა... ადას გადაღლილს კი მალევე ჩაეძინა.
ხანდახან გვგონია, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ყოველწამიერად იცვლება, მაგრამ ჩვენი ცხოვრება უცვლელი რჩება! არავინ ვიცით, ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი მფარველი ანგელოზი როდის გადაწყვეტს ცვლილებების დასაწყისს და როდის დაიწყება ჩვენს ცხოვრებაში ის ფერადი მომენტები, რომელსაც გულღიად თუ ფარულად ვოცნებობთ? ეს არცერთმა სულიერმა ვიცით, რადგან შეიძლება მფარველი ანგელოზის ჯადოსნური ჯოხი, ბოროტი სულის ხელში აღმოჩნდეს და ყველაფერი თავდაყირა დადგეს.
პატარა ოთახი ნელნელა ივსებოდა კვამლით, ცეცხლის ენებს, ხის თხელი კარები აკავებდა, თუმცა ისიც დიდხანს ვერ გაუძლო და მალე ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვია.



***
უცნაურად მშვიდი იყო ბოტანიკური ბაღი. გეგა თვალებით ყველგან დაეძებდა ადას, თითქოს, როცა ის იქ არ იყო, ვარჯიშიც არ შეეძლო, თვითონაც ვერ ხვდებოდა როდიდან შეეჩვია ასე. სახლში აფორიაქებული დაბრუნდა. თითქოს ადგილს ვერ პოულობდა. მისი საყვარელი გარგარის ჩირიც კი ვერ შეჭამა, მადა წაუხდა.
- რა გჭირს? - სამსახურიდან მოსული იო ძმის უცნაურმა ქცევამ დაეჭვა.
- არაფერი, - გამორთულ ტელევიზორს თვალი გაუშტერა.
- დარწმუნებული ხარ? თუ რამე გაწუხებს მითხარი, იქნებ შევძლო დახმარება? - გვერდით მიუჯდა ძმას.
- ბიჭებო, სახლში ხართ? - მისაღებ ოთახში ოჯახის დანარჩენი წევრები შემოვიდნენ.
- როგორც გვხედავთ, აქ ვართ. - იო ძმას თვალს არ აცილებდა, გეგა კი ტელევიზორს.
- რა სჭირთ ამათ? - ლევანიმ ქეთის გადახედა.
- ვიცი? - მხრები აიჩეჩა დედამ, - გეგა, ადა მოვიდა? ისე წავედი არ იყო მოსული.
- არა, არ მოსულა.
- არა? რატომ ნეტა? არც დაურეკავს. - ჩაფიქრდა ქეთი, - მოიცა დავრეკავ, ხომ არის კარგად. - მობილური მოიმარჯვა, - „ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ ...“ მოიცა გამორთული რატომ აქვს?
- კიდევ სცადე, - ამოიჩურჩულა გეგამ.
- ვახშამი არ ვჭამოთ? - იკითხა გიორგი ბაბუამ, - ნახავს დანარეკს და დაგირეკავთ.
- ხო, ვივახშმოთ. თამარა დეიდას სუფრაც გაშლილი აქვს.
გეგა თეფშზე ჩანგალს აწავალებდა, თვალი შორ სივრცეზე ჰქონდა გაშტერებული, თავს უცნაურად გრძნობდა. იოს კი ძმის დაძაბულობა გადაედო. ვახშამი ჩუმად მიდიოდა, უცებ ქეთის მობილური აწკრიალდა.
- ვინ უნდა იყოს? უცნობი ნომერია, - მობილურს დახედა ქეთიმ, - დიახ, გისმენთ.
- გამარჯობა, ქეთევანი ბრძანდებით?
- დიახ.
- თქვენთან საუბარი სურთ, შეიძლება?
- კი, კი... - დაბნევით უპასუხა.
- ქეთი დეიდა, - ადას ხმა სუსტად გაისმა.
- ადა? - ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა ქეთევანი.
- ქეთი დეიდა, გამარჯობა. ბოდიში, დღეს ვერ მოვედი, დამწვრობის ცენტრში ვარ, ჯავახიშვილზე... ვეცდები...
- ადა, მანდ რა გინდა? - შეიცხადა ქეთიმ.
- დიდი ისტორიაა, მერე გეტყვით... თუმცა სახლი, სადაც ვცხოვრობდი დაიწვა...- ადა ძლივს საუბრობდა.
- ეს ვისი ნომერია? ამაზე დაგირეკო?
- ექთნის ნომერია.
- კარგი, კარგი. - ნერვიულად გათიშა ქეთიმ მობილური და ოჯახის წევრებს თვალი მოავლო, რომლებიც სულმოუთქმნელად ელოდნენ მის პასუხს.
- დამწვრობის ცენტრშია, სახლი სადაც ვცხოვრობდი დაიწვაო... - სხეული უკანკალებდა ნერვიულობისგან.
- წავედით. - წამოხტა იო.
- სად მიდიხარ? - ვერ გაერკვა ბაბუა. - ახლა, ასეთ დროს რატომ მიდიხართ? მნახველებს, არ შეგიშებენ.
- წავედით. - გეგაც წამოდგა.
- რა ხდება? - გაბრაზებით წამოიძახა ბაბუამ.
- ის ხდება, რომ ხომ იცი, ადა ობოლია, სახლი სადაც ცხოვრობდა, ქირით იყო, შესაბამისად ახლა შეიძლება ქუჩაში უწევდეს ღამის გათენება. - გაბრაზებითვე უპასუხა იომ.
- და შენ ეს რატომ გეხება? - ვერ გაერკვა ბატონი გიორგი.
- ბაბუა, ამას მართლა მეკითხები? - იოს ხმაზე იმედგაცრუება დაეტყო.
- აღარ მოდიხარ? - კარებიდან გამოსძახა გეგამ ძმას.

გიჟივით მიაქროლებდა გეგა მანქანას, დარღვევას-დარღვევაზე აკეთებდა.
- ნელა, ასე გიჟივით რატომ მიქრიხარ? - იო კარების სახელურს ჩაებღუჯა.
- უნდა მივუსწროთ.
- კი არ კვდება, მივუსწრებთ.
მანქანა ქუჩის მეორე მხარეს გააჩერა გეგამ და სირბლით მიირბინა საავადმყოფოს მისაღებთან.
- გამარჯობა, ადა ცხადაძეს ვნახავთ?
- გამარჯობა, ახლა მიღების საათები დასრულებულია, მაგრამ მორიგე ექთანს შემიძლია დავუძახო.
- თუ შეიძლება, თუ არ შეწუხდებით. - ნერვიულად მიდი-მოდიოდნენ ძმები.
- მოგესალმებით, - გამოვიდა ექთანი. - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- ადა ცხადაძეს მდგომარეობა როგორია?
- წუხელ, რომ შემოიყვანეს?
- ალბათ, ჩვენ ახლა გავიგეთ და დეტალები არაფერი ვიცით.
- საბედნიეროდ, დამწვრობა არ აქვს მიღებული, მხოლოდ კვამლი აქვს ნაყლაპი და ამიტომ სისტემატიურად მიეწოდება ჟანგბადი, ახლაც ჟანგბადზეა.
- ანუ საშიში არაფერია?
- საშიშროებამ უკვე გადაიარა, ცოტა ხანი შეიძლება თავბრუსხვევამ შეაწუხოს, მაგრამ ესეც გაივლის.
- როდის უნდა გამოწეროთ? რა არის საჭირო?
- ვნახოთ ამაღამ როგორი იქნება მის სხეულში ჟანგბადის დონე და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- ტანსაცმელი ან საჭმელი ხომ არ სჭირდება?
- კი, თუ შეძლებთ.
- კი, ახლავე გავიქცევი.
- იო, ბაისთან გადი, აქვეა და ის მოგცემს საჭირო ნივთებს.
- კარგი. გავიქეცი.

ღამე თითქოს არ დასრულდა, თვალს ძილი არ მიეკარა, ლოგინში წრიალებდა გეგა. ვერც ვერაფერს დაუდო გული. თვლწინ ადას დიდი ლურჯითვალები და ჩაჭ....ტილი ლოყები უდგა.
- იო, რომელზე გავიდეთ საავადმყოფოში?
- 2 საათიდანაა მიღება და მაგ დროს მივიდეთ.
- კარგი, ორის ნახევარი კი არის უკვე, - საათს დახედა საავადმყოფოსთან მყოფმა გეგამ, - იქ დაგელოდები.
- კარგი, მეც გზაში ვარ და მოვალ მალე.
იომ მანქანა ძმის მანქანს მიუყენა.
- წავიდეთ?
- კი, კი ახლავე. - გეგა მანქანიდან გადმოვიდა.
მისაღებში შევიდნენ კალანდაძეები.
- გამარჯობა, ადა ცხადაძის ნახვა გვინდა, თუ შეიძლება.
- ადა ცხადაძე, ამ დილით გაეწერა.
- ამ დილით? - ერთად შესძახეს ძმება.
- დიახ.
- სად წავიდოდა ახლა? - ერთმანეთს გადახედეს, - კარგით, მადლობა, - გარეთ გამოვიდნენ. - სახლში წავიდოდა.
- იცი მერე სად ცხოვრობს?
- კი, წავედით. - მანქანებისკენ გაემართნენ.
ადა გახევებული იჯდა ოთახში, სადაც ცეცხლის ალის და წყლის სურნელი იდგა. ადა იჯდა, ცრემლიც არ სდიოდა, ვერც ყვიროდა, ემოციები, თითქოს გამქრალიყო. ფიზიკური ტკივილი სულის ტკივილთან არაფერია. როცა სული გტკივა, ხმა გერთმევა, ცრემლი ქრება, ემოცია კვდება, ენით აღუწერელ ტკივლს ჭკუიდან გადაყავხარ და გიჟდები. ადა იჯდა სიგიჟის ზღვართან მყოფი, მილიმეტრიც არ იყო დარჩენილი სიგიჟისა და ნორმალური არსებობის ზღვარს შორის, სულ ცოტაც და ზღვარს მიღმა დარჩებოდა. იჯდა გაქვავებული, უიმედო და სასოწარკვეთილი.
- ადა, - მის წინ გეგამ ჩაიმუხლა.
- ადა, როგორ ხარ? რატომ არ დაგვირეკე, შენით მარტო რატომ წამოხვედი? - თავზე იო დაადგა.
- რატომ გადავრჩი? რატომ არ გავიზიარე ჩემი მშობლების ბედი? - ჩუმად ბუტბუტებდა გოგო.
- ნუ ამბობ მაგას! - იომ გაბრაზებით წამოიძახა. - ადექი და წავიდეთ.
- სად? - ადა უძრავად იჯდა.
- რა სად? ჩვენთან სახლში.
- არა, არა. - ხელი უარის ნიშნად გააქნია, - ისედაც შეგაწუხეთ. აქ დავრჩები.
- აქ? - გეგამ დამწვარ ოთახს თვალი მოავლო.
- კი. - თავი დაუქნია.
- ჭკუიდან გინდა გადამიყვანო? - გეგამ ხმას აუწია, - სად აქ უნდა დარჩე? უფანჯრო, უყველაფრო ოთახში? - იო ძმის რეაქციამ დააბნია. - ადექი, მოკიდე ხელი რამეს თუ არის აქ გადარჩენილი და წამოდი, მეორედ არ გავიმეორებ!
- ვერ წამოვალ, გთხოვთ გამიგეთ.
- იო, ნახე რამე თუ გადარჩა და ამას მე მივხედავ, - გეგამ, მოულოდნელად, ხელში აიყვანა ადა და ბინა დატოვა.
- ეს ყველაფერი სიზმარია თუ მეჩვენება? - იო ძმის ქმედებით შოკირებული შუა ოთახში იდგა და ხელებს ატრიალებდა.
ადას მანქანაში ჩაეძინა.
- თამარა ბებო, მე ვარ. ადა მომყავს და საძინებელი მოამზადე. - თვალს ვერ აშორებდა, გული უცნაურად უცემდა, ბრაზი და სევდა ყელში ბურთად ეჩხირებოდა.
თამარა ბებო ღია კარებში დახვდა, გეგას გულთან ახუტებული ადა ფრთხილად მიჰყავდა.
- კარგად არის?
- კარგად იქნება. - ტახტზე დააწვინა, - მიხედე, კარგი? მე გავალ.
- კარგი, გეგა.
- სად არის? - პატარა სეიფით და ჩანთით მისაღებში იო იდგა.
- ჩაეძინა, თამარა ბებო მიხედავს. ეს სეიფი სად გქონდა? - ისევ უემოციო გახდა გეგას სახე.
- ადას სახლში ვიპოვე.
- კარგი, მე უნდა გავიდე, საღამოს ვახშამზე შევხვდებით.



№1  offline წევრი Maia G.

დღეს წავიკითხე ყველა თავი,ძალიან მომწონს და მჯერა,რომ ადას ცხოვრებაშიც დათბება და ბედნიერი იქნება.ყველა პერსონაჟი მომწონს.ძალიან თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა❤ველი შემდეგ თავს❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი qeto

ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესიაა❣❣❣ ველი შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი სესილია

Maia G.
დღეს წავიკითხე ყველა თავი,ძალიან მომწონს და მჯერა,რომ ადას ცხოვრებაშიც დათბება და ბედნიერი იქნება.ყველა პერსონაჟი მომწონს.ძალიან თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა❤ველი შემდეგ თავს❤❤


უღრმესი მადლობა ❤ ვეცდები შემდეგი თავიც მალე დავდო და ველი თქვენს შეფასებას

სტუმარი qeto
ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესიაა❣❣❣ ველი შემდეგ თავს

მიხარია, რომ მოგწონთ ????

სტუმარი qeto
ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესიაა❣❣❣ ველი შემდეგ თავს

უღრმესი მადლობა მიხარია, რომ მოგწონთ. დაელოდეთ შემდეგ თავებს

 


№4 სტუმარი 123

ადას და გეგას ძაან ვგულშემატრივრობ sweat_smile

 


№5 სტუმარი სტუმარი თეონა

არაჩვეულებრივია.ველოდები შემდეგ თავს.

 


№6  offline წევრი სესილია

123
ადას და გეგას ძაან ვგულშემატრივრობ sweat_smile



ორივე ისეთი პერსონაჟია გულშემატკივრობა სჭირდებათ :))

სტუმარი თეონა
არაჩვეულებრივია.ველოდები შემდეგ თავს.



მადლობა თეონა. მიხარია რომ მოგწონთ :))

 


№7 სტუმარი M

თქვენი სხვა ნაწარმოებებიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა! heart_eyes იმედია ახალ თავებს მალე დადებთ

 


№8  offline წევრი სესილია

M
თქვენი სხვა ნაწარმოებებიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა! heart_eyes იმედია ახალ თავებს მალე დადებთ


მიხარია სხვებიც რომ წაიკითხეთ. იმედია შემდეგი თავიც მოგეწონებათ

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორი თბილი და გულშიჩამწვდომი ისტორიაა. წინა ისტორიებიც მაქვს წაკითხული და რაღაცნაირი სიმშვიდე დაჰყვება ამ ისტორიებს. ეს კი ვფიქრობ საუკეთესოა. ერთი სული მაქვს როდის შედგება წყვილი: გეგა და ადა ❤

 


№10  offline წევრი სესილია

სტუმარი ქეთა
როგორი თბილი და გულშიჩამწვდომი ისტორიაა. წინა ისტორიებიც მაქვს წაკითხული და რაღაცნაირი სიმშვიდე დაჰყვება ამ ისტორიებს. ეს კი ვფიქრობ საუკეთესოა. ერთი სული მაქვს როდის შედგება წყვილი: გეგა და ადა ❤


მიხარია ჩემი სხვა ისტორებიც გაქვთ წაკითხული. ვცდილობ ყველა ჩემი ისტორია სიმშვიდეს მოიცავდეს, რადგან ცხოვრება ისედაც რთული და ამაღელვებელია, ისე არ სრულდება როგორც ჩვენ გვინდა. მე კი მინდა, ვინც ჩემს ისტორიებს წაიკითავხს, სიმშვიდე იგრძნოს და მიხარია, თუ ეს მოვახერხე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent