შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

'' ჯარისკაცის მამა '' და მისი კადრის მიღმა ფაქტები


19-06-2021, 16:26
ავტორი Ban Ban
ნანახია 905

მისი აღიარება რეჟისორ რეზო ჩხეიძის, სცენარის ავტორის, სულიკო ჟღენტისა და ფილმში მთავარი გმირის შემსრულებლის, მსახიობ ერგო ზაქარიაძის ერთობლივი დამსახურებაა. აქვე შეგახსენებთ, რომ რეზო ჩხეიძემ და სულიკო ჟღენტმა ერთმანეთი სტუდენტობისას, „ვგიკში" სწავლის დროს გაიცნეს.
მისი აღიარება რეჟისორ რეზო ჩხეიძის, სცენარის ავტორის, სულიკო ჟღენტისა და ფილმში მთავარი გმირის შემსრულებლის, მსახიობ ერგო ზაქარიაძის ერთობლივი დამსახურებაა. აქვე შეგახსენებთ, რომ რეზო ჩხეიძემ და სულიკო ჟღენტმა ერთმანეთი სტუდენტობისას, „ვგიკში" სწავლის დროს გაიცნეს.

სტალინის მასწავლებელი, ქართველი შინდლერი და შავი აბდულა
ფილმის გარშემო ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ბევრი რამ ყველასათვის ცნობილი არ არის. თანაც, ვფიქრობთ, ახალგაზრდა თაობას, რომელმაც ამერიკული კომპანიის მიერ დამზადებული ფილმის ფერადი ვერსია იხილა, ეს ფაქტები დააინტერესებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმის გაფერადების შეკვეთა ამერიკულ კომპანიას მოსკოვში მოქმედმა ბელგიურმა ფირმამ მისცა და ამ პროცესს რეჟისორი სიცოცხლეში აქტიურად ადევნებდა თვალყურს. ფილმში სცენარისტის, სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული. ის 18 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად ომში მოხალისედ წასულა. ერთი ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილი ჰოსპიტალში დაუწვენიათ. მამამისს შვილის მოსაძებნად გრძელი და საშიში გზა გაუვლია. რეჟისორის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მისმა სტუდენტმა, რუსუდან შაიშმელაშვილმა დიდ მაესტროზე დოკუმენტური ფილმი „ცხოვრება კადრებიდან“ გადაიღო. მასში ფილმის გადაღებამდე და გადაღების შემდეგ მომხდარ ამბებზე რეჟისორის მონათხრობი შევიდა.

ფილმის ისტორია დაიწყო ერთ მშვენიერ დღეს, კინოსტუდიის ეზოში, სადაც იმ პერიოდში ფილმის „ზღვის ბილიკი“ გადაღება მიმდინარეობდა, მასში სერგო ზაქარიაძეს იღებდნენ. „ჯარისკაცის მამის“ გადაღების იდეა სწორედ მაშინ გაჩენილა. კინოსტუდიაში მისულ სულიკო ჟღენტს რეზო ჩხეიძისთვის წასაკითხად „ჯარისკაცის მამის“ სცენარი გადაუცია. აღფრთოვანებული მაესტრო მეორე დილით კინოსტუდიაში სერგო ზაქარიაძესთან მისულა. ამ ამბავს ფილმში თავად რეზო ჩხეიძე ასე იხსენებს: „დილა მშვიდობისა, ბატონო სერგო! —ვუთხარი. მას ჩემთვის არც შემოუხედავს. სცენარი მოგიტანეთ, აქ არის კახელი მევენახე კაცის სახე დახატული, საქმე ისაა, რომ სცენარის დასაწყისში წერია, რომ ამ მოხუცის შვილი იყო ფრონტზე, რომ ის ტანკისტია, რომ ის ახლა დაჭრილია. აქ სერგომ დაინტერსებულად ამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და ისევ გრიმს მიუბრუნდა. მე გავაგრძელე, ჩადის ეს მახარაშვილი ფრონტზე იპოვის იმ ჰოსპიტალს, სადაც მისი შვილი იწვა. აქ სერგომ გამომხედა: რაო? რა და გამოდის, რომ თითქოს ტყუილად ჩასულა იქ, შვილი უკვე გამოუწერიათ და ფრონტზე გაუმგზავრებიათ ისევ ტანკისტად, საბრძოლველად. სერგომ მკითხა: მერე? რა გადაწყვიტა ამ შენმა მახარაშვილმაო? რა და მან დაიწყო იმ გზით სიარული, სადაც ეგულებოდა, რომ მისი შვილი ტანკით წავიდა. მიდის ამ გზას მიაბიჯებს და ვერ პოულობს შვილს, მერე? მერე რა ქნაო?— ფეხზე წამოდგა ბატონი სერგო და მომიახლოვდა. მე ვუთხარი, მაშინ მიაგნო მის შვილს, როდესაც დაჭრილი იყო ბერლინში. ამ ადგილზე, სადაც ის უკვე დაღუპულ შვილს ეუბნება: დედაშენს რა ვუთხრა?— მას ცრემლები წამოუვიდა და პატარა ბავშვივით აუთამაშდა მთელი სახე. ტირის ბატონო სერგო. მე ვუთხარი მოგეწონათ, ბატონო სერგო? ძალიანო — მიპასუხა. მე მინდა ფილმი გადავიღო და თქვენ ითამაშოთ გიორგი მახარაშვილი. მე უნდა ვითამაშო ეს როლი? ასეთი ბედნიერი ვიქნები, რომ მე ვითამაშოო?— იქნებით ბატონო სერგო! უცებ სერგომ რომ გაიაზრა ეს ყველაფერი, გრიმი გვერდით გადადო და ორივემ ტირილი დავიწყეთო“. იმ პერიოდში, ანუ საბჭოთა ეპოქაში, ყოველი ახალი ფილმის ჩაბარება მოსკოვის კინემატოგრაფისტთა საკავშირო კომიტეტში ხდებოდა და მაშინდელ ერთ-ერთ საბჭოურ უწყებას ფილმის გაშვებაზე უარი უთქვამს. ამის მიზეზად კი შემდეგი დაუსახელებია: ჩვენს ოფიცერს ეს ქართველი პაპა ხელს რატომ ურტყამსო?! საბოლოოდ ფილმი თაროზე სამუდამოდ შემოდებისგან იმ დროს ყველაზე მკაცრ საბჭოთა გენერალ ვოსტოკოვს გადაურჩენია.

რუსუდან შაიშმელაშვილი, რეჟისორ რეზო ჩხეიძეზე გადაღებული ფილმის „ცხოვრება კადრებში“ ავტორი: მე ბატონი რეზოს სტუდენტი ვიყავი და ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ მასზე ფილმის გადაღება მე დამავალა. ფილმის გადასაღებად წავედით კახეთში, გურჯაანში, სადაც თან გვახლდა ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი ოპერატორი ვაჟა თოფურია. ამ ყველაფერს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ხელმძღვანელობდა. სიტყვები არ მყოფნის, მეუფემ გადაღებების პერიოდში იმდენი რამ გაგვიკეთა. ბატონმა რეზომ მითხრა, რომ „ჯარისკაცის მამის“ გადაღების ამდენი წლის შემდეგ გურჯაანში პირველად ჩავდივარო. თავის დროზე „ჯარისკაცის მამა“ პირველად სწორედ გურჯანელებს უნახავთ. მას შემდეგ მათთან ჩასული სერგო ზაქარიაძის დანახვაზე თურმე ამბობდნენ: ჩვენი პაპა მოვიდაო!.. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ პედაგოგზე ფილმის ავტორობის პატივი მე მერგო წილად… სამწუხაროდ ბატონი რეზო ფილმის ნახვას ვერ მოესწრო“…
---------------------------------------------------------------------------------------
იმედია მოგეწონათ ეს ის არის რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ქართველმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent