შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 8)


16-06-2021, 14:56
ავტორი სესილია
ნანახია 1 908

***
- გეგა?
- საღამო მშვიდობისა დედა, მამა. - აჩქარებით მიესალმა მშობლებს. - ადა, სად არის?
- მოიცა, აქ რატომ ხარ? თერჯოლაში ხომ უნდა ყოფილიყავი დღეს?
- მომშივდა და ამიტომაც ჩამოვედი.
- სიცხე გაქვს? - თვალები გაუფართოვდა ქეთის, - თუ მოგშივდა საჭმელი იქ ვერ ჭამე?
- ხომ იცი მარტო ვერ ვჭამ! ადა სად ხარ? - იძახდა თან.
- დიახ, ბატონო გეგა. - მისაღებში შემოვიდა გოგო.
- წავედით.
- სად?
- მშია, უნდა ვჭამოთ!
- მე, მე...
- შენც გშია ვიცი, წავედით. - ხელი ჩასჭიდა და ოთახიდან გაიყვანა.
- ქეთო. - გაშტერებულ ცოლს ხელი ჰკრა ლევანმა.
- ხო.
- ვატყობ მალე ახალი დამხმარეს პოვნა დაგჭირდება.
- რატომ?
- ეს გოგო ვერ გაუძლებს გეგას ასეთ ზეწოლას, აშკარაა, ჩვენს ბიჭს მოსწონს, ის კი კონკიასავით გაიქცევა, მაგრამ რამდენად დააბრუნებს გეგა, ეგ უკვე აღარ ვიცი.
- მორჩი ამ ფანტაზიებს. უბრალო, მეგობრები არიან.
- დედამთილობ? - იცინოდა ლევანი.
- სულაც არა, უბრალოდ, მარეხის გოგო მომწონს გეგასთვის, აი, ინგლისში დაამთავრა მაგისტრატურა, ახლა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. გეგაც გადავა თბილისში...
- ვინმეს მირიგებ? - კარებში იდგა გეგა, რომელიც მობილურისთვის დაბრუნდა.
- აჰ, არა, ისე უბრალოდ, ძალიან კარგი გოგო ჰყავს მარეხის. - ქეთის ენა აებმა.
- მე კი პირველრიგში მარეხი არ მომწონს! შესაბამისად, ვერც მის შვილთან ვიქნები კომფორტულად. ასევე, არსად გადასვლას არ ვგეგმავ, თუ გადავალ ისიც თერჯოლაში, რადგან ჩემი ვენახი და მეღვინეობა განვავითარო! და ჩემს პირად სივრცეში უხეშად ჩაჭრას ნუ შეეცდებით, თორემ იცით როგორი ვიყავი და იმაზე უარესი გავხდები! - კარები გაბრაზებით გაიჯახუნა უფროსმა კალანდაძემ.
- მე, მე... - გულზე ხელი დაიდო ქეთიმ.
- იძახე ახლა „მე, მე...“ ! - პლანშეტი გვერდზე გადადო მეუღლემ, - ის დრო აღარ არის, როცა მშობლები წყვეტდნენ თუ ვის მოიყვანდნენ და ა.შ. გეგა უკვე ჩამოყალიბებული ბიჭია, თავისი საქმე და ბიზნესი აქვს, შესაბამისად, მას მარტივად ვერ შეეწინაღმდეგები. მესმის შენი გულის წუხილიც, ფიქრობ, რომ ადა ის არ არის, ვინც ჩვენ და ჩვენს ოჯახს შეეფერება, მაგრამ უნდა გავითავისოთ, შვილი ვისთანაც ბედნიერია, ისაა მისაღებიც და ა.შ. - ერთ ადგილას გახევებული ქეთინო ადგილიდან არ იძვროდა.
- აბა, რა ხდება? - ჯოხის კაკუნით შემოვიდა ბატონი გიორგი. - ქეთი, შვილო, ასე რატომ ზიხარ?
- შოკი აქვს.
- შოკი? და რისი?
- გაიაზრა, რომ გეგას ადა მართლა მოსწონს!
- აჰ, მაგას ახლა მიხვდი? ეს დღეები რაც სახლში ვარ, შეიკლა ის გოგო ხელში, მხოლოდ მისი სახელი მესმოდა, ესეც „კი, ბატონო გეგა! ახლავე, ბატონო გეგა!“ თუმცა აშკარად ვერ ხვდება გეგა თუ რატომ ითხოვს მისგან ამდენ ყურადღებას, თვლის, რომ საკმაოდ პრეტენზიულია და ამიტომაც უთმენს.
- კი, მაგრამ მამა... - ძლივს ამოიღო ხმა განაწყენებულმა ქეთიმ, - როგორ შეიძლება, გეგას დამხმარე შეუყვარდეს? ხალხს რას ვეტყვით?
- და ხალხს რა უნდა ვუთხრათ? ან რატომ უნდა ვუთხრათ ან ავუხსნათ? მე ვინმეს ვეკითხები ეს გოგო რძლად რატომ მოიყვანე ან ის ბიჭი სიძედთქო?
- მამაა, 22-ე საუკუნეში ხარ თუ ასეთი თანამედროვე აზროვნება, როგორ? - მხრები ჩამოყარა გაგულისებულმა ქეთიმ.
- შენც მასეთი ხარ, უბრალოდ ახლა ცოტა გაეგოისტებული დედა ლაპარაკობს შენში. ჩემზე ისე ზრუნავდა ადა, ისეთი გულწრფელი და ალალია, მე ის მთელი გულით შევიყვარე ამ მცირე ხანში, შენ კი მას ჩემზე ადრე იცნობდი და მჯერა გულის სიღრმეში, ის ძალიან მოგწონს. - თვალი ჩაუკრა მამამთილმა რძალს.
- გავგიჟდები! - ქეთიმ შუბლზე ხელი მიიჭირა.
- კარგი რა ქეთო, ისე ნერვიულობ თითქოს ხვალ იყოს ქორწილი. მოვლენებს წინ რატომ უსწრებ? იქნებ ადა იწუნებს გეგას?
- რაა? რა სჭირს ჩემს ბიჭს დასაწუნებელი?
- ნუ იფხორები ინდაურივით, - იცინოდა ლევანი. - კარგად იცი, როგორი, რთული რა, ურთულესია შენი გეგა ბიჭი, ძლივს ახლა, რომ ისწავლა გაღიმება.
- იმიტომ, რომ რთული პერიოდი გამოიარა, მასზე სტრესმა სხვანაირად იმოქმედა.
- რთული პერიოდი ჰქონდა ადასაც, ამიტომაც გაუგო და მიიღო შენმა ბიჭმა. ადამიანები ხანმოკლე ცხოვრობით ცხოვრობენ, ამიტომ როდესაც მისი სულის ნაწილს პოულობენ, სიყვარულის გამო ყველაფერს პატიობენ.
- მართლაა? მე კი პირიქით მგონია, ადამიანებს ყველაზე მეტად სიყვარულის გამო აკრიტიკებენ!
- მერე სწორია? მედალს ორი მხარე აქვს, მხოლოდ ხალხის დანახული მხრიდან ნუ შევხედავთ, ჩვენი მხარეც დავინახოთ, დავაფასოთ და დავიცვათ! რთულია, ამ რთულ ცხოვრებაში მარტივად იცხოვრო! ეს კარგად იცი შენ.
- აჰ, გარეთ უნდა გავიდე. აქ სული მეხუთება. - გაბრაზებით წამოხტა ქეთი და ეზოში გავარდა.
- ყველა ქალშია „კაპასი დედამთილი“! - ეღიმებოდა მამამთილს.


***
- რა თევზები დავიჭირეთ. - ანკესები აივანზე დააწყო იომ.
- კი, ერთი თვე გვეყოფა, - ეცინებოდა გეგას, - სადმე მაღაზია მაინც იყოს ღია, რამოდენიმეს მაინც მივამატებდით.
- კარგი რაა, ჩვენ სათევზაოდ იმიტომ წავედით, რომ ცოტა დაგვესვენა, მართლა თევზი კი არ უნდა დაგვეჭირა.
- აჰამ, არის მაგაში ცოტა ლოგიკური. - გეგამ რეზინის ბოტები ძლივს გაიძრო.
- ამ ტანსაცმელს ბარემ სამრეცხაოში შევიტან, დილითვე დარეცხავს ადა.
- ჰა, ჩემი პერანგიც ბარემ.
იომ ხელების ფათურით აანთო შუქი, ტანსაცმელი იქვე კალათში ჩაყარა.
- რომ გახვალ შუქი ჩააქვრე, კარგი?
- ვაიმე დედაა, - მოულოდნელობისგან იო კედელს შეასკდა, ყვირილზე კი გეგა შევარდა.
- რა ხდება?
- მგონი მოჩვენებაა აქ! - ხელს კედლისკენ იშვერდა.
- ოო, იო, დამაძინე. - ისევ ისმოდა ქალის ბუტბუტი.
- ადა? - გეგა თავზე დაადგა იატაკზე მწოლიარე ქალს, - აქ, აქ რას აკეთებ?
- ბატონო გეგა, თქვენც აქ ხართ? - თვალების ფშვნეტით წამოჯდა, - აბა სად უნდა ვიყო?
- შენს საძინებელში. - ორივე ძმები ინტერესით აკვირდებოდნენ.
- ეს არის ჩემი საძინებელი.
- სამრეცხაო? - კბილებში გამოცრა გეგამ.
- დიახ. - გულუბრყვილო სახით იყურებოდა ადა და ვერ ხვდებოდა ორივე ძმები რატომ კვესავდნენ თვალებს.
- ანუ ჩვენ აქ მოგიყვანეთ? ამ ადგილზე გითხარით შენი ოთახიაო? და გითხარით ცივ მეტლახზე გეძინოს და გადასაფარებლად პირსახოცითქო? - სიბრაზეს და ხმას ვეღარ აკონტროლებდა გეგა. ხმაურზე კი ოჯახის წევრები მოცვივდნენ.
- რა ხმაურია? - ხალათს იკრავდა ქეთი.
- თქვენ კიდევ რა იყოთ? ინდურ სერიალში, რომ ყველა პერსონაჟი გამოვარდება ოდნავ ხმაურზე. ვერ იწექით? - ახლა ოჯახის წევრებს მიდგა გეგა. ადა კი ერთ კუთხეში მიყუჟული ცრემლებს აღვარღვარებდა.
- რა ხდება, აღარ იტყვით? - ხმის ტონს აუწია გიორგი ბაბუამ. - მგონი ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და მაქვს უფლება გავიგო რა ხდება ჩემს სახლში?!
- თქმა რა საჭიროა, თქვენი თვალით ნახეთ. ჩვენს სტუმარს სად ძინავს! სამრეცხაოში!
- ბატონო გეგა, გთხოვთ, - უფრო და უფრო იკუნტებოდა ცხადაძე.
- ყველა გადით. - მამაკაცები გაყარა ქეთიმ და ადას წინ ჩაიმუხლა.
- ქეთი დეიდა, მაპატიეთ გთხოვთ, - ცრემლებს ხელისგულით იწმენდდა, - მეტს აღარ შეგაწუხებთ. ბოდიშით, გთხოვთ არ გაუბრაზდეთ ბიჭებს.
- ადა, - ისევ უცნაური გრძნობა დაეუფლა ქეთის, - მოდი აქ. - გულთან მიიხუტა. - ასე, რატომ მოიქეცი? ჩვენ ხომ ოთახი გამოგიყავით? აქ, ამ სიცივეში, მეტლახზე როგორ გეძინა და მერე მთელი დღე ფეხჩაუხრელად როგორ მუშაობდი?
- რას ამბობთ, ქეთი დეიდა. თქვენ იმხელა სიკეთეს მიკეთებთ, მთელი ცხოვრება, რომ ვერ გადაგიხდით. დღეს ვინ შეიფარებს სახლში უცხო ადამიანს? თანაც არც ხელფასიდან მიქვითავთ და საჭმელსაც მაჭმევთ. არ მაქვს უფლება, თქვენი სიკეთით ბოროტად ვისარგებლო.
- ღმერთო ჩემო, - ქეთიმ ცრემლები მოწმინდა ადას, - აჰ, როგორ მინდა ხოლმე შენზე ვბრაზობდე, მაგრამ ამ დიდრონ ლურჯ თვალებს ვერ ვუბრაზდები. ადექი ახლა და შედი იმ ოთახში. შენ მრისხანე გეგა არ გინახავს, მეც კი მეშინია მაგ დროს მისი.
- კარგით, ქეთი დეიდა. - უკან გაჰყვა ქალს.
- აბა, ტკბილი ძილი და ნუ ფიქრობ, რომ გვაწუხებ.
- თქვენც ტკბილი ძილი და ბოდიშით, მთელი ოჯახი აგაფორიაქეთ ამ შუაღამისას.
- არაუშავს, მაგაზე არ იდარდო. - კარები ფრთხილად გამოხურა ქეთიმ და თავის ოთახისკენ გასწია.
- რა ქენი? - გეგამ კიბეებზე დაიჭრა დედა.
- ვაიჰ, შემაშინე. - მხარზე ხელი დაარტყა. - ნუ ღელავ, დავაწვინე ოთახში.
- კარგი, შევამოწმებ მერე.
- რა არ მენდობი? - ცალი წარბი ასწია.
- შენ კი, მას კიდე არა!
- ნუთუ?
- დიახ, ვიცი ახლა მასე, რატომ იქცევა.
- რატომ?
- ერიდება, თავს აქ უხერხულად გრძნობს. სითბო და სიყვარული მისთვის უცხოა. უნდა ნახო ბოტანიკურში ხეს როგორც დედას ისე ელაპარაკება და ეხუტება.
- რას შვრება? - თვალები გაუფართოვდა ქეთის.
- დედა, ვიცი რომ არ მოგწონს მის მიმართ თუ რას განვიცდი, მაგრამ გთხოვ, ხელი არ შემიშალო... მასში ყველაზე მეტად უანგარო სული მომწონს.
- გეგა...
- გთხოვ, დე. - გულში ჩაიკრა და ღრმად შეისუნთქა მონატრებული დედის სურნელი. - ხო, ხვალ დილით ზღვაზე მივდივართ მე და იო, თომას უნდა ჩავაკითხოთ, ადაც მიმყავს.
- ადა? იცის მერე?
- არა. უბრალოდ ჩავიჯენთ და წავალთ. - გაუღიმა დედას.
- წადით, წადით. ვიღას ესმის და სჯერა დედის? თქვენ, რომ დამიჯეროთ?

მზიანი დილა გათენდა, ადა კი უკვე ბაღში ფუსფუსებდა.
- რას აკეთებ? - თავზე დაადგა სარბენად გამოსული გეგა.
- აჰ, როგორ შემაშინეთ. - წელში გასწორდა, - ყვავილებს სარეველბს ვაცლი. რამე გინდოდათ?
- კი, უნდა ვისაუზმოთ.
- კარგით. - მორჩილად გაიძრო რეზინის ხელთათმანები, ინვეტართან ერთად კუთხეში დადო და უკან აბზუებული სახით გაჰყვა.
- დილა მშვიდობისა, თამარა ბებო.
- გაგიმარჯოს, გეგი შვილო. აბა რა გაგიმზადო?
- რაც გაქვს ყველაფერი, თუმცა ჯობია მსუბუქად ვისაუზმო, გზაში, რომ არ შემაწუხოს.
- თერჯოლაში მიდიხარ?
- არაა, ურეკში. თომას უნდა ჩავაკითხოთ. - გარგარის ჩირი გემრიელად ჩაღეჭა.
- Hello peeeeople! - ზმორებით შემოვიდა იო და სკამზე ჩაესვენა. - ისე მეძინება, წამოსვლა მეზარება. მარტო შენ და ადა, რომ წახვიდეთ?
- მე, მე სად უნდა წავიდე? - ჩაი გადასცდა ადას და ხველება აუტყდა.
- ალალი, ალალი, - ნახევრად მძინარე იო ზურგში ხელებს უბათქუნებდა გოგოს.
- კარგი ხო, გეყო! ჩამენგრა გვერდები. და სად მიშვებ?- თვალები მრავლისმეტყველად ააფახულა.
- ზღვაზე.
- ზღვაზე? - უცებ სიხარულისგან წამოხტა ადა, ძმები კი გაოცებულები უყურებდნენ.
- ასე გაგიხარდა? - ჩუმად ჩაეღიმა გეგას.
- ზღვა არასოდეს მინახავს, ანუ ზღვას ვნახავ? მის ტალღებს შევეხები? მის ხმას მოვისმენ? - თვალები მინაბა.
- არაა, ამ ბედნიერებას ვერ გამოვტოვებ. - თავი გადაქნია იომ.
- რა ბედნიერებას?
- ადას და ზღვის შეხვედრას. აბა ჩქარა, მივდივართ ზღვასთან...
ნახევარი საათის შემდეგ ურეკისკენ მიმავალ გზას ადგნენ. ადა იმდენად ბედნიერი იყო, მთელი სხეული უთრთოდა, ტუჩებს კი პირს ვერ უყრიდა. იო მშვიდად ფშვინავდა, გეგა კი ფიქრებში გართული გზას არ აცილებდა თვალს.
- მალე მივალთ. - უკანა ხედვის სარკეში გახედა ადას.
- მართლა? - ცქმუტვა დაიწყო პატარა ბავშვივით.
- იდეა მაქვს. - წამოიბუტბუტა იომ.
- რა?
- თვალები ავუხვიოთ და ისე მივიყვანოთ, რექაციას კი გადავიღებ. მიყვარს ასეთი რაღაცეები.
- ნუ ბავშვობ!
- აუუ, კიი. მე მინდა, - თავისივე ხელით აიხვია ადამ თვალები და მანქანაში გაიყუჩა.
- მოვედით. - მანქანა სასტუმრო არგოს შესასვლელთან გააჩერა, - აქედან მთავარი შესასვლელია ზღვაზე.
- რა მაგარია. - თავსაფარს ისწორებდა ადა თვალებზე.
- გადმოდი, - გადმოსვლაში გეგა დაეხმარა, იომ მობილური მოიმარჯვა, გამვლელები ინტერესით აკვრდებოდნენ, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა.
- ნელა მოხსენი.
- მე უნდა მოვხსნა? - ძმას გახედა გეგამ.
- ხო, შენ! - თვალები დაუპრაწა „აბა, მეო?“.
გეგამ ფრთხილად შეხსნა თავსაფარი, ადა თვალდახუჭული იდგა, ზღვის სურნელმა და ტალღების დგაფუნმა სასიამოვნო გრძნობა მიანიჭა, თითქოს რაღაც მშობლიურს უნდა შეგეგებებოდა. თვალები ფრთხილად გაახილა, ზღვის სიდიადემ, წამიერად მუხლებში ძალა მოკვეთა და ჩაიმუხლა.
- ცუდად ხარ? - გეგამ მხარში ჩასჭდა ხელი.
- კი, უბრალოდ, სიტყვები არ მაქვს... - ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ლურჯად მოკამკამე ზღვას, სადაც ნათლად ჩანდა ქვიშა და ნიჟარები. - როგორი სუფთა და კამკამაა.
- ხო, როცა დიდიხანი არ წვიმს, ურეკის ზღვა ასე მშვიდი, კამკამა და კრიალაა.
- ფეხის შეხებაც კი მეშინია.
- ასე ძალიან თუ გინდოდა ზღვის ნახვა, რატომ არ ჩამოხვედი? - გვერდით ამოუდგა იო.
- არვიცი, ალბათ ოცნება გამიქრებოდა... აი, ახლა მესმის რატომ უყვართ ხალხს ზღვა, მზე და თოლიები. - ქვიშიან სანაპიროზე დაჯდა ადა და მოლივლივე ზღვას თვალს არ აშორებდა, შინაგანად მშვიდდებოდა. - თქვენ წადით, ნახეთ თომა. მე აქედან არ გავინძრევი.
- ზღვაში ჩასვლა არ გინდა?
- არა, ცურვა არ ვიცი. ასე ყურებაც მაბედნიერებს.
- სულელო, - იომ მკლავი ჩამოქაჩა ძმას, - შესაბამისად აცვია ზღვაში, რომ შევიდეს? ვერ ხედავ გრძელი შარვლით და ბოტასებითაა? წამოდი, თომა ვნახოთ და დანარჩენს მერე მოვაგვარებთ.
- ეეე, ძმებოო. - გახარებული მორბოდა ნაბოლარა კალანდაძე.
- ამას უყურე რა ვიდზეა, რუჯი, მაღალი დაკუნთული სხეული. იფ იფ იფ! - კარგი მაჭანკალივით ათვალიერებდა იონა ბიძაშვილს. - რას შვრები, აყარე ნაშები?
- ბავშვს რაებს ეუბნები? - გეგამ ძმას თავში ხელი წამოარტყა.
- ეე, ბავშვი შენ ხარ!
- ადა სად არის?
- სანაპიროზე დარჩა. გაჩვენო ვიდეო? ზღვა პირველად ნახა და ისეთი საყვარელია.
- ცოტა დაუკვირდი სიტყვებს.
- რა სიტყვებს? - გახედა იომ ძმას.
- მოიცა, შენ რა ეჭვიანობ?
- მე? არა, საიდან მოიტანე? - გეგამ, მაღლა მაღლა დაიწყო ყურება.
- აბა რა გეგმები გაქვთ? რადგან ადა პირველადაა ამ მხარეში, არც ციცინათელას პარკი ექნება ნანახი, არც მინიატურების ქალაქი, არც მუსიკალური ბაღი, არც...
- ხო გავიგე, კაი გიდივით ჩამოთვალა ყველაფერი. - იბღვირებოდა გეგა.
- ადა, ამდენი ხანი, რომ მიატოვეთ, ვინმემ რომ შეაწუხოს? არ გიფიქრიათ?
- ვინმემ?
- ხო, ვინმე ბიჭმა.
- ბიჭმა? - ამის თქმა იყო და გეგა სირბილით გაიქცა.
- ვიწვები ამის საცოდაობით. - იომ თვალი გააყოლა ძმას.
ადა განაბული იჯდა, ყურს სასიამოვნოდ ხვდებოდა ზღვის ჩუმი ტალღების ხმა, შიგ და შიგ თოლიების წრიპინი. სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა.
- ხომ არ მოიწყინე? - გვერდით მიუჯდა გეგა.
- არა, რას ამბობთ. ახლა ისეთ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ... - ნიკაპი მუხელბს ჩამოაყრდნო.
- ფეხზე გაიძვრე და გავუყვეთ სანაპიროს, თან თომას სასტუმროსთან მივალთ, მერე კი ვისადილოთ.
ნელა გაუყვნენ სანაპიროს, ქვიშაში ფეხის ანაბეჭდები კი ლამაზ კვალს ტოვებდა, რომელსაც ტალღა ალაგ-ალაგ შლიდა.
საღამოს გასართობი პარკში წავიდნენ.
- Wow, როგორი დიდია. - თვალებს არ უჯერებდა ადა.
- თომა, - ხელი მოხვია იომ ბიძაშვილს, - დღეს ამ ორს ვუწყობთ რომანტიკულ ამბებს, - თან წარბები აათამაშა.
- Ok! - ხელი ჩაარტყა.
- აბა რაზე დასხდებით პირველრიგში?
- ეშმაკის ბორბალზე. - აღტაცებით უყურებდა ადა უზარმაზარ ბორბალს.
- სად? - არ მოეწონა არჩევანი გეგას. - მერე მარტო არ გეშინია?
- მარტო რატომ უნდა დაჯდეს? შენ რას მიკეთებ? - წარბი აწია იომ და წყვილი ძალით შესვა მოსულ „კალათაში“.
ადა აღფრთოვანებული ერთ ადგილს ვერ პოულობდა, მოსწონდა ნელნელა სიმაღლეზე, რომ ადიოდა. გეგა კი გაუნძრევლად, რკინებზე ხელჩაჭიდებული ნახევრად თვალდახუჭული იჯდა.
- გეშინიათ? - გაეცინა ადას დაძაბულ გეგაზე.
- არაა, სულაც არაა. - შეეცადა ხმის კანკალი არ შეემჩნია კალანდაძეს.
- სიმაღლის არ მეშინია, ეს ჩემი პროფესიაა. იცით ერთ დღეს ავანგარდში მეცხრე სართულზე უნდა დამეწმინდა ფანჯრები, არადა ხომ იცით მაგ უბანში როგორი ქარი იცის? ქარი კი არ იყო იმ დღეს, უფრო გრიგალს დავარქმევდი, კორპუსი იავნანასავით ქანაობდა. არადა რა მექნა? დამქირავებელს ხომ ვერ ვეტყოდი ქარის გამო ფანჯრებს ვერ დავწმენდთქო, და იცი რა გავაკეთე?
- რა?
- სარეცხის ბაწარი მოვიბი წელზე, მეორე ბოლო კარების სახელურს ჩავაბი და ისე გავედი ფანჯრების საწმენდად, თან ვწმენდდი და ვფიქრობდი, თუ რამე ქარი პირდაპირ სასაფლაოებზე გადამაფრენსთქო. - ხელები გაშალა ადამ და ზღვიდან მობერილ სიოს სახე შეუშვირა, თმა ლამაზად აეწეწა.
- გიჟი ხარ. - უფრო და უფრო ხვდებოდა გეგა, რომ ადა მისი სულის ნაწილი იყო.
- ნახეე, ზღვა რა ლამაზად იშლებაა. თითქოს მეძახის მოდი ჩემთანო. აქედან მზის ჩასვლა ულამაზესი იქნება.
- დაჯექი, - გვერდით მოისვა ფეხზე მდგომი ცხადაძე, - მეშინია, - ხელს არ უშვებდა. - ადას კი ისევ უცნაური თრთოლვა დაეუფლა, გეგასთან სიახლოვე მასზე სხვანაირად მოქმედება.
- რა სახეები გაქვთ? ორივეს შეგეშინდათ? - კვდებობდნენ სიცილით ბიძაშვილები, როდესაც ადა და გეგა ატრაქციონიდან გამოვიდნენ.
- ცოტა. - დაბნევით უპასუხა ადამ.
- მაშინ, სათქვენო რამ ვიპოვე, გამომყევით უკან. - ადაც და გეგაც მორჩილად გაყვნენ. - აი, ისიც. ამ წითელ ყვავილში ჩახსდებით და წყლის დინება მშვიდად მოგატარებთ, არც სიმაღლე შეგაშინებთ და არც ადრენალინი.
წითელი დუმფარას მსგავსმა ყვავილმა წყვილი ტაატით წაიყვანა. ორივე ჩაფიქრებული იჯდა.
- ადა, ოდესმე ვინმე გყვარებიათ?
- მე? - გულზე ხელი მიიდო, - არა, არასდროს და თქვენ?
- მგონი ახლა მიყვარს... რადგან რაღაც უცნაურს ვგრძნობ იმ ადამიანის მიმართ, რასაც სხვების მიმართ არ განვიცდი. ის კარგად მოქმედებს ჩემზე, მასთან ყოფნა მამშვიდებს.
- მართლა? მერე ეს ძალიან კარგია. ჯერ არ გითქვამთ?
- არა, რადგან მეშინია.
- რისი, ბატონო გეგა?
- იმის, რომ უარს მეტყვის... - თვალი თვალში გაუყარა.
- არა მგონი, თქვენ უარს ვინ გეტყვით?
- თქვენ რატომ არ გიყვართ არავინ? მარტოობა მოსაწყენი არ არის?
- იცით, მარტოობა ძალიან კარგია. მივეჩვიე, მაგრამ ხანდახან თითქოს ეს მარტოობაც მბეზრდება და მინდა ვინმე ჩემს გვერდით, თუნდაც არ ვესაუბრო, არ ჩავეხუტო, უბრალოდ ვისხდეთ გვერდი-გვერდ და საერთო სივრცე გავიზიაროთ. თუმცა მაქვს კი ბედნიერების უფლება? - სევდა შეეპარა მის წყლიან თვალებს.
- ადამიანის უფლებათაგან ერთ ერთი ბედნიერების უფლებაა, ამიტომ ყველას გვაქვს უფლება, რომ ბედნიერებისთვის ვიბრძოლოთ და ვიყოთ კიდეც.
- ხანდახან ბედიერების უფლებას ვკარგავთ ან გვართმევენ... სამწუხაროდ, ბევრჯერ გარემოებები ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მე კი თითქოს ძალა არ შემწევს, შევცვალო ის რაც ბედის წიგნში ჩამიწერეს.
- ზოგი ადამიანი კოშმარებში ცხოვრობს, მაგრამ ძლიერები ყოველთვის პოულობენ გზას კოშმარებიდან დასაღწევად, სუსტები კი სამუდამოდ იხლართებიან. ერთ ერთი ნათელი მაგალითი კი შენ ხარ.
- რისი? - ლურჯი თვალები შეანათა გეგას.
- „ასე, რომ მიყურებს, გული რატომ მიქანდება?“ - თავი დაბნევით მოიქექა ბიჭმა, - რისი და ობლობაში გაიზარდე, მაგრამ ცხოვრებას არ დანებდი და კარგი გოგო გაიზარდე. – „ეს კარგი გოგო გაიზარდე, რა თქმა იყო?“ თავის თავს ფიქრებში ეჩხუბებოდა გეგა.
- ხო, „კარგი გოგო“ ნამდვილად გავიზარდე. - გაეღიმა ადას, - მგონი ჩვენი მოგზაურობა დასრულდა.
- კი, მოვედით უკვე. - გადმოსვლაში დაეხმარა ადას. - ახლა სად წავიდეთ?
- მანქანებზე.
- სად? მანქანებზე?
- აუუ, კიი რაა, ოცნებად მაქვს ქცეული მართვა ვიცოდე, მაგრამ მაგის დრო არ მაქვს და ქუთაისში ხანდახან გორის პარკში ვიკლავდი სურვილს.
- დიდი მეგონა, შენ კი ბავშვი ყოფილხარ. - გაეცინა აჟიტირებულ ადაზე გეგას და უკან გაჰყვა.
დღემ ლამაზად გაიარა.
- დიახ, მამა... კი დღესვე ვბრუნდებით, რა ხდება? ... კარგი. - მობილური გათიშა გეგამ.
- რა ხდება? - იონა მანქანის სავარძელში გასწორდა.
- დავალებები გვაქვს, მე ხვალ თბილისში სასწარაფო წესით უნდა წავიდე, გაქირავებულ ბინაში რაღაც პრობლემა შეიქმნა, ხოლო შენ თედოს უნდა დახვდე საბაჟოზე.
- ვაა, ანუ რაც დავისვენეთ დღეს, ორმაგად ავინაზღაურებთ.
- ასე გამოდის. - უკანა ხედვის სარკეში მთველვარე ადას გახედა და ჩაეღიმა.

***
ადამიანის არყოფნა, გულში სითბოს ზრდის! სითბო კი მთელს სხეულში გვეღვრება და სულს გვითბობს. როცა სული მის მონათესავე სულს გრძნობს სხვანაირად ფარფატებს, განსხვავებულ სინაზეს.
- ქალბატონო ბაია.
- დიახ, ნათელა დეიდა.
- ყველა კიტრი და პომიდორი დაკრეფილი და დაფასოებულია.
- მართლა? დიდი მადლობა, კარგით. დავურეკავ „ჯი ემ“-ის დისტრიბუციას და წაიღებენ. - მობილურის ასაღებად შებრუნდა კოტეჯში.
- შეიძლება?
- დია-ახ... თედო?
- არ მელოდი? - ფართოდ იღიმოდა დიდიძე.
- რატომ არ დამირეკე?
- უნდა დამერეკა? რატომ?
- რატომ? რატომ და ... – „ამაფორიაქა და რატომო მეკითხება! თავხედი!“ ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა.
- იმიტომ ხომ არა, რომ მოგენატრე?
- ჩუმად, რას ამბობ? ვინმემ არ გაიგონოს!
- კარგი, ჩუმად ვიქნები. - ტუჩზე ორი თითი გადაიტარა.
- როდის ჩამოხვედი?
- ...
- შენ რა, მართლა, ჩუმად ყოფნას აპირებ? - თანხმობის ნიშნად თავი დააქნია თედომ. - აჰ... საყვარელი ქალის სანახავად, მოხვედი და ჩუმად იქნები? მორჩი თავის ქიცინს, კანტუზიაში არ გადაგეზარდოს... არადა... სხვაგვარად მეგონა თუ განვითარდებოდა მოვლენები...
- სხვაგვარად?
- დიახ...
- მაგალითად, როგორ? იქნებ ისე ვითარდება, როგორც შენ გეგონა?
ბაია თითქოს შეკრთა, თითქოს უკან დაიხია და თვალები დახუჭა.
- ხომ კარგად ხარ? - მისკენ წავიდა თედო, ბაიკო კი მისკენ მიმავალ ბიჭს მთელი ძალით გულთან ჩაეკრა. დიდიძე წუთიერად გახევდა, ვერ მიხვდა ეს ჩახუტება როგორ მიეღო თანხმობად თუ?
- მომენატრე... - ჩუმად, ძლივს გასაგონად ამოთქვა ებრალიძემ.
- მეც... - და ძლიერად მოხვია ხელები საყვარელ ქალს და პირველ სიყვარულს. - მეც, მეც... - ჩურჩელებდა ბედნიერებისგან აღტაცებული და მთელი ძალით იკრავდა გულში, თითქოს მასში შესისხლხორცება სურდა. - შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ გამაბედნიერე.
- ცოტა უხერხულად ვარ. - თავი მორცხვად დახარა.
- ვიცი, მესმის... - ნიკაპში ხელი მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა. - მადლობა, რომ მიმიღე.
- მეც მიკვირს საკუთარი თავის და გადაწყვეტილების... მაგრამ გულს ვერ უბრძანებო, ხომ გაგიგია? ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვიბრძოლე... ახლაც არ ვარ დარწმუნებული სწორია თუ არა ჩემი ნაბიჯი და გადაწყვეტილება? იქნებ უნდა გავჩერდე? იქნებ ვერ გამიგონ? იქნებ...
- მესმის შენი განცდების, თუ აქ ვერ გაგვიგებენ, სხვაგან გაგვიგებენ და წავალთ იქ, სადაც ჩვენს სიყვარულს ცუდად არ მიიღებენ.
- ჩემი ოჯახი, მხარს დამიჭერს ვიცი, მაგრამ...
- ნუ ღელავ, ვიცი რაც და ვინც გადარდებს. მას პირადად მე დაველაპარაკები, როცა შენ მზად იქნები. ჯერ ეს ყველაფერი ჩვენ ორს შორის დარჩეს. შენ წინ არ წავალ, მინდა, რომ ბედნიერს გხედავდე და ეს ბედნიერება კი ერთად უნდა შევქმნათ.
- მადლობა, გაგებისთვის და მოთმინებისთვის.
- ღმერთო ჩემო, დღეს როგორ გამაბედნიერე. - გაშვება არ უნდოდა თედოს საყვარელი ქალის.



№1 სტუმარი M

ძალიან, ძალიან კარგი იყო! გეგა და ადა განსაკუთრებული წყვილია, ორივე დიდ ბედნიერებას იმაახურებს. იმედია ახალი თავითაც მალე გაგვახარებთ:)

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

აუუ ძაალიან კარგი იყო, სულ ღიმილით ჩავიკითხე blush ცოტა ქეთიმ გამაბრაზა მაგრამ მგონია რო არ იდედამთილებს და თავისი შვილის ბედნიერებას ხელს შეუწყობს. ბაია და თედოც ძალიააან საყვარლები არიან და მოკლედ, ყველა პერსონაჟი კარგი გყავთ smile

 


№3  offline წევრი სესილია

M
ძალიან, ძალიან კარგი იყო! გეგა და ადა განსაკუთრებული წყვილია, ორივე დიდ ბედნიერებას იმაახურებს. იმედია ახალი თავითაც მალე გაგვახარებთ:)


ვეცდები ხვალ გაგახაროთ :))

სტუმარი თეო
აუუ ძაალიან კარგი იყო, სულ ღიმილით ჩავიკითხე blush ცოტა ქეთიმ გამაბრაზა მაგრამ მგონია რო არ იდედამთილებს და თავისი შვილის ბედნიერებას ხელს შეუწყობს. ბაია და თედოც ძალიააან საყვარლები არიან და მოკლედ, ყველა პერსონაჟი კარგი გყავთ smile


როგორ მიხარია თედო და ბაიაც რომ ახსენეთ. ეგ წყვილიც ძალიან თბილი და საყვარელია :))

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

მე მაოცებს ასე როგორ ხატავ ადას გმირს,.ემოციების ზეიმი მაქვს როცა ვკითხულობ.ისტორიიდან წამოსული მუხტი მავსებს და სიცოცხლის ძალას მაძლევს,თუმცა პრობლემებიც არის ..

 


№5  offline წევრი სესილია

სტუმარი nancho
მე მაოცებს ასე როგორ ხატავ ადას გმირს,.ემოციების ზეიმი მაქვს როცა ვკითხულობ.ისტორიიდან წამოსული მუხტი მავსებს და სიცოცხლის ძალას მაძლევს,თუმცა პრობლემებიც არის ..


არ ვიცი რა გითხრათ, მიხარია თუ სიცოცხლის ძალას გმატებთ ეს ისტორია :) აუცილებლად უნდა იპოვოთ ძალა და ირწმუნოთ თქვენი თავის, რომ ყველაფერი გამოგივათ, არ გამოვა არ დანებდეთ, სხვა გზა ეძიეთ. ბევრი ბედნიერი დღეები თქვენ და ყველას :))

 


№6 სტუმარი სტუმარი qeto

აი როგორ ველოდები ხოლმე ვერ წარმოიდგენთ. სხვა სამყაროში გადავდივარ ასე მგონია heart_eyes ყველა პერსონაჟი კარგია, თედო და ბაიაც, მაგრამ გეგა და ადა მაინც სხვაა, ყველაზე საყვარელი პერსონაჟები არიან ჩემთვის.ასევე მინდა თომა გამოვყო და ვისურვებდი, ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა ფიქრობდეს მისნაირად

 


№7  offline წევრი სესილია

სტუმარი qeto
აი როგორ ველოდები ხოლმე ვერ წარმოიდგენთ. სხვა სამყაროში გადავდივარ ასე მგონია heart_eyes ყველა პერსონაჟი კარგია, თედო და ბაიაც, მაგრამ გეგა და ადა მაინც სხვაა, ყველაზე საყვარელი პერსონაჟები არიან ჩემთვის.ასევე მინდა თომა გამოვყო და ვისურვებდი, ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა ფიქრობდეს მისნაირად


როგორ მახარებს ეს თქვენი სიტყვები :)) ხო, თომას სახით ისეთი პერსონაჟი შევქმენი, როგორიც მინდა იყვნენ ახალაგაზრდები :))
მადლობა რომ ერთგულად მომყვებით და კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent