ფითრისფერი /სრულად/
ჩუ! არ თქვა! საიდუმლოს გაგიმხელ, ოღონდ არსად თქვა, კარგი? ჩუ, მან ფითრისფერი მოიპარა. ჰო, აი, ასე. მოიპარა და არაფრის დიდებით არ დათმობს. ის ჰომ კლეპტომანია. გაუცნობიერებლად გააკეთა ეს, ნუ იფიქრებ, რომ გამიზნულად. თუმცა მან მოიპარა და არასდიდებით დათმობს. მიისაკუთრა. ყველაფერი, რასაც ეხება მისი ხდება, მაგრამ ის საკუთარ თავს არგებს მათ. ასევე ფითრისფერიც. ჩუ, იცი? ფითრისფერი შეებჟნა მის კანს და რაც არ უნდა იხეხოს კანი სააბაზანოში, სიწითლემდე მიიყვანოს და ნაკაწრებიდან ბორდოსფერმა რკინის გემოთი გაჟღენთილია სითხემ იფეთქოს, ფითრისფერი მას ყოველთვის დაჰკრავს. ცოტათი უცნაურია, ფაქტიც და ისიც თავისი რაობით. მას ფერების კოლექცია აქვს. ძალიან, ძალიან ბევრი ფერია მასში, მაგრამ ფითრისფერი მოპარულია. იგი განსაკუთრებულია და ძალზედ საინტერესო. ცალკე აქვს შენახული. ამ ფერს არ აქვს თავისი ნაირსახეობა, ის ერთადერთია, რადგან ქურდობის ნაყოფია. უცოდველი ქურდობის, რომელიც დაავადების შედეგია. ჩუ, შენ გგონია, რომ ის თავის ქურდობას ამართლებს დაავადებით? - გახსოვს, ერთმა იდიოტმა ექიმმა რომ გითხრა - უმოქმედობას დაავადებით ამართლებო? გეტკინა, ჩუ? მაპატიე, არ უნდა გამეხსენებინა. - ყველაფერი რიგზეა, კიდევ მომიყევი მასზე რამე. ლინდას უჩუმრად წაართვა მან ეს ფერი, ჩუ. ქურდბაცაცასავით ფეხის წვერებზე დადიოდა წლები, რომ არ შეემჩნია ლინდას ეს. მაგრამ, ჩუ… ლინდა მას არც კი იცნობდა. წარმოგიდგენია? - შენ თქვი, რომ ფერების კოლექცია აქვს. რომელი ფერი უყვარს ყველაზე მეტად, ფითრისფერი? - როგორ ბედავ?! როგორ გაბედე და შეადარე ისინი ერთმანეთს, ჩუ?! არ თქვა, თორემ გაწყრება. - ვერ გავიგე?! - ვერ გაიგებ. ვერავინ გაიგებს, მას ვერავინ გაუგებს, მისი დრამის ცეცხლოვან გვირგვინს ვერავინ მოირგებს. - სამწუხაროა… ჩუ, შენ გგონია, რომ ეს სამწუხაროა? მაშ, მთელი ადამიანური რეალობა ყოფილა სამწუხარო. ასე გიპასუხებდა ის. ის იპარავს სხვათა ემოციებს, ემპათიას აბრალებს ყველაფერს და თავის საყვარელ კარადაში მალავს ყველა ფერს. ეს კარადა ხელშეუხებელია. ზოგჯერ მგონია, რომ თვითონაც არ იცის - რა სად უდევს, ჩუ. მაგრამ ეს ჰომ ძალიან სახიფათოა? ნაქურდალი არ იცოდე სად დევს, ნეტავ, სამართალდამცველების არ ეშინია? - უნდა ეშინოდეს? - ახლა შენ მაშინებ, ჩუ. - რატომ? - შენ ძალიან ჰგავხარ მას. - მაგრამ მე ის არ ვარ. - ჰო, არ ხარ, მაგრამ… - ორი ერთნაირი არ არსებობს, ჰომ იცი? - ისიც ჰომ ასე იტყოდა. - მართალსაც იტყოდა. - მაგრამ მე მინდა, რომ ერთი მთლიანობა ვიყოთ. - უცნაური ხარ. - ჰო? - შენც ჰგავხარ მას. ჩუ, შენთან საუბარი ზოგჯერ ისეთივე რთულია, როგორც მასთან. ვერ ვხვდები კაცობრიობა რას ეძახის უცნაურს, მაგრამ… ჩუ, შენ და ის უცნაურები ხართ და კი, უცნაურია, რომ არ ვიცი უცნაურის განმარტება, მაგრამ მაინც ვიყენებ ამ სიტყვას. ადამიანებს ჰომ გვიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვების გამოყენება, როცა მათი მნიშვნელობა არ ვიცით და ნუ მეჩხუბები, რა აზრი აქვს, რომ "უცნაური" მაღალფარდოვანი არ არის! - თავს არაადამიანურად მაბეზრებ ხოლმე. - არაადამიანი ვარ და ასეც მოგაბეზრებ თავს. - შენი ტვინი ძალიან აგვიანებს ხოლმე ინფორმაციის გადახარშვას. - არ შეიძლება რაღაც აგვიანებდეს, თუ იგი არ გაქვს. - არ შეიძლება აზროვნებდე, თუ ტვინი არ გაქვს. - მე თვითონ ვარ ტვინის ხვეული. - გიჟი ხარ ხოლმე. - ახალი სიტყვა აიკვიატე? - რა? - ხოლმე. - ჰო, ვიკვიატებ ხოლმე. - როგორც მან ფითრისფერი? - მე არაფერი მომიპარავს. ფითრისფერი მისი აკვიატებაა? - არა? - არა. აკვიატება შიშია, რომ მოხვდება ლინდასგან. მაგრამ ლინდა მას არ იცნობს. და საერთოდ, რატომ ლინდა და არა გამსახურდია? - არ ვიცი. - უცნაურია. - ამაში ჰგავხართ ერთმანეთს. - ნერვებს მიშლი. - მასაც ვუშლი ხოლმე. ჰო, ჩუ. იგი გულუბრყვილობას მეძახის და ზოგჯერ ჩემი თავიდან მოშორება სურს. სევდის კაეშანი ბევრად მიმზიდველად ესახება, ვიდრე სისუფთავე და მიამიტობა. ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მკაცრად და სასტიკად რატომ მექცეოდა. თითქოს, სისასტიკე მომენტალურად ხდებოდა მისი დამცავი ფარი და ხმალი და სურდა თავიდან მოვეშორებინე. ჩუ, რატომ არ ვკვდები იმის მიუხედავად, რომ სისასტიკემ ბევრჯერ მომაყენა სასიკვდილო დარტყმა აი, აქ, გულში? - ოდესმე გინახავს ადამიანი, რომელიც თვითონ ირჩევს ტკივილს? - არ ვიცი, ჩუ. - გინახავს და გიგრძვნია კიდეც. - მე რა დავაშავე? - გტკივა? - მტკივა? მტკივა? ამის გაძლება უკვე შეუძლებელია, ჩუ, შეუძლებელი. თითქოს, ფითრისფერი ვხდები. - ფითრისფერი რომ ხდებოდე, ასე ძლიერ არ ესურვებოდა შენი თავიდან მოშორება. - ანუ, განსაკუთრებული არ ვარ? - ნუ იცრემლები, მხოლოდ ფითრისფერია განსაკუთრებული? - არ ვიცი… - მაშინ რატომ აძლევ მარილიან ბურთულებს საშუალებას, რომ სახე დაგისერონ? - მე ჰომ სახე არ მაქვს… - მაგრამ მაინც ადამიანივით კრუსუნებ. ჩუ, მე ადამიანივით მტკივა. არ ვიცი, როგორ სტკივათ ადამიანებს, მაგრამ მეც მათსავით ვიტყვი, რომ მტკივა. ის მკლავს. ის, ის ულმობელია და ბრაზის ცეცხლს ისვრის, სევდა იმდენად გაიზარდა, რომ ბრაზში გადაიზარდა, შემდეგ ისევ სევდად იქცევა, ან დარდად. ეს ბევრჯერ მინახავს, ძალიან ბევრჯერ და ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ბრალია. რომ არა მე, ტკივილი არ გამოძვრებოდა მისი კარადიდან ყოველწამს და არ გამრავლდებოდა ასე სუროსავით. ყელში უჭერს, ვგრძნობ. ყელში უჭერს და ამას მეც ვგრძნობ, ვგრძნობ ყელში მოჭერას. მერე რა, რომ სხეული არ მაქვს, ჩუ? მერე, რა. - ნუ ჩაიციკლები. - იმას მეუბნები, რაც მე უნდა გითხრა, ხოლმე, ჩუ? - ეგ სიტყვა პარაზიტი მოვიშორე. - კარგია, ალბათ. - ალბათ? - ჰო, ალბათ. მე არ ვიცი რა არის კარგი და ცუდი. - ზოგჯერ გამაღიზიანებელი ხარ, იცი? - შენც გაღიზიანებ? - მგონი, ჩემ გარდა ყველას. - მასაც ვაღიზიანებ, თორემ ასე არ მომექცეოდა. - ისევ ნიანგის ცრემლებს ყრი. - ნიანგები ტირიან? - აი, რატომ ვერ გიტანენ სხვები. ფითრისფერი შენ გამო რომ მოიპარა, იცი? - რატომ? - შენი თავიდან მოშორება უნდოდა. - რა დავაშავე ? - საქმეც იმაშია, რომ არაფერი. - ვერ ვხვდები. თუ არაფერი დავაშავე, რატომ უნდა მომიშოროს? ხმა გამეცი, ჩუ. ნუ ხარ ჩუმად. ჩუ. ნუ ხარ ჩუმად… ჩუ. რატომ გაქრი, ჩუ. რატომ გაქრი, შენთან დავაშავე რამე ? - მია! - ვინ მეძახის? - ირო ვარ. - ჩუ სად არის? - ქვეყნის დასალიერში, ფითრისფერს ეძებს. - ფითრისფერი ჰომ კარადაშია? - კარადა მხოლოდ შენ იცი სად არის. - ეკითხა ჩემთვის. რატომ გაქრა, რა დავუშავე? - ის, რომ იდიოტი ხარ. ჩუს შენთან ლაპარაკი აღარ უნდა. შენ ჩუსაც კი ატკინე, შენ ყველას ტკენ, შენი ადგილი აქ არ არის! - მე, რა გავაკეთე ისეთი, რომ გატკინეთ? მე, მაპატიეთ მე… - ზუსტად ამის გამო ეზიზღები ყველას. ზიზღი უკვე დაიღალა ტუჩის კანკალით, უბრალოდ, წადი, რა. არა, უფრო სწორად, დაახვიე! - არ მესმის… - ვერც ვერასოდეს გაიგებ მისას. მას საკუთარი თავის არ ესმის, სხვას რა უნდა მოსთხოვოს. ვიღაცამ თქვა ოდესღაც, არ ვიცი. - ირო! - არივედერჩი, მია! - ირო! ჩუ! ჩუ! … ჩუ… ამას უკუნითი სიბნელიდან გწერ. უძრაობამ დამღალა. აღარ მტკივა და ამან უფრო მეტად დამღალა. აღარავის ვჭირდები და ამანაც დამღალა. აღარტკივილი მტკივა, მტკივა ის, რომ არასაჭირო გავხდი. ერთადერთი რამ მაცოცხლებს. მას ჯერ კიდევ ეშინია, რომ ქურდობაზე გამოიჭერენ, მიამიტურად ეშინია. მე კი ვსუნთქავ. ჩუმად ჩურჩულით ვიტყვი - ჩუ… ჩუ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.