ბ ა თ უ მ შ ი ბესტსელერის ,,აღიარება ხელისგულზე" პრეზეტაცია გაიმართება
9 თებერვალს ბათუმში (მემედ აბაშიძის # 52 - ში) ,,ბიბლუსი" გალერეაში 19:00 საათზე ბესტსელერის ,,აღიარება ხელისგულზე" ავტორი, თათული ღვინიანიძე მკითხველებსა და ლიტერატურის მოყვარულებს შეხვდება. მწერალი ისაუბრებს რომანის შესახებ, განიხილავს მასში წამოწეულ პრობლემებს, საკითხების მოგვარების გზებს, გააფორმებს წიგნების პირველ გვერდებს და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. დასწრება თავისუფალია! შეგახსენებთ, რომ ,,აღიარება ხელისგულზე“ მოდერნისტული ჟანრის რომანია, რომელიც წიგნების მაღაზიებში 2017 წლის პირველი ნოემბრიდან გამოჩნდა.მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსის“ დეკემბრის თვის სტატისტიკით, ის ნოემბრის თვეშივე მოექცა ტოპ 3 ყველაზე მოთხოვნად წიგნში. ხოლო დეკემბერსა და იანვარში საქართველოში ყველაზე გაყიდვად წიგნად დასახელდა. ,,აღიარება ხელიუსგულზე“ მოხვდა ,,ლატერნასა“ და ,,საბა.ქომ.ჯის“ ბესტსელერებშიც. აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოსვლიდან თვენახევარში 2000-იანი ტირაჟი ამოიწურა და საჭირო გახდა ჯერ მეორე, შემდეგ კი მესამე ტირაჟის გამოცემა. წიგნის ყდაზე იმუშავა ცნობილმა ილუსტრატორმა ნინო მორბედაძემ. მასზე ერთი ადამიანის მრავალი სახეა წარმოდგენილი. შუშის კუბი კი, რომელზეც მთავარი გმირი, რადა მოდებაძე ზის, ერთი მრივ თანამედროვე, მსხვრევად ურთიერთობებს ასახავს, მეორე მხრივ კი სტერეოტიპებს. რომანში ,,აღიარება ხელისგულზე“ წამოწეული პრობლემები: საზოგადოების მიერ პიროვნების ჩაგვრა და ,,სოციალური ურჩხულის“ შექმნა, ფასეულობათა სისტემის რყევა, მორალური პრინციპების ნგრევა, მშობლებსა და შვილებს შორის ჩატეხილი ხიდი, გაუფასურებული ურთიერთობები, საკუთარი თავისა და ადგილის ძიება სამყაროში, ზღვარი პროფესიონალიზმსა და ზნეობრიობას შორის, პირად ინეტრესებს მორგებული ჟურნალისტიკა, ტექნიკასა და ინტერნეტსივრცეში ცაკარგული თაობა, მარტოობა, საკუთარ ,,მეებთან“ ბრძოლა და სულიერი ჰარმონიისკენ სწრაფვა, რელიგია, აბორტი, ჰომოსექსუალიზმი, ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.