შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ობლად დარჩენილი ქუჩა (1 თავი)


14-06-2021, 23:54
ავტორი ანადია
ნანახია 873

თავი 1
ჩემს ოთახში, ლოგინზე ვწევარ და ვცდილობ ვისუნთქო. თითოეული ჩასუნთქვა გულს მიკაწრავს. ფანჯარა გამოვაღე და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. „მე იმდღეს მოვკდი, როცა ჩემი არ იწამე“ ჩავიჩურჩულე და ყვითელი ფოთლებით მიმოფანტულ ქვაფენილს გადავხედე. ქვემოდან უცნობი სილუეტი მიმზერდა. - არ მითხრა გადმოხტომას ვაპირებო? _ ირონიით ევსებოდა სახე. ან მე მომეჩვენა ასე. არვიცი. ძალა ისე მქონდა გამოცლილი არ შემეძლო პასუხი გამეცა, რამე ამეხსნა ან მეწუწუნა მაინც.
წუწუნი! არასდროს მიყვარდა ეს უკანაკსნელი. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუ ოდესმე ყველაფრისგან დავიღლებოდი არ ვიწუწუნებდი. არ დავადანაშაულებდი სხვებს. არც ღმერთს და არც საკუთარ თავს. მე თვითონ დავასრულებდი ჩემს ტკივილებს. დღეს ზუსტად ეს დღეა. შემოდგომა ბოლო დღეებს ითვლის. მე სიცოცხლის ბოლო წამებს. მასთან ერთად მოვკვდები მეც. და ეს იქნება ის, რაც უკანასკნელად გამიხარდება. და მაინც... რა ლამაზად ჟღერს „შემოდგომოსთან ერთად სიკვდილი“.
ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ისევ ცას ავხედე. თითქოს ისიც ცივად და მკაცრად მიყურებდა. როგორც ჩანს ჩემი ადგილი არც იქ არის. - ღმერთო დავიღალე. _ ისევ ხმაჩაწყვეტილმა ჩავიჩურჩულე და ღიმილნარევმა ისევ უცნობ სიულეტს გადავხედე. აღარ დამხვდა. ჰო რათქმაუნდა. ბოლო სულ ერთი აქვს ყველაფერს. ყველაფერი ჩუმად მიდის და ქრება. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. სხეულს აბრეშუმის თეთრი კაბა მიფარავს. თვალები გავახილე და ბოლოჯერ შევხედე მთებს. ცას. მზეს. ღრუბლებს. ყური დავუგდე ჩიტების ჭიკჭიკს. ქარს. ჯანდაბა! ეს ყველაფერი ისეთი კარგი და ლამაზია... როგორ მინდოდა სიცოცხლე.
გავსწორდი და ფეხები წინ გადავაწყე. ხელებით ფანჯრის რაფას დავეყრდენი. ცივი ნიავი შუბლზე ჩამოშლილ თმას მისწორებს. თვალები დავხუჭე და თვლა დავიწყე.
სამი... ჩავისუნთქე. ორი... ამოვისუნთქე. ერთი. ისევ ჩავისუნთქე და...

* * *
მძიმედ გავახილე თვალები. „ცას არ გავს“_ გავიფიქრე და ადგომა ვცადე. სხეულის საშინელი მიწიერი ტკივილი ვიგრძნი. პირში და ცხვირში მილები მქონდა ჩადგმული. ერთ-ერთი ყელიდან მუცელში ჩადიოდა და სულს მიხუთავდა.
- ექიმო, გონს მოვიდა. _ ჩამესმა ქალის ჩახლეჩილი ხმა.
ჯანდაბა! ოღონდ ეს არა! ოღონდ საავადმყოფო არა! ოღონდ ისევ სიცოცხლე არა! ლიზა, ნორმალურად სიკვდილიც კი არ შეგიძლია! საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე ჩემი ოთახის ფანჯრიდან, რომ გადმოვხტი და არა სახურავიდან. პირდაპირ თავით და არა ფეხებით.
თვალები დავახამხამე და ირგვლივ მიმოვიხედე. კედლები ნაცრისფერია.. თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი... ღმერთო როგორ მეზიზღება ეს ფერები. თითქოს მზადაა მომაკვდავ სხეულს, სული მოგაგლიჯოს და შორს, უკანასკნელ ვარსკლავამდე აიტაცოს. აქ გაჟღენთილი სუნიც მეზიზღება, საშინლად მძაფრი და ამაზრზენი. ყველაზე მეტად კი ხმები მაშინებს. „ვწუხვართ“, „სამწუხაროდ ვერ გადავარჩინეთ“, „ვერ გაუძლო“, „გული გაუჩერდა“. ეს ის სიტყვებია, რომელიც ადამიანს ანადგურებს, მიწასთან ასწორებს და სიცოცხლის აზრს ართმევს. ორი წლის წინ აქ ჩემი ძმის _ გიორგის გვერდით ვიჯექი და ველოდებოდი ხმას, რომელიც გადაგვარჩენდა. ცხოვრება ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა. „ვწუხვართ“... ჩამესმა ექიმის ჩაწყვეტილი ხმა. რთულია, იყო შენივე უთქმელი იდეოლოგიის მსხვერპლი და მიხვიდე კრიტიკულ ზონამდე, რომლის ბოლოსაც სიცარიელეა. გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. ირგვლივ ყველაფერი გაშავდა. დავეცი, ავდექი, ისევ დავეცი და ვეღარ ავდექი. იმ დღეს მე სული დავკარგე. იმ დღეს მე მშობლები დავკარგე.


ორი დღით ადრე.
შემოდგომის პირველი დღეა. ირგვლივ ყველაფერი ყვითელი, წითელი და ნარინისფერია. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე არ დავბადებულვარ ეს სეზონი მაინც განსაკუთრებით მიყვარს, თავისი ცივი თუ თბილი დღეებით. ამოუცნობი, იდუმალი და სევდიანი ამინდებია. სულიც მშვიდაა, ვერაფერს გრძნობს, თითქოს ქარმა სხეულს მოაგლიჯა და ყვითელ ფოთლებთან ერთად ღრუბლებში აიტაცა.
რა საინტერესოა არა ცხოვრება?! ალბათ ყველას გაგვჩენია მსგავსი შეკითხვა, თუმცა პასუხის გაცემას და ფიქრს ნაკლებად ვცდილობთ. დიახ, საინტერესოა თანაც როგორ. ძილისწინ, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ფიქრები იწყებენ შეტევას უცნაურად მეღიმება. მგონია, რომ ხვალ აღარ ვიქნები. ეს კიდევ არაფერი... ყველაზე მეტად ის ფაქტი მაცოფებს, რომ სიკვდილის საერთოდ არ მეშინია. არ ვფიქრობ იქ რა მელის. ან მელის საერთოდ რამე? ვინიცის. სწორედ მაშინ, როცა ფიქრების პიკამდე მივაღწევ ვამბობ: - არა ლიზა არა! შენ ძმას სჭირდები. მას შენს მეტი არავინ ყავს გესმის?! ამ დროს კი ვიძინებ და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ აუცილებლად გავიღვიძებ, ძამიკოს, ჩემს მზის სხივს ჩავეხუტები და ბოდიშს მოვუხდი სასტიკი ფიქრების გამო.

* * *
დილის ექვსი საათია, საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ. - ჯანდაბა თავი მისკდება! ვამბობ და ლოგინიდან ვდგები. ჩვევად მაქვს გაღვიძებისთანავე ფანჯარასთან მივიდე და ჯერ კიდევ მძინარე ქალაქს გადავხედო. გარეთ წვიმს. დღეს ავტობუსით მიწევს მგზავრობა.
რაო ლიზა, რას ამბობდი? წვიმა ძალიან მიყვარსო? და როცა გაწვიმდება ქოლგის ქვეშ იმალები? არასდროს მიცდია წვიმის წვეთებს შევგებებოდი და სახეზე მეგრძნო მათი ნაზი შეხება. თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა სწორედ იმას გავურბივართ, რაც გვიყვარს. ალბათ გვეშინია არ დავაზიანოთ, არ ვაწყენინოთ, არ ვატკინოთ. ჰო წვიმის შემთხვევაში სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. ან ეს რა შუაში იყო. ტელეფონზე ზარია. ალექსი რეკავს.
- დილამშვიდობისა სიყვარულო.
- დილამშვიდობისა. _ უჩვეულო და ცივი ხმა ჰქონდა. - უნდა შევხდეთ, მნიშვნელოვან თემაზე მინდა საუბარი.
- რა მოხდა?
- ჩაიცვი და გამოდი. _ მხოლოდ ეს მითხრა და გათიშა. ავნერვიულდი. არასდროს მოქცეულა ასე. არასდროს უსაუბრია ასეთი ცივი და უხეში ხმით. ხალათი მოვიცვი, კიბებზე ჩავირბინე, ყავა მოვიმზადე და მისაღებში, სავარძელში დავესვენე.
- დილამშვიდობისა ქალბატონო. რახდება ასე ადრე რატო გაიღვიძე? _ ყავის ჭიქა გამომართვა და სავარძლის სახერულზე ჩამოჯდა. ყოველთვის ასე იქცევა. მზის სხივი კი არა მაიმუნია.
-კარგად ვიყავი სანამ ჩემს ყავას დააგემოვნებდი. _ შევუბღვირე.
- რადროს ყავაა. _ საათს დახედა: - შვიდის ხუთი წუთია. ლიზა რამე გტკივა?
- ვაიმე გიორგიიი! რა უნდა მტკიოდეს?! მე კი არა შენ რატო გაიღვიძე ასე ადრე?
- მეკითხები? _ უკმაყოფილო მზერა მესროლა. - დღეს რომელი ჭიქა გაისტუმრე იმ ქვეყნად?
- შენი საყვარელი ჭიქა. _ მხრები ავიჩეჩე და თვალები დავახამხამე.
- რაა? გაგიჟდი? _ ჭიქა მაგიდაზე დადო და სამზარეულოში გაიქცა. მე გამეცინა.
-კაი დამშვიდდი. არაფერი გამიტეხია.
- ნინას ეწყინებოდა... _ ჩაიბურდღულა თავისთვის.
- ვეტყოდით, რომ ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო. _ ისევ ყურებამდე გავიკრიჭე და თვალები ავახამხამე.
- მე შენ გიჩვენებ უბედურ შემთხვევას. _ ჭიქა დადო და ჩემსკენ წამოვიდა. წამის მეასედში გამოვიცანი მისი ფიქრები და ადგილიდან მოვკურცხლე. ყველა ოთახი შემოვირბინეთ. ბოლოს კი მეორე სართულზე კუთხეში მიმიმწყვრია და იმდენი მიღატინა სიცილისგან მუცელი ამტკივდა.
- ძმაო გეყოფააა! _ თავისას მაინც არ იშლიდა. - გაჩერდიი! - იცოდე ნინას ვეტყვი, რომ მისი მეგობარი ცემე! არ გაპატიებს ხომ იცი? სიცილში ძლივს წარმოვთქვამდი სიტყვებს. ბოლოს კი როგორც იქნა გაჩერდა. ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამდენი არასდროს მიცინია.
- ვერაფერსაც ვერ ეტყვი! _ შემომბღვირა და კიბეზე ჩაირბინა. მეც უკან გავყევი.
- ვითომ რატომ? _ მომღიმარმა ვკითხე თან აჩეჩილ თმას ვისწორებდი.
- იმიტომ რომ ღირსი იყო! _ ისევ სამზარეულოში შევედით.
- რატომ იყო ღირსი? _ ვკითხე და ჩემთვის ყავის მომზადება გადავწყვიტე.
- მას... ნინა მოსწონდა. არმინდა რომ მასთან მეგობრობდეს.
- იმიტომ ცემე, რომ ნინა მოსწონდა? _ გაოცება ვერ დავმალე.
- არა. _ ყავა მოსვა და ფანჯარაში გაიხედა.
- აბა? _ კიდევ უფრო ჩავეძიე.
- მე უბრალოდ გაფრთხილება მინდოდა, რომ ნინასგან თავი შორს დაეჭირა.
- მან უარი გტკლიცა და შენც მუშტი უთავაზე არა?
- დაახლოებით.
- ჰმმ...
- რაიყო?
- არაფერი. _ მხრების აჩეჩვით ვუპასუხე.
- არ ეტყვი ხომ?
- დავფიქრდები. _ თვალი ჩავუკარი და ყავა დავისხი.
- ლიზააა!
- კარგი ხო კარგი! არ ვეტყვი. კმაყოფილი ხარ?
- კი. _ ეხლა მან გაიკრიჭა ყურებამდე.
- რა სულელი ხარ.
- ესეიგი კარგად ხარ ხო? _ კედელს ზურგით მიეყრდნო, ყავა მოსვა და ეჭვის თვალით გადმომხედა.
- კი კი. გშია?
- არა, წავალ ძილს გავაგრძელებ. შენც იგივეს გირჩევ.
- არა მე უნდა წავიდე.
გიომ დაახველა, აი ისე წყალი (ამ შემთხვევაში ყავა) რომ გადაგცდება და ხველისგან იხრჩობი.
- რაო? _ გაკვირვებული სახით შემომხედა.
- უნდა წავიდე. _ მოკლედ მოვუჭერი და ყავით ხელში სამზარეულოდან გამოვედი. გიო უკან გამომყვა.
- სად უნდა წახვიდე? ჯერ წესიერად არც კი გათენებულა.
- ხო ვიცი. გასეირნება მინდა.
- არა აშკარად რაღაც გჭირს. _ შუბლზე მიმადო ხელი.
- კარგი რაა, ნუ აზვიადებ.
- კაი დამელოდე ჩავიცვამ და მეც წამოვალ. _ ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და ოთახისკენ წავიდა.
- გიო...
- ხო.
- მარტო მინდა ყოფნა. გთხოვ...
ჯერ გაკვირვებული მიყურებდა მერე კი მომიახლოვდა, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და მზრუნველი ხმით მკითხა: რამე გაწუხებს? ალექსმა გაწყენინა? ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
- ვიცი. გულზე მივეხუტე. - კარგად ვარ, უბრალოდ გასეირნება მინდა სანამ ცარიელია ქუჩები. ხომ იცი ხმაურს ვერ ვიტან.
- კარგი წადი. რამე თუ დაგჭირდება იცი რაც უნდა ქნა.
-კი. ჩემს მზის სხივს უნდა დავურეკო.
- სწორია. და შენი მზის სხივი იმწამსვე შენს გვერდით გაჩნდება. ხომ გჯერა ჩემი?
- სულელო. _ მხარზე გავკარი ხელი. - რათქმაუნდა მჯერა. გიომ გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

* * *
ჯერ ისევ ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე ვიდექი და ცარიელ სივრცეში ვიბლანდებოდი. შემცივდა... ფეხებთან მიმოფანტულ რამოდენიმე ყვითელ ფოთოლს დავხედე და გზა გავაგრძელე. შევჩერდი. უკან დავბრუნდი, სათითაოდ ავკრიფე და თან დავითვალე. 13-ია. სიჩუმე და ჩემი ფიქრები ტელეფონის ხმამ გაფანტა.
„მალე მოვალ, ჩვენს ადგილზე დამელოდე.“
ალექსი.
ეკრანი ჩავაქრე და გზა გავაგრძელე. მე და ალექსი უკვე ორი წელია ერთად ვართ მაგრამ ჩვენი გაცნობის დღე ბუნდოვნად მახსოვს. ჩვენს ადგილზე, მუხის ხესთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და სკამზე დავჯექი. მალე ალექსიც მოვიდა და ისიც ჩემს გვერდით დაჯდა. არ ჩამეხუტა. არც ლოყაზე მაკოცა. არც გამიღიმა.
- როგორ ხარ? _ მშვიდად ვკითხე და ხელზე შევეხე.
- არაჩვეულებრივად. _ ცივად მიპასუხა და ჩვენს ხელებს დახედა.
- რა მოხდა? მითხარი ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთო.
- როდის აპირებდი, რომ ჩემთვის გეთქვა? _ ამღვრეული თვალებით შემომხედა.
- რას გულისხმობ?
- მათე.
- რა მათე?
- სახელი არ გეცნობა? _ ირონიულად გაეღიმა.
- არა. _ ცოტახნით ისევ თვალებში მიყურა, მერე ტელეფონი ამოიღო და მომაწოდა. ალექსის და ვიღაც მათეს მიმოწერის კითხვა დავიწყე.
- იტყუება. _ კითხვა რომ დავასრულე ხელები, ხმა, სხეული, გული... ყველაფერი ამიკანკალდა და მხოლოდ ამის თქმა შევძელი. - იტყუება.. იტყუება.. იტყუება..
- რაღაც არ მგონია იტყუებოდეს. _ ალექსის ეს სიტყვები სახეში ხელის გარტყმას გავდა. გამომაფხიზლა. - შენ მისი გჯერა?
- ლიზა... _ ღრმად ჩაისუნთქა. - შენ მას ხვდებოდი.
- არა.. არა.. _ ტელეფონი ხელებში შევაჩეჩე და სკამიდან ავდექი. მთელი სხეული დამიბუჟდა, კონტროლს ვკარგავდი.
- შენ მასთან...
- რა მე მასთან ალექს? რას მეუბნები ხვდები? _ ტირილი დავიწყე.
- კარგი ვთქვათ იტყუება. საიდან იცის, რომ მუცელზე ხალი გაქვს?
- არვიცი..
ისევ ირონიულად გაეღიმა. - ესეიგი არ იცი..
- ალექს.. გულს მტკენ.
- ხვდებოდი? სიმართლე მითხარი თავს ბოლომდე ნუ დაიმცირებ.
- არა! არვიცი ვინ არის!
- ჰა ჰა ჰა... არ იცი? შენზე ყველაფერი იცის და შენ არ იცი ვინ არის? სულელი გგონივარ?
- არ ვიცი ვინ არის... არვიცი რა უნდა.. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი. მე შენთვის არ მიღალატია. ვერ გიმტკიცებ მაგრამ გთხოვ დამიჯერე.
- წადი.
- რა?
- წ - ა - დ - ი. _ მკაფიოდ დამიმარცვლა და სკამზე დაჯდა.
- ალექს...
- წადი მეთქი! _ იყვირა და ზიზღნარევი სახით შემომხედა.



№1 სტუმარი .☆.

საინტერესოდ დაიწყო
იმედია მალე დადებ ახლა თავს :)
წარმატებები.

.☆.
საინტერესოდ დაიწყო
იმედია მალე დადებ ახლა თავს :)
წარმატებები.

ახალ*

 


№2  offline წევრი ანადია

.☆.
საინტერესოდ დაიწყო
იმედია მალე დადებ ახლა თავს :)
წარმატებები.

.☆.
საინტერესოდ დაიწყო
იმედია მალე დადებ ახლა თავს :)
წარმატებები.

ახალ*


მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent